შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით სიყვარული?! II თავი


17-09-2021, 14:22
ავტორი sTiTcHhhh
ნანახია 1 833

კარების გაღებას ვცდილობ მაგრამ ჩაკეტილია.ვხვდები,რომ საადღაც არის ყველა წასული თორემ ისე კარებს არ ჩაკეტავდნენ და ჩემ თავზე კვლავ გავბრაზდი გასაღების წამოღება რომ დამავიწყდა.ტელეფონი მოვიმარჯვე და დედას დავურეკე,მამა და თორნიკე სამსახურში იქნებოდნენ და აზრი არ ქონდათ.ორი ზარის შემდეგ როგორც იქნა აიღო ტელეფონი.
-დედა სად ხარ?გასაღების წამოღება დამავიწყდა და გარეთ დავრჩი.მალე მოხვალ?-ეგრევე ვუპასუხე.
-თაია დედა,მე და ლალი საყიდლებზე ვართ წამოსულები და ჯერ ვერაფრით ვერ მოვალ და შეგიძლია ანისთან გაჩერდე ცოტახანი?- ესეიგი რადგან საყიდლებზეა მთელი დღე სახლში არ აპირებს მოსვლა,ჯანდაბა არადა დაღლილი ვიყავი.ანი ჩემი მეგობარია მაგრამ ისიც მუშაობს და სახლში არამგონია იყოს.
-კარგი დედა აკოსთან წავალ ცოტახანი მაშინ და როგორც კი მოხვალ დამირეკე.-ვუთხარი და მაშინვე გავუთიშე და აკოს ნომერი მოვძებნე.როგორც იქნა აიღო ტელეფონი.-აკო სად ხარ?-მაშინვე ვუპასუხე.
-სახლში თაი სად ვიქნები მე და გეგა ვართ ლუდს ვსვამთ.-როდესაც გეგა ახსენა ტანში სასიამოვნოდ დამიარა.ორი წელია აკოს მეგობარი გეგა მომწონს მაგრამ არც არაფერი,როგორც ყოველთვის ჩემი გრძნობების შესახებ რაფერს ვამბობდი.ახალ წელს გადაწყვეტილი მქონდა რომ მეთქვა მაგრამ მის მოსვლამდე როგორც გავიგე შეყვარებული ყოლია და ჩემი გრძმნობებიც წამში დაიმსხვრა.ვაჟბატონი ალექსანდრე რომ დამეჯახა,გეგას მერე პირველად მესიმპატიურა ადამიანი მაგრამ რათ გინდა როგორც კი ხმა ამოიღო მაშინვე მომშხამა.კარგა ხნის შემდეგ ხმა რომ არ ამოვიღე,ცოტა ანერვიულებულმა მითხრა აკომ.-თაია ხო მშვიდობაა?რა ხდება სად ხარ?
-აჰ კი აკო,მშვიდობაა უბრალოდ სახლში არავინ არის და მე როგორც ყოველთვის გასაღები სახლში დამრჩა.ანა სამსახურში იქნება და სალო და მარი აქ რო არარიან ეგ შენც იცი,ვიფიქრე ცოტახანი აკოსთან მივალტქო მაგრამ თუ არ გცალია,კაი არა უშავს კაფეში წავალ.-წინადადება დავასრულე თუ არა პატარაზე წამოიყვირა აკომ.
-რას ქვია არ მცალია გოგო,უბრალოდ ლუდს ვსვამთ,გეგის არ იცნობ თუ რქატო ვერ ამოხვალ.მიდი მიდი დროზე ამოდი ხუთ წუთში აქ იყავი.-ცოტა გამიხარდა,ვიფიქრე გაგას ვნახავთქო მაგრამ...-თან გეგას შეყვარებულიც უნდა ამოვიდეს და გაგაცნობ იცი რა ჯიგარი გოგოა?მაგრად გაუგებთ ერთმანეთს.-თითქოს ბედნიერების ნაპერწკალი ჩამიქრა მაგრამ რას ვიზამდი გეგამ ხო არ იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ არა?ვიფიქრე არ ავალთქო მაგრამ აკოს ამბავი ვიცოდი ძალიან გამიბრაზდებოდა.
-კარგი მაშინ ხუთ წუთში შენთან ვარ.-ვუთხარი და გავუთიშე. ნელ-ნელა მივლასლასებდი ფეხით მაგრამ ათი წუთიც ვერ გავიყვანე მალევე მივედი მასთან.ჭიშკარი შევაღე ბიჭებიც დავენახე და ლამაზი გოგონა რომელიც გეგას გვერდით იჯდა.მაშინვე მივხვდი ვინც იყო მაგრამ თავი დავიმშიდე და მათკენ წავედი.
-პრივეტ ბავშებო.-ვთქვი და მაშინვე აკოს ჩავეხუტე.მანაც გულზე მიმიკრა და თავზე მაკოცა.ვგიჟდები მასზე,სულ სითბოს გამოხატავს ჩემთან.
-სად იყავი ამდენ ხანს პატარავ.-შემომხედა და მითხრა.ვგიჟდები ასე რო მეძახის,მარტო მისგან მიყვარს ეს სიტყვა.ბავშვობიდან ერთად მოვდივართ მე აკო და ანი,შემდეგ კი სკოლაში შემოგვიერთდნენ სალო და მარი.ძალიან განსხვავებული სამეგობრო ვართ და ამით ნამდვილად ვამაყობ.
-აუ რა ვიცი.დღეს გასაუბრებაზე ვიყავი და ისე მომეშალა ნერვები რო რავიცი.მერე სახლში არავინ დამხვდა და ნელ-ნელა მოვდიოდი.-ვთქვი ბურდღუნით და სკამზე ჩამოვჯექი.
-და გასაუბრებაზე რა მოხდა?-აქამდე ჩუმად მჯდომმა გეგამ თქვა და გოგოს ხელი გადახვია.თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა და ვხვდებოდი რაც არ უნდა ყოფილიყო ის უნდა დამევიწყებინა.
-რა და დილას სანამ გასაუბრებაზე წავიდოდი სარბენად წავედი და იქ დავეჯახე ერთ ბიჭს და დავეცი.მეთქი ბოდიშს მომიხდისთქო და აქეთ დამდო ბრალი შენ დამეჯახეო ვეჩხუბე და მერე რომ მივედი გასაუბრებაზე ის ტიპი იყო დირექტორი.-ავატრიალე თვალები და მივეყრდენი სკამს.-დამიწყო მერე ირონიულად ლაპარაკი იქაც ვეჩხუბე და წამოვედი.-დავამთავრე ლაპარაკი და აკოს გავხედე რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.შემდეგ იმ ორსაც გავხედე და ისინიც ჩუმად იცინოდნენ.-კარგით რა, რა გაცინებ.-დავიბღვირე.
-კაი რა ბედი მაქო შენ უნდა თქვა რა გინდა.-დაიწყო სიცილი აკომ. მის ხარხარზე ყველას სიცილი აგვიტყდა.ვგფიჟდები ამ ადამიანზე რა.სიცილით მოვსვი ლუდი და ყველას გადავხედე.
-ამ გოგოს არ გამაცნობთ.-კარგა ხნის მერე ვთქვი.
-მე კესო ვარ,გიგის შეყვარებული.-მითხრა.პატარა ბავშივით შემომხედა და ხელი გამომიწოდა.მივხვდი,რომ ეს გოგო გიგის მორიგი ნაშა არ იყო და ნამდვილად მოწონდა.გულში ჩამწყდა მაგრამ მართლა გამიხარდა მისი ბედნიერება.
-სასიამოვნოა თაია.იმედია ვიმოეგობრებთ.- ვთქვი და მეც ჩამოვართვი ხელი.
-აუცილებლად.-თქვა და გამიცინა.
-კარგით აბა ჩვენ გაგვიმარჯოს.-თქვა აკომ და ლუდის ბოთლი აიღო ხელში.-მალე ანის,სალოს და მარისაც გაგაცნობთ და ერთი კარგი ფართიც მოვაწყოთ.-მოსვა ლუდი და შემდეგ ჩვენ შემოგვხედა.
-აუ რა მაგარია.თან მაინც არ ამიყვანეს სამსახურში და სანამ ახალ ვაკანსიას ვნახავ მანამდე გავერთბი მაინც.-ვთქვი და გავიცინე.
-ჩემთან ფირმაშ ვკითხავ გიორგის და იქნებ იყოს რამე საშენო.- მითხრა აკომ და მიმიხუტა.მეც ჩავეხუტე თან ლუდი მოვსვი.ერთი საათის შემდეგ კი მარინამ დამირეკა.
-დე, სახლში ვარ უკვე და მოდი შენც.
-კარგი დე გამოვდივარ მეც.-ვუთხარი და გავუთიშე ტელეფონი.-კარგი წავედი მე დავიღალე თან.-ვუთხარი მათ და წამოვდექი.
-ცოტა ხანს ვერ გაჩერდები კიდევ?-მითხრა კესომ.
-ვერ დავიღალე თან და დაძინება არ მაწყენდა.-ვუთხარი.აკოს ჩავეხუტე.დავემშვიდობე ყველას და სახლისაკენ წამოვედი. ჩაფიქრებული ვიყავი.არა რა რაღა მანდამანიც ის არსება იყოს დირექტორი რა,ბედი არ მაქ არაფერში.თავდახრილი მივიდოდი და მკვრივ სხეულს შევეჯახე და დავეცი.დეჟავუ რა ჯანდაბა მჭირს დღეს.ავხედე და კვლავ ბატონი ალექსანდრე.
-რა ჯანდაბაა,ჯინაზე მე მეჯახები თუ რა უბედურებაა.-ისევ ჩხუბი დავუწყე.
-ისევ და ისევ შენი ბრალია თაია არ იყურები წინ.-მითხრა ირონიულად.გამიკვირდა და თქმას ვაპირებდი ჩემი სახელი საიდან იცითქო,მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემი სივი მასთან დამრჩა.
-და შენ ისევ და ისევ ბოდიშის მაგივრად მე მეჩხუბები.-მეც ირონიულად ჩავიცინე და გვერდის ავლა ვცადე.
-გასაუბრებაზე რატო არ გაჩერდი?-მოულოდნელად მკითხა ცოტა გამიკვირდა და შემდეგ გავბრაზდი კიდეც.
-რატომ?ნეტა რატომ.-ჩავიცინე.-ირონიულად რომ მესაუბრებოდი და „მსუბუქად“დამცინოდი არაუშავს?-ვუთხარი და გვერდი ავუარე.ნაღდად არ მქონდა მასთან ლაპარაკის თავი.სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში შევედი გამოვიცვალე და ლოგინში დავწექი.დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კი ჩამეძნა.როგორც ჩანს ნამდვილად დავიღალე და ასე მალე მაგიტომაც დამეძნა.
დილას ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებ.ნელ-ნელა თვალებს ვახელ და ტელეფონს დავყურებ.უხო ნომერი იყო.
-დიახ?-ვუპასუხე.
-გამარჯობათ. თქვენ აყვანილი ხართ „ალარკი“ს ფირმაში, უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე.-მითხრა გოგონამ.
-რაა?-გაოცებულმა წამოვიძახე და მაშინვე წამოვჯექი.
-დიახ და შეგიძლიათ რომ დღეს პირველ საათზე მობრძანდით და აგიხსნით თქვენს მოვალეობებს.-ჩამოარაკრაკა გოგონამ.
-უკაცრავად მაგრამ ვინ დაგარეკიათ?-ვიკითხე.
-ბატონმა ალექსანდრემ.-მითხრა.
-აჰამ კარგით პირველს საათზე მაშინ მანდ ვარ.ნახვამდის.-დავემშვიდობე და ტელეფონიც გავთიშე.მაშინვე წამოვხტი და ჩემი ძმის ოთახისკენ წავედი.-თოკა.-გაღვიძება დავუწყე.
-რა დაგესიზმრა ასეთი თაია,ხომ იცი რომ დაღლილი ვარ არა.-თქვა ჯუჯღუნით და ბალიში თავზე წაიფარა.
-აუ დაე რა გთხოვ.სამსახუჯრში ამიყვანეს ამ წამს და პირველი საათისთვის იქ უნდა ვიყო და მომეხმარე რა როგორ მოვიქცე.- ვუთხარი და ბალიში თავიდან ავაცალე.
-ხო,ხო, კარგი ვდგები რაა.-დაიწყო ჯუჯღუნი და ლასლასით ადგა.-კლასიკურად ჩაცმა არ არის საჭირო და არც ძალიან გადაპრანჭვა. რამე ლაითად ჩაიცვი.ნუ მთლად შორტებით არ წახვიდე ახლა.
-კარგი,კარგი და შენ უნდა წამიყვამნო ხო იცი არა.ტაქსით ნუ წამიყვან.-ვუთხარი და კნუტის თვალებით შევხედე.
-კარგი,კარგი წაგიყვან მოემზადე შენ.-მითხრა თავზე მაკოცა და ჩემი ოთახიდან გავიდა.
მაშინვე მზადება დავიწყე ლამაზი სარაფანი და თეთრი კედები ჩავიცვი,მსუბუქად გადავისვი ღია ფერის ტუჩსაცხი და წამოვდეგი. პატარა ხელჩანთა და მობილური ავიღე და გარეთ გავედი.
-დედი მოდი რა ცოტა შეჭამე.
-კარგი დე ოღონდ მალე მაინც პირველი დღეა. -მივედი მაგიდასთან,მამიკოს ვაკოცე და თოკოს გვერდით დავჯექი.
-აბა მამი რა სამსახურია თან მომიყევი.
-აუ რავი დიმუშ გაყიდვების დიდი ფირმაა და მე ჯერ-ჯერობით უფროსის თანაშემწე ვარ მარა დაწინაურებას ექვემდებარებაო.- ვუთხარი და თან წამოვდექი თორნიკესთან ერთად.
-კარგი მამი აბა წარმატებები.-ლოყაზე მაკოცა.მეც ჩავეხუტე დედასაც ვაკოცე და წამოვედი.
მალევე მივედით კომპანიასთა.თოკომაც წარმატებები მისურვა, მანქანიდან გადავედი და მალევე კომპანიაში შევედი.როგორც ყოველთვის დაცვა გამომეგემა.ამჯერად მიცნო და მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლა.ცოტა ნერვიულობამ ამიტანა,მაგრამ ღრმად ჩავისუნთქე და ლიფტისკენ გავემართე.ავედი სასურველ სართულზე და აწ უკვე ნაცნობ კართან დავდექი,ღრმად ჩავისუნთქე და ორჯერ დავაკაკუნე და დაველოდე პასუხის გაცემას.
-მობრძანდით.-გაისმა ოთახიდან ბოხი ხმა.ტანში უცნაურად დამიარა მაგრამ ეს გრძნობა უკუვაგდე და ოთახში შევედი.
-გამარჯობა ბატონო ალექსანდრე.
-გაგიმარჯოს თაია.-ცოტა ირონიულად მიპასუხა,ან შესაძლოა მე ჩავთვალე ასე.-დღეიდან ჩემი თანაშემწე იქნები და შემდგომ ვნახოთ როგორ გაართმევ თავს,იმის მიხედვით დაგაწინაურებ.-მითხრა და გამიცინა.
-კი რა თქმა უნდა მაქსიმალურად შევეცდები.-ვუთხარი ცოტა დაბნეული.
-კარგი.-მითხრა და ტელეფონი აიღო.-ლილე შემოდი.-ორი წუთიც არ იყო გასული,რომ შემოვიდა ძალიან ლამაზი და დახვეწილი გოგონა,ლამის პირი დავაღე მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე.-ლილე ეს ჩემი ახალი თანაშემწეა და შეგიძლია მისი ოთახი აჩვენო.-ლილემ ჯერ ალექსანდრეს შეხედა და შემდეგ მე გადმომხედა ამრეზით,თითქოს რაღაც საშინელება დაენახოს.აჰამ როგორც ვფიქრობდი ძალიან ამაყი და ქედმაღალი იქნება რა თქმა უნდა.ეს გავიფიქრე და მაშინვე შეუმჩნელად თვალები ავატრიალე.
-დიახ ბატონო ალექსანდრე.-განაზული ხმით უთხრა.ღმერთოო როგორ ვერ ვიტან ასეთებს და ისევ შეუმჩნელად გადავატრიალე თვალები.გავდიოდით როდესაც ისევ ლილეს დაუძახა.
-ოთახს რომ აჩვენებ მერე ჩემთან შემოდი საქმე მაქვს.-თქვა და ეშმაკურად გაუღიმა და ლილემაც იმავე მზერით შეხედა.კი,კი რა თქმა უნდა საქმე გაქვთ აბა რა.
-კარგით ბატონო ალექსანდრე.-უპასუხა განაზულად და თვალი ვითომ და შეუმჩნელად ჩაუკრა.კარგით რაა,სამსახურში მაინც არ იყოთ.
კაბინეტიდან გამოვედით და იმავე სართულზე ალექსანდრეს კაბინეტთან ახლოს ოთახში შემიყვანა.ძალიან მყუდრო და საყვარელი ოთახი იყო.
-ეს იქნება შენი ოთახი.მალე შემოგიტანენ კომპიუტერს და პრინტერს.-მითხრა და კარებისკენ წავიდა,მაგრამ უეცრად მომიტრიალდა და მითხრა.-ხო მართლა,საბუთების და მეილების მოწესრიგების გარდა ბატონი ალექსანდრე რასაც მოინდომებს და გეტყვის ყველაფერი უნდა მიუტანო,მაინც თანაშემწე ხარ და.-მითხრა და გველურად ჩაიცინა.რა გააკეთა ვითომ ახლა თავისი ჭკუით დამამცირა?შენ კარგად არ მიცნობ და ფრთხილად იყავი ვის ეთამაშები იცოდე.გავიფიქრე მაგრამ სრულიად სხვა რამ ვუთხარი.
-დიახ რა თქმა უნდა ეგ მოიაზღება თანაშემწის პოზიციაში მგონი.-ვუთხარი და მეც გველურად გავუღიმე.ჩემი ოთახიდან როგორც იქნა გავიდა და მაშნვე ჩემი ოთახის დათვალიერება დავიწყე.ძალიან მყუდროა იისფერი კედლებით,მაგრამ ძალიან უსიცოცხლო,როგორღაც მოვახერხებ და ოთახსაც შევავსებ. მალევე ოთახში როი ბიჭი შემოვიდა.კომპიუტერი და პრინტერი შემომიტანა და მალევე გავიდნენ.მალევე საბუტების დახარისხებასა და მაილებზე პასუხის გაცემა დავიწყე,თან ცოტა დაძაბული ვიყავი ალექსანდრეს არ დაერეკა და რამე არ მოეთხოვა.მაგრამ მთელი დღე ისე გავიდა რომ არც მას შევხვედრილვარ და არც დაურეკავს.მეც როგორც შემეძლო მაქსიმალურს ვაკეთებდი და ყურადღებას ვაქცევდი რამე რომ არ შემშლოდა.
ძალიან დამღლელი დღე იყო,რადგან პირველი დღეა და იმედია მალე შევეგუები ამას.ჩემი ძმა ისევ სამსახურშია და ვერ მომაკითხავს.არადა როგორ არ მინდა ტაქსით მგზავრობა მაგრამ რას ვიზამთ.ჩემი ნივთები ავიღე,შუქი ჩავაქრე და კარებიც გამოვიხურე.თითქოს ყველა წასული იყო და მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი.მალევე ჩავედი პირველ სართულზე და გარეთაც გავედი.ტაქსს ველოდებოდი როდესაც ჩემს წინ გაჩერდა შავი დიდი ჯიპი.ცოტა შდემეშინდა და უკან დავიხიე.ამ დროს მინა ჩამოიწია და...
-დაჯექი წაგიყვან.-მითხრა ბატონმა ალექსანდრემ.



№1  offline წევრი Koala°

კარგია, გეტყობა დამწყები რომ ხარ და საკმაოდ კარგად წერ❤️❤️❤️ წინასთან შედარებით მოზრდილი იყო, იმედია უფრო დიდი იქნება შემდეგი❤️❤️ ველოდები სულმოუთქმელად, წარმატებები ჩემგან❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Stumari babi

ძალიან კარგია ❤იმედია ცოტა დიდ თავებს დადებთ kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი Maiko

Shua gzashi nu gacherdebi gtxov dzalian momewona da gushematkivrob....

 


№4  offline წევრი sTiTcHhhh

Koala°
კარგია, გეტყობა დამწყები რომ ხარ და საკმაოდ კარგად წერ❤️❤️❤️ წინასთან შედარებით მოზრდილი იყო, იმედია უფრო დიდი იქნება შემდეგი❤️❤️ ველოდები სულმოუთქმელად, წარმატებები ჩემგან❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა.შევეცდები უფრო საინტერესოც გავხადო და იმედი მაქვს შემდეგიც მოგეწონება heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

Stumari babi
ძალიან კარგია ❤იმედია ცოტა დიდ თავებს დადებთ kissing_heart

დიდი მადლობა. heart_eyes შემდეგს უფრო დიდს ელოდე relieved relieved

სტუმარი Maiko
Shua gzashi nu gacherdebi gtxov dzalian momewona da gushematkivrob....

დიდი მადლობაა relieved relieved kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent