სვანური ვერდიქტი
წლების წინ დაიწყო ყველაფერი, როდესაც ძმებს ბიძაშვილი შემოაკვდათ ჩხუბის დროს, უფრო სწორად ბიძაშილს ბიძაშვილი. ყველაფერი კი როგორც ყოველთვის ქალის გამო დაიწყოო, მიზეზი კი.. სხვა რა, თუ არა და სიყვარული? დაინახა! შეუყვარდა! დაიმისა! მერე იმდენი გააკეთა უჩუმრად, ისე რომ ხალხს არაფერი გაეგო, ქალსაც შეაყვარა თავი. ბედნიერები იყვნენ, ცალ-ცალკე მაგრამ ერთ მთლიანობას გრძნობდნენ, იცოდნენ რომ ერთანეთი მათ ეკუთნოდათ, ცდილობდნენ ეს ყველაფერი ხალხს რომ არ გაეგოთ, მაგრამ ,,ხალხი ბრბოა“, ,,კედლებსაც ყურები აქვს,“ ,,ზურგს უკან კი მესამე თვალი“. განა რამეს აშავებდნენ? არაფერს, გარდა იმისა რომ ერთმანეთი შეუყვარდათ, ისე როგორც არავის არავინ. თბილი, სათნო, საყვარელი, სასურველი გრძობით უყვარდათ ერთმანეთი, ისე რომ მხოლოდ თვალები გასცემდნენ, მაგრამ ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა, ,,კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, ეს სწორედ ასე მოხდა. სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, სალამიც კი არ ყოფილა, მხოლოდ თვალები აენთო ბიჭს და გულით გაეღიმა, ძნელია ასე შორიდან ხედავდე, ეტრფოდე და მასთან ახლოს ვერ მიდიოდე, ვერ ეხებოდე, ოდნავი სითბო, ჩახუტება და შეხებაც კი სანატრელი გიხდება. გიყვარს მაგრამ წესები გიკრძალავს, ნებას არ გაძლევენ შენი გაიხადო, ბოლომდე დაისაკუთრო. სწორედ იმ დღეს შენიშნეს, თვალები დაინახეს, გოგონას სახის საოცარი ცვალებადობა იხილეს და სასაუბრო თემაც მიეცათ. ეს ხომ სოფელია?! ეს ხომ სვანეთია?! ეს ხომ თემია?! ესენი ხომ უხუცესები არიან?! ადგილი სადაც კანონზე მეტად სიტყვა ფასობს, სადაც, ქცევა, მიმიკა, სიტყვა, ღიმილიც კი ტყვიას უტოლდება. სადაც არწივის მზერას ტკივილი, ცრემლი და სისხლის ნიაღვარი ცვლის, სადაც ადამიანური გაგება, ნდობა სითბო და სიყვარული მხოლოდ სიტყვებია. აქ მხოლოდ წარსულის წესები, ადათები და წეს-ჩვეულებები უფრო ფასეულია ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. *** ისევ ბევრი ხალხი ირეოდა, ისევ ისე გადავსებული დარბაზი, რა გასაკვირია? ახლა ზაფხულია და ყველას ვისაც მზის ქვეშ წოლა და ზღვის ტალღებისგან შორს ყოფნა უნდა სვანეთს მიაშურა, სუფთა ჰაერი, სამეგობრო წრე, სიმშვიდე და ბევრი მოგონებები. დღე ლაშქრობები, ექვსკურსიები, საღამოს კი უხუცესების მიერ მოყოლილი ამბები და ლეგენდები. როგორ გაშინებს და გაწრთობს, მაგრამ უფრო მეტი ინტერესით, მთელი გულის-ყურით ისმენ რომ არაფერი გამოგრჩეს, უფრო მეტის გაგება გინდა, უფრო მეტი გინდა იცოდე, ხვდები რომ შენც ამ სამყაროს მონაწილე ხდები, ჩამქრლი ცეცხლი, ჩაბჟუტულ-ჩანაცრებული ნაკვერჩხლები და უკვე ხვდები რომ ძილის დროა. სიზმრად სვანეთს ხედავ გსურს დარჩე და მისი განუყოფელი ნაწილი გახდე, მისი მკაცრი კანონები გაშინებს მაგრამ მაინც, შენ ერთგული რჩები სვანეთის და მისი სიყვარულის. დილიდან კი ისევ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდები, ისევ იხუნძლები შთაბეჭდილებებით. *** ახლა მე სად ვარ? მეც ამ სამყაროს ნაწილი ვხვდები, აქ სვანეთს მოვაშურე რომ გავიგო რა ხდება, ჩემი თვალით ვნახო და მოვისმინო ეს ყველაფერი, ამბავი სვანებზე, ლეგენდებზე, ვენდეტებზე, სისხლის აღებებზე, ამდენ გაციებულ ფუძესა და ჩამონგრეულ სახლებსა და კოშკებზე. ლეგენდა ფუძის ანგელოზზე, მწვერვალ თეთნულდისა და მზის ქალწულის საიდუმლო, ქალღმერთი დალი. ,,ღმერთო რამდენ რამეს მალავს ეს კუთხე, რამდენი საიდუმლო დარჩა მის გალავანში. გალავანი, ეს განსხვავებული ცალკე სამყაროა, სადაც ვერანაირი ლოგიკით ვერ იმსჯელებ, სადაც სიტყვა უფრო ფასობს ვიდრე ადამიანის სიცოცხლე“. საღამოა, სვანეთში ვარ, მესამე თვალით ვაკვირდები აქ მოფუსფუსე ხალხს, ხავსს ვეძებდი საიდან უნდა დამეწყო ძებნა, არ ვიცი რას ვეძებდი ჯერ მაგრამ მაინც მინოდა, რაღაცას ჩავჭიდებოდი, უკვე მაშინებს ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად მინდა გავეცნო ამ სამყაროს, რომ ეს შიში ადრენლინად გამოიყოფა ჩემს ორგნიზმში. ნელ-ნალა ვმშვიდდები და ვცდილობ ამ სამყაროს ნაწილი გავხდე, წამით მაინც, მის სამყაროში შევაბიჯო და მისი გულის ფეთქვა მესმოდეს. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ხმაური ოდნავ მაინც ჩავახრშო დ რაიმე მნიშვნელოვანი მოვისმინო. მუსიკის ხმა კონცენტრაციაში ხელს მიშლის, აქა იქ წამოძახილები მესმის, მაგიდები სამ მწკრივადაა განლაგებული, თითქმის ყველა მაგიდა შევსებულია, ყველა მაგიდასთან სხედან, აღნიშნავენ, მხიარულობენ, იღიმიან, ხარხარებენ, ულოცავენ, ჩუმად მღერიან კიდეც. ჩუმად, წყნარად სხვებს ხელი რომ არ შეუშალონ, სასიამოვნო საღამოს გატარებაში. რამდენიმე ფრაზა მესმის და მაშინვე ვახელ თვალებს, ისევ მოვავლე დარბაზს თვალი, ფანჯარასთან გოგოები სხედან, ისე იქცევიან რომ სხვების ყურადღება მათზე იყოს მიპყრობილი. დარბაზის დაზვერვას შევუდექი, რამდენიმე ადგილას დამსვენებლები ისხდნენ, დარბაზის შუაში განლაგებულ რამდენიმე მაგიდასთან უცხოელი ტურისტები სხედან, ჩუმად საუბრობენ. ისევ ჩუმად განვაგრძობ თვალთვალს, კუთხეში მდგარმა მაგიდამ მიიქცია ჩემი ყურდღება, სოცრად მომინდა, იქ, იმ მაგიდის წევრი ვყოფილიყავი, რამდენიმე ადამიანი ჩუმად ბაასობდა და ყველანი საოცრად ჰარმონიულად იღიმოდა, ჩემი ყურადღება ერთმა პიროვნებამ მიიქცია, მაგიდასთან იჯდა მაგრამ შევატყვე რომ საშუალოზე მაღალი უნდა ყოფილიყო, დახვეწილი მანერებით, მშვიდად თავდაჯერებული საუბრობდა, დინჯი მიხვრა-მოხვრა, საუცხოო ღიმილი, შევამჩნიე რომ მხოლოდ მე არ ვუყურებდი ამ წამამდე, ჩემს წინა მაგიდიდან ხარბად ათვალიერებდნენ, უფრო სწორად გოგონა წითელი ტუჩსაცხით, თვალს არ აშორებდა. -ჩამოვიდა, ამდენი ხნის შემდეგ მაინც ჩამოვიდა.- სალფეთქს ხელში ატრიალებდა არ იცოდა რა გაეკეთებინა. -მერე რა, მთავარია ჩამოვიდა და ამ ამბავს ასე არ დატოვებს. -უპასუხა მის წინ მჯდომმა სიმპატიურმა ყმაწვილმა. -უფრო შეცვლილა, უფრო განსხვავებული, უფრო სიმპატიური გამხდარა. - რა საშინელი საუბრის მანერა აქვს ამ გოგოს, უკვე გულს მირევდა მისი სახის მიმიკები, უსიამონო შეგრძნება უფრო გამიღრმავდა, როცა დავინახე როგორ მოიკვნიტა ტუჩი. ისევ უცნობის მაგიდისკენ გავაპარე თვალი, ეტყობოდა რომ იქ მყოფთა მზერასაც გრძნობდა, წამით მოავლო გარემოს თვალი, ვამჩნევ როგორ შესამჩნევად ხრის თავს თანხმობის ნიშნად, გარშემომყოფებს ეთანხმება. მის წინ, მაგიდასთან ოცდახუთიოდე წლის გოგონა ზის, ჩემი მაგიდიდანაც კი ვხედავ როგორი ანთებული თვალები აქვს, უკაშკაშებს, უცინის, გოგონა უცნობს უღიმის, ჩემთვის უცნობს, ჰაეროვან კოცნას უგზავნის და მის პირდაპირ მაგიდასთან სკამზე ფრთხილად სწორდება. მისი ყოველი მოქმედება მოძრაობა ისეთი ჰაეროვანი და ნაზია, რომ... რომ... მეც კი მოვიხიბლე მისით. მაგიდის წევრები აღფრთოვანებით შესცქერიან უცნობს, ღიმილს არ იშურებენ. ისევ უტიფრად ვათვალიერებ მათ მაგიდას, ეს ხომ მე არ მჩვევია, მაგრამ ვგრძნობ რომ აქ რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს, უკვე საშინლად მაინტრესებს ყოველი დეტალი, ,,ნეტავ რა ხდება?“ უცნობი ფეხზე დგება და მაგიდის წევრები უფრო მეტი ღიმილითა და კომპლიმენტებით აჯილდოვებენ. -ნახე ფეხზე ადგა- ისევ წინა მაგიდიდან ისმის ხმა- აქ რაღაც სხვა ამბავია, რაღაც სხვა ხდება. -შენ რა გაღლვებს? - მის წინ კიდევ ერთი ბიჭი ზის, არც კი დამინახავს როდის მოვიდა. -უბრალოდ დიდი ხანია აქ არ ყოფილა- გოგო აშკარად ცდილობს უკმაყოფილება დამალოს ბიჭის გულგრილობის გამო, მაგრამ არ გამოდის. ისევ უცნობისკენ გადამაქვს მზერა, ის დინჯი ნაბიჯით უახლოვდება მუსიკოსებს, რაღაცას ჩუმად ეუბნება, ისინი ღიმილით თავს უქნევენ თანხმობის ნიშნად, ვგრძნობ როგორ ღელავს, მაგრამ სახეზე არაფერი არ ეტყობა, შიგნით კი ქარიშხალი მძინვარებს, მისი დაჭიმული ხელით ვხდები როგორ განცდებშია. -ეს რა ისევ მღერის?- წინა მაგიდიდან ისევ იმ გოგომ წამოიძა და მე კი ნებისყოფას ვუხმობ, ის ძალით დაპრუწკული ტუჩები და თვალები ჩემებურად არ გამელამაზებინა. -როდის შემდეგ?- ისევ ისე აგრძელებს, და ვხედავ როგორ შესამჩნევად მოიკვნიტა ტუჩი, ისევ. -შეგიძლია დამშვიდდე?- აშკარად ღიზიანდება ბიჭი და გამალებით ტელეფონის ეკრანს ჩაჰყურებს. როგორი მოსაბეზრებელი ადამიანები არიან. უცნობი სცენაზეც კი არ ადის, სცენის მიღმა წინ დგება და ყველა ინაბება, შემიძლია დავიფიცო რომ გვერდით მაგიდიდან გულის ცემის ხმა მესმის, უცნობის მზერას ვაყოლებ თვალს, ისევ მას უყურებს ვარკვლავ გოგონას, თვალებ ანთებულნი შესცქერიან ერთმანეთს, ,,შეუდარებელი წყვილია“ ვამბობ გონებაში და ისევ უცნობისკენ გადამაქვს ყურადღება. ჩემს ყურთასმენას ქართული ჰანგები წვდება, ყველა ინაბება, სიმღერას იწყებს თუ არა, ტანში ჟრუანტელი მივლის, მთელი არსებით ვგრძნობ, თითოეული ბგერა ჩემში როგორ აღწევს, როგორ ფეთქდება როგორც ფოიერვერკი, როგორ ნათდება და როგორ ნელ-ნელა ილექება ჩემს მეხსიერებაში. ვგრძნობ როგორ სათუთად ეფერება სიმღერის დროს ყველა ბგერას, როგორ სათუთად არჩევს ტონალობას, მაგრამ ვგრძნობ რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც, ღელავს, სულ განაბული ვუსმენ და მინდა რომ არ დაასრულოს სიმღერა, მინდა ისევ გააგრძელოს უსასრულოდ.. მხოლოდ ის მახსოვს ბოლოს სიჩუმეში როგორ გაისმა ხალხის ოვაციები, დავინახე მისკენ როგორ წავიდა ვარსკვლავ გოგონა, ტუჩების მოძრაობით მივხვდი -შენ ეს შეძელი- და მოეხვია, იმ წამს წამის მარადისობა ვიგრძენი, იმ წამს სიყვარულის უკვდავების ვიწამე, მათი შემყურე ადამიანის უკვდავება და მარად სიცოცხლე დავინახე. აი, რა არის სიყვარული, ის ყოვლლის შემძლეა. -მიხარია რომ მას ბედნიერს ვხედავ- წინა მაგიდიდან გოგონას ხმა გავიგონე, იმ გოგონასი რამდენიმე წუთის წინ შელამაზებით რომ ვემუქრებოდი გონებაში, ახლა კი სულ სხვა ვინმეს ვხედავდი მასში, გულნატკენ და იმედ გაცრუებულს, თვალებში ცრემლებ ჩამდგარს. -მე კი ის მიხარია რომ როგორც იქნა ამის აღიარება რომ შეძელი- ბიჭმა გაუღიმა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა. რეალობას მოვწყდი, სადღაც უსასრულობაში დავცურავდი, თუ დავფრინავდი, ისევ ის მუსიკის ჰანგბი და მისი თბილი ბარიტონი ჩამესმოდა. უკვე სრულიად დარწმუნებული ვიყავი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე აქ რომ ჩამოვედი, მხოლოდ იმის გამოც კი ღირდა ჩამოსვლა რომ ეს დღევანდელი საღამო შემდგარიყო, საერთოდ რომ ვერაფერი გავიგო, დავწერო მხოლოდ ამ სიმღერის მოგონებაც კი ბედნიერს გამხდის, უახლოეს ათწლეულებშიც კი. -როგორ მოგწონს ჩვენთან- ფიქრებიდან ნელი დეიდას ხმამ გამომიყვანა, რომელიც ჩემი მასპინძელი, პირველი მეგობარი და გზამკვლევი გახდა ჩემი აქ ჩამოსვლის დღიდან. - შეუდარებელი საღამოა, უბრალოდ რომ იჯდე და უყურო, გარემოებაც ბევრ საინტერესო ამბებს გიყვება, ამ სიმღერამ კი შუცვლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. -მიხარია ჩემო ლამაზო- ჩემს პირდაპირ სკამზე ჩამოჯდა, ის ამ ბარ-რესტორანში დამხმარედ მუშაობდა, შეუდარებელი მზარეული, უგემრიელესი კერძებით მანებივრებს სულ. -შეიძლება რაღაც გკითხოთ?- მომლოდინე მზერა მივაპყარი და მის რეაქციას დაველოდე. -ისევ მკვლელობებს ეხება?- მანაც გამიღიმა. -არა- ცოტა ხმამაღლა მომივიდა და გვერდით მაგიდასთან მყოფი ადამიანების ყურადღება მივიპყარი, თავის დაქნევით ბოდიში მოვიხადე და ისევ ნელი დეიდას მივიბრუნდი- მკვლელობებს არა, ვინ იყო ის ბიჭი, რამდენიმე წუთის უკან რომ იმღერა? ყველას ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა და მითუმეტეს სიმღერა, ძალიან კარგად მღერის. -დიდი ისტორიაა შვილო, სხვა დროს მოგიყვები, ის აქ არ ცხოვრობს, წლებია აქ არ ყოფილა, რამდენიმე წლის წლინ მისი და მოკლეს და ამბობენ ამ ამბავს ასე არ დატოვებსო, ყველასგან განსხვავებულია, ოჯახის წევრებთან არ აქვს ურთიერთობა. -რატომ ჩამოვიდა ახლა და არა ადრე? რატომ მოკლეს მისი და? რატომ არ გამოიძია ეს ყველაფერი პოლიციამ? რატომ არ აქვს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან? ან ის ლამაზი გოგონა ვინ არის მასთან?- ერთიანად მიყავარე ყველა პასუხ-გაუცემელი კითხვა და მალულად გავაპარე თვალი, ვისზე ვამბობდი ჩუმად ვანიშნე. -შვილო ეს სვანეთია, ამ ყველაფერს აქ ვერ მოგიყვები, ამის უფლება არ მაქვს რომ მოგიყვე, პოლიცია ასეთ რამეებში არ ერევა, ეს მთის დაუწერელი კანონია, ძველი მაგრამ მაინც შემორჩენილი, ჩემი საიდუმლო შენ არ უნდა იცოდე, თუ შემთხვევით გაიგე .... - ოდნავ ხმა გაუწყდა და თავი ჩახარა ნელი დეიდამ- არა არ უნდა გაიგო, სხვისი საიდუმლოს გაგება დაღუპვას უდრის. -რას ამბობ ნელი დეიდა კარგად ამიხსენი- უცებ დამაბნია მისმა სევდიანმა თვალებმა. -წადი ახლა მარიამო- ღიმილმა დაუფარა სახე- გაისეირნე შორს არ წახვიდე, სუფთა ჰაერით იკვებე და სახლში განვაგრძოთ საუბარი. -საღამომდე- დავემშვიდობე, ფრთხილად გავეცალე მაგიდას და გულში ვფიქრობდი უცნობის მაგიდისკენ არ უნდა გამპარვოდა მზერა, ,,არა, არა, არ გაიხედო“- თავს ვარწმუნებდი და ვძლიე კიდეც. -წინ იყურე- კარს ვაღებდი რომ უცებ ვიღაცამ მთელი ძალით შემოაღო კარი, წამით შევძელი თავის შეკავება რომ ძირს არ დავარდნილიყავი, მერე კი კარის ჩარჩორს ჩავეჭიდე. ხმამ შემაკრთო, საშინლად ცივი და ბოროტებით გაჟღენთილი იყო, რასაც ქვია გადამიარა, შეხედვაც კი ვერ გავბედე, მის ზურს გავხედე და უცნობის მაგიდისკენ მიმავალი დავინახე, მხოლოდ მის პროფილს მოვკარი თვალი. ცინიკური, ირონიული და რაღაც არაადამიანურად მშვიდი სახე ქონდა, ყველაფრის მიუხედავად, შიშის გრძნობა დამეუფლა. -ნახეთ ძამიკო დაბრუნებულა, მე კიდევ ახლა ვიგებ ამ ყველაფერს- მაგიდას შემოუარა და უცნობის წინ დადგა. იმდენად ხმამაღლა თქვა მთელი დარბაზის ყურადღება მიიქცია. ახლა შევნიშნე ჩემზე მოპყრობილი მზერა, თვალი გავაყოლე ნელი დეიდა მიყურებდა, თითქოს შიში გამოსახოდა სახეზე, ხელით მანიშნა წადიო. კარს მოვშორდი, იმდენად ძლიერად ჩავჭიდებოდი რომ თითები გამთეთრებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და დარბაზიდან გავედი, ცივმა ჰაერმა გონს მომიყვანა და დარბაზის ინციდენტები წამში დამავიწყა. მაგრამ შიშის გრძნობას თავს ვერ ვაღწევდი, რაღაც მაკრთობდა, უცნობის ძმამ რაღაც აუხსნელი გრძნობა დამიტოვა. აქ ყველაფერი სხვაგვარია, სხვა ჰაერი, სხა მიწა, სხვა სიმწვანე, სულ სხვა, სულ სხვა გალაქტიკა. ვგრძნობ როგორ მომყვება ქუჩაში უცხო თვალები, ვგრძნობ როგორ მიმაცილებს ქუჩაში მოსეირნეთა ხმები, მათი ჩურჩული, უცხო ვარ ამ საყაროსთვის, ამ ხალხისთვის, რომ იცოდნენ რისთვის ვარ აქ მათი ქოქოლა არ ამცდებოდა. გვერდი პატარა სკვერის მსგავს დასასვენებელ ადგილს ჩავუარე, ბავშვების მხიარული სიცილის ხმა მომესმა, მხიარული შეძახილები. თვალი შევავლე, ახალგაზრდები, პატარა ბავშვები, რამდენიმე უფროსი და განაპირა სკამზე ხანში შესულები. ისევ ისე, ამოუხსნელი გრძნობა დამეუფლა, ბაღში შესვლას მაიძულებდა რაღაც, რამდენიმე დაუფიქრებელ ნაბიჯს, რამდენიმე მყარი ნაბიჯი მოყვა შემდეგ კი ჩემდა უნებურად ავუჩქარე ნაბიჯს, ხმა გავიგონე, ნაზი, მიმზიდველი, ამოუხსნელად თბილი და სათუთი, ადგილზე შვკრთი, გავშეშდი, როგორ თბილად საუბრობდა. ვგრძნობდი რომ ღიმილი ეპარებოდა, ბილიკის შუაში ვიდექი და ხმას ვუსმენდი, ვიგრძენი როგორ უყვარდა ის ვიღაც, ვისაც ესაუბრებოდა, როგორ დიდ სითბოსა და სიყვარულს გადმოსცემდა მისი თითოეული სიტყვა, რომ ის სამყაროს ცენტრი იყო მისთვის, ის მას მთელ სამყაროს ჩუქნიდა, ბედნიერებას ანიჭებდა. ვიცი გოგო ვარ, მაგრამ , მაინც დაუოკებელი სურვილი ვიგრძენი, მინდოდა გამეცნო, მინდოდა მისი სახე ახლოდან მენახა, ვგრძნობდი და ვიცოდი ისეთივე ნაზი იქნებოდა როგორიც მისი ხმა. თვალები დავხუჭე და შევეცადე წარმომედგინა როგორი იქნებოდა. საშუალო სიმაღლის, თეთრი სახე, სიფრიფანა სხეული, ხორბლისფერი კანი, თბილი სანდო გამოხედვა, ღია თაფლისფერი თვალები, უძირო და ვარსკვლავებ აციმციმებული, წითელი გამოყვანილი ტუჩები, ლამაზად გამოქნილი წარბები, პატარა ცხვირით, თმები? თმები ალბათ, ყავისფერი, ოდნავ მუქი, გრძელი? არა საშუალო სიგრძის და ტალღოვანი, მაკიაჟის არ მოყვარული. -კარგად ხართ?- ჩამესმა ხმა. ის იყო. ნელა, ძალიან ნელა გავახილე თვალები, მინდოდა ზმანება არ ყოფილიყო, მინდოდა ის ყოფილიყო და არ მომჩვენებოდა. -გმადლობთ კარგად- ნელა, ძალიან ნელა გავახილე თვალები, ის იყო. ისეთი ნაზი, სათუთი, ისეთი სიფრიფანა რომ მეც კი სურვილი გამიჩნდა, დამეცვა და არასოდეს გამეშვა. -საღამო მშვიდობისა, არც კი მოგესალმეთ- გამიღიმა, ისეთივე ღიმილი ჰქონდა როგორსაც წარმოვიდგენდი, ნაზი, თბილი და ყველაფრისმთქმელი. -საღამო მშვიდობისა- გაუბედავად ვუპასუხე. -უბრალოდ, ერთ ადგილას რამდენიმე წუთია დგახართ და გადავწყვიტე მოვსულიყავი, მაპატიეთ თუკი შეგაწუხეთ- თბილი ღიმილით განაგრძობდა ისევ. -უცებ რაღაცაზე ჩავფიქრდი და თან აქ ისეთი განსხვავებულია ყველაფერი, გინდა ერთად მოასწრო ყველაფრის დანახვა, მოსმენა და შესწავლა- მის სახეს თვალს ვერ ვაშორებდი, ზუსტად ისეთივე იყო როგორიც წარმოვიდგინე, ოდნავ მაღალი და ყავისფერი თვალებით. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ? აქ პირველად გხედავთ და თუკი რამით შემიძლია სამსახური გაგიწიოთ არ მოგერიდოთ. -არა, აქ დროებით ვარ, ვისვენებ, თან ვმუშაობ. საღამოს გარეთ გამოვედი, რომ უკეთ გავიცნო ეს სამყარო. -ჰო, ძალიან საინტერესო ხალხი ვართ სვანები, ცოტა ცივები, გრუბები, ჯიუტები, უხეშები, სიტყვისები და მოკლედ სვანები რა.- ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა და ისე გაიღიმა, ,,როგორი მომაჯადოვებელია“- გამეფიქრა. -სწორედ ამიტომ ვესტუმრე სვანეთს. -რას საქმიანობ?- ისე უცებ გამიშინაურდა, მეგონა ჩემს წინ ძველი მეგობარი იდგა და არა რამდენიმე წუთის წინ გაცნობილი უბრალო გამვლელი. -მე?- დავიბენი. თხუტმეტი წლის გოგონას მსგავსად დავიბენი, თითქოსდა ვერ გავიაზრე რა მკითხა, ის ისევ თბილი ღიმილიანი სანდო ღიმილით მიღიმოდა და თან ნელ-ნელა ეს სითბო ფესვებს იდგამდა. -ჰო შენ- უცებ დაირცხვინა- უკაცრავად ბოდიშს გიხდით, უცებ გაგიშინაურდით და თან შენობით მოგმართეთ. -არა, რას ამბობ- როგორც იქნა გონს მოვეგე და მეც საპასუხოდ გავიღიმე - ვწერ. მოყვარული ჟურნალისტი ვარ, მწერალიც ალბათ, ხელოვნებათმცოდნე. -მერე ღიმილით გავაგრძელე- ხანდახან მე თვითონაც არ ვიცი რა პროფესია მაქვს, იმდენი რამ მინდა მოვასწრო და ვიცოდე, მგონი ყველაფერი ამერევა ერთ დღეს დაალბათ პროფესიის გარეშე დავრჩები. არავითარი თქვენობითი ფორმა, აქ თითქმის არავის ვიცნობ და ნამდვილად მიხარია შენი გამოჩენა. -მე ნაინა ვარ და მიხარია შენი გაცნობა ყოვლისშემძლევ- ხელი გამომიწოდა და ისევ მომაჯადოვებლად გამიღიმა. -მე მარიამი ვარ და ორმაგად მიხარია შენი გაცნობა- მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე. სითბომ, ამოუხსნელმა ემოციამ დაისადგურა ჩემში. მივხვდი რომ მისი იმედი უნდა მქონოდა, მიუხედავად იმისა რომ ის გაცილებით ჩემზე პატარა იქნებოდა, ის მაინც ჩემეული იყო. -უკვე რამდენიმე წუთია, ბილიკის შუაგულში ვდგავართ და ისე ვსაუბრობთ. გინდა ჩამოვსხდეთ? მინდა შენზე მეტი გავიგო. -ჩემზე? - ახლა უფრო გამაკვირვა, გამაოცა. -ბოდიში- მომიბოდიშა- უბრალოდ შენს მსგავს ადამიანებს იშვიათად შევხვედრილვარ და მითუმეტეს სვანეთში. -ნაინა- ვიღაც ეძახდა ზურგს უკან, ისეთი ვიღაც როგორიც თავად იყო, ცოტა ბოხი მამაკაცური ხმა ქონდა, მაგრამ გოგონას მსგავსად თბილი და ნაინას სახელს დიდი სიყვარულითა და მოწიწებით წარმოთქვამდა. -ჩემი ძმაა- ხელი დაუქნია და ანიშნა აქ მოდიო, ჩუმად გაეღიმა, მალულად მოავლო გარემოს თვალი ხომ არავინ დამინახაო. -მას ველოდებოდი აქ შენ რომ დაგინახე, ყოველთვის ასეთი მზრუნველი და ყურადღებიანია, სხვათა შორის უცოლო- მომაჯადოვებლად გამიღიმა და ყურთან ძალიან ახლოს მიჩურჩულა. -საღამო მშვიდობისა- მოგვიახლოვდა და ორივეს თბილად გაგვიღიმა. -დააგვიანე ძამიკო, ასე არ შეიძლება, პუნქტუალობა დის მიმართაც კი გმართებს. -ნაინა სულ სამი წუთი დამაგვიანდა- ღიმილით უთხრა და საათი შეამოწმა. -ხო არაფერს ვამბობ, მიხარია რომ დააგვიანე- მერე ისევ მე შემომხედა ღიმილით- იაგო გაიცანი ეს მარიამია, მარიამ ეს იაგოა ჩემი ძმა, უკვე მიხვდი. -სასიამოვნოა მარიამ- ,,მარიამ“ ისე წარმოთქვა თითქოს ყველა ასო-ბგერას ეფერებოდა, მკაცრი ბარიტონი ჰქონდა, მაგრამ ამ სიმკაცრის მიუხედავად, სითბოს ასხივებდა მისი თვალები. -ჩემთვისაც სასიამოვნოა, - გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი შევაგებე, სითბო და სიძლიერე ვიგრძენი, მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდა ჩვენი კონტაქტი, მაგრამ ამ ყველაფრის შესაგრძნობლად კი საკმარისი აღმოჩნდა, თავი დაცულად მეგრძნო, იმის მიუხედავად რომ პირველად ვხედადი. -იაგო, მარიამი აქ სტუმრადაა, ცდილობს წიგნი დაწეროს- პოზიტივს ასხივებდა ეს გოგო. -ნაინა ხალხი გიყურებს- ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და წამის წინანდელი თბილი ღიმილი წამებში გააქრო. -ყურადღება არ მიაქციო, ესეთი უჟმურიც კი არ არის, მაგრამ მისთვის თემის აზრი უფრო მნიშვნელოვანია- ისევ უცვლელად იღიმოდა ნაინა და ძმის ბრაზიან სახეს ყურადღებას არ აქცევდა. -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მარიამ- ისეთივე მკაცრი სახით მითხრა, შემდეგ კი ნაინას მიუბრუნდა -მანქანაში დაგელოდები- თბილად დამემშვიდობა, წამით გავაყოლე თვალი, მაგრამ ის წამიც კი საკმარისი აღმოჩნდა ჩემი ფიქრების სრული ანშლაგისთვის, პასუხის გაცემაც კი ვერ მოვასწარი ისე უცებ გადაკვეთა სკვერი. -ეს ჩემი ნომერია- ნაინამ წამებში ამართვა ტელეფონი ხელიდან, ეკრანზე სწრაფად აკრიფა და ისევ დამიბრუნა- შენს ზარს ველი- ჩამეხუტა და ძმის გზას გაუდგა, შუა გზაზე მისული მოიხედა გამიღიმა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა- რამდენი სითბო, სიყვარული და პოზიტივი დამიტოვა ამ, რამდენიმე წუთის გაცნობილმა გოგომ. ნაინას წასვლის შემდეგ იქვე, განათების ბოძისგან შორს სკამზე ჩამოვჯექი, ამ უსასრულობამდე გაწვდილ მთებს ვუყურებდი, უსასრულობის, უძირობის, მიუწვდომლობის და ვინ იცის კიდევ რის გრძნობას იწვევდნენ ეს მთები ჩემში. ქალაქისგან შორს, ხმაურისა და მტვრის ბუღის გარეშე, მზის სხივებისგან და დამგუდველი ჰაერისგან ვისვენებდი, თვალები დავხუჭე და საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, ტვინი გავთიშე. ვიგრძენი, ოდნავი სიო როგორ მელამუნებოდა სახეზე, ცოტა შემაცია, მესიამოვნა, სრული ნეტარება, განტვრთვა რელაქსაცია და განტვირთვა გამომდიოდა. -არა, ეს ყველაფერი მარტივად არ ჩაივლის- მოწვდა ჩემს ყურთასმენას. -რა იყო კიდევ გაიგე რამე?- ხანშიშესულთა სკამს კიდევ ერთი შეუერთდა, ცალი თვალი გავახილე რომ დამენახა, ჩემს სამყაროს ვერ ვწყდებოდი, არ მინდოდა ესე მარტივად დამეთმო ჩემი სიმშვიდის სავანეთი. -რესტორანში ერთი ამბავი დაუწევია, მირიანი არ აყოლია და ამაზე გაგიჟებულა ბეშკენი, ძლივს გამოიყვანესო გარეთ. -რატო დაბრუნდა რა უნდოდა?- სხვა ხმა ჩაერთო -რატო არ უნდა დაბრუნებულიყო გულიკო, რატო? ახალგაზრდა გოგო ჩადვეს მიწაში და ძმამ არ უნდა მოიკითხოს რა მოუვიდა იმ ახალგაზრდა გოგოს? -ხომ ამბობენ თავი მოიკლაო? -ამბის მომტანს ვაყოლებდი თვალს, არ მომწონდა მისი მიმიკები ქცევები, მოუსვენრობა ეტყობოდა, თითქოს რაღაც დააშავაო. - რა უნდოდა რატომ არ ისვენებენ. -ანგელოზივით გოგოა მკვდარი და ამბობენ თავი მოიკლო, ვინმეს ეჭვი რატომ არ გაუჩნდა რატომ აქვს ტყვიები ზურგში თუ თავი მოიკლა? -გულიკო გაჩუმდი ნუ ამბობ მაგას- მხოლოდ ამბის მომტანი და გულიკო კამათობდნენ სხვები არ ერეოდნენ. -ხო ყველა გავჩუმდეთ ყველა, ჩემები მოკლეს, ვისაც ვერ მიწვდნენ სახლიდან კი არა ქვეყნიდან გამიქციეს. -თუ მართლები იყვნენ რატომ წავიდნენ?- არ ჩერდებოდა ამბის მომტანი. -მე რომ არ ვთქვა ყველამ კარგად იცის, რატომ წავიდნენ, ჩემი შვილი მშიშარა არაა, ერთი შვილიშვილი მყავს და ამ ხალხის ენებს ვერ შევწირავ ჩემ ანგელოზს. -რა მოხდა, ბეშქენი სად წავიდა? სახლში არ მიდის?- კუთხეში მჯდომი ჩაერია ახლა საუბარში. -მირიანს სახლი უყიდია, ახალ გზასთან რომ სახლი შენდებოდა მაგის ყოფილა და მისი სტუმრებით იქ დასახლდება.- ამბის მომტანი ჩქარა სწრაფ-სწრაფად ისროდა სიტყვებს. -ღმერთმა ხელი მოუმართოს, ეგ დედამისს გავს, იმასავეთ თბილი გული აქ, შეტკივა მისი კუთხე- ახლა მეორე ჩაერია. -აბობენ საცოლე ჩამოიყვანა და აქ უნდა ჯვარი დაიწერონო- ამბის მომტანი აღარ ცქმუტავდა, თითქოს ამ ამბის გამხელას აიძულებდნენ და ვერ ამბობდა, ახლა კი ამოისუნთქაო. -დაოჯახდება, გამიხარდა.- გულწრფელად თქვა თალიკომ. -მაინტერესებს როგორ დამთავრდება მაგათი ამბავი. -სიმართლეს გაარკვევს მირიანი მაგიტომ ჩამოვიდა. -აქ კარგი ამბავი არ მოხდება, ძლივს ჩაწყნარდა სოფელი, ახლა კიდევ ეს გვინდა? ძლივს ამოვისუნთქეთ. -დამშვიდდი, მირიანი წინდაუხედავი ბავშვი არ იყო და ახლა მითუმეტეს თუ ცოლთან ერთადაა ჩამოსული. -დღეს რესტორანში ერთი გოგო დავინახე, ნელის ელაპარაკებოდა, მისი ნათესავია თუ ვინმე ტურისტია ჩამოსული- აქ კი გამეღიმა, მეც შემამჩნიეს, არც კი გამკვირვებია, მე იმას უფრო მოველოდი რომ უფრო ადრე შემამჩნევდნენ. -არ ვიცი, არ დამინახავს. -შენ რას უყურებ საერთოდ ერთი თალიკო- ამბის მომტანი აშკარად უკმაყოფილო იყო, საუბარში რომ ვერ ჩარია ქალები, აშკარად თავს იკავებდნენ მასთან, თითქოს ზედმეტის წამოცდენის ეშინიათო. პირველად გამიხარდა რომ ვერ მხედავდნენ, ცოტა კი შემრცხა, ქურდივით ჩუმად ვისმენდი მათ ნაამბობს, ნელ-ნელა ვხარშავდი მომხდარს, ტყვიებს, მკვლელობებს, ძმების ჩხუბს, ცალ-ცალკე ცხოვრებას, მათ ცივ შეხვედრას, ჩემს გადაჯეგვას, ჭორაობას და თითოეული დეტალის გადახარშვას ვცდილობდი, გონებაში კი მხოლოდ ერთი ფრაზა ჩამესმოდა, ,,თავი როგორ მოიკლა, როცა ზურგში ქონდა ტყვიები მოხვედრილი“? ზარივით ჩამესმოდა ხმა. -შენ ისევ აქ ხარ?- შემეშინდა, არ მოველოდი, მის აქ გამოჩენას. აქ კი არა, საერთოდ მის გამოჩენას არ ველოდი, ჩემი ადგილმდებარეობის დადგენას ხომ საერთოდ, შემეშინდა, წამში გაცოცხლდა ყველა სვანური შურისძიება და მკვლელობის სცენები, წამიერად გამიელვა თვალწინ და შიში ვიგრძენი, ჩემს ზურგს უკან ვგრძნობდი მის სუნთქვას, მისი სუნთქვაც კი მკლავდა, მაშინებდა და იმ წამს, ჩემი არ არსებობა ვინატრე. დაცულობის შეგრძნება ფაიფურივით შემომეფშვნა და მოცახცახე კრავი გავხდი იმ წამს. -მიპასუხე აქ რატომ ხარ?- ისევ გაიმეორა ხმამ და უკვე გასაქცევად მომზადებული სკამს მიველურსმე და ტკივილი ვიგრძენი, სულის და სხეულის. ტკივილი გიგრძვნიათ სულის და სხეულის? ყველა უჯრედს რომ მოიცავს და მერე ყველას ერთად გული რომ ისრუტავს? ყველაზე საშინელი გრძნობაა, ყველაზე მტკივნული და სულის შემძვრელი. თავს ვერ ერევი, სუნთქვაც გიჭირს, ფეხებს ვეღარ გრძნობ, თითქოს ათას ნაწილად დაგანაწევრეს და ახლა შენს დანაწევრებულ სხეულს ზემოდან დაყურებ. -მგონი კითხვა დაგისვი?- ისევ ბოხი, ცივი ხმა გავიგონე ზურგს უკან და ნახევრად წამომდგარს, მხარზე სიმძიმე და სიმსუბუქე ერთდროულად ვიგრძენი, ისევ სკამს მიველურსმე. -შემაშინე.-ძლივს ამოვთქვი. თბილი თვალები ქონდა მაგრამ ცივი და უტყვი მზერა, მკაცრი გამოხედვა. -აქ რატომ ხარ? გვიანია უკვე სეირნობისთვის- მზრუნველი გახდა უცებ. -რამდენიმე წუთი ჩამოვჯექი მხოლოდ- დამნაშავე ბავშვივით ვიდექი მის წინ. -რამდენიმე წუთი?- უცებ გაეღიმა- სააათის ცნობა იცი იმედია. უცებ შევავლე ტელეფონის ეკრანს თვალი, ჩემი სავანეში ყოფნა იმაზე დიდხანს გაგრძელებულა ვიდრე მეგონა, დრო უცებ გამეპარა, თითქმის საათია რაც აქ ვყოფილვარ, სიცივეც უფრო შესამჩნევად ვიგრძენი სხეულზე. -ნაინამ არ მოისვენა, არ დამირეკა, მისი ნომერი არ მაქვს და გაიგე სად არისო. -იაგო, საიდან მიხვდი აქ რომ ვიქნებოდი?- ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა ისი სიტყვები მოვისმინე. -შენი პოვნა არც ისე ძნელი აღმოჩნდა, აქ არაფერი არ იმალება, ყველამ ყველაფერი იცის, ნელი დეიდას სტუმარი რომ ხარ ეს უკვე ყველამ გაიგო, სხვათა შორის ანერვიულე, მითხრა რომ სახლში წახვედი იქ რომ არ იყავი ინერვიულა სადმე ხომ არ დაიკარგაო- ღიმილით დაამატა. -ჰო, ცოტა ხნით გასეირნება ვარჩიე, სუფთა ჰაერი, სიგრილე. სრული ნეტარებაა, მთელი წლის დაღლილობის შემდეგ- მის წინ დასჯილი ბავშვივით ვგრძნობდი თავს. არ ვიცოდი ხელები სად წამეღო, თვალებში მეყურებინა თუ სადმე სხვაგან გამეხედა, მთებს გავაყოლე თვალი, ისევ სიმსუბუქე ვიგრძენი. უსასრულობის შეგრძნება. ბედნიერები უნდა იყვნენ ის ადამიანები ვინც აქ ცხოვრობენ მაგრამ რატომღაც, მხოლოდ მთების სილამაზე, უსასრულობისკენ სწრაფვა, სუფთა ჰაერი, თოვლი, ბედნიერების მომტანი არ არის, აქ ყველა დეტალში წვრილმანებს ეძებენ, ერთმანეთს ბედნიერების უფლებას არ აძლევენ, ტკივილი თან სდევთ. -წამოდი სახლამდე მიგაცილებ- იაგოს ხმამ დამაბრუნა რეალობას. -კარგი- უცებ დავეთანხმე და წინ მიმავალს გვერდით დავუდექი. -აქ სვანეთია, ყველას ყველაფრის უფლება აქვს მაგრამ არაფერს პატიობენ ერთმანეთს. -ხო ეგ მსმენია- გამიხარდა დიალოგი მან რომ დაიწყო. -კიდევ რა გსმენია?- ეშმაკური ღიმილი გადაკვროდა სახეზე. -ლეგენდები, სიყვარულის ისტორიები, ვენდეტები, სისხლის აღებები, მკვლელობები და კიდევ ათასი რამ. -განსაკუთრებული შთაბეჭდილება რამ მოახდინა შენზე? -თეთნულდისა და უშბას სიყვარულის ამბავმა, ლეგენდამ მზის ქალწულზე - მის გვერდით პატარა გოგონად ვგრძნობდი თავს, მაგრამ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. -შეგიძლია მომიყვე?- ღიმილით შემომცინა სახეზე. -რააა?- გამაოცა მისმა უშუალობამ. -ხო, თეთნულდისა და უშბას სიყვარულის ისტორია მომიყევი, მაინტერესებს შენი თვალით წაკითხული და ყურით მოსმენილი როგორი იქნება. -ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე ეს ისტორია, სრულიად შემთხვევით და მის შემდეგ გადავირიე სვანეთზე, იმდენად შორეულია ეს კუთხე და თითქოს და უმართველო, მოვიხიბლე. აქ ყველაზე მეტი ქართული ადათ-წესია შემორჩენილი, ყველაზე ქართველებად აქ დარჩნენ ადამიანები. -რას ნიშნავს ყველაზე ქართველებად დარჩნენ ადამიანები აქ?- გაოცებულმა შემომხედა. - იმის მიუხედავად რომ არც ისე დიდი ხანია აქ ვარ, მაინც ვხედავ განსხვავებას, ამ სამყაროსა და ჩვენს სამყაროს შორის, აქ ყველაფერი ქართულია შემორჩენილი, ძალიან ბევრი რამ. თქვენ თითოეული ადამიანი უფრთხილდებით ამ ყველაფერს, ჩვენთან... ჩვენთან კი ქართული თითქმის აღარაფერი დარჩა. -უფრო კონკრეტულად?- მეგონა დამცინოდა, მაგრამ მის სახეზე ინტერეს ვხედავდი, ცოტა გაკვირვებასაც კი. -საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვლილი მაქვს, ფეხით- გამეღიმა- ვამაყობ ამით, სვანეთი ყველზე ბოლოს მოვიტოვე, ყველა წიგნი, ენციკლობედია და ჟურნალ-გაზეთი გადავქექე, რომ მეტი გამეგო ამ კუთხეზე, ყველგან ერთი და იგივე იყო, მხოლოდ შელამაზებული, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და პირდაპირ აქ წამოვედი. -მომიყევი ლეგენდა თეთნულდზე, მზის ქალწულის შეყვარება...- ინტერესით აევსო თვალები. -ესე მგონია თითქოს გამოცდაზე ვარ და საკითხები უნდა ჩაგაბარო- გამეცინა. -ჩათვალე გამოცდას მე გიტარებ, ოღონდ უნივერსიტეტში ჩაბარების კი არა, აქ დარჩენისთვის.- მასაც გაეღიმა. -ოხ- სახე მომექუფრა, არ ველოდი მისგან. -ღიმილი გიხდება. - უცებ მითხრა. -კარგი, იცოდე რომ მხოლოდ წაკითხული ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რაც ინტერნეტიდან ან წიგნებიდან მოვიძიე.- უხმო თანხმობა მივიღე მისგან. ლეგენდა არსებობს უშბის და თეთნულდის არშემდგარ სიყვარულზე... მათი მდებარეობაც ისეთია რომ თეთნულდი გადასცქერის უშბას.. თეთნულდი და უშბა მშვენიერი ქალ-ვაჟი. ამბობენ ისინი ოდესღაც ადამიანები იყვნენო, თუმცა არ მისცეს ერთად ყოფნის უფლებაო... სწორედ ამის შემდეგ ინატრა თეთნულდმა მთად გადაქცევა... უშბა კი გულმოკლული და სასოწარკვეთილი მანამ შესთხოვდა უზენაესს მთად ქცევას სანამ ულამაზეს მთად არ გადაიქცა... ეს მხოლოდ ლეგენდაა თუმცა წელიწადის იმ უდიდეს დროის განმავლობაში, როცა უშბის თავზე ღრუბლებია, მისი მწუხარებით ხსნიან დაკარგული სიყვარულისადმი თანაგრძნობას... ეს ჩემზე უკეთ შენ მოგეხსენება, შენ ყოველ დილით შესცქერი მათ. -და სულ ეს არის?- ინტერესი კლავდა, რაღაც უნდოდა ეთქვა, თავს იკავებდა, ქუჩაში მივდიოდით, ნელი მოზომილი ნაბიჯით და ვერ ვგრძნობდი სხვა ადამიანების არსებობას, მხოლოდ ჩვენ ვიყავით მე და ის. -მსმენია: თუ სვანი ახსენებს უშბას მისი სიმაღლისა ხდებაო. -სწორად გსმენია, მაგრამ მე მაინტერესებს თეთნულდის სიყვარულის ისტორია. -მზეს ულამაზესი ასული ჰყავდა.- ღიმილით დავიწყე, ახლა ვრცლად ვუყვებოდი- დღე ღრუბლებთან ერთობოდა, საღამოობით კი ვარსკვლავებთან თამაშით იქცევდა თავს. ერთხელ დედა-მზეს უთხრა: - აღარ მინდა ცაში ყოფნა, მომბეზრდა ღრუბლები და ვარსკვლავები. მზეს გაუკვირდა. მას ხომ გამგონე შვილი ყავდა. - აბა რა გინდა? - შეეკითხა იგი. - მეც არ ვიცი. - ამოიოხრა მზის ასულმა. შემდეგ ყოყმანით დაუმატა: - წამიყვანე დედამიწაზე. ისე თხოვდა ქალწული დედას თითქოს წინასწარ ქონდა ჩაფიქრებული დედამიწაზე მისი ადგილი ეპოვაო. დედა-მზე ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ თავის ლამაზ ასულს ღიმილით შეხედა: - კარგი, წაგიყვან დედამიწაზე და ყველაზე ლამაზ კუთხეს გიჩვენებ. რამდენ ხანსაც მოისურვებ, იმდენ ხანს დარჩი იქ, როცა მოგბეზრდება, ისევ ცაში ამოგიყვან. შემდეგ ხელები მოხვია და ჩამოიყვანა შიხრაში (ადგილი მდინარე დოლრას ხეობაში). დედა-მზემ ფრთხილად დასვა თავისი ასული მწვანედ მობიბინე მდელოზე და თვითონ კვლავ ცას მიაშურა, რათა სამყაროსათვის ნათელი მოეფინა და გაეთბო. მზის ასული მწვანედ მობიბინე მდელოზე დარჩა. კარგა ხნის შემდეგ ნელა წამოდგა და აღტაცებით მიმოიხედა: მთებში მოქცეული პატარა ჭალა მართლაც ძალზე ლამაზი იყო. ,,არასოდეს, აქედან არსად არ წავალ“. - გადაწყვიტა მზის ასულმა. კარგა ხანს დარჩა მზის ასული შიხრაში. დედა-მზე ყოველდღე აკითხავდა ხოლმე და კმაყოფილი ბრუნდებოდა უკან, რადგან მისი ერთადერთი ასული თავს კარგად გრძნობდა. ბედნიერი იყო, ბედნიერების და აღტაცების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ხანი გავიდა და მზის ასული მიეჩვია თავის ახალ სამყოფელს. შემდეგ გადაწყვიტა სხვა ადგილებიც მოენახულებია, დედა-მზის მოსვლას აღარ დალოდებია და ნიავს სთხოვა წამიყვანეო. ნიავმაც შეუსრულა თხოვნა, ნაზად მოხვია და ფრთხილად გაუდგა გზას. მზის ასული ტკბებოდა ბუნების ჭვრეტით. ასე გაიარეს სოფელი. სოფელს ეძინა. შემდეგ გორაკებს ჩამოყვნენ. კიდევ შემოხვდათ პატარა სოფელი. შემდეგ გადაწყვიტეს მდინარეს გამოჰყოლოდენ. ნიავი ღიმილით ეკითხებოდა, ხომ არ დაიღალე, ხომ არ დავისვენოთო, მაგრამ მზის ასული მოუთმენლობამ შეიპყრო. მას სურდა რაც შეიძლება ბევრი რამ ენახა. ასე დაეშვნენ სულ დაბლა და დაბლა. შემდეგ სხვა მდინარე შემოხვდათ, რომელიც ზათქითა და გუგუნით მიექანებოდა მთებს შორის. მზის ქალწულის თხოვნით ახლა აღმა აჰყვნენ ამ მდინარეს და როდესაც ნიავი ეკითხებოდა, სად უფრო მოგწონსო, ვერ პასუხობდა. გარიჟრაჟდა. მზის ასულს სულ დაავიწყდა, რომ დედა-მზემ არაფერი იცოდა მისი წამოსვლის შესახებ. ასე მიაღწია მზის ასულმა ლაღამს. (სოფელი დაბა მესტიაში) ნიავს უთხრა, ცოტა ხნით დამსვი, აქ ისე მომწონს, ძალა არ შემწევს სხვაგან წავიდეო. ნიავმა თხოვნა შეუსრულა. მზის ასული მიწაზე დაეშვა, თავი ასწია და განცვიფრდა - მის წინაშე პირმშვენიერი ჭაბუკი იდგა. ჭაბუკს მოკლული ჯიხვი იქვე, მურყვამის შესასვლელთან დაეგდო, თითონ კი მშობლიურ კუთხეს გასცქეროდა. და როდესაც პირმშვენიერმა ჭაბუკმა მზის ქალწულს შეხედა, ისიც განცვიფრდა - მისი კუთხე განთქმული იყო ლამაზი ქალებით, მაგრამ არასოდეს ასეთი ლამაზი ასული არ ენახა. ნიავი მიწყნარდა. მთვარე ღიმილით გადმოსცქეროდა მათ. მზის ასული ფრთხილად მიუახლოვდა პირმშვენიერ ჭაბუკს. -არასოდეს შენისთანა ლამაზი ჭაბუკი არ მინახავს! - თქვა მან აღტაცებით. დაბნეულ ჭაბუკს მზერა ვერ მოეშორებინა მისთვის. -მე ვარ ლამაზი? -თქვა მან, კარგა ხნის დუმილის შემდეგ: -განა შენთვის არ უთქვამთ, რომ სილამაზით მზე თუ დაგედრება? მზის ასულმა გაიღიმა. -როგორ მომწონს, რა ლამაზია აქაურობა! -ეს ჩემი მშობლიური კუთხეა! -უთხრა ამაყად ჭაბუკმა, მაგრამ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაუმატა: -ახლა თითქოს ისე ლამაზი აღარ მეჩვენება. იმიტომ, რომ ყველაფერი შენმა სილამაზემ დაჩრდილა. მზის ასულმა გაიღიმა. ესიამოვნა ვაჟის სიტყვები. შემდეგ თქვა: -არ მინდა აქედან წასვლა. მე მინდა სულ ერთად ვიყოთ. რომ შეამჩნია ჭაბუკს წუხილმა გადაუარა სახეზე, შეშფოთდა: -განა არ გინდა, რომ ასე იყოს? ჭაბუკმა ღრმად ამოიოხრა. -მე ხომ უფლება არ მაქვს ჩემს თავზე ვიფიქრო. -რატომ? მზის ასულს თვალთაგან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. -ჩემს ობოლ და-ძმას ვიღა მოუვლის. მათ ხომ ჩემს მეტი ახლობელი არავინა ჰყავთ ამ ქვეყნად. -თქვა სასოწარკვეთილმა ჭაბუკმა, მასაც ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. -აჰ, რა ბედნიერი ვარ! -წამოიძახა მზის ასულმა. -მე მეგონა რაღაც საშინელებას მეტყოდი. -ეგ არაფერია. ახლა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს პატარა და-ძმებზე. ბედნიერმა ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა და ის იყო მურყვამში (საცხოვრებელი კოშკი) უნდა შეეყვანა, რომ სწორედ ამ დროს მზემ გამოხედა ლაღამს. როგორი იყო დედა-მზის განცვიფრება, როდესაც თავისი ასული აქ დაინახა. იგი მაშინვე მიხვდა, თუ რას გამოხატავდა ქალწულისა და ჭაბუკის ბედნიერი სახეები. განრისხდა მაშინ დედა-მზე, იდუმალი გრძნებით აღსავსე ლოცვა წარმოთქვა და ავი სულები მოუვლინა ლაღამს. გონება დაუხშეს პირმშვენიერ ჭაბუკს და გზა აუბნიეს ავმა სულებმა. ჭაბუკს ელანდებოდა, თითქოს ვიღაც მოსდევდა. სად გაჰქრა მისი ნაქები ვაჟკაცობა და გაბედულება? მუხლები უკანკალებდა და უგზო-უკვლოდ გარბოდა. ახლა აღარც მზის ულამაზესი ასული ახსოვდა და აღარც ობოლი და-ძმა აგონდებოდა. ჭაბუკი მდინარის აყოლებით მირბოდა თავზარდაცემული. მზემ დააძაბუნა და შიში ჩამოასახლა მასში. მზემ წაართვა ცნობიერება და მხოლოდ ერთს ფიქრობდა - როგორ გადარჩენილიყო. თვითონაც ვერ გაერკვია რა აშინებდა და რა ურევდა გზა-კვალს. ასე მიაღწია იმ ადგილებამდე, სადაც მუდმივი თოვლის სამეფოა. აქ, თოვლითა და ყინულით დაფარულ ადგილებში, ძალა გამოელია და ყინვარში ჩაეფლო. გრძნობდა, როგორ უცივდებოდა სხეული, როგორ აღრჩობდა მოძალებული თოვლი. უკანასკნელ ჟამს შესძლო წამოწევა და სწორედ ამ მდგომარეობაში მოუსწრო სიკვდილმა. მაგრამ დედა მზეს უნდოდა უფრო სასტიკად მოქცეოდა მას. კვლავ წარმოთქვა იდუმალი გრძნებით აღსავსე ლოცვა და გონება შეუნარჩუნა ჭაბუკს. შემდეგ უკვე ქვად და კლდედ ქცეული ჭაბუკი თანდათან გაიზარდა, ირგვლივ აღმართულ მთებზე ამაღლდა და ასე გაირინდა სამუდამოდ. ახლა იგი შორიდან უმზერდა მშობლიურ კუთხეს და გონებაშერჩენილი საშინელ წამებას განიცდიდა. დედა-მზის გულისწყრომა თანდათანობით დაცხრა. იგი კმაყოფილი ბრუნდებოდა იქ, სადაც თავისი ასული მიატოვა, მაგრამ როგორი იყო მისი განცვიფრება, როდესაც არავინ დახვდა. ამაოდ ეძებდა იგი თავის ერთადერთ ასულს... მთვარე გულისტკივილით მისჩერებოდა, როგორ უსწორდებოდა მზე პირმშვენიერ ჭაბუკს მგზნებარე სიყვარულის გამო. მან ხომ ნებით იკისრა პირმშვენიერი ჭაბუკის მფარველობა და ყოველთვის თან სდევდა ხოლმე. მასაც შესწევდა უნარი გრძნეულ ლოცვათა წყალობით საოცრებანი აღესრულებინა, მაგრამ მზე მასზე ძლიერი იყო და არ შეეძლო წინ აღდგომოდა მის ნებას. მაშინ მთვარემ მწუხარებისგან გულდამძიმებული მზის ასული ცაში აიტაცა და უკვე მთად ჭაბუკის პირდაპირ დაასახლა. მთვარეს ეგონა, მზის ასული აქ იცხოვრებდა სამუდამოდ და პირმშვენიერი ჭაბუკის მზერით დატკბებოდა. მაგრამ მთვარემ ხომ არ იცოდა, რა სათუთი გული ჰქონდა მზის ასულს. მან ვერ გაუძლო ამდენ მწუხარებას და შეიცნო თუ არა მაღლა ატყორცნილ მთაში თავისი სიყვარული, უკანასკნელად ამოისუნთქა და სული განუტევა. მაშინ მთვარემ კვლავ წარმოთქვა გრძნეული ლოცვა და ულამაზესი ასული ულამაზეს მთად აქცია. იმ დროიდან უცქერიან ერთმანეთს, ულამაზესი მშვიდი მზის ასული და ამაყი, გოროზი, მშფოთვარე და მოუსვენარი, მიუდგომელ მწვერვალად ქცეული პირმშვენიერი ჭაბუკი. მზე ხვდება, რომ სამუდამოდ მაინც ვერ დააშორა ისინი ერთმანეთს. იგი ვერ იტანს მთები რომ ერთმანეთის მზერით ტკბებიან. ხშირად ჩამოიბურება, ღრუბლებს, ქარსა და ხოშკაკალას მიაყრის პირმშვენიერ ჭაბუკს. მაშინ შფოთავს მთა, ბორგავს, ცდილობს ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს და მზის ასულიც იხსნას, მაგრამ გრძნეული ლოცვანი ძალას არ კარგავენ და მთაც იძულებულია ღრუბელთა გადაყრას დაელოდოს. მშვიდ და ლამაზ მთად ქცეულ მზის ასულს, თეთნულდი შეარქვეს სვანებმა, მისი სილამაზით დატყვევებულ გოროზსა და მიუდგომელ მთად ქცეულ პირმშვენიერ ჭაბუკს უშბას ეძახიან… -კარგად ყვები- ის აქამდე სულგანაბული მისმენდა, მხოლოდ ნაბიჯების ხმით ვხვდებოდი რომ ჩემს გვერდით მოდიოდა, მე კი მთელი გულითა და გრძნობებით ვყვებოდი. -მომწონს შენი ლეგენდა, კარგად გადმოეცი- ისევ გაეღიმა და თითქოს შემაქოვო- შენ გჯერ ესეთი სიყვარულის? -მე სიყვარულის არა, სუფთა გულისა და თვალების მჯერა, ყოველთის ვამბობ რომ სიტყვით, საქმით, საქციელით, მიმიკებით მოიტყუო, ადამიანს თავი შეაყვარო, გაანადგურო კიდეც, ცამდე აიყვანო და მერე ისევ მიწაზე დაანარცხო, მაგრამ ამ ყველაფერს თვალებით კი ვერ გააკეთებ. თვალები ერთადერთი ორგანოა რომელსაც ვერ დაიმონებ და ვერ შეცვლი. -რატომ მხოლოდ თვალები? -გულს, გონებას, ყველაფერს უბრძანებ, თვალებს კი ვერა. -რატომ გჯერა თვალების? -ათასგზის გაცვეთილ ფრაზას გეტყვი, თვალები სულის სარკეაო. გზა ისე უცებ გავიარეთ ვერც კი მივხვდი როგორ მივედით სახლამდე. მართლა არ მახსოვს გზა სკვერიდან სახლამდე, ადამიანები რომლებიც გზაში შეგვხვდნენ. არც ერთი ნაბიჯი, მაგრამ მახსოვს მისი ყველა მიმიკა, ღიმილი, ანთებული თვალები და ჩატეხილი ტუჩის კუთხე. -ღამე მშვიდობისა- დავემშვიდობე და ნელი დეიდას ანთებულ ფანჯრებს გავხედე -სასიამოვნო იყო შენთან საუბარი მარიამო- ისევ გამიღიმა. -ჩემთვისაც -ისევ შევხვდებით- ტუჩის კუთხე ჩატეხა, გაიღიმა და ჩვენს გამოვლილ გზას უკან გაუყვა. ემოციებით დატვირთული შევედი სახლში. ღიმილიანი სახით, მაგრამ ღიმილი სახეზე შემაშრა როდესაც.... სახლში შესულს, ნელი დეიდა შეშინებული, ფერდაკარგული, მოცახცახე და დამამშვიდებლის წვეთებით ხელში დაამხვდა. -როგორ ხართ? რა მოხდა?- შეშინებული მაშინვე მასთან მივედი. -ძალიან შემაშინე ჩემო გოგოვ- საკუთარი შვილივით მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა. -რაა? რატომ?- ძალიან გამაკვირვა მისმა ქმედებამ და მეც შემოვხვიე ხელები, როგორც ადრე სოფელში ბებოსთან მასაც ისეთივე მშობლიური სურნელი ასდიოდა, ჩემეული და სანუკვარი. -დღეს ძალიან ბევრი რამ მოხდა, ხალხმა უკვე დაიწყეს დასკვნების გაკეთება, შემეშინდა შვილო, შენს გამო ძალიან შემეშინდა, შენ აქ სტუმარი ხარ, გაიგეს წიგნის დაწერას რომ აპირებ, არ გინდა ამის ხმამაღლა გამეორება, უბრალოდ დაისვენე კარგი- მუდარა ისმოდა მის ხმაში- არ გინდა საჯაროდ ამ ყველაფრის კეთება. -მეტყვით რა მოხდა? -აქ არ უყვართ ჟურნალისტები და ზოგადად ის ადამიანები ვინც მათ ცხოვრებაში იქექებიან და წარსულს იკვლევენ, ის რაც ხდება წარსულშივე უნდა დარჩეს. -რას მალავს ასეთ ეს ხალხი?- თვალებში ვუყურებდი და იქ ვეძებდი ჩემს კითხვებზე პასუხებს, მაგრამ იქ მხოლოდ ტკივილი და სევდა ბუდობდა. -ბევრ რამეს შვილო, აქ რაც ხდება აქვე უნდა დარჩეს, საშინელება მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში. ხალხი არავის პატიობს შეცდომას და უნდობლობას. არ მაშინებს, უბრალოდ მაინტერესებს ყველა ის დეტალი რაც აქ ხდება, რატომ ეშინიათ ადამიანებს ერთმანეთის? რატომ მტრობენ ერთმანეთს? რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ იცხოვრონ, როგორც უბრალოდ მეზობლებმა, მეგობრებმა, ნაცნობებმა? ან თუნდაც ისე იცხოვრონ თითქოს ვერაფერს ხედავან? სიყვარულისთვის როგორ შეიძლება დაისაჯოს ადამიანი?! სიყვარულისთვის?! ხო, აქ ხომ ყველაფერი სიყვარულის გამო ხდება. -წადი დაიძინე ჩემო გოგონა, ხვალ ახალი დღე თენდება და არ ვიცით რას მოგვიტანს. -ძილი ნებისა, თუ რამე დაგჭირდეთ აუცილებლად დამიძახეთ და დაგეხმარებით... -მშვიდ ძილს გისურვებ- გამიღიმა, პირჯვარი გადამსახა და ჩემს ოთახში გამისტუმრა. მშვიდი ღამე, ისეთი ღამე ყველა დეტალი რომ გახსენდება, ოცნებას იწყებ, მხოლოდ აქ შეიძლება ადამიანი სრულყოფილი გახდეს. ჩემნაირი ადამიანი... მხოლოდ ჩემნაირი. იცი რატომ ჩემნაირი? ქალაქისგან დაღლილი, მტვრისგან, სიცხისგან, სამუშაოსგან, ერთფეროვანი ცხოვრებისგან, აქ ხვდები რომ ცოცხალი ხარ, რომ შენში არსებული რობოტი ნელ-ნელა ადამიანის ფორმას იღებს, სისხლი ჩქეფს და გული გამალებით ძგერს. მხოლოდ აქ ხვდები რომ ბედნიერი ხარ, ამ მთის დაუწერელი კანონების მიუხედავად. *** ყოველთვის როდესაც ვცდილობ გავექცე მარტოობას, რაღაცის დაწერას ვეცადო, წარსულს არ ჩავუღრმავდე ან რამე მსგავსი არ მოხდეს, ჩემს ფიქრებში, ყურსასმენებს ვიკეთებ, ყველაზე არასასიამოვნო მუსიკას ვრთავ ყურისთვის, ბოლო ხმაზე ვუწევ და ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო... ყველა მუსიკაში, ყველა სიმღერის ქვეტექსტში უკვე თავს ვპოულობ, ჩემეულს და აღარ მშველის... უკვე სრულიად უცხო, ყურისთვის უხეშად მოსასმენი მუსიკაც კი აღარ მშველის, აქამდე კი მშველოდა. ჩავრთავდი, ავუწევდი ბოლო ხმაზე და ფიქრის საშუალებას აღარ მაძლევდა, მუსიკა ტვინის გათიშვაში მეხმარებოდა, მხოლოდ ასე ვცდილობდი დამესვენა და ჩემი ფიქრები ჩემიდან გამედევნა. უცნაურია ხომ? კი ვიცი ძალიან უცაურია. საკუთარ ფიქრებს როგორ გადევნი შენიდან, გონებას გულს ბოლომდე ვერ დაიმორჩილებ! მათთან მტრობას მათთან მეგობრობა ვარჩიე, ომი წავაგე საკუთარ თავთან, ვეღარ ვერეოდი ვეღარც ფიქრებს, გრძნობებს და ემოციებსაც კი ვეღარ ვიკავებდი. ესეთი რამ ოდესმე დაგმართიათ? თუ არა, არასოდეს გისურვებთ გამოსცადოთ. და თუ კი უკვე გცოდნიათ მე რასაც გავდივარ, ეს ჭიდილია რომელსაც უნდა შუაზე გაგლიჯოს შენი სული, სხეული და დღის სინათლის სანახავად შენიდან გამოაღწიოს. ეს ომია შენში ყველაზე, მძინვარე და ცხელი ომი. ომი საკუთარ თავთან, გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო და შეეგუო მიმდინარე მოვლენებს. მე ... მე მეშინია... იმ ყველაფრის მეშინია რასაც ვეომები, რისი აღიარებაც ყველაფერს შეცვლის ჩემს ცხოვრებაში, ყველა წვრილმანის განმხილველს ეს დეტალი არ უნდა გამომრჩენოდა. რა დეტალი? ეს ის დეტალია რომლის აღიარებაც ჩემს დანებებას უდრის, ჩემს წასვლას, ჩემს ნებისყოფის არ ქონას და ვიცი, მე საკუთარ თავს დავკარგავ. უკვე თითქმის ერთი კვირაა აქ ვარ, ყოველ დღე ვხვდები რაღაც ისეთ ისტორიებს რომელიც ჩემში აღშფოთებას იწვევს, ვერ გამიგია როგორ შეუძლიათ იცხოვრონ ადამიანებმა ერთმანეთის შუღლითა და ბოროტებით, არ აშინებთ სიკვდილი. არ ეშინით ერთმანეთის დაკარგვის, ხანდახან მგონია რომ ამ ადამიანებმა სიყვარულის არსებობის შესახებ არაფერი არ იციან, მათ შვილებს გაუცნობიერებლად უნგრევენ ცხოვრებას, ბავშვობიდან უნერგავენ მტრობას და ერთმანეთის შუღლს. გავა დრო და აქ ალბათ ადამიანური აღარაფერი დარჩება, მაგრამ მაინც მჯერა, იმედიც მაქვს, ალბათ იქნება დრო როცა ადამიანები სრულყოფილ ბედნიერებას ეზიარებიან, მაგრამ მაშინაც გამოჩნდება რაღაც ან ვიღაც რაც მათი ბედნიერების დანგრევას შეძლებს. ერთი დასკვნა გამოვიტანე, იყო ბედნიერი დანაშაულია, ადამიანები ბედნიერებას არ გპატიობენ. გიყვარდეს! ეს უკვე სიკვდილის ტოლფასია. -ისევ აქ ხარ- მომესმა ხმა და ფურცლები ლამის გადავყარე. -შემაშინე- უკან არც მიმიხედავს ისე ვუპასუხე. ერთი კვირაა აქ ვარ და მარტომ რაც მოვახერხე, სოფლის ადგილმდებარეობა, მისი მიმდებარე და გარშემო ტერიტორიები შემოვიარე, სახლიდან დაახლოებით ხუთასი მეტრის დაშორებით ერთი პატარა მდინარე ჩამოედინება, სუფთა და ანკარა, ნაპირას დიდი თეთრი ქვა დევს მიწიდან წამოზრდილა, სავარძლის ფორმა აქვს, ამ ერთი კვირის მანძილზე უკვე მესამედ მოვინახულე და ძალიან ძალიან ძალიან შემიყვარდა ეს ადგილი, აქ ვწერ მხოლოდ ან ჩემს ოთახში, ვცდილობ ნელი დეიდას თხოვნა შევასრულო და ხალხს თვალში ფურცლებით ან ლეპტოპით არ მოვხვდე. იაგოს და ნაინას ვუთხარი იმ ადგილის შესახებ, უცნაური ხარო ერთხმად მითხრეს, მანდ თითქმის არავინ დადის, ჩვენთან იმდენი საინტერესო ადგილებიაო, და მის შემდეგ აღარ მითქვამს. ახლა იაგო ჩემს უკან იდგა და ვიცი, ტუჩის კუთხე გატეხილი აქვს და იღიმის. მხოლოდ მისეული ღიმილით. -არ მინდოდა შენი შეშინება.- ჩემს გვერდით ჩამოჯდა ქვაზე. -ჰო, უცებ მომეპარე- თავი ვიმართლე. -შენ რომ ფეხის ხმა არასოდეს გეპარება? -ფიქრებში ვიყავი გართული- მის გვერდით სულ პატარა ბავშვივით ვგრძნობდი თავს. -როგორ მიდის წიგნის ამბები?- ჩემი ფურცლებისკენ გააპარა მზერა. -ნორმალურად, უკეთესიც შეიძლება- და ჩვენს წინ ხეებს შორის მოფარებულ მზესა და აბრჭყვიალებულ თეთნულდს შევავლე თვალი... მშვენიერია.- აღმომხდა გაოცებულს. -მთაში ყოფილხარ?- მკითხა უცებ. -ლაშქრობაზე კი, ძალიან მიყვარს ბუნება, მთა ძალიან მიყვარს, დასვენებას მთასა და ზღვას შორის, მთას ავირჩევ. მთა მირჩევნია, თუ დასვენება გინდა მხოლოდ აქ მთაშია შესაძლებელი. -ბევრის განსხვავებული შეხედულებები გაქვს, მეგონა რომ სხვა გოგოების მსგავსად ზედმეტად გაიპრანჭებოდი, ეს წერა ყურადღების მისაქცევად გჭირდებოდა, ბოლო რამდენიმე დღემ კი ყველა აზრი წამიშალა, იმდენად შეუმჩნეველი გინდა გახდე, ცდილობ ხალხს თვალში არ მოხვდე, ზედმეტ კითხვებს არ სვამ, ცდილობ შენი შეხედულებები განამტკიცო, სხვების ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიო და ეს ყველაფერი მხოლოდ შენით მოახერხო, შეგიძლია მეც ნაინასაც და ნელი დეიდას გვკითხო, სული ამოგვხადო ზედმეტი და საინტერესო კითხვებით, მაგრამ ამას არ აკეთებ, შენი სიტყვა და ქმედება უფრო ფასეულია ვიდრე ზოგადად სხვა დანარჩენი, შენ სხვებს არ გავხარ და ეს უფრო საინტერესოს გხდის, ხალხისთვის და არა მხოლოდ ჭორიკანა ხალხისთვის, ყველასთვის. არა მარტო ქალთა სქესის წარმომადგენლებისთვის. გაკვირვებული ვუყურებდი, მას? არა მას არა? მის შიგნით ვიღაც სხვას, სხვა ბიჭს, უფრო სწორად მამაკაცს, რომელსაც უნდოდა მისი აზრი გადმოეცა და ამასთან ერთად თავშეკავებით მოქცეულიყო, მისი სიფიცხე არ დაემალა. მაგრამ იმდენად თბილი იყო მისი ხმის ტემბრი, შეუძლებელი იყო ეს არ დაგენახა და არ გეგრძნო. შესამჩნევად დავიბენი, მე ხომ ამ ყველაფერს მართლა ვცდილობდი, მართლა მინდოდა სვანეთისთვის შესამჩნევად შეუმჩნეველი ვყოფილიყავი, ვცდილობდი ქუჩაში მოსმენილი ამბებისთვის ყურადღება აღარ მიმექცია, არ ვიცი რას ვცდილობდი ამით მაგრამ აშკარად ამას ვცდილობდი, რაღაცას ველოდებოდი მაგრამ არ ვიცი რას. იმდენად დამაბნია იაგოს აქ გამოჩენამ, მისმა ნათქვამმა, ნაკადულს თვალს ვერ ვაშორებდი, განძრევასაც ვერ ვახერხებდი და ისე ნელა ვსუნთქავდი ჰაერიც კი აღარ მყოფნიდა. -მარიამ ისუნთქე- იაგოს ხმამ გამომიყვანა მდგომარეობიდან. და ის იღიმოდა, მიყურებდა და თან იღიმოდა. ისეთი თბილი და სუფთა ღიმილი ქონდა კიდევ უფრო დავიბენი, ,,ღმერთო რა მემართება“ ? ვკითხე საკუთარ თავს და შევეცადე თავი ხელში ამეყვანა. -კარგად ხარ?- უკვე სერიოზულად მკითხა. -ცოტა დამაბნიე- ძლივს გავეცი პასუხი. -რატომ?- აშკარად მოწონდა მის გვერდით პატარა ბავშვივით რომ ვგრძნობდი თავს. -არ მეგონა ამ ყველაფერს ასე შესამჩნევად თუ ვაკეთებდი, - თავის მართლებასავით გამომივიდა, მაგრამ შემდეგ მხნედ განვაგრძე- მთა ბავშვობიდან მიყვარდა, იმის მიუხედავად რომ ბავშვობის უმთავრესი და უდიდესი ნაწილი სოფელში გავატარე, მაინც მინდოდა, ყველასაგან შორს, სადღაც მთებში მქონოდა სახლი. გავქცეულიყავი გაბრაზებული, დავმალულიყავი და არავის ვეპოვნე, მერე კი რომ გავიზარდე ეს ოცნება აღარ იყო, ეს უკვე ნატვრა იყო, გავქცეოდი ყველასა და ყველაფერს. გავიქცეოდი იქ, სადაც მექნებოდა პატარა ეზო, ჰამაკი, ცხელი ჩაი და საინტერესო წიგნი. აი, ის ყველაფერი სადაც დავისვენებდი სრულყოფილად, არავინ შემაწუხებდა და ცივილიზაციას მოვწყდებოდი. შემოვივლიდი მთის ყველა ბილიკს, არ შევუშინდებოდი ტალახს, ქვა ღორღსა და ნამქერსაც კი, თითების მოყინვამდე ვივლიდი მანამ სანამ ბილიკი არ დასრულდებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა, ჯერ მხოლოდ ოცნება, ასე მგონია. -მარიამ მაოცებ- ეს მითხრა გაკვირვებულმა. -რატომ?- ახლა უფრო გამაოცაა მისმა ხმამ. -მიდი ადექი წამო- უცებ წამოდგა ქვიდან და ხელი გამომიწოდა. -სად მივდივართ?- გაკვირვებულმა ავხედე და უნდობლად შევაგებე ხელი. -ნაინასთან, მაინც სულ შენ გახსენებს და ჯობს თუ უფრო ახლოს ეყოლები- გამიღიმა და წამოდგომაში მომეხმარა. -სად მივდივართ- მის გვერდით მივაბიჯებდი და დასჯილი ბავშვის გრძნობა არ მტოვებდა. -ხომ ვთქვი რომ ნაინასთან მივდივართ?- ისევ ბრაზი გაკრთა მის -ნაინა სად არის? ჩვენ სად მივდივართ?- -სახლში, სად იქნება?- ისე გაიკვირვა და გააოცა ჩემმა შეკითხვამ, თითქოს ეგ როგორ გამიბედეო. -უბრალოდ- დავიბენი, მე მის სახლში მივდიოდი, მას მივყავდი და არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა, რა გრძნობა უნდა გამჩენოდა მის მიმართ, წამის მეათასედში ისიც კი ვიფიქრე უფრო სწორად გამეფიქრა, ასე გოგონები მიყავდათ დედების გასაცნობად, ოჯახს ჩუმად აცნობდნენ სარძლოებს, მის სახეს მოვკარი თუ არა თვალი მაშინვე ყველა აზრი გაფერმკრდალდა, გაუფერულდა და გაქრა... -რა უბრალოდ?- მკაცრი იყო მისი ხმა და უხეში, მიკვირს როგორ შეუძლია იყოს, ორ წუში, დამთმობი, თბილი, მერე უხეში, მკაცრი და ნამდვილი სვანი- ნაინა ერიდება გარეთ გამოსვლებს, არ მოწონს როდესაც თვალს ისე აყოლებენ თითქოს სამუზეუმო ექსპონანტი იყოს, შენც იმიტომ მოეწონე რომ ხალხი ისე გიყურებს როგორც მას, არ უნდა ხალხმა ამოგიჩემოს, მან იცის ამის ფასი, ხალხის ხმაში ჩავარდნა, ხან კარგს იტყვიან ხან ცუდს. -ეგ ყველგან ეგრე ხდება, ხომ ამბობენ რომ ქალაქებში არავის არაფერი აინტერესებსო, პირიქით ხდება, იქ ყველას ყველაფერი აინტერესებს, მთავარია ცუდი გაიგონ, მგონია რომ ადამიანობას კარგავენ, მხოლოდ ისენი არა, ჩვენ ყველანი. -რატომ გგონია?- უფრო მეტ სასაუბრო თემას მაძლევდა, თითქოს იმიტომ რომ მეტი გაეგო ჩემზე, წამით ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ აინტერესებს ჩემი ლექსიკური მარაგითქო, მაგრამ იმდენად დაინტერესებული იყო ამ ყველაფრით აზრები უკუვაგდე. - ყველა ადამიანი ცდილობს რაღაც დაამტკიცოს ან დაუმტკიცოს, ვიღაცას ან რაღაცას, ცდილობს უფრო მეტი ინტერესის სფერო ჰქონდეს და უფრო მეტი საძიებო მასალა, მეტი საქმე და მეტი სათქმელი სიტყვა. -ვერ გავიგე რას გულისხმობ- გაკვირვებულმა გამომხედა მის გვერდით მიმავალს. -აი მაგალითად, მე უკვე შეპყრობილი ვიყავი იმით რომ სვანეთი მენახა, გამეგო მეტი თქვენს სამყაროზე, ლეგენდებზე და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის ძიებაში საკუთარი თავის არსებობა დამავიწყა, დამავიწყდა ვინ ვიყავი და წიგნის წერამდე რას ვაკეთებდი- შემდეგ გავხედე დაფიქრებული სახე ჰქონდა- იგივე შემიძლია ვთქვა შენზე, უბრალო თინეიჯერი ბიჭიდან უცებ სვანეთის წარმოსადეგ მამაკაცად იქეცი, - მას სახე გაუმკაცრდა და უცებ ვუთხარი- არავის არაფერი უთქვამს, უბრალოდ ეს ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე დავასკვენი, თავს უფლებას არ ვაძლევ რომ ნებართვის გარეშე კიდევ რაღაცეები გამოვიკვლიო, განა იმიტომ რომ მეშინია? არა, უბრალოდ საკმარისად ჩავერიე, მივხვდი რომ აქ ხალხს ტკივა, და ვისაც აღარ სტკივა ბოროტებით არიან გაჟღენთილები, ძლიერად არიან ჩაფლულნი ჭაობში რომ ესეც კი სასჯელია მათთვის. - რას ფიქრობ ჩემზე?- დამაბნია მისმა არალოგიკურმა კითხვამ, არ ველოდი, გეფიცებით არ ველოდი ამ კითხვის დასმას, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ კითხვას არა. -შენზე?- დაბნეულმა დავუბრუნე კითხვა. -ხო ჩემზე, ხომ ამბობ რომ თინეიჯერობიდან უცებ სვანეთის წარმოსადეგ მამაკაცად ვიქეცი, საიდან მოიტანე ეს ყველაფერი?- მხოლოდ ახლა შევამჩნიე გზაზე ვიდექით და მისი შავი უძირო თვალებიდან, რომელიც აქამდე თაფლისფერი მეგონა გამვლელის მწველმა მზერამ დამაბრუნა ამ დროში. ის ჩემს წინ იდგა და თვალებით მბურღავდა. ჩემს თვალებში უნდოდა პასუხები ეპოვა და სიმართლის მარცვლებს კრეფდა. -საიდან?- მაბნევდა მისი გამოხედვა, მაგრამ ერთმა ამოსუნთქვამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა დაკვირვება, მოსმენა, აზრის გამოტანა. -და საიდან?- ისევ მკაცრი ხმა. -ნუ გგონია რომ შენი სიმკაცრით ჩემზე ზემოქმედებ- არ შევუშინდი მის ხმას, არ მივცემდი უფლებას დავეჩაგრე და შევეშინებინე.- საერთოდ არ მეშინია, ძალიან რთულია და ძნელი ჩემი შეშინება, საკმაოდ ბევრი რამ გამოვიარე, ბევრი ტკივილი და სიხარული, ასე რომ უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდება რომ შემაშინო- თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი უცებ როგორ იწყეს თვალბმა ფერის შეცვლა, შავიდან ჯერ ყავისფერი გახდა, შემდეგ ღია ყავისფერი, ბოლოს კი თაფლისფერი, თვალები აენთო, სიხარული დავინახე მის თვალებში და ... და კიდევ... ღიმილი მის ტუჩთან, როგორ ცდილობდა რომ დაემალა მაგრამ მაინც გაეპარა, არ სურდა შემემჩნია, უცებ თითქოს ჩაახველაო და ხელები სახესთან მიიტანა და ზურგი მაქცია. -ბოდიში- უცებ მომიბრუნდა კვლავ დაყენებული სახით და .... - წამოდი ნაინა გველოდება და საერთოდ შენი შეშინება აზრადაც კი არ მომსვლია. ისე თუ კითხვები გაქვს შეგიძლია მკითხო. –აქ იმდენი საიდუმლოა შეუძლებელია რამე კითხვა არ გაგიჩნდეს, ხანდახან მგონია რომ სვანეთი ერთი დიდი საიდუმლოა. -რა გაიგე ასეთი- გაოცებულმა შემომხედა. -პირველივე დღეს , საოცრად ბევრი რამ გავიგე, იმდენად ბევრი რამ რომ უკვე ერთმანეთში მერევა, ვერ გავიგე ყველა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული თუ ყველგან სისხლი და სიკვდილია. -მარიამ მითხარი. -იმ დღეს აქ რომ ჩამოვედი, ნელი დეიდამ წამიყვანა თავისთან რესტორანში ხალხს გაგაცნობო-გაუბედავად დავიწყე მოყოლა, შემდეგ კი მხნეობაც მოვიკრიბე - ბევრი ხალხი ირეოდა გარშემო, პირველად ვიყავი მაშინ და ყველაფერს ვაკვირდებოდი, ვუსმენდი ვიმახსოვრებდი, სადგაც წაკითხული თუ მოსმენილი მქონდა, ხალხმა უფრო ბევრი რამ იცი, უბრალო გამვლელმა ვიდრე წიგნები მოგვითხრობსო, ეს მე თავადაც მშვენივრად მესმოდა, ამიტომ მთელი შემართებით ვცდილობდი რაღაც ხელჩასაჭიდი მეპოვა. -მერე?- აზრებს ვალაგებდი როგორ მეთქვა იმ საღამოს მომხდარი ამბების შესახებ, მისმა ხმამ დამირღვია მყუდროება. -მოკლედ, იქ ვიღაც ბიჭმა/კაცმა იმღერა, საოცრად, იმდენად სასიამოვნოდ მღეროდა, ის თითოეული სიტყვა ბოლომდე გაჯდა ჩემში, გოგონაც ახლდა და რამდენიმე ახლობელი, იმდენად განუმეორებელი წყვილი იყო, თვალს ვერ ვაშორებდი, ნელი დეიდამ გაისეირნეო გარეთ გამომიშვა, აი, მაშინ ნაინა რომ გავიცანი, კართან ვიღაცას დავეტაკე, უფრო სწორად ის დამეჯახა, გადამიარა. მერე საუბარს მოვკარი ყური, ძმებს და ყავთ მკვდარი, უმცროსი ძმა ჩამოვიდა რომ დის მკვლელობა გამოიძიოს და ასე უყურადღებოდ არ დარჩეს გამოძიების გარეშე, ძმებს შორის შუღლია როგორც ჩანს.- მთელი გრძნობით ვუყვებოდი, როცა საუბარი მისმა სიცილმა შემაწყვეტინა, ხმამაღლა იცინოდა, მიმოვიხედე ვერ გამეგო რატომ იცინოდა, გაჩერდა წამით შემომხედა და ჩემს სახეს რომ დააკვირდა ისევ იცინოდა, გაბრაზებულმა გზა განვაგრძე, ჩემი ისტორია სასაცილოდ მოეჩვენა, ალბათ გულჩვილი რომ ვყოფილიყავი ტირილსაც დავიწყებდი, მაგრამ რა გრძნობაც ჩემში ფეთქავდა ამ წამს, სიბრაზე იყო, გააფთებული ვიყავი მასზე, გულში ათასგვარი სალანძღავი სიტყვით ვლანძღავდი მას, მაგრამ პირადად ხომ ვერ ვეტყოდი, ერთ დღეს კი ყველაფერს მივახლიდი აქედან წასვლის დღეს. -მოიცადე- ისევ ერთ ადგილას მივეყინე, ისევ ტკივილი ვიგრძენი, სიცივისგან გამოწვეული ტკივილი, ის მე მხარზე შემეხო, თითოს დავცარიელდი, გავიყინე, და სხეულის თითოეული უჯრედი მეტკინა. -უბრალოდ ისე ყვებოდი თავი ვეღარ შევიკავე.- თითქოს ბოდიშს მიხდიდა. -და სასაცილო რა იყო აქ?- ცოტა მაკლდა რომ არ მეყვირა. -რაღაცნაირად ყვებოდი- ისევ ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -კარგი, გასაგებია.- ბრაზი მახრჩობდა იქვე რომ არ ჩამერტყა რამე.- აღარაფერს ვამბობ. -შენ არ დაგცინოდი- უცებ დასერიოზულდა.- ბეშქენი და მირიანი საუკეთესო ძმები იყვნენ- სრული სერიოზულობით დაიწყო და იმ წამს გამახსენდა სახელები, რომლებიც ვერა და ვერ გავიხსენე აქამდე- ბეშქენი რამდენიმე წლით უფროსია მირიანზე, საუკეთესო ძმობა ჰქონდათ, მათ შორის წლების სხვაობის მიუხედავად, იშვიათი ურთიერთობა ჰქონდათ, განსხვავებული ძმობაც, გამოირჩეოდნენ ყველგან და ყველაფერში. საუკეთესო მოსწავლეები, სტუდენტები, ქალაქში წასულები მაინც აქ დაბრუნდნენ, მოხუც დედ-მამასთან, ორივეს სამსახურს სთავაზობნენ მაგრამ არ ვიცი რა მოხდა ორივე დაბრუნდა სვანეთში. მირიანი ისევ ისეთი, როგორიც აქედან წასვლისას, ბეშქენი კი შეცვლილი, უფრო დასერიოზულებული, გრუბი და თითქოს ისეთი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ ძმებსო. ასეც იყო, ბეშქენი ჯიბრში ედგა ძმას, როდესაც მირიანი სოფლის საბჭოში მიიწვიეს სამუშაოდ, ბეშქენი ცდილობდა ყველანაირად გაემწარებინა და ხელი შეეშალა ძმისთვის. შემდეგ აღმოჩნდა რომ მხოლოდ ძმას კი არა, ყველას ასე ექცეოდა, ყველას აუბედურებდა, ყველას ეომებოდა, ყველასთან მიზეზს ეძებდა საომრად, ბევრი გააქცია აქედან, ზოგი კი მისი ნებით წავიდა. კეთილი ბიჭი უცებ მოსისხლე მტრად ექცა სოფელს, მისი დის გარდაცვალებამ კი ყველაფერი უარესობისკენ შეცვალა. -მიზეზი რა იყო?- ვეღარ მოვითმინე და ჩავეკითხე. -მიზეზი თავიდან არავინ იცოდა, მერე კი... -სად ხართ აქამდე?- წინადადების დამთავრებაც კი ვერ მოასწრო თითქოს ციდან ჩამოფრინდაო, ჩვენს წინ ნაინა გაჩნდა, -თითქმის ერთი საათია აქ გელოდებით და თქვენ კი მოსეირნობთ.- საყვედური ერია მის ხმაში სახეზე ნათელი ღიმილის მიუხედავად. -რაღაცეებს მიყვებოდა და ისე შევყევით ვერც კი გავიგე დროის გაფრენა.- როგორ მოსწონთ და ძმას მათ წინ დასჯილი ბავშვივით რომ ვდგავარ. -კარგი რა, მართლა კი არ ვბრაზობ- გამიღიმა, ისე როგორც მაშინ პირველად, თვალებიდან დაეწყო სხივების გადმოფრქვევა და მთელ სახესა და სხეულს მოედო.- მომენატრე- მთელი გრძნობით გულში ჩამეხუტა ვიგრძენი როგორ გავთბი, სული გამითბო და გამიფერადა. -ნაინა, სტუმარი სახლში შეიპატიჟე- მკაცრი იყო მისი ხმა, ცოტა ცივი და გრუბი. ნაინამ ხელი დამავლო როგორც პატარა ბავშვს. -წამო სახლს გაჩვენებ, მერე ვიჭორაოდ- ჩემს წინ ოცდახუთი წლის კი არა თხუთმეტიოდე წლის გოგონა იდგა, რომელსაც ცხოვრების გასაჭირი ჯერ არ ენახა. -ნაინა- ისევ გაიმეორა ბოხმა ხმა.- სტუმარი სახლში შეიპატიჟე. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ შავ რკინის კართან ვიდექით, რომელიც ნახევრად ღია იყო, იქედან კი საოცარი სიმწვანე ჩანდა, წითელი ვარდის ბუჩქსაც მოვკარი თვალი. -წამო თორე შემჭამა- სვანეთშიც ჩვეულებრივ კამათობდნენ და-ძმა, ჩემს ამ ფიქრზე უცებ გამეღიმა და ნაინას მივყევი უკან. ეზო ედემის ბაღს გავდა, წამის მეასედში რასაც მოვკარი თვალი. სახლს თვალიც კი ვერ შევავლე როგორი იყო, ნაინა ისე სწრაფად დამატარებდა. მისაღებში მაგიდასთან დამსვა, წინ ჩამომიჯდა, ღიმილი გადაკვროდა სახეს. -დაიწყებ?- თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. -რას?- გამიკვირდა, გამაოცა მისმა შეკითხვამ. -რატომ დაიგვიანეთ?- ჩურჩულით მითხრა. -საუბარს შევყევით- როგორ მაბედნიერებდა ეს გოგო თავისი არაორდინალობით, მისი ამ ცოტა გიჟური ხასიათით - ისტორიებს მიყვებოდა.- დავაზუსტე მისი ღიმილის შემყურემ. -წამო სახლს დაგათვალიერებინებ- გამიღიმა და წამოდგა- ვიცი სვანური სახლები ძალიან გაინტერესებს, ჩვენს სახლში კი თანამედროვეობა და სიძველე ერთადაა შეხამებული. -უხერხული ხომ არ იქნება?- დავიმორცხვე. -არა რას ამბობ, ჩვენ სამის გარდა არავინ არაა, დედა და მამა რეგიონში არიან წასულები, ისიც მალე წავა- ჩურჩულით მითხრა- მიკვირს აქამდე რომ სახლშია, მერე მხოლოდ ჩვენ დავრჩებით და ოოო.... -კიდევ უფრო ლაღად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, პატარა ეშმაკუნამ. სახლი ორსართულიანი იყო. მართალი აღმოჩნდა ნაინა, სიძველისა და თანამედროვეობის დეტალები ერთად იყო ყველაფერი შეხამებული, მეორე სართულის კიბეებზე ავდიოდი და მეგონა თავი მეთვრამეტე საუკუნეში ამოვყავითქო, სახელურებს ვეხებოდი თითებით, დაგრეხილი რკინა, სათუთად დამუშავებული, მისი მოყვანილობა რაღაცას მახსენებდა, სადღაც ნანახ დეტალებს, მაგრამ რას? -აქ მთელ სიგრძეზე საძინებლებია, ბაბუასთან ხშირად მოდიოდნენ თანამდებობის პირები ოჯახებით, სტუმრები, მერე ჩვენი მეგობრები, ასე რომ სახლი ნელ-ნელა გავადიდეთ მაგრამ სულ ვცდილობთ გაახლების დროს სიძველის ეფექტი შევინარჩუნოთ. დიდ დერეფანში ვიდექით კართან, ნაინა ისევ ღიმილიანი სახით მიხსნიდა. ალბათ ხუთი ექვსი საძინებელი იყო, კიდევ რამდენიმე ოთახი, დიდი მისაღები ოთახი, რომელიც შესანიშნავად მოწყობილი და რეკვიზიტებით დატვირთული. ერთი კედელი მთლიანად კუთხური სუვენირებით, ყანწებით, ცხოველების თავის ფიტულებით, ხმალი და აბჯარი, ნაბადი, მეცხვარის ქუდი, ჯიხვის რქები. აი რას მაგონებდა კიბის სახელურები?! ჯიხვის რქებს, მის მსგავსად დაგრეხილი და გამოყვანილი. ფანჯარასთან შევამჩნიე ბევრი წარწერები, სხვადასხვა ხელით ნაწერები, ახლოს მივედი მაგრამ ვერ ამოვიკითხე, ზოგი გაცრეცილი, ზოგი კი ცუდი ხელნაწერის გამო. -ეს ბაბუს მეგობრებმა შემოიღეს წესად, აქ თათბირობდნენ, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყეტილებებს იღებდნენ, შემდეგ რაღაც წარწერებს აკთებდნენ და მიდიოდნენ, ვცდილობდი ამომეხსნა წარწერებია, გამეშიფრა მაგრამ მხოლოდ იაგომ გაიგო მისი მნიშვნელობა და ამიკრძალა ამ თემაზე და ამ წარწერებზე სიტყვის თქმაც კი- ნაინას პირველად ვხედავდი სერიოზულსა და ასეთ მოლაპარაკეს- და როდესაც ის რაღაცას კრძალავს ეს მართლა აკრძალვააა. -ანუ გამოდის ძალიან ძველი სახლია?- ვკითხე ჩუმად რომ აქ, ამ სახლში გამეფებული მყუდროება და სიმშვიდე არ დამერღვია. -კი თითქმის ორი საუკუნის, ძველად კოშკი ყოფილა, შემდეგ ჩემმა დიდმა პაპამ, სახლი ააშენა, ბაბუმ მისი პერიოდის თანამედროვეობა შესძინა, შემდეგ მამამ და იაგომ კი ბოლო შტრიხები შეიტანა. ეს სახლი ოთხი თაობის მომსწრეა, ბევრი ტკივილიც უნახავს და სიყვარული. დიდი ძირძველი ფუძეა, აქედან არავინ გაყოფილა, ფუძეს ყოფდნენ როგორც იცი, მაგრამ არც ჩემს დიდ ბაბუს გაუყვია და არც მამას, იაგო მითუმეტეს არ გაყოფს. -ეს ხომ იშვიათობაა... და- მხოლოდ ახლა შევამჩნიე კუთხეში მდგარი სკამი, უბრალო არა, მახშვის სკამი, წინ რომელიღაც ცხოველის ბეწვი ეფინა ნოხად- ნაინა ეს.. -ხომ ეს მახშვის სკამია, მთავრის. ბაბუა მთავარი იყო, მისი სიტყვა კანონი იყო, ვერავინ გადადიოდა მის სიტყვებს. -ნაინა, საოცარ საყაროში ცხოვრობთ- კრძალვით ვუთხარი. -კარგი რა მარიამ, ეს ტკივილიანი სამყაროა,-უცებ შეეცვლა სახე- წამო რაღაც გაჩვენო- მან ერთ კედელთან მიმიყვანა, სადაც დიდი მუხის ხე გაეკეთებინათ, გატოტილი, პატარა ყლორტებითა და პატარა ყვავილებით, ყველა ტოტს, ყვავილს, ნაყოფს სახელი და გვარი ეწერა. იატაგიდან ჭერამდე ჰქონდა ხეს განშტოება, ნაინას უთქმელად მივხვდი რომ ეს საგვარეულო ხე რომ იყო, მაგრამ რამდენიმე სახელი და გვარი წითლად შეეღებად, ნაინაც მიხვდა რა მაინტერესებდა და უთქმელად დაიწყო. -ეს ხე იაგოს ინიციატივით გაკეთდა, თითქმის ყველაფერს ის აკეთებს უკვე და მამა არ ერევა, ყველანი ხვდებიან რომ ბაბუს გავს, არ არის ძალაუფლების მოყვარული მაგრამ არის სამართლიანი, ყველაფერს ცდილობ რომ სისხლი აღარ დაიღვაროს და მოდავე მხარეებისთვის სასურველი შეთანხმება დადოს. -ეს?- წითლად შეღებილი სახელი და გვარი ვაჩვენე. -ესენი, ის ადამიანები არიან რომლებიც მოკლეს და შთამომავლობის გარეშე დარჩა, იაგომ შური არ იძია, სისხლი არ აიღო მაგრამ სანათანოდ გაუსწორდა, ცდილობს სისხლი არ დაიღვაროს. ის, არ არის ისეთი.... -ნაინა სად ხართ?- იაგოს გაბრაზებული ხმა ისმოდა. -წამოდი, არ უყვარს როდესაც ამ ყველაფერზე სხვებს ვუყვებით მითუმეტეს მასზე. -რატომაა ის ასეთი? სხვებისგან განსხვავებული, გადმოცემით ვიცი რომ ბევრი თანამედროვე ახალგაზრდა თემის საქმეში უკვე აღარ ერევა და ის ერთადერთია რომელსაც სიტყვის თქმის უფლება აქვს. -ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, არ გეწყინოს მისი უხეში ხასიათი, ის ასეთი არ იყო, ამ სამყარომ აიძულა ასეთი გამხდარიყო. -კი მაგრამ რა ხდება თქვენთან ასეთი, რატომ ენგრევათ ადამიანებს ცხოვრება? - აღშვფოთდი უკვე ამდენი ტკივილით. -აქ, ადამიანების სიცოცხლეზე მეტად სიტყვა ფასობს, ყველა გვარს მისი საიდუმლო აქვს. -იაგოს რა დაემართა? - მაინც მძლია ცნობისმოყვარეობამ და ჩუმად ვკითხე. -მარიამ მე არ მაქვს უფლება მასზე რამე მოგიყვე, ალბათ ოდესმე თავად მოგიყვება, თუკი დამეგობრდებით, მე მართლა ვერ გეტყვი. - თითქოს მის ხმაში საყვედური ერია, თავი დამნაშავედ ვიგრძენი, არ უნდა მეკითხა მისთვის ნამდვილად არა. -რატომ არ მიდიხართ აქედან?- მშვიდად ვკითხე მაინც. - იმიტომ რომ მას იმდენად სძულს ეს სამყარო, არ უნდა ეს სიძულვილი გაუნელდეს, იმიტომ რომ მას რაც გადახდა არ დაუშვებს სხვამაც იგივე განიცადოს. მე კი მე აქედან გავიქეცი- ნაინას ხმა სევდამ დაფარა, დავინახე ცრემლის წვეთი როგორ გაკრთა, მაგრამ უცებ გაქრა კიდეც რადგან ღიმილმა დაფარა უცებ- მაგრამ არ ვნანობ აქედან გაქცევას, მე ეს უნდა გამეკეთებინა, ის რომ აქედან მე წავედი ყველას არ ჩაუთვლია გაქცევად, ზოგმა გამამართლა კიდეც. როგორ მინდოდა მეკითხა, რატომ გაიქცა, ვიცი იაგო მისთვის ყველაფერს შეძლებდა და ნაინას სურვილი თუ იქნებოდა დარჩებოდა კიდეც მაგრამ რატომღაც არ დარჩა, მაინც გაქცევა გადაწვიტა, ,,ნეტავ შემეძლოს მისთვის რამის კითხვა“. -ნაინა სახელი სვანეთისთვის მეტისმეტად უცნაურია და ცოტა შეუფერებელიც, სახელიც ისეთივე სინაზის განსახიერებაა როგორც თავად შენ.- ვფიქრობდი ერთს მაგრამ ვკითხე სხვა, ის რაც მაინტერესებდა მაგრამ , არ მინდოდა მასში უნდობლობა გამომეწვია. -ხო, ცოტა უცნაურია- ღიმილით დაიწყო- მაგრამ დედას და მამას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, დედაქალაქში ცხოვრობდნენ რამდენიმე წელი ჩვენი მშობლები, მამა იქ მუშაობდა, მეც იქ დავიბადე, ბაბუ უხუცესთა საბჭოს თავი იყო, მაგრამ ის დედას და მამას ურთიერთობაში არ ერეოდა, მათი ბედნიერება უხაროდა, შვილებს სრული თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ მათ ყველა ქმედებაზე პასუხს თხოვდა. ნაინა კი დედამ დამაქვა. -ძალიან მომწონს შენი სახლი და შენი სახელი. - მე კი შენ მომწონხარ მარიამო.- გამიღიმა და უცებ ჩამეხუტა.- წამო ახლა ქვემოთ ჩავიდეთ და იქ განვაგრძოთ. ისევ ისე დამავლო ხელი, როგორც პატარა ბავშვს და გასასვლელისკენ წამიყვანა. შემოსასვლელ კართან წმინდა გიორგის მოჩუქურთმებული დიდი ხატი იყო კედელზე, წინ კანდელით, პირჯვარი გადავისახე. -სვანეთში წმინდა გიორგი გასხვავებულად სწამთ. არ ვამბობ რომ სხვა კუთხის ადამიანებს არ სწამთ, მაგრამ აქ სულ სხაგვარად სწამთ, ტყვეთა განმათავისუფლებლად, ბოროტთა შემუსვრელად და გლახაკთა დამცველად წარმოუდგენიათ როგორც მის ტროპატშია, ალბათ იცი რომ სვანეთს იშვიათად ესეოდა მტრები, ის თითქმის არასდროს არავის დაუპყვრია და როდესაც ომი მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სვანეთში ამოჰქონდათ ძვირფასი განძი და ღირებული ნივთები, სამეფო ოჯახები აქ ხიზნავდნენ თავიანთ ახლობლებს და აქ აფარებდნენ მეფედედოფლები თავს. მიუვალი ადგილებისა და ციხე კოშკების გამო. ახლა გახდა ცოტა ადვილად მისადგომი ჩვენი მხარე, ადრე კი ძნელად თუ მოვიდოდნენ აქ, სვანეთი მთებითა და კლდეებითა გარშემორტყმული, მტერი ადვილი სამიზნე იქნებოდა, ამიტომ ძალიან იშვიათად თუ გაილაშქრებდნენ სვანეთზე. არსეობობს ერთი ლეგენდა, სვანეთში არის ერთი სოფელი მახვერი, როდესაც მტრები შემოსევია სოფელს, სოფლის მცხოვრებს მალულად დასხმიან თავს, ალბათ როგორც ახლა და ყოველთვის, მაშინაც ციხე შიგნიდან გატყდა და ის ბილიკი აჩვენა მტრებს რომელიც სოფელს აკავშირებდა გარე სამყაროსთან, მოულოდნელი თავდასხმის გამო, თითქმის მთლიად გაწყვიტეს სოფლის მცხოვრებნი და მათი მცველები, ამ სოფელში არის წმინდა გიორგის ტაძარი, ერთ-ერთი დაჭრილი მცველი, მიბობღებულა ტაძრის კართან და დაუკაკუნებია ,,წმინდაო გიორგი, გამოდი დაგვეხმარე, ხომ ხედავ გაგვჟლიტეს ამ ურჯულოებმა“ო - გაკადნიერებულა მცველი. ამპარტავნებას უძლევია მასში. შიშს, სიძულვილს, საკუთარი და ახლობელი ადამიანების სიყვარულს. ლეგენდის მიხედვით ტაძრის კარი გაღებულა, ცხენზე ამხედრებული და ხმალ შემართული წმინდა გიორგი გამოსულა, ის შებრძოლებია მთლიან მტრის ჯარს და გაუჟლეტია, ამბობენ ეკლესიის ეზოში მთლიანად სისხლის მდინარეები ჩამოედინებოდაო,. იმდენად სწამდათ სჯეროთად ეს რწმენდა უნარჩუნებთან სიმტკიცეს, ამდენად შეურყეველ და შეუდრეკელ ხალხად ჩამოვყალიბდით. ეკლესიის ეზოში და მის ახლოს წყალი არ მოედინება, სასულიერო პირები წყალს შორი მანძილიდან ეზიდებოდნენ რადგან ეკლესია ისეთ ადგილას მდებარეობს, ახლომდებარე მოსახლეც კი შორსაა, ბრძოლის შემდეგ, ამ სასწაულის შემდეგ, ეკლესიის ეზოში წყარომ ამოხეთქა, ამბობენ სასწაულმომქმედიაო, ბევრი მომლოცველები დადიან და სნეულები მოყავთ. რწმენას დიდი ძალა აქვს. ა,ბობენ: მხოლოდ ერთხელ შეისვენა წმინდა გიორგიმ, შუბი მიწაში ჩაარჭო, ცხენზე შესწორდა და ისევ ეკვეთა მტერსო, შუბი როგორც კი ამოიღო მიწიდან წყარომ იხეთქაო. -ვეღარ დაამთავრეთ?- მკაცრმა ხმამ შეაწყვეტინა. ისევ დავლილი სიცივე ვიგრძენი სხეულის ყველა წერტილში. - რა დაგრჩა ნაინა უთქმელი?- ისევ ის სიფიცხე და სიმკაცრე, ტკივილით გაჟღენთილი ხმა. -გეყოფა, შენ ყველაფერს აურევ- მშვიდად უთხრა ნაინამ და პირველი სართულის მისაღების კარი შეაღო. იმდენად მონუსხული ვუსმენდი, ამ ლეგენდებსა და ამბებს ვერ გავიგე როდის ჩამოვიარეთ კიბეები, როდის აღმოვჩნდი მისაღებში მაგიდასთან, იაგოს მკაცრი ხმა ჩამესმოდა ისევ და ვცდილობდი რეალობის შეგრძნება არ დამეკარგა. ვცდილობდი ამეხსნა რატომ ვგძნობდი მისი ხმის გაგონებისას მთელ სხეულში სიცივესა და ტკივილს, რატომ იწვევდა ის ჩემში ასეთ რეაქცებს. მისი თვალები ხანდახან საშინლად მაშინებდნენ, ხანდახან ტკივილს ვგრძნობდი, ხანდახან კი სითბოს და კიდევ რაღაცას, ვცდილობდი ამომეხსნა ეს რა იყო, მაგრამ ვერა და ვერ შევძელი, ვერ დავინახე რა იყო ეს, ჩემდამი სიძულვილი თუ რაღაც სხვა ... შევამჩნიე საკუთარი თავი რაღაც იმედს ეძებდა, რომ მასში სხვა ადამიანი დამენახა, ჩემიანი და ჩემნაირი, მაგრამ ისიც კი არ ვიცოდი რა მინდოდა და რას ვცდილობდი, რატომ მინდოდა დამენახა მასში სხვა. იმდენად დამაბნეველი იყო, ხანდახან ორი აადამიანი მეგონა, რადიკალურად განსხვავებულნი ერთმანეთისგან. ერთი თბილი და ყურადღებიანი, მეორე კი ცივი და უბრალოდ მხოლოდ სვანი. *** „სიყვარულის კოშკზე“ ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ოდესღაც იფარში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებული მშობლების ერთადერთი ასული, მიაგულ პირველი. კალაში კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავი მიაგულ პირველი შეხვედრია ოტია მარგველანს, რომელიც კარგი ვაჟკაცი და მონადირე ყოფილა. მათ ერთმანეთი შეყვარებიათ, მაგრამ ვაჟკაცს ცოლშვილი ჰყოლია, მეუღლე და ხუთი შვილი. ვერ გადაუწყვეტია მიაგულს შეყვარებულის ოჯახის დანგრევა და უკანასკნელი სიტყვაც უთქვია ოტიასათვის. დამწუხრებული კალელი სანადიროდ წასულა, თავს არ ზოგავდა, ისეთ კლდეებს შესჭიდებია. ბედს უმუხთლია, ნადირობისას ენგურში ჩავარდნილა, რის შემდეგაც ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლიც მდინარეში გადავარდნილა. ამბობენ, რომ ისინი კალმახებად გადაიქცნენო. მიაგულისთვის მამამისს შუა ენგურში მდგარ ლოდზე კოშკი აუგია. სადაც მზეთუნახავი სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტილა, დროდადრო თავისი ხელით აპურებდაო კალმახად გადაქცეულ ოტიას და მეუღლეს. ენგურში მდგარი ლოდის ქვემოთ მიწიდან ამოდის სუფთა წყარო, იგი თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, როცა მდინარე იკლებს. ამბობენ კოშკიდან გადმოღვრილი მიაგულის ცრემლებიაო.“ -ხომ გითხარი მოგეწონებათქო?- ნაინა გვერდით ამოდგომოდა და კოშკის შემყურეს არც დამინახავს. -საინტერესო გიდები ხართ.- და-ძმა ერთად მოვიხსენიე.- სულ სხვა თვალით დამანეხეთ სვანეთი. გამიცოცხლეთ ყველა ლეგენდა. -შენს გვერდით ჩვენ სულ სხვაგვარები ვხდებით- ღიმილით მითხრა ნაინამ, შემდეგ კი ჩუმად დაამატა- განსაკუთრებით კი ის. -ხომ გთხოვე რომ ამ საკითხე არ უნდა იხუმრო? - გავუაწყენდი ნაინას. -შენ, შენს შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება, მე იმაზე მეტს ვხედავ და ვიგებ, ვიდე საჭიროა. -ტყუილად ნუ მაიძულებ ფიქრს.- მკაცრად ვუთხარი, მაგრამ ნაინასთან როდის ჭრიდა მსგავსი საუბრები. -შენ იფიქრე და დანარჩენი დროს მიანდე, რომელიც ძალიან ძალიან მალე დადგება. -ოხ ნაინა... -სურვილი ჩაიფიქრე - ხმამაღლა მომაძახა და თვითონ კი მანქანისკენ დაიძრა. ნაინამ და იაგომ სვანეთის შესაცნობად წამიყვანეს. ისევ ნაინამ დაგვითანხმა ორივე, ჯერ ძმა და მერე ორივემ მე. -ახლა სად მივდივართ?- იკითხა ძალით ნებისყოფა მოკრებილმა ძმამ. -იქ, ჩემს ადგილას. -სად იქ?- ახლა მე ვკითხე. -იქ სადაც, იშვიათად სტუმრობენ ტურისტები და ამავ დროულად ხშირად. -კი მაგრამ სად? -კოშკებს უნდა გადმოვხედოთ. სვანეთში კოშკის მშენებელთ განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ სვანები, კოშკი ხომ სვანი კაცისთვის ციხესიმაგრეა, ღირსების დემონსტრირებაა. რაც უფრო ლამაზი და კარგად ნაგებია კოშკი, მით უფრო ფასობს მისი მშენებელიც და მისი მესაკუთრეც. მე-12 საუკუნეში ბერიანების გვარში იყვნენ კოშკის მშენებელნი - და და ძმა. როგორც ამბობენ,ისინი ერთად მუშაობდნენ და საუკეთესონი იყვნენ ამ საქმეში. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კოშკის მშენებლობაში ქალი მონაწილეობდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქალს კოშკის გარეთა კედლები ამოჰყავდა, მის გარეგნულ იერზე ზრუნავდა და ამას იმდენად კარგად აკეთებდა, რომ მესტიის რაიონში არცერთ კოშკს არ აქვს უფრო სწორი კედლები. საოცარია, როგორ უმკლავდებოდა "ბერიანშა ჰასვიში"(ბერიანების ასული) ასეთ რთულ საქმეს. ცნობილია მათ მიერ აშენებული 3 კოშკი, ერთი მესტიაში დგას, მეორე ლენჯერში, მესამე კი - მულახში, ღობრაში და ის ხატააშდურის სახელით არის ცნობილი. და-ძმის მიერ აშენებული ყველაზე ლამაზი და დახვეწილი კოშკი დღესაც ურყევად და ამაყად დგას მესტიაში და ის რატიანებს ეკუთვნით. ბერიანების გვარი ერთ-ერთი უძველესი სვანური გვარია, თუმცა მცირერიცხოვანი. ამ გვარის არსებობას საფრთხე დაემუქრა ჟამიანობის დროს - ამოწყდა მთელი გვარი, გადარჩა მხოლოდ ბერიანების რძალი, გვარად ხოჯელანი, რომელიც ამ დროს მუცლით ბერიანთა შთამომავალს ატარებდა. მან ვაჟი გააჩინა, რომელმაც შეძლო გვარის გაგრძელება და გადაარჩინა გაქრობას. ბერიანების გვარი ეკუთვნის მულახის თემს, მათი ფუძესოფელია ზარდლაში, სადაც ისინი სახლობდნენ 1987 წლამდე. იმ წელს სტიქიამ ისინი აიძულა დაეტოვებინათ მამული და სვანეთი. დღეს ისინი ეკომიგრანტები არიან და ძირითადად ცხოვრობენ ქვემო ქართლში. -მადლობა დღევანდელი დღისთვის, საინტერესო იყო.- და ძმამ ნელი დეიდას სახლთან მომიყვანა. -პირიქით, კარგი მოსაუბრე ხარ, საინტერესო მგზავრი.- გამიღიმა ნაინამ. -კარგი დღე გამოვიდა- სარკიდან მიყურებდა და თვალებში რაღაც სულ სხვა სხივი ედგა. -კი ნამდვილად- გავუღიმე და მანქანიდან გადავედი, ემოციებით დატვირთული. *** არც ისე დიდი ხანია აქ ვარ და პირველად წვიმს. წვიმს, რაღაც სხვანაირად, ფანჯარასთან ვიჯექი, ვუყურებდი როგორ მოძრაობდა ღრუბლები მერე კი ცამ ფერი იცვალა, ნელა მოიქუფრა, ცისფერიდან, მუქი ლურჯი ფერი მიიღო, მერე ძალიან ძალიან მუქი ლურჯი, მერე სიშავე შეეპარა, სადღაც გაქრა ის სხივიანი ღრუბელი, ობლად რომ დასრიალებდა ცაზე, ისიც შავმა ღრუბელმა დაფარა, გაიელვა, შემეშინდა და უცებ წამოვიკივლე, სასაცილოა არა? ნამდვილად, ადამიანი რომელსაც თითქმის არაფერი არ აშინებს, უბრალოდ გაელვებამ შეაკრთო და შეაშინა, ვიცი მეც მიკვრს, ვერ ვიტან ჭექა-ქუხილს, სიცივეს. წვიმას კი, ოღონდ წყნარს და მშვიდს. არასდროს მესმოდა ადამიანების რომლებიც ამბობდნენ რომ წვიმაში ცეკვა რომანტიული იყო და სიყვარულს გადმოსცემდა, საერთოდ არ მერომანტიულება ასეთი სიყვარული. არ მჩვევია ვიყო სუსტი, მაგრამ ნახეთ უბრალო გაელვებამ შემაშინა... როგორ შემაკრთო.. ნაინასთან სტუმრობამ მშვენივრად ჩაიარა, რამდენიმე დღე გამყვა მისი პოზიტივი, მას ხომ გადამდები ღიმილი, სითბო, სიხალისე და სიყვარული აქვს, გათბობს, მისი ღიმილით და გავსებს, მასთან სტუმრობის შემდეგ არც ერთი აღარ მინახავს, არც გამოჩენილან. ამ წვიამიან დღეს კი, მე ჩემს წიგნს მივუბრუნდი, იმდენად გადავეშვი ამ სამყაროში რეალობის შეგრძნება დავკარგე, არ ვიცი რამდენი ხნით ვიჯექი კომპიუტერის ეკრანთან, მაგრამ როდესაც რეალობის შეგრძნება დამიბრუნდა თვალი შევავლე ჩემს ნაშრომს და მომეწონა, პირველად... პირველად ვიყავი საკუთარი თავით კმაყოფილი, მაგრამ აკლდა რაღაც, რას მეტ ელფერს შესძენდა და საინტერესოს გახდიდა. თავს უფლება არ მივეცი, იაგოსა და ნაინას ისტორიები ჩამერთო თან, საკმაოდ კარგი გამოვიდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, ეს მხოლოდ რამდენიმე გვერდი იყო. სიმძაფრე აკლდა -ბეშქენი და მირიანი- წამოვიძახე უნებურად. აი რა მინდოდა, სინამდვილე, ნამდვილი სვანური ისტორია და არა გამოგონილი ამბები, სიმართლე, დამალული და შენიღბული, არავინ მაპატიებდა ამ ისტორიის სააშკარაოზე გამოტანას, მათი დის სიკვდილის ისტორიას, მაგრამ მთავარი იყო ჯერ სიმართლე გამეგო, ყველაფერი ნამდვილი და არა ხალხის ჭორი, გამოგონილი და შეთხზული ამბები, აი რა იყო ის რაც ისტორიას სიმანდვილესა და მეტ ეფექტს შესძენდა. -ჩემო გოგო, უკვე გვიანია და შენ კი ისევ მუშაობ- ოთახის კარი ნელი დეიდამ შემოაღო და ჩემი მაგიდისკენ წამოვიდა. -ხო, იმდენად შევყევი ვეღარ გავიგე დროის გასვლა. -როგორ მიდის სამუშაო. -მშვენივრად, ძალიან კარგადაც კი, მაგრამ რაღაცეები მინდა შევასწორო, ეს მხოლოდ მონახაზია. -მიხარია ჩემო გოგო- გამიღიმა- გემრიელი კუბდარები დავაცხვე და წამო დავაგემოვნოთ. -დიდი მადლობა ახლავე მოვალ- ფაილი შევინახე და კომპიუტერს ვრთავდი როდესაც... -წამო სტუმრებიც მოვიდნენ როგორც ჩანს- ჭიშკრიდან მშვიდი ძახილი გავიგონე. -სტუმრები?- გამიკვირდა, თუ ვინმე სტუმარს ელოდა ნელი დეიდა აუცილებლად მაფრთხილებდა ხოლმე, მაგრამ ახლა რატომღაც ამ ყველაფრისთვის არსებითი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. -ჰო, ნაინა და იაგო დავპატიჟე, აქ მეგობრებით არ ხარ განებივრებული, მხოლოდ ჩემთან გაქვს ურთიერთობა და რამდენიმე მეზობელთან, რომლებთანაც მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლები. ისინი კარგი ოჯახიდან არიან შვილო მათთან მეგობრობა ბევრს შეგძენს, თან უამრავი საინტერესო ისტორიები იციან შენი წიგინსთვის- მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა. ნელი დეიდამ დამტოვა ოთახში მარტო, აზრებს ვიკრებდი როდესაც მისაღებ ოთახში მისი ბოხი ხმა გავიგონე, თბილი და ალბათ ღიმილიანიც კი. მე კი ისევ ის სიცივის გრძნობა არ მტოვებდა, ყოველი მისი ხმის გაგონებისას რომ იწვევდა ჩემში. -რა გემრიელი სუნებია ნელი ბიცოლა- ღიმილიანი ხმა ჰქონდა, მე კი ისევ ჩამქრალი კომპიუტერის წინ ვიჯექი და თვალები უაზროდ გამეშტერებინა მისთვის. -მოდი ჩამოჯექი, მარიამიც ახლავე გამოვა, ნაინა სადაა შვილო?- ჩემმა სახელის ხსენებამ, შემდეგ ნაინას გარეშე მისმა აქ მოსვლამ რეალობას დამაბრუნა. -ცოტა შეუძლოდაა, ვერ ეგუება ამ ჰავას მისი სუსტი ფილტვები და როგორც იცით სულ ცივდება ხოლმე, მის გარეშე არ მოვდიოდი მაგრამ არ დამანება, მარიამი მარტოაა და იქნებ ცოტა ხანი დაელაპარაკო, წვიმებია და სახლში მოიწყენსო. იმდენად თბილი იყო მისი ხმა, თვალი უნებურად სარკისკენ გამეპარა, თმები შევისწორე, ტანსაცმელს თვალი შევავლე, შავი შარვალი, შავი ზედა და ლურჯი თხელი ჟაკეტი მეცვა, არაფერი გამომიცვლია, კარისკენ წავედი, ღრმად ჩავისუნთქე და.. -საღამო მშვიდობისა- მივესალმე ოთახში მყოფნთ. ის მაგიდის პირდაპირ იჯდა, როგორც ყოველთვის მუქ ფერებში იყო, მისი დანახვისას სიხარული ვიგრძენი, მკაცრი სახის მიუხედავად თვალებში მზეს ვხედავდი, სითბოს, სიყვარულსა და პატივისცემას. -ხოჩა ლადელ- მომესალმა ისიც. -მაგვარდ ხარიდ?- ვკითხე და გაეღიმა. -მახვმარ- მიპასუხა. -ო, ყოჩაღე მარიამ- ნელი დეიდამ გამომხედა და გამიღიმა. -სწორად გამოთქვამ და უცებ შეგისწავლია- მისი შექება, ღიმილიანი სახით მაბნევდა, ,,რას მიშვება ეს ადამიანი გავიფიქრე“. -მაგიდას მივუსხედით- ნელი დეიდას უვე გაემზადებინა, კუბდარი, ცხელი ჭვიშტარები და ერთი ბოთლი არაყი- წვიმიანი ამინდია, არაყი შეფერის. -რა სურნელებია- კუბდარის საკმაზის სუნი, ცხვირში მიღიტინებდა და მაცდურად მიცქერდა. -ნელი ბიცოლა შეუდარებელ კერძებს ამზადებს- თქვა იაგომ და პირველი ნაჭერი გადაიდო , დააგემოვნა- ძალიან გემრიელია, შეუდარებელი. იმდენად უშუალო, თბილი და თავისუფალი იყო, მიკვირდა ნამდვილად ის იყო თუ არა, წამით თვალი გამიშტერდა მასზე, მის სახეს ვიკვლევდი, პირველი მაინც მისი თვალები იპყობდნენ ყურადღებას. შავი და თაფლისფერი, გარდამავალი ფერები, დიდი შავი წამწამები, შავი თმები, წვერი, ვარდისფერი ტუჩები, გამოყვანილი თითქოს კონტურით დახატული, ქართული ცხვირი. ნიკაპი და გრძელი მოვლილი თითები. მისი სახის ცვლილებას მოვკარი თვალი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, გაიღიმა, და სასწრაფოდ შევცვალე ჩემი სახის გამომეტყველება, მისი სახიდან კუბდარზე გადავიტანე. -ძალიან გემრიელია- კიდევ ერთხელ გაიმეორა. -იაგო, დაგვილოცე ოჯახი- ნელი დეიდამ წინ დაუდო სასმელით სავსე ბოთლი.- ჩემი ქმარი ედიშერი რომ სახლში იყოს, ხომ იცი სათანადოდ გაგიწევდა მასპინძლობას, მაგრამ ეს მცირედი გულით მოგართვით შვილო. -მადლობა ნელი ბიცოლა, არ არის ამდენი ბოდიში საჭირო, მე ხომ უბრალოდ გადმოვედი, ვიცი თქვენი ოჯახის მასპინძლობის ამბავი. -სად არის თქვენი ქმარი ნელი დეიდა?- ჩუმად ვკითხე, იმდენად წყნარად რომ საკუთარი ხმაც კი მეუცნაურა. -საზღვარგარეთაა შვილო, წლებია ასე დადის, ჩემი შვილი იქ ცხოვრობს, აქ ზაფხულობით ჩამოდის, მეც მეუბნებიან რომ წავიდე, მაგრამ ფუძეს, კერას ხომ არ გავაციებ? სანამ ცოცხალი ვიქნები, ვიქნები ასე და მერე რამე იქნება შვილო. -არ გიჭირთ მარტოობააა? -მარიამ ხანდახან მართლა ჟურნალისტი მგონიხარ- ღიმილით მითხრა იაგომ- მიირთვი ცხელი უნდა დააგემოვნო ჭვიშტარი და კუბდარი, ცხელს აქვს განსაკუთრებული გემო, ცივი კი კარგავს არომატს. -მადლობა უგემრიელესია- პირველივე ლუკმამ საოცარი გემო და შეგრძნება დამიტოვა- პირველად არ მივირთმევ მაგრამ ეს ყველასგან განსხვავებულია რაც კი ოდესმე დამიგემოვნებია. -სვანური კერძები სვნეთში უნდა გასინჯო, არა მარტო სვანური, ყველა კუთხეს მიტომ აქვს თავისი განსხვავებული და დამახასიათებელი კერძები, რომ მას იქ ამზადებენ ყველაზე განსხვავებულად. სადაც, რომელ კუთხეშიც არ უნდა მიხვიდე, აუცილებლად დააგემოვნე კუთხური კერძი, აი ნამდვილ გემოს მაშინ შეიგრძნობ. -ჰო, ნამდვილად ასეა- მე და ის ერთ მაგიდასთან ვისხედით და უბრალო ჩვეულებრივი ადამიანებივით ვიქცეოდით, ასეც იყო, მაგრამ მისი სტატუსი მაშინებდა, მისი მკაცრი გამოხედვა, წამის წინანდელ სიმპატიას შლიდა მეხსიერებიდან და ისევ სიცივეს ვგრძნობდი სხეულში, მერე ისევ გაიღიმებდა და ვთბებოდი, დაუსრულებელი ციკლი მიმდინარეობდა ჩემში, მისი ყოველი გამოხედვა ამოუხნელ განტოლებად ჩარჩა ჩემში. მშვენიერი საღამო გამოვიდა, ნელი დეიდამ მალე დაგვტოვა, მეზობელთან გადავიდა, წნევამ შეაწუხა და ნელი დეიდა იყო მისი ექიმი და ექთანი, მე და იაგო კი დიდი ხნის მეგობრებივით ვსაუბრობდით, ყველა თემას განვიხილავდით, საკუთარი თავების გარდა, არ ვეხებოდით სვანეთს, ტრადიციებს, მხოლოდ ერთი საღამო მივეცი თავს უფლბა არ ვყოფილიყავი შებოჭილი, არ მეფიქრა სვანეთზე, მის წეს ჩვეულებებზე და სისხლზე, მეც უბრალოდ თინეიჯერ გოგოდ ვიქეცი, ის კი უბრალო ბიჭად. -თავისუფალი შეხედულებები გაქვს, კიდევ უფრო და მეტად დაარღვიე ქალაქელი გოგოს იმიჯი, სასიამოვნო მოსაუბრე ხარ, ყველა თემაზე შენი შეხედულებები გაქვს, ყველაფერზე შენი დებულება გაქვს. სასიამოვნოა შენთან კამათიც კი. -ქალაქელობა არ ნიშნავს იმას, იყო სწერვა და გაპრუწკული, დამიჯერე მხოლოდ ქალაქში არ არიან ასეთები. ყველგან არიან ქალაქშიც და სოფელშიც, ძირითადად სოფლელი გოგონები იქცევიან ან მეტისმეტად გათამამებული იქცევიან ასე, დედიკოსა და მამიკოს ფულიანი გოგოები. -კი მაგრამ მე მინახავს, საშუალო დონის მაგრამ ზედმეტად გადაპრანჭულები. -მეც მინახავს, ზოგიერთი სხვისი მიბაძვით ხდება ისეთი როგორიც არიან, ზოგი იპრანჭება ზედმეტად, ზოგს არ უნდა მაგრამ გამოდის. მათ გამო სხვებსაც ისევე უყურებენ როგორც მათთვალებში ვუყურებდი და - აი, მაგალითად შენც ხომ მათნაირი გეგონე? იცი არ გამკვირებია, მაგრამ ცოტა მეწყინა. -ბევრი მინახავს, შენ ხომ პირველივე დღიდან ახალი ამბების ეპიცენტრში მოხვდი? ყველაფერი გაინტერესებდა, ბევრ კითხვას სვამდი, მერე იქ გნახე ქუჩაში, შემეპასუხე და ნერვებიც კი მომიშალე. -შენ ჩემი შეშინება გინდოდა, გინდოდა აქედან წავსულიყავი, ესეთი სუსტიც კი არ ვარ, ვინმეს ხმამაღალმა საუბარმა, ტონმა და სიმკაცრემ აზრები დამიბნიოს, საკმაოდ შეუპოვარი ვარ, დაწყებულს აუცილებლად დავამთავრებ. -ვიცი, ახლა უკვე მივხვდი, წინა დღესაც კი გითხარი რომ სხვებს არ გავხარ, დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი ამ ყველაფერში, და მინდა გითხრა რომ მოვიხიბლე შენით. ,,მოვიხიბლე შენით“ იმდენად იმოქმედა იმ წამს მისმა სიტყვებმა რომ წამით სუნთქა შემკრა, რეალობის შეგრძნება დავკარგე, როგორ მოსწონს ასე რომ მემართება, მის თვალებში სხივი გაჩნდა, ისე მიყურებდა მის თვალებს ვერ ვწყდებოდი, თვალს ვერ ვაშორებდი, ის კი ჯიუტად დათარეშობდა, მისი მზერით ჩემს სახეზე. -მარიამ ისუნთქე- ღიმილით მითხრა. ახლა მივხვდი რომ სუნთქვა შემკვროდა, უფრო სწორად არ ვსუნთქავდი და მისი თვალების სიშავეში ჩავკარგულიყავი. მხოლოდ მისი ნათქვამი ფრაზა ჩამესმოდა გონებაში რომელიც ექოდ მოდებოდა ყველა უჯრედს. -მთაში როდისმე სალაშქროდ ყოფილხარ?- მკითხა უცებ და თემა შეცვალა. -აა, კი- დაბნეული ავლუღლუღდი, შემდეგ კი მხნედ განვაგრძე- საქართველოს ყველა კუთხე მაქვს ნანახი, ამით ვამაყობ კიდეც, მაგრამ მინდა სვანეთის მთები ფეხდაფეხ შემოვიარო, ხომ იცი აი ის ლექსი. ,,ნეტავ წამიყვანა სადმე, სადმე საქართველოს მთებში, ბილიკს დამადევნა კენტად, წვიმის დამაწია თქეში“. ძალიან მინდა, მთლიანად მოვიარო ყველა კუთხე და კუნჭული, მინდა ეს დრო რასაც აქ გავატარებ სრულიად ამ სამყაროს მივუძღვნა, მხოლოდ აქ ვიყო, ვიცი ეს დრო აღარ განმეორდება, ეს პირველი შთაბეჭდილებაა რომელიც აღარ განმეორდება, აქ კიდევ დავბრუნდები მაგრამ ისევ ისეთი აღარ იქნება როგორც ახლა. პირველი შეგრძნება ხომ დაუვიწყარია. მონუსხული მისმენდა, არაფერს ამბობდა და სკამის საზურგეს მიყრდნობოდა. -რამდენიმე დღეში ჩვენთან ნაინას მეგობრები ჩამოდიან- რამდენიმე წამიანი სიჩუმე მისმა თბილმა ხმამ დაარღვია- მათ ლაშქრობა აქვთ დაგეგმილი, ზოგი პირველად მოდის, ზოგი უკვე ნამყოფი არიან, შემოგვიერთდი. -მართლა?- ბავშვურად გამიხარდა, ეს ლაღი, გულწრფელი სიხარული იყო.- მართლა მეუბნები? -ჰო, მართლა.- მანაც ისევ ისე თავისუფლად და თბილად გამიღიმა. იცით როგორია როდესაც შთაბეჭდილებებით იღლები, ემოციებისგან იცლები და ამავ დროულად ივსები კიდეც? გიგრძვნიათ? მე კი, იაგოს წასვლის შემდეგ ისე უცებ დავალაგე ყველაფერი, საწოლს მივაშურე და წვიმის წვეთების თვლა დავიწყე, რომლებიც ისე ხმაურობნენ მღილდნენ კიდეც, ვერც კი გავიგე. მიხაროდა, კიდევ უფრო მეტად მიხაროდა აქ რომ წამოვედი, მალე კიდევ ჩემს ნატვრა-სურვილს ავიხდენდი, მთას შემოვივლიდი, ,,ღმერთო რა მაგარია“- ღიმილმა დამიფარა სახე და იაგოს სახე დამიდგა თვალწინ, მისმა ღიმილმა უცებ ამრია, ფიქრები ამიშალა და ,,მოვიხიბლე შენით“ ისევ ჩამესმოდა. საღამოობით მე და ნელი დეიდა, ხშირად ვსაუბრობდით, მიყვებოდა ამბებს, ისტორიებს, მისი ახალგაზრდობის ამბებს, ლამაზ მოგონებებს, არ მიყვებოდა ტკივილზე და ცრემლზე, მხოლოდ. -ძილის წინ ვერ შეგაშინებო - მეტყოდა, გამიღიმებდა და პირჯვარს გადამსახავდა. -კარგი არ მომიყვეთ მაგრამ კიდევ არის რომელიმე მთა სადაც ისტორია იმალება? და საიდუმლოებებით არის მოცული? -დალოცვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ შვილო. როგორ არა, საქართველოში იმდენი საიდუმლოა, იმდენი ამოუხსნელი ფაქტი და მივიწყებულია ამბავია, ხალხმა ყველა ფაქტი და ისტორია ლეგენდად აქცია, ლეგენდები თითქმის აღარ ახსოვთ ადამიანებს, ისტორიები კი დავიწყებას ეცემა ნელ-ნელა. -კი მაგრამ ხომ არიან ჩემნაირები, ადამიანები რომლებსაც ისტორია აინტერესებთ, ისტორიკოსები, მთასვლელები და კიდევ უბრალო ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ყოფას გაურბიან და მთაში ჰპოვებენ შვებას? -აღარ არიან ჩემო გოგო ესეთები, ცოტანი დარჩნენ, ავიწყდებათ ისტორია, წეს-ჩვეულებები, წინაპრებიც კი. იმდენი ხანია ჩემი მთა არ მინახავს, მგონი მაიწყდეა კიდეც. -რომელია თქვენი მთა? -ლეჩხუმიდან ვარ შვილი. ქვემო სვანეთიდან. -ნელი დეიდა, მსმენია ხომლის მთა, იმერეთში კიდემოტეხილასაც კი ეძახიან, მაინტერესებს ამ მთის ისტორია. -რა იცი ჩემო გოგო მაგ მთის შესახებ- ღიმილით მკითხა მან. -ვიცი რასაც ამბობენ, რომ შეიძლება მის შიგნით მიძინებული ქალაქი იყოს როგორც ატლანტიდა, რომ შეიძლება იქაა მიჯაჭვული ამირანი, რომ შეიძლება მედეას შვილების მკვლელობაში ტყუილად დასდეს ბრალი, რომ მითი შეიძლება აღმოჩნდეს ლეგენდა ოქროს საწმისზე, რომ ამ კლდეში გველეშაპი ცხოვრობს- ვუყვებოდი ნელი დეიდას, ჩემს მიერ წაკითხულ და მთელი მონდომებით შეკოწიწებულ ამბებს, მისი სახე კი ნელ-ნელა უფრო ფერადებოდა და ღიმილით იფარებოდა. -მარიამ როგორ მაოცებ ჩემო გოგონა- ნელი დეიდამ გამიღიმა და მის თვალებში დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. -უბრალოდ ყველაფერი მაინტერესებს. - მეც გამეღიმა. -კიდევ არის რამე რაც გამოსაკვლევი დაგრჩა? -კი ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ეს ყველაფერი მერე. -ანუ ხვამლის მთა?- ნელი დეიდამ ისევ გამიღიმა. რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე, დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივით გართხმულა ხომლის მთა, იგივე ხვამლი. მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები, მერე კი ჟურნალისტები, ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა: “რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით” ხომლი- ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, თუ დავაკვირდებით ვნახავთ რომ ხვამლი მთის თავზე, რამდენიმე ვარსკვლავური ჯგუფი იყრის თავს. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება, ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს. ,,ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს“- ვკითხულობთ ჟამთა აღმწერის ნუსხაში. სამჯერ დალაშქრეს ხვამლის მთა, სამჯერ მოეწყო ექსპედიცია, სამივეჯერ უშედეგოდ და თითქოს არაფრიმთქმელად, პირველად 1939 წელს, მეორედ 1984, ხოლო მესამე 2007 წელს, სამივეჯერ ერთი და იგივე განმეორდა, სამივე ექსპედიცია ერთიდა იგივე გვირაბში განხორციელდაა. რატომ არასდროს არავის მოსვლია აზრად რომ ის დანარჩენი ცხრამეტი გვირაბიდან ერთ ერთი მაინც ენახათ? სამივე ექსპედიაციამ ის ერთი და იგივე მარშუტით დალაშქრეს ხვამლი, რომელიც შესაძლოა განძისთვის გამოეყენებინათ, მისი ღიობიდან რამდენიმე შესასვლელია თითქოს ლაბირინთივითაა გაშლილი. მოსახლეობაში არის ერთი ლეგენდა, რომელიც უკვე თითქმის დავიწყებას მიეცა, არის ერთი გამოქვაბული საიდანაც ,,ვერძისთავა“, მდინარე გამოედინება, უფრო სწორად ისე ქუხდა რიონს თითქოსდა კეტავდა, ადგილობრივი მცხოვრებლეები ამბობენ რომ წლის სხვადასხვა პერიოდში, წყლის ნაკადი ხან ცხენისწყალისკენ მიდის ხან რიონისკენ, ლეგენდა კი ამბობს: ,,იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს“. ვინ იცის რას მალავს ხვამლის მთა, სავარაუდოდ მიწისქვეშა ქალაქს რომელიც ჯერ არავის უნახავს და რომელსაც სავარაუდოდ უცვლელად აქვს სახე შემონახული, აქ ხომ უხვად არის მიმობნეული პატარა ქვებიც კი რომლებიც სულაც არაა უბრალო, მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან, როცა აქაურობა ჯერ კიდევ ზღვის ფსკერი იყო. იქნებ აქ არის ატლანტა ან შუმერთა ქალაქი “არათა”. ვუსმენდი ხვამლის მთის საიდუმლოს და ვცდილობდი თითოეული სიტყვა ღრმად ჩამჩენოდა მეხსიერებაში, ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც თითქმის ყველას გვავიწყდება, რომელიც ადამიანების ალბათ 70%-მაც კი არ იცის, მე მსმენოდა, მაგრამ ამდენ საიდუმლოს თუ მალავდა არა, ამდენი საინტერესო ფაქტები გვაქვს და ისტორიულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ შესაბამის დონეზე. -რას ფიქრობ ჩემო გოგო?- ნელი დეიდას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. -რამდენი ფაქტი გვაქვს და იმდენად სერიოზულობას არ ვანიჭებთ რომ გამოვიკვლიოთ. -მარიამ, ყველა შენნაირად რომ ფიქრობდეს, ყველა შენს მსავსად რომ იკვლევდეს, ყველა შენს მსგავსად რომ ინტერედებოდეს ამ ფაქტებით მგონი ყველა ლეგენდა გაუფერულდება, აადამიანებს კი მოსწონთ როდესაც ლეგენდით ცხოვრობენ. -მგონი ყველა მითს ვამსხვრევ. -შენ, შენი ინტერესის სფეროს ავსებ. გაინტერესებს და არ კმაყოფილდები მანამ სანამ პასუხები არ დაგაკმაყოფილებს. -ნელი დეიდა, რაღაც უნდა გკითხოთ, უბრალოდ ძალიან მაინტრესებს, თქვენს გარდა სხვას ვერავის ვერ ვკითხავ, ვერავის ვერ დაველაპარაკები, იმდენად შემძრა ამ ისტორიამ რომ მოსმენიდან დღემდე თავი დავკარგე, მხოლოდ ისტორიაზე ვფიქრობ. -რა მოხდა ჩემო გოგონა?- ნელი დეიდას სახე სევდამ დაფარა. -ვიცი უფლება არ მაქვს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, ყველა ამ თემაზე საუბრობს განიხილავენ- თავი ჩავხარე და გული საშინლად მიცემდა, თითქოს კითხვის დასმის უფლებას არ მაძლევდა- ბეშქენისა და მირიანის ისტორიას ყველგან ვხვდები, იაგოც მიყვებოდა, მათი ულამაზესი დის სიკვდილის ისტორია მიიჩქმალა. - ვერ განვაგრძე, თითქოს გული მიიჩერდებოდა ყველა სიტყვის თქმისას. -მერე რა გაინტერესებს ჩემო გოგონა? -როგორ გარდაიცვალა?- ჩუმად ვკითხე და თავი ჩავხარე. -ამბობენ რომ თავი მოიკლაო, მაგრამ ასე მოაწყვეს, ყველას ასე დააჯერეს, მაგრამ იმასაც ამბობენ რომ მოკლესო, მხოლოდ ისინი ვისაც სიმართლის თქმის არ ეშინიათ. -სინამდვილეში რა მოხდა? მიზეზი რა იყო? -სიყვარული ჩემო გოგო, ისევ სიყვარული, შეუყვარდა და ეს არავინ აპატია. -რა მოხდა? -როგორც იცი, აქ გვარებს შორის შუღლი დიდი ხანია მიმდინარეობს, სისხლის აღებები თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ მაინც ბევრი უდანაშაულო ადამიანი კვდება, მათი სიკვდილი კი ბურუსითაა მოცული. ბეშქენს და მირიანს მათზე გაცილებით პატარა და ყავდათ, ლამაზი, ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით, ლამაზი ცხვირითა და თხელი წითელი ტუჩებით, ულამაზესი იყო, პატარაობისას ბარბის თოჯინას გავდა, რუსის გარეგნობა ჰქონდა, რადგან მათი ბებია რუსი იყო, ბაბუამ ჯარში დაქორწინდა და დამთავრების შემდეგ ისევ დაუბრუნდა საკუთარ სოფელს. ამბობენ ძალიან ლამაზი ქალი იყოვო. ნენე, ასე ერქვა მათ დას, დიდ ბებიას გავსო. ფაქიზი ნაზი, სათუთი და სიყვარულით სავსე. ქუჩაში რომ გაივლიდა ყველა აყოლებდა თვალს, ზოგი სიამოვნებით, ზოგი პატივისცემით, ზოგი კი შურით, ვერავინ ვერაფერს უბედავდა, სკოლაში დადიოდა როდესაც ძმები ქალაქში გადავიდენ, მათი წასვლიდან რამდენიმე წელში შეიცვალა ყველაფერი. -რა მოხდა?- ვეღარ მოვითმინე და ვკითხე. -ნენე შეუყვარდათ, ის ისეთი იყო შეუძლებელიც კი იყო ვინმეს რომ არ შეყვარებოდა, ყველას თბილად და დიდი პატივისცემით ეპყრობოდა, ყველაზე ზრუნავდა, როდესაც სოფელი იცლებოდა, ეს მაშინ ხდებოდა როდესაც სწავლა იწყებოდა, სტუდენტები ქალაქებს უბრუნდებოდნენ, ზოგი ქალაქის სკოლაში გადადიოდა, ნენე რჩებოდა, ის იყო ყველას დამხმარე და მშველელი. -ოჯახში ვინ ყავდა ნენეს? და როგორც ნაინას სახელია უცნაური ისევე ნენეც უცნაურია სვანეთისთვის. -არ ვიცი ჩემო გოგო, მაგრამ ამბობენ როდესაც დედამისი ორსულად იყო მირიანი ამბობდა ნენეს ელოდება დედაო, მათ შორის შვიდი თუ რვა წელია სხვაობა. -ანუ მირიანმა დაარქვა. -ასე გამოდის. -მერე რა მოხდა? - ისევ მძლია ცნობისმოყვარეობამ, ამ დროს საშინელი გრძობა მეუფლებოდა, თითქოს სხვისი ტკივილი მაწრთობდა და თან ამავ დროულად ადრენალინის მოჭარბებას ვგრძნობდი. -მერე ნენე შეუყვარდათ, ის ისევ სკოლის მოსწავლე იყო, ზაფხული იყო, მირიანი და ბეშქენიც აქ იყვნენ. სოფელში დიდი სტუმრიანობა იყო და ტურისტების ნაკადიც არ წყდებოდა, ნენეს გარეგნობა არავის რჩებოდა უყურადღებოდ, ყველა თვალს აყოლებდა და აღნიშნავდა მის გარეგნობას. ერთ საღამოს ჩხუბი ატყდა, რამდენიმე ახალგაზრდა დაშავდა, მიზეზს არავინ არ ამბობდა, მერე ვიღაცამ თქვა ნენეს გამოვო და საბრალო გოგო სახლიდდან აღარ გამოდიოდა, არც ამჯერად ჩარეულა პოლიცია, არ სტუმრებს არ გამოუთქვამთ პროტესტი და არ ჩაურევიათ უცხოები. ბეშქენი მალე წავიდა აქედან, მირიანი დარჩა, მაგრამ უცნაური რაღაცეები მაინც ხდებოდა. -უკვე მაშინებს ეს ყველაფერი- შიში გაკრთა ჩემს ხმაში, იმის მიუხედაად ომ ჯერ არაფერი უთქვამს ნელი დეიდას, ,,უფრო საშინელებისთვის მოემზადეო“, ამომძახოდა გული. -რამდენიმე სტუმარი გაუჩინარდა, თქვეს რომ უცებ დაბრუნდნენ უკან, რამდენიმე ავარია მოხვდა, რამდენიმე ჩხუბი, ტურები გააუქმა რამდენიმე ჯგუფმა, რესტორანში დაგეგმილი ბანკეტები ჩაიშალა. ნენე კი სახლიდან არ გამოდიოდა. -არაფერი არ მესმის, რა შუაში იყო ნენე, ან ავარიები, ჩხუბები, ხალხის უკან დაბრუნება, ჩაშლილი ბანკეტები. -ყველაფერში ერთი ადამიანის ხელი ერია, მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ეს ყველაფერი გაეკეთებინა და აკეთებდა კიდეც. -არავის შეეძლო ამ ყველაფრის შეჩერება? -არაა, ვერ შეძლეს. მასთან დაპირისპირებას ყველა ერიდებოდა. -ვინ იყო ასეთი? - ნელი დეიდამ უპასუხოდ დამტოვა, რამდენჯერაც დავუსვი ეს შეკითხვა იმდენჯერ მიმატოვა შუადიალოგის დროს. -შენ გიცავ, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებ- მეტყოდა და უცებ ამთავრებდა დიალოგს იმდენად საინტერესო, ტკივილიანი და ცრემლიანი ხდებოდა ეს ისტორია უფრო და უფრო ვიჟღინტებოდი მისით. უფრო მეტი მინდოდა მცოდნოდა. უფრო მეტის გაგებას ცდილობდი, მხოლოდ წიგნი არაფერ შუაში იყო უკვე, ნენეს მკვლელობა ამდენი უცნაური დამთხვევა თუ მოვლენა. მაინტერესებდა თუ ამდენი რამ იცოდა მოსახლეობამ, თუ ამდენ ინფორმაციას ფლობდნენ, რატომ არავინ არ იძიებდა? რატომ არავის მოუვიდა აზრად რომ ნენეს სიკვდილი სააშკარაოზე გამოეტანათ? მაგრამ მე მხოლოდ ამ ამბის რაღაც ნაწილი ვიცოდი, ვგრძნობდი რომ ყველაფერი წინ იყო, ნენეს სიკვდილით რაღაც უფრო დიდს მალავდნენ, ამას მათი ძმების უცნაური დამოკიდებულებაც ამტკიცებდა, ძმები როგორც უცნობები ისე ექცეოდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. ერთ დროს საუკეთესო ძმები ახლა თითქოსდა ერთმანეთის მტრებად ქცეულიყვნენ. *** დრო სწრაფად მიმეპარება, იმდენად სწრაფად რომ გააზრებასაც კი ვერ ვასწრებ, მე კი აქ ყოფნის დრო ნელ-ნელა მიმცირდება, აქედან წასვლა კი არ მინდა, მოვალეობები მიხმობს უნდა წავიდე, მაგრამ ჯერ მაინც მაქვს დრო, დრო რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის. დრო რომელიც ჩემს მეხსიერებაში მარადისობა დარჩება. მართლაც ჩამოვიდნენ ნაინას მეგობრები, ორი ბიჭი და სამი გოგონა, ერთი ვერ წამოვიდაო ყველას გული დაწყდა. მაგრამ ერთი ყავდათ ზე სწერვა, მამიკოს გოგოშკა, რომელიც ცდილობდა ბარბი ყოფილიყო, რომ დავინახე სიცილი ძლივს შევიკავე. - ,,ესეთები როდისმე გადაშენდებიან?“- ყურთან ვიგრძენი მისი ჩურჩული და ირონიული ღიმილი სახეზე. -ალბათ მაგათაც თავიანთი დანიშნულება აქვთ- ახლაც ვგრძნობდი მის სუნთქვას სახესთან, რომელთან რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა. -ყველაფერში როგორ ცდილობ გამოსავალი იპოვო?- სახე დაასერიოზულა იაგომ. -არ ვცდილობ, უბრლოდ ყველა ადამიანი რაღაც მიზნით იბადება, ყველას აქვს რაღაც დავალება შესასრულებელი ამ წუთისოფელში, ყველა ერთნაირად ძლიერი ან სუსტი ვერ იქნება, რადგან შეუძლებელი გახდება ურთიერთსაპირისპიროს გარჩევა ერთმანეთისგან. -როგორც ყოველთვის გამაოცე მარიამ- მითხრა და კვლავ თავისუფლად გამიღიმა. -გაოცება არაფერ შუაშია, ამას წამიერი დაფიქრებაც კი ეყოფა. -მართალი ხარ, აღარ გედავები, უდავოა, ახლა მე, მასსა და შენს შორის პარალელს რომ ვავლებ სწორედ იმ ყველაფრის დამსახურებაა, რომ თქვენ ორივე ძალიან განსხვავებული ადამიანები ხართ, მითუმეტეს ქალბატონები. აი, ისეთები იმიტომ არსებობენ რომ შენნაირებს უფრო მეტი ფასი ჰქონდეთ.- მითხრა და შუა ეზოში ნახევრად დამუნჯებული დამტოვა. -მარიამ მოხვედი- კიბეებზე ნაინამ ჩამოირბინა, - მიხარია რომ მოხვედი, მე ვერ გამოვედი სტუმრები ვერ მივატოვე, წამო ჩემები უნდა გაგაცნო- როგორც ყოველთვის ნაინა ახლაც უშრეტ ღიმილს, სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებდა. ნაინას მეგობრები რომ ჩამოვიდნენ, მეც მიმიწვია თავისთან. -ჩემს მეგობრებს გაგაცნობ და თან ლაშქრობის მარშუტი გავიგოთო. იაგომ მომაკითხა, თითქოსდა ვეჩვეოდი მის გვერდით ყოფნას, მაგრამ ის სიცივის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. გზაში საუბარი გამიბა და ვერც კი მივხვდი ისე შევედით მის ეზოში, ისე დამტოვა ნახევრად რობოტის მდგომარეობაში გაოცებულ-გაკვირვებული. რეალობაში კი ნაინას ხმამ დამაბრუნა. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ნაინასა და იაგოს დედ-მამა ისეთები იყვნენ როგორც შვილები, ღიმილიანები და თბილები, იაგო არც ერთს არ გავდა, გამახსენდა ნაინამ რომ მითხრა ,,ის ბაბუს ასლია და მისი ადგილი უპირობოდ დაიკავაო“. მომეწონა ნაინას დედა, საოცრად თბილი და უშრეტი ენერგიის პატრონი, მუდამ მომღიმარი ქალბატონი ნატალია. -დედა- იაგომ დაუძახა, იმდენი სითბო, სიყვარული და პატივისცემა იყო ამ ერთ სიტყვაში, რომ ვინატრე ჩემს შვილებსაც ისე დაეძახა ჩემთვის დედა, თუ კი ოდესმე გავხდებოდი, როგორც იაგო მიმართავდა ამ წამს. აი, კიდევ ერთი რამ, უდაო პატივისცემა, ის დედას ეძახდა და არა სახელს, ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტი სიტყვის თქმის უფლება ჰქონდა, ყველაზე პატივისცემით ეპყრობოდა, ის ამ ქალის წინაშე უძლური იყო. ახლანდელმა ახალგაზრდა თაობამ კი ეს ყველაფერი დავივიწყეთ, დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს, ჩვენზე გაცილებით უფროსებს უკვვე სახელით მივმართავთ, ეს კი ეს ხომ ჩვენს ქვეცნობიერში იმდენადაა გამჯდარი რომც მოვინდომოთ ვეღარ გადავეჩვევით. იმ წამს ერთი მიზანი დავისახე, ჩემი შვილი არასდროს დამიძახებდა და მომმართავდა სახელით, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩვენს გარშემომყოფებს, არ მივცემდი უფლებას მასზე უფროსის სტატუსი დაეკნინებინა. რომ მეტი პატივისცემა გამოევლინებინა სხვების მიმართ. -გაგიკვირდა ხომ?- სუფრასთან ჩემს გვერდით იაგო იჯდა და თბილი გამოხდვა ჰქონდა. უცებ მივხვდი რასაც მეკითხებოდა. -კი, გულახდილად რომ გითხრა ველოდი კიდეც, აქ ხალხი ჩემს გაოცებას ახერხებს. -შენს თვალებში სევდა დავინახე, მოხდა რამე? -არა, უბრალოდ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, შენმა ერთმა სიტყვამ კი ამაფორიაქა. -რატომ?- ცდილობდა თვალებში ეყურებინა და იქ ამოეკითხა რაღაც, თან ცდილობდა დავებნიე. -ეგეთი სახე ნუ გაქვს, ჩემზე არ მოქმედებს ხომ იცი?- ჩუმად გავუღიმე, რამდენჯერმე თვალი მოვკარი ნაინა როგორ გვიყურებდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. -როგორი?- რამდენიმე ჭიქა ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი და სასწაულად სიტყვა უხვი იყო ახლა. -თითქოს ჩემი დაბნევა გინდა რომ მერე რაღაც ისეთი მათქმევინო, მაგრამ რა გინდა რომ გითხრა ვერ ვხვდები. -ჰოო?- სასიამოვნოდ გაუნათდა სახე, ჯერ ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, ცდილობდა არ გაღიმებოდა, მაგრამ ბოლოს ნათელი მოედო მთელ სახეზე, თვალების ფერი შეეცვალა და შავიდან თაფლისფერი გაუხდა. - ჯერ ვერ გეტყვი. -გიხდება ღიმილი- უნებურად ვუთხარი, ჯერ უფრო გაეღიმა მერე კი წამის მეათასედში, ისევ ის მკაცრი და სახე შეკერილი იაგო იჯდა ჩემს გვერდით. ჭიქები შეავსო, მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ მხოლოდ მე და სტუმრები ვიყავით მაგიდასთან, ნაინას და იაგოს თუ არ ჩავთვლით, იმდენად გამაბრუა იაგომ ვერ გავიგე სხვების გასვლა ოთახიდან. -იაგო, ჩვენ მეტს ვეღარ დავლევთ- უთხრა ერთმა სტუმარმა ნუცამ- დილით ადრე უნდა ავდგეთ თან საკმაო მანძილი უნდა გავიაროთ და კარგი ქნება თუ ძალებს დავზოგავთ. -კარგი არ გაძალებთ- ოდნავ გაეღიმა- იყოს ნება თქვენი. -გოგოებო ხომ დაისვენებთ?- ნაინამ გოგოებს გაუღიმათ. - ძამიკო შენ მარიამი გააცილე კარგი? -რა თქმა უნდა ჩემო დედოფალო- რევერანსი გაუკეთა დას. როგორ მაოცებდა დღეს, სასწაულად განსხვავებული იყო, ვერ დავაბრალებ ალკოჰოლს, რადგან მინახავს რამდენი დაულევია, მაგრამ ასე არასდროს არ ყოფილა. -ხანდახან როგორ ბავშვობ- აკისკისდა ნაინა. -ნება მიბოძეთ მარიამ- თვალები შუბლს ზემოთ ამივიდა და მერე კეფაზე გადამივიდა, როდესაც ხელი გამომიწოდა და ადგომაში მომეხმარა. -იო, მეც გავაცილებ მარიამს- ეს ერთ ერთი გოგო იყო, როგორ არ მომეწონა თავიდანვე, ეს ის სწერვა იყო მოსვლისას მე და იაგომ შეფასებები რომ გავცვალეთ. -მაკუნა არა დარჩი, დაიღლები, ისედაც ძლივს დგახარ ფეხზე- ღიმილით უთხრა ნაინამ და მალულად ჩაუკრა თვალი ძამიკოს, მაგრამ მარიამს ხომ ვერ გამოაპარებდა- წამო გოგოები დავაძინოთ და მერე მე და შენ უნდა ვიჭორაოთ. -ხვალამდე გოგოებო- დავემშვიდობე ნაინასკენ მიმავალ გოგონებს და უკვე ეზოში გასულ იაოს ფეხდაფეხ მივყევი. -რამდენიმე საათში შევხვდებით მარუსი- კართან ნაინას ღიმილიანი ხმა დამეწია. ისევ იმ გზას გავდიოდით მე და ის, ამჯერად არავის მზერა არ გვაცილებდა, უბრალოდ მხოლოდ მე და ის ვიყავით. -ხვალ თავისუფლად ჩაიცვი- ჩუმად, მზრუნველი ხმით დაიწყო- ვიცი არ გჭირდება ამის თქმა მაგრამ მაინც, ისე რომ კომფორტულად იყო და რამე თბილიც წამოიღე, იქ ღამითაც მოგიწევს დარჩენა. -ღამით?- მხოლოდ ეს ერთი სიტყვა დავიმახსოვრე. -რა იყო გეშინია- მის ხმაში იმედგაცრუების ნაპერწკალი გამოისმოდა. -არა, მეხუმრები?- პატარა ბავშვი ვიყავი ამ წამს, ლამის ხტუნვა დავიწყე- ერთი ღამით კი არა მთელი კვირა შემიძლია მთაში ვიყო. -მერე გაუძლებ მთას, სიცივეს, წვიმას, ნისლს, ცივილიზაციის არ წვდომას? -იმედებს მიცრუებ მარგიანო. -ოჰ ეს გვარით მომართვა რა იყო ახლა? ანუ გაძლებ?- უფრო დაკვირვებით გამოხედა და თითქოს ბედნიერმა და სასიამოვნოდ გაოცებულმა. -კი რა თქმა უნდა. მთა ჩემი სიყვარულია, ცოლობას რომ მთხოვდეს აუცილებლად მასზე დავქორწინდებოდი.- ღიმილით ვუთხარი. -ხანდახან მგონია რომ სულ მთლად ბავშვი ხარ, რომელიც ცხოვრებას არ შეუკრთია ჯერ კიდევ. -ვარ კიდეც- ისევ ღიმილით ვუთხარი- სული ბავშვის მაქვს- შემდეგ კი დავსერიოზულდი და ისე ვუთხარი- თუ შევძლებ მუდამ ბავშვურობა შევინარჩუნო, მაშინ ამ ცხოვრების ლაფში აღარ გავისვრები, არ გავხვდები მათსავით ბინძური, ზოგიერთებივით. -რატოომ ბავშვურობა? -ბავშვები ყველაზე სუფთა არსებები არიან, მათ ცოდვები არ ამძიმებთ. ჩვენ კი, ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვკარგავთ ამ ყველაფერს, ძალიან ვცდილობ მაგრამ უკვე ვეღარ ვუძლებ, რომ არ მინდოდეს მაინც მეხებიან და მსვრიან, მეც ნელ-ნელა მათთნაირი ვხვდები. -საინტერესოა, იყო მუდამ ბავშვი და უმწიკლოდ სუფთა. -ნაინას მეგობრები როგორ არიან? უფრო სწორად კურსელები?- საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე უცებ.- ის ხომ საზღვარგარეთ სწავლობს? -აღარ მინდოდა ისევ ამ თემის განხილვა. -თავიდან ხომ აქ იყო, წავიდა მაგრამ ურთიერთობა მაინც გააგრძელეს. -მაკა როგორ აღმოჩნდა მათთან.? -ერთ-ერთის ბიძაშვილია, ერთი გოგო ვერ წამოვიდა და მის მაგივრად ჩაეკვეხა. -საინტერესო და სასაცილოც კია- გამეღიმა. -მარიამ მოვედით- საუბარში ისე გავერთეთ ვერც კი გავიაზრე რომ უკვე ნელი დეიდას რკინის კართან ვიდექით. -ხვალამდე მარგიანო. -სხვები გვარით მომართვას ვერ მიბედავენ და ვერც ვერავინ უნდა გაიგოს ეგ. -მესმის მარგიანო, შენი საიდუმლო ჩემთან უსაფრთხოდ იქნება- ღიმილით ვუთხარი და კარს ვაღებდი საფეთქელთან კოცნა რომ ვიგრძენი. -რჩევა გაითვალისწინე, ადრე გამოგივლით- მითხრა და წავიდა. მე ... მე როგორ ვიყავი? არ ვიცი, არ მახსოვს, მხოლოდ ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე, ბანაობისას, ვახშმობისას, ძილის წინ, საწოლშიც, ყველგან მის სუნთქვას ვგრძნობდი და მაგიჟებდა. ნელი დეიდას უკვე გაემზადებინა ჩემთვის ჩანთა, სადაც ყველა ის ნივთი იდო რაც დამჭირდებოდა, აი ისე იყო ყველაფერი ჩალაგებული როგორ დედა გაუმზადებდა საკუთარ შვილს. უზადო სითბო და სიყვარული ვიგრძენი მისი, იმაზე მეტი ვიდრე აქამდე მიგრძვნია. სამზარეულოში შევიპარე და უკნიდან ჩავეხუტე, მონატრებული დედის სითბო ვიგრძენი და ხელები მოვხვიე. -რაო ჩემო გოგონა, ოჯახი მოგენატრა?- ჩემს ხელებს გადაუსვა ხელები. -მადლობა ნელი დეიდა- ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახს მივაშურე. - ძილი ნებისა. - დამემშვიდობა ისიც -მშვიდ ღამეს გისურვებ ჩემო გოგონა. *** მიიწევ წინ და გგონია რომ გზა არასოდეს დასრულდება, მიზანთან ასე შორს და ამავე დროს ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ, მიწას დავყურებ, გარშემო არემარეს, მაგრამ მაღლა მთის წვერს არ ვუყურებ, მეშინია რაც უფრო მივუახლოვდები , მით უფრო გაიქცევა ჩემგან, მაშინებს ეს სიახლოვე მასთან, მინდა ის ყველაფერი ვიგრძნო რასაც ამბობენ, რასაც გადმოსცემენ, რაც წიგნებში წამიკითხავს, რაც ფილმებში მინახავს, რასაც მიყვებიან, არ მინდა ეს როგორც ყველა დანარჩენი მითი იყოს, მოგონილი და ოდნავ შელამაზებული ამბავი, როგორც ამბობენ გამოგონილი რეალობა. თვალი მაინც გამექცა, მაინც ავხედე მდუმარედ უტყვ მთას, მეგონა რომ გაქრებოდა. იმდენად საოცნებოდ მიმაჩნდა მე ეს ადგილი, ახლა კი, მე მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მეგონა ხელს გავიშვერდი და მის ფერდობს შევეხებოდი, მის მწვერვალს, ახლოდან კი სულ სხვა რეალობა დამხვდა, ნანახმა გამაოგნა, მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ყველაზე დიდი სანახაობა წინ მელოდა, ახლა უკვე აღარ მეშინოდა, ჩემი ოცნება იქ მელოდა, იქ იმ მაღალ მთაზე. მივიწევდი წინ და თითოეული გადადგმული ნაბიჯი დაღლილობის მაგივრად უფრო მაძლიერებდა, უფრო ღრმად სუნთქვის საშუალებას მაძლევდა და უფრო და უფრო მაახლოებდა მასთან. მე მას დავიპყრობდი, აი რა მაძლევდა ძალას, როგორც იქნა მეც გადავთელავდი ამ მთის ფერდობებს, მაგრამ მაინც რაღაც ვერ იყო რიგზე, რაღაც გულს მიღრნიდა. მეგონა რომ მაინც რაღაც მოხდებოდა და სასწაულს ჩემი თვალით ვერ ვიხილავდი. -ხომ არ დაიღალე? გინდა დავისვენოთ?- მომესმა ხმა, რომელმაც რეალობაში დამაბრუნა. -არა, განვაგრძოთ გზა- მთას ავხედე, მეგონა რომ იქ აღარ დამხვდებოდა, ღმერთო რა სულელი ვარ, ეს ხომ საუკუნეეებია მყარად, ურყევად დგას, ჩემი ხილვა რას შეცვლიდა? ,,გაქრებოდა“ ეგო გამომეხმაურა რომელიც დამცინოდა. -მალე ავალთ, სხვები დაიღალნენ და დავისვენოთ, ნუ ღელავ ცოტაც და ავალთ- მაცდურად მიღიმოდა იაგო.- არ ვამბობ რომ დაიღალე, მაგრამ შენი შეუდრეკელობა მაოცებს. -აქ ყოფნა, ჩემთვის იმდენად... იმდენად... არ ვიცი სწორად როგორ წარმოვთქვა ეს, მაგრამ, ეს ჩემი ოცნება იყო, მენახა ჩემი თვალით.- ვუყურებდი მას და ვიცოდი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, როგორადაც არ უნდა წარმართული ჩემი აქ ყოფნის პერიოდი ზუსტად ვიცოდი რომ მის პოვნას არასოდეს ვინანებდი. არ ვინანებდი, იმას რომ მე ის ვიპოვე, ყველა წიგნი ჯანდაბაში მოვისროლე, ყველა საავტორო უფლება და სტატუსი, მთავარი იყო რომ ის ჩემს გვერდით არის და იქნება. -ნადირობის ქალღმერთზე გსმენია ალბათ.- მკითხა ოდნავ შეპარული ღიმილით. -კი რა თქმა უნდა.- აქაოდა როგორ არ მეცოდინებათქო, ისე გამომივიდა პასუხი. -იმ ქარაფებს ხედავ?- მკითხა უცებ. -კი. -იმ ქარააფებიდან გადმოეშვაო ამბობენ ბეთქილი. -როგორი ძლიერი სიყვარული შეუძლია და ამავ დროულად სიძულვილი შეყვარებულ ქალს.- მეც ღიმილით გავხედე.- მე მხოლოდ ამომიკითხავს, მომიყევი შენეული ვერსია, ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთის. -მამაცი მეთხვიარი, ანუ მონადირე, ნადირთა ქალღმერთ დალის უყვარდა. მან საუკუნო ერთგულების ნიშნად თავისი მძივი უსახსოვრა ვაჟკაცს, მაგრამ ბეთქილმა მიცემული სიტყვა გატეხა და დალის ნაჩუქარი მძივი თავის საცოლეს ჩამოჰკიდა ყელზე. ერთ დღესაც, როდესაც ახალგაზრდობას თავი სოფლის მოედანზე მოეყარა, ბეთქილიც მათ შორის იყო, მღეროდნენ და ფერხულს უვლიდნენ, უეცრად მოცეკვავეთა წრეში თეთრი შუნი შევარდა, ხალხს ლაჯებში გაუძვრა და გაუჩინარდა. მსგავსი რამ არავის სმენოდა, მოხუცებმა უმალ თქვეს – ან დიდ სიხარულს მოიტანს, ან დიდ უბედურებასო. ხალხი შეჩოჩქოლდა. შუნს ვინმე უნდა გაჰკიდებოდა, მაგრამ ვინ იქნებოდა ასეთი გულადი, თუ არა ბეთქილი?! მონადირეს პაჭიჭები ჩაუსწორებია, თოფისთვის დაუვლია ხელი და უკან გაჰყოლია თეთრი შუნის კვალს. კვალს შავ კლდეებში შეუტყუებია ბეთქილი, შავ კდეებში – სადაც დალის სამფლობელო იყო და უეცრად ქალღმერთი დალი გამოცხადებია დაბნეულ ბეთქილს. თავისი ნაჩუქარი მძივი მოუკითხავს, აბა საიდან მოიტანდა ბეთქილი დალისაგან მოძებნილ ქარვის ყელსაბამს? იცრუა თურმე – სასთუმალქვეშ დამრჩაო. მაგრამ დალის ვერარას გამოაპარებდა ბეთქილი… – შენ რომ სიმართლეს ამბობ, იმ სიმართლით იარეო – უთქვამს თვალზე ცრემლმომდგარ დალს ბეთქილისთვის და გაუჩინარებულა. სიბნელე ჩამოწოლილა. ბეთქილს შავ კლდეზე ფეხის დასადგმელი ადგილი ჩაუშვავდა (ჩენგრა). მამაცი მონადირე ცალი ფეხით და ცალი ხელით გადმოეკიდა ქარაფებს. მეორე დღეს ხალხი შეიყარა ქარაფებთან. ცდილობდნენ მონადირის კლდიდან მოხსნას, მაგრამ იქ აბღატებას ვიღა გაბედაბდა? ვიღა შეძლებდა ქარაფებს გადავლებოდა? ბეთქილმა მხნეობა მოიკრიბა და ომახიანად გადასძახა შეკრებილთ: – ჩემმა საცოლემ იცეკვოს, უკანასკნელად მინდა ვნახო მისი გოგმანიო. წრე გაიშალა და მონადირის საცოლემ რონინით ჩამოუარა მოედანს. ისევ დაიძახა ბეთქილმა: – ახლა ჩემმა დაიამ მიტიროს, მინდა უკანასკნელად გავიგონო მისი ხმაო. მოედნის შუაში, კლდის ნაშალ ლოდზე ციცქნა გოგო ჩამოკდა და მოთქმა დაიწყო. – ახლა კი მთელმა სოფელმა იცეკვოს, მთელი სოფლის ცეკვას მინდა ვუყუროო. . დაიძახა ბეთქილმა. ხალხმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა. წრე შეკრა და შინავორგილი ჩამოუარა, თეთრი ნაბდისქუდიანები ერთურთს გადაჭდობილმი სვანური მურყვანებივით მოჩანდნენ, ტორტმანებდნენ, ირწეოდნენ, ბუბუნებდნენ… – ჰე…ჰე… ჰეეიიი… დაიძახა ბოლოს ბეთქილმა ომახიანად. მთებმა მისი ხმა ჭიუხებსა და ქარაფებში დაკარგეს. თავად კი კლდეებს გადმოევლო. მონადირის სისხლით შეიღებაო თურმე უშბის ციცაბოები. იმ ადგილს, სადაც ბეთქილი დაენარცხა, “წითელ ქარაფს” ეძახიანო. მას მერე დიდხანს, ვერავინ შეძლო უშბასთან ჭიდილი. და ძალიან დიდხანს, ქაჯ-ეშმაკების საბუდარსაც უწოდებდნენ უშბას… -საინტერესოდ ყვები- შევაქე. -კარგი მასწავლებელი მყავდა- შეიქო თავი. -მე ვიცი რომ ბეთქილს, ცნობილ მონადირეს, იმ ჟამად ბედი არ სწყალობდა ნადირობაში, ერთ- ერთი ასეთი ნადირობისას შენიშნა დალი და მისი სილამაზით დატყვევდა, ლეგენდა ამბობს რომ გრძნეული იყო და დროის შეგრზნებას უკარგავდაო, როდესაც სოფელში ბრუნდებოდა ბეთქილი, კლდეს მიადგა სადაც მის საძებნელად წამოსული ვაჟკაცების ცხედრები ნახა. მიხვდა რომ მათ სიკვდილში გრძნეულის ხელი ერია და მასთან აღარ დაბრუნებულა. გავიდა დრო და მას სხვა ქალი შეუყვარდა, მათი ქორწილის დღეს, საიდანღაც ჯიხვი გამოჩნდა, ბეთქილმა თოფს დაავლო ხელი და ჯიხვს გაეკიდა. ცნობილი მონადირე მის შემდეგ არავის უნახავს. - ლეგენდების ყველა ვერსიები წაკითხული გაქვს?- ისევ უდარდელად იღიმოდა. - მე შენ რა გითხარი სვანეთმა შეიპყროთქო... -ეი, თქვენ მანდ ზევით- ნაინას კისკისის ხმა მესმოდა - რაო პირველები უნდა ავიდეთ მთაზეო? -ეშინია მთა არ გაექცეს - ასეთი იაგო არასოდეს მინახავს, ასეთი ღიმილიანი და თავისუფალი. -მარიამ მოიცა, მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩუმად ვეტყვი და არ გაიქცევა.- ეს იაგოს ბიძაშვილი იყო გიორგი, რომელიც ყველას ამხიარულებდა და გზაში მოწყენის საშუალებას არ გვაძლევდა. -იყოს, ნახე უკვე შევუყვარდი, როგორ მიღიმის- ვანიშნე მთაზე რომელიც გარშემო ნისლს იფანტავდა და თითქოს გვეუბნებოდა, მოდით გულში ჩაგიკრათ ყველას დაგიტევთო. -აუ იო, - ეს მაკუნა იყო კურსელის ბიძაშვილი, ალბათ ცოტა სვეცკიც, იაგოს თვალებს უხამხამებდა, ათას რამეს იგონებდა რომ იაგოს მისთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ რატომღაც ეს უკანასკნელი ყურადღების ნაცვლად აიგნორებდა. -მაკა, ჩვენ ხომ შევთანხმდით უკვე რომ მხოლოდ სახელით მომმართავდი, არ მომწონს როდესაც შემოკლებითი ფორმებით მთლიან სახელს აკნინებენ- ამბობდა იაგო, წყნარად მშვიდად, არანაირი სიმკაცრე, მაგრამ ისეთი სახით, რომ სჯობდა ეცემა იქვე ან კლდიდან გადაეგდო. -კარგი- სადაც იყო ტირილს დაიწყებდა მაკა. -აბა მითხარი რა გაინტერესებდა- ოდნავ დაუთბა ხმა მაგრამ სახე ისევ ისეთი შეუვალი ჰქონდა. -ისა და … -გაიპრანჭა, გაინაზა, გრძელ ფრჩხილებ თვალი გადაავლო, თმები შეისწორა და ყოველივე ამის შემდეგ კითხა- იქ უნდა დავრჩეთ ხომ? და სად უნდა დავიძინოთ? -მწყემსებთან კარავში- სრულიად მშვიდად უპასუხა. -აააააააა- კივილი მორთო უცებ მაკუნამ- იქ... იმ...იმ... იმ...- ვერ გაეგო რა უნდა ეთქვა- ცხვრებთან? - ყველას სიცილი აუვარდა, გიორგი ხარხარებდა, ნაინა კისკისებდა, იაგოს ჩუმად ჩაეღიმა დანარჩენები კი, ვაიმე, ნუცა თეკლას წყალს ასხამდა მოსულიერდიო. -ეს ნამდვილად თქვენიანია?- ჩუმად ვკითხე ნაინას როდესაც მდელოზე ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, რამდენიმე წუთიერი შესვენებისას. -კი ნახევრად, მაგრამ აგვეკიდა- მანაც ჩურჩულით მიპასუხა- სულ ესე იქცევა, იაგოზე აბოდებს მგონი თუ აკვიატებად ექცა, ჯერ ვერ გავიგე- ჩუმად გამოაპარა თვალი ჩემსკენ. -ნაინა, რატომ მიყურებ ეგრე?- ღიმილით ვკითხე. -შენ და არ ეჭვიანობ?- მორცხვად მკითხა, ასეთი ნაინა ჯერ არ მინახავს, ღიმილ შეპარული, დარცხვენილი, რომელიც თითებს იმტვრევდა ლამის. -ვისზე უნდა ვიეჭიანო?- მართლა გამიკვირდა. -მარიამ- უცებ წამოენთო მაგრამ, უცებ გაახსენდა სად იყო, ვისთნ ერთად და ხმადაბლა განაგრძო ალბათ ,,ჩხუბი“ - შენ გგონია ვერ ვხედავ როგორ უყურებთ ერთმანეთს? ან ის როგორ გიყურებს? მე ვამჩნევ, ერთხელაც არ უკითხავს ჩემთვის, სხვებზე არაფერს ვამბობ, როგორ ხართ ხომ არ დაიღალეთო, შენ კი ყოველ ხუთ წუთში გეკითხება ხომ არ დავისვენოთო? და შენ ამბობ რომ არ ეჭვიანობ? -ნენე, ის უბრალოდ ყურადღებას იჩენს ჩემს მიმართ- ღიმილით ვუთხარი- ნელი დეიდამ ისე ჩააბარა ჩემი თავი, უკვე მიკვირს ხელში აყვანილი რომ არ დავყავარ ან საძილე ტომარაში ჩასმული და ზურგზე მოკიდებული. -მარიამ მისი თვალები სიხარულს ასხივებენ- არ ნებდებოდა ნაინა. -ჩემო საყვარელო, ის აქ თავისუფალია, ისეთ ადამიანებთაანაა რომლებთანაც არ შეუძლია დაძაბული იყოს და არ იფიქროს ვინ როგორ ვერდიქტს გამოუტანს უბრალო ღიმილის გამო, ან კიდევ მან რა უნდა გააკეთოს. -მარიამ, ის უბრალოდ არ იღიმის, ბედნიერებას ასხივებს. -ნაინა, კარგი რა გთხოვ- არ მინდოდა ოდნავი იმედის ნაპერწკალიც რომ გაჩენილიყო ჩემში, ვიცოდი, მისი სიყვარული დამშლიდა, შემცვლიდა, ისეთი ვეღარ ვიქნებოდი როგორიც ადრე, ვიცოდი ვერ გავუძლებდი, მასთან ჭიდილს ვერ დავიწყებდი, მე კი არც თუ ისე ბევრი რამ ვიცოდი მასზე. უბრალოდ საკუთარ თავს ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი. რაც უფრო მაღლა ავდიოდით იაგოს სახე უფრო და უფრო იღუშებოდა, უფრო მეტი ტკივილი ეხატა სახეზე. პატარა ბუჩქნარიდან, ბილიკმა ხშირ ტყეში გაგვიყვანა, სასწაული იყო, მიდამო ედემის ბაღს გავდა, ველური მცენარეებით შემოსაზღვრული, რამდენიმე ასწლოვანი ხე, ხეების ქვეშ კი მაგიდა და სკამები ხისგან გამოთლილი, წინ მივიწევდი და ვგრძნობდი როგორ მიცემდა გული, ფეხები უკან მრჩებოდა. პატარა ტრიალი მინდორი. წყარო. წყაროს თავზე კი ხე... ლამაზად გატოტილი, თვალი ავაყოვე და ტკივილმა შემძრა, გული გამიჩერდა, ბავშვებისკენ მივბრუნდი, მას ვეძებდი თვალებით, მას თავი დაეხარა, ხელები დაემუშტა და მაქსიმალურად იკავებდა თავს. იმ წამს იმდენად დაუცველი მეჩვენა მინდოდა მოვხვეოდი და დამეცვა, ყველა ტკივილი გაუშიშვლდა უნებურად. მას ისევ ტკიოდა, უსაზღვროდ. წარსული ტკიოდა. მასში დიდ ტკივილს ვხედავდი, რომელიც თითო ნაბიჯი ხემდე უფრო აახლებდა ჭრილობას, მივხვდი მისი ხასიათის ცვლილებას, თუ რატომ იყო ასეთი: ცივი, უხასიათო და თითქოს უჟმურიც კი. ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი, ერთს არა, ბევრ რამეს, ბევრი კითხვა მქონდა მაგრამ პასუხები არსაიდან მოდიოდა, ვერავის ვკითხავდი, მოვიცდიდი მანან სანამ პასუხები არ მოვიდოდა ჩემთან. მე იაგოს ვუყურებდი, იაგო ხეს, ხელზე შეხება ვიგრძენი, თბილი და ნაზი, მსუბუქად მომიჭირა თითები. ნაინა იყო, ჩემი ღიმილიანი გოგოს სახეზე ტკივილი იყო, თვალებში კი ცრემლი ედგა. დავინახე გიორგიმ როგორ დაკრა იაგოს მხარზე ხელი. ტკივილიანი ღიმილით გაუღიმა. -წამოდი ცეცხლი დავანთოთ და წავიხემსოთ- მის ყოველ სიტყვაში თანადგომა იგრძნობოდა. -რა სახეები გაქვთ ბავშვებო?- მაკუნას გაპრუწკულმა ხმამ დაგვაბრუნა მართლაც და რეალობაში. -მოგვიანებით აგიხსნი, არაფერი იკითხო კარგი?- ნაინამ გამიღიმა, მე ვერაფერი ვუთხარი მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. მზერას ვგრძნობდი მწველს, ვიცოდი ის რომ იყო, თითოეულ ჩემს მიმიკას რომ სწავლობდა, ურცხვად რომ ათვალიერებდა ჩემი სახის ყველა შეტოკებას, ზედმეტადაც კი, არ მინდოდა დამენახა მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი, ისევ ისეთი მზერა ჰქონდა, ტკივილიანი და სევდით სავსე. მოლოდინი დავინახე მის თვალებში, გამეღიმა, ჩემმა ღიმილმა კი თითქოსდა ტკივილი შეუმსუბუქაო, ტუჩის კუთხე გაუტყდა. -მას შენ შვებას გვრი, შენი ხასიათი გადამდებია- ნაინა მომიჯდა გვერდით, მივხვდი ვისზეც მეუბნებოდა და თავის გასულელებას შევეშვი, ზედმეტი კითხვები რა საჭირო იყო, მითუმეტეს როდესაც მეც იგივეს ვგრძნობდი. -შენ ვისზე ამბობ? ისეთი თბილი და უშუალო ხარ, თან ამ ყველაფერთან ერთად ნაზი და სიფრიფანა. -ხელი მოვხვი და ლოყაზე ვაკოცე. -შენ რა გგონია შენ თბილი და ყურადღებიანი არ ხარ?- თითქოსდა ეწყინაო- შენი ყოველი გამოხედვა და მიმიკა ყურადღებას და თანაგრძნობას გამოხატავს, მე ყველაფერს ვხედავ- ორი თითი ჯერ მის თვალებთან მიიტანა შემდეგ მეც მაჩვენა გითვალთვალებო. ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს, არც ისე ციოდა მაგრამ სასიამოვნო იყო კოცონი, ხმელ ფიჩხს წვისას სასიამოვნო ტკაცუნი გაუდიოდა, სადღაც ღრმად წავედი, ცეცხლისთვის თვალები გამესწორებინა და მის მოთამაშე ენებს გალაქტიკებს შორის მოგზაურობაში გავეშვი. საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი, უფრო სწორად ვეღარ ვფიქრობდი, მხოლოდ გიორგის ხმა მესმოდა სადღაც შორიდან, რომელიც რაღაც სასაცილო ამბებს უყვებოდა გოგონებს და ისინიც გულიანად კისკისებდნენ, წამით სევდაც კი შემომეძალა, თითქოს ტკივილიც კი ვიგრძენი, ხელი მკერდზე მივიჭირე, იმდენად ძლიერად რომ შიგ გულის გულიც კი შემეკუმშა. -ცოტაც დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ მივირთვათ და შემდეგ ავუყვეთ ბილიკს.- იაგოს ხმამ დამაბრუნა, სახე ამწითლებოდა ცეცხლთან ჯდომისგან, ალბათ სულ წითელი ვიყავი, მაგრამ მხოლოდ ცეცხლისგან არა, მისი მზერა იმდენად ამოუცნობი იყო, რამდენიმე მეტრის დაშორებიდანაც კი მწვავდა. რელობას დავუბრუნდი, ბავშვები მხიარულობდნენ, ყველა რაღაც სასიამოვნოს ყვებოდა, ანეგდოტს, თავგადასავალს. ლუკა, ნაინას კურსელი კი ყველაფერზე კომენტარს აკეთებდა, მერე ერთიანი სიცილის ხმა ისმოდა. გამეღიმა, მათი შემყურე. მთას დავუბრუნდი, ფიქრებს უფლება არ მივეცი ეს შეგრძნებები გაეფუჭებინა. ნუთუ შეეძლო ერთ უბრალო წარწერას ჩემთვის ხასიათი გაეუჭებინა? არა. უფლებას არ მივცემდი. წყაროსკენ ავიღე გეზი, ვიგრძენი როგორ გამომაყოლა ორმა წყვილმა თვალმა მზერა. და-ძმა სხვა ვინ?! ჯერ სახეზე შევისხი წყალი, მერე დავლიე, რა სასიამოვნო შეგრძნება იყო, ვირძენი რომელი წერტილი გაიარა წყალმა. შემავსო, ნამდვილად დამიბრუნა ენერგია, ხეს ავხედე ისევ ის ვიგრძენი, სიცივე და ტკივილი. რა იყო ხეზე? განსაკუთრებული არაფერი მხოლოდ იაგოს და გოგონას სახელი, და კიდევ თვალი, გოგონას თვალი იყო ამოტიფრული ლამაზად, თითქოს დაუხატავთო, დიდი ხე რომელსაც სამი ადამიანი ერთად ხელს ვერ შემოაწვდენდა. ნახატი ისე სუფთად იყო შესრულებული მხატვრის მეგონა. არასდროს არავის არაფერი უთქვამს ამ ხის შესახებ, გამიკვირდა მაკუნამ რომ არაფერი თქვა, არც გოგოებმა, მე კი იმდენი კითხვა გამიჩნდა. იმდენად ამოუხსნელი იყო ყველაფერი. უდავო იყო რომ ეს იაგო, ჩვენ იაგოზე იყო, მისი რეაქცია ამტკიცებდა, გოგონა არ ვიცი ვინ იყო, აშკარად მისი თვალი იქნებოდა, და პატარა წარწერა რომელიც თითქმის გაურჩეველი იყო სიტყვათა წყება. ვინ იყო ეს გოგო? არ იფიქროთ რომ ვიეჭვიანე, ან წიგნისთვის ახალი მასალა ვიპოვე, ახალი ისტორია, ან ამბავი სიყვარულისა. უბრალოდ დამაინტერესა ამბავმა. იაგო არ გავდა იმ ბიჭს, გოგო შეყვარებოდა და მერე ასე უბრალოდ დაეთმო, ან გაეშვა. იმის მიუხედავად რომ არც ისე დიდი ხანია ვიცნობ მას, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა მის გასაცნობად. ის ამ ყველაფერს უბრალოდ არ გააკეთებინებდა ან არ გააკეთებდა. ეს ხე მათი სიყვარულის მარდიული სიმბოლო იქნებოდა, ყველა მომლოცველი და აქ ამომსვლელი ყველა იხილავდა. მაინტერესებდა სად გაქრა ის გოგონა რა მოხდა მათ შორის ასეთი. ისევ შევუშვირე წყაროს სახე, ვიგრძენი როგორ ნელ-ნელა უბრუნდებოდა პირვანდელ სახეს, ნელ-ნელა დამიბრუნდა ჩვეული ელფერი სახეზე. ფიქრები გავფანტე და ბავშვებისკენ წავედი, რომლებსაც უკვე გაემზადებინათ მორებისგან გამოთლილ მაგიდაზე ჩვენი საგზალი. -ვიფიქრე უკვე პირველი ღამისთვის დაიწყო მზადებათქო- გიორგი მიღიმოდა და ყურებამდე გაკრეჭილი იცინოდა. -ესე მითხრა ჯერ პატარა ხარ გაიზარდეო, მე სულ ქ ვიქნები და სამუდამოდ დაგელოდებიო, ფიციც კი მომცა- მეც ღიმილით ვუპასუხე, ყველა იღიმოდა იმ ერთის გარდა, მის პირდაპირ ჩამოვჯექი გამოთლილ სკამზე. -აუ, ტო... არა და გეგმას ვაწყობდი უკვე- ეს ლუკა იყო. -ხელის მომკიდე ხომ არ იქნებოდი?- ღიმილით ვკითხე. -არა ტო, თამადობას მაგრად გავქაჩავდი. -ააა- მაკუნას კივილი შემოგვესმა უცებ, ის და ნუცა, წყლის დასალევად იყვნენ წასულები, აწყნარებდა მაგრამ დამეფიცება, წამში ბოლო ხმაზე დაიწყებდა ხარხარს. -რა მოხდა?- გიორგი წამოდგა, ნაინა კი ჩუმად კისკისებდა. -ბაყაყი იყო, და- ითმინა ითმინა და ნუცა აკისკისდა- ბოდიში მაკუშ უნდა გამეცინა, ისე სასაცილო იყო. -რა იყო სასაცილო რომ ეკბინა?- ცრემლებს ძლივს იკავებდა მაკა. -ეკბინა?- ლუკა ჩაეძია და უხმო თანხმობა რომ მიიღო, საეთო ხარხარი მოყვა, ისიც კი იცინოდა, უჟმური და გაუცინარი, თვალები ანთებოდა და მუდამ შეჭმუხნული შუბლი ღიმილს გაეხსნა. რომ დამინახა ვუყურებდი ღიმილის შეკავებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ისე უცებ წავიხემსეთ, მეც კი გამიკვირდა, ბაყაყის ინციდენტის შემდეგ მაკუშა მხოლოდ დაღლაზე წუწუნებდა, ხანდახან თუ წამიძხებდა მისებურ ფრაზებ, ისე ძირითადად, ლუკას მხარზე ჩამოკიდებული მიუყვებდა მთის აღმართს. -მაკა კიდევ ერთხელ დაიწუწუნებ და გეფიცები ამ კლდიდან გადაგაგდებ- ლუკამ თვალები დაუბრიალა და რამდენიმე ნაბიჯით დაწინაურდა. მე მათი ხმა უკვე აღარ მესმოდა, იქ ვიყავი ზუსტად იქ, სიზმრად რომ ვხედავდი ზოგჯერ. გინახავთ ადგილი, სადაც ცა და დედამიწა ერთმანეთს უერთდება და ისინი ერთნი ხდებიან? სადაც მათი სუფრაა გაშლილი და ქორწილს იხდიან? დედამიწელები სტუმრად არიან, მთვარე და ვარსკვლავები კი მაყრობენ. გასცქერი ამ უკიდეგანო სივრცეს და გრძნობ დრო როგორ ჩერდება. გული წყვეტს ძგერას, სუნთქვა გეკვრის და გრძნობ როგორ უერთდები ამ სამყაროს, როგორ ერწყმი და ფრთები გესხმება, გამოგდის... მერე კი, მერე უწონადობის სამყაროში გადადიხარ და ყველა სასწაულის ერთად გჯერა. მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ხვდები რომ არც ერთი იმსახურებს იმას რომ მათ ეს სტატუსი ჰქონდეს, ეს განუმეორებელი სამყაროა, ენით აღუწერელი. -ლამაზია არა? - მომესმა მისი ხმა და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. -უბრალოდ უწოდო ამ ყველაფერს სილამაზე ამ ყველაფრის დაკნინებაა- ისე ვუპასუხე სივრცისთვის თვალი არ მომიშორებია.- შეუდარებლად განუმეორებელია. -როგორია განცდა, გაგიმართლდა იმედები?- მე სივრცეს ვუყურებდი, ის კი მე. -არ ვიცი რას ველოდი, აქ მყოფი უკვე ვეღარ ვფიქრობ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი ის რომ აქ აუცილებლად დავბრუნდები და თან არა ერთხელ. -ასე ძალიან მოგეწონა?- ვერ დამალა აღფრთოვანება. -როდესაც იქ იმ დიდ კლდეზე ამოვდიოდით, წამით ვიფიქრე რომ აღარ შემეძლო, დაღლამ თავისი გაიტანა, რომ იმ ციცაბო ბილიკს ვეღარ ამოვივლიდი და უკან გავიქცეოდი. -შენ და ამას მართლა ამბობ?- გაკვირვება და გაოცება, ერთად გამოესახა სახეზე. -კი, მეგონა ვერ შევძლებდი, ხომ გაგიგია ,,და დაპყრობილი მწვერვალის იქით, კვლავ დასაპყრობი მწვერვალი მოსჩანს“? ეგრე მომივიდოდა მეც მეგონა, მეგონა ეს ყველაფერი არ მეყოფოდა, იმ კლდემ ემოცია გამომაცა. -კი მაგრამ შენ ხომ მთაზე პირველად არ ადიოდი, პირველად არ შეუშინებიხარ მთას? ხომ იცოდი რაც გელოდა/ -არა, მაგრამ ამ მთამ, ამ მთამ სასწაული დამმართა, ძალა გამომაცალა, იქ იმ ქვაზე რომ ვიჯექი ვფიქრობდი რომ უკან დავბრუნდებოდი, ისეთი ყოფილიყო, ისეთად დარჩენილიყო,, ეს მთა როგორც ჩემს ზღაპრებში, როგორც წიგნებში და ფოტოებში მინახავს. დარჩენილიყო იმად როგორი წარმოდგენაც მქონდა. ლამის გავიქეცი, მაგრამ მივხვდი რომ თუ ახლა გავიქცეოდი საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, ვერ მოვინელებდი და ვერ დავივიწყებდი იმას რომ საკუთარ თავს იმედები გავუცრუე. -მაგრამ შენი სახე?- სახეზე მიმანიშნა სადაც დარწმუნებული ვარ სიმშვიდე მეხატა. -აი, ბილიკი დამთავრდა თუ არა ის ყველა დაღლა, ტკივილი, აჩქარებული გულისცემა და ყველა ადგილი დამავიწყდა სადაც ფეხი დამიცურდა. გაყინულ გათოშილი ხელებიც კი დამავიწყდა. დავრჩით მხოლოდ მე და ეს სივრცე, ახლა ჰორიზონს გავცქერი და ვხვდები რომ არასდროს არაფერი მინახავს მსგავსი, არ დამცინო რა- თითქოსდა შევევედრე- ვიცი ეს ერთადერთი და განუმეორებელია მაგრამ მსგავსი სილამაზე... არასდროს არსად შემხვედრია. რომ შემეძლოს ამ ყელაფრის კადრად გადაღება, გონებაში აუცილებლად გადავიღებდი და როდესაც დავინახავდი განსაცდელის ჟამს, შვებას მომგვრიდა. ეს ყველაფერი თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთვის. -მიხარია ასეთს რომ გხედავ- თვალები ანთებოდა, სახეზე კი ნერვიც არ ტოკდებოდა. -შეგიძლია აქ მაინც მოეშვა და იყო ჩვეულებრივი ადამიანი? -სწორედ აქ არ შემიძლია ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი ბიჭი და მოვიქცე თუნდაც გიორგის ან ლუკას მსგავსად. -შენ შეგიძლია უბრალოდ ცადო და გააკეთო. ჩემთვის ნაინასთვის და შენი მეგობრების გამო კი არა, არც ერთის გამო, მხოლოდ შენს გამო, იმიტომ რომ ერთხელ შენც შეძლო და იყო ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭი. თუნდაც მოხუცი თინეიჯერი. -მოხუცი თინეიჯერი?- გაუკვირდა, სახეზე ხელები აიფარა, შემდეგ ჩამოიღო, მერე ისევ ტუჩებზე გადაისვა, რამდენჯერმე დამუშტა და შეკრა თითები, ბოლოს კი მაინც სიცილი დაიწყო, ჩუმად მაგრამ მაინც იცინოდა, მე ვხედავდი, მხიარულს, ბედნიერს, ღიმილიანს და თავისუფალს, იმ ბიჭს რომელის ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ იპყრობდა ამ ბილიკებს- მარიამ შენ ყოველთვს ახერხებ ჩემს გაღიმებას. -რა ვთქვი სასაცილო?- გამიკვირდა და თან გამიხარდა, მისი სახე რომ ისევ ღიმილმა დაფარა. -განსაკუთრებბული არაფერი მაგრამ შენ ჩვულებრივ ფრაზასაც არაჩვეულებრივად ამბობ. *** მარცვლეულის ნაყოფიერების, მეწვეული საქონლისა და ხელსაქმის მფარველი სვანური ქალღვთაება. მისი კულტი აღმოცენდა ძვ. აგრარული ქალღვთაებისა და ქრისტიანული მარიამ ღვთისმობლის კულტის შერწყმის შედეგად. ქრისტიანობის გავლენით ქალღვთაების ძვ. სახელი გაქრა და შესაბამისი ქრისტიანი წმინდანის სახელით შეიცვალა. სვანების წარმოდგენით, ლამარიას ღვთაებათა პანთეონში, უკანასკნელი ადგილი ეჭირა. ლამარიას დღეობები ძირითადად ახალი წლისა და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლს ემთხვეოდა. მის სახელობაზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლამარიას კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგ., ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, შუშხვამის (საკლავის დაკვლის) ღამეს აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებურ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერის თავზე ეკიდა. ლამარიას ეკლესია უშგულის თემის ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავია. 28 აგვისტოს აქ იმართება ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული, ე.წ. ლამარიობა (მარიამობა). უსმენ, ხედავ და გეფიქრება, ორმაგ ემოციას იწვევს შენში. ვიდექი სალოცავის წინ და ემოცია აღარ მქონდა, სრულიად დაცლილი ვიყავი, ყველასგან და ყველაფრისგან... ეს პატარა სალოცავი, კოშკი, პატარა კელიები, ქვის დიდი სკამი... წამით სამყაროსაც კი მოვწყდი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა, გალავანთან ვიდექი და კიდევ ერთხელ მჯეროდა სასწაულების, მართალია რომ შენც უნდა გააკეთო რაღაც , მაგრამ ეს სამყარო ყველაფერია. სუნთქვა მეკვროდა, ხელები გამეყინა, სიცივისგან არა, ემოციებისგან, სიხარულისგან. ისევ მზერა ვიგრძენი, ამჯერად მეც გავუსწორე თვალი, მოწონების ნიშნად თავი დამიკრა, სანამ გალავანს გადმოვაბიჯებდი, ნაინას ვთხოვე და გძელი კაბა გადავიცვი უცებ და შარფი გავიკეთე. აქ დიდი რწმენითა და სიყვარულით მოვედი. სიამაყე დავინახე და დიდი პატივისცემა, მის თვალებში. რამდენიმე ნაბიჯი მერყევად გადავდგი, მეგონა მიწა გამომეცლებოდა ფეხქვეშ, ან დავეცემოდი, რამდენ ემოციას განიცდის ადამიანი, არ მეგონა ესეთ შეგრძნებებს სიხარულიც თუ იწვევდა. მოწიწებით ვემთხვიეთ ხატებს, მეგონა რომ ახლა ყველაზე ახლოს ვიყავი ღმერთთან და ყელაზე მეტად ახლა მიწვდებოდა მას ჩემი ლოცვის ხმა. სულის სიმშვიდე ვიგრძენი, ყველა ტკივილი და უიმედობა სადღაც გაქრა, მათი ადგილი კი იმედმა დაიკავა, დიდმა იმედმა და ძალამ . მართლაც: გულწრფელ ლოცვას სასწაულის მოხდენა შეუძლია. -მარიამ ჩემი ხმა გესმის?- ეკლესიის კედლებს დიდი გულმოდგინებით ვათვალიერებდი და ნაინას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. -კი, მოხდა რამე?- შევკრთი. -რამდენიმე წუთია უკან დაგყვები და შენ ჩემი არსებობაც კი ვერ დაინახე, არც კი შემიმჩნიე- გულდაწყვეტილმა მითხრა. -მაპატიე, - მართლა დამნაშავედ ვიგრძენი თავი- უბრალოდ იმდენად მოვწყდი რეალობას რომ ყველანი დამავიწყდით. -შეიძლება ყველას ეწყინოს მის გარდა.- ღიმილით მითხრა- იმდენად აღფრთოვანებულია, არ ამბობს, არ გიყურებს, თვალის გამოპარებას თუ არ ჩავთვლით, მაგრამ მოსწონს ამდენად რომ გაინტერესებს. -კარგი რა. -ვუთხარი და დიდი ქვის სკამს მივუახლოვდით. ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულისდაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი. უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია, ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ. -ამდენი რამ საიდან მოიძიე?- ლუკას ხმამ დაგვირღვია სიმყუდროვე. -როდესაც რაღაც მაინტერესებს ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვო, მერე კი მივდივარ და საკუთარი თვალით ვამოწმებ ყველა მოძეულ სიტყვას. -მაკვირვებ. -აქ, ყველას როგორ ვაკვირვებ? კიდევ ერთხელ მოვავლე მიდამოს თვალი და გალავანთან მდგომი ბავშვებისკენ გავემართე. აქ ყოფნამ უსაზღვრო ბედნიერ ადამიანად მაქცია. უკან ვბრუნდებოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემს რაღაც ნაწილს აქ ვტოვებდი. ახლა მთებს ავხედე, ერთს, თითქმის მუდამ თეთრსა და ქათქათას, მეორეს კი მუდამ დამწუხრებულსა და სევდიანს... აი, ნამდვილი სიყვარული, თეთნულდი და უშბა... ნამდვილი ქალ-ვაჟი. საღამოს კოცონის წინ ვისხედით ყველანი, ღამეს ვათენებდით, ბიჭებმა კარვებიც გაშალეს. -რომელიმეს რომ გინდოდეთ დაიძინეთო.- პირველი მაკუნა გაემართა, სანამ დაწვებოდა, კარავის ყველა წერტილი შეამოწმა, ყველა მილიმეტრი, არაფერი იყოსო, შემდეგ მშვიდად დაწვა და დაეძინა კიდეც დაღლილს. ჩვენ უბრალოდ ვბაასობდით, ვსაუბრობდით, ისტორიებს ვყვებოდით, ლუკა სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა, სასიამოვნო ამბებს ყვებოდა, შემდეგ ქართული ნანაც შეგვისრულა დაბალ ხმაზე, რა სასიამოვნო იყო. ხეების შრიალი, მთვარე ხან გამოჩნდებოდა ხან დაიმალებოდა, უბრალო ნიავიც კი რაღაც სასიამოვნო ამბავს გიყვებოდა, წარსულში მაბრუნებდა და აქ მომხდარი ბრძოლებისა და ომების ამბავს მახსენებდა. თითქოს იქ იმ ბრძოლის დროს მეც მათ გვერდით ვიყავი ოღონდ დახმარების საშუალებაც კი არ მქონდა, რამდენ შეგრძნებას იწვევდა ეს სამყარო, არ შემცდარვარ მის შესახებ ასეთი გადამეტებული სიყვრული რომ მქონდა. -რას ფიქრობ?- ნაინა მომიჯდა გვერდით და მხარზე დამადო თავი. -ყველაფერზე და ამავ დროს არაფერზეც. ამ სამყაროზე, უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ნიავის შრიალი რომ მესმის უკვე სხვა სამყაროში ვარ, უკვე სულ სხვა ემოციით ვივსები. როგორ მშვიდად ვარ, ამ უდაბურ ტყეშიც კი ნეტავ იცოდე. -ბავშვობაში ერთი მეგობარი მყავდა, მასაც შენს მსგავსად მარიამი ერქვა, -ჩემს მხარზე კომფორტულად მოკალათდა და დაიწყო- რა ბავშვობაში, სკოლას ვამთავრებდი ჩვენთან რომ ჩამოვიდა- შეასწორა უცებ- აქ მასწავლებლად მოიწვიეს, გაცვლითი პროგრამით იყო, ისეთი თბილი და უშუალო იყო თავიდანვე შემიყვარდა. მის თვალებში სიცოცხლის დაუღალავ წყურვილს ვხედავდი, მხიარული და ღიმილიანი იყო მუდამ, ენერგული, დაუღალავად შეეძლო ეკეთებინა ის რასაც ხელს მოკიდებდა. - რამდენიმე წამით შეისვენა და განაგრძო- ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, ახლა ის სახლი მიტოვებულია, იქ აღარავინ ცხოვრობს რამდენიმე წელია და ალბათ დაინგრევა კიდეც მალე, მაგრამ მოგონებები მაინც ცოცხლობენ. არაფერს ვეკითხებოდი, უბრალოდ შევამჩნიე რომ დაცლა სჭირდებოდა, ემოციებს ვეღარ ერეოდა, ალბათ საიდუმლოც კი, გულზე ლოდად აწვა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, მე კი უპირობოდ მენდო, ჩემს მხარზე ედო თავი, თვალები ცეცხლისთვის გაეშტერებინა და წარსულში მოგზაურობდა ალბათ. ნაინასთვის შეუფერებლად მოიწყინა თვალებიც კი ჩაუქრაო თითქოს. -შეუდარებელი პედაგოგი იყო, ამბობდნენ რომ სკოლა გამოაცოცხა, ახალი ტენდეციები შემოიღო და დაუღალავად შრომობდა, მერე... მერე კი შეუყვარდა...- ღრმად ამოისუნთქა და თხრობა განაგრძო.- შეუყვარდა, როგორც თავად ამბობდა თავი შეაყვარეს ძალით, ბედნიერი იყო, სიყვარულით დაფრინავდა ისეთი ბედნიერი იყო, სიხარულს ასხივებდა.- ისევ ღიმილმა დაუფარა სახე- ჩვენ დავმეგობრდით, მეუბნებოდა გულწრფელი თვალები გაქვს და შეუძლებელია ადამიანს ატკინო და ეშმაკურად მოექცეო. ყველაფერს მიყვებოდა გარდა იმისა, რომ არ მეუბნებოდა ვინ იყო, მისი სახელიც კი არ ვიცოდი, მისი აღწერით ვერავის ვერ მივამსგავსე, ისეთი ბავშვური როგორსაც ის მიღწერდა არავინ იყო, ან იქნებ საკმაოდ დიდი არ ვიყავი რომ ადამიანი გამომეცნო. სახლში დაბრუნებას აპირებდა რამდენიმე კვირით, არ მინდა წავიდე მაგრამ სახლშიც გაგიჟებულები მელიან ,,როდის გნახავთო“? -ისე ამოიხვნეშა თითქოს გულიც თან ამოაყოლაო, ახლა მივხვდი რომ ამ პატარა არსებას რამდენი ტკივილი ჰქონია გულში, რამდენ ცრემლს ინახავდა მისი თვალები, სხვებს კი არასდროს არაფერს აჩვენებდა, მე ... მე არ ვიცი რატომ მენდო..,. არ მეცოდინებოდა მანამ სანამ თავად არ მეტყოდა მიზეზს. -წავიდა, ღიმილით მაგრამ მაინც ფეხხები უკან რჩებოდა, გუშინ მთელი დღე მიბღვერდა რომ გაიგო მივდიოდიო, ჩუმად მითხრა და ჩამეხუტა. იცის ჩემი მეგობარი რომ ხარ, იცის რომ თუ რამე დაჭირდება და ჩემთან დაკავშირება მოუნდება შენი დახმარება დაჭირებდა, შესაძლებელია გენდოს, შენი დახმარებით ყველაფერს შეძლებს. მითხრა გამიღიმა და წავიდა. მართლაც დაბრუნდა რამდენიმე კვირაში, უფრო მეტად გაცისკროვნებული, უფრო მეტი ღიმილითა და სიხარულით აღსავსე. რომ დამინახა, უცებ გაიღიმა გამოიქცა ჩამეხუტა და ჩუმად მითხრა: *მალე ქორწილი იქნება მოემზადე და ნათლიაც იქნებიო. -გამიკვირდა თითქოსდა არც კი ველოდი, ან იქნებ ველოდი კიდეც, ბიჭის სახელიც კი არ ვიცოდი, არ მეუბნებოდა, როცა დრო მოვა გაიგებო, უფლებას არ მაძლევს მისი სახელი რომ ვთქვა, ეშინია ხალხმა მისი აზრი თავს არ მომახვიოსო- მეტყოდა გამიღიმებდა და კისკისით გაისწორებდა თმებს. -მერე.. მერე ყველაფერი აირია... - ჩემი თითები ჩაბღუჯა ნაინამ, რაც უნდა ეთქვა დიდი ტკივილი იყო, ვერ უძლებდა, სულიც ტკიოდა.- მერე მისი თვალებიც ჩაქრა, სულ ცრემლით ჰქონდა სავსე, ვეღარ უძლებდა, თქვა რომ იმ ბიჭს პრობლემები ჰქონდა ოჯახში, იმის მიუხედავად რომ ძლიერი იყო, ოჯახში ნათქვამს ვერ შეეწინააღმდეგა, ჩემი გოგო ნელ-ნელა ჩაქრა.- თვალები ისევ ცეცხლისთვის გაეშტერებინა და წარსულში მოგზაურობდა. -ჰეი მანდ თქვენ- გიორგის ხმამ დაგვაბრუნა წასრულიდან კოცონთან. - რას ჩურჩულებთ? -განსაკუთრებულს არაფერს- სახეზე ისევ ის თბილი ღიმილი დაიბრუნა, ნათელი და უდარდელი, ჩუმად ჩურჩულით მითხრა მაინც,- მოგვიანებით გავაგრძელოთ. -აბა ეხლა ჩვენც ჩაგვრიეთ- ეს უკვე ლუკა იყო. -კარგით რა- საწყლად თქვა ნაინამ- მარიამი მისი ცხოვრების შესახებ მიყვებოდა, თურმე შეყვარებულიც კი ყავს- ისე მხიარულად და უდარდელად თქვა მეც კი დავიჯერე სიმართლეათქო. მხოლოდ მას ვუყურებდი, დავინახე თვალები როგორ ჩაუქრა და ბრზით როგორ აენთო, ხელები როგორ ძლიერაად დამუშტა, სახეზე კი არაფერი შეეტყო, საერთოდ არც ერთი ნერვი არ შეტოკებია, ალბათ მისი სახე ასე კარგად შესწავლილი რომ არ მქონოდა ვერც კი მივხვდებოდი, თუ რას გრძნობდა. აი, მისი დამუშტული ხელები კი ყველაფრის მთქმელი იყო. -რატომ მოიტყუე?- ნაინას მსუბუქად ვუჩქმიტე და ჩუმად ვუთხარი. -მაცადე დავტკბე რა- მანაც ღიმილით მითხრა და - იცოდე ქორწილში მეც ვარ, არ გამომაპარო. -ნაინა- მკაცრი იყო მისი ხმა. -რა მოხდა ძამიკო?- ისევ ის თბილი ღიმილი- მე და მარიამი საკმაოდ დავმეგობრდით, ეს კი საკმარისია მისი ბედნიერების დღეს მის გვერდით ვიყო. -და მერე სად არის? აქ მარტო როგორ გამოგიშვა? თან ამდენი ხნით?- ეს გიორგ იყო, ბიძაშვილების მზერა დავიჭირე, თითქოს უხმო მადლობა გადაუხადეს ერთმანეთსო, საყვედურნარევი ხმით და თვალებით შემომყურებდა. -ნაინამ ...- სიმართლის თქმას ვაპირებდი, როდესაც ისევ ნაინა ჩაერთო. -ის ბიჭი რამდენიმე თვე საქართველოში არ იქნება, ნაინამ კი ამით ისარგებლა და მისი სანატრელი კუთხე მოინახულა. თან შვებულებას მშვიდად ატარებს. -კარგი, მარტო მე ხომ არ უნდა დავიჩაგრო და მხოლოდ ჩემი ცხოვრება არ უნდა იყოს სააშკარაოზე გამოტანილი- ღიმილით ვთქვი- თქვენზეც გავიგო ცოტა რამ უკეთესი იქნება. -აბა ვისზე გაინტერესებს?- აღფრთოვნებული დარჩა ნუცა. - მოდი ბიჭებიდან დავიწყოთ. -ჩუმად ის არ გავაღვიძოთ და თუ გინდათ ჩემს საგვარეულო ისტორიასაც მოგიყვები- თქვა ლუკამ და გაიცინა. მაკუნა იგულისხმა იმ უჟმურს დააყრიდა კითხვებს, ახლა მე რომ მიყურებდა და ცდილობდა თვალებით გავებურღე. -მარჯვნიდან დავიწყოთ მაშინ- ნაინას ვანიშნე დაიწყეთქო- შენი ბრალია და შენვე გაცურე პირველმა. -გინდა აქ მთაში დამტოვოს? - გადაიკისკისა და ძმას გაუსწორა მზერა. -ვიღაც მუდმივ ბილეთს აიღებს გერმანიის- მანაც გაუღიმა და მზერა გაუსწორა. -არავინ არ არის ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ვისაც მთელ ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებ, აქ ყველანი ცდილობდნენ საკუთარი ძალაუფლება დაემტიცებინათ, ყველა პირველობას ითხოვდა და ,,ცოლი ვიცი კუხნაში“, გერმანიაში კი... ისინი კი უბრალოდ ცივები და განსხვავებულები არიან, ვერ შევატყვე რომ ადამიანობა კიდევ შერჩათ, ნამდვილი ფაშისტები არიან, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, გარეგნულად რამდენადაც მიმზიდველები და სიმპატიურები არიან იმდენად ცივი და მიუკარებლები არიან შინაგანად.- თავისუფლად საუბრობდა და რამდენჯერმე ძამიკოს ჩაუკრა თვალი. სიყვარული ჩემთვის უსიტყვო ნდობა და თავისუფლებაა. აქ კი არც ერთი არ დატოვა ხალხმა. - ჰეი ლუკა შენი ჯერია. -ჩემიი?- იმდენად მრავალმნიშვნელოვნად თქვა, ყველანი მივხვდით რომ საინტერესო ამბავი იწყებოდა- პირველ კურსზე ვიყავი ერთი გოგონა რომ დავინახე, ფაქიზი და ნაზი, ველური ხასითით - დაიწყო და სევდანარევი ღიმილით გაიღიმა- ხასიათი მოგვიანებით გავიგე, როდესაც პირადად გავიცანი, იმდენად უკარება და ამავე დროს ნაზი იყო, ყველა ძალა გამოვიყენე რომ გამეგო ვინ იყო, ის მესამე კურსზე იყო მე პირველზე, საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა, რაღაც გადანაცვლება მოხდა და რამდენიმე ლექცია ერთად ჩაგვიტარდა, არაფერი მესმოდა ლექციაზე, მხოლოდ მას ვუყურებდი, მხოლოდ მისი ხმა ჩამესმოდა, - ამოისუნთქა ლუკამ და მთელი გულის ოხვრა თან ამოაყოლა. -აუ ამის საქმე წასულია- თქვა გიომ და საერთო სიცილი მოყვა. -ყველას შეიძლება ეგრე დაემართოს- ჩაერია აქამდე ჩუმად მყოფი თეკლა. -განაგრძე- უთხრა ნაინამ. -მერე როგორც იქნა გავიცანი ახლოდან, დავახლოვდით, მერე დამცინოდა პატარა ხარო, რამდენიმე კვირის წინ ბოლო გამოცდის დღეს როგორც იქნა გამოვუტყდი სიყვარულში- თავი ჩახარა, ყველა მიხვდა შედეგს, არავის არაფერი არ უკითხავს, ელოდნენ როდის დაასრულებდა. - ჯერ იცინა, მერე დამცინა, მერე გამიბრაზდა, ბოლოს კი პატარა ბავშვივით დამიყვავა და მითხრა რომ გადამივლის, მე პატარა ვარ და უნდა გავიზარდო.- მერე კი მხიარულად დაამატა- ჩემს იქეთ გზა მაინც არ აქვს. ახლა თეკლას ჯერია. -მე რა მაქვს სათქმელი- ჩუმად დაიწყო- ისეთი დესპოტი ძმა მყავს, ვინმემ უბრალოდ რომ გამიღიმოს იმაზეც ეკეტება, მისი ძმაკაცები ისე მექცევიან თითქოს სიარული ახლა ვისწავლე და არ უნდა დავეცე, ისე არავინ არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში მაგრამ როცა გამოჩნდება, ისეთი უნდა იყოს მთელი ცხოვრება მის გვერდით რომ გავატარო. მეც დავასრულე- ღიმილით თქვა და მის გვერდით მჯდომ იაგოს გახედა ჩუმად. ყველა გაირინდა, ყველას სუნთქვა შეეკრა, მხოლოდ ნაინა იყო მშვიდად და ძმას უღიმოდა, მხოლოდ ის იყო ახლა ამ წამს თავისუფლად, მხოლოდ მან იცოდა იაგოს ხასიათი, ძმას გამამხნევებლად შეხედა და ღიმილი შეაფრქვვია. -მე სიყვარულის და ასეთი სენტიმენტალობების არ მჯერა, მხოლოდ სუსტებს უყვარდებათ და მერე უფრო სუსტდებიან.- თქვა მკაცრად და გიორგის გახედა- მე დავასრულე. უცებ წამოდგა და ამ ხნის მანძილზე პირველად შევამჩნიე მის ხელში სიგარეტი. არავს მიუქცევია ყურადრება, მიჩვეულები იყვნენ მის გამოხტომებს, მე კი მზერა გავაყოლე. -ანუ ჩემი ჯერი დადგა...- ღიმილით დაიწყო გიორგიმ- შეყვარებული ვარ, თქვა ამაყად, ჩემს გვერდით მყოფის ჩუმი კვნესა მოწვდა ჩემს სმენას, ნუცას თავი დაეხარა და თვალები დაეხუჭა, მუხლები მაგრად მიეჭირა გულზე და ხელებიც შემოეჭდო- იმდენი ხანია რომ სათვალავიც კი ამერია- ღიმილით განაგრძობდა გიორგი და ყველას მოავლო თვალი, ცოოტა ოდენი მზერა ნუცაზე შეაჩერა, ისევ გაიღიმა და განაგრძო- პირველად რომ ვნახე გიჟის შთაბეჭდილება დამიტოვა, უნივერსიტეტის წინ ვიღაც ბიჭს მთელი მონდომებით ეჩხუბებოდა, ერთი ციდა გოგოს ვიღაც აყლაყი დაეყენებინა და რაღაცას მთელი მონდომებით უხსნიდა, მეგონა რომ ხელს თუ დაადებდა, ეს ერთი ციდა გოგო გაქრებოდა, ის ბიჭი კი ადგილიდანაც კი ვერ იძროდა, ჩემი დახმარებაც კი არ დაჭირდა, იმ წამს ის ბიჭი ისე შემეცოდაა... უხმოდ დაუქნია თავი და თავდახრილი გაუჩინარდა ადგილიდან, ამ ერთი ციდა გოგოს თვალიც კი ვეღარ მოვკარი, ღამის მყუდროება დამირღვია, მერე კიდევ რამდენჯერმე მოვკარი თვალი, უფრო და უფრო მაოცებდა მისი შეუდრეკელობა, მერე ვნახე იქ სადაც მის ნახვას არ მოველოდი, აი, მაშინ კი დავრწმუნდი რომ მაგარ შარში ვიყავი, იმ ღამით მეგობრებთან ერთად გადავათენე ჭიქასთან ერთად და მხოლოდ დილით ვაღიარე რომ მიყვარდა, ლამის მაშინვე წავედი მასთან, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს შეაშინებო და არ გამიშვეს, მერე ფხიზელზე გადავიფიქრე, უნივერსიტეტი დაამთავროსთქო, დრო კი მიიპარებოდა, ახლა ველოდები, ძალიან ცოტა დრო დარჩა, ვიცი მის ცხოვრებაში არავინაა, ეს არც კი დამიშვია, ზოგი ძალით, ზოგი ნებითაც კი გავუშვი, შორიდან მაგრამ მაინც ჩემი ქვია. -და მოიცა ეს ამბავი ახლა აქ უნდა გამეგო მე?- ნაინას სახე გაბადროდა, მზესა გავდა ამ წამს, სიხარულის სხივები დასთამაშებდა სახეზე. -და როდის უნდა მეთქვა?- გაუკვირდა გიორგის. -სანამ მას ეტყოდი?- ისევ იცინოდა ნაინა. -მან ჯერ ხომ არც კი იცის? არც კი მითქვამს, მხოლოდ ახლა ვთქვი, და ჩვენ ხუთის გარდა არავის არ ეცოდინება.- მაცდურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. -გიორგი მოგკლავ- სრული სერიოზულობით უთხრა ნაინამ და ნუცას გახედა, რომელიც უცვლელ პოზაში იჯდა ისევ. -მიყვარს- ღიმილით თქვა გიორგიმ- მე დავასრულე ახლა ნუცას ჯერია. -მეეე- ღრმად ამოიხვნეშა და ისევ თავი ჩახარა- არ მიყვარს, ეს გრძნობა რომელიც თითქმის არ არსებობს, რომელსაც ტკივილისა და ცრემლის მეტი არაფერი მოაქვს ადამიანებისთვის, ის მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და როგორც ჩანს მე რჩეულთა შორის ვერ მოვხვდი. სიყვარულს მხოლოდ ტკივილი და იმედ გაცრუება მოაქვს.- თვალი გაუსწორა ცეცხლის მოთამაშე ენებს- მე დავასრულე, შენი ჯერია მარიამ.- იმდენად გატეხილი მომეჩვენა ნუცა ამ დროს, რომ ლმის გიორგი ვცემე, მივხვდი, მათი უხილავი კავშირი დავინახე. - არასოდეს მდომებია რომ სხვებზე უკეთესი ვყოფილიყავი ან მათზე მაღლა ვმდგარიყავი, რაც მინდოდა ყოველთვის ჩემი შრომით ვაღწევდი და მივისწრაფოდი,- დავიწყე და ყურადღებას არ ვაქცევდი ნაინას მსუბუქ ჩქმეტებს, უბრალოდ გავუღიმე და განვაგრძე- ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, სულ რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი, ამიტომაც გამეპარა უსაზღვროდ დრო, დრო როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, როდესაც ერთმანეთს სწავლობენ, იცნობენ, უახლოვდებიან და ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ კიდეც ქორწინდებიან. - მისი მზერა გამოვიჭირე, რომელიც ისევ მის ადგილას დაბრუნებულიყო და გიოსთვის გადაეხვია ხელი, წამით მისი მზერაც კი დავიჭირე, პირველად ვხედავდი მის თვალში ანარეკლს, ეს ხომ აქამდე არ მინახავს, მისი თვალები სარკეს გავდა. შემეშინდა, არ ვიცი რისი, მაგრამ უცებ მოვარიდე მზერა- მაგრამ მე გამომეპარა, ბედნიერების და სიყვარულის დრო გამომეპარა, ან გვერდი ისე ჩავუარე ყურადღებაც კი არ მივაქციე, არასდროს არ ყოფილა ჩემს გვერდით ადამიანები რომლებზედაც სერიოზულად ვიფიქრებდი, აი, თეკლას მსგავსად სიყვარულის მოსვლის ერთხელ მწამს, გიყვარდება ერთხელ და სამუდამოდ- მერე უნებურად გამეღიმა- ალბათ თინეიჯერი გოგოს მსგავსად ვმსჯელობ მაგრამ რა ვქნა ესე ვფიქრობ, მე სიყვარულის მარადიულობის მჯერა. თუ შემიყვარდება ჩემს გვერდით იქნება მთელი ცხოვრება, არ მჯერა ფრაზის: ,,უყვარდათ და დაშორდნენ“, თუ უყვარდათ ერთმანეთი, ასე მალე როგორ გადაუყვარდათ? არა, ადამიანებს არ აქვთ ძალა სიყვარულს გულში ჩაწვდნენ, თავად სიყვარული შეიყვარონ. ჯერ ადამიანი და მერე სიყვარული. ვერ ჩაწვდნენ სიყვარულის არს, არ უნდა გახუნდნენ ერთმანეთის თვალებში, მე მიმაჩნია რომ საყვარელ ადამიანზე ძვირფასი არავინ და არაფერი მეყოლება, ის ყველაფერი იქნება ჩემთვის, საუკეთესო მეგობარიც კი, ამიტომ ვერ ვიპოვე ალბათ აქამდე- ღიმილით დავამთავრე და ხუთი წყვილი თვალი იყო ჩემზე მოპყრობილი. - და ის რაც ნაინაამ თქვა- ისევ განვაგრძე- უბრალოდ იხუმრა, არავინ არსებობს ჩემს ცხოვრებაში და თუ კი იარსებებს მე მას არასოდეს დავმალავ, მეც დავასრულე. -ვაუ, ყველაზე ვრცელი სიტყვა გამოგივიდა- გამიღიმა ლუკამ და მოწონების ნიშნად თითები მაჩვენა. ცეცხლს ვუყურებდი, ცეცხლის მიღმა კი მის თვალებს, ვგრძნობდი როგორ შეავსო ჩემმა სიტყვებმა, მაგრამ მეშინოდა, მეშინოდა მისი შავი თვალების, რომლებშიც აიზბერგი მაინც დაცურავდა, შეჯახების მეშინოდა, რომელსაც ვერ მოვერეოდი და მეც გამყინავდა. სითბოს სხივები, სინათლის სიჩქარით ვრცელდებოდნენ მის თვალებში მაგრამ... მაინც ვერ ვიჯერებდი, მაშინებდა ეს სითბო. სითბო, რომელიც მხოლოდ ჩემი წარმოსახვა არ მინდოდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთვხევაში... არა, არ მინდოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ თუ კი რამეს დავუშვებდი, მერე გვიანი იქნებოდა და მთელი ცხოვრება სინანულში გავატარებდი. -ხვალ რა გეგმები გვაქვს რა უნდა მოვინახულოთ?- დუმილი თეკლამ დაარღვია, როგორ მომწონს ეს გოგო რაღაც განსაკუთრებული შარმი აქვს. -ხვალ დიდი გეგმები გვაქვს, მე ის უნდა გადავაგდო კლდიდან- ჩუმად ამოიჩურჩულა და მაკუნას კარვისკენ მიგვანიშნა. - თქვენ კი გაერთეთ. *** მთიდან დაბრუნებული ერთ რამეს მივხვდი, არანაირი წიგნი არ იქნებოდა, ეს ყველაფერი რაც აქ მოხდა, რაც ამ მთაში იყო, ემოცია, სიყვარული, ბევრი ბედნიერი მოგონება, ლამაზი კარდები, რაც კი რამ შევაგროვე, მხოლოდ ჩემთვის მინდოდა, მას არავის და ვერავის გავუყოფდი... მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო, წიგნისთვის კი სხვა მასალას მოვიძიებდი, სულ სხვა ამბავს მოვიგონებდი, გავიგებდი ან ფანტაზიას ვუხმობდი, ეს ყველაფერი კი ჩემს მოგონებებში დარჩებოდა, ან ყველაზე უკიდურესი, წიგნი საერთოდ არ იქნებოდა. აქ მე სხვა სამყარო ვიხილე, ახალი ადამიანები, რომლებმაც ჩემი შეხედულებები შეცვალეს და ძირფესვიანად ამოატრიალეს ჩემი შინაგანი სამყარო. მათი შემყურე, უკვე აღარ ვიცოდი მინდოდა თუ არა წერა, მინდოდა თუ არა კლაიატურას მივჯდომოდი და ისევ ამეწყო სიტყვათა წყობა. ასეთი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა და სასიამოვნო იმპულსებს ვგრძნობდი სხეულში, საერთოდ არ ვიყავი წინააღმდეგი ამ სიახლის, პიირიქით ნებას ვაძლევდი უფრო მეტად, დიდი დოზით შემოჭრილიყო ჩემში. ვხედავდი მას ღიმილიანს... ოღონდ ჩუმს... მაგრამ ღიმილიანს... თითქოს ეშინოდაო ღიმილის, თავს იკავებდა. ცდილობდა დაეცვა დიასტანცია, მაგრამ არ გამოსდიოდა. ხანდახან ისევ ისეთი ცივი ხდებოდა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით, მერე კი ისევ ახალი ღიმილიაი ადამიანი ხდებოდა. *** მე ისევ დავდიოდი, მდინარის პირას, ჩემი ჩანაწერების დღიურით და ყველა წვრილმანს ვწერდი, ფოთლების შრიალის ხმას, წყლის ჩუხჩუხს, ხეზე ჩიტების რაოდენობას... მდინარის ქვების სიუხვეც კი ბედნიერებას მანიჭებდა, მერე ჩემი დღიური დაიკარგა, არ ვიცი სად წავიდა, აი ასე უბრალოდ გაქრა, არა და მახსოვს უკანასკნელად ეზოში მქონდა, იქ ვწერდი, ჩემს ნივთებთან ერთად იდო, მერე კი უცებ გაქრა. ყველგან ვეძებე არსად იყო, ნელი დეიდაც შეწუხდა, იქ ხომ ყველაფერი მეწერა, ყველა ისტორია და ლეგენდა, ყველა მოსაზრება, ჩემი მტკიცებულებები და ძალით შეკოწიწებული სიმართლის ამბები. თავს მხოლოდ იმით ვიიმედებდი რომ მდინარესთან დამრჩა, გადამივარდა და წყალმა წაიღო. მხოლოდ ეს მანიჭებდა შვებას. ის რომ ვინმეს ხელში ჩავარდნოდა, ის რომ ვინმეს ენახა? ის რომ სადმე გამოჩენილიყო? ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა რა იქნებოდა. ჩემთვის ვწერდი, ჩემთვის მინდოდა. მოგონებები რომლებიც არასდროს მინდოდა დამვიწყებოდა, შეგრძნებები, რომლებიც მთელი ცხოვრება მინდოდა გამყოლოდა. ნაწერს გადავავლებდი თვალს, გამახსენდებდა იმ წამს რას ვგრძნობდი და რას განვიცდიდი. -ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდება- ყოველთვის მხიარული ნაინა ახლა მოწყენილი იყო და ცდილობდა სევდიანი თვალები დაემალა. -მითხარი რა მოხადა?- ის ასეთი არ მახსოვს, არც მაშინ მთაში, თითები მაშინაც კი არ უცახცახებდა. -ისევ იგივე განმეორდება- მითხრა და თავი დახარა. -მითხარი რა ნაინა, რა განმეორდება, ნუ მაშინებ? -წლების წინ რაც მოხდა, ზუსტად იგივე მდგომარეობაა... ისევ იგივე მოვლენები ვითარდება. ისევ სტუმარი და ისევ მრავალი თვალი. -ნაინა მითხარი რა, რა ხდება?- უკვე თავს ვეღარ ვერეოდი, სიბრაზე მიპყრობდა.- მე არ დავუშვებ რომ ჩემი სიჯიუტის გამო სხვები დაზარალდნენ. -ჩემი მეგობარი მარიამი, აქ შეუყვარდა ხომ გითხარი. შეყვარებული ყავდა როგორც გითხარი- უცებ მთელი ძალა და ღონე მოიხმო ნაინამ, და თვალებში მიყურებდა- რამდენიმე კვირით წავიდა აქედან, დაბრუნებლმა მითხრა რომ ნათლიობისთვის უნდა მოვმზადებულიყავი, მაშინ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მერე კი როცა მივხდი ძალიან გვიანი იყო.თავი დახარა და სახეზე ხელები აიფარა. თითქოს გავიყინე, ხელები არ მემორჩილებოდა, ვერ შევეხე, მის მზისფერ თმებს ვერ შევეხე, რომ ეგრძნო მის გვერდით რომ ვარ. ცოტა ხანში დამშვიდდა, თავი აწია, თვალები დაწითლებოდა, არა ტირილისგან, არამედ იმდენად მაგრად დაეხუჭა თვალები ცრემლი რომ არ გადმოვარდნოდა. -ის მალე დედა გახდებოდა, სანამ აქედან წავიდოდა, მაშინ მითხრა დამაფიცა რომ არასდროს არავის ვეტყოდი მის საიდუმლოს, სანამ თავად არ მოისურვებდა, ის მუცლით ჩემს ნათლულს ატარებდა, ბავშვის მამამ ეს კი არ იცოდა, იმიტომ რომ ის სხვაზე დანიშნეს, ასე მოისურვა ოჯახმა, განა იმიტომ რომ ვერ შეეწინააღმდეგა, არა უბრალლოდ სიტყვა არ გატეხა. მაგრამ ის მაინც ვერ გახადა ბედნიერი. ნიშნობიდან რამდენიმე დღეში, საშინელი ავარია მოხდა და ის გოგო გარდაიცვალა. ჩემი მარიამი სახლში დაბრუნდა, ჩემს გარდა ეს ამბავი არავინ იცოდა, -ვგრძნობდი როგორ ტკიოდა ნაინას, ვგრძნობდი როგორ ამძიმებდა ეს წარსულის ტკივილი და ვერ ვშველოდი, მისი გაყინული ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე და შევეცადე გამეთბო, თავი დახარა, მის თვალზე ცრემლს ვხედავდი, ტკივილიანს და დარდიანს. -მარიამი მაინც წავიდა აქედან, ოჯახში დაბრუნდა, მაგრამ.... მას ძალიან რთული მშობიარობა ჰქონდაო მითხრეს, პატარა ვერ გადარჩაო მისთვის უთქვამთ, დღემდე ვერ გაიგეს სიმართლე, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვმა ვერ გაუძლო. მხოლოდ დედამ იცის სიმართლე და არ ამბობს, მარიამისთვის იოლი არ აღმოჩნდა ამ აზრთან შეგუება, ბევრი ეცადა მაგრამ ვერაფერი გაიგო. ნაინამ მაგრად მოუჭირა ხელები ერთმანეთს, ტუჩები მაგრად მოკუმა, ჩუმი გოდება აღმოხდა, ხელებზე დაიდო თავი და მხრები აუცახცახდა, ვგრძნობდი რაღაც სხვა, რაღაც მნიშნელოვანი მელოდა წინ, ამ წამს რას არ გავიღებდი რომ მის თვალებში ეს ტკივილი არ დამენახა, რომ მისი სული როგორც თავიდან მეგონა, ტკივილის გარეშე ყოფილიყო, ეს პატარა არსება ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა, მან ტკივილს თვალებამდე მისვლის საშუალება არ მისცა. -მოგვიანებით გავიგე, როდესაც მარიამს ჩავაკითხე - თავი აწია, თვალებში მიყურებდა, იქ სიცარიელე დავინახე, მეტი არაფერი - რომ გითხა ბავშვის მამა ვინ იყო, მარიამს ვინ შეუყვარდა, მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა, ვერადროს ვერ მიხვდებოდი ვინ იყო მარიამის არჩევანი, ვერც მივხვდი, მანამ სანამ თავად არ მითხრა. -მიყურებდა და ჩემს რეაქციებს ელოდა, იმდენად შეძრული ვიყაი მისი მონაყოლით რომ არ ვიცოდი ხმის ამოღების შემთხევაში რა უნდა მეთქვა. დედამ ასე ააცალო საკუთარ სისხლსა და ხორცს მისი შვილი და არსებობაც კი დაუმალო, არ უთხრა მისი შვილი ცოცხალია თუ არა, სიკვდილის შემთხვევაში. მისი საფლავიც კი არ ანახო. -ნაინა- ვერ შევძელი მისთვის რამე მეთქვა, ძალაც კი არ შემწევდა ამის. -მისი რჩეული ბეშქენი იყო, მას ბეშქენი შეუყვარდა! ბეშქენსაც უყვარდაო! მარიამი ისეთი გაცისკროვნებული იყო მის სიახლოვეს, წამითაც კი არ შევიტანდი იმ დროს მის სიყვარულში ეჭვს... ბედნიერებას ასხივებდა... იმ დროს არ გამიკვირდებოდა, რადან ბეშქენი მაშინ ისეთი არ იყო როგორც დღეს. -მოიცა და ბეშქენმა არ იცოდა რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა? -არა, მოგვიანებით გაიგო, შემთხვევით. -როგორ? -მარიამი მეგობრებთან ერთად, ვიღაცა ახლობელს უნახავს, ორსული მარიამი... ლამაზი მუცლით, ღიმილიანი მაგრამ სევდიანი თვალებით, რომ უკითხავს, მისი ორსულობის შესახებს უთქვამს რომ გათხოვდა. - აქ კი ჩემს ფერად ნაინას ხმა ჩაუწყდა, მე კიდევ მოსმენილს ვაანალიზებდი, იმდენად წარმოუდგენელი იყო, რაღაც აკლდა ამ ყველაფერს, რაღაც მნიშვნელოვანი, ძირითადი რგოლი. ესეთი ისტორიები, რაღაც მსგავსები მოსმენილი მქონდა, მაგრამ აქ რაღაც ხდებოდა, ალბათ ცუდად ვიქცეოდი ჩემი ინტერესის სფეროს რომ ვიკმაყოფილებდი, მაგრამ ამ წამს ყველაზე მეტად ნაინას ღიმილი მინდოდა დაბრუნებოდა სახეზე, მისი მხიარული ხმა მომესმინა. ჩემს წინ მინდოდა ის გოგო ყოფილიყო გაცნობის დღეს რომ ვიხილე, ციდან ჩამოვარდლინი ანგელოზი. -მერე, ეს ყველაფერი ბეშქენის ყურამდე მივიდა, არ დაიჯერა, ვერ დაუჯერა ხალხს რომელიც მარიამის გათხოვებაზე და მის რამდენიმე თვის ორსულობაზე ყვებოდა, იმის მიუხედავად რომ მისი სიყვარული ვერ დააფასა, მარიამი ის ქალი იყო, რომელმაც თავი შეაყვარა. გავიგე რომ ქალაქში გადავიდა, ცდილობდა მარიამის ყველა ნაბიჯი ცოდნოდა, რამდენჯერმე მოკრა თვალი მაგრამ მისვლა ვერ გაბედა, - თვალებში მიყურებდა ნაინა, ძმის მსგავსად თვალების ფერი შეცვლოდა, ახლა მასაც შავ ფერი გადაკროდა, ტკივილს ვხედავდი, უძიროს და უსაშველოს. - გაგიკვირდება, მხოლოდ მე და შენ არ გვიკვირს, ყველას გაუკვირდებოდა, დღეს ყველასთვის ალბათ საძულველი, საშიში და უხეში ადამიანი, მარიამის წინ უძლური ხდებოდა, მარიამს შეეძლო მისთვის ძალა წაერთმია და ისევ უკან დაებრუნებინა. ყველაზე ძლიერ ან დაბეჩავებულ კაცად ექცია. -კი მაგრამ მარიამი ხომ არ გათხოვილა?- ის კითხვა დავუსვი რომელიც მაწუხებდა, რომელიც აქამდე პირდაპირ ვერ ვკითხე. -არა, მარიამი არ გათხოვილა, დღემდე მარტო ცხოვრობს, საქართველოდანაც კი წავიდა, რომ ბეშქენს არ დაეწყო მისი ძებნა ისევ. მას ძალა აღარ შესწევდა და უნდობლობას აპატიებდა. -ნაინა გთხოვ ნორმალურად ამიხსენი ვერაფერი გავიგე. -ბეშქენმა მარიამს ქალაქში ჩააკითხა, დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა მასთან მიახლოებას, მარტო ვერასდროს ვერ ნახა, მერე კი თითქოს მარიამი გაუჩინარდაო, ყველაფერი გადაატრიალა, მაგრამ მარიამი ვერსად იპოვა, ვერ იპოვა მანამ სანამ თავად არ ისურვა მარიამმა დაბრუნება, დაბრუნდა, ოღონდ ცრემლიანი და ცარიელი- ისევ თავი ჩახარა ნაინამ, უკვე მართლა უჭირდა ამ ყველაფრის გახსენება, რაც უფრო მიდიოდა ამბის დასასრულისკენ უფრო ტკივილიანი ხდებოდა მისი სახე. -გინდა მერე მომიყევი- ჩუმად ვუთხარი. -არა, მინდა რომ ახლა მოვყვე პირველად და ვრცლად ეს ამბავი, რომ მეც დავისვენო, ვიღაცისთვის ნაცნობი გახდეს ეს ტკივილი, რომ ოდნავ მაინც მოვიპოვო შვება, რომ მხოლოდ მე არ მკლავდეს - მერე უცებ წამოენთო- მარიამ, გთხოვ დამეხმარე ამ ტკივილისა და ტვირთის ზიდვაში, ვეღარ ვუძლებ, მტკივა. -ნაინა- ვერაფერი ვერ ვუთხარი- დაგეხმარები ჩემო გოგონა თუ კი რამ შემიძლია, ოონდ მითხარი, რით დაგეხმარო?- მის თვალებში კი სხივი დავინახე, ალბათ რაღაც იგრძნო. -ვიცი რომ მარიამმა და ბეშქენმა ერთმანეთი ნახეს, არ ვიცი რა მოხდა იმ დღეს, ზოგადად რაზე ისაუბრეს, მაგრამ ვიცი, ბეშქენს ბავშვის არსებობის შესახებ რომ ცოდნოდა აუცილებლად მოიმოქმედებდა რამეს, აუცილებლად გახდიდა მარიამს ბედნიერს. მერე კი მარიამმა არ აპატია, ის უნდობლობა. არ აპატია კითხვა რომ დაუსვა ბეშქენმა, მართლა ის იყო თუ არა ბავშვის მამა, მარიამმა უნდობლობა არ აპატია, მერე კი ყელაფერი აირია. ცოტა ხნით ისევ შეისვენა, ძალებს ეძებდა, რომ თხრობა განეგრძო, რომ ყველაფერი დავიწყებას მიცემოდა. -არ ვიცი, არც მე, არც მირიანმა, არც ნენემ იცოდა, არც იაგომ, არავინ იცოდა იმ ორის გარდა რა მოხდა იქ როდესც მარიამს სახლში მიაკითხა ბეშქენმა, მხოლოდ ამ ორმა იციან იქ რა მოხდა, მხოლოდ ბეშქენმა და მარიამმა. ქალაქიდან დაბრუნებული ბეშქენი შეიცვალა და შეიცვალა ყველაფერი, ყველა უბედურება ერთმანეთის მიყოლებით აეწყო შემდეგ, გაიტაცეს მათი ბიძაშვილი, მაგრამ მირიანმა და ბეშქენმა დააბრუნეს მალე, მერე ქალაქელი სტუმრები გაიქცნენ აქედან, მერე ვიღაც მემუქრებოდა, შეტყობინებები, ჩემი ნივთები გაქრა, მერე გარდაიცვალა ნენე. მერე... მერე.. იყო ყველაზე დიდი უბედურება... - აქ ხმა ჩაუწყდა და ცრემლებს გზა მისცა - უბედურება რომელმაც იაგოს ცხოვრება დაუნგრია, ყველაზე მხიარული ძმა, იქცა ყველაზე საზიზღარ არსებად. - ცრემლები მოიწმინდა და - მარიამ, მაპატიე. ვერ მოგიყვები იაგოს ამბავს, ვერ შევძლებ მის ცხოვრებაში ჩავერიო. -ამ ყველაფრის გამო წახვედი აქედან?