შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთის მოწაფე (თავი მერვე)


19-09-2021, 16:51
ავტორი lashausafrtx
ნანახია 619

გასახდელში ვზივარ, ხელებზე ბინტებს მიხვევს სეკუნდანდი... ძალიან ვღელავ თითქოს ეს ჩემი პირველი გამოსვლაა,
ჩემი მენეჯერი გაგა გვერდით მიზის და მითითებებს არ იშურებს თუ როგორ უნდა მოვიქცე და როდის უნდა დავეცე ძირს.
ამასობაში ჩემი გამოსვლის დრო მოვიდა... ღმერთო ჩემო, ძალიან მიჭირს გასვლა... სადაც არის წამყვანი გამომაცხადებს, მთლიან სპორტის სასახლეში ჩემი სახელი ისმის,..
ვიტო... ვიტო... ვიტო... მხარზე ხელი დამადო გაგამ და მითხრა რომ უკვე დრო იყო გავსულიყავი, კაი გაიღო და მეც გაშეშებული თვალით გავდივარ წინ უკან კი ორი სეკუნდანტი მომყვება,..
ისეთი გრძელი გზაა რინგამდე რომ დაძაბულობისგან სულ დავსველდი. როგორც იქნა გადავლახე ბაგირები და ავედი რინგზე.... ახლა კი ჩემს მეტოქეს იხმობს წამყვანი რინგზე, ისიც ნელი ნაბიჯებით მოემართება რინგისკენ....
საშინელებაა ეს ჩემთვის, მოემართემა მაღალი ქერა ოდნავ გრძელი თმით განიერი მხრებით ნავარჯიშები სხეულით ახალგაზრდა მოკრივე,.. და ვხვდები დაბალი ასაკიანი მოგრეხილი კისრით დაჭეჭყილი ცხვირით... ნავარჯიშები კი ვარ მაგრამ კუნთებზე ნაოჭები შემენიშნება..
თავზე კი ხუთი ხვეული ღერი თმა თუ დამრჩენოდა. მანამ სანამ ბრძოლა დაიწყება მენეჯერი გაგა მომმართავს ქვემოდან,..
:აბა შენ იცი ერთ რაუნდს აქტიურობ მეორეს ის აქტიურობს მეშვიდე რაუნდში ერთ წუთში უნდა დაეცე.
გონგის ხმა გაისმა და შეხვედრაც დაიწყო,... ნახევარი ძალით ვუტევთ ერთმანეთს, მე მხოლიოდ ტანში ვანხორციელებ მსუბუქ დარტყმებს, რადგან ის ჩემზე ბევრად მაღალია... ის კი ხან თავში, ხანაც სახის არეში მირტყამს მსუბუქად.
ზოგი მხვდება.. ზოგსაც ვიგერიებ, ასევე მოქმედებს ისიც რომ სრულად ვერ შეატყოს მაყურებელმა რომ ბრძოლა დადგმულია.
გონგის ხმა,... მე ჩემს კუთხეში დავჯექი და სეკუნდანტი ყინულით მიზელს ტანს,.. გაგა კვლავ ამოძვრა რინგზე და მიმეორებს რომ მეშიდე რაუნდში ერთ წუთში უნდა დავეცე. გონგის ხმა... მეორე რაუნდი დაიწყო...
კვლავ იგივეს ვიმეორებთ, რასაც პირველ რაუნდში... გავიდა მესამე, მეოთხე მეხუთე რაუნდი... ჩვენ კი იგივე ტემპით ვაგრძელებთ შეხვდრას,.. მეექვსე რაუნდის მიწურულს, კვლავ გაისმა გონგის ხმა და კუთხეში დავჯექი, გაგა ისევ მომიახლოვდა.
:აბა როგორ გრძნობ თავს ხომა რ დაიღალე?
ვიტალი; არა!
:ძალიან კარგი, ახლა იცოდე რომ ოდნავ ააჩქარებთ ორივენი დარტყმებს და ნორმაზე ოდნავ ძლიერად უნდა მოგარტყას.. რომ რეალური გამოჩნდეს, შენც დაეცემი ძირს და ნოკაუტიც ჩაითვლება კარგი?.. გახსოვდეს ერთ წუთში უნდა დაეცე!
ვიტალი; გასაგებია....
:ძალიან კარგი აბაბ შენ იცი.. ფული ახლოს არის.
ბეჭზე ხელი დამარტყა გაგამ და გონგის ხმის თანხლებიტ წამოვდექი ფეხზე. მეშვიდე რაუნდი დაიწყო, როგორც მიგვითითეს ავაჩქარეთ დარტყმები და ახლა ბევრად, ძლიერად ვურთყამთ ერთმანეთს.. ქვემოდან გაგას ხმა მესმის,.. აი ახლა! მიდი! სტივმა მომიქნია ძლიერად მუშტი, ეს სწორედ ის დარტყმაა რომელმაც ძირს უნდა დამაგდოს... თითქოს კადრი შენელდა და სადაცარი ძლიერი ჰუკი მომხვდება.
მიახლოვდება მუშტი მე კი არ ვიცი რა დამემართა და ეს დარტყმა სწრაფად მოვიგერიე,.. საპასუხოდ კი მარცხენა აპერკოტი ნეკნში და მარჯვენა ძლიერი ჰუკით სახის არეში მივაყენე ძლიერი დარტყმა რის შედეგადაც სტივს წარბიდან ისე წასკდა სისხლი რომ რინგს მოეცხო. მეტოქე გაუგნებული აკვირდება თავის სისხლიან ხელთათმანს, რომელიც სახეზე მოისვა და შემდეგ მე შემომხედა განრისხებულმა...
დაძაბულობა ჩამოწვა,.. ჩემი მენეჯერი გაგა კი შეურაწმყოფელი სიტყვებით მომართავს... სტივი კი განრისხებული გამოემართა ჩემსკენ, აი ნამდვილი ბრძოლაც ახლა დაიწყო.
გავიდა მერვე, მეცხრე რაუნდი, ჩვენ კი გამეტებიტ ვურტყამთ ერთმანეთს არცერთი ვნებდებით,.. სახე მთლიანად სისხლში მაქვს ამოსვრილი და თვალები ისე მაქვს დასიებული რომ გამოხედვა მიჭირს. გონგის ხმა, მეცხრე რაუნდი დასრულდა. მე კუთხეში ვდგავარ და სხკამს არავინ მაწვდის რადგან გაგამ გაიღვანა ჩემი სეკუნდანტები, ამიტომ მარტოდ მიწვს დგომა და უბრალოდ შესვენება.
მეათე რაუნდი დაიწყო, პირველი ძლიერი დარტყმა თავში მომაყენა სტივმა... მეც არ დავაკელი და აპერკოტებით შევუტიე გვერდებში,.. მანაც იგივე გაიმეორა... და ასე ვუცვლიდით დარტყმებს ერთმანეთს,.. შემდეგ ოდნავ მკრა ხელები მხრებზე მეტოქემ და უძლიერესი დარტყმა მომაყენა არტერიის მხარეს ნაკერზე,.. ოღონდ ეს არა... იმ წამსვე ძირს დავეცი და ტკივილს ვერ ვიჩერებ.
მსაჯი იწყებს თვლას... მე კი ნელ ნელა ვაცნობიერებ რომ გონებას ვკარგავ,.. ყველანაირად ვცდილობ რომ თვალი არ დამეხუჭოს,.. ამიტომ დრო და დრო ვხუჭავ და ვახელ,.. გახელის დროს შევნიშნე, სტივის გვერდით როგორ დგას ჩემი ცეკვის ქორეოგრაფი.. ივანე მისი რკინის ალესილი სახაზავით, შემცქერია მე და გულიანად იღიმის,..
:იწექი ვიტალი... არ ადგე... იგივე არ გაიმეორო, ბიჭო რაც წინად... ძირი არ დაასველო სირცხვილია... იწექი და არ ადგე თორემ ეს სახაზავი მოგხვდება!... ჩამესმის და ვხედავ როგორ დამცინის ივანე... თვალები დავხუჭე და მოვდუნდი, მაგრამ უეცრად ვიგრძენი, როგორ მომკიდა ხელი ვიღაცამ კისრის არეში და თვალი რომ გავახილე დავინახე, ჩემი უცნობი წვეროსანი მწვრთნელი.
:ვიტო გახსოვს რას დამპირდი?... არასოდეს არ უნდა დამარცხდე... ხომ გახსოვს?.. შენ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს შვილო... ადექი და გამარჯვებისთვის იბრძოლე,.. ახლავე!
გავახილე თვალი და დიდი ძალის ხმევით წამოვდექი ფეხზე,.. მეტოქესთვისაც და ყველასთვის ეს დიდი შოკის მომგვრელი სენსაცია იყო,..შევხედე მეტოქეს და სისხლიანი სახით და დასიებული თვალებით, გავიცინე და ვანიშნე რომ ბრძოლა გაგვეგრძელებინა.
დაუნდობელ დარტყმებს ვაყენებდით ერთმანეთს,.. არც ის იყო კარგ მდგომარეობაში და არც მე... ფეხზე ძლივს ვიდექით მაგრამ მაინც ბოლომდე არ ვნებდებოდით ერთმანეთს,.. ხალხი ჩემს სახელს იმეორებდა. გავიდა მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე რაუნდი,.. ირგვლივ ყველანი გაოგნებულია, კვლავ ბოლომდე ვიბრძვით,.. გავიდა მეთოთხმეტე რაუნდი.. და ახლა ბოლო მეთხუთმეტე რაუნდია....
ძლალიან დაღლილები ვართ, სისხლი წურწურით გვზსდის სახიდან,.. ვარაუდით ვუქნევთ ხელებს ერტმანეთს,.. სტივმა სცადა ძლიერად მოქნევა ხელის.. მე დავიხარე და მარჯვენა მუშტი დავარტყი მუცელში,.. მარცხენა აპერკოტი გვერდში.. მარჯვენა აპერკოტი ყბაში და მარჯვენა და მარცხენა ჰუკი ძლიერად სახის არეში... და ბოლოს უძლიერესად დავარტყი მარჯვენა სახის არეში და მოწყვეტით დაეცა ძირს ტურნირი ჩემი გამარჯვებითჱ დასრულდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent