ერთადერთი ხარ (თავი 1)
ამბობენ ცხოვრებს თავისი რიტმი აქვს და მას ვერ შეცვლი,როგორც არ უნდა დაგეგმო,რამდენიც არ უნდა ეცადო ის რაც უნდა მოხდეს აუცილებლად მოხდება,მწარე თამაშს გვეთამაშება თუ ტკბილ და საყვარელ ზღაპარში გვამყოფებს მისი არჩევანია .ზოგჯერ მწარე ჭრილობებით გტანჯავს ,თითქოს არასდროს გაივლის არ დასრულდება,ზოგჯერ კი ცამდე სიხარულით აგიტაცებს,ფრთებს მოგცემს რომ იფრინო,მაღლა აიჭრა და ბოლომდე შეიგრძნო მისგან სიამოვნება . ასეა ,ჩვენ გეგმებს ვაწყობთ ის კი თავისას აკეთებს ,ჯიუტად ცდილობს თითოეული წამი გაგვახსენოს რაც თვითონვე შექმნა, როგორც არ უნდა იაზრებდე ამას საკმარისი ძალა არასდროს გვრჩება ცუდის შესაცვლელად და თავის დასაღწევად.იცით ამ ყველაფერს რა ართულებს? შეიძლება არ დამეთანხმოთ მაგრამ ეს სიყვარულია.როცა შენი ცხოვრება წარსულით უკან გხევს ,სიყვარული უფრო მტკივნეული ხდება, იმ დროს კი როდესაც ცხოვრება იმარჯვებს სიყვარულზე და მუხლებზე დაგცემს ჰაერის გარეშე რჩები.ჰაერის რომელსაც სწორედ სიყვარული გაძლევდა. დიდი ტკივილის მერე იაზრებ რომ თურმე ბედს შენთვის სხვა გეგმები ჰქონდა ამიტომ ცხოვრებას ნებდები და ასე შედარებით მშვიდად განაგრძობ არსებობს.შეიძლება ბედნიერი დასასრული არ გამოგვივიდეს მაგრამ ტკივილს აღარ შევხვდებით მანამ სანამ ამას ბედისწერა არ მოინდომებს. თუმცა არიან "პრინცები და პრინცესები" რომლებსაც ცხოვრება ზღაპარში ამყოფებს .მაგრამ მე მართლა არ ვარ ესეთი,რა ვქნა უბრალოდ არ გამიმართლა .ძალა აღარ მქონდა ცხოვრებას შევწინააღმდეგებოდი. -არა გთხოვ,ეს არ გააკეთო არ გინდა..-ყურებში საკუთარი ხმა ჩამესმის ,ტირილის და ყვირილის შემდეგ სრული სიბნელეა და შეშინებულს მეღვიძება.-ეს ისევ სიზმარი იყო ანიტა დამშვიდდი.-ვცდილიბ საკუთარი თავი დავაწყნარო.უჯრიდან წამლებს ვიღებ და ვსვავ.სააბაზანოში გავდივარ და ჩემს თავს სარკეში ვაკვირდები სამი წელი გავიდა მაგრამ თითქმის ყოველდღე ეს საშინელება მახსენებს თავს.ჩემი თავი მეცოდება და ტირილს ვიწყებ.თუმცა მალევე ვპოულობ ძალას ,სახეზე გრილ წყალს ვისხავ და გონს მოვდივარ.სააბაზანო დავტოვე ,ვცდილობ განწყობა ავიმაღლო ამიტომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ვურეკავ.ერთი ზარის შემდეგ მისი ხმა ისმის ტელეფონში: - არ არსებობს რომ შენ წამსვე არ მიპასუხო,როგორ ახერხებ ამას-სიცილით ვეუბნები და საწოლზე არხეინად ვეშვები. -ვგრძნობ დაო-მასაც ეღიმება.-აბა დღეს რას შვები?მოდიხარ ხომ?იცოდე ჩემს ძმას მაგრად ეწყინება შენ რომ იქ არ იყო. -ხომ იცით რომ არ მიყვარს ასეთი რაღაცეები.მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ რა.-მობეზრებით ავატრიალე თვალები.საწოლიდან წამოვდექი და კარადა გამოვაღე.-რომელზე გამოვიდე მითხარი. - რვაზე ჩამოფრინდებიან და .... -მრავლობითში ვის გულისხმობ?-ვკითხე და საღამოსთვის ტანსაცმლის რამოდენიმე ვარიანტი დავაწყვე საწოლზე . -თავის იქაურ ,ორ ძმაკაცთან ერთად მოფრინავს . -ოჰოო,ამერიკელი პოტენციური სასიძოები იქნებიან ნანა დეიდასთვის.-გამეღიმა ,რადგან უკვე წარმომედგინა ნანას გამჭოლი მზერა,ბაბის მობეზრებული სახე და წინადადება რომელიც საკმაოდ ხშირად ისმის მათ სახლში"დროა უკვე რომ გათხოვდე დრო . -აყევი ხომ შენც -აშკარად გაბრაზდა.თუმცა წამიერად-კარგი ბარტყუნია მოემზადე და როცა გინდა გამოდი ჩემსკენ . -კარგი ,გაკოცე...-ღიმილით გავუთიშე ტელეფონი.-აი ეს გჭირდებოდა ანიტა- კმაყოფილმა დავიწყე მომზადება.დიდი დრო არ დამჭირვებია, არასდროს მიყვარს ზედმეტად გაპრანჭვები ,და საერთოდ არც ხალხმრავალ ადგილებში დავდივარ ხშირად ,თუმცა ბექა 5 წელია წასულია,სამი წლის წინ კი იყო ჩამოსული ,მაგრამ მაშინ არავისთან არ მინდოდა ყოფნა.ახლა კი მართლა ეწყინებოდა რომ არ დავხვედროდი. შავი შარვალი და თეთრი ზედა ჩავიცვი,თმაც გავიშალე ,თეთრი კედები მოვირგე და აივანზე ჩაის ჭიქით ხელში სავარძელში მოვკალათდი.ზაფხული უკვე მიიწურა,შემოდგომის სასიამოვნო ამინდია არც ცივი და არც ცხელი.ალბათ გაწვიმდება კიდეც საღამოს,სახლიდან გასვლა არ მინდა,აქ მინდა ვიჯდე და წვიმით ვტკბებოდე.თუმცა ვინ გაცდის ბაბიმ აიკლო ჩემი ტელეფონი.მეც სხვა გზა არ მქონდა მანქანის გასაღები ავიღე და კიბეებს ჩავუყევი.მეათე სართულიდან ძალიან მშვიდად .ლიფტში ყოველთვის მეშინოდა შესვლა და ამიტომ არც ვსარგებლობდი. მანქანაში საყვარელი სიმღერა ჩავრთე,სიამოვნებისგან ცას ვეწვიე, ყოველთვის ვმშვიდდები მუსიკის მოსმენით . მანქანა დავძარი,ჯერ მაღაზიები მოვიარე ბექას საჩუქარი ვუყიდე ,შემდეგ ბაბისთან ავედი. -სად ხარ გოგო ამდენ ხანს , ერთი საათია ზარს ვრეკავ.-მობეზრებული შევედი სახლში. -ნუ ქოთქოთებ შენი ჭირიმე,რა დღეში გაქვს ნერვები ახალგაზრდა ქალს.-დამეჭყანა და სამზარეულოში გავიდა. -მასხარა ხარ-ღიმილით გავყევი მეც.-ნანუცი როგორ ხარ დეიდა?-ლოყები ჩავუკოცნე ქალს. -ამის ხელში როგორ ვიქნები ჩემო გოგო,მიშლის დილიდანვე ნერვებს.-გამიღიმა და საქმე განაგრძო. -ალქაჯო,აბა რას ვაკეთებთ ?-იქვე სკამზე ჩამოვჯექი. -ყავა გინდა ? -ხომ იცი რომ ყავას არ ვსვავ,ჩაი დავლიე უკვე სახლში.-გამეღიმა მის სახეზე აშკარად ეზარებოდა გაკეთება. -ბაბი,წადი შვილო და მომიტანე ის პროდუქტები რაც დაგიწერე ,ვერაფერს ვაკეთებ შენი გადამკიდე-გაუბრაზდა ნანა. -აუუუ გოგი წავიდეს რა... -ადექი ზარმაცო მანქანით ვარ და ჩვენ წავიდეთ.-წამოვაგდე ფეხზე. -შენ რომ არ მყავდე -გაეღიმა ნანას. სახლი სწრაფად დავტოვეთ ცოტა დრო გვქონდა ,საყიდლებიც სწრაფად მოვიარეთ მერე ნანა დეიდას დავეხმარეთ სუფრა ეზოში გავამზადეთ. ყველაფრით კმაყოფილნი კი იქვე დივანზე ჩამოვჯექით. -ნანა მოდი ესენი გამომართვი.-კარში შემოსული გოგო ძიას ხმამ მოიცვა მთელი სახლი.-ოოო ჩვენი გოგო უკვე აქ ყოფილა.როგორ ხარ ანიტა ? -კარგად ძია შენ? -მაგრად მოვეხვიე. -დაღლილი ძია,სამსახური მღლის უკვე ძალიან,ჩამობრძანდეს ვაჟბატონი და მე პენსიაზე გავალ .-გამიღიმა . -ვინ დახვდება გოგი,ბავშვებს აეროპორტში?-გამოსძახა სამზარეულოდან. -იცის ნანა სახლი მოაგნებენ. -ოო მამა,ხომ შევთანხმდით რომ ჩვენ გავიდოდით?-აბუზღუნდა ბაბი. -ჩვენ წავიდეთ ,მანქანით ვარ მაინც.-გავუღიმე ბაბის. -დღეს მგონი ზედმეტად მონდომებული და კეთილი ხარ ჩემო დაო.კაი მაშინ წავედით.-სწრაფადწამოხტა ბაბი. -რას ამბობთ გოგო ,ამხელა ბიჭები მაგ მანქანაში ჩაეტევიან?-სიცილით გამოვიდა ნანა სამზარეულოდან. -რას ვიზავთ ნანა ,მოთავსდებიან როგორმე.-მეც გამეღიმა. აეროპორტის გზას დავადექით,ქალაქი საოცრად მშვიდი ჩანდა .ოდნავ გრილი სიო აღწევდა მანქანაში , სასიამოვნო მუსიკა და ბაბის განწყობა ხასიათს მეც მიმაღლებდა . -აქ დაველოდოთ შიგნით ნუ შევალთ .-მანქანაზე მიყრდნობილი ველოდებოდით,ბაბი ყოველ წამს საათს დაჰყურებდა,მე კი ნერვოლზულად გასაღები ვატრიალებდი ხელში. -გოგოებო ვინმეს ელოდებით?-ირგვლივ ყველანაირი ხმა გაჩუმდა ,მხოლოდ ეს წინადადება ისმოდა და ის ნაცნობი ხმა რომელიც არასდროს დამვიწყებია. არ ვიცი რა გამომივიდა,ამდენი ხნის შემდეგ ისევ მომინდა რაღაც საყვარელი დამეწერა.ველი თქვენს შეფასებებს სულმოუთქმელად.სტიმული მჭირდება და ამას თქვენგან მივიღებ.♥️♥️♥️♥️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.