შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთის მოწაფე (თავი პირველი)


1-09-2021, 21:11
ავტორი lashausafrtx
ნანახია 950

მოგესალმებით მივიწყებული ბერი კაცი, ასე ვცდილობ თავი შეგახსენოთ იმათ ვინც ჯერ კიდევ მიცნობდა წარსულში,
დიახ ეს მე ვარ ვიტალი მაჩაბელი... არაფერს გეუბნებათ ეს სახელი ახალგაზრდებო..? რა თქმა უნდა
ახლა ისე გადავადგილდები ქუჩებში შევერცხლილი თმა წვერით რომ ერთეულები თუ ამოიცნობენ ჩემს დაგლეჯილ
სიფათს და მორეხილ კისერს... ამას წინად ყური მოვკარი.. ჩემს ზურგს უკან
ავტობუსსში ერთმა მეორეს გადაულაპარაკა, იცანი ეს კაცი..? ეს ის არანორმალური არ არის? მუშტით
რუს ჯარისჯკაცს ომში სახე რო გაუხსნა? კი კი ეგ არის შეხედე რა ცივ სისხლიანი პიროვნება.. რამდენი ეყოლება ამას მოკლული,
ერთი ამის ცხვირს შეხედე გეგონება სატვირთომ გადაუარაო.. დიდხანს ბჭობდნენ ჩემზე, მე კი ისე ვიდექი ავტობუსში რომ თითქოს არც არაფერი,
მესმოდა... მაგრამ ძალიან განვიცდი იმას რომ ადამიანებს მხოლოდ ცივ სისხლიანობით დავამახსოვრდი და არა ჩემი ტიტულებით,..
ამიტომ მანამ სანამ ცოცხალი ვარ ვცდილობ დავუტოვო სამყაროს ჩემი რეალური ცხოვრება ვიდრე ჩემზე ასე იფიქრონ,.. ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ჩემს
ცხოვრებაზე.. დაბადებიდან შუახნის ასაკამდე. 1965 წლის 31დეკემბერი 12საათამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი ახალი წლის დადგომამდე...
როდესაც ახალმა წელმა შემოაბიჯა.. ზარის ხმასთან ერთად დედაჩემს მშობიარობა დაეწყო და ახალი წლის ღამეს დავიბადე მე ვიტალი მაჩაბელი
მამაჩემაც და მისმა მეგობრებმაც ჩათვალეს რომ ახალი წლის ღამეს დაბადებული ვიტალი წარმატებული და იღბლიანი ადამიანი გაიზრდებიოდა.. ვინ იცის იქენბ
სწორედ იწინასწარმეტყველეს... მაგრამ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, და როგორც სხვები მეც ისე ვიზრდებოდი...
3წელიწადში ძამიკო მეყოლა რომელიც ძალიან შევიყვარე... შემდეგ სკოლის პერიოდი დამემთხვა და იმდენ ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი,.
სკოლაში რომ გითხრათ კარგად ვსწავლობდი თქო მოგატყვილებთ რადგან მე უფრო სიგიჟე და მუშტი კრივი მიტაცებდა ბავშვებთან...
მასწავლებლებს ჩემი ატანა აღარ ჰქონდათ ამიტომ ჩემს მშობლებს ურჩიეს რომ რაიმეთი დავეკავებინე რადგან ფიზიკურად მოუსვენარი ვიყავი და ენერგია
უნდა დამეხარჯა.. ჩემმა მშობლებმაც კარგად გაიგეს რჩევა და შემიყვანეს საყვარელ ქართულ ცეკვებზე რომელიც,.. ნამდვილად არ მიტაცებდა.. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა
რადგან მე არავინ მეკითხებოდა. ასე ძალით დავყავდი მშობლებს ქართულ ცეკვაზე.. მეც შევეჩვიე იმ აზრს რომ უნდა მეცეკვა მიუხედავად იმის რომ საერთოდ არ მიყვარდა...
ქორეოგრაფი ივანე კი ისეთი გულ კეთილი იყო რომ ასე იფიქრებდით თვით ანგელოზის გამოზდრილიაო... ისეთ სიამოვნებას ანიჭებდა ბავშვების ცემა და დაჩაქვრა რომ საერთოდ
მიკვირდა ყოველთვის ასეთი ადამიანი რატომ უნდა მოევლინოს ქვეყნიერებას.. მაგრამ ფაქტი სახეზეა ის არსებობს. ივანეს ცემა ჩვეული იყო ჩვენთვის ყოველ ცეკვის გაკვეთილზე მაგრამ
ერთ-ერთ რეპეტიციაზე ჩემს და ჭირად.. თხოვნით მივმართე ივანეს მანაც უკმეხად შემეკითხა თუ რა მსურდა, მეც ვუპასუხე.
:ივანე მას...
ივანე: რა დამიძახე?....მაჩაბელი ორი ნაბიჯით წინ ჩემსკენ და გაიმეორე რაც დამიძახე!
შევასრულე მისი ბრძანება და ორი ნაბიჯიშ შემდეგ გავუმეორე სახელი, რის შედეგადაც ისე მწარედ შემომარტყა გაშლილი ხელი,
რომ თვალებიდან ძლივს გამოვიხედე.
ივანე: ყველამ დაიმახსოვრეთ! მას დამიძახებს კიდევ ვინმე და ამაზე უარეს დღეში ჩავარდება!.... მე ვარ პატივცემულო ივანე მასწავლებელო გასაგებია?!.. ახლა დადექით ყველანი თქვენს ადგლიებზე და მოემზადეთ მარშისთის!
:კი მაგრამ პატივცემულო ივანე მასწავლებელო... მე ხომ სათხოვარი მაქვს თქვენთან საპირფარეშოში მიდა გავიდე ორი წუთით და მალევე დავბრუნდები...
ამის გაგონებაზე ივანემ ისეთი სახით გამომხედა რომ ჯობდა საერთოდ მუნჯად დავბადებულიყავი და მისთვის არაფერი მეთხოვნა,.
ივანე: მაჩაბელი შენ რაც დააშავე ახლა კიდევ ბედავ და მთხოვ რაიმეს?... ბავშვებო ხედავთ? თქვენ თავად ნახეთ რომ ჩემი თხვედამი ლმობიერება არ გამოვა.. არ დავსაჯე სათანადოდ მაჩაბელი.. და ის იმის მაგივრად რომ მადლობელი
იყოს კვლავ თავხედურად ითხოვს... რისი ღირსია ის ბავშვებო?.. უნდა დაისაჯოს სათანადოდ ხომ ასეა...? ორი ნაბიჯით წინ მაჩაბელი!
კვლავ შევასრულე მისი ბრძანება და ორი ნაბიჟით მივუახლოვდი.. მან კი ამაზრზენი ღიმილით გადმომხედა და გამეტებით დამარტყა წვივში ალესილი რკინის სახაზავი,..
რის შედეგადაც ძირს ავღმოვჩნდი.. მან კი განარგრძო სახაზავის გამეტებით რტყმა მუხლებზე, მთლიან დარბაზში ჩემი განწირული ხმა ისმოდა... იქამდე აგრძელებდა ჩემს ცემას სანამ არ შენიშნა რომ მისი სახაზავი წითლად შეიღება,..
ისე ქოშინებდა ივანე რომ სიტყვის გამოთქმა უჭირდა, მაგრამ მაინც იცილ ნარევი ხმით ახერხებდა რაღაცის თქმას... მე კი თავ ჩაქინდრული ვეგდე ძირს და ვცდილობდი ხმა მაღლა არ მეტირა...
ივანე: როგორი იყო?... ახლა ხომ ისწავლი ჭკუას? უი ბავშვებო ერთი ამას შეხედეთ ჩემი მოპრიალებული იატაკი როგორ დამისველა ამ პატარა ნაბიჭვარმა... ეს რა ქენი ბიჭო?... მერწმუნეთ მერჩივნა იმ უთასვე მოვმკვდარიყავი როდესაც მესმოდა როგორ
გულიანად იცინოდნენ ირგვლივ ბავშვები,.. ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი 6წლის ასაკში. სახლში ძლივს მივაღწიე რადგან მუხლები ძალიან მტკიოდა მაგრამ უფრო დიდი ტკივილი იყო როდესაც შარვალი მოვიშორე მუხლებიდან რადგან სისხლისგან მიმხმარი იყო,...
სახლში მშობლები ჩამაცივდნენ აინტერესებდათ რა მოხდა.. მაგრამ მე არაფერი მითქვამს რადგან არ დამიჯერებდნენ და დამაბრალებდნენ რომ თითქოს ამ ყველაფერს მოვიგონებდი რადგან ცეკვაზე აღარ წავსულიყავი.. ამიტომ არაფერი ვთქვი და მეორე დღეს ისე წავედი ცეკვაზე რომ არაფერი შევიტყე.
კონწერტყამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი და რეპეტიციას გავდიოდით აჭარული განდაგანა უნდა შეგვესრულებინა... ჩავებით ბიჭები და დოლგარმონთან ერთად დავიწყეთ.... ღმერთო ჩემო ისე მტკივა მუხლები რომ დავეცემი ახლა მაგრამ თავს ვიკავებ გადაადგილებაც მიჭირს,..
და ზუსტად ამიტომ მომეკეცა ფეხი და ხელი გამეშვა ჩემს გვერდით მყოფზე და მხრიდან ხელი მოვაშერე...
მუსიკა არ ჩერდება... ამის დანახვისას ივანე ჩემსკენ მოემართება მისი რკინის სააზავით მე კი აღარ მინდა რო დამარტყას, და შიშისგან გავრბივარ ყველაფერი ჩავშალე ბიჭებს დავეჯახე და კუთხეში დავდექი ხელებ აფარებული....
ივანეს ფეხებს ვაკვირდები როგორ მიახლოვდება ნელ ნელა და ხელით ანიშნებს რომ გააჩერონ მუსიკა.. ასეც მოიქცნენ დარბაზში სრული სიჩუმეა,...
ივანე მომიახლოვდა სახაზავი ყელთან მომადო და თავი ამაწევინა,.
ივანე: რა გააკეთე ახლა თუ ხვდები?... ვერა ხომ? ახლა შენ ჩაშალე რეპეტიცია... იცი რა მოგელის ამის გამო?
დავსაჯოთ არა ბავშვებო?... რა თქმა უნდა! გამოსწიე ხელები! დროზე....!
ღმერთო როგორ მოვიქცე არ ვიცი ძალიან მეშინია აღარ მინდა იმ ტკივილის განცდა რაც გუშინ გამოვიარე.. მაგრამ ეს გარდაუვალიაა... არ მინდ ადავინახო როგორ მოიქნევს სახაზავს ამიტომ დაბლა ვიხედები....
უეცრად შევნიშნე პატარა კენჭები კედელთან რომლებმაც მოძრაობა დაიწყეს... ღმერთო რა ხდერბა ნუთუ შიშისგან ჰალუცინაციები დამეწყო.. მაგრამ თან და თან სწრაფან მოძრაობენ ეს კენჭები და გაისმა დიდი ნგრევის ხმა
და ჩამოიყარა უზარ მაზარი მტვერი ჩვენს თავს... ჭერითავზე გვენგრევა ბავშვები პანიკაში არიან და აქეთ იქეთ დარბიან მე კი გაშეშებული ვაკვირდები მათ... უკვე როდესაც გავაცნობიერე რომ მალე დაინგრევა მთლუიანად შენობა მეც გაქცევა გადავწყვიტე... და ამ დროს მესმის ივანეს ხმა...
მიშველეე მაჩაბელი დამეხმარეე ამაწევინე ეს ქვა რომ გავინთავისუფლო ფეხიი დამეხმარე!... რამდენიმე წამი ვუცქერდი მას.. შემდეგ კვრავ გაისმა ნგრევის ხმა და მტვერი ჩამოიყარა ჩვენს წინ მე კი მთელი სისწრაფით გამოპვიქეციი გარედ... შენობა კი ივანესთან ერთად ნანგრევებად იქცაა...,
ეეჰ შეუნდოს ღმერთმა მაგრამ ეს მიწისძვრა რომ არ მომხდარიყო არ ვიცი როგორ დღეში ვიქნებოდი ახლა.. ერთი სიტყვით ასე დავაღწიე თავი ცეკვას და ივანეს ერთად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent