შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 9


10-09-2021, 17:52
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 135

სახლი იყო დიდებული, თუმცა ცოტათი შემაძრწუნებელი. ყველაფერი მუქ და ცივ ტონებში იყო გადაწყვეტილი. საძინებელი, რომელიც ჩვენთვის გაამზადა დიდი სასახლის მოსამსახურემ მუქი შინდისფერი, ბორდოსფერი იყო. საწოლი აღმოსავლეთ კედელზე იყო მიბჯენილი. ოქროსფერ საწოლზე მუქი ლურჯი გადასაფარებელი და ბორდოსფერი ბალიშები ელადა. საწოლის მარჯვნივ იდგა ტუმბო, ტუმბოს თავზე კი ეკიდა ოქროსფერი, მრგვალი სარკე. ტუმბოზე ეწყო რამოდენიმე სუვენირი, უცნაური ფორმის კაცების გამოსახულებებით. ოთახის შემოსასვლელთან იდგა პატარა, მუქი ლურჯი დივანი, რომელსაც წინ პატარა მაგიდა ედო. მაგიდაზე გადაფარებული იყო თეთრი, ხელით ნაქსოვი გადასაფარებელი და შემოდგმული იყო სანთელი. სასანთლე მიმაგრებული იყო ოთახის ორ მხარეს, კედლის შუაგულს, ხოლო საწოლთან, საწოლის ორივე მხარეს.
-უცნაური ოთახია - ჩაილაპარაკა ჯომ, რომელიც ოთახის შპალერს ჩაჰკვირვებოდა - ამ ოქროსფერ რგოლებში ადამიანის სახის დანახვაც შეგიძლია.
-მაშინებს ეს სახლი, იმედია მალე წავალთ აქედან.
-მე კიდევ მომწონს და დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე დღე - ჯო ჩემკენ შემოტრიალდა. სველი კაბა ტანზე მთლიანად მომკროდა. სიცივისგან კი კერტები ამომბურცვოდა - შეიძლება მოგიახლოვდე? - თითქოს თანხმობა ითხოვა ჩემგან.
-მოდი, მაგრამ ჰენრის სული აქ ვერ შემოაღწევს? - ირონიანარევი წინადადება ისარივით ვესროლე.
-ახლა ჰენრი კი არა, მთელი ამალა, რომ მიყურებდეს, მაინც ვერ გავუძლებ ცდუნებას - მომიახლოვდა, ხელები თეძოებზე შემომაწყო და ნელ-ნელა ზემოთ აასრიალა. მის ხელებს გაჰყვა ჩემი კაბაც.
-არ დაგავიწყდეს, მე და შენ აქ და-ძმანი ვართ - ჩავჩურჩულე ყურში და საწოლში შევწექით.
აქტი ჯერ დასრულებული არ გვქონდა, როდესაც კარზე კაკუნი გავიგეთ. სასწრაფოდ ჩავიცვით და კარი ღიმილით გავაღე.
-ცხელი ვახშამი გესიამოვნებათ, ბატონმა გადმოგცათ - ახალგაზრდა, წაბლისმერთმიანმა გოგომ ამოგვიტანა ლანგარი და ოთახში ცალი თვალით არეული საწოლი შეამჩნია - კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
-არა. მადლობა გადაეცით თქვენს ბატონს - კარი სასწრაფოდ მივუხურე - მგონი სჯობს უფრო ფრთხილად ვიყოთ და ცოტა ხნით სიყვარულობანას შევეშვათ -კარსმიყურებული, ლანგრით ხელში სწრაფად ვსუნთქავდი.
-დარწმუნებული ხარ, რომ დღეს გაუძლებ ჩემს ცდუნებას და ისე დაწვები ჩემ გვერდით?
-არა, თუმცა ძალიან ფრთხილად. შეიძლება აქ კედლებსაც ჰქონდეს ყურები.
-ყურები და ენაც - დაამატა ჯომ.
***
დილის შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც კარზე მოგვიკაკუნეს. ისევ ახალგაზრდა მოსამსახურე იყო. ამჯერად ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და მის დასანახად ჯო დივანზე წამოწვა და თავი მოიმძინარა.
-ბატონი საუზმეზე გელოდებათ - გამოხედვაში ყველაფერი ეწერა, თითქოს სუნი აეღო და ახლა ნებისმიერ შანსზე ხელს წაგვიჭერდა.
-ბატონს გადაეცით, თხუთმეტ წუთში ჩამოვალთ - კარი ისე მივხურე, მისთვის თვალი არ მომიშორებია, არც მას ჩემთვის.
ჩემოდნიდან ამოვიღე შავი, უზურგო, გრძელი კაბა და თმა მაღლა ავიწიე.
-ვის ეპრანჭები? - იკითხა ჯომ.
-ასეთ სასახლეს უბრალოდ ჩაცმა არ ეკადრება.
საძინებლის კარი გავაღე და კიბისკენ გავეშურე. გზად წაბლისმერთმიანი მოსამსახურე შემხვდა და მის გამოხედვაში შურის პაწაწინა სხივი შეკრთა, ამით კი თავდაჯერებულობა მომემატა და ქვის კიბეზე გაფენილ წითელ ხალიჩას გრაციოზულად, თავაწევით ჩავუყევი. ბატონი ფრანკი უკვე მაგიდის თავში ოჯდა და საკუთარ ხელებს დაყრდნობოდა. ჩემს დანახვაზე წამოიმართა, ხელი გამომიწოდა და მაგიდასთან მიმიპატიჟა.
-იმედია კარგად მოისვენეთ - ოდნავი სითბოც კი არ იყო მის სიტყვებში, თუმცა ზრდილობა ნამდვილად არ დაეწუნებოდა.
-ნამდვილად მშვენიერი სახლი გაქვთ - ოთახს თვალი მოვავლე. დიდი დარბაზი იყო, თუმცა მთლიანად ნაცრისფერი. ოთახის ერთ კუთხეში ბუხარი იყო, ბუხრის თავზე კი უზარმაზარი თეთრი, მამაკაცის ქანდაკებები. კედლებზე ბევრი ნახატი იყო. ზოგი პეიზაჟის, ზოგიც ნატურმორტი, იმ კედელზე კი, სადაც კიბე იყო, ოჯახის წევრების პორტრეტები გამოეფინათ.
-საით მიემართებით? - იკითხა ფრანკმა, თუმცა პასუხი სრულებითაც არ აინტერესებდა.
-შორს - ასევე გულგრილობა გამოვიჩინე მეც.
-მეც მოვედი - კიბეზე ჯო ჩამოვიდა. ღია ნაცრისფერი, მაღალწელიანი შარვალი და ღია ვარდიფერი, თავისუფალი სლიტის პერანგი ჩაეცვა - ბედნიერ დღეს გისურვებთ.
-ჩაის დაგისხამთ - წაბლისფერთმიანი გოგონა ბატონ ფრანკთან ჩაიდნით მივიდა - სწორედ ისეთია თქვენ, რომ გიყვართ.
ფრანკმა გოგონას უემოციოდ ახედა და ისევ ჩვენზე გადმოიტანა ყურადღება.
-ვისაუზმოთ და შემდგომ წავიდეთ თქვენი მანქანის მოსანახულებლად. რუთ - მიმართა წაბლისფერთმიან გოგონას, რომელიც მისკენ გაბადრული შემოტრიალდა - გაიკითხე ჩვენს მუშებში, იქნებ ერკვეოდეს ვინმე მანქანებში - რუთმა ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა - მე მანქანები არ მიყვარს, ცხენები მირჩევნია, უფრო ვგრძნობ მათთან კომუნიკაციას, ჯართთან კომუნიკაციაში შესვლა კი ჩემს ძალებს აღემატება.
შემოსასვლელში ჩოჩქოლი ატყდა.
-სტუმრებს არ ველოდები - გაკვირვებით ჩაილაპარაკა ფრანკმა, წინსაფარი მუხლებიდან მაგიდაზე გადაიტანა და ფეხზე წამოდგა.
-ყველას მოგესალმებით - ოთახში ნიკი შემოვიდა - ძვირფასო დაიკო, ძამიკო - გაგვიღიმა - ბატონო ფრანკ - ხელი გაუწოდა ნიკმა - დიდი პატივია თქვენისთანა კეთილი ადამიანის გაცნობა.
-რა ხდება ნიკ? - იკითხა ჯომ.
