შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთის მოწაფე (დასასრული)


22-09-2021, 16:59
ავტორი lashausafrtx
ნანახია 921

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჩემპიონის ქამარი გადმომეცა ჰონორარი კი ვერ მივიღე რადგან პირობა დავარღვიე. გასახდელში ვიჯექი და ექიმი ტრამვებს მიშუშებდა სახეზე.. სულ სისხლიანი ვიყავი,... უეცრად მომიახლოვდა მენეჯერი გაგა.
:გტკივა არა?... ეგ რა არის.. დიდი ტკივილი ხარ თავიდან ბოლომდე, აცნობიერებ მაინც რამხელა ფული დამაკარგვინე?... არასოდეს არაფერი გამოგივა,.. მუდამ ასეთი მათხოვარი დარჩები,.. ღატაკო ჩემპიონო, აიღე ახლა ეგ ქამარი და გაყიდე რაღაც დროით გაიტან თავს მაგრამ მერე კვლავ დამშეული ივლი,.. და მოხვალ მუხლ მოდრეკილი ჩემთან მაგრამ მე ზედ აღარ შეგაფურთხებ იცი რატომ?.. იმიტომ რომ დროის კარგვაა შენთან საქმის დაჭრეა და წამგებიანი,.. აბა შენ იცი წარმატებას გისურვებ ტალახის ფლავის მირთმევაში,.. და ძონძებით შემოსვავაში.
ის არ მყოფნიდა რომ თვალებინად გამოხედვა მიჭირდა ისე მქონდა დასიებული,.. და ფეხზე ძლივს ვიდექი,.. ვის აინტერესებდა ეს. იმ საღამოსვე გამართეს პრესკომფერენცია.. ჩემს საკითხთან დაკავშირებით,.. კრივის ფედერაციიდან თითქმის ყველა წევრი ესწრებოდა.. რაღა თქმა უნდა თემური კრივის მასწავლებელი... და სხვა ვეტერანი თუ მოქმედი მოკრივე. ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს ლანძღვას,.. თემურის ერგო სიტყვა.
თემური:მეგობრებო მე ჯერ კიდევ როდის ვამბობდი რომ ამ თვითმარქვია ჩემპიონის ჩემპიონობაში ეჭვი მეპარებოდა... ეს ბრძოლა რომ დადგმული იყო ამაში ეჭვი არავის შეეპაროს,. სხვა გვარად განა შეეძლო ასეთ ბებერს გაემარჯვა ისეთ ჩემპიონთან როგორიც არის სტივ ადამსი?.. არა დამიჯერეთ ეს თვიტ მარქვია ჩემს დარბაზში ვარჯიშობდა თავდა პირველად და მე ის გავაფრთხილე რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა მის ვარჯიშს,.. მაგრამ როგორც ხედავთ, კრივი საცირკო სანახაობად აქცია.. და ტყუილი გამარჯვებებით აიხდინა მისი ოცნება, მე მოვითხოვ კატეგორიულად რომ.. ვიტალი მაჩაბელს,.. სამუდამოდ აეკრძალოს კრივის ოჯახში შემობიჯება... ის არცხვენს ჩვენს სტატუს და ფულის სანაცვლოდ სურს რომ ერქვას მოკრივე.
თემურის მსგავსად, უამრავმა გამოთქვა სიტყვა და მოითხოვა ჩემი გაძევება კრივიდან,.. მართლაც აასრულეს თავიანთი საერთო სურვილი და სამუდამოდ ამიკრძალეს და დამაშორეს კრივს,.. ჩემი სახელი სამუდამოდ გააქრეს. მოვდივარ სახლისკენ სულიერად და ფიზიკურად განადგურებული, ჯიბეში გროში არ მიდევს არ ვიცი როგორ შევხედო თვალებში ოჯახის წევრებს,.. ვის რად უნდა ჩემპიონის ქამარი. მივუახლოვდი სახლის კარებს და ვხედავ რომ ბოქლომით არის დაკეტილი, დიდხანს ვაბრახუნე კარზე მანამ სანამ გენოს მეუღლემ არ გამომძახა გვერდიდან.
:ვიტო მაიამ ბავშვები წაიყვანა და წავიდა დედამისთან,.. გასაღები მე დამიტოვა რომ შენთვის გადმომეცა, მერწმუნე როგორ არ ვეცადე მაგრამ კატეგორიულად მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა. განრისხებულს იმის ძალაც აღარ შემწევია რომ გამოვხატო მრისხანება იმდენად მაქვს სხეული დაზიანებული,.. მეზობელს ვესესხე თანხა და თაქსით მივედი მაიას მშობლების სახლამდე,.. დიდი ხვეწნა დამჭირდა მისი დარწმუნება რომ დაბრუნებულიყო სახლში მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, მარტოს მომიწია შინ დაბრუნება.
დილა გათენდა და ისე მტკივა სახე და გვერდები რომ ასე მქონია დიდმა ტრაილერმა გადამიარა,.. ვეცადე საწოლიდან წამოდგომა და ადგიმისთანავე გული ამერია და ძირს უგონოდ დავეცი. თვალი რომ გავახილე საწოლში ვიწექი და თავზე ჯუბა გენო და ექიმი მედგნენ,.. ექიმმა გამაფრთხილა და მიბრძანა რომ სიკვდილთან თამაშ შევშვებოდი,.. რადგან სასწაულად გადავრჩენილვარ,.. ერთი დარღვევა და ამჯერად სიკვდილი რეალური გახდებოდა. თვეები გადიოდა მე კი თითქმის სახლიდან არც გავდიოდი იმდენს ვჭამდი რომ წონაში მოვიმატე და მუცელიც გამეზარდა ძალიან,.. თავს საერთოდ აღარ ვუვლიდი, მელოტ თავში რაც კი თმა დამრჩენოდა შემიჭაღარავდა,.. სახე კი უხეში წვერით მაქვს შევსებული,.. რომ შემომხედოთ ვერც კი იფიქრებთ რომ ერთ დროს ნავარჯიშები და დაკუნთული ვიყავი. ასე გადიოდა დღეები, ცხელი აგვისტოც მოგვადგა კარს,.. გენო აღელვებული შემოვარდა ჩემს სახლში და საშინლად გამაღვიძა,.. ადექი ბიჭო ნახე რა ხდება ომი დაიწყოო. გონზე მოვედი და ტავს მოვუარე,.. მებრძოლი ვიყავი და გადავწყვიტე მებრძოლად წავსულიყავი ამ სამყაროდან, ამიტომ მივდივარ ომში სამშობლოს დასაცავად. როდესაც ჩემი გვარი ამოიკითეს სამხედრო მანქანაში ავედი და როგორც შემეძლო მოვთავსდი,.. უკნიდამნ კი ვიღაცამ მხარზე ძლიერად დამარტყა ხელი და მეც იმ გაოცებულმა გავხედე.
:როგორ ხარ ბიჭო... სად დამეკარგე შენ ქვა და რკინა..
ვიტალი: დავით როგორ ხარ ძემო ძმაო... აქ საიდან შე გოლიათო?.. როგორ მომენატრე.
:ბიჭო როგორ შეცვლილხარ.. თმა სად წაიღე?.. რამდენი წელია არ მინახიხარ,.. მე მგონია შენ ვარსკვლავებს ეთამაშები შენ კიდევ სასაკლაოზე მოლდიხარ?...
ვიტალი: რას ვიზავთ ხომ იცი მთა მთას ვერ შეხვდება თორემ კაცი კაცს ყოველთვის,.. კანელიკე და ლაშა სად არიან?
:კანელიკეც ომშია ნაგრამ რომელ ბატალიონშია არ ვიცი,.. ლაშა ჭიდაობს და არის ასე.
ვიტალი: ერთად ვიყოთ ჩემო ძმაო აღარ დავკარგოთ ერთმანეთჳ,.. ეს რა გამახარე ბიჭო.
მართლაც პირობა დავდეთ რომ არ მოვცილდებოდით ერთმანეთს და ერთად ვიბრძოდით გიჯებივით კაცურად... ჩვენს თავზე უამრავმა ტყვიამ გადაიარა,.. ერთმანეთშ ვეფარებოდით და მივათრევდით. ერთ დღესაც ტყე უნდა გაგვევლო, ხუთ ჯარის კაცს შეიარაღებულნი მივდიოდით დანიშნულების ადგილამდე როდესაც უეცრად ხეებიდან კაზაკები დაგვესხნენ თავს და ჩვენს ჩვენს სამ თანა მებრძოლეს იქვე გამოჭრეს ყელი,.. მე და დათომ კი მოვიგერიეთ.. და მივმოვფანთეთ იქვე შიშველი ხელებით,.. მე თავს დავესხი ერთ ერთ ავტომატიანს, ისე ვიყავით მე და დათო ორი კაზაკის ცემაში გართული რომ ვერც კი შევამჩნიეთ როგორ აირო ერთ ერთმა მესამე ძირს მყოფმა ავტომატი და რიგით გადაგვატარა... მე ხერხემალთან მომხვდა ტყვია... დათო კი სულ დაიფლითა ტყვიებით,.. და სისხლის გუბეში იყო ჩაფლული... ფეხებს ვერ ვამოძრავებდი და იდაყვებით მივხოხდი... ვცდილობდი რომ დათო გამომეფხიზლებინა ვეძახდი მას,.. მოვკიდე ხელი და მის გვამზე თავ ჩაქინდრულმა დავიწყე ხმა მაღლა ტირილი ტირილი,..
შემდეგ ვიგრძენი როგორ დამადგა თავზე ის ვინ ავტომატი გადაგვატარა,.. მომიშვირა ზურგზე და გადატენვის ხმა გავიგონე,.. იმ წამსვე შემოვატრიალე ტანი და დავავლე ხელი
მის ავტომატს,.. მანაც სროლა დაიწყო.. მე კი ძლიერად ვურტყამდი მარცხენა მუშტს მუხლში და ისიც მუიკეცა,.. მეც რო ვიხელთე და ხელით დავაგდე ძირს ჭიდილით მოვექეცი ზემოდან და იქამდე ვურტყი მუშტი სახის არეში სანამ სახე შჳგნით არ შევუწიე და გავუხლიჩე. მის შემდეგ შემრაცხეს დაუნდობელ ცივ სისხლიანად და მალევე გავარდა ჩემი ამბავი. ომიდან დაბრუნებული ეტლს ვიყავი მიჯაჭვული ჩემით ვეღარ გადავადგილდებოდი რადგან ტყვია ხერხემალთან მქონდა მოხვედრილი თუმცაღა ექიმმა მითხრა რო მშესაძლებელი იყო კვლავ დავმდგარიყავი ფეხზე უბრალოდ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი დამიჯდებოდა. შინ რომ მივიყვანეს,.. მაია დამხვდა ბავშვებთან ერთად,. და პატიება მთხოვა.. მითხრა რომ ძალიან ნანობდა ჩემს მიტოვებას,.. და ისევ ერტად განვაგრძეთ ცხოვრება. თითქმის ვეჩვეოდი ახალ ცხოვრებას,.. მაგრამ ჯერ კიდევ სტრესის ქვეშ მიწევა ცხოვრება,.. ღამხამობიტ მეღვიძებოდა და ვყიროდი ჩემი საუკეთესო მეგობრის სახელს,... დროთა განმავლობაში ვმშვიდდებოდი. კვლავ ახალ წელს ვეგებებით ჩემს პატარა სახლში და ჩემს დაბადების დღესაც აღნიშ§ავენ, მე კი ხათრით მიწევს გაღიმება და მათთან ერთად აღნიშვნა,.. შევამჩნიე როგორ გადაულაპარაკეს ერთმანეთს მაიამ გენომ და ჯუბამ ჩუმად.. და გენოც გარედ გავიდა, მაიამ კი გამიმხილა რომ ჩემთვის საჩჲქარი ჰქონდათ მომზადებული, კარი გაიღო და შმოვიდა ჩემი მსგავსი ოდნავ მსუქანი მელოტი კაცი, ჯერ ჯერობით მიჭირს მისი ცნობა... მაგრამ როდესაც მას ღმად ჩავხედე თვალებში ვიცანირომ ეს იყო ჩემი პატარა ღვიძლი ძმა ნოდარი,.. ემოციები ვერ შევიკავეთ ვერ ცერთმა და ბავშვებივით წაგვსკდა ცრემლი თვალებიდან ,.. და მაგრამ მოვეხმიეთ ერთმანეთს... ირგვლივ წუთიერი სიჩუმე ჩამოვარდა... ამდენი წლის უნახავი ღვიძი ძმა რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა ახლა ჩამოვიდა ჩემს სანახავად, იგი შეძლებული გახლდათ და დამპირდა რომ ძალიან მალე წამომაყენებდა სავარძლიდან,.. მე უარს ვეუბნებოდი რადგან მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმა იყო ძალიან მერიდებოდა და რ მინდოდა სხვის ხარჯზე მომხდარიყო ეს,.. მაგრამ არანაკლებ ჯიუტი იყო ჩემზე და საბოლოოდ დამიზტანხმა ამაზე,.. რთული ოპერაცია ჩამიტარდა და ვარჯიშებიტ ვცდილობდი გავლას.. ოჯახის წევრები დაუზარებლად მეხმარებოდნენ ამასში,.. და ჩვენ ეს შევძელით მე კვლავ დავიწყე სიარული და ამდექი სავარძლიდან,.. ძალიან ბედნიერი ვარ რო მეს შევძელი და ყველაზე მთავარი ისარის რომ ჩემს ოჯახთან ეღტად ვარ. ამის აღსანიშნავად სუფრა გავაწყეტ და დიდი ზეიმი მოვაწყეთ,.. კარზე კვლავ კაკუნია... გაღების თანავე შემოაბიჯა ორმა უცხო პიროვნებამ და მათ უკან შემოჰყვა ჩემი მეტოქე სტივ ადამსი,.. გაოცებისგან ენა ჩამივარდა ნამდვილად არ ველოდი ჩემს ოჯახში მას,.. მისი ენა არ მესმის მაგრამ თარჯიმანი ყველაფერს მითარგმნის მან გადმომცა ჩემი კუთვნილი ჰონორარი და პატივის ცემის ნიშნად გადამეხვიუა,.. და მჳთხრა რომ ნამდვიკლი ჩემპიონი ვარ. ამ თანხით და ჩემი ძმის დახმარებით რესტორანი გავხსენით,.. საქმეში მე ჩემი ძმა ჯუბა და გენო ვიყავით,.. თანხის ნაწილი ჩემი დაღუპული ძმაკაცის დავით ვაშახმაძის ოჯახში გავგზავნე,.. ჩემი ბიჭებიც წამოიზარდნენ და მიუხედავად თყუპებისა ერთმა მეცნიერებას მიჰყო ხელი სოსომ,... თაზო კი ნიჭიერი მხატვარია,.. მისი ნახატები კი ჩვენს რესტორანს ამშვენებს,.. პატარა გოგომ სოფომ კი მამის კვალს მიჰყო ხელი და კრივზე ამჟამად კრივით არის დაკავებული,.. სიმართლე გითხრათ არ მაქვს სურვილი რომ მოკრივე გახდეს მაგრამ აშკარდ სურმს მას ეს მე კი ვერ შევეწინააღმდეგები.
ამას წინად ბაზარში ვიყავი რომ რესტორნისთვის ხორცი და თევზეული მეყიდა,.. თვალებიდან ტრამვსი შედეგად მიჭირს ნაწერის გარჩევა ამიტომ სას სათვალის დახმარებით ვკითხულობ,.. უეცრად გვერდითა დახლიდან მესმის როგორ მეძახის ვიღაც,.. რომ მივიხედე დავინახე ჩემთვის უცნობი მეხორცე მსუქანი კაცი თეთრი თართჲკით.
:შენ ვიტალი არ ხარ?.. ჩემპიონი... დაუმარცხებელი?... ქვა და რკინა, ძალაინ მაგარი იყავი მაგრად იბრძოდი ყოჩაღ შენი დიდი თაყვანის მცემელი ვარ.
რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიხარია,.. რომ არსებსოსბ ადამია§თა ნაწილი რომლებიც მცნობენ არა ცივ სისხლიან პიროვნებად რომელმაც ომში მუშტით მოკლა ცარისკაცი,.. არამედ დაუმარცხებელ ჩემპიონად,.. რომელმაც მთლიანი ცხოვრება მიუძღვნა კრივს.
ერთ დღეს რესტორანში ვარ და ვაკვირდები როგორ კმაყოფილები არიან სტუმრები,.. ამ დროს მოვიდა ჩემთან ერთ ერთი ოფიციანტი და მიტხრა რომ ვინმე ძალიან მოხუცი წელში მოხრილი კაცი დგას შემოსასვლელში და საჭმელს სთხოვდა მათ,.. ესენი კი ჩემს თანხმობას ელიან,.. მივედი მოხუც მამაკაცთან და ვეკითები თუ რა სურს მას,.. მან ამომხედა და ვუყურებ მის დამჭკნარ სახეს საიდაღაც მეცნობა და ვცდილობ ვიცნო ვი ნარის ის,.. და რაღა თქმა უნდა ვიცანი ის მიუხედავად იმისა რომ ძალაინ მოხუცია,.. ეს ხომ ჩემი თემურია კაცი რომელმაც დარბაზიდან გამაგდო ბავშვობაში,.. შემდეგ კი სამუამოდ გამაგდო კრივიდან,.. მან კ ვერანაირად ვერ მიცნო,.. ის მევედრებოდა და მთხოვდა ცოტაოდენ საჭმელს,.. რაგდან ძალიან მშიერი იყო, მოვუხმე ოფიციანტებს ჩემთან და დავავალე გაევსოთ ყუთი საჭმელებით იმდენი რამ ჩაუდეს ყუთსი რომ მარტო ვერ მოერეოდა ამიტომ ოფიციანტს ვთხოვე რომ დახმარებოდა წაღებაში,.. და ცოტა ულიც ჩავუდე ჯიბეში და გაააცილეს სახლში. მე ჩემს კაბინეტი შევედი... მაგიდასთან დავჯექი და ვიხსნეენბ თემურის სიტყვებს,.. როგორ მეუბნებოა რომ უბრალოდ მომავალი არ ქმონდა,.. ბაგრაზებული წამოვდექი შევხედე ჩემს დიდ ძველ სურათს სადაც კუნთებით ვპოზიორებ,.. და ჩამოვხიე სურათი,.. შევჩერებივარ ჩამოხეულ ჩემს სურათს ხელები კედელს მივაბჯინე და ღრმად დავიწყე სუნთქვა, უეცრად ნაცნობი ხმა შემომესმა.
:რა არის ვიტალი... განა არ შენთვის არ კმარა ის რასაც მიაღწიე?..
ვიტალი: მაპატიეთ მაგრამ ეს იარა გულში მთელი ცხოვრება გამყვება.
მომიახლოვდა ჩემთვის უცნობი ნაცნობი მწვრთნელი თავზე ხელი დამადო და მითხრა.
:შემომხეე შვილო,.. მე ერთი ელის მოსმით შემიძლია გავაქრო ყველა ის ტკივილი და ჭრილობა რომელიც შენი ცხოვრების განმავლობაში ჩაილექა შენს გონებაში... მაგრამ ეს რომ არაა შენ არ გექნებოდა მიზანი,.. შენ ვერ შეძლებდი ბრძოლას,.. და ვერ იქნებოდი ახლა ის ვინც ხარ... შენ გადალახე ყველა ეს ტანჯვა თუ ტკივილი და ახლა დაუმარცხებელი ჩემპიონი ხარ,.. ამიტომ გახსნოვდეს ტკივილთან ერთად რამდენს მიაღწიე. გეყოფა გლოვა და მოდი ტომარასთან წავივარჯიშოდ,.. ხელები ყბასთან დაიჭირე ხომ რ დაგავიწყდა?...
მოდი ტომარას დაგიჭერ,.. დაიწყე,... ჯეფი,.. კროსი,.. გვერდით დარტყმები,.. პირდაპირი დარტყმა, აპერკოტი,.. გვერდით დარტყმაა... მოგერიება დარტყმა, მოგერიება დარტყმა,... გონგის ხმა,... ბრძოლა დასრულებულია.



№1  offline წევრი lashausafrtx

მკითხველს მინდა მოვუბოდიშო, რადგან ჩემი წყეული კლავიატურის გამო ცუდად მიწევს წერა და ვერ გადმოვცემ ისე როგორც მინდა რომ დავწერო.

 


№2 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ეს რამდენიმე თავია ვკითხულობდი, კომენტარი ვერ დავწერე მოერიდა,
იმიტომ რომ მამაჩემის მონაყოლი ამბები გამახსენდა, ხო შეიძლება სხვაგვარი იყო, მაგრამ მაინც მსგავსი.
ამის გამო ვერ გავბედე, ბოლო წუთამდე მეგონა საკუთარ ისტორიას წერდით. ხოდა მე რა უფლება მაქვს , რომ სიტყვა დავძრა სხვის ცხოვრებაზე, მაგრამ ეხლა ვიტყვი, რომ ნამდვილად სულისშემძვრელი და რეალური მომენტებით გაჯერებული და ნამდვილად საოცარი ამბავი.
ძალიან საინტერესო, მართლა საინტერესო.
მაგრამ ერთი , ისაა , რომ სასვენი ნიშნების , ძალიან გამოსწორება სჭირდება...
სხვა მხრივ ძალიან, კარგია და კარგადაც იკითხება...
ალათ იცით, ალექსანდრე იასაღაშვილი, რაღაც მხრივ , მისი ტემპი იგრძნობოდა, ისტორიის განვითარებაში.
მოკლედ კარგად, ყმაყოფილო ვარ, რომ წავიკითხე. )))
წარმატებები.

 


№3  offline წევრი lashausafrtx

უღრმესი მადლობა, აუცილებლად გამოვასწორებ ყველაფერს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent