რა ვიცი აბა.(2)
10/09/2021 18:50 ეს დღეც მიიწურა. წვრილამებზე გავჩერდით. დღეს „სუფთა კუთხეში“ სკრაბები ვიყიდე, სუნს არაუშავს, ვნახოთ სულის ნაფლეთებს თუ ამაცლის კანიდან. მთელი ცხოვრება ქალა-ბიჭა ვიყავი, ბიჭი მეგობრები მეტი მყავდა ვიდრე გოგოები, ახლაც ეგრეა, მაგრამ უეცრად ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი რომ ლაინერის წასმა უნდა ვისწავლო, ამის შემდეგ იმდენი რამ ვიყიდე კოსმეტიკისთვის ცალკე კარადა მაქვს საყიდელი. წასმით ბევრს არაფერს ვისვამ, რადგან ზარმაცი ვარ, თანაც დაკომპლექსებული, მგონია რომ სასაცილოდ გამოვიყურები, თუმცა კომპლექსობაზე ისედაც მიხვდებოდით, მე ხომ ჩემს ნამდვილ ვინაობას თქვენთანაც ვმალავ. ხოო და ამ კომპლექსების მოხსნის მიზნით როგორც იქნა ამ კვირაში ლაინერით გავედი გარეთ, წარამარა ვამოწმებდი ხომ იდეალურად მისვია-მეთქი, იდეალური რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ მე მაკმაყოფილებდა. ბევრი კარგი თვისება მაქვს, მათ შორის თავდაჯერებულობა, მაგრამ ამ ბოლოს ძალიან ღრმად სძინავს და როდის ჩაეძინა ვერ მივხვდი. 19 წლამდე ისეთი ვიყავი თუ საჭირო იყო ქვას გავტეხდი ხელით, ახლა ჰაერის შეხებისგანაც ტკივილებს ვგრძნობ ხელისგულებზე. გიჟად ჩამთვლით, მაგრამ გულის გატეხვის ხმა მაქვს მოსმენილი, იატაკზე ბროლის დამსხვრევას ჰგავს, ზუსტად ეგეთია. მას შემდგენ 7 წელია გასული, დღესაც ისევ ისე ცხადად ჩამესმის ყურში. არ ვიცი რას უნდა გრძნობდეს ადამიანი ეს ხმა რომ გაიგოს, ყველას ხომ თავისი ზღვარი აქვს, თავისი წითელი საშიში ზონა, ფაქტია შესაძლებელია. აი ეხლაც ვფიქრობ და ყურებში ბროლი წკარუნებს, ვბეჭდავ და ასოებს წკარუნი დაჰყვება, თუმცა ეგ მბავი აღარ მტკივა. მეუღლეს ველოდები, მალე მოვა სამსახურიდან, დაღლილი. თქვენი აზრით რამდენი წლის ვარ? უკვე რა იცით ჩემზე, აბა ჩამოვთვლოთ, მქვია მარგარეტი, ვარ დაოჯახებილი, მომიკვდა ზღვის გოჭი, „კიდევ მეგობარი“, მამაც, თუცა ამ უკანასკნელზე საუბარი ჯერ არ მინდა, მერე არ ვიცი. მიხვდით რომ დაკომპლექსებული, გულგატეხილი ადამიანი ვარ, ალბათ ფიქრობთ რომ უსაქმურიც, აბა ოჯახის მქონე ქალს რა ესაქმება ასეთ სივრცეში თავისი სისულელების მოსაყოლად. დამიჯერეთ უსაქმური არ ვარ. საკმაოდ საქმიანი ვარ, უბრალოდ მეგობრები შემომაკლდა ან შემოვიკლე, არ ვიცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.