-ცუდი ამბავი გვაქვს, ძმაო. მანქანას ვერავინ ვერაფერი გაუგო და შემდეგ ქალაქში წასვლა მირჩიეს. ერთ-ერთი ცნობილი ხელოსანი გვეგულებაო, მითხრეს. მე კი ჯერ აქ ამოვედი, რომ თქვენთვის ამბავი მეცნობებინა. სიმართლე გითხრათ, თან ძალიან დავიღალე და ორი-სამი საათი წაძინება არ მაწყენდა. იმ ბატონმა კი, რომელიც თქვენ დამიტოვეთ, მანქანაში არ დამტოვა, მითხრა ჩემი ბატონი არ მაპატიებს, თუკი აქ დაგტოვებთ დასაძინებლადო.
-სწორად მოქცეულა - თავი დაუკრა ფრანკმა ნიკს და სუფრასთან მიიპატიჟა - ქალაქამდე ეტლით სამ დღეში ჩახვალ, ჩემს მეეტლეს და ეტლს გაგატან. შენს და-ძმას კი სტუმრად დავიტოვებ.
-არა, მეც თან გავყვები - ჯომ ხელი მომკიდა და თავის დაქნევით ვანიშნე, რომ მის გადაწყვეტილებას არ ვეწინააღმდეგებოდი.
***
-მოგწონთ ვერანდა? - ფიქრებში გართულმა ფრანკის მოსვლა ვერ შევნიშნე.
-საუცხოო ხედია, თუმცა სანამ მზე მთას არ გადასულა, ვიფიქრე მინდორზე მზეს მივეფიცხებოდი, თუკი ეს შესაძლებელია - ხედითვის თვალი არ მომიშორებია.
-შემიძლია პლედი და თითო ჭიქა წითელი ღვინოც შემოგთავაზოთ.
-პლედს ავიღებ, წითელ ღვინოს კი სასიამოვნო წიგნით შევცვლიდი - მისკენ მივტრიალდი და დიდ, თუმცა ძალიან სწორ შუბლს შევხედე.
-გაქვთ რაიმე სასიამოვნო წიგნი თან? - მოაჯირს ხელებით დაეყრდნო ფრანკი.
-სხვა ჩემოდანში.
-მაშინ დროა ჩემი ბიბლიოთეკა გაგაცნოთ - ფრანკი კარისკენ დაიძრა - მხოლოდ თქვენს შემდეგ - გზა დამითმო და კარი გამომიღო - დიდი ხანია წიგნებს ვაგროვებ. ზოგ მათგანს კი რამოდენიმეჯერ მივუბრუნდი და მისი სიტყვებით მიღებული სიამოვნება ხელახლა განვიცადე.
-შესაძლებელია? - ვიკითხე გულწრფელად.
-შესაძლებელია, თუმცა არა იმ დოზით, რა დოზითაც პირველად წაკითხული. წიგნის კითხვა სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას ჰგავს. თითქოს შენც იქ ხარ, იმ პერსონაჟებთან ერთად. მათთან ერთად მიირთმევ ხან ცხელ, გემრიელ წვნიანს, ხანაც ობდადებულ პურის ნაჭერს, გცივა მათთან ერთად და გიხარია მზის ამოსვლა. ტირი და იცინი მათ მიერ გადამხდარ ისტორიებზე, ზოგჯერ ბრაზდები, თუმცა მაინც ვერ ღალატობ, მაინც იყურები იმ ჭუჭრუტანაში, რომელსაც წიგნი გიტოვებს და ბოლო ფურცლამდე მისდევ მათ ფეხდაფეხ. წიგნის დასასრულს კი თვალებს ხუჭავ, ყველაფერს გადახედავ, ამოარჩევ იმ ფრაგმენტებს, რომლებიც მომავალში შენს მომავალს შეცვლის და მათზე ფიქრობ, როგორც ნამდვილ ადამიანებზე. გაინტერესებს როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შენ გარეშე. შემდეგ იღებ ახალ წიგნს და თუკი დასრულებული წიგნის გრძნობები განეიტრალებული არ გაქვს, ახალ წიგნშიც შემოგისახლდებიან და არ დაგაცდიან ბოლომდე შეხვიდე ახალ მოვლენებში. ამიტომ ყოველთვის მირჩევნია მეორე დღესვე არ დავიწყო ახალი წიგნის კითხვა. ვაცდი რამდენიმე დღე გავიდეს და მხოლოდ ცარიელი გონებით მივდივარ ახალი პერსონაჟების გასაცნობად ჭუჭრუტანასთან.
-ბატონო ფრანკ, თავლაში გელოდებიან - ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზაზე რუთი შემოგხვდა.
-რუთ, ახლა არ მცალია. ცოტა მოგვიანებით შემახსენე - რბილი და საინტერესო ტონი უეცრად ისევ მკაცრ ტონად აქცია ფრანკმა.
-მგონი სასწრაფოაო - არ ეშვებოდა რუთი.
-რუთ! - გოგონა სწრაფი ნაბიჯით გაგვეცალა - თავნება გოგონაა! - ბრაზობდა ფრანკი.
-იქნებ ენთუზიაზმით ეკიდება საქმეს - ვივარაუდე მე.
-თუკი დრო გექნება მოგიყვები მასზე, არა როგორც რუთზე, ჩემს მოსამსახურეზე, არამედ რუთზე ერთ-ერთი პატარა ნოველადან „რუთი ჰილების სასახლეში“.
ბიბლიოთეკას ალბათ ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა მეორე სართულზე. ათასობით წიგნი იატაკიდან ჭერამდე აღმართულიყო. ოთახის ცენტრში იდგა ორი სავარძელი და მათ შორის ხის პატარა მაგიდა. გაოგნება ვერ დავმალე და გაოცებისგან წამოვიყვირე.
-ყველა ჩემი შეგროვებული არ არის და არც ყველა წიგნი წამიკითხავს, თუმცა მაქვს ჩემი საყვარელი კუთხე და სწორედ იქედან ვირჩევ ხოლმე ახალ თავგადასვლებს - თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა ფრანკმა - მაშ, მოგიყვე ისტორია „რუთი ჰილების სასახლეში“?
-თუკი სურვილი გაქვთ სრულიად უცნობ ქალბატონს გაანდოთ ისტორია ლამაზმანი რუთის შესახებ, მაშინ მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მთავარია წიგნის მთავარ პერსონაჟს უნდოდეს ამბის ჩემთვის გაზიარება.
-დაბრძანდით - სავარძელზე მიმითითა და მეც ჰაეროვნად ჩავეშვი მასში - ახლა რა ამბავსაც მოისმენთ ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ კი ჩემი ფანტაზიის ნაწილი. ძალიან გთხოვთ არ მკითხოთ რომელ ნაწილს ვყვები ჩემი ფიქრებიდან. უბრალოდ მოუსმინეთ მას, როგორც ერთ პატარა წიგნს. ჰილების სასახლეში რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა ერთი მშვენიერი ასული, სახელად მერიემი. მას ყველა მერის ეძახდა, მე კი მძაგდა ეს სახელი და ემი შევარქვი, როგორც მერი-ემი. ემი, ულამაზესი გოგონა იყო, თეთრი, საუცხოო ქერა თმით, მისი კულულები წელზე ეფინებოდა და სიარულის დროს თითქოს ცეკვავდნენ. ერთ დღესაც, როდესაც ემი გაიზარდა, მისი გათხოვება მამამ გადაწყვიტა და შორეული საგვარეულოდან მოიყვანა ჰერცოგი. ემის გათხოვება სრულებითაც არ უნდოდა, მეტიც, მუსიკის გარდა არ არსებობდა მისთვის რამე ამაზე ფასეული. მამას უჭირდა მერიემის დაყოლიება და ხშირადაც კამათობდნენ ამაზე, თუმცა მამის სიტყვები ყოველთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ოჯახისთვის. მაშინ მერიემმა მიიღო ფიცი და დაპირება იმის შესახებ, რომ ის მუსიკას არ შეეშვებოდა და ახალი ოჯახი ყოველ წვეულებასა თუ ღონისძიებას მისი შესრულებული მუსიკის ფონზე ჩაატარებდა. გაბედნიერდა ემი, თუმცა ღამღამობით, როდესაც არავინ უყურებდა, გავიდოდა ვერანდაზე და ტიროდა. წავიდა ემი და ის სიყვარული, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობდი ჰაერში გამოეკიდა. ირგვლივ მიმოვიხედე და არავინ მყავდა, ვისაც ჩემს სიყვარულს გავუზიარებდი, ემი კი ძალიან შორს იყო ჩემგან. ყოველ დღე ვუწერდი მას წერილებს, თუმცა უკან იშვიათად თუ მოდიოდა პასუხი. ვფიქრობდი, რომ წერილები გზაში იკარგებოდნენ, რადგან ჩვენ შორის ასეულობით კილომეტრი იყო გაკიდებული. ბოლოს კი, როდესაც ხუთი თვის მანძილზე მისგან წერილიც კი არ მომსვლია, წერა შევწყვიტე და სწორედ მაშინ გამოჩნდა რუთი, ერთი-ერთი მსახურის შვილი. მაშინ მე თხუთმეტი წლის ვიყავი, რუთი კი ჯერ კიდევ შვიდი წლის იყო. დავიწყე მასთან ერთად თამაში, სიყვარულის გაზიარება. გვქონდა უამრავი საიდუმლო. მას შემდეგ ცამეტი წელი გავიდა, რუთი უკვე ქალია, თუმცა ჩვენ შორის არსებული მეგობრობა სადღაც დაიკარგა. რომელიღაცა წელს, როდესაც ზღვის ქალაქიდან დავბრუნდი, მივხვდი, რომ მე რუთთან საერთო აღარაფერი მქონდა. ამიტომ არის რუთი უფრო თავნება, ბევრად გაბედული ჩემთან. ამიტომ აქვს უფრო მეტის უფლება, ვიდრე სხვა მსახურებს.
-არ შემიმჩნევია - ვიცრუე მე.
-შენთვის წიგნი უნდა მომეცა - ხმა ისევ დაიბოხა და ფეხზე წამოიჭრა - როგორი ჟანრი გინდა? - ნერვულად აცეცებდა ხელს ათასობით წიგნში და ყველას ეხებოდა - აი, ეს უნდა მოგეწონოს - ლურჯყდიანი წიგნი ერთ-ერთი თაროდან გამოაძრო, მაგიდაზე დამიდო და კარისკენ წავიდა - გზას უკან ხომ გააგნებ? - მკითხა კიდევ უფრო სერიოზული და მკაცრი ხმით.
-რა თქმა უნდა - ვუპასუხე მას, თუმცა ვერ ვხვდებოდი რა დაემართა. ჩემ წინაშე ორი სრულიად განსხვავებული მამაკაცი იდგა და არ ვიცოდი რომელი იყო ნამდვილი ფრანკი. იქნებ სწორედ ეს იყო იმ ისტორიის ფანტაზია, რომ ის ასეთ მამაკაცად გამოჩენილიყო? კითხვები თავში ბუზებივით შემომიფრინდნენ და ვიჯექი სავარძელში წიგნით ხელში, რომელიც იმ მომენტში საერთოდ არ მაინტერესებდა.
***
ბიბლიოთეკიდან, რომ გამოვედი, მზე უკვე გადასულიყო მთის მეორე მხარეს. არ ციოდა, თუმცა გარეთ გასვლის სურვილი აღარ მქონდა. საძინებელში ავედი. საწოლზე წამოვწექი და წიგნის კითხვას შევუდექი. პარიზული სიყვარულის ამბებს გვითხრობდა მწერალი. როგორ გაიპარა სახლიდან მდიდარი ოჯახის ასული და გაეკიდა მინდვრებში მომუშავე ბიჭს. წიგნმა დამაინტერესა, მათთან ერთად მივდიოდი ჩაბნელებულ მიდნვრებში სუნთქვაშეკრული. სწორი იყო ფრანკი, წიგნის კითხვა სხვისი ცხოვრების თვალთვალს ჰგავს. მე პარიზელ წყვილს ვგულშემატკივრობდი და მინდვრებში საფრთხის შესახებ ვამცნობდი.
ჩამძინებია. კარზე კაკუნმა გამაღვიძა.
-ვინ არის? - დამძიმებული თავი ძლივსძლივობით წამოვწიე ბალიშიდან.
-ბატონი გეძახით - რუთი იყო. კართან მივედი და გამოვაღე. რუთს ყური ჩემს კარზე მოედო და გაღებისას ძლივს შეინარჩუნა წონასწორობა - ბატონმა საგვარეულო დესერტი გამოაცხობინა სპეციალურად თქვენთვის და ქვემოთ გელოდათ.
-ძალიან დაღლილი ვარ, მირჩევნია დავისვენო - კარის დაკეტვა ვცადე, თუმცა რუთმა ფეხით შეაჩერა ის.
-ძალიან ცუდი ტონი იქნება, ქალბატონო, თქვენი მხრიდან. ბატონი ფრანკი ძალიან იშვიათად იძლევა ამ დესერტის გაკეთების ბრძანებას. თქვენ კი როგორც ჩანს მოეწონეთ, როგორც პიროვნება - ბოლო სიტყვებს ხაზი მკაფიოდ გაუსვა და წასვლა დააპირა.
-კარგით - შეჩერდა რუთი - ორ რამეს გეტყვი - და ნაბიჯი წინ გადავდგი - ჩემი ნებაა კარგად მოვიქცევი თუ ცუდად, რუთ, ამას შენ ნამდვილად არ უნდა მიწყვეტდე. თუმცა მეორე მხრივ, გადავიფიქრე და თანახმა ვარ ჩამოვიდე. მხოლოდ ერთი რამ გადაეცი ფრანკს, სჯობს გარეთ დავსხდეთ, სასიამოვნო ამინდია. ამიტომ მაგიდა გარეთ გაგვიშალე, რუთ, თუ შეიძლება - კარი მივხურე და საკუთარი პასუხით კმაყოფილმა სარკეში ჩემს თავს გავუღიმე.
ტანზე მომდგარი, ღია ყვითელი კაბა ჩავიცვი. კაბას იდაყვამდე გაშლილი სახელოები ჰქონდა. ეს კაბა კარგად უსვამდა ხაზსს ჩემი ტანის მოყვანილობას. ჩავიცვი დაბალძირიანი ფეხსაცმელი, ვიპკურე სუნამო და თმა ჩხირებით მაღლა ავიწიე.
ეზოში, ხასხასა მწვანე ბალახზე ორი რკინის თეთრი სკამი და მაგიდა იდო. მაგიდა უკვე გაეწყო რუთს და ფაიფურის თეფშები და ვერცხლის დანა-ჩანგალი უკვე ადგილზე მიეტანა. სკამზე იჯდა ფრანკიც.
-ბატონო ფრანკ - დავიძარი მისკენ და სკამზე ჩამოვჯექი - დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის.
-რაღაც იდუმალება გხდის ასე საინტერესოს - მიპასუხა მან - რუთ, წითელი ღვინო მოგვართვი ჩვენი მარნიდან თუ შეიძლება, საუკეთესო.
-ხანდახან მეშინია თქვენთან საუბრის დაწყების - გამოვუტყდი მას.
-დავიწყებული მაქვს უცხო ადამიანებთან მოქცევის წესები, ელიზაბეტ - ფინჯანისებურ ჭურჭელში მომზადებული წითელი ფერის მასა კოვზით ოდნავ შეარხია - წლებია ამ მთებს არ გავცდენილვარ და ალბათ ამიტომ.
-და რა არის ამის მიზეზი? - პირველი ლუკმა წავიღე პირისკენ. კენკრის უცნაური მასა იყო, მშრალი, მომენტებში ძალიან სველი, მოტკბო, თუმცა კენკრის სიმჟავეც დაყვებოდა ბალანსირებულად. ყოველ ლუკმაზე რაღაც ახალ გემოს ვპოულობდი, უფრო და უფრო გემრიელს და მე ეს მომწონდა. ჰილების საგვარეულო დესერტი განსხვავებულ და გემრიელ გემოს ატარებდა.
რუთი ბოთლით ხელში მოგვიახლოვდა და ბროლის ჭიქები წითელი ღვინით შეგვივსო. ბოთლი მაგიდაზე დადო, თუმცა ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.
-რამე მოხდა, რუთ? - იკითხა ფრანკმა.
-არა - დაბნეულმა გამომხედა ჯერ მე, შემდეგ კი ფრანკს - ფრანკ, ბატონო ფრანკ, კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
-რამეს ხომ არ დაამატებდი, ელიზაბეტ? - რუთისთვის თვალმოუშორებლად მკითხა ფრანკმა.
-არა, გმადლობთ. ეს ყველაფერი სრულებით საკმარისია.
-თქვენი მეგობრები მალე დაბრუნდებიან? - კითხვით პირდაპირ მე მომმართა რუთმა.
-რუთ, ისინი ქალბატონის ძმები არიან - შეუსწორა ფრანკმა და ბოდიში მის მაგივრად მომიხადა.
-დიახ, ძმები - ცბიერმა ღიმილმა გადაირბინა რუთის სახეზე.
-დაახლოებით შვიდ დღეში აქ უნდა იყვნენ, თუკი რაიმე ხიფათს არ გადაეყარნენ. ფათერაკების მოყვარულები არ არიან - საუბარი ფრანკთან გავაგრძელე, რუთმა კი ნელი ნაბიჯით დაგვტოვა - თუმცა ძალიან ბევრი უსიამოვნება შეგხვდა ამ ბოლო მოგზაურობისას. ჩვენ ტბების ქალაქიდან ვართ, სადაც ტყის ხალხმა ჩვენი მორჩილება ითხოვა. მშობლები სხვაგან გავგზავნეთ და ახლა მათ მოსანახულებლად ვიყავით ჩასული.
-ტბების ქალაქი? - უსიამოვნოდ ჩაილაპარა მან - ტბების ქალაქის შესახებ ახალი ცნობები იცი? - უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე - ნახევარი ქალაქი ამოჟლიტეს. მეორე ნახევარი კი მონებად გაიხადეს. არც ტბის ხალხი დანებებულა ხელგაუნძრევლად და ღამით, როდესაც ტყის ხალხი მშვიდ ძილს მიეცემოდა, თავს ესხმოდნენ და ყელს ჭრიდნენ. ამით ცოტათი მაინც იმსუბუქებდნენ ყოფას.
-როგორ? ტბების ქალაქი ასე დაეცა?
-კი, თავიდან მორჩილება გამოუცხადებიათ, თუმცა ეს ყველაფერი მახე ყოფილა. თავიდან სცადეს ნელ-ნელა წაერთვათ ბიზნესები ხალხისთვის, მაგრამ როგორც კი შეხედეს, რომ ამით შორს ვერ გაფრინდებოდნენ სხვა გეგმა შეიმუშავეს და ... - მხრები აიჩეჩა ფრანკმა.
-მე.. მე ... - ენა დამება და ყელში რაღაც, ძალიან დიდი ბურთი გამეჩხირა - ვერ ვიჯერებ. ჩემი ქალაქი - ფეხზე წამოვიმართე - ბოდიშის გიხდით, ბატონო ფრანკ, მაგრამ მინდა ჩემს ოთახში ავიდე. ის, რაც თქვენ მომითხრეთ, ძალიან მძიმეა ჩემთვის, რადგან ცხოვრების ჩვიდმეტი წელი სწორედ იმ ქალაქში გავატარე.
პასუხს არ დაველოდე. ჩქარი ნაბიჯით გავეშურე სახლისკენ, ჩემს საძინებელში, ლოგინზე პირქვე დავემხვე და ხმამაღალი ტირილი ამივარდა. გონებაში ყველა ქუჩაზე ვიხეტიალე. სადღაც ქუჩის ბოლოს ჰენრი მიღიმოდა. ოთახი თითქოს დაპატარავდა და სხეულზე მომიჭირა. ვეღარ გავძელი, ამოსუნთქვა არ შემეძლო და ვერანდაზე გავედი.
-ვიცოდი აქ გამოხვიდოდი - უკნიკან მოვიდა ფრანკი და ბეჭებზე პლედი შემომახვია - დღეს მოგიყევი მერიემზე, რომელიც ტირილისთვის ყოველთვის ამ ადგილს ირჩევდა. შენც მას გავხარ რაღაცით. ალბათ სათნოებით.
-მე ვთხოვე ჩემს ხალხს ომი არ დაეწყო. ყველაფერი ჩემი ბრალია - თავი ვერ შევიკავე და ავტირდი.



№1 სტუმარი სტუმარი ანანო

ვისიამოვნე! მხოლოდ ამის თქმა შემიძლია

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ანანო
ვისიამოვნე! მხოლოდ ამის თქმა შემიძლია

დიდი მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი დალი

ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხე, ველოდები შემდეგს♥️

 


№4  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი დალი
ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხე, ველოდები შემდეგს♥️

მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent