შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

harry wolf /4/


24-09-2021, 09:40
ავტორი Harry wolf
ნანახია 889

დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინ, გვიან ღამით, ბარიდან გამოსული, ქუჩაში მოზარდი ვამპირისა და ახალგაზრდა გოგონას სისხლით სავსე სურათს რომ გადავაწყდი ჩემში ჰამანურობამ იმაზე მეტად გაიღვიძა ვიდრე მანამდე, დავფიქრდი ადამიანებზე, რომლებიც თავისთვის სეირნობენ ქუჩებში, მოულოდენლად კი თავს ესხმიან ზებუნებრივი ქმნილებები და აცლიან მათთვის საჭირო თვისებებს, ზოგს კლავენ კიდეც, შემდეგ კი ასე უპატრონოდ განადგურებულებს იქვე ტოვებენ, არც მახსოვს რომელიმე საქმე გაეხსნა პოლიციას, შეუძლებელიც კია ზებუნებრივი არსებებით სავსე სამყაროში დანაშაულის გახსნა და დამნაშავის დასჯა. ერთი სიტყვით იმ ღამით ის გოგონა სიკვდილისგან ვიხსენი, პატარა ვამპირი კი სახლში წამოვიყვანე და მას შემდეგ ვცდილობ მისგან სიბოროტის აღმოფხვრას. როდესაც მგონია რომ გამომივიდა ზუსტად მაშინ გადაიქცევა ხოლმე ყველაზე სისხლისმსმელ ტირანად და თავდაყირა აყენებს ქალაქის ქუჩებს, ამიტომაც მყავს ჩაკეტილი სპეციალურად მისთვის შემქნილ სამყაროში, რომელიც ჩემი სახლის სარდაფში მდებარეობს, ამიტომაც ვატარებ კვირაში სამჯერ დღის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად, ვცდილობ ვასწავლო როგორ მართოს სურვილები, როგორ გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, როგორ მიიღოს ის რაც სურს ისე რომ არ დააზარალოს ადამიანები, ძალიან ვცდილობ მაგრამ ჯერ არ გამომდის. ახლაც ვზივარ სარდაფის ნესტიან კედლებში მასთან ერთად და ვუყურებ რა გულისამრევი მონდომებით ივსებს ფილტვებს ჩემსმიერს მიტანილი სისხლის პაკეტებით. მთელი სახე მოსვრილი აქვს, თვალები გადიდებული, კაპილარები დაბერილი, ჩვეულებრივი მკვლელია, აი ისეთი ერთი შეხედვითაც რომ ამოიცნობ ბოროტებას როგორ დაატარებს სამყაროში.
- დანაყრდი? - უკანასკნელი პაკეტი რომ გამოცალა და დაღლილი საწოლზე მიეგდო სახე პერანგის სახელოთი შეიმშრალა და ირონიული თვალები მომაპყრო.
- სახლში ადამიანი გყავს ჰარი.
- მყავს. - მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე.
- მისი სურნელი მაღიზიანებს, ვგრძნობ რომ მის სიახლოვეს თუ აღმოვჩნდები ნაწილებად დავგლეჯ.
- ნაწილებად მე დაგგლეჯ მას თუ თითს დააკარებ. - ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტს მოვუკიდე და გამონაბოლქვი ღრმად ჩავიგუბე ფილტვებში, მოწევა იმდენჯერ დავიწყე და გადავაგდე სათვალავი ამერია.
- იცი როგორი სურნელიაქვს? - მოულოდნელად საწოლზე წამოჯდა, საკუთარ მუხლის თავებს იდაყვებით დაეყრდნო და ჩაწითლებული სფეროები შემომანათა. - მთელს სხეულში მტანჯველი სინელით რომ ვითარდება, ნაწილაკები ყველა კუთხეში ძვრება და საბოლოოდ ვულკანივით ფეთქდება. სურვილი მიჩნდება მის ყელს მივწვდე და უკანასკნელ წვეთამდე ამოვტუმბო მისი მშვენიერი სხეული სასიცოცხლო სითხისგან. - მონოლოგის დასრულების შემდეგ უკან რომ გადავარდა, ორივე ხელი ყელზე მოიჭირა და სახეაწითლებულს სუნთქვა ლამის გაუჩერდა მე მშვიდად ვიჯექი მის წინ, სიგარეტს ვეწეოდი და საჩვენებელ თითს წრიულად ვატრიალებდი ჰაერში. მზერა წამით არ მომიშორებია მისი ვედრებით სავსე სფეროებისთის, ის კი უბრალოდ იხრჩობოდა, ვეღარ სუნთქავდა.
- მას ანა ჰქვია, ის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, ისევე როგორც შენ, ნუ მაიძულებ არჩევანი გავაკეთო რადგან ეს არჩევანი არ მოგეწონება. - უცებ რომ სუნთქვა განაახლა და შედარებით საკუთარ ფერს დაბრუნებული ერთიანად მოსწყდა ადგილს ზედ ჩემს სახესთან დახრილს მოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდა და ბოლო ხმით ამოიყვირა.
- წყეულო ჯადოქარო! სუფთა ჰაერი მჭირდება!
- ბოლოს როდესაც გარეთ გაგიშვი ათი ადამიანი იმსხვერპლე, ასე რომ დაემშვიდოებე დღის შუქსა და სუფთა ჰაერს იქამდე სანამ საკუთარი ემოციების მართვას არ ისწავლი, უფლებას არ მოგცემ ადამიანებს ზიანი მიაყენო, შენ უკვდავი არ ხარ, მართალია არ ბერდები მაგრამ შენი მოკვლა შემიძლია, ასე რომ ნუ მაიძულებ იმის გაკეთებას რაც არ მინდა.
- სად მიდიხარ?
- შენს თავთან მარტო გტოვებ, იფიქრე, გაანალიზე, გადაწყვიტე, როცა დავბრუნდები იმაზე ვისაუბროთ თუ რას აპირებ.
- ჰარი. - უკვე რკინის მძიმე კარს მიღრმა ვიდექი სასოწარკვეთილმა რომ ამოიყვირა. - მეზიზღები.
- მოვა დრო, მადლობას მეტყვი. - ზურგი ვაქციე და ბნელი კიბის დახმარებით ეზოს შუა გულში ამავალი ილუზიური გასასვლელისკენ დავიძარი.
////
- ჰარი? - მოულოდენლად შეკრთა ანა ლოურენსი და თვალები გაფაციცებით მოავლო ეზოს. - როგორ?
- მაგია. - გამეღიმა და სიგარეტს მოვუკიდე.
- ვერ იძინებთ?
- როგორც ჩანს ვერც თქვენ. - მხრები ავიჩეჩა და ღრმად მოვქაჩე სიგარეტს.
- თქვენს დანაკარგზე ვფიქრობ, დაადგინეთ რა უნარი დაკარგეთ?
- ამას მზის ამოსვლისთანავე გავიგებ, ნუ ღელავთ, შეგიძლიათ დაისვენოთ.
- ჩემზე ბრაზობთ?
- არა რატომ? - გამეღიმა და სიგარეტი ჩავაქრე. - ჩემს მიმართ გულგრილი ხართ ამის გამო რატომ უნდა ვბრაზობდე, რა შემიძლია შემოგთავაზოთ გარდა საფრთხით სავსე რამდენიმე წლისა? თქვენ მართალი იყავით ანა, მე სიყვარული არ შემიძლია რადგან არ შემიძლია დანაკარგთან შეგუება, ასე რომ მე ვერაფერს შემოგთავაზებთ, შეგიძლიათ დღევანდელი საღამო საერთოდ ამოშალოთ გონებიდან, ეს აღარ განმეორდება, თქვენ ჩემი სტუმარი ხართ, მამათქვენი ჩემი მეგობარი, თქვენ აქ მის გამო ხართ, გავარკვევთ რა გემართებათ, შემდეგ კი გამოსავალს ვიპოვით, როდესაც ყველაფერი დასრულდება თქვენ საკუთარ ცხოვრებას დაურუნდებით, მე ისევ ჩემს სამყაროში დავრჩები, მოვიტოვებ კიდევ უამრავ საუკუნეს უკან და ვეცდები როგორმე დავადგინო რას შეუძლია ჩემი სიკვდილი. - გამეცინა და ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი.
- ჰარი თქვენ სიკვდილი გსურთ?
- სამუდამო სიცოცხლეს ფასი არ აქვს თუ გვერდით ისეთი ადამიანები არ გეყოლება ვის გამოც ღირს იყო უკვდავი, ჩემი ოთხსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე ასეთ არავის შევხვედრილვარ, თანაც ცოტა დავიღალე, ყველაფერი ვნახე, ყველაფერს გავუგე გემო, ყველაფერი გამოვცადე, რაღა დარჩა?
- სიყვარული.
- უკვე გითხარით ანა, სიყვარული მოკვდავების საქმეა. იგემებ, განიცდი, ისიამოვნებ და მოკვდები.
- რა უტაქტო ხართ ჰარი. - მოულოდნელად წყენა შეეპარა მის ხმას.
- სიმართლე არ არის?
- არა რა თქმა უნდა. - ბრაზით მომახალა, ზურგი მაქცია და სახლისკენ მოხდენილი ნაბიჯებით დაიძრა. ქალები უცნაური ქმნილებები არიან, მათ გულს ვერ მოიგებ, ან მოიგებ მაგრამ დროებით, ისინი აღგაფრთოვანებენ, სიცოცხლის სურვილით გავსებენ, გაბედნიერებენ მაგრამ ყველაფერს გართმევენ როდესაც თავად კარგავენ შენთან ყოფნის სურვილს. ცოტა ხანს კიდევ დავრჩი ეზოში, არ ვიცი რატომ მაგრამ მშობლებზე ვფიქრობდი, მათი საფლავები მომაგონდა, მათთან ცხოვრების პერიოდი, როგორ ვძულდი მამას, როგორ ვეცოდებოდი დედას.
- ჰარი. - სიბნელეს რომ ნაცნობი სილუეტი გამოეყო ვერ ვიტყვი მისმა ნახვამ არ გამაკვირვა-მეთქი, არ მეგონა თუ ჩემს სახლში მოსვლას გადაწყვეტდა და ცოტა არ იყოს და გაკვირვებულმა გავუსწორე დემეტრეს მზერა.
- დემე?
- გენოს პრობლემა აქვს.
- გენო თავად იყო ყოველთვის პრობლემა.
- ჩვენს ძმაზე ვსაუბრობთ ჰარი.
- თქვენ ორს უმცროსი ძმა ყოველთვის მაშინ გახსენდებათ როდესაც რომელიმე ერთ-ერთი მოუგვარებელ პრობლემებში ეხვევით, რა გინდა პირდაპირ მითხარი.
- ის იდიოტი სტეფანოსის ხროვას დააცხრა თავს.
- სიკვდილს ეძებდა?
- სამი მაქცია მოუკლა ახლა კი სტეფანოს სადღაც ყავს ჩაკეტილი და დარწმუნებული ვარ წამებით ხდის სულს.
- ას ოცი წლის წინ როდესაც სტეფანოს შენი სიცოცხლის სანაცვლოდ ელიკოს შელოცვებით სავსე წიგნი მივუძღვენი პირობა ჩამომართვა რომ არასდროს გადამეყრებოდა.
- ჰარი მას გენო ჰყავს. შენ კი უკვდავი ხარ.
- შენც უკვდავი ხარ.
- მაგრამ ჩემი მოკვლა შესაძლებელია, იქნებ დაგავიწყდა რომ ჩემი სიცოცხლის დასრულების რიტუალს შენვე მიაგენი.
- ჰო, რომელმაც ჩემზე არ გაჭრა. - გამეცინა და დემეს გავხედე. - კარგი წავალ სტეფანოსთან მაგრამ ამის შემდეგ შენ და გენო ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრებით.
- ერთი ორი საუკუნით შეიძლება მაგრამ სამუდამოდ? - გაეღიმა და მადლობის ნიშნად ხელი გამომიწოდა. მზერა გავუსწორე, მერე მის ხელს დავხედე, შემდეგ ისევ თვალებში ჩავხედე, ზურგი ვაქციე და სახლის კედლებს მიღმა გავუჩინარდი.
////
- ჰარიკუნა. - მობერებული, დაღლილი თვალები შემომანათა საკუთარ საძინებელში პიჯაკის არჩევით გართულს ჩემმა ერთგულმა სოფიამ. - რატომ მაქვს ისეთი განცდა რომ მგლის ხახაში აპირებ თავით გადაშვებას?
- არ ცდები სოფი. - გამეღიმა და არჩეული პიჯაქი საწოლზე მივაგდე. - ხახაში არა მაგრამ ხროვაში ნამდვილად მივდივარ.
- რამე რომ მოგივიდეს?
- რა უნდა მომივიდეს სოფ. ვინმემ თუ ჩემი სიკვდილის რიტუალი იპოვა მადლობასაც გადავუხდი.
- ასე ნუ ამბობ.
- მაპატიე. - სოფის ნაოჭებით დაფარული სახე ხელის გულებში მოვიქციე და ხმაურით ვაკოცე შუბლზე. სოფი რომ გავიცანი ისეთი ლამაზი, სათნო და ახალგაზრდა იყო, ახლა კი ჩემს წინ სრულიად გადასხვაფერებული, ჭაღარა, უამრავი ნაოჭით სავსე, მხრებში მოხრილი და დაღლილი იდგა. - მაპატიე რომ უკვდავების წამალი ვერ დაგიმზადე სოფი, ძალიან მინდოდა რომ არ დაბერებულიყავი.
- ვიცი ჰარიკუნა, შენ ამაზე არ იდარდო. ადრე მეც არ მიდნდოდა დაბერება, მით უფრო სიკვდილი, სულ ვფიქრობ ხოლმე მე რომ მოვკვდები შენს ცხოვრებაში ვინ შეცვლის ჩემს ადგილს.
- ვერავინ სოფ. - ისეთი ტკივილი ვიგრძენი როგორც ადამიანმა საყვარელი ადამიანის გარდაუვალი სიკვდილის მოახლოების დროს. ვხედავდი როგორ დაბერდა ჩემი სოფია, მოტყდა, ძალა სრულებით დაკარგა, ყველაზე მეტად მისი სიკვდილისთვის გაზიარებისთვის არ ვიყავი მზად. მჭირდებოდა, ის ჩემი ადამიანურობის ყველაზე თვალსაჩინო, გულწრფელი, ნათელი მაგალითი იყო. სამოცი წელი მოვიტოვეთ უკან, სამოცი წელი გამილამაზა, მიერთგულა, არასდროს არაფერი უთხოვია ჩემთვის, არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის ვინმეს შეყვარების უფლება, მე მიფრთხილდებოდა, მისი საზრუნავი და სადარდებელი მხოლოდ მე ვიყავი. ჯერ და იყო რომელიც არასდროს მყოლია, შემდეგ დედა როგორიც სულ მინდოდა მყოლოდა, შემდეგ ბებია. ახლა კი.
- ჰარიკუნა მე რომ მოვკვდები.
- ჯერ არ მოკვდები სოფი. - საუბარი შევაწყვეტინე და გავუღიმე. - ჯერ კიდევ ბევრი წელი მოგიწევს ჩემი ატანა. - გულში მჭიდროდ ჩავიკარი მოხუცის სხეული და ცრემლებს რომ არ გავეყიდე თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს.
- ის გოგო. - მაინც მიიყვანა საუბარი ანამდე და სიცელქე შეპარული მზერით ამომხედა. - მოგწონს ხო?
- მას ჩემი დახმარება სჭირდება, სულ ეს არის.
- მე რატომ მარტყუებ ჰარიკუნა?
- სხვა უყვარს. საუბარი დავასრულეთ. - გავუღიმე და კიდევ ერთხელ ვაკოცე შუბლზე.
////
სტეფანოს ფენიქს პირველად სამასოცდახუთი წლის წინ შევხვდი, ფენიქსი მისი ნამდვილი გვარი არ არის, ფსევდონიმად მაშინ აქცია მართლაც რომ ფენიქსივით აღსდგა ფერფლისგან, ცუდი ტიპი არ არის, თუმცა არც დანდობითა და მიმტევებლობით გამოირჩევა, ვერც იმას ვიტყვი უსამართლოდ სჯის კონკურენტებს-თქო, ჩემი ძმა რომ დაიჭირა დემე მაშინ ამას ნამდვილად იმსახურებდა, გათვიცნობიერებულად თავისი მაგიის დახმარებით სტეფანოსის ხროვის რამდენიმე მაქცია ვამპრად აქცია, შემდეგ ქალაქში სანადიროდ გაუშვა, ნახევარი ქალაქი გაწყვიტეს იმ ღამით დამშეულებმა. მეორე დილით ქალაქი სისხლში ცურავდა, საშინელი სანახავი იყო, სტეფანოსმა ჩემი ძმა დაიჭირა, მისი განადგურება დაისახა მიზნად თუმცა ჩემი ძმის მოკვლა მის ძალებს აღემატებოდა. ჩვენი შეხვედრა არ ყოფილა სისხლით სავსე, პირიქით, მისსავე სასახლეში ვეახლე სრულიად მარტო, ჩაბნელებული მისაღების სხვა და სხვა მხარეს ვისხედით და ვსაუბრობდით მომხდარზე. შევთანხმდით რომ მომხდარი საშინელება იყო, ჩემგან ვალის დაბრუნების მიზნით კი ბებიაჩემის შელოცვების წიგნი მოითხოვა, მაშინ ვერ მივხვდი მაქციას რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ წლების შემდეგ ცოლად მაგი რომ მოიყვანა მივხვდი წინდახედული სტეფანოსმა ჭკვიანურად რომ გამაცურა, სინამდვილეში ეს მას ჰგონია რომ გამაცურა თუმცა დღემდე არ იცის წიგნის მხოლოდ პირველი ნაწილი რომ ჩაიგდო ხელში, არც ის იცის რომ მეორე ნაწილი არსებობს და ის მე მაქვს. ერთი სიტყვით დემე სტეფანოსისგან ვიხსენი, სტეფანოს კი დავპირდი რომ არასდროს გადავეყრებოდით ერთმანეთს, აი ახლა კი ვიდექი ტყის სიღრმეში, უზარმაზარი, შუასაკუნოვანი ციხესიმაგრის წინ და ღიმილით ვუცქერდი ეშვების დემონსტრირებით გართულ მაქციებს, რომელთაც ერთი ბრძანება სჭირდებოდათ და ჩემსგან ძვლებსაც კი არ დატოვებდნენ, სხვათაშორის ერთხელ ვცადე მაქციების დახმარებით, ნება მივეცი ჩემი სხეული დაენაწევრებინათ, საბოლოოდ ერთ-ერთი მაქციის სხეულში თავიდან გავიზარდე, ის მაქცია ჩემს დაბადებას გადაჰყვა, მე კი ისევ ოცდახუთი წლის იერსახით მოვევლინე სამყაროს იმ განსხვავებით რომ ამჯერად მგლის სა/ოდან გამოვძვერი, საზიზღობა იყო.
- ჰარი ვულ(f). – უკვე ციხესიმაგრის კართან ვიდექი მეორე სართულის აივნიდან რომ ღიმილით დამხედა სტეფანოსმა. - მერამდენედ უნდა გაწირო თავი ძმების გამო? - დაამატა ღიმილით.
- სად არის გენო.
- ნუ ღელავ, ცოცხალია. შემოდი, ვისაუბროთ. - საყვარელი ცილინდრი შეისწორა და უკან შებრუნდა თუ არა პირველი სართულის უზარმაზარი კარიც გაიღო. სტეფანოსის სახლი ძველი წელთაღრიცხვის გადმონაშთი იყო, აქ თანამედროვეობის არაფერი მოიპოვებოდა, ფენიქსი უბრალოდ არ აღიარებდა საუკუნეების ცვლას, ის ისევ მეთხუთმეტე საუკუნის ადათ-წესებით ცხოვრობდა, უნდა გენახათ მისი ჩაცმის სტილი, ნამდვილი ზებუნებრივი ქმნილება იყო, ჩახატული თვალებით, გახვრეტილი ყურით, ცილინდრით, ხელჯოხით, მოსასხამით, თაღებიანი სასახლით, ფაიფურის სერვისით, მოჩუქურთმებული სკამებით... მოკლედ თუ ძველ დროში მგზაურობა გსურდათ სტეფანოს ფენიქსი უნდა გაგეცნოთ. - დიდი გულის პატრონი ხარ ჰარი ვულ(f), მოხვიდე მგლების ხროვაში ასე შეუიარაღებელი. - ხელჯოხი თანაშემწეს მიაწოდა, მოსასხამი მოიხსნა და სკამისკენ მიმითითა, უსიტყვოდ მოვთავსდი, ასევე უსიტყვოდ გამოვართვი ჩემთვის შემოთავაზებული ვისკი. - შენმა ძმამ სამი მოძმე მომიკლა.
- მზად ვარ გამოვისყიდო მისი დანაშაული ფენიქს.
- და რა უნდა შემომთავაზო? - გაეღიმა და ვისკი გამოცალა.
- იქნება რაღაც რაც გაინტერესებს, დარწმუნებული ვარ ასე რომ არ ყოფილიყო შენს მაქციებს ეტყოდი გზაშივე დავეგლიჯე.
- და ამით რა? - გაეცინა და სიგარას მოუკიდა. - მაინც გადარჩებოდი, სადღაც მაინც გაიზრდებოდი, ყვავილივით ხარ, არა უფრო სწორად სარეველასავით, რაც არუნდა ვეცადო შენს ამოძირკვას სადღაც მაინც ჩნდები, სულ პატარა თე/ლიდანაც კი შეგიძლია აღმოცენდე, უსამართლობაა, ასე არ ფიქრობ?
- უსამართლობა? იცი რა არის უსამართლობა? ადამიანებს რომ უწევთ იმ საფასურის გადახდა რასაც ჩვენ ჩავდივართ, მათ არაფერი დაუშავებიათ, ჩვენ კი მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვვნებთ, ზოგს ვკლავთ, ზოგს ვიყენებთ და შემდეგ ჰიპნოზით ვავიწყებთ განცდილს, ზოგს კი მონებად ვიქცევთ. - ზიზღით შევავლე მზერა სტეფანოსის უკან მდგომ ორ ლამაზმანს. - რას აძლევ მათ შენთან ყოფნის სანაცვლოდ?
- სიცოცხლეს ვუნარჩუნებ.
- აი ხედავ? - გამეღიმა და ვისკი მოვსვი. - უსამართლობა ეს არის. ეს რეალობა. მე, შენ და კიდევ ბევრი ჩვენისთანა რომ არსებობს ეს უსამართლობაა, მათთვის უსამართლობა. - ხელი გოგონებისკენ გავიშვირე და ცარიელი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე გავასრიალე. - რას ითხოვ ჩემი ძმის სანაცვლოდ?
- ორი შემოთავაზება მაქვს. რომელიმეს უნდა დათანხმდე.
- თქვი.
- დღეს ჩემს მაქციებს შეერკინები.
- რატომ? გინდა რომ ხროვის გარეშე დარჩე?
- არა ვულ(f), შენ ვერ გამიგე. დღეს შენ არ იქნები მაგი, დღეს შენ იქნები ვულ(f)ი, ნუთუ არ მოგენატრა შენში მცხოვრები მონსტრი, რომელიც ასე ოსტატურად გამოკეტე! შავი, მგლის იერსახის მაგრამ ყველასთვის სიკვდილის მომტანი ცხოველი.
- არ ვაპირებ მაქციად გადავიქცე ფენიქს, ამის იმედი ნუ გექნება.
- კარგი როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა სტეფანოსმა და კართან მდგომ მამაკაცს ხელით რაღაც ანიშნა. - იცი ჰარი, მე არ ვარ ბოროტი, არც პირველი ვესხმი ადამიანებს თავს, მაგრამ სამართლიანი ვარ, არ მიყვარს დაუსჯელი დამნაშავეები, რადგან ჩემს წინადადებაზე უარს ამბობ გამოდის შენი ძმა არ გვჭირდება, მაშინ არ ვაპირებ მისი სიცოცხლე ხელუხლელებლი დავტოვო, უკვდავია კი, უფრო სწორად უბერებელი, მაგრამ შემიძლია მისი მოკვლა, შემიძლია ხომ იცი? - მისაღების კარი რომ გაიღო, ზურგში ჩარტყმული წიხლის დახმარებით ჩემი უფროსი ძმის სხეული წაბარბაცდა, დაეცა და ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა.
- ძმაო. - ისეთი საცოდავი თვალებით ამომხედა ზიზღისგან გულისრევის შეგრძნებას ვეღარ ვერეოდი, არასდროს მიყვარდა ლაჩარი ადამიანები. - მიშველე.
- მეორე რა შემოთავაზება გაქვს სტეფანოს? - გენოსთვის არაფერი მითქვამს ისე ავხედე ფენიქს და კმაყოფილს მზერა გავუსწორე.
- ადამიანი.
- ვერ მიგიხვდი.
- ადამიანი, რომელიც სახლში გყავს, ანა ლოურენსი, მას მომიყვან მე კი შენს ძმას გავათავისუფლებ... არ მსურდა ფენიქსის გაღიზიანება მაგრამ სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმით ავხარხარდი.
- ანა ლოურენს ხელს ვერავინ ახლებს ფენიქს, ამისთვის ჯერ ჩემი სკვდილისთვის საჭირო შელოცვა უნდა იპოვო, მე გამისწორდე შემდეგ კი იქნებ ანამდეც მიხვიდე. - კიდევ ერთხელ რომ გადავიხარხარე ფენიქს მიმიკა არ შესცვლია, არც გაბრაზებულა, არც ხმისთვის აუწევია, მშვიდად იჯდა, ელოდა როდის გაივლიდა ჩემი პანიკური შეტევა რადგან ორივემ ვიცოდით ეს მართლაც პანიკური შეტევა იყო და არა თავგამოდებული მაგის უშიშარი ქმედება.
- გადახარშე? - სიცილს რომ მოვრჩი გამიღიმა და ვისკი მოსვა.
- ანას ვერ მიიღებ.
- მაშინ მაჩვენე შენში არსებული ცხოველი. გამოუშვი! მიდი ვულ(f)
- რაში გჭირდება ჩემი ცხოველი? ორივემ ვიცით შენს ხროვას ნაკუწებად დავგლეჯ ფენიქს, იცი რომ გავიმარჯვე, ნებისმიერ შემთხვევაში გავიმარჯვებ, რა გჭირდება ჩემი ცხოველისგან?
- გამოუშვი და თავად ნახავ.
- ძმაო გთხოვ. - ჯერ კიდევ მუხლებზე მდგომმა გენომ ვედრებით რომ ამომხედა ზიზღით დამეჭიმა მთელი სხეული, როგორც არ უნდა მძულებოდა საკუთარი მიზეზით მის სიკვდილის ნებას ვერ დავუშვებდი.
- კარგი ფენიქს, მიიღებ ჩემს ცხოველს მაგრამ ანას არ გაეკარები. - ღიმილი მოჰგვარა ჩემმა პასუხმა სტეფანოს ფენიქს და სავარძლიდან წამოდგა.
- წამომყევვი ჰარი ვულ(f)…



№1  offline წევრი ვიპნი

გამოდის სტეფანოსმა იცის ანას რაც შეუძლია.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

იმედი ძმებმა მახე არდაუგეს და არდაიჭერენ ჰარის. მაგიის დახმარებით. ანა უეჭველი რაგაც დიდი ძალის მქონეა თორემ ისე არ მოითხოვდა. ფენიქსი. ველი გაგრძელებას

 


№3 სტუმარი სტუმარი ანო

აუუ უნარებს რო კარგავს ეგ ცუდია :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent