ერთი ნახვით სიყვარული?! IV თავი
მალევე რაღაც მძაფრს ვგრძნობ და თვალებს ზანტად ვახელ. გამოსახულება არეულია,ამიტომაც ისევ თვალებს ვხუჭავ და ვახელ და ჰგვერდით ვიხედები.მაშინვე ალექსანდრე დავინახე სკამზე ჩამომჯდარი.ცოტახანს ისევ დავხუჭე თვალები და მაშინვე ირაკლის სიტყვები გამახსენდა და წამოვხტი.ალექსანდრემ ჯერ გაკვირვებული შემომხედა და მალევე ჩემთან მოვიდა. -კარგად ხარ?-მკითხა თბილი მზერით. -ახლა უკეთ.-ვუთხარი და მაშინვე ტელეფონის მოძებნას შევუდექი. მალევე ვიპოვე და ისევ ირაკლისთან დავრეკე,როგორც კი ტელეფონს უპასუხა მაშინვე კითხვები დავაყარე.-რა ხდება?ახლა როგორ არის?რა დაემართა?რომელ საავადმყოფოში ხართ?-კიდევ უნდა მეკითხა,როდესაც თვითონ შემაწყვეტინა. -ჯერ დაწყნარდი.ახლა გამოგიგზავნი მისამართს და იქ მოდი.-მითხრა და მაშნვე გამითიშა. -ბატონო ალექსანდრე შეიძლება დღეს,რომ წავიდე?და ხვალ გვიანობამდე დავრჩები გპირდებით.-ვუთხარი და თან ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. -მშვიდობაა?რა მოხდა მითხარი იქნებ მეც დაგეხმარო. -ჩემი ძმა საავადმყოფოშია და არ ვიცი როგორ არის,ან საერთოდ რატომ მოხვდა საავადმყოფოში და რომ არ მივიდე ახლა იქ შეიძლება შევიშალო კიდეც.-ვუთხარი და ცრემლები მაინც გადმომცვივდა. -კარგი დამშვიდდი არაფერი არ იქნება საშიში დარწმუნებული ვარ. მე წაგიყვან საავადმყოფოში.-მითხრა და ის ის იყო უარი უნდა გამეცხადებია,რომ მითხრა.-უარი არ მიიღება.შენი ნივთები აიღე. მე გასასვლელთან დაგელოდები.-აღარ შევეწინააღმდეგე და ჩემი ოთახისაკენ წავედი,ჩემი ნივთები ავიღე და სწრაფად წავედი გასასვლელისკენ.ალექსანდრე მანქანას იყო მიყრდნობილი და როდესაც დამინახა მაშნვე კარი გამიღო.ცოტა მეუხერხულებოდა მაგრამ ახლა ჩემი ძმის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი.მანქანაში ჩავჯექი,მალევე ალექსანდრემაც დაიკავა თავისი ადგილი და წავედით.გზაში ხმა არცერთი არ ვიღებთ მე სულ ჩემს ძმაზე ვფიქრობ ვინ იცის რა მოუვიდა,იქნებ და ძალიან ცუდად არის, იქნებ უგონოდ არის ან საერთოდ .....არა ამის გაფიქრებაც ცრემლები წამომივიდა.ჩემს ხელებს ვუყურებ ისე მიკანკალებს ვერც კი ვაჩერებ.არ მინდა,რომ ეს ალექსანდრემ დაინახოს, ამოიტომ ჩანთის ქვემოთ ვალაგებ და როდესაც მას გავხედე ისიც მიყურებდა.ამაზეც ძალიან ავღელდი და უარესად ავნერვიულდი. -თაია ნუ ნერვიულობ.არაფერი არ იქნება საშიში დამშვიდდი.ასე ნერვიულობით რამეს მიაღწევ.დამშვიდდი და მხოლოდ კარგზე იფიქრე.-მითხრა მშვიდად. მისმა სიტყვებმა თითქოს გული გამითბო. -ვცდილობ,რომ მშვიდად ვიყო,მაგრამ იმის წარმოდგენაზე,რომ შეიძლება თრნიკეს რამე დაემართოს,არ ვიცი შეიძლება გავგიჟდე.- ვუთხარი და თავი მაინც ვერ შევიკავე და ავსლუკუნდი.ოხ თაია,ოხ რატომ არასდროს გამოგდის ცრემლების უკუგდება.ჩემს თავზე ძალიან მეშლება ნერვები. -თაია არ იტირო რა.გთხოვ მხოლოდ კარგზე იფიქრე და ყველაფერი კარგად იქნება.შენი ნერვიულობით არაფერი არ მოგვარდება.პირიქით მაგრად უნდა იყო და შენი ოჯახიც უნდა დაამშვიდო.-მითხრა და თბილად გამომხედა.ღმერთო რა მემართება.რატომ დამცხა.გავგიჟდები ახლა. -ვიცი ხო მაგრამ თავს მაინც ვერ ვიკავებ.-ვუთხარი და პატარა პაუზის შემდეგ განვაგრძე.-ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე და დიდი ბოდიში,რომ შეგაწუხეთ,-ვუთხარი ჩუმად. -არანაირად არ ვწუხდები.მე სემოგთავაზე წაყვანა და რომ მაწუხებდე ხომ არ წამოგიყვანდი არა?-მითხრა და გამიცინა. მალევე მივედით საავადმყოფოსთან.ალექსანდრეს წესიერად გაჩერებული არ ყავდა მანქანა,რომ გადმოვედი და კლინიკაში შევვარდი.მაშინვე ვიკითხე ფოიეში ჩემი ძმა და რომ მითხრეს ჯერ კიდევ საოპერაციოში არისო ლამის იქვე წავიქეცი.თავბრუ დამეხვა და ვიგრძენი როგორ შემაშველა ხელი ვიღაცამ.რომ შევხედე ალექსანდრე იყო.სკამისკენ წამიყვანა და დამსვა.მაშინვე ტელეფონი მოვიძიე და ირაკლის დავურეკე. -ალო თაია მოხვედი? -კი მოვედი და მითხრეს,რომ საოპერაციოში არისო.-ვუთხრაი და ხმა გამიტყდა.მალევე ცრემლებმაც არ დააყოვნეს და გადმოცვივდა. -მოიცადე ჩამოვალ პირველზე და დაგელაპარაკები.-მითხრა და მაშინვე გამითიშა.ხელები ამიკანკალდა.მოგვიანებით გამახსენდა,რომ ალექსანდრე ჩემს გვერდით იჯდა და მას გავხედე. -ბატონო ალექსანდრე წადით თქვენ.ისედაც ძალიან შეგაწუხეთ და ახლაც შეიძლება საქმე გაქვთ და არ არის აუცილებელი დარჩენა.- ვუთხარი და მორიდებულად დავხარე თავი. -თაია საქმე,რომ მქონდეს წავიდოდი და ახლა მინდა,რომ ჩემს თანამშრომელს დავეხმარო და გვერდში დავუდგე ასე,რომ დამშვიდდი და მაგაზე აღარ მელაპარაკო.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი,მაგრამ უცებ ირაკლი გამოჩნდა და მისკენ გავიქეცი. -ირაკლი რა ხდება ჩქარა მითხარი,რა მოუვიდა?მძიმედ არის?-ვკითხე და მაშინვე ცრემლები გადმომცვივდა. -თაია დამშვიდდი,მდგომარეობა სტაბილურია და ოპერაციამაც კარგად ჩაიარა.უბრალოდ ახლა ძინავს და შესვლა არ შეიძლება.- მითხრა და სკამზე ჩამოჯდა. -რა მოუვიდა მეტყვი ბოლო-ბოლო?ბოლოს დაბადების დღეზე იყო რომ დავურეკე და გვიან მოვალო მითხრა და მის მერე არაფერი გამიგია და რა მოხდა მიტხარი ახლა სანამ გავგიჟდი.-ვთქვი და მეც გვერდით მმივუჯექი.ცოტახანში ვიგრძენი,რომ ალექსანდრეც გვერდით მომიჯდა,მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია. -ესეიგი კლუბში ვიყავით,რა და შენმა ძმამ როგორც იცის ხოლმე გაილეწა სმით.შემდეგ ვიღაც გოგო დაინახა და იმასთან მივიდა. მერე ყურადღება აღარ მიმიქცევია ყურადღება და დალევა გავაგრძელე.ხუთ წუთში კი ხმაური ატყდა და იქეთ რო გავიხედე თორნიკეს ესეოდა ყველა.მერე ძლივს გავაშველე და გამოვტენე კლუბიდან და მერე მაღაზიაში შევედი.ხუთ წუთში გამოვედი და დამხვდა დაგდებული მაღაზიის წინ სისხლიანი.სასწრაფომ მითხრა,რომ დანით არის დაჭრილი და ერთ-ერთის გამო შინაგანი სისხლდენა ჰქონდა და მაგიტო გაუკეთეს ოპერაცია.-მოყოლა,რომ დაასრულა მთელი სახე სველი მქონდა ტირილისგან.რომ ვფიქრობდი როგორ იტანჯებოდა და ტკიოდა თოკოს გული მემკუმშებოდა. -იცი ვინები აუშარდნენ?იმედია არა და არც თოკო იცნობს თორე გავგიჯდები მაგან რო გარჩევები დაიწყოს და ისევ რამე შარში გაეხვას.-ვთქვი და ხელების წვალება დავიწყე. -შენ როგორ ფიქრობ ახლა მაგ ამბავს მასე დავტოვებთ და პასუხს არ მოვთხოვთ?შენ დაწყნარდი რა და ჩვენ მივხედავთ მაგ საქმეს. მთავარია მალე გამოჯანმრთელდეს.-თქვა და წამოდგა. -ძალიან გთხოვ რა კიდევ რამე სარში არ გაეხვე,გთხოვ თორემ ვეღარ გადავიტან კიდე რამე,რომ დაემართოს.-ვუთხარი და მეც წამოვდექი. -თაია დამშვიდდი და გვაცადე ჩვენ საქმე.-მითხრა და შემდეგ შეხედა ჩემს გვერძე მჯდომ ალექსანდრეს.- შენ ვინ ხარ?-ეჭვიანი მზერით შეხედა ალექსანდრეს. -ჩემი უფროსია მან მომიყვანა აქ და მერე აღარ დამტოვა.-ვუთხარი და მას გავხედე.ისიც წამოდგა და ირაკლის წინ დადგა. -ალექსანდრე კანდელაკი.-უთხრა და ხელი გაუწოდა. -ირაკლი დადეშქელიანი.-მანაც შეაგება ხელი და ოდნავ წარბი აუწია.ოხ ირაკლი ახლა ამის დრო არის?!კარგი რა. -ირაკლი რა ვქნა მარინას და დიმას როგორ უნდა ვუთხრა?ან საერთოდ ვუთხრა თუ არა.-შევხედე საწყალი სახით. -ვფიქრობ არ უნდა უთხრა თორე მარინას ამბავი რო ვიცი გაგიჟდება მთლად.-მითხრა და ისევ ჩამოჯდა.-უთხარი,რომ ჩემთან რჩება რამდენიმე დღე და ამასობაში ისიც გაიღვიძებს და თვითონაც იგივეს ეტყვის. -კარგი რამეს მოვიფიქრებ და გეტყვი მერე და ერთნაირად ვუთხრათ თორე ხო იცი ატეხავს მერე ამბავს.-ვუთხარი თუ არა მაშნვე ტელეფონმა დარეკა.როდესაც დავხედე და აკო იყტო სახე გამებადრა.სულ გრძნობს როდესაც რამე მიჭირს.-ხო აკო.-ვუთხარი და გავიღიმე თითქოს მხედავდეს.არ ვიცი რატომ, მაგრამ ალექსანდრეს როგორც კი ავხედე სახეზე თითქოს ეჭვიანობა ამოვიკითხე,მაგრამ ეს ფიქრები უკუვაგდე.რატომ უნდა ეეჭვიანა ალექსანდრეს ჩემს მიმართ გრძნობები მაინც არ აქვს.სულ რატომ მეჩვენება ასეთი რაღაც. -თაი ახალი ჩამოსული ვარ და არ გინდა ბარში წავიდეთ?გეგა თავის სატრფოსთან არის და ვერ ავაგდე და ანა როგორც ყოველთვის სამსახურშია.-დაიწყო ჯუჯღუნი. -ვერა აკო.თორნიკე დაჭრეს და საავადმყოფოში ვარ. -რაა?-იმხელაზე დაიყვირა ტელეფონი მეორე მხარეს გავწიე.-მერე მე რატო არ დამირეკე გოგო ნორმალური ხარ?მისამართი მომწერე სასწრაფოდ გამოვალ.-თქვა თუ არა მაშინვე გამითიშა.ეგრევე მივწერე მისამართი და ტელეფონი ჩავაქვრე. -ალექსანდრე უკვე უხერხულად ვარ ამდენი ხანი მე, რომ მელოდები.თან დაღლილიც იქნები და ... -აღარ გააგრძელო უკვე ათასჯერ გითხარი არ ვწუხდებითქო.-მითხრა და ჯიუტად გამომხედა.მეც შევეშვი.20 წუთში აკო შემოვარდა კლინიკაში და ჩემსკენ გამოიქცა. -რა ხდება,როგორ არის თორნიკე.-მითხრა და მაშინვე ჩამეხუტა. ახლაც ალექსანდრეს გავხედე და დავაკვირდი თუ როგორ ჰქონდა დაჭიმული ყბები. -ჯერ კიდევ ძინავს,ექიმი ამბობს სტაბილურად არისო და ველოდები როდის გაიღვიძებს.-ვუთხარი და მეც მივეხუტე.მანაც მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა.ორ წუთში ალექსანდრეს ხმა გავიგონე. -თაია წავალ მე ახლა რადგანაც შენი მეგობრები აქ არიან.-მითხრა და მეც მაშნვე ავხედე.აკოსგან თავი დავიხსენი და უკან გავყევი მას. -არ ვიცი ბატონო ალექსანდრე მადლობა როგორ გადაგიხადო.- ვუთხარი და თავი დავხარე. -ბატონო არა გთხოვ რა უბრალოდ ალექსანდრე და მადლობა არ არის საჭირო მეგობრულად დაგეხმარე.-მითხრა და გამიღიმა -მაინც ძალიან დიდი მადლობა ბატ...-უნდა მეთქვა,რომ გამახსენდა მისი სიტყვები და მაშინვე ჩავასწორე.-ალექსანდრე, რომ ჩემს გამო შეწუხდი და გვერდში დამიდექი.-ვუთხარი და გავუღიმე. -არანაირი მადლობა.ხვალ შეგიძლია დაისვენო და შენი ძმის გვერდით იყო.-მითხრა და გამიღიმა. -დიდი მადლობა.-ვუთხარი და თვალები ამიწყლიანდა. -კიდევ ერთხელ არაფრის.-მითხრა და გატრიალდა.მეც მოვტრიალდი როდესაც დამიძახა.-თაია.-მეც მაშინვე შევბრუნდი. ის სწრაფად მოვიდა ჩემთან და ახლოს დადგა.-თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.-მიჩურჩულა და უფრო ახლოს დამიდგა. მისმა სუნამოს სურნელმა თავბრუ დამახვია.ალექსანდრემ ხელი ჩამომისვა სახეზე და მალევე ვიგრძენი ის რამაც ჩემი თქავბრუს დახვევა გამოიწვია.წელზე ხელი,რომ არ შემოეხვია ვნებისაგან და თავბრუს ხვევისგან შესაძლოა იქვე წავქცეულიყავი.ძალიან ფაფუკი ტუჩები ჰქონდა და ნაზად მეხემოდა.მალევე შეწყვიდა და გასწორდა.ყურში კი ჩამჩურჩულა.-მომავალ შეხვედრამდე.-ყურთან მაკოცა და სანამ აზრზე მოვიდოდი გაუჩინარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.