შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 10


11-09-2021, 23:11
ავტორი გაზაფხული
ნანახია 916

მზემ ძილი არ მაცადა. პირდაპირ ოთახში შემომივარდა და თვალებში ჩამანათა. თითქოს მიბრძანა, მე ამოვედი და კეთილი ინებე და შენც ადექიო. ნელ-ნელა წამოვდექი და ფანჯრიდან გადავიხედე. შესანიშნავი ამინდი იყო. ფანჯარა გავაღე და ჩიტების ჭიკჭიკი ოთახში შემოვუშვი, მას შემოჰყვა სუფთა ჰაერის ნაკადი, რომელმაც გამომაფხიზლა. საუზმობის გუნებაზე არ ვიყავი. ავიღე ლურჯყდიანი წიგნი, პლედი, რომელიც წინა საღამოს ფრანკმა შემომხვია და კიბეზე დავეშვი. საბედნიეროდ, გზად არავინ შემხვდა. მშვიდად გადავედი გაზონზე ფეხშიშველი და პლედი მიწაზე გავაფინე. წიგნმა ძალიან დამაინტერესა. მუცლით გავწექი გაზონზე, კაბა კარგად ჩამოვიწიე და კითხვას შევუდექი. ჩემი პარიზელი წყვილი ისევ გარბოდა, თუმცა ისინი ბედნიერებისგან ცას წვეოდნენ. მათ თავისუფლება და რაც მთავარია, ერთმანეთი იპოვეს. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი იყო. უყვარდათ ერთმანეთი და მის დასაცავად სამუდამოდ განდევნილად ყოფნას ამჯობინებედნენ.
-ქალბატონო - რუთი ფეხდაფეხ დამყვებოდა - ბატონმა ფრანკმა გთხოვათ ბიბლიოთეკაში ეახლოთ.
ფეხზე წამოვდექი, კაბა დავიფერთხე და რუთს თვალებში შევხედე. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. მკერდი იმდენად დიდი ჰქონდა, რომ პერანგის ღილები ძლივს იჭერდნენ, წაბლისფერი თმა უმეტესად ცხენის ძუასავით ეკეთა. პატარა ცხვირი ჰქონდა, თუმცა ცხვირთან შედარებით დიდი ზომის ნესტოები. ტუჩები ცხელი და არავნებიანი.
-პლედს დავტოვებ და თუ ათ წუთში არ დავბრუნდი აიღე - გავუღიმე და ნელი ნაბიჯით დავიძარი სახლისკენ. რუთმა რაღაც მომაძახა, თუმცა კარგად ვერ გავიგე. ვარაუდით კი, ეს იყო სიტყვა - ძუკნა.
ბიბლიოთეკის კარი ოდნავ ღია იყო. ზრდილობისთვის დავაკაკუნე და თანხმობის გარეშე შევაბიჯე შიგნით. ფრანკი უკვე იქ იჯდა.
-მობრძანდი - ხელი გამიშალა ფრანკმა - საუზმეზე არ ჩამოხვედი, მე კი მაინტერესებდა როგორ გაატარე ღამე.
-საკმაოდ მძიმედ.
-იქნებ გამანდო მიზეზი - თვალი თვალში გამიყარა.
-უცნობ ადამიანს ვენდო?
-ელიზაბეტ, თქვენ ჩემს სახლში ცხოვრობთ, ესეიგი უკვე მენდობით. მესმის თქვენი, ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ცხოვრების. ასაკი ემოციებსა და ხასიათზე გეტყობათ, თუმცა ვფიქრობ იმ გოგონებზე საინტერესო ბრძანდებით, ვიდრე თქვენი ასაკის ქარაფშუტა, ფულზე შეყვარებული გოგონებია.
-ნამდვილად - კომპლიმენტი შევიფერე - ამას ხშირად მეუბნებიან. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ უკვე ბევრი გამოცდილება დამიგროვდა ცხოვრებისეული.
-იქნებ ერთი მათგანი მაინც გამანდოთ - არ მეშვებოდა ფრანკი.
-გათხოვილი ვიყავი - მის სახეს და რეაქციას დავაკვირდი. ნაკვთები ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად შეუხტა.
-იყავით? და რა დაემართა თქვენს მეუღლეს?
-დაიღუპა. ტყეთა ქალაქის მეომარმა მოკლა დაჩოქვის დროს. მან ეს საკუთარი ღირსების შეურაცხყოფად მიიღო და ფეხზე წამოიმართა. მას მაშინვე ესროლეს ტყვია და ჩემ გვერდით დაეცა მისი ცხედარი.
-როგორი საცოდავი ხართ - ჩაილაპარაკა ფრანკმა გულდაწყვეტით.
-გული არ დაიმძიმოთ, მე უკვე გადავხარშე ეს ისტორია. თან ოფიციალურად შეუღლებულებიც კი არ ვყოფილვართ. ჯერ კიდევ თეთრი კაბა მეცვა და რიტუალები აღსრულებული არ იყო, როდესაც ჩვენი ქალაქის საზღვრებთან ისინი გამოჩდნენ. ქორწილი ვერ შედგა, ვერც ჰენრი დავიყოლიე ქალაქის დატოვებაზე და ასე შეეწირა ამ ამბავს. საიდუმლო მინდა გაგანდოთ ან უბრალოდ თქვენი აზრი მოვისმინო - სავარძელში ჯდომა შეცვალა ფრანკმა, ოდნავ წამოიმართა და მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა - ჰენრი ერთი წუთითაც არ მომნატრებია. ვერც კი ვიხსენებ როდის მიყვარდა, რადგან გულში მხოლოდ ბრაზი მაქვს. ხანდახან მინდა მომენატროს, კვლავ მინდება მისი სიყვარული, თუმცა როგორც კი ჰენრის ვიხსენებ, მაშინვე ბრაზი მიპყრობს და რომ არა სასიკვდილო ტყვია, შეიძლება თავად გამემეტებინა ამ ყველაფრისთვის. მოგზაურობისას დიდი დრო მქონდა ამაზე დასაფიქრებლად. ყოველ დღე ვცდილობ გავიხსენო ჰენრი, რომელიც მიყვარდა, თუმცა ასეთ ინფორმაციას გონება ვერ მაწვდის.
-უცნაურია, ძალიან უცნაური - თქვა მან. ფეხზე წამოიმართა და ოთახი დატოვა. უკვე მეორედ დამტოვა ბიბლიოთეკაში გაოგნებული. ამჯერად წავლის ნება არ მივეცი და გავეკიდე.
-ბატონო ფრანკ - მკლავში ხელი ჩავჭიდე და ჩემკენ შემოვაბრუნე. შემობრუნებისას კი ბატონი ფრანკისა და ჩემი ტუჩები ერთმანეთს შეეხო. ეს არ იყო შემთხვევითობა და ეს იყო სასიამოვნო.
-მაპატიეთ, თავი ვერ შევიკავე - მის სახეს გაოგნებული მივჩერებოდი. მინდოდა სილა გამერტყა და თავაწეული წავსულიყავი, თუმცა ვერ ვაკეთებდი. გულში სულ სხვა გრძნობა ტრიალებდა.
-ჩემი წასვლის დროა - გრძელი კაბა ოდნავ ავიწიე და გავიქეცი.
***
უკვე მესამე დღე იდგა, რაც ჯო და ნიკი ახალი ქალაქისკენ დაიძრნენ. დიდი დრო არ რჩებოდა ჩემი სასახლეში ყოფნისა. კოცნის შემდეგ ფრანკი არ მენახა. ვცდილობდი მოვრიდებოდი და ხან ჩემს ოთახში, ხანაც ვერანდაზე ვემალებოდი. ვახშამი რუთმა საძინებელში მომართვა, თუმცა არ უთქვამს ბატონმა რაიმე დამაბარა შენთანო და ცოთატი მეწყინა კიდეც.
იმ ღამით შეუძლოდ გავხდი. ოფლი მასხამდა და ოთახი მთლიანად ტრიალებდა. ერთმანეთში არეულიყო ბორდოსფერი და ოქროსფერი დეტალები. ხელების ცეცებით ავდექი ფეხზე და კედელ-კედელ გავუყევი გზას ფრანკის ოთახამდე. არც კი დამიკაკუნებია, პირდაპირ შევაჭერი მის საძინებელში.
-ფრანკ - თავს ფეხზე ძლივს ვიჭერდი - ფრანკ, გაიღვიძე - ვეცადე ოდნავ ხმამაღლა დამეძახა მისთვის. გამომივიდა.
-ელიზაბეტ, აქ რა გინდა? - საწოლში წამოჯდა ფრანკი.
-ცუდად ვარ - ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. იატაკზე ჩავიკეცე - მიშველე, გთხოვ.
ფრანკი ფეხზე წამოიჭრა. ხელში ამიყვანა და მის თბილ საწოლში შემაწვინა. სიკვდილი არ მინდოდა. ჯერ არ ვიყავი მზად ჰენრის წინაშე წარვმსდგარიყავი. აქამდე თუ ბრაზი იყო ჩემი მთავარი გრძნობა მის მიმართ, იმ მომენტში მხოლოდ შიშს განვიცდიდი.
ოთახში რუთი შემოვიდა. ჩემს დანახვაზე სახე ეცვალა და მთლიანად გაფითრდა. მისი გამომეტყველებით მივხვდი, რომ კარგად არ გამოვიყურებოდი. მან ჩემი ხელი აიღო და საწოლთან ჩამომიჯდა.
-ნუ გეშინია, ელიზაბეტ, ფრანკი უკვე წავიდა ექიმის მოსაყვანად. გაუძელი, გთხოვ, გაუძელი.
-წყალი, მინდა რუთ, შეგიძლია მომაწოდო? - რუთმა ჭიქა წყალი ტუჩებთან მომიტანა და ცოტა მოვსვი.
-უკეთ ხარ? - მკითხა დამფრთხალმა.
-მარტო არ დამტოვო, მეშინია - რუთს ხელს ვუჭერდი და მომენტებში ვითიშებოდი.
-რამეს მოგიყვები და ეცადე ჩემთან დარჩე გონებით, კარგი? - პირველად მომეჩვენა რუთი ასეთი საყვარელი - დიდი ხანია ფრანკზე ვარ შეყვარებული. თითქმის მას შემდეგ რაც ცხრა წლის გავხდი. მას საკუთარ თავზე მეტად ვიცნობ, ელიზაბეტ - ხმაში სიმკცარე შეეპარა - და კარგად ვხვდები, რომ ის შენ სხვა თვალებით გიყურებს. იმ თვალებით, რომლითაც ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს. მე ყოველ დღე ვცდილობ შემომხედოს არა, როგორც პატარა რუთს მისი ბავშვობიდან, არამედ როგორც ზრდასრულ ქალს, მაგრამ ჯერ ვერ შევძელი. იცი რა რთულია, ყოველდღე უყურო მის სახეს და იცოდე, რომ ის შენი არასოდეს გახდება? უყურებდე როგორ ეარშიყება სხვა ქალებს - ჩაეცინა - თუმცა დიდი ხანია არავინ გამოჩენილა მის ცხოვრებაში. ერთ საიდუმლოს გეტყვი ფრანკის ცხოვრებიდან. ხუთი წლის წინ, ზამთრის სუსხიან ღამეს ჩვენს სასახლეში ქალბატონთან ერთად დაბრუნდა ფრანკი. ის მანამდე არსად მენახა. ლილიანი ძალიან ლამაზი გოგონა იყო, თუმცა სიცოცხლე ძალიან ტრაგიკულად დაასრულა, თან ამ სახლში. საკუთარი ოთახის ფანჯრიდან გადავარდა - ამოიხვნეშა - მისი ოთახი დღემდე დაკეტილია და ფრანკი გვიკრძალავს იქ შესვლას. თითქოს მის სულს უფრხილდება ან უბრალოდ მზად არ არის რეალობას შეეგუოს.
-ანუ მისი საყვარელი ადამიანიც გარდაიცვალა?