- ძლივს ამოვიღე ხმა. - ამ ყველაფერმა გახადა ასეთი? კი მაგრამ რამე არ არსებობს? ან ვინმე? ვინც ამ ყველაფერს დაასრულებდა, ამდენი ტკივილის გარეშე? ამდენი ტკივილისა და ცრემლის შემდეგ, ვინმეს ძალა არ შეწევს რომ ეს უაზრობა დაასრულოს? -არა არავინ, ეს ომი იყო, შიგა ომი, თითქოს ოჯახებს შორის, დამალული მაგრამ მაინც საგვარეულო ომი. ომი სადაც სუსტი სქესი ყველაზე მეტად დაზარალდა, სადაც სუსტმა სქემა ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო. -იაგო ხომ დაგიცავდა? შეძლებდა შენ დაცვას? შენი ოჯახი, მამა. თქვენი ოჯახის სტატუსი. -ჩემი საყრდენი იაგო იყო, მან მომცა ძალა, მაგრამ მას უფრო მეტად ტკიოდა ეს ყველაფერი, მას უფრო მეტად უჭირდა, მივხვდი მაშინ გავიქეცი როცა მას ვჭირდებოდი, მაგრამ გესმის მარიამ, ვერ შევძლებდი აქ ყოფნას, აქ რომ ვყოფილიყავი და ეს ყველაფერი ჩემი თვალით უნდა მენახა, ხალხის აზრი უნდა მომესმინა, მაშინ კი იმდენად ძლიერი არ ვიყავი რომ ეს ყველაფერი გადამეხარშა, რომ მათი აზრისთვის ყურადღება არ მიმექცია არ მომესმინა მათი ,,ნაბოდვარი“ მაგრამ მაინც ვერ შევძელი, სუსტი აღმოვჩნდი, თავს კი იმით ვინუგეშებ რომ მაშინ პატარა ვიყავი და ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი. -და ახლა ომი რატომ მეორდება? -შენ... შენს გამო დაიწყო ყველაფერი... ჩემი ძმა არ დაუშვებს რამე რომ დაგიშავდეს...- ნაწილ ნაწილ მეუბნებოდა, სიტყვებს ზომავდა, რა შეიძლებოდა ეთქვა და კიდე სიტყვებმა რომელმაც შესაძლოა ეჭვი გამჩენოდა. -კი მარამ მე რატომ? - შენ ჭრილობები გააახლე. მათი ცხოვრება თავდაყირა დააყენე. -კი მაგრამ მე ხომ მხოლოდ თქვენთან ვიყავი, მხოლოდ თქვენ გეკითხებოდით რაც მაინტერესებდა, მხოლოდ თქვენ და ნელი დეიდას. თქვენს გამო, არა მხოლოდ თქვენს გამო, მე წიგნის წერა გადავიფიქრე, არაფრის დაბეჭვდას არ ვაპირებ, ეს ყველაფერი რაც აქ განვიცადე სხვებისთვის აღარ მემეტება. -პატარა ბავშვივით თავის მრთლებას მოვყევი. -უკვე, აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა- ბოხი ცივი ხმა გავიგე, საშინელად გაბრაზებული და ტკივილიანი. -შენ აქ საიდან?- ნაინამ გახედა და მისი სახის შემყურე გული შემეკუმშა. -მარიამ აქედან უნდა წახვიდე- ისევ ის უცვლელი ტონი- ომის დაწყებას არ დავუშვებ. შენი წასვლის დროა. რაც მალე წახვალ უკეთესია. -რა მოხდა? -მარიამის დღიური იპოვეს- თითქოს ჩემს სახელს ეფერებოდაო, მაგრამ მკაცრი ბარიტონი სხეულის ყველა უჯრედს ყინავდა. ვიცოდი, და ყოველთვის მჯეროდა ... რომ გაქცევა საშუალება არაა, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, და თუ ომი შენს გამო დაიწყო, ბრძოლის ველზე უნდა გახვიდე და მტერს სათანადო მეტოქეობა გაუწიო. მე არსად წასვლას არ ვაპირებდი. დაბრკოლებები უნდა აღმოფხვრა და არა მიმალო. მე დარჩენა გადავწყვიტე და ბრძოლის ველზე გასვლა. ოღონდ არ ვიცოდი ვის ან რატომ ვომობდი, ეს ომი ყველაზე დაუნდობელი ბრძოლა იქნებდა. -.....*//// ალბათ ერთ დღეს გავიღვიძებ და ვიტყვი: -,,ვსო ყველაფერი მორჩა. დამთავრდა. მე ეს შევძელი”. მაგრამ არა, როცა უკვე მგონია რომ ყველაფერი დასრულდა, როცა უკვე მგონია რომ ამ დაუსრულებელ ტანჯვასა და გოდებას ბოლო მოეღება, სწორედ მაშინ გამოჩნდება კიდევ რაღაც ახალი, და ისევ თავიდან იწყება ყველააფერი, ეს დაუსრულებელი ციკლია, მაგრამ დანებებასაც კი არ ვაპირებ. თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობ, მაგრამ მირჩევნია ჩემზე გადაიაროს ყველაფერმა და ამით დასრულდეს ყველაფერი, ვიდრე წლები გაგრძელდეს კიდევ ეს უაზრო ომი, თაობებს შორის, რომელიც თითქმის არის და არც არის. პასუხიც კი არავინ იცის, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ბეშქენს მარიამი შეუყვარდა? არა ეს მხოლოდ მარიამის და ბეშქენის ამბავი არ არის, აქ ყველანი ერთად არიან დამნაშავეებიც და მართლებიც, მთელი სოფელი. -მე უკვე გითხარი რომ აქედან არსადაც არ წავალ- გამძინვარებულ მხეცს გავდა იაგო, რომელიც უკვე მეორე დღე იყო ჩემს დარწმუნებას ცდილობდა აქედან წავსულიყავი, მაგრამ მე მაინც ჩემს გადაწყვეტილებას არ ვცვლიდი. -მარიამ ნუ ბავშვობ, აქედან უნდა წახვიდე- თვალები უელავდა, ჩაშავებოდა. -მე აქ ვრჩები! რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? -მარიამ ყველას დაცვას მე ვერ შევძლებ, ბრმა ტყვიას ვერ აღვუდგები წინ, არ ვიცი რას უნდა ველოდოთ, ჩემი მეგობრები არკვევენ მაგრამ არავინ იცის რას და საიდან უნდა ველოდოთ. -მე არაფერი მომივა, დამშვიდდი- უშედეგოდ ვცდილობდი მის დარწმუნებას. -რომ მოგივიდეს?- ისევ ჯიუტად იდგა მის პოზიციაზე- საერთოდ არავინ გაღელვებს? საერთოდ არავინ გიყვარს? საერთოდ როდესმე გიფიქრია სხვა ადამიანებზე, საკუთარი პრინციპების გარდა?- ბოლო სიტყვებში მთელი ბრაზი და სიმკაცრე ჩადო. -რომ ვფიქრობ იმიტომ არ მივდივარ აქედან! -თვალებში ვუყურებდი და სიმკაცრეს არც მე ვაკლებდი. იმიტომ ვარ ჯერ კიდევ აქ, ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდება და მე ვალდდებული ვარ აქ ვიყო, არასდროს გავრბივარ მე, გესმის არასდროს. -რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? დედაზე არ ფიქრობ? -კი ვფიქრობ, ის არასოდეს მომიწონებს რომ ლაჩრულად მოვიქცე, მერე რა რომ სუსტი სქესის წარმომადგენელი ვარ, მერე რა რომ ქალი ვარ, ის ყოველთვის მასწავლიდა იმას რომ ჩემი დაშვებული შეცდომა მევე გამომესწორებინა. დედა შეცდომების გამოსწორებას მასწავლიდა, ბავშვობიდან ჩამინერგა ეს. -რატომ ხარ ასეთი მეამბოხე- თითქოს დანებდაო იაგო, მაგრამ მისი თვალები სულ სხვა რამეს ამბბობდნენ, ვგრძნობდი რომ რაღაც ჩაიფიქრა, ის აქ არ დამტოვებდა, დარჩენის საშუალებას არ მომცემდა, ყველა ღონეს გამოიყენებდა ჩემი აქედან წასვლისთვის, მაგრამ მან ხომ ისიც კი არ იცოდა, მე ვინ, ან რა ვიყავი? ყველაზე ჯიუტი არსება. ნაინას ტკივილისთვის არ გავიმეტებდი. ამ ყველაზე ნაზ არსებას ვერასდროს გავიმეტებდი, გაურკვეველი მომავლისა და მარტოობისთვის. -კარგი დროს მოგცემ- დამეთანხმა იაგო- ცოტა დროს. კიდევ რამდენიმე დღეს, შემდეგ კი მე თვითონ გაგიშვებ აქედან შენი გაგდებაც რომ მომიწიოს ან ჩემი ხელით ჩაგიყვან ქალაქამდე. -დამშვიდდი და სახლში დაბრუნდი- თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი მასაც იგივე გაეკეთებინა, რათა გამეგო რას ფიქრობდა. -აზრს მაინც არ შევიცვლი რომ იცოდე- ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში- ჯიუტი ხარ, შენნაირი პრაქტიკაში ჯერ არ მყოლია. -მოიცა და ბევრი გყავდა?- გაკვირვებამ დაფარა ჩემი სახე და ალბათ თვალები ბრაზმა მოიცვა. -მარიამ, ეხ მარიამ- მისი სახე ჯერ თავშეკავებულმა ღიმილმა დაფარა მერე კი მთლიანად გაებადრა სახე, ბედნიერება გამოესახა.- ის კი არ გადარდებს, რაც მოგელის, არამედ ის ,,რამდენი ჯიუტი არსება მყავდა“- თქვა თუ არა ისევ გაიცინა, ისევ ბედნიერმა. -მე კითხვა დაგისვი!- ბრაზი მომერია, იმის მიუხდავად რომ ღიმილი საშინლად უხდებოდა. მეც ვბედნიერდებოდი. -და შენ რატომ გაინტერესებს, მე რამდენი ჯიუტი არსება მყავდა პრაქტიკაში? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?- ღიმილით გამომხედა, თითქოს გამომიჭირაო -მე.. მე.. ისე უბრალოდ- დავიბენი არ ვცოდი რა უნდა მეთქვა- უბრალოდ არ მომწონს სხვებს რომ მადარებენ.- ამაყად ვუთხარი და ჯიქურ მივაშტერდი თვალებში. -მგონი მე და შენ ეგ პერიოდი გავიარეთ ხოომ?- სახე ,,გასწორებულმა“ მითხრა სწრაფად. -უბრალოდ გაგახსენე, არ მომწონს როდესაც სხვებს მადარებენ, არ მომწონს როდესაც რაღაც პარალელებს ავლებენ, მე უბრალოდ ასეთი ვარ, მე მე ვარ, ის სხვა კი სხვა. არ მომწონს შედარებები.- თვალებში ვუყურებდი და ვცდილობდი ის ეგრძნო რაც მე იმ წამს.- ყველა ადამიანი იდეალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. -კარგი, იყოს ისე როგორც შენ გინდა- დამეთანხმა- მაგრამ იცოდე მალე წახვალ აქედან. -მეგონა ეს ეტაპიც გავიარეთ- უკმაყოფილოდ გავსწორდი სკამზე და მისი სიტყვები გავიმეორე. -არა არ გაგვივლია.- ჯიუტად გამიმეორა. -მე ვრჩები, არ მაინტერესებს რატო და რისთვის, მე ვრჩები. -კარგი ერთი პირობით.- ისეტი ღიმილით გამიღიმა, ჯერ მის სახეზე რო არ მენახა, ისეთი სახით, ლამის ნივთები ჩავალაგე და უკან გავბრუნდი. -რა პირობით? -28ში, ჩვენთან ერთად წამოხვალ კვირიკობის დღესასწაულზე? -სააად? მეეე? რააატოომ? -სოფელ კვირიკედან არის დედა, აქედან შვიდი კილომეტრის მოშორებით, ყოველ წელს ჩავდივართ, ერთად აღვნიშნავთ ამ ყველაფერს. ეს დღესასწაული, სოფლის დღესასწაულია. მინდა რომ.... - საუბრის დასრულება ვერ მოასწრო რომ ნელი დეიდა შემოვიდა სახლში. -საღამო მშვიდობისა შვილო- თბილად მიესალმა იაგოს- რამ შეგაწუხა? ხომ მშვიდობაა ჩვენს თავს. -კი მშვიდობა იქნება თუ მარიამი აქედან წავა. -მე უკვე ვთქვი რომ არ მივდივარ. -მარიამ შვილო, -ჩემს გვერდით დაჯდა ნელი დეიდა. -შენთვის, ჩვენთვის, როგორადაც აჯობებს ისე მოიქეცი, შენს ამბიციებს ნუ გადააყოლებ ამ ხალხს.- ნელი დეიდა ისე თბილად და სათუთად მეუბნებოდა საშინლად მომინდა ჩავხუტებოდი, დედა გამახსენდა და საშინელი მონატრების გრძნობამ მომიცვა. -უბრალოდ მინდა რომ ჩემიც გაიგოთ, ასე უბრალოდ ვერ წავალ და ვერ მიგატოვებთ, უბრალოდ ვერ შევძლებ ეს ყველაფერი ასე მარტივად დავივიწყო, ჩემი შეცდომააა, ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯები, მე კიდევ თქვენ ვერ გადმოგაბრალებთ. უბრალოდ რაც იქნება პასუხი მეც უნდა ვვაგო. -რა მოხდა მითხარით- ნელი დეიდა ჩაერია ისევ. -მარიამს დღიური დაეკარგა, სავარაუდოდ დაუკითხავად აიღეს, იქ ყველაფერი ეწერა, ის ყველაფერი რაც აქ გაიგო, მოისმინა, მისი დებულებები, მოსაზრებები. არ ვიცი ვის ხელშია მაგრამ ემუქრებიან, შუამავალმა ჩემმამდე მოიყვანა, მე გამაგებინეს, ის რაც წლების წინ მოხდა ისევ განმეორდებაო. ვეუბნები რომ აქედან უნდა წავიდეს. -მე მაინც ვფიქრობ რომ ჯერ უნდა დავრჩე.- ისევ ჯიუტად ვიდექი ჩემს აზრზე. -კარგი შენი გადასაწყვეტია შვილო, მაგრამ კარგად დაფიქრდი.- ნელი დეიდამ თმებზე ჩამომისვა ხელი და სამზარეულოს მიაშურა. -კარგი მე უნდა წავიდე, კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე ყველაფერი, რაც არ უნდა გადაწყვიტო მე შენს გვერდით ვიქნები- ბოლო სიტყვები თითქოს წამოცდაო, თქმასაც კი არ აპირებდაო, სახე როგორც ყოველთვის მკაცრი და შეუვალი ჰქონდა, მაგრამ თვალები, თვალები ყველაფრის მთქმელი, თბილი და სიყვარულით აღსავსე. *** ნაინასთან მისაღებში ვიჯექით, ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მის შემდეგ არც ერთი და ძმა მარტო არ მტოვებდა, ყოველთვის ცდილობდნენ მარტო არ დავეტოვებინე, ყურადღება მსიამოვნებდა, მაგრამ ხანდახან მოსაბეზრებელიც კი გახდა, მაგრამ რა მოხდებოდა რომ არც ერთი არ ყოფილიყო ჩემთან ერთად? არც არაფერი, თუ ჩემთვის რამის დაშავებას გადაწყვეტდნენ ვერავინ შეუშლიდათ ხელს. მაგრამ მაინც, ახლა მე მათ მისაღებში ვიჯექი და თითქის შინა პატიმრობაში ვიყავი. -შენც უნდა წამოხვიდე, ეს დღესასწაული შენი თვალით უნდა ნახო- მთელი მონდომებით ცდილობდა ნაინა ჩემს გადარწმუნებას რომ როგორმე სოფლის დღესასწაულზე წავეყვანე. -არ მინდა ნაინა, ვერ წამოვალ, ყველა რაღააცნაირად შემომხედავს და არ მინდა უფრო მეტი თემა მივცე ხალხს. თან ყველანი დაძაბულები იქნებით ჩემს გამო. -და შენ ეს ყველაფერი გაწუხებს?- ღიმილით მკითხა მან.- არავინ იქნება დაძაბული, არაფერი მოხდება იქ და ჩემი ძმა არასდროს დაუშვებს იმას რომ რამე შეგემთხვეს. მართალიც იყო სადღაც გულის სიღრმეში, მეც მის აზრს ვითვალისწინებდი, ამ დღესასწაულზე მსმენია მაგრამ როგორც სხვა ყველა დანარჩენი წესი არასდროს მინახავს საკუთარი თვალით. -გიორგიც კი ჩამოდის სპეციალურად ამ დღისთვის, შეიძლება ნუცაც კი გვესტუმროს- არ ნებდებოდა ნაინა.- არ გინდა რომ მათი ღიმილიან-სევდიან-ცრემლიანი გამოხედვები ნახო? უნდა წამოხვიდე. -მოდის- ჩემს უკან მისი ხმა მესმოდა, როგორც სჩვევია ასე ჩუმად მოსვლა, სწორედ მაშინ როდესაც არც კი ელი, ერთ დღეს გული წამივიდეს შეიძლება, ასე მოულოდნელად რომ გავიგო მისი ხმა. -არ მინდა იქ წამოსვლა.- მაინც ვჯიუტობდი მე. -რატომ?- ნაინას დაუდგა გვერდით, ისევ ისეთი უტეხი, მზერა ჰქონდა, ცივი და არაფრისმთქმელი, თვალებში მიყურებდა და ცდილობდა მისი მზერით დავებნიე, ნუთუ ვერ ხვდება რომ არაფრი გამოდის და მაინც ჯიუტად ცდილობს ერთი და იგივეს. -არ მინდა წამოსვლა.- ჯიუტად ვაგრძელებდი. -მაშინ მიზეზი უნდა გვითხრა რატომ არ გინდა წამოსვლა?- ნაინამ ძმაც აქ გვერდით მყავსო და უფრო შემართებით დაიწყო ზეწოლა. -უბრალოდ არ მინდა ხალხს თვალში უხეშად მოვხვდე- ვთქვი და დამნაშავე ბავშვივით თავი დავხარე. -წამოვა- მან მკაცრად თქვა, მერე დას მიუბრუნდა- უთხარი წესების შესახებ, მოკლედ აუხსენი ყველაფერი, შეიძლება იცოდეს მაგრამ მაინც- ბოლოს ღიმილი მაინც გაეპარა და წავიდა. -ასეც ვიცოდი- სიხარულით ხტოდა ნაინა. -არა, მართლა ვერ წამოვალ, იქ რა მინდა? არავის ვიცნობ. -დამიჯერე იმ ადამიანებს ვინც იქ იქებიან ნამდვილდ არ მოეწონებათ სტატუსი ,,არაავინ“- წარბები შეკრა ნაინამ, ახლა ამ წამს ეჭვიც კი არ მეპარებოდა მათ და ძმობაში, ისე საშინლად გავდა ძმას. -კარგი რა გიორგი და ნუცა... ხო მაგრამ მაინც, არ მინდა .... -მან თქვა- ღიმილით მაგრამ მკაცრად მითხრა- მოდიხარ, ანუ გადაწყვეტილი ამბავია. რომ იცოდე წინ რამდენი საინტერესო ამბავი გელოდება დამიჯერე წამითაც კი არ იტყოდი იმას რომ იქ წამოსვლა არ გინდა. -ვინმემ რამე რომ მკითხოს? -უპასუხებ. -რამე ისეთი რომ იყოს? -მეც იქ ვიქნები. -ვინ ხარო რომ მკითხონ? -უპასუხებ რომ ჩემი მეგობარი ხარ, დამიჯერე ეს უკვე საკმარისი იქნება, მაგრამ არავის დაჭირდება იქ ამ კითხვის დასმა, დამიჯერე ბევრი უცხო ადამიანი იქნება, შეიძლება შენი არსებობაც კი დაავიწყდეთ. -როდის დავბრუნდებით? -აი, ასე. ძალიან მომწონს შენი გადაწყვეტილება.- აღფრთოვანებით შესძახა ნაინამ. -მე არაფერი გადამიწყვეტია უბრალოდ, გეკითხები. -კარგი რა მარიამ კარგი- ღიმილს ვერ იკავებდა ნაინა. -სად დავრჩებით. -ბაბუსთან. -რააა?- თვალები სავარაუდოდ შუბლზე ამივიდა იქედან კი კეფაზე. -ბაბუსთან სახლში- მშვიდად გამიმეორა ისევ. -ნაინა მეხუმრები ხომ? -არა, დედა სოფლის დღესასწაულს ყოველთვის იქ ხვდება, მერე ბაბუსთან დიდი მაგიდა იშლება და ყველანი იქ ვიკრიბებით, გიორგიც მუდამ ჩვენთან ერთადაა, ამ დღესასწაულს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბაბუ სპეციალურად უვლის და ამზადებს საკლავს, ყველაზე საუკეთესოს. ეს ტრადიციაა, ყველა ოჯახში უნდა იყოს დაკლული, ხორცი. -როგორი დღესასწაულია? -ეკლესიაში მიდიან, ლოცულობენ, სიმრავლეს და მფარველობას თხოვენ, შესაწირს ამზადებენ, მერე კი ერთმანეთს ულოცავენ, ეს ყველაფერი ერთ დიდ ღრეობად იქცევა ხოლმე ბოლოს. -ბაბუსთან რა ხდება სახლში? -ბაბუსთან? ყველანი ერთად ვიკრიბებით, ბაბუს შვილები, ნათესავები ვისაც სურს, დედა ყოველთვის ბევრს ამზადებს, სტუმრები არ იცი როდის და როგორ მოვლენო, ბაბუ ხორცეულს ამზადებს, მამა ხინკალს. ყველანი მზადყოფნაში არიან, ეს ალბათ ერთადერთი დღესასწაულია მტერსაც რომ ვერ გააგდებ სახლიდან. უგემრიელეს კუბდარებს ამზადებენ. -მართლა იქ უნდა დავრჩეთ? -კი. ყველა მიდის მოდის, ერთმანეთს ულოცავენ, თითქმის მთელი ღამე გრძედება. -იაგოც იქნება- შიშით ვკითხე. -კი.- ღიმილი მითხრა.- არ თქვა ახლა მერიდება, მასთან ერთად ერთ სახლში როგორ უნდა დავიძინო, როგორ უნდა ვისუნთქო ან როგორ უნდა შევხედო შენებს ან რამე რომ მკითხონ რა ვუპსუხოვო, თორემ მაგრად დაგცინებ. -კარგი არაფერს გეუბნები. -რომ გეთქვა, ჩემს ფიქრებს დამიდასტურებდი- ეშმაკურად ამითამაშა თვალები. -ნაინა რაა გინდა?- შევეცადე მკაცრად მეკითხა, მაგრამ მასთან ხომ არ შემიძლია ვიყო სერიოზული. -ახლაც იაგოს სახლში ხარ სხვათაშორის, გხედავს მაგრამ არ შეუჭამიხარ ჯერ- ისევ ეშმაკურად გამიღიმა - მეეჭვება შეგჭამოს მე უფრო უკეთესი იდეეები მაქვს. -ნაინა. -ხო ვიცი ყავა გინდა, წამო ჩაი დავლიოთ- ისევ გამიღიმა ხელი დამავლო როგორც პატარა ბავშვს და სამზარეულოსკენ გამაქანა. -დაჯექი მომიყევი ყველაფერი- ნაინამ სამზარეულოს მაგიდასთან დამსვა, წამიერად შევავლე ყველაფერს თვალი, როგორც ამ სახლის ყველა კუთხე კუნჭული სიძველისა და სიახლის ერთობლიობა იყო, ყველაფერს სისუფთავის იერი დაკრავდა. -რა მოგიყვე?- ინტერიერიდან ნაინაზე გადავიტანე ყურადღება. -დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ნუ ასე მგონია მაინც, იმიტომ რომ შენც ჩვენს ხათაბალაში გაეხვიე, შენი ნებით მაგრამ უნებურად, ახლა კი ვალი უნდა გადაიხადო, მეც უნდა გამხვიო შენი ცხოვრების ქარ-ცეცხლში. -მოსაყოლი არაფერია, მე უბრალოდ ცხოვრებით ვცხოვრობ. -ოოხ, ასეთი თავდაბალი როდიდან გახდი?- ნაინამ ყავის ჭიქა წინ დამიდო და თავადაც ჩამოჯდა ჩაის ჭიქით ხელში. -რაც შენ გაგიცანი, -თვალი ჩავუკარი. -შენი ოჯახით დავიწყოთ. -დედა მამა და ძმა.- ვუთხარი მოკლედ. -ვაიმე მარიამ- სიცილს ვერ წყვეტდა ნაინა, მიყურებდა და ისევ ისეთი კისკისი ისმოდა, მთელი ცხოვრება მის მზერაში გავატარებდი. -რა მოხდა რა გაცინებს? -რა სიტყვა უხვი ხარ.- შემოხედა და ისევ სიცილი დაიწყო. -მეტი მოსაყოლი მართლაც არაფერი მაქვს. მყავს არც თუ ისე ბევრი მეგობარი მაგრამ მაინც მყავს და ვინც მყავს მათ ნამდვილ მეგობრებს ვუწოდებ, შეუძლებელია მეგობარი უწოდო და ნდობა არ გქონდეს. მე კი მათი ნდომა და გვერდით დგომა ყველაზე მეტად მჭირდება. -მესმის შენი, ყველაზე მეტად მესმის- მის თვალებში ცრემლი აკიაფდა. -შეიძლება რაღაც გკითხო- თვალი გავუსწორე მის სევდიან თვალებს- ვიცი რომ წარსული დიდ ტკივილს გაყენებს, მაგრამ შენ მენდე, სრულიად უანგაროდ და უპირობოდ, უბრალოდ რაღაც მინდა გკითხო, შეგიძლია არც მიპასუხო, მაგრამ ... -კი რა თქმა უნდა- ისევ ძველი ღიმილი დაიბრუნა სახეზე.- შეგეძლო შესავლის გარეშეცც გეკითხა. -შენ არასდროს გითქვამს მიზეზი თუ რატომ წახვედი, არ მგონია მარიამისა და ბეშქენის ურთიერთობა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი, მხოლოდ მათი დაშორება, იმიტომ რომ ეს მათი გადაწყვეტილებით მოხდა, ვგრძნობ რომ შენ ყველაფერი ვერ ან არ მითხარი, არ გეუბნები მითხრა რატომ ან რისთვის? მე მაინტერესებს შენ რატომ გაიქეცი. -ჰო, ვიცოდი რომ მკითხავდი, - მშვიდად დაიწყო ნაინამ- მეც მინდოდა მეთქვა შენთვის მაგრამ ვერასდროს ვერ დავასრულეთ საუბარი. - ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო- ბეშქენი მე მადანაშაულებდა იმაში რომ მარიამი აქედან წავიდა, მე რომ მისთვის თავის დროზე მეთქვა მარიამის ორსულობის შესახებ, დღეს მათ შეუდარებელი ოჯახი ექნებოდათ, ბედნიერებით გაჟღენთილი, მე დამაბრალა მათი უბედურება, მერე მუქარები წამოვიდა რომ ბედნიერების უფლებას არ მომცემდა, უფრო უარესად გახდა როდესაც მისი საცოლე გარდაიცვალა და ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავს. მერე ყველაფერი საშინელებები მოხდა, ბევრი უბედურება დაატყდა ერთიანად სოფელს, იაგოს ახლობლები დაიღუპნენ, მე ბეშქენისა და მისი სამეგობროს მუქარებს ვეღარ გავუძელი და გავიქეცი. -იაგო ვერ დაგიცავდა? შენი ოჯახი? -კი როგორ არა, უბრალოდ იმ დროს ყველაფრისგან შორს ყოფნა ვამჯობინე, ვიცი გავიქეცი მაგრამ, მაშინ ყველაზე გონივრული საქციელი ეს იყო, ოჯახს ერთით ნაკლები პრობლემა ჰქონდაა. -მაპატიე რომ ამ ყველაფრის გახსენება მოგიწია, რომ ყველაფერი ერთბაშად გაგახსენე. -არა, რატომ მიხდი ბოდიშს? პირიქით ამოვისუნთქე, ახლა მორჩა, იმდენად აღარ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, ახლა მართლა მგონია რომ სწოორად მოვიქეცი. -ნაინა- მისაღებიდან იაგოს ხმა ისმოდა. -აქ ვართ სამზარეულოში. -დედამ დამეხმაროსო- შემდეგ მე შემომხედა, - რამდენიმე წუთში დააბრუნდება- დას გაუღიმა და მისი ადგილი დაიკავა, როდესაც ნაინამ ოთახი დატოვა. -მეც დავეხმარები- წამოდგომას ვაპირებდი როდესაც ისევ უკან დამაბრუნა მისმა ხმამ. -არაა საჭირო, რაღაცეები უნდა ჩაალაგონ, ხვალ მიდის დედა სოფელში და ნაინა დაეხმარება. -თქვენ როდის მიდიხართ? - მასთან უხერხულად ვგრძნობდი თავს და მითუმეტეს მის სახლში, მის პირისპირ, განა ეს პირველად იყო? განა პირველად ვიჯექით ერთ ოთახში მარტოები? არა, ეს მისი სახლი იყო და მისი სურნელით გაჟღენთილი ყველა წერტილი. -ჯერ თქვენ არა, ჩვენ ყველანი- თავისუფალი იყო, მუდამ სიმკაცრისგან შეჭმუხნული წარბები და შუბლი ახლა გაეხსნა ჩუმად იღიმოდა და მიყურებდა. -და ჩვენ როდის მივდივართ?- გამეღიმა მის მზერაზე. -ჩვენ, იმ დილით წავალთ ადრე. მოგეწონება. -კი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მომეწონება- მისი უშუალობა დაძაბულობას მიქრობდა. -იცი, შენ ყველა ჩემს მეგობარს იცნობ, ჩემს სამყაროს, ჩემს ოჯახს, ყველას თითქმის, ჩემი ოჯახის ყველა წევრს და აქ ყოველ დღიური სტუმარი გახდი ჩემი ოჯახის, ნუ მალე ალბათ სტუმარიც აღარ იქნები მაგრამ... -მოიცა რას ნიშნავს სტუმარი აღარ ვიქნები?- არ მომეწონა მისი ეს მრავალმნიშვნელობით ნათქვამი ფრაზა. -როგორც იმერეთში იციან, სტუმარი ვიცით ჩვენ ერთი დღეო,- იღიმოდა და ისევ თვალებში მიყურებდაა, საოცარ სითბოს გამოსცემდა ამ უბრალო გამოხედვითა და მზერით- ანუ შენც მალე სტუმრის სტატუსი აღარ გექნება. -მარგიანო ნუ მეთამაშები- მკაცრად ვუთხარი შეძლებისდაგვარად. -მე რა გითხარი შენ? - მკაცრად გამომხედა მისი შავი თვალებით. -აქ ჩვენს გარდა ხედავ სხვა ვინმეს?- ოთახი მოვათვალიერე და მასაც ვანიშნე- არავინ არის. -მე მომწონს ჩემი სახელი.- ისევ გაიმეორა. -მეც- დავეთანხმე, ღიმილმა რომ დაუფარა სახე, მოგვიანებით მივხვდი რაც აცინებდა. - მე ჩემი სახელი ვიგულისხმე. -მინდა შენი მეგობრების შესახებ მომიყვე. - მითხრა უცებ სერიოზულმა და ისევ თვალები გამისწორა. -არ მყავს ბევრი მეგობრები.- ვუთხარი სწრაფად. -აი იმათზე მომიყევი, ვისაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში. იმათ შესახებ ვისთვისაც ყოველ წამს ადგე და აქედან წახვიდე რომ დაჭირდე, რომ შენი დახმარება სჭირდებოდეს, თუნდაც აი ახლა რომ დაგირეკოს და გითხრას, რომ მას შენს გვერდით ყოფნა პრობლემებს შეუმსუბუქებს. -იცი ერთი მეგობარი მყავს, კეთილ ფერიას ვეძახი - უპრობლემოდ დავიწყე მოყოლა- თითქმის ყველაფერზე განსხვავებული შეხედულებები აქვს, განსხვავებული ყველასგან და ყველაფრისგან, თითქოს არარეალურია, ყველაფრის სჯერა, მიწიერის და არა მიწიერისიც კი. -რას ამბობს ასეთს, ესეთი დიდი სიყვარულით, ანთებული თვალებით და მთელი აღფრთოვანებით ყვები მასზე, კიდევ კარგი კეთილი ფერიაო ახსენე, ალბათ ეს რომ არ გეთქვა, ცოტას ვიეჭვიანებდი და გოგოს ნაცვლად ბიჭი მეგონებოდა.- თითქოს ირონიულად თქვაო მაგრამ მაინც დავიჭირე რაღაც სიმართლის მარცვლები, უნებურად გამეღიმა მაგრამ არ შეიმჩნია. -არა, ნამდვილად გოგოა- ღიმილს მგვრიდა მისი ცნობისმოყვარე სახე- გოგოა მაგრამ ხანდახან არარეალური მგონია. -მომიყევი რამე მასზე, როგორია? რატომ გგონია რომ არარეალურია? -პირადად არასოდეს შევხვედრილვარ, მხოლოდ ეკრანს მიღმა ვიცნობ, განსხვავებულია და არავის არ გავს.- ვგრძნობდი რომ ჩემი ნათქვამი გაკვირვებას გამოიწვევდა მასში, მაგრამ ამჯერად შევცდი, სახეზე, მიმიკაზე, თვალებზე არაფერი დაეტყო, იქნებ ასე ურეაქციოდ დამალა მისი გრძნობებითქო, მაგრამ მისი თვალები არ მომატყუებდნენ. -როგორ გაიცანი?- ინტერესით გაჯერებული მისმენდა. -სასიამოვნოდ წერს, მასაც ჩემს მსგავსად წერის სენი შეეყარა და ვეღარ ეშვება.- ღიმილი მომგვარა. -რატომ გგონია რომ არარეალურია?- თვალებში მიყურებდა თითქოს იქ ეძებსო პასუხებს. -ყველაფერზე საკუთარი შეხედულებები აქვს, ის სხვებს არ გავს, მან ის დამანახა რასაც სხვები ალბათ ვერ ხედავენ, ხედავენ მაგრამ შეიძლება ვერც კი აღიქვამენ, ალბათ ამის ძალაც კი არ შესწევთ. -მომიყევი რამე მასზე, როგორია? -როგორი? განსხვავებული! - წამით დავფიქრდი რა შეიძლებოდა მის გარეგნობაზე მეთქვა? არაფერი, საერთოდ არაფერი, მის სხეულზე მეტად მის სულს ვიცნობდი. -რას ნიშნავს განსხვავებულია?- უფრო ღრმად უნდოდა შემოსვლა ჩემს ფიქრებში, უფრო მეტი აინტერესებდა მისი არსებობის შესახებ. -ის სხვებს არ გავს, განსხვავებული შეხედულებები აქვს როგორც გითხარი, ყველაფერში განსხვავებებს ეძებს, რაღაც ამოუცნობ ძალებს ფლობს, განსხვავებული აზრი აქვს სიკეთესა და ბოროტებაზე, დღესა და ღამეზე, სინათლესა და სიბნელეზე. ასეთი განსხვავებული რომაა იმიტომ მივეჯაჭვე, მართლა არ გავს სხვებს. -რა დაინახე მასში? -ჩემი დაკარგული არსებობა. -ეგ როგორ?- დამეფიცება დავინახე მის თვალებში ინტერესი როგორ გაღვივდა, როგორ ღრმად იდგამდა ფესვებს, სხვაგვარად მიყურებდა, უფრო სასურველი ვიყავი მე იმ წამს მისთვის, ვიდრე ოდესმე, განა ჩემი სხეულით? არა, ჩემი სულის შეცნობა უნდოდა. - რას ნიშნავს შენი დაკარგული არსებობა? -მე ტკივილმა გამომაწრთო, მთელი ცხოვრებაა ვიღაცას ვკარგავ. ვკარგავ და მერე მე მტკივა, ვპოულობ მიხარია, მერე ისევ ვკარგავ. ვგრძნობ რომ ბედნიერების უფლება არ მაქვს. ის ისეთია, რაღაცნაირი... ეს ყველაფერი მე რომ არ გამომევლო, სწორედ ისეთი ვიქნებოდი, როგორც ის არის, ოღონდ ცოტა გიჟი, მეტი პოზიტივით. -გინდა მომიყვე? ან თუნდაც მაშინ როდესაც შენ გადაწყვეტ, რომ მე ეს უნდა ვიცოდე. ტკივილს ვგულისხმობ. -მოსაყოლი არაფერია, უბრალოდ ეს ჩემი ცხოვრების თანმდევი მოგონებებია, რომლებიც სულ თან დამყვება. -შემდეგ კი გავუღიმე, ღიმილმა ძალა მომცა- მოგიყვები, ოდესმე ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დღეს არა. -ის რას ამბობს ამ ყველაფრის შესახებ? -რის შესახებ?- უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმონდა. -შენს ტკივილზე, შენს დაკარგულ არსებობაზე? -იმას რომ ტკივილმა ძალა მომცა, დიდმა ტკივილმა უფრო ნაკლები ტკივილის გადატანა გამიადვილა და მასწავლა როგორ გავუმკლავდე სირთულეებს. -რატომ გგონია რომ ბედნიერების უფლება არ გაქვს? საიდან მოიტანე? -იმიტომ რომ ყველას ვკარგავ ვინც მიყვარს, ვინც ძვირფასია ჩემთვის, ვინც რაღაცას მაინც წარმოადგენს, ადამიანები ყოველთვის მიდიან, ხანდახან მე უფრო მეშინია და პირველი გავრბივარ მათგან, მათი სიყვარული მაშინებს. -რა მოხდა შენს ცხოვრებაში ასეთი, რომ ბედნიერების არ გჯერა? ყველაფერი ხომ ერთ დღეს დავიწყებას ეძლევა, თავად ყველაზე დიდი ტკივილიც კი? -მჯერა როგორ არა. აი, შენ მეუბნები რომ შემიძლია ხელი ჩაგკიდო, თვალები დავხუჭო და ბედნიერი ვიყო. - მის გაყინულ ხელებს ჩემი დავადე, თვალები დავხუჭე წამით, მერე უცებ მოვაშორე და მაგიდის ქვეშ დავმალე, თითქოს დამნაშავე ვყოფილიყავი. -მან რა გითხრა?- ღიმილით გააყოლა თვალები ჩემს ხელებს, არ შეიმჩნია ჩემი უცნაური ქცევა. -ვინ? კეთილმა ფერიამ? -ხო, თუ გინდა მისი ნამდვილი სახელიც არ მითხრა. უკვე მაკვირვებს მისი შენს ცხოვრებაში გამოჩენა და ამასთანავე მახარებს კიდეც. -ის ფიქრობს რომ ჩემი საქმე ნამდვილად არაა ვინ რას ვიმსახურებთ, მითუმეტეს მე, ამას ღმერთი წყვეტს, ვინ, სად, როდის და რა ფორმით უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი და მის კომპეტენციაში არ უნდა შევიჭრათ. -მისთვის რა არის ბედნიერება?- ვგრძნობდი როგორ აინტერესებდა, ყველა წვრილმანი, ყველა დეტალი. -აი მეც მოვედი- სიცილით შემოვიდა ოთახში ნაინა და საეჭვოდ შეგვათვალიერა, იაგოს სახეზე მანიშნა- ეს რა ცემე? მე ძმიშვილს ველოდი უკვე.- ისევ გაიღიმა და იაგოს გამოხედვაზე კარამდე მანძილი გაზომა თვალით, ლბათ ნაბიჯებიც კი გადათვალა. -ნაინა- იაგოს სახე ჯერ სიმკაცრემ მერე კი ღიმილმა დაფარა. -რა ვთქვი ახლა მე- ნაინა ჩემს გვერდით დასკუპტა უცებ. -ბავშვებო- სამზარეულოში იაგოს დედა შემოვიდა, სათითაოდ მოგვავლ მზერა, ბოლოს კი იაგოზე შეაჩერა- იაგო შენთან არიან. სახე გაფითრებოდა, ნერვიულობისგან ხელები უცახცახებდა, კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა რომ არ წაქცეულიყო. -დედა რა მოხდა? რა ...- კითხვის დასმა ვერ მოასწრო ბოლომდე, ვერ დაამთავრა წინადადება რომ ხმაც გავიგეთ. მე ადგილს მივეყინე, ნაინა აცახცახდა, იაგო უცებ წამოფრინდა ადგილიდან და ხმის მიმართულებით გასწია, მანამდე კი სევდიანი თვალებით შემოგვხედა. მის თვალებში ტკივილი ამოვიკითხე. *** ალბათ დგება დღე, წამი, წუთი, როდესაც გრძნობ რომ ძალა აღარ შეგწევს, რომ დაცემული წამოდგე. ძალაც აღარ შეგწევს მაშველად ვინმეს უხმო, იმედიც კი აღარ გაქვს რომ დამხმარე გამოგიჩნდება და იცით რატომ? რომ დამხმარე აღარავინ დაგრჩა, რომ მხოლოდ მარტო დარჩი, არავინ აღარ გყავს, გრძნობ როგორ ცარიელდები, როგორ მიდიან შენგან ადამიანები. მიდიან... მიდიან... თითქოს და უკვალოდ, არ იცი სად, მიდიან? ვისთან? რატომ? როგორ? მთავარი წასვლა კი არა მათი დატოვებული კვალის წაშლაა. ცდილობ ახალი დღე, ახალი სამყარო, ჩვეული დღის რეჟიმი, მაგრამ ერთი ფიქრი და ერთი გონება, გაყინული გული და სული... სადაც ნაფლეთებიც კი არსად ჩანს. მიდიან ადამიანები და შენში შენზე მეტ მოგონებებს გიტოვებენ, ტკივილს ცრემლს, ბევრ ღიმილს, ბედნიერ წუთებს, მაგრამ მაინც გიტოვებენ მათით გაჯერებულ მოგონებებს, მტკივნეულია არა? კი ასეა, მტკივნეულია, საშინლად მტკვნეული. თენდება ახალი დღე, მაგრამ უშედეგოდ, მაინც გუშინდელ დღეზე გეფიქრება, გუშინ ხომ ბედნიერი იყავი, ღიმილიანი, ცოტა ხნით მაგრამ მაინც ხომ იყავი, აწმყოზე კი ფიქრიც გაშინებს, მხოლოდ ფიქრი? არა საკუთარი თავიც კი. გუშინ იღიმოდი, დღეს კი საერთოდ მიზეზიც კი არ გაქვს გაღიმების, მხოლოდ წარსულის ლანდი დაგყვება და ყოველ ნაბიჯზე თავს გახსენებს: ,,მეც აქ ვარ , არსად წავსულვარ, კარგად გაუფრთხილდი მოგონებებს, დავიწყების უფლებას არ მოგცემ და თუ კი დაივიწყებ, თავს მტკივნეულად შეგახსენებო“. მერე ეჩვევი, მაგრამ დავიწყებას ვერ ან არ ახერხებ, ღიმილს დრო ახუნებს სადღაც ქვეყნის დასალიერში მიაქვს და იქ მარხავს, უკან ხელცარიელი ბრუნდება, ისევ სულში დაგუბებულ ტკივილს სულს უბერავს, რადგან იქ დარჩენილი ნაფლეთ-ნაგლეჯები უფრო აგეწვას და მძაფრად იგრძნო მონატრება, იმედგაცრუება, ტკივილი, ტანჯვა, მარტოობა. რომ შენ შეგეძლო ყოფილიყავი ბედნიერი და ბედნიერებას ხელი კარი. რომ საკუთარ თავს თავად აიძულე ესეთი გამხდარიყო. **** 28 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა: კვირიკესა და დედამისის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ადრე დაქვრივებული ქრისტესმოსავი კეთილშობილი ქალბატონი ივლიტა თავის სამი წლის ვაჟთან, კვირიკესთან ერთად ცხოვრობდა მცირე აზიის ქალაქ იკონიაში. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს გაერიდა მშობლიურ ქალაქს და ჯერ სელევკიას შეაფარა თავი და მერე - ტორსს. დევნიდნენ ქრისტიანობის გამო, ქალაქიდან ქალაქს აფარებდენ თავს, მაგრამ ავი ენის დასმენით მოხვდა მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე. წამების დროს ის მხნედ აღიარებდა თავის ქრისტიანულ აღმსარებლობას. დედის წამების შემყურე, პატარა კვირიკე ტიროდა და დედისაკენ იწევდა. ალექსანდრე ცდილობდა ბავშვის მოფერებას, მაგრამ ბავშვი ხმამაღლა გაიძახოდა: „გამიშვით დედასთან, მეც ხომ ქრისტიანი ვარ!“ მმართველმა მძლავრად მოისროლა კვირიკე, რომელმაც კიბეს დაჰკრა თავი და სული განუტევა. დედამ მადლი შესწირა უფალს, რომ მისი შვილი წამების გვირგვინით იქნა შემკობილი. სასტიკი წამების შემდეგ ივლიტაც მახვილით განგმირეს. დედა-შვილის სახელობაზე კონსტანტინოპოლის ახლოს აიგო მონასტერი, ხოლო იერუსალიმის ახლოს აშენდა ტაძარი. მართლმადიდებელი ქრისტიანები წმიდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახურ ბედნიერებას გამოსთხოვენ და ავედრებენ ავადმყოფი ბავშვების გამოჯანმრთელებას. საქართველოში ოდითგან დიდი პატივით იყო მოსილი ამ წმიდანთა სახელები. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება. ნიშანდობლივია, რომ თვეს, როდესაც ივლიტა და კვირიკე აწამეს - ივლისს, კვირიკობის თვე ეწოდებოდა და უამრავი ტაძარი იყო მათ სახელობაზე საქართველოში - გურიაში, აჭარაში, რაჭაში, იმერეთში... უხსოვარი დროიდან სვანეთში. სოფელ კალაში 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება, რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. წმინდა კვირიკეს ტაძარი იქ აგებულია XI საუკუნეში. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. *** კიდევ ერთი მთა, კიდევ ერთი სალოცავი, ისევ საცალფეხო ბილიკები და ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი. ვისაც როგორ შეეძლო მხრებით მიჰქონდათ სანოვაგე, ყველა მადლობას სწირავდა ღმერთს რომ არ წვიმდა, რომ სველი არ იყო ბილიკები, რომ ფეხი არ ცურავდა. მართალია, მშრალ ამინდში, აქ ასვლა ჭირს და წვიმიანში ათასჯერ უფრო რთული იქნებოდა, ათი ნაბიჯის გადადგმისას უკვე შესვენებას ვითხოვთ და პირდაპირ მინდორზე ვეცემით. -დავიღალე, დამტოვეთ აქ, ზემოთ ვეღარ მოვდივარ- ნუცა მიწაზე დავარდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. -თუ არ შეგიძლია არ უნდა წამოხვიდე, სხვასაც აბრკოლებ- ბრზიანი იყო გიორგის ხმა. -არანაკლებ მდგომარეობაში ხარ შენ.- არ ჩამორჩა ნუცაც. -გეუბნები ამათი ქორწილი ძალიან მალე იქნება- ყურთან მიჩურჩულა ნაინამ- აი, იქ მთაზე თუ არ იქორწინეს ზაფხულის ბოლოს მაინც დაქორწინდებიან, ან ჩემი ზედმეტად ველური ბიძაშვილი ვეღარ მოითმენს და სახლში დაისვამს. -ერთი რამ ზუსტად ვიცი- ღიმილი გამეპარა ნუცას შემყურეს- თავს ძლივს იკავებს რომ ბრაზი ყველაზე არ გადმოანთხიოს, გიოზე გაბრაზებულმა. -შენ გიოს და ნუცას ყურებას ჯობია მას უყურო თორემ დაცოფა ყველა- მუჯლუგუნი გამკრა ნაინამ. სწრაფად გავაყოლე თვალი ნაინას მზერას, დავინახე ის, როგორც ყოველთვის ცივი და მკაცრი მზერით. ვიღაცას ჩემთვის უცნობს საკმაოდ მკაცარად უხსნიდა რაღაცას, ჩუმად რაღაცას უმტკიცებდა და ბრაზს ანთხევდა თვალებიდან, ეტყობა მზერა იგრძნო, წამით გადაეყარნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს, დავინახე როგორ აენთო, რომ არ გაღიმებოდა მუჭები შეკრა და მზერა ამარიდა, მაგრამ როგორც ყოველთვის თვალებმა გასცეს. ,,ასე არ შეიძლება, ორივე ერთმანეთზე ვმოქმედებთ, რაც არის იმას ვერ ვუარყოფთ და რაც არ არის ის ვერც იქნება, ჩვენი ესეთი ქცევით ხალხის ყურადღებას მივიქცევთ, იმას იტყვიან რაც არ მომხდარა და რაც შეიძლება არც კი მოხდეს, მაგრამ ვერც ერთი ვერ დავუშვებთ ერთმანეთის გამო ერთმანეთს საფრთხე შევუქმნათ მხოლოდ იმის გამო რომ ჩვენი იმპულსები ვერ ვმართეთ“- ფიქრმა წამიღო, საკუთარ ფეხსაცმელ დავცქეროდი და სადღაც შორს ვიყავი აქედან. ძალიან ძალიან შორს. -ამდენს თუ იფიქრებ ხალხი რას იფიქრებს თქვენზე, მალე დაბერდები- ყურთან მიჩურჩულა ნაინამ და - მე კიდევ ასეთი მომწონხარ, ნამდვილად არ მინდა ჩემს ძმისშვილებს მოხუცი დედა ჰყავდეთ.- მითხრა და ჩუმად გაიცინა. -რაც არ მოხდება იმას რატომ მეუბნები? ხომ იცი რომ ეგ არ მოხდება? -და მე რომ მგონია რომ ძალიან მალე შეიძლება მოხდეს.- ჯიუტობდა ნაინა. -წავიდეთ თორემ ჩვენ ვეღარ ავაღწევთ ზემოთ- გიომ ხელი გამომიწოდა, დაგეხმარები ადგომაშიო, ნუცა ცოფებს ყრიდა და დარწმუნებული ვარ გულში ბოლო სიტყვებით ლანძღავდა. -იდიოტი- მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მომწვდა. მე და ნაინას გაგვეცინა. -მარიამ... მარიამ... მარიამოო- ვიღაც ჩემს სახელს გაიძახოდა, ნამდვილად არ მიფიქრია რომ აქ, მაღლა ამ მთაში ვინმე ჩემი ნაცნობი შეიძლება ყოფილიყო და ყურადღება არ მიმიქცევია, არც დანარჩენებს. -მგონი ესენი სამკვდროდ გადაეკიდნენ ერთმანეთს- ვუჩურჩულე ჩემს გვერდით მომავალ ნაინას, ისე რომ ნუცას არაფერი გაეგო. -გავიგონე- დაისისინა ნუცამ- სურვილი მაქვს ამ კლდიდან დავაგორო ეგ ბოლო დონის პრიმატი. -აქ ეგეთ ცუდ რაღაცეებზე არ ფიქრობენ- სიცილით უთხრა ნაინამ. -მარიიიამ- ახლა უფრო ახლოდან გავიგონე ხმა, თან მეცნო კიდეც. -იქნებ შენი რომელიმე ნაცნობია- მითხრა ნუცამ, მაგრამ უკან რომ მიმეხედა ალბათ ამ ამოვლილ საცალფეხო ბილიკს თავქვე დავუყებოდი გორებით. -მარიამ, გაჩერდი- სასოწარკვეთილს უფრო გავდა ხმა- მარიამ. - ახლა კეთილი ვინებე და გავჩერდი, ნელა მივბრუნდი. -როგორც იქნა მარიამ- სანდრო იყო ჩემი კურსელი, ვის-ვის და მის აქ ნახვას ნამდვილად არ მოველოდი, ძლივს სუნთქავდა, გული ყელში ჰქონდა ამომჯდარი. -სანდროო?- გამიკვირდა კიდევ უფრო მისი ღიმილიანი სახის ნახვა და რამდენიმე არასასიამოვო ნაცნობი ფიურა უკან, კულტურულად არ შევიმჩნიე, დავაიგნორე. - აქ რა გინდა? -ის მაინც მკითხე ჯერ, როგორ ხართქო, ან ზრდილობის გულისთვის მაინც მომესალმე ჯერ- ოხ, ეს იმერული იუმორი. -როგორ ხარ სანდრო? აქ რა გინდა?- გავუღიმე და ისე დავდექი სხვებს ჩვენი გვერდის ავლა რომ შეძლებოდათ. -კარგად მარიამ- უცებ ჩამეხუტა, მისი დიდი გრძელი ხელები მომხვია, თითქმის მის მკლავებში ჩავიკარგე- როგორ გამიხარდა შენი ნახვა. -მეც სანდრო და აქ რა გიინდა? ვისთან ერთად ხარ?- მის უკან მდგომი რამდენიმე არსება ისევ რ შევიმჩნიე. -ისევ ისეთი მწარე ხარ - გამიღიმა მან- მეგობრებთან ერთად ვარ, მოსალოცად ამოვედით, შენ აქ საიდან? -მე აქ მთელი ზაფხულია ვისვენებ, ესენი კი ჩემი მეგობრები არიან- ნუცაზე და ნაინაზე მივანიშნე, გიორგიც გვიახლოვდებოდა, ღიმილით მაგრამ გაცეცხლებული თვალებით. -ძალიან კარგი, შეგეხმიანები და ერთი კვირით ვრჩებით, მოგინახულებთ- ღიმილს არ იშურებდა სანდრო. -მარიამ კარგად ხარ?- თითქმის ჩემსა და სანდროს შორის ჩადგა გიო. -კი გიო, გაიცანი ეს სანდროა, ჩემი კურსელი, სანდრო- თავი გვერდზე გადავწიე რომ სანდროს სახე დამენახა, გიო ისე იდგა, მოიფიქრა და თავად მოიწია სანდრო ახლოს, გიორგი არც კი განძრეულა- სანდრო ეს კი გიორგია, ჩემი მასპინძელი. -სასიამოვნოა- გაუღიმა სანდრომ და ხელი გაუწოდა. -ჩემთვისაც- რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ შეაგება ხელი გიორგიმ. -მარიამ, გველოდებიან- სანდროდან მზერა ჩემზე გადმოიტანა. -კარგად სანდრო- დავემშვიდობე და დავწინაურდი რამდენიმე ნაბიჯით. -დროებით მარიამ, - მომაძახა სანდრომ, ნახევრად მივბრუნდი და დავინახე როგორ დაეხეთქა მინდორზე , სულს ძლივს ითქვამდა, მას მიყვა მისი სამეგობროც. -ცოტა დააკლდათ ვიღაც-ვიღაცეებს აქ თინეიჯერ ბიჭად არ ქცეულიყვნენ და ჩხუბი არ აეტეხათ -ნუცას ხმა მომწვდა. -ნუ აბუქებთ ყველაფერს - ვიუარე მე- სანდრო უბრალო მეგობარია, ნაცნობი კურსელი, კარგი ბიჭია. -არა მგონია ჩვენ ყველანი სანდროზე ვამბობდეთ- ღიმიით მითხრა ნაინამ და თვალი ჩამიკრა. -მარიამ, აქ ჩხუბი არ გვინდა კაი- ფხუკუნებდა ნუცა. -ახლა რაღაცას ვიტყვი და არ მოგეწონება იცოდე- ნუცას გავხედე და მაშინვე მანიშნა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ხმას აღარ ამოვიღებ ამ თემაზე, ოღონდ აქედან მშვიდობით ჩამიყვანეო. -კარგი წავიდეთ ცოტა სწრაფად, - გიორგიმ გამიღიმა და ნუცას ტექნიკურად აუარა გვერდი. -ვაიმე, რა საყვარლები ხართ ეგრე რომ ბუზღუნებთ რომ იცოდეთ? საყვარლობაა სიკალული- ნაინამ ჩუმად ჩაიკისკისა და გიოს დაეწია. გინახავთ როგორ არიან ზაფხულში მთის ფერდობებს შესეულნი ცხვრის ფარები, როგორ ნელ-ნელა ივსება და თეთრდება აბიბინებული მწვანე ხასხასა ბალახი? ისეთი შეგრძნება დამეუფლა ახლაც, მომლოცველები, რწმენით ლოცვიით მიიკვლევდნენ ამ კლდის ბილიკებს. პატარა ხუთიოდე წლის ბიჭუნა მამასთან ერთად როგორ დინჯად და სხარტად მიიწევდა წინ. ცხვარი მიყავდათ, მამა შვილი საოცრად გავდნენ ერთმანეთს. ბოლო აღმართი იყო დარჩენილი, ფარხმალი რომ დავყარე, რომ აღარ შემეძლო, იქვე ქვაზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავმალე, ძალა აღარ შემწევდა, ეშმაკი მებრძოდა, უკან დაბრუნებას მეჩურჩულებოდა ყურში. ჩემს სმენას გალობის ხმა მოწვდა, ჯერ ძალიან შორიდან, მერე უფრო ახლოს, ბოლოს თავი ავწიე და დედაოები მოდიოდნენ, რწმენით, ლოცვით და გალობით, კი არ მოდიოდნენ მოსრიალებენთქო, თითქოს ფეხს მიწაზე არ ადგამენთქო მეგონა. გალობის ხმამ საოცარი ძალა მომანიჭა, ფეხზე ისეთი სისწრაფით ავდექი, თითქოს დაღლითაც არასოდეს არ დავღლილვართქო. ისევ პირვანდელი შემართებით განვაგრძე აღმართის ავლა, თან გულში ლოცვას ვიმეორებდი, არ ვიცი როდის რამდენ ხანში ავიარე ბოლო აღმართი, მაგრამ ლოცვამ საოცარი ძალა მომანიჭა. ფეხი იდეალურად სწორ მინდორზე შევდგი, საოცარი სანახაობა იყო, ირგვლივ სიმწვანე, მაღლა კონცხზე კი ეკლესია, მინდვრის გარშემო სიმწვანისგან ჩაბურული ტყეები, მინდორზე კი პატარა სასწაული. უზარმაზარი ზარი, სადაც მისი აწევის მსურველთა რიგი იდგა. ირგვლივ კი, ყველას მოეწყო მაგიდა, იხარშებოდა, კლავდნენ, ყველა სუფრის გვერდიდან ოხშივარი ამოდიოდა. მინდვრის შუაგულს კი ვერ ვხედავდი, პატარა შეჯიბრი გაემართად ამასაც შეძახილებისგან მივხვდი. საოცარი სილამაზე და სიმწვანე იფრქვეოდა ირგვლივ. ძირითადად სვანურად საუბრობდნენ, რამდენიმე უხუცესის ხმაც მომწვდა, ახლა კი ნამდვილად ვიგრძენი რომ სვანეთში ვიყავი. დამავიწყდა, დაღლილობა და ვიგრძენი რომ ცასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ხელს გავიშვერდი და თითქოს ღრუბელს შევეხებოდი. -წამო ჩვენები ვნახოთ- გიო ამომიდგა გვერდით. -ეკლესიაში მინდა შესვლა.- ჯიუტი ბავშვივით ვუთხარი. -ჯერ ეს ჩანთები მათთან მივიტანოთ და მერე კი ვცადოთ როგორ მოვხვდეთ ეკლესიაში- გამიღიმა კვლავ- ბევრი ხალხია. -ბაბუს ენდომება შენი კვლავ ნახვა- ნაინამ გამიღიმა და ყელზე მოხვეული შარფი თავზე გადმომაფარა. -უხერხულია, - თავი ჩავხარე მე. -მას დავუძახო?- ღიმილით და თვალების ბრიალით მკითხა. -კარგი ხო- უღონოდ დავთანხმდი, ვიცოდი ის მაინც დამითანხმებდა და ნაინას გავყევი დასჯილი ბავშვივით. სიხარული და ბედნიერება, მაინც რა რიგად შვენის ადამიანს, რა რიგად უდუღს სიყვარულით ამ დროს გული. სხეულის ყველა წერტილს გრძნობ, როგორ თბები შიგნიდან, თითქოს მზადააო, ყველა შეიყვაროს, სურს ყველა ხარობდეს მის ირგვლივ, ყველა და ყველაფერი იცინოდეს და რა გადამდებია ეს ყველაფერი, გინდა ყველას გაუზიარო. *** -ნაინა, იქნებ გინდა რომ დავბრუნდეთ?- გიოს ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. -არა, დაბრუნება არ მინდა- დილის შემდეგ პირველად გამეღიმა, მას გავხედე, მის გაბრწყინებულ მაგრამ სევდიან თვალებს- მალე დავბრუნდები გული მიგრძნობს. -იქნებ შენი ძმა ვერ მიხვდეს, ვერ გაიგოს რატომ წახვედი? -ვიცი მიხვდება, საკმაოდ კარგად მიცნობს ძმის სტატუსის მიუხედავად, მიხვდება რატომაც წამოვედი ახლა. -და მაინც რომ ვერ მიხვდეს მერე რა იქნება?- თავს არ მანებებდა გიო, ზუსტი პასუხი ჭირდებოდა, ან იქნებ ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. -მარიამი მიხვდება, ან ჩემს ძმას მაინც მიახვედრებს, სულ ცოტაც დარჩა. გული მიგრძნობს მალე დავბრუნდები. ის თუ ვერ მიხვდა შენ მიხვდები. -და მაინც იქნებ არ ღირდეს ახლა წასვლა?- გიო ცალი თვალით მიყურებდა ცალი თვალი გზისკენ ეჭირა. - ან მე ვაფშე რა შუაში ვარ, მარიამთან და იაგოსთან. -გზას უყურე, არ მინდა, ქორწილები ჩემი სიკვდილის გამო გადაიდოს, ამიტომ აჯობებს გზას უყურო და თუ ხვდები შენთან რა მინდა გააჩერე მანქანა სადმე კლდიდან გადავხტები- შეუძლებელი იყო გისთან მოეწყინა. -მოიცა ვის ქორწილებს გულისხმობ? კარგი რაა, მე თავი დამანეეებე, ვინც გინდა ის დააქორწინე, მაგრამ მაინც ვის აქორწინებ? -ეს მე ვიცი, ყველაფერს კი ვერ გეტყვი? -ნაინა გეყოფა, მითხარი რააა... -ძალიან დიდი ხნის წინ- სერიოზული სახით დავიწყე, ვიცოდი გიო დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა და გადავწყვიტე ცოტა მეხუმრა, მაგრამ მერე გამახსენდა რა ელოდა წინ, ამიტომ ძალა და ენერგია დავუტოვე- მოკლედ მარიამი რომ ჩამოვიდა, მე იმ საღამოს გავიცანი, რაღაცნაირად სულ სხვა იყო, თითქოს დაკარგული სამყაროებს შორის, დედამიწის ბინადარიც კი არ მეგონა, ბედნიერი და აღფრთოვანბული თვალები ჰქონდა, სუფთა და გამჭირვალე, სანამ მასთან მივიდოდი ვაკვირდებოდი, ყველაფერს, ყველა დეტალს, ყველა ქვას, სკვერში შესასვლელთან დიდ ფილაზე წარწერა რომაა იქაც კი გაჩერდა, მერე ყურადღება არ მიმიქცევია, მერე შუა ბაღში იდგა და არ ინძრეოდა, თითქოს მიწას შეეზარდა და ხედ იქცა ფესვებიც კი გაიდგათქო. ახლოს მივედი და მივესალმე, მის თვალებში აღფრთოვანება ამოვიკითხე და რაღაც სხვა, იმ საღამოს გავაცანი იაგოსაც, ხელი როდესაც გაუწოდა იმ წამს მივხვდი რომ ჩემი ძმა ბედნიერებისთვის ბრძოლას ისევ დაიწყებდა. -ანუ რა გამოდის ეს ყველაფერი შენი გეგმის ნაწილები იყო? -ნუ გამოგყავარ ახლა მაჭანკალი. -მარგიანის ქალოვ- გამომხედა გიომ, გამიღიმა და ისევ გზა განაგრძო. -ქეთის შემდეგ ჩემი ძმა ღიმილიანი პირველად ვნახე, პირველად აიძულებდა ვიღაცას რაღაცეების გაკეთებას, ვიცი რომ მარიამი უყვარს, ამას თავის თავსაც კი არ უტყდება მაგრამ ვიცი როდესაც ამას გააცნობიერებს, ჯერ შეეშინდება მერე კი უსაზღვროდ ბედნიერი გახდება. -მარიამს არაფერს ეკითხები ხანუმ? -მარიამს უკვე უყვარს ჩემი ძმა, ან შეუყვარდება, სხვა გზა არ აქვს. ანდაც მე ვაიძულებ. -როდის გახდი ასეთი- ხარხარებდა გიო და თან საჭეს ჩაფრენოდა ორივე ხელებით. -ვიცი, მარიამიც იგივეს გრძნობს ჩემი ძმის მიმართ რასაც იაგო, მარიამის მიმართ, უბრალოდ დრო ჭირდებათ და მარტო ყოფნა. იაგო ორივეს ვერ დაგვიცავს, მარიამი კი აქედან არ წავა, მეც არ წავიდოდი მის ადგილას, მაგრამ მე მასავით ძლიერი არ ვარ, არ ვარ ძლიერი, ხანდახან კი საკუთარი უსუსურობაც კი მაშინებს. -ნუ ამბობ მაგას, შენ სხვა გზა არ გქონდა, შენ სწორად მოიქეცი- გიოს ღიმილი წამში გაუქრა სახიდან- ხომ იცი შენს ძმას რომ გადაეტანა შენი დაკარგვა, მე ვერ გადავიტანდი, ხომ იცი თავს შევაკლავდი? -წარსული უკვე გავლილია გიუშ, ვეღარ შევცვლით, სწორად მოვიქეცი თუ არა უკვე ვეღარაფერს შევცვლი- ისევ სევდამ შემომიტია, ისევ წარსულის აჩრდილები. რაც უფრო წინ მივიწევდი, უფრო მეტად მემატებოდა სიძლიერე და უფრო მეტად ვგრძნობდი ტკივილს, ვუყურებდი ცამდე აშოტილ მთებს, ვუყურებდი და უფრო ვცდილობდი, თითოეული წამი უფრო მეტად ჩაებეჭდა ჩემს გონებას, იმის მიუხედავად რომ მთელი ბავშვობა, ამ მთების შემყურემ გავატარე. რამდენი რამ უნახავთ ამ მდუმარედ უტყვ მთებს, რამდენი სასწაულის, ტკივილის, სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის და ცრემლის მნახველნი არიან. მანქანის ფანჯრიდან კი ყველაფერი სხვაგვარია, პეიზაჟი, პეიზაჟს ცვლის, ფერები ერთმანეთს ენაცვლებიან. მშობლიურ სახლს კიდევ ერთხელ ვემშვიდობებოდი, ამჯრად ჩემი ნებით, მაგრამ მაინც გავრბოდი, ამჯერად ვიცოდი რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და თან ძალიან მალე, არ ვიცი ეს ძალიან მალე როდის დაბრუნდებოდა მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად მომიწევდა დაბრუნება. -აღარ იფიქრო, თორემ იცოდე უკან მოგვიწევს დაბრუნება.- გიოს სიტყვებმა გამომიყვანეს ფიქრებიდან. -არა, უკან არ დავბრუნდები, ვიცი რომ ამ გაქცევას არასდროს ვინანებ. -მეც ამის იმედი მაქვს - გამიღიმა გიომ- შენმა ძმამ რომ დამასახიჩროს მოვკლავ. -არა უშავს მარიამი დააშოშმინებს. -როგორ გგონია შენი ძმა სიმართლეს მოუყვება მარიამს? შეძლებს კიდევ ერთხელ გახსენებას?- გიოსაც კი ჩაუქრა თვალები, თითქოს ისევ იქ იდგა იმ ცეცხლისფერ წარსულში და უშედეგოდ ცდილობდა იაგოს დამშვიდებას, რომელიც სოფელს განადგურებით ემუქრებოდა. -კი, ყველაფერს მოუყვება, ვიცი მარიამი დაეხმარება და ამ ტანჯვისგან გაანთავისუფლებს, ქეთი მასში დარჩება, მაგრამ ბედნიერს გახდის ჩემს ძმას მარიამი, მას გადამდები ბედნიერება და მისებური სიმშვიდე აქვს. -კარგი რა ნაინა... კარგი რა... სარძლოს არ გიწუნებ მაგრამ ხომ იცი, ქეთის შემდეგ სხვას შენი ძმა როგორ შეიყვარებს ან... - ვერ დაამთვარა გიომ სიტყვა. -რა ისევ ვერ შეძლებს მის დაცვას?- ბრაზმა მომიცვა და თავი ძლივს შევიკავე რომ ბოლო ხმაზე არ მეღრიალა- ჩემი ძმა ამდენად სუსტიც არ არის რომ მეორედ ჩააგდოს საყვარელი ადამიანი საფრთხეში. -მე ეგ არ მითქვამს, მარიამმა რომ ვერ გაუგოს? -მარიამი შეძლებს და გაიგებს, მარიამი ყველაფერს მიხვდება.- ჯიუტად ვიმეორებდი. *** -არა, ნაინა ამას არ გამიკეთებდა, არ დამტოვებდა- ოთახში წინ და უკან დავდიოდი, ხელში მისი წერილი მეჭირა, და ცრემლებს ვერაფერს ვუხერხებდი, რომლებიც დაუკითხავად მოედინებოდა ჩემს სახეზე. -ჩემო გოგონა ჯერ ის კიდევ ბავშვია, სუსტია ამ ყველაფრისთვის- ნელი დეიდა მაგიდასთან იჯდა და ჩემს დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა.- უნდა გაუგოო. -მესმის ნელი დეიდა მესმის, განა არ მესმის, ბევრი მოვითხოვე, ვიცი ჩემი ბრალია მაგრამ მაინც ვერ ან არ ვამართლებ, ესე როგორ დამტოვა? როგორ? ხომ იცოდა როგორ მჭირდებოდა? -დამშვიდდი ჩემო გოგოონა. უბრალოდ მას სხვაგვარად არ შეეძლო. -მეტი აღარ შემიძლია, მის გარეშე დავცარიელდები, მისი ოჯახის წევრებს როგორ დავენახო? როგორ შევხედო თვალებში? იაგოს სალამი როგორ დავუბრუნო? როგორ შევძლო ახლა ამ კარის გაღება და გარეთ გასვლა?- მასთან მივედი მუხლებზე დავდექი და თავი კალთაში დავუდე, ასეთი სუსტი ჩემი თავი მე, არასდროს მინახავს, ვერცერთმა ტკივილმა ვერ გამტეხა და ახლა ის ნაინა, სიცოცხლის წყურვილს რომ აღვიძებდა ჩემში, ალბათ უკვე ათასობით კილომეტრით იყო ჩემგან დაშორებული და ისიც ჩემს მსგავსად ცრემლებს ღვრიდა. -დამშვიდდი ჩემო ლამაზო- ნელი დეიდა თმებზზე მეფერებოდა, ცრემლებს მიმშრალებდა, მისი სურნელი მშობლიური სახლის სურნელს მაგონებდა. -დედა მენატრება - ისევ ამოვისლუკუნე და გულიც ამომაგჯა. თითქოს პატარა ვიყავი და დედას ვნატრობდი. იმდენად ნერვები მეშლებოდა ჩემს ამ სისუსტეზე, რომ უფრო უარესად ვხდებოდი. -დიდი ხანია ითმენ ჩემო საყვარელო ამ ცრემლებს და თუ კი ახლა ვერ დაიცლები, ყოველთვის შეგაწუხებს- მშვიდად მიყვავებდა და ისევ თმებზე მეფერებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თმებზე შეხება არასოდეს მსიამოვნებდა, მისი თბილი თითები საოცარ სიმშვიდეს აღძრავდა ჩემში, ახლა მინდოდა მის თითებს ეს მოძრაობები არასდროს შეეწყვიტათ. -ყოველთვის მეგონა და ვიცოდი ვერასდროს ვიტირებდი ისე როგორც დღეს მე ვტირი - ისევ მის კალთაში მედო თავი მაგრამ ცრემლები მაინც დაუღალავად იკვლევდნენ გზას ჩემს სახეზე და ნელიკოს კალთაზე უკვალოდ უჩინარდებოდნენ, შვებას ვრძნობდი და უჩვეულო სიმშვიდეს ვგრძობდი, მინდოდა ყველა ტკივილი და დარდი მისთვის მომეთხრო, ვიცოდი სწორად გამიგებდა. - ტკივილი ვერასდროს გამტეხდა, ხანდახან მინდოდა მთელი სულითა და გულით მინდოდა მეტირა. მეტირა ხმამაღლა, ზოგჯერ სხვების დასანახადაც კი, მაგრამ ცრემლიც კი არ გადმომდიოდა, დღეს კი ნაინამ, ნაინამ დიდი ხნის ნატვრა, ოცნებაც ალბათ ერთბაშად ამიხდინა და ნახეთ ისევ ვტირი.- ცრემლიანი თვალები მივანათე ნელიკო დეიდას და მის თვალზე ობოლი ცრემლიც დავინახე, მის თვალებში დედური სითბო და სიყვარული ვიგრძენი, მონატრებული, ცრემლი სწრაფად მოიშორა. -წამოდი შენს ოთახში გავაგრძელოთ - ფეხზე წამომაყენა, ჩემს ოთახში გავედით ერთად, ის ჩემს დასაყრდენ ბიჯგად იქცა იმ წამს, საოცარ ძალასა და ენერგიას ვგრძნობდი მისგან, ყურადღებას და უანგარო სიყვარულს. -ნელი დეიდა როგორ ფიქრობ დაბრუნდება?- საწოლზე დამაწვინა, პლედი მომაფარა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. -დაბრუნდება ჩემო გოგო, დაბრუნდება. შვილები მშობლიურ სახლს ყოველთვის უბრუნდებიან, ხომ გახსოვს წერილში რა წაიკითხე? ,,დავბრუნდებიო“... ის ამ ადგილს ეკუთვნის, აქედან ფეხის მოკვეთა კი ძალიან რთულია. -ხო მაგრამ მისი ნათქვამი რომ არ ასრულდება? -ისევ ცრემლები მომერია- ჩემი ბრალია ყველაფერი. რა წიგნის წერა მომინდა? რა სვანეთი? რა გამოძიებები მე დავიწყე? რომელი გამომძიებელი და პროკურორი მე ვიყავი? რომელ სამართალს მე ვეძებდი? საერთოდ რა ჯანდაბა მინდოოდა რომ მოვდიოდი?- ისევ შემოტევების ახალი ტალღა შემომაწვა და თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. -არა, შვილო დამშვიდდი, შენი ბრალი არაფერია, შენ ისეთი არაფერი იცი რაც ამ ყველაფერს გამოიწვევდა, უბრალოდ შენ მათი ჭრილობები გააახლე, ჯერაც შეუხორცებელი იყო ის ყველაფერი, ეს ყველაფერი მოხდებოდა ადრე თუ გვიან. -ხომ ვამბობ რომ ჩემი ბრალია ყველაფერი- ისეც ცრემლებს მივეცი გასაქანი. -არა, შენი ბრალი არაფერია, უბრალოდ ვერ აიტანეს ნაინას დაბრუნება, იაგოს ბედნიერი სახე, მირიანის დაოჯახება და ბევრი რამ კიდევ. ხომ ხედავ ეს ყველაფერი მაინც მოხდებოდა. -ხო მაგრამ მე რომ არ დამეწყო ყველაფერი, არავის არაფერი გაახსენდებოდა. სიმშვიდე იქნებოდა სოფელში. -მარიამ მომისმინე- ცოტა მკაცრად მოუვიდა ნელი დეიდას, ალბათ შუშისოდენა გამიხდა თვალები, ხმა დაარბილა, დაათბო და ისე განაგრძო- ჩემო გოგონა, შენ ხომ გახსოვს პირველად რომ ჩამოხვედი ჩვენთან, შენი ჩამოსვლის პირველი დღე- ჩემგან უხმო თანხმობა რომ მიიღო მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო- იმ დღეს შენ არაფერი არ იცოდი, მხოლოდ ლეგენდებით იყავი ,,შეპყრობილი“, მირიანი კი რამდენიმე დღის ჩამოსული იყო, მის მეგობრებთან და საცოლესთან ერთად, მას უკვე დაწყებული ჰქონდა ამ ყველაფრის მოკვლევა, ნენეს სიკვდილს არავის შეარჩენდა და ეს ყველამ კარგად იცოდა. ალბათ ისიც კარგად გახსოვს, მე რომ განიშნე, ფაქტიურად გაგაგდე გარეთ გაისეირნენთქო, მირიანმა მისი ძმა გამოიწვია, აინტერესებდა მისი რეაქცია, მაგრამ ცოლს არასოდეს შეუქმნიდა საფრთხეს, მისი თხოვნით იმღერა, მაგრამ ხალხს აჩვენა რომ ძველებურად არაფერი იქნებოდა. -მაგრამ ის ხომ არ გავს მის ძმას? ის ხომ ბოროტი არ არის? -არა, არ არის, ის უბრალოდ ცდილობდა დაენახა ვინ იდგა მის გვერდით, ვინ გააქილიკებდა და ვინ მოუწონებდა მას საქციელს, ალბათ გახსოვს კარებში რომ ვიღაც დაგეჯახა, შენი სახე დავინახე, ტკივილიანი და ბრაზიანი, მაშინაც განიშნე რომ წასულიყავი, იმ დღეს ჩხუბი მოხდა, მირიანს არ უჩხუბია, ბეშქენმა და მისმა ბიძაშვილმა იჩხუბეს, ვერ მოითმინა ბეშქენის უტიფარი საქციელი. -კი მაგრამ რა ხდება მათ შორის? -ერთმანეთს ვერ პატიობენ ნენეს სიკვდილს. ის მეორე იყო ასეთი ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა, ჯერ კიდევ ვერ გაიგეს მოკლეს, მოკვდა თუ თავი მოიკლა. -ნუთუ ასეთი გაურკვეველია ეს ყველაფერი? -იაგოს უნდოდა გაერკვია მაგრამ, მას ისეთი უბედურება დაატყდა თავს,- აღარ განაგრძო მასზე, სიტყვები ვერ მოიძიაო თითქოს და სწორი- მერე მალე ნაინა წავიდა და ყველაფერი დავიწყებას მიეცა. -ჩემი ნაინა- ისევ ცრემლებმა მონახეს გზა - ჩემს გამო მოუწია აქედა წასვლა, ამჯერად აღარ დაბრუნდება. ისევ ვტიროდი ცრემლები მცვიოდა მაგრამ თითქოსდა შვებას მაინც ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ სხეულის მოდუნებს ვგრძნობდი, სული უსაშველოდ მტკიოდა, მის გარეშე ეს სამყარო დაცარიელდა, მის გარეშე აქ ვეღარ გავძლებდი, მის გარეშე ყველაფერი უფერული იქნებოდა. ვგრძნობდი როგორ ნელ ნელა მეხუჭებოდა თვალები, როგორ ნელ-ნელა უძლურდებოდა ჩემი სხეული, დაღლილობამ, ნერვიულობამ, ცრემლმა თავისი გაიტანა, თან ნელიკოს თბილი ხელები, რომლებიც ჩემს სხეულზე მონოტორულად დასრიალებდნენ და დედისეულ სითბოს გადმოსცემდნენ, თავისი გაიტანა და ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა. -მშვიდი ძილი ჩემო ლამაზო- ნელიკოს კოცნა და ჩურჩული გავიგონე, შუბლზე ნაზი ამბორი. ძილმა მაინც თავისი გაიტანა და გავითიშე. სიზმარშიც კი ნაინას ვეძებდი, მთელი ქვეყანა, ყველა წერტილი და მილიმეტრი მოვიარე, ის კი არსად არ ჩანდა, მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობდი, ბოლო ხმაზე ვეძახდი, უკუნით ტყეშიც კი შევედი, მზერას ვგრძნობდი, ზურგს უკან და ვიცოდი რომ დაცული ვიყავი, რაც არ უნდა მომხდარიყო, მზერის ავტორი ყველა განსაცდელისგან მიხსნიდა. აი, რატომ ვდგამდი უშიშრად ყველა ნაბიჯს, ჩემს წინ რაღაც ლანდი დავინახე ნაინას გავდა. -ნაინა- ბოლო ხმაზე დავიყვირე, თვალი რომ გავახილე ჩემს საწოლში ვიწექი, მაგრამ მარტო არ ვიყავი, ამჯერად ნელი დეიდას მაგივრად ჩემს გვერდით ადგილი თავადთავად მისტერ უჟმურობას დაეკავებინა, ის ჩემს საწოლზე ჩამომჯდარიყო. იაგო იჯდა ჩემს წინ და ალბათ ჩაწითლებულ თვალებში მიყურებდა. რომ სცოდნოდა უნებლიედ რა სახელი შევურჩიე ნეტა რას მეტყოდა? იქნებ საერთოდ არაფერი და მხოლოდ ღიმილით შემოფარგლულიყო. რა დროს ეს იყო, მისი შემყურემ ტკივილის ახალი ტალღა ვიგრძენი სულში. თვალები უფრო მეტად ჩაშავებოდა და უფრო მეტი ტკივილი გამოსახვოდა სახეზე, არც ერთი ნერვი არ უტოკდებოდა. ეს ყველაფერი კი ჩემი ბრალი იყო, ისევ ჩემი ბრალი და არავის სხვისი, მისი განადგურებული სახის შემყურე, ისევ ცრემლი მომერია ოღონდ ამჯერად უხმო, მალული და უნებლიე. -არ იტირო რა ისევ.- მუდარა ისმოდა მის ხმაში, უცებ გადმოჯდა ჩემთან ახლოს ხელები მომხვია და მის გულში ჩავიკარგე- ის დაბრუნდება. დაბრუნდება. ის დაბრუნდება- დაუღალავად იმეორებდა და იმეორებდა ერთი და იგივეს, ჩემთვის კი არა უფრო მეტად საკუთარ თაისთვის საკუთარ თავს აჯერებდა მის წარმოთქმულ სიტყვებს. -მე რომ შენთვის დამეჯერებინა და წავსულიყავი ნაინა ახლა ჩვენთან ახლოს იქნებოდა, ან შენთან, ის არ წავიდოდა- ვცდილობდი არ მეტირა, მაგრამ იმდენად დაცულად ვგრძნობდი მასთან თავს, იმდენად სუსტი ვიყავი მასთან, მის გრძნობებთან, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი, იმდენი სითბო მოდიოდა მისგან უნებურად ძლიერად მოვხვიე ხელები, თავი კომფორტულად დავადე მხარზე და გრძნობებს გასაქანი მივეცი, უფრო სწორად ცრემლები თავისით მოედინებოდნენ. ახლა კი ნამდვილად ვგძნობდი შვებას. არ ვიცი როდის გადავლახეთ ის ჯებირი და დიტანცია ჩვენს შორის, ჩახუტებამდე რომ მიგვიყვანა. გაუცნობიერებლად, მის მხარზე მედო თავი და საკუთარი თავის გამოგლოვებით ვიყავი დაკავებული. ის უხერხული მომენტი რომელიც ჩახუტებას უნდა გამოეწვია საერთოდ გამოვტოვე ან იქნებ არც ყოფილა და მე მინდოდა, ყველაფერი კარგად მომჩვენებოდა. -დამშვიდდი- თმებზე მეფერებოდა და ჩუმად მეუბნებოდა- ნაინამ იცის რასაც აკეთებს, მისი ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ყოველთვის მართალია, ამიტომ არასოდეს დამიშლია მისთვის დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები. არასოდეს დამიშლია მისთვის წასვლა, მისი წასვლით ყოველთვის კარგი ხდება, სწორედ ამის იმედი მაქვს ახლაც. მან ყოველთვის იცის მის ნაბიჯებს რას მოსდევს, ამიტომ კარგიც არის რომ წავიდა. -კი მაგრამ მე რომ მჭირდება?- ისე წამოვიყვირე თითქოს შორს იდგა და ჩემს ხმას ვერ გაიგონებდა.- რას ნიშნავს, კარგიც კია რომ წავიდა? -დამშვიდდი, მე აქ არ ვარ?!- ღიმილით შემომცინა- იცის რომ გჭირდება, მაგრამ გაუძლებ. როდესაც იგრძნობ რომ უკვე ბრძოლა აღარ შეგიძლია, ის მოვა გაგიღიმებს და ბრძოლის ჟინს ჩაგინერგავს. მაგრამ მე მანამდე შენთან ვარ, სანამ ის არ დაბრუნდება შენთან ვიქნები. -შენ ყოველთვის სადღაც ხარ, ყოველთვის რაღაცას არკვევ, ვიღაცეებს შეთანხმებას ადებინებ, მშვიდობას აფრქვევ და მე ამ ყველაფერში სად ვარ - რომ წარმოვიდგინე რომ მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ იყო, სული დამიცარიელდა, აი რატომ განვიცდიდი, აი რატომ არ ვუტყდებოდი ჩემს თავს. -პატარა შერლოკი ხარ- გაეღიმა და სახეზე დამაცქერდა, ის ღიმილი მე რომ თავგზას მიბნევდა.- ჩემებმა არ იციან ეს ყველაფერი და შენ საიდან?- და ისევ გაუნათდა სახე. -ნუ მიღიმი, მე საერთოდ არ მეღიმება.- გავიბუსე პატარა ბავშვივით. -მითხარი, შენი მეგობარი რას იტყოდა შენს ცრემლებზე? -ჩემი კეთილი ფერია? -ჰო ის, მე სხვა არავინ ვიცი შენს ცხოვრებაში. -ის... ის... ისეთი განსხვავებულია, ჩემს ცრემლებსაც განსხვავებულ ახსნას მოუძებნიდა, -ისევ მის მხარზე მედო თავი, მას კი ჩემი თმები ჩაებღუჯა- დამცინებდა, არ დამიჯერებდა ცრემლებს, მერე კი გაიოცებდა, მეტყოდა რომ ამ განსაცდელისთვის მე მზად ვიყავი, ეს ყველაფერი ისე არ მოხდებოდა. ამ განსაცდელის შემდეგ რაღაც დიდ ბედნიერებას უნდა ველოდო, რომ ცრემლი ტკივილს ვერ კურნავს მაგრამ ცრემლებს საშუალებას აძლევს უკეთესი გამხადოს, უფრო სათნო, თბილი და გულისხმიერი, თუ კი მტკივა, თუ ცრემლი მომდის, თუ ისევ არ დავცემულვარ, ვერ დავდივარ მაგრამ დავხოხავ, ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდევ ცოცხალი და და არსებობისთვის ვბრძოლობ, რომ ის დავიმსახურო რაც ჩემია. -როგორია ის?- მკითხა ჩუმად. -ხომ გითხარი, არასდროს არ მინახავს, გიკვირს ხომ?- თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე, სითბო იყო, თაფლისფერად უნათებდა თვალები, ვარსკვლავს ვხედავდი და ჩემი სახის ანარეკლს, მერე ისევ ჩვეულ ფორმას და ადგილს დავუბრუნდი- ვიცი მეც მიკვირს, როგორ შეიძლება იცოდე ამდენი რამ ადამიანზე და არასოდეს გყავდეს ნანახი, მე დრო გამეპარა, ის კი ამ დროის მანძილზე თითოეულ წუთს იყენებდა, მასში ჩემი დაკაგული თავისუფლების შეგრძნება დავინახე, ეკრანს მიღმა თვალები და სუფთა სული, აი რა არის მასში ყველაზე დიდი და ძლიერი. მიჯაჭვულობა. -და მე შენს გვერდით მემართება მიჯაჭვულობა.- ჩუმად და უცებ მითხრა. -ჰო, მე არ გაძლევ საშუალებას რომ მომშორდე.- მაცდურად გავუღიმე. -როდესაც გინდა მშვენივრად აზროვნებ და ყველა წვრილმანს არკვევ, ახლა კი ვითომ ვერ ხვდები რაც გითხარი.- ღიმილით მითხრა და შუბლზე თბილი ტუჩების შეხება ვიგრძენი, მთელი სხეული გამითბა, ტკივილი და სითბო ერთდროულად ვიგრძნი, იმპულსებს საშუალება არ მივეცი რომ მთელი ორგანიზმი მოეცვა. -ნელი დეიდა სად არის შენ რომ აქ ხარ? ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება? - მხოლოდ ახლა მოვედი აზრზე ის სად იყო, რა ფორმაში ვიყავი და ვინ იყო ის, მასთან ახლოს სიმშვიდეს ვგრძნობდი. აი, რა იყო ყველაზე მთავარი, მაგრამ მეტ ტკივილს ვეღარ გავუძლებდი, მეტ იმედგაცრუებას ვეღარ გადავიტანდი. -თემის შეცვლის დიდოსტატი ხარ- ღიმილით შემომცინა-მე რომ მოვედი ის წავიდა, მეზობელთან გადავიდა, მე კი შენს დარაჯად დამტოვა. მიდი ადექი მოწესრიგდი მე და შენ სალაპარაკო გვაქვს. -ისევ? თუ ისევ წასვაზე უნდა დამელაპარაკო ტყუილად შემცდარხარ და ტყუილად მეუბნები რომ უნდა წავიდე. მე არსადაც არ ვაპირებ აქედან წასვლას. დროს ტყუილად დაკარგავ. -და მერე ვინ გითხრა რომ აქედან გაგდებ? ან ის რომ მე შენთან დროს ტყუილად ვკარგავ? -კარგი. მაშინ მოვწესრიგდები და მოვალ. დამტოვე. - მისი მხრიდან ავიღე თავი და მტკიცე ხმით ვუთხარი. -მგონი იმაზე საშინელ ფორმაში ვერ გნახავ რაც რამდენიმე წუთის წინ იყავი, და მე შენ მძინარეს გიყურებდი, ასე რომ დამშვიდდი ყველაფერი ნანახი მაქვს. -რააა?- დავიყვირე და უნებლიედ ტანსაცმელზე დავიხედე, რა მეცვა. მადლობა გადავუხადე ყველას და ყველაფერს, მე ტანსაცმელებით მეძინა ისევ. -ყველაზე დიდი ბავშვი ხარ - გაიცინა და ოთახი დატოვა. მოვწესრიგდი, სარკეშიც კი არ ვერ ჩავიხედე, საკუთარი თავის შიში ვიგრძენი და შემეცოდა, ჰო საკუთარი თავი შემეცოდა, მაგრამ ამავ დროულად ბევრ რამეს ვგრძნობდი, მიხაროდა, ის რომ მე აქ ვიყავი და ალბათ მაზოხიზმით დაავადებულიც კი გავდი, მახარებდა ისიც რომ მე ახლა ამ ტკივილს განვიცდიდი. -ორი დღის უკან მე შენ კითხვა დაგისვი, მაშინ ვერ მიპასუხე, მინდა რომ ახლა გამცე პასუხი- ოთახში შესულს, შეშის ღუმელთან დამხვდა ხის დიდ სკამზე დამჯდარიყო, ჩემგან ზურგშექცევით და მის სახეს ვერ ვხედავდი. -არ მესმის რაზე მეუბნები.- უცებ დავიბენი. -აი, შენი მეგობარი კეთილი ფერია რას ამბობს ბედნიერებაზე? მისთვის რა არის ბედნიერება? -ის ამბობს რომ თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია ცნება ბედნიერება- მეც ღუმელთან მივედი და შორი-ახლოს დავჯექი. - ბედნიერება... ვისთვის ბევრი ფული, ვისთვის ოჯახი, ვისთვის თავგადასავლები, ვისთვის მოგზაურობა, მისთვის კიდევ ეს ყველაფერი ცოტ-ცოტ და ყველა ერთად, თუმცა ორს გამოყოფს, პირად ბედნიერებას, პრინცზე ოცნებობს- გამეღიმა, მისი სახე წარმოვიდგინე ამ წამს ეს სიტყვები რომ გაეგონა ან რომ წაეკითხა ახლა ამ წამს- ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობს და კიდევ დედის კარგად ყოფნაზე, მამა ადრე დაკარგა ბავშვობაში, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა, მის შემდეგ დედა გახდა მისთვის ყველაფერი- თავი ჩავხარე, გეფიცებით მეც ვიგრძენი მისი გულის სიცარიელე, მისი ნახევრად სავსე გული, ნახევრად მიძინებულ-მონატრებული მშობლის სიყვარული. -ასე კარგად როგორ იგებ მის ტკივილს? როგორ ითავისსებ? ნუ დამაჯარებ რომ შენ მისი წილი ტკივილი არ გიგრძვნია, რომ მისი ნათქვამი უმამობა არ გაწუხებს, ტყუილად ნუ დამაჯარებ, მაგრამ მაინტერესებს, ასე კარგად როგორ გაიცანი? როგორ მოახერხე ეს ყველაფერი ეკრანს მიღმა? -ხომ იცი, ამბობენ ადამიანი რომ იბადება ნახევარია, გადის წლები, ეძებს და მის ნახევარს პოულობს, ზოგჯერ შეცდომითაც კი, მაგრამ ხომ არიან ადამიანები რომლებიც ცხოვრების რთულ ლაბირინთებს თავს აღწევენ და თავიანთ მეგზურს ეძებენ, მეორე ნახევრებისკენ დაუღალავად მიიწევენ, მერე გულში ჩაეკვრებიან და მთელი ცხოვრება ასე აგრძელებენ ცხოვრებას. ასეა მეგობრებიც, ეძებ, ეძებ, ეძებ, დაუღალავად, ზოგჯერ ცდები მათ არჩევაში. როდესაც ისინი ,,ვითომ მეგობრები“ შენგან მიდიან მერე ხვდები რომ არასწორი არჩევანი გააკეთე, სწორი გზა არ აირჩიე. მერე გზაჯვარედინზე დაცემულთან ვიღაც მოვა სრულიად უცნობი, თვალებში ჩახედავ და სრულიად უცნობ ადამიანში საკუთარ თავს ამოიცნობ. სწორად ასე მოხდა და ამიტომ ვამბობ რომ მასში ჩემი დაკარგული არსებობა ამოვიცანითქო.- ღუმელს გავუშტერე თვალი და ფიქრებში ჩავიძირე. -გავიცნობ მას?-ღიმილით მკითხა და კვლავ დამაბრუნა ფიქრებიდან, ხელში სალფეთქი მეჭირა და ვერც კი ვიგრძენი როგორ ვაქციე ნაფლეთებად. -ოდესმე ალბათ კი- დაფიქრებულმა ვუპასუხე და ხელში დარჩენილი ნაგლეჯები ღუმელში ჩავყარე. -მარიამ, იცი ხანდახან მაშინებ?- სერიოზულად მითხრა და გამომხედა. -გაშინებ?- გამიკვირდა, გავოცდი და ბოლოს თავისუფლად გამეღიმა, ვერ გავიგე რა იგულისხმა. -ხო მაშინებ, შენი სიმშვიდე მაშინებს, აი, ეგ შენი ღიმილიც კი მაშინებს, მთრგუნავს, ხანდახან მგონია რომ შენს გამო კი არა სხვებისთვის იცინი, რომ სხვებმა ღიმილიანი გნახონ. -კი მაგრამ რატომ? მე ხომ ჩვეულებრივად ვიღიმი? მითუმეტეს მაშინ როდესაც შენთან ვარ, -და როგორც ყოველთვის ახლაც გამეღიმა მის გაოცებულ სახეზე. -შენს ჩვეულ ღიმილში ტკივილს ვხედავ- თბილად მითხრა მან. -არა, ტკივილი უკვე აღარ. - უცებ ვიუარე, ისევ შევეცადე გამეღიმა, მაგრამ მე თავადაც თითქოს დავინახე კიდეც, სახეზე მიმიკაც კი ვერ შევიცვალე. -მომიყვები? -მოგვიანებით, მაგრამ ახლა მითხარი მე და შენ რაზე უნდა გვესაუბრა? -მარიამ რა მოუთმენელი ხარ, მე შენი ამბავი უფრო მაინტერესებს, თქვენ ორის მეგობრობა- მთავარი იყო ისევ წასვლაზე არ დაეწყო ჩემი დაათანხმება და უცებ დავეთანხმე, თნ გულწრფელად მივირდა კიდეც, რამ დააინტერესა ჩემი მეგობარითქო. მაგრამ... -კარგი, რა გაინტერესებს? -სიკეთე და ბოროტება, ეს ხომ... აქ ხომ ყველაფერი ბოროტებითაა გაჟღენთილი, ეს ბოროტების სამეფოა- ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა, სახეზე კი ისევ ტკივილი გამოესახა. - აქ ყველა ეგეთია, მხოლოდ რჩეულები არიან, რომელთა ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც კი მეყოფა, აქ ყველა ესეთი... სიძულვილით სავსე არიან. -ღმერთს არავინ შეუქმნია ბოროტი, ადამიანებმა უფლისაგან მინიჭებული თავისუფლება გამოიყენეს ბოროტად და ცოდვას ვერ გაუძლეს, ცდუნებებს აყვნენ და გაბოროტდნენ, თავიდან კი ასე არ იყო, ლეგენდები მოგვითხრობენ რომ... იყო დრო როცა, გველი, ლომი და ვეფხვი შიშის გარეშე იძინებდენენ ადამიანებთან. ბოროტება ადამიანის ქმნილებაა, შურის და ბევრი სხვის მსგავსად, როდესაც ადამი ევამ შეაცდინა, უფალმა სიტყვა მისცა რომ მათ ცხოვრებაში აღარ ჩაერეოდა. -არც კეთილად? როდესაც რამეს მთელი გულით ითხოვ? -კეთილად კი, თუმცა საკუთარ ქმედებებზე თავად აგებენ ადამიანები პასუხს, შეცდომის გამო იმკიან, უბრალოდ ამის აღიარება არ სურთ, ნუ გვგონია რომ სხვა ყველაფერი აქვთ და არაფერი აწუხებთ, ადამიანები მუდმივად ვიტანჯებით, სხვას მოგვიანებით მოეკითხებათ, ყველანი პასუხს ვაგებთ ჩვენს ქმედებებზე. -ყველაზე დიდი დანაშაული რაც ადამიანებმა ჩაიდინეს? -ჩემი აზრით ალბათ ამპარტავნებაა, ისე გაუთვითცნოიერებლად აკეთებ ყველაფერს რომ ვერც კი იაზრებ რას ჩადიხარ. მე მეგონა რომ აქ ადამიანები სამოთხეში ცხოვრობდნენ, რაც შორიდან მესმოდა მხოლოდ გამოგონილი ამბები იყო. მხოლოდ წეს-ჩვეულებები და უხუცესთა სიტყვა მეგონა ქვაზე მტკიცე, აქ ჩამოსულს კი ყველაფერი პირიქით დამხვდა, აქ ყველაფერმა სხვა ელფერი მიიღო, აქ ადამიანებმა მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყეს ერთმანეთს, იმიტომ რომ ბედნიერები არ იყვნენ, მე კი შემდეგი ვარ ამას ვგრძნობ. -მე ამას არ დავუშვებ...- მისი სიტყვები ყველა მყარ მეტალზე მეტი იყო. *** ოჰ, ეს ფიქრები, ფიქრები და ისევ ფიქრები... როდესაც ვცდილობთ იმაზე არ ვიფიქროთ რაზეც არ გვინდა, მაშინ უარესად გვეფიქრება. მჯერა რომ სიცოცხლში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის, მას ეტყვი იმას რაც ჯერ არავისთვის არასდროს გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, უფრო და უფრო მეტი გაიგოს, მას გაუზიარებ შენს ფიქრებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომლებიც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება, მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება შენით. ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით. არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია და მწუხარება, როდესაც ის შენს გვერდითაა და შეგიძლია თამამად იყო ვინც ხარ, იმიტომ რომ მას სწორედ ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ. ამის შემდეგ ხდები უფრო ბავშვური, ფერებიც უფრო ნათელი და სუფთაა. სიცილი შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. სიცოცხლე სრულიად განსხვავებული გეჩვენება, გასაოცარი და ღირებული. შენი ერთადერთი იმედი ხდება, ის რომ, იგი შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ეს ამოუხსნელი კავშირია ორ ადამიანს შორის. ნაინა ჩემი ბედნიერების აუხსნელი ძალა იყო, ეს იაგოსადმი გრძნობას არ ეხებოდა, ის არაფერ შუაში იყო, ეს ნაინასგან მოდიოდა, სითბო და სიყვარული, ყველას ეხმარებოდა, გულში იკრავდა და აღარსად აღარ უშვებდა, თავისთან იტოვებდა. ნაინას წასვლით საკუთარი თავიც კი დავკარგე, ყველაფრის სურვილიც კი გამიქრა, არაფერ კარგის იმედი აღარ მქონდა, იმედი კი არა, სურვილიც კი დავკარგე, ყველა ის ბედნიერი წამი გაქრა, რაც ამ სამყაროსი ჩემს მეხსიერებას შემორჩა, მხოლოდ ძალიან შორეულ წარსულში ვხედავდი მის სახეს, მისი ხმა სადღაც შორიდან ჩამესმოდა, ახლა ყველაფერი გაუფერულდა, ყველამ და ყველაფერმა დაკარგა ფერი, ეს დიდრონი, ცამდე აშოტილი მთებიც კი ვეღარ მაძლევდნენ შვებას, თითქოს ისე აღარ მომწონდნენ როგორც ადრე, ჰაერიც საკმარისი აღარ მეჩვენებოდა, თითქოს ვეღარ ვსუნთქავდი, აღარ ქროდა ნიავი, არც წვიმდა, ბუნებაც პროტესტს გამოთქვამდა, სადღაც შუაში გავიჭედეთ თითქოს, ეს მხოლოდ ჩემთვის. დანარჩენი სამყარო არსებობას აგრძელებდა, თენდებოდა, მზე ამოდიოდა, ქარიც ქროდა, ნიავიც, ნაზი სიო საღამოობით, მზე ჩადიოდა და ღამდებოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის გახდა უფერული. ვერ დაინახე, როდესაც ჩემს ცხოოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა , რომ მცოდნოდა კიდევ შევძლებდი კი ამ უბედნიერესი წამის შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მიმხვდარიყავი, ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე სანუკვარს გააღვივებსთქო, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭებოდი და არ გამეშვა? ზუსტად ვიცი არასდროს ვინანებდი ჩემად დატოვებას. ნაინას წასვლით ყველაფერი შეიცვალა, ის წავიდა და დამტოვა მარტო ამ სამყაროში. ვიცოდი იაგო ყველაფერს შეძლებდა ჩემს გამო, მაგრამ ნაინა... ნაინა მაინც სულ სხვა იყო, ეს სამყარო გაუფერულდა მის გარეშე, ბუნებამაც კი დაკარგა თითქოს მის გარეშე ფერები, ისეთი სიმწვანითა და სიხასხასით აღარ იფერებოდა ირგვლივ ფერები. წავიდა ნაინა და თან გაიყოლა პოზიტივი, ღიმილი, ბედნიერება, სიყვარული და იაგოს თვითრწმენაც კი. რა დამიტოვა? ლამაზი წარწერა, მხოლოდ მასავით ლამაზ და ფაქიზ არსებას რომ შეჰფერის ისეთი. ,,მხოლოდ თქვენი ბედნიერებისთვის დავბრუნდები“. დილით დამხვდა საწოლთან, ნელი დეიდას ჩემი გაღვიძების უფლებაც კი არ მისცა, უთქვამს: -მისი ცრემლიანი თვალები არ მინდა გამყვეს და ალბათ გადამაფიქრებინებს როგორც ყველა სხვა დანარჩენებიო. მართალიც იყო, ყველა ღონეს ვიხმარდი რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო, მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. -რა მოხდა იქ კვირიკობას? მის შემდეგ რატომ აირია ყველაფერი შვილო?- საღამოს ნელი დეიდა ჩამომიჯდა წინ. მთიდან დაბრუნებული ძალებს ვიღდგენდი, განა დავიღალე? უბრალოდ სიარულისგან ფეხები მტკიოდა, კიდევ უფრო მეტად დავიღლებოდი ისევ ის ემოცია რომ მეგრძნო, ისევ ისეთი გრძნობა დამუფლებოდა, რომ ისევ მივცემოდი თავდავიწყებას. -არა ნელიკო დეიდა, ყველაზე კარგი იყო, ძალიან მომეწონა, მადლობაც კი გადავუხადე ნაინას ძალით რომ წამიყვანა, ყველანი ისეთი ყურადღებიანები იყვნენ. ბაბუც კი ისეთი თბილი თვალებით მიყურებდა... რაც არ უნდა მკაცრი იყოს ადამიანი, შეუვალი, ცივი, ამაყი, წესების მოყვარული, მას ყოველთვის თბილი გული და თვალები აქვს... ისეთი სანახაობები გაიმართა... ისე ძალიან მომეწონა ყველაფერი... -აბა რა მოხდა? რატომ გაიქცა ნაინა ასე მალე? -იმ დილით ნაინასთან რომ ვიყავით, და ძმა ჩემს დაყოლიებას ცდილობდა, ედიშერი მოვიდა, ეზოშიც კი არ შემოსულა, ისეთი ხმით ეძახდა იაგოს, შიშის გრძნობა დამეუფლა, არ ვიცით რაზე ისაუბრეს, არ დაბრუნებულა მალე, მაგრამ - ამ ქალთან თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ დედასთან, თითქოს ყველაზე ახლობელი იყო და ყველა ტკივილისგან დამიცავდა, განსაცდელს ამარიდებდა, დამლოცავდა გულით და კალთას გადამაფარებდა- იაგო რომ ადგა და გავიდა, ნახევარი სიცოცხლე მის მზერაში დავტოვე, ის მე ისეთი არასდროს არ მინახავს. მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე დიდი ხანია რომ ვიცნობ. მყარი ნაბიჯით გაუყვა გზას მაგრამ მაინც ვიგრძენი მისი ყოყმანი, თითქოსდა ეძნელებოდ ყველა ნაბიჯის გადადგმა. შიში კი არა, საყვარელ ადამიანებს განსაცდელს ვერ აშორებდა, საკმარისად ვერ იცავდა თითქოს. -ვიცი შვილო, ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ, ვიცი სწორად გამიგებ, შენი აქ ჩამოსვლა, წარსულის დაბრუნება, ამდენი ამოხსნელი ფაქტი, ნაინასთან მეგობრობა, შენი და იაგოს სიახლოვე, ზეცაშია დაწერილი, თქვენი ამბავი გადაწყვეტილია მარიამ. -კი მაგრამ, ჩვენ სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართ, მე მის სამყაროში არ მიმიღებენ, იმის მიუხედავად რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა, ყველაფერი ჩემს გამო აირია- ერთს ვამბობდი და მეორეს ვფიქრობდი, მესამეს ვაკეთებდი, იმდენად ეგოისტურად ვიყავი შეპყრობილი ამ გრძნობით თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, თუნდაც საფრთხეში მაგრამ მაინც მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი, მასთან ერთად გადამეტანა ყველა ბრძოლა თუ ომი. -მარიამ, თქვენ იმდენად სხვადასხვა ადამიანები ხართ, იმდენად განსხვავდებით ერთმანეთისგან, იმდენად სხვადასხვა სამყაროში გაიზარდეთ, ერთმანეთს სჭირდებით და თუ არაფერი მოხდება თქვენს შორის, თუ თქვენი გზები ახლა გაიყარა, ერთმანეთის გულები მაინც მოგიხმობთ შვილო, ამ გრძნობის მებატონე ჯერ არავინ ყოფილა და თქვენ როგორ შეძლებთ ებატონოთ? ერთმანეთის სიყვარულით ყველაფერს შეძლებთ. რაც ღმერთმს სურს ადამიანი წინ ვერ აღუდგება. -კი მაგრამ ნელი დეიდა- გამეღიმა მის ნათქვამზე- ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ წესიერად, გრძნობები რა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, უბრალოდ თავს ვალდებულად მიიჩნევს რომ დამიცვას, ეს მისი ვალდებულებაა, ადამიანებს შორის დაძაბული ურთიერთობა აღმოფხვრას. დაუცველი დაიცვას და საფრთხე აარიდოს. -და გგონია რომ, ყველას ასე თბილად ექცევა? რომ ყველას ასე აძლევს დარჩენის საშუალებას? რომ მისი სიტყვები არაფრად ჩააგდონ? რომ მის სიტყვას ფასი არ ქოდეს? მე კარგად ვიცნობ ჩემს ნათლულს, დამიჯერე არ ვცდები, მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს. -რა თქვით? ის თქვენი ნათლულია?- მოსმენილმა გამაოცა, ნეტავ აქამდე რატომ არ დავფიქრდი ამ თემაზე? ის რომ ასე თავისუფლად დადიოდა აქ, ამას აქამდე რატომ ვერ მივხვდი. დანარჩენი სიტყვები თითქოს და არ გამეგონა. - მაგრამ რატომ მოგმართავთ სახელით და არ გეძახით ნათლიას? -დიდი ამბავია შვილო აქ და მოგვიანებით მოგიყვები- მითხრა ნელიკომ, კიდევ ერთი საიდუმლო, ხანდახან მგონია რომ აქ ნამდვილი არაფერია, მაგრამ მე ვინ ვარ რომ ყველაფერი მითხრან, რომ ასე ღრმად შემიშვან მათ ცხოვრებაში. არეული ფიქრები უფრო მეტად ამირია ნელიკომ, სულ მისი სიტყვები ჩამესმოდა და მოსვენების უფლებას არ მაძლევდა, მაგრამ იყო კიდევ ერთი მაგრამ და რატომ, იმდენი უპასუხო ფიქრი და კითხვა დამიგროვდა ვეღარ გავიგე სინამდვილე იყო თუ ზღაპარი. ღამე ძილი გამიკრთა ვეღარ დავიძინე, შუა ზაფხულში აქ ძალიან ციოდა, რა გასაკვირია, თავზე ყინულის მთა დაგვყურებდა. ჯერ კიდევ ბურუს მოეცვა ყველაფერი. ღამისა და დღის გასაყარზე, როდესაც აისი შემობრძანებას ლამობს, როდესაც ჯერ კიდევ ჩუმად მოიპარება, რომ მყუდროება არ დაურღვიოს სამყაროს, რომ მშვიდი ძილი არ დაუფრთხოს ადამიანებს. მე საწოლში უაზროდ წოლას შევეშვი, უფრო სწორად ვეღარ მოვითმინე, ვეღარ გავჩერდი და ცხელი ჩაის თანხლებით აივანს მივაშურე, სახლში ჩუმად დავდიოდი, თითქოს და ქურდი ვიყავი, ნელიკო დეიდას რომ არ გაღვიძებოდა, მას მაინც სძინებოდა მშვიდად. მეორე სართულის აივანი ისე მოეწყო, ნებისმიერს შეეძლო აქ დაეძინა, მოესვენა და დამტკბარიყო ამ ხედით, მიკვირდა სხვა რომ არ იყო ჩემს მსგავსად ტურისტად აქ, მეორე სართული მთლიანად ცარიელი იყო, სვანეთი კი ტურისტების ნაკლოვანებას ნამდვილად არ განიცდიდა, აქ კი არავინ მოდიოდა, ამას აუცილებლად ვკითხავდი ხვალ ნელი დეიდას. ჩაის ჭიქით ხელში, ვიდექი აივანზე და გავყურებდი მდუმარედ უტყვ მთებს, რომლებიც ჯერ კიდევ შავ ლაქად ჩანდნენ, მხოლოდ თეთნულდი გამოიყურებოდა ვარსკვლავებისა და მთვარის შუქზე ამაყად. არ ვიცი რამდენი ხნით ვიდექი ასე, არც ის ვიცი რაზე ვფიქრობდი, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს როდესაც, ირგვლივ სიბნელემ მოიცვა ყველაფერი. ყველაფერს მუქი ფერი დაედო, თეთნულდიც კი გაქრა, ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი და ... დადგა... აი, ის მომენტი, როდესაც მზე მის სხივებს სამყაროს ჩუქნის, როდესაც მზის სადარაჯოდ გამოსულნი ჯერ სამყაროს ნაირფერ ფერებს ესვრიან და მზის შემობრძანებას იუწყებიან. როდესაც სამყაროს მზის შემობრძანებას ამცნობენ. მზის პირველი სხივი, ყინულის გოროზ მთას დაეცა, პირველი სხივის დაცემისას, თითქოსდა ცეცხლი წაეკიდა მთას, მაშინვე ლეგენდა გამახსენდა: ,, მწვერვალ თეთნულდიდან ანგელოზი გადმოვიდოდა და ოჯახში ცეცხლის სახით შედიოდა, ოჯახის წევრებს ანგელოზი მანამ იცავდა, სანამ ამ გვარის წარმომადგენელმა სხვა გვარის წარმომადგენელს არ მოკლავდა, როდესაც ადამიანი მოკლეს, იმ დღის შემდეგ ანგელოზი აღარ გამოჩენილა“ ახლა კი ვხედავდი ამ ათასფრად აბრჭყვიალებულ მთას, ამ თეთრი ყინულის ქმნილებას ცეცხლი ეკიდა და მისი ცეცხლის ენები ათასფრავად ბრწყინავდნენ, ანარეკლმა თვალი მომჭრა, წამის მიათასედში გავახილე, მეგონა რომ ესეც გაქრებოდა, მაგრამ უფრო თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, ნანახმა დამამუნჯა, ჩემი თვალით რომ არ მენახა, ამ ყველაფერს ახლა რეალობაში რომ არ ვხედავდე, მეგონებოდა ხელოვნურად შექმნილი სილამაზე. რა შეუდარებლად ხელოვნური მეჩვენა. მზე უფრო ზენიტისკენ მიიწევდა, მთა კი უფრო და უფრო თვალისმომჭრელი, მშვენიერი, ლამაზი არა, ლამაზი უბრალოდ არ ითქმის, შეუდარებელი, ენით აღუწერელი სილამაზე ხდებოდა, სულის შემძვრელად მიმზიდველი, თვალს ვერ ვაშორებდი, ამ მშვენიერებას, ამ სანახაობას. ბუნებამ ჩემს წინ შეუფასებელი მინი სპექტაკლი დადგა. შეფასებისთვის კი სიტყვები არაფრად მიმაჩნდა. უბრალოდ ამ სანახაობამ დამამუნჯა. მედიდურად დამყურებდა მთები, თავი ამაყად აეწიათ და დილის მზის სხივები ნათელი სახით უღიმოდათ, თითქოს თითოეული მათგანი ფარად გადაფარებოდა სვანეთს, თითოეული მთა, მზად იყო მის გულში ჩაემალა ეს პატარა კუთხე და უფლება არავისთვის მიეცა მისთვის რამე დაეშავებინა. რა უცნაურია არა? ყველაზე ცივ, უგულო კუთხეში, ყველაზე ცივი გაყინული მთა მედიდურად იდგა და გაყინული, თბილი ღიმილით უღიმოდა სამყაროს. მუდამ ჩრდილში მდგომი უშბა, რომელიც სულ სევდას დაეფარა და სევდის ღრუბელი ედგა თავზე, თეთნულდის შემყურეს გაეღიმა, მისი ფერდობები წამში შემოირბინეს მზის სხივებმა, თითქოს მთასაც გაეღიმაო, მაგრამ შემდეგ ისევ პირვანდელი, პირქუში გახდა. თეთნულდი კი ისევ ისე მედიდურად იდგა, მზის საყვარელი შვილი, წარსულში მომხდარ არც ერთ შეცდომას არ ნაღვლობდა, ისევ ადამიანების სამყაროს დაუბრუნდა, ისევ ფარად გადაეფარა ამ ლამაზ კუთხეს, რომელსაც მხოლოდ ძაღლების ყეფა აღვიძებდა. ამ ბუნებამ მომნუსხა, ალბათ ძილი საბოოლოოდ გამიკრთა, ნამდვილად ღირდა მთელი ღამის უძილობა ამ ერთ სანახაობად, ამ სპექტაკლის საყურებლად. როდესაც თვლი რომ ეს ყველაფერი უნდა გენახა, იმის მიუხედავად ტკივილის მოგაყენებენ თუ არა, ყველაფრის ფასადაც კი... რაც არ უნდა მომხდაიყო, რაც არ უნდა მეგრძნო, ვისაც რა უნდა ეთქვა, როგორადაც აარ უნდა დამმუქრებოდნენ... არასდროს ვინანებდი აქ ყოფნას... და ჩემს შვებულებას კიდევ ერთი კვირა მივუმატე. ალბათ გიგრძვინიათ მზერა, მზერა არაფრის და ამავ დროულად ყველაფრის მთქმელი, მზერა მწველი და გამყინავი, როდესაც ირგვლივ სრულიად მარტო ხარ, როდესაც შენს გარშემო არავინ არაა, როდესაც სიცარიელეს გრძნობ თითქოს უკაცრიელედ კუნძულზე ხარ, მაგრამ მაინც გრძნობ მზერას, რომ შენს ყველა ნაკვთს უტიფრად სწავლობენ, აკვირდებიან, დაუღალავად, უხეშად და გამომწვევადაც კი, რატომ გამომწვევად? -აარ ვჩანვარ და მოდი მიპოვეო. ეს ისე, თითქოს უჩინმაჩინი იყოს და დამალობანას გეთამაშებოდეს. ყურადღება არ მივაქციე ამ გრძნობას, თითებში ჩაბღუჯული ჩაი უკვე საკმაოდ ცივი გამხდარიყო, რაც იმას ამტკიცებდა რომ საკმაოდ დიდი ხანია უკვე აქ რომ ვიდექი, ფეხებიც გამყინვოდა, სიცივე ვიგრძენი და ისევ უტიფარი მზერა, თავიდან ვიფიქრე რომ გამოუძინებელს ყველაფერი მელანდებოდა, მეჩვენებოდა, გრძნობა უფრო მიმძაფრდებოდა, მაგრამ მიდამოს ზვერვაში მეზობელი სახლის აივანზე, ლანდ ჩრდილს, ადამიანის სილუეტს მოვკარი თვალი, არ დავინტერესებულვარ, ტურისტი მეგონა რომელიც დილით მზის ამოსვლის საყურებლად მეგონა გამოსული, ან ჩემს მსგავსად ძილ-გატეხილი. გაყინული თითები ერთმანეთს გავუსვი და ოთახს მივაშურე ისევ ჩუმად, საწოლში შევწექი გასათბობად, სანამ ნელიკო ცეცხლს გააჩაღებდა ცოტას გავთბებოდი. საათს გავხედე, ექვსი სრულდებოდა, ალბათ ნახევარ საათში ნელიკოც დაიწყებდა ფაციფუცს და მეც დავეხმარებოდი. -სად არის აქამდე რომ არ ჩანს?- ხმა ჩამესმა, სწრაფად წამოვჯექი, თითქოს და არც მძინებოდა, მისი ხმის გაგონებისას სითბო ჩამეღვარა, საათს გავხედე, თერთმეტი საათი დაწყებულიყო, ჩამძინებია. -ამ დილით დაიძინა, მთელი ღამე აივანზე გაატარა, რაღაც არ მომწონს, შეიცვალა დარდიაანი გახდა შვილო- ნელიკო თბილად ესაუბრებოდა მოსულს.- ცოტას ამბობს, ვიცი ბევრი კითხვები აქვსს და აღარ სვამ, თითქოს გვანიშნებს რომ აღარ აინტერესებს, მაგრამ მეფიქრება შვილო მისი მდგომარეობა, ჯიუტია და არ გატყდება. -რამე ხომ არ მოხდა?- უცებ შეეცვალა ხმა, ისევ ისეთი ცივი გაუხდა, როგორ მაშინებდა ეს ბარიტონი. ვიცოდი სახეც შეეცვლებოდა, თვალები გაუშავდებოდა, შუბლზე მიმიკური ნაოჭი გაუხდებოდა, ხელებს დამუშტავდა და სუნთქვას შეიკავებდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. -არა არაფერი, უბრალოდ ცდილობს ყველაფერი გაიგოს, რაც უფრო მეტს იგებს უფრო მეტად იბნევა, მან სიმართლე უნდა იცოდეს შვილო- ნელიკოს ხმა ელექვით მოქმედებდა, მხოლოდ ჩემზე კი არა, ალბათ მასზეც.- მან სიმართლე უნდა გაიგოს, თორემ ხომ იცი ხალხი არ გაგახარებთ, სხვა დაგასწრებს, ის კი იმდენად ჯიუტია შეიძლება ცხელი გონებით მიიღოს გადაწყვეტილება, არ დაუჯერესო ხალხის ხმას მაგრამ მერე იქნებ შენი მოსმენაც კი არ ისურვოს. -ნათლი- პირველად მიმართა მან ასე- ბიცოლა- შეცვალა უცებ, თითქოს ვინმე უსმენდა და არავის უნდა გაეგონა, მან წამიერი სისუსტე რომ გამოიჩინა- რომ ვერ გაიგოს ეს ყველაფერი მერე რა იქნება? რომ არ მომისმინოს? ხომ იცი...- არ დაამთავრა სათქმელი ბოლომდე. -გულის თქმას მიყევი შვილო. ის ყოველთვის სწორად მსჯელობს, ერთი რამ ზუსტად ვიცი, ბოლომდე მოგისმენს, შენ თვითონ ამბობ რომ ის სხვებს არ გავს და დრო მოვიდა ეს თავად გადაამოწმო. მან სიმართლე უნდა იცოდეს, შენც უფრო მეტად შეძლებ დაიცვა, ის უფრო მეტად დაგიდგება გვერდით. -ხანდახან მგონია რომ ჩემზე მეტადაც კი ძლიერია, რომ ჩემზე მეტი გამოიარა, რომ მას იმაზე მეტად ტკიოდა ვიდრე მე ამ წლების მანძილზე, ამას მის თვალებში ვხედავ, სწორედ ამიტომ არის ასეთი ძლიერი. -მაშინ ნუ გეშინია, გულის თქმას მიყევი და აუცილებლად მიგიყვანს სწორ გზამდე. -შეგიძლია გააღვიძო?- თხოვნით მიმართა- რაღაც სათხოვარი მაქვს და მერე დრო არ მექნება ქალაქში მივდივარ. მას ჩემთან სათხოვარი ქონდა, დავიბენი, ავფორიაქდი, ძალა წამერთვა, ,,მან მე უნდა მთხოვოს“ მხოლოდ მისი ფრაზა ჩამესმოდა, მისი თბილ-მკაცრი ბარიტონი. -კარგი შვილო- ნაბიჯების ხმა გავიგონე, მე კი საწოლზე წამომჯდარი, ისევ ისეთ ფორმაში ვიყავი როგოგორც აივანზე, თბილი ჟაკეთით. -დილა მშვიდობისა მარიამ- ოთახში ნელიკო შემოვიდა, ჯერ ჩუმად დააკაკუნა- შენთან სტუმარია.- ისევ გამიღიმა, ისევ ისე ... თბილად, დედისეული სითბო დავინახე მის თვალებში- ამბობს რომ შენი დახმარება ჭირდება. -დილა მშვიდობისა, მაპატიეთ ჩამეძინა, ვერ დავიძინე და გვიან ჩამეძინა- თავი ვიმართლე და ინსტიქტურად თმებზე გადავისვი თითები. -არა, რას ამბობ შვილო, შენ აქ დასასვენებლად ხარ ჩამოსული. მიდი მოწესრიგდი და გამოდი გელოდებიან. -კარგი ახლავე მოვალ. -გაუმასპინძლდი შვილო, მე თამრო ბებოსთან გადავალ შვილიშვილი ჩამოსვლია და ვნახავ, ბაქარი ჩემს ხელშია შვილო გაზრდილი, უკვე დაკაცებული იქნება. -კი რა თქმა უნდა- უცებ დავეთანხმე და გამეფიქრა წამიერად იმაზე რომ მე მისთვი სადილი უნდა გამემზადებინა, წამიერად ლამაზმა ზმანებამ გამიქროლა თვალწინ, მე დიასახლისი, ის კი ჩემი ბავშვების მამა... როგორ ველი მის დაბრუნებას და მოლოდინად ქცეული თვალები კარზე მრჩება. ,,ღმერთო რაებზე ვფიქრობ საერთოდ, მარიამ სადამდე გაფრინდი, დაეშვი მიწაზე, არ უნდა შეგიყვარდეს, ეს სიყვარული ტანჯვად გექცევა“ ,,არ უნდა შეგიყვარდეს, თუ უკვე არ გიყვარს“- ჩამესმა ქვეცნობიერის ხმა. ვერც კი გავიაზრე სიყვარულზე ფიქრი როდის დავიწყე, როდის მოვასწარი ამ ყველაფრის ამ დონემდე გაიგივება, რომ ამ გრძნობას სიყვარული ვუწოდე, როდის მივეცი პირველად თავს უფლება რომ ჩემი და მისი, ჩვენი მომავალი დამეგეგმა, წარმომედგინა. ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიაზრე რამდენიმე წუთში როგორ მოვემზადე, საწოლი მივალაგე და ოთახი დავტოვე, მშვიდად შევედი მასთან, ღუმელთან იჯდა და ფიქრებში ჩაძირულიყო, თვალები წარსულის აჩრდილისთვის გაესწორებინა და სევდას მოეცვა. -ხოჩა ლადელ- მივესალმე და მის თვალებში აკიაფებული სხივები დავინახე. -მაგვარ რახიდ? -მახვარ. -რაღაც სათხოვარი მაქვს- თბილი ღიმილით დაიწყო და ჩემს თვალებს გაუსწორა მზერა. -ჩემთან? შეენ?- თვალები შუშისოდენა გამიხდა. -ჰო, ასეა- მან გამიღიმა, როგორ უხდებოდა, როგორ ეცვლებოდა სახის ყველა ნაკვთი, როგორ ფერადდებოდა მისი მუდან შეჭმუხნული სახე. -მალე დავბრუნდები- სააბაზანოს მივაშურე, მიძინებული თვალებზე წყალი შევისხი, წყლის თითოეული წვეთი, ნეტარებას მანიჭებდა, სარკეში საკუთარ ანარეკლს შევავლე თვალი, ბრწყინავდა, ბედნიერებისგან, სახე სერიოზული, მაგრამ თვალები ყველაფრის მთქმელი. მაგიდასთან მივედი სამზარეულოში, სადილი უკვე გაემზადებინა ნელი დეიდას, მე გადავანაწილე და მაგიდაზე ვალაგებდი. -არ შეწუხდე, მეჩქარება.- მისი ხმა მომწვდა სამზარეულოში მყოფს. -ნელიკომ დამიბარა, სტუმარს გაუმასპინძლდიო. -ნელიკო სულ ასე იქცევა.- ვიგრძენი, ისევ ღიმილმა დაუფარა სახე.- მოდი რა. -რა ხდება მშვიდობააა? - მის წინ სკამზე ჩამოვჯექი. -კი , გიოს ცოლი მოყავს და შენი დახმარება გვჭირდება- ყოველგვარი შესავლის გარეშე მითხრა და მივხვდი ჩემს რეაქციას ელოდა. -მოიცა, გიოს? შენ გიოს? ვინ მოყავს? რატომ მოყავს? და მერე ნუცა?- ბოლო კითხვაზე ორივეს გაგვეცინა- და მოიცა, მე რაზე უნდა დაგეხმაროთ? -ნუცა. ჩვენი ნუცა, ნაინას დანაბარებს გადმოგცემ, ვაციტირებ:- გაეღიმა და ტელეფონი ამოიღო, ესემეს კითხულობდა- ,,შენ ჩემი მაგივრობა უნდა გაუწიო ყველაფერს მანდ, დედაჩჩემს მიეხმარე, სულ ბოლო ოთახი მოუწყვე წყვილს, ისე როგორც მე მოვაწყობდი, ჩემს ძმას ყველაფერი ჩამოუწერე რაც დაგჭირდება, არ მოგერიდოს, მაგის ტვინი ზედმეტად გადაღლილია და არაფერი დაავიწყდეს, და მიყვარხარ, რომ მომენატრები ჩამოვალ“ სულში სიცარიელე ვიგრძენი, უფრო მეტად მაკლდა ვიდრე ოდესმე. ახლა ისე მინდოდა მისი ღიმილიანი სახის დანახვა, მისი კისკისი მოსმენა, უნებლიედ სევდა შემომიტია. -თანახმა ხარ?- ფიქრები მისმა ხმამ გამიფანტა. -ვერ ვხვდები მე რა უნდა გავაკეთო? -ის რაც მან გითხრა. -კი მაგრამ მე როგორ უნდა გავაკეთო? რა უნდა გავაკეთო, უხერხული იქნება ნაინას მაგივრად შენს სახლში ფუსფუსი. -კარგი, მის მაგივრად არა- მაცდურად გაეღიმა, თვალებში მიყურებდა და ახლა ჩემს წინ ოც წლამდე თინეიჯერი ბიჭი იჯდა და მიღიმოდა- შენს მაგივრად იფუსფუსე. -რააა?- გაოცებისგან პირი დავაღე. -კარგი რა მარიამ კარგი- ისევ ღიმილი გადაკვროდა სახეზე- უბრალოდ დედას დაეხმარე, ოთახი მოუწყვე შეყვარებულ წყვილს, ნაინა სანამ რამე განსაკუთრებულს მოიფიქრებს ჩვენთან უნდა დავმალოთ შეყვარებულები, ,,დაგხოცავთ სუყველას ჩემს გოგოს რამე რომ არ მოეწონოსო“. -მოიცა და ნუცამ არ იცის?- ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. -არა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოდიან, ეგ კი მაგ ორგანიზაციის თავჯდომარეა და უნდა დაიტოვოს გიომ. ვიტაცებთ. -რომ არ დარჩეს? -რა დაუწუნეთ ჩემს ბიჭს? -მე არაფერი, ნუცას უნდა კი გიოს ცოლი გახდეს? -რომ არ უნდოდეს აქ არ წამოვიდოდა. არ ეტყოდა გიოს რომ მოდის.- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. -თან კვირიკობას, უკვე იყო რაღაც, - მაცდურად აუთამაშდა თვალები. -რააა? შენც გაიგე? -მე-ც უნდა გამეგო?- ისევ ღიმილი- მე ვაიძულე გოგოსთვის სიყვარული აეხსნა, მთელი ღამე მაგ ამბავზე ვმუშაობდი და თან უკვე ორივენი იმ ასაკში ვართ აუცილებელიც კი არის ვიფიქროთ მაგ თემაზე. -მშვენიერია, სიამოვნებით დაგეხმარებით- აღტაცებისაგან ტაში შემოვკარი. -ხომ არ გეშინია დედაჩემთან მარტო დარჩე? - მკითხა უცებ. -არა რატომ? რისი უნდა მეშინოეს? და თან შენს სახლში ვინ რა უნდა გაბედოს?- გამიკვირდა მისი კითხვა. -და ყველაზე დიდი განსაცდელი იქ გელის- უცებ მითხრა და... -რატომ?- მართლა ვერაფერს მიხვდი, მისი ორაზროვნება ყველაფერს მინგრევდა, ყველა აზრს მიკარგავდა და ყველაფერს მავიწყებდა. -შვილო ბაქარი წაიყვაეს- ოთახში უცებ შემოვიდა ნელიკო დეიდა, ცრემლიანი თვალებითა და შეშინებული სახით, არ გამიგია ეზოში რომ შემოვიდა, არც კარის ხმა, იქვე დაჯდა სკამზე და იაგოს მიანათა მომლოდინე იმედის თვალები. -ვინ? რატომ? როგორ?- ღიმილიანი ბიჭი, უცებ მონსტრად გადაიქცა. -არ ვიცი შვილო. არ ვიცი ვინ, მაგრამ დაურეკეს- ისევ ცრემლებით დაენამა სახე- ხომ იცი არასდროს არ აბობს ცუდს და უშვერს, მითუმეეს თამროს თანდასწრებით... -მითხარი ნათლია რა მოხდა? - მკაცრი იყო მისსი ხმა, სიბრაზითა და ტკივილით აღსავსე. -მის ამბებს მიყვებოდა, როგორც ადრე ბავშვობაში, მერე ტელეფონზე დაურეკეს, უცებ შეეცვალა სახე, მერე გინება დაიწყო, გიჟივით წამოვარდა თან იცმევდა თან ლანძღავდა, ბოლოს უთხრა დამელოდე, გამოვდივარო, მერე ისევ გინება დაიწყო, თამრო ცუდად გახდა შვილო, ხუთი წუთის წინ წავიდა. - იმედის თვალებით უყურებდა იაგოს ნელიკო, თითქოს ღმერთი იყო და ბაქარის ბედი მისი გადასაწყვეტი იყო.- გული ცუდს მიგრძნობს შვილო. რამე გააკეთე. -ასეც ვიცოდი, მისი დაბრუნება კარგს არაფერს მოუტანდა სოფელს.- ისევ ცივი და არაფრის მთქმელი ხმა, ვერ ვუყურებდი, თვალი ერთი წერტილისთვის გამეშტერებინაა და მოძრაობის უნარი დაკარგული მქონდა. -სახლში აღარ უნდა დაბრუნებულიყო?- ოხვრა ამოაყოლა ნელიკომ და ცრემლებს გასაქანი მაინც არ მისცა.- აბა, როდის უნდა დამთავრდეს ყველაფერი? მე? მე.. ისევ სკამზე ვიჯექი ან მიველურსმე კიდეც... ისევ ტკივილის ახალი ტალღა დადიოდა მთელ სხეულში, ისევ განსაცდელს მიგზავნიდა ცხოვრება, ყველას ტკივილი ასმაგად მტკიოდა. მაგრამ იყო რაღაც , რაც გულის შორეულ კუთხეში მიხაროდა, მიხაროდა და ეს სიხარული ძალას მაძლევდა, რომ ნაინა ახლა აქედან ძალიან შორს იყო და ეს ტკივილი მას არ შეეხებოდა, იმასაც ვგრძნობდი რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა. -ნათლი, შენ თამროსთან გადადი და დაამშვიდე- მისგან უხმო თანხმობა რომ მიიღო , მერე მე მომიბრუნდა- მარიამ... - მის ხმაში, სახეზე, თვალებში, სიტყვებში, ყველგან ტკივილი და სასოწარკვეთა იყო, ყველაზე მეტი კი ბრაზი- მარიამ შენ სახლიდან არ გახვიდე, ტელეფონი ჩართე და არ გამორთო, საეჭვო ზარებსა და ესემესებს არ უპასუხო. შეგეხმიანები- ამოიოხრა და კარისაკენ წავიდა, ვერ გავჩერდი და უკან დავედევდე, რამდენიმე ნაბიჯით დავფარე ჩვენ შორის მანძილი. -თავს გაუფრთხილდი- ყველა გრძნობა, ემოცია, ყველა უთქმელი სიტყვა, ყველა გამოუხატავი ფიქრი, ამ ორ სიტყვაში ჩავდე, ყველაფერი რაც არ გვითქვამს, ის ყველაფერი რაც გვინდოდა ერთმანეთისთვის გვეთქვა, მე ვთქვი ამ ორი სიტყვით. -უკვე ვუფრთხილდები- გამიღიმა მხოლოდ ჩემი ღიმილით და კარიც გაიხურა. -შვილო მეც წავალ- ნელიკო მომიახლოვდა, -სადარდებელს ნუ ტაუმატებ კარგი? თუ თამრო დავითანხმე აქ წამოვიყვან, თუ არა მასთან დავრჩები, მარტოხელაა, მას ბაქარის მეტი არავინ ყავს, მას რომ რამე დაემართოს თან გადაყვება.- პირჯვარი გადამსახა და კარი მანაც უჩუმრად გაიხურა. საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ნახევრად გაწყობილ მაგიდას მივუბრუნდი და მისი ალეგება დავიწყე, როდესაც ტელეფონის ხმამ შემაკრთო, მეგონა იაგო იქნებოდა, მაგრამ ეკრანს დავხედე თუ არა, ტელეფონი ლამის ხელიდან გადამივარდა... არიან ადამიანები, სამუდამოდ რომ რჩებიან მათში, ვისაც გადაეყრებიან. შეიძლება სულერთი გახდეს, შეიძლება აღარ გიყვარდეს, მაგრამ ვერასოდეს დაივიწყებ. ძირითადად დამანგრეველები არიან. თვითონაც ინგრევიან, სულ ინგრევიან, და თავის ნანგრევებში მოიყოლებენ ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უყვართ. შეიძლება შვებითაც ამოისუნთქო - კიდევ კარგი, არ შეგიყვარა, თორემ იქნება ვეღარც აგეწყო შენი თავი. ისეც ხდება, ხვდები მერე შენნაირებს, მათ, ვისაც დაღივით ეტყობათ შუბლზე - ის. ისევე, როგორც შენ. ალაბათ რა ძნელია, ვერავის შეეხო ისე, რომ არ შეუყვარდე. ისე, რომ არასოდეს დაავიწყდე. წყევლასავით არის ალბათ. მაგრამ სიყვარულის აღმოცენება ყველა გრძნობას გიფერადებს, ტკივილსაც კი მისებურ ეშხს სძენს, წარსულის მოგონებებს გავიწყებს და გიხუნებს, ახალ მოგონებებს გჩუქნის... ყველაზე მთავარი იცით მაინც რა არის? როდესაც ყველა იმედი გეკარგება ის კი გულიდან ყვირის აქ ვარ შემომხედე მე გაძლევ ძალასა და ენერგიას, უფლებას არ მოგცემ რომ დანებდეო. როდესაც ტელეფონი ხელში ავიღე, მეგონა ცხოვრებამ ყველაფერი კარგი დაკარგა და ყველაფერი გააუფერულა, არ ვიცი რამდენი ხნით მეჭირა ტელეფონი ხელში, ესემესის მოსვლა მაუწყა ეკრანმა, ხმა არ გამიგია, ავტომატურად წავიკითხე: ,,ეს მხოლოდ დასაწყისია, მოემზადე“ ვგრძნობ როგორ ქრება ირგვლივ ყველაფერი, როგორ უფერულდება და იცრიცება, მხოლოდ უფერულება და უსასრულობა მხვდება წინ, ვერაფერს ვეღარ ვხედავ და ვერაფერს ვეღარ აღვიქვამ. ამ უსასრულობაში დროის ათვლაც იკარგება, არაფერი არ ვიცი, არაფერი მანაღვლებს თითქოს, მხოლოდ რაც შემიძლია ფიქრია, ყველაფერი კი უმნიშვნელოა. მხოლოდ გულის ფეთქვით ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ, მხოლოდ გული მაუწყებს ჩემს არსებობას, მე კი... მე ისევ მასზე, ისევ მასზე ვფიქრობ, როგორ იქნება? ახლა სად არის? ვისთან ერთად? რამე ხომ არ ჭირდება? იქნებ... იქნებ... არა, ცუდის ფიქრის უფლება არ მაქვს, ეს არ შეიძლება მოხდეს. მს უფლება არ აქვს ცუდად იყოს. არ აქვს უფლება რამე მოხდეს, რამე მოუვიდეს... -შვილო როგორ ხარ?- ნელიკო ფრთხილად მახებს ხელს, მე ისევ ისე ვზივარ მაგიდასთან სკამზე ტელეფონით ხელში, საკმაოდ დროც გასულა უკვე- შემაშინე, კარგად ხარ? მხოლოდ ვგრძნობ, არაფერი არ შემიძლია, ხმასაც კი ვერ ვიღებ, კითხვის დასმაც კი მაშინებს, უფრო სწორად ჩემი ხმა, ჩემს გამო რომ რამე დაემართოს, ან მას ან ვინმეს? რომ დაშავდეს ვინმე? არ მინდა დაშავდეს ვინმე, განსაკუთრებით კი ის, არ მინდა ტკიოდეს, არ მინდა ისევ განუახლდეს წარსულის ტკივილები. -მარიამ მისმენ?- თბილი ხელის შეხება ვიგრძენი. -ნელიკო მაპატიე არაფერი გამიგია- თავი ავწიე და მისი თბილი და ნათელი თვალების ნათებამ იმედი დამიბრუნა - უბრალოდ არაფერი გამიგია და ვნერვიულობ. -ყველაფერი კარგადაა შვილო- მის თვალებში იმედი და სიმშვიდე სუფევდა- მან ისევ შეძლო. -როგორ არიან? სად არიან? -არაფერი ვიცი მარიამო, მალე მოვა ან დაგირეკავს, ყველაფერი კარგადაა, ნუღარ ნერვიულობ- მისი სიმშვიდე მეც გადამედო და შვებით ამოვისუნთქე. -აქამდე რატომ არ დამირეკა? ხომ იცოდა რომ ვინერვიულებდი? -თავად კითხე შვილო- ღიმილით მითხრა ნელიკომ და სამზარეულოს მიაშურა. ,,გარეთ გელოდები“- ისევ ახალი შეტყობინება, ამჯერად გული სიხარულით ამიძგერდა დაა -ნელიკო მალე მოვალ არ ინერიულო- გავძახე სამზარეულოში მოფუსფუსეს და მოსაცმელს დავავლე ხელი, კართან კი მისი ხმა დამეწია. -თავს გაუფრთხილდი და დამირეკე-მზრუნველი დედური სითბო ვიგრძენი ისევ მის ხმაში. ჩემი დედიკო მომენატრა კიდეც. სწრაფად დავფარე მანძილი ოთახიდან რკინის დიდ კარამდე, წრაფად გადავკვეთე ეზო. -ჰეი, სად გარბიხარ?- ზურგს უკან მომესმა მისი ხმა და შემაშინა კიდეც- სულ როგორ უნდა გაშინებდეს ჩემი ხმა? როგორ ვერ მიეჩვიე? - ღიმილი და სითბო ვიგრძენი. -როგორ ხარ?- წამის მეასედში გავჩნდი მის წინ და საკუთარი თვალით ვრწმუნდებოდი მის ჯამრთელობაში, ამინდისთვის შეუფერებლად ეცვა, თბილი ჟაკეტი, მუქი ფერი არ გამკვირვებია, ხელები კი ჯიბეებში ჩაეწყო. -მე კარგად, აი შენ კი ფერმკრთალი ხარ- ჯიუტად მიყურებდა სახეზე. -არაუშავს გამივლის, ხელები მაჩვენე- სახის მიმიკა არ შეუცვლია ისე ამოიღო ჯიბეებიდან ხელები და არც შევმცდარვარ, რასაც ვფიქრობდი- იჩხუბე- არ მიკითხავს, უბრალოდ ჩემი ფიქრი დავაზუსტე. -ნელიკო როგორააა?- არაფერი უთქვამს, თითქოს ჩემი სიტყვები არც გაეგო და ისევ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. -კარგადაა- სრულიად უემოციოდ ვუპასუხე- ბაქარი როგორააა? -შენი დახმარება ჭირდება- პირდაპირ შესავლის გარეშე მითხრა. -სად არის? -ჩემთან სახლში. -შენთან? მერე? გაგიჟდი? იქ როგორ მიიყვანე? დედა გაგიჟდებოდა, წამოდი სწრაფად. -ნუ ღელავ მან არაფერი იცის, ბაქარი კი არც ისე ცუდადაა რომ ვერ გაძლოს- ისევ ღიმილმა დაუფარა სახე. -წავიდეთ- ლამის ხელი დავავლე და ძალით წავიყვანე. -მიხარია რომ ჩემს ფიქრებს უთქმელად ხვდები და პირვანდელ შთაბეჭდილებას ყოველ დღე მიუფერულებ. -როგორც გითხარი ყველა ადამიანს მისია აქვს შესასრულებელი- გავუღიმე და ისეთი თბილი თვალები ჰქონდა, ისეთი გამჭირვალე და სუფთა. -ვიცი რომ საკუთარ ანარეკლს ხედავ. -უცებ შეცვალა სალაპარაკო თემა. -ასე რომ მელაპარაკები, მგონია ჩემს წინ თინეიჯერი ბიჭი დგას და არა ჩამოყალიბებული, სერიოზული კაცი. -ვიღაცათან ხომ უნდა ვიყო ბავშვი? შენზე უკეთესს ვის ვიპოვი? თან საიდუმლოს ყველაზე კარგად შენ ინახავ. -ბაქარის ჩვენი დახმარება ჭირდება- სწრაფად გადავუტანე სიტყვა. -ნუ გგონია რომ სულ გამექცევი, ერთ დღეს მოგვიწევს დავსხდეთ და სერიოზულად ვისაუბროთ, ყველას და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. -ერთ დღეს კი, მაგრამ არა დღეს და არა ახლა. ახლა კი წავიდეთ- რკინის კარისკენ წავედი პირველი, ერთ წამში ჩემს გვერდით აღმოჩნდა. ბაქარს ძირითადად უმნიშვნელო ნაკაწრები ჰქოდა, სილურჯეები და ჩაქცევები ბლომად, იყო რამდენიმე სერიოზული ჭრილობაც. იაგოს წამლები მოემარაგებინა, რამდენიმე ადგილას ბლაგვი საგნისგან მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, წამებში გამახსენდა, რა ვისწავლე წლების წინ, როგორ უნდა დამემუშავებიინა ჭრილობა, მერე სახვევი როგორ უნდა დამედო, ყველაფერს ისეთი სიზუსტით ვაკეთებდი, ბოლოს საკუთარმა თავმა გამაოცა კიდეც. დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი დავალევინე და რამდენიმე წუთში მშვიდად ჩაეძინა, პულსი ნორმაში ჩაუდგა, ნახმარი ნივთები ყველაფერი ერთ პარკში ჩავყარე, და ოთახის კარი მშვიდად გამოვიხურე, ძალა გამოცლილი კედელს მივეყუდე და ნელა დავეშვი იატაგზე. -ყოველ დღე ჩემს აღფთოვანებას იწვევ, როდესაც მითხრეს რომ ბევრი რამ იცოდი, მეგონა ხუმრობდნენ, ამ გოგოს როგორ უნდა შეეძლოს ამდენი რამ ერთადთქო, დღეს... ახლა, რამდენიმე წუთის წინ რომ გიყურებდი, საბოლოოდ დავრწუნდი რომ ყველა ფიქრი მცდარი იყო, რომ შენ ნამდვილად არ ხარ სხვა... შენ... შენ, უბრალოდ ხარ შენ, ერთი უბრალო გოგო, რომელსაც დაცვა ჭირდება რომ სხვები ბედნიერები იყვნენ. შენ იქნები კარგად, ღიმილიანი, სიხარულით აღსავსე და სხვები შენს ირგვლივ სამყაროს შექმნიან, ეს შენშია, უბრალოდ შენ ხარ ასეთი.- ჩემს გვერდით იატაგზე დაიკავა ადგილი, თითქმის ჩვენი მხრები ეხებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არც ეხებოდნენ, ისიც კი შვებას მგვრიდა რომ ჩემს გვერდით იყო და სუნთქავდა, მისი სიტყვების მნიშვნელობა კი არ მესმოდა. -მოდი ხელები მაჩვენე კაი?- წამოდგომას ვაპირებდი ისევ ძველ ადგილას რომ დამაბრუნა ამჯერად ახლოს , თავი რომ მიმებრუნებინა მის სახეს შევეხებოდი ტუჩებით. -მაინტერესებს რა გჭირს? ნაინაში რა დაინახე? ვიცი რომ ის მხიარულია, სიხარულით აღსავსე, ბედნიერებას ასხივებს, არ შეუძლია ადამიანები ისე დატოვოს რომ მასში მისი წილი სიხარული რომ არ ჩადოს, მაგრამ ეს შენ არ გჭირდებოდა, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უყურებ ადამიანებს როგორც სამუზეუმო ექსპონანტებს? რატომ არ გჯერა მათი ბედნიერების. ღიმილინი სახის. -არა, სამუზეუმო ექსპონნტებად ნამდვილად არ მივიჩნევ ადამიანებს, მაგრამ მათი მრავალფუნქციურობა მაოცებს, მათი მჭრმეტყველება, შეიძლება ცუდად გამომდის ახლა მაგრამ ასეა. -ყველა ადამიანში ეძებ რაღაცას, დიდი ხანია უკვე ვაკვირდები, თვალებში უყურებ ყველას, შემდეგ კი ... შემდეგ ის ადამიანი შეპყრობილი ხდება შენით... რაღაც გიპნოზის მსგავსია. ,,ხშირად ბედნიერ მომავალს მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს - რთული წარსული.. რთული, ტკივილით აღსავსე, ჩაგაფრინდება თავისი უზარმაზარი, ბოროტი კლანჭებით და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.. დადიხარ იმ ადგილებში, სადაც ყველა კენჭი, ფოთოლი, სახლი და ვინ იცის ჰაერიც კი მას გახსენებს.. წარსულს.. მოგონებები შემოგიტევს, აგაფორიაქებს, მოიცავს გონებას და გულს და მოსვენების ნებას არ გაძლევს.. კიდევ ერთხელ გადიხარ იმ ეტაპებს, იხსენებ ბედნიერ მომენტებს და უცებ.. მიხვალ იქამდე, როცა დამთავრდა ყველაფერი.. იხსენებ, ყველა წვრილმანს, იხსენებ, რომ პასუხს მიაგნო.. კითხვა მხოლოდ ერთია: რატომ?? თავადაც ვერ ხვდები, როგორ გისველებს ცრემლები სახეს, თმას, ტანს.. ნაჩქარევად იწმენდ, არ გინდა ვინმემ გაიგოს.. თუმცა გაგებით ვერავინ გაიგებს, რატომ მისტირიხარ წლების წინ მომხდარს, წლების წინ დაკარგულ მეგობრებს, რომლებმაც თავად თქვეს შენზე უარი.. მხრებს აიჩეჩავენ და დაივიწყეო გეტყვიან, მერე კარს გაიხურავენ და შენ ტკივილთან კვლავ მარტოს დაგტოვებენ.. შენ კი ნელა, აუჩქარებლად ალაგებ ნივთებს, სკოლაში რომ გაცვალეთ, ფოტოებს, დაძველებულ ქაღალდებსაც კი.. თავადაც რომ არ იცი რაღატომ ინახავ ასე საგულდაგულოდ და მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტყდები ძილის წინ, რომ მათ დატოვილ სიცარიელეს ვერავინ შეავსებს და დრო, ამ შემთხვევაში ვერაფერსაც ვერ განკურნავს...“ -რა გტკივა ასე ძალიან? რატომ - სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ მისი ტელეფონი უცებ ამღერდა, ისევ ისეთი გაუხდა სახე, ცივი და არაფრისმთქმელი -უნდა წავიდე, შენ გიტოვებ, აქ დარჩი და არ წახვიდე. ადგა და წავიდა.... დამტოვა ისევ... სიმარტოვესა და გაურკვევლობაში.... თავი ცივ კედელზე მქონდა მიყრდნობილი თვალები კი დახუჭული, ნაბიჯების ხმა გავიგონე, ფრთხილად თითქოს უჩუმრად მოდიოდა, თვალებ დახჭულმაც კი ვიგრძენი მისი სიახლოვე, ისევ ტელეფონის ხმა, ნელა ძალიან ნელა გავახილე თვალები, არ გამიგია არც ერთი სიტყვა რაც თქვა, მხოლოდ ის შევამჩნიე ღიმილიანი სახით რომ დამიჯდა ისევ გვერდით. -სასწაულების მჯერა უკვე იცი?- ისევ იღიმოდა და ტელეფონს ხელში ათამაშებდა. -თუკი ირწმუნებ აუცილებლად ახდება კიდეც, ამბობენ ფიქრებს დიდი ძალა აქვსო, რასაც ფიქრობ ადრე თუ გვიან იმ გზას გაივლიო. -ნელ-ნელა ვრწმუნდები ამ ყველაფერში, მართლაც რომ დიდი ძალა აქვს ფიქრებს. -რა მოხდა?- დამაინტრიგა მისმა ღიმილმა. -სიურპრიზია მარიამო- ისევ ღიმილმა დაუფარა სახე. -როგორ შეიცვალე მარგიანო, როგორ უცებ იქეცი თინეიჯერ ბიჭად. -მინდა განაგრძო, მინდა მეტი ვიცოდე შენზე. -მეგობრებზე? -არა მარტო მეგობრებზე, შენი ცხოვრების ყველა წვრილმანი მაინტერესებს. როგორც ამბობენ საინტერესო ცხოვრება გაგივლია, ბევრი რამ გინახაავს. -არა, არ ვთვლი ეგრე, მხოლოდ ტკივილი, დანარჩენი კი ყველაფერი ილუზიაა, მეგობრები ძალიან ბევრი მყავს და ამავ დროულად ძალიან ცოტა. ერთ ძალიან კარგ ადამიანს უთქმელი სიტყვები ვერ ვაპატიე, ვერ ვპატიე მისი უთქმელობა და სიცივე, მან იმის მიუხედავად რომ რამე ეთქვა, ისიც ადგა და წავიდა, შეიძლება მის ახსნასაც არ ჰქონდა აზრი მაგრამ შეიძლება ასე ძალიან არ მტკენოდა, ის ბავშობის მეგობარი იყო, რაც მახსოვს მარიამი მახსოვს ის. და რატომ თვალები? - მისგან უხმო თანხმობა მივიღე, მთელი გულით მისმენდა, მთელი ინტერესით, ჩემ სიტყვებში კიდევ უთქმელ სიტყვებს ეძებდა.- რამდენი მეგობარი გყავს?- ვკითხე უცებ. -ძალიან ცოტა, სანაცნობო ძალიან ბევრი, მაგრამ აი ისეთი ვისაც ვენდობი ძალიან ცოტა შესაბამისად მეგობრების სიაც შეზღუდულია. -მაშინ შენ ყველაზე მეტად გამიგებ, ჩემი მეგობრების სია, აი, ისინი ვისაც ვენდობი ძალიან მცირეა, იმდენად მცირე რომ ცალი ხელის თითებიც კი არ დამჭირდება. ერთი მეგობარი მყავდა, ამბობდა თვალები სულის სარკეაო, თუ მათ ამოიცნობ, ყველაზე ბედნიერად გაქცევენო, საოცარი თვალები ჰქონდა, თბილი და ოქროსფერი, აი ისეთი შენ რო გაქვს როდესაც იღიმი, საოცარი სითბოთი აღსავსე, დიდი ხნის ნაგროვები, თითქოს გინდა ერთიანად ამოხეთქო, მისი უმეგობრობა დღემდე მტკივა, მისმა გარდაცვალებამ დამაცარიელა, ერთინად გავცივდი, მერე... მერე იყო ბევრი ... ტკივილი, ღიმილი ბედნიერება და იმედგაცრუებაც... -ძალიან კრიტიკულად ხომ არ ხარ განწყობილი, როგორც საკუთარი ასევე მეგობრების მიმართ, ვინც შენს გარშემო არიან? -არა, არ ვფიქრობ ეგრე, არც ერთ გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ, ზოგჯერ უმოქმედობა მინანია მაგრამ, არც ერთი გადადგმული ნაბიჯი. -გიბრძოლია? -კი თითქმის მთელი ცხოვრებაა ვბრძოლობ, იმისთვის რაც მინდოდა, რაც ვარ დღეს, ყველაფრისთვის ომი მიწევსს, განა იმიტომ რომ ვინმე ხელს მიშლის, არა, უბრალოდ ბრძოლის გარეშე ვერაფერს ვერ გახდები, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ სურვილებზე უარის თქმაც გვიწევს საყვარელი ადამიანების გამო. ჩვენ სურვილებს გვერდზე, მეორე ხარისხოვნად ვთვლით რომ ისინი იყვნენ ღიმილიანები და ბედნიერები. მე ბედნიერების დრო გამომეპარაა, განა იმიტომ რომ არ მინდოდა, უბრალოდ იმ დროს სხვა რამით ვიყავი დაკავებული. -ნანობ? -კი, არც ბევრს და არც ცოტას, სინანული ერთგვარი შვებაა, აი, თუნდაც შენ რომ გიყვები, ეს ერთგვარი შვებაა, თითქოს იმდენად აღარ მეფიქრება, აღარ მაწუხებს კიდეც. -შეცვლიდი რამეს? -კი, ადამიანების გამო აღარ დავდებდი თავს, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის ისევ ისეთი მიამიტი ბავშვი ვრჩები და მაინც ვუშვებ ისევ და ისევ ერთი და იგივე შეცდომას. ვერ ვსწავლობ რომ ყველა ადამიანი ისე ღრმად არ უნდა შემოუშვა შენში რომ მან გაგანადგუროს, ისე რომ სხვა მოვიდეს და შენი გამთელებაც კი ვერ მოახერხოს, -ყველაფერს გულწრფელად ვეუბნებოდი, იმას რასაც ვფიქრობდი და რაც უკვე დიდი ხანია მინდოდა რომ მეთქვა, ვუებოდი მთელი გულით, იიტომ რომ ნდობა დაენახა ჩემში, რომ მასაც დაეცალა ტკივილების სავსე გუდა. - რომ ამბობენ თუკი შეცდომის გამოსწორების უფლება მექნებოდაო, თუ კი ჩემი სურვილი იქნებოდაო არ დავიბდებოდიო- აქ მწარედ გამეღიმა, მან კი მძიმედ ამოისუნთქა- ამას არასოდეს არ დავუშვებდი, არ ვიტყვი და არავისს მივცემ უფლებას იგივე გაიმეოროს. -აი, მასზე რას იტყვი? შენს მეგობარზე, კეთილ ფერიას რომ ეძახი? მასთან როგორი ხარ? -მასთან? ... მასთანნ ისეთი... როგორიც საკუთარ თავთან... გიჟიც, ჭკვიანიც, მხიარული, მოწყენილი, დაღლილი და ნახევრად მძინარე... თითქოს ყველაფერს ვგრძნობ რასაც ის, რასაც განვიცდი განიცდის ისიც, მახარებს.. მებუზღუნება... რამდენჯერ მოკვლითაც კი დამემუქრა... -მისი გახსენებისას სიმშვიდე იგრძნო სულმა.. მომნატრებია მასთან ჭორაობა. მისი ბუზღუნი და საყვედურებიც კი... -რატომ გესმით ასე ერთმანეთის?- დაინტერესდა, ეს კითხვა ადრეც დამისვა მაგრამ პასუხმა არ დააკმაყოფილა. -ერთი სულის ორი ნაწილი ვართ. -ასე ერთმაინერები როგორ შეხვდით ერთმანეთს? -საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ მისმა ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა თქვა რომ ჩვენ ორივეს თბილი თვალები გვაქვს და არ შეიძლება ამ თვალების პატრონი ბოროტს ფიქრობდესო. აი ასე, სრულიად ორი უცნობი ადამიანი ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები გავხდით. ვის? ეგ არ ვიცი, მხოლოდ მათი დიალოგის ყველა უმნიშვნელოვანესი დეტალი სიტყვა სიტყვით ამიღწერა. -მეც მაგ აზრზე ვარ, თბილი თვალები გაქვს. -ოჰ, თავად დიდი მარგიანისგან ეს სიტყვები დასაფასებელია- ოთახიდან ხველების ხმა გავიგონე და წამებში გავჩნდი საწოლთან, ბაქარს სიცხე ქონდა, ახველებდა, წამლების პარკს ისევ დავწვდი, ანტიბიოტიკების მთელი შეკვრა ვიპოვე, დავალევინე და საწოლთან ჩამოვჯექი. -მე წავალ და მალე დავბრუნდები- ჩუმად მითხრა მან- თუ რამე შემატყობინე. -კარგი, თავს გაუფრთხილდი. -უკვე ვუფრთხილდები- ჩვეული ფრაზით მიპასუხა, ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი და ჩუმად გაიხურა კარი. ოთახს მოვავლე თვალი, ნაცრისფერ ფერში იყო, ერთ მხარეს ორი ტონით მუქი დეკორი გაეკეთებინათ და წიგნების თარო, მოჩუქურთმებული, ოღონდ არეული თაროები ეკიდა, არაორდინალური, სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმა ერთად, რამდენიმე ფოტო, ნაინა და იაგო ერთად ბავშვობაში, მერე მარტო იაგო მკაცრი გამოხედვით, ისევ ნაინა და იაგო მეგობრებთან ერთად, ყველანი იღიმოდნენ, ერთმა გოგონამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, გოგონამ კი არა მისმა თვალებმა, დამეფიცება ეს თვალები სადღაც მყავს ნანახი, თბილი თვალები, მოციმციმე და ნაზი. -შენ მარიამი ხარ?- მომესმა ბოხი ხმა, ოდნავ შევკრთი კიდეც. -კი მე ვარ მარიამი- სურათი ადგილზე დავაბრუნე, გავუღიმე და საწოლთან სკამზე ჩამოვჯექი. - როგორ ხარ? როგორ გრძნობ თავს? -ისე თითქოს ნაცემი ვიყო- გაღიმე სცადა.- თუ ვარ? - აშკარად ხუმრობის თავი ჰქონდა, ან ზოგადად ესეთი იყო. -არა, მგონი უნდა იყო კიდეც- მეც გამეღიმა მის დამანჭულ სახეზე. -აბა მარიამ ექიმო, რამდენ ხანში შევძლებ წამოდგომას? -დღეს უნდა დაისვენო, როგორც შენი პირადი ექიმი გიკრძალავ მოძრაობებს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა წამოდგომასაც კი, თამროს შენი თავი საღი უნდა ჩავაბარო- ექიმის მსგავსად მკაცრი ხმა მქონდა, რაზეც მეც კი გამეცინა, მას ჯერ ღიმილი გაუკრთა შემდეგ კი ორივენი ერთ ხმაში ვიცინოდით. ,,მალე მოვალ, მიხედე მაგას არ ადგეს, თუ რამე დაგჭირდეს იცი სადაცა ნაინას ოთახი, იქ ყველაფერს იპოვი, თავს ვუფრთხილდები“- მომივიდა შეტყობინება. -დიდი ხანია აქ ხარ?- პაციენტი აშკარად საუბრის ხასიათზე იყო. -თითქმის ერთი თვეა. ორი კვირით ჩამოვედი მაგრამ როგორც ხედავ შემოვრჩი. -ხო, ასე იცის სვანურმა ბუნებამ და ხალხმა, თუ შეგიყვარა აღარ გაგიშვებს. -ხო, მსმენია ამ ყველაფერზე. -როგორ მიდის წიგნის წერის ამბები? ნაინამ მითხრა რომ წერ- უცებ შეკრთა, უფრო სწორად მსმენია - უცებ შეცვალა, მაგრამ რომ მიხვდა უკვე ყველაფერი ისე გავიგე როგორც თქვა, დანებდა და თვალებში ჩამხედა- ეს იაგომ არ უნდა იცოდეს, მე და ნაინა ვმეგობრობთ, მხოლოდ ჩვენ დავრჩით აქ, უფრო სწორად ერთმანეთს ჩვენ შემოვრჩით. -შეგიძლია უფრო უკეთ ამიხსნა ყველაფერი? და თუ ნაინამ ჩემზე გითხრა იმასაც გეტყოდა რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, რომ მე ყველასი მესმის. -ჰო ვიცი და ამიტომაც ვარ მე აქ. -მოდი ნუ მაბნევ კარგი- უფრო კომფორტულად მოვკალათდი სკამზე, მანამდე ბალიში გავუსწორე და მოსასმენად მოვემზადე- მითხარი ყველაფერი ისე რომ გავიგო, ისედაც იმდენი არეული ფიქრები მიტრიალებს, უარესად ნუ ამრევ, თუ ნაინამ შენ აქ გამოგიშვა რაღაც ხდება და ეს მე უნდა ვიცოდე. -პირველ რიგში შენი წიგნი უნდა გამოვიდეს, განა იმიტომ კი არა რომ ჩვენ ყველანი წიგნის ფურცლებზე აღმოვჩნდეთ, ჩვენი კუთხე პოპულარი გახდეს მეტად, რომ ხალხი დაინტერესდეს ლეგენდებით, არამედ ერთი კარგი გოგონას ისტორია უნდა გაცოცხლდეს, შენ ყველაფერი არ იცი და უნდა გაიგო, ჰო მართლა შენი დღიური არ დაკარგულა, შენს ოთახში, კარადის თავზე დევს, კედლის მხარეს. -რაა?- სულ დამაბნია მისმა სიტყვებმა, ვერაფერი გავიგე რას მეუბნებოდა, რა წიგნი, რა ლეგენდა, რა ისტორია, რა გოგონა და ჩემი დღიური რა შუაში იყო.- ნორმალურად ამიხსენი გთხოვ. -ეს ნენეს ისტორიას ეხება- მას სახეზე არც ერთი ნერვი უტოკდებოდა, მაგრამ თვალებში დაგუბებული სევდა საოცრად უცვლიდა სახის ნაკვთებს. -საკმარისად დამაბნია მაგ ისტორიამ და ნაინა ალბათ გეტყოდა რომ მე წიგნს აღარ ვწერ. - ჩემი დღიური კი უგზო -უკლოდ გაუჩინარდა. -შენ ბევრი რამ არ იცი, ბევრი რამე გაიგე და გაარკვიე, მაგრამ ძებნა მაშინ შეწყვიტე როდესაც მიზანთან ყველაზე ახლოს იყავი. -გამოცანებით ნუ მელაპარაკები, პირდაპირ მითხარი. -ძალიან მაბრაზებდა მისი ასეთი დამოკიდებულება ჩემი წიგნის მიმართ. -კარგი მაშინ ისევ თავიდან დავიწყოთ- მითხრა მან, მე კი მოსასმენად მოვემზადე. -იცოდე ამჯერად მთელი ისტორია უნდა მომიყვე, არ დავუშვებ ისევ ამერიოს ფიქრები, თავ გზა. ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს მომიყვები. რა შუაში ხართ შენ და ნაინა. -ჩვენ ყელანი ერთი სამეგობრო ვიყავით. -რააა?- ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა- შენ ნაინა და ნენე? -კი და სხვები. მაგრამ შემდეგ დავიშალეთ, ზოგი გადაიხვეწა, ზოგი ჩვენს გვერდით აღარ არიან, ზოგიც კი.. -კარგი მომიყეი, არც ერთი სიტყვა არ გამოგრჩეს. მის წინ სკამზე ვიჯექი და მონასმენით გაოგნებული აზრებს ვერ ვუყრიდი თავს, ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეფიქრა, ან რატომ გადაწყვიტეს რომ მოსმენის შემდეგ წიგნს დავწერდი, მე ხომ ამ წიგნის გამო ბევრი რამ გამვიარე. -დიდი ხნის წინ ჩვენ ძალიან კარგი სამეგობრო წრე გვყავდა, აი მაშინ როდესაც ცუდი თითქმის არაფერი ხდებოდა, -დაიწყო მოყოლა და თვალები ერთ წერტილს გაუშტერა, მივხვდი რომ წარსულში მოგზაურობდა- როგორ არა, აქ ყველგან სისხლი და სიკვდილია, მამაც კი არ ინდობს საკუთარ შვილს, სახელი და რეპუტაცია რომ არ შეელახოს, ოჯახის სიწმინდე რომ დაიცვას. მაშინ იმდენად პატარები და ბავშვები ვიყავით არ გვანაღვლებდა ადათ-წესები. ვიცავდით, პატივს ვცემდით, მაგრამ არ ვერეოდით... რამდენიმე ბავშვი დაბადებიდან ერთად გავიზარდეთ, მშობლების დამოკიდებულებამ ოჯახებთან ჩვენზეც იმოქმედა და ძალა უნებურად დავახლოვდით, მერე კი ეს ყველაფერი მეგობრობასა და დიდ სიყვარულში გადაიზარდა, ერთმანეთის დაცვასა და ნდობაში, ბოლოს კი აღმოჩნდა რომ ვერც ერთმა ვერ შევძელით ერთმანეთის დაცვა და აი ასე პურის მარცვლებივით მიმოვიფანტეთ. -შეგიძლია უფრო კონკრეტულად მომიყვე?- შევაწყვეტინე მონოლოგი. -მე, ნაინა, ნენე, გიორგი და კიდევ ორი გოგო, ყველანი ერთად მოვდიოდით, ბაშვობიდან, ვერ გეტყვი რომელი უფრო ადრე გავიცანი, რადგან რაც ვიცი და მახსოვს მახსოვს ჩემი საუკეთესო მეგობრები. სკოლში ყველაზე თვალსაჩინოები ვიყავით, გოგოები გვაიძულებნენ რომ კარგად გვესწავლა, მათმა ძალადობამ ჩვენზე შედეგი გამოიღო კიდეც. რაც თანამედროვეობა შემოდიოდა ჩვენთან და რაც უფრო მისაწვდომი ხდებოდა ჩვენი კუთხე ხალხისთვს უფრო მძიმე ფაქტები ხდებოდა. უფრო მეტი მკვლელობა და აუხსნელი ფაქტები. მერე სკოლა დავამთავრეთ, გვეგონა რომ დავკარგავდით ერთმანეთს, მაგრამ ყველაფრი პირიქით მოხდა. იმ წელს რაღაც მოხდა, ჩვენი ერთ-ერთი კლასელი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და ჩვენი მშობლებიც კი შეშინდნენ, არც ერთი არ წავსულვართ სვანეთიდან, -მერე მე მომიბრუნდა, თვალებში მიყურებდა, არ ვიცი რას ეძებდა, არ ვიცი რისი დანახვა უნდოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მიყურებდა- ალბათ იცი სვანებმა სულ სხვა გლოვა ვიცით, სულ სხვაა ჩვენთვის დაკარგული ადამიანი. თან ის ვინც ყველაზე ძვირფასია და შეურყეველი სიყვარულით გვიყვარს. -კი რაღაცეები ვიცი, რომ გითხრა, ეს თემა ვინმესთან განმიხილავს მოგატყუებ,-წამითაც კი არ ამირიდებია მზერა, ისევ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. -ჩვენთვის, ჩვენი ტოლი გოგონას გარდაცვალება, ბავშვობის მეგობრის მძიმე ხვედრი და ტრავმა იყო. არც ერთი არ წავსულვართ სვანეთიდან, არც ერთს არ ჩაგვიბარებია უნივერსიტეტში, ყველამ უარი ვთქვით ჩვენს მომავალზე და ჩვენი გეგმები ერთი წლით გადავდეთ. ყველამ ერთად გამოვიგლოვეთ მისი გარდაცვალება. ერთი წლის შემდეგ კი ყველა ჩვენ ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდით... -რამე მნიშნელოვანი ხდებოდა ამ ერთი წლის მანძილზე? -აქ ყველაფერი უცნაურია, არაფერი რომ არ მოხდეს ეს ყველაზე დიდ გაოცებას გამოიწვევს, არავინ იცის ძმებს, მეზობლებს, ახლობლებს შორის, მტრობა როდის ან რატომ გაჩნდა, მაგრამ მაინც მტრობენ და კლავენ ერთმანეთს, პატიების ძალა არც ერთს არ შესწევთ. -რატომ მალავთ საუკეთესო მეგობრები ერთმანეთის არსებობას, თუ ეს სხვებისთვის დასამალი ადრე არასდროს ყოფილა? - მისი და ნაინას ურთიერთობაზე მივანიშნე. -იმ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა ცუდისკენ, ზოგი კარგიც მოხდა, მაგრამ ძირითადად მაინც ყველაფერს მუქი ფერი დაედო. ერთმანეთის ნდობას და სიყვარულს ვკარგავდით. -ნაინა და ნენე რა შუაში არიან? -კარგი ოჯახის შვილობა არ ნიშნავს იმას რომ ბედი არ დაგცინებს, რომ იღბალი ერთ დღეს არ გიმტყუნებს. -გამოცანებით ნუ მელაპარაკები, -ცოტა არ იყოს გავბრაზდი, ამდენი ხანია ვსაუბრობდით და ჯერ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, იმის გარდა რომ კიდევ ერთი საიდუმლო, სიკვდილი და ნაინასთან მეგობრობა, ხელჩასაჭიდს არაფერს მაძლევდა. -სიმართლე მითხრა ნაინამ, -ღიმილი მოეფინა სახეზე. -რა გითხრა ნაინამ? და სასაცილო მგონი არაფერი მითქვამს- უფრო მეტად გამაბრაზა მისმა ირონიულმა სახემ. -ის რომ ფეთქებადი ხასიათი გაქვს- სერიოზულად მითხრა. -მინდა რომ გააგრძელო- მშვიდად ვუთხარი და კიდევ ერთხელ უფრო კომფორტულად მოვკალათდი სკამზე. -როგორც გითხარი, ჩვენი კლასელი, მეგობარი უკვალოდ გაუჩინარდა, მშობლებმა და ახლობლებმა მხოლოდ მისი ტანსაცმელები დაკრძალეს, საფლავიც კი არ ჰქონდათ რომ ეტირათ, გოგონები შეშინებულები იყვნენ, რაღაც ხდებოდა და ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რამდენიმე თვეში ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა როგორც სხვა დანარჩენი, რადგან როგორც იცი აქ ხშირად ხდება მსგავსი ისტორიები. ნელ-ნელა დავუბუნდით ყოველდღიურობას, ხშირად ვსხდებოდით ჩვენ, ვინარჩუნებდით ერთობრიობას, ჩვეულებრივად ვაგრძელებდით ცხოვრებას, მანამ სანამ ერთ დღეს გაღიმებულმა ნენემ საიდუმლოდ არ გაგვიცხადა რომ შეყვარებული იყო და მალე გაყვებოდა. ნაინამ იცოდა როგორც ჩანს სანამ ჩვენ გვეტყოდა დანარჩენებს, ნაინას სულ პირველი უყვებოდა. -რატომ არ მითხრა ნაინამ რომ ნენეს იცნობდა? რატომ დამიმალა მან ეს ამბავი? თუ მისი საუკეთესო მეგობარი იყო? -რომ ეთქვა, მაშინ ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი, ის კი კიდევ არ არის მზად ამ ყველაფრისთვის. -მან მე ბევრი რამ მომიყვა. -ვიცი, მაგრამ ნენეს სიკვდილი ბევრ რამეს მალავს, ჯერ კიდევ არავინ დაინტერესებულა რატომ არ გამოიძია ოჯახმა აქამდე? რატომ არ დაინტერესდნენ ამ უცნაური მკვლელობით. -ნენე მოკლეს... მაგრამ ნაინა რა შუაშია? ის ხომ მხოლოდ მისი საუკეთესსო მეგობარი იყო, ვერ ვხვდები ნაინას ფაქტორს ამ საქმეში. -ნაინამ ნენეს ყველა უწვრილმანესი წვრილმანი იცოდა, ასევე ნენემ... ისინი ერთმანეთის ფიქრი იყვნენ. -რა მოხდა მერე?- ისევ დავუბრუნდი იმ ადგილს სადაც გაწყვიტა თხრობა. -ნენემ დიდი ზარ-ზეიმით გვაცნობა რომ შეყვარებული იყო, ვინაობას კი არა და არ ამბობდა. ნაინაც დუმდა, ვხედავდი რომ გოგონებს შორის ნელ-ნელა დაძაბულობა მატულობდა, რამდენჯერმე შევნიშნე რომ ჩუმად კამათობდნენ, ნაინა რაღაცას ეუბნებოდა, უსწორებდა, ნენე კი ისევ მაინც ურყევად იდგა თავის აზრზე. -იჩხუბეს? -ჰო -და მიზეზი არც ერთმა არ იცოდით?- ჩავეკითხე, მისი მოკლე პასუხი არაფერს მეუბნებოდა. -არა, არ ვიცი, დღემდე არ ვიცი, და ვისაც შეუძლია თქვას არ ამბობს და რამაც უნდა მომითხროს სიმართლე მალე ვიპოვი. -შეგიძლია მითხრა რას გულისხმობ? -ნენე დღიურს წერდა, სადაც მის ყველა ფიქრს, აზრს და ყოველ ნაბიჯს წერდა, სადაც მისი ყოვლდღიური ცხოვრებაა აღწერილი, და იმ ზაფხულს მომხდარი ყველა ფაქტი, ის უჩინარი შეყვარებულიც კი. -ნაინამ ყველაფერი იცის და მაინც არ ამბობს? -ჰო, მან ყველაფერი იცის, იმდენად ყველაფერი რომ ვგრძნობ მართალია მისი დუმილი, მან რომ რამე თქვას ბევრი ადამიაანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, იმის გამო კი არ დუმს რომ ეშინია, არამედ იმის გამო რომ კიდევ სხვამ არ გაიაროს იგივე გზა. -როგორ მოკვდა ნენე? უფრო სწორად როგორ მოკლეს. -ის კი არ არის მნიშნელოვანი როგორ მოკვდა? არამედ ის თუ რა ვითარებაში მოკლეს. -ეგ გავიგე რომ მოკლეს, რა იყო მოტივი მისი მკვლელობის, ან სად გაქრა მისი შეყვარებული? ვინ იყო საერთოდ? ოჯახის წევრებმა რა თქვეს მისი სიკვდილის თაობაზე? შენ და ნაინა რა შუაში ხართ? -ეს ყველაფერი მის დღიურშია აღწერილი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, წერილი მომწერა, ძალიან უცნაური, მხიარული და ნოსტალგიით აღსავსე, აი ისეთი სიკვდილის წინ, გამოთხოვებისას რომ წერენ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ვიფიქრე თვითმკვლელობას ხომ არ აპირებს რამე ხომ არ მოხდათქო, დავურეკე და სრულიად მშვიდი ხმა ჰქონდა, იღიმოდა კიდეც და წერილის შესახებ რომ ვკითხე ... ,,მომენატრე და შენი თავი შემახსენა ბავშვობის სურათებმაო“ -უცნაური მეჩვენა მისი საქციელი და ყველა სიტყვა, მაგრამ ვერაფერს ვიფიქრებდი ცუდს, რადგან მისთვის ყველაფერი კარგი მემეტებოდა, ის თვით ნაინაზე სუსტი და დაუცველი მეჩვენებოდა ყოველთვის, იმდენად ბავშვური და მეამიტური იყო, უბრალო შესწორებაზეც კი შეეძლო ეტირა და გული ამოვარდნოდა, ყველაზე ფაქიზი არსება იყო... -როგორ მოხდა რომ მისმა ძმებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს? რატომ ვერ შეძლეს მისი დაცვა? - თავში იმდენი კითხვა მიტრიალებდა რომ აზრების მოკრებას ვერ ვახერხებდი, კონცეტრირებას ვერ ვუხერხებდი საკუთარ თავს. -როგორც უკვე იცი, მირიანი საზღვარგარეთ იყო, ბეშქენი კი იმ დროს სხვა რამეებით იყო დაკავებული, დის ყველა ნაბიჯი გამოეპარა, თითქოს ნენე არც არსებობდა მის ცხოვრებაში, მაგრამ იმასაც ამბობენ რომ ნენეს არ აპატია შეცდომა, რომ მის დას არ უნდა ჩაედინა უპატიებელი ცოდვა, ვერ აპატიებს საკუთარ დას, და თუ მას აპატიებდა, სხვას პასუხს ვეღარ მოთხოვდა. -არ მითხრა რომ .... - ყველა სიტყვის თქმა მეძნელებოდა, ამ წამს მზად ვიყავი, ამ ოთხიდან გავქცეულიყავი, სვანეთიდან, ამ კუთხიდან და საქართველოდან, რადგან არასდროს არ გამეგონა ასეთი დაუჯერებელი რამ. მინდოდა დამიწყებოდა სვანეთის სიყვარული, ის წამი დმებრუნებინა, როდესაც მოხეტიალე გავხდი და არც არასდროს რომ არ მეფიქრა აქ ჩამოსვლაზე. საკუთარი ფიქრიც კი მაშინებდა, ის სიტყვები რომლებიც ხმამაღლა უნდა მეთქვა- ანუ..- ვერ ვამბობდი თითქოს სიტყვა ყელში გამეჩხირა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევსო- ანუ ნენეს სიკვდილში ბეშქენის ხელი ურევია?- ბოლო სიტყვები ისე ვთქვი თითქოს ბომბზე ვიდექი და სადაცაა უნდა აფეთქდესო. -ჰო, ასეა - ბაქარს ხმა შეეცვალა, ტკივილით იყო მისი ხმა გაჟღენთილი, ისევ ისე ტკიოდა როგორც ადრე ძველად, თითქოს გუშინ აცნობეს ნენეს სიკვდილი და ჯერ ისევ აგონიაშია ვერ დაუჯერებიაო. -საკუთარი და როგორ გაიმეტა?- ვერ ვიჯერებდი- არ მჯერა, ასეთი რამ არასოდეს მსმენია, იმის გამო როგორ შეეძლო დის მკვლელობა დაეფარა, რომ მას შეყვარებული ყავდა? -ნენე, შესანიშნავად მღეროდა, ნაზი, ჰაეროვანი ხმა ჰქონდა, ვიცი მოისმინე მირიანის ნამღერი იმ საღამოს და შენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ნენე კი მასზე გაცილებით კარგად მღეროდა, ის მუსიკალურ სასწავლებელში მოეწყო, ისეთი აღფრთოვანებული იყო, მაგრამ იმდენად აღარ როგორსაც ველოდით, - ისევ ერთ წერტილს გაუშტერა თვალები, ხელები დამუშტა, ტუჩები მოეკუმა, ტკივილის ახალი შემოტევა, ახალი ტალღა წარსულიდან. -გამოცდების დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვე იყო დარჩენილი, ყველანი ისეთ დღეში ვიყავით, ძაღლებივით ვუყეფდით ერთმანეთს- გაეღიმა, იქ სადღაც შორს, წლების უკანდელმა გაფრენილმა კადრმა, ღიმილი მოჰგვარა- ესე გიორგიმ დაგვარქვა, ,,ცოფიანი ძაღლები“, წესიერად არც ერთი ამბობთ რამეს, ყველანი იღრინებითო, რამდენიმე კვირა ერთმანეთი არ გვინახავს, გიორგის დაბადების დღე უნდა აგვეღნიშნა, ერთად შევიკრიბეთ, მხოლოდ ჩვენი სამეგობრო, არავინ სხვა, იქ მოვიდა ნენე, ოღონდ სულ სხვა, სრულიად სხვა ნენე, შეცვლილი და ამ სამყაროსგან მოწყვეტილი, სულ სხვა თვალებით. აი, ისეთი დამამახსოვრდა, გაცრეცილი და გაუფერულებული. -რა სჭირდა?- ვეღარ მოვითმინე და ვკითხე. -შეცვლილი, ჩამქრალი თვალებითა და უაზრო, ცარიელი გამოხედვით, ნაინასგან თავს შორს იკავებდა, თითქმის არ საუბრობდა, გიომ ხელი გადახვია და უცებ წამოიყვირა, გაღიმება სცადა და ალბათ ხუმრობაც, ,,ფეხი დამიცურდა და მხარი ვიტკინეო“. ნაინა გამომცდელი მზერით უყურებდა, ვერც ერთი გამოხედვა ვერ გამომაპარეს, ნაინა დაჟინებით უყურებდა, ნენე მზერას არიდებდა, თითქმის არ პასუხობდა ნაინას შეკითხვებს, უცნაურად რეაგირებდა ტელეფონის ზარებსა და შეტყობინებებზე, დღემდე არ ვიცი რატომ აშინებდა, ვერ მივხვდი იმ უცნაური ქცევის მიზეზებს. ნენე მალე წავიდა დაღლილი ვარ და ბევრი სამეცადინო მაქვსო, გაცილება შევთავაზეთ, არ მინდა ისედაც აქვე ვცხოვრობო. -ვერ გაიგეთ რა ჭირდა? -არა, ვერაფერი, მერე თავს გვარიდებდა ყველას, როდესაც გამოცდების პასუხი გავიგეთ, ყველაზე ბედნიერი იყო და ჩვენც გამოცდების ციებ-ცხელებას დავაბრალეთ და დავივიწყეთ ყველაფერი, სხვა ქალაქში გადაბარგება გაცილებით უკეთესი გამოდგა, უფრო მხიარული გახდა და ბედნიერებას ასხივებდა, ამბობდა: ,,ვაკეთებ იმას რაც ყოველთვის მინდოდა“ -ყველაზე ბედნიერი იყო, მერე მე წავედი, შეუდარებელი გაცილება მომიწყვეს. -სად წახვედი? -ჩემი მშობლები, მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ- ღიმილი და სევდა ერთად იგრძნობოდა მის ხმაში -შეუდარებელი წყვილი იყო, ბედნიერები, დღევანდელი დღით ცხოვრობდნენ და მხოლოდ ჩემს მომავალს გეგმავდნენ, გერმანიაში როდესაც შესთავაზეს მამას სამსახური, უფრო სწორად ჯერ სტაჟირებაზე გაუშვეს და მერე სამსახური შესთავაზეს, უპირობოდ დათანხმდნენ, ჩემი მომავლისთვისაც ასე აჯობებდა და გადავედით. ძალიან გამიჭირდა ახალი სამყარო, მეგობრების გარეშე, როდესაც ყველაფერს გაფართოებული თვალებით უყურებ, სადაც არაფერია ნაცნობი და მშობლიური. ყოველ საღამოს საათობით ველაპარაკებოდი ყველას ერთად და მერე ცალ-ცალკე, მაგრამ რაღაც ნაპრალი მაინც იყო ჩვენს შორის, თითქოს მათი სამეგობროს ნაწილად ვეღარ ვგრძნობდი თავს, თითქოს გავირიყე. ნენე დამცინოდა, დაგვყარე შენი საუკეთესო მეგობრები და ყველაზე ცივ ხალხთან დაიდე ბინაო. მალე ყველაფერი დალაგდა. დაახლოებით ექვს თვეში შუა ღამისას დამირეკა ნაინამ და ნენეს სიკვდილი შემატყობინა, არ ვიცი მამაჩემმა რა შეძლო ან რა მოახერხა მაგრამ იმ ღამით ბილეთები იშოვა და რადენიმე საათში აეროპორტის გზას დავადექით. არც ერთი კითხვა, არც ერთი ფრაზა, არ უთქვამთ, რომ ვთქვი რომ საქართველოში ვაპირებდი წამოვლას თან გამომყვნენ. მამა იჯდა საჭესთან, როგორც ყოველთვის დინჯად მართავდა, მე ყოველთვის დავცინოდი ნელა დადიხართქო. - გაჩუმდა, მივხვდი რისი თქმაც უნდოდა. ეს ხომ გამოვლილი მქონდა, რას ნიშნავს ერთად დაკარგო ისინი ვინც ასე ძვირფასი იყო შენთვის. -წყალი დალიე- წყლის ჭიქა მივაწოდე, საკუთარი ხმა კი ძალიან მეუცნაურა.- გინდა მოგვიანებით გავაგრძელოთ? ახლა დაისვენე. -არა ახლა ჯობია.- თვალებში მიყურებდა ჯიუტად. -მე არსად გავრბივარ, მაგდებენ მაგრამ მაინც აქ ვარ- გაღიმება ვცადე, მაგრამ ღიმილის გარდა ყველაფერი იყო ვიგრძენი. -არა, მალე დავამთავრებ, თუ დაგღალე მითხარი. -არა, რას ამბობ, პირიქით, ამდენი ამბის ერთად გახსენება მარტივი არ არის, თან ყველა იმდენად მტკივნეულია. -სადღაც წავიკითხე თუ მოვისმინე არ მახსოვს, ,,წარსულთან თვალის გასწორება ერთგვარი შვებააო“. -ხო მეც მსმენია. მიხარია თუ შვებას გრძნობ და არა ტკივილს. -არა, ტკივილით როგორ არ მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი მუდამ ჩემშია არასდროს მტოვებს, მაგრამ მისი მართვა ვისწავლე. - ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო- აეროპორტამდე გზა უსაშველოდ გაიწელა, დრო საერთოდ არ გადიოდა, სახლიდანაც ადრე გამოვედით, ვერ ვჩერდებოდი, ნაინამ არაფერი მითხრა, უფრო სწორად ვერაფერი, ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა, პასუხიც კი ვერ გამცა, ყველას ვურეკავდი, არავინ მპასუხობდა ან გათიშული ჰქონდათ- ისევ პაუზა გააკეთა, არაფერი მიკითხავს, არ მინდოდა მისი წამიერი მყუდროება დამერღვია- მერე, არაფერი მახსოვს, არა კი მახსოვს კადრებად, მანქანის მკვეთრი შუქი, შეჯახების ხმა და ტკივილი... მეტი არაფერი..- თვალები დახუჭა, ხელები იმდენად დამუშტა რომ სულ გაუთეთრდა. -ვწუხვარ- მთელი სიტყვათა მარაგი ამ ერთ სიტყვაში ჩავატიე, მთელი ემოცია და თანაგრძნობა. -გონს საავადმყოფოში მოვედი- ცამეტი დღის შემდეგ, ცრუ მორწმუნე არ ვიყავი, არც ახლა ვარ, მაგრამ ეს ციფრი შემზიზღდა, შემძულდა, ყოველი თვის ეს რიცხვი მეზიზღება, ამ რიცხვში ხელმეორედ დაბადება მომილოცეს- ისე დუმილი, ძალებს იკრებდა, მე კი ვერაფერს ვეუბნებოდი, ვერაფრით ვშველოდი- ჩემი მშობლები საქართველოში გადმოასვენეს, მამას სამსახურმა გაწია ყველა ხარჯი, მე კი საავადმყოფოში იმდენი ხნით ვიქნებოდი, სანამ დაზღვევა გადაიხდიდა, მერე არ ვიცი რა მოხდებოდა. -ღმერთი ყოველთვის გვიწყობს გამოცდას და ისეთ არაფერს გვიმზადებს რომ ვერ გავუძლოთ. ყველას გაგვივლია მძიმე ეტაპები, ბედნიერება საზღაურს მოითხოვს, კბილი- კბილის წილ. -მართალი იყო ნაინა რომ მითხრა, მასთან საუბარი გიშველისო, რაღაც გაქვს მარიამ, ამოუხსნელი თანაგრძნობის, თანადგომის და სიძლიერის ნაზავი, ძლიერი მაგრამ სუსტი, ბედნიერი მაგრამ ტკივილიანი... რაღაც ამოუსნელი ადამიანი ხარ. -იცოდე სიმართლე მეგონება- ამჯერად მართლა გამეღიმა- მაგრამ აქამდე რატომ არ დაბრუნდი? -ავარიის შემდეგ მარჯვენა ფეხში შეგრძნება დავკარგე, ეს წარმოუდგენელი იყო, ან ორივე ან არც ერთი, ასე ხდება ყოველთვის, სიარული თითქმის არ შემეძლო, თან მამას დაწყებული საქმე დასამთავრებელი იყო, თამროს ზურგზე ვერ დავაწვებოდი საზრუნავად ისედაც განადგურებული იყო. ამიტომ დარჩენა გადავწყვიტე, ჯერ არ ვაპირებდი ჩამოსვლას მაგრამ ნაინამ მთელი სიმკაცრით მოითხოვა ჩემი ჩამოსლა. მოგეხსენება ბრძანებების მოყვარულია. -კი ეგ მსმენია, და ძმა გამოირჩევა სვანური სისხლით. -მარიამ ექიმო თქვენი ავადმყოფი როგორ არის?- კარი გაღიმებულმა იაგომ შემოაღო, არ ველოდი და ისევ შემაკრთო, უფრო მეტად გაეღიმა, უცნაურია ამ ბოლო დროს ხშირად იღიმის. -სტაბილურად კარგად, დასვენებას საჭიროებს. -ექიმისთვის დამახასიათებელი პასუხია,- ახლოს მოვიდა და ჩემს სკამს ცალი ხელით დაეყრდნო, ისე რომ მისი თითები მხარზე მეხებოდა, უცნაურად შემაჟრჟოლა, უფრო მეტად გაეღიმა- თქვენთვის ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო?- ორივეს შემოგვხედა, მერე მზერა ჩემზე შეაჩერა, სანამ პასუხს ვეტყოდი სწრაფად დაიწყო- კარგი ამბავი ის რომ გიო და ნუცა დაქორწინდნენ გუშინ, გაიპარნენ, ცუდი ამბავი ის რომ უკვე ეძებენ, მიაგნეს და ახლა ჩვენთან მოდის მოხეტიალე წყვილი. სხვა გზა არ გვაქვს უნდა შევიფაროთ. -რააა?- უცებ წამოვხტი ფეხზე, ამჯერად მე შევაშინე თავად დიდი მარგიანი, გამეღიმა, მაგრამ თავი შევიკავე . -აბა ხვალო? -სიყვარულს რას გაუგებ მარიმო?- ისევ გაიღიმა და მერე ბაქარს მიუბრუნდა, დალაგებული მზერით -შენს ექიმს სხვა საქმეებიც აქვს, პირობა უნდა შეასრულოს თორე ერთი პატარა არსება შორეული ქვეყნიდან ქილერს გამოგვიგზავნის და წამითაც კი არ დაფიქრდება ისე დაახოცინებს ჩვენს თავებს.- სამივეს გაგვეღიმა. -რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად იღიმი, ხდება რამე? მეტყვი თუ თავად გამოვიცნო?- კარი გამოვიხურეთ თუ არა მაშინვე წინ დავუდექი. -აქ ისეთი ამბები დატრიალდებააა...- ისევ ღიმილი- წადი ოთახი მოამზადე, თორე ჩემი და მე და ჩემს ბიძაშვილს დაგვხოცავს თქვენ კი არა.- ბოლო ოთახის კარამდე მიმაცილა, კარი გამიღო, ისევ სასწაულად გამიღიმა და - ისევ გავდივარ, მაგრამ თავს ვუფრთხილდები, დედა ქვემოთაა, სამზადისშია გართული, თუკი რამე დაგჭირდება შეგიძლია კითხო. -მარგიანო , ძალიან ცანცარებ ამ ბოლო დროს- რამდენი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული რომ უცებ წამომცდა, წამით ვინანე კიდეც, როგორ მიიღებდა ჩემს ნათქვამს, იქნებ ისევ ის გაღვიძებულიყო მასში, ყველაზე ცივი და არა ადამიანი არსება. -მოგვიანებით ვიმსჯელოთ ამ საკითხზე მე და შენ.- გამიღიმა და რამდენიმე ნაბიჯით დაფარა მანძილი კარამდე. ვუყურებდი მიმავალს და ყველა გრძნობა, ემოცია და ფიქრი ერთმანეთში მერეოდა. ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი გრუბი ადამიანის ასეთად გადაქცევა გარდაქმნა? როგორ არა, სიყვარული ყველას და ყველაფერს ცვლის. -რაებს ფიქრობ მარიამ, რა დროს ესაა- ხმამაღლა წარმოვთქვი- ოთახი გაქვს მოსამზადებელი. ნუცას სახე მინდა დაინახო აქ რომ შემოვა.- გამეღიმა და ზურგს უკან ოთახის კარი დავკეტე. ისეთი გეგმები მქონდა რომ... ოოო... მგონი ნაინას გაოცებასაც კი შევძლებდი. *** როდესაც წარსულის დავიწყებას ცდილობ, ყველას და ყველაფერს ივიწყებ მასთან დაკავშირებულს, ცდილობ იგივე შეცდომა მეორედ აღარ დაუშვა, რომ უკვე მეორედ ვერ აღდგები და ცხოვრებას ვერ განაგრძობ როგორც ფენიქსი, მეორედ დაცემა უკვე გაგანადგურებს. ძალას წაგართმევს, ფეხქვეშ გაგთელავს და გადაგივლის. ყველაფერთან ერთად ადამიანებსაც კი ივიწყებ, ცდილობ ყველა მოგონება ერთ კოლბაში მოაქციო და გაყინო, რომ ვეღარავინ ვერასდროს შეძლოს მათი გრძნობად ქცევა. მათი მეხსიერებაში გახიზვნა და იმპულსად ჩქროლვა. -დედა, სულ რაღაც ათი დღე დავრჩები კიდევ, ძალიან მომწონს აქ- ამ დილა ადრიან მესამედ მირეკადა დედა უკვე , რომ გადაეფიქრებინა ჩემთვის კიდევ რამდენიმე დღით სვანეთში დარჩენა. მას ხომ ჯერ კიდევ ვერ ვეუბნებოდი ნამდვილ მიზეზს, ალბათ არც არასდროს ვეტყოდი. -მარიამ მე დედაშენი ვარ და ყოველთვის ვიცი როდესაც რაღაც რიგზე არ არის, როდესაც საფრთხეში ხარ, ვგრძნობ რაღაც დიდი განსაცდელი გიახლოვდება. -კარგი რა დედა, ზვავი ჯერ ადრეა, თითქმის არც კი გაწვიმებულა ნორმალურად ჯერ, ზამთრამდე დიდი დროა გზები რომ ჩაიკეტოს- ვცადე გახუმრება- ნახევარი წელია კიდევ დარჩენილი თოვლის მოსვლამდე. -მარიამ ნუ მასხარაობ, სანამ შენი ძმისთვის მითქვამს, სახლში დაბრუნდი- ხმა გაიმკაცრა დედამ. -დედა ძალიან გთხოვ ჩემი ძმით ნუ მაშინებ, დასასვენებლად წამოვედი, მთელი წლის ენერგია უნდა აღვიდგინო და მარაგად დავიგროვო კიდევ, შენ კი ისევ იქ მაბრუნებ საიდანაც ასე გამოვიქეცი. რა მინდა აბა მანდ? სიცხეა. -მე არსად გაბრუნებ, უბრალოდ საეჭვოდ მიმაჩნია შენი მესამედ გადადებული ჩამოსვლის თარიღი. -დედა ეს ბოლო იქნება, უბრალოდ შეუდარებელია ეს ყველაფერი, აქ მართლა ვისვენებ, რომ ჩამოვიდე თაკო ზღვაზე გამხიზნავს, -ჩემი ზღვის მოყვარული მეგობარი გამახსენდა- და იქ მზეზე ხმობას აქ სუფთა ჰაერი მირჩევნია. -მერე შენი სამსახური? - ბოლო იმედს ებღაუჭებოდა დედა. -უფასო შვებულება ავიღე, შენ არ ინერვიულო დე, მალე ჩამოვალ და ყველაფერი კარგად იქნება და ჩაგეხუტები. -ვეღარ ვჩერდები სახლში, აქ ყველაფერი დაცარიელდა, შენი ძმა თითქმის არასდროს არ არის, მამაშენი მოვა, გამოიცვლის და მიდის, შენი ოთახი კი მუდამ გამოკეტილია. -დეე, მე როდის ვიყავი სახლში? თუ იმას თვლი რომ მოვდიოდი მხოლოდ ხანდახან?- გამეღიმა, მაშინაც კი მსაყვედურობდა ,,არასდროს გცალიაო“. -ხო მოდიოდი არა? დილით მაინც ხომ გხედავდი, ეხლა კი თითქმის ერთი თვეა თვალითაც კი არ მინახიხარ, ამ ბოლო დროს კი გული ცუდს მიგრძნობს. -ხომ იცი არა ეგეთი შეგრძნებების რომ არ მჯერა? - დედას აფორიაქება მეც გადმომედო. ნელიკოს გამწვანებულ ბაღში დავბოდიალებდი წინ და უკან და მთელი გულისყურით ვცდილობდი თითქმის ნახევარი საათი მის დამშვიდებას და დარწმუნებას, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა და მონატრების ბრალი იყო მისი შეგრძნებები. - ყველაფერი კარგად იქნება დეე... -ნახე, დედის გული ყოველთვის გრძნობს, შვილი განსაცდელში როდესაც არის, - ზურგს უკან მისი ხმა გავიგონე, უკვე ჩვევად ექცა ჩემი შეშინება და შუადღით შემოვლა. -ხო, მაგრამ მე საფრთხეში არ ვარ, მე არაფერი მემუქრება და მის ნერვიულობას არ ვაპირებ- მისკენ მივბრუნდი და სულ სხვა პიროვნება დამხვდა, სრულიად სხვა, დახეული ჯინსითა და კედებით, ზემოთ უბრალო ლურჯი მაისურითა და მხრებზე მოსაცმელით, თმები უფრო დაედაბლებინა, მუდამ მოშვებული წვერი გაეპარსა და ახლა ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა. მე კი უძრავად ვიდექი და ვერაფერს ვამბობდი, ხმას ვერ ვიღებდი და მხოლოდ მისი გარეგნობის სახეცვლილებით, ღიმილიანი სახით ვიყავი მონუსხული. -რამე მოხდა?- ისევ ღიმილით მკითხა. -ა.. არა..ფე..რი- ძლივს მოვაბი სათქმელს თავი. -ხომ არ შეგიყვარდი? - თვალებში მიყურებდა და უფრო მეტად მაბნევდა, მისმა კითხვამ კი სრულიად შოკში ჩამაგდო. -რააა?- თვალები გამიფართოვდა, - იმედია მომესმა, შენგან ყველაზე სერიოზული ადამიანისგან მაგ კითხვას არ ველოდი, არც უნდა გეკითხა, რა მოხდა? რამ აგაცანცარა ამხელა კაცი?- ბრაზი მერეოდა ხმაში, მაგრამ იმან უფრო გამაბრაზა რომ მისი ნათქვამი შესაძლოა მალე სიმართლე გამხდარიყო. თუ უკვე არ იყო. -ვიხუმრე მარიამ რამ გაგაბრაზა? სიცილს მაინც ვერ წყვეტდა და უფრო და უფრო მაბნევდა მისი სახეცვლილება. -მშვიდობააა?- ვკითხე ოდნავ დამშვიდებულმა. -ომი დამთავრდა მშვიდობისა გეშინოდეთ ხალხო.- ისევ გაიღიმა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. ბევრი ამბობს, მონატრება და სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა გვერდით გყავს და მაინც გენატრებაო.. არ ვეთანხმები! ერთად ყოფნისას ერთად ყოფნის სიხარული და ბედნიერება თუ ვერ გამოსცადე, მაშ რაღაა სიყვარული?? მონატრება? მონატრება ორგვარი არსებობს: სასიამოვნო და უსიამოვნო.. ორივე გამომიცდია. ჩემნაირი მოუთმენელი ადამიანისთვის ორივე უსიამოა.. არსებობს დროებითი მონატრება, იცი გავა დღე, კვირა, თვე, წელი, მაგრამ მოვა დრო, როცა მას აუცილებლად ნახავ, ერთიანად აინაზღაურებ მტანჯველი უმისობის პერიოდს და ბედნიერებას შეიგრძნობ... მეორე? მეორე გაუსაძლისია.. სულს და გულს გისახიჩრებს, იმედებს გიკლავს, ცხოვრების ხალისს გართმევს, როცა იცი, გავა დღეც, თვეც და წელიც, მაგრამ მას ვეღარ შეხვდები. ის შენი აღარაა ან უბრალოდ აღარაა... გაუსაძლისია და მტანჯველი.. თანაც უსასრულო.. რაც არ უნდა იბრძოლო იომო, ელოდო, ეძებო, ყველა და ყველაფერი უშედეგო ცდა იქნება, რაც დაკარგე მას ვეღარასდროს იპოვი. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს შენს მიერ გავლილი ცხოვრების გზა, რა დროც არ უნდა დაგჭირდეს საკუთარი თავის პოვნაში. არასდროს ინანო ის რაც გააკეთე, მშვიდად განაგრძე ცხოვრების გზა, ისწავლე შეცდომების პატიება და აღიარება, ისე განაგრძე გზა რომ ტკივილი არავის მიაყენო. იყავი ბედნიერი და სხვებიც გახადე ბედნიერები, შენი პოზიტივი მიაფრქვიე სხვებს. ეცადე მათაც აპოვნინო სწორი გზა, დაეხმარე სწორად სიარულში, მაგრამ მათ მიერ გასავლელი გზა შენ არ გაიარო. -კოჭლ ზოიას იცნობ?- რამდენიმე წუთი დამჭირდა გამოსაცვლელად, ახლა კი ჩემს წინ იდგა ეზოში და მკაცრი სახით მიყურებდა.- მე გკითხე? -რაა? რაზე მეკითხები?- დავიბენი, ვერაფერს მივხვდი, ამჯერად რა დავაშავე, მაგრამ რაც არ უნდაა მომხდარიყო აღარ მოვითმენდი, ამას მართლა სამყაროსა და მსოფლიოს მმართველი ხომ არ ჰგონია თავი? გონებაში მუშტები მოვიღერე და საბრძოლო მზადყოფნა დავიჭირე. ამჯერად აღარ მოვითმენდი მის ხუშტურებს. -მითხარი იცნობ თუ არა, გინახავს?- ისევ ისეთივე შეუვალი იყო მისი ხმა. -რააა? წესიერად ამიხსენი თუ რამეს მეკითხები და არ არის შემოვლითი გზები საჭირო. ვინ არის ზოია? თან კოჭლი პირველად მესმის, მე რა შუაში ვარ?- ისეთივე მკაცრი და გრუბი სახე მივიღე როგორიც მას ქონდა. -ვაიმე მარიამ- სიცილი დაიწყო, სიცილი კი არა უფრო სწორად ბოლო ხმაზე ხარხარებდა, უცებ შემეშინდა მთამდე არ მივიდეს ეს ხმა თორემ თავზე დაგვექცევათქო და მთამდე თვალით გავზომე მანძილი- ნეტა შენი სახე გენახა, როგორ მიყურებდი, დაგენაძლევები ფიქრებში უკვე მომკალი და სიხარულისაგან ფაერში დაფრინავდი. -თითქმის გამოიცანი- მთელი სერიოზულობით ვუთხარი და კიდევ ერთხელ შევუბღვირე. -მშვენივრად გამოიყურები, -თბილი თვალებით გამიღიმა, საერთოდ არ გავდა რამდენიმე წუთის წინანდელ ჯმუხ ადამიანს, ისევ თბილად გამიღიმა, ანცი, ბავშვური გამოხედვით- თავიუფლება ყველას უხდება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სხვებსაც უწილადებ ბედნიერებისთვის.- ამჯერად მაცდურად გამიღიმა. თავისუფლად მეცვა როგორც მას, ჯინსი, კედები, უბრალოდ ლურჯი მაისური და თხელი მოსაცმელი, მისმა თვალებმა მამცნეს რომ ძალიან მოეწონა ჩემი მოკრძალებული ჩაცმულობა, რომ სადაც მივდიოდით ზუსტად შესაფერისად მეცვა. -სად მივდივართ?- მისი ღიმილით გათამამებულმა თავისუფლად შევძელი მეკითხა დღევადელი გეგმების შესახებ. -დღეს შენი დღეა, ჩემი დღეა, რა გამოდის? რომ დღეს ჩვენი დღეა- იღიმოდა და ეჭვი მაქვს ვერც კი ხვდებოდა რას ამბობდაა. -შეგიძლია დალაგებულად ამიხსნა მარგიანო რას გულისხმობ?- მიმიკა არ შემიცვლია ისე ვკითხე. -ადრე მითხარი, რამდენიმე კვირის წინ, არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ მე შესანიშნავად მახსოვს. -იმდენი რამე მიკითხავს ეჭვი მაქვს გამოვიცნო. -მკითხე ვიყავი თუ არა ოდესმე ბავშვი, როგორი ვიყავი თინეიჯერობისას? მყავდა თუ არა შეყვარებული, ოდესმე ბირჟაზე დავმდგარვარ სხვებთან ერთად? ვიცი ბოლო ორი შეკითხვა არ დაგისვამს მაგრამ ვიცი ძალიან გაინტერესებდა და ჩემი ხასიათის გამო იკავებდი თავს, ვიცი ბევრი უპასუხო კითხვა დაგიგროვდა და მინდა გიპასუხო. -საკმარისია რაც ვიცი, მეტის გაგება არ მინდა, თან არ არის საჭირო რამე ამიხსნა ან მიპასუხო- ამ წამს მინდოდა საკუთარი თავი ამეყვანა და მთიდან გადმომეგდო ამ უაზრო პასუხისთვის, მას... მას კი უბრალოდ გაეცინა. -ვიცი როდესაც იმას არ ამბობ რისი თქმაც გინდა, ეს შენს თვალებში ჩანს. და იმ აკიაფებულ ცეცხლს რას უპირებ? როგორ დამალავ შენს თვალებში რომ ვხედავ? ინტერესის ცეცხლს. -ასეთი მარტივიც არაა ჩემი თვალების... ბოლომდე დამთავრებაც კი ვერ მოვასწარი რომ ტელეფონის ზარი იყო, შემეშინდა, ისე უეცრად დარეკა. ისევ დედა მეგონა და ღიმილით დავხედე ტელეფონს, ნომერმა კი შიშის, სიცივის და ტკივილის შეგრძნება დამისადგურა სხეულში, სწრაფად გავთიშე და უკანვე ჯიბეში ჩავიდე. უკვე მერამდენე დღე იყო რაც ერთი და იგივე ნომერი ხან მირეკავდა ხან, ზარებს მიშვებდა, ხან კიდევ საშინელ შეტყობინებებს მიგზავნიდა. მაშინებდა, მაგრამ იაგოსთან ყოფნა ამ შიშის გრძნობას ერთიანად მიკლავდა, მიუფერულებდა. -არ გინდა უპასუხო?- ცივად მითხრა მან. ალბათ მიხვდა, მიახლოებით მაინც, რადგან აქ ყოფნი დროს არც ერთხელ რ გამითიშია ტელეფონი, ყოველთვის ვპასუხობდი. -არა, იყოს მოგვიანებით დავურეკავ- საერთოდ აღარაფერი დარჩენილიყო იმ თბილი და ღიმილიანი ბიჭისგან. -კარგი წავედით- მითხრა და პირველი წავიდა მანქანისკენ. -მანქანით მივდივართ?- როდესაც წინა სავარძელზე მოვკალათდი მხოლოდ მაშინ გავბედე კითხვის დასმა, ვიცი უადგილო იყო მაგრამ რაღაც ხომ უნდა მეკითხა, რომ საუბარი დაგვეწყო, ასე მთელი დღე გაბუტული ბავშვებივით ვერ ვიქნებოდით. -რატომ არ მეუბნები მარიამ სიმართლეს? ასე ხომ მარტივი იქნება უფრო, ასე ხომ უფრო მეტად შევძლებ შენს დაცვას? ასე ხომ უფრო გამარტივდება ყველაფერი? -და თუ იცი რატომ მეკითხები? -არა, არ ვიცოდი ეჭვი მქონდა, და შენ კი დამიდასტურე- მთელი სიძლიერით მოუჭირა საჭეს ორივე ხელი. -მაინც არაფერს ცვლის, არ ვიცი ვინ არის, რა უნდა, მაგრამ რომც ვიცოდე მე აქედან არ წავალ არა- ბოლოს ხმა გავიმკაცრე, ცოტა ხმამაღლაც კი მომივიდა მეგონა რომ უარესად გავაბრაზებდი მან კი. -ის ადგილები უნდა მოვინახულოთ რომლებიც არ გინახავს, დაახლოებით ასი კილომეტრია და არა მგონია რომელიმემ შევძლოთ ამ მანძილის ფეხით გავლა დღეს.- სრულიად მშვიდად მიპასუხა, და სოფლის გზიდან მთავარ გზაზე გადაუხვია. მასთან გატარებული ყოველი დღე, ჩემს ეჭვებსა და გრძნობებს უფრო ამძიმებდა და ამტკიცებდა, ჭიდილში ვიყავი რომ არ უნდა შემყვარებოდა, რომ მისგან წამოსული სითბო სიყვარულში არ უნდა გადაზრდილიყო, თორემ მისგან ვერასოდეს წავიდოდი, მინდოდა კი წასვლა? ალბათ ისიც კი არ მომცემდა წასვლის საშუალებას. მაგრამ ახლა ეს სიყვარული კარგს არაფერს მოგვიტანდა. ძალიან ლამაზი ადგილები მაჩვენა, ლამაზი ბუნება, ისეთი ადგილები სადაც ტურისტები არ დადიოდნენ, ადგილები რომლებიც მხოლოდ მოსახლეობისთვის იყო ნაცნობი, ასწლოვნი წყარო, ეკლესიის ნანგრეები რომლების შესახებაც არსდროს არაფერი მსმენია, რომლის შესახებაც არსად წამიკითხავს. მიტოვებული სოფლები სადაც არავინ აღარ ცხოვრობდა, სადაც ყველგან ნასახლარი იყო და არაფერი ხარობდა, გული მომეწურა, მეტკინა, ვიცოდი ასე რომ იქნებოდა, მაგრამ საკუთარი თვალით დანახულმა რეალობამ მძაფრი შეგრძნებები გამოიწვია. გზად სასაფლაოს ჩავუარეთ, ცუდი გზის გამო მანქანას ნელა მართავდა და მანქანის ფანჯრიდანაც კი მოვასწარი თვალის შევლება, თითქმის ყველა სურათზე ახალგაზრდები იყვნენ, ღიმილიანები, სიცოცხლით აღსავსენი, ბედნიერები. რამდენი უსამართლობა ხდებოდა ამ სამყაროში, რამდენი განუკითხაობა, განა არ შეუძლიათ ადამიანებს რომ უბრალოდ სიძულვილის გარეშე იცხოვრონ? -რატომ არ არიან ადამიანები ბედნიერები?- ჩემი ხმაც კი მეუცნაურა, შეაშინა კიდეც. -რა უცნაურად დასმული შეკითხვაა? -წამით გამომხედა, თვალი შემავლო, მზერა გამისწორ და ისევ გზას გახედა,- არ ვიცი, ყველას ყველაფერი აწუხებს, ყველას მისი სადარდებელ საფიქრალი აქვს, ზუსტად არ შემიძლია ამ კითხვაზე გაგცე პასუხი. -რატომ უნდა გშურდეს შენ ჩემი ბედნიერების? -იმიტომ რომ მე არ ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ იმას ვერ შევწვდი დიდი შრომის მიუხედავად რაც შენთვის ადვილი მისაწვდომი გახდა, შენ კარგი სახლი და მანქანა გყავს, მე კი ისევ იმ ძველ ქოხში ვცხოვრობ ბაბუმ რომ დამიტოვა, შენ სამსახური გაქვს, მე კი ისევ დილიდან საღამომდე ქუჩაში დავხეტიალობ. შენ კარგი მეგობრები გყავს, მე კი მხოლოდ ქუჩაში თუ გამომელაპარაკება ვინმე, შენ ერთგულად უნგაროდ გეხმარებიან, მე კი ერთგული ძაღლიც კი აღარ მყავს. ასეა მარიამ, ადამიანებმა ერთმანეთის კარგის დანახვით სიძულვილი მიიღეს საჩუქრად. -მეც არ ვარ ბედნიერი, განა ბედნიერება ის არის რომ ვიღიმი? იქნებ იმ ღიმილის უკან ათას ტკივილსა და იმედგაცრუებას ვმალავ? იმიტომ შევწვდი მარტივად რომ მე საფუძველი ჩავყარე, შენ კი მხოლოდ ერთი ახტომით მოინდომე მისწვდომოდი სასურველს, სახლი და მანქანა იმიტომ მყავს რომ ვშრომობ, შენს მსგავსად ხელი არ მაქვს გაწვდილი დასახმარებლად, ბაბუასეულ ქოხში იმიტომ ცხოვრომ რომ მამისეული ქონება უკვე გაანიავე, ქარს გაატანე. სამსახური იმიტომ არ გაქვს რომ გეზარება, დილით ადრე ადგე და მოეზადო, ქუჩაში იმიტომ დახეტიალობ რომ ვინმეს რამე ავნო, ატკინო და ნიშნი მოუგო. მე უანგაროდ იმიტომ მეხმარებიან რომ მეც უანგაროდ ვუწევ დახმარებას, მეც უანგაროდ ვაძლევ რჩევებს, უანგაროდ ვუდგევარ გვერდით და უანგაროდ მიყვარს ისინი. რატომ უნდა გძულდდე თუ რაღაცას ვაკეთებ ჩემთვის და სხვებისთვის? რატომ უნდა მომკლა და დამასახიჩრო თუ შენს მსგავსად ქუჩაში არ დავხეტიალობ? შენც შეეცადე, მომბაძო, მე თუ არა სხვას მაინც, რომ შეეცადე უკეთესი გახდე, ვინმეს გულისთვის კი არა, საკუთარი თავის გამო. არ მესმის იაგო ასეთი ადამიანების, არ მესმის... -შენ ხომ მითხარი რომ ყველა ადამიანი იმიტომ იბადება რომ ყველას მისი მისია აკისრიაო? ჰოდა ასეა, ყველა მის წილ გზას გადის. -კითხვაზე პასუხი მაინც არ არის.- გაბუსულმა გავიხედე ფანჯარაში. -შენ მეუბნები რომ მე ვარ ცანცარა პატარა თინეიჯერი ბიჭი, შენ კი პატარა გოგონა ხარ, - გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და ისევ გზას გახედა- მარიამ, კითხვებზე პასუხს შენს გულში იპოვი, ფიქრებს მიყევი. -დიდი ხანია პასუხებს ვეძებ.- მაინც არ მიპასუხა, არ მითხრა რისი მოსმენაც მინდოდა, მაგრამ სინამდვილეში, მეც კი არ ვიცოდი რა მინდოდა რომ ეთქვა. -იპოვი კიდეც, ახლა მე და შენ ნელიკოს შევუვლით, მის მიერ გამზადებულ სადილს მივირთმევთ და ისევ განვაგრძობთ გზას. -ნელიკო ახლა სამსახურშია. -ვიცი და სწორედ იქ მივდივართ, დღეს ბევრი ხალხი იქნება და იმედია ჩვენთვის მოძებნიან პატარა მაგიდას. -მე და შენ ერთად უნდა ვისადილოთ? -რატომაც არა, პირველად ხდება?- მაცდურად გამიღიმა და ისე იქ ტუჩის კუთხე გაუტყდა. -არა, მაგრამ...- ისევ ტელეფონის ზარი, ისევ შიში და სიცივე, ისევ არ ვუპასუხე, როგორც ყოველთვის დღეში ერთხელ რეკავდა ან შეტყობინებას მიტოვებდა, ალბათ გაიგო დღეს მასთან ერთად რომ ვარ და... არა, ამის გაფიქრებაც კი არ მინდოდა. -არ გინდა უპასუხო? -არა- ღიმილი ვცადე და ალბათ საშინლად გამომივიდა, რადგან მას მთლიანად დაუფარა ღიმილმა სახე- მხოლოდ შენს გარეშე. ნელიკოს ძალიან გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, ფანჯარასთან ორისთვის განკუთნილ მაგიდასთან მიგვიჩინა ადგილი. -დიდი ხანია გელით და ვიფიქრე აღარ მოდიანთქო. -რომ იცოდე როგორ გვშია- დღეს ჩვეულებრივზე მეტს იღიმოდა, მაშინებდა კიდეც მისი სიმშვიდე. -რა მოვატანინო, მითხარი ჩემო ბიჭო- ნელიკო ბედნიერდებოდა ამ ბიჭის ღიმილის შემყურე- მარიამ შენ რა გინდა ჩემო ლამაზო? -ნათლი რას იტყვი რომ დავალევინო?- ღიმილით და ჩუმად უჩურჩულა იაგომ მაგიდასთან მდგომ ნელიკოს. -ეგ სახლში, აქ ეგეთები არ გეპატიება შენ- თითქოს დატუქსაო პატარა ბავშვივით. -რატომ არ შეიძლება მეც ვიბავშვო ერთხელ? მაინც იმას მეუბნება თინეიჯერი ხარო და გავხვდები ცოტა ხნით- დასჯილი ბავშვივით აბუზღუნდა. -ამის დრო არ არის ახლა- გაიმკაცრა ნელიკომ ხმა- მოიფიქრე რა გინდა და დავბრუნდები. -პატარა ბიჭი მგონიხარ ხანდახან- გამეღიმა მის ბავშვურობზე. -ბავშვები ყველაზე თბილი და სუფთა არსებები არიან, ყველაზე წმინდა, მერე კი ნელ-ნელა ვეფლობით ლაფში. ჩემი ტელეფონი ისევ ამღერდა, ისევ შემეცვალა სახე, გამორთვას ვაპირებდი... -არ გამორთო, კიდევ ერთი ზარი და მე ვუპასუხებ. მის ნებას დავემორჩილე და ტელეფონი ადგილზე დავდე. -არ გინდა მომიყვე რა ხდება?- მკაცრი მაგრამ თბილი ხმით მკითხა. -ყველაფერი, ბაქარის ჩამოსვლის დღიდან დაიწყო, მაშინ როდესაც შენ და ნელიკო სახლიდან გახვედით, მე შენს შეტყობინებებს ველოდი, შენს ნაცვლად სხვამ მომწერა, იმ დღის შემდეგ ყოველ დღე მწერს ან მირეკავს, დღეს პირველი დღეა ამდენჯერ რომ დამირეკა. -რას გწერს? ან რას გეუბნება?- ვხედავფი თავის შეკავება როგორ ძალიან უჭირდა. -ყურმილს არ ვიღებ, არ ვპასუხობ, შეტყობინებები კი თითქმის ერთი შინაარსისაა, ,,წადი აქედან, ,,ისევ უბედურება დატრიალდება“ ,,სიკვდილისთვის მენანები“ ,,რატომ იღუპავ თავს“ ,,ჯიუტო ქალო“. ზოგს არ ვკითხულობ ისე ვშლი, ნერვები მეშლება ამ ყველაფერზე უკვე. -მე ვფიქრობ რომ უნდა წახვიდე- მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა და სიმშვიდის ზღვარს არ გასცდენოდა მისი სიმკაცრე. -ვერ წავალ. დრო ჯერ კიდევ მაქვს, ვერ გავიქცევი ასე მარტივად აქედან. -გაქცევაზე არ გეუბნები, უბრალოდ არ მინდა რომ რამე მოხდეს. -არაფერი მოხდება, ვიცი უბრალოდ მაშინებენ, ნაინას გარეშე აქედან ვერ წავალ. -ნაინა ჯერ ვერ ჩამოვა- ბრაზი გაკრთა მის ხმაში, სახე შეეცვალა, თვალები გაუშავდა. -როგორი ცვალებადი ხასიათი გაქვს. -მაშინ როდესაც ჩემს ხასიათზე თამაშობენ. დროის გაჩერება არასოდეს გდომებია?- მოულოდნელად მკითხა და თვალები გამისწორა. -თავისუფლების შეგრძნება რომ დამებრუნებინა? -ჰო, აფსოლუტური თავისუფლების. -მაშინ აღარ მოგვიწევდა გაგვეკეთებინა ის რის გაკეთებასაც გვაიძულებენ. მხოლოდ ადამიანები კი არა, გარემო სადაც ვცხოვრობთ, ეს ყოველივე ზემოქმედებს ჩვენზე. -შენი ადგილი აქ არ არის მარიამ- მითხრა უცებ და სახე გაუქვავდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს გაიყინათქო, არც ერთი ნერვი, არც ერთ გულის ფეთქვა, იმპულსი არ იგრძნობოდა მის სახესა თუ ყელზე, თვალები, თვალები კი ჯიუტად გასცემდენ, იქ სითბოს ვხედავდი, დაბუდებულსა და ამოსაფრქვევად გამზადებულს. -კი, ჩემი ადგილი აქ არის, ამ სამყაროში, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ. -როდემდე შეიძლება გაგრძელდეს შენი ასეთი საქციელი? და როგორ შეიძლება ადამიანი შენს მსგავსად ჯიუტი იყოს? -რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, ეს ჩემი ცხოვრებაა, ეს გზა მე ავირჩიე და არ ვაპირებ შუა გზიდან მივბრუნდე. -მარიამ მე შენს გვერდით ვერ ვიქნები სულ. ვერ დაგიცავ ვერ გაგიფრთხილდები. -არ არის საჭირო ჩემზე ზრუნვა, პატარა გოგო არ ვარ დიდო ბიჭო. -მარიამ ირონის მოეშვი, ვიცი რომ პატარა გოგო რომ არ ხარ, შენ არაფერი გესმის, - ხელები მაგიდაზე დაალაგა, თითებისკენ გამექცა თვალები, ფრჩხილები მოვლილი, ოდნავ თბილი, დალაგებული ხმით განაგრძო- შენ მათ ცხოვრებაში ჩაერიე, ძველი ჭრილობები გაახსენე, იარები გაუხსენი, მათი ყველა შეცდომა ამოქექე, შენ ბევრი რამ გაიგე. -სწორედ ამისთვისს მოვედი აქ. -მითხარი რა გინდა? რის მიღწევას ცდილობ? ერთ წუთს ერთს ამბობ, მეორე წუთში სხვას, ქმედებით კიდევ სულ სხვა რამეს აკეთებ.- წყობილებიდან გამოვიდა, ხმის კონტროლს ცდილობდა, მაგრამ რამდენიმე ცნობისმოყვარეთა მზერა მაინც დავიმსახურეთ, ოდნავ დაუწია ხმას, მაგრამ სიმკაცრე მაინც იყო, ბრაზი და იმედგაცრუებაც კი- რა გინდა რომ გავაკეთო? რა? წყობილებიდან გამოგყავარ, როგორ არ გესმის რომ მე შენს გამო ვღელავ. -მესმის მაგრამ მე საკუთარი თავის დაცვა შემიძლია. -ვიცი რომ შეგიძლია, მაგრამ არა აქ და არა ახლა. ეს სამყარო არ გაპატიებს, არ დაგინდობს მარიამ. ეს სვანეთია მე კიდევ შენს დაკარგვას არ ვაპირებ. -არც დამკარგავ- ამდენი ხნის მანძილზე პირველად შევეხე მის ხელს, პირველად შევიგრძენი მისი სხეულის სითბო. ვიგრძენი ჩემი თითები მის თითებში როგორ აიხლართა. მხოლოდ ამ ერთი შეხებით, წამიერი შეხებით, ვიგრძენი რომ ის მართალი იყო, განა ამდენ ხანს არ ვიცოდი? კი ვიცოდი, როგორ არა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, ჩვენი სხეულების ენა, მისი თითოეული ხელის შეხება მეუბნებოდა რომ მე მისთვის სამყაროზე ძვირფასი ვიყავი, ყველას დათმობდა, ყველას უკან მოიტოვებდა, ოღონდ მე ვყოფილიავი მასთან, ეს შეხება, ყველა თქმულ სიტყვაზე ძვირფასი იყო, ყველაზე ძვირფასი, ყველა გამოუთქმელ სიტყვზე თქმული, რაც კი რამ თქმულა, მასზე მეტად მეტყველი და გასაოცრად ამაღლებული. - მე შენ არ დამკარგავ იო, ამას არ დავუშვებ- ეს იმდენად ჩუმად ვუთხარი რომ ჩემი ხმაც კი ძლივს გავიგონე. ხელი მისი თითებიდან გავინთავისულე და უცებ მაგიდიქვეშ დავმალე. -ეს იო რამე ახალია?- ღიმილმა დაუფარა სახე, როგორ ვგიჟდები მის ღიმილზე, სიცილზე, გამოხედვაზე, ღიმილის დროს როგორ ნელ-ნელა უნათდება სახე, მუდამ მოქუფრული და მოღუშული, როგორ ნელ-ნელა ნათდება, როგორ ფერადდება და ფერს იცვლის.- ხომ იცი რომ აქ ეგეთები არ შეიძლება. -იაგო მინდა ჩემი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო- უცებ დავსერიოზულდი, ახლა მე ვუყურებდი თვალებში და უფლებაას არ ვძლებდი მზერა აერიდებინა. -მარიამ ნუ ხარ ჯიუტი. ხომ შეიძლება გესმოდეს, დამიჯერო გაიგო- უცებ გუქრა ღიმილი სახიდან და ისევ ისეთი უტყვი გაუხდა სახე. -არაფერი მომივა შენ მე არ დამკარგავ, უბრალოდ დრო მჭირდება, უბრალოდ ცოოტა დრო მომეცი რომ ყველაფერი დავალაგო, დაწყებული დავამთავრო. -მარიამ- მისი ხმა ყველაზე მკაცრი და ცივი იყო, რაც კი ოდესმე მომისმენია მისგან, - კიდევ ერთი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან, არ დავუშვებ კიდევ ერთხელ დავკარგო, შენ მე ღიმილი დამიბრუნე, სიცილი მასწავლე, შენთან ახლოს კი ვგრძნობ რომ ისევ ცოცხალი ვარ, შენი სიჯიუტის გამო გთხოვ ნუ დამიკარგავ იმედს, იმედს გათენებული მზიანი დილის, არ მინდა დაგკარგო და მინდა ჩემი გერქვას. -ეს იმას ნიშნავს როომ? არა არაფერს ნიშნავს ჯერ, ალბათ ხუმრობ ხომ? - იმდენად გაოგნებული ვიყავი, თვალებში ვუყურებდი და არ ვიცოდი რას ვამბობდი, დავინახე როგორ ჩაუქრა თვალებში მზე, როგორ გაუშავდა თაფლისფერი თვალები, როგორ წაეშალა ღიმილი სახიდან და როგორ უცებ გახევდა. -როდესმე შეგიძლია სერიოზული იყო? როდესმე შეძლებ რომ ისეთივე პასუხი გამცე რომელსაც შენგან მოველი? შეგიძლია მითხრა, ასე რატომ იქცევი? შეგიძლია ერთ წამს თავგამოდებული იყო, ყველას და ყველაფერს აღუდგე წინ და მერე კი მოიქცე ისე თითქოს შენთვის ყველაფერი სულერთია. -რატომ გგოია რომ სერიოზული არ ვარ? რატომ? ყველგან და ყველაფერში სიმართლეს ვეძებ, ყველაფერს ვქექავ რომ სიმართლე გავიგო, ყველგან სიმრთლის ნამცეცებს ვაგროვებ, შენთან კი მეშინია, შენი სიმართლის მეშინია, შენი სიმართლე მაშინებს, მგონია რომ არის რაღაც რაც გამანადგურებს, იმის კითხვაც კი მაშინებს ვინ დაკარგე? რა მოხდა, რომ აღარ იღიმი? -და მკითხე! - საშინლად ცივი იყო მისი ხმა. -მე შენ გკითხე, ეს შენც გახსოვს, მაგრამ არ მიპასუხე, აი ასე უბრალოდ არ მიპასუხე, თითქოს არ გაგეგონა, არც მიკითხავს, თითქოს არც ყოფილა ის წამი. -რატომ გაქვს ასეთი გამოხედვა? თვალები ჩაგიქრა- შეამჩნია ჩემი გრძნობის ცვალებადობა, ისე მკითხა თითქოს რამდენიმე წამის წინ ერთმანეთს დასახაცოდ არ გავიმეტებდით. -იცი? მეშინია გავიგო ვინ დაკარგე, მეშინია გავიგო როგორი იყო და ვინ იყო შენთვის, მეშინია რომ ჩემში მის თავს ხედავ და ცხოვრებას ამის ხარჯზე აგრძელებ, მეშინია საკუთარი თავი არ დავკარგო, ამით შენც დაგკარგავ. -შენ მე არ დამკარგავ, ამის უფლებას ვერ მოგცემ, შენ მე არსებობისთვს მჭიდები, ამიტომ გთხოვ რომ აქედან უნდა წახვიდე. -არა.- ურყევი იყო ჩემი პასუხი. -რა არა მარიამ? -ის რომ იაგო, მე აქედან ვერ წავალ, ჯერ ვერ წავალ, ეს ჩემი ცხოვრებაა, დავიწყე და უნდა დავამთავრო, შუა გზაზე ვერ მივატოვებ , ვერ დაგტოვებ. -კარგი - საშინლად ხმამაღლა მითხრა. - გინდა სიმართლე გაიგო? დაე, იცოდე! კარგი ადექი წამოდი მივდივართ, ხომ გინდა იცოდე? და გაიგებ კიდეც. სწრაფად შემოუარა მაგიდას, მაჯაში ჩამავლო ხელი, ცალი ხელით ჩემი ჩანთა და მოსაცმელი აიღო, მე კიდევ ტელეფონს დავავლე ხელი. წამით მის სახეს შევავლე თვალი, ბრაზი, ტკივილი, გაცოფება, ყველა გრძნობა სახეზე გამოსახვოდა, თვალებში კი ცეცხლი, ველური ცეცხლი ენთო. ამბობენ ადამიანს რაც უფრო მიიყვან ტკივილთან, ახლოდან გააცნობ ჯერ ისევ ისე ძველებურად, ახლებურად ეტკინება, სული შეეკვრება, ტკივილი გულს გაუჩერებს, სუნთქვას შეუკრავს, მოძრაობის უნარს დაუკარგავსო. მერე კი შვებას იგრძნობს და მაინც შეძლებს ცხოვრებასო. ცოცხალი ადამიანი ყოველთვის პოვებს შვებას, იპოვის ბედნიერებას და მისგან, მისი გულიდან განდევნის ტკივილს, არ იფიქროთ რომ დავიწყებას შეძლებს, იმ ტკივილის რაც გაიარა, ვერასდროს, ვერასდროს დაივიწყებს ტკივილს, ადამიანებს ყველაზე მეტად, ყველაზე მარტივად ბედნიერი წამები გვავიწყდება, ტკივილი... ტკივილი კი ბოლო ამოსუნთქვამდე გვახსოვს... *** -სად მივდივართ?- მის მანქანასთან მყოფმა ძლივს ამოვიღე ხმა. -ხომ გინდა სიმართლე იცოდე, ხოდა გაიგებ. - სწრაფად დამსვა წინა სავარძელზე და წამში მიუჯდა საჭეს. არ ვიცი რამდენი ხანი ვიარეთ, დროის შეგრძნება დავკარგე, მანქანაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, მე სიტყვის თქმას ვერ ვბედავდი, ის კი გაქვავებული სახით მართავდა მანქანას, ცივი გაყინული სახით უყურებდა გზას. მხოლოდ დამუშტული, გათეთრებული, საჭეზე მოხვეული თითები გასცემდნენ რომ უსაზღვროდ ნერვიულობდა. პირველად იყო რომ ემოციები ასე გასცემდნენ და თავს ვერ ერეოდა. მთავარი გზიდან რომ გადავუხვიეთ, მხოლოდ მაშინ გავიხედე ფანჯარაში და აღვიქვი -გარემო. საერთოდ არაფერი მეცნო, ჩვეულებრივი სოფელი იყო, იშვიათი დასახლებით, მაგრამ წლების წინ ხმაურიანი, სავსე ქუჩა უნდა ყოფილიყო, მჭიდრო დასახლებით. რამდენიმე კელიის ნანგრევი შემორჩენილიყო. მხოლოდ აქა-იქ იდგა სახლი. ბევრი მიტოვებული ნასახლარი, ჩამონგრეული კედლები, ზოგი მშენებლობა დაწყებული და მიტოვებული. ცუდი გზა იყო, ნელა მართავდა მანქანას, არც ისე შორს კოშკის ნანგრევები დავინახე, გვერდით პატარა ფიცრულის სახლი საიდანაც კვამლი ამოდიოდა, პირველი სიცოცხლის ნიშანწყალი, იმდენად გამაოგნებელი სანახაობა იყო რომ ტელეფონი ამოვიღე ფოტოს გადასაღებად. -გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ, აქ არა, ჩემი ხათრით-ტელეფონს ხელი დაადო. ხმა შეცვლოდა, მის თვალებში სევდა დავინახე, მწუხარების, ტკივილის. თითები უთრთოდა. ის აქ ყველა ემოციასთან უძლური იყო, ვერ ერეოდა საკუთარ თავს და ტკივილი აშიშვლებდა. უხმოდ ჩავიდე ტელეფონი ჯიბეში და ისევ იპოვეს თითებმა თითები. ყინულივით ცივი ჰქონდა, ისევე როგორც მისი ემოციები ამ წამს. -მშველი. - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მითხრა და დავინახე როგორ შესამჩნევად გამიღიმა, ტკივილიანი ღიმილით. თითები უფრო მჭიდროდ ჩამჭიდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. კიდევ ერთი ცუდი მოსახვევი გავიარეთ, აქ ძაღლი გამოგვეგება და რამდენიმე წუთში მანქანა გზისპირას გააჩერა. -მოვედით- ჩუმად მითხრა და თითებში ტკივილი ვიგრძენი იმდენად მაგრად ჩამჭიდა ხელი. ვიგრძენი როგორ ღელავდა, მე კი უნებური ხმა ამომხდა- მაპატიე, არ მინდოდა, - ჩემი თითები ტუჩებთან მიიტანა, სული შეუბერა და ნაზად დამიკოცნა სათითაოდ ყველა. ვერ გადმოვცემ რასაც იმ წამს ვგრძნობდი, მაგრამ ვიგრძენი როგორ გაუფერულდა ირგვლივ ყველა და ყველაფერი, როგორი მნიშვნელოვანი გახდა, ეს უფერული და საიდუმლოებებით მოცული სამყარო, როგორ შემოვიდა ჩემში, მისი წყალობით ყველა და ყველაფერი, როგორ მოედო სხეულის ყველა უჯრედს და გაჯდა. -ჩემი გჯეროდეს ხომ?- თვალებში მიყურებდა და ისევ იქ ეძებდა პასუხებს, ჩემი უხმო თანხმობა რომ მიიღო, მანქანიდან გადავიდა და მეც მანიშნა გადმოდიო. -ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ თითქოს გუშინ მოხდა. ჩვენ ორივე სახლის ნანგრევების წინ ვიდექით, თუ შეიძლებოდა რომ ამ ყველაფერს ნანგრევები დარქმეოდა, ნასახლარს გავდა. რამდენიმე ქვის დიდი ლოდი შემორჩენილიყო ერთმანეთზე და მოწმობდა რომ აქ სადმე ახლოს, სახლის ფუძე უნდა ყოფილიყო. გალავნის ნანგრევები მოწმობდა რომ, ეზო დიდი უნდა ყოფილიყო, უკანა მხრეს კი მშვენიერი ტყე. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ სულ სიმწვანეა, ძალიან ლამაზად იდგა ხეების წყობა, ზედმეტად ხელოვნურია ეს სიმშვენიერე, ამ ადგილისთვის. -აქ რატომ მომიყვანე? - დავინახე ქვაზე როგორ ჩამოჯდა, ხელებს დასცქეროდა და აქედან, ძალიან ძალიან შორს იყო მისი ფიქრები. ჩემმა ხმამ თითქოს შეაკრთო, მაგრამ რეალურ სამყაროში დააბრუნა. -რატომ?- ორაზროვანი იყო, მისი დაბრუნებული კითხვა, მაგრამ პასუხს არ ჩქარობდა. -ხო, რატომ? -ოხ, მარიამ. როგორ მოგწონს რომ მაწამებ- მითხრა და შესამჩნევად გაუტყდა ტუჩის კუთხე. -სულაც არა, ეს სიამოვნებას მანიჭებს- თვალებში ვუყურებდი და ვაიძულებდი გაესწორებინა მზერა. -და მაგ ყველაფრით, შენი სიჯიუტით, მიმტკიცებ, უფრო სწორად ჩემს ყოველდღიურ ყოფას უმკიცებ, რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. -იაგო. - უკვე სერიოზულად დავიწყე.- ვიცი, აქ ტყუილად არ მომიყვანდი, მითხარი რატომ ვართ აქ მე და შენ? რატომ მგონია რომ ამ წამს, შენი თავი შენ და მე არ გვეკუთნის და შენ სულ სხვაგან ხარ. -იმაზე უკეთ მიცნობ ვიდრე მგონია, იმაზე უკეთ გესმის ჩემი და ხვდები, ვიდრე ვამბობ ან გიყვები, ეს შენ ხარ განსხვავებული, განსხვავებული ხასიათით და შეუდრეკელობით. მინდა იცოდე, რომ ახლა, რასაც მოგიყვები, ეს არასდროს არავისთვის მითქვამს და მომიყოლია. ეს ამბავი დავიწყებს მიეცა. რადგან აქ ყოველ დღე, თითქმის ყოველ დღე ხდება მსგავსი შემთხვევები, ოღონდ არ შეგეცოდო, არ შეგებრალო, სინანულსა და შეცოდებას შენს თვალებში ვერ ავიტან. -არა, არ შემეცოდები, მაგრამ ჩემი ემოციური ხასიათი ნუ დაგაბნევს, ხომ იცი, არაპროგნოზირებადი ვარ, ჩემი ხასიათით დასკვნა არ გამოიტანო. - ხო, მოყვარული ჟურნალისტისთვის არასათანადო, ხასიათი გაქვს, მაგრამ ვერ დაგიკარგავ, შეუდრეკელი ხარ. -რაღაცას მიყვებოდი- შევახსენე თემა, რადგან არ მომწონდა მე რომ განმიხილავდა. -სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს სოფელი განაპირა სოფელია, არ არის ახლოს სხვა სოფლებთან, არც მაღლა დგას მთასთან და არც მთავარ გზასთან ახლოს, სადღაც შუაშია გახედრილი. შეამჩნიე ალბათ, მთელი სოფელი გამოიარეთ და ათამდე ოჯახია დარჩენილი, ათიც აღარ არის, შვიდი მაცხოვრებელია. ტურისტებიც კი არ ეტანებიან, იმის მიუხედვად რომ მშვენიერი ბუნება და უხვად დასასვენებელი ადგილებია, ჩანჩქერები და პატარა მდინარის შენაკადები, ტყის შუაგულში კი ველური ოაზისია, მშვენიერი ბუნება აკრავს ამ სოფელს გარს. -თუ ასეთი მშვენიერია ეს სოფელი, ასეთი ბუნება და ლამაზი ადგილები, რატომ არ დადიან ტურისტები? რატომ არ არიან სოფლის მაცხოვრებლები? -რა სულსწრაფი ხარ, ჩქარი და პირდაპირი.- ოდნავ გაეღიმა. -ხო ესეთი ვარ, ერთი და განუმეორებელი. ჯერ ძირითადი აზრი მაინტერესებს, მერე კი სხვა დანარჩენი. რა სჭირს სოფელს? -ამბობენ, რომ სოფელი დაწყევლილია. -დაწყევლილი? - მართლა გამიკვირდა, ეს აქამდე, არასდროს არსად არ მსმენია. -დაწყევლილი- დამიდასტურა ისევ უცვლელად. -სვანეთი და დაწყევლილი სოფელი? ეს აბსურდია, აქ ესეთი რაღაცეები არ ხდება. არაფერი მაგის მსგავსი, არასდროს არ მომისმენია, არც წამიკითხავს და გამიგია.- იმდენად მოულოდნელი იყო მონასმენი რომ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი და ბოთლის ცემას მოვყევი. -ჰეი, მოიცადე დამშვიდდი. - ჩემს წინ გაჩნდა და სახე მის თბილ ხელებში მოიქცია, ამჯერად ხელები თბილი ჰქონდა. სისუფთავის სურნელი ასდიოდა, რაღაც განსაკუთრებული სურნელი, აქამდე რომ არავისთან არსად რომ არ მიგვრძვნია, ეს სულ სხვა სურელი იყო, იაგოსეული. -მშვიდად ვარ მშვიდად.- რუტინულად ვიმეორებდი და თვალებში ვუყურებდი, მათგან კი სითბო და სიყვარული იფრქვეოდა. -კარგად ხარ? თითქოს გაფერმკრთალდი. -არაფერია, გამივლის, - ვუთხარი და მის თითებს დავეყრდენი ქვის ლოდზე რომ ჩამომჯდრიყავი. -რა მოხდა? ასეთი რეაქცია რატომ გქონდა?- მის თვალებში შიში დავინახე. -დიდი ხანია სვანების ისტორიებს ვიკვლევ, ამ ამბებით უკვე შეპყრობილი გავხდი, მაგრამ დაწყევლილი სოფელი პირველად მესმის და იმედი გამიცრუვდა საკუთარ თავთან. -არის რაღაცეები რაც ლეგენდები არ არის. რაც ინტერნეტსა და წიგნებში არ წერია, ის რასაც სოფელი ინახავს და თემიდან არ გადის. -ამიტომაც ვარ აქ, ამიტომ ამოვედი, რომ ჩემი თვალით მენახა და გამეცნო ეს სამყარო. ჩემი ყურით უნდა მომესმინა ყველაფერი, ჩემით უნდა გამეცნო. ვერ შევძლებდი ეს ყველაფერი რასაც აქ განვიცდი მომეგონებინა, აქ ხომ ჰაერსაც სულ სხვა გემო აქვს, სულ სხვა ფერი. -პირვველად გეუბნები.- ოდნავ გაიღიმა- ძალიან კარგად მოიქეცი, სვანეთს რომ ესტუმრე, რომ მოხვედი და გაგიცანით, ჩვენი საუკეთესო მეგობარი გახდი. სხვას ისე ვერასდროს ვეღარ ვენდობით როგორც შენ. - ბოლოს მაცდურად გამიღიმა, მხოლოდ მას რომ შეეძლო ისე, ოდნავ გაუტყდა ტუჩის კუთხე, დავინახე როგორ ცდილობდა ღიმილის შეკავებას, როგორ არ უნდოდა რომ გაღიმებოდა, თითები სახისკენ წაიღო და მიმიკის გასწორებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მხოლოდ მე ვხედავდი ასეთს, ღიმილიანს, თავისუფალს და ტკივილისგან გაშიშვლებულს. მხოლოდ ჩემთან შეეძლო ყოფილიყო, დიდი-პატარა ბავშვი, თინეიჯერი, უსაქმური, ეგოისტი, მაგრამ ამავ დროულად შეეძლო ყოფილიყო უაღრესად ყურადღებიანი. -მახარებს შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში მარიამ- ეს ფრაზა იმდენად სერიოზულად მითხრა, ავტომატურად მის თვალებს გავხედე, მზერა გავუსწორე და მის ხედვის უსასრულობაში ჩავიკარგე. იმ წამს არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, რა პასუხი გამეცა. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი მას თვალებში, ფეხზე როდის ავდექი არ მახსოვს. თითქოს ჩემს პასუხს არც ელოდაო, ისევ გამიღიმა და თვალი მომაშორა, ირგვლივ მიმოვიხედე და ერთ ადგილას ვეღარ გავჩერდი, იქვე გალავანს ხელი გადავუსვი და ქვების სიცივე თითქოს ჩემში გაჯდა. -აქ ყველაფერი როგორი ცივია, თითქოს ორგანიზმს, მხოლოდ სხეულს კი არა სულსაც გიყინავს.- ზურგით ვიდექი მასთან და უნებურად წარმოვთქვი. -ადრე ასე არ იყო- თითქოს მისაყვედურაო- ადრე სულ სხვაგვარად იყო აქ ყველაფერი, დაუსრულებელი ბედრიერება ტრიალებდა ამ სახლში. -მაშინ რა მოხდა? რატომაა ირგვლივ ასეთი მდუმარება გამეფებული. -ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, მეგობრებს ერთი გოგო შეუყვარდათ, ერთ-ერთი შელაპარაკების დრო ჩხუბი მოხდა და ერთ-ერთი დაიღუპა. აქედან დაიწყო უბედურებები. როგორც გსმენია, ორი გვარი სამკვდროდ გადაემტერა ერთმანეთს. -კი მაგრამ სოფლის თავები ამ დროს რას აკეთებენ რატომ არ ერევიან ან რატომ არ ჩაერივნენ დავებში? -როგორ არ ერევიან, შენ ყველაფერი კიდევ არ იცი. -მაგრამ? რომ არ ვიცი მაგიტომ მინდა მითხრა და მასწავლო. -ოხ, მარიამ.- ამოიოხრა და ისევ განაგრძო.- როდესაც სისხლისღვრა მოხდება, ნებით, უნებლიეთ, ძალით, ან... არა აქვს მნიშვნელობა როგორ, სოფლის და თემის თავკაცები მაქსიმლურად ცდილობენ ორი გვარი ერთმანეთს განარიდოს, მოსალოდნელი სისხლის ღვრა აიცილონ თავიდან. დამნაავეს ურჩევენ წავიდეს სოფლიდან, რომ თვალში არ მოხვდეს და არ გააღიზიანოს მეორე დაზარალებული მხარე, მაგრამ არც ერთმა მხარემ არ დათმო მაშინ და დაიწყო ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთი, ხოცვა-ჟლეტა, მანამ სანამ სხვა გვარის წარმომადენლები არ ჩაერივნენ. წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი დაიღუპა. უხუცესებმა ზავი შესთავაზეს, დაიდო ფიცზე უმძიმესი სიტყვიერი შეთანხმება. -ეგ როგორ? - ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც არც ერთმა მხარემ არ ისურვა ხატზე დაფიცება, ეს იმას ნიშნავდა რომ ხატს ვერ გატეხდნენ, სიტყვის გატეხვის გამო კი, უხუცესები ორივე გვარს გააქრობდნენ სვანური გვარებიდან. მათ შთამომავლები აღარ ეყოლებოდათ და დაივიწყებდნენ. - თუ ერთი მხარე მაინც დაარღევდა ამ შეთანხმებას, უხუცესები მაინც ორივე გვარს გააქრობდნენ? -ჰო. -ორივე მხარეს რატომ? -სისხლი ერთი მხარის გამო არ იღვრება, აქ სიტყვა სიცოცხლეზე მეტად ფასობს. -როგორც მივხვდი, შეთანხმება დიდი ხნით არ ყოფილა ძალაში. -სრულიად შემთხვევით, სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთი დღესასწაულის დროს, ჩხუბში, ორივე გვარის წარმომადგენელი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა და ერთი პატარა ბიჭი ბავშვი, სრულიად უდანაშაულო. იმ დღდიდან სვანეთში, სისხლის მდინარეები გაჩნდა. ორივე გვარის წარმომადგენლები ნელ-ნელა ქრებოდნენ, ზოგიერთი კი გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაიცვალნენ, ამბობდნენ მხოლოდ ერთი გადარჩა, მხოლოდ იმის გამო რომ გააშვილეს და სხვა გვარს ატარებდაო, ეს წლების შემდეგ გაიგეს გაშვილებულის ამბავი და ისევ უბედურებები დატრიალდა. -ვერაფერი გავიგე- მისმა ნათქვამმა ამაფორიაქა, სრულიად სხვა თვალით დამანახა ყველაფერი, ის სხვა ვითარებები რომლებზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა. -ომი, მუხლიანებსა და შუღლიანებს შორის მიმდინარეობდა. მუხლიანებს ტყუპი ბიჭები შეეძინათ, ისინი ისედაც მრავალშვილიანობით გამოირჩეოდნენ, მათ დეიდას კი შვილი არ უჩნდებოდა და ტყუპისცალი დას მისცა გასაზრდელად ბავშვების დედამ. ბავშვი წლების შემდეგ სიმართლეს გაიგებდა, მის ნამდვილ წარმომავლობაზე, მაგრამ გვარს არ შეუცვლიდნენ. ასეც მოხდა, სისხლის აღების დროს, გაშვილებული მუხლიანი გადარჩა, სიმართლე კი ერთეულებმა იცოდნენ და ვინც იცოდა უკვე გარდაცვლილი იყო. -აბა, სიმართლე საიდან გაირკვა?- ისე შემძრა ამ ამბავმა მალე მინდოდა დაესრულებინა. -მშობიარობის და გაშვილების პროცესს, ერთი მეზობელი შესწრებია, უბრალოდ შემთხვევით, გაიგო რომ ტყუპები დაიბადნენ, წლების მანძილზე მალავდა ამ საიდუმლოს, მაგრამ... სიკვდილის წინ თქვა რომ იყო კიდევ ერთი მუხლიანი, რომელიც გააშილეს და სხვა გვარს ატარებდა. ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აირია ყველაფერი. კიდევ უფრო მეტი, უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაიღვარა. მერე იყო დიდი უბედურება, დაიღუპა რამდენიმე ქალი და ბავშვი. -ქალები? ბავშვები?- ჩემს გაოცებასა და გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. - როგორ?- მეგონა რომ ისევ ჩემს შეშინებას აპირებსთქო, მაგრამ იმდენად სერიოზულად მიყვებოდა, ეჭვის ნასახიც კი არ დამიტოვა მისმა გამომეტყველებამ. -ქალებმა, საკუთარი ქმრები, ძმები, მამები დაიცვეს, ბავშვები კი სრულიად უდანაშაულოდ, ბრმა ტყვიებმა იმსხვერპლეს. -ვაიმე... ღმერთო. - თითქოს დაუჯერებელს მაჯერებსო- მერე რა მოხდა? -ერთ საღამოს, აქ ამ სახლში ცეცხლი გაჩნდა. აქ ახალი დასახლებულები იყვნენ. ცოლი, ქმარი და მათი პატარა მცირეწლოვანი ბავშვები. იმ ავბედით დღეს, ნათლობა გადაიხადეს და რამდენიმე ახლო მეგობარი შეკრებილიყო მათთან- იაგოს ხელები უცახცახებდა, თვალებში სევდა და ტკივილი ჩასდგომოდა , სიბნელესთან ერთად. სსრულიად სხვა ადამიანი იდგა ახლა ჩემს წინ, მე მი დაცარიელებულ არსებობას ვგრძნობდი. ტკივილს, ბრაზს, უმოქმედობას, იმედგაცრუებას და კიდევ არ ვიცი რას, რაღაც გამოუთქმელს ვხედავდი- სახლი მოულოდნელად ცეცხლში გაეხვა მთლიანად და რამოდენიმე წუთში ჩაიფერფლა კიდეც, თითქოს არაფერი ყოფილა მის ადგილას, ის დარჩა მხოლოდ რასაც ხედავ.- წამიერად ბრაზმა მოიცვა მისი არსება, თავს ვეღარ აკონტროლებდა, იქვე მდგარ ხეს, გამეტებით მოუქნია მუშტი, ტკივილმა რეალობას დააბრუნა და იქვე ქვის ლოდზე ჩამოჯდა თადახრილი და ძალიან ჩუმად, ძლივს ვარჩევდი სიტყვებს რომ მითხრა- მაპატიე, შენ ასეთი არ უნდა მნახო, შენს თვალებში შიშს ვერ გავუძლებ. -დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა. -მასთან ახლოს მივედი, მინდოდა ხელები მომეხვია და მისი ტკივილი მე წამეღო- გინდა მერე მომიყევი, მოგვიანებით განვაგრძოთ. -როგორ შეიძლება იყო ასეთი ინტერესიანი, ცნობისმოყვარე, მაძიებელი და ამასთანავე, ასეთი მზრუნველი და მომთმენად თბილი. -ეს ამბები არსად გაიქცევა, უკვე წლებია ინახება და გახსოვთ. ადამიანები, მათი ნდობა და სიყვარული კი არ დაბრუნდება. გრძნობებს გახუნების საშუალებას კი ვერ მივცემ, ტკივილს ვერ მოგაყენებ. -მოდი განვაგრძოთ. -მის თვალებში სითბო გაჩნდა და ისევ გაუნათდა სახე. -როგორც გინდა მაგრამ მინდა იცოდე, შენ უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვის ვიდრე შენი მოყოლილი ამბები. -ოხ, მარიამ- ღიმილმა დაუფარა სახე რომლის დაფარვაც არც კი უცდია. -რაო იო? -გახუმრება ვცადე. -იოს ნუ მეძახითქო უკვე ვთქვი- ახლა უკვე ცდილობდა ღიმილი დაეფარა, მაგრამ ის აზრი საოცრად ეგოისტურად მახარებდა რომ ეს ჩემთან არ გამოსდიოდა. -მე მომწონს- უცებ ორივე თინეიჯერები გავხდით. -მე არა. -შენ რაღაცას მიყვებოდი. - არ მინდოდა ისევ ტკივილი ეგრძნო, მაგრამ თუ კი არ გავაჩერებდი ვხედავდი, ვგრნობდი, როგორ გადავდიოდით სხვა ეტაპზე. უცებ შეეცვალა სახე, ისევ ტკივილი გამოესახა და მე კი ათასჯერ დავიწყევლე თავი იმის გამო რომ არ შემეძლო უბრალოდ ღიმილიანისთვის მეყურებინა და გულის გაორმგებული ცემა ნორმლურამდე დამეყვანა. -ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა, მათ შორის ადმაიანების სიცოცხლეც. - ეს ისე უბრალოდ უგრძნობლად თქვა, რომ მივხდი, მეტ ტკივილს ის ვეღარ გაუძლებდა. ვერ ვკითხავდი, თხრობა რომ ვაიძულე ესეც საკმარისი იყო, მეტს ვერ გავტანჯავდი, ისედაც საკმარისი ტკივილი მოუტანა ცხოვრებამ.- თავიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, არავის არაფერი აინტერესებდა, უბედურ შემთხვევას მიაწერეს ყველაფერი. მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა... - თვალები ერთ წერტილს გაუშტერა, მზერა არაფრისმთქმელი გაუხდა, ტკივილიანი და ცრემლით სავსე. ,,რატომ არიან მამაკაცები ესეთი ,,ძლიერები“ რომ ცრემლს გადმოვარდნის საშუალებას არ აძლევენ, მისთვის ხომ ერთი ცრემლიც კი საშველი იქნებოდა, ცრემლი შველას მოგვრიდა“ მაგრამ ისევ ჯიუტად გაეშტერებინა მზერა ჰორიზონტისთვის, და ამ სიმწვანეში ეძებდა ეპოვა სულის შვება. -ცეცხლი როდესაც გაჩნდა- მისმა ხმამ, შეცვლილმა და ცივმა მომწყვიტა ფიქრებს- ოჯახში მყოფნი და კიდევ ერთი კარგი ადამინი დაიღუპა- ვგრძნობდი როგორ უჭირდა აზრების მოკრება, სათანადო სიტყვების შერჩევა, წარსულთან გამკლავება, მოგონებების გადალახვა, ქრონოლოგიურად გადმოცემა, ტკიოდა ეს უთქმელობა, და მასთან ერთად მისი მდუმარება. მკლავდა მისი ტკივილიანი სახე, მას ხომ ჩემს გამო მოუწია ისევ წარსულთან შეხვედრა. -წავიდეთ რა- ჩემს ხმაში მუდარა იგრძნობოდა, ტკივილიც იყო, თან საკუთარი თავისაც კი მიკვირდა, მოსმენიდან ისევ ფეხზე რომ ვიდექი. -არა მარიამო, მოდი დავამთავროთ, მინდა დღეს შენთან ერთად დავიცალო, მინდა განვთავისუფლდე, ამ ტკივილისგან ტვირთისგან, მოგონებებისგან, ყველა იმ გრძნობისგან რომელიც ჩემშია და მოსვენების უფლებას არ მაძლევს, ვიცი რომ სწორად გაიგებ, სხვას ისე ვერ მოვუყვები როგორ შენ. ,,ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი, მხოლოდ ვუყურებდი, ვერაფერს ვეკითხებოდი, დააბნევდა, უფრო გაიცრიცებოდა და მეც ველოდი, როდი განაგრძობდა თხრობას, მის პირველ ნაბიჯებს ველოდი უფრო საშინელების მოსასმენად, უფრო საშინელებისთვის გავხდი მზად, თითქოს ეს ყველაფერი დასაწყისი იყო“ -მე ამ ოჯახის ყველა წევრს ვიცნობდი, მათ მეგობრებს. ოჯახის რძალი, პატარების დედა სამეგრელოდან იყო, მასთან მეგობარი ჩამოდიოდა სტუმრად, ძალიან ხშირად. ხალისიანი, ღიმილიანი და თბილი გოგონა იყო, და მე ის ,,შემიყვარდა“- თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, თავი ჩახარა- მასაც შევუყვარდი, შორიდან მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით, მერე ოფიციალურად ჩემი საცოლე გახდა, ჩემზე ბედნიერი კი არავინ მეგულებოდა, დღეებს ვითვლიდი ქორწილამდე, მერე კი საბედისწერო შემთხვევა მოხდა, საზარელი, ის აქ ამ სახლში იყო, როდესაც ხანძარი გაჩნდა, როდესაც სახლი დაიწვა, არ უნდა ყოფილიყო მარიამ გესმის? არა. - ამ ხნის მანძილზე პირველად შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს და იქ ცეცხლი დავინახე, ცეცხლის დიდი ენები. მზერა გავუსწორე და ოდნავ დამშვიდდა, მისი თვალები აღარ მძინვრებდნენ, - ის სვანეთმა მომიკლა და ჩემი სული წაიღო თან- სახე გაუფერმკრთალდა, თვალები ჩაუქრა. ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, სიცივე ვიგრძენი, იმდენად იმოქმედა ჩემზე მისმა ნაამბობმა წამით გამიელვა კადრებმა, სიმწვანე მშვიდი საღამო, სახლი რამდენიმე ოთახში სინათლის შუქი, ჩუმი კისკისი და ბავშვების ჟრიამული, უცებ ყველაფერი შავდება, ყველაფერი მუქდება, არაფერი ჩანს, ყველაფერს ბურუსი მოედო, საშინლად აცივდა, ზედმეტადაც კი და უცებ ცეცხლი ანათებს ყველაფერს, რამდენიმე წამი და ყველაფერი მთავრდება. მყუდრო ლამაზი სახლის ადგილას ნასახლარს ვხედავ, იქ აღარაფერია ძველებურად, ,,ღმერთო ჩემო“, ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა, ყველა უჯრედი ყველა ნაწილაკი, ყველგან, ყველაზე მიუვალ ადგილებშიც კი გაიდგა ფესვები. იმ ტკივილს მეც ვგრძნობდი, მეგონა ყველაფერი მოსმენილი მქონდა, არ მეგონა ასე თუ რამე შემაძრწუნებდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი, არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებილი, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. -როგორ ხარ?- ფიქრებიდან მისმა შიშ-ნარევმა ხმამ დამაბრუნა, სიცივეს ვგრძბოდი, რეალობის შეგრძნებამ კი მაგრძნობინა თუ როგორ გავთბი, როგორ განაახლა სისხლმა ძარღვებში მოძრაობა. მისი ხმა კი ისეთი ყურადღებიანი და თბილი იყო, ადგილიდანაც ვერ ვიძროდი ერთ ადგილას მივეყინე. -შენ როგორ ხარ?- ჩემი ხმაც კი მეუცნაურა არ მგავდა მე, ხრიწიანი და თითქოს სადღაც შორიდან ისმოდა, ძლივს რომ აღწევდა მსმენელის ყურამდე. -წარსულის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია, - როგორც ყოველთვის ახლაც არაპირდაპირი პასუხი გამცა- შენ როგორ ხარ? -ამ ყველაფერს როგორ გაუძელი?- მას ვუყურებდი მაგრამ მის მიღმა ისტორია ცოცხლდებოდა, ისევ ვხედავდი მწვანეში ჩაფლულ სახლს, ცეცხლის ენებს და ბოლოს ნასახლარს. -მგონი კითხვა დაგისვი, ისწავლე კითხვებზე პასუხის გაცემა, რამდენჯერ უნდა გითხრა?- ბრაზი გაკრთა მის თვალებსა და ხმაში. -ვცდილობ მონასმენი გადავხარშო, მეტი არაფერი- დასჯილი ბავშვივით ვუპასუხე. -მძულს ეს სამყარო, ყველაფერი მძულს- მის ხმაში სიბრაზე იყო, სიძულვილი, ისევ ტკივილი და კიდევ რაღაც სხვა, რასაც ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი. -რატომ ხარ ჯერ კიდევ აქ, თუ ისე ძალიან გძულს როგორადაც ამბობ? რატომ არ მიდიხარ აქედან? -იმიტომ რომ, ნოსტალგიამ, ჩემი სახლის მონატრებამ, ეს სიძულვილი არ გამინელოს, არ დამავიწყდეს ტკივილი და ბრაზი. -მართლა შემთხვევითობას მიაწერეს ხანძარი? -ჰო, ასე დააჯერეს ხალხი. მუხლიანის ოჯახი ეგონათ და სახლი ყველაზე ,,სუფთად“ გადაწვეს, არ ეგონათ სტუმარი თუ ყავდათ, მათი გამოთვლით იმ დროს მხოლოდ ოჯხისწევრები უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ გაბედეს, ომი რომ არ ყოფილიყო ათასი რამ მოიფიქრეს. -და წყევლა? -თქვეს რომ ქეთის ბებიამ დაწყევლა სოფელიო, მეგრელების ამბავი მაშინაც ფრიად გავრცელებული იყო, რომ ამ სოფელში ვერავინ გაიხარებდა, ბედნიერი არავინ იქნებოდა, და ასეც მოხდა, სოფელში აღარავინ აღარ დარჩა, ათი წელია სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება. მაგრამ ამბობენ რომ, წლების წინ მომხდარა კიდევ ასეთი ფაქტი, მაშინაც სტუმარი დაშავდა, ეს კი ყველაზე დიდი შეურაცყოფაა ოჯახის, მაშინაც იგივე თქვეს რომ სოფელი დაწყევლესო, ზუსტად არავინ იცის, მანდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ყველა ხვდება რომ აქ არავინ ყოფილა ბედნიერი. განა არ აწუხებთ? განა არ ტკივათ მათი ბავშვობა? მათი მამაპაპისეული მოგონებები? კი, ტკივათ! მაგრამ ფიქრობენ მომავალზე, შვილებზე, შვილიშვილებზე და ამ ყველაფრით ეგუებიან ყოველდღიურობას, ცხოვრებას ეგუებიან მომავლის იმედით. -და შენ? -მე?- ალბათ კითხვა ვერ გაიგო- რა მე? -რა გააკეთე? რა მოიმოქმედე? -ნაინა შეაშინეს, ჩემი ოჯახი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან ამ ამბის მოკვლევა დავიწყე, ბაბუა უკვე გარდაცვილილი იყო, სხდომაზე მისი ადგილი დავიკავე რომ ყველაფერი მცოდნოდა, ყველა დეტალს ვიკვლევდი, ასე გრძელდება დღემდე, ყველა ღონეს ვხმარობ რომ იგივე არ განმეორდეს, ტკივილი აღარ იგრძნონ ადამიანებმა, მაგრამ ხანდახან ვაგვიანებ, ყველაფერს ვერ ვასწრებ, ყველაფერს ვერ ვუდგები წინ. -ამიტომ წავიდა ნაინა ქვეყნიდან? -ხო, არ უნდოდა ეს ყველფერი ისევ თვალით ენახა და ისევ განმეორებულიყო, აქ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩამოდის, ისიც რამდენიმე კვირით, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახი მოინახულოს. მოსმენილმა შოკში ჩამაგდო, ჩემი ლამაზთალება გოგო, რომელიც ღიმილს უკვალოდ და უანგაროდ არიგებს, ცდილობს მის გარშემო მყოფი ადამიანები ბედნიერები გახადოს, სხვაზე იზრუნოს და გააბედნიეროს, მას კი საფრთხე ელოდა, მის ღიმილს... ახლა კი ყველაფერს ვხვდები, ამ წამს ნაინას საქციელს ათასჯერ ვუქებდი და ვუწონებდი, ეს იყო რომ უმისობას ვერ ვეგუებოდი. -მიხარია რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო- ვუთხარი და ნაინას ღიმილიანი სახე დამიდგა თვალწინ. -პირველად ვთვლი რომ სწორად მოიქცა- ღიმილმა დაუფარა სახე, ისე რომ პირველად არ უცდია მისი დამალვა- მაგრამ ახლა მგონია რომ მას რაღაც გეგმა აქვს, სწორედ ამიტომ წავიდა აქედან და თან არავის დაემშვიდობა. -მას რომ გეგმა ჰქონოდა არ წავიდოდა. -მე ჩემს დას ძალიან კარგად ვიცნობ, ხანდახან იმდენად კარგადაც კი, მაშინებს ეს ცნობა, მან იცოდა რომ მივხვდებოდი ამ ყველაფერს სწორედ ამიტომ არ დავუშალე აქედან წასვლა. -რაღაც არ ვიცი ხომ? -რა უნდა იცოდე? -ის რასაც არ მეუბნები, ის თუ რა გეგმა აქვს ნაინას, - მეწყინა მისი უნდობლობა. -ზუსტად არ ვიცი- ღიმილი გაეპარა ისევ, მერე კი თავი ჩახარა, ჯერ შუბლზე მოისვა ხელი, მერე სახეზე, თმებზე, ,,ნერვიული ჟესტი“ -მგონი ქორწილს ელოდება- მითხრა სრულიად უგრძნობლად. -მოიცა რა? ნაინა თხოვდება?- მონასმენს არ დავუჯერე, თვალები გამიფართოვდა, -და მე... მე... მე ამის შესახებ არც კი მითხრა?! - ძალიან მეწყინა, ნაინამ მისი ყველაზე დიდი საიდუმლო და ტკივილი მანდო ბედნიერება კი მისთვის დაიტოვა. -და ვინ გითხრა რომ ნაინა თხოვდება? -ღიმილმა დაუფარა სახე და თითქოს ტკბებოდა ჩემი გაბრაებული სახის ყურებით. -აბა რას ნიშნავს ნაინა ქორწილს ელოდება? მოიცა რა თქვი? ... - გვიან გამახსენდა, უფრო სწორედ მაშინ როდესაც გონებამ საგანგაშო სიგნალები გაუშვა, მგონი ათასჯერ გავიმეორე ფრაზა, ,,ქორწილს ელოდება“ მისი წერილი ჩემს საწოლთან, უჩუმრად წასვლა და ფრაზა ,,თქვენი ბედნიერებისთვის დავბრუნდები“, აი რას ნიშნავდა მისი მოულოდნელი გაუჩინარება, მისი წასვლა. -სწორად მიხვდი კი- თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა ისეთი სახე ქონდა და ეს მაცოფებდა. -მისი იდეა არ იქნებოდა ეგ.- ვთქვი დარწმუნებით, ისე თითქოს საკუთარ თავს ვარწმუნებდი. -წავიდეთ?- უნდობლად მკითხა, შემდეგ გარემოს მოავლო თვალი, ღრმად ჩაისუნთქა. -ალბათ ჰო, -მეც ვერ გავიგე ასე რატომ ვუპასუხე ეს რას ნიშნავდა. -ასე მგონია რომ წარსულს აქ ვტოვებ, იმ ტკივილებთან ერთად და ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ყველასთვის ასე აჯობებს. -რას აპირებ? - გკვირვებულმ გავხედე. -ბედნიერებას, ამ სამყაროსგან შორს. -გაგიშვებენ? -უკვე კი, შენი რეაქცია მაშინებდა, როგორ გაიგებდი, როგორ მიიღებდი ამ ამბებს, უკვე აღარაფრის შიში აღარ მაქვს, ადამიანს რომელსაც შენი ცხოვრების ნახევარს უწილადებ, ის კი შენ გიბოძებს, ერთ მთლიანობად იქცევიან მერე, სხვა დანარჩენი კი უფერულდება. ვუსმენდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რა რეაქცია უნდა მქონოდა, რა უნდა მეთქვა, უბრალოდ ისევ ვიდექი და ჩემში გრძნობების ქარტეხილი მძინვარებდა. -იქ მთაში წყაროსთან, ხეზე, წარწერა და ლამაზი თვალი იყო, ჩემმა მეგობარმა გააკეთა, ის ვინც ამ სახლში ცხოვრობდა, ქეთიც იქ იყო როდესაც იმ ხეზე ნახატს აკეთებდა, წარწერა კი ნიშნავს, ,,მარად ერთად, სამუდამოდ მეგობრები“. თვალი კი მის მშვენიერ მეუღლეს ეკუთნის, როდესაც იქ იმ ხეს ვუყურებ ყველაფერი ერთად ცოცხლდება და კიდევ უფრო მეტად მტკივა, მახსენდება რომ მე მათი დაცვა ვერ შევძელი. სახელები კი შემორჩა და დარჩება მანამ, სანამ, ის ხე არ გახმება. -მადლობა ნდობისთვის, - ძლივს ამოვიღე ხმა, კიდევ უფრო მეუცნაურა, თითქოს მე არ ვიყავი, ვიღაც სხვა იყო, უფრო შეცვლილი და შორეული, სადღაც შორიდან ექოსავით ისმოდა ჩემი ხმა. -პირიქით ყველაზე კარგი მოსაუბრე და მსმენელი ხარ, სანდომიანი, ზედმეტად ცნობისმოყვარე მაგრამ სანდო.- ისევ მალულად გამიღიმა. -წავიდეთ რა- ვთქვი მშვიდად და მგონი ზედმეტად შევიფერე ნათქვამი- ახლა ყველაფერი კარგად იქნება. -ვუთხარი კიდევ უფრო მშვიდად და მანქანას მივაშურე. -პირიქით ახლა ყველაფერი შეიცვლება, ყველაზე რთული მოლოდინია, ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ შენ აღარ წახვალ აქედან, მე აღარ გიშვებ, მე შენ დაგიცავ, ნაინა გავუშვი შენს გაშვებას კი არ ვაპირებ, ჯერ არა. -ხანდახან მგონია რომ ისე ზედმეტად ახლოს მოვედი თქვენს სამყაროსთან მასსი ჩავიკარგები და ჩემი სამყარო დამავიწყდება, თითქმის აღარ მახსოვს აქამდე რას ვაკეთებდი, მხოლოდ დედის ზარის მახსენებს რომ სადღაც მელიან, გრძნობებიც კი აღარ დამრჩა, თითქოს არ მენატრებიან. -ეს იმას ნიშნავს რომ სვანეთს შეუყვარდი, მის შვილად და ნაწილად გთვლის უკვე და ის შენ არაფერს დაგიშავებს. -ჩემი არ დაშავება არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე ხომ ჯერ არაფერი ვიცი, ნაინას მისია შუსრულებელია. -მორჩა დღეს აღარავითარი წარსული, ნაინა, ბაქარი და ტკივილები, მხოლოდ მე და შენ. წამოდი ერთ ვიღაცას შენი გაცნობა ძალიან უნდა. ოღონდ ჯერ ნელიკოს დაურეკე, შეიძლება დაგვაგვიანდეს. -მოიცა ასე შორს მივდივართ?- გამიკვირდა და ნელიკოს ნომერი მოვძებნე ტელეფონში. -მგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, სვანეთში ხომ ამდენი სოფლებია და თან ბევრი ადგილები არც გინახავს. -შეუდარებელი გიდი ხარ.- გამეღიმა და ნელიკოს ხმამ უცებ შემაკრთო, რამდენიმე ზარის შემდეგ რომ მიპასუხა. -მარიამ სად ხარ შვილო? იცი რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ? კარგად ხარ?- ნელიკოს ნანერვიულები ხმა ისმოდა. -კი ნელიკო, ხომ იცი იაგოსთან ერთად ვარ, სადაც ვიყავით ეტყობა რომ ტელეფონი არ იჭერდა, ახლა კი სოფელს ვუახლოვდებით და ... - თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რომ აქამდე არ გამახსენდა ნელიკო. მაგრამ მან ხომ იცოდა რომ მე დღეს იაგოსთან ერთად ვიქნებოდი, ნეტავ რა მოხდა? იაგომ მანიშნა ტელეფონი მომეციო. -ნათლი რა მოხდა?- მშვიდად და წყნარად კითხა, თან ხმოვანზე გადართო. -აქ არ ვიცი რა ხდება, ორ დღეში დედაქალაქიდან დელეგაცია ჩამოდის და არეულობაა, ვიღაცამ მითხრა იაგომ და მარიამმა იჩხუბეს და იაგო გაიქცაო, მარიამი კი არავის დაგვინახავსო. შემეშინდა შვილო. -ნათლი ხომ იცი რომ როდესაც რაღაც რიგზე არ არის ყოველთვის გაფრთხილებ, მითუმეტეს როდესაც საქმე მარიამს ეხება, აღარ ინერვიულო კარგი? -კარგი შვილო, თავს გაუფრთხილდით. -ნელიკო, იაგოს სადღაც მივყავარ, არ ვიცი სად, მაგრამ მითხრა გააფრთხილე დაგაგვიანდებაო, არ ინერვიულო კარგი? არ ვიცი სად მივდივარ და ამ სამყაროსთან კავშირი მექნება თუ არა.- ტელეფონი გამოვართვი და ღიმილით ვუთხარი. -მალე დაგაბრუნოს სახლში, უცხო ხალხია სოფელში. თავს გაუფრთხილდით. -მალე დავაბრუნებ. -ხმამაღლა თქვა იაგომ ისე რომ ნელიკოს გაეგონა, მერე კი ღიმილით დაამატა. -იქნებ არც კი დავაბრუნო, რას იტყვი? -სახლში დაბრუნდით მალე- თქვა და სწრაფად გათიშა ეტყობა ეჩქარებოდა. -ნეტავ რაში დაჭირდათ ნელიკოს მოტყუება? -არ მოატყუეს, დაინახეს რომ ვიკამათედ, ჯერ შენ დაჯექი მანქანაში მერე მე, მე დამინახეს, შენ ვერ. -არ მჯერა, ასეთი დაუნდობლები და ბოროტები როგორ არიან? -ასეთები არიან ადამიანები. -და ახლა ვინ უნდა გამაცნო?- პირველად ვხედავდი მას ასეთს, ღიმილიანს, თავისუფალს, თვალებანთებულს და ნაინას მსგავსად ვარსკვლავებ ჩადგმულს. -დამიჯერე დიდი ხანია ელოდება ამ დღეს, ვიცი დაუჯერებლად მოგეჩვენება რასაც მოგიყვები, მაგრამ სიმართლეა, ის დიდი ხანია რომ გელის, ელოდება როდის გაგიცნობს, ჯერ კიდევ იმ დროიდან სანამ შენ აქ ჩამოხვიდოდი. -უკვე აღარაფერი გამაკვირვებს, არაფერი.. იმდენი უცნაური ამბავი მოვისმინე და ვნახე, უკვე ყველაფერს დავიჯერებ დამერწმუნე. -მეც გავუღიმე, მის ანთებულ თვალებს.- შენ მომიყვები თუ მისვლამდე უნდა მოვიცადო? -მოგიყვები, რადგან დამიჯერე იქ ჩემი არსებობაც კი დაავიწყდებათ, შენც კი- გაოცებულმა რომ შევხედე, მან ღიმილით განაგრძო, - ხომ გეუბნები დიდი ხანია გელისთქო და აბა, მე ვის გავახსენდები? - არავის- თავადვე გასცა პასუხი კითხვას. -შორს არის სადაც მივდივართ? -იქ სადაც უკვე აღარავინ აღარ დარჩა- სინანულით გაჟღენთილი იყო მისი ხმა. -მაშინ მომიყევი.- კომფორტულად მოვკალათდი, როგორადაც შესაძლებელი იყო მანქანის სავარძელზე, ნახევარი მხრით მისკენ მივბრუნდი და მოსასმენად მოვემზდე. -ვრცლად მოგიყვე თუ მნიშვნელოვანით დავიწყო?- სახე ანთებულმა გამომხედა. -ჯერ მნიშვნელოვანი- გავხედე მას და ღიმილიანი რომ მიყურებდა, მივხვდი რაზეც ფიქრობდა. -მირჩევნია ვრცლად მომიყვე, ვგრძნობ რომ რაღაც კარგი და საინტერესო უნდა მომიყვე. ამიტომ ტკბილ ლუკმას ბოლოსთვის შემოვინახავ. -ახლა სადაც მივდივართ, ჩემი საუკეთესო მეგობრის ბებიაა. - ჩემგან თანხმობა რომ მიიღო დიწყო- ჩემი მეგობარი წლებია უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს და ძალიან, ძალიან იშვიათად ჩამოდის, სხვა არავინ ყავს, მხოლოდ მე დავდივარ მასთან, ვცდილობ რომ მარტოობა არ იგრძნოს, ვეხმარები ზამთრის სანოვაგესთვის, რომ სათანადოდ მომზადებული შეხვდეს ზამთარს. ზამთარში გზები იკეტება და ხანდახან ორი თვეც კი გადის რომ ვერ მივდივარ, ამიტომ მზადებას აქედანვე ვიწყებთ, რა შეიძლება დაჭირდეს ჩემს მისვლამდე. მე უფრო მთვლის შვილიშვილად ვიდრე ზვიადს, როდესაც გაქცევა მინდება სულ აქ გამოვრბივარ მასთან, როდესაც პრობლემას ვერ ვწყვეტ მასთან მივდივარ და ის მეხმარება, ის ჩემი ყველაზე დიდი მესაიდუმლეა, ოთხმოცს მიტანებულია მაგრამ საკმაოდ მხნედ გამოიყურება, ამბობს რომ ეს ჩემი დამსახურებაა, მასთან თავს მშვიდად ვგრძნობ, ისეთი ვარ როგორიც ადრე ბავშვობაში, უდარდელი და მხიარული, არ მაძლევს ფიქრის საშუალებას, ხანდახან მიჯავრდება კიდეც, პატარა ბავშვივით მტუქსავს. არავინ იცის სად ვქრები ხოლმე, მე კი აქ ვისვენებ, ერთიანად, სულიერად და ხორციელად, ჩემთვის მასთან ყოფნა სრული ნეტარებაა. ერთხელ, ალბათ შარშან ზაფხულში ან ცოტა ადრე, ასვლა დამაგვიანდა, მეგონა რომ რამე ჭირდებოდა, საშველად მიხმობდა და მე ვერ მივდიოდი, ვერ მოვახერხე საქმე დამეტოვებინა და წავსულიყავი. ორი კვირა გავიდა რაც არ მენახა ზაფხულში კი ვცდილობ კვირაში რამდენჯერმე მოვინახულო, ეს იცის და სულ მელის. როგორც იყო მოვახერხე და წავედი, გვიან მივედი, ის კი კართან მომეგება გელოდებოდიო და ცხელი ვახშამი დამახვედრა. როდესაც ვრჩები საღამოობით სულ წვნიანს მაჭმევს- ღიმილი მოეფინა სახეზე, თვალები კიდევ უფრო მეტად გაებადრა- მშიერი იქნები და წვნიანი აუცილებელიაო. დაპურება მაცადა, რაღაცნაირად სხვანაირად მიყურებდა, ელოდა როდის დავამთავრებდი ჭამას, რომ მერე უცებ მოეყარა ყველაფერი, ეს წესია ვახშამი უხმოდ მიმდინარეობს, სიწყნარეში. თავად ბუხართან იჯდა და როგორც ყოველთვის ქსოვდა, თითებს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევო და როდესაც დაჯდებოდა, ხელში მუდამ საქსოვი ეჭირა. წვნიანის შემდეგ ჩაი და მის მიერ მომზადებული კარაქი, უარს ვერ კადრებ გაცხარდება და მეც დამჯერი ბავშვივით მის მიერ გამზადებულ ულუფას გემრიელად მივირთმევ და თან ბოლომდე, ასე გრძელდება ბავშვობიდან. იმ დღეს რაღაცნაირად მიყურებდა, ღიმილით ვგრძნობდი რომ ერთი სული ქონდა დაეწყო. ყოველ წამს ამოწმებდ ჩემს ულუფას, მოუსვენრობა ეტყობოდა. -მადლობა გემრიელი იყო ყველაფერი როგორც ყოველთვის.- ვახშამს მოვრჩი და მანაც თითქოს შვებით ამოისუნთქაო. -გელოდი, სად იყავი ამდენ ხანს, რატომ დაიკარგე, შენთვის ისეთი კარგი ამბავი მაქვს ვერც კი წარმოიდგენ. - ღიმილიანი სახით დამიჯდა წინ და თვლებში მიყურებდა, ასეთი ჩვევა აქვს, ვისაც ესაუბრება ყველას თვალებში უყურებს, შენს მსგავსად იქ ეძებს სიმართლეს. საქსოვი გადაედო და ხელები მაგიდაზე დაელაგებინა. -საქმეები ბებო, გამოვექეცი ახლაც. ,,ჩემო ბიჭო დაიწყო მან- მე კი მოსასმენად მოვემზადე, ვგრძნობდი რომ რაღაც სასწაული უნდა მოეყოლა იაგოს, ვიცოდი რომ რაღაც ისეთს მეტყოდა დამაბნევდა, თან სასიამოვნოდ გამაოცებდა, დამავიწყებდა სად ვიყავით და რა ვითარებაში - სიზმარი ვნახე, დაიწყო და მოლოდინის მზერა მომაპყრო, მე გამეღიმა, ის კი ისევ განაგრძობდა, სიზმარი ვნახე, შენთან ანგელოზი მოფრინავდა, დიდხანს გეძებდა, შენამდე არ უშვებდნენ, გზავნილი ქონდა შენთვის, ეშმაკები გზას უღობავდნენ და სიბნელეს მოეცვა ყველაფერი, მის გარშემო დიდი სიბნელე იყო, ცდილობდა მისი სინათლე სხვებისთვის გაეზიარებინა, ზოგი მის განათებულ გზას მიყვებოდა ზოგი არა, მისია შენი წყვდიადიდან ხსნა აქვს, ის შენ მხსნელად მოგევლინება. გზა აუბნიეს, მერე შენ თავად გადაწყვიტე მოგეძებნა, ანგელოზამდე მისასვლელი გზა შენც კი აგიბნიეს, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდი წინ რომ შენი ანგელოზი გეხსნა. თქვენ ერთმანეთისთვის იბრძოდით, ერთმანეთისა და გარშემომყოფებისთვის. მერე კი ყველაფერი განათდა და ყველგან ბედნიერებამ დაისადგურა. ის შენთან შორი გზიდან ჩამოვა, მას საფრთხე ელის, ბევრი შეეცდება მას რაღაც ავნოს და შენ უნდა დაიხსნაო“. -კი მაგრამ ბებია, შენ რა იცი რომ ჩამოვა? ან საიდან იცი რომ ჩემთვის მოდის და მე უნდა ვიხსნა?- შევეკითხე მე გაოცებულმა. -რომ გეუბნები ესე იგი ვიცი?!- გამიღიმა და ისევ ქსოვა განაგრძო. -სიზმრების გჯერა?- ვკითხე სრულად გაოგნებულმა და რეალურ დროს დავუბრუნდით. -უკვე კი. -და ახლა მასთან მივდივართ? -კი, წინა კვირას ვიყავი მასთან, სანამ მივესალმებოდი, მომიკითხავდა და ამბებს გამომკითხავდა პირდპირ მკითხა. -მარტო ხარ? და ჩემს უკან გაიხედა, გზაც შეამოწმა, ვიღაცას აშკარად ელოდა. -კი ბებო, როგორც ყოველთვის, ვინ უნდა მომეყვანა აბა? -ვიცი რომ ახლოსაა, როდის უნდა გამაცნო? დიდი ხანია მის გაცნობს ველი, მეგონა ჩემს უთქმელად მომიყვანდი და გამაცნობდი. -კარგი რა ბებო, როდის მერეა შენ მე ესე მსაყვედურობ?- არ ვიცოდი საიდან ჰქონდა ამ ქალს ესეთი ძალა, ხედვა თუ წინათგრძნობა, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს, მაგრამ მან შენ გნახა სიზმრად, როგორც ჩემი ანგელოზი. -ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ. -მგონი ძალიან გაგახარა ჩემმა მონათხრობმა. -რა თქმა უნდა, აბა ის რომ სადღაც, შორეულ მთებში სიზმრად გნახულობს სრულიად უცხო ბებო, რომელსაც ჩემზე წარმოდგენაც კი არ აქვს, ჩემს მომავალს ხედავს და ელოდება როდის გავიცნობ, არ უნდა მიხაროდეს? ან სურვილი არ უნდა მქონდეს მისი გაცნობის? -კიდევ ერთხელ გამაოცე. მეგონა არ დამიჯერებდი და სხვების მსგავსად ესეც მორიგი ლეგენდა გეგონებოდა. -ზოგჯერ დაუჯერებელი უნდა დაიჯერო, ზოგჯერ კი პირიქით. ამ შემთხვევაში, მე პირველ ვარიანტს ვირჩევ. აქ მივხვდი რომ რასაც ხედავ, უსმენ უნდა დაიჯერო, განსაკუთრებით კი სიზმრების. -ბოლო სიტყვები ღიილით ვუთხარი და მასაც კი გაეცინა. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა ყოფილიყო მისი მონათხრობი, მე მჯეროდა მისი. ალბათ ორ საათზე მეტი ვიარეთ, ხეთა ხეივანი გავიარეთ, სიო უბერავდა, ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე, თვალდახუჭულს კი ნაზი სიო სახეს მიკოცნიდა, რაღაც იდუმალებას, ახალ თავგადასავალს მაუწყებდა, მერე უცებ ჩამობნელდა, ვერ გავერკვიე რა მოხდა, თითების შეხებამ გამომაცოცხლა, მშვიდად სუნთქვის შესაძლებლობა მომეცა, სიმშვიდე დამიბრუნა და სინათლე, ჩვენ ორ მთას შორის გავიარეთ, გინახავთ ოდესმე ორი ჯიხვი როგორ ბრძოლობს პირველობისთვის? როგორ? ერთმანეთისთვის შემოუჭდიათ რქები და დატეხვას ლამობენ, გამარჯვებისთვის იბრძვიან, დამარცხებულს კი თვალუწვდენელი ხევი ელოდება, სწორედ ასეთი სურათი დამიდგა თვალწინ, ორი ბუმბერაზი მთა ერთმანეთს შებმობდნენ და კარგი არაფრის მაუწყებელი იყო ეს ომი. მაგრამ დროთა განმავლობაში ზავი დაუდევთ და ადამიანებს იცავენ, ფარად ეფარებიან, ორი ბუმბერაზი მთა. -ამ ადგილის დევის ნაშენი ქვია. -არასდროს გამიგია, ამდენი რამ ვიცი და დევის ნაშენი არასდროს მსმენია. -ლეგენდის თანახმად, უშგულელმა მონადირემ მოკლა დევი. დევის შვილმა გადაწყვიტა შურისძიება და ამ მხარის დატბორვა განიზრახა ისე, რომ უშგულში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია წყალში დაეხრჩო. კალას თემიდან უშგულისაკენ მიმავალ კლდოვან გზას მდინარე ენგური მიუყვება. დევის შვილმა გადაწყვიტა კალასა და ენგურს შორის თვალუწვდენელი კლდის აღმართვა, რათა დაგუბებულ ენგურს უშგული და ლამარია დაეტბორა. მისმა განზრახვამ სვანური ღვთაებები ლაგურკა ( კვირიკესა და ივლიტეს ტაძარი) და ფუსნაბუასადი განარისხა, მათ უშგულის გადარჩენა და დევის ჩანაფიქრისათვის ხელის შეშლა გადაწყვიტეს. უშგულის გადასარჩენად ღვთაებებმა თავისი საყვარელი ჯადოსნური ქმნილებები იხმეს. კვირიკემ კალას მხრიდან კლდის გასანგრევად თავისი ერთადერთი ვაცი გამოგზავნა, ხოლო უშგულიდან კლდეს ფუსნაბუასადის უძლეველი ვერძი გაანგრევდა რქებით. ჩანაფიქრის აღსრულების დღეს დევმა შეიტყო ღვთაებათა განზრახვები და კოკისპირუილი წვიმა დაუშვა უშგულში, ადიდებული ენგური ნელ-ნელა ტბორავდა სოფელს, ვაცი და ვერძი კი ამაოდ ცდილობდნენ კლდის განგრევას. კლდესთან ჭიდილში ნაპერწკლებს ყრიდნენ ჯადოსნური არსებების რქები, კლდიდან ჩამოცვენილი ქვები სხეულს უსერავდა თავგანწირულ ვაცსა და ვერძს. საბოლოო გაბრძოლების დროს დაიგრგვინა უზარმზარმა კლდემ და ორად გაიპო, გამოხეთქილმა მდინარემ შეიწირა უშგულელების სიცოცხლისთვის მებრძოლი არსებები, მათ თავი შესწირეს სვანეთს, უშგული და ლამარია კი გადარჩა! -კი, ეგ ლეგენდა მსმენია- სიხარული ვერ დავმალე, ისე გამიხარდა- ოღონდ სხვაგვარად. -მართლა გამიკვირდა რომ არ იცოდი და სიმართლე გითხრა გამიხარდა კიდეც- შემომცინა უცებ და კვლავ გზას გახედა. -მე ძალიან მეწყინებოდა რომ რამე ისეთი ყოფილიყო რაც არ ვიცოდი და თან ასეთი ცნობილი. -მომიყევი შენ როგორ იცი. -დევმა წყალი რომ გადაუკეტა სოფელს და უწყლობით რომ იმუქრებოდა. კალად ვერძი გამოექანა და რქებით დაეტაკა კლდეს, უშგულიდან კი ვაცი. კლდე გაანგრიეს მაგრამ ორივე უფსკრულში გადაიჩეხა. -კი ეგ არასწორი ვერსიაც მსმენია. -საინტერესოა უფრო სწორი ვერსიის მოსმენა. გზა უფრო და უფრო უარესდებოდა, მანქანა კი უფრო მეტად ანელებდა სვლას, მისი თითები კი ისევ ჩემს თითებს ჩასჭიდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს მთის გულში შევაბიჯეთ, ჰაერი საოცრება იყო, სადაც არ უნდა გაიხედო, სიმწვანე და თვალუწვდენელი ბუნებაა, აქა იქ ძველი ნასახლარი, ალბათ ბევრს სიმარტოვის შეგრძნება დარჩებოდა მე კი თავისუფლების... აუხდენელი თავისუფლების. ჯერ არ განცდილი ნეტარების, სიმშვიდისა და სისათუთის შეგრძნება. -აქედან ფეხით უნდა წავიდეთ- მანქანა გააჩერა და ღიმილიანი სახით შემომხედა. -როგორც იქნა, აღარ მეგონა თუ მანქანიდან გადასვლა ოდესმე მომიწევდა. -ასე ძალიან გეჩქარება ჩემგან გაქცევა?- ღიმილით მკითხა. მე კი უბრალოდ გადავედი მანქანიდან, რა მაგარი იყო მიწასთან შეხება ნეტავ იცოდეთ, რა გრძნობა იყო, ასეთი სასიავნო ალბათ არც ის ბავშვობის წლები არ ყოფილა, სოფელში რომ ვატარებდი. უცხო მიწაზე რომელიც წამებში მშობლიურად მიიჩნიე. -სიამოვნებით დავრჩებოდი აქ მთელი ცხოვრება- ვუთხარი და კიდევ ერთხელ ხარბად მოვათვალიერე გარემო. -სიამოვებით დაგიტოვებდა ჩვენი მასპინძელი, მაგრამ მეეჭვება მარტომ გაგეძლო. - სევდიანი ღიმილით მითხრა. -რატომ მარტო, მე აქ ცხოვრებას მარტო არ ვაპირებ.- საცალფეხო ბილიკს ავუყევით, ის წინ წავიდა, თუ ასვლა მიძნელდებოდა ხელს მჭიდებდა და ასვლაში მეხმარებოდა. -აბა, ვისთან ერთად გეგმავ, ვის უნდა გაუნაწილო ეს ყველაფერი?- ღიმილით მოავლო თვალი მიდამოს და ხელი გამომიწოდა. -შენ- ისე უცებ ვუთხარი გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, არ ვიცი რატომ ვუთხარი, მხოლოდ მაშინ დავუფიქრდი და გავიაზრე, როდესაც ღიმილი სახეზე შეეყინა და გამოწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა, თვალებში ველური ცეცხლი გიზგიზებდა რომელიც მალე სწრაფად ჩააქრო, სახეზე კი ნერვიც არ გატოკებია, საერთოდ უტყვი სახე ჰქონდა. -მარიამ ცუდად ხუმრობ.- კიდევ დამეხმარა ,,ბარიერის“ გადალახვაში და გზაზე გავედით, თუ ამას გზა ერქვა მაგრამ საცალფეხო ბილიკს ათასჯერ სჯობდა, ახლა მე და ის ერთმანეთის გვერდით მივაბიჯებდით და ხმას არც ერთი ვიღებდით. -ხომ იცი რომ ბოროტად არასდროს არ ვხუმრობ?- დუმილი ისევ მე დავარღვიე და მალულად გავხედე, ისევ გაუტყდა ტუჩის კუთხე. მივხვდი რომ რაღაცაზე ფიქრობდა. -მიკვირს როგორ შეგიძლია ჩემთან იხუმრო, თან ასეთ თემებზე და თან ისე რომ მე არ გამაბრაზო. -ნელ-ნელა შეგაჩვიე, ჯერ შეგაპარე, მერე ღიად შემოვედი ბოლოს კი შეტევაზე გადმოვედი. ისე რომ გაბრაზებასაც კი ვერ ახერხებ. -ოხ მარიამ....-რაღაცის თქმას აპირებდა ისევ მაგრამ ... -მალე მივალთ?- უცებ ვკითხე და ხმამაღლა იცინოდა, იმ წამს გიჟად შევრაცხე, ადამიანი რომელიც ძალიან ძალიან იშვიათად იცინის, ახლა ჩემს წინ დგას და ბოლო ხმაზე ხარხარებს, როგორ შეიძლება ის ჩვეულებრივი ადამიანი იყოს? იმ წამს გამახსენდა, ის აქ ხომ ის არის ვინც სინამდვილეში, ნამდვილი პატარა ბავშვი, უფრო სწორად ,,ერთი დიდი ბავშვი“ რომელსაც ბავშვობაც კი წაართვეს. -კი აი, ამ ბილიკს ავივლით და გამოჩნდება. - ხელი ჩამკიდა, უცებ წამიერად დავიბენი ახლა ამ წამს რატომ მოიმოქმედა ესე, არც დახმარება მწირდებოდა, ჩვეულებრი გზა, მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა მისი ასეთი ფაქიზი დამოკიდებულება რომ ფიქრები ჯანდაბაში გავხიზნე. დაჭიმული სხეული მომიდუნდა და ერთგვარი შვება ვიგრძენი. -თუ გზად გამოგვეგებება აქ ვრჩებით- სრულიად უემოციოდ მითხრა და თავი საპირისპირო მიმართულბით მიაბრუნა, რომ მისი სახის დანახვა ვერ შემძლებოდა- ეს ჩემი სურვილია. -და თუ არ გამოგვეგება- ხელზე დავქაჩე რომ ჩემთვის მზერა გაესწორებინა. -მაინც აქ ვრჩებით- სახეზე ღიმილი მოედო. -შეგეძლო პირდაპირ გეთქვა რომ აქ უნდა დავრჩეთ.- მეც გამეცინა მის ბავშვურობაზე.- დიდი სიამოვნებით, მაგრამ რამდენიმე სურვილი გექნება ჩემთან, ალბათ სამი ან ხუთი. -აშკარად მჩაგრავ.- გამიღიმა და გზას გახედა.- ხომ გითხარი გზაში შემოგვხვდებათქო- წინ გაიხედა ღიმილით და ბებო დაინახა, რომ არ მცოდნოდა რომ ოთხმოც მიღწეული იყო ასე არ ჩავთვილიდი, უფრო მხნედ და ყოჩაღად გამოიყურებოდა, - ხომ გითხარი დაგვხვდებათქო. ნაბიჯს ავუჩქარეთ, ალბათ ფეხით თითქმის ერთი კილომეტრი გამოვიარეთ არც თუ ისე კარგ გზაზე და დაღლა საერთოდ არ მიგრძვნია მის გვერდით. ღიმილით ამატარა დიდი აღმართი. ბებო გზად შემოგხვდა, არაფერი უთქვამს, გაჩერდა ჩვენც გავჩერდით, ის კი ხელს არ მიშვებდა, ვგრძნობდი როგორ მეწვოდა მისი ჩაკიდებული ხელი, როგორ მერიდებოდა ახლა ბებოსი, რომელმაც შეამჩნია და თბილად გაგვიღიმა. -ამხახიდ ხოჩა თუალაშ (ახლოდან უფრო თვალლამაზია)- თქვა ბებომ და როგორც საყვარელ მონატრებულ შვილიშვილს ჩაიკრავ გულში სწორედ ისე ჩამეხუტა, მისმა სითბომ მივიწყებული ოჯახის სითბო გამახსენა და გული მეტკინა. ნაზად გამიშვა ხელი, და უცებ რაღაცის დანაკლისი ვიგრძენი, მივხვდი რამდენად დიდი იყო მისდამი ნდობა. -მადლობა- მეც მოვხვიე წლებისგან დამძიმებულ მხრებზე ხელი, მეც მინდოდა მისი წილი სითბო და სიყვარული ბოლომდე შემეგრძნო. -ხომ ვთქვი ჩემი არსებობაც დაავიწყდებათთქო.- ღიმილით დაგვყურებდა და მის თვალებში აქამდე არ ნახულ სითბოს, სიყვარულს და დიდ პატივისცემას ვხედავდი. -როგორ გამახარეთ ბებო, როგორც იქნა ამოხვედით- ფრთხილად შემიშვა ბებომ ხელი და ახლა იაგო ჩაიხუტა გულში, ბებოს თვალში ცრემლი გაჩნდა, მივხვდი მონატრებული შვილიშვილი გაახსენდა და სევდა მოეძალა, წამში უკუაგდო და ორივეს შემოგვხედა.- მინდა მთელი ცხოვრება ერთად გხედავდეთ. -ვიქნებით თინაჩკა, ვიქნებით. მე არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მას გავხედე ჩუმად და ღიმილით დაფარვოდა სახე. ის ტყუილად არავის არაფერს პირდებოდა, მაშინ გულის, გულის სითბო ვიგრძენი და მივხვდი რომ მე აქედან წასვლით ცხოვრებას დავინგრევდი. თინა ბებო შეუდარებელი ვახშმით გაგვიმასპინძლდა. ამბები მომიყვა, შესანიშნავი მოსაუბრე და მჭერმეტყველი აღმოჩნდა. მაჩვენა როგორ ქსოვდა ზამთრის ცივ დღეებში ხალიჩებს რომ დრო მალე გასულიყო. მუდამ საქმიანობს რომ უმოქმედო არ გამხდარიყო. ამ სახლში მშობლიური სუნი ტრიალებდა, ისეთი როგორც სოფელში ბებოსთან. დიდხანს შევყევით საუბარს, მერე ბებომ ოთახი მაჩვენა სადაც უნდა დამესვენა, მაგრამ ეჭვი მქონდა რომ არ დამჭირდებოდა, აქ ძილს არ ვაპირებდი, ასეთი შანსი ალბათ არასდროს მომეცემდა, მის მომღიმარ სახეს რომ შევხედე მივხვდი რომ ისიც იგივეს ფიქრობდა და ცეცხლს კიდევ ერთი მორი დაამატა. თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ, ჩუმად ვიცინოდით, თინა ბებო რომ არ გაგვეღვიძებინა, მან ჩემი გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა, იმდენი რაამ მიამბო, მერე მე მისმენდა, ვუთხრი რომ მოსაყოლი არაფერი იყო და მაინც იმდენი კითხვა დამისვა, მთელი ბავშვობა მომაყოლა. გინახავთ როგორ ისრუტავს მთები ნისლს? როგორ თანდათან და ძალიან ნელა ამოდის მზის პირველი სხივი მთის ქიმზე? როგორ ათასფრად ბზინავს მთის კალთებზე ნამი? როგორ ერწყმის ერთმანეთს ნისლი, მდუმარე მთა და მზის სხივები. თითქოს ეს ყველაფერი შენელებული კადრი ხდება და მარტივია ეს ყველაფერი დაინახო, იმდენად იხუნძლები ემოციებისგან რომ გინდა ადგილს შეეზარდო, ისევ დაუღალავად, მოუბეზრებლად იყურო, ყველა მზის ამოსვლა, ყველა მზის ჩასვლა, ბედნიერება მოგანიჭოს ამ ყველაფერმა, რომ ნამდვილად ასეა, ბედნიერება მხოლოდ მთებშია. რომ აქ, ნამდვილად ცივილიზაციისგან ძალიან შორს, სადაც ტელეფონიც კი არ იჭერს, სადაც ელექტროენერგია წელიწადში მხოლოდ შვიდი თვე არის, სადაც მანქანების ხმა არც კი ისმის, ხვდები რომ აქ ნამდვილად ისვენებ, შენი სულისა და სხეულის ნაწილი ხდები ერთ მთლიანობად იქცევი, რომ ახლა სწორედ ამ წამს ხვდები რომ შენ ადამიანი ხარ, სუნთქავ იმიტომ რომ გიხარია. ,,მინდა აი, იქ მთის კალთებს შორის იმ ხეთა რიგში, მინდა ერთი პატარა ხის სახლი, რომელიც ხისა და მიწის სურნელით იქნება გაჟღენთილი, სადაც მხოლოდ ბედნიერება და სიყვარული იქნება, სადაც დავიმალები ყველაფრისგან, ის ჩემი თავშესაფარი იქნება, ზამთარში კი როდესაც ბევრს მოთოვს და თითქმის სახლი დაიფარება, მე ვიჯდები ბუხრის წინ სადაც ხმელი შეშა სასიამოვნოდ იტკაცუნებს და წავიკითხავ საინტერესო წიგნებს. ვიცი ყველაზე კარგად აქ ვიპოვი სანატრელ შვებას. მერე კი ალბათ მაშინ წამოვალ როდესაც ჩემში ახალი სიცოცხლე იქნება, რომ მოვარიდო ყველა ტკივილსა და სიბინძურეს, ჩემში მყოფნს მაინც ვასუნთქო სუფთა ჰაერი და გვერდით აუცილებლად მყავდეს ის ვინც სიცოცხლეზე მეტად მეყვარება. ვისაც ჩემი შვილი დაუძახებს მამას. ზუსტად ვიცი რომ არ ვიქნები ჭირვეული, მაგრამ ვიქნები ეგოისტი, ეგოისტი მის მიმართ, რადგან მე შემიყვარდა ნამდვილად შარშია, უნდა იყოს სულ ჩემს გვერდით და ჩემთან, არ გავუშვები ჩემი სურვილების, ახირებების დასაკმაყოფილებლად, რადგან ვიცი აუცილებლად მომენატრება და სურვილის შესრულებასაც აზრი აღარ ექნება. ვიცი ,,ჩვენიც“ გაიგებს და არ იქნება წუწუნა. არ მოუნდება ზამთარში მარწყვი და ნაყინი.“ -ლამაზი დილაა, მშვიდი და განსხვავებული, ასეთი დილა ბავშვობის შემდეგ არასოდეს მქონია- ფიქრები მისმა ხმამ დამირღვია, დილით, გამთენიისას ეზოში გავედით, მზის ამოსვლის სანახავად, ცოტა შემცივდა და მან თავისი თბილი ჟაკეტი მომაფარა. მასაც გამოეცვალა, ეტყობა აქ ქონდა დატოვებული. - მგონი ფიქრები შემაწყვეტინე. - არც კი მახსოვდა თუ ჩემს გვერდით იყო. - ვიცი რომ შენი ფიქრები განსხვავებული იქნება, შენს მსგავსად, შეგიძლია მითხრა, საიდუმლო გამანდო შენი ფიქრების?- მაცდურად გამიღიმა და თვალები მომანათა, მზის ანარეკლს ვხედავდი მასში, თითქოს სარკე იყო და ირეკლავდა, მერე საკუთარ თავსაც მოვკარი თვალი, პირველად იყო ის ასეთი, ასეთი მარტივი წასაკითხი, ასეთი სუფთაც კი, ასეთი გამჭირვალე. -აი, იქ სახლი მინდა, მთის მესამე ფერდობზე- ჩუმად, თითქოს ჩურჩულით დავიწყე და თითი გავიშვირე, შემეშინდა ხმამაღლა რომ მეთქვა ეს გარემო გაქრებოდა, რომ ახლა მე სიზმარში ვიქნებოდი და გაღვიძებისთანავე თავიდან აღარ დაიწყებოდა ეს ყველაფერი, მინდოდა სიზმრის ტყვე არ ვყოფილიყავი, რომ ეს ყველაფერი იმად დარჩენილიყო, რაც ამ წამს, ბედნიერების დასაწყისად. მისი თითების შეხება რომ ვიგრძენი, თბილის და ცივის, დამიჯერეთ, ნამდვილად ასე იყო, ერთ დროულად სიცივესა და სითბოს ვგრძნობდი, მაგრამ ყველაზე მეტად მისი სიმშვიდე იყო გადამდები, ყველაზე დაცულად მის გვერდით ვგრძნობდი თავს. - ხის დიდი სახლი, რომელიც ხისა და მიწის სურნელით იქნება გაჟღენთილი, სადაც დავიმალები, სადაც მხოლოდ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად გავატარებ ყველაზე მნიშვნელოვან დროს, სადაც ყველაზე დიდი ბუხარი იქნება რომელშიც მუდამ ცეცხლი ენთება. - მასთან ჩემდაუნებურად ყველაზე მეტი ნდობა გამიჩნდა, ყველაზე ლამაზი ოცნება, ყველაზე ფაქიზი ფიქრი მას გავანდე, ეს ხომ მხოლოდ ჩემი იყო, მხოლოდ ჩემთვის იყო და აი, მისთვის ვინც ჩემს გვერდით იქნებოდა, ახლა კი არ ვიცი ვინ იქნება ჩემს გვერდით უკვე არ ვიცოდი. არა კი ვიცოდი, მაგრამ არ ვუტყდებოდი საკუარ თავს, ჯერ არ განცდილის განცდას ვიწყებდი და ეს სასიამოვნოსთან ერთად სახიფა მეჩვენებოდა. ახლა ამ წამს გონება და გული ერთი მიმართულებით მიდიოდნენ, რომ ჩემი გული მე აღარ მეკუთნოდა, რომ მხოლოდ მე აღარ ვიყავი, რომ იმაზე უკეთ ვიცოდი ჩემი მომავალი, ჩემი ხვალინდელი დღე ვიდრე აქამდე, იმაზე უკეთ და ნათლად ვხედავდი ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლება გვქონდა გადასალახი, ჯერ კიდევ ბევრი ტკივილი იყო, ჯერ კიდევ ბევრი უპასუხო კითხვა და ბევრი ლეგენდა გასაცოცხლებელი, და თუ მე აქ დავრჩებოდი აუცილებლად უნდა მცოდნოდა ყველაფერი, სხვაგვარად ვერაფერს ვერ შევძლებდი, ვერ დავიცავდით ერთმანეთს. -და ხომ იცი, იქ კომფორტი არ იქნება, ელემენტარული პირობებიც კი. -ვიცი, განა არ მიფიქრია ამ ყველაფერზე? განა არ ვიცი რომ წყალი რომელიც ყველაზე მეტი მოიხმარება, წყაროდან უნდა ვზიდო, რომელიც რამდენიმე ათეულ მეტრშია, თუნდაც ასეულ? გგონია რომ ინტერნეტი და ტელევიზია თუ არ მექნება ისე ვერ გავძლებ? ძალიან ცდები. მე აქ ერთი ჩვეულებრივი მაცხოვრებელი ვიქნები და თუ კი დამჭირდება ცხვრებსაც კი დავუდგები მწყემსად. -ძლიერი ხასიათი გაქვს, მაგრამ მგონია რომ ვერ შეძლებ, მონდომება ერთია შესაძლებლობა კი მეორე. -დამიჯერე თუკი დამჭირდება, ზამთარში ქალაქამდე გზას თავად გავკვალავ, თუკი დამჭირდება ჩემი ხელით მოვიტან ყველაფერს და დამხმარეებსაც კი მოვეხმარები, მაქმიმალურის მისაღწევად ყოველთვის მზად ვარ. -და ვისთვის გინდა ის სახლი? -როდესაც რეალობისგან გაქცევა მომინდება, როდესაც ადამიანების დანახვა აღარ მენდომება, როდესაც საკუთარ თავს დავკარგავ, აი, აქ წამოვალ და ვიცი როდესაც მის საძებნელად წამოვალ ვიპოვი კიდეც და იცი სად? აი, აქ.. ამ მთებში. იქ სადაც არავის ეცოდინება რომ ვარ, სადაც ძებნას არავინ არასდროს დამიწყებს. -ვის ეცოდინება ამ სახლის შესახებ?- ისევ აგრძელებდა კითხვების დასმას, უცნაური კი ის იყო რომ არც ერთხელ არ უცდია მშვიდი სახიდან ნიღაბი მოეხსნა, რადგან მივხვდი აქ მას ნიღბის ტარება ნამდვილად არ შეეძლო. ის იყო ვინც სინამდვილეში. -ჯერ მხოლოდ მე, მერე მას- აქ გამეღიმა, მასაც შესამჩნევად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე, მერე პატარას და ალბათ არც ერთ ჩემს მეგობარს არ ვეტყვი- ამჯერად გაოცებულმა გამომხედა. -შეგიძლია განმიმარტო? -ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო იქნება, ნახე შენ დაუფარავად გიყვები ყველა ფიქრს, ისევე როგორც შენ მომიყევი, საუკეთესო მეგობარს არ ვეუბნები და შენ კი ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა, ფიქრი და ოცნება გაგანდე, მაგრამ ეგოისტი ვარ, იმიტომ რომ არ შემიძლია ეს ყველფერი მათთვისაც გახდეს რეალური, განა არ მოინახულებენ სვანეთს? მაგრამ დამიჯერე, ვიცი ისე ვერ იგრძნობენ ამ ყველაფერს როგორც მე, მე კი მინდა ,,ჩვენი სახლი“ იყოს მხოლოდ ჩვენი და ის ინახავდეს მხოლოდ ,,ჩვენს’“ მოგონებებს. -არ მიმაჩნია რომ ეგოისტი ხარ, არც ის რომ გინდა გქონდეს ყველასაგან გამორჩეული სახლი, ახლა მივხვდი შენ აქ რატომ ჩამოხვედი, აქ შენ შენი თავის საპოვნელად ჩამოხვედი და იპოვე კიდეც. დანარჩენი კი უკვე უმნიშვნელოა. -ალბათ მართლი ხარ, დასასვენებლად თუ არ ჩამოვედი მისია უკვე შევასრულე, საკუთარი თავი ვიპოვე ალბათ ეს მინდოდა, ახლა კი წასვლის დროა, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. არ ვიცი ჩემი ნათქვამი როგორ გაიგო, რა არ მოეწონა, ერთბაშად ჩაქრა, თვალები გაუშავდა, ღიმილი სახიდან გაუქრა, უცებ სულ სხვა ადამიანად გადაიქცა. შემეშინდა მისი დაკარგვის პირველად შემეშინდა, რომ მე მას დავთმობდი და ვეღარასოდეს ვიპოვიდი ბედნიერებას მის გარეშე. შემეშინდა რომ თუ კი ბედნიერებას ვიპოვიდი ის არ იქნებოდა სრულყოფილი და ისეთი როგორიც აქ ამ მთებში დაწყებული. -წასვლის დროა, ნელიკო საკმაოდ შეშინებული იქნება, მეც საქმეები მაქვს, ჩვეულ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ. - ფეხზე წამომდგა და მის თვალებში სულ ახალი ტკივილი და სევდა დავინახე, იმედგაუცრუება და ღრუბელი. -ბებოს დავემშვიდობოთ და წავიდეთ- მეც ფეხზე წამოვდექი, მასთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდი, ზედმეტადაც კი. მოსაცმელი დავუბრუნე, გავუწოდე. -იყოს ჯერ გამოგადგება. გეცვას.- რატომ ვეღარ ვგრძნობდი მის ხმაში სითბოსა და სიხარულს, რატომ ჩაუქრა თვალები. ასე უცებ იმდენი კითხვა გამიჩნდა, ვერ გავიგე რა ეწყინა. საკმოდ გრილოდა და სწრაფად გავეხვიე მის მოსაცმელში, მანიც გაუტყდა ტუჩის კუთხე როდესაც ცხვირი საყელოში ჩავრგე და კაპიშონი დავიფარე, სახე კი მაინც უტყვი ჰქონდა, სწრაფად გაუქრა ის ღიმილიც კი, ისევ ის ცივი და შეუვალი იყო, როგორც მაშინ პირველ დღეს როდესაც გავიცანი. ბებოს დავემშვიდობეთ. მითხრა რომ დამელოდებოდა რადგან ძალიან მალე დავბრუნდებოდი მასთან. იაგოს პატარა ჩანთა მიაწოდა, რომელშიც ჩემთვის პატარა საჩუქარი იდო, ისევ თბილად მომხვია წლებისგან დამძიმებული ხელები, შუბლზე მაკოცა დ პირჯვარი გადამსახა. მაქანამდე ისევ ხელჩაკიდებული ჩამიყვანა, ჯერ ისევ ნამიანი იყო და ფეხი მიცურავდა მწვანე ბალახზე. მანქანამდე რომ მივედით ხელი გამიშვა და თითქოს დიდი ლოდი მოხსნეს მხრებიდანო, მეტკინა მისი ეს სიმსუბუქე ყველაზე მეტად მეტკინა. ნახევარი გზა ისე გავიარეთ არაფერი არ გვითქვამს, თავს ვიკლავდი ნეტავ რა ეწყინა? რა ვთქვი ასეთი, მთელი ჩვენი დიალოგი გავიხსენე... ჩემი პასუხი... ,,ალბათ მართლი ხარ, დასასვენებლად თუ არ ჩამოვედი მისია უკვე შევასრულე, საკუთარი თავი ვიპოვე ალბათ ეს მინდოდა, ახლა კი წასვლის დროა, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.“- აი რა ეწყინა... ,,ყველაფერი უმნიშვნელოა სხვა დანარჩენი“. ,,კარგია, პასუხი ვიპოვე, ახლა მთავარი ის არის როგორმე გამოვასწორო ჩემი ნათქვამი, ისე რომ დამიჯეროს, ისე რომ ეჭვი არ შეეპაროს ჩემს ნათქვამში“- საკუთარ თავთან მსჯელობა გავმართე. მალულად გავხედე და მის დაბღვერილ სახეზე გამეცინა, შეამჩნია და გამომხედა. თვალებში მიყურებდა ახლაც, იქ ეძებდა პასუხებს, მაგრამ ვერ იპოვა და მელოდებოდა როდის ვეტყოდი რამეს. -ვიღაც ძალიან შეიჭრა ბავშვის როლში- ვუთხარი ისე რომ ღიმილი არ მომიშორებია სახიდან. -უფრო კონკრეტულად?- დაბნეულობა დაეხატა სახეზე. -დიდი ბავშვი ხართქო არ გჯერა, მე ბევრი რამე მოვისმინე და გადავხარშე, შენ ერთი სიტყვა ვერ გაიგე და ლამის ამხანჯლე აქ უმოქმედოდ, მზერით- დავუკონკრეტე, მისი არეული სახე რომ დავინახე.- შენ გგონია ვერ მივხვდი რომ გეწყინა ჩემი ნათქვამი, ,,სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა“, აი, ამ ფრაზის გამო გაბრაზდი. ამ სამყაროს გარდა ყველაფერი უმნიშვნელო გახდა ჩემთვის.- ბოლო ფრაზამ ღიმილი მოგვარა. დაძაბულობა მოიხსნა და მშვიდად მართავდა მანქანას. ისევ ხეთა ხეივანი გავიარეთ, მთათა ჭიდილი უფრო მეტად მძაფრი მომეჩვენა, უფრო შემზარავი, მაგრამ ახლა აისმა სხვა თვალით დამანახა ყველაფერი, ნამიანი მწვანე მოლი, მზის სხივის დაცემისას რომ ათასფრად ბრწყინავდა. ძალიან ლამაზი სურათი იშლებოდა ჩემს თვალწინ, ახლა უფრო ლამაზი, მშვენიერი და ოდნავ საშიში იყო ეს ყველაფერი. მთები ნისლს დააეფარა, მზის სხივებს ჯერ მთამდე არ მიეღწიათ. სოფელს რომ გავცდით, გზაჯვარედინზე მანქანა გაეჩერებინათ და მასან ახლოს ვიღაც იდგა, აშკარად ჩვენ გველოდა , რადგან იაგომ მანქანა გააჩერა მოშორებით, იმდენად რომ სახეს ვერ ვხედავდი, ვინ იყო. -მანქანაში დამელოდე რაც არ უნდა მოხდეს- არც კი შემომხედა ისე მითხრა, მე კი მის პროფილს ვიკვლევდი, მისი სახის მიმიკების ცვალებადობა გულს მიკუმშავდა, თითებზე შეხება ვიგრძები, რომ დავიხედე მისი თითები ნაზად ეხებოდნენ ჩემს თითებს. ოდნავ მომიჭირა თითებზე- დაიმახსოვრე მანქანიდან არ გადმოხვიდე- ამჯერად შემომხედა, ჩემგან უხმო თანხმობა რომ მიიღო მანქანიდან გადავიდა. ვხედავდი როგორ უჭირდა ყველა ნაბიჯის გადადგმა, ვერაფერი ვკითხე, ვერაფერი ვუთხარი, ისე უახლოვდებოდა თითქოს ეშაფოთზე ასასვლელად ამზადებდნენ. ბოლოს შევნიშნე როგორ ამოისუნთქა, როგორ მხნედ გრძნობდა თავს, როგორ მოეშვა ყოველგვარი დაძაბულობა და ისევ ის გახდა ვინც ჩემს გაცნობამდე იყო. დამხდურმა ოდნავ შესამჩნევად დახარა თავი მისალმების ნიშნად იგივე ანიშნა იაგომაც. მხოლოდ ერთი წუთის მანზილზე საუბრობდნენ, უფრო სწორად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თითქოს სიტყვები გაცვალეს. უცებ შებრუნდაა და ის კაცი სადღაც გაუჩინარდა. ისე თითქოს იქ არც ყოფილა, ნელი მოზომილი ნაბიჯით მოდიოდა, ჩაფიქრებულიყო, რაც უფრო უახლოვდებოდა მანქანას მისი სახის ნაკვთები უფრო შესამჩნევი ხდებოდა. ფიქრებით ძალიან შორს იყო, აქედან შორს, ალბათ წარსულში და იმ წამს მივხვდი რომ მე ეს სამყარო ბედნიერების უფლებას არ მომცემდა. ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა, მისი წილი ბენიერება უფრო მეტკინა ვიდრე ჩემი, მე გავუძლებდი, ის კი ამდენ ტკივილს ვეღარ გადაიტანდა, რაღაც უნდა ყოფილიყო, რაღაც გამოსავალი, რაღაც გზა. უხმოდ მიუჯდა საჭეს, ვგრძნობდი რომ რაღაცის თქმას აპირებდა, უნდოდა ეთქვა მაგრამ სათქმელს თავს ვერ უყრიდა, სიტყვები ყელში ეჩხირებოდა და ამოთქმის საშუალებას არ აძლევდა. ისევ ჩემი თითები მოიქცია თითებში. ისევ ნაზად ეფერებოდა. -შვებას მგვრი- ტკივილით იყო ყველა მისი სიტყვა გაჯერებული, ყველა სიტყვა გულს უშანთავდა. ხმას არც ერთი არ ვიღებდით, ან რა უნდა გვეთქვა? ეს სიჩუმე ყვებოდა ყველაფერს. არ ვიცი, სახლამდე როგორ მივედით, არ ის ვიცი ეზოსი როგორ აღმოვჩნდი, მხოლოდ გამოსავლის ძიებით ვიყავი დაკავებული, მხოლოდ რაღაც იმედს ვეძებდი რომ უკიდურესობაში არ გადავარდნილიყავი. ნელიკოს ეზოში ვიდექით, ის ჩემს წინ ზედმეტად ახლოს იდგა, მისი გულის ცემაც კი მესმოდა. ერთ ნაბიჯში დაფარა მანძილი ჩვენს შორის და მე მის მკლავებში აღმოვჩნდი. მთლიანად მის სხეულში ჩავიკარგე, ის ასე ახლოს ჩემთან არასოდეს ყოფილა, არასოდეს შევხებივართ, მხოლოდ თითების შეხებას თუ არ ჩავთვლით. იმდენად გავითიშე რომ შეგრძნების უნარიც კი დავკარგე. რამდენიმე წამი ვიდექით ასე... მერე ... მერე კი... შუბლზე მაკოცა... თითქოს მეთხოვებოდაო... -შეგეხმიანები, მაგრამ ხვალამდე ვერ გნახავ. -კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში და წავიდა. -თავს გაუფრთხილდი.- მხოლოდ ეს ორი სიტყვა, მეტი ვერაფერი უთხარი, ან რა უნდა მეთქვა? ალბათ არაფერი. -უკვე ვუფრთხილდები- მითხრა და წავიდა. ისევ მის ჟაკეტში ვიყავი გამოხვეული როდესაც გონს მოვეგე და ფეხათრევით შევედი სახლში. *** როგორი იდუმალია ირგვივ ყველა და ყველაფერი, ამ სამყაროში სადაც თითქმის ყველას სისხლში აქვს გასვლირი ხელები, ღამე კი მშვიდი უშფოთველი ძილით სძინათ როგორც პატარა ბავშვებს, ლამაზად და ბაგეზე ღიმილით. როგორ მეშინია, განა ჩემს გამო? არა იმ ადამიანების დაკარვის რომლებიც უკვე ყველაზე მნიშვნელოვანნი გახდნენ ჩემთვის, ვიცი რომ მათი დაკარგვა გამანადგურებს, ვიცი რომ ვეღარ ავდგები, ვეღარ შევძლებ სწორად ვიარო, რომ ის ვაკეთო რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვიცოდი ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებდი, მას უნდა ეცოცხლა. ტელეფონი ავიღე და ცხოვრებაში მეორედ მის ნომერზე დავრეკე, ახლაც როგორც მაშინ ყოველგვარი კითხვის გარეშე თხოვნაზე დამთანხმდა და ტელეფონი გამითიშა. დრო ზუსტად გავთვალე, მაშინ წავიდოდი აქედან როცა არავინ ელოდა ამ ყველაფერს, ვიცი ვატკენდი, მაგრამ ამ ყველაფერს მის გამო ვაკეთებდი. რამდენიმე საათი და ყველაზე საყვარელ ადგილს დავემშვიდობებოდი, ალბათ სამუდამოდაც კი. საღამომ მშვიდად ჩაიარა, ნელიკო დაღლილი იყო და დაგვიანებული ვახშმის შემდეგ დასაძინებლად წავიდა. ხვალ ყველას მძიმე დღე ჰქონდა, თეთნულდის ყველაზე დიდი ტრასის გახსნა იყო და სერიოზულად ემზადებოდნენ. დელეგაცია უკვე ჩამოსული იყო უცხო მანქანის გამოჩენა არავის გაუკვირდებოდა. ჩემი ნივთები მოვაგროვე და ისე მივალაგე ოთახი თითქოს აქ არავის უცხოვრია, ვიცი ნელიკოს გავანაწყენებდი მაგრამ არ შემეძლო სხვაგვარად მოქცევა. წერილი დავწერე სადაც ბოდიშს ვუხდიდი და მადლობებს, რომ ჩემს გამო მათ საფრთხეს ვერ შევუქმნიდი. მაგიდაზე დავდე თანხასთან ერთად და სახლი დავტოვე. ვიგრძენი რომ ჩემს ცხოვრებას ახლა ამ ეზოში ვტოვებდი და ბედნიერი არასოდეს ვიქნებოდი. გულის საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ხელი მაგრად მივიჭირე რომ ოდნავ მაინც მეგრძნო შვება. კიდევ ერთხელ მოვავლე უკვე საყვერელ ეზოს და რკინის დიდი კარი ფრთხილად დავხურე. შეტყობინება მომივიდა, ის უკვე ადგილზე იყო. მე... მე კი .... სვანეთს ვტოვებდი... *** სახლში მისულს დედა მომეგება კართან, ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა არ მოელოდა. არ ვიცი სახლში როგორ აღმოვჩნდი, არც ის ვიცი რომელი საათი იყო, არც ის თუ როგორ აღმოვჩნდი აქ. დედას უხმოდ ვაკოცე, ჩავეხუტე, მისმა მონატრებულმა სურნელმა გული ამიჩუყა და ჩემს ოთახს მივაშურე. მეგონა რომ მიშველიდა , ჩემი სახლი, ჩემი ოთახი, მონატრებული გარემო, დედის სურნელი, სიძლიერეს შემმატებდა და უკეთ გავხდებოდი, მაგრამ პირიქით მოხდა, მონატრებამ მთელი სხეული მოიცვა, უფრო უსუსური გამხადა ამ სიცარიელემ. ყოველი წამი მახვედრებდა იმას რომ არასწორად მოვიქეცი, იმას რომ მარტივად დავთმე. აქ საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან, მშობლიურ სახლში, წამის წინ გარიყულად ვიგრძენი თავი, თითქოს საკუთარ სახლში კი არა სტუმრად მოვდიოდი. ,,ალბათ აქედან წასვლას ვერასოდეს შეძლებ“- მისი ხმა ჩამესმა, ის საღამო გამახსენდა თინა ბებოსთან, ეზოში, ვიდექი გაყინული, ვერ ვგრძნობდი როგორ თანდათან, ნელ-ნელა მეყინებოდა სხეული, მხოლოდ ამ მომაჯადოვებელი სილამაზით ვიყავი მოცული, დატყვევებული. ვხედავდი როგორ ნელნელა და თანაბრად ეფინებოდა ნისლი მთებს, ბურუსი იპყრობდა ზღაპრულ სამყაროს. (წამით იქ აღმოვჩნდი, მოგონებებში, წამით შვება ვიგრძენი და შვებაზე მეტი კი ტკივილი და მონატრება). ,,რატომ?“- თვალიც კი არ მომიშორებია ჰორიზონტისთვის ისე ვუპასუხე. ,,შეყვარებული ხარ მასზე“- ვიგრძენი როგორ გაეღიმა, ალბათ ტუჩის კუთხეც კი ჩაუტყდა, თვალები ფერადი გაუხდა, ნათელი და ხალისიანი. ,,შეყვარებული ადამიანებიც კი ტოვებენ ერთმანეთს“- მაშინ ხომ არ ვიცოდი რომ მეორე დილით წამოსვლა მომიწევდა, მაშინ ხომ არ ვიცოდი ბედი რას გვიმზადებდა, ახლაც კი ვერ ვხსნი ჩემი პასუხის აზრს. რატომ ვუპასუხე მაშინ ისე თითქოს იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა, ალბათ ვგრძნობდი რომ არაფერი არ იქნებოდა კარგად. იმ ღამით წამითაც კი ვერ მოვხუჭე თვალი, რა დამაძინებდა, შვება და სიმშვიდე საბოლოოდ დავკარგე, ის რაც ვიპოვე, რასაც ვეძებდი, ჩემი ნებით ვუარყავი და დავთმე, რასაც ვნატრობდი, რაც მინდოდა, ერთი ხელის მოსმით გავანადგურე. ვიცი ცუდად მოვიქეცი ასე დამნაშავესავით რომ გამოვიქეცი, გამოვიპარე, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ის ასე მარტივად მე არ დამთმობდა, უფლებას არ მომცემდა ასე მარტივად დავნებებოდი ბედს, მაიძულებდა მებრძოლა ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, მაგრამ მე მისი დაკარგვის შემეშინდა, რომ რამეს დაუშავებდნენ და თავს ვეღარასდროს ვაპატიებდი ამ შეცდომას. დიდი ხანი ვცდილობდი ძალა მომეკრიბა და თინა ბებოს შეკრული ჩანთა მენახა. უკვე ათი დღე გასულიყო და მე თავს ისევ ისე ვგრძნობდი თითქოს ყველაფერი გაუფერულდა, მზე ჩაქრა, ვარსკვლავბი გაქრნენ და მთვარეც გაუჩინარდა. ჩანთას რამდენჯერაც მივუახლოვდი, რამდენჯერმე დავაპირე მენახა, მაგრამ ამაოდ, ყოველთვის ბოლო წამს ვკარგავდი მხნეობას, ვიცოდი იქ რასაც ვნახავდი ბოლოს მომიღებდა. რასაც ვაკეთებდი ფიქრებით მაინც იქ დავრჩი ჩემს საყვარელ ადგილას. საკუთარი ოთახიც კი უცხო გახდა. ის რასაც აქამდე მთელი სიყვარულით ვაკეთებდი ერთ დღეში ჩამომენგრა. შაბათს, იმის მაგივრად რომ დასვენების დღე მონატრებულ მეგობრებთნ ერთად გამეტარებინა, მე ვიჯექი ფარდებ ჩამოფარებულ ოთახში, ვცდილობდი დრო გამეყვანა და თვითგვემას მივცემოდი. -მარიამ შენთან არიან_ დედაჩემი მშვიდად აუღელვებლად შემოვიდა ოთახში. თითქოს არაფერი. გუშინ ისტერიკა მას არ ჰქონდა და სახლიდან არ მაგდებდა. იმდენად მოსიარულე აჩრდილი გავხდი დედამ, წადი სვანეთში დაბრუნდიო. არაფერს, ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი, ან რა უნდა მეთქვა შემიყვარდა და უნდა დავთმოთქო, ვერ დავიცავი და შემეშინდა რამე დაშავებოდა იმიტომ რომ ზედმეტად ჩავერიე მათ ცხოვრებაში და მიცავდა ახლა კი ახლა მაიძულეს მისი დათმობა, მისი მიტოვებათქო? არ ვიცი რა იქნებიდა ახლა... საერთოდ არაფერი არ ვიცითქო, ამას ხომ ვერ ვეტყოდი დედას არა? ამიტომ მუდამ დუმილს ვარჩევდი.. -ვინ არის? -არ ვიცი, უბალოდ მითხრა რომ სასწრაფო საქმე აქვს.- დედაჩემი ჩემს ყველა მეგობრსა და ახლობელს იცნობდა ვისაც ჩვენი სახლის მისამართი ჰქონდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო სხვა. ,,იქნებ ის არის? " ჩამძახოდა ვიღაც სხვა. ,,იმედი ნუ გექნება" შორიდან მეძახდა მეორე. წამით იმედი გამიჩნდა, მაგრამ ისევ ისე მალევე გაქრა, როგორც გამოჩნდა. -უთხარი რომ მოვალ. _ უხმოდ გავიდა. ვგრძნობდი ჩემს დანაშაულს, განა არ ვიცოდი სასტიკად რომ ვექცეოდი ოჯახს, დედას და საკუთარ თავს? ახლა არ იყო განხილვების დრო, პიჟამოები სწრაფად გამოვიცვალე, წამით შევავლე კარადის სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი და შემეშინდა, ჩამქრალი თვალების შემეშინდა, გახუნებული თვალების შემეშინდა. ფერკმრთალი სახის შემეშინდა კიდევ ბევრ რამეს აღოვაჩენდი რომ არა უცნობი სტუმარი, მისაღები ოთახი მიხმობდა. უცებ ვანებე თავი საკუთარი თავის შესწავლას და ყოველგვარი ფიქრის გარეშე ოთახიდან გავედი. -შეცვლილხარ- მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა მისი თვალები, გამოხედვა, რაღაც ტკივილის მაუწყებელი იყო, რაღაც ახალი უბედურების დასაწყისი. -დავიღალე- უემოციოდ ვუპასუხე - როგორ მომაგენი? -მარტივად. მანაც უემოციოდ მიპასუხა. -რა არის ეგ?- ხელში რაღაც რვეული ჩაებღუჯა და არ უშვებდა. თითქოს თითებს უწვავდა, უნდა გაეშვა, უნდოდა სწრაფად გაქცეულიყო, თითქოს კარამდე მანძილს ამოწმებდა. არ მიყურებდა, ჩემს მიღმა იყურებოდა სადღაც უსასრულობაში, ჩემს წინ იდგა და ამავ დროულად სადღაც შორს ჩემგან. ალბათ გულშიც კი ვლოცულობდი რომ არაფერი არ ეთქვა, რომ სვანეთი და ის არ ეხსენებინა, რომ თითოეული სიტყვა დამშლიდა და დამანაწევრებდა. ამ სიმწრით ნაგროვებ ძალისხმევასა და ნებისყოფას ნაცარტუტად მიქცევდა. იმ თითქმის სიმშვიდეს რომელსაც ჩამოსლის დღიდან ვაკოწიწებდი, ვაგროვებდი და ყველგან ვეძებდი. არ მინდოდა ისევ თავდაპირველი ტკივილი მეგრძნო. -ის რაც ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ბევრ სიმართლესაც კი ამბობს. ზედმეტად მტკივნეულსაც კი. ნენე... ეს სიფრიფანა გოგონა ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა... მან ყველას ტკივილი გაითავისა და საკუთარი თავით ზღო, საკუთარი თავი გაწირა. - ბოღმა, ტკივილი, სიბრზე, უძლურება და უმწეობა, ერთად განიცდიდა ამ ყველა გრძნობას, უსუსურობა ყელში უჭერდა და არ უშვებდა, თავისუფლებას არ ანიჭებდა. -ნენეს დღიური??? - ხმა მიკანკალებდა, ჩემი ნაინა, პირველი მაინც ის გამახსენდა, .. მაინც შეძლო სიმართლე დაედგინა. -ის რაც ყველაფერს ფარდას ახდის. -კი.- მოკლედ მომიჭრა, მალე უნდოდა მიმხვდარიყავი მისი მოსვლის მიზეზს რომ აქედან გაქცეულიყო, რომ გარეთ გასულს ჰაერი ჩაესუნთქა. ჩემს წინ განადგურებული ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ჩემზე ბევრად უმცროსი, მაგრამ ტკივილითა და ცრემლით სავსე ცხოვრებით. ,,იცხოვრე შენი ცხოვრებით, სხვის როლს ნურასდროს მოირგებ, იყავი ის რაც ხარ! ამაყად ზიდე საკუთარი ტკივილებისა და სიხარულის კიდობანი... ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე სხვისი ნიღბის მორგება და სხვისი როლის თამაში!“ არ ვიცი ახლა ეს რა შუაში იყო მაგრამ ეს სიტყვები ამოფრინდნენ მეხსიერებიდან. -და ახლა?- მეშინოდა, ზედმეტი სიტყვის თქმის მეშინდა, არ ვიცი რატომ ვუფრთხოდი მასთან საუბარს და არ ვიცი რატომ მინდოდა რომ რაც შეიძლება მალე გასულიყო აქედან, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ჩვენი დიალოგი. მაგრამ ამავ დროულად დიდხანს დარჩენილიო და ესაუბრა, რომ მოგონებები მაინც არ გამხუნებოდა. -მე მივდივარ და ნაინა გადაწყვეტს როდის დავბრუნდე კვლავ- მითხრა და თვალი ამარიდა ამჯერად მივხვდი რომ თავს ჩემს წინაშე დამნაშავედ გრძობდა, თითქოს თავსაც კი მარიდებდა, თითქოს რაღაცას მალავდა, არ უნდოდა მე გამეგო. მალავდა, რაღაც საოცარსა და წმინდას. ნაინა... ჩემი ნაინა.. ჩემი მხიარული გოგო.. მოიცა... რაა..? არა... გონებამ საგანგაშო სიგნალები გაუშვა. წამში წამოიშალა ყველა მივიწყებული გრძნობა და ემოცია, ქარტეხილი ატყდა, თუმცა რატომაც არა?! ამ ბოლო ათი დღის მანძილზე პირველად გამიხარდა რაღაც, პირველად ვიგრძენი დაუოკებელი ბედნიერება. პირველად გამეღიმა. -ბაქარ, გიყვარს არა?- ხმამაღლა წარმოთქმულმა სიტყვებმა და მისმა რეაქციამ დამარწმუნა ჩემს ფიქრებში. თავი ჩახარა. თითქოს დანაშაულის ფაქტზე წაასწრესო, საოცარი სანახავი იყო, ამხელა, ბრგე ვაჟკაცი წამში სადღააც გაქრა და თინეიჯერ სკოლის მოსწავლეს ვხედავდი ახლა, პატარა ბავშვს რომელსსაც დანაშაულზე წაასწრეს - მას?- მის თვალებში ბედნიერებას ვხედავდი, ნაინას ანარეკლი დარჩენილიყო, ამ წამს სიყვარულის უძლეველობის ვიწამე და კიდევ უფრო მეტად მისი მარადიულობის და ყოვლისშემძლეობის. -იმედი მაქვს ჩვენს მხარეს ხარ და ყველაზე ძლიერს შენს თაზე აიღებ... ეს ნაინას თხოვნაა..- იცოდა, ვირძენი მისი ყოყმანისას ვიგრძენი რომ მიფრთხილდებოდა, რომ მისი სახელი განგებ არ წარმოთქვა, რომ ჩემთვის ტკივილის მოყენება არ სურდა. მაგრამ იმასაც გრზნობდა რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ერთ დღეს ფარ-ხმალსს დავყრიდით. -მებედნიერებით- მხოლოდ ამ სიტყვის თქმა შევძელი, მაგრამ მთელი სიყვარული და სიხარული ჩავატიე, მთელი მონატრება. და-ძმის უსაზღვრო მონატრება, ტკივილიანი სიყვარული. ამდენი წლების ნაგროვები მოგონებები საიდუმლოდ შენახული. -მარიამ, ყვავილი რომელიც ყველაზე ბოლოს და გვიან იშლება, ყველაზე ლამაზი და მიმზიდველია... ეს სიყვარულია... დანებება მას არ სჩვევია... - გამიღიმა, რვეული გამომიწოდა პასუხის გაცემაც კი არ მაცადა ისე დამტოვა შუა ოთახში გახევებული. - ვიცი რომ ყველაფერს სწორად გაიგებ, გთხოვ ნურავის განსჯი, ნურავის განიკითხავ, ვიცი ეს შენ არ გეშლება მაგრამ, არის რაღაც რაც ისე უნდა დარჩეს როგორც არის- კართან მისული წამით მობრუნდა, თვალი გამისწორა და უცებ დამტოვა, ამჯერადაც უპასუხოდ. ბაქარის წასვლის შემდეგ მეგონა რომ ისევ გაზაფხული მოვიდა ჩემი ბედნიერი გაზაფხული, ბედნიერებით აფეთქებული, ლამაზი ყვავილებივით ფერადი და მრავალფერი, მეგონა რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო, რომ მე ახლა ვემზადებოდი სვანეთში წასასვლელად, რომ ახლა უნდა დავხუნძლულიყავი ახალი, მაგრამ უკვე ცნობილი ემოციებით. როდესაც გონს მოვედი ოთახში მარტო ვიდექი, სახეზე სულელური ღიმილითა და მწველ მზერას ვგრძნობდი, თვალები დავახამხამე და კარების ჩარჩოს მიყრდნობილი დედა დავინახე. -გინდა რამე ამიხსნა? ვინ იყო ეს ბიჭი? -მეგობარი.- ვთქვი მოკლედ და ოთახიდან გავედი. -მარიამ, რაღაცას მიმალავ და ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს.- გვერდი ავუარე და ოთახში შევასწარი. -არაფერს არ გიმალავ- უცებ მივხურე კარი და ზედ ავეკარი. -მარიამ რა გაკავშირებს ამ ბიჭთან და რა მოგიტანა?- კარის მიღმა იყო დედა და ვგრძნობდი რომ მოთმინებას მალე დაკარგავდა. -მოგონებები მხოლოდ მოგონებები. -მარიამ მალე ყველაფრის ახსნა მოგიწევს. - მკაცრი იყო მისი ხმა, იმდენად რომ ვიცოდი შემდეგი ინციდენტის შემდეგ ყველა მის კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა, თავს ვეღარ დავიძვრენდი. ხელებს მიწვავდა რვეული რომელიც წარსულის ყველა საიდუმლოს ფარდას ახდიდა, რომელიც ყველაფერს იტყოდა და არაფერი დარჩებოდა გაურკვეველი. ისევ ნდობა, ადამიანებისგან რომლებიც თითქმის არ მიცნობდნენ. ,,ეს ის სამყაროა სადაც ყველა ნაბიჯს შენთან ერთად უკლებლივ გავივლიდი, სადაც ცივილიზაციისა და თანამედროვე ტექნიკის გარეშე ვიცხოვრებდი, მხოლოდ უნდა ვიცოდე რომ შენთან ერთად ვიქნები, ბედნიერი და შენს თვალებში ბედნიერების სხივი არასოდეს ჩაქრება, უნდა ვიცოდე რომ როდესაც შემცივდება, ბუხარში ნაკვერჩხალი ჩაქრება, ღრმად მოხუციც კი ახლოს მოჩოჩდები და გაყინულ ხელებს გამითბობ, ისევ ისე ჩამიხუტებ გულში როგორც პირველად, მონატრებული და ბედნიერი. ძალიან მინდა მთელი ცხოვრება ისეთ ბედნიერს გხედავდე, რომელსაც მე ვხედავ შენს თვალებში, სხივებ ჩადგმულს, მე რომ მაგიჟებს და მონატრებით რომ მკლავს. უშბისა და თეთნულდის ყველა ბილიკს შემოვივლიდი რათა მწვერვალზე ასვლისას ბოლო ხმაზე მეყვირა, თუ რამდენად ძვირფასი ხარ შენ ჩემთვის.“ ყველაზე მტკივნეული ალბათ არ ნათქვამი სიტყვებია, რომელიც გულიდან მოდის და ყელში იკარგება, ტუჩებამდე არასოდეს მოდის, არასოდეს აღწევს მსმენელის ყურამდე, გინდა რომ უხმოდ ესმოდეს შენი, რომ გიყურებდეს და ხვდებოდეს რის თქმასაც ცდილობ, შენი ყველაზე ტბილი ფიქრები ესმოდეს. არ ნათქვამი სიტყვები კი გულის შორეულ კუნჭულში ეულად დაკარგული. განა ვერ ხვდებოდა? მაშინ იმ წამს მივხვდი, მანქანიდან რომ გადავიდა, ვიგრძენი რომ მისი გული მე დამიტოვა, რომ მისი ყველა ფიქრი და ოცნება ჩემი იყო, მე მეკუთნოდა, მან მე იმ წამს მისი სული მაჩუქა. რატომ ვიყავი მე ასეთი ბრმა მაშინ როდესაც თვალები ფართოდ უნდა გამეხილა და ყველაფერი უნდა დამენახა, ყველაფერი დამენახა, მაგრამ მხოლოდ იმას ვხედავდი რაც მინდოდა რომ დამენახა, მეშინოდა მისი სიყვარულისა და ალბათ გამოქცევაზე ჩასვლის დღიდან მაგიტომ ვფიქრობდი, სიყვარულის მეშინოდა, რომ იმ მთებში ვერ შევძლებდიი მეპოვა ის რასაც ეს წლები უშედეგოდ ვეძებდი. ბედნიერება... სულ ის მესმოდა რომ მთებშია ბედნიერება, აუხსნელი თავისუფლება, სულის და სხეულის, იქ არ ხარ ჩაკეტილი. არ გიწევს ყალბ ღიმილ აკრულმა იარო, ძალით გააკეთო ის რაც არ მოგწონს, მაგრამ ესეც რუტინაა, ყოველდრიური რუტინა. ყველა გრძნობა მტკივნეულია, ყველაფერს აქვს დასასრული, რაღაცით ვიღაცით ვიწყებთ, შემდეგ კი გაცამტვერებულები ვდგავართ გზაჯვარედინზე და თავადაც კი არ ვიცით რას ველით რა გვინდა. რას მოველით. უბრალოდ დგახარ და უსასრულობასა და სიცარიელეში იკარგები. დრო... დრო კი მიდის... გააზრება მტკივნეულია, ალბათ არც კი ნანობ მომხდარს, ან იქნებ იმაზე მეტად განიცდი რომ აღიარების გეშინია. დრო კი მაინც გადის, ამ წამს როდესაც შენ სამყარო დაგენგრა, ვიღაც ცამდე ბედნიერია... ფანჯარას მოვშორდი, ის ჩანთა გადმოვიღე რომელიც სვანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ კარადის ყველაზე შორეულ წერტილში მივუჩინე ბინა და აღარც კი გამხსენებია მისი არსებობა. თინა ბებოს ნაჩუქარი ფუთა გავხსენი, მოგონებები ერთიანად ამეშალა, ის საღამო გამახსენდა, თინა ბებოს საინტერესო ამბები მოვაყოლე, ვიცინოდით, ის ჩუმად მაპარებდა მზერას, გაიღიმებდა და ისევ ბუხარში ცეცხლს გაუსწორებდა მზერას. -ხომ გითხარი ჩემი არსებობა დაგავიწყდებათქო?- ჩუმად მიჩურჩა როდესაც თინა ბებო მეორე ოთახში გავიდა, რაღაც უნდა გაჩვენოვო. -მიკვირს აქამდე როგორ არ გამაცანი. გავუღიმე და მზერა გავუსწორე, რაღაცის თქმას აპირებდა თინა ბებო რომ შემოვიდა ოთახში. -მოდი მაგიდასთან დამიჯექი ახლოს- მითხრა ბებომ და პირველი თვითონ მიუჯდა, აკეცილი კალთა მუხლებზე გაიშალა და პატარა ქისა დადო მაგიდაზე, პირქვე გადმოაყირავა. ვერცხლის სამკაულები და პატარა სუვენირები იყო. და კიდევ ერთი პაატარა ქისა, ბებომ ქისა აიღო და პირველი ის გახსნა. ფრთხილად ამოიღო პატარა ნივთი ვერ ვამჩნევდი რა იყო, ალბათ თვალევსაც კი არ ვახამხამებდი, ვიგრძენი როგორ დაიძაბა ის, მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ აქ ის უძლური იყო, მის სიტყვას აქ თითქოს არ მოისმენდნენ. -მარიამ ეს ბეჭედი ალბათ საუკუნეზე მეტისაც კია- თინა ბებომ ხელისგული გაშალა და ის სათუთი ნივთი მაჩვენა, ამ ბეჭედში სამი უდიდესი ძალაა თავმოყრილი, სამი უდიდესი გრძნობა. სამი სამეფოს ბედი. გაშლილ ხელებში ჩადებული გული და ზემოდან დედოფლის გვირგვინი. გაშლილი ხელები ერთგულების სიმბოლოა, გული სიყვარულის, გვირგვინი კი ძალაუფლების. -მარიამ ეს ბეჭედი სხვა ბეჭდებს არ ჰგავს, მის გაკეთებასაც კი წესი აქვს- კიდევ უფრო გამაკვირვა თინა ბებომ, ღიმილით ვუსმენდი და ხელისგულზე დადებულ ბეჭედს თვალს ვერ ვაშორებდი. -როგორ?- ჩუმად ვიკითხე და ნაზად შევეხე, მეშინოდა რომ რამეს გავაფუჭებდი რომ გავტეხავდი, ან არ ვიცი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ხელის გულზე ცოცხალი არსება მეჯდა და შეტოკებისაც კი მეშინოდა, რამე რომ არ დამეშავებინა მისთვის. -თუ გაშლილი ხელები წინ აქვს გამოშვერილი, მისი გული ცარიელია და მას ელის მისი გულის მბრძანებელს, თუ პირიქით... მაშინ მასთან მიახლოება ძალიან საშიშია. -თინაჩკა, კარგი რა, კიდევ ერთი ზღაპარი?- ის ბუხართან იჯდა და რაღაცას ჩაკირკიტებდა. -შენ ყველაფერი ზღაპარი გეგონა, რაღაცეები და ჩემი სიზმრებიც, მაგრამ ხედავ ყველაფერი ახდა ბალღო.- წამში უსაყვედურა, თითქოსდა ნიშნის მოგებით, მერე კი ბეჭედი გამიკეთა- ეს ნიშნავს რომ შენი გული თავისუფალია. - გამიღიმა თინა ბებომ და წლებისგან დამძიმებული ხელებით მომეფერა, ისე როგორც ბებო მეფერებოდა, ისე როგორც შვილიშვილს მოეფერებოდა, ჩუმად ბუტბუტებდა, მივხვდი რომ მლოცავდა, თბილად ჩამომისვა სახეზე ხელი, წამით ჩვენი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს, ისევ ისე თბილად გამიღიმა- ნახე როგორ უხდება მის გრძელ თითებს ბეჭედი? აუცილებლად სულ უნდა ატარებდეს. -არ ვართ, ძველი წყენების გახსენებას. მარიამ გთხოვ მაჩვენე ბეჭედი- ისეთი ხმით მომმართა, სამყაროს გავებჯინე, მხოლოდ ჩვენ ვიყავით, მე და ის, ყველაზე მეტად კი მისი ხმა, ვიგრძენი როგორ გავთბი, როგორ შეივსო მთელი ორგანიზმი მისი ხმით, ისე თითქოს მთელი საათია გულში ვყავდე ჩაკრული. მისი თბილი ხელები კი სახეზე მეხებოდეს. რომ მიხვდა რომ დამაბნია, ალბათ ჩემი წამიერი გათიშვაც შეამჩნია, ჩემი გაფრენა, სამყაროს შემოვლა და ისევ ამ ოთახში დაბრუნება. -ბეჭედი მაჩვენე, თინაჩკამ ისეთი ამბები მოყვა მგონი მე უფრო მომიხდება- ისეთი ხმა ჰქონდა მეგონა დაგვცინოდა, ისეთი ბედნიერი სახე, აბრჭყვიალებული თვალები და .... და ის, რასაც მხოლოდ მე ვგრძნობდი ... მის სიყვარულს, გამოუთქმელობას რომელსაც თვალებით მეუბნებოდა, თვალებით მიხსნიდა. რამდენიმე ნაბიჯით დავფარე მანძილი ჩვენს შორის, ხელი გავუწოდე რომ დაენახა, ის ფრთხილად შემეხო, ნაზად მომხსნა ბეჭედი, შეაბრუნა და ისევ გამიკეთა. -ასე სჯობს და თან შენი გული უკვე დაკავებულია.- გამიღიმა და ნაზად მომეფერა ხელზე. ვერაფერს ვგრძნობდი გრძნობების ფეიერვერკის გარდა, ის გრძნობდა როგორ ვიშლებოდი მის წინ ნაწილებად, როგორ მეკვროდა სუნთქვა, როგორ გამეყინა ხელები, როგორ ამიფეთქდა ტვინი ფიქრებისგან, როგორ მოვკვდი და როგორ გავცოცხლდი. ის კი იდგა და უბრალოდ იღიმოდა, ისე როგორც აქამდე არასდროს არ შემინიშნავს მის თალებში მოხტუნავე მხიარული არსებები, ასეთი გამჭირვალე, მრავლის მეტყველი, ჯერ არ ყოფილა მისი თვალები. ნელა, ძალიან ნელა გამიშვა ხელები, თითქოს მეწვოდა ის ადგილები სადაც კი შემეხო, ბეჭედი მამძიმებდა თითქოს, ხელსაც კი ვეღარ ვგრძნობდი. სრაფად მოვიხსენი და ბებოს დავუბრუნე. -ძალიან ლამაზია. -და მინდა რომ შენ ატარო, შენ თვითონ გადაწყვიტე როგორი ფორმით, მაგრამ მინდა რომ ატარო, მინდა ეს ბეჭედი გიმშვენებდეს ლამაზ თითებს. -არა თინა ბებო, არ შემიძლია- დავიბენი, სიტყვებსაც კი ვერ ვამბობდი, იმდენად მოულოდნელი იყო, ვერც კი ვიაზრებდი ბოლომდე მის სიტყვებს- უბრალოდ მე ვერ ვატარებ ამ ბეჭედს, არ ვიმსახურებ ეს ბეჭედი მე მეკეთოს. ამდენად ძვირფასი საჩუქარი მე არ მეკუთნის. -ეს ჩემი გადასაწყვეტია ვის ვაჩუქებ- მკაცრი იყო მისი ხმა, მივხვდი რომ ვაწყენინე. -უბრალოდ მე არავინ ვარ, არ ვიმსახურებ ასეთ ძვირფას ნივთს მჩუქნიდეთ, თქვენი შვილიშვილი რომ ჩამოვა, მას აჩუქედ, უბრალოდ მართლა ვერ ავიღებ- ლამის ვევედრებოდი რომ არ წყენოდა ჩემი უარი, საჩუქარს ვერ ავიღებდი. -შვილო, მე ტყუილად არაფერს ვაკეთებ, არც ვამბობ, თქვენი ბედი გადაწყვეტილია, სანამ ერთმანეთს გაიცნობდით ეს ჯერ კიდევ მანამდე ვიცოდი და მინდა როდესაც მის გვერდით იქნები, როდესაც შენი ხელი ეჭირება, მინდა რომ შენს ხელს ეს ბეჭედი ამშვენებდეს. -ბებო- ჯერ ბებოს შევხედე, მერე მას, თავი დაეხარა, ვერ ვხედავდი მისი სახის გამომეტყველებას, ხელები დაემუშტა, ანუ ბრაზობდა, ვერ გავიგე, ჩემი უარი აბრაზებდა, ბებო თუ ის რაც ბებომ თქვა.- მაპატიეთ, მართლა ვერ ავიღებ ასეთ საჩუქარს. -თინაჩკა, ნუ დააძალებ, ყველაფერს მისი დრო აქვს, მოვა დრო როდესაც ბეჭედს გაიკეთებს, მაგრამ ამის დრო ახლა არ არის და ნუ ამბობ რა იქნება მომავალში, ეს არავინ იცის- გაღიმება სცადა, მაგრამ მხოლოდ მე შევამჩნიე როგორ დაჭიმვოდა ყელზე ძარღვები, როგორ უჭირდა თავის შეკავება, ამ ბაც განათებაზეც კი შევატყვე რომ მის თვალებს ფერი შეცვლოდათ, ავის მომასწავებლად. -მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქი, დანარჩენი თქვენ იცით, ჯიუტები ხართ ახალგაზრდები- თქვა თინა ბებომ და სხვა ნივთები დამილაგა წინ. ვერცხლისა და ბრინჯაოს რამდენიმე ხელნაკეთი ნივთი იყო, ძველი ბროშის მაგვარი რაღაც, ინიციალებით, ძველი მოგონებებიო ბებომ მითხრა. საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, იღიმოდა კიდეც. მეც მაცინებდა, გიხდება ღიმილიო, ხშირად მეუბნებოდა, მერე მისი ნაქსოვები და ნაქარგები მაჩვენა. -ზამთრში აქ გრძელი ღამეები იცის, ყველგან ასეა, რა ვაკეთო მარტომ და ვსაქმიანობ, მერე სტუმრად ვინც მოდის ვჩუქნი, ტურისტები ყიდულობენ, ნახე შენთვის რა მაქვს?- მითხრა და ერთ ერთი ნაქარგი აიღო, ტილოზე გოგონა იყო გამოსახული, ნისლში იდგა, შავი თმები გაშლოდა, სახე თითქმის არ უჩანდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თვალები იყო გამოკვეთილი, ეს თვალები... თვალები ... თვალები ჩემი ჰქონდა. ტილოს ხელი გადავუსვი, შემამჩნია როგორ ვუყურებდი, ვიგრძენი როგორ ადგა და მომიახლოვდა, ჩემს ხელებში მოქცეულ ტილოს დააცქერდა, ვიგრძენი როგორ აუძგერდა გული, მანაც შენიშნა მსგავსება, არ ვუყურებდი მაგრამ ვიგრძენი როგორ გაეღიმა, ღრმად ჩაისუნთქა და მის ადგილს დაუბრუნდა. -ეს შენია, შენთვის გავაკეთე.- თინა ბებომ გამიღიმა და მაგიდაზე განლაგებული ნივთების ალაგება დაიწყო - და კიდევ ესეც, - ტილოზე გაზაფხული იყო ამოქარგული, იმდენად ვიყავი გოგონას პორტრეტით აღფრთოვანებული და გაოგნებული თითქმის არ გამიგია რა მითხრა, მხოლოდ თავი დავუქნიე.“ და ახლა, როდესაც ამ ყველაფერს დავცქეროდი, მახსედებოდა ის და ვგრძნობდი რომ იქ უნდა ვყოფილიყავი მასთან, იმასაც ვგრძნობდი რომ ვჭირდებოდი, მაგრამ კარგად იყო, ფიზიკურად კარგად მაგრამ სული ჰქონდა გატეხილი, ვჭირდებოდი, ისევე როგორც მე მჭირდებოდა ის. მოგონებები თავს მახსენებდნენ, მტკიოდა სვანეთი და მიხმობდა ისევე როგორც საკუთარ შვილს. არ უნდა მიმეტოვებინა, განსაკუთრებით კი, იმ ღამის შემდეგ მაინც, რაც ერთმანეთის გვერდით გავათენეთ, საუბარში. მახსენდებოდა მისი სიტყვები, მისი აღიარება და უფრო და უფრო ვუძლურდებოდი. ჩემი გულის წინააღმდეგ მივდიოდი, არ ვემორჩილებოდი გონებისა და გულის გამოძახილს. არ ვიცი რას ვებრძოდი ჩემში, ან რატომ ვიყავი ასეთი ჯიუტი. იცი ერთხელ მოდილიანს კითხეს: -რატომ ვერ ხატავდა თვალებს? პასუხი კი მხოლოდ ერთადერთ ქალს გასცა, ჟანას... ქალი რომელიც მისი ბედისწერა გახდა, ქალი რომელმაც მის გარეშე ყოფნას საუკუნო სატანჯველი არჩია და თავი მოიკლა... პასუხი კი.. ,,შენს თვალებს დავხატავ როდესაც შენს სულს შევიცნობო“ და მან მისი ცხოვრების მანძილზე, მისი შემოქმედებისას მხოლოდ ერთხელ დახატა და ისიც იმ ქალის თვალები, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, მოდილიანი იმ დღეს მოკლეს, როდესაც მან აღიარება მიიღო, როდესაც ყველაზე ბედნიერი იყო, როდესაც ქმარი და მამა გახდა. ,,-მე აღიარება არ მჭირდება, მე უბრალოდ ადამიანი მჭირდება, რომელიც იქნება სუსტიც და ძლიერიც, ძალიან ნაზი მაგრამ ამავ დროულად ყველაზე მამაცი, ვერ დაგკარგავ მარიამ, ვერ შევძლებ იმას რომ შენს გარეშე არსებობა განვაგრძო, რომ ბედნიერი ვიყო, რომ შევძლო წარსული დავივიწყო და მეც ჩვეულებრივი ადამიანივით განვლო ცხოვრება.“ ამ სიტყვების შემდეგ, მაინც წამოვედი. კი არ წამოვედი გამოვიპარე. ჩანთა ისევ ისე შევინახე, ისევ ღრმად, რომ არ დამენახა, თვალი რომ არ მომეკრა. ნივთები რომლების მის თავს მახსენებდნენ უფრო სუსტს მხდიდნენ. საწოლამდე მანძილს ვამცირებდი, ნელა გამოზომილი სინაზით მივიწევდი მისკენ, თითქოს კიოდა, ყვიროდა, მიხმობდა. საწოლზე დადებული რვეული საშველად მიხმობდა. არ ვიცოდი რას წავიკითხავდი იქ, არ ვიცოდი რა მელოდა, რისი იმედი უნდა მქონოდა, მაგრამ მე ეს უნდა მენახა, უნდა წამეკითხა. ალბათ ხუთი წუთი, ან მეტი მეჭირა რვეული ხელში, არასდროს მოვინდომებდი რომ ჩემი დღიური ვინმეს წაეხითხა, არც ერთ მეგობარს, ეს ხომ ჩემი ტკივილების თავშესაფარს წარმოადგენს? ახლა კი მე სხვისი ტკივილი და ბედნიერება უნდა მენახა, მისი თანამონაწილე უნდა გავმხდარიყავი. ხელები მეწვოდა, ბაქარის სიტყვები გამახსენდა: ,,მარიამ ეს უნდა ნახო, ეს უნდა წაიკითხო“ ,,შენ ჩვენი ბოლო იმედი ხარ“. ჩემი ნაინა, ჩემი ღიმილა გოგო, ჩემგან ძალიან, ძალიან შორს იყო, მე კი ძალიან ძალიან მენატრებოდა. ნაზად გადავუსვი სხვის მოგონებებს ხელი, მეგონა რვეულს თუ გადავშლიდი სხვის სულს შევეხებოდი. ძალა მოვიკრიბე და .... ლამაზი ხელით ნაწერი, ზოგი ადგილი თითქოს და გადაშლილი, ზოგიერთმა სიტყვებმა შემაშინა კიდეც, და პირველივე აბზაცს დავუბრუნდი. *** იცი, ვფიქრობდი, როგორ უნდა გავმხდარიყავი უკეთესი, ისეთი როგორიც სხვებს უნდოდათ, ისეთი ვყოფილიყავი როგორიც სხვებს სურდათ, მე კი არაფერს მეკითხებოდნენ, მინდოდა თუ არა, უბრალოდ სულ სხვების ნება სურვილი უნდა შემესრულებინა. ასე იყო, მე კი ვინ ვიყავი? არავინ, ცარიელი ადამიანის ფიტული, არარაობა, სიცარიელე, უსასრულობა და არაფერი, მხოლოდ შავი სამყარო. ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებ რომ ამ ყველაფერს გავაპროტესტებ და ყველაფერი დალაგდება, რომ მე როგორც ადამიანს, როგორც უბრალო გოგოს ისე შემომხედავენ, მაგრამ დილით ვიღვიძებ და ისევ ისე გრძელდება დაუსრულებლად ყველაფერი. -სად ვცხოვრობ მე? ჯოჯოხეთში! ამაზე უარესი რა შეიძლება რომ იყოს? არაფერი! საერთოდ არაფერი. უბრალოდ დაუსრულებლად გრძელდება ჩემი ჯოჯოხეთი და არაფრის შეცვლა შემიძლია. დიდი ხანია ვფიქრობ, თავი რომ მოვიკლა რა იქნება? არაფერი. ისევ არაფერი, მაგრამ ჩემს სულს საუკუნო სატანჯველისთვის ვწირავ. მე კი არ მინდა, საუკუნო სატანჯველისთვის გავიწირო. ამ ქვეყნად არსებობს საკუთარი ტკივილები, რომლებზეც ვერასდროს ვერავისთან საუბრობ. ის მხოლოდ შენშია და მორჩა, მხოლოდ შენშია ვერავის უყვები და მორჩა, გეშიანია რომ აქ ამ ფურცლებს ხმამაღლა ან თუნდაც ჩურჩულით რომ მოვუყვე, ან დავწერო კიდეც მეშინია, გონებაში გამეორებისაც კი მეშინია, მჯერა რომ ხვალ მთელ სამყაროს ეცოდინება თუ რა ჩავიდინე. ჩავიდინე? მე არაფერი ჩამიდენია, უბრალოდ ჩამადენინეს, გამიკეთეს სამყარო დამინგრიეს და ფიტულად მაქციეს. უბრალოდ ისევ ისე ვხედავ კადრებად, სურათებად, ხმები ისევ ისე ჩამესმის როგორც მაშინ, ყოველ დღე ვხედავ, ყოველ ღამითაც კი, სიზმარში. აი, ახლაც, იმის მიუხედავად რომ ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო ვერ ვეჩვევი, ვერ ვივიწყებ, საკუთარი თავი დავკარგე, ახლა კი მეშიანია, უფლის რწმენა და სიყვარული არ დავკარგო, მეშინია სულიც არ გამიუფერულდეს. ყოველი დღის გათენების მეშინია, ბინდიც მაშინებს, ღამით ყოველი გაფაჩუნებაც კი მაშინებს, უკვე პარანოია მეწყება. ,,შენ ესოდენ მშვიდი ხარ, რატომ არ ყვირი?- ჩამძახის სულში რაღაც, მე ვყვირი, მივუგე მას, უბრალოდ თქვენ არ გესმით.“ ეს იმდენად ჩუმი ყვირილია რომ ხანდახან საკუთარი სიჩუმეც კი მაშინებს, იცით რა არის ნამდვილი სიმდიდრე ?! ერთი ადამიანი მაინც რომ გყავს, ვისთანაც გულწრფელად შეგიძლია საუბარი." მე კი ასეთი საერთოდ არავინ მყავს, საერთოდ არავინ, არავის შემიძლია ვუთხრა, ხანდახან საკუთარი ფიქრებიც კი მაშინებს, მეშინია ყველაფრის რაც ჩემს გარშემო ხდება, ოდნავ გაფაჩუნება, ჩურჩული, ხეების შრიალიც კი მაკრთობს. იცით რა მინდა? რა არა, ვინ. მყავდეს ვინმე ვინც ამ ჭაობიდან ამომიყვანს, ამომათრევს ამ უფსკრუიდან და დამანახებს რომ სამყაროში არსებობს ფერები, ფერები რომლებიც ათასფრად ანათებენ, სადაც ადამიანები იღიმიან და უხარიათ, სადაც ცრემლის შემდეგ სახეს, ნათელი ღიმილი ფარავს, ჩემთან კი ასე არ ხდება, ჩემთან ყველაფერი პირიქითაა, ერთი გაღიმება მთელ ცხოვრებად დამიჯდა, მუქი ფერები, მუქი ცა, მხოლოდ შავი ფერებია ირგვლივ, ცაც კი შავია, ცასაც აღარ დაკრავს ისეთი ხალასი ფერები, მერე რა რომ გაზაფხულია, მერე რა რომ გარეთ სიმწვანე უნდა სუფევდეს, ყველაფერი იღვიძებდეს და ყვაოდეს. მე კი პირიქით ვხედავ, ყველაფერს პირიქით აღვიქვამ, ირგვლივ სამყარო კი არ იღვიძებს არამედ კვდება, ყველა და ყველაფერი, მე კიდევ არ მინდა , არ მინდა ასე გრძელდებოდეს, მეც მინდა სხვების მსგავსად მხიარული და ბედნიერი ვიყო. აი ხედათ? ისევ ბედნიერებამდე მივედით, ბედნიერებამ ჩემი არსებობა დაივიწყა, აღარც კი ვახსოვარ, მე უბედური ვარ, ისეთი ადამიანიც კი არავინ მყავს ხელი რომ ჩამკიდოს და ცხოვრების ხალისი დამიბრუნოს. ,,უკეთესია ერთი ხელი, რომელიც მოგიწმენდს ცრემლებს, როდესაც შენ ხარ ცუდად, ვიდრე ათასობით, რომლებიც ტაშს უკრავენ მაშინ, როდესაც ხარ კარგად.“ *** ადამიანები უცნაურები ვართ, უცებ ვიცით გაღმერთება ერთმანეთის, უცებ გვიყვარდება, ვუყვარდებით, მერე კი თითქოს არაფერი ყოფილა გაქცევა გვჩვევია, გავრბივართ ისე თითქოს იქ არც ვყოფილართ, არც გვყვარებია, ადამიანების არსებობასაც კი ვივიწყებთ. მერე კი მთელ არსებას ვჩუქნით მათ ვინც თითქმის არაფერია, არ გვყვარებია, არც ვიცით ვინ არის მაგრამ მაინც მასთან ვატარებთ ყველაზე ძვირფას წლებს. წლების შემდეგ, ვუფიქრდებით, ვაანალიზებთ და ტკივილი გვიპყრობს იმედგაცრუებასთან ერთად, ვხვდებით რომ ცხოვრების ხალისი დაგვიკარგავს, არ გვემეტებოდა ეს წლები იმისთვის რომ ასე ფუჭად ჩაევლო. საუკეთესო წლები გავატარეთ იქ სადაც ალბათ არასოდეს გავივლიდით. მაგრამ ბედი ყოველთვის გვეთამაშება, არ ვიცით წინ რა გველოდება, ალბათ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, რომ შევძლოთ ფეხზე მყარად დგომა. *** არ ვიცი როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ასეთი სუსტი, ასეთი მეამიტი, მაგრამ შემეშინდა, შემეშინდა იმის რომ ჩემ საყვარელი ადამიანები იგივე ბედს გაიზიარებდნენ როგორსაც მე, შემეშინდა, ტკივილის რომ ისინი ვერ გაუძლებდნენ, რომ მე უფრო მეტად მეტკინებოდა, რომ ისინი ვერ გაუძლებდნენ. ვიცი ადრე უნდა მეთქვა და ყველაფერი მოგვარდებოდა მაგრამ არ მოხდა ასე, შემეშინდა. შიში ყველაზე ცუდი რამ ყოფილა, მაშინ როდესაც საფრთხე შენს საყვარელ ადამიანებს ეხება, ყველაზე ძვირფასებს მითუმეტეს. ალბათ შევძლებ ოდესმე ავდგე და სიმართლე ვთქვა, მაგრამ კიდევ უფრო მეშინია, სიკვდილის? არა, სიკვდილი ყველაზე კარგი გამოსავალია, დავისვენებ, ალბათ ღმერთთან ასეთი წაბილწული ვერ წავრსდგები. მეშინია, უკვე ყველაფრის მეშინია, იმის გახსენებისაც კი მეშინია რა მოხდა იმ დაწყევლილ დღეს, რა განაჩენი გამომიტანეს, როდესაც მგონია რომ ყველაფერი დამთავრდა სწორედ ისევ ისე იწყება ყველაფერი თავიდან, ... იმ დღის გახსენების მეშინია, კი არ მეშინია ისევ იმ ტკივილის განცდის მეშინია, თუმცა უკვე ტკივილსაც კი აღარ ვგრძნობ, საერთოდ არაფერს, სიცარიელის გარდა თითქოს ფიტული დავრჩი... მხოლოდ პატიებას ვითხოვ, მხოლოდ პატიებას, მეტს არაფერს, რომ ჩემში ეჭვი არ შეიტანონ. ვიცი მირიანი აქ რომ იყოს ის ყველაფერში დამეხმარება, ბეშქენი კი ამას არ გააკეთებს მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმაა, მაინც მგონია რომ რამე რომ შემეშალოს შეუძლია დაუფიქრებდა მომკლას. მართლა, არ ვხუმრობ, დედას გეფიცებით. მაინც მის ძმაკაცს გაამართლებს, რო მე მივეცი საბაბი, რომ ჩემი ბრალია ყველაფერი. მე ხომ ბევრი რამ დამინახავს და ვიცი, ვიცი რა შეუძლია მას, განა ასეთი იყო არა, ასეთი ცხოვრებამ გახადა, ისიც ხომ იღიმოდა, მახსოვს როგორ თამაშობდა ჩემთან ერთად, იცინოდა, ჩემთან ერთად მღეროდა კიდეც, მაგრამ მერე შეიცვალა, მასაც ატკინეს, და რომ მიყურებდა თვალები ცრემლებით ევსებოდა, მერე ბრაზს ვხედავდი, მერე მერე აღარაფერს, როგორც ჩემს თვალბში შეიმჩნევა სიცარიელე ისე იყო მისი თვალები... ისიც ისევე ცარიელია როგორც მე... *** როგორ მჭირდება ჩემი მირიანი, როგორ მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, ვიცი შეძლებდა ჩემს დაცვას და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, როგორ მინდა ვთქვა რა მოხდა, მინდა დავწერო მაგრამ მგონია რომ ფურცელზე დაწერილი სიტყვები წამოდგებიან და ტირილს დაიწყებენ როგორც მე ვკიოდი მაშინ, რომ მტკიოდა, მას კი არაფერი ესმოდა, როგორ მინდოდა რომ აღარაფერი მეგრძნო მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი, სხეულის ყველა უჯრედი მტკიოდა, ყველა წერტილი. მაგრამ ყველაფერი მახსოვს... ყველა წვრილმანი... ყველა ამოსუნთქვა... ყველა ბგერა... როგორ მინდა რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, როგორ მინდა რომ მალე გავშორდე ამ სამყაროს რომ მალე წავიდე ამ დაწყევლილი ადგილიდან, იქნებ მალე დამავიწყდეს კიდეც... მაგრამ, რამდენიმე იარა ისევ დამრჩა რამდენიმე ადგილას. უბრალოდ მიზეზსაც კი ვერ ვხვდები მე რატომ? მაგრამ გამოსავალი ერთია მხოლოდ ერთი... მხოლოდ ერთი გამოსავალი... *** არ ვიცი როგორ დავდივარ, ვერსად ვეღარ ვგრძობ შვებას, მეგობრებსაც კი ჩამოვშორდი მისი შიშით, იმის შიშით, რომ მათაც დაუშავებს რამეს, ის ხომ მხეცია, ნადირი. არა ცხოველზე უარესია, ვიცი ცხოველები ერთმანეთს ინდობენ, ადამიანებსაც კი, ის კი არავის ინდობს. მისი ყოველი გამოხედვა მაშინებს, მგონია რომ ამაზე მეტს ვეღარაფერს დამიშავებს მაგრამ მისი სიბრაზე, ბოღმა და სიბოროტე, უსასრულოა, მას საერთოდ არავინ ანაღვლებს. ანდრია, ჩემი კურსელი ლამის ხელებში ჩააკვდა, მხოლოდ იმის გამო რომ ჩემს გვერდით იდგა და რაღაცაზე გაცხარებით ვკამათობდით, ბოლოს ისეთი სულელური არგუმენტი მოიყვანა გამეღიმა, სწორედ ეს დაინახა ,,ცხოველმა“ და ... აღარ მინდა ამ ყველაფრის გახსენება, მაგრამ აქ რომ ვწერ ცოტას, ოდნავ შვებასაც კი ვგრძნობ, მაგრამ მე ხომ უკვე აღარაფერი აღარ მიშველის, საერთოდ აღარაფერი, ისე ჩამიყოლია, ძალით ჩამითრია ამ წუმპეში რომ მეც მისნირი მხეცი ცხოველი გავხდები ალბათ. *** დღეს ნაინამ დამირეკა, ისევ ისეთი ხმა ჰქონდა, მინდა რომ ჩემთან იყოს, ახლოს, დამიცვას, იაგოს ხმაც კი გავიგონე, ნენე არ მომწონხარ, რაღაც ხდება და არ მეუბნებიო. როგორ უნდა მეთქვა? როგორ ვუთხრა? როგორ? რომ ერთმა არამზადამ, ცხოველმა ცხოვრება დამინგრია? რომ მის შემდეგ ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ, საკუთარი სიძულვილის გარდა? როგორ ვუთხრა, იცი რა? მას ნაინა მოსწონს ,მოეწონა, მე ცხოვრება დამინგრია, ახლა კი შენს დასაც იგივე მოელისთქო? ჩემს მეგობრებთანაც კი ვერ ვმეგობრობ, მეშინია რომ რამეს დაუშავებს, რომ ჩხუბის დროს არაადეკვატური გახდება და შეიძლება რომელიმე სერიოზულად დააშავოს. *** ყოვეთვის მეგონა რომ თუ ამ სამყაროს გავეცლებოდი ბედნიერებასაც ვიპოვიდი. ხომ გაგიგიათ?! ,,ხალხი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, მეც სწორედ ასე დამემართა, იქ სადაც ბედნიერებას ვეძებდი, სწორედ იქ მიპოვა უბედურებამ, სწორედ იქ სადაც ვცდილობდი ყველაფერი ცუდი დამევიწყებინა, სწორედ იქ დაიდო ჩემმა უბედურების სათავემ ბუდე. სწორედ იქ გამანადგურეს სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი, სწორედ იქ შემლახეს და გადამიარეს. სწორედ იქ... ხომ, რა რიგად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ იქ. გამომიყენეს, გამთელეს, გამანადგურეს და ადამიანის ფიტულად მაქციეს... ისეთ ფიტულად, ტკივილიც რომ აღარ შეუძლია. ისეთად ვეღარაფერს რომ ვეღარ გრძნობს. ახლა რა ხდება? ახლა მხოლოდ ფურცლებს ვანდობ ჩემს ტკივილს, ესეც კი მაშინებს, ესეც კი მეშინია. ფურცლებზე ვწერ მაგრამ ესეც კი მაშინებს, მასაც კი ვერ ვენდობი ბოლომდე, მეშინია... მეშინია... ნეტავ რისი? მე ხომ აღარაფერი დამრჩა რაც ტკივილს მომგვრის, რაც უფრო მეტ ტკივილს მომაყენებს, არა არაფერი, საერთოდ არაფერი, მხოლოდ ტკივილია და სიცარიელე, მეტი არაფერი. რომ არ მტკივა, რომ ვერაფერს განვიცდი მხოლოდ ეს მტკივა, ახლობლების სიყვარული მტკივა და ჩემი უმოქმედობა. მაშინებს იმის გამეორება რაც მოხდა, რაც იყო, არ ვიცი რა იქნება. უკვე აღარაფერი აღარ ვიცი, მხოლოდ ერთი რამ ვიცი, აღარაფერი არ იქნება ძველებურად. ყოველ წამს ველოდები რომ ვიღაც მოვა, გადამილის გადამთელევს დ გამომიყენებს, ისევ ისე გამანადგურებს. მე ხომ წმინდა აღარაფერი აღარ დამრჩა, უკვე აღარავინ აღარ ვარ... აღარაფერი ვარ... *** დღეს უნივერსიტეტის წინ დამხვდა, ისე საშინლად მაშინებს მისი თვალები. მეშინია მისი თითოეული ამოსუნთქვის მეშინია, მეშინია რომ ამ ხალხის პატივისცემასაც დამაკარგვინებს, იმ ადამიანებსაც დამაკარგვინებს, ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასები არიან. ისევ ისე შემაშინა. უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები, რაღაცას ამბობდა კიკი, ჩვენ კი გემრიელად გვეცინებოდა... რამდენიმე საფეხური მაშორებდა მას, მისი ცივი თვალების შეხედვისას სახეზე ღიმილი შემეყინა, ლამის ჩამოვარდი კიბიდან. -ნენე კარგად ხარ?- უცებ დამიჭირა კიკიმ, ნეტავ არ დავეჭირე, ნეტავ დავცემულიყავი, რამე მომეტეხა, ოღონდ ის არ დამენახა. ის კი ისევ ცივი და ირონიული ღიმილით იღიმოდა, ისევ თვითკმაყოფილების შეგრძნება, მე კი უსუსურობის. როგორ მაზიზღებდა ცხოვრებას მისი ყოველი გამოხედვა, მისი ყოველი ღიმილი და მიმიკა. ჩემი არ არსებობა ვინატრე, სწორედ ამ წამს მინდოდა ჩემი არ არსებობა, საერთოდ გაქრობა ვინატრე, გვერდით ავლა გადაწყვიტე, მაგრამ არ მაცადა, ისევ იმ სახით დამიდგა წინ, ისევ იმ ამაზრზენი ირონიული ღიმილით, ახლა რომ ვწერ, ისევ ცრემლით ვნამავ ფურცლებს, ისევ ისე, არა უფრო ძლიერ მძულს საკუთარი თავი. მან კიდევ ერთხელ გადამთელა და გამანადგურა, მან კიდევ ერთხელ შემლახა და სული დამიცარიელა ისევ ისე. უფრო ცარიელი გამხადა, უფრო მეტადაც კი როგორიც ვიყავი. *** დღეს მითხრა რომ ნაინას ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, ფაქიზი სახის ნაკვთები. -ხომ არ გინდა შენი დობილი გავაბედნიერო?- მკითხა ირონიული ცივი ხმით. როგორ მინდოდა რომ მომეკლა, მისი სახიდან ღიმილი წამეშალა, მინდოდა რომ მისი სახე აღარასოდეს აღარ მენახა. მე უკვე აღარაფერი მეშველებოდა, ნაინას კი ... ჩემს მზრუნველს და ოდნავ ბუზღუნას, რამე რომ დაშავებოდა, ეს უკვე პიკი იქნებოდა. დამემუქრა თუ მისგან შორს ვიქნებოდი ყველას ცხოვრებას დაუნგრევდა ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, მე კი ნაინა ყველაფერზე ძვირფასად მიმაჩნდა, ცხოვრებას მივენდე... ,,ნუთუ ახლა მე ხელი ჩავიქნიე და მის მონად ვიქეცი?“- სადღაც შემორჩენილმა ძალამ გულამდე, გონებამდე მიაღწია და განგაშს ზარები გაუშვა. არა ომი არ შემიძლია, მის წინააღმდეგ ვერ წავალ. და ბოლოს მაინც ფარხმალი დავყარე... მაინც დავდებდი... ცხოვრების გზას მივყვები... იმედი მაქვს, ღმერთი ჩემს ლოცვას შეისმენ და შვებას მომგვრის, განამთავისუფლებს ამ სატანჯველისგან. *** მეტის კითხვა აღარ შემეძლო, უცებ დაკეცე დღიური და ბალისში ჩავრგე თავი, ახლა მეც ისე მჭირდებოდა გათითშვა და ამ ცხორებიდან გაქრბა როგორც ნენეს, მისი პირადი ჯოჯოხეთიდან... წარმოდგენაც კი მიჭირდა რისი გადატანა უწევდა ამ ერთი ციდა გოგოს. ერთი ციდას, ოღონს ყველაზე ძლიერსა და მამაცს. ყველას არ შეუძლია დაიცვას მისი ძვირასი ადამიანები, ყველაა არ შეუძლია უყვარდეს როგორც მას უყვარდა მისი მეგობრები, მე მის ნაწერებთან გამკლავება მიჭირდა, მას კი მისი პირადი ჯოჯოხეთი ქონდა. *** დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავბრუნებოდი, რომ ჩვეულებრივად გამეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ მაშინ როდესაც თავ ს თავისუფლად ვგრძნობდი, როდესაც უკვე მეგონა რომ ,,ვსო ყველაფერი მორჩა“, ნოსტალგიას ბოლო მოეღო, სწორედ მაშინ შემომიტევდა სვანეთის მონატრება, ის ორმოცდახუთი დღე რომელიც იქ გავატარე. ისე ღრმად იყო ჩემში გაჟღენთილი, ისე ღრმად ჩაბეჭდილი,მოსვენების უფლებას არ მაძლევდა. ღამით მანქანების გამაყრუებელი ხმა რომ მესმოდა, შეშინებული წამოვდგებოდი, რამდენიმე წუთი მჭირდებოდა რეალობაში დასაბრუნებლად, ახლა... ამჯერად, ეს სამყარო მიხუთავდა სულს, მოსვენებას და სიმშვიდეს ვერ ვპოულობდი. უკვე შემოდგომამ გააღო კარი და შემობრძანდა, ათასფერი მიეღო არემარეს. ყველაფერმა ხალისი დაკარგა, ჩემი საყვარელი დრო, ისეთი ბრწყინავი და ათასფერი უკვე აღარ მეჩვენებოდა, როგორც ადრე. ვგრძნობდი, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, თავს მეტად და მეტად გარიყულად ვგრძნობდი, ჩემი ჩვეული სამყარო ჩემგან ძალიან შორს იდგა. ის რისთვისაც აქამდე ვიბრძოდი, რისთვისაც მივისწრაფვოდი აღარ მადარდებდა, ახლა ამ ყველაფერმა ფერი დაკარგა და ყველაფერი უმნიშვნელო გახდა. ახლა ვგრძნობდი, რისთვისაც ამდენი ხნის მანძილზე ბრძოლა მიწევდა, არც ისეთი მნიშვნელოვანი ყოფილა როგორადაც წარმომედგინა. ისევ შაბათი დღე იყო და ისევ ფანჯარასთან ვიდექი, უცნაურად ვგრძნობდი თავს, ისე ვიყავი თითქოს გადაწყვეტილება უკვე მიმეღო და მომავლის აღარ მეშინოდა, ალბათ ათასჯერ მაინც დავწყევლე თავი სვანეთიდან რომ წამოვედი. იმდენად მენატრებოდა ის ყველაფერი, თითქოს აქ ვიყავი სტუმრად და იქ მშობლიური სახლი მენატრებოდა. ათიათასჯერ მაინც გავიხსენე თითოეული წვრილმანი, ჩასვლიდან გამოქცევამდე. დიახ, გამოქცევამდე... გამოვიქეცი, აბა რა ერქვა ჩემს წამოსვლას? რა სახელი შეიძლება ვუწოდოთ ჩემს საქციელს? სხვა არაფერი. შემეშინდა რომ მას რამეს დაუშავებდნენ და გამოვიქეცი, ისე რომ არაფერი მიკითხავს, თითქოს მას არ ეხებოდა ეს ყველაფერი. -შეგიძლია თვითგვემას მოეშვა და სხვებზეც იფიქრო? - ფანჯარასთან მდგომს დედის სასოწარკვეთილი ხმა მომესმა, ალბათ თვალებშიც ცრემლი ედგა. ვერაფერი ვუპასუხე, ისევ ისე გაუნძრევლად ვიდექი და ფიქრებით, ძალიან-ძალიან შორს ვიყავი. -მარიამ გესმის?- მკაცრი იყო მისი ხმა. -კი დედა მესმის- სადღაც შორიდან მომესმა საკუთარი ხმა. შეცვლილი, დაბეჩავებული, გაწამებული და სახე დაკარგული, მაგრამ მაინც ვერ გავბედე მიბრუნება. -და რა გესმის? მე ასეთი არ გამიზრდიხარ, ასეთი...- ალბათ სათანადო სიტყვას ეძებდა, - თავხედი- პირველად ხდებოდა როდესაც დედა ასე მესაუბრებოდა, მტკივნეული იყო, მაგრამ არც იმდენად რომ სხვა ყველაფერი გადაეფარა- შენ გეუბნები და პატივისცემასაც კი არ იჩენ, ზუგრშექცევით დგეხარ და იმდენი ზრდილობა არ გაგაჩნია რომ შემომხედო?- ასეთი დედა ცხოვრებაში არასდროს არ მახსოვდა, ის ასეთ სიტყვებს არასოდეს იყენებდა. -მაპატიე დედა არ შემიძლია- უცებ მოვბრუნდი მისი დანახვაც კი ვერ შევძელი, ისე უცებ შევიკეტე სააბაზანოში. მინდოდა მეტირა, გული დამცარიელებოდა, მაგრამ ცრემლიც კი არ მომდიოდა. გული სული მიდუღდა და თვალებიდან ერთი ცრემლიც კი არ მომდიოდა, ვერ შევძელი ტირილი, ისევ ვერ შევძელი. ცივ წყალს მივუშვირე სახე რომ შინაგანი მღელვარება, შინაგანი ცეცხლი რომ ჩამექრო, მაგრამ არა, პირიქით, უფრო ცუდად ვხვდებოდი, როგორ მინდოდა მეტირა ბოლო ხმაზე, მაგრამ ამასაც კი ვერ ვახერხებდი, თითქოს ცრემლიც გამომელიაო, როგორ გამომელეოდა როცა თითქმის არასოდეს მიტირია? -რა გაგიკეთეს ასეთი... იქ... შენს საყვარელ სვანეთში?- ჩამესმა დედის ხმა. -წადი! დაბრუნდი... იყავი იქ თუ ასე ძალიან გინდა... ოღონდ ასეთს არ გიყურებდე... შენ ასეთი არ იყავი მარიამ...- ვიგრძენი როგორ გაებზარა ხმა, როგორ შემძულდა უარესად საკუთარი თავი, უსუსურობისა და უმოქმედობის გამო, როგორ მინდოდა რომ ასეთი სუსტი არ ვყოფილიყავი სამყაროს წინაშე, არა და როგორი ძლიერი მეგონა თავი. მეგონა ვინც შემიყვარდებოდა მის გამო მთებს შევძრავდი, მაგრამ ახლა დავჩიავდი, დავკნიდი, იქნებ დედა მართალი იყო და უნდა დავბრუნებულიყავი? როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი ესეთი ყოფა? ვხედადი როგორ ძლიერ ვტანჯავდი საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და ყელაზე მეტად მას. საშველი არსად იყო, ვერავინ შეძლებდა ჩემს დახმარებას, საკუთარ თავში უნდა მეპოვა გამოსავალი. -ნაინა როგორ მჭირდები... საკუთარ ანარეკლს გავუსწორე მზერა, ისევ შემაშინა საკუთარმა თავმა, არეულმა სახემ, ახლა მივხვდი რას ნიშნავს ფრაზა: ,, ყველა ფიქრი გაწერია სახეზე“. სახის ყველა ნაკვთი დაჭიმული მქონდა, გავფერმკრთალებულიყავი, თვალებს ფერი უფრო მეტად დაკარგვოდათ, თმები კიდევ უფრო საშინლად, ტუჩებს არაბუნებრივი ფერი მიეღოთ, ტანსაცმელს თვალი რომ მოვკარი, ,,ეს როდესმე მქონდა?“ ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, საკუთარი თავი არასოდეს დამიკარგავს, ახლა კი ვკარგავდი, მის გარეშე ცარიელი ვიყავი. *** დღიურს ვეღარ ვკითხულობდი, სული მეწვოდა, ხანდახან სიზმრად ვხედავდი კიდეც როგორ უახლოვდებოდა მას, როგორ ცდილობდა კიდევ ერთხელ დაუფლებოდა, როგორც ცხოველს ისეთი მოქმედებები ჰქონდა, მინდოდა დავხმარებოდი, მინდოდა ახლოს მივსულიყავი, მაგრამ ერთხელაც ვერ მივუახლოვდი, ვერ ვშველოდი, ბოლოს დანას ვხედავდი მის ხელში, უნდა მოეკლა, უნდა დაერტყა, ვემუდარებოდი, ვეხვეწებოდი მაგრამ ამაოდ, რაღაც ავის მომასწავებლად გადაიხარხალებდა და სიბნელე შთანთქავდა ორივეს, მე კი საკუთარი კივილის ხმა მაღვიძებდა. -მარიამ რა ხდება- ოთახში დედა შემოვარდა, სწრაფად აანთო სინათლე- რა მოხდა რა გაკივლებს.- დედას პირველად მიწვდა ჩემი ხმა. -არაფერი- ძალა გამომცლოდა, სხეული მიკანკალებდა, სუნთქვა არეულს საკუთარი ხმა ექოდ მომესმა, გაფითრებულ დედას რომ შევხედე, საკუთარი თავი კიდე უფრო მეტად შემძულდა, საყვარელ ადამიანებს ტკივილისთვის ვიმეტებდი. აუცილებლად, სიმართლე უნდა მეთქვა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩემეული სიმართლე და არა ნამდვილი ისტორია, დედას ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი. - კოშმარი დამესიზმრა დე. -ჩავახველე რათა, ხმას ძველი ბარიტონი დაბრუნებოდა. -უკვე მერამდენე ღამეა ასეა- საწოლთან ჩამომიჯდა დედა- მარი, მითხარი დე რა ხდება, მე დედა ვარ და ყველაფერს გავიგებ, მითხარი რა ხდება დე. ადამიანის სახე დაკარგე, ჩემი ღიმილიანი გოგო აღარ ხარ, სახე სულ დაძაბული გაქვს და ოდნავი ხმაურიც კი გაკრთობს, მითხარი რა ხდება, დაგეხმარები. ხომ იცი ჩემი იმედი მუდამ უნდა გქონდეს, სულ გვერდით გეყოლები როგორადაც არ უნდა გიჭირდეს, მე დედა ვარ და შენზე ზრუნვა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, შენ ჩემი შვილი ხარ, ეს უნდა გახსოვდეს. -სვანეთში ყოფნისას ერთი ისტორია მოვისმინე- შესავლის გარეშე დავიწყე მოყოლა, მის თვალებში ტკივილს ვხედავდი, ვიგრძენი რომ სინამდვილეზე უარეს ფიქრობდა, ჩემი დუმილი კი ეჭვებს უფრო უმძაფრებდა, ფიქრებს უღრმავებდა- მერე ხომ იცი ჩემი ცნობისმოყვარეობის ამბავი, ვერ მოვისვენე და მოკვლევა დავიწყე, ბევრი გავიცანი, ახალგაზრდები, ჩემი ტოლებიც და უფროსებიც, განსაკუთრებით კი ნაინა, დე ისეთი თბილი და ფაქიზია, მეგონა რომ თოვლი იყო და მალე გაქრებოდა. ძალიან ყურადრებიანები იყვნენ, ჩემი მასპინძელი ისე თბილად მექცეოდა და მეძახდა, ხანდახან შენ მეგონე კიდეც.- ნელიკოს გახსენებზე ღიმილი დამეფინა. -რამდენიმე ლაშქრობაში იყვნენ წასულები და მეც თან გავყევი, დღესასწაულებზე ნაინა მის ოჯახში მპატიჟებდა, მისი მეგობრებიც გამაცნო, გიჟები და გადარეულები როგორც ჩემები, არც ერთი წამით არ მომიწყენია. -მარიამ აბა მითხარი რა მოხდა- ვგრძნობდი რომ დედა უფრო მეტად ავაღელვე, მაგრამ ამავ დროულად მშვიდდებოდა კიდეც. -აი, ის გოგო, ვისი ისტორიაც მოვისმინე, ნაინას მეგობარი იყო, ის იმ დიდი სამეგობროს ტკივილია. -არაფერი მესმის, ის ბიჭი ვინ იყო, ან რა მოიტანა. რა დაემართა იმ გოგოს. -ის გოგო მოკლეს- ეს უნდა მეთქვა. -ვაიმე შვილო, საცოდავი დედამისი- დედამ პირზე აიფარა ხელი, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. - იქ ხომ იცი პოლიცია არ ერევა ასეთ ვენდეტებში, იქ ოჯახი და უხუცესი წყვიტავს ყველაფერს, მეგობრებმა კი არ დაივიწყეს და მოკვლევა დაიწყეს, ცოტა ჩემი ბრალიც კი იყო, ის ... -მარიამ, რა იყო შენი ბრალი? რა ჩაიდინე?- როდესაც დედა ასე მომმართავდა ასეთი ტონალობით მაშინ ჩემს წინ მოსამართლე იდგა და ჩემთვის ვერდიქტის გამოტანას ცდილობდა. -არაფერი დედა, უბრალოდ დამაინტერესა რა მოხდა, ეჭვები გამიჩნდა, მისი ძმა დაბრუნდა საქართველოში და დის სიკვდილის გამოძიება დაიწყო, მიზეზი თუ რატომ მოიკლა თავი. -წეღან მითხარ მოკლესო, ახლა თავი მოიკლაო? და ეს ყველაფერი შენს სიზმრებთან რა კავშირშია?- უნდობლად მიყურებდა. -დღიური იპოვეს, მისმა მეგობრებმა, მათი გადაწყვეტილებით მეც უნდა წამეკითხა და მთხოვეს რომ წიგნი გამოვცე მასზე, მათ ადათ-წესებსა და ზოგჯერ უსამართლო მოპყრობაზე. -მარიამ შენ გაგიჟდი? არავინ გაპატიებს ამ ყველაფერს. ალბათ გაიგე რა შეუძლია მაგ კუთხის ხალხს. გიკრძალავ საერთოდ მაგ თემაზე საუბარსაც კი. -ნუ ღელავ დე, არაფერი არ იქნება. არაფერი არ იქნება მსგავსი, ის ემოციები რაც იქ მივიღე სხვებისთვის არ მემეტება.- შვებით ამოისუნთქა. -შენი სიზმრები, მითხარი რა ხდება შენს სიზმრებში? -ვხედავ ნენეს, როგორ კლავენ მე კიდევ არ შემიძლია ვუშველო, ის საშველად მეძახის. -მარიამ, მოგონებებისგან თუ არ განთავისუფლდები, თუ დანაშაულის გრძნობას შენში არ ჩაახრშობ, შვებას ვერ იპოვი.- შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა, სიფრიფანა, უხმო ნაბიჯებით, მხრებში გამართული და დამშვიდებული. განა მე არ ვიცოდი რომ საკუთარ თავს ვერ ვიპოვიდი თუ ყველაფერი ისევ ჩვეულ კალაპოტს არ დაუბრუნდებოდა? დანაშაულის გრძნობისგან ვერ განვთავისფლდებოდი თუ მას არ ვეტყოდი, რომ მისი სიცოცხლე უფრო მეტად მიღირდა ვიდრე საკუთარი ბედნიერება. მირჩევნია იყოს ცოცხალი, სუნთქავდეს, თუნდაც უჩემოდ... იპოვოს ბედნიერება, ვიდრე ვიყო მასთან და მის სიცოცხლეს შევუქმნა საფრთხე. გადაწყვეტილების მიღება შვება მომგვარა, დედასტან დიალოგმა მიშველა, და პირველად, სვანეთიდან დაბრუნებულს, უსიზმროდ მეძინა, ისე რომ დილით დასვენებულმა გავიღვიძე. ტელეფონის გვერდით კი ნენეს დღიურს მოვკარი თვალი, კითხვა უნდა დამესრულებინა, მეტს ვეღარ გავუძლებდი. *** გადავწყვიტე, მორჩა, სიმართლეს ვიტყვი, როდემდე უნდა გაგრძელდეს მისი ასეთი მდგომარეობა, კარგი მე გადამიარა, ცოცხლად მალპოპს, მაგრამ ჩემს მეგობრებს რას ერჩის? რა უნდა მათგან? რატომ გამოჩნდა საერთოდ ჩემს ცხოვრებაში? რის მიღწევას ცდილობს? რატომ არსებობენ ასეთი ცხოველები დედამიწაზე, რომელთაც ადამიანის სახეები აქვთ? დღეს, ისევ იჩხუბა, ნუთუ ასეთი ბოღმა რა უდევს რომ ვეღარ განთავისუფლდა? *** მორჩა დღეს სიმართლეს ვიტყვე, მორჩა, დღეს ყველაფერი მორჩება, დღეს ყველანი დაისვენებენ, სიმართლეს საბოლოოდ აეხდება ფარდა. მე მისგან განვთავისუფლდები ან მოვკვდები, დავისვენებ, ასეთი ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ, არასოდეს არ მიგვრძნია ასეთი თავისუფლება როგორც დღეს, ვიცი დღეს გამოჩნდება, მშობლიურ სახლში დაბუნებულს აუცილებლად მინახულებს. არ ვიცი რა იქნება, ან მომკლავენ ან მაპატიებენ, არ ვიცი რა ვერდიქტს გამომიტანენ, მაგრამ ეს ვიცი რომ ცოცხლად ვეღარ დამალპობს, რომ ვეღარ შემეხება, ვეღარ გადამთელავს. ეს ისეთი მაგარი შეგრძნებაა... ღმერთო მომეცი გამბედაობა, რომ ბოლო წამს მხნეობა არ დავკარგო, რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე. დღეს ბეშქენი გაიგებს ვინაა მისი მეგობარი სინამდვილეში, ვინ უდგას გვერდით და ვის გამო გაწირავს თავს. დაე სიმართლე გაიგოს ... მე ამას შევძლებ... მე ამას შევძლებ ... აუცილებლად შევძლებ... *** აქ დღიური მთავრდება, ანუ, ის დღე მისი საბედისწერო დღე აღმოჩნდა, ანუ მართალი იყო, სიმართლე იყო რომ ძმამ მოკლა, დედას კი დავიწყება აიძულა, მამას გულის შეტევა მოუვიდაო, მეორე ძმას კი არაფერი უთხრეს. ეგული გამალებით მიცემდა, არ ვიცი, არ ვიცი, როგორ გაიმეტეს, მას ხომ არაფერი დაუშავებია, იმის გარდა რომ ლამაზი და ნაზი არსება იყო, ისეთი პატარა რომ საკუთარი თავის დაცვაც კი ვერ შეძლო. ვიგრძენი, სახეზე ცხელი სითხე, როგორ დაუკითხავად დადიოდა, ზემოდან ქვემოთ, თვალები ნელ-ნელა ამეწვა, ასოები გაქრა, თვალები დამენისლა, ხმამაღალი ოხვრა რომ არ მომხდენოდა ბალიშში ჩავრგე თავი. ცხოვრებაში ასე გულწრფელდ ალბათ არასოდეს მიტირია. მეც მის ტკივილს განვიცდიდი, მეც მტკიოდა მასთან ერთად, სხეული მეწვოდა, სული მიცარიელდებოდა. ადამიანები მეზიზღებოდნენ, ვეღარ ვაგრძელებდი კითხვას, ვეღარ ვსუნთქავდი. ერთიანად გავიყინე, თითქოს მეც ვგრძნობდი ჩემს სხეულზე მის ბინძურ ხელებს, ვცდილობდი თავი დამეცვა, შორს ვყოფილიყავი მისგან, მაგრამ მაინც მთელი არსება მოიცვა მისმა სიბინძურემ. ოთახში სუნთქვა მიჭირდა ძლივს მივლასლასდი ფანჯრის რაფამდე, ხელით დავეყრდენი, გამოვაღე მაგრამ ქალაქის ხმაურმა შემძრა, სიცარიელე უფრო ღრმად გაჯდა ჩემში. მტკიოდა სხეულის ყველა წერტილი... უსშველოდ მტკიოდა. როგორ მინდოდა რამე მეღონა, რომ ეს ტკივილი არ ეგრძნოთ, არ განეცადათ, არავის. არც ნენეს, არც ნაინას, ბაქარს, იაგოს. ყველაზე მეტი ნენეს შემდეგ ალბათ ამ უკანასკნელმა გადაიტანა, ალბათ მან უფრო მეტი დაკარგა ვიდრე სხვებმა. როგორ შეიძლება გიყვარდეს და გძულდეს, გტკიოდეს სამყარო სადაც ბედნიერი და ამავ დროულად უბედური ხარ. სადაც ყველაზე ლამაზი წუთები განიცადე მაგრამ ამავ დროულად ყველაზე მეტი დარტყმა მისგან მიიღე. არ არსებობს დამთხვევები, არსებობს მხოლოდ წინასწარ გავლილი გაფიქრებული და დაწერილი გზა, რომელსაც ყველანი ჩვენ ერთად გავივლით, ცალ-ცალკე, ან მათთან ერთად ვისაც ცხოვრებას დავუკავშირებთ. *** უცნაურები ვართ ადამიანები, იმათ შეგვიძლია მივმართოდ უხეშად ვინც გვიყვარს და ვუყვარვართ, ხოლო უცნობებს რომლებთანაც თითქმის არაფერი გვაკავშირებს, მოწიწებით ვესაუბრებით. არ ვიცით და არც გამოგვდის სიყვარულის გამოხატვა, არ ვიცით როგორ უნდა ვაგრძნობინოთ ერთმანეთს სიყვრული, სითბო, პატივისცემა, როგორ გავუზიაროთ ერთმანეთს ბედნიერება. მართლაც უცნაურები ვართ ადამიანები, ხანდახან ცრემლსაც კი ვერ ვამჩნევთ ერთმანეთის თვალებში. სახეს, დაღარულ ხელებს, გატეხილ სულსა და გულს, მხოლოდ მაშინ ვიაზრებთ როდესაც ჩვენც იგივე მდგომარეობაშ აღმოვჩნდებით. ადამიანები გვიან აცნობიერებენ რომ სიყვარულია თვით ბედნიერება და არა მდგომარეობა, რომელიც ამ სიყვარულით მიიღე. ადრენალინის დიდი დოზა სიყვარულის მდგომარეობაშია, ბედნიერებას რომელსაც განიცდი, და როდესაც გრძნობები ხუნდება, როდესაც თავს კარგავ, სიცარიელე გიპყრობს, ცდილობ ისევ ისე აივსო და ბედნიერება იპოვო, ადამიანები ისევ თავიდან ცდილობენ მსგავსი განცდების ხელახლა ძიებას, გრძნობენ რომ ამის გარეშე უჭირთ ცხოვრება. ყველაზე საინტერესო მაინც ძიების პროცესია, გვეჩვენება რომ ის ვიპოვეთ, მაგრამ ბოლოს ვხვდებით რომ ეს ის არ არის, რაც გინდოდა, შემდეგ სიყვარული ყველაფერს გადალახავს, ყველაფერს აიტანს, ცხოვრება ნელ-ნელა მაინც განაგრძობს დინებას, ზოგჯერ გარბის, ზოგჯერ კი საერთოდ ჩერდება და დრო მაინც საოცარი ფენომენია. ისეთი, ჯერ რო , არავის არსად არ ამოუხსნია. ღამით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, არავინ არ მწერდა ღამით, მითუმეტეს ამ ბოლო დროს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, საშინლად შევიცვალე, მეც კი ვგრძნობდი ამ ცვლილებს. საშინელების მოლოდინში ცახცახით ავიღე ტელეფონი. გიგრძვნიათ, როგორ ბედნიერდებით შიგნიდან?! როგორც სუფთა ჰაერით გაჟღენთილი ფილტვები, სისუფთავე რომ ჯდება ორგანიზმში?! სწორედ ეს მოხდა ჩემში, სხეულის ყველა უჯრედი ბედნიერებით გაიჟღინთა, შეძვრა შიგ და აფეთქდა. ახლა უკვე ვიცოდი რა მინდოდა და რას ველოდი, შეტყობინებამ კი ნათელი მომფინა და გამაბედნიერა... ,,სვანეთი გიხმობს მარიამ“ ვაიმეეეე, არც კი მჯერა რომ ახლა მე ისტორიას ვდებ ისევ... გავასწორე, ჩავასწორე, რააღაცეები დავუმატე , დავარედაქტირე... არც კი მჯერა... იმდენ ხანს ველოდი ამ დღეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.