შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსებით დაკავშირებული. თავი 1 (+18)


28-08-2021, 21:19
ავტორი Anifrommordor
ნანახია 2 607

სამი წლით ადრე, ბიბლიოთეკაში შეზლონგზე ვიყავი წამოწოლილი და ვკითხულობდი როდესაც კაკუნს ხმა გაისმა. ლილიანას თავი კალთაში მედო და არც კი აუწევია როდესაც მუქი ხის კარი გაიღო და დედაჩვენმა შემოაბიჯა. დედა ფერმკთალი იყო, სახე შეშფოთებული ქონდა. ,,რამე მოხდა?" ვიკითხე მე. მან გაიცინა მაგრამ ეს იყო მისი ყალბი სიცილი. ,,მამაშენს შენთან საუბარი სურს კაბინეტში" ლილის თავი ფრთხილად ავიღე და შეზლონგზე გადავდე, მან ფეხები ტანთან მიიზიდა, ის თერთმეტი წლისთვის ტანდაბალი იყო, მაგრამ არც მე ვიყავი მაღალი, ჩვენი ოჯახის არცერთი ქალი არ იყო. დედამ თვალი ამარიდა როცა მისკენ წავედი. ,,შარში ვარ?" არ ვიცოდი რა შეცდომა დავუშვი, ჩვეულებრივ მე და ლილი მორჩილები ვიყავით, ჯიანა იყო ის ვინც ყოველთვის არღვევდა წესებს და ისჯებოდა. ,,იჩქარე მამაშენს ნუ ალოდინებ" თქვა დედამ უბრალოდ. მამაჩემის კაბინეტთან რო მივედი მუცლის უსიამოვნო შეგრძნება ვიგრძენი, შემდეგ ნერვები მომეშალა და დავაკაკუნე, ,,შემოდი" . შევედი ვფრთხილობდი ემოცია არ გამომეხატა. მამა თავის მაგიდასთან იჯდა შავ ტყავის სავარძელში, უკან წიგნებით სავსე თაროები იყო, მამა ამ წიგნებს არასდროს კითხლობდა, თაროს დანიშნულება ის იყო რომ საიდუმლო გასასვლელს მალავდა. ფურცლების გროვას ზემოდან გადახედა და ნაცრისფერი თმა უკან გადაიწია ,,დაჯექი" . მისი მაგიდის მოპირდაპირე სკამზე დავჯექი და ხელები კალთაში მოვიქციე. ვცდილობდი ქვედა ტუჩი არ მომეკვნიტა მამას ძულდა ეს. ველოდებოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს, მას უცნაური გამომეტყველება ქონდა სახეზე როდესაც მან შემომხედა ,, ,,ბრატვა" და ,,ტრიადა" ცდილობენ დაიკავონ ჩვენი ადგილები, ისინი დღითი დღე უფრო გაბედულები ხდებიან. ჩვენ უფრო იღბლიანები ვართ ვიდრე ლას ვეგასი, მაგათ მექსიკელებთანაც უწევთ გამკლავება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვუგულებელვყოთ რუსების და ტაივანელების საფრთხე" დაბნეულმა შევხედე, მამა არასდროს გველაპარაკებოდა ბიზნესზე, მაგრამ ვიცოდი რო არ უნდა შემეწყვეტინა. ,, ჩენ უნდა დავამყაროთ კავშირი ნიუ ორკის ,,ფამილიასთან" , რომ დავისვენოთ და გაერთიანებლი ძალებით შევუტიოთ ,,ბრატვას" და ,,ტრიადს" " მშვიდობა ,,ფამილოასთან" ? მამას და ჩიკაგოს ყველა მაფიოზს სძულს ,,ფამილიას" ოჯახი, ისინი ათწლეულების მანძილზე ხოცავდნენ ერთმანეთს, მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყეს ერთმანეთის დაიგნორება და სხვა მტერზე ზრუნვა, ,,სისხლზე ძლიერი კავშირი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ,,ფამილია" ასე ფიქრობს . წარბები შემეჭმუხნა ,,სისხლში დაბადებული სისხლში დაფიცებული ეს არის მათი დევიზი" თავი დავუქნიე მაგრამ კიდევ უფრო დავიბენი. ,,გუშინ შევხვდი სალვატორე ვიტიელოს" მამა შეხვდა კაპო დე კაპის? ნიუ ორკის მაფიის მეთაურს? ნიუ ორკსა და ჩიკაგოს შორის შეხვედა არ ჩატარებულა ათწლეულების განმავლობაში. ბოლო შეხვედრა კი კარგად არ ჩატარებულა, მას ჯერ კიდევ ეძახიან სისხლიან ხუთშაბათს, თან მამა ბოსიც კი არა, ის იყო მხოლოდ ფიორე კავალაროს კონსილიერი და მრჩეველი, რომელიც განაგებდა მთელი მაფიის კლანს შუადასავლეთში. ,,ჩვენ შევთანხმდით რო მშვიდობისთვის ჩვენ უნდა გავხდეთ ოჯახი" მამას თვალები მაკვირდებოდა და არ მინდოდა გამეგონა რას იტყოდა. ,,მე და კავალარო შევთანხმდით რო შენ დაქორწინდებოდი ლუკაზე, ვიტიელოს უფროს ვაჟზე, მომავალ კაპო დეი კაპიზე" ვგრძნობდი რომ სადაცაა წავიქცეოდი ,, რატომ მე?" ,,ვიტიელო და ფიორე რამოდენიმე კვირის განმავლობაში ტელეფონზე საუბრობდნენ, ვიტიელოს სურს ყველაზე ლამაზი გოგო შვილისთვის, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მას ჩვენი ერთ ერთი ჯარისკაცის შვილი, ფიორეს ქალიშვილი გათხოვილია, მეტი არ ყავს , ამიტომ შენ იქნები ყველაზე ლამაზი გოგო" ჯიანა ისეთივე ლამაზი გოგო იყო, მაგრამ ჩემზე უმცროსი, რამაც გადაარჩინა ამჯერად. ,,ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა" სუნთქვა აღარ შემეძლო, მამა ისე მიყურებდა თითქოს მე მისი ყველაზე ძვირფასი ქონება ვიყავი. ,,ბევრი ისეთი იტალიელი გოგო არაა როგორიც შენ, ფიორემ ოქროსთმიანად აღგწერა" მამა გაბრუბდა ,, შენ იქნები ჩვენი გასაღები ნიუ ორკის ,,ფამილიაში" ,,მაგრამ მამა მე ხომ თხუთმეტი წლის ვარ არ შემიძლია დაქორწინება " მამა აშკარად არ დამეთანხმა ,, შენ თუ დათანხმდები შეგიძლია, ვის აინტერესე კანონები". ხელი მკვლავებს ისე მაგრად ჩავჭიდე, რომ განითეთრდა ხელები, მაგრამ ტკივილი არ მიგრძვნია. ,,მაგრამ მე ვუთხარი სალვატორეს რომ ქორწილს იქამდე უნდა დაველოდოთ სანამ თვრამეტი წლის გახდები, დედაშენსაც უნდა დაამთავრო სკოლა და სრულწლოვანი იყო. ფიორეც დაგვთანხმდა" ანუ ბოსი თანახმა იყო ქორწილს მოეცადა, მამაჩემზე დამოკოდებული რომ ყოფილიყო ალბათ ახლავე გადამცემდა ჩემ ქმარა ჩემს თავს . ავადმოფურმა შეგრძნებამ დამიარა სხეულში. ლუკა ვიტიელოზე ორი რამე ვიცოდი, ის გახდებოდა ნიუ ორკოს მაფიის კლანის ლიდერი როცა მამაისი გარდაიცვლებოდა ან პენსიაზე გავიდოდა და მისი მეტსახელი ,,მარწუხები", კაცის შიშველი ხელებით მოხრჩობისთვის. არ ვიცოდი რამდენი წლის იყო. მაგალითად ჩემი ბიძაშვილი ბიბიანა ოცდაათი წლით უფროს კაცსს მიათხოვეს, ლუკა არ იქნებოდა ასეფთი უფროსი თუკი მამამისი ჯერ არ იყო პენსიაზე გასული, ყოველ შემთხვევაში ამისი იმედი მქონდა. იყო ის სასტიკი? მან ადამიანი ხელებით მიახრჩო. ის ნოუ ორკის მაფიის ბოსი უნდა გამხდარიყო. ,,მამა,- დავიჩურჩულე მე ,,გთხოვ ნუ მაიძულებ მაგ კაცზე დაქორწინებას" მამის გამომეტყველება გამკაცრდ, ,, შენ დაქორწინდები ლუკა ვიტიელოზე, ხელი უკვე ჩამოვართვი მამამისს, ლუკასთვის კაგი ცოლი იქნები, როდესაც ნიშნობის დღესასწაულზე შეხვდები, მორჩილი ქალბატონივით მოიქცევი" ,,ნიშნობის წვეულება? " ექოდ გაისმა ჩემი ხმა, თითქოს სადღაც შორიდან მესმოდა. ,,რათქმაუნდა , ჩვენი კავშირის გასამრკიცებლად კრაგი გზაა, თან ლუკა შეძლებს ნახოს რას მიიღებს შეთანხმების შედეგად. არ გვინდა იმედები გავუცრუოთ." ,,როდის?" ხმა ჩამიწყდა და ჩავახველე, ,,როდის არის ნიშნობა?" ,,აგვისტოში , ზუსტი თარიღი ჯერ არ დაგვითქვია" ორი თვეღა იყო დარჩენილი. რომანსების კითხვა მიყვარდა, როდესაც წყვილები ქორწინდებოდნენ, ყოველთვის წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა ჩემი ქორწილი, მე ყოველთვის წაემოვიდგენდი რომ სიყვარულით და აღფრთოვანებით იქნებოდა სავსე. ცარიელი ოცნებები სულელი გოგოსთვის . ,, ანუ მაქვს უფლება სკოლაში სიარული გავაგრძელო?" რა მნიშვნელობა ქონდა დავამთავრებდი სკოლას თუ არა, კოლეჯში ვერასდროს წავიდოდი, ვერასდროს ვიმუშავებდი. მხოლოდ ჩემი ქმრის ლოგინის გათბობაზე უნდა მეზრუნა. ყელი ამეწვა და ცრემლები მომაწვა თვალებზე, მაგრამ შევიკავე თავი, მამას ძულდა როდესაც კონტროლს ვკარგავდით. ,, დიახ მე ვუთხარი ვიტიელოს რომ მხოლოდ ქალთა განკუთვნილ სკოლა პანსიონატში დადიხარ, რაც როგორც ჩანს მას მოეწონა, ვერ გავრისკავ ბიჭთან რაიმე კავშირი გქონდეს" ,,სულ ეს არის?" ,,დღეისთვის კი". კაბინეტიდან თითქოს ტრანსში მყოფი გამოვედი. მე თხუთმეტი წლის გავხდი ოთხი თვის წინ, ჩემი დაბადების დღე უზარმაზარი ნაბიჯი იყო მომავლისთვის, აღფრთოვანებული ვიყავი, ღმერთო როგორი სულელი ვიყავი. ჩემი ცხოვრება მაშინ დამთავრდა სანამ დაიწყებოდა. ჩემთვის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.



№1 სტუმარი სტუმარი ელი

კარგიაა ძალიან .მაგრამ პატარა თავებია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent