შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზაჯვარედინი {თავი 12}


7-09-2021, 16:32
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 630

სვანეთი და მისი დიადობა უკვე საზღვრებს გასცდა. პირველად იყო სესილია ამ ბუნებაში და საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა. ხელედის მონასტერს ძლივს მიაგნო, სიმწვანეში ჩაფლული ისეთი ლამაზი ეჩვენა, წამით გაიფიქრა, აქ დავრჩები სამუდამოდო. თვალიერების შემდეგ ფრთხილდ შეაღო კარი და შავებში შემოსილ ქალს გაუღიმა, რომელიც მისკენ მოიწევდა.
-კეთილი იყოს შვილო!-დამჭკნარი ხელები თმებზე დაუსვა და თითქოს მთელი ტკივილი სადღაც გაქრა. სიმშვიდე მთელ სხეულს მოედო.
-რანაირად გტკივა შვილო!-ამოიკითხა. მთლიანად შეძლო დედა სიდონიამ სესილის წაკითხვა და ეს კიდევ უფრო ამშვიდებდა.
-არ ვიცი, როგორ გესაუბროთ. ჩვეულებრივი სიტყვები უფერულია თითქოს.-გაუღიმა ქალს. გულწრფელი ღიმილი დიდი ხნის შემდეგ.
-გულიდან ამოსული სიტყვა ჩვეულებრივი არაა შვილო. შენი გულიდან მესაუბრე და ეს იქნება ყველაზე შესაფერისი.-ჩანთა გამოართვა და წინ გაუძღვა. საოცარ სიმშვიდეში აბიჯებდა ორჯონიკიძე.
სულ სხვანაირი წარმოედგინა. ნერვიულობდა კიდეც, რომ აქ დახვდებოდა ის, რასაც ტელევიზიები აშუქებენ. ყველფერი სხვაგვარად იყო. სიყვარულითა და სითბოთი სავსე თვალებით უმზერდა ყველა.
-უფალი გფარავდეს სესილია!-ყველამ იცოდა მისი სახელი. მადლიერი იყო, რომ ეს ადგილი შეარჩია. სხვანაირი იყო აქ ყველაფერი.
-ეს ჩაიცვი.-სამოსი გაუწოდა დედაომ და გავიდა. ერთი ხმელი საწოლი იდგა ოთახის ცენტრში. შუქი მქრთალად ანათებდა. სწრაფად გადაიცვა მთლიანი შავი კაბა და მსუბუქად იგრძნო თავი. აქ ყველაფერი ემსუბუქებოდა. ჰაერიც კი სასიამუვნო იყო მისთვის. მთლიანად გაიხსნა და გადაშლილი წიგნი გახდა. ფეხზე არაფერი ჩაუცვამს. ასე უფრო მეტად იცლებოდა უარყოფითისგან.
მალევე დატოვა სამყოფელი და გარეთ გასული მომუშავე დედაოებისკენ დაიძრა. საქანელს აწყობდნენ. სესილიას კარგად ეხერხებოდა, ბაბუმ ასწავლა.
-დაგეხმარებით.-თოკს კვანძი გაუკეთა და გორაკზე მდგარ ერთადერთ ხეზე ჩამოკიდა.
-უნდა შევღებოთ.-ორჯონიკიძის იდეა იყო. გააფერადა იქაურობა, იქაურობამ სესილი გააფერადა და ასე გაცვალეს ენერგია.
ბოლოს სადილობდნენ. უსიტყვოდ აალგეს მაგიდა და ლოცვას შეუდგნენ. მხოლოდ სიდონია დარჩა. ქალის სახეზე აღბეჭდილი სიმშვიდე სესილიაზეც მოქმედებდა.
-შენ არ წამოხვალ?-გამოსძახა მერიმ
-ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ გოგონას ვესაუბრო.-თბილად გაუღიმა და გოგონას მოეხვია.
-მინდა მიამბო ყველაფერი და დაიცალო.-ხელი მოჰკიდა და იმ გორაკისკენ წაიყვანა, სადაც საქანელა იყო.
თმებს ქარი უწეწავდა. ფეხის გულებით გრძნობდა სამყაროს. წინ საუკეთესო მსმენელი ეჯდა და მოეჩვენა, რომ ეს მომენტი მის ცხოვრებაში იყო საუკეთესო.
-ცოლი მოიყვანა.-ეს ამბავიც მშვიდად მიიღო დედაომ.
-მაშ, ჯერ აკა იყო და შემდეგ სანდრო. მე არ განგსჯი, დროის ხაზს მივყვები, ჩემო გოგო.
-ასე იყო.-ნაღველი შემოაწვა.
-მე ერთი შემიძლია გითხრა, ტყუილად არაფერი არ ხდება. და იცოდე, სიყვარულს ვერავინ, ვერასდროს გაექცევა.-ეს სიტყვები აიტაცა. ამან დაამშვიდა.
,,სიყვარულს ვერავინ ვერასდროს გაექცევა"


სრულ სიმშვიდეში მივრბოდი. ფეხის გულებით წვიმიან ბალახს ვეხებოდი და დედამიწას ვუზიარებდი ჩემში დაბუდებულ ტკივილს. ეზო გავირბინე და შუაგულ მინდორზე დაკიდებულ საქანელაზე დავჯექი. ნიავი შავი კაბის ბოლოებს უსასრულობაში ექაჩებოდა. ზემოდან მთები ღრიალებდნენ, ქვემოდან მდინარის ხმა ისმოდა. თვალები დავხუჭე და საქანელის მოძრაობას მივანდე სხეული. თავიდან ნელა, მერე უფრო და უფრო უმატა და ბოლოს ჩემი თმები და კაბა ერთმანეთს ერწყმოდნენ. ეს იყო რაღაც საოცარი, აქამდე არ განცდილი სიმშვიდე. იმიტომ არა რომ მეგონა, უფალთან მხოლოდ აქ შემეძლო ახლოს ყოფნა, არა! იმიტომ, რომ აქ უფალთან ახლოს მყოფნი ცხოვრობდნენ და მე ბოლო დღეს ვატარებდი მათთან. არ ვიცოდი, რა ხდებოდა გარეთ, რა ხდებოდა დაბინძურებულ თბილისში, მაგრამ ვიცოდი, რა ხდებოდა აქ! აქ კი იყო მხოლოდ ბედნიერება, საკუთარი თავის ამოცნობა და იარების მოშუშება.
ჩემი მთელი ცხოვრება უდრიდა ამ ერთ კვირას. მე ახალი ემოციებით სავსე, მაგრამ ყველა სხვა ემოციით დაცლილი მივდიოდი აქედან. ბოლო ღამე იყო. რაღაცნაირად გათენება არ მინდოდა. სიმშვიდეს შერწყმული ნელა ვაქანავებდი საქანელას და ვფიქრობდი არაფერზე. ერთადერთი, რაც მაკლდა იყო დედაჩემის ხელები, მაგრამ გვანცაც მაკლდა. ვიცოდი, როგორ უჭირდათ ეს ერთი კვირა უჩემოდ...
წუთები ისე სწრაფად გავიდა, რომ საათებმაც მალევე გაირბინა. მზის სხივები შემოეპარა ხელედს და ისეთი სილამაზე შექმნა, აქამდე რომ არსად მენახა. გაუბედავად ციმციმებდნენ სხივები. დიდებულ სვანეთს ვერ უბედავდნენ თითქოს.
-სესილია.-დედა სიდონიას ხმა მომესმა, რომელიც წააგავდა უფრო ბულბულისას. ფეხზე წამოვდექი და ღიმილით გავხედე ქალს, რომელმაც მაჩუქა საკუთარი თავი. ჩემი დაცემული სული წამოაყენა.
-მოდი!-ხელი დამიქნია. მისკენ გავემართე. მის წინ მდგარს მიყურა და შემდეგ ხელები მომხვია. ვიყავი სახლში! ეს ქალი ჩემი სულიერება იყო და მე ის ვიპოვე. რაღაც დედობრივს ვგრძნობდი ქალისგან, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, მაგრამ ამავდროულად ჰყავდა კიდეც.
-დიდი ხანია აქ ბარ! დღეებს არ ვითვლი, არც მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყნისთვის დიდი ხანია! რამდენი შემხვედრია, რამდენი დარჩენილა, მაგრამ შენ ხარ ჩემი სულიერი შვილი. სულიერება კიდევ დიდი რამაა, უძირო ზღვაა და შენ რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მეტად გიჩნდება სურვილი. ეს არ დაივიწყო, რომ იარები, რომლებიც ახლა სხეულზე გაქვს, სულს ვერ მისწვდება. შენ სუფთა ხარ შვილო. დაიმახსოვრე, სხეულის დაზიანებით ვერ შეცვლი ვერაფერს, ვერც რეალობას, ვერც მომავალს! მჯერა, რომ აღარასოდეს გაუკეთებ შენს სულს ამას.-თვალებზე ცრემლი ედგა. არ ვიცი, როგორ მოვიდა ასე ახლოს, მაგრამ ფაქტია, ამ ქალის წინ შიშველი ვიყავი.
-მე ახლა ყველაზე მეტად მჯერა რუმისა და დავრიშის სიყვარულის.
-წაკითხული გაქვთ?-აღტაცება ვერ დავმალე
-არ შეიძლება ეგ არ წაიკითხოს ადამიანმა, რომლისთვისაც სული ყველაფერია.
-ამართლებთ ელას?-მაინტერესებდა პასუხი.
-ელა ყველაზე მართალია სესილია, სადაც სიყვარულია იქ ყველა მართალი ვართ!
-გყვარებიათ?-მეტი მინდოდა მცოდნოდა მის შესახებ. თვალები დახარა, სევდა გადმოეღვარა ბაგეებიდან.
-ქმარი მყავდა. კაცი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა.
-და მაშინ...-სიტყვა ვერ დავასრულე.
-ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. ვერ შეეშვა. ყოველ კვირას მძიმე დაზიანებით შევყავდი საავადმყოფოში. ფსიქოლოგიურად მოვინგრიე. თვითმკვლელობა ვცადე და ეს იყო ყველაზე კარგი ნაბიჯი, რადგან ამან მომიყვანა აქ!-თმებზე გადამისვა ხელი. ვფიქრობი, რომ ყველაზე მტკივნეულს მანდობდა ამ წამს სიდონია.
-შემიძლია გავიგო, რას გრძნობთ ახლა. სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში, როგორც ჩემი სულის მშობელი.-ჩვენი საუბარი ხელედის ჰაერს მიჰყვებოდა. მწვანე ბალახზე ორივე ფეხშიშველი მივაბიჯებდით და ერთმანეთის შემორჩენილ ტკივილებზე უსიტყვოდ ვყვებოდით.
იმ დღეს სესილია ორჯონიკიძე თავიდან დაიბადა და ათასჯერ უთხრა მადლობა უფალს, აქ მოსვლისთვის.
დამშვიდობება!
ეს სიტყვა ბავშვობოდან მძულდა, მაგრამ ახლა მშვიდად წამოვედი. სათითაოდ დამლოცა ყველ დედაომ. დამლოცა სიდონიამაც. მანქანაში ჩავჯექი და ღრმად ჩავისუნთქე. არ ვღელავდი, რადგან აქ კიდევ მოვიდოდი. აუცილებლად დავწერდი აქაურობაზე, ჩემს განცდებსა და დამოკიდებულებაზე. იმაზე რომ ტაძარი გაახლოებს უფალთან! ტაძარში არიან ხალხი, რომლებიც ახლოს არიან უფალთან!
თუ ვინმე შემედავება, მე ვეტყვი მათ, წავიდნენ ხელედში. იქ, სადაც მდინარე და მთები ერთმანეთს ყოველ საღამოს ესაუბრებიან. სადაც სიმშვიდე იმდენადაა გამეფებული, შეუძლებელია, არ შემოაღწიოს შენში. და იქ, სადაც დედა სიდონია უმკურნალებს სულს, რომელიც დაავადებულია!

თბილისში დაბრუნებულს დედა კართან დახვდა. თითქოს საუკუნე გავიდა, ისე ენატრებოდა შვილი.
-ჩემო გოგო.-თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა და გულში ჩაიკრა სესილი.
-დე, დამშვიდდი.-ქალს გაუღიმა. ამით აგრძნობინა, კარგად ვარო.
-ტუტუცო ქალო.-გვანცას ხმაზე სულ გაიბადრა, მაგრამ მისაღებიდან ნელიკომ რომ გამოსძახა, გააფრინა.
-ჩაის გავაკეთებ.-ნელისთან საუბარი ენატრებოდა.
-ისეთი სახე გაქვს სესკა.-მეგობარს გაუღიმა ბერიძემ.
-მინდოდა მეთქვა, რომ საოცრად მშვიდი.-დააზუსტა გვანცამ.
-უმშვიდესი.-თავადაც დაეთანხმა მეგობარს და კარადა გამოაღო. მწვანე ჩაის ამზადებდა.
-შენ და ვიკო ბატონი რას შვებით?-სავარძელში ჩაჯდა.
-ბოლო ფაქტის მერე არ მელაპარაკება. მიყურებს დაბღვერილი. ვერ გავაგებინე, რომ მიშკა ახლობელია ძალიან.-მხრები აიჩეჩა. ცუცა გაიზარდა.
-მიეჩვევა!-ვიბლიანზე გამეღიმა. გიჟურად უყვარდა გვაცნა.
-შენ მოყევი ნელიკო რამე!-ახლ ნელის კიეჭრა ბერიძე
-მე?-გაიკვირვა.-რა მოგიყვე, ორი თვე სანდროსთან ვცხოვრობდი, მეგონა, ანუგეშებდა ჩემი იქ ყოფნა.
სანდროს ხსენებაზე გულში რაღაცამ გამკრა.
-ვერავინ უშველის და ვისაც უნდა ეშველა, ის თავად ვერ შეამჩნია!-მე გადმომხედა.
მართალია, ნელიკოც ასე თვლიდა.
,,ტყუილად არაფერი ხდება"


დაგვიანებისთვის ბოდიშით, მაგრამ მართლა რთულია, წერო მუზის გარეშე.



№1 სტუმარი სტუმარი ლელა

მართლაც პატარა თავია და დიდხნიანი პაუზა. არადა ლამაზად წერ.

 


№2  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ლელა
მართლაც პატარა თავია და დიდხნიანი პაუზა. არადა ლამაზად წერ.


სამწუხაროდ, ვიცი! ამასაც რომ ვწერ, მიკვირს! არანაირი მუზა არ მოდის

 


№3 სტუმარი Ana-maria

"ვერავინ უშველის და ვისაც უნდა ეშველა,თავად ვერ შეამჩნია!" -სანდრომ იმედი მაქვს შეამჩნია,აქამდე თუ არა მომავალში აუცილებლად მიხვდება და შეამჩნევს. ოღონდ არ მინდა დააგვიანდეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent