შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი, ბავშვობის სიყვარული 10


14-09-2021, 16:37
ავტორი gabi du
ნანახია 2 596

არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ ყოველშემთხვევაში იმას არა, რაც მოხდა.
- ვარდისფერი კალგოტკებიც ხომ არ ჩავიცვა და ბალეტზე გამოგყვე? - მითხრა სავსებით სერიოზულად. თვალები გამფართოვდა, შემდეგ ცხადად წარმოვიდგინე ამ ფორმებში გამოწყობილი ლევანი. ორ წუთში კი, ისე ვხარხარებდით კორპუსი იძვროდა. სული, რომ მოვითქვით გვერდით მომიჯდა. ხელი წელზე მომხვია და მიმიხუტა.
- როგორი ლევანი შეგიყვარდა სალომე? - მკითხა და თვალებში ჩამხედა. მივხვდი, რატომაც მეუბნებოდა, მაგრამ მეც, ჩემი სიმართლე მქონდა.
- მე, სამართლიანი ლევანი შემიყვარდა. სუსტის დაჩაგვრას არავის, რომ აპატიებდა. მე, კარგი მეგობარი ლევანი შემიყვარდა, ძმაკაცისთვის ნასროლ დანას გადაეფარა და თავად დაიჭრა. მე, კეთილი ლევანი შეიყვარდა მაწანწალა ბავშვი სიკვდილს, რომ გადაარჩინა და რამდენჯერმე სისხლი გადაუსხა. მანამ არ მოცილებია პალატას სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდა და... და ის, თვალები შემიყვარდა ყველაზე ,,სხვანაირად“ რომ მიყურებდა. აქამე ვფიქრობდი, რომ არაფერი გაგიკეთებია საიმისოდ, რომ მყვარებოდი. მაგრამ ასე არაა. შენ არასდროს მაძლევდი საშუალებას ამ თვალებს გავქცეოდი. ყოველთვის მითრევდი ამ უძირო მზერაში და მეც, ვიკარგებოდი. მიპასუხე, რატომ მიყურებდი? - თითქოს რაღაცას მივხვდი და ახლა დადასტურებას ველოდებოდი.
- ვიცი, რატომაც მეკითხები. მაგრამ არ მგონია ესე ყოფილიყო. უბრალოდ მსიამოვნებდა შენი ყურება. სასწაულს მმართებდა შენი დაბნეული თვალები და შეფარკლული ლოყები. იმ მომენტში ვერც აღვიქვამდი დანარჩენ სამყაროს, მაგრამ ეს არ ყოფილა სიყვარული. სიყვარულია რასაც ამ წუთას ვგრძნობ. ახლა, რასაც განვიცდი ეს სასწაულია. ეს არცერთ აქამდე განცდილ გრძნობას არ ჰგავს. არასოდეს მიგრძვნია ასეთი სიმსუბუქე. - ვუსმენდი და თავი სამყაროს ცენტრი მეგონა... მეგონა მხოლოდ ჩემთვის ანათებდა მზე... მზე - შუაღამისას.
- რატომ შეგიყვარდი ლევან? რატომ ახლა და არა მაშინ? - თავი, მკერდზე მივადე და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
- მართალი გითხრა, მიხარია, რომ მაშინ არ შემიყვარდი. ჯერ კიდევ ძიებაში მყოფს და ჩამოუყალიბებელს. რაც შეეხება არსებულ სიტუაციას. შენი გულწრფელობა და სისუფთავე მიყვარს სალომე. შენი მიზანდასახულობა, თავდაჭერილობა და ის სიჯიუტეც ასე, რომ მიშლის ნერვებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან მომავალი არ გქონდა მაინც არასდროს გადაგიხვევია იმ შეხედულებებისთვის, რაც იცოდი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. არ ეწევი, არ სვამ, კლუბებს თავზე არ იმხობ, არ გიცდია კაცებთან ურთიერთობა, რადგან იცოდი, ჩემს თავს ვერ დაგავიწყევდა და თუნდაც უიმედო და ცალმხრივი გრძნობა არასდროს შეგიბღალავს. არ ვამაყობ, მაგრამ ვაღიარებ აზიატი ვარ და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ყველაზე მთავარი, ის მზერაა მხოლოდ შენ, რომ გაქვს. ეს თვალები ასე, რომ მაგიჟებს. ტუჩები, რომელზეც მხოლოდ ოცნება შემიძლია... გარეგნობაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან ის სასწაულ, გიჟურ ვნებას იწვევს ჩემში და საოცარ ჰარმონიას მიქმნის შენს შინაგან სამყაროსთან ერთად. არასდროს, არასდროს არავის მიმართ მიგრძვნია ის, რაც შენთან სალომე და... და ახლა სიგიჟემდე მინდა გაკოცო. მაგრამ ამას არ გავაკეთებ. არც ახლა და არც მომავალში სანამ... სანამ ჩემზე ჯვარდაწერილს თეთრი კაბით არ შეგიყვან ჩემსავე საძინებელში. - მითხრა და გულზე მჭიდროდ მიმიხუტა. გული, ლამის გამისკდა. ვერ ვსუნთქავდი. არ მინდოდა... გეფიცებით არ მინდოდა, მაგრამ ცხარე ცრემლებით ავტირდი. ბედნიერი ვიყავი, უსაზღვროდ ბედნიერი, მაგრამ ამავდროულად შეშინებული. მეშინოდა თვალების გახელის... საპნის ბუშტივით არ გამქრალიყო, ქარიშხალივით თავსდატეხილი ბედნიერება. მეშინოდა ლევანის დაკარგვის. სიკვდილივით მეშინოდა... - სალ, - პირველად მომმართა ასე და უცნაურად ლამაზად ჩამესმა ჩემი სახელი. - მოდი ნუ ვაწვალებთ ერთმანეთს. სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ და მე გპირდები, რომ ჩემს გამო არასოდეს შეგექმნებათ შენ და ჩენს შვილებს საფრთხე. მენდე, გთხოვ. - საერთო მომავალზე, საერთო შვილებზე მელაპარაკებოდა ჩემი ბავშვობის სიყვარული და მიუხედავად ბევრი ბუნდოვანი ფაქტისა ძალა არ მქონა, არ შემეძლო უარის თქმა. ერთხელ მეც მინდოდა ბედნიერება განმეცადა თუნდაც იქვე, იმ ღამითვე დასრულებულიყო.
- ლევან, საკმარისად არ გიყვარს ადამიანი თუ, მის გადაკეთებას ცდილობ. მე, არ მინდა შეიცვალო. უბრალოდ მეშინის, რომ შენი არჩეული გზა შენს თავს წამართმევს. ახლა გეხუტები და მაინც არ მყოფნი, მინდა სულში ჩაგიძვრე... უშენოდ ვერ შევძლებ, ვეღარ შევძლებ... ყოველთვის მიყვარდი ლევან, მაგრამ არ ვიცოდი შენთან სიახლოვის, შენი ჩახუტების გემო. მეშინია... შენი დაკარგვის მეშინია. - ვუთხარი გულწრფელად.
- სალომე მენდე... იმდენად ეგოისტი ვარ, რომ სიკვდილსაც არ ვაპირებ უშენოდ. - თვალი ჩამიკრა და გამიღიმა მან.
- დარჩები? მე მეძინება. - ვიკითხე მაგრამ თვალებში მეტყობოდა, როგორი პასუხის მოსმენა მინდოდა. ახლა, რომ წასულიყო გავგიჟებოდი.
- დავრჩები. მიდი, შენს ოთახში გაიქეცი. მე, აქ დავწვები. - დივანზე მიმითითა. კიდევ ერთხელ ჩამეხუტა. მე კი, გათამამებულმა ყელში ვაკოცე და გავიქეცი, ის კი დიდხანს იდგა ერთ ადგილას გახევებული.
დილით უჩვეულოდ ბედნიერს გამეღვიძა. თავი პეპელა მეგონა ისე დავფარფატებდი. ლევანს, ჯერ კიდევ ეძინა. საუზმე მოვამზადე და მაგიდა ორზე გავშალე. არასდროს ყოფილა ეს, პროცესი ასე სასიამოვნო. ყავას ვხარშავდი გაშლილი თმა ერთმხარეს გადამეწია და ყელზე ცხელი სუნთქვა მომეფრქვა. იქვე მსაუბუქი და ამავდროულად მწველი კოცნა ვიგრძენი და ქანდაკებად ვიქეცეი. ათასჯე ავეწყვე და დავიშალე.
- მიყვარხარ სალომე. - ყურთან მიჩურჩულა და ზურგიდან ამეკრო. ის იყო, ყველა დილაზე ბედნიერი დილა ჩემს ცხოვრებაში.
იმ, დღეს ნიაკოც გამოწერეს. საავადმყოფოს ეზოში ველოდებოდით მთელი სამეგობრო. ყველანი, უკლებლივ. ნია, მარტო ცხოვრობდა ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემთან წამეყვანა. მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე.
- შენ რომ გამოგყვე თეკლეს ეწყინება. თეკლეს რომ გავყვე მარისკას, მარიშკას რომ გავყვე შენ. ვიცი, გიყვარვართ და ყველას მადლობა მაგრამ მირჩევნია სახლში წავიდე.
- არ მითხრა, რომ დეპრესია გაქვს და რამეები... - გადაეხვია ლექსო.
- დეპრესიისთვის არ მცხელა ლექსუნა, მეჯვარის კაბა მაქვს შესაკერი. - ლოყა ბავშვივით გაუწელა მეგობარს.
- მეჯვარის კაბა? - ყურები ცქვიტა გოგამ. რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ, განადგურებული დამტოვა სახლში და ახლა თვალეგაბრწყინებულს ეჭვით მიყურებდა.
- ასე თქმა არ გვინოდა მაგრამ ეს ხომ არაფერს გაცლის. - შეუბღვირა ნუცამ ნიაკოს. - შემდეგ შაბათს მე და ნიკა ვქორწინდებით.
- და რატომ აქვს ეს ექსკლუზივი ნიაკოს და რატომ ვიგებთ ჩვენ ახლა? - წუწუნებს თეკლე.
- ამის თანდასწრებით გადავწყვიტეთ. სრულიად მოულოდნელად. - თავი იმარტლა ნიკამ.
- აჰა, მოულოდნელად არა? - გაიბუტა ნუცა. -არ აპირებდი, უბრალოდ ასე გამოვიდა ხომ?
- ნუცა! - თვალები დაუბრიალა ბიჭმა. - ყველაზე მეტად უნდობლობას ვერ ვიტან მომ იცი? - ნაწყენი ხმა ჰქონდა ბიჭს.
- ბოდიში. - ამოიტირა ნუციკომ და ტკიპასავით მიეკრო საქმროს.
- მეც გეტყვით რაღაცას. - დაიწყო მარიშკამ. - ოღონდ, რომ დამცინოთ სიბერემდე ხმას არ გაგცემთ იცოდე. - დაამატა სასწრაფოდ.
- გეკადრება? - ეს ნიაკო იყო.
- როდის დაგცინოდით რო? - ეს თეკლე.
- ნუ ატრაკებ ახლა. - ეს გოგა.
- თქვი და ტუ, ამბობ. - ეს ლექსო. - ჩემს გვრიტები ხმას არ იღებდნენ, ნიაკოს ისეთი სახე ჰქონდა ეტყობა ესეც იცოდა. ჩემს კომენტარს კი, არ დალოდებია იმიტომ, რომ იცოდა რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველას რომ მიეტოვებინა თავშესაფარს ჩემთან აუცილებლად იპოვიდა.
- მე და ჯანო... - გაწითლდა და აღარ გაუგრძელებია.
- - რაა? სერიოზულად? აღმოხდა ყველას ერთდროულად.
- რძლობას მიპირებ გოგო? - გადაეხვია თეკლე. კი, ვხვდებოდი რომ მოეწონე მაგრამ... როდის მოასწარიტ ურთიერთობის გარკვევა?
- წასვლამდე გამომიტყდა, რომ მოვწონდი. მე არაფერი მითქვამს. მაგრამ რომ წავიდა... გუსინ საღამოს გავარკვიეტ ურტიერთობა და ახლა დრეებს ვითვლით ჩამოსვლამდე. - გაიღიმა დარცხვენილმა და ამავდროულად ბედნიერმა მარიშკამ.
- გილოცავ მარიშ. - ხელი მოხვია გოგამ. იმის გათვალისწინებით, რომ გავარკვიე ვინ გზავნის სალომესთან ყვავილებს და კიდევ იმის, ეს ორი უდღეური - ლექსოსა და თეკლეზე მიუთითებს - მალე გამოტყდებიან უერთმანეთზე ვენებს, რომ იჭრიან. მარტო მე ვრჩები უბედური. - ჩაფიქრებული სახე მიიღო ბაღაშვილმა. ეს კი, მართლა შოკი იყო ყველასთვის.
- ვინ ვისზე იჭრის ვენებსო? - თვალები დააჭყიტა ნიაკომ და გადაწითლებულ ლექსოსა და თეკლეს დაასო ავი მზერა. მე ვიცოდი, ლექსომ მითხრა. მაგრამ თეკლეს სიტყვა ვერ ვათქმევინე და დარწმუნებული არ ვიყავი. ჩემგან განსხვავებით გრძნობების შეფუთვაში პროფესიონალი იყო, მაგრამ აბა ბაღაშვილს, რას გამოაპარებდა. - ესენი ჰო, მაგრამ შენ მარტო რატომ? მე ვერ ვხედავ რაღაც გვერდდს ალენ დელონი მიმშვენებდეს. სალომეც... - აქ გაჩერდა და აღარ გაუგრძელებია. მე, ჯერ არ მქონდა ნათქვამი ჩემზე და ადამაშვილზე. არ ვმალავდი, მაგრამ მინდოდა ერთად გვეთქვა, ხელი-ხელ ჩაკიდებულებს და ყველას ერთად გაეზიარებინა ჩემი ბედნიერება.
- მე, ვთქვი ვინც აგზავნის სალომესთან ყვავილებსთქო. - ორაზროვნად გაიმეორა ბაღაშვილმა და ნიაკოს თვალი გაუსწორა.
- აი, ეს მესმის. ვინ არის სალომეს იდუმალი თაყვანისმცემელი? - თითქმის ერთდროულად წამოიძახეს გოგონებმა.
- იდუმალი თაყვანისმცემელი არის, მაგრამ არა სალომესი. დანარჩენს დრო გვიჩევენებს და ნურაფერს მეკითხებით.- ხელები ასწია გოგამ.
- სალომესი არა? აბა ვისია? - ეს ლექსო იყო.
- ჩვენი ნიაკოსი. პრინცმა მისი მისამართი არ იცის. რახან სალომესთან ნახა რამდენჯერმე ივარაუდა, რომ ერთად ცხოვრობენ.
- კარგი, რას ღადაობ. - გაწიწმატდა ნიაკო.- საიდან დააბრეხვებ-ხოლმე.
- ნახავთ. ყველა ნახავთ ჩვენს ახალ სასიძოს. - გადაიხარხარა მან.
- გოგა ბაღაშვილო შენს სისხლს დადვლევ იცოდე. - დაექადნა ბარათელი.
- ვიფიქრე გაგუას ეშველათქო და ეგეც ნიაკოს თაყვანისმცემელი ყოფილა? - არარსებულ ცრემლებს იწმენდდა ნიკა. - სალო, არ დაგადაგა ხომ საშველი?
- სახლი არა გაქვთ, რას დამდგარხართ ამ სიცხეში? - მთელს სხეულში სიამოვნებადდ ჩამეღვარა და განაწილდა ხმა. - ადამაშვილი მოგვიახლოვდა. ყველას საერთო სალამი უთხრა, შემდეგ მე ამომიდგა გვერდით, საფეთქელზე მაკოცა და წელზე ხელი მომხვია. დარცხვენილმა გადავხედე თვალებგაფართოვებულ მეგობრებს.
- ჩემო ნიკა, შველებია და თან როგორ შველებია ჩვენს გაგუას. ; მრავალმნიშვნევლოვნად გადმოგვხედა ლექსომ.
- რა სახეები გაქვთ ხალხო. არ მაფიქრებინოთ, რომ გეწყინათ? მწუნობთ სასიძოდ? - შეიცხადა ლევანმა.
- ზუსტად ერთი კვირის წინ ნათიასთან ერთად გლოცავდი მაგ სტატუსით და ცოტა არ იყოს ვერ ვგუობ ახალ ამბავს. - კატეგორიული იყო ბურდული. მეწყინა... არა მეტკინა. ვიგრძენი, როგორ დაეძაბა ჩემზე მოხვეული ხელი ადამაშვილს. მომენტალურად დავადე ხელი ხელზე. თვალებში შევხედე და ჩუმი მზერით ვთხოვდი არაფერი მოემოქმედა.
- ვისთანაც ახსნის ვალდებულება მქონდა ყველაფერი ავუხსენი ლექსო. დამატებით კითხვებზე კი, ქალების თანდასწრებით არ ვპასუხობ. სურვილის შემთხვევაში დრო და ადგილი მაცნობე. - გამოსცრა მან.
- ნათია, ლაშამ დაპატიჟა ლევანისგან დამოუკიდებლად. მან არ იცოდა სალომეზე. თვქვა თეკლემ. კატო და ნათია იცნობენ ერთმანეთს. მას კი, ლევანთან ენახა ადრე და უთქვამს, რომ ურთიერთობა აქვთ.
- თეკლე, მადლობა. მაგრამ თავს ის იმართლებს, ვინც უკვე დამნაშავეა. ნიაკო, მიხარია, რომ უკეთ ხარ. თქვენის ნებართვით სალომეს წავიყვან.



№1 სტუმარი ანუ

მშვენიერია, აი ახლა რაღა უნდა მოხდეს მთავარი ისარის.

 


№2  offline წევრი gabi du

ანუ
მშვენიერია, აი ახლა რაღა უნდა მოხდეს მთავარი ისარის.

მთავარი წინ არის. :)

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე რამდენი ინტრიგააა ,ძაან მომწონს და იმედია ამათი სიყვარული გაუძლებს ბევრ დაბრკოლებას : ))

 


№4  offline წევრი gabi du

სტუმარი gvantsa
ვაიმე რამდენი ინტრიგააა ,ძაან მომწონს და იმედია ამათი სიყვარული გაუძლებს ბევრ დაბრკოლებას : ))

ცხოვრება გამოცდააო ნათქვამია და ვეთანხმები. ჭეშმარიტად ბედნიერი მაშინ ხარ, როცა გამოცდის ჩაბარებას ახერხებ სუფთა თამაშით.

 


№5 სტუმარი ეკა

ძალიან საინტერესოაა

 


№6  offline წევრი ლელა1306

კარგია ძალიან. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№7  offline წევრი gabi du

ლელა1306
კარგია ძალიან. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

დღესვე ავტვირთავ ახალ თავს საყვარელო. არ დაიზარო ემოციები გამიზიარო. :)

ეკა
ძალიან საინტერესოაა

მადლობა :)

 


№8 სტუმარი სტუმარი Mmm

აჰა ეხლა იმაზე უნდა ვიმტვრიო თავი,სად წაიყვანა .... :)

 


№9  offline წევრი gabi du

სტუმარი Mmm
აჰა ეხლა იმაზე უნდა ვიმტვრიო თავი,სად წაიყვანა .... :)

მაალე გაივლის :) ავტვირთე უკვე ახალი, მაგრამ უარეს ადგილას გავწყვიტე :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent