შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


8-09-2021, 13:50
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 955

მზე კარგა ხნის გადასული იყო. ვერაზე ბიჭები შეკრებილყვნენ და ქურდულ "ჯუზონებს" ამღერებდნენ, თან არყით იწვავდნენ კუჭ-მუცელს.

-ალიო...-გაისმა თემოს ხმა.
-ალიო, ჟიზნ ვარამ.
-ჟინზ ვარამ კი არა, გადართე მა მუსიკა კოტე, თუ არა წაგაგდებიე თავი სოფლის ორღობეში გაქცეული მამალივითა,-დაუცაცხანა თემომ.
-აე, ჟიზნ ვარამ...ხმა ეხშობა, თემურიე. აქ ჰო არავინ იძახის?
-სიმღერა შეცვალე, ბიჭო,-იღიარალა თემომ.
-თემურიე, აქანა შენი ქუთეისი ნუ გგონია, თუ არა, თუ გადმოვაფრინდი ამ სტოლს, განახებ მამალს.
-რაი? შე საფიჩხიაზე გაზდილო ბელთაყვავ, გინდა ახლა თინა ძალოს ჩახედო თვალის გუგებში?
-ა, ახლა კი დაგაჟდა სიკვტილის ბუზი...არ დამაკაოთ, უნდა გავიგდო ვაგზალზე ნათრევი კუდიანივითა.
-მოი აბა, მოი. აბა დამეწიე.
-გამიშვით!-გაიქაჩა კოტიკო.
-გამოუშვით, გამოუშვით. ვანახებ მაგას თრევას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმდენი იყაყანეს, ბოლოს ზავიც კი დადეს.
-წაით სახლებში, მორჩა კინო,-თქვა ნოდარამ, როდესაც ნახევარ საათიანი "ბაზარის" შემდეგ, კოტე და თემური, სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს.

-ღმერთს უყვარხარ კოტე?-არყის ბოთლი ააცალა კოტიკოს.
-მეც მიყვარხარ, თემურიე.
-ღმერთს თუ უყვარხარ-თქო, ბიჭო. რაის მე მიყვარხარ.
-აე, ძმა, შენც რო გიყვარვარ, აგე, ამ თვალებში გატყობ.
-იაგანივით იყურები, რას ხედავ ერთი ჩემ თვალებში.
-თემურიე, მზეს ვხედავ. შენ ხედავ?
-სად ხედავ?
-მთვარე ყოფილა..-ბოლომდე გაიკრიჭა.
-წამო, წაგიყვან სახლში.
-თემურიე, რა არის სიყვარული, იცი?
-შე*ემა, ახლა სიყვარულზე უნდა მელაპარაკო? წამოდი, თუ ძმა ხარ.
-აპ, მაიცა!-დემონსტრაციულად შემოსძახა და შექანდა,-გსურს გესაუბრო შეჭმარიტ სიყვარულზე?
-ძალიან ხო არ დაგიცურდა, ბიჭო? რას ბოდავ, თუ ძმა ხარ.
-რა იყო, ჩემი დედავატირე, არ გინდა რო ვიბჭოთ?
-რავა არა, მარა ახლა წამოი და სხვა დროს.
-თემურიე..
-ჰო, ბიჭო.
-წარმეიდგინე, ვითომ რომ მინთებ გულს და ის დასანაწლავებელი სიმღერა როა..რა ქვია იმას?!-თვალები ორჯერ დაახამხამა,-ჰო, სდნომ რაჟდენა ბრატვა.
-ყანა, სდნომ რაჟდენია ბრატუხაა მაგი.
-ე ბიჭო, რაცხაა, რა ვიცი, ჰო და მაგის ფონზე რო გულს ამიგიზგიზებ ჩემი აივნიდ ქვეშ და მეუბნები:
"თვალს გავახელ, წიგნს გადავშლი, დაგინახავ ლამაზო, შემომცქერის შენი სახე და სიანცე თვალების."
მე გიპასუხებ:
"მესიჯს დავწერ, მერე წავშლი, დაგირეკავ ნაზი ხმითა. ამ საღამოს ლოგინს გავშლი და შევწვებით ორივეცა."
-შ*გ ხომ არა გაქვს, შე*ჩემა?
-რა გინდა, ტო? იმენა დრამა და სიყვარული დავდე, რა უკმაყოფილო ხარ?
-გამოა*ვი ახლა და წამოდი, წაგათრიო სახლში. ბოდვის საათი გეწყება.-ჩასჭიდა ხელი თემომ კოტეს და ძლივს წაიყვანა სადარბაზომდე. შეჩერდა კოტიკო და შეხედა თემოს.
-ახლა რაღა მოხდა?-ამოიხვნეშა თემომ.
-თუ გაგიბრაზდებოდი, შემოსარიგებლად ასეთ რამეს მეტყოდი:
"ტვინს ვიჭ....ტდი, ბევრს ვფიქრობდი, არ ვიცოდი მე რა მექნა. იქნებ დროზე მოიფიქრო, ქალავ ჩემთან შერიგება."-მე მორცხვად გაგიღიმებდი, ხელს ლოყაზე ჩამოვიდებდი და ზემოდან გადმოგხედავდი ანთებული მზერით და მორცხვი კისკისით. ჰა, როგორია?
-ახლა დროზე გამოადგი ფეხი, თორემ ვატყობ, მოგიწევს ხეიბართა კლუბში ჩაწერა.
-ე, თემურიე, შენ რა იცი რა ტკიბილია თბილი კერა, თბილი ქალი და წყალი.
-რა წყალი?-გვერდულად გახედა.
-დაბან ვიგულისხმე, ს*რო.
-ამდენს რომ სვამ, მაგის ბრალია.
-მა რა ვქნა? ამ ცხოვრებას რომ ფხიზელი თვალით ვუყურო, გავგიჟდები, ტო.
-ახლა დალაგებული გგონია შენი თავი?
-მამენტ კი...-წამიერი დუმილი და კოტიკოს ღრიალი, სტუდიაში,-აე, ჟიზნ ვარამ! გამოდით, მეზობლებო, ვიტანცაოთ.
-ჩაიეგდე ენა!-წამოარტყა კოტიკოს.
-ერთი ძმურად გამისწორე და მორჩა.
-რა გინდა?
-შემო შენც ჩემთან და ვიმღეროთ ბოლო ხმაზე.
-დილის ოთხი საათია, რა სიმღერა გინდა?! დაგვამხობენ კეთილებს.
-ვისზე ნაკლები კეთილების მოკითხვა ჩვენ ვიცით, ბიჭო?! აე, დავაძრობ სათითაობ ყველას იმ კბილებს.
-კაი, ჰა, წამო.
-გევიდეთ აივანზე. ჰე...ერთი...ორი...სამი...დავაი, ამყევი...
"ასეთია ქურდი კაცის ბედი, ფათერაკი უკან დასდევს მუდამ..."-ჰა, ბიჭო, გელოდები...
-"და ცხოვრების ნახევარზე მეტი, ციხე-ციხე, გაატაროს უნდა..."
-აე, თემურიე...
-აე, კოტიკო...ღმერთს უყვარხარ?
-მეც მიყვარხარ, შე*ჩემა...

იმ დღეს-გათენებამდე, კოტიკოს და თემურიეს ხმა არ აძინებდა ვერას. ხან მათი გინება უფრთხობდა ხალხს ძილს, ხან მათი შაშვის გალობა და ყვავის ჩხავილი, მაგრამ არც ერთი იყო ვერელი და არც მეორე...ორივე, ბედკრული ქუთაისის შვილები იყვნენ.







სალააამ, ქალააამმმ....მოვეძი, ისევ:დდდდ
ვიცი, არც მთლად საინტერესო და კარგია, მაგრამ ეს ამბავი, მართლა რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და ძალიან მიყვარს:დდდ
ყოველ ჯერზე, მაცინებს და მახალისებს, რომ ვიხსენებ:დდდ
კი მართალია, ყველაფერი ასე დეტალურად არ ყოფილა, მაგრამ თუ წარმოიდგენთ გონებაში სიტუაციას, იქანე პეტერე იმერულს ჩოურთავთ და პლუს კიდევ, გონებაშიც "იღრიალებთ", თქვენც გაგეღიმებათ ცოტათი მაინც:დდდ
წარმატებები თქვენ...))) მიხარია, როცა ვხედავ, რომ კითხულობთ)))

მოკლედსთ....
გელით და გელით.
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი one

vikhalise ❤️

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

one
vikhalise ❤️

❤️❤️ძალიან კარგი. მიხარია, მართლა..

 


№3 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ვაიმე..
შენ?
დედაააა ...
აი ამას ქვია დამიარა ჭაჭებში.
ღიმილი? რა ღიმილი გოგო?! ვიტირე.
აი , ცუდად გავხდი.
ამდენი არ იყო საჭირო, ლამის საიქიოდან მობრუნებული ხელახლა მიაკითხე, იმ ჭიშკარს.
ჰაიმეეე რაფრა მიყვარს ე ბოვში ნენა.
სამმა ადგილმა მომცელა.
"იაგანივით იყურები" შენი ფანი ვარ დაო.
მეორე.. "-ე, თემურიე, შენ რა იცი რა ტკიბილია თბილი კერა, თბილი ქალი და წყალი"
გევიდეთ აივანზე. ჰე...ერთი...ორი...სამი...დავაი, ამყევი...
"ასეთია ქურდი კაცის ბედი, ფათერაკი უკან დასდევს მუდამ..."-ჰა, ბიჭო, გელოდები...
-"და ცხოვრების ნახევარზე მეტი, ციხე-ციხე, გაატაროს უნდა..."
აქ გავწექი ' ბოლოს აღარ წამიკითხია.
:დ პირდაპირ დასაწერად გამოვარდა.
აი .ე სსს იყოო.
...
მადლობა, მეგობარო... მჭირდებო...აღარ დავასრულებ.
...
კეთილია შენი აქ ყოფნა.
ბოდიში რომ აქამდე ვერ წავიკითხე.
.. ))
მარა არ მოევედი, თუ რაია სიმონ?!

 


№4  offline წევრი Chocolate from White Hell

სტუმარი Life is beautiful
ვაიმე..
შენ?
დედაააა ...
აი ამას ქვია დამიარა ჭაჭებში.
ღიმილი? რა ღიმილი გოგო?! ვიტირე.
აი , ცუდად გავხდი.
ამდენი არ იყო საჭირო, ლამის საიქიოდან მობრუნებული ხელახლა მიაკითხე, იმ ჭიშკარს.
ჰაიმეეე რაფრა მიყვარს ე ბოვში ნენა.
სამმა ადგილმა მომცელა.
"იაგანივით იყურები" შენი ფანი ვარ დაო.
მეორე.. "-ე, თემურიე, შენ რა იცი რა ტკიბილია თბილი კერა, თბილი ქალი და წყალი"
გევიდეთ აივანზე. ჰე...ერთი...ორი...სამი...დავაი, ამყევი...
"ასეთია ქურდი კაცის ბედი, ფათერაკი უკან დასდევს მუდამ..."-ჰა, ბიჭო, გელოდები...
-"და ცხოვრების ნახევარზე მეტი, ციხე-ციხე, გაატაროს უნდა..."
აქ გავწექი ' ბოლოს აღარ წამიკითხია.
:დ პირდაპირ დასაწერად გამოვარდა.
აი .ე სსს იყოო.
...
მადლობა, მეგობარო... მჭირდებო...აღარ დავასრულებ.
...
კეთილია შენი აქ ყოფნა.
ბოდიში რომ აქამდე ვერ წავიკითხე.
.. ))
მარა არ მოევედი, თუ რაია სიმონ?!

ვუაიიმეეე:დდდდ ქალააავვ....შენ მე ახლა ისე გამაღიმე, ვერც კი გადმოგცემ:დდდ
რა ბოდიში, ხომ არ გაგიჟებულხარ?!!
მიხარია, რომ როცა კი აქ ხარ, ყოველთვის მკითხულობ და პლუს კიდევ ცოტათი მაინც ვახერხებ შენს გაღიმებას. მართლა ძალიან კარგი გრძნობა:დდდდ

და ისა..გუშინ ვნახე, რომ თურმე შენთანაც ყოფილა სიახლე და აუცილებლად წაგიკითხავ❤️❤️მეც მომენატრა შენი ზღვის ტალღებში ლივლივი, მიუხედავად იმისა, რომ მე და წყალი, გაყრილი ცოლ-ქმარივითა ვართ:დდდდ

მოკლედ, მიხარიხარ, მართლა და აქა ვარ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent