შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

harry wolf /1/


20-09-2021, 16:57
ავტორი Harry wolf
ნანახია 1 292

ჩემი დიდი ბებია ალქაჯი იყო, ისეთი არა ადამიანის სულის ერთი სხეულიდან მეორეში გადასახლება რომ შესძლოებოდა თუმცა ვირთხების უზარმაზარ ქვაბში მოთავსებით და ათასი ფერის სითხეში ამოვლებით უსახურ ადამიანებს მშვენიერ პირისახეს ჩუქნიდა, განთქმული იყო თავისი საქმით ქალბატონი ელიკო და ოჯახშიც პატივსაცემი ქალბატონი ბრძანდებოდა. რატომღაც ალქაჯები ყველას უზარმაზარი კუზით, ცხვირზე მეჭეჭებითა და გრძელი, უხეში ფრჩხილებით წარმოგვიდგენია ხოლმე, აი ელიკო კი ასეთი სულაც არ იყო. ისეთი ქალი იყო, ისეთი მშვენიერი პირი-სახითა და სხეულით, ახალგაზრდობაში თურმე ბევრ მამაკაცს ედგა მასზე თვალი თუმცა როგორც ბებია გვიყვებოდა ხოლმე საღამოობით ბუხრის პირას შეკრებილ შვილიშვილებს სიცილით, ბაბუა შეუმჩნევია თუ არა გულში ჩავარდნია და ცოლადაც გაჰყოლია. ბაბუჩემი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, ბებია ღარიბ მაგრამ გრძნეული ჯადოქრების ოჯახში დაიბადა. გული სწყდებოდა რომ მის არც ერთ შთამომავალს გენეტიკურად ჯადოქრობის არავითარი კვალი არ გვეცხო თუმცა რას იზამდა, როგორებიც ვიყავით ისეთები ვუყვარდით. ელიკო რომ გარდაიცვალა დედამ მისი სარდაფი საგულდაგულოდ ჩარაზა და თითის ქნევით გაგვაფრთხილა მეც და ჩემი ორი უფროსი ძმაც რომ არასდროს, ყურადღება მიაქციეთ, „არასდროს“ შევსულიყავით ამ კარს მიღმა...
დრო გადიოდა, მე და ჩემი ძმებიც ისევე ვიზრდებოდით როგორც დანარჩენი ჩვენი ასაკის მოზარდები. თორმეტი წლის რომ გავხდი პივველად მაშინ შევნიშნე რომ ჩემს თითებს პერიოდულად მოცისფრო ელფერის სხივები სწყდებოდა. შემეშინდა, ისე შემეშინდა იმ ღამით საწოლში გამეპარა კიდეც, ამის გამო წარმოგიდგენიათ ალბათ როგორ დამცინებდა ჩემი უფროსი ძმები, მამამ სახეშიც კი გამარტყა, დედამ კი მაიძულა დასვრილი საწოლი თავად გამეწმინდა. როგორც კი მზე მიმალვას იწყებდა ჩემი თითებიც უცნაურ მოცისსფრო სხივებს აფრქვევდნენ, ამის გამო ხელთათმანების ტარება დავიწყე.. არც ამ ფაქტს ჩაუვლია მშვიდად, როგორ გინდა ოჯახის წევრებს აუხსნა თუ რატომ გიკეთია ზაფხულის მწველ ღამეებში ხელთათმანები, თავდაპირველად მამა დამემუქრა კიდეც რომ თუ არ მოვიხსნიდი ძალით მომხსნიდა, ანაც საერთოდ მომაჭრიდა ხელებს თუმცა მალევე მანებეს თავი და შეეჩვივნენ ჩემს ამ მათთვის „ამოუხსნელ“ თვისებას. ღამით ცუდად მეძინა, უცნაურ სიზმრებს ვხედავდი, ძირითად ელიკო ბებიას ვხედავდი თავის სარდაფში რომ ეჯდა ადუღებულ ქვაბებს და ჩემთვის გაურკვეველი ენით შელოცვებს კითხულობდა, მაშინებდა ჩემი სიზმრები, მაშინებდა ელიკოს გამოცხადებები და მაშნებდა ის ფაქტი რომ ღამ-ღამობით ელიკოს სარდაფიდან მხოლოდ მე მესმოდა სხვა და სხვა ხმები. დედამ გადაწყვიტა რომ ფსიქიკური აშლილობა მქონდა და ექიმთან მიმიყვანა, ექიმა ღიმილით აუწყა დედაჩემს რომ გარდატეხის ასაკში ვიყავი და ჯერაც უბიწო, მისი აზრით სწორედ ეს იყო ჩემი შფოთისა და უცნაური ქცევების მიზეზი. მახსოვს დედა როგორ წამოწითლდა სახეზე, სახლში მისულმა კი მამას განუცხადა „ქალი უნდა“ „ხელი რისთვის აქვს“ იყო მამას პასუხი და გაზეთის კითხვა განაგრძო. სინამდვილეში ალბათ თქვენც ხვდებით ბუნებრივი კატაკლიზმების გამო რომ არ მჭირდა ეს ყველაფერი.
ერთ დილით სკოლაში წასვლამდე კიბე რომ ხმაურით ჩავირბინე და ამის გამო მამაჩემისგან წკეპლა მივიღე ბეჭებში მახსოვს სისხლი როგორ მომაწვა სახეში და მტელი გულით ვინატრე მამას ხელი დაეკარგა. სკოლიდან რომ დავბრუნდი ეზოში ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა, დედაჩემის კივილი მესმოდა და მამას სასოწარკვეთილი ღრიალი, სეირის ცქერით გართული ბრბო რომ გავარღვიე მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე რომ მამას ნაჯახი ჩაურტყამს ხელში და მტევანი მთლიანად დაეკარგა. ვერ ვიტყვი გამახარა ამ ფაქტმა-თქო თუმცა იმ ღამით მივხვდი რომ ჩვეულებრივი მოზარდისგან იმაზე მეტად განვსხვადებოდი ვიდრე გარშემომყოფთ შეეძლოთ ამის დანახვა. პირველად რომ ვცადე ჩემი ფერადი თითების მნიშვნელობის დადგენას გადამწვარი ტყე, უსისხლოდ მოკლული მგელი და გაყინული მდინარე შემრჩა ხელში... წარმოდგენა არ მქონდა რა ვიყავი...



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო ჩანს და გააგრძელე..უფრო იმიტომ მომწონს რომ უბრალო ენით,ადვილად და გასაგებად გამდოსცემ..ჩემი რჩევა იქნება - სხვებივით არ დაიკარგო ერთ თავს დადებენ და რო იკარგებიან 2 თვით..წარმატებები და გელი..

 


№2  offline წევრი goddess

პირდაპირ გეტყვი რომ ჯერ არ წამიკითხავს, რადგან ასე თავებად რომ დებენ შემდეგ მართლა დიდი ხნით იკარგებიან და სურვილი მეკარგება თავიდან წაკითხვის. ასე რომ წარმატებები და როდესაც დაასრულებ მაშინ გაგიზიარებ ჩემს აზრს

 


№3  offline წევრი Harry wolf

სტუმარი ნინო
საინტერესო ჩანს და გააგრძელე..უფრო იმიტომ მომწონს რომ უბრალო ენით,ადვილად და გასაგებად გამდოსცემ..ჩემი რჩევა იქნება - სხვებივით არ დაიკარგო ერთ თავს დადებენ და რო იკარგებიან 2 თვით..წარმატებები და გელი..


მადლობა, მიხარია რომ დაინტერესდი :) დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებ, არავითარ შემთხვევაში.

goddess
პირდაპირ გეტყვი რომ ჯერ არ წამიკითხავს, რადგან ასე თავებად რომ დებენ შემდეგ მართლა დიდი ხნით იკარგებიან და სურვილი მეკარგება თავიდან წაკითხვის. ასე რომ წარმატებები და როდესაც დაასრულებ მაშინ გაგიზიარებ ჩემს აზრს


კარგად მესმის რასაც გულისხმობ მაგრამ არ ვაპირებ თვეობით გავწელო ახალი თავები, მიხარია რომ დაინტერესდი :)

 


№4  offline წევრი beshqen

გაზარდე აუცილებლად მოცულობა,ერთი ციცქნები არ დადო,საინტერესოა და იმედია ბოლომდე ასე იქნება,დანარჩენი მერე,წარმატებები

 


№5  offline წევრი Harry wolf

beshqen
გაზარდე აუცილებლად მოცულობა,ერთი ციცქნები არ დადო,საინტერესოა და იმედია ბოლომდე ასე იქნება,დანარჩენი მერე,წარმატებები


აუცილებად გავზრდი, ეს უბრალოდ შესავალი იყო მკითხველის აზრის გასაგებად :) მადლობა

 


№6 სტუმარი Ana-maria

როგორც ვატყობ,წინ საინტერესო ისტორია გველოდება. ჯადოქრობასთან გვაქვს საქმე.კარგად წერთ,გამართულად. ცოტა უფრო დიდი თავები უკეთესი იქნებოდა. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№7 სტუმარი სტუმარი Harry Wolf

Ana-maria
როგორც ვატყობ,წინ საინტერესო ისტორია გველოდება. ჯადოქრობასთან გვაქვს საქმე.კარგად წერთ,გამართულად. ცოტა უფრო დიდი თავები უკეთესი იქნებოდა. წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს


თავებს აუცილებლად გავზრდი, ეს უბრალოდ საცდელი თემა იყო, მადლობა, მიხარია რომ ელოდები ????

 


№8 სტუმარი სტუმარი სტუმარი

საინტერესოა უბრალ9 მარა გასაგები ენით დაწერილი და რაც მთავარია ფანტაზია გაქ ეს ყკცე კარგია

 


№9 სტუმარი სტუმარი Harry Wolf

სტუმარი სტუმარი
საინტერესოა უბრალ9 მარა გასაგები ენით დაწერილი და რაც მთავარია ფანტაზია გაქ ეს ყკცე კარგია


დიდი მადლობა

 


№10 სტუმარი ანუ

ფენტეზი.....
მმმმმ როგოოორ ვგიჟდები ამ ჟანრზე და ისეთი იშვიათია აქ ეს ყველაფერი, ძალიან მახარებს მსგავსი შესაშურად კარგი ნაწერები ამ სტილში..

დაწყება უდავოდ საინტერესოა.
ველი გაგრძელებას და ვგონებ იმედები არ გამიცრუვდება ^-^

 


№11 სტუმარი სტუმარი Harry Wolf

ანუ
ფენტეზი.....
მმმმმ როგოოორ ვგიჟდები ამ ჟანრზე და ისეთი იშვიათია აქ ეს ყველაფერი, ძალიან მახარებს მსგავსი შესაშურად კარგი ნაწერები ამ სტილში..

დაწყება უდავოდ საინტერესოა.
ველი გაგრძელებას და ვგონებ იმედები არ გამიცრუვდება ^-^


როგორ მიხარია... იმედი მაქვს ბოლომდე გასიამოვნეს ისტორია????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent