harry wolf /3/
არ იფიქროთ რომ მთელს სამყაროში მხოლოდ მე ვარ უკვდავი, მხოლოდ მე მაქვს უამრავი უნარი და მხოლოდ მე ვითვლი საუკუნეებს, ჩემი ოთხასწლიანი ცხოვრების მანძილზე უამრავ ქმნილებას გადავაწყდი, ვამპირებს, მაქციებს, ჯადოქრებს, რთულია სამყაროში ფეხი მოიკიდო თანამოააზრეების გარეშე, ვერ ვიტყვი ბევრი მეგობარი მყავს-თქო მაგრამ არიან ჩემნაირებიც ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს, სხვა თუ არაფერი მათ საზოგადოებაში არ მიწევს მოჩვენებითი პიროვნების როლის მორგება, ვარ ის ვინც ან რაც ვარ და ვინ ან რა ვარ? ჯერაც ვერ დავადგინე რადგან ჩემში ძალიან ბევრმა თვისებამ ერთად ამოხეთქა. სახლი რომ მივატოვე და ქვეყნიერების ფერებს გემო გავუგე არასდროს მქონია ნოსტალგია ძველი ჰარის გამო, პირველად მშობლიურ სახლს მაშინ ვეწვიე მამა რომ გარდაიცვალა, ჩვეულებრივი დაკრძალვა იყო, ყალბი ცრემლებითა და უბრალო კუბოთი, დედაჩემმა მამას სიკვდილიდან ორი წელი იცოცხლა მერე ისიც მოკვდა, ჩემს ძმებს რაც შეეხება უცნაური გენეტიკის დახმარებით ისინიც ცოცხლები არიან, გენო, უფროსი ძმა მაქციაა, პირველად ოცდახუთი წლის ასაკში გარდაიქმნა, მეორე ძმა დემეტრე ჩემსავით ჯადოქარია თუმცა ჩემგან განსხვავებით ხელები ბინძური საქმეებით უფრო აქვს გასვრილი. ორივე უკვდავია, ორივეს სისხლში ჩემნაირი, ელიკოს გენები ჭარბობს, თუმცა საიდან უკვდავება ეს არ ვიცი, ელიკო ხომ მოკვდავი იყო, ისიც ისევე ბერდებოდა როგორც სხვა ადამიანები. ბებიას სარდაფიდან თითქმის ყველაფერი წამოვიღე, ვერ ვიტყვი მისი წიგნები არ გამომადგა-თქო, ბევრი რამ ვისწავლე მაგრამ მთავარ საიდუმლოს ვერ მივაგენი, საიდუმლოს რისი ამოუხსნელობის გამოც საკუთარ თავს ვერასდროს მივეცი შეყვარების უფლება. - მე მზად ვარ. - კიბის ზედა საფეხურზე მდგომმა ანამ ღიმილით გამისწორა მზერა და ფრთხილი ნაბიჯებით იწყო პირველი სართულისკენ გადაადგილება. - ჯანდაბა. - მივხვდი როგორ დამავიწყდა ყველა საჭირო სიტყვა და ერთ ადგილზე გახევებული გაფითრებული ვუცქერდი კიბეზე ჩამომავალ ჟღალს, ურჩი კულულები რომ მსუბუქად დაემაგრებინა კეფაზე, შავი, ერთიანად დაშვებული უზურგო კაბა აერჩია, ფეხთან ღრმა ჭრილითა და მკერდის პროვოცირებული წარმოჩენით. - მოგწონთ? -უკვე ჩემს წინ იდგა კმაყოფილი რომ დატრიალდა და გამიღიმა. - შებრუნდით. - რისთვის? - შებრუნდით ანა. - ჩემს სურვილს დაყოლილმა ზურგი მაქცია და მის სახეს ვერ ვხედავდი თუმცა მშვენივრად ვიგრძენი მასთან მიახლოების შემდეგ როგორ ეცვალა გულის ცემა. - იყო ასეთი იდეალური ეს დანაშაულია. - ვიგრძენი როგორ გაეღიმა ჩემმი სიყვების გამო. - მინდა რომ ეს სახე ყველასთვის ხილული არ იყოს ამ საღამოს. - ნიღაბი რომ მოვარგე სახეზე არ გაუპროტესტებია, მხოლოდ გაიღიმა და საკუთარ ტუჩს კბილები მოუჭირა. - ასე უფრო მომწონს. - გაეღიმა და ჩემს გაწვდილ ხელს საკუთარი შეაგება. წვეულებები დიდად არ მიყვარს, თუმცა ხშირად მიწევს მოსაბეზრებელი თავშეყრების ატანა, განსაკუთრებით ის მონაკვეთი არ მიყვარს, ჰოპნოზით დაქირავებული ადამიანების სისხლით რომ ივსებენ ვამპირები ფილტვებს და შემდეგ ჯადოქრებს გვიწევს ადამიანთა ჭრილობების განკურნვა. წვეულებას მუდამ ტყის სიღრმეში არსებული ერთ-ერთი ვამპირის, კოკო ლიონის სასახლეში ვმართავთ, კოკო კეთილია, რვაას წელს ითვლის, ორმოცდათექვსმეტი ცოლი ჰყავდა და არც ერთი შვილი. ყველა ცოლის სახელი, თმის და თვალის ფერი ახსოვს, კარგი ტიპია. ახლაც მასთან სტუმრად მისულს თავად შემეგება და გულითადი მოკითხვის შემდეგ ჩემს თანხლებზე გადაიტანა ყურადღება. მშვენივრად მივხვდი ადამიანის სუნი რომ ეცა და ღიმილით მივმართე. - კოკო, ეს ანაა. ჩემი სტუმარი. - საოცარი სურნელი გაქვს ანა. - კოკო. - გამეღიმა და მკლავზე ჩაფრენილ ანას გავხედე. - ნუ ღელავ არ შეგჭამს. - მოეშვით ახალგაზრდავ. - უკვე კოკოსაც ეღიმობდა დაძაბული ანას გამო. - ჰარის სტუმარს ხელს არავინ ახლებს მაგრამ ყოველი შემთხვევისთვი აი ეს ბეჭედი გაიკეთეთ. - ეს რა არის? - ინტერესით დახედა ანამ კოკოს ხელის გულზე მოთავსებულ ვერცხლს. - ჰიპნოზისგან დაგიცავს. - გაუღიმა კოკომ და ბეჭედი თავად მოარგო თითზე. - წვეულების შემდეგ დაგიბრუნებთ. - დაიტოვეთ. იქამდე მაინც სანამ ჰარის კომპანიონობაში ყოფნას აპირებთ. - მადლობა კოკო. - კარგი შემოდით, აქ რას ელოდებით. იცით როგორ გამოიყურება ზებუნებრივი ქმნილებების წვეულებები? აქ ყველაფერია, ზღვარგადასული თავისუფლება, ორგ/ა, ზღვა რაოდენობის ალკოლჰოლი, შიშველი ან ნახვერად შიშველი ქალები, ბევრი შელოცვები, ბევრი თამაშები. ჩემი საყვარელი თამაში მაგებს შორის მზერით გაჩაღებული დუელია, ზიხარ შენთვის სავარძელში, შენს წინ შენი კონკურენტი ზის და მზერითა და თითების ტკაცუნით წარმოსახვით ომში ეშვები მთელი არსებით, განსაკუთრებით მიყვარს ეს პროცესი, რატომ? იმიტომ არა რომ არასდროს დავმარცხებულვარ, იმიტომ რომ კარგი პრაქტიკაა უნარების გასავითარებლად, ერთ-ერთი ასეთი შერკინებისას კოკოს სახლი ცეცხლოვან ალში რომ გაეხვია, მაქციების უმრავლესობამ ყმუილი რომ მორთო და ცეცხლის მოშიშე ვამპირებიც სიკვდილის მოლოდინში ერთმანეთს ეკვროდნენ შემთხვევით აღმოვაჩინე რომ შემეძლო დროის შეჩერაბა. ეს საოცარი შეგრძება იყო. გაყინული დრო, ჰაერში აჭრილი ცეცხლის გაშეშებული ალი, ბიუსტად ქცეული ქმნილებები და შენ, რომელიც ჩვეულებრივ მოძრაობ გაყინულ დროში, ჩვეულებრივ ეხები ჰაერში აჭრილს ალს ჩვეულებრივ ხედავ სივრცეში გაჭედილ თანამოძმეებს, თითს ატკაცუნებ და ყველაფერი ქრება... იდეალური განცდა იყო. - ახალი გასართობი? - ნაცნობი ხმის გამო ზიზღით სავსე ღიმილი ამესახა სახეზე და გვერდით მდგომ დემეტრეს ირონიულად გავხედე. - მეც მიხარია შენი ნახვა ძმაო. - კარგი ვინმეა. რომ მოგბეზრდება დამითმობ? - მას შეეშვი. - ვისკი მოვსვი და შორიახლოს ერთ-ერთ მაქციასთან საუბარში გართულ ანას გავხედე, ისეთი ბუნებრივი იყო, ისეთი ლამაზი, ისეთი სასურველი ვენებში სისხლი მიდუღდა და ამას მთელი არსებით ვგრძნობდი. - ამაზე რას იტყვი? - საჩვენებელი თითით ჰაერში წრე რომ მოხაზა და ანას სახიდან ნიღაბი მოხსნა ჟღალი ჯერ შეკრთა, შემდეგ თვალებით მომძებნა და იქამდე სანამ გარშემომყოფთა ყურადღებას მიისაკუთრებდა ჩემთან სწრაფად მოირბინა. - დამშვიდდი. - ჩემს მხარზე ჩამალული სახე მაღლა ავაწევინე და გავუღიმე. - დაე იყოს შენი სახე ნიღბის გარეშე. - გემოვნების მწვერვალზე ხარ ძმაო. - მხარზე ხელი დამკრა დემეტრემ, ვისკის ჭიქას ხელი დაავლო და სტუმრებს შორის მიიმალა. - ეს ჩემი ძმაა. დემეტრე. - ისიც მაგია? - ასეა თუმცა სხვა და სხვა მხარეს ვმოღვაწეობთ. ხომ არ მოიწყინეთ? - ჰარი, იცეკვებთ ჩემთან? - არ მიყვარს ცეკვა. - ერთი ცეკვა. - ისეთი საყვარელი მზერით გამისწორა ლურჯი სფეროები გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე მუსიკის ჰანგები მთელს სხეულში რომ გავრცელდა და ხელის გულის სიმხურვალე აღვიქვი მის შიშველ წელზე მოხვეული ხელის გამო. - შეგიძლიათ ქალი შეხების გარეშე გააშიშვლოთ? - დაბალი ხმით მიჩურჩულა ცეკვის დროს ანამ. - ამას რა ხიბლიაქვს, ქალს უნდა შეეხო, მისი სხეული იგრძნო, მასთან ერთობა და სიახლოვე უნდა იგრძნო. - თქვენ გყვარებიათ ჰარი? - არა. - გამეღიმა და დავატრიალე. - რატომ? - ქვემოდან ამომხედა თავისი ჯადოსნური სფეროებით, იყო მასში რაღაც სხვაგვარი, არაბუნებრივი, ჩემთვის ამოუხსნელი, აქამდე უცნობი, ვგრძნობდი რომ მიზიდავდა, ვხედავდი რომ მსურდა, ვითავისებდი რომ ცეცხლში შესვლას ვაპირებდი და ამას პირველად არ ვნანობდი. - ჯერ არ შევხვედრილვარ ქალს, რომელსაც შევიყვარებდი. - თქვენ ეგოსიტი ხართ ჰარი. - გაეღიმა უცებ. - რატომ? - ოთხ საკუნეში სასურველ ქალს რომ ვერ იპოვით წარმოიდგინეთ როგორი თავკერძა, საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი უნდა იყოთ. - თქვენ მე ასეთს მხედავთ ანა? - გამეღიმა და მუსიკის დასრულების შემდეგ ხელით ვანიშნე რომ გარეთ გავსულიყავით, არ გაუპროტესტებია, ჩემს ნებას დაყოლილი აივნისკენ დაიძრა და თან გაიყოლა ზებუნებრივი არსებების დაჟინებული სფეროები. - სინამდვილეში თქვენ საკუთარ თავში ჩაკეტილი ხართ. - ნუთუ? - შეხედეთ თქვენს თავს ჰარი. - ხელით მანიშნა საკუთარი სხეულისკენ. - იდეალური სხეული გაქვთ, იდეალური სახე, კარგად გაცვიათ, არც მანერები გაკლიათ, თქვენში ოთხი საუკუნის ადათ-წესების, ქცევების, მანერების სრული ნუსხაა თავმოყრილი, რომელი ქალი დარჩება ამის წინაშე გულგრილი? უბრალოდ თქვენ გეშინიათ ვინმეს ენდოთ, გაუზიაროთ ემოციები, გეშინიათ რომ ეს ისეთივე სამუდამო არ იქნება როგორც თქვენი ცხოვრება, აქაც კი ჩანს როგორი ეგოისტი ხართ. გირჩევნიათ უსიყვარულოდ იაროთ საუკუნეების მანძილზე ვიდრე სიყვარულით აფეთქებულმა განვლოთ თუნდაც ათი წელი. - მეგონა მე უნდა დამეწერა თქვენს შესახებ დისერტაცია. - გამეცინა უეცრად და ანასაც გაეღიმა. - არც მაგია და არც ოთხასწლიანი ცხოვრებისუელი გამოცდილება არ მჭირდება იმის დასადგენად თუ რას წარმოადგენს ადამიანი, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი მამაკაცია, სიმპატიური და თანაც უცოლო. - ერთ რამეში არ შევმცდარვარ როცა დაგახასიათედ. - ვიცი რომ თავხედი ვარ. - გაეღიმა ანას და მზერა ჩემიდან ცის ჰორიზონტე მედიდურად გაჭიმული ბადრი მთვარისკენ გადაიტანა. - მაქცია არ ვარ ჰარი. - ვიცი ანა. - მაგრამ არ ვიცი რა მემართება ხოლმე. - არაფერია, აქ იმიტომ ხართ რომ ეს გავიგოთ. - და თუ ნანახი შეგაშინებთ? - იცი ცხოვრებაში ყველაზე მძიმე რა მინახავს? - რა? - ვუყურებდი ჩემი თანაშემწე როგორ აგროვებდა ჩემი სხეულის ნაწილებს. - რა გულისამრევია. - მტკივნეული უფრო. - გამეღიმა და აივანზე გამოსულ კოკოს გავხედე. - შენი დროა ჰარი. - დღეს არა კოკო. - მასზე ნუ ღელავ, ყურადღებას მივაქცევ. - მოდი სხვა დროს იყოს კარგი? - რას გულისხმობს? - არ იცი არა? ჰარი საუკეთესოა წარმოსახვით ორთაბრძოლაში, გამოიცანი ვინ გიწვევს დღეს. - ჩემი ძმა? - არ მინდოდა მაგრამ გამეღიმა. - შენი ძმა. - ამის ნახვა მინდა. - ბავშური სიანცე შეეპარა ანას ხმას. - და მოგებული მასთან ივახშმებს. - აივანზე გამოსულმა დემეტრემ ანასკენ რომ გაიშვირა ხელი გამეღიმა და ანას გავხედე. - დავიწყოთ? - აბა რა. - ხელები გაასავსავა დემეტრემ და პირველი თავად შევიდა უზარმაზარ მისაღებში. იმას თუ ჩავთვლით რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩემს ძმას საკუთარ თავზე აშკარად ბევრი ემუშავა და შედეგიც უკეთესი ჰქონდა გამარჯვების შანსი მაინც ნაკლებად ჰქონდა, ჩემს უფროს ძმას როგორც ყოველთვის ახლაც დაავიწყდა რომ მისგან განსხვავებით მე ბოროტული ხრიკების გამოყენება არ მიყვარდა, მის ხრიკებს კი ძალიან კარგად ვფლობდი, ერთ მომენტში დაქირავებული ადამიანი ჰაერში რომ ააფრიალა და კედლისკენ მოისროლა ღიმილით შეხვდა კედელზე უეცრად გაჩენილ ბალიშებს რისი დახმარებითაც ახალგაზრდა ქალი გარდაუვალი შუაზე გახლეჩვისგან ვიხსენი. ერთ ერთი მაქცია ძვლებში გადასატეხად რომ გაიმეტა აქაც გაეღიმა ტკივილების გარეშე რომ მოხდა ეს ყველაფერი. -კეთილი სამარიტელი ხარ ჰარი. - ბოროტულად ჩაეღიმა როდესაც თითი წრიულად დაატრიალა ჰაერში და ანა კაბის გარეშე დატოვა. ყველაზე ვერაგული სხვლა იყო მისი მხირდან და ისიც ვიცი დარწმუნებული იყო საფინალო დარყმას ამ უნარით არ განვახორციელებდი რადგან ბოლოს როდესაც ასე მოვიქეცი შედეგიც მტკივნეული აღმოჩნდა. ვიჯექი სავარძელში ჩემთვის მშვიდად და ვუცქერდი გაყინულ სივრცეს, გაშეშებულ ადამიანებსა და ზებუნებრივ ქმნილებებს, კანში ვერ დატეულ საკუთარ ძმას და შიშველ ანას, რომელიც ისევე გაიყინა სივრცეში როგორც სხვა დანარჩენები, ფრთხილად ავდექი, მივუახლოვდი მკერდზე ხელისგულებაფარებულს და ჩამოშლილი ჟღალი კულული ყურს უკან გადავუწიე, საოცარი ქალი იყო ანა ლოურენსი, საოცარი იმ საოცარ ქალებს შორის ვისაც კი ჩემი ოთხსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ. ფრთხილად შევახე სახეზე თითები, თვალები დავხუჭე და პატარა შელოცვა წარმოვთქვი. - რა მოხდა? - დამფრთხალი ჩანდა ლოურენსი და გიჟივით დაიხედა სხეულზე, წამით გაოცდა კაბა რომ ისევ ეცვა თუმცა გაოცება კმაყოფილებამ ჩაანაცვლა მალევე. - წასვლის დროა ანა. - და ესენი? - როგორც კი კარს მიღმა გავალთ ყველა თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება იმ განსხვავებით რომ შენი არსებობის შესახებ არ ემახსოვრებათ. - ეს როგორ? - ჩემში იმაზე დიდი ძალაა ანა ვიდრე მათ ჰქონიათ, უბრალოდ მე ამ ყველაფერს არ ვიყენებ. - ხელი გავუწოდე და გავუღიმე. - ბეჭედი მომეცი. - მაგრამ. - უკეთეს გაჩუქებ. - ბეჭედი მოვხსენი და დაბალი მინის მაგიდაზე მოვათავსე. გასვლამდე წამით ძმის სხეულთან შევჩერდი, მისკენ დავიხარე და ყურში ვუჩურჩულე. „წააგე ძმაო“ ვიცოდი რომ ესმოდა და ვიცოდი რომ სისხლი უდუღდა გაშეშებულ სხეულში. გამეღიმა, წელში გავსწორდი, ანას ხელი ჩავკიდე და იქაურობას გავეცალე. - ჰარი. - ღამის წყვდიადს ფეხით მივუყვებოდით ანამ რომ სიჩუმე დაარღვია და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო. - გისმენ ანა. - რა მოხდა იქ? - დაივიწყე, არაფერი მომხდარა, მოხდებოდა დრო რომ არ გამეჩერებინა მაგრამ შენდასაბედნიეროდ დროის შეჩერება შემიძლია. - ეს საოცარია ჰარი. - მაგრამ სარისკო. - გავუღიმე და მზერა ავარიდე. - რატომ? - ყოველჯერზე დროის გაჩერების შემდეგ რაღაცას ვკარგავ. - ეს როგორ? - ჩვეულებრივ, რომელიმე უნარს ვკარგავ. - სერიოზულად? და ეს რამდენჯერ გამოსცადე? - ამას არ აქვს მნიშვნელობა. - გთხოვ ჰარი მითხარით, უნდა ვიცოდე რა შესწირეთ ამის სანაცვლოდ დღეს. - ამას ხვალ გავიგებ. - გამეღიმა და დამფრთხალ ანას გაუაზრებლად შევახე სახეზე ხელის თითები, დავინახე როგორ შეკრთა, დავინახე როგორ შეცბა, როგორ ეცვალა გულის ცემა, როგორ ამეღვრა ლურჯი სფეროები, როგორ გაუძნელდა სუნთქვა. - რაც არ უნდა დამეკარგა შენს გადარჩენად ღირდა. - ჰარი. - მის ბაგეებს მოწყვეტილი საკუთარი სახელი სისხლს მიდუღებდა. - გისმენ ანა. - თქვენ საუცხოო მამაკაცი ხართ. - არა ანა, საუცხოო თქვენ ხართ მე კი ჯერაც არ ვიცი „რა“ ვარ. - გამეღიმა, ახლოს მივიზიდე, წინააღმდეგობით სავსე სხეული მჭიდროდ შევუბოჭე და ზემოდან დავხედე ღაწვებშეფაკლულს. - ჰარი გთხოვთ. - მის ბაგეებთან დახრილს სისხლი გამეყინა და მივხვდი იმის მიღება არ მსურდა რაც აშკარად ცალმხრივი უნდა ყოფილიყო. - რა თქმა უნდა, თქვენ ხომ სხვა გიყვართ. - სწრაფად მოვშორდი მის სხეულს და უკუ სვლით გავზარდე ჩვენს შორის არსებული მანძილი. - სახლში წავიდეთ ანა. - ჰარი მოიცადეთ! - მკლავზე რომ ჩამავლო წვრილი თითები ყბები ისე დამეჭიმა მეგონა სისხლი შადრევნებად გადმოხეთქავდა დაბერილი ნესტოებიდან. - არ მინდოდა თქვენი წყენინება ჰარი. - არ მწყინს, ახლა კი გთხოვთ ანა, სახლში წავიდეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.