სიყვარული გრძნობების გარეშე 17თავი
-მის გამო ღელავ თუ ჩემს გამო?-მკაცრი ტონით ჰკითხა ირაკლიმ შეშინებულ ცოლს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში, ქეთის უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მიეძალა -ასე რატომ მელაპარაკები?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით -უნდა წავიდე-ირაკლიმ ტელეფონი დაუბრუნა ცოლს მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით გააქანა. ათასჯერ მაინც დაურეკა ქეთიმ ქმარს, მაგრამ ირაკლის გათიშული ჰქონდა ტელეფონი რის გამოც ქეთიმ მთელი ღამე თეთრად გაათენა ტირილში, გამთენიისას უცხო ნომრიდან შესულმა ზარმა შეაკრთო, ისევ გეგა ეგონა და ვეღარ წყვეტდა ეპასუხა თუ არა, ბოლოს ძალა მოიკრიბა, მობილური ხელში აიღო აკანკალებული თითებით და უპასუხა -გისმენთ -ქეთი-გაისმა ირაკლის არეული ხმა -მოხდა რამე? უცხო ნომრიდან რატომ მირეკავ? კარგად ხარ? სად ხარ -მიაყარა კითხვები აღელვებულმა ქალმა ქმარს და დივნიდან შეშინებული წამოვარდა ფეხზე -რაღაც მოხდა-ბრაზნარევი ტონით უთხრა ირაკლიმ და გაჩუმდა -რა ჩაიდინე?-ხმა აუკანკალდა ქალს -იმ ნაბ.ჭვარს ვესროლე-დაუფიქრებლად უთხრა ირაკლიმ და დაძაბული დაელოდა ცოლის რეაქციას, რომელმაც ვერაფრით შეიკავა თავი და მაშინვე ატირდა -რააა? -აღმოხდა სასოწარკვეთილ ქალს და ღონე მიხდილი კედელს ზურგით მიეყრდნო რომ არ წაქცეულიყო -დამაკავეს-გაისმა ირაკლის მკაცრი და შეუვალი ხმა ყურმილს მიღმა -მოკალი?-დაიჩურჩულა შეშინებულმა ქალმა და იატაკისკენ დაცურდა -მის გამო ტირი თუ ჩემს გამო?-ავარდა ირაკლი -ეს რატომ გააკეთე?! როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი-ასლუკუნდა მთელი სხეულით აკანკალებული ქალი -ცოცხალია-დაუღრინა გაავებულმა კაცმა ცოლს და ტელეფონი გაუთიშა. ქეთი უარესად ატირდა ირაკლის ბოლო სიტყვებზე და მაშინვე სახეზე აიფარა აკანკალებული ხელები. კარგა ხანს იყო ასე, ცივ იატაკზე მჯდომი, ერთ წერილს მიშტერებული, ათრთოლებული სხეულით და გაყინული გონებით, გონს ტელეფონის ზარის ხმამ მოიყვანა, ეკრანისკთვის არც დაუხედია ისე უპასუხა, ახლა მისთვის სულ ერთი იყო ვინ და რატომ ურეკავდა -ქეთი ავთო ვარ-გაისმა ნაცნობი ხმა ყურმილს მიღმა და ახლაღა მოვიდა აზრზე გარინდებული -ჰო ავთო -ირაკლი ვნახე -კარგადააა?-აღმოდა ჩამწყდარი ხმით ხელახლა ატირებულ ქალს -ცდილობს კარგად იყოს -ელაპარაკე? -შენი ნახვა უნდა... მოგაკითხავ და განყოფილებაში წაგიყვან...წინასწარი დაკავების იზოლატორში -კარგი გელოდები -მთხოვა გადმომეცა რომ სანამ არ ილაპარაკებთ მანამდე არაფერი არ უთხრა ბავშვებს -არ გამოუშვებენ ხო?-ამოილუღლუღა ქეთიმ -არა-გაისმა კაცის ჩამწყდარი ხმა -კარგი გელოდები-ამოღერღა ქეთიმ და გაუთიშა რადგან ძალა აღარ შესწევდა რომ კიდევ რამე ეთქვა მისთვის. ირაკლი ამღვრეული თვალებით მიაჩერდა გისოსებს მიღმა მდგომ, ტირილისგან თვალებ დასიებულ ცოლს, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელსაც მხოლოდ ქალის მძიმე სუნთქვის ხმა არღვევდა -ქეთი-დაიჩურჩულა აღელვებულმა კაცმა საყვარელი ქალის სახელი და ძლიერად მოუჭირა გისოსებს აკანკალებული ხელები -რატომ ჩაიდინე ეს საშინელება?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ქეთიმ და მოწოლილი ცრემლები როგორღაც უკან გააბრუნა -ის მიიღო რაც დაიმსახურა-დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა ცოლს და გისოსებს მოშორდა -საბოლოოდ შეიშალე?-გაბრაზდა ქალი -ჩვენს ცხოვრებაში კიდევ თუ ეცდება გამოჩენას ამჯერად პირდაპირ თავში ვესვრი -შენ რა გაგიჟდი?-კვლავ ცრემლები მოეძალა ქეთის -ოდესმე თუ კიდევ ეცდება ან გაბედავს შენთან მოახლოებას...-მუქარით თქვა კაცმა -გთხოვ -შეეხვეწა ქალი -რას მთხოვ-გისოსებს დაუბღაუჭა კვლავ გაბრაზებული კაცი -შეწყვიტე ჩემი და საკუთარი თავის წვალება... რატომ არ გესმის რომ უკვე დიდი ხანია გეგა ჩემთვის არაფერს აღარ ნიშნავს საერთოდ არაფერს -ასე რომ იყოს არ შეხვდებოდი და თან ორჯერ-დაუღრინა გაავებულმა კაცმა დაბნეულ ცოლს -ასე თორნიკეს გამო მოვიქეც...-დაიწყო ხმა აკანკალებულმა ქალმა მაგრამ ირაკლის მბრძანებლურმა ტონმა გააჩუმა -ასე იმიტომ მოიქცე რომ მისი ნახვა გინდოდა -სისულელეს ნუ ბოდავ -გიყვარს არა? დღედე გიყვარს ის ნაბ.ჭვარი... -ასე არააა, არაა!-ატირდა ქეთი და სახეზე მაშინვე აიფარა აკანკალებული ხელები -ცოლად რატომ გამომყევი?-ცხოვრებაში პირველად დაუსვა ირაკლიმ ის კითხვა ცოლს რომელიც მთელი ეს წლები სულს უწამლავდა -რაა?-დაიბნა ქეთი, ყველაფერს ელოდა წინასწარი დაკავების იზოლატოში მყოფი ირაკლისგან ამ კითხვის გარდა -მიპასუხე! -ცოლის სიჩუმემ საშინლად გააღიზიანა კაცი -ჩემგან რისი მოსმენა გინდა?-ცრემლიანი თვალებით შეხედა ქალმა ხელებაკანკალებულ ქმარს -რომ გიყვარვარ -მიყვარხარ... უკვე ათასჯერ გითხარი რომ მიყვარხარ -ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია ქეთი-სევდიანი ხმით უთხრა კაცმა და უცნაური მზერით მიაჩერდა ცოლს -ცარიელი სიტყვები?-ამოილუღლუღა ქალმა და სახეზე ხელები აიფარა მოწოლილი მძიმე ემოციების დასაფარად -მოდი ჩემთან-ხმა დაბალი ტონით უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა კაცმა მთელი სხეულით ხელახლა აკანაკალებულ ცოლს და საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე ასე რომ ატკინა გული -ირაკლიიი-ნაწყენი ტონით უთხრა ქალმა -მოდი-გაუღიმა კაცმა გაბუტულ ცოლს და როგორც კი ქეთი მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და აწყლიანებულ თვალებში ჩააცქერდა, ამღვრეული ცისფერი სფეროებით -აღარ იტირო-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ხელის ზურგით ნაზად მოაშორა ცრემლები სახიდან -იცი რომ არანორმალური ხარ?-სერიოზული ტონით ჰკითხა ქალმა მომღიმარ კაცს -ვიცი -ავთომ მითხრა რომ ხვალ სასამართლო იქნება და ჩაგსვამენ...-ხელახლა ატირდა ქეთი -გამოვალ-დარწმუნებით უთხრა კაცმა -როგორ? გგონია ის ავადმყოფი საჩივარს გაიტანს?- სლუკუნით უთხრა ქალმა სახე ალეწილ ქმარს -ნუ გეშინია-ირაკლიმ უფრო მეტად მიიახლოვა საყვარელი ქალის სახე და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ტირილისგან დასიებულ თვალებში- გამოვალ... ძალიან მალე-დარწმუნებით უთხრა -რომ ვერ შეძლო? მერე?! მე რა უნდა ვქნა უშენოდ? -მენდე -ასე როგორ შეგშალა სიყვარულმა არ მესმის- გაბრაზებული ტონით უთხრა ქალმა და ქმრის წაშლილ სახეს ნაზად ჩააყოლა თლილი თითები -უფრო სწორად შენ! -გიჟი ხარ-გაეცინა ქეთის -ჰო ვარ...შენმა სიყვარულმა შემშალა მერე რააა? -სისულელებს აკეთებ... - მოულოდნელად აღელდა ქეთი- იმ არანორმალურისთვის არ უნდა გესროლა .... ზუსტად ვიცი ახლა აღარ გაჩერდება...თორნიკეს ატკენს ძალიან ატკენს ჩვენს გამო... ამიტომ...-დაიწყო ყოყმანით ქალმა-გადავწყვიტე სანამ ის ავადყოფი რამეს ეტყვის მე მოვუყვე სიმართლე საკუთარ თავზე -ვაიძულებ რომ გაჩუმდეს-ავარდ ირაკლი -რას იზამ? კიდევ ესვრი და დაჭრი? გგონია ამით გააჩუმებ? გგონია ეს მას შეაჩერებს?!-ხმა აუკანკალდა ქალს- გგონია ეს რამეს შეცვლის? ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რომ ასე არ იქნება!- ქეთიმ სახე წაშლილ ქმარს სევდიანი სახით შეხედა- თუ ამჯერად მოკლავ და ციხეში ჩაჯდები? გინდა რომ ცხოვრება საბოლოოდ გაინადგურო და მეც გამანადგურო? იცოდე ამას თუ გააკეთებ ოდესმე არასოდეს გაპატიებ!-მკაცრი ტონით უთხრა და მზერა გაუსწორა მის ჩაწითლებულ თვალებს -ერთადერთი მიზეზი რის გამოც ის ნაბ.ჭვარი ისევ სუნთქვას შენ ხარ!-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით კაცმა ცოლს და უკან დაიხია -რაა?-დაიბნა ქეთი -ჩემს გამო?-დაამატა კარგა ხნის სიჩუმის მერე -ზუსტად ვიცი რომ მომეკლა ამას არასოდეს მაპატიებდი-გაღიზიანებული ტონით უთხრა კაცმა -გთხოვ... ამ საშინელებაზე ფიქრს შეეშვი... -შენ ჩემი ხარ-დაუჩურჩულა კაცმა სუნთქვა აჩქარებულ ცოლს და მის ცივ გისოსებზე მოჭერილ ხელებს ნაზად მიადო თავისი ცივი და უხეში ხელები -თორნიკეს სიმართლე უნდა ვუთხრა, სხვა გზა არ მაქვს -არა, ახლა არა, გაგიჟდება...მას და მარიანას ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ -ჰო მაგრამ, გეგასგან თუ გაიგებს სიმართლეს საბოლოოდ შეიშლება... -ვერ გაიგებს! -გთხოვ -გაჩუმებას ვაიძულებ -ვერ შეძლებ... მისთვის ყველაფერი სულ ერთია უკვე დიდი ხანია... შენ კი უფლებას ვერ მოგცემ მაგ შეშლილის გამო ცხოვრება დაინგრიო და მეც დამანგრიო -გინდა რომ ჩვენს გამო თორნიკეს ცხოვრება დავანგრიოთ? -ჩვენს გამო არა...მის გამო... გეგასგან თუ გაიგებს სიმართლეს საშინელება მოხდება და მერე ხომ იცი რასაც გააკეთებს?-ატირდა ქეთი -ჯობია ეს ტკივილი მე მივაყენო ვიდრე ვიღაც სხვამ -ამის დედასაც შევ.ცი-იყვირა გაავებულმა კაცმა -უნდა ვუთხრა -ძალიან ატკენ -ვიცი მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... -ამ ტკივილისთვის არ მემეტება -არც მე მაგრამ...ქრისტინეზე უკვე იცის და აღარ გაუჭირდება იმდენად იმ აზრთან შეგუება რომ მისი შვილია -არ გინდა ქეთი!-გაბრაზდა ირაკლი -ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რაც მოხდება -ძალიან ცუდად ვარ -არაფერი უთხრა! ახლა არა! ისედაც თავგზა აქვს არეული -გეგა? მის გაჩუმებას როგორ აპირებ? მკვლელი გინდა გახდე? მერე? მერე რა მოხდება? გგონია თორნიკე სიმართლეს ვერ გაიგებს? გაიგებს... მაინც გაიგებს... ოდესმე გაიგებს და არასოდეს მაპატიებს იმას რომ ამდენი წელი სიმართლეს ვუმალავდი -ცოტა ხანს მოიცადე... სანამ პატარა დაიბადება -ის? ის ვადმყოფი მოიცდის? გაჩუმდება? შენ აქ ხარ! როგორ გააჩუმებ მას? -ესე იგი ფიქრობ, რომ იმ ყველაფრის მიუხედავად რაც მოხდა თავს მაინც არ დაგანებებს? -მე ეს არ მითქვამს -მაგრამ იგულისხმე-წარბები შეჰყარა გაცეცხლებულმ კაცმა -არა-მეთქი -ქეთი იცოდე თუ გავიგე რომ ისევ სცადა შენთან ურთიერთობა რაიმე სახით და შენ მის სურვილს დაჰყევი...-რაღაცის თქმა უნდოდა კიდევ კაცს, მაგრამ ქალმა მთრთოლარე თითები მიადო ტუჩებზე და გააჩუმა -გთხოვ...-შეეხვეწა ქალი -რას მთხოვ? -ასე ნუ მელაპარაკები გულს მტკენ -უბრალოდ არ მინდა სანამ მე აქ ვიქნები, მოვგვარდები და გამივალ რაიმე მიზეზით და რაიმე სახის ურთიერთობა გქონდეს მაგ ნაბ.ჭვართან -როგორ გამოხვალ? გგონია საჩივარს გაიტანს? -ვიცი რომ არ გაიტანს... მაგრამ როგორღაც გამოვალ... ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი შენ -მეშინია ირაკლი... ისევ რამე სისულელე არ ჩაიდინო -ქეთი -რა? -იცოდე მასთან წასვლა არ გაბედო და საჩივრის გატანის თხოვნა-თვალები დაუბრიალა -ამაზე ფიქრიც კი არ გაბედო! -არ წავალ დამშვიდდი-მტკიცედ უთხრა ქალმა -დრო ამიუწურა-ზედამხედველმა ლაპარაკი შეაწყვეტინა წყვილს -ვწუხვარ მაგრამ ნახევარი საათი უკვე გავიდა და ... მანანა ბებოს სამოცდამეექვე იუბილე ვიწრო წრეში მაგრამ ძალიან მხიარულად აღნიშნეს რესტორანში, ვაჩეს და სოფის ზედმეტი სიახლოვე არ გამოჰპარვია ქალს და როგორც კი სახლში დაბრუნდნენ შვილიშვილთან სერიოზული საუბარი გადაწყვიტა და როგორც კი თორნიკე, მარიანა და ანი დასაძინებლად დაწვნენ სოფის ოთახში შევიდა -ბებია არ გძინავეს ჯერ?- შეიცხადა გოგონამ -შენსა და იმ ბიჭს შორის რამე ხდება?- დაინტერესდა ქალი და დაბნეული შვილიშვილს გვერდზე, საწოლზე, ჩამოჯდა -განსაკუთრებული არაფერი-მხრები აიჩეჩა გოგონამ -ნატომ იცის?-გაბრაზდა მანანა -სერიოზული არაფერია ჩვენს შორის -მარიანაც ასე ამბობდა მაგრამ...-ხმა გაებზარა ქალს -მართლა არაფერი ხდება ისეთი, ჩემსა და ვაჩეს შორის-გაუღიმა გოგონამ მოწყენილ ქალს და ფუმფულა ლოყებზე მოეფერა -მაგ ბიჭს ძალიან უყვარხარ... -საიდან მოიტანე?-გაეცინა გოგონას -არ მითხრა რომ ვერაფერს ხვდები-დაუბღვირა მანანამ -მე... -შენც მოგწონს?! ხომ ასეა? -ზუსტად არ ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ... - გამოტყდა გოგონა -სოფი, გთხოვ... კარგად დაფიქრდი ხოლმე შენს თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯზე, რადგან ყოველ ქმედებას მოჰყვება შედეგი რომელზეც მხოლოდ შენ მოგიწევა პასუხის გება -ვიცი ბებია -ფრთხილად იყავი... -ფეხზე წამოდგა მანანა და უცნაური ტონით დაამატა- ოცნებეს ნუ გაეკიდები, იცოდე მერე გული გეტკინება-დარწმუნებით უთხრა და ოთახიდან გავიდა. ანი მთელი დღე მოუსვენრად იყო და ვერაფრით მშვიდდებოდა, საწოლში დაწოლის მერე კიდევ უფრო აფორიაქდა და მეასეჯერ დაურეკა ქეთის -დედა მართლა კარგად ხართ შენ დ მამა? -ხომ გითხრი რომ ყველაფერი რიგზეა-თქო?- აღელდა ქეთი -მთელი დღეა მამას ვურეკვა და გათიშული აქვს -გაუფუჭდა -უკვე მომენატრეთ, არ უნდა დავრჩენილიყავი რა ამ მცხეთაში -კაი დე უნდა წავიდე -მამა რომ მოვა ჩემს მაგივრად აკოცე-გაეცინა გოგონას და გაუთიშა. ქეთის უმალ ცრემლები მოეძალა, თავს საშინლად გრძნობდა რადგან შვილებს ატყუებდა და არ ეუბნებოდა რომ ირაკლი წინა ღამეს დააკავეს, უნდოდა მშვიდად და წყნარად აეხსნა მათთვის კარგად მოფიქრებული და გააზრებული დანაშაულის ჩადენის მიზეზი და მოტივი, იცოდა თორნიკე ათას კითხვას დაუსვამდა გეგაზე, მიზეზებზე, წარსულზე, აწმყოზე, ამიტომ სურდა ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა და ისე მოეყოლა მათთვის ირაკლის ამ შაშინელი დანაშაულის შესახებ, ამ ფიქრებში იყო როცა ისევ აწკრიალდა მისი ტელეფონი, ეკრანისთვის არ დაუხედია ისე უპასუხა ეგონა ანი ურეკავდა ამიტომ ამჯერად მშვიდად უპასუხა -ჰო დე -მეგონა ერთხელ მაინც დამირეკავდი და მომიკითხავდი-გაისმა გეგას არეული ხმა ყურმილს მიღმა, ქეთი საშინლად დაიძაბა -რა გინდა?-ჩამწდარი ხმით ჰკითხა ქეთიმ -ხვალ საავადმყოფოში მოდი -შენ რა გაგიჟდი? შეიშალე? -აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი -იცოდე გელოდები... თუ არ მოხვალ იცი რაც მოხდება -არ გაბედო თორნიკესთვის რამის თქმა -ეგ შენზეა დამოკიდებული -მეზიზღები გესმის? მეზიზღები -მოხვალ თუ არა?-მკაცრი ტონით ჰკითხ გეგამ -რა გინდა? რა გინდა ჩემგან და ჩემი შვილისგან? -თორნიკე შენი შვილი არა!-დაუღრინა გაავებულმა კაცმა -გულის მირევ-ზიზღით უთხრა ქალმა -ხვალ....მოდი! -არ მოვალ-ასლუკუნდა ქალი -იცოდე გელოდები, წინააღმდეგ შემთხვევაში იცი რასაც მოხდება! -უყვირა წყობრიდან გამოსულმ აკაცმა და სანამ კიდევ რამეს სტყოდა გაგიჟებულმა ქათიმ ტელეფონი კედელს შეახეთქა, მისავათებული მიეყრდნო კედელს, უღონოდ დაცურდა იატაკისკენ და ატირდა, კარგად აცნობიერებდა რა გამოუვალ მდგომარეობაშიც იყო და იმას თუ რა საშინელება მოხდებოდა გეგას სურვილს თუ შეასრულებდა და მასთან წავიდოდა, რადგან ირაკლი უბრალოდ გაგიჟდებოდა და კიდევ უფრო უარეს ჩაიდენდა, რაც ყველა შემთხვევაში ისევ თორნიკეს დააზარალებდა, რადგან გეგას დასაკარგი უბრალოდ არაფერი აღარ ჰქონდა და სიმართლეს დაუფიქრებლად ეტყოდა მას, ისიც იცოდა რომ თუ გეგას სურვილს არ შეასრულებდა ამ შემთხვევაშიც თორნიკე დაზარალდებოდა, მთელი ღამე ტირილში გაათენა, გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს გაიყინა, თითქოს დაიკარგა დროსა და უსასრულო სივრცეში. დიდხანს ძალიან დიდხანს იდგა ქეთი ხუთსართულიანი შენობის წინ და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელივან გადაწყვეტილებას ვერ იღებდა... ეშინოდა ძალიან ეშინოდა რადგან იცოდა მის ქმედებას მოჰყვებოდა შედეგი, შედეგი რომელსაც ყველა შემთხვევაში დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა თორნიკესთვის, ატირდა ისევ ატირდა, მაგრამ ცრემლებმა ვერ შეძლეს მოწოლილი მძიმე ემოციებისგან მისი ცარიელი სულის, გაყინული სხეულის და უგრძნობი გულის გათავისუფლება ამ საშინელი ცოდვის ტვირთისგან, რომელიც მთელი ეს წლები შიში ცხოვრებას აიძულებდა. საავადმყოფოს შენობას ახედა ცრემლიანი თვალებით და მტრიალდა, ზურგი სამუდამოდ აქცია წარსულის შიშს, სასოწარკვეთას, შვილის დაკარგვისგან გამოწვეულ 26 წლიან ტკივილს მთელი ეს დრო ჩუმად გულით რომ დაატარებდა, თორნიკეს ნომერი აკრიფა აკანკალებული თითებით და სუნთქავ შეკრული დაელოდა შვილის ხმის გაგონებას -ჰო დე-გაისმა ბიჭის მხიარული ხმა ყურმილს მიღმა, ქეთის ეტკინა საშინლად ეტკინა თორნიკე, მარიანა, მათი ჯერ არ დაბადებული პატარა, ქრისტინე, უმალ ცხირი აეწვა, ცრემლები მოეძალა და ატირდა -მოხდა რამე?-დაიძაბა ბიჭი -უნდა დაგე ლა პარაკო-ამოილუღლუღა ქალმა -კარგად ხარ? მამა კარგადააა? რა ხდება რატომ ტირი? -სახლში მოდი უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ, მარტოებმა პირისპირ -რა ხდება მითხარი-ღელდა ბიჭი -მოდი გელოდები-ასლუკუნდა ქალი და გაუთიშა, მთელი გზა ცრემლებად დაიღვარა სანამ სახლში მივიდოდა, ყოველ ხმაურზე გულისცემა უასმაგდებოდა და სუნთქავ უჩქარდებოდა, რადგან მისი ცხოვრების ყველაზე საშიში, გადამწყვეტი და რთულ წუთებთან შესახვედრად დღემდე არ იყო მზად.... თორნიკეს მანქანის ხმა რომ გაიგო აქ უკვე სუნთქვა შეუწყდა და გულისცემა გაუჩერდა, სანამ ბიჭი სახლში შევიდა უარესი დაემართა მთელი სხეულით აკანკალდა და ხელახლა ატირდა -დედა რა ხდება-შეშინებული შევარდა სახლში თორნიკე, ქეთი ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა ბიჭს და მის სევდიან სახეს ნაზად მოეფერა ცივი მთრთოლარე თითებით -მე შენ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ხომ იცი ეს?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ქალმა გვერდით მჯდომ შვილს და მოწოლილ ცრმელებს უფლება მისცა წარსულის მწარე ტკივილად გადმოდენილიყვნენ მის გაფითრებულ ღაწვებზე -ასე რატომ მელაპარაკები?-აღელდა ბიჭი -შენ ჩემი ცხოვრების აზრი გახდი იმ წამიდან როცა დაიბადე... როცა პირველად შეგეხე გული გამიჩერდა, იმდენად პატარა, უმწეო და საყვარელი იყავი რომ შემეშინდა, ძალიან შემეშინდა ჩემი შეხებით ტკივილი არ მომეყენებინა შენთვის... მაგრამ ექიმმა მითხრა რომ უნდა შეგხებოდი- ქეთის აქ უკვე ძალა აღარ ეყო რამის სათქმელად ხმა ჩაუწყდა სახეზე აიფარა აკანკალებული ხელები -დედა ვერ ვხვდები ამ ყველაფერს რატომ მიყვები-დაიძაბა თორნიკე -რა ხდება... -რადგან ჩვენ ორივეს ძალიან გვჭირდებოდა ეს- დაასრულა გაწყვეტილი წინადადება აღელვებულმა ქალმა -მე და შენ ერთმანეთი უნდა გვეგრძნო... მხოლოდ ასე ვიპოვიდით ძალას ცხოვრების გასაგრძელებლად... და ყოველ ჯარზე როცა გეხებოდი, როცა შენს სურნელს შევიგრძნობდი ვხვდებოდი რომ ცხოვრბა ნამდვილად ღირდა ამ საოცარი წუთებისთვის... შენ ჩემი შვილი ხარ...ჩემი სუნთქვა, ცხოვრების აზრი, მე შენ უზომოდ უსაზღვროთ და უკიდეგანოდ მიყვარხარ... და რაც არ უნდა მოხდეს, გთხოვ არასოდეს დაივიწყო ეს-ქეთომ შვილის სახე ხელებში მოიქცია და თავზე აკოცა -ძალიან ძალიან მიყვარხარ... ძალიან... გესმის? შენ ჩემი შვილი ხარ და მას ვერაფერი შეცვლის... მაგრამ არსებობს სიმართლე... სიმართლე შენზე ჩემზე და...- სხეულთან ერთად ხმაც აუკანკალდა ქალს -ქრისტინეზე?-ხმა გაებზარა ბიჭს და დედას ხელები უხეშად მოიშორა სახიდან, აღელვებული ფეხზე წამოდგა და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა დედას -შენ ჩემი შვილი ხარ! ჩემი შვილი გესმის?-ცრემლიანი თვალბით ახედა ქეთიმ სახე ალეწილ ბიჭს- მაგრამ... -მითხარი-ნერვიულობისგან და ბრაზისგან ხელები ძლიერად მომუშტა აღელვებულმა ბიჭმა და როცა ქეთიმ გადმოცურებული ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან, ფეხზე წამოდგა ნელა მიუახლოვდა შვილს მისი არეული სახე ხელებშორის მოიქცია თვალებში ჩააცქერდა და უკანასკნელი ძალა მოიკრიბა რომ ბოლოსდაბოლოს ეთქვა 26 წლიანი ყველაზე საშინელი, მწარე და მტკივნეული სიმართლე თორნიკეს ტელეფონი აწკრიალდა -უპასუხე -დაუჩურჩულა აღელევბულმა ქალმა და ნელა მოშორდა შვილს, თორნიკე იმდენად იყო აღელვებული დაბნეული და დათრგუნული მომხდარით რომ კარგა ხანს აზრზე მოსვლა ვერ შეძლო და მხოლოდ მაშინ უპასუხა ტელეფონს როცა ჯიუტად და გაუჩერებლად მეხუთედ დარეკა -თორნიკე-გასმა სოფოს ჩავარდნილი ხმა -რა ხდება-დაიძაბა ბიჭი -მარიანა...-ამოილუღლუღა ატირებულმა გოგონამ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.