ყველაფერი ჩემს შესახებ (თავი მესამე)
ოლივიას დილის ტკბილი ძილი კარზე გამალებულმა კაკუნმა შეაწყვეტინა, თვალები გაჭირვებით გაახილა, თვითონაც რომ არ ჯეროდა ისე ეძინა მთელი ღამე, ღრმა უსიზმრო ძილით და ახლა საოცრად კარგად და დასვენებულად გრძნობდა თავს, წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა, კართან მატილდა იდგა აღელვებული სახით, - დილამშვიდობის ოლივია, საუზმეზე გაგვიანდება, კარი რატომ იყო ჩაკეტილი, ალბათ არც ეს გახსოვს მაგრამ დედაშენს არ უყვარს როცა კარს კეტავ, - ჯანდაბა, რაც უფრო და უფრო მეტს მიყვებიან მასზე მით უფრო აღარ მაინტერესებს რა უყვარს და რა არა მისის სკოტს, -ჩაიბურტყუნა ოლივიამ, - ასე ნუ ლაპარაკობ, ის ხომ დედაშენია, -აქოთქოთდა მატილდა, -თანაც ვერ ვხვდები შეიძლება რაღაცეები აღარ გახსოვს მაგრამ ეს უცნაური ლაპარაკის მანერა როდის შეითვისე, სულ სხვანაირი ხარ, ძველ ოლივიას აღარ გავხარ, - ჰო ასეა მატილდა, ძველი ოლივია აღარ ვარ, ამას მალე ყველა დაინახავთ, -სარკეს მიუჯდა და თმის დავარცხნა დაიწყო, - მომეცი თმას უკან შეგიკრავ, -მატილდა სავარცხელს წაეტანა, -მერე კი ტანსაცმელს და ფეხსაცმელს გაგიმზადებ, ოღონდ სწრაფად საუზმეზე გელოდებიან, სტუმრები გვყავს, ეს ხომ ის პიჟამოა რამდენიმე წლის წინ მარიამ რომ გაჩუქა, სად იპოვე? - რომელიღაც კარადაში ვიპოვე, -ვარდისფერ ბამბის შორტზე და მოკლემკლავიან მაისურზე დაიხედა ოლივიამ, -აშკარად ჩასაცმელად გამოსადეგი არაფერი მქონია, კარადა ატლასის ღამის პერანგებით არის სავსე, მე კი ატლასს ვერ ვიტან და თუ ღმერთი გწამს დაანებე ჩემს თმას თავი, გაშლილიც მშვენივრად გამოიყურება, მატილდამ ცივად უშვა ხელი და განზე გადგა, ოლივია წამში მიხვდა შეცდომას და მოუბოდიშა, - მაპატიე მატილდა, უბრალოდ ამ ბოლო დროს იმდენი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს, - არაუშავს შვილო მესმის, -მატილდამ თავზე ხელი გადაუსვა, -არ ჩაიცვამ? - კარგი რა, რა ჩავიცვა, სახლის ჩუსტიც კი არ მაქვს წარმოგიდგენია? დაძინებამდე ფეხსაცმელების კარადაში შევიჭყიტე და სახლის ჩუსტების მაგივრად იცი რა დამხვდა? მაღალქუსლიანი ბუმბულებიანი ქოშები, რომელი ნორმალური ჩვიდმეტი წლის გოგო ხმარობს სახლში, ბუმბულებიან ქოშებს, -ოლივია აღშფოთებას ვერ მალავდა, მერე სავარცხელი სარკის წინ მიაგდო, წამოდგა და მატილდას წინ მხიარულად დატრიალდა, - რას იტყვი როგორ გამოვიყურები? სტუმრებთან შეხვედრისთვის შესაფერისად მაცვია? - მერე შეტრიალდა და მატილდას გაოცებული სახით გამხიარულებული პიჟამოებით, ფეხშიშველი გავიდა საძინებლიდან, საოცრად აღტყინებული იყო, თვითონაც უკვირდა თავს ისე კარგად გრძნობდა, როგორც იქნა დაიწყო იმის გათავისება რომ ახლა უკვე ოლივია იყო და ეს ცხოვრება მას ეკუთვნოდა, ახლა უკვე ყველაფრის გაკეთება შეეძლო რაც სურდა, ახალგაზრდა იყო, ლამაზი, მდიდარი, ჭკვიანი და თანაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ არავის მისცემდა ისე მოქცევის უფლებას როგორც ოლივიას ექცეოდნენ, - ახლა მთავარია სასადილო ოთახი ვიპოვო, -ჩაილაპარაკა და მარმარილოს კიბეს დაუყვა, იცოდა რომ ასეთ სახლებში სასადილო ოთახები ყოველთვის პირველ სართულზეა, მაგრამ პირველი სართული იმხელა იყო ალბათ დაიკარგებოდა რომ არა მოახლე გოგო, რომელსაც შემთხვევით გადაეყარა, - დილა მშვიდობის მის სკოტ, - გოგონამ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ვარდისფერ პიჟამაში გამოწყობილი, თმაგაშლილი ოლივია და გაცლა დააპირა, - მოიცადე, -შეაჩერა ოლივიამ, -ვერ მეტყვი სად არის სასადილო ოთახი? - წამობრძაბნდით გაჩვენებთ, -გოგონა წინ გაუძღვა, -მაპატიეთ მაგრამ ასეთ ფორმაში აპირებთ საუზმობას? - რატომაც არა, -გაეღიმა ოლივიას, -დროა სკოტების მდორე ცხოვრებაში, ცოტაოდენი სიხალისე შევიტანო, თანაც არ დამიჯერებ რომ გითხრა მაგრამ, ნორმალური ტანსაცმელი არ მაქვს, სასწრაფოდ საყიდლებზე უნდა წავიდე, - აი სასადილო ოთახიც, -გოგონამ კარზე მიუთითა მადლობა რომ მომაცილე, რა გქვია? - ლუსი მქვია, - სასიამოვნოა შენი გაცნობა ლუსი, -გაუღიმა ოლივიამ და სასადილო ოთახის კარი შეაღო, უზარმაზარი სასადილო ოთახი დღის შუქით სასიამოვნოდ იყო განათებული, მაგიდა ექვსი კაცისთვის იყო გაშლილი, მაგიდის თავში მისტერ სკოტი იჯდა გვერდით მეუღლე ეჯდა, -ეს კი მაიკლია დედმამასთან ერთად, -გაიფიქრა ოლივიამ, კარგი მეხსიერების წყალობით მაშინვე გაახსენდა მათი სახეები, -ოჰო ოჯახური შეხვედრაც მოუწყვიათ, ისე რომ არც კი მოულოცავთ სახლში მშვიდობით დაბრუნება, არც კი ჩახუტებიან, ღმერთო ჩემო რა საშინელი ოჯახი ჰქონია ოლივიას, - დილა მშვიდობის, -მიესალმა ყველას ომახიანი ხმით და ყურადღება არ მიუქცევია მათი გაოცებული სახეებისთვის, თავისი ადგილისკენ წავიდა რომელიც მაიკლის გვერდით გამოეყოთ მისთვის, - ოლივია რას აკეთებ, ხომ ხედავ სტუმრები გყავს, წადი გამოიცვალე, - იქნებ ჯერ ჩამხუტებოდი და ჩემთვის გადადრჩენა მოდელოცა ‘’დე და’’ -დამარცვლა ოლივიამ, -თანაც წინასწარ რომ გაგეფრთხილებინეთ სტუმრების შესახებ იქნებ საგანგებოდ მოვმზადებულიყავი კიდეც, ახლა კი რაღა აზრი აქვს, უკვე მაინც ყველამ იცის როგორ გამოვიყურები პიჟამოთი, გაშლილი თმით და უმაკიაჟოდ, - მაგიდას მიუახლოვდა, სკამი ხმაურით გამოწია და ფეხმორთხმით მოკალათდა ზედ, - დღეს რა გვაქვს საუზმეზე, მხოლოდ ავოკადო და ეს რაღაც სალათები თუ ნამდვილ საჭმელსაც შემოიტანენ? -იკითხა და ამრეზით გადახედა, რაღაც გაურკვეველ იასამნისფერ სალათს და ხიზილალისმაგვარ მასას, - ვერ ვიტან ავოკადოს, -ჩაიბუტბუტა და მისტერ სკოტს თვალი გაუსწორა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ თავს ძლივს იკავებდა, ცოტაც და აფეთქდებოდა, ოლივიას რატომღაც ძალიან სიამოვნებდა ეს სიტუაცია, - აპატიეთ ოლივიას, -მისტერ სკოტმა სტუმრებს მოუბოდიშა, -ალბათ იცით რომ ოლივია გუშინ დაბრუნდა სახლში და ჯერჯერობით ისევ ამნეზია აქვს, მაგრამ ექიმი გვაიმედებს, მალე ისევ ძველი ოლივია გახდება, - ჰო ჯერ რეაბილიტაციის კურსი უნდა დაასრულოს, -ჩაერია მისის სკოტი, -ჩვენი ოჯახის ფსიქოლოგთანაც ჩავწერეთ იმედია მასთან სეანსები დაეხმარება და უფრო მალე მოვა გონს, - ოჰო, ოჯახის ფსიქოლოგიც გვყავს? -ოლივიამ გაკვირვება ვერ დამალა, -მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო დედა, ფსიქოლოგთან სიარულს არ ვაპირებ, თავს ასეც მშვენივრად ვგრძნობ, - ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, -ელამ მოხერხებულად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე და მაიკლის დედას რომელიღაც ცნობილი ბრენდის ახალ მოდელის ჩანთაზე გაუბა საუბარი, მისტერ სკოტმა და მისტერ ფინჩერმაც ბიზნესის განხილვა დაიწყეს და ოლივია ისევ ეულად დარჩა მაიკლის გვერდით, - ძალიან შეცვლილხარ, -გადაულაპარაკა მაიკლმა, -იმ მშიშარა და მორცხვ და მორიდებულ გოგოს აღარ გავხარ ადრე რომ იყავი, - ჰოო? ისეთი უფრო მოგწონდი? - ვაღიარებ რომ არა, -სრულიად უბრალოდ, უემოციოდ უთხრა მაიკლმა, -მაგრამ ასეთი მომწონხარ, ბეჭედი რატომ არ გიკეთია, სად არის? - ბეჭედი? -ოლივიამ ხელზე დაიხედა, -ჯანდაბა მგონი აბაზანაში დამრჩა, ალბათ იქ სადმე იქნება, -მაიკლის აწეულ წარბს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო, -აღარ ვაპირებ მის ტარებას, საკმაოდ დიდი და უგემოვნოა, თანაც მგონი ნიშნობაზეც უნდა ვისაუბროთ და ყველაფერი განვიხილოთ, - ჩვენ ვერაფერს განვიხილავთ, შეხედე, უჩვენოდაც მშვენივრად განიხილავენ ყველაფერს, -მაიკლმა ქალბატონებზე მიუთითა, რომლებიც უკვე იმ საკითხზე გადასულიყვნენ თუ რომელი ცნობილი დიზაინერის კაბას ჩაიცვამდა ოლივია ქორწილში, ოლივიამ ერთხანს მშვიდად უყურა, უსმენდა, როგორ გეგმავდნენ მის ცხოვრებას და მიხვდა რომ მეორედ უკვე ამას ნამდვილად ვეღარ აიტანდა, ერთხელ უკვე დაუგეგმეს მშობლებმა ცხოვრება და ადრეულ ასაკში გააყოლეს უსაქმურ ალფრედოს ცოლად, შემდეგ უკვე ალფრედო წარმართავდა მის ცხოვრებას, შემდეგ მისი შვილი პოლი, თავისთვის კი არასდროს არ ჰქონია დრო, საკუთარი სიამოვნებისთვის, საკუთარი ინტერესებისთვის დრო და რესურსები არასდროს დაუხარჯავს და კიდევ ერთხელ იგივეს გადატანას ნამდვილად ვერ შეძლებდა, ჭიქა მაღლა ასწია და ჩანგალი შემოსცხო, -ყურადღებას ვითხოვ, ყველამ შეწყვიტა საუბარი და გაოცებული სახეებით მიაჩერდნენ, - საკმარისია ოლივია, ნუ სულელობ, -ჩაიღრინა მისტერ სკოტმა, - მაპატიე „მა მა“ მაგრამ სათქმელი მაქვს, -ოლივია არ აპირებდა გაჩუმებას, -მე საშინელი ავარია გადავიტანე, თითქმის სამი თვე კომაში ვიყავი ახლა კი ამნეზია მაქვს და არაფერი მახსოვს, თქვენ კი მაინც ჯიუტად ცდილობთ ჩემს გათხოვებას და თავიდან მოშორებას, - რას ამბობ შვილო, -ელა შეწუხებული სახის მიღებას შეეცადა, - ძალიან გთხოვთ მაცადეთ რის თქმასაც ვაპირებ, -ოლივია ფეხზე წამოდგა, -როგორც უკვე გითხარით, არაფერი და არავინ მახსოვს, მათ შორის არც მაიკლი და არ მინდა ისეთ ადამიანზე გავთხოვდე რომელიც არ მახსოვს, ქორწილი უნდა გადადოთ, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ ყველაფერი არ გამახსენდება, ოლივია გაჩუმდა და მაგიდის გარშემო მსხდომებს თვალი მოავლო, უაღრესად სიამოვნებდა მათი გაცოფებული, გაბრაზებული სახეების დანახვა, თითქოს იმ საწყალი გოგოს გამო ძიობდა შურს რომელიც სულ მცირეოდენი სიყვარულის და სიხარულის უნახავად წავიდა ამ ქვეყნიდან, -ასეც მოგიხდებათ, -ჩაილაპარაკა თავისთვის და წასასვლელად შებრუნდა, - შენთვის წასვლის უფლება არ მომიცია, -მთელი ხმით იღრიალა მისტერ სკოტმა და მუშტი ისეთი ძალით დასცხო მაგიდას რომ მის წინ მდგარი ჭიქა იატაკს დაენარცხა და დაიფშვნა, -ახლავე მობრუნდი და მაგიდასთან დაჯექი, ოლივია მშვიდად შებრუნდა, ახლა ამ წუთებში ალფრედოს მადლიერიც კი იყო, მისი წყალობით ასეთ შემთხვევებზე უკვე იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული, გაიღიმა და მშვიდად მიმართა მისტერ სკოტს, - დაღლილი ვარ მამა, უნდა დავისვენო, მერე კი საყიდლებზე მომიწევს წასვლა, დედას წყალობით ჩემს გარდერობში ერთი ნორმალური რამეც კი არ მაქვს რომ ჩავიცვა, ჰო მართლა, -დაამატა ბოლოს, -ფული მჭირდება საყიდლებისთვის, - რაა? -მისტერ სკოტი უკვე ვეღარ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა, -გგონია ასეთი სცენის შემდეგ საყიდლებისთვის ფულს მოგცემ? - კარგი, არც ეგ არის პრობლემა, -ოლივიამ მხრები აიჩეჩა, -ამ პიჟამოშიც მშვენივრად ვგრძნობ თავს, შემიძლია ქუჩაშიც კი ვიარო ასე, ან დედას მოწყობილ წვეულებებზე, თუკი რათქმაუნდა ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მისტერ სკოტმა ერთხანს უხმოდ, კბილების ღრჭიალით უყურა ერთადერთ ქალიშვილს, შემდეგ უხმოდ ამოიღო საფულიდან ბარათი და მაგიდაზე დადო... მაიკლი მეორე სართულზე ამავალ კიბესთან დაეწია ოლივიას და ხელი მკლავში უხეშად წაავლო, თვალები ცივად უელავდა და სახეზე ენით აღუწერელი მრისხანება ეხატა, - შენ რა გაგიჟდი? როგორ ბედავ, შენი თავი ვინ გგონია რომ ასე ერთი ხელის მოსმით წყვეტ ჩემთან ურთიერთობას, შენ ჩემი ხარ, ჩემზე ხარ დანიშნული და ამას ვერაფერი შეცვლის, მაიკლის ხმაში და ჟესტებში ისეთი სიცივე და სისასტიკე გამოსჭვიოდა რომ ოლივია წამით შეშინდა კიდეც მაგრამ მალევე მოვიდა გონს, ბოლოს და ბოლოს ვინ იყო მაიკლი, ერთი გაზულუქებული განებივრებული ლაწირაკი, თითქმის მისი შვილის ტოლი, უფლებას არ მისცემს ასე დაამციროს და დაატეროროს, როგორც ჩანს მიჩვეულია ასე მოქცევას, ალბათ ოლივია აძლევდა ამის უფლებას, რადგან შესაბამის წინააღმდეგობას ვერ უწევდა, - ხელი გამიშვი, -გამოსცრა კბილებში და ხელი გაინთავისუფლა, -ჩემთან ასე მოქცევა აღარ გაგივა მაიკლ, მე უბრალოდ რაღაც ნივთი არ ვარ რომ შენ გეკუთვნოდე, არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, რაც ავტომატურად ნიშნავს რომ შენზე არ დავქორწინდები, ფეხებზე რას ფიქრობთ ამის შესახებ შენ ან ჩემი ოჯახი, დროა კაცურად მოიქცე და შეეგუო რომ ეს თამაში წააგე, -ოლივია მხრებში გაიშალა, ნელ-ნელა სწორი თამამი ნაბიჯებით აუყვა კიბეს და მაიკლი პირდაღებული და გააფთრებული დატოვა, როგორც კი დერეფანი გაიარა და საძინებლის კარი ზურგს უკან მიიხურა, სიხარულისგან ხმამაღლა იყვირა, საწოლზე შეხტა და ხტუნაობა დაიწყო, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, თავს საოცრად კარგად გრძნობდა, ისე თავისუფლად როგორც აქამდე არასოდეს უგრძვნია, თითქოს მაიკლისთვის წინააღმდეგობის გაწევით ის უამრავი წელიც გამოისყიდა ალფრედოს მონობაში რომ ჰქონდა გატარებული, - ეს გავაკეთე როგორც იქნა მე ეს გავაკეთე, ჩურჩულებდა და იღიმოდა ... * * * შემდეგი სამი დღე ჩვეულებრივად გავიდა, დედ-მამა არც კი უნახავს, იმ ავადსახსენებელი საუზმის შემდეგ, მისტერ სკოტი ერთი კვირით საქმიანი ვიზიტით წავიდა მონაკოში და ცოლი და ცოლისძმაც თან გაიყოლა, ლილა მარტო დარჩა უზარმაზარ სასახლეში და რადგან საქმე არაფერი ჰქონდა და საყიდლებზე წასასვლელად მარიას მექსიკიდან დაბრუნებას ელოდა, სახლის შესწავლას და მოსამსახურე პერსონალის გაცნობას შეუდგა, რაშიც დახმარებას ლუსი უწევდა, სახლი მხოლოდ ორი სართულისგან შეგებოდა, თუმცა იმდენად ფართო ორი სართულისგან რომ ზედა სართულზე თავისუფლად ეტეოდა 8 საძინებელი, ხოლო ქვედა სართულზე, მისაღები სამზარეულო, სამუშაო ოთახი, ბიბლიოთეკა და უზარმაზარი სპორტდარბაზი დახურულ აუზთან ერთად, სახლის გვერდით მგდარ პატარა მოხდენილ შენობაში მოსამსახურე პერსონალის ოთახები იყო განთავსებული და უნდა ითქვას რომ საკმაოდ დიდი და კომფორტული საცხოვრებლები იყო, მატილდას და მარიასთვის პატარა მისაღები, სამზარეულო, საძინებელი და სამუშაო ოთახი იყო გამოყოფილი, ლუსიმ ბაღიც დაათვალიერებინა ლილას, თან ენას არ აჩერებდა და დაწვრილებით უხსნიდა ყველაფერს, აცნობდა პერსონალს, გააცნო მძღოლი ჩარლი, რომელსაც ოლივია უკვე იცნობდა, ასევე მებაღეები, მოხუცი კარლოსი და მისი შვილიშვილი თექვსმეტი წლის სიმპათიური ყმაწვილი ნიკი, მოახლეები კლარა, ლუიზა და ანა, ოლივია ყველას გულითადად ესალმებოდა, უღიმოდა და ატყობდა რომ უკვირდათ მისი ასეთი საქციელი, სახლის უკანა მხარეს განთავსებული უზარმაზარი აუზის კიდესთან ჩამოჯდა და ლუსისაც ანიშნა გვერდით მომიჯექიო, - რაღაც უნდა გკითხო, რამეს არასწორად ვაკეთებ თუ რა ხდება? ყველა ისე მიყურებს თითქოს შეშლილი ვიყო, - არა მის რას ამბობთ, ეს არაფერ შუაშია, -შეიცხადა ლუსიმ, -უბრალოდ მას მერე რაც კომიდან გამოხვედით ძალიან შეიცვალეთ, - ადრე როგორი ვიყავი? - როგორ გითხრათ, -ლუსიმ უხერხულად აიჩეჩა მხრები, -გულჩათხრობილი იყავით, ხშირად არც კი გვესალმებოდით ხოლმე, ღიმილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, - თქვენს მიმართ უხეში ვიყავი? - არა მის, უბრალოდ ვფიქრობ რომ თქვენს სამყაროში ცხოვრობდით, თითქმის არ საუბრობდით, ყოველთვის თქვენს ოთახში იყავით, მხოლოდ კითხულობდით და სწავლობდით, გარეთ თითქმის არ გამოდიოდით, - რას ვსწავლობდი? - მხოლოდ იმას რაც მისის სკოტს მიაჩნდა რომ მაღალი წრის ქალბატონმა უნდა იცოდეს, მაგალითად როიალზე დაკვრა, ხატვა, ქარგვა, - კარგი რა, ხატვა და ქარგვა? თანაც მხოლოდ იმიტომ რომ დედას უნდოდა ასე? რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? -ოლივიამ აღარ იცოდა ეცინა თუ ეტირა, -და უნივერსიტეტი, უნივერსიტეტში თუ ვაპირებდი ჩაბარებას, - მატილდასგან ვიცი რომ, გინდოდათ პედიატრი ყოფილიყავით, სამედიცინოზე გეგმავდით ჩაბარებას, მაგრამ მისტერ სკოტმა აგიკრძალათ, - ამიკრძალა? კი მაგრამ რატომ? - მაშინ უკვე იგეგმებოდა თქვენი და მისტერ ფინჩერის ქორწილი, მისტერ სკოტმა კი თქვა რომ გათხოვილ ქალს აღარაფერში სჭირდება უნივერსიტეტში ჩაბარება, - ოჰჰ, ოლივია ატყობდა რომ მეტის მოსმენა უკვე აღარ შეეძლო, რა საშინელ ოჯახში უცხოვრია საცოდავ გოგოს, არადა აქამდე მხოლოდ თავისი ცხოვრება ეგონა ჯოჯოხეთი, თურმე ოლივიასაც არანაკლები ჯოჯოხეთი გამოუვლია, მიხვდა, ახლა ორივეს მაგივრად უნდა ეცხოვრა, ისე ეცხოვრა როგორც თვითონ უნდოდა და როგორც ოლივიას ენდომებოდა, წამოდგა აუზისკენ ზურგით შებრუნდა და წყალში გადაეშვა, - რას აკეთებთ? -იკივლა ლუსიმ - ოლივიამ წყლიდან ამოყვინთა და გაიღიმა, -წყალი თბილი ყოფილა, მოდი შენც ჩამოხტი, - არა, მისის სკოტმა რომ ეს გაიგოს სამსახურს დავკარგავ, ჯობია პირსახოცს მოგიტანთ, ლუსი ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, * * * ვერა და ვერ შეეგუა ოლივია რომ ყოველი წვრილმანი რაღაცისთვის მოახლის დაძახება უწევდა, ბოლოსდაბოლოს ლილი ხომ მთელი ცხოვრება თვითონ იყო ქმრის და შვილის მოსამსახურე, ახლა კი თვითონ დასტრიალებდნენ თავს მოსამსახურეები და ეს საშინლად აღიზიანებდა, დილით ადგომას ვერ ასწრებდა რომ საწოლი უკვე ალაგებული იყო და საუზმეც გამზადებული, უკვე რამდენიმე დღე იყო ყავა არ დაელია და საშინლად სტკიოდა თავი, იცოდა რომ ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური იყო და ყავას მიუჩვეველ ოლივიას უყავობისგან თავი ვერანაირად ვერ ეტკინებოდა მაგრამ მაინც ჯიუტად უნდოდა ყავა, - ჯანდაბა, ახლაც რომ არ დავლიო თავი გამისკდება, -ჩაიბუტბუტა საძინებლის კარი გამოაღო და პირდაპირ შეეჩეხა მარიას, ისე გაუხარდა მისი დანახვა რომ ჩაეხუტა და დიდხანს არ მოშორებია, - უკვე ჩამოხვედი? როგორ მიხარია, მარია გაკვირვებული ათვალიერებდა ოლივიას, -პირველად გხედავ ასეთ მოუწესრიგებელს, თმაც კი არ გაქვს დავარცხნილი, - რა დროს თმაა, წამოდი სამზარეულოში ყავა დავლიოთ, -ოლივიამ კიბისკენ უბიძგა, - როდის აქეთაა ყავას სვავ ,თანაც რა საჭიროა სამზარეულოში ჩასვლა, ლუსის სთხოვე და აქ ამოგიტანს? - ჩემი ხელით გაკეთებულს უფრო გემრიელად ვსვამ, -წამოსცდა ოლივიას, მარიას გაოცებული სახის დანახვაზე მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და დაამატა, -ანუ იმის თქმა მინდოდა რომ საკუთარი ხელით გაკეთებულს უკეთესი გემო აქვსო, ყოველთვის ასე ამბობენ. გოგონები სკოტების უზარმაზარ სამზარეულოში შევიდნენ, მატილდამ რომელიც კარტოფილს თლიდა, მაშინვე შეიცხადა - აქ რას აკეთებ ოლივია? თუკი რამე გჭირდება გვითხარით და ჩვენ მოგიმზადებთ ყველაფერს, შენ რაღას აკეთებ აქ -შეუტია შვილიშვილს - მე რა შუაში ვარ, -ხელები უმწეოდ გაშალა მარიამ, -დაიჩემა გინდა თუ არა ჩემი ხელით უნდა მოვიმზადო ყავაო, ოლივია უკვე ყავის აპარატთან იდგა, ყავას ამზადებდა და მაცოცხლებელ სურნელს ღრმად ისუნთქავდა, ყავა გაამზადა და იქვე სამზარეულოს მაგიდასთან მარიას მიუჯდა გვერდით, - საღამოს საყიდლებზე მინდა წავიდე, წამომყვები? - ოჰო, შენ აღარ ხუმრობ, -გაიკვირვა მარიამ, -საყიდლებზე თავად მიდიხარ და ფულიც გაქვს? -მარია როგორც ყოველთვის პირდაპირი იყო, იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა და ოლივიას ეს ძალიან მოსწონდა, - რათქმაუნდა ფული მაქვს, მე ხომ მილიარდერების ქალიშვილი ვარ, - იმიტომ გკითხე რომ შენ არასდროს არ გაძლევდნენ ფულს, საკუთარი ჯიბის ფულიც კი არასდროს გქონია, ყოველი ცენტისთვის, მამაშენს აბარებდი ანგარიშს, ოლივიას გულიანად გაეღიმა, -ეს ადრე იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა, წამოდი იქნებ რამე მაპოვნინო რომ ჩავიცვა, თუ არადა შენგან მომიწევს მაისურის თხოვნა, * * * დიდხანს იქექებოდნენ კარადებში რომ საყიდლებზე წასასვლელად რამე შესაფერისი ეპოვნათ და ის იყო ოლივიამ ხელი ჩაიქნია რომ კარადის ზედა თაროზე მიკუჭნული ვარდისფერი ყუთი გადმოვარდა, ყუთი გახსნა და ხელში მოზრდილი სქელყდიანი რვეული შერჩა, - მარია ნახე რა ვიპოვე, შეიძლება ოლივიას დღიური იყოს, -გასძახა მარიას რომელიც ფეხსაცმელების კარადიდან ერთმანეთის მიყოლებით ყრიდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს და ბურტყუნებდა რომ არცერთი არაფრად ვარგოდა. - ისე ლაპარაკობ თითქოს ოლივია სხვა ადამიანი იყოს და შენ სხვა, - ასეც არის, -ოლივიამ სიტუაციის გამოსწორება სცადა, -მე არაფერი მახსოვს და ასე მგონია რომ ოლივია სხვა ადამიანი იყო, მოდი წავიკითხოთ, იქნებ ეს დამეხმაროს რამის გახსენებაში, მარიამ რვეული გამოართვა და გადაშალა, პირველივე ფურცელზე დიდი ლამაზი ასოებით ეწერა, - ყველაფერი ჩემს შესახებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.