შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 45) +18


6-09-2021, 00:30
ავტორი Impermeable
ნანახია 10 434

თავი 45

პარამნეზია

მეხსიერების მცდარობა, მისი ისეთი მოშლილობა, როდესაც ადამიანი ახალ მოვლენებს აღიქვამს, როგორც ოდესღაც განცდილს.

ლეა

ყორნისებრი შავი თვალები და ირონიული მზერა. საიდან მეცნობა? ვინ არის? სანამ კიდევ ერთ კითხვას დასვამდა არეული გონება, მისმა ხმამ და გატეხილმა ინგლისურმა მაშინვე უახლოესი წარსულის ბნელი ჯურღმულებიდან გამახსენა ადრესანტი:

- გადარჩენას გილოცავ, მშვენიერო. - ირონიულ მზერას არ მაშორებდა საიდი.

- ჯანდაბა, აქ შენ, საიდან, როგორ? დავუდი სადაა? - წყურვილისგან დაშრეტილ ბაგეებს შორის ძლივსძლივობით ამოვთქვი ნაწყვეტ-ნაწყვეტ.

- ამოისუნთქე მოუთმენელო ქალბატონო. იქვე გამჭვირვალე სითხეში ჩამბალი დოლბანდი აიღო და ტუჩებზე დამაწვეთა. - საცოდაობაა ამ მადისამძღვრელი ტუჩების გამოშრობა. არ გრცხვენია. ისე უსირცხვილოდ დაატარებდა მზერას სახეზე, თითქოს მართლაცდა მისი საკუთრება ყოფილიყო.

- ეგ დამპალი თვალები მომაშორე და მითხარი, დავუდი სადაა. შენ აქ რას აკეთებ. - რაც ძალი და ღონე მქონდა, დავუდ-ის ძახილს მოვყევი, თუმცა ამაოდ.

საიდი იდგა და ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან, რაც მოთმინების უკანასკნელ ძაფებს მთელი სისწრაფით მიჭრიდა. ჩემი უმწეო სასოწარკვეთით რომ გული იჯერა, უჩვეულო სიმშვიდით მომიახლოვდა, საწოლთან ჩაიმუხლა, შუბლზე ჩამოყრილი თმის ბუსუსები გადამიწია, შუბლს თავისი ცხელი ტუჩები მიადო და ზედვე დაიჩურჩულა.

- ტყუილად ფართხალებ გურჯო, ბაღდადისგან ძალიან შორს ვართ. აქ ჩემი მესამე ცოლი ნური ხარ. ასე რომ ისტერიკას მორჩი და ამ უმწეო მდგომარეობაში ნუ მაიძულებ ძალადობას.

მეგონა შუბლი ცხელი შანთით დამიდაღეს. მძულდა ეს ყორნისებრი მზერა, პატრონივით ბნელით მოსილი, ეს საძულველი თხელი ტუჩები.

- დავუდი სადაა?

- მოიცა, დავფიქრდე. რადგანაც შენი გვამი ჯერაც არ უპოვნიათ, სავარაუდოდ ჰგონიათ, რომ რადიკალმა დემონსტრანტებმა შენი თავი ISIS-ს გადასცეს. ერთი ორი თვე მოგძებნის, ერთი ორი თვე ტიგროსს გაატანს შენზე ცრემლებს, მერე კი სადულაჰის ცოლისდაზე ბედნიერად იქორწინებს და გაამრავლებს დავუდიანთა საგვარეულოს.

- ნაბიჭ.ვარო...

- გირჩევნია ეგ ენერგია სხვა რამისთვის შემოინახო, ნურ. ხვალ დიდი დღე გველის. - შემდეგ ვიღაცას არაბულად დაუძახა. თეთრ ხალათიანმა ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად გადასხმის სისტემაში სითხე შეუშვა. როდესაც ვენაში შემოსული სიმწარე სხეულს დაეუფლა, იძულებით გადავეშვი რეალური კოშმარიდან სიზმრის კოშმართა სამყაროში.
გვირაბის ბოლოს, წყვდიადში ყორნისფერი თვალები ელავდნენ, იმდენად შავად ასხივებდნენ რომ მის წინაშე წყვდიადიც კი ნაცრისფერდებოდა. არ მინდოდა, მაგრამ ამ ვიწრო გვირაბში მაინც ყორნისფერებისკენ მივიწევდი რაღაც ძალით. გვირაბი დასრულდა და შმორის სუნად აყროლებულ ბნელ ოთახში აღმოვჩნდი, რომელსაც ცალი მხრიდან გისოსები ფარავდა. დილეგი იყო.
- ნებითა შენითა თუ ნებითა ჩემითა? - ცივი კედლებიდან ექოდ გაისმა საძულველი ხმა, რომელსაც გაბმული ხარხარი მოჰყვა. თითქოს ჯოჯოხეთის ყველა ეშმაკი ერთად დამცინოდა.
- დუმილი თანხმობის ნიშანია, იცოდი, ლეა?
- არა, არა ... ამოვიხავლე, თუმცა რატომღაც ჩემი ხმა ხორხშივე იფანტებოდა. ჩვეული ირონიული მზერით მომიახლოვდა საიდი. ხელის ერთი მოსმით გამითავისუფლა სამოსი თხელი ქსოვილისგან და კიდევ ერთხელ ჩაისისინა.
- ესე იგი ნებითა ჩემითა. ხელი მკრა და ქვის იატაკზე დამაგდო, ზემოდან დამაწვა მძიმე სხეულით და ვიგრძენი როგორ ძალით შემოაჭრა თავისი ასო ვაგინაში. ძლიერმა ბიძგმა მოკლა ლეა და დარჩა ცოცხალი ლეში. აუტანელ კანკალს მგვრიდა თითოეული ბიძგი, განწირული ვკიოდი არას და ისღა დამრჩენოდა, მენატრა გაეთავებინა, რომ საძულველი სხეული მომშორებოდა.

- ძლიერი ტკივილები აქვს, დოზა დაუმატეთ, არაბულად შორიდან ჩამესმა მამაკაცის ხმა და ისევ დავბრუნდი წყვდიადში.

ფლეშბექი

1831 წელი.

ბაღდადი

ფადიშაჰის ძალმოსილებისგან დახსნამ და ბაღდადის ბაბილოვანის დამოუკიდებელ სამეფოდ გამოცხადებამ ღმერთთან შეჭიდებულ იაკობად აქცია დაუდ ფაშა. ალაჰის რისხვამაც არ დააყოვნა.

უჩვეულოდ წვიმიანი იყო 1831 წლის ბაღდადი. სხვა დროს ადგილობრივნი მადლობასაც შესწირავდნენ ალაჰს, მაგრამ ალყისა და შავი ჭირისგან დასუსტებული ბებერი ქალაქი შეუჩვეველი გახლდათ უხვ ნალექს. წყალდიდობამ გაანადგურა მოსავლის ზვრები და სურსათ-სანოვაგის მარაგები.

არ ესიამოვნა ნილაი სულთანს ცბიერი ალი რიზას სასახლეში ხილვა. იცოდა, რომ არა უკიდურესი აუცილებლობა, დაუდ ფაშა მას მოსალაპარაკებლად არ მოიწვევდა. ნუთუ ამდენი ბრძოლა ამაო იყო? რა არ გადაიტანეს ალყის დროს: შავი ჭირი, წყალდიდობა, მოსავლის განადგურება, ყოველ საღამოს გადაცმული თავად მიდიოდა ებრაელთა უბანში, რომ ქალებისა და ბავშვებისთვის მაინც არ მოეკლო სანოვაგე. ნუთუ სულთნის ყოველი მცდელობა ამაო იყო? მოსალოდნელი საშინელების შიშს ისე აეტანა, რომ ქალთა სამყოფელიდან საუბრის მოსმენაზეც კი უარი თქვა. ერჩივნა ცხოვრების თანამეინახეს პირიდან მოესმინა მძიმე ამბავი, თითქოს ამით სიმძიმის მარწუხები შემსუბუქდებაო.

გაფითრებული უახლოვდებოდა დაუდ ფაშა ცხოვრების მთავარ სიყვარულს, რომელშიდაც მთელს ჰარამხანას დაუფიქრებლად გაცვლიდა. საცოდავად ჩამოშვებოდა განიერი მხარბეჭი და შესაბრალისს ხდიდა ბრგე ვაჟკაცს, რომელიც მიუხედავად სიჭარმაგისა, ყმაწვილის დარად მედიდურად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა სულთნისთვის. ხელში წითელი ჩინური ვარდი ეჭირა ახლადშემოსულს. ესეც ცუდად ენიშნა სულთანს. დილით ხომ ვერცხლის ლანგრით უკვე მიერთვა ფაშას. ტრადიციისამებრ მის კაბის კალთას ეამბორა და დაჩოქილი უცდიდა ფაშას გაწვდილ ხელს.

- ჩემის გულისა და სულის სულთანო. ამქვეყანაზედ თუ რაიმე მომიპოვებია, თუ რაიმე სიკეთე მითესია, ალაჰმა თქვენი სახით დამიბრუნა. თქვენ მაჩუქეთ სულთანზადე აბდულქერიმი, უფალი ხართ ჩემის გონებისა და გულისა. დადგა ავბედითი დღე მამისეულ სასახლეს განშორებისას. აქ მეტხანს ვეღარ დავსდგებით. მამლუქნი გათითოკაცდნენ, ყმანიც ზავს ითხოვს. ისტანბულს წავიდეთ და თავად ფადიშაჰს ვსთხოვ წყალობას. ჩემთან ვალშია და ამ აჯანყებასაც შეიწყალებს, ვინ უწყის, იქნებ გურჯისტანშიც კი დავბრუნდეთ.

- ფაშავ, ბოლოს ასეთი უიმედო მაშინ გიხილეთ, ალაჰის განნათლებულმა მამამ რომ უარი გითხრათ ჩემთან შეუღლებაზე.

- სულთანთ სულთანო ისტანბულამდე მოგვიწევს დროებით გამოვესთხოვოთ ერთურთს. ჩემს თვალისჩინს, სულთანზადე აბდულქერიმს გაბარებთ. ოსმალთა საზღვართან ჩვენი ეტლები შეგხვდება. მანამდის კი სხვადასხვა გზა გვიძევს. სასახლის უკანა კარიბჭესთან გელის სულთანზადე ეტლში. ალაჰსა ებარებოდეთ.

ეული ცრემლი მაინც გაეპარა სულის სიმტკიცით ცნობილ სულთანს. არას გიდევდათ სასახლის ეტიკეტს, არც ფაშის მორჩილებას, განიერ მხარბეჭზე მთელი სხეულით აეკრა და თითქოს უკანასკნელად ეკვრისო, ზედ გულისცემას მიადო ყური. იმახსოვრებდა მისთვის ყველაზე სასურველ მელოდიას, ურთიერთშეყრამდე გულით რომ უნდა ეტარებინა. უკანასკნელად შეახო სულთნის ნიკაპს ფაშამ ხელი და თავი ააწევინა, უკანასკნელად შეხედა ამღვრეულ ზურმუხტისფერებს, მშვიდი ზღვის ნაცვლად შტორმი დახვდა. უკანასკნელად შეერწყა შეყვარებული ბაგეები და ორთავე სხეული თავ-თავიანთი ეტლებისკენ გაეშურა.

***

მოკირწყლულ ფილაქანზე ავისმომასწავებელ მყუდროებას არხვევდა ცხენის ფლოქვებისა და ეტლის მძიმე ბორბალთა ჭრიალი. დედის კალთას ამოჰფარებოდა შეშინებული სულთანზადე. ბორდოსფერ კაბის კალთებში იმახსოვრებდა მშობლიურ სითბოსა და სურნელს. დედის ოქროსფერ თმათა ელვარებას, რომლის მსგავსიც ჰარემში არავისზედ არ ენახა. ის ის იყო, ნანის ბოლო აკორდებს და ეტლის რიტმულ ჯანჯაყს სიზმრების სამყაროში გადაჰყავდა, რომ ცხენთა ყალყზე შედგომის შედეგად ეტლის სწრაფ მანევრს უცებ გამოეფხიზლებინათ დედა-შვილი.

- სულთანო, აქ გაჩერდით. მეეტლე გაარკვევს, რა ხდება, - მხევლის მავედრებელი ხმა გაისმა ეტლის კაბინაში. - მართლაც დაიცადა სულთანმა რამდენიმე წუთს, თუმცა საეჭვო სიჩუმეს ისევ ამბის გარკვევა არჩია და სწორედ აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა. ეტლიდან ჩამოვიდა თუ არა ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს და გამეხებული დატოვა შუაგულ ტყეში. რამდენიმე წამს შოკში იყო, შემდეგ აბდულქერიმის, ხანაც კი დაუდ ფაშას ძახილით სდია ეტლის ნაკვალევს, სანამ ღონემიხდილი არ ჩაიკეცა სიმწრისგან შემოფლეთილ კაბის ნაგლეჯებში. თითქოს ჩასაფრებულნი მის საბოლოოდ გატეხვას ელოდნენო, უმალ დაატყდა ალი რიზას ერთგული ძაღლები და ბაღდადის აწ უკვე ახალ ფაშას მიჰგვარეს ძველ სასახლეში.

მიუყვებოდა ოდესღაც სიყვარულით, ახლა კი დენთის სუნით სავსე გაძარცვულ დერეფნებს. დაცარიელებული კიდევ უფრო უზარმაზარი და პირქუში გამხდარიყო ოდესღაც მშობლიური სასახლე. თითქოს საუკუნე გასულიყოს, ამაოდ ცდილობდა გარდასულ დღეთა ნიშნების ნახვას გაშიშვლებულ ქვის კედლებში. სულ რაღაც ორიოდე დღე აღმოჩნდა საკმარისი სასახლის შესასვლელი ნაწილის გაპარტახებისა. მხოლოდ ჰარემი დარჩენილიყო უცვლელი ახალი ბატონის მოლოდინში.

ნილაი სულთანი მოჰყავთო. - ექოდ დაუარა ჰარემს. - ალი რიზა ფაშას უნდა მიჰგვარონო; ხარჭად დასმას უპირებსო; ღირსია ათწლეული რო არ გვაკარებდა ფაშასო;
დაბრაზში შესვლისას სირცხვილისგან სახეზე აეფარა ხელები. დედიშობილა დაეყენებინა ჰარემის ქალწულნი ქალფას და უხამსად ათვალიერებდა ალი რიზა ახალ ნადავლს. დროდადრო ზოგ მკერდს უსინჯავდა, ზოგს თმას, ზოგს ბოქვენს. თითქოს ბაზარში ახალი ხორცის ნაჭერს არჩევსო.

იქ იმ დარბაზში, პირველად მოკვდა ნილაი სულთანი.
მეორედ მაშინ მოკვდა, როს ალი რიზამ ხარჭად დასმა განუზრახა.
მესამედ მაშინ, როს უარით განაწყენებულმა ჰამამი ახეხინა.
მეოთხედ მაშინ, ხარჭად ძალით გახდომა რომ დაუპირა. ბედად გადაარჩინა ზურმუხტისპეპლიანმა თმის სარჭმა, ალი რიზას რომ სახე დაუსერა. განრისხდა მოძალადედ დაღდასმული ფაშა და სულთანი დილეგში გამოკეტა.

მეხუთედ მაშინ მოკვდა, როცა საზეიმოდ აცნობეს სულთანზადეს სიკვდილი და მოუმზადეს ფაშასთან სარეცელი. დედიშობილა ჩააწვინეს და კარი ამოუკეტეს ფაშას ხლებამდე. ტახტის აბრეშუმის ზეწარი შემოიჭდო სამოსად. ერთადერთი თავშალი მოირგო ყელზე. აქაც არ გაუმართლა... ვერსად ჩამოეკიდა... ისევ საკუთარი ხელით ეცადა... იმაზე მეტი იწვალა, ვიდრე მოელოდა... შიშით ხმა არ გაუღია, ეშინოდა, არ გადარჩენილიყო... საკუთარმა თავშალმა განაშორა სირცხვილშეპარულ სიცოცხლეს.

ფლეშბექის დასასრული

***
ლეა

არვიცი ასეთი რა გამიკეთეს, მაგრამ მხოლოდ მეორე დილით გავახილე ისევ თვალები. ამაოდ მეგონა კოშმარი. ჯოჯოხეთი ცხადად ქცეულიყო და ჯერ მხოლოდ ახლა მივდიოდი გეენიაზედ. წამოდგომა ვცადე. სისტემა აღარ მედგა. ანაფორის მსგავსი თეთრი ქსოვილი გადაეცმიათ. ხელები და ფეხები დაბინტული მქონდა და იატაკზე შეხებაც კი აუტანელ ტკივილს მანიჭებდა. ვერ ვარჩევდი ეს ტკივილი დამწვრობის შედეგი იყო თუ მოტეხილობის. ბოლოს რაც მახსოვს, აუტანელი კვამლი და ყელის წვა იყო. ეხლაც ჩამწვოდა ხორხი.

- საიდმა უცერემონიოდ შემოაღო კარი და მაშინვე საწოლთან მოვარდა.

- გეგონა შენით ადგებოდი და აქედან გაიპარებოდი? ნუთუ სულელი დავუდი გგონივარ, რომ გამაბითურო? ბედი შენი, რომ სიარული არ შეგიძლია. ერთი არასწორი ნაბიჯი და გაროზგვას ვერ გადაურჩები.

ხელში გაუფრთხილებლად ამიტაცა, რაზედაც ტკივილისგან დავიმანჭე. თავზე ბურქა ჩამომაცვა და პალატიდან გამიყვანა. რაც შემეძლო ბოლო ხმაზე ვხაოდი, რომ ვინმესთვის ინგლისურად მაინც მიმეწვდინა ხმა, თუმცა კლინიკის პერსონალი გვერდს ისე მივლიდა, ვითომ ვერც მხედავდნენ. ნუთუ აქ ყოველდღიური მოვლენაა განწირული ქალის სასოწარკვეთილი დახმარების თხოვნის იგნორი?! მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. შავ ჰამერში შემტენა საიდმა და თან დაბინტული ხელები შემიკრა. პირზეც იზოლენტი ამაკრა. თვალებიც ამიხვია.

- არაფერი პირადული, ასე ნაკლებად შეჭამ ტვინს და ვერც გაქცევის გეგმას დასახავ გურჯო.

ოღონდ ამ ნაბიჭვრის ხელში არ ჩავარდე და თავსაც კი მოვიკლავდი, რომ შემეძლოს. წარმოდგენაც კი მზარავდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა მის გარემოცვაში ყოფნას. გონება ამაოდ ცდილობდა კოშმარული სიზმრის დავიწყებას. ისეთი ცხადი იყო, თითქოს მართლაცდა გადამხდენოდა თავს.

რამდენიმე საათიანი მგზავრობისგან სხეულის თითოეული ძვალი აუტანლად მტკიოდა, პირზე ლენტაფარებული ვღმუოდი ჩუმად, ცრემლებისგან თვალზე აფარებული ქსოვილი დამნამვოდა. ავტომობილი გაჩერდა თუ არა, ისევ საიდმა გადამიყვანა, თვალზე აწ უკვე სველი ქსოვილი მომაშორა, თითქოს შეშფოთებამ წამიერად გაიელვა წყვდიადისფერ თვალებში და ჩვეული ირონიით მომმართა.

- ძალიან თუ შემეხვეწები, ჰაშიშს მოგაწევინებ და ტკივილებს დაგიამებს. სამწუხაროდ ნატურით ჯერ ვერ გადამიხდი. - თან პირზე მაცლიდა იზოლენტს.

ღიმილი სახეზე შეახმა როცა სანაცვლოდ შევაფურთხე. ჩქარი ნაბიჯით შემიყვანა ქვიშისფერ სასახლეში და შემოგებებულ მსახურებს ხელებში მიმაჩეჩა. რაღაც არაბულად ჩაილაპარაკა და მაშინვე წავიდა. ჩემდა გასაკვირად არც არავინ მცემა, არც გამროზგა, არც მიყვირა. ალბათ საამისოდ ზედმეტად შესაბრალისად გამოვიყურებოდი. მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ მომჯობინებისთანავე ერთი ათად მაგებინებდა პასუხს. როგორც კი უკეთ გავხდებოდი, ყველანაირად ვეცდებოდი დავუდთან დაკავშირებას. სადღაც, გულის რომელიღაც კუნჭულში ჯერ კიდევ ბჟუტავდა იმედის ნაღვერდალი,
დილეგის ნაცვლად, მეორე სართულზე დიდ ნათელ ოთახში რომ შემიყვანეს. ოთახის ერთადერთ ავეჯს ტუმბოებგადაბმული უზარმაზარი ტახტი წარმოადგენდა, რომელიც პირდაპირ ფანჯარას გაჰყურებდა. განსხვავებით სხვა აქაური სასახლეებისა, ფანჯრებს ფარდები არ ფარავდა. ან აქ არავინ ცხოვრობდა და საჩქარობოდ მოაწყვეს, ან თავიდანვე არ ჰქონდათ გათვალისწინებული დიზაინში. რატომღაც ისევ პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი, თუ გავითვალისწინებდი სასახლეში გამეფებულ სამარისებულ სიჩუმეს. უცნობმა ქალმა, სავარაუდოდ მსახურმა, ბალიშების გროვა დამიდო ზურგს უკან ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი. სანამ აუტანელი ტკივილებისგან შევიწროებულ ვენაში ნემსს გაუშვებდა, მოვასწარი ფანჯრის მიღმა შიდა ეზოში დამყაყებული აუზის ნახვა. სავარაუდოდ, წლებია სასახლე დაკეტილია. აშკარად საგანგებოდ იქნა აქაურობა მომზადებული, რაც გარესამყაროსთან სავარაუდო კონტაქტის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებდა. აწ უკვე დღისითაც არ დაიზარა სტუმრობა ღამეულმა კოშმარებმა, ბოლო რამდენიმე დღე რომ გამხდარიყო ერთადერთი მეგზური სიზმრების სამყაროში. ისე წყვდიადი, გვირაბი, ყორნისფერი თვალები...



№1  offline წევრი salomea1992

არ მჯერა ეს რა იყო.ჯერ კიდევ შოკში ვარ. როგორ დაიტანჯა ეს გოგო. ფლეშბექი საოცრად მომეწონა, კარგი იქნება შემდეგ თავებშიც თუ გამოიყენებ ხოლმე. არ მინდა დავიჯერო რომ ნილაი სულთანს და ლეას მსგავსი ბედი აქვთ. იმედია აქ ვცდები და დავუდი შეძლებს მალე დაიხსნას.

პ.ს. რამდენი თავი დარჩა? თან მენანება დასასრულისთვის ისე მივეჩვიე, თან ძალიან მაინტერესებს heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო მაგრამ არ მინდა ლეა მაგ ბოროტ საიდან დარჩეს სულთანის ბედი გაიზიაროს,მინდა დავუდმა იპოვის და აზღვევინოს მისი ტანჯვისთვის საიდან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№3  offline წევრი Impermeable

salomea1992
არ მჯერა ეს რა იყო.ჯერ კიდევ შოკში ვარ. როგორ დაიტანჯა ეს გოგო. ფლეშბექი საოცრად მომეწონა, კარგი იქნება შემდეგ თავებშიც თუ გამოიყენებ ხოლმე. არ მინდა დავიჯერო რომ ნილაი სულთანს და ლეას მსგავსი ბედი აქვთ. იმედია აქ ვცდები და დავუდი შეძლებს მალე დაიხსნას.

პ.ს. რამდენი თავი დარჩა? თან მენანება დასასრულისთვის ისე მივეჩვიე, თან ძალიან მაინტერესებს heart_eyes


ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის. ბოლო თავებს რომ გადავხედე, მაშინ გავაცნობიერე რომ აკლდა ისტორიას ფლეშბექები, ის რაც აწმყოს წარსულთან აკავშირებს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ისტორია დასასრულს უახლოვდება რამდენიმე თავიღა დარჩა relaxed

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო მაგრამ არ მინდა ლეა მაგ ბოროტ საიდან დარჩეს სულთანის ბედი გაიზიაროს,მინდა დავუდმა იპოვის და აზღვევინოს მისი ტანჯვისთვის საიდან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

ვნახოთ რა მოხდება შემდეგ თავებში <3 პირიქით მადლობა, რომ ერთგული მკითხველი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent