შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათმობა თავი 7


3-09-2021, 17:28
ნანახია 1 238

დილის რვა საათიდან ანიტამ მზადება დაიწყო. ყოველთვის ასე იცოდა, გაემზადებოდა ადრიანად, მერე იჯდა და ელოდებოდა დროის გასვლას.ზაფხულის დღეები დასრულებულიყო და შემოდგომის ჩვეული სუსხიანი დილა გათენებულიყო. წვიმის სასიამოვნო სურნელმა სასუნთქი რეცეფტორები გაუღიზიანა ჩოხელს და სიამოვნებისგან ღრმად ჩაუშვა წვიმის საამო სუნი ფილტვებში.ბოლოს ვეღარ მოითმინა და ოთახის დატოვება განიზრახა,როდესაც ტელეფონის წკრიალმა სიჩუმე გაფანტა.გამოვდივარო უპასუხა და ტელეფონი ჩანთაში ჩაიგდო. სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა და აშკარა აფორიაქებაც ეტყობოდა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები,მხოლოდ მაშინ გაჩერდა,როდესაც წინ მაჩაბელი აესვეტა.

-ფრთხილად,პატარა ქალბატონო! -გაეღიმა ბიჭს, როდესაც გოგოს დაჭყეტილი თვალები დაინახა.-ვისზე ფიქრობ, წინ რომ აღარ იყურები?

-ღმერთო, ბოდიში.-თავი მოისაწყლა ჩოხელმა და წინ გაემართა.- დღეს არ დამჭირდები, თავისუფალი ხარ. შეგიძლია დღე ოჯახთან გაატარო.

გარეთ გასულმა ქალბატონმა ირგვლივ მიმოიხედა და მზერა ნაცნობ ავტომობილზე შეაჩერა.პულსაცია და სუნთქვის სიხშირე გაიზარდა მის სხეულში.

-გამარჯობა!-ანიტამ ბედნიერი თვალები შეანათა გიგაურს.

-გამარჯობა, ჩოხელი!- ეს გვარი მასში ზიზღს იწვევდა, შური უნდა ეძია დედის გამო, მაგრამ შუაში გოგო იდგა, რომელზეც თავდავიწყებით იყო შეყვარებული და მის ცხოვრებაშიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.უეცრად გიგაურს ტანში ჟრუანტელმა დაუარა,თუმცა ვერ მიხვდა ამის მიზეზი რა იყო.როდესაც ჩოხელმა კუთვნილი ადგილი დაიკავა,თავადაც საჭეს მიუჯდა და საგურამოს გზას დაადგნენ.



-როგორ ხარ?-ნიკოლოზმა ავტომობილში გამეფებული მდუმარება გაფანტა და ანიტას შეხედა,რომელიც ფანჯარას მიშტერებოდა.

-ძალიან კარგად!-მკვახედ მიუგო ბიჭს ისე,რომ ზედაც არ შეუხედავს.

-მეც კარგად. გმადლობ , ქალბატონო ანიტა!-თავი უკმაყოფილოდ გააქნია გიგაურმა. ანიტამ მოახერხა ნიკოლოზის გაღიზიანება დილიდანვე და ეს ფაქტი სულაც არ აწუხებდა.

-რა გინდა, ნიკოლოზ?-ბიჭისკენ შეტრიალდა მთელი ტანით და წინიდან უკან გადაიყარა კულუკები.

-მე კი არა.შენ რა გინდა,ანიტა?-ცოტაღა აკლდა და მწყობრიდან გამოვიდოდა გიგაური.-აშკარად მარცხენა ფეხზე ადექი.

-არაფერი,საერთოდ არაფერი მინდა!

-ძალიან კარგი!

-და საერთოდ გამანებე თავი და ჩუმად წადი შენს გზაზე!-შეუღრინა გოგონამ.

- შენ ისე იღრინები, აშკარად მოგშივდა. მივაჩერებ აქ სადმე და შევიდეთ „ვენდიში“ ან „მაკდონალდსში“.- ჩოხელს მართლა ძალიან შიოდა, შიმშილისგან მუცელი უბუყბუყებდა.

-არ მინდა!-პასუხად მტკიცე უარი მიიღო გიგაურმა. ”ნიკოლოზ, დაწყნარდი, დამშვიდდი.არ აყვე ამ გიჟს!”

-შენი თვალები, კი სხვას იძახიან!-თვალი ჩაუკრა გოგოს და “მაკდონალდის” წინ შეაჩერა მანქანა.- წავედით! -გაეცინა ბიჭს, როდესაც ანიტას გაოცებული სახე დაინახა.

-არსად არ ვაპირებ წამოსვლას!-ხელები გადააჯვარედინა და ჰორიზონტს კოპებ შეკრულმა გახედა.

-ღმერთო, ჩემს გასაგიჟებლად მოავლინე ეს გოგო?

-უკაცრავად, მეც აქ ვარ!ხომ არ დაგტოვოთ, აშკარად სასაუბრო გაქვთ შენ და ღმერთს. - გიგაურმა ავტომობილი დატოვა და სანამ კარს დახურავდა გოგოს დაუბარა მალე მოვალო.

-თვითკმაყოფილი იდიოტი! -მრისხანებას აფრქვევდა ჩოხელი. ათ წუთში გამოჩნდა გიგაური, როცა ანიტა გაცოფებული ბორგავდა და სიგარეტს ეწეოდა.

-ამდენ ხანს სად ხარ?

-რიგები იყო.- იცრუა გიგაურმა. კარგად იცნობდა ჩოხელს და იცოდა ყველაზე მეტად, რას ვერ იტანდა. -არ გინდა?-ეშმაკურად შეხედა გოგოს და ბურგერი დაანახა. ამის დანახვაზე ანიტას სხეულმა ომი გამოუცხადა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გული, გონება და კუჭი. “ნიკოლოზ გიგაურო, ვერ გიტან!” ჩოხელმა გამოწვდილი ბურგერი გამოართვა და მანქანაში ჩაჯდა ისე, რომ მადლობაც არ გადაუხდია ბიჭისთვის. მადიანად შეექცეოდა საკვებს, თან კოკა კოლას აყოლებდა. შესახედავად პატარა ბავშვს ჰგავდა,რომელსაც მთელი პირი მოთხუპნული აქვს საჭმლისგან.

-რა უცნაური ხარ. თავი დამოუკიდებელ ქალად მოგაქვს და პატარა ბავშვივით გიხარია ბურგერები.-უკბინა გიგაურმა

-უკაცრავად?

-საყვარელი უცნაური ხარ!-ტუჩი მოიკვნიტა.ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა ჩოხელი, ყველაზე მეტად ეზიზღებოდა მასში და ამავე დროს, ყველაზე მეტად აღაგზნებდა.

-შენ კი იდიოტი! ეგოისტი იდიოტი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს!-გიგაურმა ავტომობილი შეაჩერა და გოგოს გახედა.

-და შენ ეგ ეგოისტი იდიოტი ძალიან მოგწონს,აღიარე ჩოხელი!-დარჩენილი გზა ჩუმად იმგზავრეს.სიჩუმე მხოლოდ მაშინ დაარღვია გიგაურმა,როდესაც ობიექტთან მივიდნენ.

-მოვედით!-მანქანიდან გადავიდა ნიკოლოზი და ჩოხელიც მიჰყვა. ანიტა ათვალიერებდა ობიექტს და გონებაში განიხილავდა სხვადასხვა დიზაინებს. მთელი დღის განმავლობაში ობიექტზე იყვნენ.საქმე ბევრი იყო დრო კი ძალიან მცირე.

-აქამდე რატომ არ ვიცოდი,რომ ვერ ასწრებდით?!- განრისხებული ყვიროდა გიგაური.

-ბატონო, ვეცადეთ დაკავშირება, მაგრამ...-გიგაურის ასისტენტი შეეცადა სიტუაცია გამოესწორებინა,თუმცა უშედეგოდ.

-გაჩუმდი, გაჩუმდი და გაეთრიე!

-ნიკოლოზ, საკმარისია!-დიდ ხანს ცდილობდა თავის შეკავებას ჩოხელი, ბოლოს კი ვეღარ მოითმინა და გიგაურს წინ აესვეტა.

-ანიტა,შენ არ გეხება!

-შენი პარტნიორი ვარ, მეც აქ ვმუშაობ და ეს ადამიანები ჩემი თანამშრომლებიც არიან. არ მოგცემ უფლებას ასე მოექცე!

-გესმის, მაინც რას ამბობ?-ირონიულად შეხედა გიგაურმა და მალევე მოაშორა მზერა,აშკარად იგრძნობოდა მისი დამოკიდებულება ანიტასადმი.-იცი, ვისი პროექტი ჩამიყარეს წყალში? ზეგ ობიექთი უნდა ჩავაბარო, თანამედროვე ინტერიერით. აქ კი რას ხედავ, მხოლოდ გალესილ კედლებს.

-ყველაფერი მოგვარებადია, რამეს მოვახერხებთ.-გოგო ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და განრისხებული გიგაურიც დაემშვიდებინა, თუმცა მისი მცდელობა კვლავ კრახით დასრულდა.

-ეს საქმე არა! ერთ დღეში ვერ მოვასწრებთ ინტერიერის დიზაინერის პოვნას, შეუძლებელია!ყველა შესაძლო დიზაინერს დავურეკე,მაგრამ არცერთ მათგანს არ სცალია.-გიგაურმა სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად აათამაშა ხელი.

-ხუმრობ ხო?

-ანიტა,მეტყობა ხუმრობის რამე?-შეუღრინა გიგაურმა.

-აქამდე რომ მოგეძებნა დიზაინერი და არ დალოდებოდი სხვას,ახლა აქ გეყოლებოდა და ყველაფერსაც მოასწრებდი!

-რას ცდილობ?

-არაფერს.-მხრები აიჩეჩა ჩოხელმა, გასვლა დააპირა,როდესაც თვალები გაუნათდა.

-მე ვიზავ,ნიკოლოზ.

-რას?

-მე გავაკეთებ ამ საქმეს!-ამაყად დაიჭირა თავი.

-გიჟი ხარ,ნამდვილად გიჟი ხარ.-ჩაილაპარაკა თავისთვის გიგაურმა.

-მისმინე.სულ არაფერს სჯობს, რაღაც მაინც გავაკეთოთ.

-ხო და ამის გაკეთებას შენ აპირებ,ანიტა ჩოხელი?

-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება,გიგაური.

-შენ წარმოიდგინე და კი.-ანიტა ბიჭს მიუახლოვდა და მრისხანე თვალები შეანათა.

-დაგიმტკიცებ რომ ყველაფერი შემიძლია!-გიგაურის სხეულს მოსწყდა და გაკვირვებული თანამშრომლების რიგები გაარღვია.ჩოხელმა ყველაზე განათებული და კომფორტული ადგილი აარჩია,იატაკზე ჩამოჯდა და საკუთარ ფიქრებს მოუყარა თავი.მთელი დღის განმავლობაში გიგაური ნერვიულად დაბორგავდა,ბოლოს ვეღარ მოითმინა და კუთხეში მჯდომ ანიტასთან მიიჭრა,რომელიც მთელი არსებით ნახაზებში იყო ჩაფლული.ნიკოლოზის დანახვისას ფეხზე წამოდგა და ბიჭის მიმართულებით აიღო გეზი.

-ზუსტად ახლა შენთან ვაპირებდი გამოსვლას.-გაუღიმა ჩოხელმა და ნიკოლოზს ნახაზები გაუწოდა.

-შეძელი?-გაკვირვებული უყურებდა გიგაური,ჯერ ნახაზებს,შემდეგ ანიტას.

-ბატონო ნიკოლოზ,ვის ეცეკვებით შეგახსენოთ?-გაეცინა ჩოხელს და თვალი ჩაუკრა გაურკვევლობაში მყოფ გიგაურს.

-ხო,რა თქმა უნდა,შენ ხო ანიტა ხარ.-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და საკუთარ ნათქვამზე გაეღიმა.ახლა მიხვდნენ,რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ.გიგაურის სასუნთქი რეცეფტორები გოგოს საოცარმა ლავანდის სურნელმა გაუღიზიანა.

-ჯგუფს დავუძახებ.-სიჩუმე გაარღვია ანიტას ნაზმა ხმამ. ბიჭმა თავი დაუქნია ნაძალადევად და ძალა მოიკრიბა გოგოს გასაშვებად.გაუაზრებად უფრო მომთხოვნი გახადა ჩასუნქვის სიძლიერე.ცოტა ხანს არ ამოუსუნთქავს და როცა ნახშირორჟანგთან შეზავებული ეს საუცხოო სურნელი ორგანიზმიდან გამოდევნა, ნათლად იგრძნო,რომ შემდეგ ჩასუნთქულ ჰაერს მსგავსი არაფერი შერევია და ოთახში მარტო იყო.

მალე მთელი ჯგუფი შეიკრიბა და იქაურობა საბრძოლო ფრონტს დაემსგავსა. ყველა საქმეში იყო ჩრთული და ჩოხელის მითითებებს ასრულებდნენ. ანიტა როგორც პროფესიონალი, ისე მუშაობდა ობიექტზე და საკუთარი თავით ძალიან ამაყობდა.

-ყოჩაღ, თავს ართმევ!-ამ სიტყვების გაგონებისას კმაყოფილად ჩაეღიმა ჩოხელს.

-ზოგიერთებისგან განსხვავებით.-მწარედ უკბინა და კვლავ მარტო დატოვა ბიჭი.

საღამოს დადგომასთან ერთად აგრილებულიყო ირგვლივ. ჩოხელი კუთხეში ატუზულიყო და ფიქრობდა ობიექტის დეკორაციაზე, როცა ბატონი ნიკოლოზი გამოეცხადა.გიგაურმა თამბაქოს ღერი კოლოფიდან ამოიღო და გოგოს გახედა,რომელიც სულ მთლად კანკალებდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.

-გცივა? - გოგომ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, თუმცა გიგაურს უკვე ქურთუკი გახდილი ჰქონდა.-მოდი!-მზრუნველური ტონით უთხრა და მხრებზე მოაფარა.

-ჯობს სახლში წახვიდე, არ მინდა გაცივდე.

-არ მინდა, უნდა დავასრულოთ პროექტი.

-წინ ორი დღე გვაქვს, მოვასწრებთ ან!

- ცოტაც დარჩა და წავიდეთ, მადლობა მზრუნველობისთვის.-ჩოხელი არც მალავდა, ესიამოვნა ბიჭისგან ყურადღება.მოულოდნელად მყუდროება ნიკოლოზის ტელეფონმა გაფანტა,ახლავე მოვალო დაუბარა და მარტო დატოვა გოგო.

-გისმენ,ნატა!

-სად ხარ?

-რამე გინდა?-უკვე შეწუხებულმა კითხა გოგოს, იმ იმედით რომ საუბარს მალე დაასრულებდა.

-კი, მაინტერესებს, სად ხარ ან რომ გირეკავ ,რატომ არ მპასუხობ?-

-რა იყო, როლებში შეხვედი? დაწექი დაიძინე ან რაც გინდა ის ქენი. მე ნუ დამელოდები, ჯერ არ მოვალ!-ნერვებ მოშლილმა გათიშა ტელეფონი და ჯიბეში ჩაიცურა.

-ნიკოლოზ!

-რა ხდება?-შეშინებული გოგოს დანახვაზე დაიძაბა.ანიტას შიშისგან მთელი სხეული უკანკალებდა და ხმის ამოღებასაც არ აპირებდა.-ანიტა,რა ხდება?

-იქ ხვლიკია და სკამზე ზის.-საწყლად ამოიკნავლა ანიტამ და ისეთი თვალებით შეხედა,აშკარად ემუდარებოდა მიშველეო.

-იქ ხვლიკია და სკამზე ზის,სწორად გავიგე?-გაოცებას ვერ მალავდა გიგაური.გოგომ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და ნიკოლოზთან ახლოს მივიდა.

-წადი,რამე უქენი გთხოვ.-ცრემლებ მომდგარი ემუდარებოდა.

-წავალ ანტა,წავალ.-გიგაურმა თავი დააქნია და ხვლიკთან საბრძოლველად წავიდა,როდესაც კვლავ ანიტას ხმამ შეაჩერა.

-ნიკოლოზ,ოღონდ არ მოკლა კარგი?

-კარგი,კარგი.-ჩაილაპარა და ოთახი დატოვა.ბნელ კუთხეში იჯდა ჩოხელი და ელოდებოდა ნიკოლოზის გამოჩენას.

-ამდენი ხანი რას აკეთებდი?-აბუზღუნდა გოგო,როდესაც გიგაური დაინახა.

-ასე გეშინია ხვლიკების?-გაეცინა,თუმცა მალევე სერიოზული სახე მიიღო,როდესაც ანიტას შეხედა.

-ნუ გეშინია, მე შენთან ვარ! -ბოლოს აღმოხდა გიგაურს და ისე ძლიერად მოუჭირა ხელი, ისე ძლიერად ჩაიხუტა სუსტი ქალბატონი, გეგონებოდათ უკვე მისი გახლდათ და არაფრის დიდებით არ გაუშვებდა. Ჩოხელი კი,იდგა გატრუნული. Პატარა ფისოს ჰგავდა, სადაც პოულობს სითბოს და სიმშვიდეს იქ, რომ მიიძინებს ხოლმე. მისი გული იტანჯებოდა, ნიკოლოზ გიგაურთან სიახლოვის დროს ყოველთვის მამის სიტყვები ახსენებდა თავს, “ხვდები რამდენად დაეცი? შენი რეპუტაცია, შენი სახელი გადათელე, თან ისე გადათელე რომ უკან დაბრუნებას ვერ შეძლებ. ნუთუ არ გრცხვენია? დედაშენი ცოცხალი , რომ იყოს...” გოგო ისეთი სისწრაფით მოშორდა გიგაურის სხეულს, გაანალიზებაც ვერ მოასწრო, რა ხდებოდა.ბიჭი გაკვირვებული შესცქეროდა გოგოს,რომელიც გამალებით აცეცებდა თვალებს და სიტყვებს თავს უყრიდა.

-უნდა წავიდე! ჯგუფი ქვემოთ არის, მითითებებს მივცემ და წავალ. თავს ცუდად ვგრძნობ.- გიგაურმა გოგოს ხელი მოჰკიდა და წასული ისეთი ინერციიტ დააბრუნა უკან, რომ მათი სხეულები გაერთიანდნენ.

-მე წაგიყვან!

-არ მინდა, ჩემითაც წავალ.

-შენი სიჯიუტე დაგღუპავს!-ღიმილ ნარევი ტონით უთხრა ბატონმა და გოგოს ყურება გააგრძელა.-წამოდი.

-ან პირიქით, გადამარჩენს!- ჩოხელმა საყვარელი მამაკაცის ქურთუკი გაიხადა და გამოწვდილ ხელზე გადაჰკიდა.-მადლობა, თუმცა ზღვარს არც ერთი არ უნდა გადავიდეთ. შენ ცოლი გყავს და არ დაგავიწყდეს!-გოგომ ნიკოლოზი მარტო დატოვა და მისი სიმშვიდეც თან გაიყოლა.



****

ადამიანისთვის ყველაზე მწარე მეორე ადამიანის წასვლაა. ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მოდიან, რაღაც წვლილი შეაქვთ , რაღაცას გვასწავლიან და მიდიან. Ჩვენ გვტკივა მათი წასვლა, ყველაზე მტკივნეული კი, ახლობლის წასვლაა,რომელიც გტოვებს ამ დამპალ სამყაროში მარტოს. მითუმეტეს ეს ახლობელი თუ მშობელია, მისი წასვლით გამოწვეული დანაკლისი და ტკივლი ისე გცემს ძირს, ისე განარცხებს იატაკზე, რომ განძრევის საშუალებაც არ გაქვს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი კარგი იყო თუ უვარგისი,მაინც გტკივა მისი ზედმეტად მაღალი ტონი, მისი ჩხუბი, მისი უიმედო თვალები,როცა უყურებ და ხვდები , რომ მასში შენდამი ნდობა ჩაკლულია და ბოლოს ნადგურდები. ცდილობ არ შეიმჩნიო, ცდილობ გაექცე ამ ყველაფერს და თავი აარიდო იმ ყოველდღიურ რუტინას,რომელიც ამას მოყვება, მაგრამ ვერ გაექცევი. ეს ყველაფერი ნორმალურია ადამიანები მიდიან და მოდიან. ყველა ადამიანს ამ სამყაროში თავისი მისია აქვს, რომელიც პირნათლად უნდა შეასრულოს. სწორედ ამ მისიას ასრულებს მთელი მსოფლიო ისე,თითქოს დაპროგრამებული რობოტები არიან. თითოეულ ჩვენგანს წვლილი მიგვიძღვის ვიღაცის გაბედნიერებაში ან პირიქით გაუბედურებაში. Სწორედ ეს გვაქცევს ადამიანებად, გვაგრძნობინებს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და გვაძლიერებს. რაღაც მომენტში ყველა მიდის , მთავარია უკან დაბუნდნენ და ეს დაბრუნებულები წასულებთან რადიკალურ ცდომილებაში არ იყვნენ.



***

ბატონი ჩოხელი ოთახში ბორგავდა და ხელში ნერვიულად ათამაშებდა ტელეფონს, აშკარა იყო ვიღაცის ზარს ელოდა. ის იყო ხელი უნდა ჩაექნია და დამჯდარიყო, რომ ტელეფონი აწკრიალდა და ბატონის ყურადღება მიიპყრო. დიმიტრის ტანში უცნაურმა გრძნობამ დაჰკრა და გულ აჩქარებულმა უპასუხა იმ ზარს, რომელსაც გამალებით ელოდა.

-ყველაფერი დასრულებულია!- ტელეფონიდან გაისმა ხრიწიანი ხმა და დიმიტრიმაც შვებით ამოისუნთქა.

-მკვდარია?

-დიახ, დიმიტრი! შენი კაცი ჭკვიანი და სხარტია, ის რომ არა ახლა შეიძლება დაძვრენილიყო ის ნაძირალა.

-უდაოდ გეთანხმები!

-დიმიტრი, იცოდე ფრთხილად იყავი! ნოდარი, კი მოვიშორეთ , მაგრამ მისი ცოცხალია და ისიც კაი სისხლის მსმელია.

-შენც ასევე, თავს გაუფრთხილდი!-ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა ბატონმა დიმიტრიმ და ოთახიდან გავიდა ქალიშვილის სანახავად.



-შეიძლება ვისაუბროთ? - დივანზე წამოკოტრიალებულ ანიტასთან მივიდა , მისი დანახვისას ძველი დრო გაახსენდა, ის დრო , როდესაც ეკატერინე ცოცხალი იყო და ყველაფერი იდეალურად იყო. ანიტას დედის ქცევები ჰქონდა და ხშირად ამჩნევდა დიმიტრი. -მეშინია, რომ შენს თავს წამართმევენ!- სევდა მორეული ხმით თქვა და გოგოს თავზე ხელი გადაუსვა, როგორც ბავშვობაში.

-რაზე გინდა საუბარი?

-ნიკოლოზ გიგაურზე!-გოგოს უეცრად შეეცვალა სახე.

-არ დაიღალე ამაზე კამათით?

-ანიტა არ მინდა გული გეტკინოს. ჩემი შვილი ხარ, ვერ მოგცემ უფლებას შეცდომა დაუშვა. შენი ტკივილი ჩემი ტკივილია,შვილო.მეშინია და არ ვმალავ ამას. ეს სამყარო ნათელი არ არის, ერთი დიდი სანაგვეა და არ მინდა ბინძური ცხოვრების სათამაშო გახდე. ცხოვრებაში ერთადერთი შიში მაქვს და ეს შენი დაკარგვის შიშია. სწორედ ამიტომ მინდა ამაზე საუბარი.

-მამა,-წარმოთქვა გოგომ , მაგრამ ეს არ იყო ის “მამა”, რომელსაც ყოველდღიურად იძახოდა.კაცს გული გაუთბო შვილის თბილმა დაძახილმა,რაზეც ანიტას გაეღიმა.

- ნუ ღელავ ნიკოლოზ გიგაურთან არაფერი მაკავშირებს, გარდა საქმისა.- მამის ხელი ხელებში მოიქცია გოგომ და მკერდზე მიეხუტა, როგორც პატარა ბავშვი.- მეც მაინტერესებს რაღაც, ოღონდ დამპირდი, რომ სიმართლეს მეტყვი.

-კარგი, ვეცდები სიმართლე გიპასუხო.-გაუღიმა კაცმა შვილს და დაელოდა ანიტას კითვას.

-დედა ისე არ მომკვდარა, როგორც ამბობენ.- თუმცა ეს არ იყო კითხვა, დიმიტრი ჩოხელს ელდა ეცა, ყელში ბურთი გაეჩხირა და არ იცოდა ხმა , როგორ ამოეღო. მისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხს შეეხო. იცოდა ამაზე ლაპარაკი, რომ მოუწევდა, იცოდა და ემზადებოდა, თუმცა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ელოდა.

-მამა, გთხოვ ტყუილის გარდა ყველაფერი მითხარი!-გოგოს ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.

-რა მოხდა, როგორ მოკვდა დედა?- ყოველი ეკატერინეზე დასმული სიტყვა დიმიტრის დანასავით ესობოდა გულში. ძლიერი კაცი იყო დიმიტრი ჩოხელი, შეეძლო ფეხზე მდგარიყო მაშინ, როდესაც სულიერად დაცემული და გადათელილი იყო.

-არ ვიცი.-თავი ნერვიულად გააქნია კაცმა და ერთ წერტილს მიაჩერდა.- წლებია ამ საქმის გამოძიებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.ეკატერინე არ მომკვდარა, ის მოკლეს. -ამ სიტყვებმა ანიტა დაანგრია, სულში შეაღწიეს და იმხელა დარტყმა მიაყენეს,რომ სუნთქვა გაუჩერდა. ირგვლივ ყველაფერი გაიცრიცა, თვალები ცრემლებით ამოევსო და უფსკურლში გადაიჩეხა,საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო.

-რატომ?- აღმოხდა გოგოს. დაჟინებული მზერით ბურღავდა მამას. ანიტამ იცოდა, რომ დედა მოუკლეს.მისთვის ეს უკანასკნელი, ახალი არ იყო.

-არ ვიცი.-კიდევ ერთი”არ ვიცი”. ანიტას აგიჟებდა ეს მდგომარეობა, ირგვლივ ქვეყანა კითხვა იყო პასუხები, კი არ არსებობდა.

-სინამდვილეში იცი. დედას მტერი არ ყავდა, ის შენს გამო მოკლეს.- ამ სიტყვებმა, კი კულმინაციას მიაღწია. დიმიტრი ჩოხელი საბოლოოდ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა. წლების მანძილზე ანიტა ერთადერთი იყო, ვინც ცოლის სიკვდილში დაადანაშაულა. იცოდა, იცოდა, რომ მისი ბრალი იყო, უბრალოდ შვილისგან ამის გაგონება განადგურების ტოლფასი იყო მისთვის. - მე გავიგებ, მე გავიგებ ვინ არის დამნაშავე მის სიკვდილში და შურს ვიძიებ! არავის დავინდობ, ვინც გზაზე გადამეღობება ყველას გავანადგურებ!



















****

დედის ნივთების თვალიერებაში გართულ ანიტას , სულ გადაავიწყდა ობიექტის დამკვეთი, რომ ჩამოდიოდა და მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. გიგაურის ზარმა შეახსენა და დაფაციცებით შეუდგა მზადებას. გიგაურმა გააფრთხილა ნახევარ საათში შენს სახლთან ვიქნები და არ დაიგვიანოო. ანიტაც ნახევარ საათში ისე გამოეწყო, გეგონებოდათ მთელი დღე ემზადებოდაო.ბოლო შტრიხებს ისწორებდა, როცა ნიკოლოზმა დარეკა ჩამოდი ადგილზე ვარ და გვეჩქარებაო. ჩოხელი წამებში ავტომობილთან გაჩნდა და ნიკოლოზს, არც დალოდებია ისე ჩახტა.

-როგორ ხარ, ანნ?- გიგაურმა მომნუსხველად გაუღიმა ქალბატონს და ავტომობილი დაძრა.

-არ ვიცი, კიდევ კარგი დამირეკე და გამომიყვანე სახლიდან.- სავარძელში მიესვენა და მიაჩერდა გზას.

-მშვიდობაა?

-არც ეგ არ ვიცი, ნიკოლოზ. ჩემს გარშემო ყველაფერი ბურუსშია გახვეული. არასდროს მქონია დალაგებული ცხოვრება, მაგრამ ახლა ისეთი დომხალია, რომ ვერ ვხვდები , რა სიმართლეა და რა ტყუილი.

-დახმარება არ შემიძლია?- ამ სიტყვებზე გოგოს გაეღიმა.ქვის კაცი არ ყოფილა ისეთი უემოციო, როგორიც ეგონა.იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს იყვნენ , ანიტასთვის ამოუხსნელი რჩებოდა ეს იდუმალი მამაკაცი.

-საკუთარ თავს ვერ ვეხმარები და შენ, როგორ დამეხმარები?

-იქნებ შევძლო. ობიექტიდან , რომ წამოვალთ ვისაუბროთ.- ჩოხელი თავის ქნევით დაეთანხმა ბიჭს და ირგვლივ დუმილი გამეფდა.საგურამოსთან ახლოს იყვნენ გიგაურმა ჩოხელს, რომ გახედა და გაეცნა.

-მგონი ძალიან მოგწონს ჩემი ქურთუკი?-გოგო გაკვირვებული უყურებდა ბიჭს და ვერ ხვდებოდა, რა მოელანდა ან რას გულისხმობდა.

-თხლად გაცვია. წინაზე ლამის გამიცივდი, ხომ იცი აქ ცივა.-ჩოხელმა თვალები აატრიალა.

-ლამის ნიშნავს, რომ არ გავციებულვარ!ნუ ღელავ შენ ძალიან გთხოვ, შენს ფსიქიკაზე აისახება. ისედაც არანორმალური ხარ.-უკმეხად უპასუხა და ცხვირი აიბზუა.

-რომ არ მომეცა ქურთუკი, როგორ არ გაცივდებოდი ნახავდი.- ჩაილაპარაკა გიგაურმა, მაგრამ ჩოხელს არ შეუმჩნევია.

ობიექტზე მისულებს დამკვეთი იქ დახვდათ, როგორც აღმოჩნდა ნახევარი საათის მისული იყო და გაოცებული უყურებდა იმ პროექტს, რომელსაც ანიტა ჩოხელმა გაუწია ორგანიზება. გიგაური ამაყად იდგა და ანიტას თვალს არ სწყვეტდა. დამკვეთი ძალიან გახარებული იყო, იმაზე ათჯერ უკეთესი იყო,როგორიც უნდოდა. -ძალიან მომწონს!-გაოცებას ვერ მალავდა კაცი.

-მიხარია,თუ მოგეწონათ.-თბილად გაუღიმა გოგომ იმის მიუხედავად,რომ სულ არ ჰქონდა ამის თავი.

-მადლიერების ნიშნად მინდა ჩემს სასტუმროში დაგპატიჟოთ.მოხარული ვიქნები,თუ მიიღებთ ჩემს შემოთავაზებას.-კაცმა ხელი ჩამოართვა ნიკოლოზს.

-ქალბატონო.-ანიტას ხელი თავისაში მოიქცია და ეამბორა,რაზეც აშკარა უკმაყოფილება დასტყობოდა გიგაურს.

-აუცილებლად გესტუმრებით.თქვენის ნებართვით გვეჩქარება და მარტო დაგტოებთ!

-რა თქმა უნდა,ნახვამდის.-კაცმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

-ნახვამდის.-ნიკოლოზმა ჩოხელის ხელი მოკიდა და სწრაფად დატოვეს ადგილსამყოფელი.

-სულ გააფრინე ხო?

-ჩაჯექი და ხმა არ ამოიღო!-ანიტამ გიგაურის ბრძანება შეასრულა და ავტომობილში მოკალათდა.

-ეჭვიანობ?-ეშმაკურად ჩაეღიმა ჩოხელს,რამაც ბიჭი უფრო განარისხა.

-რაზე უნდა ვიეჭვიანო ანიტა?

-რა გჭირს?

-რა მჭირს?

-მშვენიერია-მთელი სხეულით ბიჭისკენ მიტრიალდა.-ნეტა,როდის იყავი ნორმალური მეც მიკვირს რა.

-გაჩუმდი!-ნიკოლოზმა ავტომობილი გააჩერა და გოგოს გახედა

-რატომ უნდა გავჩუმდე და საერთოდ, რატომ გააჩერე მანქანა?

-ვისაუბროთ, რა გაწუხებს?-ცივი თვალები მიაპყრო გოგოს და ამ უკანასკნელის დანახვაზე ანიტას სულში სიცივემ დაისადგურა.

-არ მინდა ამაზე საუბარი, მით უმეტეს შენთან.-ჩოხელი მიხვდა ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია.

-რა ხდება, ანიტა? რატო აღარ გინდა საუბარი, მით უმეტეს ჩემთან?-ირონია შეჰპარვოდა გიგაურს. ჩოხელმა ვერ მოუთმინა და ავტომობილიდან გადავიდა, არც გიგაურმა დააყოვნა და გადაყვა გაავებულ გოგოს.

-რას აკეთებ? არ მესმის შენი.-ტონს აუწია გიგაურმა,ამ ხმამ ისედაც განადგურებული ჩოხელი უფრო დასცა და მძლივს შეკავებული სიმშვიდით გახედა.

-როდის გესმოდა ჩემი?-ეს უკანასკნელი ნიკოლოზის სხეულს ლოდივით მოედო და ისედაც დამძმებული,უფრო დაამძიმა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი.

-ანიტა, გთხოვ.

-ნუ მთხოვ, ნიკოლოზ.ყოველთვის შენ ვერ იქნები მართალი, ზოგჯერ ყველა ცდება და ეს სირცხვილი არ არის.კარგი იქნება,თუ ამას შეუშვებ თავში და გააცნოებიერებ.

-არ მესმის.

-ყველაფერი კარგად იყო, როდესაც ერთად ვიყავით. ან ვიქმნიდი ილუზიას, რომ იდეალურად იყო ყველაფერი. ჩემი არ გესმის? კი, ეგ ვიცი. ისიც კარგად ვიცი, რომ არასდროს არ გესმოდა.-ნიკოლოზ გიგაური უყურებდა წინ მდგომ ანიტას და ვერ ხვდებოდა, რაზე ლაპარაკობდა.

-ანიტა, რა გინდა?

-ახლა აღარაფერი.

-და რა გინდოდა?-დიდხანს ფიქრობდა ჩოხელი ეთქვა თუ არა იმ მამაკაცისთვის ყველაფერი.მამაკაცისთვის, რომლისგანაც ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ცხოვრებაში. ბოლოს თავს მოერია და ის უკანასკნელი სიტყვები თქვა, რომელსაც სხვა დროს არ იტყოდა.

-ჩემთვის გებრძოლა.მინდოდა არ მიგეტოვებინე!-შემოდგომის სუსხისგან გაწითლებულ ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა,რომელიც ხელის ერთი მოსმით გააქრო და გიგაურს ჩახედა უძირო თვალებში.

-შენ მიმატოვე, ყოველი ჩემი მცდელობა გამომესწორებინა ყველაფერი, შენი უკან გადადგმული ნაბიჯით მთავრდებოდა. ახლოს არ მიშვებდი. იმ ღამეს, როდესაც უნდა წავსულიყავით, როდესაც ახალი ფურცლიდან უნდა დაგვეწყო ყველაფერი, რა გააკეთე? მიმატოვე, მიმაგდე და არც იკადრე თვალებში ჩაგეხედა, პირში გეთქვა...

-შეწყვიტე! -ზიზღით აღმოხდა ჩოხელს.

-რა, ასე არ იყო?

-არა, ნიკოლოზ.

-მაშინ, რატომ არ ამიხსენი?

-და მკითხე, მომიშვი ახლოს, რომ რამე ამეხსნა? მინდოდა, ნიკოლოზ.შენთან ერთად ცხოვრება მინდოდა, შენი ცოლობა მინდოდა,ჩემი შვილების მამა მინდოდა ყოფილიყავი.

-მაგრამ, რატომ არ მოხვედი?

-მამაჩემი. როდესაც გაიგო შენთან მოვიდოდი ოთახში გამომკეტა, ტელეფონი წამართვა და დაცვა მომიჩინა. არ მინდოდა მომეტყუებინა, არ მინდოდა გავპარულიყავი. მეგონა გამიგებდა, მაგრამ ამის მაგივრად მან გალიაში გამომამწყვდია და ბედის ანაბარა დამტოვა. ამ დროს შენ რა გააკეთე? წახვედი, არ მომეცი უფლება შენთან მოვსულიყავი და ამეხსნა ყველაფერი. ყველას წინაშე დამამცირე, კაბინეტიდან გამომათრიე და ყველას თვალწინ მიმაგდე. ცოტა ხანში ჩემი საუკეთესო მეგობარი დემეტრე გამოასალმე სიცოცხლეს. ეს ბიჭი მამაჩემის თამაშებს შეეწირა. მამაჩემი ცივ სისხლიანია კი, მაგრამ არც შენ ხარ ნაკლები, ნიკოლოზ.დემეტრეს არც ერთ სისხლის წვეთს არ შეგარჩენთ.შენ რომ დაინტერესებული ყოფილიყავი,რატომ არ მოვედი იმ ღამეს შენთან, მაშინ მომისმენდი. ამის ნაცვლად წინასწარ გამოიტანე დასკვნები და ხელები მე შემაწმინდე. არაუშავს, მივეჩვიე.-ნიკოლოზ გიგაურს ცა ჩამოექცა, ყველაფერი გაიხსენა და გააცნობიერა.ანიტას ჩოხელს არ მიუტოვებია, პირიქით მან სული მისცა. გაქვავებული იდგა და აზრს თავს ვერ უყრიდა.ყველაფერი სტკიოდა, ანიტას თითოეულმა სიტყვამ მისი სული დაკაწრა და გაანადგურა. უყურებდა მისთვის ყველაზე სასურველ ადამიანს და ფიქრობდა, რამხელა ტკივილი მიაყენა და როგორ გაანადგურა ერთი შეხედვით დაუცველი გოგონა. ყველაფერი გააკეთა, რითიც შეიძლებოდა ადამიანის განადგურება.იმას არ დაჯერდა,რომ საუკეთესო მეგობარი,რომელიც ანიტას საქმრო ეგონა სიცოცხლეს გამოასალმა, მეორე საუკეთესო მეგობარი ცოლად მოიყვანა. მართალია, ყველაზე დიდ ტკივილს სწორად საყვარელ ადამიანებს ვაყენებთ.ამ ყველაფერთმა დაადუმა კლდემამოსილი ნიკოლოზი,გაშეშებული იდგა და განძრევის ძალაც აღარ ქონდა. წინ მდგომ გოგოს უყურებდა და სათქმელს კვლავ ვერ აბამდა თავს.სახე მოექუფრა და ემოციების მოძალებასთან ერთად,თვალებში სითხე ჩაუგუბდა.სითხე,რომელიც არ აძლევდა ნორმალურად დანახვის საშუალებას.მთელი მისი სხეული განიცდიდა სრულ მეტამორფოზას,ძალა გამოცლილმა მძლივს ფრთხილად შეეხო ანიტას თბილ სხეულს.უხეში ღაწვები თბილმა სითხემ შეუსველა და ხმა აკანკალებულმა, მძლივს ამოილუღლუღა უკვე არაფრის მთქმელი სიტყვები.

-ბოდიში.-ჩოხელმა მისი ხელი მოიშორა და ავტომობილში ემოციებით დაცლილი ჩაესვენა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს ქვის კაცისთვის.


------------------------------------
ჩემო თბილებო და ტკბილებო! გუშინ ცუდად ვიყავი და ვერ მოვახერხე ახალი თავის დადება,რისთვისაც პატიებას ვითხოვ.მადლობელი ვარ რომ თქვენს ძვირფას დროს მითმობთ და ამისთვის ძალიან გაფასებთ.მშვიდობიან საღამოს გისურვებთ!



№1 სტუმარი სტუმარი ეკუნა

საინტერესო,სახალისო და ასევე დაძაბული მომენტები იყო.კითხვის პროცესით მართლაც ვისიამოვნე ❤️ ძააან საყვარლები არიან ნიკოლოზი და ანიტა ერთმანეთს რომ უპირისპირდებიან ❤️ საბოლოო ჯამში მომეწონა და ველოდები შემდეგ თავს წარმატებები

 


№2  offline წევრი OKI ME

თვალში მხვდებოდა სულ ეს სათაური. საბოლოოდ წამიცდა ხელი და შვიდივე თავი შემომეკითხა :დდდდ

ეეეჰ, ნამეტანი რთულად აქვთ ამათ საქმე. რა იქნება კაცმა არ ვიცი, შენ გარდა :დდდ

ისე, საკმაოდ მოცულობითი თავი იყო ❤️❤️

მშობლების წამოწყებულ ომში შვილებიც თავისდაუნებურად ჩაერთვნენ. ორივე მხარე შურისძიებამ და ბოროტებამ ისე დააბრმავა იმის იქით ვერაფერს ხედავენ. ნუ დიმიტრის და ირაკლის (სახელი თუ სწორად მახსოვს) ვგულისხმობ. ახლა შვილების ცხოვრებას და მომავალ ანადგურებენ.

ნატაზე რა შეიძლება ვთქვა? ერთი სულელი, უტვინო ქალია. რომლისთვისაც კაცის იქით არაფერი არსებობს. კაცის გამო მეგობრობას ივიწყებს. თუმცა ალბათ არც იყო ნამდვილი მეგობარი თორემ მეეჭვება ეღალატა ანიტასთვის.

ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს ნიკოლოზი და ისე არ ქნას სულ რომ ცარიელ-ტარიელი დარჩეს ბოლოს :დდდ იმედი მაქვს არ დარჩება კაცო, ესენი ერთად წარმომიდგენია უკვე. ამას დამატებული, მათ მიერ დამარცხები მშობლებით.

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს. საინტერესო ისტორიაა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent