ყველაფერი ჩემს შესახებ (თავი მეოთხე)
- იქნებ გინდა რომ მარტო წაიკითხო? -შეეკითხა მარია და თან ისეთი სახე ჰქონდა, ალბათ ოლივიას რომ ეთქვა კი მარტო წავიკითხავო, ცნობისმოყვარეობისგან გული გაუსკდებოდა. - ერთად წავიკითხოთ, - გაეღიმა ოლივიას, მოუთმენლად აცახცახებული მარიას შემხედვარეს, -ოღონდ გთხოვ შენ წაიკითხე ხმამაღლა და მე მოგისმენ, -ჯერ კიდევ ვერ მიჩვეულიყო რომ მხედველობის პრობლემა აღარ ჰქონდა, რის გამოც უკვე ბოლო რამდენიმე წელია კითხვა უჭირდა, კუთხეში მიდგმულ რბილ სავარძლებში კომფორტულად მოთავსდნენ, მარიამ ღრმად ამოისუნთქა, რვეული გადაშალა და დაიწყო, - არც კი ვიცი როდისმე ვინმე თუ წაიკითხავს ამ ნაწერს, მაშინ რატომ ვწერ? ალბათ იმიტომ რომ გული არ გამისკდეს, მე ხომ არავინ მყავს ვისაც დაველაპარაკები, ერთადერთი ჩემი მეგობარი მარიაა და მასთანაც შეხვედრა ჩუმად მიწევს, სულ მეშინია რომ დედამ არ დაგვინახოს და არ ეჩხუბოს, მეშინია რომ ჩემს გამო მატილდას და მარიას სახლიდან გააგდებს და მერე სულ მარტო დავრჩები, მარტო... ჰმ, ისედაც მთელი ცხოვრებაა მარტო ვარ, ვერავინ მამჩნევს, არავის ვუყვარვარ, ჩემი არავის ესმის, სულ არავის, არავის აინტერესებს რას ვგრძნობ, რამ გადამაწყვეტინა ჩემს შესახებ ჩანაწერების გაკეთება? კიდევ ერთმა უბედურებამ რომელიც ჩემს უამრავ უბედურებას მაშინ დაემატა როცა თექვსმეტი წლის გავხდი, - გუშინ თექვსმეტი წლის გავხდი, როგორც ყოველთვის ჩემი წვეულება დედამ მოაწყო, ყველა ერთობოდა, მე კი მთელი საღამო ერთ ადგილზე ვიდექი სულელურ ტანსაცმელში გამოწყობილი და სტუმრებს ვუღიმოდი, მაიკლიც იქ იყო, იცინოდა, ცეკვავდა, ერთობოდა, ღმერთო ჩემო როგორ ვერ ვიტან მაიკლს, ვერც კი წარმომიდგენია რომ მასზე დავინიშნები და ეს უგულო არსება ჩემი ქმარი გახდება, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა, - სპეციალურად ჩემს დაბადების დღეზე, ბიძაჩემი ჩამოვიდა პარიზიდან, დედაჩემის ძმა, ჯეიმი თერნერი, საკმაოდ უსიამოვნო და შემაწუხებელი ტიპი, რომელიც ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე, დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა, თავიდან ფეხებამდე ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, გულითადი ღიმილით მომილოცა, ჩამეხუტა და რატომღაც ნორმალურზე მეტ ხანს გააჩერა ხელები ჩემს წელზე, - გაზრდილხარ, უკვე დიდი, ლამაზი და სექსუალური გოგო ხარ, -მითხრა და ლოყაზე ტუჩის კუთხეში მაკოცა, მეუცნაურა, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე, უხერხული ღიმილით შემოვიფარგლე, წვეულების დასასრულს ბაღში მოვახერხე გასვლა რომ ცოტა დამესვენა და სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, ბიძაჩემმა შადრევანთან ჩამომჯდარს მომაგნო, გვერდით მომიჯდა, ისე ახლოს რომ მხარზე მეხებოდა, სასმლის სუნი მაშინვე მეცა, ეტყობოდა საკმაოდ ბევრი ჰქონდა დალეული, ადგომა დავაპირე, მაგრამ არ დამანება, მუხლზე ხელი დამადო და უცნაურად ჩახრინწული ხმით მკითხა, - შეყვარებული გყავს? ან მეგობარი ბიჭი? შეყვარებული არ მყავდა, არც არასოდეს მყოლია, არასდროს არავისთვის მიკოცნია, არასდროს არავინ შემხებია, მაგრამ ამ საკითხის ბიძაჩემთან განხილვას ნამდვილად არ ვაპირებდი, წამოვდექი და ის იყო წასვლას ვაპირებდი რომ წამოხტა, მეცა, ხელები ზურგს უკან გამიკავა და ტუჩებზე დამაცხრა ... - გეყოფა, საკმარისია, გაჩერდი, -იყვირა ოლივიამ, მარიას რვეული გამოგლიჯა და იატაკზე დაანარცხა, შოკში იყო, უნებურად წამიერად ათასი რამ წარმოიდგინა, ათასი საზიზღარი სცენა და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, ჯეიმი თერნერი თავიდანვე არ მოეწონა მაგრამ ასეთ რამეს ვერც კი წარმოიდგენდა, - მაპატიე ოლივია, -მარიას ხმა უცახცახებდა, -არ ვიცოდი, არაფერი ვიცოდი, ჩემთვის ამის შესახებ არასდროს არაფერი გითქვამს, ბიძაშენი ნამდვილი ყოფილა, - კარგი მოდი ამაზე ნუღარ ვიფიქრებთ, ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც, ეგ რვეული ისევ იქ შედე სადაც იყო და რამე მომიტანე რომ ჩავიცვა, ამ სახლიდან გასვლა მინდა, თორემ ვიხრჩობი, ვეღარ ვსუნთქავ, მარიამ სასწრაფოდ შეაგდო დღიური კარადაში და ტანსაცმლის მოსატანად გაიქცა, ოლივია ცდილობდა გონება მოეკრიბა და დამშვიდებულიყო, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, სავარძლიდან ჩაცურდა, იატაკზე დაჯდა, მუხლები მოკეცა და ხელები შემოიხვია, მოძალადე ბიძა? - ესღა აკლდა, ნეტავ რამდენად შორს წავიდა მათ შორის ეს ყველაფერი, თვალი ისევ კარადისკენ გაექცა, არა ახლა ნამდვილად არ შეუძლია მეტის წაკითხვა, ახლა უბრალოდ აქედან უნდა წავიდეს რომ, რამეს გული გადააყოლოს, თორემ გაგიჟდება, მარიამ ტანსაცმელი მოუტანა, საწოლზე დააწყო, თვითონაც ჩამოჯდა და თანაგრძნობით სავსე მზერით მიაჩერდა ოლივიას, - დარწმუნებული ხარ რომ ახლა საყიდლებზე წასვლა გინდა, - ჰო რათქმაუნდა, -ოლივია გაღიმებას შეეცადა თუმცა ტუჩები უცნაურად დაემანჭა, -საყიდლები ახლა ზუსტად ის არის რაც ყველაზე მეტად მჭირდება, -ადგა და მარიას მოტანილი უბრალო თეთრი მაისური გადაიცვა, მოკლე ჯინსის შორტიც ზუსტად მოერგო, თეთრმა კედებმა კი მოუჭირა ცოტა მაგრამ ჯანდაბას, როგორმე აიტანდა, ჯიბეში მისტერ სკოტის ბარათი ჩაიდო და მარიას მიუბრუნდა, - წავედით? - წავიდეთ, ოღონდ იმაზე თუ იფიქრე დაცვას როგორ დავუძვრეთ? - დაცვა? ამაზე არ მიფიქრია, შენ რა გაპარვას მთავაზობ? რა საჭიროა, უბრალოდ ავდგეთ და მთავარი ჭიშკრიდან გავიდეთ ქუჩაში, - როგორ გეტყობა რომ მართლა გაქვს ამნეზია, -გაეცინა მარიას, -შენ როგორ ფიქრობ მისის სკოტმა მონაკოში წასვლამდე რა გააკეთა? - დაცვას აუცილებლად გააფრთხილებდა რომ არსად გაგიშვან, ამ სახლიდან ასე უბრალოდ ვერ გახვალ გარეთ, - აბა რა გავაკეთოთ, -ოლივია შეწუხდა, ახლა ნამდვილად არ ჰქონდა დაცვასთან კამათის თავი, - კარგია რომ ისეთი მეგობარი გყავს ვინც ამ სახლის და ბაღის ყველა კუთხე-კუნჭული იცის, - შესცინა მარიამ, -წამოდი მე გაგიყვან აქედან, ბაღის შორეულ კუთხესთან რომელიც ხეების ჩრდილში იყო მოქცეული, უპრობლემოდ მივიდნენ, - ამ ხეს ხომ ხედავ? -მიუთითა მარიამ, -ამაზე ავძვრებით, იქიდან გალავანზე და მერე პიდაპირ ქუჩაში ჩავხტებით, არ შეგეშინდეს საკმაოდ მარტივია, ოლივიამ ხეს ახედა, მასზე აძრომა ნამდვილად არ უნდა გასჭირვებოდა, ის იყო ხეს ხელები მოხვია რომ, ჩრდილს ვიღაც გამოეყო და მათკენ წამოვიდა, - ყოჩაღ მარია, უკვე ნამდვილი რეციდივისტი ხარ? ოლივია მოულოდნელობისგან შეხტა, - მაპატიეთ მის სკოტ, თქვენი შეშინება არ მინდოდა, -მებაღის შვილიშვილი ნიკი გულიანად უღიმოდათ, - სულელო, -მარიამ თმა აუჩეჩა და მხარზე ხელი გადახვია, -შენ ალბათ იცი როცა ასეთ რამეს დაინახავ რაც უნდა გააკეთო, - რათქმაუნდა ვიცი, სამარე ვარ, -გამოაცხადა ნიკმა, -მიდით აძვერით, მე დაგეხმარებით, მაგრამ მის სკოტ როცა დაბრუნდებით აუცილებლად უნდა გნახოთ, თქვენთან საქმე მაქვს, - შეგიძლია ახლა მითხრა, არ გვეჩქარება, - არა, მირჩევნია როცა დაბრუნდებით მარტო შეგხვდეთ და ყველაფერი ისე აგიხსნათ, -ნიკს სერიოზული ხმა ჰქონდა, ოლივიამ დაკვირვებით შეხედა, არანაირი სიბოროტე ან ქვენა გრძნობა არ ჩანდა ნიკის თვალებში, ისეთი სუფთა და გულწრფელი მზერა ჰქონდა, თავი ძლივს შეიკავა რომ საყვარელ ლოყებზე არ მოფერებოდა, ზუსტად ისე როგორც პოლს ეფერებოდა ხოლმე როცა პატარა იყო, - ჯანდაბა ოლივია რას აკეთებ, - შეუძახა საკუთარ თავს, -რა დროს დედობრივი გრძნობებია, ვინ რას იფიქრებს რომ დაგინახოს თითქმის შენი ასაკის ბიჭს პატარა ბავშვივით როგორ ეფერები, - ღიმილით და თანხმობით შემოიფარგლა, მერე კი ნიკს უფლება მისცა ღობეზე გადაძრომაში დახმარებოდა. * * * - მოდი ისეთ ადგილას წავიდეთ საყიდლებზე სადაც სადაც ის ხალხი არ იქნება ვინც შეიძლება გიცნოს, პრობლემებს ნუ შევიქმნით, -წამოაყენა წინადადება მარიამ, - ანუ მდიდარ, გაზულუქებულ საზოგადოებას უნდა მოვერიდოთ? -გაიცინა ოლივიამ და ტაქსს ხელი დაუქნია, -ისედაც არ ვაპირებდი ბრენდულ სისულელეებში ფულის დახარჯვას, სადმე ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრში წავიდეთ, ჩვენს გემოზე გავერთოთ, ვიშოპინგოთ და ბურგერები ვჭამოთ, - ოჰო, შენ და ბურგერები? -სწრაფი კვება ხომ არ გიყვარს, ბროკოლის, ავოკადოს და სალათების მეტს არაფერს ჭამდი, - ხანადახან ბურგერებსაც არაფერი უშავს, ლუდზეც არ ვიტყოდი უარს, არ გინდა რომ საყიდლების მერე სადმე წავიდეთ დასალევად? - დასალევად? -გაიკვირვა მარიამ, -ხომ არ დაგავიწყდა რომ ჯერ თვრამეტი წლისაც არ ხარ, თანაც აქამდე თუ გაგისინჯია მაინც ალკოჰოლიანი სასმელი? ალკოჰოლიანი სასმლის გახსენებაზე ოლივიას ნერწყვი მოადგა, თვალები დახუჭა და ამოიოხრა, -ღმერთო რას არ მიცემდა ახლა, ერთი ბოთლი ჩაციებული ლუდისთვის, - კარგი, კარგი, ნუ ოხრავ, -მარიამ მუჯლუგუნი წაჰკრა, -ბიძაჩემი ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბში დაცვის უფროსია, დავურეკავ და შეგვიშვებს, შენი მშობლები როდის ჩამოდიან? - ცოტათი გაუგრძელდათ ვიზიტი ხუთი დღე კიდევ დარჩებიან, - მათი ჩამოსვლის მერე, ნაბიჯსაც კი ვერ გადაადგამ ისე რომ არ გაგაკონტროლონ, ასე რომ მოვასწროთ და ბოლომდე გავერთოთ, ოლივიას არც კი ახსოვდა ბოლოს როდის იყო ღამის კლუბში, ალბათ ოცი ან ოცდასამი წლის წინ, ან უფრო ადრე, თანაც მაშინდელი ღამის კლუბები ახლანდელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, - მოვედით, ფიქრებიდან გამოარკვია, ტაქსის მძღოლის ხმამ, -მარიამ გადაუხადა და მანქანიდან გადმოვიდნენ, - ბოდიში რომ შენ მოგიწია გადახდა, ახლავე თანხას გამოვიტან და ამის შემდეგ ყველაფერს მე გადავიხდი, -ოლივიამ მიმოიხედა და იქვე სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მდგარი ბანკომატისკენ წავიდა, - ბარათი დაბლოკილია, დაეწერა ეკრანზე, ოლივიამ ისევ სცადა, ისევ იგივე, - ასეც ვიცოდი, -ჩაილაპარაკა და გაეღიმა, -როგორ ვერ მივხვდი, იმ დღეს თავიდან რომ მოვეშორებინე, იმიტომ მომცა ბარათი მერე კი ბანკში დარეკა და დააბლოკინა, - მაგაზე ნუ ინერვიულებ, -მარიამ თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მოუჭირა, -წამოდი ცოტა გავისეირნოთ და შემდეგ სახლში დავბრუნდეთ, - როგორ ფიქრობ როცა სახლიდან გამოვედი, გეგმა ბე არ მქონია? -ოლივიამ ეშმაკურად გაიღიმა და ჯიბიდან ნიშნობის, ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ამოიღო, -სახლიდან გამოსვლამდე ინტერნეტში გადავამოწმე და იცი რა ღირს? 350 ათასი დოლარი, ამის ნახევრადაც რომ გაგვაყიდინა, ფული ყველაფერზე გვეყოფოდა, - არა ოლივია, ეს უკვე ზედმეტია, ამ ბეჭედს ვერ გავყიდით, შენი ნიშნობის ბეჭედია და თანაც არავინ იყიდის, მაშინვე პოლიციას გამოუძახებენ, - ეს მე მომანდე, მხოლოდ შენ არ ხარ მოხერხებული, რაღაც - რაღაცეები მეც მეხერხება, ერთ კაცს ვიცნობ ვინც სიხარულით იყიდის ამ ბეჭედს ნახევარ ფასად, წამოდი, -ოლივიამ ისევ გააჩერა ტაქსი და მისამართი უკარნახა, მარია გაკვირვებული იხედებოდა აქეთ-იქით, ტაქსიდან ერთ უსახურ ქუჩაზე ჩამოვიდნენ, ოლივიამ ჩიხში შეუხვია და კუთხეში მდებარე კარი შეაღო რომლის თავზეც აბრა იყო განთავსებული, ‘’ვიბარებ საოჯახო ტექნიკას’’ პატარა ოთახი უამრავი ძველი და ახალი ტექნიკით იყო სავსე, - ეს რა ლომბარდია? -გადაულაპარაკა მარიამ, ოლივიამ ანიშნა ჩუმად იყავიო და დახლის უკან მჯდომ პატარა, გალეულ, მოხუც კაცს მიუახლოვდა, მიესალმა, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და წინ დაუდო, კაცმა ჯერ ბეჭედს შეხედა, შემდეგ გოგონებს, მერე აქეთ-იქით მიმოიხედა და ჩაიბურტყუნა, - ალბათ აბრა არ დაგინახავთ, აქ მხოლოდ საოჯახო ტექნიკას ვიბარებთ, ახლავე აიღეთ ეს ბეჭედი და წადით, ოლივია დახლზე გადაიხარა და მშვიდი ხმით უთხრა, - ლილი ჯონსმა გვითხრა რომ შეგვეძლო თქვენთან მოვსულიყავით, გვითხრა რომ თქვენი ნდობა შეიძლება, კაცმა სათვალე ცხირზე ჩამოიწია, ერთხანს დაკვირვებით უმზერდა ოლივიას, მერე ხელი გაუწოდა, ოლივიამ ბეჭედი ხელის გულზე დაუდო, 180 ათასი, თქვა და გაჩუმდა, - მეგონა სულ მცირე ორასს მაინც მოგვცემდით, - 180 და ისიც ლილის ხათრით, გინდათ თუ არა, -ოლივიამ თავი დაუქნია და ცოტა არ იყოს გამხიარულდა იმის წარმოდგენაზე თუ რა სახე ექნებოდა მაიკლს როცა გაიგებდა რომ ოლივიამ მათი ნიშნობის ბეჭედი გაყიდა, ცოტა ხანში როცა გარეთ გამოვიდნენ, მარიას მომცრო შავი ჩანთა რომელიც მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული, ფულით იყო სავსე. - ოჰ როგორც იქნა, -შვებით ამოისუნთქა მარიამ, -ცოტა არ იყოს შემეშინდა, თავი რაღაც მაფიოზური დაჯგუფების წევრი მგონია, ეს ადგილი საიდან იცი, ან ლილი ჯონსი ვინ არის? - ჩემი ძველი ნაცნობია, - ნაცნობი, თანაც ძველი? რას მიმალავ ოლივია, შანსი არაა შენ ასეთი ნაცნობები გყავდეს, დარწმუნებული ვარ რომ ასეა, როგორ? საიდან იცნობ იმ ვიღაც ლილის? - ჰოო, ის ვიღაც ლილი ცოცხალი აღარ არის და მე ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, -ოლივიამ უდარდელად გაღიმება სცადა, -დრო მოვა და ყველაფერს მოგიყვები მაგრამ ახლა არა, ოღონდ ახლა არა... * * * გვიან საღამოს ძლივს მორჩნენ, საყიდლებს, ოლივიას პატარა ბავშვივით უხაროდა ყოველი ახალი რაღაცის შეძენა, იმდენი ხანი იყო ახალი არაფერი ეყიდა იმდენი წელი, ალბათ პოლის დაბადების შემდეგ, ათასში ერთხელ თუ ახერხებდა მაღაზიებში გავლას, ახლა კი იმდენი ფული ჰქონდა და იმდენი დრო... - ამდენი რაღაცით აშკარად არ შეგვიშვებენ ღამის კლუბში, რა ვქნათ, -ოლივია თითქმის აღარ ჩანდა, იმ პაკეტების გამო ხელში რომ ეჭირა, - პრობლემა არ არის, ბიძაჩემს ჩავაბაროთ და შემდეგ როცა გინდა გამოვართმევთ, -მარიამ უდარდელად გადაიქნია თავი, -ახლა გართობის და დალევის დროა, მარიას ბიძამ უპრობლემოდ მოახერხა მათი კლუბში შეშვება, -ბევრი არ დალიო და მის სკოტს ყურადღება მიაქციე, - დაარიგა მარია და საქმეს დაუბრუნდა, კლუბში ხმაურიანი მუსიკა უკრავდა და უამრავი ახალგაზრდა წყვილი ირეოდა, შევიდნენ თუ არა მარიას ტელეფონმა დარეკა, ბებია სთხოვდა რომ სასაწრაფოდ მისულიყო სახლში, - რა ხდება? -შეეკითხა ოლივია როცა დაინახა როგორ შეეცვალა მარიას სახე, - წასვლა მომიწევს, ჩემებს რაღაც პრობლემა აქვთ და ბებიას უნდა რომ რამდენიმე დღით მექსიკაში დავბრუნდე, ახლავე უნდა წავიდე, მაპატიე რომ გართობა ჩაგიშალე, - ცოტა ხანს რომ დავრჩე და მარტო გაგიშვა ხომ არ გეწყინება? -ოლივიას ახლა საშინლად არ უნდოდა სახლში დაბრუნება, - მე პრობლემა არ მაქვს, ტაქსს გამოვიძახებ და წავალ მაგრამ შენი მარტო დატოვება არ მინდა, მარიას სახეზე ყოყმანი ეტყობოდა, - ჩემზე ნუ ინერვიულებ, -ოლივიამ უდარდელად გაუღიმა, -ბიძაშენს პაკეტები გამოართვი და წადი, არაფერზე იფიქრო და ინერვიულო, მეც დიდხანს არ დავრჩები, მალე დავბრუნდები სახლში. მარია ერთხანს კიდევ ყოყმანობდა მაგრამ როცა ტელეფონმა კიდევ რამდენჯერმე დაურეკა ვეღარ გაძლო და უკანმოუხედავად გაიქცა ბარიდან, ოლივია მარტო დარჩა და მიხვდა რომ თუკი მოსადუნებლად ცოტას არ დალევდა, არაფერი გამოუვიდოდა, ბარისკენ წავიდა და ვერც კი ამჩნევდა რამდენი მზერა და ოხვრა მიჰყვებოდა თან, გრძელი გაშლილი თმით და სხვა გოგონებისგან განსხვავებით უმაკიაჟო, მარიას თეთრ მაისურში, ჯინსის მოკლე შორტში, რომელიც გრძელ უნაკლო ფეხებს უჩენდა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უღმერთოდ ლამაზი იყო და თან აშკარად ემჩნეოდა რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა საკუთარ მომხიბვლელობაზე, ბართან ჩამოჯდა, - რას ინებებთ? -ბარმენი დაუფარავად უღიმოდა და მასთან ფლირტს ცდილობდა, - ტეკილა დამისხი, -სერიოზული სახით უპასუხა ოლივიამ, - შეიძლება თქვენი პირადობა ვნახო? -ბარმენმა უხერხულად გაუღიმა, -არაფერი პირადული, უბრალოდ მაინტერესებს სრულწლოვანი ხართ თუ არა, - ფიქრობ რომ შენთან ფლირტისთვის შესაფერისი ასაკი მაქვს, ხოლო ალკოჰოლისთვის შეუფერებელი? -ოლივიამ ჯიბიდან სამი ცალი ასდოლარიანი ამოიღო და ორი თითით გააცურა მაგიდაზე, აიღე და ნუღარაფერს მკითხავ, ბარმენმა უხმოდ დაუქნია თავი და ბოთლს წაეტანა. უკვე მეოთხე ჭიქას სვავდა ოლივია და ვერაფრით მოახერხა მოდუნება, ხალხი გაუჩერებლად ცეკვავდა, ერთობოდა, ოლივია კი ამაოდ ცდილობდა გაჰქცეოდა იმ მარწუხებს რომელშიც ცხოვრებას და ოჯახს მოექცია წლების წინ და ახლა უნდოდა, ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერაფრით თავისუფლდებოდა, სასმელს მიუჩვეველ სხეულს სწრაფად მოეკიდა ალკოჰოლი და როგორც კი თავბრუსხვევა იგრძნო, ადგომა დააპირა, შემოტრიალდა და მაშინ იქ, ბარის კუთხეში პირველად დაინახა ის, სამ ბიჭთან ერთად იდგა მაგრამ ოლივია რატომღაც მხოლოდ მას ამჩნევდა, ერთი შეხედვით ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის იქნებოდა, მაღალი, სპორტული აღნაგობის, შავი აჩეჩილი თმით, რომელიც შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი და საოცრად უხდებოდა მის მუქ ლურჯ თვალებს და დახვეწილ ნაკვთებს, ძლიერი დაკუნთული მკლავები და გრძელი, თლილი თითები ჰქონდა, რაღაცაზე გულიანად იცინოდა და უნაკლო თეთრ კბილებს აჩენდა, - ღმერთო ჩემო როგორი სექსუალურია, -გაიფიქრა და უცებ გველნაკბენივით შეტრიალდა ბარისკენ, იდაყვებით დაეყრდო და თავი ხელებში ჩარგო, - რას ვაკეთებ, ასე არ შეიძლება, ასე ვერ მოვიქცევი, ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, მე ქალი ვარ, ორმოცი წლის ქალი, მერე რა რომ ჩვიდმეტი წლის გოგონას სხეულში ვცხოვრობ, ის კი ბიჭია, ოცდახუთი წლის თუ იქნება, მე შვილი მყავს რომელიც თვრამეტი წლისაა და ოცდახუთი წლის ბიჭებს ასეთი განზრახვით არ უნდა ვუყურებდე, ჯანდაბა, აქედან უნდა წავიდე, - კარგად ხართ? -მოემა ზურგსუკნიდან, დაბალი, სასიამოვნო ხმა, შებრუნდა, ის მის წინ იდგა, ცოცხალი და ხორცშესხმული, ზუსტად ისეთი როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, როგორსაც მაშინ წარმოიდგენდა ხოლმე, როცა მარტო იყო ან როცა ალფრედოსთან იძულებით უწევდა სარეცლის გაზიარება, ან მაშინ როდესაც ყველაფრით გადაღლილი სიგიჟის ზღვართან მიდიოდა ხოლმე, ნუთუ ეს მისი მეორე შანსია, ნუთუ აქვს უფლება რომ ეს შანსი გამოიყენოს? ერთხანს უხმოდ უყურა და მერე უნებურად გაეღიმა, - კარგად ვარ, რატომ იფიქრეთ რომ ცუდად ვიყავი? - კარგა ხანია გიყურებთ, მარტო ზიხართ, სვავთ და საკუთარ თავს ელაპარაკებით, - ჰოდა ასევე გავაგრძელებ, -თავს აიძულა რომ უხეშად ეპასუხა, რათა თავიდან რაც შეიძლება მალე მოეშორებინა რადგან მისი სიახლოვე აღელვებდა და აბნევდა, ბარმენს ანიშნა რომ ისევ დაესხა და სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით გამოცალა, ბიჭი ერთხანს უხმოდ იდგა მის ზურგსუკან, მერე სკამი გამოწია და გვერდით მიუჯდა, - იგივე დამისხი, -ანიშნა ბარმენს, ერთხანს უხმოდ იჯდა და სვავდა, მერე ვეღარ მოითმინა, - მე ითანი ვარ ითან შეპარდი, ითანს საოცრად რბილი, თბილი და სულშიჩამწვდომი ხმა ჰქონდა ან უბრალოდ ოლივია გრძნობდა ასე, მასთან ძალიან ახლოს იჯდა და მისი ხმა, სიახლოვე და საოცარი სურნელი თავგზას აკარგვინებდა, ბარმენს კიდევ მიაწოდა ფული და ანიშნა რომ ბოთლი მის წინ დაედგა, ჭიქა პირთამდე აავსო და გამოცალა, - მგონი ძალიან ბევრს სვავ, -ითანი ვერ ისვენებდა, უყურებდა ამ პატარა, გამხდარ, ლამაზ გოგოს რომელსაც თავი ხელზე ჰქონდა ჩამოდებული, საოცრად სევდიანი თაფლისფერი თვალებით შესცქეროდა სასმლით სავსე ბოთლს და მის დაიგნორებას ცდილობდა, - რამდენი წლის ხარ? -შეეკითხა ისე რომ პასუხს არც ელოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად გოგონა შემობრუნდა თვალებში ჩახედა და გაუღიმა, - რომ გითხრა არ დაიჯერებ, -მხიარულად გადაიკისკისა და ბოთლს წაეტანა, ლამაზად იცინოდა და თვალებში მხიარული ეშმაკუნები უხტოდა, ითანი გააკვირვა მისი ხასიათის ასეთმა ცვალებადობამ და თან ინტერესი გაუმძაფრა, - რატომ არ დავიჯერებ? ასეთი პატარა ხარ? მაინც რამდენის? თექვსმეტის? იქნებ თხუთმეტის? ოლივიამ კიდევ ერთხელ შეხედა თვალებში, უყურებდა როგორ აკვირდებოდა ბიჭი ინტერესით სავსე მზერით, მერე უცებ გაორდა და ახლა ორი ითანი იჯდა მის წინ, ორი სიმპათიური ბიჭი, - მგონი ერთიც საკმარისი იყო, -ჩაიბუტბუტა ოლივიამ და და ისე რომ ვერც კი გაიაზრა რას აკეთებდა ხელი ასწია და ლოყაზე შეეხო, მერე თმაზე, საოცრად რბილი თმა ჰქონდა, - რატომ ხარ ასეთი ახლაგაზრდა? ჰკითხა სრულიად სერიოზული ხმით, ითანი მისი შეხებით სრულიად დაბნეული და გაშეშებული იჯდა იმ მონადირესავით რომელიც ცდილობს ახლოს მოსული ნადირი არ შეაშინოს და არ დააფრთხოს, - ისე ლაპარაკობ თითქოს მოხუცი იყო, -თქვა ბოლოს და წამოდგა, -მგონი საკმარისი დალიე, აშკარაა რომ აქ მარტო ხარ და ვერ გამიგია რატომ? წამოდი სახლამდე მიგიყვან, მე უნდა წავიდე და აქ ასე ვერ დაგტოვებ, - ჰოო? რა საყვარელი ხარ, -ოლივიას თვალწინ უკვე მთელი დარბაზი ტრიალებდა, - შეგიძლია შენ წახვიდე და მეორე ითანი დატოვო, მე არსად არ მივდივარ, უნდა ვიცეკვო, -სკამიდან ჩამოხტა და ითანს ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ იატაკზე გაიშხლართებოდა, უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ, გარშემო საოცარი სისწრაფით მოძრაობდნენ ლანდები, თითქმის ვეღარაფერს ხედავდა, მხოლოდ მისი თვალები, მისი საოცარი ლურჯი თვალები... იგრძნო როგორ მოეხვია ძლიერი ხელები წელზე, არ გაუპროტესტებია, რატომღაც მასთან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა, მკერდზე თავი მიაყრდნო, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, გაიღიმა, თვალები დახუჭა და ღამეული ლანდების სამყაროს შეერია ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.