ყველაფერი ჩემს შესახებ (თავი მეორე)
ლილიმ თვალები გაახილა და პირველი რაც დაინახა საავადმყოფოს თეთრად შეღებილი ჭერი იყო, ცხვირში წამლების და საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი ეცა, ეცადა წამოეწია რომ მიმოეხედა, მაგრამ თავის გვერდზე მიბრუნებაც კი ვერ შეძლო, ეცადა გაეხსენებინა რა მოხდა ბოლოს, კარგად ახსოვს რომ თავი მაგიდის კიდეს ჩამოარტყა და დაეცა, ნუთუ ალფრედომ ისინდისა და სასწრაფოს გამოუძახა, ასე რომ არ იყოს ახლა აქ არ იქნებოდა, რატომ ვერ მოძრაობს, ახლაც კი ჩაესმის ყურში კისრის ძვლის მსხვრევის ხმა, ნუთუ დაინვალიდდა, ალბათ ვეღარასოდეს გაივლის, ღმერთო, ესღა აკლდა, ლილის პანიკური შეტევა დაეწყო, თევზივით აღებდა პირს რომ ჰაერი ჩაესუნთქა და უმწეოდ აფახულებდა თვალებს, როგორც კი ოლივიამ თვალები გაახილა, პალატაში არეულობა დაიწყო, ექიმიმმა სასწრაფოდ გამოიძახა დამხმარეები და აპარატურას ეცა, ელა სკოტს მუხლი მოეკვეთა და ქმარს ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ ჩაიკეცებოდა, მაიკლი უხმოდ იდგა მშობლებს შორის და ხმას არ იღებდა, უემოციო სახით უყურებდა, გაფითრებულ ოლივიას, ერთადერთი ვინც ღმერთს მადლობას სწირავდა მისი გადარჩენისთვის მღვდელი იყო, პალატის კუთხეში დაჩოქილიყო და პირჯვარს იწერდა, - დაწყნარდით მის ოლივია დამშვიდდით, ნუ ცდილობთ რომ ილაპარაკოთ, გასაკვირი არაა რომ ჯერჯერობით საუბარი გიჭირთ, ავტოავარიის შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა რაც კომაში იყავით და რაღაც სასწაულით დღეს მოხვედით გონს, ახლა უნდა დამშვიდდეთ, თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ექიმი მშვიდი რბილი ტონით, უხსნიდა ოლივიას ყველაფერს, ლილი კი გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა და ვერაფერი გაეგო, - რატომ მეძახიან ოლივიას ან რომელ ავტოავარიაზე საუბრობს, მე ხომ უბრალოდ დავეცი, ან ეს ხალხი ვინაა, -გაიფიქრა როცა ექიმმა ბალიშები გაუსწორა და ოდნავ აუმაღლა, ლილი ამ ხალხს პირველად ხედავდა, ყველა მდიდრულად და დახვეწილად იყო ჩაცმული, ძვირადღირებული სამკაულებით და მედიდური იერით, არ იყო ჩვეული ასეთ საზოგადოებას, -პირველი მაღალი, გამხდარი, ქალბატონი მიუახლოვდა, ძალიან რომ მოგენდომებინა ალბათ ორმოც წელს თუ მისცემდი, თმა საგულდაგულოდ ჰქონდა დავარცხნილი, მსუბუქი მაკიაჟი და ძვირფასი სამკაულები ამშვენებდა, ნელ-ნელა, ტანის რხევით მიუახლოვდა საწოლს, ლილის გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა, - ოლივია შვილო, მიხარია რომ დაგვიბრუნდი, -უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა, - ვინ ხართ ქალბატონო და ოლივიას რატომ მეძახით, -ძლივს ამოიხრიალა ლილიმ ორიოდე სიტყვა და თავი უღონოდ გადაუვარდა გვერდზე, მისის ელა სკოტი ცივად წამოდგა ფეხზე და ექიმს მიუბრუნდა, - რა ხდება რას ამბობს? რატომ ვერ მცნობს? ექიმი თვითონაც გაკვირვებული ჩანდა, - დამშვიდდით მისის სკოტ, თქვენი ქალიშვილი 3 თვე კომაში იყო, სრულიად შესაძლებელია ამნეზია ჰქონდეს, ჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია რაც გაიღვიძა, გამოკვლევები უნდა ჩავუტაროთ რომ ზუსტად დავადგინოთ რა სჭირს, ახლა კი ყველას უნდა გთხოვოთ რომ პალატა დატოვოთ, პალატიდან გასვლა არავის გაუპროტესტებია, ყველა უხმოდ გაიკრიფა გარეთ და ლილი მარტო დარჩა ექიმებთან და ექთნებთან ერთად, უამრავი გამოკვლევა ჩაუტარეს, უამრავი კითხვა დაუსვეს მაგრამ ამჯერად არჩია ხმა აღარ ამოეღო, თევზივით პირში წყალჩაგუბებული იწვა მთელი დღეები და უამრავ თეორიას ისმენდა მისი ამნეზიის შესახებ, გონს მოსვლიდან მესამე დღეს, ექიმმა პალატაში საკმაოდ სქელი საქაღალდე შემოიტანა რომელიც ფოტოებით და დოკუმენტებით იყო სავსე, - მისმინე ოლივია, -მიმართა თბილი ხმით, გაუნძრევლად მწოლიარე ლილის, -ახლა შენი ოჯახის წევრების და ნათესავების ფოტოებს გაჩვენებ, შენ კი მითხარი იცნობ მათ თუ არა, კარგი? ლილიმ უხმოდ ანიშნა რომ ეთანხმებოდა და ექიმმა საქაღალდე გახსნა, პირველი მისის სკოტის და მისტერ სკოტის ფოტოები ამოიღო და აჩვენა - შენი დედ-მამა არიან, იცნობ? -ლილიმ უხმოდ გააქნია თავი, -ეს ორმოციოდე წლის ქალი დედამისი ვერანაირად ვერ იქნებოდა, ალბათ ასაკით მასზე პატარა იყო, კაცი კი მაქსიმუმ ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, რა ჯანდაბა ხდება, ალბათ ვინმე ეხუმრება, მაგრამ ვის სცალია იმისთვის რომ ლილის ასეთი ფართომასშტაბიანი ხუმრობა მოუწყოს, - ეს კი მაიკლ ფინჩერია, თქვენ დანიშნულები ხართ და დაახლოებით ორ წელიწადში დაქორწინდებით, -ფიქრებიდან გამოარკვია ლილი ექიმის ხმამ რომელსაც ახლა ხელში, საკმაოდ სიმპათიური ოცდახუთიოდე წლის ბიჭის ფოტო ეჭირა, - ხუმრობთ, -ძლივს ამოღერღა ლილიმ, -როგორ შეიძლება ეს ბიჭი ჩემი საქმრო იყოს ის ხომ ძალიან ახალგაზრდაა და თანაც მე, მე... მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ხველა აუტყდა და ისევ ბალიშებზე მიესვენა, - მგონი გადაგღალეთ მის სკოტ, -ექიმმა წამოდგომა დააპირა, ლილიმ მისი შეჩერება სცადა და როცა ხელი ასწია, დაინახა რომ თითზე, გრძელ, გამხდარ, თლილ თითზე, იმ თითზე მისი რომ ვერანაირად ვერ იქნებოდა, ნიშნობის ბეჭედი ეკეთა უზარმაზარი ბრილიანტის თვლით, რომელიც ალბათ მთელი ქონება ღირდა და უცბათ თითქოს მოვლენებმა კალაპოტში ჩადგომა დაიწყო, ჭკვიანი ქალი იყო ლილი, ძალიან ჭკვიანი და მის გონებას ყველაფრის გაგება და შეთვისება შეეძლო, ახლაც თითქოს უკვე ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, - ექიმო შეძლიათ სარკე მომაწოდოთ, -უთხრა ექიმს და წინასწარ მოემზადა იმისთვის რომ შეიძლებოდა საკუთარი სახე ვერ დაენახა, ექიმმა კომოდის უჯრა გამოწია და პატარა მრგვალი სარკე ამოიღო, - ინებთ მის სკოტ, ლილიმ ნელ-ნელა მიიტანა სარკე სახესთან და მთელი ნებისყოფის მოკრება დასჭირდა რომ არ ეკივლა, სარკიდან თექვსმეტიოდე წლის, ღია წაბლისფერთმიანი და თაფლისფერთვალებიანი, ულამაზესი გოგონა უმზერდა, გამხდარი და გაფითრებული, თუმცა მაინც ულამაზესი, -აი თურმე ვინ არის ოლივია სკოტი, ნუთუ ეს შესაძლებელია? -უხმოდ მიაწოდა სარკე ექიმს, - დასვენება მჭირდება, შემდეგ გავაგრძელოთ, -ჩაიჩურჩულა და თვალები დახუჭა, * * * მეორე დღეს ოლივია სკოტს მნახველები ესტუმრნენ, ახალი გაღვიძებული იყო როცა ექთანმა კარი გამოაღო, მოხუცი, დაახლოებით სამოცდაათ წლამდე ქალი და ჩვიდმეტიოდე წლის გოგონა შეუშვა და გააფრთხილა რომ ნახევარი საათი ჰქონდათ, ექთანმა კარი გაიხურა თუ არა გოგონა საწოლთან მივარდა და ოლივიას ჩაეხუტა, - როგორ ხარ მეგობარო? მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვახერხე მოსვლა, უბრალოდ არ მინდოდა მისის სკოტს გადავყროდი ხომ იცი როგორ არ მოსწონს რომ ვმეგობრობთ, - მარია, გეყოფა, ოლივიას თავს ნუ მოაბეზრებ, დატუქსა, ქალმა და მკლავში დაქაჩა და მოაშორა, ლილი გაშეშებული იწვა უაზროდ შეჰყურებდა მნახველებს და არ იცოდა რა ექნა, მიხვდა რომ დღეიდან უნდა ეთამაშა, თუკი სიცოცხლე და არსებობა უნდოდა უნდა ეთამაშა რომ ოლივია იყო რომელმაც მეხსიერება დაკარგა, იქნებ ეს საჩუქარი იყო, ღვთის საჩუქარი იმისთვის რა ცხოვრებაც გამოიარა, თანაც მას ოლივიასთვის სიცოცხლე არ წაურთმევია როგორც ექიმმა უთხრა ტვინი უკვე გათიშული ჰქონდა როცა სასწაულებრივად გამოფხიზლდა, ახლა მხოლოდ ის დარჩენოდა რომ ახალ ცხოვრებას მორგებოდა, დღეიდან ლილი მოკვდა, ლილი ჯონსი უბრალოდ აღარ არსებობდა, ასეც უნდა ყოფილიყო, - მაპატიეთ, მაგრამ ვერ გცნობთ, მითხრეს რომ ავარიის და კომის გამო ამნეზია დამემართა, ახლა ვერავის ვცნობ და ვერაფერს ვიხსენებ, თქვენ ვინ ხართ, -კითხა და შეეცადა გულითადად გაეღიმა, - ესე იგი მართალი ყოფილა, -ჩაილაპარაკა ქალმა და სინანულით გადააქნია თავი, -მე მატილდა ვარ, თქვენს სახლში ვმუშაობ, შენს დაბადებამდეც სკოტებთან ვმუშაობდი და შენ ფაქტიურად ჩემი გაზრდილი ხარ, - ქალმა სიყვარულით გადაუსვა თმაზე ხელი და გაუღიმა, -როცა ავარიის შესახებ გავიგე კინაღამ მოვკვდი, მაგრამ ახლა უკვე კარგად ხარ, -ჰო მართლა ეს ახტაჯანა ჩემი შვილიშვილია, -მიუთითა შავთმიან გამხდარ ცხვირაპრეხილ გოგონაზე, თქვენ მეგობრობთ, რადგან მარია ჩემთან ერთად ცხოვრობს თქვენს სახლში მოსამსახურეების ფლიგელში, თუმცა მისის სკოტს არ მოსწონს რომ მეგობრობთ, ასე რომ მალევე წავალთ, არ მინდა რომ აქ მოგვისწროს, - ჩვენ მოსამსახურეების ფლიგელი გვაქვს? -პირველი ეს იკითხა ოლივიამ, - ალბათ არც ეს გახსოვს, -საწოლზე ჩამოუჯდა მარია, -თქვენი ოჯახი ძალიან მდიდარია, მილიარდერები ხართ, უზარმაზარი სახლი და უამრავი ფული გაქვთ, რათქმაუნდა ბევრი მოსამსახურე გყავთ, სახლს და ბაღს ხომ მოვლა სჭირდება, მისის სკოტს კი ძალიან უყვარს სისუფთავე, - და შენ რას აკეთებ სახლში, - შეეკითხა ოლივია მარიას, -შენც იქ მუშაობ? - მე ვსწავლობ, მისტერ სკოტს ბებია ძალიან უყვარს, ჩემი სწავლა დააფინანსა, მაგრამ რათქმაუნდა ბებიას ვეხმარები ხოლმე სახლის საქმეებში, - რატომ არ მოსწონს მისის სკოტს ანუ დედაჩემს ჩვენი მეგობრობა? მარიამ უხერხულად აიჩეჩა მხრები - სხვადასხვა წრეს ეკუთვნით, -ჩაილაპარაკა მატილდამ, -შენთვის შესაფერის მეგობრად არ მიიჩნევს, ალბათ მართალიცაა, ასე უკეთესია, შენ მაღალი ფენის წარმომადგენელი ხარ და შესაფერისი მეგობრები გჭირდება, - მეგობრები მყავს? თუ მყავს სად არიან ისინი? რატომ არავინ არ მოდის ჩემს სანახავად? - შენ ცოტა არ იყოს გულჩათხრობილი გოგო ხარ, -მარიამ ოლივიას გაუღიმა და ხელზე ხელი მოუჭირა, - დედაშენის შერჩეული მეგობრები არასდროს მოგწონდა, დედაშენი კი არასდროს გაძლევდა იმათთან მეგობრობის საშუალებას ვინც შენ გინდოდა, მეგობრების არჩევა კი არა, საცვალსაც კი ვერ ყიდულობ შენთვის თუკი ფერი და ფაქტურა დედაშენს არ შეუთანხმე, - გეყოფა ზედმეტს ლაპარაკობ, -მატილდამ მუჯლუგუნი წაჰკრა შვილიშვილს, - კარგი რა ბებია, მშვენივრად იცი რომ რასაც ვამბობ სიმართლეა, მისის სკოტი მეც მხოლოდ იმიტომ მიტანს რომ მისტერ სკოტს ვუყვარვართ და არ უნდა ქმარს აწყენინოს, მისი ნება რომ იყოს ოლივიას ოქროს გალიაში გამოკეტავდა და მხოლოდ წვეულებებზე გამოუშვებდა ხალხის დასანახად, მარია აღელვებული და გაბრაზებული საუბრობდა, გრძნობების გამოსახატად ჟესტებს იშველიებდა და ოლივიამ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პირველად იგრძნო რომ ვიღაც მართლა ღელავდა მასზე, ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს, მარია შეპირდა რომ ხვალაც მოაკითხავდა და დაემშვიდობნენ, * * * ორი კვირა გავიდა, მარიამ პირობა შეასრულა და თითქმის ყოველ დღე აკითხავდა, უამრავი რამ მოუყვა, სკოტების ოჯახის შესახებ, იმდენი რამ რომ ცოტათი შეაშინა კიდეც, მარიას გადმოსახედიდან სკოტები, გულცივი ქედმაღალი ხალხი იყო რომელთაც მხოლოდ საკუთარი სტატუსი აინტერესებდათ საზოგადოებაში და ერთადერთი ქალიშვილი ფეხებზე ეკიდათ, სამწუხაროდ ოლივია თვითონაც რწმუნდებოდა ამაში, რადგან მისტერ სკოტი მის მოსანახულებლად საერთოდ არ მოსულა, მისის სკოტმა კი მხოლოდ ორჯერ შემოიარა რამდენიმე წუთით და მეორე შემოვლაზე უკვე იმაზე წუწუნებდა რომ ახლა თავიდან მოუწევდა დეტალების დაგეგმვა ქორწილისთვის, რომელიც რატომღაც აქეთ გადმოეწიათ და სამი თვის შემდეგ დაენიშნათ, ისე რომ ოლივიასთვის არაფერი უკითხავთ, ოლივია რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, ფიზიკური მდგომარეობა იმდენად სწრაფად მიიწევდა წინ, ექიმმა უთხრა რომ მეხსიერება ნელ-ნელა დაუბრუნდებოდა, ამისთვის სახლში ახლობლებთან ყოფნა იყო აუცილებელი, სამ დღეში გაწერდა და შეეძლო სახლში დაბრუნებულიყო, ეს მაინცდამაინც არ ეპიტნავა, იმ სახლში ცხოვრება სადაც არავის არ უყვარს და მონასავით ექცევიან, მაგრამ რომ არ წავიდეს რა უნდა გააკეთოს, თავის სახლში ვერ დაბრუნდება რადგან ლილი უკვე აღარ არსებობს, ალბათ უკვე დიდი ხანია მიწას მიაბარეს და დაივიწყეს, ან უნდა კი იქ დაბრუნება? ალფრედოს გვერდით, -გააჟრჟოლა და თავი გააქნია თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებსო, ღმერთმა მეორე შანსი მისცა და ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს, - სახლში ბრუნდები ოლივია სკოტ, -უთხრა ხმამაღლა საკუთარ თავს, -დაბრუნდი და აჩვენე ყველას რომ სულაც არ ხარ ისეთი საწყალი და უხერხემლო რომ შენით მანიპულირება შეძლონ, -ასეც ვიზამ, -ჩაიჩურჩულა და საკუთარი გადაწყვეტილების მიღებით გამხნევებულმა შეძლებისდაგვარად მხიარულად გაიღიმა, სამი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს, მისთვის არავინ მოსულა, არც დედ-მამა და არც საქმრო, რომელსაც ერთხელაც კი არ უნახავს მას მერე რაც კომიდან გამოვიდა, ექთანმა გორგოლაჭებიანი სავარძლით გაიყვანა გარეთ, საავადმყოფოს შესასვლელთან ძვირფასი შავი მანქანა ელოდებოდა, გამოღებულ კართან მომღიმარი ახალგაზრდა კაცი ელოდებოდა, ეს ალბათ ჩარლია, ჩვენი მძღოლი, კი ნამდვილად ის არის, გაახსენდა ოლივიას იმ ფოტოებიდან რომლებსაც მარია აჩვენებდა ხოლმე, - გამარჯობა მის ოლივია, -გულითადად გაუღიმა ჩარლიმ, - გამარჯობა ჩარლი, -მხიარულად მიესალმა ოლივია, ფართოდ გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა, ჩარლის სახეზე გაკვირვება გამოესახა, წაბი აწია და ფრთხილად მიხურა კარი, ოლივია ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს, - ჩარლი კიდევ ბევრი დაგვრჩა სახლამდე? -შეეკითხა ოლივია და საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო, - მალე მივალთ მის, მოკლედ მოჭრა ჩარლიმ და გაჩუმდა, ოლივია მიხვდა, ჩარლის უკვირდა რომ ესაუბრებოდა, ღმერთო ჩემო ალბათ მართლა ძალიან უჟმური იყო ეს გოგო, გაიფიქრა და თვალები დახუჭა, ჰმ, არც კი სჯერა რომ კვლავ ჩვიდმეტი წლისაა, ეგონა რომ ასეთი რაღაცეები მხოლოდ ფილმებში და ზღაპრებში ხდებოდა, -ნეტავ ეს ყველაფერი რამდენ ხანს გასტანს, რადენი ხანი ვიცხოვრებ ამ ცხოვრებით? -ჩაიჩურჩულა და უკვე თითქმის ჩაბნელებულ ქალაქს გახედა, -ვაი თუ ერთ დღესაც ვეღარ გავიღვიძო ან უბრალოდ ოლივიამ საკუთარი სხეული მოინდომოს, ჯანდაბა ეს ხომ შეუძლებელია, ოლივია მკვდარი იყო, ის მოკვდა, ის აღარ არსებობს, ახლა მხოლოდ მე ვარ, ახალი ოლივია, მხოლოდ მე, -ოლივიას ასეთ ფიქრებში ჩასთვლიმა, - მოვედით მის, -ძილბურანიდან ჩარლის ხმამ გამოარკვია რომელმაც კარი გაუღო ხელი გაუწოდა და ავტომობილიდან გადასვლაში დაეხმარა, - ოჰო, -ოლივიას აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა, ეს სახლი კი არა ნამდვილი სასახლე იყო, უზარმაზარი, ულამაზესი შენობა დიდი მწვანე ბაღის შუაგულში იდგა, - დარწმუნებული ხარ რომ სწორად მოვედით? -შეეკითხა ჩარლის და თვალი ულამაზესმა შადრევანმა მოსტაცა, - რათქმაუნდა მის, ეს თქვენი სახლია, -გაეღიმა ჩარლის, -აქეთ მობრძანდით, მე კარამდე მიგაცილებთ, ოლივიას არავინ ელოდა მატილდას გარდა, მატილდა კართან შეხვდა და ჩაეხუტა, - მიხარია რომ ისევ სახლში გხედავ, რაც მთავარია ჯანმრთელს, - მეც მიხარია შენი ნახვა მატილდა, მარია სად არის? ან სხვა რატომ არავინ დამხვდა, - მშობლებთან გავუშვი მექსიკაში რამდენიმე დღით, მალე ჩამოვა, შენს მშობლებს კი მნიშვნელოვან მიღებაზე ელოდნენ და ვერ გამოტოვედნენ, - ეს მიღებები ყოველთვის ჩემზე მეტად მნიშვნელოვანია ხოლმე? -იკითხა ოლივიამ და უზარმაზარი მდიდრულად მოწყობილი მისაღები მოათვალიერა, - ამაზე ნუ იფიქრებ შვილო, ალბათ დაღლილი ხარ, წამოდი საძინებელს გაჩვენებ, დაისვენე, წყალი გადაივლე და გამოიცვალე, -მატილდა წინ გაუძღვა და მეორე სართულზე ამავალ ფართო მარმარილოს კიბეს აუყვა, - ჰოო, გამოცვლაზე უარს არ ვიტყოდი, ეს საშინელი ტანსაცმელი სად იპოვე, დედაჩემის გარდერობში? - ოლივიამ იმ ტანსაცმელზე დაიხედა, რომელიც მატილდამ მოუტანა საავადმყოფოში რომ გამოსვლისას ჩაეცვა, - ეს ტანსაცმელი შენი გარდერობიდან არის შვილო, -მიუგო მატილდამ, -დედაშენი ყოველთვის საკუთარი ხელით არჩევს შენთვის თუ რას ჩაიცვამ, - ოჰო, ესღა მაკლდა, -ჩაიბურტყუნა ოლივიამ, -მაგრამ იცი რა მატილდა, დარწმუნებული იყავი რომ დღეიდან მისის სკოტს ნაკლები საზრუნავი ექნება ჩემი სახით, მატილდამ უხმოდ გადააქნია თავი და საძინებლის კარი შეაღო, -კარგად დაისვენე და გამოიძინე, შენი მშობლები დღეს გვიან მოვლენ და შენთვის არ ეცლებათ, მათ საუზმეზე ნახავ, საუზმე დილის 8 საათზეა, არ დაიგვიანო, მისის სკოტი საშინლად ბრაზდება ხოლმე თუკი თუნდაც ათასში ერთხელ აგვიანებ საუზმეზე, ოლივიამ ზურგს უკან მიიხურა თუ არა კარი საძინებელს გადახედა, საკმაოდ ფართო ოთახი ხალვათად მაგრამ გემოვნებით იყო მოწყობილი, ფართო საწოლი, კლასიკური ღია ფერის ავეჯი, ცალკე გასახდელი ოთახი და რამაც ოლივია ყველაზე მეტად გაახარა ეს იყო უზარმაზარი სააბაზანო, ყოველთვის ოცნებობდა ასეთ სააბაზანოზე მაგრამ ალფრედოს გამო ვერასდროს ახერხებდა ფულის მოგროვებას, საკმაოდ ფართო აბაზანა თბილი წყლით გაავსო, უსახური ნაცრისფერი ზედა ქვედა გაიხადა და საცვლების ამარა დარჩა, კედელი რომელთანაც აბაზანა იდგა მთლიანად სარკის იყო და პირველად ახლა შეათვალიერა თავისი ახალი სხეული დაკვირვებით ლილი ჯონსმა აწ უკვე ოლივია სკოტმა, სარკიდან საშუალო სიმაღლის საკმაოდ გამხდარი, გოგონა უყურებდა გრძელი სწორი ფეხებით, ვარდისფერი გაბუშტული ტუჩებით და ულამაზესი თაფლისფერი თვალებით, პატარა მაგრამ ლამაზი, მკვრივი მკერდი ჰქონდა ოლივიას და ლამაზად მომრგვალებული საჯდომი, ერთხანს დაკვირვებით უყურებდა საკუთარ თავს სარკეში, ახალ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობდა, სიარულისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დაფრინავდა, აღარც დასიებული ფეხები აწუხებდა და აღარც კბილები, გაიღიმა და უნაკლო თეთრი კბილები შეათვალიერა, -ოჰ, იმედი მაქვს ამ ყველაფერს შევეჩვევი, -ჩაილაპარაკა ახლა უკვე ოლივიას თბილი და სასიამოვნო ხმით, შემდეგ საცვლები გაიხადა და თბილ წყალში ჩაწვა, ესიამოვნა წყალი, იმდენად ესიამოვნა რომ თვალები მილულა და კინაღამ გაიგუდა როცა ჩაძინებული ჩაყურყუმელავდა პირთამდე სავსე აბაზანაში, აბაზანიდან ამოვიდა, თმა გაიმშრალა, ტანზე ფუმფულა თეთრი პირსახოცი შემოიხვია და საძინებელში გავიდა, გავიდა თუ არა მოულოდნელობისგან შეჰკივლა... საწოლზე ოცდათხუთმეტიოდე წლის მაღალი გამხდარი სპორტული აღნაგობის მქონე ქერათმიანი მამაკაცი იყო უდარდელად წამოწოლილი ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და მომხიბვლელი ღიმილით უღიმოდა, ოლივიას მაშინვე გაახსენდა, ეს ის კაცია ექიმმა რომ ფოტო აჩვენა და უთხრა რომ ბიძამისი, დედამისის ძმა ჯეიმი თერნერი იყო, - აქ რას აკეთებ? -მიმართა ცივად, - უბრალოდ მაინტერესებდა როგორ ხარ? -ჯეიმი წამოდგა და ოლივიას მიუახლოვდა, -მინდა გავიგო როგორ ხარ, ხომ არაფერი გჭირდება და მაინტერესებს გახსოვარ თუ არა? ჯეიმი იმდენად მიუახლოვდა ოლივიას რომ უკვე თითქმის ეხებოდა, თვალებით ჭამდა, ურცხვად ათვალიერებდა მის მოშიშვლებულ მხრებს და ღრმად სუნთქავდა, ოლივიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, - მგონი ჯობს წახვიდე, უნდა გამოვიცვალო, - შეგიძლია გასახდელ ოთახში გამოიცვალო, მე აქ დაგელოდები, - ჯეიმი ისე საწოლზე ჩამოჯდა და ურცხვად ააყოლა მზერა, ოლივიას შიშველ ფეხებს, არა, ოლივია სულელი ნამდვილად არ იყო, ის ხომ უკვე აღარ იყო ძველი ოლივია, მის სხეულში ახლა საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი ქალი ცხოვრობდა რომელსაც მშვენივრად ესმოდა თუ რას ნიშნავდა მამაკაცის ასეთი ხარბი და ჟინით სავსე მზერა, ოღონდ ერთი რამ ვერ გაეგო, ჯეიმი მისი ბიძა იყო და როგორ შეეძლო საკუთარ დისშვილს ასე მოქცეოდა, - ახლავე ადექი და გადი ჩემი ოთახიდან, -გამოსცრა კბილებში, - და რას იზავ რომ არ გავიდე, იყვირებ? -ჯეიმიმ ჩაიცინა, -ხომ იცი რომ ამას ვერ გაბედავ, ასე რომ დაწყნარდი და ისე მოიქეცი როგორც გეუბნები, არამგონია სკანდალის მოწყობა გაწყობდეს, - სკანდალი? -ოლივიამ უდარდელად გაიღიმა, -ფეხებზე სკანდალიც და ისიც თუ რას იტყვიან ჩემზე აი ის კი ნამდვილად მაინტერესებს რას იტყვიან შენნაირ ნაბიჭვარზე დედაჩემი და მამაჩემი როცა გაიგებენ როგორ მავიწროვებ, - ოჰო, -ჯეიმის სახე შეეცვალა, -შენ რა მაშანტაჟებ? საინტერესოა რამ შეგცვალა ასე, ან ასეთი ლაპარაკი როდის ისწავლე? იმ მორცხვ და მშიშარა გოგოს აღარ გავხარ ავარიამდე რომ იყავი და რომელიც ყოველთვის ასე ძალიან აღმაგზნებდა, -ჯეიმიმ ტუჩი მოილოკა და საზიზღრად ჩაიცინა, - კარგი, შეიძლება ეს ყველაფერი შენს ამნეზიას მივაწეროთ, იმედია მალე გაიხსენებ ყველაფერს და ისევ ძველებურად დამჯერი გოგო გახდები, ჯერჯერობით კი უფლებას მოგცემ დაისვენო, -ადგა და ისე გავიდა ოთახიდან ოლივიასთან შეხება აღარ უცდია, ოლივია კარს ეცა გადაკეტა, საწოლთან მივიდა და ჩამოჯდა, -საწყალი გოგო, -ჩაიჩურჩულა და თავი ხელებში ჩარგო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.