-კი, პირდაპირ აქ, მის სახლში. საზარელი სურათი იყო. მე თავლაში ვიყავი ცხენებთან, როდესაც კივილი გავიგე და როდესაც გარეთ გამოვედი, დავინახე როგორ მოფრინავდა ლილიანი ფანჯრიდან. კისრის მალაში გადატყდა და ის ადგილზევე გარდაიცვალა. შავები გვეცვა მთელი ერთი წელი მის საპატივცემულოდ. ვცდილობდი მენუგეშებინა ფრანკი, მაგრამ ამაოდ. იმ წლის შემდეგ სასახლეში ორი წელი არ მოსულა. მთელი ქვეყანა დაიარა და ვერ იპოვა ადამიანი, ვისშიც ლილიანს დაინახავდა.
-რამდენი უტანჯია - ვთქვი გულდაწყვეტით.
-ხო, მაგრამ თითქოს წარსულიდან ვერ გამოვიდა, მომავალს საერთოდ არ უყურებს. ხანდახან მინდა მივიდე, შევანჯღრიო და სიმართლე ვუთხრა. ვუთხრა, რომ ლილიანი მკვდარია და ვერაფერი გააცოცხლებს მას. ელიზაბეტ - ხელზე მომეფერა რუთი - ეცადე ყველაფერი გააკეთო, რომ ცოცხალი დარჩე. მეორე ქალის სიკვდილი ამ სახლში ზედმეტი იქნება.
ეზოში ცხენების ხმა გავიგონეთ. რუთი ფეხზე წამოიჭრა, კაბა გაისწორა და ოთახიდან გავიდა. უცნაური გოგო გახლდათ რუთი. ფრანკზე ზრუნვის მეტს არაფერს აკეთებდა მთელი დღეები, თუმცა ხშირად ისეთი მკაცრი იყო, გეგონებოდათ მთელი ქვეყნის საქმეებს რუთი წყვეტს და ღიმილისთვის დრო არ დარჩენიაო.
კიბეებზე ხმა გავიგონე. ოთახში სირბილით შემოვარდა ფრანკი და ვიღაც მსუქანი კაცი, რომელსაც ხელში ხელჩანთა ეჭირა. მე კი ისევ ჰენრიზე ვფიქრობდი. ვინ იცის, სხვა სამყაროში ერთმანეთიც კი გაიცნეს ჰენრიმ და ლილიანმა და მე და ფრანკს დაგვყურებენ. იქნებ ახლაც აქ არიან და იქეთ მექაჩებიან, რომ მეტი სისულელე აღარ ჩავიდინო.
-ჰენრი - ჩავიბუტბუტე - მაპატიე, რომ სათანადო ცოლი ვერ ვიყავი.
***
თვალები შემდეგი დღის შუადღით გავახილე. მთელი ოცდაოთხი საათი მეძინა. ბევრი ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთებია ექიმს და მთლიანად გათიშულა ჩემი გონება. ფრანკს რაღაც მომენტში ისიც კი უფიქრია, რომ ვკვდებოდი და ენანებოდა ჩემი ახალგაზრდა სული სხვაგან გასაგზავნად. მთელი დღე არ მომშორებია ფრანკი გვერდიდან. ცივ საფენებს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თავად მიცვლიდა და ამოწმებდა ტემპერატურა თუ მომიმატებდა. მთელი სასახლე ფეხზე იყო. რიგრიგობით კითხულობდნენ ჩემს ამბავს და ყოველგვარი შრომა შეეჩერებინათ. ნებისმიერ მომენტში მზად იყვნენ ექიმის მოსაყვანად, ან ჩემს გადასაყვანად საავადმყოფოში. მათ რიგებში იდგა რუთიც, რომელიც იშვიათად ტოვებდა თავის ბატონს ჩემს მძინარე სხეულთან ერთად.
-ფრანკ, სტეიკი შევწვი. გთხოვ, ორი ლუკმა მაინც გადაყლაპე - ევედრებოდა რუთი, თუმცა ფრანკი ჩემს დატოვებას არ აპირებდა.
როგორც იქნა თვალები გავახილე. ფრანკს სავარძელში ჩასძინებოდა. კარებთან კი დარაჯად რუთი მედგა, რომელიც მძინარე ფრანკს უყურებდა. შევიშმუშნე. რუთი ოცნებიდან რეალობას დაუბრუნდა და გაიღიმა.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება ამ სამყაროში, ძალიან გვანერვიულე - ფრანკს ოდნავ შეახო ხელი და მასაც გაუღიმა.
-ელიზაბეტ - რუთი ხელით მოიშორა ფრანკმა და საწოლთან მოვიდა - არაფრის შეგეშინდეს, უკვე ყველაფერმა ჩაიარა. ღვთის წყალობით მალე უკეთ იქნები - გამიღიმა და ხელზე მაკოცა - რამე ხომ არ გაწუხებს, რაიმე ხომ არ გინდა?
-რა მოხდა? - ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა რა მოხდა ჩემს თავს, დრო, სივრცე, ყველაფერი ამერია.
-საშინელი ვირუსი შეგხვდა, რომელმაც ცხელება და მაღალი ტემპერატურა გამოიწვია. წამლები უკვე აქ გვაქვს. ერთი კვირა თავს უნდა მოუფრთხილდე. განსაკუთრებულ ჭამაზე გადაგიყვანს დოროთი, ჩვენი მზარეული.
-ორ დღეში დაბრუნდებიან ბიჭები და გზის გაგრძელება მოგვიწევს. გპირდები, თავს იქაც გავუფრთხილდები.
-არაც და არამც. როგორ გგონია გაგიშვებ? როდესაც აქ ჯო და ნიკი მოვლენ, მე ყველაფერს მოვუყვები და თავად გადაწყვიტონ ჩააგდებენ თუ არა მათი საყვარელი დის სიცოცხლეს საფრთხეში.
-წვნიანი ხომ გესიამოვნება, ელიზაბეტ? - რუთმა კვლავ დაიბრუნა მკაცრი ტონი და ჩემი და ფრანკის დიალოგი შეწყვიტა.
-აუცილებლად - მოკლედ მოუჭრა ფრანკმა. თავი დავუქნიე მეც - დღეიდან ჩემ მიერ შედგენილი გრაფიკით იქნები.
-შენ ხომ ვიზიტი გაქვს ბიზნესმენებთან - კვლავ ჩაერთო ჩვენს საუბარში რუთი.
-გადავდებ, რუთ. ნუთუ ახლა ამის დროა, ღვთის გულისთვის, გთხოვ უთხარი დოროთის გააკეთოს წვნიანი და აქ ამოუტანე ელიზაბეტს.
-არ შეწუხდე, რუთ - მის მიმართ შინაგან სიმპათიას ვგრძნობდი - ვეცდები ჩამოვიდე.
-მგონი აქ გოგოების ამბავია, არცერთი არ ითვალისწინებთ ჩემს სიტყვას? ხომ ვთქვი დღეიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას მე ვიტყვითქო.
-მაპატიე, ფრანკ - უთხრა რუთმა და ოთახი დატოვა. მე კი ამით დრო ვიხელთე და ვიკითხე:
-ცოლი გყავდა? - პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენე ამის დასადგენად.
-არა, საიდან მოიტანე? - ანერვიულება დაეტყო ფრანკის სახეს.
-რუთმა რაღაც ამბავი მომიყვა და ვიფიქრე, რომ ეს ამბავი შენ გეხებოდა, თუმცა შევცდი - რუთის ჩაშვება არ მინდოდა.
-როგორც შენი ქმარი, არც ის იყო ჩემი ცოლი, თუმცა ყველაფერზე მეტად მიყვარდა. მან ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოატრიალა და უკეთესობისკენ შეცვალა. ცხოვრება კი სასტიკად მოექცა მასაც და მეც. ის ფანჯრიდან გადმოვარდა.
-უბედური შემთხვევა იყო?
-რა თქმა უნდა - მითხრა დარწმუნებით - ლილიანს ცხოვრება ძალიან უყვარდა. ახლა ვხვდები რატომ დაგიახლოვდი და ჩემს მსგავს ადამიანად მიგიჩნიე. ჩვენ ორივეს ერთი ტკივილი გვაერთიანებს, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული. თუმცა შენ მას სხვაგვარად აღიქვამ და უმკლავდები, მე კი სხვაგვარად.
-მე მიყვარდა ჰენრი, ძალიან მიყვარდა - ჩავილაპარაკე ჩემთვის ისე, რომ ფრანკს არ გაუგონია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent