შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 46) +18


19-09-2021, 02:18
ავტორი Impermeable
ნანახია 1 853

თავი 46


ლეა

აწ უკვე დღისითაც არ დაიზარა სტუმრობა ღამეულმა კოშმარებმა, ბოლო რამდენიმე დღე რომ გამხდარიყო ერთადერთი მეგზური სიზმრების სამყაროში. ისე წყვდიადი, გვირაბი, ყორნისფერი თვალები…

გონებას ვძაბავდი და მაქსიმალურად ვცდილობდი ყურადღების მოკრებას. ჩემი დაკვირვებით, დაახლოებით 6-7 დღეა რაც ამ ოთახში ვარ გამოკეტილი. ტკივილებმა შესამჩნევად იკლო. სიმწრის სიცილი მივარდება, როცა მახსენდება უცნაური დეჟავიუ, უკვე მესამედ აღმიკვეთეს თავისუფლება და ოთახში გამომკეტეს. აქედან რომ თავს დავაღწევ, აუცილებლად დავუდს ვთხოვ, რომელიმე რეჟისორს შემახვედროს ჰოლივუდში, დარწმუნებული ვარ, ჩემს ცხოვრებაზე ნეტფლიქსი შესანიშნავ სერიალს გადაიღებს.თუ დავუდის კონტაქტებმა არ მიშველა, ისევ ბრაზილიელ და თურქ რეჟისორებს დავაინტერესებ აშკარად. ეჰ, იუმორით რომ არ შევხედო ჩემს უმწეო მდგომარეობას, ჭკუიდან შევიშლები. ქალთმოძულე ფსიქოპათს გამოკეტილი ვყავარ, ჩემით ტუალეტში გასვლაც კი არ შემიძლია, ელოდება, როდის მოვჯობინდები რომ თავისი სექსუალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. ტიპი, რომელიც ვისაც თვალს დაადგამს, უბრალოდ ხმარობს, როგორც ნივთს და მოისვრის. გონებაში მხევლის წიგნიდან ამომიტივტივდა არსაიდან მოსული შედარებები. ბედის ირონიაა, რომ სწორედ საელჩოს ღამემდე მოვრჩი პირველი სეზონის ყურებას. მანამდეც არაერთხელ გამივლია არაბულ სამყაროსთან პარალელი ბურქასა და ნიქაბში გამომწყვდეულ ქალებს რომ ვხედავდი, ისიც მამაკაცის თანხლებით მოსიარულეს. იმ პატარა იადონებს ჰგავდნენ, ოქროს გალიაში რომ გამოემწყვდიათ და თავისუფლების უაზრო ოცნებას პატრონის სიამოვნება არჩიეს. დავუდისგან ვიცოდი, რომ საიდს თავისი ჰარამხანა და ცოლიც ყავს. საინტერესოა, იქ რატომ არ მიმიყვანა? საიდი ერთი აღმოსავლელი მეთაურია, რომელიც მხევლის მეთაურისგან განსხვავებით ცერემონიებს დღეგამოშვებით იხდის. ახლაც მახსოვს, მერიემისგან მოყოლილი, როგორ გადაურჩა ხარჭად გაყიდული დროებით კონტრაქტს. ისლამურ ქვეყნებში და ერაყში ქალთან სექსი რელიგიურად შეიძლება გაპრავდეს და ღალატად არ ჩაითვალოს, თუ დადებული იქნება კონტრაქტი, როგორც დროებითი ქორწინება ერთი ღამით, რომელიც ფორმალურად იძლევა სექსისა და მაჰრის (ფორმალური საჩუქრის) უფლებას. ასეთ კონტრაქტებს იყენებენ სექსმუშაკებთანაც და ჰარამხანის ქალებთანაც, რადგანაც ჰარამხანის ყოლა კანონით აკრძალულია. მერიემის შემთხვევაში მაჰრიც გაღებული იყო და ცერემონიაც დაწყებულიყო, დავუდმა რომ იხსნა. ჩემი სხეულის კონტროლით კი საიდი ამაზეც აიღებდა რევანშს დავუდზე. რას გრძნობენ, როცა სურვილის საწინაამღდეგოდ გეხებიან? როცა სექსი თანხმობის გარეშე გაქვს? აქ ხომ ქალების უმრავლესობა ყოველდღიური გაუპატიურების მსხვერპლია ქმრების მხრიდან. თავისი ნების საწინააღმდეგოდ შლიან ფეხებს და ვინ იცის რაზე ფიქრობენ, სანამ კაცი თავის საქმეს მორჩება? ალბათ ყურადღება გადააქვთ ყოველდღიურ წვრილმანებზე ფიქრით, როგორიცაა სადილის მომზადება, ნამაზის შესრულება, ჰამამში ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს იდეალური ცხოვრება აქვთ. ჰამამში ხო ყველა თანასწორია. დედიშობილა სხედან ერთმანეთის გვერდიგვერდ ღარიბის და მდიდრის ცოლი, ვაჭრის და ბიზნესმენის. როცა მათ მოვლილ სხეულებს უყურებ არ გინდა დაიჯერო, რომ ღამე სარეცელს ღიპიან, ოფლიან ულვაშა ბიძიებთან და ბაბუებთან იყოფენ, რომლისთვისაც ვინ იცის, მერამდენე ცოლები არიან. ალბათ სექსი მათთვის არა სიამოვნებასთან, არამედ აუცილებელ საჭიროებასთან ასოცირდებოდა, რომ მოდევნო ოქროს სამკაული ან ბეწვის ქურქი ეყიდათ, რომელსაც დუბაიში სპეციალურად მოწყობილ ყინულის მოედანზე გამოაფენდნენ, ისეთივე აუცილებლობას, როგორიცაა მაგალითად დილით კბილების გახეხვა და გახუხულ პურზე კარაქის გადასმა. ესეც სამუშაოა, უსიამოვნო, მაგრამ სამუშაო, რომ ბოლოს დამსახურებული ჯილდო მიიღო. მაგრამ საიდი სხვა შემთხვევაა, ერთადერთი რაც აქ მსახურს დავაცდევინე ისაა, რომ საიდი მოძალადე “არაა”, მეტიც, მასზე ისეთი რიდით საუბრობს, თითქოს სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი გმირი იყოს. საიდი არც ღიპიანი ულვაშა იყო, და არც პირდაპირი მოძალადე. მეტიც, მასთან მოხვედრაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაც იყო და თავისი ყორნისფერი მზერით ბევრსაც უგმირავდა გულს.

- რაზე ჩაფიქრებულა მშვენიერი ლეა? - ფიქრებიდან საიდის ხმამ გამომიყვანა. ვერც კი გავაცნობიერე, როგორ შემოპარულიყო ოთახში და ჩემსავე საწოლზე ფეხმორთხმით ჩამომჯდარიყო.

- უკვე მეგონა, რომ თქვენი ტყვე დაგავიწყდათ.

- იცი, შენი ირონიაც კი მომწონს. საინტერესოა, აქამდე არც ერთ ქალს გამოუყენებია ირონია ჩემს მოსახიბლ იარაღად, არადა მშვენივრად მუშაობს.

- იდიოტო, კარგად იცი, რომ არ გეჩალიჩები, აქედან გამიშვი.

- ამ ერთხელ გაპატიებ შეურაცხყოფას, თუ მეტყვი რაზე ფიქრობდი.
ასე გაინტერესებს? გეტყვი იმ პირობით, თუ მინიმუმ მომდევნო ერთი კვირა არ შემეხები.

- ჰმმ, გამიჭირდება მოთმენა, მაგრამ შენს მდგომარეობასაც თუ გავითვალისწინებთ, დაე იყოს სიტყვა შენი.

- მოკლედ ვფიქრობდი, რაზე ფიქრობენ აქაური გოგონები, როცა ჟიმავთ.
უკაცრავად? - მოულოდნელობისგან ხველა აუტყდა, თან ისეთი, სიარული რომ შემძლებოდა, ზურგში ჩავარტყავდი ხელს.

- ხო, არ მოგესმა. ანგელოზივით გოგოებს სუნიანი და ულვაშიანები რომ ხმარობთ ისე, რომ შეწინააღმდეგების უფლება არ აქვთ, ნეტა რაზე ფიქრობენ, რომ ეგ წუთები გადააგორონ?

- ჰმ, კარგად შემომხედე ლეა, ვგევარ იმ კაცს, ჩემთან ვინმე მოთმენაზე რომ ფიქრობდეს? ერთადერთი შეიძლება იმაზე ფიქრობდნენ, რომ კვნესის ხმა ჩაიხშონ ან რეზინა გაიხეს, რომ როგორმე ჩემგან დაორსულდნენ.

- და რატომ გგონია, რომ ყველასთან ვისთანაც სექსი გაქვს, ეს მათი სურვილით ხდება?

- მე მოძალადე არ ვარ ლეა.

- მაშინ მე რატო გამიტაცე?

- შენც მოგინდები. არ ვაპირებ გაგაუპატიურო. ყველაფერი ორივეს სურვილით მოხდება.
გამორიცხულია. მე დავუდი მიყვარს და მხოლოდ მას ვეკუთვნი.

- სანდროს შემდეგ ხო? მორჩი უფრთო ანგელოზის თამაშს ლეა. შენ ქალი ხარ, მაცდური ქალი, ქალი, რომელიც სიამოვნებისთვისაა მოვლენილი. თუ სწორად მახსოვს დავუდმაც მოგიტაცა. ის თუ შეიყვარე, მე რით ვარ ნაკლები? არ მითხრა რომ სიმპათიური არ ვარ, მაინც არ დავიჯერებ. პრინციპში არც მინდა, რომ შემიყვარო, მთავარია ორივეს გვქონდეს ერთმანეთის სურვილი, ერთი სექსი და თუ გადაწყვეტ რომ ჩემგან წასვლა გინდა, გაგიშვებ. გაწყობს?

- არასოდეს.

- არასოდეს თქვა არასოდეს. ირონიულად გამიცინა და ოთახი დატოვა. ნუთუ მართლა სჯერა, რომ დავთანხმდები?

იმ ღამეს ისევ განმეორდა კოშმარი უფრო საზარელი ფორმით. სიზმარში ჩემი ნებით დავნებდი ყორნისფერებს. დილით საკუთარ თავზე გულისრევის შეგრძნებამ გამომაფხიზლა.

***

კიდევ ორი კვირა გავიდა და უკვე თავისუფლად დავდიოდი. ზედაპირული დამწვრობებიც ნელ-ნელა შუშდებოდა და ნაღრძობი კოჭიც ისე ძალიან აღარ მაწუხებდა. ამ ორი კვირის მანძილზე გავიზეპირე ფანჯრიდან დაცარიელებული აუზის ხედი, ასევე რამდენი ქვა ჰქონდა მოპირდაპირე კედელს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ გასაქცევი გზა არსად ჩანდა. "მხოლოდ ერთი სექსი და თუ არ მოგინდება დარჩენა, გაგიშვებ." გაფუჭებული რადიოსავით ჩამესმოდა საიდის ბოლო სიტყვები და საკუთარ თავზე გული მერეოდა, როცა წარმოდგენაშიც კი დავუშვებდი ამ ყველაფერს. იქვე მახსენდებოდა, რა გადაიტანა ნილაი სულთანმა, რომ ალი რიზას არ ჩავარდნოდა. ჩემი თანხმობა და აქედან გასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალია, ასევე ყველაზე მოკლე გზა დეგრადაციისა და თვითლიკვიდაციისთვის. ავბედით ფიქრებს ისევ დავუდზე ფიქრი მიქარწ....ბდა. ჩემი დავუდი უეჭველად იპოვიდა გზას ჩემამდე მოსასვლელად.

ბოლო პერიოდი დილით გულისრევის შეგრძნება მაღვიძებს და თავს უჩვეულოდ სუსტად ვგრძნობ. ალბათ იმის ბრალია, რომ ამ ოთახში ვარ გამოკეტილი, გადაადგილებისა და სუფთა ჰაერის სუნთქვის უფლებადახშული. ამ ბოლო დროს ჰორმონებმა შემომიტიეს. ჩემი თავის გამკვირვებია. დავუდზე ფიქრშიც კი ვსველდები. ისე მენატრება მისი სხეული, მისი სითბო, ლამისაა მასზე ფიქრში გავათავო. საღამოობით განსაკუთრებით მიმძაფრდება სურვილი ისე, რომ ლამისაა სხეულიდან ტანსაცმელი შემოვიგლიჯო.

მზე ქვიშისფერ ნაგებობებს ეფარებოდა, საკუთარ ჰორმონებთან ბრძოლაში ვიყავი, საიდი წელს ზემოთ შიშველი რომ შემოვიდა.

- ძვირფასო ლეა, აბა რა გადაწყვიტე?

- შიშველი ტყვესთან ტანტალი ახალი ჰობია, ბატონო საიდ? - ირონია არ დავიშურე, მაგრამ უნებურად მაინც გამეპარა თვალი ხორბლისფერ სხეულზე გამოყოფილი შესანიშნავი მამაკაცური რელიეფისკენ. უცხო სურნელი ასდიოდა, თავდაჯერებულს გამარჯვების მზერა ჰქონდა, ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, მის ადგილზე დავუდი რომ წარმოვიდგინე. სიცოცხლესაც გავიღებდი, მასთან რო ვიყო.

- მორჩი ირონიით შენიღბვას. ვიცი, რომ სურვილისგან იწვი. სექსი გინდა, მეც მინდა, რა პრობლემაა? თუ მაინც წასვლას გადაწყვეტ, თუ გინდა მომხდარს საიდუმლოდ დავიტოვებ.

- არც კი იოცნებო. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ გახელებული მომვარდა,
მორჩი თამაშს ლეა. ყელში ამოვიდა. ტყუილად გაგჭყიპეს აღმგზნები წამლებით? ახლავე და აქ დამნებდები. მძიმე სხეული ერთიანად დამწვა. გაოცებისგან და შოკისგან ერთიანად გავშეშდი. თითქოს სხეულს გამოვეყავი და საკუთარ ლეშს ზემოდან დავხედე - ვგრძნობ, როგორი სველი ხარ. ვიცი, რომც შენც გინდა, და მორჩი ფართხალს. - ხელები გამიკავა და კოცნას შეეცადა და მარჯვენა ხელი ფეხებს შორის ჩამიცურა. რაც ძალი და ღონე მქონდა ფეხი ამოვარტყი და თავი დავიძვრინე. ეგრევე კარებში გავიქეცი და კიბეებზე ჩავირბინე, რომ თმებში მთელი ძალით ჩამაფრინდა ვიღაც. მსახური თმებში ჩამფრენოდა და სხეულს დაცვის კაცი მიკავებდა. იქვე ორი უცნობი გაფართოებული თვალებით მოგვჩერებოდა.

- ძუკნა, ბატონო საიდ, კარგად ხართ? დავიჭირეთ ეს შეიტანი. აღელვებული ქოთქოთებდა არაბულად მსახური.

- ხელი გაუშვით. - გაისმა საიდის ხმა. მომიახლოვდა, თავი ამაწევინა და ყორნისფერი თვალებით ისე ჩამხედა, თითქოს ჩემი სულის გაშიშვლებას ცდილობსო.

- შეგეშალა, ლეა, ძალიან შეგეშალა. დაიჩოქე და პატიება ითხოვე.

სხეული მოვადუნე, სახეზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა, როცა მიხვდა, რომ დაჩოქვას ვაპირებდი. სწორედ ამ დროს ისევ შევაფურთხე სახეში და წამში შეცვალა გამარჯვების ღიმილი მრისხანებამ. ალაჰ- ერთბაშად აღმოხდათ იქვე მყოფებს.

- გაიყვანეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ.- კბილებში გამოსცრა. - მოვა დრო და ფეხთით გართხმული შემეხვეწები.

ორი ზორბა სხეული აქეთ-იქედან ამომიდგა და ქვევით სარდაფისკენ გამათრიეს.
გონს ბნელ ოთახში მოვედი. შმორის სუნმა ცხვირი ამიწვა და იქვე გული ამერია. ხმაურზე ჭრიალით გაიღო კარი. თავზე ტომარა ჩამომაცვეს და ისევ ხელებშეკრული გამათრიეს. ვიგრძენი, მუხლები როგორ გადამიტყავდა უხეშ ქვის ფილაქანზე თრევისგან. ცხელი ქვიშანარევი ქარის ტანზე შეხებით მივხვდი რომ გარეთ, სავარაუდოდ შიდა ეზოში გამათრიეს. ტომრის ქვეშ ჯერ კიდევ ვგრძნობდი სარდაფის ნარწყევშერეულ დამპალ სუნს, საიდის შეხებისგან შინაგანადაც თითქოს იგივენაირად ავყროლებულიყავი, წამითაც არ ვნანობდი, რომ არ დავთანხმდი მის ბინძურ შეთავაზებას, თუნდაც სიკვდილით დავესაჯე. ტომარა ჩამოცმული ძალით დამაჩოქეს.

- ბატონმა საიდმა ბოლოჯერ ვითხოვ პასუხს ჩემს შემოთავაზებაზეო - ინგლისურად ბოხი ხმით ჩამძახეს.

- არასოდეს.

- عشرة سياط (ათი მათრახი) - ექოდ გაისმა არაბული ხმა და აუტანელმა ტკივილმა ზურგზე თითქოს შუაზე გადამხსნა. დაყვირებაც კი ვეღარ მოვასწარი რომ მეორეჯერ გადამიჭირეს როზგი. ბევრნაირი ტკივილი მიგრძვნია ცხოვრებაში, სულიერი თუ ფიზიკური, მაგრამ ასე უმწეო არასდროს ვყოფილვარ.

-დავუდ, მიშველეე. სიმწრით ამოვთქვი და მეოთხე როზგის შემდეგ სიბნელემ დაისადგურა.



№1 სტუმარი სტუმარი Nina

ძალიან დიდ შუალედებს აკეთებ ახალი თავის დადებამდე, იმდენად დიდს რომ მავიწყდება ისტორიის არსებობა, თან პაწაწინა თავებს დებ, მკითხველის აგდებაა ამდენი ხნით ალოდინო

 


№2  offline წევრი Impermeable

სტუმარი Nina
ძალიან დიდ შუალედებს აკეთებ ახალი თავის დადებამდე, იმდენად დიდს რომ მავიწყდება ისტორიის არსებობა, თან პაწაწინა თავებს დებ, მკითხველის აგდებაა ამდენი ხნით ალოდინო

მადლობა კომენტარისთვის. წინა თავებშიც აღვნიშნე, რომ ისტორიას გარკვეული რეალური საფუძვლები აქვს და დროშიც იმიტომ იწელება დადება. შეგიძლიათ დასრულებას დაელოდოთ და ერთიანად წაიკითხოთ. 4 თავიღა დარჩა დასრულებამდე. ბოდიში, თუ დისკომფორტი შეგექმნათ

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

როდის დადებ შემდეგ თავს ??

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნინო
როდის დადებ შემდეგ თავს ??

ვეცდები ამ კვირაშივე დავდო

 


№5 სტუმარი Ana

Au male dadet gtxovvttt ghameebi ar mdzinavsss dzaan mainteresebs

 


№6  offline წევრი Impermeable

Ana
Au male dadet gtxovvttt ghameebi ar mdzinavsss dzaan mainteresebs


პირველ რიგში უღრმესი მადლობა. ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია და სტიმულისმომცემია შენი კომენტარი. ახალი თავი უკვე ავტვირთე და როგორც კი ადმინი დაადასტურებს, საიტზე გამოჩნდება kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent