შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 28 თავი

11-09-2021, 16:50
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 304

ქეთი სწრაფად მიუახლოვდა ირონიულად მომღიმარ კაცს და ამღვრეული ცისფერი თვალებით ჩააცქერდა აციმციმებულ ნაცრისფერ სფეროებში, იმის მიუხედავად რომ ამ შეხვედრის ინიციატორი თავად იყო და ფსიქოლოგიურად კარგა ხანს ემზადებოდა ამ წუთებისთვის, მაინც ძალიან გაუჭირდა გეგას პირისპირ დგომა და საუბრის დაწყება, ამიტომ ეს სიჩუმე და გულში ჩუმად შემოპარული მღელვარება დროში უაზროდ გაიწელა. კარგა ხანს იდგნენ ასე ერთმანეთის პირისპირ და ხმას არცერთი არ იღებდა, ბოლოს ისევ გეგას გამაღიზიანებელმა ქცევამ მოიყვანა აზრზე გარიდნებული ქალი, რომელმაც სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია, ღრმა ნაფაზი დაარტყა და უმისამართოდ მოისროლა, შემდეგ კი ქეთის ჩამქრალი თვლებიდან მზერა ჯერ კიდევ ნამიან მიწაზე გადაიტანა, ნელ-ნელა კი მის ქუსლიან ფეხსაცმელზე, ქეთი საშინლად დაიძაბა როცა გეგამ თავხედური მზერა უფრო ნელა ააყოლა მის შიშველ ფეხებს, რომელიც ჯერ მოკლე კაბის კიდეზე შეაჩერა შემდეგ კი მის ტუჩებზე, აქ უკვე საბოლოოდ გამოვიდა წყობრიდან ქეთი და როგორც კი საბოლოოდ შეძლო აზრზე მოსვლა ჩანთიდან ყელსაბამი ამოიღო რომელიც მის აკანკალებულ თითებშორის უცნაურად აიხლართა და გეგასკენ მიმართა
-ეს რა არის?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ქალმა
-დაბადების დღის საჩუქარი-გამომწვევი ტონით უპასუხა კაცმა და ნაცრიაფერი ჩამქრალი სფეროების ცივი მზერა, რამდენიმე წამის განმავლობაში ყელსაბამისკენ მიმართა, შემდეგ კი ისევ საყვარელი ქალის ალწილი სახეზე მიეყინა
-როგორ გაბედე დაბადების დღეზე ჩემთვის ამის გამოგზავნა?-ავარდა ქეთი
-არ მოგწონს?-ირონიული ტონით ჰკითხა მომღიმარმა კაცმა
-რა ცინიკოსი ხარ!
-გაბრაზება ძალიან გიხდება-თავხედური ტონით უთხრა კაცმა და მზერა ამჯერადაც მხოლოდ მისი ვნებიანი წითელი ტუჩებისკენ მიმართა-ეს კიდევ უფრო სასურველს და მიმზიდველს გხდის ჩემთვის
-თავხედი ხარ!-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა ქალმა
-შენ კი საშინლად ლამაზი-მის ნერვებზე თამაშს განაგრძობდა მომღიმარი კაცი
-თავს ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევ! შენი სითავხედე უკვე საზღვარს ცდება!
-სწორედ მაგ თავხედობის გამოა რომ, დღეს შენ აქ ხარ, ჩემთან... ჩემს გვერდით...თან შენი ნებით, ინიციატივით და სურვილით -კმაყოფილი ტონით უთხრა გეგამ
-რა?-დაიბნა ქალი
-შენს ზარს ველოდებოდი... ზუსტად ვიცოდი რომ დამირეკავდი და საჩუქრის უკან დაბრუნებას პირადად მოინდომებდი
-ეს მიზანმიმართილად გააკეთე?!-აღშფოთდა ქეთი
-რა თქმა უნდა-დაუდასტურა მომღიმარმა კაცმა
-გინდოდა რომ ერთმანეთს შევხვედროდით... თან ჩემი ინიციატივით-ავარდა ქალი
-ჰო სწორედ ასეა, მინდოდა შენი ნებით მოსულიყავი ჩემთან, ნებისმიერი მიზეზით
-არანორმალური ხარ
-ვიცი
-რა სისულელებს აკეთებ ხვდები?
-კიდევ ბევრ სისულელეს გაავაკეთებ იმისთვის რომ შენ შენი ნებით მოხვიდე ჩემთან
-რის მიღწევას ცდილობ? გგონია ეს იძულებით შეხვედრები რამეს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში?
-არ მითხრა, რომ შეხვედრა მხოლოდ იმიტომ მთხოვე, რომ ეგ ყ..ობა ყელსაბამი ჩემთვის უკან დაგებრუნებინა -ბოლოს მაინც გამოვიდა წყობრიდან გეგა და სიგარეტის მორე ღერს ნერვიულად მოუკიდა
-სწორედ ასეა-კმაყოფილი ტონით უთხრა ქალმა - ნელ-ნელა მიუახლოვდა- ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეხვედრა გთხოვე ამ ყელსაბამის შენთვის უკან დაბრუნებაა და მეტი არაფერი! საერთოდ არაფერი! გესმის?
-შეგეძლო უკან გამოგეგზავნა... გარკვევით ეწერა შეფუთვაზე ჩემი სახლის მისამართი, რომელიც განზრახ დავაწერინე-ცინიკური ტონით უთხრა კაცმა და გასწორდა, ზედმეტად მიაუახლოვდა უკვე სუნთქვა შეწყვეტილ ქალს და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ-მაგრამ შენ ეს არ გააკეთე, დამირეკე და შეხვედრა მთხოვე იმიტომ, რომ მოგენატრე და უბრალოდ ჩემი ნახვა გინდოდა...
-ასე არაა-როგორც იქნა ამოღერღა მისი სიახლოვით და სურნელით გაბრუებულმ ქალმა კარგა ხნის სიჩუმის მერე
-სწორედ ესაა ჩვენი შეხვედრის რეალური მიზეზი და არა ყელსაბამის დაბრუნება...-მკაცრი ტონით უთხრა გეგამ თავდახრილ ქალს ნიკაპზე თითები მიადო თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა, ქეთის რამდენიმე წამის განმავლობაში გულისცემასთან ერთად სუნთქვაც შეუწყდა და განრუვდა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე
-ცდები-დაიჩურჩულა ხმა ჩავარდნილმა და უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, გეგას მაჯას ნაზად მოჰკიდა თავისი ცივი, თლილი თითები და ხელის გულზე ყელსაბამი დაუდო, შემდეგ კი თავი ამაყად ასწია მზერა გაუსწორა და მკაცრი ტონით უთხრა- ჩვენი შეხვედრის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს ყელსაბამია, აქ მხოლოდ მის დასაბრუნებლად დაგიბარე, სხვა მიზეზებს ნუ ეძებ თორემ მერე გული საშინლად გეტკინება-და სწრაფად მიტრიალდა რადგან არ უნდოდა გეგას მის თვალებში შემოპარილი ცრემლები დაენახა
-ქეთი-გაბრაზებულმა კაცმა მაშინვე მაჯაში წაავლო ხელი მიბრუნებულ ქალს და თავისკენ მოატრიალა, დამფრთხალმა ქეთიმ მაშინვე წონასწორობა დაკარგა და მკლავებში ჩაუვარდა სახე ალეწილ გეგას რომელიც ამღვრეული თვალებით დააცქერდა ზემოდან მკერდზე მიწებებულ ქალს, ქეთი იდენად დაიბნა, დაიძაბა და აირია რომ რამდენიმე წამის განმავლობაში აზროვნების უნარიც კი დაკარგა და ადგილზე გაიყინა, გეგამ ისარგებლა მისი დაბნეულობით, მაშინვე წელზე შეუცურა ხელები, ტანზე ძლიერად მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული და ტუჩებში აკოცა. გეგას შეხებით და შეგრძნები თავგზააბნეულმა ქალმა მის კოცნას კოცნით უპასუხა და 27 წლის მანძილზე პირველად განიცადა სიყვარულის, ბედნიერების ვნების და სურვილის მძაფრი ნაზავის გიჟური, მტკივნეული და სასიამოვნო შეგრძნებათა ერთობლიობა რომელმაც, რატომღაც მთელს სხეულში მწველ ტკივილად გავრცელდა და იმის მიუხედავად რომ მისთვის უცნობი, უცხო და გამოუცდელი გრძნობათა ერთობლიობა თავს აკარგვინებდა, მაინც არ აძლევდა რაღაც, რაღაც საშინელი შეგრძნება ამ საოცარი წუთებით ბოლომდე ტკბობის საშუალებას, თუმცა მალევე სრულიად გეგათი მოცული იქნა მისი სხეული, გული და გონება... რის გამოც ცხელი სისხლი მომენტალურად აემღვრა ძარღვებში და გიჟური დენა იწყო ძარღვეში, შესაბამისად სუნთქვა გაიხშირდა და გულისცემაც აუჩქარდა. ქეთის ეს უჩვეულო მდგომარეობა რა თქმა უნდა შეუმჩნეველი არ დარჩენია გეგას რომლის სახეზე აშკარა დაუფარავი და კმაყოფილების ღიმილი კრთებოდა.საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა ქეთის, როცა რამდენიმე წამში დაშორდა საყვარელი მამაკაცის ვნებიანი ბაგეები მის მთრთოლარე ტუჩებს, რის გამოც სრულიად გაუაზრებლად თავად სცადა ეკოცნა მისთვის, მაგრამ გეგამ თავი ასწია და გამარჯვებულის იერით ჩააცქერდა თვალებში, დაბნეული და შეშინებული ქეთი მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა კაცს სახეზე, მაშინვე მკერდზე მიაბჯინა აკანკალებული ხელები და უკან დახევა სცად, მაგრამ, რომ ვერაფერს გახდა მის მარწუხვით შემოჭდობილ ძლიერ ხელებთან გაურკევევკი მისამართით დაიჩურჩულა
-გთხოვ ხელი გამიშვი- თან ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში, რადგან გეგას ქცევებმა და ქმედებებმა ძალიან დააბნია
-საკუთარ თავს რატომ ეწინააღმდეგები?- მკაცრი ტონით ჰკითხა კაცმა და ცხვირის წვერით შუბლზე შეეხო
-ეს არასწორია-ხმა დაბალი ტონით თქვა ქალმა და მაშინვე თავი დახარა, რადგან ძალა აღარ ეყო გამკლავებოდა საყვარელი მამაკაცის დაჟინებულ, გამომწვევ მზერას
-ირაკლის გამო? იმ ს.რის გამო ამბობ უარს ჩვენს სიყვარულზე?-ავარდა გეგა
-ირაკლი ჩემი ქმარია, ჩემო ოჯახია... ჩემი წარსულია, აწმყოა და... ალბათ მომავალიც-ჩამწყდარი ხმით თქვა ქალმა და იმის მიუხედავად რომ მოწოლილ ცრმელებს მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა მაინც გადმოსცვივდა
-შენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც მხოლოდ ჩემი საკუთრებააა იმიტომ, რომ გაცნობის დღიდან დღემდე მხოლოდ მე გიყვარვარ!- დარწმუნებით უთხრა გაბრაზებულმა კაცმა, ოდნავ დაიხარა და ცხვირის წვერი ქალის მთრთოლარე ტუჩებიდან საფეთქლისკენ ააცურა-გესმის რას გეუბნები? ის ნაბ.ჭვარი მხოლოდ შენი უღიმღამო წარსულის ნაწილია და მეტი არაფერი
-მე... არ შემიძლია...-ამოილუღლუღა ატირებულმა ქალმა და ცრემლიანი თვალებით ახედა სახე წაშლილ კაცს- ასე არ შემიძლია-დაუჩურჩულა და აკანკალებული ხელებით პერანგზე დაებღაუჭა
-ის ნაბ.ჭვარი შენი ცრემლების ღირსი არაა!!!გამქორწინებაზე დაელაპარაკე... -მკაცრი ტონით უთხრა გეგამ და ცივი მზერა გაუსწორა საყვარელი ქალის არეულ სახეს
-რაა?-სულ აირია ქეთი და გეგას თეთრ, ქათქათა პერანგს ხელები ცივად გაუშვა
-გაეყარე და ცოლად გამომყევი-მბრძანებლური ტონით უთხრა კაცმა და გადმოდენილი ცრემლები ხელის ზურგით ნაზად მოაშორა საყვარელ ქალს გაფითრებული სახიდან
-შენ რა საბოლოოდ შეიშალე?-ჩამწყდარი ხმით უმისამართოდ დაიჩურჩულა თავგზააბნეულმა ქალმა, უკან დაიხია და მიტრიალდა, რადგან ძალა აღარა ჰყოფნიდა გამკლავებოდა გეგას დაჟინებულ მზერას, შეხების ძალას, კანის სითბოს და მონატრებული, სასიმოვნო, გრილი და გამაბრუებელ ეფექტს მქონე სურნელს
-შენ ის არ გიყვარს...
-ირაკლი ამას არ იმსახურებს...ასე ვერ მოვექცევი...ვიცი გავანადგურებ...
-ქეთი-გაცეცხლდა გეგა და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი სწრაფად შემოატრიალა საყვარელი ქალი, მისი წაშლილი სახე ხელებშორის მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა- უფლებას არ მოგცემ ჩვენი სიყვარული მსხვერპლად იმ ეგოისტ ნაბ.ჭვარს შესწირო
-მაშინ როცა მე ყველაზე მეტად მიჭირდა, მაშინ როცა მე ყველაზე ცუდად ვიყავი... მაშინ როცა სრულიად მარტო დავრჩი ამ ქვეყნად პატარა თორნიკეთი ხელში 18 წლის ასაკში, ვიყავი სასოწარკვეთილი, იმედდაკარგული და საბოლოოდ განადგურებული იცი ხელი ვინ ჩამჭიდა? ირაკლიმ!... შენ? შენ სად იყავი გეგა? -მკაცრი ტონით ჰკითხა ქალმა- არსად! -თავადვე გასცა პასუხი მის მიერ დასმულ ყველზე დაუნდობელ კითხვას და მომენტალურად გადმოსცვივდა ცრემლები
-ქეთი-ავარდა კაცი და მაშინვე უკან დაიხია- უკვე მერამდენედ უნდა აგიხსნა ეს დედა მოტ.ნული რომ ციხეში ვიჯექი?
-გგონია ეს გამართლებს? გგონია ამის გამო უფლება გაქვს ამდენი წლის მერე ჩემთან მოხვიდე და ოჯახის დანგრევაზე მელაპარაკო სიყვარულის სახელით?
-შენი მასთან ყოფნის რეალური მიზეზი რა არის?- ინტერესით ჰკითხა გეგამ და მზერა გაუსწორა- სიყვარული? თუ სიბრალური?
-ეს შენ საერთოდ არ გეხება-ავარდა ქეთი
-ახლა...როცა სახლში დაბრუნდები... და ის ისევ შეგეხება...
-არ გაბედო! არ გაბედო კიდევ რამის თქმა-სახეზე ხელები აიფარა ხელახლა ატირებულმა ქალმა
-მაგიჟებს გესმის? იმაზე ფიქრი მაგიჟებს რომ ჯერ კიდევ მისი საკუთრება ხარ... მისი ქალი და უფლება აქვს შეგეხოს მაშინ როცა უნდა
-გეყოფა-აყვირდა ქეთი -გაჩუმდი, უფლება არ გაქვს რომ ასე მელაპარაკო...
-მე შენ მიყვარდი... ძალიან მიყვარდი... ახლაც მიყვარხარ, გაგიჟებით მიყვარხარ-უყვირა ბოლო ხმაზე აღელვებულმა კაცმა- ვიცი რომ შენც გიყვარვარ, ამას ვგრძნობ!- სახიდან ხელები მოაშორებინა მთელი სხეულით აკანკალებულ ქალს და ტირილისგან დასიებულ თვლებში ჩაცქერდა- ასე რომ უფლებას არ მოგცემ ვიღაც ს.რს შესწირო ჩვენი სიყვარული მხოლოდ იმიტომ რომ გეცოდება!
-გთხოვ შეწყვიტე ჩემი წვალება -ცრემლები ჩამოსცვივდა მისავათებულ ქალს
-თავს არ დაგანებებ...არასდროს დაგანებებ... უფლებას არ მოგცემ იმ ნაბ.ჭვართან ერთად მშვიდად და ბედნიერად გააგრძელო ცხოვრება ისე თითქოს არაფერი მომხდარა! -დაემუქრა გაგიჟებული კაცი და უკან დაიხია -მე შენ 19 წელი გეძებდი... 19 წლის მანძილზე შენზე ფიქრი არსდროს შემიწყვეტია, სულ მქონდა იმედი რომ ერთ დღეს...ერთ დღეს აუცილებლად გიპოვიდი და ახლა...როცა... ამდენი წლის მერე როგორც იქნა გიპოვე შენზე უარის თქმას და უკან დახევას არ ვაპირებ მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ს.რი ირაკლი კარგი ადამიანია და შენ მას სიბრალურის გამო ზურგს ვერ აქცევ
-უნდა წავიდე-ქეთი მიტრიალდა მაგრამ გეგამ მკლავზე უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ შეატრიალა
-ვერსად წახვალ სანამ ბოლომდე არ მომისმენ
-შენი მოსმენა არ მინდა! არაფერის მოსმენა აღარ მინდა! დავიღალე გესმის? ძალიან დავიღალე უკვე ამ ყველაფერით...
-მე შენ გაცნობის პირველივე წამიდან მომეწონე, ისე ძალიან რომ შენზე ფიქრი ვერაფრით მოვიშორე თავიდან, მაშინ, 15 წლის ასაკში ვერ მივხვდი რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო...გესმის? ერთი ნახვით შეყვარება! იმ დღიდან დღემდე მხოლოდ შენზე ვფიქრობ და შენზე ვოცნებობ იმიტომ, რომ ახლაც ისევ ისე გაგიჟებით მიყვარხარ როგორც მაშინ წლების წინ...
-მორჩი-დაუღრინა გაგიჟებულმა ქალმა და მკლავი უხეშად გაითავისუფლა
-ქეთი
-გეყოფა-აყვირდა წყობრიდან გამოსული ქეთი და უკან დაიხია -ნუ ცდილობ დამარწმუნო იმაში, რომ დღემდე შენთვის მხოლოდ მე ვარსებობ! მაშინ როცა ზუსტად ვიცი... შენს ცხოვრებაში არის ვიღაც სხვა...
-სხვა?!-უცნაური ტონით გაიმეორა გეგამ და იმის გააზრებაზე რომ ქეთი მასზე ეჭვიანოდა საშინელი კმაყოფილების განცდა დაეუფლა, ირონიულმა ღიმილმა ტუჩის კუთხე ჩაუტეხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თავლებში თავგზააბნეულ ქალს -სხვა არ არსებობს!- კარგა ხნის სიჩუმის მერე მკაცრი ტონით უთხრა და ზედმეტად მიაუახლოვდა-
ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ! მხოლოდ შენ გესმის რას გეუბნები? მე მხოლოდ შენ მინდიხარ და მჭირდები ბედნიერებისთვის-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და სანამ ქეთი აზრზე მოვიდოდა ტუჩებზე დააცხრა
-გთხოვ-შეეხვეწა ქეთი -თავი დამანებე... ძალიან გთხოვ... ასე მოქცევა არ შემიძლია...ეს არასწორია- ამოილუღლუღა და ატირებულმა უკან დაიხია- სახლში უნდა წავიდე-ისე უთხრა რომ მისთვის სახეში არ შეუხედია
-მე წაგიყვან-მბრძანებლური ტონით უთხრა გეგამ და საჭეს მიუჯდა, ქეთი ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ვერ წყვეტდა როგორ მოქცეულიყო... დეჟავუ ჰქონდა და რამდენიმე წამის განმავლობაში დროსა და სივრცეში დაიკარგა კიდეც -ქეთი- დაუღრინა მისი დაბნეულობით გაღიზიანებულმა კაცმა და მანქნა დაქოქა, კარგა ხნის ფიქრის მერე უკანა სავარძელში დაიკავა ადგილი ქეთიმ და აწყლიანებული თვალებით გახედა სარკიდან მომზირალ კაცს -ნუ ღელავ შორს გავაჩერებ- ბრაზ ნარევი ტონით უთხრა და მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
ვაჩე გაბრაზებული სახით უყურებდა სოფის რომელიც ცრემლიან თვალებს არ აშორებდა წვიმის წვეთებისგან აბრჭყვიალებულ მინას
-რატომ არ გესმის?-ნაწყენი ტონით ჰკითხა ბიჭმა- უბრალოდ შენთან მარტო დარჩენა და ლაპარაკი მინდა
-მე არ მინდა
-რატომ?-ავარდა ვაჩე
-იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავ ჩვენს მარტო დარჩენასა და საუბარში...მითუმეტეს მესტიაში- ბოლო 2 სიტყვა ზედმეტად ემოციურად წარმოსთქვა გაბრაზებულმა გოგონამ

№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო ვიცი რომ პატარა თავია და ლოდინითაც გღლით მაგრამ ამ ეტაპზე მეტის წერას მართლა ვერ ვახერხებ :( ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№2 სტუმარი სტუმარი nazi

აუუ ძან კარგი იყო მომეწონა გეგას და ქეთის დიალოგი სოფი და ვაჩე თორნიკე და მარიანა დამაკლდნენ დანარჩენი კარგი იყო მომწონს ქეთის და გეგას წყვილი გელი მოუთმენლად ❤❤❤❤❤

№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
აუუ ძან კარგი იყო მომეწონა გეგას და ქეთის დიალოგი სოფი და ვაჩე თორნიკე და მარიანა დამაკლდნენ დანარჩენი კარგი იყო მომწონს ქეთის და გეგას წყვილი გელი მოუთმენლად ❤❤❤❤❤

მიხარია ამ წყვილს რომ გულშემატკივრობ ❤❤❤❤❤❤❤დრო არ მაქვს სამწუხაროდ და მეტის წერას ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე :(

№4 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო ვერაფერს ვიტყვი.ძალიან მომეწონა ქეთისა და გეგას დიალოგი და ისიც მომეწონა რო ამდენი წლის შემდეგ ქეთიმ იეჯვიანა გეგაზე და ეს იმას ნიშნავს რო ძველებურად ისევ ისე უყვარს.რაც შეეხება სურათს ძალიან მომეწონა ყოჩაღ ნენე ძუსთად ისეთია როგორიც გეგა წარმოვიდგინე.ნეაკო გთხოვ რა მალე შეეარიგე ეს გადარეული და ერთმანეტზე შეყვარებული წყვილი❤❤
და იმედია ვაჩე და სოფო საბოლოოდ შერიგდებიან ამ საუბრის მერე.

№5 სტუმარი სტუმარი ნინო

გეგას და ქეთის დიალოგი ერთი და იმაევეა თითქმის ყველა თავში ..ირაკლი მეცოდება ძალიან და ქეთი ძალიან აცანცარდა..გელოდები შემდეგ თავს..სოფოს ვბალეშიკობ და იმედი მაქვს ვაჩე ძალას არ დაატანს.

№6 სტუმარი nino

დიალოგი ჩემთვის ქეთასი და გეგასი მაინც არ იყო გაშლილი, ანუ ჩამოყალიბებული ხალხის. ბოლომდე არც ერთი არ იძახის სათქმელს. წრეზე დადის მათი დიალოგი.

ქეთა 18 წლის ბავშვი იყო რომელსაც ხელთ ყავდა პატარა ბავშვი და იმ მომენტში გამოჩნდა ირაკლი და მისცა მან ის რაც ვერ მიცა გეგამ, რადგან საკუთარი სისულელის გამო აღმოჩნდა ციხეში.

ქეთის ვერ ვამართლებ რადგან ირაკლის სიყვარული გამოიყენა რომ თორნიკე გაეზარდა.არც გეგას საქციელს მესმის რომ უყავრს მაგრამ მას რომ ყავდეს ცოლი რომელიც უყვარს და ის წარსულის სიყვარულს მისტიროდეს და თან მას ეხებოდნენ მოეწონება. მათი საქციელი ქეთის და გეგას არასწორია, ჯერ დაასრულე ერთი ურთიერთობა რომ დაიწყო სხვა ურთიერთობა.

არ მესმის ქეთის თუ იმ მომენტში იცოდა რომ მიატოვა გეგამ რატომ უნდა მისტირო ადამიანს რომელმაც დაგტოვა ყოველგვარი ახსნის გარეშე? ბოდიშით მაგრამ წარსულ რომ მისტირის ადამიანი არ მიყვარს და ის ყველანაირად მაღიზიანებს, იმედია ნეაკო არ გეწყონება. ნუ მართალია მე წარსულის ხალხს მომავალში არ ვუშვებ და მათდამი ჩემი გრძნობები უბრალოდ მათდამი სიბრალულია.

იმედია არ მიწყენ ნეაკო თუ გეტყვი რომ გეგა და ქეთას წყვილი არ მომწონს და მათ არ ვბალეშიკობ. არც იმის მომხრე ვარ რომ ქმართან ვალდებულების გამო იყოს მაგრამ ქეთასნაირი სუსტი ჩამოუყალიბებელი და წარსულში ჩარჩენილი ხალხის მომხრე არ ვარ და ამიტომ მათ მიმართ ვერ ვიქნები ლოიალური.

27 წლის განმავლობაში ქეთიმ რა შექმნა ? კარიერის და განათლების მხრივ? დამოუკიდებელი ადამიანი არ არის რასაც ვუყურებ დიასახლისია რომელის ქმარსაც კარგი შემოსავალი აქვს და მის კისერზე ცხოვრობს. გაზარდა თორნიკე და ქმარს გაუჩინა შვილი რომელიც არ უყვარდა, 27 წელი თუ გეგაზე ფიქრობდა, ქმართან სექსის დროსაც თუ ის გეგაზე ფიქრობდა ეხლა ეს ძალიან მარაზმია? უსიყვარულო სექსი და ვალდებულებით შესრულებული ცოლის მოვალეობა საშინელებაა.

სოფი მართალია რომ არ სურს ვაჩე რომელიც ნარკომანია, რომელიც არ ცდილობს იმის მაგივრად დაანებოს ნარკოტიკს თავი იმკურნალოს და კარგი მომავალი ქონდეს სოფოს გვერძე, იმის მაგივრად ქალას პატივი სცეს და კაცურად მოიქცეს შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

ალბათ ერთი ვარ ვისაც ბევრი პრეტენზია აქვს.

№7 სტუმარი ია

არ იმსახურებს ირაკლი ასეთ დასასრულს. ქეთი საერთოდ არ იმსახურებს ირაკლის, გამოიყენო და მოაგდო??? ჰოპ, ახლა მიხვდა თურმე ნამდვილი ვნება და სიგიჟე რა არის???? გეგას საქციელი კი ბავშვის ფეხების ბაკუნს გავს. ზოგადად რაც თვითონ არის ეგოისტი ქეთი, ისეთი ყავს თორნიკეც. არც ერთმა არ იცის "შენი" ადამიანის ფასი❤❤❤❤❤❤❤რა გეგა და ქეთი???? დაუბრუნე ირაკლის სრულიად გარკვეული გრძნობებში❤❤❤❤❤❤

№8  offline მოდერი ნეაკო

nino
დიალოგი ჩემთვის ქეთასი და გეგასი მაინც არ იყო გაშლილი, ანუ ჩამოყალიბებული ხალხის. ბოლომდე არც ერთი არ იძახის სათქმელს. წრეზე დადის მათი დიალოგი.

ქეთა 18 წლის ბავშვი იყო რომელსაც ხელთ ყავდა პატარა ბავშვი და იმ მომენტში გამოჩნდა ირაკლი და მისცა მან ის რაც ვერ მიცა გეგამ, რადგან საკუთარი სისულელის გამო აღმოჩნდა ციხეში.

ქეთის ვერ ვამართლებ რადგან ირაკლის სიყვარული გამოიყენა რომ თორნიკე გაეზარდა.არც გეგას საქციელს მესმის რომ უყავრს მაგრამ მას რომ ყავდეს ცოლი რომელიც უყვარს და ის წარსულის სიყვარულს მისტიროდეს და თან მას ეხებოდნენ მოეწონება. მათი საქციელი ქეთის და გეგას არასწორია, ჯერ დაასრულე ერთი ურთიერთობა რომ დაიწყო სხვა ურთიერთობა.

არ მესმის ქეთის თუ იმ მომენტში იცოდა რომ მიატოვა გეგამ რატომ უნდა მისტირო ადამიანს რომელმაც დაგტოვა ყოველგვარი ახსნის გარეშე? ბოდიშით მაგრამ წარსულ რომ მისტირის ადამიანი არ მიყვარს და ის ყველანაირად მაღიზიანებს, იმედია ნეაკო არ გეწყონება. ნუ მართალია მე წარსულის ხალხს მომავალში არ ვუშვებ და მათდამი ჩემი გრძნობები უბრალოდ მათდამი სიბრალულია.

იმედია არ მიწყენ ნეაკო თუ გეტყვი რომ გეგა და ქეთას წყვილი არ მომწონს და მათ არ ვბალეშიკობ. არც იმის მომხრე ვარ რომ ქმართან ვალდებულების გამო იყოს მაგრამ ქეთასნაირი სუსტი ჩამოუყალიბებელი და წარსულში ჩარჩენილი ხალხის მომხრე არ ვარ და ამიტომ მათ მიმართ ვერ ვიქნები ლოიალური.

27 წლის განმავლობაში ქეთიმ რა შექმნა ? კარიერის და განათლების მხრივ? დამოუკიდებელი ადამიანი არ არის რასაც ვუყურებ დიასახლისია რომელის ქმარსაც კარგი შემოსავალი აქვს და მის კისერზე ცხოვრობს. გაზარდა თორნიკე და ქმარს გაუჩინა შვილი რომელიც არ უყვარდა, 27 წელი თუ გეგაზე ფიქრობდა, ქმართან სექსის დროსაც თუ ის გეგაზე ფიქრობდა ეხლა ეს ძალიან მარაზმია? უსიყვარულო სექსი და ვალდებულებით შესრულებული ცოლის მოვალეობა საშინელებაა.

სოფი მართალია რომ არ სურს ვაჩე რომელიც ნარკომანია, რომელიც არ ცდილობს იმის მაგივრად დაანებოს ნარკოტიკს თავი იმკურნალოს და კარგი მომავალი ქონდეს სოფოს გვერძე, იმის მაგივრად ქალას პატივი სცეს და კაცურად მოიქცეს შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

ალბათ ერთი ვარ ვისაც ბევრი პრეტენზია აქვს.

რა თქმა უნდა არ მწყინს, პირიქით საინტერესოა განსხვავაებული აზრის მოსმენა...ზოგადად ჩემთვისაც ძალიან გამაღიზიანებელი თემაა ოჯახის დანგრევა ვიღაც მესამის გამო ...

ვფიქრობ სხვასთან მხოლოდ მაშინ უნდა წახვიდე ადამიანი, როცა საბოლოოდ გაარკვევ პარტნიორთან ურთიერთობას და შენით მიხვდები რომ მასთან ყოფნა აღარა გინდა, აღარ გიყვარს, აღარ გჭირდება, მასთან ბედნიერი არ ხარ და არა მესამის გამო გადადგა ეს ნაბიჯი...
სხვა მერე უნდა შემოუშვა შენს ცხოვრებაში.

ქეთი გეგას ურთიერთობას რაც შეეხება, აქ დამნაშავე ვფიქრობ რომ არცერთი არაა მომხდარში...
ირაკლის უყვარდა ქეთი და იმის მიუხედავად რომ იცოდა მას სხვა უყვარდა მაინც არ მოეშვა იქამდე სანამ ცოლად არ მიიყვანა.

18 წლის ქეთი პატარა ბავშვით ხელში სრულიად მარტო დარჩა... გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და იმ კაცს გაჰყვა ცოლად ვინც მას გვერდში ამოუდგა.

გეგას ქვეყნიდან წასვლა მოულოდნელად მოუწია, დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს. ხმა ვერ მიაწვდინა ქეთის... დაბრუნდა ეძება, გაიგო რომ გათხოვდა და წლების წინ წავიდა თელავიდან... თუმცა ისე ძალიან უყვარდა ქეთი რომ მისი ძებნა მაინც არ შეწყვიტა, იმის იმედად რომ მასაც ისევ ემახსოვრებოდა და ეყვარებოდა... ახლა როცა იპოვა და იგრძნო რომ ქეთისაც არ ჰყავდა დავიწყებული დაიწყო მისთვის ბრძოლა.

ახლა ქეთის და გეგას საქციელი რა თქმა უნდა მთლად სწორი არაა, მაგრამ ურთიერთობია გარკვებას სხვაგვარად ვერ შეძლებენ და ირაკლისაც მუდამ ეჭვები დაღრღნის.

არ იფიქრო რომ საწინადეგოს გიმტკიცებ, უბრალოდ ჩემს აზრი გაგიზიარე მოცემულ საკითხებზე... თუმცა ვიზიარებს შენს შეხედულებას ამ საკითხებზე რადგან ყველას თავის სიამრთლე აქვს ამ წყვილს შორის

№9 სტუმარი სტუმარი ელზა

აი ზუსტად ის თქვით რაც მე მინდოდა მეთქვა. არ მომწონს გეგას და ქეთის წყვილი. ქეთი აცანცარებულ გოგოს გავს, რომელმაც ირაკლი მთელი ამ დროის განმავლობაში გამოიყენა

№10 სტუმარი nino

ნეაკო

სიყვარულის სახელით მე ბევრ რამეს არ ვამართლებ.

ადამიანი რომელიც წარსულიც ცხოვრობს ვერასდროს იქნება მომავალში ბედნიერი, 27 წლიანი თანაცხვორების დროს ქმარსაც იყვარებენ. ადამიანის გრძნობებზე თამაში ყველაზე დიდი დანაშაულია ჩემთვის და ესეთ საქციელს არავის ვპატიობ.

ყველას მისი სიმართლე აქვს მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ არ არის სწორი. ჯერ დაასრულე ურთიერთობა რომ მერე ახლი გააჩაღო.

ქეთი და გეგას წყვილი ამ ისტორიაში ყველაზე არასასიამოვნოა და არასწორი, არ ვაპირებ მოგატყუო და გითხრა რომ ეს წყვილი მომწონს ან რა კაია ესეთი ლავ სთორი ამდენწლიანმა სიყვარულმა დროს გაუძლო.

გეგას რომ კაცობა ქონდეს სხვის ქალს არ შეეხებოდა რადგან მან ქეთი 27 წლის უკან დაკარგა და მას სხვისი ცოლი ქვია.

ირაკლის დიდი შეცდომა ქეთისადმი სიყვარულია.

ირაკლი არ დაიჩაგროს მოდი ვინმე უპოვე არ გეტყვი იცი რატომ ამდენწლიან თანაცხოვრებას ქალთან რომელიც გიყვარს ერთ დღეში ვერ დაივიწყებ, ვერც ახალ ქალს შეიყვარებს ისე როგორც ქეთი უყვარდა, იმიტომ რომ ყველაფერი სხვა ქალთან მოჩვენებითი იქნება.

არც იმას გეტყვი ქეთი ირაკლისთან დატოვო, და უცებ აღმოაჩინოს რომ ქმარის უყვარს თურმე და არა გეგა რომელმაც წარსული გაახსენა.

21 სააუკუნეა და ტექნოლოგიები ზენიტშია, ტიპს ფული აქვს შეუძლია მოძებნოს ქალი და ამდენი წელი ვერ იპოვო ბოდიში მაგრამ სასაცილოა. ირაკლიც ახლა მაფიოზი არ მყავდეს ან მინისტრი რომელიც ქვეყანას აზანზარებს.

№11 სტუმარი სტუმარი კირა

აუ რა, ვაჩეს&სოფის დიალოგი
მინდოდა და მაგ დროს შეწყვიტე მაინცდამანინც:(
ქეთისა და გეგას ინტერესი არ მაქვს, მიზეზი იცი რატომაც.
აუ შეგიძლია გეგას ფოტო აქ ჩააგდო?
საიტის სრულ ვერსიაზე გადმოსვლა არმინდა.ასე კითხვას უფრო შეჩვეული ვარ და ამიტომ ვერვნახულობ გეგას ფოტოს.

№12 სტუმარი ელა1

კარგი ფოტოს ყოჩაღ ნენე❤❤

№13 სტუმარი ელა1

nene gelovani
ელა1
კარგი ფოტოს ყოჩაღ ნენე❤❤

მადლობა ელა, ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤❤❤

ისე თუ ქეთის სურათი არ უდევს ნეაკოს აქ ამ საიტზე იქნებ ქეთის შესაფერისი ქალისსურათი მოძებნო შენ რას იყტვი?❤

№14 სტუმარი ელა1

ვეცდები ელა ❤ ირაკლიც ვიპოვე, მაგრამ ის ირაკლი მხოლოდ ჩემი წარმოდგენითაა და არამგონია დამეთანხმოთ :დ

თუმცა ავტვირთავ მერე თუ სურვილი გექნებათ

მე მაქვს სურვილი და შევადაროთ ერთმანეთც რომელი ჯობია სურათების მიხედვით

№15  offline მოდერი ნეაკო

ელა, ტელევიზორში ვნახე ეგ კაცი და რომ დავინახე რატომღაც გავიფიქრე, ირაკლის პროტოტიპად გამოდგებოდა-მეთქი. სიმპატიური კაცი კია, მაგრამ ცოტა ასაკოვანია და გეგა ვიზუალით ნამდვილად ვერ აჯობებს გეგას. ეს ისე, უბრალოდ გავიფიქრე, თორე დიდად რომ გითხრა ერთი-ერთში ირაკლია-მეთქი მოგატყუებ.

ჩაგვიგდე რა ნენე ძაან მაინტერესებს როგორ წარმოგიდგენია ირაკლი და ქეთი, მე სართოდ ვერავის ვუსადაგებ, და უბრალოდ იმ ფოტოებს ვტვირთავ ზოგადა რაც მომწონს ❤❤❤❤❤❤❤❤❤

№16 სტუმარი nino

ოჯახი როცა ინგრევა პასუხისმგებლობა კაც და ქალს ეკისრება. ყველაფერი უნდა დაასრულო როდესაც ხედავ რომ ურთიერთობა უფსკრულისკენაა მიმართული, ანუ მოსაწონია როდესაც ქალი საკუთარ წარსულის სიყვარულს კოცნის და ამავდროულად ყავს ქმარი? სერიოზულად

ანუ ყველა მკითხველს გეგა უნდა მოგვწონდეს რადგან წარსულის სიყვარულისთვის იბრძვის და შტერი ქეთი რომელიც სადღაც შუაშია გაკვეხებული და არ იცის ირაკლი თუ გეგა.

მე არ მითქვამ რომ ირაკლიც მომწონს და მის პერსონაჟ იცი როდის დავწერ რამეს როდესაც ეგ და ქეთი ილაპარაკებენ და გაარკვევენ ურთიერთობას.

ქალ აქვს სიყვარულის უფლება ნებისმიერ ასაშკში , მაგრამ ქმრის პარალელურად თუნდაც არ გიყვარდეს არ მიმაჩნია სწორად მისი ანუ ქეთის საქციელი.

ამ ცხოვრებაში უნდა იცოდე რა გინდა და ვინგ გჭრირდება , რატომ გინდა და ვერ გაერკვევი ისეთივე იქნები როგორც ქეთი, რომელმაც არ იცის რა უნდა ვინ უნდა და რატომ უნდა.

აქ უმრავლესობას გეგა იმდენად მოსწონს რომ სხვას თუ განსხვავებული აზრი აქვს ეს არ მოსწონთ.

№17 სტუმარი სტუმარი კირა

ოჰოოოოოო, დიდი დოზით ქარიზმატულობა და ეშხიიიი :))
მმმმ, დავდნიი

№18 სტუმარი სტუმარი კირა

ნეაკო
nene gelovani
ელა1
nene gelovani
ელა1
nene gelovani
ელა1
კარგი ფოტოს ყოჩაღ ნენე❤❤

მადლობა ელა, ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤❤❤

ისე თუ ქეთის სურათი არ უდევს ნეაკოს აქ ამ საიტზე იქნებ ქეთის შესაფერისი ქალისსურათი მოძებნო შენ რას იყტვი?❤

ვეცდები ელა ❤ ირაკლიც ვიპოვე, მაგრამ ის ირაკლი მხოლოდ ჩემი წარმოდგენითაა და არამგონია დამეთანხმოთ :დ

თუმცა ავტვირთავ მერე თუ სურვილი გექნებათ

მე მაქვს სურვილი და შევადაროთ ერთმანეთც რომელი ჯობია სურათების მიხედვით

ელა, ტელევიზორში ვნახე ეგ კაცი და რომ დავინახე რატომღაც გავიფიქრე, ირაკლის პროტოტიპად გამოდგებოდა-მეთქი. სიმპატიური კაცი კია, მაგრამ ცოტა ასაკოვანია და გეგა ვიზუალით ნამდვილად ვერ აჯობებს გეგას. ეს ისე, უბრალოდ გავიფიქრე, თორე დიდად რომ გითხრა ერთი-ერთში ირაკლია-მეთქი მოგატყუებ.

ჩაგვიგდე რა ნენე ძაან მაინტერესებს როგორ წარმოგიდგენია ირაკლი და ქეთი, მე სართოდ ვერავის ვუსადაგებ, და უბრალოდ იმ ფოტოებს ვტვირთავ ზოგადა რაც მომწონს ❤❤❤❤❤❤❤❤❤

კიი რაა ატვირტე

№19 სტუმარი სტუმარი ქეთა

nino
ოჯახი როცა ინგრევა პასუხისმგებლობა კაც და ქალს ეკისრება. ყველაფერი უნდა დაასრულო როდესაც ხედავ რომ ურთიერთობა უფსკრულისკენაა მიმართული, ანუ მოსაწონია როდესაც ქალი საკუთარ წარსულის სიყვარულს კოცნის და ამავდროულად ყავს ქმარი? სერიოზულად

ანუ ყველა მკითხველს გეგა უნდა მოგვწონდეს რადგან წარსულის სიყვარულისთვის იბრძვის და შტერი ქეთი რომელიც სადღაც შუაშია გაკვეხებული და არ იცის ირაკლი თუ გეგა.

მე არ მითქვამ რომ ირაკლიც მომწონს და მის პერსონაჟ იცი როდის დავწერ რამეს როდესაც ეგ და ქეთი ილაპარაკებენ და გაარკვევენ ურთიერთობას.

ქალ აქვს სიყვარულის უფლება ნებისმიერ ასაშკში , მაგრამ ქმრის პარალელურად თუნდაც არ გიყვარდეს არ მიმაჩნია სწორად მისი ანუ ქეთის საქციელი.

ამ ცხოვრებაში უნდა იცოდე რა გინდა და ვინგ გჭრირდება , რატომ გინდა და ვერ გაერკვევი ისეთივე იქნები როგორც ქეთი, რომელმაც არ იცის რა უნდა ვინ უნდა და რატომ უნდა.

აქ უმრავლესობას გეგა იმდენად მოსწონს რომ სხვას თუ განსხვავებული აზრი აქვს ეს არ მოსწონთ.

როგორ გეთანხმებით. აქ განსხვავებულ აზრზე ვენებს ისერავენ ????????

№20 სტუმარი ელა1

ნენე ❤❤❤❤ძალიან მაგარია მომეწონა ირაკლიც და ქეთიც.

№21  offline წევრი nigita

ყველას აზრს ვცემ პატივს და ყველას თავისი შეხედულება აქვს და აზრს პერსონაჟების მიმართ გამოთქვამს.
ყველა ერთნაირად არ მოეწონება პერსონაჟი და არ შეიყვარებს და არ გაგიჟდება ეს ყოველთვის ასეა ამიტომ არ ვცემ სხვის კომენტარრებს პასუხს და ატ ვიწყებ ჩემი აზრის მტკიდებას. რამდენიც ადამიანი არსებობს იმდენი შეხწდულებაა.
ყველა ვინც მოთხრობას ან ისტორიას ან წიგნს კითხულობს ფილმს უყურებს მერე ფოქრობს მე რომ მის ადგილზე ვიყო რას ვიზამდი და როგორ მოვიქცეოდი. ყველას გვქონია მომენტი როდესაც რომელიღაც პერსონაჟისთვის თავი მიგვისადაგებია რადგან რაღაცით  ვგავართ .
იმ გოგომ საკუთარი მაგალითი იმისთვის მოიყვანა რომ მას და ქეთის ერთი რამ შეემთხვათ ისიც მიატოვეს 18 წლის ასაკში აუხსნელად ბავშვის ხელში და ქეთიც(პერსონაჟი). ეს ადამინს ტკივილს აყენებს და ზოგი სხვას ეყრდნობა ზოგი კი მარტო აგრძელებს ბრძოლას ეს იყო მისი მაგალითი.  და აზრი ეს იდოდა. ის რომ ქეთი წარსულით ცხოვრობს ეს არის მისი შეცდონა მისი არასწორად გადადგმული ნაბიჯები ზოგი ამას უხეშად ამბობს ზოგი უფრო რბილად.
ჩემთვის წარსული არ გაკვეთილი და არა განაჩენი. ეს მისი განსჯა კი არ არის, ეს აზრია თუ რატომ არის ეს პწრსონაჟი მისთვის არ მოსაწონი.
18 წლის ბავში რომელიც მიატოვეს ახსნის გარეშე, უცებ იღებს ყურადღებას, კარგ დამოკიდებულებას და სიყვარულს თვლის რომ სწორედ იქცევა თუ მას გაყვება დ მისი ცოლი გახდება. ედ არის მისი პირველი არასწორი გადაწყვეტილება.
ირაკლიმ ქეთის თანხმობით მიიღო იმედი რომ მას შეიყვარებდნენ და არ მოუწევდა წარსულის სიყვარულთან ბრძოლა პირველი შეცდომა ქეთის ეს იყო რომ მას იმედი მისცა. ზოგი ამას უხეშათ იტყვის გამოყენება ზოგი იტყვის ტყუილი იმედი მიცაო. ამაზეა ყურადღება გამახვილებული თუ რატომ აკრიტიკებენ ქეთი, ქალს მაშინაც აკრიტიკებენ როდესაც ის აცვია რაც მას მოსწონა და არა სხვასდა იარლიყებსაც აკერებენ.
როცა სტატუსი გაქვს ცოლი თან სხვა კაცის მომკალით და მეც არ მიმჩნია სხვა კაცთან კოცნა სწორი. თუნდაც ის შენი სიყვარული იყოს რომელსაც 27 წელი ელოდე  ასეთ საქციელს არც აქ იწონებენ ევროპაში და არც საქართველოში, ამით იმ ადამიანს არაცემ პატივს ვისაც უყვარხარ.  ყველაფერს ჭირდება ფონი.
მართალია მე ყველაფერს არა გრძნობებით არამედ ცივი გონებით ვუდგები ალბათ იმიტომ რომ მეორე ნახევარი სამხესრო მაყავს და დისციპლინა და ცივი გონებით ქცევა გავიტავისე.  ყველა ადამიანის ფსიქიკა და აზროვნება ერთი არ არის.
უნდა დაასრულო ურთიერთობა რომლითაც საკუთარ თავს ანადგურებ და იმას ვისაც იმედი მიეცი რომ შეიყვაებდი. ოჯახის დანგევის მიზეზი მნიშვნელობა არ აქვს კაცია დამნაშავე თუ ქალი ორივეს ეკისრება პასუხისმგებლობა მე ესევთვლი.
როგორც საქართვრლოში არსებობს მეზობელი რომელიც შენი ცხოვრებით ცხოვრობს ასევეა ევროპაშიც ნუ გონიათ რომ მხოლოდ საქართველოშია ეგეთი მეზებლები.
ქეთია შეცდომას ზოგი უხეშად ამახვილებს ყურადღებას თორემ აქ არავინ ამბობს რომ მას არ აქვს სიყვარულის უფლება, მისი ქცევა პატარა 18 წლის გოგოსას გავს და არა ჩამოყალიბებული  ადამიანისას რომელიც ახლა 45 წლის ადამიანისას რომელსაც სწორად შეუძლია განსაზღვროს რა უნდა და რას ითხოვს.
ეს დიალოგი გეგა და ქეთის ფეხების ბაკუნს გავს რომელიც ადგილიდან არ იძვრის აი გაშეშებულია ერთ ადგილას.
აქ სწორედ აღნიშნეს ადამიანს რომელსაც ფული აქვს მის საყვარელ ქალზე აქ ინფორმაცია მისი პოვნა მართლა მარტივია და იმდენი მიზეზს დავასახელებ თუ როგორ ამიტომ  გეგას 19 წელი გეძებდი არგუმენტი არაა, ანუ გამოდის კარგად ვერეძებდა.
  ყველაფერი ჯამში რომ ავიღო აქ არსებული ყველა პერსონაჟი არ არის.
თორნიკე უმადურია და მარიანას პატივს არ სცემს და სრურს მისნაირად იფიქროს მოუქცეს და მხოლოს თორნიკესი უნდა ესმოდეს და დათმობაზე მიდიოდეს ნუ არ შემიძლია ესეთი ტიპები და ნევრებზე მიკაკუნებენ. 
დედა ისაა ვინც გზრდის ქეთიმ მას ოჯახი მისცა არ უგვვრნია რაა როცა ობოლი ხარ და მამასარ ჭირდები. ამიტომ ვკიცხავ თორნიკეს. განვითარებული,ჩამოყალიბებული და ყველა წრეწე ტრიალებს ერთი სოფო ფიქრობს სწორად რომ სიყვარულის გამო წუმპეში არ უნდა რომ ჩახტეს.
მართალია მე არავის ვგულშემატკივრობ მაგრამ საკუთარი საქციელებით და არააწორი მიდგომით დაშვებული შეცდომებით ცხოვრება აირიეს და 3 ადამიანი რომელიც ერთმანეთ ტკენს და ტანჯავს.
არც გეგა მომწონა არც ქეთი 24/7ზე რომ ტირის და უაზროდ ბლუყუნებს და არ ამბობს სათქმელს რაც მას ამოასუნთქებს. არც იარკლი რომელმაც ქეთის თანხმობით იმედი მიიღო .

№22 სტუმარი სტუმარი კირა

ვუაიმეეე :)))
სწორედ ისეთი როგორიც წარმომედგინა, მკაცრი, დინჯი და გრუბი:)
ძაან სიმპოა <3

№23  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო

სამწუხაროდ დღეს ვერანაირად ვერ ვახერხებ ახალი თავის დადებას . ხვალ აუცილებლად დავდებ ❤❤❤❤❤❤❤

დაგვიანებისთვის და ლოდინისთვის ბოდიშს გიხდით ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№24 სტუმარი სტუმარი კირა

დაგვიანებას არაუშავს.
ჩემს ირაკლის შეხედე პროსტა რა კაცია:)))
სანამ ისტორიის კულმინაციამდე მისულულხარ და ქეთი გეგასთვის ჩაგიბარებია, იქნებ დაფიქრდე ქეთისა და ირაკლიზე;) ვიცი რომ ირაკლი ჩემზე არანაკლებად გიყვარს.
ჰაჰაჰა? კიი?? თუ არაა? ჰაა რას ფიქრობ? :დ

არანაკლებ უნდა დამეწერა მაგრამ გრამატიკულ შეცდომას არაუშავს

№25  offline მოდერი ნეაკო

nigita
ყველას აზრს ვცემ პატივს და ყველას თავისი შეხედულება აქვს და აზრს პერსონაჟების მიმართ გამოთქვამს.
ყველა ერთნაირად არ მოეწონება პერსონაჟი და არ შეიყვარებს და არ გაგიჟდება ეს ყოველთვის ასეა ამიტომ არ ვცემ სხვის კომენტარრებს პასუხს და ატ ვიწყებ ჩემი აზრის მტკიდებას. რამდენიც ადამიანი არსებობს იმდენი შეხწდულებაა.
ყველა ვინც მოთხრობას ან ისტორიას ან წიგნს კითხულობს ფილმს უყურებს მერე ფოქრობს მე რომ მის ადგილზე ვიყო რას ვიზამდი და როგორ მოვიქცეოდი. ყველას გვქონია მომენტი როდესაც რომელიღაც პერსონაჟისთვის თავი მიგვისადაგებია რადგან რაღაცით  ვგავართ .
იმ გოგომ საკუთარი მაგალითი იმისთვის მოიყვანა რომ მას და ქეთის ერთი რამ შეემთხვათ ისიც მიატოვეს 18 წლის ასაკში აუხსნელად ბავშვის ხელში და ქეთიც(პერსონაჟი). ეს ადამინს ტკივილს აყენებს და ზოგი სხვას ეყრდნობა ზოგი კი მარტო აგრძელებს ბრძოლას ეს იყო მისი მაგალითი.  და აზრი ეს იდოდა. ის რომ ქეთი წარსულით ცხოვრობს ეს არის მისი შეცდონა მისი არასწორად გადადგმული ნაბიჯები ზოგი ამას უხეშად ამბობს ზოგი უფრო რბილად.
ჩემთვის წარსული არ გაკვეთილი და არა განაჩენი. ეს მისი განსჯა კი არ არის, ეს აზრია თუ რატომ არის ეს პწრსონაჟი მისთვის არ მოსაწონი.
18 წლის ბავში რომელიც მიატოვეს ახსნის გარეშე, უცებ იღებს ყურადღებას, კარგ დამოკიდებულებას და სიყვარულს თვლის რომ სწორედ იქცევა თუ მას გაყვება დ მისი ცოლი გახდება. ედ არის მისი პირველი არასწორი გადაწყვეტილება.
ირაკლიმ ქეთის თანხმობით მიიღო იმედი რომ მას შეიყვარებდნენ და არ მოუწევდა წარსულის სიყვარულთან ბრძოლა პირველი შეცდომა ქეთის ეს იყო რომ მას იმედი მისცა. ზოგი ამას უხეშათ იტყვის გამოყენება ზოგი იტყვის ტყუილი იმედი მიცაო. ამაზეა ყურადღება გამახვილებული თუ რატომ აკრიტიკებენ ქეთი, ქალს მაშინაც აკრიტიკებენ როდესაც ის აცვია რაც მას მოსწონა და არა სხვასდა იარლიყებსაც აკერებენ.
როცა სტატუსი გაქვს ცოლი თან სხვა კაცის მომკალით და მეც არ მიმჩნია სხვა კაცთან კოცნა სწორი. თუნდაც ის შენი სიყვარული იყოს რომელსაც 27 წელი ელოდე  ასეთ საქციელს არც აქ იწონებენ ევროპაში და არც საქართველოში, ამით იმ ადამიანს არაცემ პატივს ვისაც უყვარხარ.  ყველაფერს ჭირდება ფონი.
მართალია მე ყველაფერს არა გრძნობებით არამედ ცივი გონებით ვუდგები ალბათ იმიტომ რომ მეორე ნახევარი სამხესრო მაყავს და დისციპლინა და ცივი გონებით ქცევა გავიტავისე.  ყველა ადამიანის ფსიქიკა და აზროვნება ერთი არ არის.
უნდა დაასრულო ურთიერთობა რომლითაც საკუთარ თავს ანადგურებ და იმას ვისაც იმედი მიეცი რომ შეიყვაებდი. ოჯახის დანგევის მიზეზი მნიშვნელობა არ აქვს კაცია დამნაშავე თუ ქალი ორივეს ეკისრება პასუხისმგებლობა მე ესევთვლი.
როგორც საქართვრლოში არსებობს მეზობელი რომელიც შენი ცხოვრებით ცხოვრობს ასევეა ევროპაშიც ნუ გონიათ რომ მხოლოდ საქართველოშია ეგეთი მეზებლები.
ქეთია შეცდომას ზოგი უხეშად ამახვილებს ყურადღებას თორემ აქ არავინ ამბობს რომ მას არ აქვს სიყვარულის უფლება, მისი ქცევა პატარა 18 წლის გოგოსას გავს და არა ჩამოყალიბებული  ადამიანისას რომელიც ახლა 45 წლის ადამიანისას რომელსაც სწორად შეუძლია განსაზღვროს რა უნდა და რას ითხოვს.
ეს დიალოგი გეგა და ქეთის ფეხების ბაკუნს გავს რომელიც ადგილიდან არ იძვრის აი გაშეშებულია ერთ ადგილას.
აქ სწორედ აღნიშნეს ადამიანს რომელსაც ფული აქვს მის საყვარელ ქალზე აქ ინფორმაცია მისი პოვნა მართლა მარტივია და იმდენი მიზეზს დავასახელებ თუ როგორ ამიტომ  გეგას 19 წელი გეძებდი არგუმენტი არაა, ანუ გამოდის კარგად ვერეძებდა.
  ყველაფერი ჯამში რომ ავიღო აქ არსებული ყველა პერსონაჟი არ არის.
თორნიკე უმადურია და მარიანას პატივს არ სცემს და სრურს მისნაირად იფიქროს მოუქცეს და მხოლოს თორნიკესი უნდა ესმოდეს და დათმობაზე მიდიოდეს ნუ არ შემიძლია ესეთი ტიპები და ნევრებზე მიკაკუნებენ. 
დედა ისაა ვინც გზრდის ქეთიმ მას ოჯახი მისცა არ უგვვრნია რაა როცა ობოლი ხარ და მამასარ ჭირდები. ამიტომ ვკიცხავ თორნიკეს. განვითარებული,ჩამოყალიბებული და ყველა წრეწე ტრიალებს ერთი სოფო ფიქრობს სწორად რომ სიყვარულის გამო წუმპეში არ უნდა რომ ჩახტეს.
მართალია მე არავის ვგულშემატკივრობ მაგრამ საკუთარი საქციელებით და არააწორი მიდგომით დაშვებული შეცდომებით ცხოვრება აირიეს და 3 ადამიანი რომელიც ერთმანეთ ტკენს და ტანჯავს.
არც გეგა მომწონა არც ქეთი 24/7ზე რომ ტირის და უაზროდ ბლუყუნებს და არ ამბობს სათქმელს რაც მას ამოასუნთქებს. არც იარკლი რომელმაც ქეთის თანხმობით იმედი მიიღო .

გეთანხმებით, მაგრამ ქეთის ახლანდელი მდგომარეობა ვფიქრობ ნორმალურია, ამდენი წლის მერე შეხვდე დაკრგულ სიყვარულს და უცბათ რამდენიმე დღეში არჩევანი გააკეთო მასა და მეუღლეს შორის რომწლთანაც 27 წელი გაკავშორებს მარტივი არააა... ქეთი არის პირველ რიგში დედა, მეუღლე და არა თავისუფალი ქალი რომ მარტიცად გადაწყვიტოს უნდა თუ არა დარჩენილი ცხოვრება გაატაროს გეგასთან....

ანუ როცა შენი ცხოვრება მარტო შენ არ გეკუთვნის რთულია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა წინ, მითუმეტეს საყვარელი მამაკაცის მიმართულებით, მაშინ როცა გვერდზე მოსიყვარულე და ერთგული მეუღლე გყავს...
მე ას ევფიქრობ

ევროპააა, აზია თუ აფრიკა, ოჯახი, ერთგულება და სიყვარული ყველგან ერთნაირად ღირებულია, ამიტომ ვფიქრობ აქ საქართველო არაფერ შუაშია... ყველა მაინც გათხოვილი ქალის დადანაშაულებას დაიწყებს, როცა ასეთი რამ ხდება....

გეგამ რომ ვერ იპოვა ქეთი ამას თავისი მიზეზები აქვს და ამას ისტორიაში ავღწერ, ირაკლიმ რომ ესროლა ამასაც თავისი ახსნა აქვს... უბრალოდ დრო არ მაქვს და ვერ ვწერ დიდ თავებს და ყველაზე უფრო გაშლილიად.

მადლობა რომ გამომეხმაურე ❤❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent