ჩემი უცხოელი
_დედა, ნახე ის ბიჭი მარის უყურებს! _ნიაკო! ენა გააჩუმე! რამდენჯერ გითხრა რომ ესე მოქცევა არ შეიძლება! -დედა, მართლა უყურებდა, თან ქართველი არაა ეტყობა გარეგნობაზე და არც ქართულად ლაპარაკობს. _მემგონი რომ სულაც არ მიყურებდა, ჩუმად ჩავიჩურჩულე. თან რაიცი რომ ქართული არ ესმის... მოკლედ შენც დიდი მაწაკი ბავშვი იზრდები ნიაკო! თითი დავუქნიე ნიაკოს, აი ამიტომ აღარ უნდა მირიგოთ ყოველ წამს ვიღაც ბიჭი და მთელი ოჯახი ჩემს გათხოვება_გაუთხოვრობას არ უნდა ჯავრობდეთ! ხედავთ ნიაკოსაც კი უკვე სხვა გასართობი არააქვს. ჩემი ბედოვლათი სიძე კი გავაფრთხილე რომ ანაირი გარიგებები, ჩუმი შეხვედრები და ვითომ დამთხვევებითქო მაგრამ აი ნიაკო დაუნიშნია მის ადგილას! მინდოდა მკაცრად გამომსვლოდა მაგრამ ბილოს მაინც გამეღიმა ჩემი ფუმფულა ფერია მაინც ჩავკოცნე ბოლოს. ეხლა შევუკვეთოთ თორემ მშია ძალიან! ნიას თუ არა ნიკოს უეჭველი გადავსლანსავ! აბა ვის რა გინდათ, დაწინაურდა სიძე და დაიწყო მე მწვადი! მე კუბდარი.... აგვისტოს ბოლო იყო, ჩემმა დამ რომ მთხოვა გეხვეწები გაგის ბავშვებთან ერთად უნდა სვანეთში წასვლა და ხომ იცი მე მანდ 2 გიჟით (დიშვილები, ნია და ნიკო) მარტო ვერ წავალო და იქნებ შენც გამომყვეო. დასვენება არც მე მაწყენდა, თან არც სვანეთში ვიყავი ნამყოფი და ჩემს დიშვილებთან ერთადაც ყოფნაც ძალიან მინდოდა. მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი, რომ სიძე ჩემს გაუთხოვრობას დაივიწყებდა და ამაზე კრინტს არ დაძრავდა! ორივემ მომცა პირობა და დღემდე პირნათლად ასრულებდნენ, სანამ ნიაკომ არ დაიწყო რესტორანში ვიღაც გიყურებს და გათვალიერებსო. 9 წლის ნიაკოს ძალიან უნდა დეიდას გათხოვება და ესეც მისი მშობლებივით ყველა მამრს მირიგებს. მწვადის მოწრდილ ლუკმას მივიქანებდი პირისკენ რომ ეს ვიღაც უცხოელი მაგიდიდან წამოდგა, ტელეფონზე სასაუბროდ გარეთ გავიდა. თუმცა არც ისე შორს.. ჩემმა დამ კი ამჯერადაც თავი ვერ შეიკავა ხმამაღლა წამოიძახა, -რა კარგი ბიჭია მარიამ! ამაზე ნაკლები სიძე მე არ მინდა! ნახე რა ბიჭია?! სიმაღლე_გადასარევი! თვალ_წარბი უბრალოდ შესანიშნავი! რა ტემბრი აქვს, ან რა მანერა..აფსუს ქართველი რომ არაა?! _ და რა უჭირს უცხოელს?! _ოხ! მოგეწონა ქალბატონო?! რატომღაც სულ იწუნებ ჩვენს მიერ არჩეულ ბიჭებს და ეხლა რა მოხდა?! ასშკარად მესტიის ჰაერი მოქმედებს სხვანაირად _ ალბათ... მართლაც რომ ვერაფერს დაუწუნებ ისეთი ბიჭია. ჩემდა გასაკვირად პორველად მომეწონა ასე ძალიან ბიჭი, თანაც ისე რომ ამათ წინაც ვერ დავმალე გრძნობები და ისე გამოვშტერდი ჩემს დას მეც ავყევი საუბარში თან არც თუ ისე ჩუმად. თუმცა უცხოელმა რამოდენიმეჯერ მართლაც შემათვალიერა მაგრამ ვიღაცას ძალიან ბედნიერი ესაუბრებოდა და ზოგჯერ სასწაულადაც კი ვადაუხარხარებდა. დავრწმუნდი რომ ქართული არ ესმოდა, რადგან მიმიკაც კი არ შეუცვლია ჩვენი საუბრის მოსმენისას. რატომღაც გავთამამდი და უფრო დავაკვირდი, ხელის თითებიც კი არ გამომრჩენია თან ხმამაღლა ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე. როგორი ლამაზი თითები აქვს, ღიმი ხომ სასწაული... მართლა კარგი ბიჭია! მალე მორჩა საუბარს უცხოელი და მის მეგობრებს შეუერთდა. ვინაიდან და რადგააც ჩემს ოჯახში უცხოელი სიძე გამორიცხულზე გამორიცხული იყო, თან ვფიქრობდი და ეგ უცხოელი მე "ისე" ზედაც არ შემომხედავდა პირველად ცოვრებაში არ ვეპრანჭებოდი საპირისპირო სქესს და ასე გამოშტერებული მივჩერებოდი რასაც ქვია, თან გემრიელად დიდი ლუკმებით ვილუკმებოდი... თმები ბუდესავით მქონდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩემი სიძის სპრტულები მეცვა 10 ზომით დიდი. რატომღაც არც მიფიქრია სვანეთის ამინდებზე და სარაფნებითა და მოკლე შორტებით ვიყავი წასული. იქ კი საღამოს ნამდვილი ზამთარი დაგვხვა. მომიწია სიძის თბილი სპორტულების ჩაცმა. არც თეაკო იყო ბოლო მოდაზე, რადგან მანაც ჩემსავით ფოტოებით და ფეისბუქით იცოდა სვანეთი და იქ კიდევ ნახევრად შიშველი დატანტალებდა ხალხი და ესეთ ფოტოებს დებდა. ძალიანაც რომ მდომოდა, ამ ვიდით ამ სიმპათიურ უცხოელს კი არა 7 ჯერ ნაცოლარ ჯუმბერასაც ვერ მოვხიბლავდი. ამჯერად ყველანი ერთიანად წამოიშალნენ წინა მაგიდიდან და გასვლა დააპირეს. უკვე დარწმუნებულები ვიყავით იმაში რომ ქართული არ ესმოდა არცერთს. ვინაიდან დარადგან თეაკოს რაიმე ძლიერი და ბლაგვი არ მოხვედრია ჩემგან, სიძემაც გადაწყვიტა რომ შეეძლო ამ თემაზე ჩემთან კვლავ ხუმრობა და ომახიანად დაიძახა მარი რა ვქნათ, ისე უყურებდი მგონი გულში ჩაგივარდა და ჰა, გავიტაცოთ? ხო იცი შენ როგორც გინდა ისე იქნება მარუსა ყველაფერი, შეიძლება გაგიძალიანდეს მაგრამ დავარწმუნებ და შენთან დარჩება! _ნანი(დედა) გაგიჟდება თორემ არ ვიტყოდი უარს! ამის თქმა იყო წამოხტა გაგი! ვსიო! ვიტაცებთ და ბებიაჩემთან ავალთ, მანდ ვერ მოგაგნებენ და 1 კვირის მერე კი შეგეგუება და დარჩება . ვსიო გადაწყვეტილია!!! მერე იმიტაცია გააკეთა ვითომ გარბოდა და თეაკო იჭერდა... სირცხვილია რეებს ჩადიხარო! ოღინდ მარუსა გავათხოვოთ და მართლა მივიტაცებ აი ნახეო! ყველა ერთად ვიცინოდით და წარმოვიდგინეთ როგორ გავიტაცეთ და გადავმალეთ უცხოელი სიძე.. კიდევ კარგა ხანს ვიცინეთ, მერე კი ყველას შევახსენე პირობა, კარვი იყო ვიცინეთთქო მაგრამ ეხლა მოვრჩეთქო და მაშინათვე შეწყვიტეს სიცილ_ხარხარი. ჩვენი სასტუმრო მესტიაში ულამაზეს ადგილას იყო, პაწაწუნა ლამაზი, მყუდრო ოთახები იყო სასწაული ხედით! თუმცა იმ ღამით ძალიან ცუდად მეძინა, სულ სადღაციდან ვვარდებოდი ძილში. ხან ნიაკო დავკარგე სიზმარში ხან ნიკო გამექცა, ირგვლივ სულ ხრამი და გადასავარდნი იყო და ერთი შვება იყო რომ დილით ადრიანად გამეღვიძა და ეს ყველაფერი სიზმარი იყო. სასტუმროს პირველ სართულზე სამზარეულო იყო, იქ ჩავირბინე და ყავა გავიმზადე და ჩემი ოთახის აივანზე გავედი... სასწაული სილამაზის იყო სვანეთი... ჰაერი ისეთი სასიამოვნო და ცივი იყო მეგონა რომ ვერ ვძღებოდი მისი ჩასუნთქვით. ტელეფონი მოვიმარჯვე და მილიონი ფოტო გადავიღე. ვიგრძენი რომ ვიღაც მიყურებდა და მეც იმავე მხარეს შევტრიალდი, გვერდითა სასტუმროდან ჩემი უცხოელი მიმზერდა საყვარლად, თბილად. ჩემი როდიდან გახდა არ ვიცი, მაგრამ გონებამ ასე აღიქვა. იმდენად არ ველოდი მის იქ ყოფნას დავიბენი და ხელი დავუქნიე. საპასუხოდ მან მომაკვდინებელი ღიმი მაჩუქა. მერე მოვეგე გონს ეს რას ვაკეთეთქო და ოთახში შემოვხტი, თბილ საწოლში შევძვერი და 12 საათამდე გამოვაცხვე ძილი. მერე ბავშვებმა გამაღვიძეს მოვიარეთ ჩვენ სვანეთი შენ რას აკეთებ ამდენხანს რით ვერ გამოიძინეო... მამამ ჰეშკილში უნდა აგვიყვანოს დროზე ადექიო... ერთ_ ერთი მიზეზი სვანეთში სტუმრობის ჰეშკილის საქანელაზე ფოტოს გადაღება იყო. რატომღაც ვერ წარმოედგინა სხვა რამე თუ მომეწინებოდა. (ღირსი ვარ ვინმემ გბერდები ამიჭრელოს) მაგრამ სვანეთზე ლამაზი, საოცარი, მისტიური მხარე მე არასოდეს მინახავს და ალბათ ვერც ვერასოდეს ვნახავ! დედამიწაზე სამოთხე მხოლოდ სვანეთშია! ეს უკვე კარგად ვიცი! იმ დღეს ბევრი ფოტო გადავიღეთ, რათქმაუნდა იმ საქანელებზეც ვისხედით და თითომ იმდენი ფოტო გადავიღეთ, სანამ ჩემი სიძე არ გამოგვექცა. საღამოს სახლთან მდებარე რესტორანში ვივახშმეთ და მალევე დავიშალეთ. დილით უშგულში მივდიოდით ამიტომ სიძემ ადრიანად დაძინებისაკენ მოგვიწოდა. სანამ დასაძინებლად გავემზადებოდი ჯერ დედაჩემს ველაპარაკე, მერე ნუცას. ყველას ვუამობდი რა სასწაულია სვანეთი და რომ აუცილებლად უნდა წამოვიდეთ სამეგობრო ახლო მომავალში. ის იყო დავემშვიდობე ნუცას რომ ახალი შეტყობინება მივიღე. ძირითადად სულ მოცლილი, ცოლიანი და 2 შვილიანი მამრები მწერენ ხოლმე, ერთიდაიგივე ტექსტით, "როგორ ხარ მარი ლამაზო?" და ამჯერათაც მოვემზადე მისაბლოკად მაგრამ... გამარჯობა მარიამ! ვიცი რომ დღეს ძალიან დაიღალე, თან გარეთ ძალიან ცივა... მაგრამ იმედი მაქვს, ქვევით ჩამიხვალ და ჩემთან ერთად დაათვალიერებ ღამის მესტიას... გიდი ქართველია და თან სმენაც და მხედველობაც ძალიან კარგი აქვს... ვიცი მოგწონვარ, ვერ უარყოფ. სასტუმროს წინ გელოდები. აღარ ვიციდი რა გამეკეთებინა, ჩემს თავზე მეცინა, ჩემი დის საქციელზე თუ ყველაფერზე ერთად! სასწრაფოთ ჩავიცვი, გამოპრანჭვა არც ეხლა მიცდია და არც გამომივიდოდა გაგის 10 ზომით დიდ ტანსაცმელში. 1 წამით ისიც ვიფიქრე სად მიდუხარ მარიამთქო მაგრამ მალევე უკუვაგდე ეს ფიქრები, გავიფუთე და სასტუმრო დავტოვე.. სასტუმროს წინ დამხვდა მართლაც, ჩემგან განსხვავებით არც ისე ჩაფუთნული, ლამაზი ღიმილთ და ანცი თვალებით. სანამ.მივუახლოვდი ასჯერ მაინც გავიფიქრე ხომ არ ავბრუნდე და გამოვიკეტო სამუდამოდ ამ ჩემს პატარა ოთახშითქო მაგრამ ფეხებს მაინც წინ მივყავდი. _გამარჯობა მარიამ! _გამარჯობა... ოდნავ დავიმორცხვე _მოკლედ როგორც აღმოჩნდა ქართველი ვარ ამ დროს თვალებში ჩამაკვირდა, მე დავიმორცხვე... -ნუ გრცხვენია, შენ არ იყავი ის გოგო მოტაცებას რომ მიპორებდა? იქნებ ნებით მოვდივარ?! _ ეგ ჩემი სიძე იყო, მე სგავსს არაფერს გიპორებდი! _ნუთუ?! აბა ვინ იყო ის ლამაზი სიტყვებით რომ მამკობდა?! _ეგ ჩემი და იყო... _აჰ გასაგებია ყველაფერი... გამიღიმა და ხელი მომხვია და გზას გავუყევით... კარგა ხანს ვიარეთ ჩუმად, ერთმაეთის ყურებაში.. მერე ისევ მაინ დაიწყო.. შენმა მართლა მაწაკმა დიშვილმა მართლაც შენზე ადრე შეამჩნია ყველაფერი. ისე იყავი ტელეფონში ჩამძვრალი ნამდვილად არ შეგიმჩნევივარ. რაღაც უნდა გითხრა მარიამ... მეშინია არ გამიბრაზდე... ეს ყველაფერი ესე არ მქონდა არც დაგეგმი, არც წარმოდგენილი. შენი სიძე ჩემი ბავშობის მეგობარია. მისგან მსმენოდა შენზე თუმცა არ ვინტერესდებოდი გაგას ცოლის დით. ვერც გაგა და თეაკოს ქორწილს დავესწარი, ვერც ნიას ნათლობას ამიტომ არ გემახსოვრები შენ. პირველად სამშობიაროში გნახე, ნიკო რომ იბადებოდა, ძალიან მომეწონე მაგრამ იმ დროს არ იყო შესაფერისი დრო მოვსულიყავი და გამეცანი, მერე ისევ წასვლა მომიწია საზღვარგარეთ დიდი ხნით. ამის მერე რამოდენიმეჯერ ქუჩაში დაგინახე მაგრამ ვერასოდეს ვერ მოვაღწიე შენამდე.. მერე ხშირად გხედავდი, მაგრამ იმ დროს შენს გვერდით სხვა იყო და არ მქონდა მოსვლის უფლება გვიან გავიგე რომ ის თოკა შენი მეგობარი იყო და არა შეყვარებული. ჩვენი შეხვედრა რატომღაც სულ სხვანაირად მინდოდა ყოფილიყო. წლებია ჩემს გონებაში ხარ მარიამ, ასე გაუცნობლად მაგრამ ყველაზე ახლობლად. შენ შეიძლება ძალიან გაგიკვირდეს, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარხარ! აი ასე შორიდან წლებია მომწონხარ, გაკვირდები შენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ვიცი, შენი ყელა დღე. შენი სვანეთში ჩამოყვანა შემთხვევით არ ყიფილა, ასე დაგეგმე რიმ აქ ამ ლამაზ მხარეში გაგიცნობდი იღინდ ასე არა. გუშინ მართლა შემთხვევით გადაგეყარეთ. სანამ თქვენ შემოხვედით მანამ ვნახეთ ერთმანეთი მე და გაგამ, მან იცის ჩემი შენდამი გრძნობები. მე ვარ ის მამრი ვისი გარიგებაც უნდა ამდენ ხანს თუმცა ხან შენ იგიჟებდი თავს, ხან მე არ მინდოდა ჩვენი ასე გაცნობა. ვაპირებდი მოსვლას მაგრამ თქვენმა საუბარმა შემაჩერა, მერე ისე გაგვართო ვერ მოვედი. ბოდიშს გიხდი ამის გამო, მაგრამ მაინც ძალიან სასაცილო იყო... არ იცი რა სასიამოვნოა ისეთი სასიამოვნო სიტყვების მოსმენა ქალისაგან რომელიც წლებია გაუცნობლად გიყვარს. აი ასეთი გაცნობას და ჩვენს შეხვედრას ვერც კი წარმოვიდგენდი მართლა! ეხლა კი როცა ვიცი რომ შენც მოგეწონე და შენი დაც არაა წინააღმდეგი მინდა რომ ვცადოთ ურთიერთობა... მე იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ეს წარმგიდგენია მარიამ! ყველაფერს გავაკეთებ თავი მეც ისევე შეგაყვარო როგორ ძლიერადაც მე მიყვარხარ! მოსმენილისაგან შოკი მქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაცოფებდა გაგიმ რომ არაფერი თქვა და ასე გამამასხარავა. _ იქამდე მომწონდი სანამ გავიგებდი ქართველი რომ ხარ! თან იმ აფერისტი ბედივლათის ძმაკაცი! გაგის კარგი დღე არ დაადგება ნამდვილად! _ ჩემს შეკითხვაზე რას მეტყვი მარიამ? _რადგან ლამაზი, სიმპათიური ბიჭი ხარ იმას არ ნიშნავს რომ.... _მარიამ! _ჰო _რა ჰო? _ჰო თანახმა ვარ ვცადო აფერისტ სიმპატიურთან ურთიერთობა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.