შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით სიყვარული?! თავი III


18-09-2021, 23:23
ავტორი sTiTcHhhh
ნანახია 1 818

-დაჯექი წაგიყვან.-მითხრა ალექსანდრემ.ცოტათი დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა.ცოტა ხნით გავჩუმდი და შემდეგ ვუთხარი ცოტა მორიდებით.
-არ შეწუხდეთ ბატონო ალექსანდრე,ტაქსი გამოვიძახე და წუთი წუთზე აქ იქნება.
-დაჯექი,მალე წაგიყვან ამ დროს ტაქსით ვერ გაგიშვებ.-მითხრა თითქოს ზერელედ.ვაიმეე თითქოს გაძალებდეს ვინმე რა.
-არ მინდათქო მადლობა.-ვუთხარი ოდნავ მკაცრად.სად არის ეს ტაქსი ამდენ ხანს რა უბედურებაა.
-ესეიგი არა ხო?-მკითხა.
-არა.-ვუთხარი და გზისკენ გავიხედე.
-კარგი,როგორც გინდა.-მხრები აიჩეჩა და წავიდა.ტაქსი რო არადა არ მოვიდა ისევ დავრეკე.
-უკაცრავად მაგრამ ხუთი წუთის წინ ტაქსს გამოვუძახე და ჯერ კიდევ არ არის მოსული და რა გავაკეთო?-ცოტაოდენი სიფიცხით ვუთხარი.
-ბოდიშით აქამდე,რომ არ შეგატყობინეთ მაგრამ თქვენს მიერ გამოძახებულ ტაქსს მანქანა გაუფუჭდა და სხვა დანარჩენი კი დაკავებულია და ვერაფრით ვერ გამოვუშვებთ.-მითხრა ჩვეულებრივად.ნელ-ნელა ბრაზმა შემომიტია და უხეშად ვუთხარი.
-უკაცრავად მაგრამ ამდენი ხანი,რომ ველოდები აქამდე ვერ შემატყობინეთ?რა უპასუხისმგებლობაა ვერ გავიგე ყველაზე საშინელი მომსახურება გაქვთ.-ვუთხარი და მაშინვე გავუთიშე. ასეთი უტიფარი არ გამიგია არავინ,ცოტა დამნაშავედ მაინც ეგრძნო თავი.ტელეფონი კვლავ ავიღე და თორნიკეს დავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა აიღო ტელეფონი.
-ხო თაი.-ჩამყვირა ტელეფონში.მისი ხმის ფონზე მუსიკის ხმა მესმის და ვხვდები რომ კლუბშია.ოხ,თოკო რაღა დღეს მოგინდა დალევა რაა.
-ნასვამი ხარ?-იმ იმედით ვკითხე,რომ შესაძლოა ახალი მისული იყო,ან დალევიტ მაინც არ დაელია.
-აუ კი თაი,დღეს ირაკლის დაბადების დღეა და შუა დღიდან აქ ვართ.დღეს შეიძლება გვიან მოვიდედ სახლში და უთხარი დედას რა.-მითხრა და აშკარად ეტყობოდა,რომ სიტყვებს ძლივს აბამდა თავს.- რატო მირეკავდი?რამე ხო არ გჭირდება?-მითხრა ცოტა ხნის შემდეგ.კაი დროს გაგახსენდა ჩემო ძმაო ეს გავიფიქრე და თვალები ავატრიალე.
-არა არაფერი სახლში,რომ არ დამხვდი მოგიკითხე.კაი მიდი გაერთე.
-კაი თაი,კარგად.-მითხრა და მალევე გათიშა.შემდეგ მამაჩემთან დავრეკე.გავიდა ერთი ზარი,გავიდა მეორე,მესამე.არადა არ მიპასუხა და ბოლოს გავუთიშე.ოხ რატო არ იცი ტელეფონის თან ტარება მამა რა.აკოსთან დარეკვას აზრი არ ქონდა მის ძმაკაცებთან ერთად იყო წასული.ჯანდაბას ფეხით წავალ და იქნება ტაქსმაც გამოიაროს.მივუყვებოდი ქუჩას და ცოტა შიშმა ამიტანა,სრულიად სიბნელეში,რომ მომიწია გავლა.ორი წუთის შემდეგ ჩემს უკან კაცის ხმა მესმის და შიშისგან გამცრა.ღმერთო გთხოვ ისევ ის არ გამეორდეს რაც ადრე გადამხდა თავს,ძალიან გთხოვ.ახლა უკვე კანკალმა ამიტანა და ვგრძნობდი,რომ მიახლოვდებოდნენ და მისი ხმაც გავიგე.
-ნახე რა ნაშაა.ასეთი გოგო ხელიდან როგორ უნდა გავუშათ?-ამის გაგონებაზე სუნთქვაც კი შემეკრა და ნაბიჯს ავუჩქარე.ღმერთო გთხოვ გადამარჩინე.ვიგრძენი,რომ იმთაც აუჩქარეს ნაბიჯს და მალევე ხელზე შეხება ვიგრძენი.
-საყვარელო სად გამექეცი,რა გეწყინა ვერ გავიგე.-ამ სიტყვების გაგონებაზე გაოცებულმა ავიხედე და ალექსანდრე,რომ დავინახე მაშინვე გავოცდი,მანაც გამომხედა და თვალი ჩამიკრა.ცოტა ხნის შემდეგ უკან გავიხედე,რომ არავინ არ იყო ამოვისუნთქე.
-ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე.-ვუთხარი მორიდებით და ოდნავ მოვშორდი.
-რისი მადლობა თაია,თურმე ისეთი ძლიერიც არ ყოფილხარ როგორიც მე მეგონა და როგორიც ჩემთან მიმართებაშ იყავი.-მითხრა და გველურად გამიცინა.გავბრაზდი,ისევ ის ამბავი გაიხსენა.
-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე ახლა წავალ მეჩქარება.-ვუთხარი ოდნავ უხეში ტონით და სწრაფი ნაბიჯებით წავედი.
-ახლა მაინც დამთანხმდი და ჩაჯექი ჩემ მანქანაში გაგიყვან.-მითხრა და მეც მაშინვე უკან შევტრიალდი.
-არა გმადლობთ ისედაც ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის და აღარ შეგაწუხებთ.-ვუთხარი და ისევ გავაგრძელე გზა.
-რატომ ჯიუტობ ვერ ვხდები,ისევ იგივე გინდა,რომ მოხდეს.-მიხთხრა და სწრაფად ჩემთან გაჩნდა.
-არ მოხდება ჩემი სახლი აქვე და მალე მივალ ასე,რომ არ შეგაწუხებთ.-ვუთხარი და კვლავ გავაგრძელე გზა.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული ვერ ვხვდები,მაგრამ უკვე აღარც გეკითხები.-თქვა და ხელი მომკიდა და მანქანამდე ისე მიმიყვანა ვერაფრით ვერ გავიაზრე.უკვე კარებთან ვიყავით მისულები როდესაც გამოვფხიზლდი და ხელი მაშინვე გამოვგლიჯე.
-როგორ ბედავ.აღარ შემეხო იცოდე,რომ ვამბობ ფეხით წავალთქო ესეიგი ფეხით მივდივარ გასაგებია.-დავუყვირე და დისტანცია დავიცავი.
-ვერ ვხვდები არ გეშნია მაინც?-მკითხა და მალევე ისევ მან გააგრძელა ლაპარაკი.-ნუ ნერვიულობ თავმოყვარეობა არ შეგელახება ჩემ მანქანაში ჩაჯდომით.-მითხრა ცინიკურად.ამაზე ვგრძნობ,რომ ნელ-ნელა ვბრაზდები.ვცდილობ,რომ თავი შევიკავო.ღრმად ჩავისუნთქე და წყნარად ვკითხე.
-საერთოდ თავმოყვარეობა აქ რა შუაშია?
-აბა სხვა მიზეზი რა უნდა იყოს მანქანაში,რომ არ მიჯდები როგორც თანამშრომელს პატივს გცემ და მიმყავხარ სახლში და პატივი დამდე და დამთანხმდი.-მითხრა და საყვარლად გამიცინა. ამაზე თითქოს რაღაც სხვა ვიგრძენი,თმცა უკუვაგდე ეს ყოველივე და ბევრი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი.
-კარგი ამ ერთხელ წამიყვანე.-ვუთხარი თითქმის ჩურჩულით და მანქანის კარები გამოვხსენი და ჩავჯექი.ალექსანდრემ შემომხედა, ჩაიცინა და ისიც მიუჯდა საჭეს.მთელი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ.ორი წუთით გავხედე და ლამის სახე შემეჯყინა მის პროფილზე. როდესაც შევამჩნიე მისი ჩაღიმება მალევე თვალი მოვაცილე და კვლავ გარეთ დავიწყე ყურება.მალევე ჩემ სახლთან მიმიყვანა. ღვედი მოვიხსენი და მაშინვე კარები გამოვახე ორი წუთით ალექსანდრეს შევხედე.
-ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე და ბოდიში შეწუხებისთვის.-ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე.
-არაფრის და გითხარი რომ არ ვწუხდები.-მანაც გამიღიმა. უთქმელად გადმოვედი მანქანიდან და მალევე შევედი სადარბაზოში.მალევე სახლში ვიყავი უკვე და დაღლილი სახით ვუყურებდი მარინას.
-შენ მოგიკვდი დედიკო როგორი დაღლილი სახე გაქ.-მითხრა და ჩამეხუტა.-წამოდი დედი ჭამე და დაწექი დაისვენე.-მითხრა და სამზარეულოსკენ წავიდა.ტელევიზორისკენ გავიხედე და როდესაც დავინახე,რომ მამიკოს ეძინა გამეღიმა და სააბაზანოსკენ დავიძარი.
მალევე გამოვედი და ოთახისკენ წავედი გამოსაცვლელად.ხუთი წუთის შემდეგ კი მაგიდას შემოვუჯექი და გემრიელობების ჭამას შევუდექი.
-რთული იყო პირველი დღე დედიკო?-მითხრა და თბილად გამომხედა.
-მიუჩვეველი,რომ ვარ მალევე დავიღალე თორე ისე არ არის რთული.-ვუთხარი და გემრიელად გავაგრძელე ჭამა.-თოკო არ მოსულა ხო?
-არა თაი და ეგ ბიჭი გადამრევს.ხო ვიცი ახლა დილას მოვა თან ისე, რომ ფეხზე ვერ იდგება.-მითხრა ჯუჯღუნით.
-კაი დე ნუ ჯუჯღუნებ ერთი,დიდი ბიჭია უკვე და თავის თავს მიხედავს.-ვუთხარი და გავუცინე.-კარგი დე დავწვები ახლა თორე მართლა ძალიან დავიღალე.
-კარგი და მიდი დაწექი და დაისვენე.-მითხრა და თვითონ სუფრის ალაგება დაიწყო.
როგორც კი დავწექი დაღლილობა შემომაწვა და მაშინვე გავითიშე. დილას მაღვიძარამ,რომ დარეკა ძლივს გავიღვიძე.როგორც იქნა მივლასლასდი სააბაზანოში მოვწესრიგი და კვლავ ოთახისკენ წამოვედი.დღეს ძალიან მინდოდა განსხვავებულად და უფრო ლმაზად ვყოფილიყავი.ლამაზი კოპლებიანი კაბა ჩავიცვი თეთრი კეტები და სარკის წინ დავდექი,ვფიქრობდი მაკიაჟი გამეკეთეინა თუ,არა მაგრამ ბოლოს შევეშვი და ოთახიდან გამოვედი.პირდაპირ თოკოს ოთახში შევედი,მაგრამ საწოლი ხელუხლებელი,რომ დამხვდა გამიკვირდა.მაშინვე ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოსკენ წავედი.რომ შევედი და დედაჩემი მაგიდასთან ჩაძინებული დავინახე ძალიან გამიკვირდა.
-დედა?-ვუთხარი თუ არა მაშინვე წამოხტა,მეც მასთან მივედი.- კარგად ხარ?
-კი დედი უბრალოდ თორნიკეს ველოდებოდი მთელი ღამე.
-დედა კარგი რა,რამდენჯერ უნდა გითხრა უკვე დიდია და თავის თავს მიხედავს ნუ გეშინია.დაბადების დღეზე იყო და ხო იცი როგორც იციან მაგენმა.-ვუთხარი და გავიცინე.
-ხო მარა მაინც ვნერვიულობ დაერეკა მაინც.-მითხრა ჯუჯღუნით.
-კარგი რა დედა მთელი ღამე სვამდნენ და ახლა როგორ ფიქრობ დარეკვის თავი ექნებოდა?!-ვუთხარი და გავიცინე.-კარგი ახლა მე უცებ ყავას დავლევ და გავიქცევი თორე დამაგვიანდება.-ვუთხარი და წყალი დავადგი.
-მარტო ყავა თაია?ჭამე რამე თორე მოგშვდება მერე ხო იცი.-მითხრა და წამოდგა.
-არა დედა მართლა ვერ მოვასწრებ მაგვიანდება.-ვუთხარი და ყვა გავაკეთე.
-კარგი მაგრამ შესვენებაზე ჭამე იცოდე.-მითხრა და ისევ დაჯდა.
-კი აუცილებლად.-ვუთხარი და გავუღმე.მალევე ყავაც დავლიე და სამსახურშიც წავედი.ტაქსში კი გამუდმებით თოკოს ვურეკავდი,არ იღებს და ძალიან ვნერვიულობ უკვე მეც.რაც არ უნდა მთვრალი იყოს ტელეფონს ყოველთვის პასუხობდა.მალევე მივედი კომპანიაში და ჩემს ოტახში გამოვიკეტე.როგორც ყოველთვის უამრავი საბუთი მედო მაგიდაზე და არააფერზე საფიქრალი დრო აღარ მქონდა.აქეთ იქით დავრბოდი და საბუთები მიმქონდა და მომქონდა.სანამ შესვენებაზე გავიდოდი ოფისის ტელეფონმა დარეკა.თითქოსდა გული ამიჩქარდასავით,ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე.
-თაია შემოდი ჩემთან.-მისი ხმის გაგონებისას თითქოს დამცხა და ავნერვიულდი.პირველი იმას ვფიქრობდი ხმა არ ამკანკალებოდა.
-კარგით ახლავე.-სწრაფად ვუთხარი და ტელეფონი დავკიდე.სარკეში როდესაც ჩავიხედე და წითელი ვიყავი ჩემი თავის გამიკვირდა არ ვიცოდი რა მჭირდა,თმა და კაბა შევისწორე, გავედი და მის კართან დავდექი.ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე და ორჯერ დავაკაკუნე.
-შემოდი.-თქვა თუ არა მაშინვე შევედი და მისი მაგიდის წინ დავდექი.-პირველ რიგში გამარჯობა.-მითხრა და გამიღიმა. ღემრთო თაია რა გჭირს აზრზე მოდი.
-გამარჯობა.-ვუთხარი და მეც გავუღიმე.
-რაღაც საბუთებისთვის მინდა,რომ წახ...-წინადადება შუაზე გაწყვიტა როდესაც ჩემმა ტელეფონმა დარეკა.ირაკლი რა დროს დარეკვაა ახლა.მაშინვე გავუთიშე.
-დიდი ბოდიში.-ვუთხარი და თავი ჩავხარე.
-არაუშავს.-მითხრა და კვლავ გამიღიმა.-ხო ესეიგი რაღაც საბუთებისთვის მინდა,რომ წახვიდე და მოიტანო.კაფეში შეგხვდება და იქ გად...-ისევ გაწყვიტა ლაპარაკი და ისევ ჩემი ტელეფონის გამო.-უპასუხე შეიძლება რაღაც აუცილებელია.-მითხრა და მეც მაშინვე ვუპასუხე ირაკლის რომელიც არ ჩერდებოდა
-ირაკლი რა ხდება, აუცილებელი საქმე თუ არ არის მერე დაგირეკავ უფროსთან ვარ ახლა.-ვუთხარი და მაშინვე ალექსანდრეს გავხედე.
-თაია არ ინერვიულო.-მითხრა და მაშინვე გააგრძელა.- მაგრამ თორნიკე საავადმყოფოშია და სასწრაფოდ უნდა მოხვიდე.
-რაააა?-დავიკივლე და თვალებში ბინდი გადამეკრა.



№1  offline წევრი Koala°

აუჰ მაგარი იყო❤️❤️❤️ველოდები გაგრძელებას❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი sTiTcHhhh

Koala°
აუჰ მაგარი იყო❤️❤️❤️ველოდები გაგრძელებას❤️❤️❤️

მადლობა heart_eyes იმედია შემდეგიც მოგეწონება kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent