ნაკრების გული (თავი 14)
*** არ მახსოვს როდის ჩამეძინა, თუმცა თვალების გახელა და კისრის აუტანელი ტკივილი ერთია. ასევე ხელი, რომელსაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვეღარ ვგრძნობ. ძლივს ვაბრუნებ თავს მეორე მხარეს და ვცდილობ ანუკი გავაღვიძო, თუმცა მგონი არც სძინავს. ოდნავ ვახებ ხელს და მაშინვე ეყვირება, ბალიშში ჩამალულ ტელეფონს კი ინსტიქტურად აგდებს გვერდით. - არანორმალური ხარ?! - მაშინვე შეტევაზე გადმოდის. - გული გამისკდა. - არ მეგონა თუ გეღვიძა. - ფრთხილად ვიწევი და მის ტელეფონს ვიღებ, რომ მივაწოდო, იქ კი რა მხვდება. - მომე. - მაშინვე მტაცებს ხელიდან, თუმცა უკვე მაინც დავინახე კვაშილავას ინსტაგრამ სთორი თვითმფრინავიდან. - კარგი ფოტოა, ნორმალურად შემახედე. - ოდნავ მეღიმება. - შენი ინსტაგრამით ნახე. - კარგი რა, ანუკი. რა ხასიათზე ხარ დილიდან, ისედაც... - წამიერად ვავლებ მისაღებს თვალს - აქ როგორ დაგვეძინა... - მერავიცი, ალე. ტაიმაუტი რომ დამთავრდა, შენ მაშინვე ჩაგეძინა, მერე რაღაც ფილმი დაიწყო, ვიფიქრე ცოტა ხანს ვუყურებ და მერე გავაღვიძებ მეთქი, მაგრამ... - შენც დაგეძინა. - ჰო, დაღლილები ვიყავით. - მხრებს იჩეჩავს და ისევ ტელეფონს უბრუნდება. მისი შემხედვარე, ჩემი თავი მახსენდება, ერეკლეს ფოტოებს რომ ვათვალიერებდი ხოლმე ათასჯერ. ეღიმება. ნეტავ, მეც ასე, ჩემგან დამოუკიდებლად მეღიმებოდა ხოლმე? - ვაიმე! - მოულოდნელად ყვირის. - შენ რა, სამაგიეროს მიხდი? - გულზე ვიდებ ხელს. - შეხედე, თორდიას ახალი სთორი. - ტელეფონს მიტრიალებს. უკვე აშკარად რუმინეთში არიან, ფოტო, ჩემოდნებით ხელში. - ქედელიძესაც ედო, ოღონდ ის ცოტა სხვანაირი იყო, გვაზავასაც, მოიცა განახებ. - დაიცადე, მთელი ნაკრები გყავს გამოწერილი? - მართლა მიკვირს. - კი. - მხრებს იჩეჩავს. - დაჟე, გუგა და შენი ერეკლე, მეც მაფოლოებენ. - აჰა. - ანუკი, რომელიც ფეხბურთს ვერ იტანდა, ახლა უხარია, რომ ეროვნული ნაკრების წევრები აფოლოებენ. - შეხედე. - კიდევ მაჩვენებს სხვა ფოტოებს. ასეთი აღტაცებული, მაშინაც კი არ ყოფილა, როცა მისი საყვარელი სერიალის ახალი სეზონი გამოვიდა. - არ გინდა დღეს ერთად ვუყუროთ მატჩს? - თვალები უციმციმებს. - ამ... იცი... - რა? - ანუ... - შენს ტაბასთან ერთად აპირებდი ყურებას? რა პრობლემაა, ისიც შემოგვიერთდეს, მურმანის ეკალი არ ვიქნები, გპირდები. ოდნავ მეღიმება. როგორ ვუთხრა უარი, როცა ასე უხარია. - კარგი, წავედი, სამსახურში მაგვიანდება. - სწრაფად დგება ფეხზე და მხრებს უკან იყრის თმას. - საღამოს აქ ვაარ. *** ანუკის წასვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარება, მაინც ვიწყებ სახლის დალაგებას. მართალია, ყავარჯნით ისე სწრაფად არ შემიძლია, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი ხოლმე, თუმცა რას ვიზამ. ერთადერთი რაც მაიმედებს ისაა, რომ უკვე ძალიან მალე შევძლებ ისევ ნორმალურად სიარულს და ამ ყავარჯენსაც ჯანდაბაში მოვისვრი. ღმერთო, ვეღარ ვითმენ, ისე მინდა ეს დღე მალე მოვიდეს. სამზარეულოში გავდივარ და თან, პარალელურად დედას ვურეკავ. მართალია გუშინაც მოვიკითხე, თუმცა მგონი მისი ხმის გაგონების გარეშე ვეღარ ვძლებ. ამას, მასაც ვეუბნები და მის სახეზე, ღიმილსაც ვიწვევ. როგორც არ უნდა გავიზარდოთ, ჩვენ მაინც პატარები ვიქნებით, ბავშვები, რომელსაც დედა მუდამ ჰაერივით სჭირდებათ. მადლობა ღმერთს, ბებია უკეთაა. გუშინდელთან შედარებით, დღეს კიდევ უფრო კარგად გამოიყურება და მეტსაც მელაპარაკება. ისე მომნატრებია მასთან საუბარი... ვცდილობ გავაღიმო და ათას სისულელეს ვიგონებ, რომელიც აღარაც კი მახსოვდა, რომ ოდესღაც თავს გადამხდა. არა, ხშირად უნდა გავიხსენო ხოლმე. უნებურად, ერეკლეს სიტყვები მიტივტივდება გონებაში. "მოგონებებზე ძვირფასი არაფერია" ვინ იცის, სადამდე გავაგრძელებდი ლაპარაკს, კვაშილავას ზარს რომ არ შეეწყვეტინებინა მოქმედება. თითქოს, ხელი მკრეს და რეალობაში დამაბრუნეს. დედას და ბებიას ვემშვიდობები და ახლა, ვაკოს ვპასუხობ. - აბა როგორ არის ჩვენი კაპიტანი? - სიტყვის თქმას არ ვაცდი ისე ვიწყებ. - რავი, ნორმალურად. შენ რაშვები? დრო მქონდა და მეთქი მოვიკითხო. 'მოვიკითხოო', მეღიმება. მშვენივრად ვხვდები, ჩემამდე ვისი მოკითხვაც უნდა. მე რაღას მატყუებს ერთი. - რავიცი, მეც არამიშავს. რა ხდება რუმინეთში, წვიმს,თოვს, ქუხს თუ...? - არცერთი. ისე ცხელა, თავი საჰარაში მგონია. - ფრთხილად იყავი, არ დადნე, თორემ ანუკი გამიგიჟდება აქ. - მას რომ ვუყურო, თავს ვერ მოაბავს მის ხსენებას, არადა ხომ ვიცი, როგორ აინტერესებს. -... - კარგად არის. - ვხვდები, ამ სიჩუმეში რაც მკითხა. - ვერ წარმოიდგენ როგორ ელოდება დღევანდელ მატჩს. შენი სთორები ალბათ ათასჯერ მაინც ნახა. ღრმად სუნთქავს. - ვაკო... - კაი ალე, წავედი. - დაიცადე. ნუ ხარ ასეთ ხასიათზე. - არ ვარ. - ხარ, ვაკო. მისმინე... ის მოვა. მართლა მოვა. თუ ანუკის ოდნავ მაინც ვიცნობ, დიდხანს ვეღარ გაძლებს. ადრე არ შემეძლო შენთვის ამის თამამად თქმა, მაგრამ ახლა გეუბნები, იმიტომ რომ ვხედავ. ვიცი, რომ შენც ხედავ. შეეცადე აღარ ინერვიულო და არ დაგავიწყდეს, რომ კარგად უნდა იყო. - კარგად ვარ, ალე... - ისევ ღრმად სუნთქავს - იმის ცოდნაც ბევრს ნიშნავს, რომ იღიმის. - შენც გაიღიმე. შენ რომ მისი ღიმილი გაბედნიერებს, მას შენი. ვერ წარმოიდგენ როგორ განიცდიდა მაშინ გოლი რომ გაიტანე და შენს სახეზე მაინც ვერ ნახა ის ღიმილი, რაც უნდა ყოფილიყო. - მიყურებდა? - თითქოს უკვირს. - სულ. არ ვიცი, როგორ შეაყვარე ამ გოგოს ფეხბურთი, მაგრამ მგონი ვეღარ ცოცხლობს მის გარეშე. - ვერც მე ვცოცხლობ მის გარეშე. ვიცი, რომ ყველაზე უკეთ შენ გამიგებ. - იცი, ერთხელ ერეკლემ მკითხა, მჯეროდა თუ არა ზღაპრების... მე ვუთხარი, რომ მჯეროდა. სასწაულებიც ხდება, უბრალოდ უნდა ირწმუნო. ვიცი, რომ თქვენც დაწერთ თქვენს ზღაპარს. - ცრემლები მაწვება- სიყვარული ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერია... უნებურად, ანუკი მიდგება თვალწინ, როცა ეს სიტყვები ვუთხარი. - ჩაეხუტე ჩემს მაგივრად... - დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ჩაგეხუტება რომ ჩამოხვალ. - თავს ვხრი. - წარმატებები. როგორც ყოველთვის, მთელი გულით გგულშემატკივრობთ. - მადლობა, ალე. დროებით... - ღიმილი არ დაგავიწყდეს. - მუქარასავით ჟღერს ჩემი სიტყვები. - არის, უფროსო. *** ემოციურობა იყოფა არა სამ, არამედ ოთხ ნაწილად. დაბალი, საშუალო, მაღალი და პიკი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა და მე, რა თქმა უნდა, ბოლო კატეგორიას განვეკუთვნები. მამა მეუბნებოდა, ყველაფერზე ასეთი ნერვიულობა არ შეიძლება, ასე ძალიან არ უნდა მიიტანო გულთანო. რა ვქნა, არ შემიძლია. ვზივარ და მაინც მეტირება. ვიცი, რომ ანუკი ვეღარ გაძლებს და მაინც მივა ვაკოსთან, ერთად იქნებიან, მაგრამ სანამ მივა, ეს პერიოდი, ახლა ხომ ორივე იტანჯება, არა? ვიცი, ეს რა გრძნობაცაა და თითქოს, უფრო მძაფრად მეჩვენება ყველაფერი. მინდა რომ რამე გავაკეთო მათთვის, მაგრამ არ შემიძლია, ამ უმოქმედობას კი ჭკუიდან გადავყავარ. რამდენიმე საათი, უშედეგოდ ვცდილობ ყურადღების გადატანას. ყველაფერ გასაკეთებელს და უკვე გაკეთებულსაც თავიდან ვაკეთებ, მაგრამ არაფერი გამოდის, მაინც მეფიქრება. მატჩის დაწყებამდე, უკვე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ახლა, გონება ანუკიზე სხვა მხრივ იწყებს ფიქრს. საინტერესოა, სად წავიდა. წესით, ამდენ ხანს უნდა მოსულიყო. დარეკვას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს მესმის კარზე ზარის ხმა და ტელეფონს ვდებ. ბოლო წუთამდე მგონია, რომ კარს მიღმა ანუკი დამხვდება, თუმცა ვაღებ და... - ალეეე. - ისე მოულოდნელად მეხუტება დათა, ვკრთები. ძლივს ვიაზრებ, რომ ხელი მოვხვიო. ამჯერად ერეკლეზე გადამაქვს მზერა, რომელიც ჩემი და დათას შემხედვარე, თითქოს გაოცების იმიტაციას აკეთებს, თუმცა საბოლოოდ მაინც ეღიმება. - გეფიცები, შენი ძმა უნდა ყოფილიყო, ჩემზე მეტად უყვარხარ. მაშინვე მისაღებისკენ გარბის დათა და მარტო ვრჩებით. - ნუ ეჭვიანობ, შენც უყვხარხარ. შემოდი... - ოდნავ ვეცლები. ჯერ ნელი ნაბიჯებით შემოდის, თუმცა როგორც კი კარს ხურავს, წამში მიახლოვდება და ფრთხილად მიცურებს ყელში თითებს. - ერეკლეე, ბავშვიაა. - სანამ გამოვიდეს, კოცნას მოვასწრებ. - გადი, არაა. - სანამ ლაპარაკობ, დრო იკარგება. მაინც მეხება ტუჩებზე და წინააღმდეგობის გაწევა არანაირად არ შემიძლია. - სიცხე გაქვს... - ხელის ზურგით ვეხები ლოყაზე. - ნწ, შენმა სიახლოვემ იმოქმედა. - ნუ მასხარაობ. - მსუბუქად ვკრავ ხელს, თუმცა მაინც მიახლოვდება. - ერეკლეე... - ერეკლეე. - მაჯავრებს - როგორ? - ახლა შემოგარტყამ. - თითით ვემუქრები. ფრთხილად მკიდებს მაჯაში ხელს და თითებს მაშლევინებს. - მიდი, დამარტყი, არ მეტკინება - ახლა თითებზე მკოცნის - შეგიძლია? მიდი... -ისევ აგრძელებს. - ერეკლე... - ხოო. - თმას მიწევს და ახლა, ლოყაზე მკოცნის. ასე მგონია, მთლიანად მის სურნელში ვარ გახვეული. ვცდილობ, რეალობას მთლიანად არ მოვწყდე, თუმცა მაინც მითრევს ჩვენს ზღაპარში და ალბათ, კარზე ზარის ხმა რომ არა, უკვე მთლიანად იქ ვიქნებოდი. - ეს ვინაა? - ამმ... - მისთვის თქმა ვერ მოვასწარი. - ანუკი იქნება. - ანუკი? და აქ რა უნდა? - წარბებს კრავს. - ძალიან უნდოდა, რომ ერთად გვეყურებინა, უარი ვერ ვუთხარი. რა? - არაფერი, უბრალოდ ძალიან უცნაურია ეს ფეხბურთის ჭეშმარიტი ფანი გოგოები. ოდნავ მეღიმება. ფრთხილად ვწევ ხელით და კარის გაღებას ვაპირებ, თუმცა მაჩერებს. - დაიცა, მივხვდი, ეს ვაკოს გამო უყურებს? - გაიწიე, ერეკლე. - ისე მეკითხება, გეგონება პასუხი არ იცოდეს. სწრაფად ვწევ სახელურს და ანუკის ცივად მომღიმარ სახესაც ვეჩეხები. - ვაიმე, რა გეშველებათ რაა, არ დაიხრჩოთ მაგ სიყვარულში. - წუწუნით შემოდის შიგნით. - ანუშკი, იცი რამხელა მდინარეა? შემოცურდი ჩვენს კაპიტანთან ერთად.-ირონიულად უღიმის ერეკლე. - ეხლა მე ამას შემოვარტყამ და მერე არ მითხრათ რატომო! - ხელი არ დამედოს კაცო, ახლახანს გავიპარსე წვერი. - აი ვინ იტყვის ახლა ამაზე, ეროვნული ნაკრების წევრიაო, ჰა? ბავშვი, ბაღანა. - რას ვიზამთ, ყველა შენი ბიჭისნაირი დინჯი ვერ იქნება. რაც მთავარია მე მოვწონვარ ჩემ გოგოს ასეთი. - საფეთქელზე მკოცნის. მეღიმება. - მართლა ბავშვია. - შებრუნებას აპირებს, თუმცა მაინც არ არჩენს ბოლოს სიტყვას ერეკლე. - ბავშვი ვარ, აბა რა ვარ, 7 წლით ვარ შენზე პატარა. - რაოო?! - მაშინვე თვალები უფართოვდება ანუკის. - ალე, სერიოზულად თუ ამან იპითაგორა რაღაცა? - ნწ, მართლა. - ვაიმეე, 21 წლის ხარ? - კარგად შესამჩნევი გაოცება ეხატება სახეზე. - კეე. - იფერებს. - გეფიცები, მინიმუმ 26 მეგონა. იმიტო ცანცარებ შენ. - ოდნავ აქნევს თავს - მაიმუნი, მართლა პატარა ყოფილა. - მე ვარ პატარა! - უკნიდან ეპარება დათა და ანუკი, ლამის ჰაერში ხტება შიშისგან. - ააააა! მაშინვე სიცილი უტყდება ერეკლეს. - ვაიმე, ვაიმე დედა... - გულზე იდებს ხელს და კედელს ეყრდნობა. - ეს ბავშვი ვინაა, საიდან გაჩნდა. - დედამ და მამამ გამაჩინეს. - ამაყად პასუხობს დათა. - მართლა? მე კიდევ ვფიქრობდი, რომ კომბოსტოში გიპოვეს - ვითომ ეხუმრება. - ვინ არის? - მაინც ჩვენ გვიბრუნდება. - დათა. - ისევ დათა პასუხობს და ხელს უწვდის. - ვაიმე, რა პატარა ხელი აქვს... - გაოცებული ართმევს. ანუკის არასდროს უყვარდა ბავშვები და შესაბამისად, არც თვეების ბავშვთან უთამაშია, ამიტომ ეჩვენება დათა ძალიან პატარა. - ჩემი ძმაა. - იქვე ეშველება ერეკლე. - აჰა. მეც არ გამიკვირდა ამდენს რატომ ლაპარაკობს მეთქი. - შენ რა გქვია? მეცნობი...- ინტერესით ეკითხება დათა. - ანი... - ანი? შენ ჩემი ვაკოს ანი ხარ? თვალები მიფართოვდება და ინსტიქტურად, ერეკლეს ვუსწორებ მზერას, რომელიც ისევ ძლივს იკავებს სიცილს. ახლა, ანუკიც ერეკლეს უსწორებს დაბნეულ მზერას. - კი, ის ხარ, გამახსენდა, გიცანი, ვაკოს შენი ფოტო აქვს ტელეფონის ქეისში, ოღონდ იქ ქერა თმები გაქვს და სხვანაირი ხარ. - მართლა? - ხმადაბლა, უფრო თავისთვის სვამს კითხვას. - კი, ფონზეც შენი ფოტო უყენია და ზღაპრებსაც მიყვება ხოლმე პრინცესაზე და ვიცი, რომ შენ ხარ. - პრინცესა... - თავისთვის ჩურჩულებს. - კარგი დათა, საკმარისია, ნუ დაღალე ანუშკი. წამოდი, შევიდეთ. - სწრაფად ჰკიდებს ხელს ერეკლე და მისაღებისკენ მიჰყავს. - ანუკი... - ოდნავ ვუახლოვდები. უკვე ცრემლები აქვს თვალებში. - მე... მე მისი პრინცესა ვარ? - ხელები უკანკალებს. - არ იტირო, გთხოვ, რა. - ჩემი სიცოცხლე... -სახეზე იფარებს ხელებს. - ანუკი, ძალიან გთხოვ. - მკლავზე ვადებ ხელს. - მალე თამაში დაიწყება, გაიღიმე. ოდნავ მიქნევს თავს და ცრემლებს იწმენდს. ვიცი, რამდენად რთულია. ღრმად სუნთქავს და თითების წვალებას იწყებს. - წამო, შევიდეთ. ხელს ვკიდებ. სულ გაყინულია. ღმერთო, ვაკო რომ ქვეყანაში იყოს, ალბათ სულ ძალით გავაგდებდი მასთან. თავს ინადგურებს და მასაც ანადურებს ამ სიშორით. ნელი ნაბიჯებით შევდივართ შიგნით. ლამის თავზე აზის ერეკლეს დათა, ის კი, აშკარად ძალაგამოცლილი ვეღარ იგერიებს. - ალეე. - როგორც კი მხედავს, მაშინვე ხელს მიქნევს. - ჩამოდი, დავიხრჩე კაცო - ხველების იმიტაციას აკეთებს, რაც აშკარად შველის. - კარგი, მაშინ ანისთან მივალ. - მისი მხრიდან ცოცდება და ახლა, ანუკის უჯდება მუხლებზე, რომელიც იმდენადაა ფიქრებში გართული, სანამ არ ეხუტება, იქამდე ვერ ხვდება რა მოხდა. გაოცებული ატრიალებს თვალებს და ინსტიქტურად ხვევს ხელებს დათას. - ანანო რომ დაგიძახო შეიძლება? - ქვემოდან უსწორებს მზერას. ოდნავ უქნევს თავს ანუკი. - ჩემი ანანო. - კომფორტულად ეწყობა მის მუხლებზე და ახლა, ტელევიზორზე გადააქვს მზერა. - ამ რეკლამის მერე იწყებაა! - ეს შენ ასწავლე? - ერეკლეს ვუჯდები გვერდით და თან, ხმადაბლა ვეკითხები. - მე რა შუაში ვარ, თვითონ ისწავლა. - მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო! - როგორც კი სტადიონი ჩნდება, მაშინვე იწყებენ ლაპარაკს კომენტატორები. - პირველი არხი იწყებს რეპორტაჟს რუმინეთიდან, კერძოდ ქალაქი პლოიეშტი. ილიე ოანას სახელობის სტადიონი თქვენს ეკრანებზე. რუმინეთის ეროვნული ნაკრები მასპინძლობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. - მოგეხსენებათ, ეს არის საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა. ჯერ გულშემატკივრებს აჩვენებენ, რომელთაგან უმრავლესობა უკვე აფრიალებს რუმინეთის დროშას. შემდეგ კი, უკვე გამოსასვლელად მომზადებულ გუნდებს და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის პირველ რიგში კაპიტნები ხვდებიან კადრში. ისევ რაღაცას ელაპარაკება ვაკო ბიჭებს, თუმცა არც მოწინააღმდეგე გუნდი დგას ჩუმად. - გუნდში ძირეული ცვლილებები გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად სხვა სასტარტო გვყავს ახლა, შალვა რაფავას გადაწყვეტილებით. - გადავიდეთ გუნდების დასახელებაზე, ხო, წესით მოვასწრებთ ჰიმნებამდე. - ზვიადაძე კარში. მარჯვნივ თორდია, მარცხნივ ხატიაშვილი ცენტრი - ბრეგვაძე, გვაზავა ორი საყრდენი ნახევარმცველი - კვაშილავა, მეტრეველი მარჯვნივ ნაკაიძე, მარცხნივ ლეჟავა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე აკობია იქნება და ფორვარდზე გამოკვეთილი გვყავს ქედელიძე. - ხო, შეამჩნიეთ ალბათ, ტაბატაძე არ გვყავს დღეს. - ძამიკოზე ამბობენ. - მაშინვე ყვირის დათა. მის ქცევაზე, ოდნავ ეღიმება ერეკლეს. - ნუ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ტრამვასთან არ გვაქვს საქმე და იმედს ვიტოვებთ, რომ აგერ უკვე ერთ კვირაში, კვირას... - პატარა პაუზას აკეთებს - ის დაგვეხმარება ესპანეთთან. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება. - აქაც. აქაც, რა თქმა უნდა, თუმცა ესპანეთთან განსაკუთრებით. - რაც შეეხება რუმინეთის ნაკრებს. ახლა, მათი სასტარტო შემადგენლობის დასახელებაზე გადადიან. - ერეკლე, ესპანეთთან თამაშობ? - ინტერესით ეკითხება ანუკი. - რავი, კი, წესით. ექიმსაც ველაპარაკე დღეს და... თან 1 კვირაა კიდევ წინ. - სიცხეები ხომ აღარ გაქვს? - მაინც ვერ ვითმენ. - არა, არა, გუშინაც აღარ მქონდა. მახველებს ცოტა მარა სერიოზული არაა. - და უღონობა? ვარჯიშებზე ხომ უნდა იარო... - კარგად ვარ, ალე. დაჟე ნეტა ეხლაც იქ ვყოფილიყავი. - როგორმე შენს გარეშეც გაუმკლავდებიან. - არც უყურებს ისე პასუხობს ანუკი. გუნდები მოედანზე გამოდიან და ჰიმნების დროც დგება. - ვიცი, რომ შეძლებენ. ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ... - რაღა უბრალოდ, ერთი თამაში გამოტოვო, ისიც ამხანაგური, დაიქცა ქვეყანა. - ანუკი. - რა ანუკი. ცხოვრება აღარ შეუძლიათ ფეხბურთის გარეშე. ამათ თვალწინ, ბურთს იქით ბნელა. ოდნავ მეღიმება. - ბურთს იქით ბნელა რას ნიშნავს? - ინტერესით ეკითხება დათა. - ვერაფერს ვერ ხედავენ ბურთის მეტს, მაგას ნიშნავს. - და იქნებ ხედავენ, მაგრამ ვიღაცეები გარბიან და აბნელებენ? - ოდნავ აბრუნებს თავს მისკენ ერეკლე. - მოდი ყველამ თავის სიბნელე გაანათოს, მოსულა? - მე, ჩემო ანუშკი, ისედაც განათებული მაქვს. ამასობაში, რუმინეთის ჰიმნი მთავრდება და ჩვენი იწყება. - ხოდა სხვები თავისით გაანათებენ, აღარ არის საჭირო სანთებელათი სირბილი. უბრალოდ ღრმად სუნთქავს ერეკლე. ყოველი შემთხვევისთვის, მკლავზე ვადებ ხელს, თუმცა დიდი ალბათობით, არც ისე აპირებდა აყოლას. როგორც ყოველთვის, ყველას სახეს ცალ-ცალკე აჩვენებენ. ყველას სახეზე იკითხება შემართება, იმედი, სურვილი. მთელი გრძნობით ჰყვებიან ჰიმნს და როგორც კი მთავრდება, მაშინვე იშლებიან. წამიერად აჩვენებენ ერთმანეთისკენ მიმავალ კაპიტნებს და მერე, ისევ გულშემატკივრებზე გადადის კადრი. ძალიან რთულია ითამაშო იქ, სადაც შენ არავინ გგულშემატკივრობს, წარმომიდგენია რას გრძნობენ ახლა. გულშემატკივარი ძალიან დიდი ძალაა. ვაკო და მოწინააღმდეგეთა კაპიტანი ვიმპელებს ცვლიან და ხელსაც ართმევენ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ, წესისამებრ, გუნდებთან ბრუნდებიან აწ უკვე საკუთარი ქვეყნის ვიმპელებით ხელში ფოტოს გადასაღებად. ეს მომენტი, რა თქმა უნდა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება და მსაჯი, სასტვენით ანიშნებს თამაშის დაწყებას. - გუგა თორდია არის თქვენს ეკრანებზე.მოგეხსენებათ, მან გამოტოვა მაკედონიასთან მატჩი, ტრამვის გამო, რომელიც არ იყო მძიმე ხარისხის, თუმცა მაინც ვერ მოახერხა თამაში. - ნუ, ახლა ის უკვე ფორმაშია და რა თქმა უნდა, შალვა რაფავამ პირდაპირ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში. - აქ, აქ დაიკარგა ბურთი. - უკვე თამაშში ერთვებიან კომენტატორები- გვაზავა ცდილობდა იქ, თუმცა ცუდი პასი იყო. - მოიწევენ რუმინელები ჩვენს ნახევარზე. საკმაოდ კარგად ფლობენ ბურთს. ხელი უნდა შევუშალოთ, კარგი იყო ხატიაშვილი! არა, არა, აუტი. თორდია მოაწვდის, ვნახოთ. ახლოდან აჩვენებენ გუგას, რომელიც წამიერად ფიქრობს, თუმცა ბოლოს, მაინც აკობიას აძლევს. სწრაფად უხვდება მოწინააღმდეგეთა ნახევარმცველი და იქვე იკარგება ბურთი, თუმცა მხოლოდ წამიერად. ოსტატურად ართმევს ბურთს მეტრეველი და ქედელიძეს უგორებს, ის კი ლეჟავას მარცხენა ფლანგზე. ახლა, ჩვენ მივიწევთ მეტოქის ნახევარზე. რუმინელები უკან იხევენ. ისევ ქედელიძეს აძლევენ ბურთს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სივრცე აქვს, კვაშილავას უგორებს. ეს კარგი ისწავლა, ვერ დაუკარგავ. - კვაშილავაა. ვნახოთ, რას მოიფიქრებს ჩვენი კაპიტანი, უკან პასი თუ გვერდზე გადააწვდის თორდიას. - თორდია. საბოლოოდ მაინც გუგას უგორებს ბურთს. - თორდია თვითონ წავიდა წინ. კარგი პასი აკობიაზე, ქედელიძეე, ერთი მცველია მის წინააღმდეგ, დარტყმააა. სამწუხაროდ, იმდენად არასწორად ურტყამს, რომ არ იცოდე, ვერც მიხვდები, რომ კარში უნდოდა გატანა. ბურთს, მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე იღებს და გრძელ პასს აკეთებს ფეხით. მთლიანად გადმოდის ბურთი ჩვენს ნახევარზე. წამსვე, ყველა იქით იღებს გეზს. რა თქმა უნდა, ეს რუმინელების შანსია, რომელიც უნდა გამოიყენონ და ცდილობენ კიდეც გამოყენებას, თუმცა ისევ აკობია უშლის ხელს და ორივე ძირს ემხობიან ბურთიანად. წამსვე მათთან ჩნდება მსაჯი და სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევს აკობიას, რომელიც ზედმეტად ზლაზვნით დგება ფეხზე. თამაში ახლდება. როგორღაც, ბურთზე კონტროლს ვიბრუნებთ და ამჯერად ბრეგვაძე ცდილობს კვლავ მათ ნახევარზე გადასვლას, თუმცა უშედეგოდ, მალევე კარგავს ბურთს. - კარგი იყო ნაკაიძე! თითქმის წამებში იბრუნებს ბურთს და პირდაპირ ვაკოს უგორებს. - კვაშილავა ბურთთან, გრძელი პასი გვაზავას, იქვე თორდია ჰყავს თავისუფალი, არა, მაინც კვაშილავა უკან. მეკარეს. ზვიადაძეს უგორებს ბურთს ჩვენი კაპიტანი. რუმინელთა მეკარისგან განსხვავებით, ნამდვილად არ აკეთებს გრძელ პასს და რა თქმა უნდა, იქვე ლეჟავასთვის დაგორების მცდელობა კრახით მთავრდება. წამებში იბრუნებენ მოწინააღმდეგეები ბურთს და რეალურ საგოლე მომენტებსაც ქმნიან. - კვაშილავაა. ბურთის წართმევა უნდოდა, თუმცა აშკარად ზედმეტად ცუდად ეჯახება რუმინელთა შემტევს, რომელიც ძლივს დგება ფეხზე, თუმცა მისი თანაგუნდელები რომ არა, ეჭვი მეპარება ფეხზე მყარად დგომა შეძლოს. - ვერ დადის. ვერ დადის, აშკარად. იძულებითი ცვლილებაა რუმინელთა ნაკრებში. მართალია სამედიცინო შტაბის დახმარება არ სჭირდება, თუმცა მაინც, კოჭლობით ტოვებს მოედანს. - გაფრთხილებას მიიღებს ალბათ, ჩვენი კაპიტანი. კი, ასეა. - საერთოდ, ნუ ვიცით, რომ კვაშილავა გამოირჩევა ხისტი თამაშით, შეჩვეულები ვართ მისგან. მალევე შემოდის დაზარალებულის შემცვლელი და ისევ ახლდება თამაში. - ისევ ჩვენს საჯარიმოში არიან, როგორმე უნდა გავიტანოთ ბურთი. სახიფათო შეტევაა, კარგი იყო ქედელიძე, მეტრეველი, თორდია. თითქოს, ბურთს ვფლობთ, თუმცა მაინც გვართმევენ და ისევ თამამად მოიწევენ წინ. კვლავ აკობია ცდილობს ხელის შეშლას, თუმცა ამჯერად, ყველაფერი არც ისე კარგად გამოსდის და მის არასწორ დარტყმას, კუთხური მოჰყვება რუმინელთა მხრიდან. - პირველი კუთხური იქნება, რომელსაც მოაწვდიან რუმინელები, ვნახოთ, ვნახოთ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. კვაშილავას აჩვენებენ, რომელიც სახე ალეწილი, ხელებით ანიშნებს ყველას დალაგებას და თან, თორდიას ელაპარაკება რაღაცას. - ვემზადებით რუმინელთა ნახევარმცველიც ემზადება დასარტყმელად და როგორც კი მსაჯი სასტვენით ანიშნებს, მაშინვე ურტყამს ბურთს. სწრაფად იღებენ რუმინელები და კარშიც ურტყამენ, თუმცა წამში იღებს მეკარე. - ზვიადაძე. ბრავო, ზვიადაძე. - განმეორებით აჩვენებენ კადრს და ახლა, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ნამდვილად არ იყო ადვილი ამ ბურთის აღება. - როგორი კარი იყო მეკარე. გადავრჩით, გადავრჩით. კვლავ ახლდება თამაში. იმის მიუხედავად, რომ ყველა მონდომებულია და ყველა ცდილობს, მაინც დაცვაზე გამოსდით თამაში. თითქოს, მათ წინ რუმინეთი კი არა ესპანეთი იყოს. დარწმუნებული ვარ, ახლა მაყურებელთა უმრავლესობა ზუსტად იმას ამბობს, რომ აქ თუ წავაგეთ, ესპანეთთან მოგებაზე აღარც უნდა ვიოცნებოთ. 15 წუთი გადის, თუმცა არაფერი იცვლება. მართალია, მათ ნახევარზე გადავდივართ, თუმცა შეტევის ნაცვლად, მაინც გათამაშებით შემოვიფარგლებით. - თორდია ბურთთან, უკან პასი. არა, არ გამოუვიდა, აუტს მოაწვდიან რუმინელები. - კარგი იყო გვაზავაა! - ბურთის მიღებას არც კი აცდის, ისე ართმევს და თამამად მიიწევს წინ. - მეტრეველი თამაშობს თავით, იქვე ნაკაიძე. დაკარგა ბურთი ნაკაიძემ, რუმინელები მოიწევენ წინ. გრძელი პასი, სახიფათო შეტევაა. იმდენად სწრაფად გადმოდიან ჩვენს ნახევარზე, აშკარად გააზრებასაც ვერ ასწრებს ვერცერთი. - საჯარიმოშია რუმინელთა შემტევი, კვაშილავა იქვე. აშკარად წართმევა უნდოდა, თუმცა ძალიან უცნაურად გამოუვიდა ფეხის დადება და ისევ ორივე ამოტრიალდა. - ხელით შეეხო, მგონი. განმეორებით... არა, არა. ხელით შეხება არ არის, მაგრამ აშკარად დაარღვია წესები. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მსაჯი. ახლოდან აჩვენებენ ვაკოს, რომელიც ჯერ კიდევ სტადიონზე ზის და ძლივსღა სუნთქავს. ზემოდან მსაჯი დასტრიალებს და თან, რაღაცას უხსნის. ანუკისკენ ვაპარებ მზერას. იმდენად დაძაბულია, დარწმუნებული ვარ, გარშემო ვერაფერს ვერც ამჩნევს და ვერც ხედავს ვაკოს გარდა. თორდია უწვდის ხელს და კვაშილავაც, იძულებით დგება ფეხზე. - ჯარიმაა აშკარად.- ისევ აგრძელებს კომენტატორი. - აპროტესტებს, ჩვენი კაპიტანი, თუმცა... ისევ ვაკოს აჩვენებენ. იმდენადაა ნერვებმოშლილი, უკვე ხელებით გადადის ახსნაზე, მაგრამ რასაკვირველია ამით არაფერი იცვლება. - ახლა რა იქნება... - მაინც ვეღარ ითმენს ანუკი. - პენალტი, წესით. - სუნთქვას აყოლებს ერეკლე. - პენალტი? თუ საჯარიმო დარტყმა?- მექანიკურად მიფართოვდება თვალები. - საჯარიმო არამგონია - წამით არ აშორებს ეკრანს თვალს. - ძალიან ცუდი ჯარიმა აიკიდა აქ კვაშილავამ, პენალტი იქნება. - უკვე დარწმუნებით ამბობს კომენტატორი. იძულებით ლაგდება ყველა, ხოლო მოწინააღმდეგეთა შემტევი, დასარტყმელად მიდის. - ძამიკო, ხომ არ გაიტანენ? - მაშინვე მკლავში აფრინდება დათა. - არ ვიცი. - არ გადაიტანონ, რა... - რავქნა დათა, იქ არ ვარ, რომ ხელი შევუშალო. - დამშვიდდი, სამაგიეროდ ბიჭები არიან იქ - ხელს ვკიდებ. თვითონაც მკიდებს, თუმცა ისევ არ აშორებს ეკრანს თვალს. სასტვენის ხმა და მოწინააღმდეგეთა შემტევი, ისეთი ძალით ურტყამს, მგონია, რომ ბურთი საერთოდ დატოვებს მოედნის ტერიტორიას. აშკარად, ბიჭებიც იგივეს ფიქრობენ. მართალია ყველა ხტება, მაგრამ ეს მოვალეობის მოხდის მიზნით ახტომას უფრო ჰგავს, თითქოს, ისედაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაინც გადაკვეთდა ხაზს, თუმცა რაღაც სასწაულად, პირდაპირ კარში მიდის და ზვიადაძის მორიგი გმირობა რომ არა, ნამდვილად გაიტანდნენ. - ბრავოო! ბრავო მეკარე! ზვიადაძეს აჩვენებენ ახლოდან, რომელიც ისევ ბურთსჩახუტებული წევს ძირს. - ეს რა ბურთი აიღო! განმეორებითი აჩვენებენ კადრს. შვებისგან ღრმად სუნთქავს ერეკლე და მხოლოდ ახლა მისწორებს მზერას. - მოვკვდი, ეს რა იყო... - ყურებითაც გეცლება ენერგიები? - ოდნავ ეღიმება ანუკის. - შენ წარმოიდგინე, ყურება უფრო რთულია ვიდრე თამაში. - ზვიადაძე არის ცუდად! - აღშფოთებით გვამცნობს კომენტატორი.- ტრამვა, ტრამვა მგონი. - ნუ, ცუდად დაეცა აშკარად ბურთის აღების დროს. - სინანული ერევა ხმაში. - ცვლილება იქნება. როგორც კი ზვიადაძე გადის, მისი შემცვლელიც შემოდის მოედანზე. - მჭედლიძე გამოდის, ვნახოთ, ვნახოთ. არაჩვეულებრივი მეკარეა მჭედლიძე, გვახსოვს ჩვენ მისი მატჩები. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი, შვედეთთან იყო ის სასტარტოში. კვლავ ახლდება თამაში. - ნუ, 10 წუთზე ნაკლებია დარჩენილი პირველი ტაიმის დასრულებამდე. 0:0 ანგარიში, ვნახოთ, თუ შეიცვლება რამე. - თორდია გახლავთ ბურთთან. - აუ ვინ არის ეს რა, ზვიადაძე ჯობდაა. -მაშინვე წუწუნს იწყებს ანუკი. - რაგინდა, შენ ხუჭუჭები არ მოგწონს? -წამიერად უსწორებს თვალს ერეკლე. - ეგ რა შუაშია, უბრალოდ რაღაც მეკარედ ვერ წარმომიდგენია. - ცოტა ხანი უყურე და შეეჩვევა თვალი. უბრალოდ თვალებს ატრიალებს ანუკი. - ბავშვს დაეძინა. - მხოლოდ ახლა ამჩნევს. - მომიყვანე თუ გაწუხებს. - არა, რას მაწუხებს, უბრალოდ გითხარით. - პლედს იღებს სავარძლიდან და აფარებს. - ხალხო... - შედარებით ხმადაბლა ამბობს. - მგონი სიცხე აქვს. - შუბლზე ადებს ხელს. - რაა? - წამსვე მათკენ იწევა ერეკლე და ახლა, თავად ადებს ხელს შუბლზე. - ცხელია. - აბა მე რას ვამბობ? - გააღვიძეთ, თერმომეტრს მოვიტან. - ნელა ვდგები ფეხზე. - დაიცა, ალე. სანამ შენ გახვალ, მე მოვიტან, ვიცი სადაცაა. - ფრთხილად იყვანს ხელში და ერეკლეს უწვენს მუხლებზე. - დათაა, დათა, ძამიკო. - ეგრე არ გაიღვიძებს. - ფრთხილად ვკიდებ ხელს - წამოაჯინე. - დათა. - ძამიკო - ტირილით იღვიძებს. - ჩშშ, არა, ჩემპიონო, აქ ვარ. - დათა, ყელი ხომ არ გტკივა? - ა.არა - ოდნავ აქნევს თავს და ისევ აგრძელებს ტირილს. - მოვედი. - მაშინვე ჩვენს წინ იმუხლება ანუკი - დათა, ხელი მომეცი აბა. - არმინდაა... - ჩემპიონო, შემომხედე. საშიში არ არის, გახსოვს დედა მეც მიკეთებდა თითზე. მომეცი ხელი. ნელა უწვდის და მაშინვე ეხუტება. წამსვე უზომავს სიცხეს ანუკი. .... - 38 აქვს. ეს როგორ მოხდა. - როგორ მოხდა და ჩემთან რომ ეძინა იმით მოხდა. ამასობაში, პირველი ტაიმიც მთავრდება. ანგარიში ისევ 0:0. როგორც კი რეკლამა იწყება, მაშინვე ვუწევ ტელევიზორს ხმას. - წამალს მივცემ და დაუკლებს, სანერვიულო არაფერია. ანუკი... მიდი რა, ჩემს ოთახში, ტუმბოს პირველ უჯრაში. - ახლავე. - სწრაფად დგება ფეხზე და ოთახისკენ გარბის. - ეძინება. - არა, არ დააძინო, ჯერ დავალევინოთ. - საავადმყოფოში უნდა წავიყვანო. - ფრთხილად დგება ფეხზე. - რა საავადმყოფო ერეკლე, ბავშვს სიცხე აქვს უბრალოდ, წამალს დავალევინებთ და დაუწევს. - მოვედი. - არა, დათას ურთურთლდება ხოლმე. საფრთხეში ვერ ჩავაგდებ, ასე უფრო მშვიდად ვიქნები. - დაიცადე, სად მიდიხარ? - გაოცებული ეკითხება ანუკი. - საავადმყოფოში. - რაო? შენ ნორმალური არ ხარ, ბავშვს არაფერი სჭირს, სიცხე აღარავის ჰქონია? - მესმის ანი, მაგრამ დათას მდგომარეობა სხვაა, კრუნჩხვებში ვარდება ხოლმე. - რა? - დაიცა, ჩვენც წამოვალთ. - არ არის საჭირო, დაგირეკავთ. - ერეკლე... - მართლა, ალე. არ იწვალო, დროებით. - დამირეკე. - აუცილებლად. *** ნახევარი საათი გადის. იმის მიუხედავად, რომ მეორე ტაიმი გაცილებით უფრო დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, ვეღარ ვუყურებ. მართალია ანუკი განუწყვეტლივ მიმეორებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და სანერვიულო არაფერია, თუმცა მაინც ვერ ვარ მშვიდად და რა ვქნა. უნდა გავყოლლდი. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. იქნებ გზაში უფრო აუწია სიცხემ? სანამ საავადმყოფოში მიიყვანა უფრო ცუდად გახდა? გული ისე მიჩქარს, მეტი რომ არ შეიძლება და რაღა თქმა უნდა, თავის ტკივილიც მეწყება. ამას ემატება რუმინეთის გოლი და უკვე ტირილამდე მივდივარ. აღარც კომენტატორების მესმის, აღარც ანუკისი. მეტის მოთმენა მართლა აღარ შემიძლია, ტელეფონს ვიღებ და კონტაქტებში ერეკლეს ნომერს ვუწყებ ძებნას, თუმცა სანამ დავრეკავდე, თვითონ მასწრებს. - ერეკლეა? - ჰო. - ნელა ვდგები ფეხზე. - დათა მომიკითხე. - ისევ ტელევიზორს უბრუნდება. ღმერთო, ზოგჯერ ძალიან მშურს ამ გოგოს სიმშვიდის. - ერეკლე, რაშვებით, როგორაა დათა? - სამზარეულოში გავდივარ. - რავი უკეთესად, ვეღარ დაგირეკე, ექთანს ველაპარაკებოდი. - ღვიძავს? - ხო, რაღაც წამალს უკეთებენ. აუ, არ ვიცი, დედას დავურეკო თუ არა, თან არ მინდა ვანერვიულო, თან რომ დავუმალო მერე ხომ მაინც გაიგებს. - დაურეკე, ოღონდ ჭიანველა სპილო არ გახადო. - თვითონ გახდება საავადმყოფოს რომ ვახსენებ. ღრმად ვსუნთქავ. - დღეს დატოვებენ? - ხო, კაროჩე ექიმმა აქ იყოს მაინცო. პატარა გაცივებაც კი სერიოზულად ურთულდება ხოლმე. თან მეუბნება დედაო და... არა, უეჭველი უნდა დავურეკო. - ხო, მიდი. - თქვენ რაშვებით? - რავიცი, არაფერს. - ანგარიში შეიცვალა? ოდნავ მეღიმება. მაინც, ფეხბურთზეც ფიქრობს. - კი, რუმინეთმა გაგვიტანა და შენმა ხუჭუჭა მჭედლიძემ ვერაფერი შეძლო. - ანუ ვაგებთ? წუთებია შეხვედრის დასრულებამდე... ღრმად ვსუნთქავ. თითქოს, რამის შეცვლა შემეძლოს. მუდამ ასე, ვეგუები... ვაპირებ ვუთხრა კი - მეთქი, თუმცა ზუსტად ამ წამს, ანუკის კივილი მაჩერებს და სათქმელიც, რადიკალურად იცვლება. - 1:1 *** 1 კვირის შემდეგ. • მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რიგით მეხუთე მატჩი. {ესპანეთი - საქართველო} ... - დამელოდე, ახლა. რადგან თაბაშირი მომხსნეს და ყავარჯნის გარეშე დავდივარ, არ ნიშნავს რომ სირბილი შემიძლია, ანუკი. ღმერთო, ამას წარმოვიდგენდი? თვით ანუკი, ისე მიიჩქარის დინამოსკენ, თითქოს სალონში მიდიოდეს, მაგრამ არა, მომიტევეთ, სალონში რომ მიდის, მაშინაც კი არ მირბის ასე. აღმატებით ხარისხშია ასული ახლა. - თამაშის დაწყებამდე უნდა მივიდეთ მეთქი, გეუბნები და 8 წუთია დარჩენილი, შენ კიდევ მოსეირნობ. - კიდევ აქეთ მიბრაზდება. - გოგო, ვერ დავდივარ სწრაფად მეთქი, რა ყოფილხარ, ვაახ. აქამდე რომ გენახა ვაკო არ შეიძლებოდა? - ვერ ვნახე, ალე. თითქოს არ იცოდე, რომ დილიდან საღამომდე ვარჯიშობს. თან გეგონება შენ კი არ გინდა ერეკლეს ნახვა. - როგორც კი შევდივართ, მაშინ VIP ლოჟისკენ იღებს გეზს. - 1 საათის წინ ვნახე. - ძლივს ვძვრები ხალხში. - ნაკრების მაისურში? არა, რაღაც ძალიან გადაეკიდა ამ ნაკრების მაისურს. ალბათ მალე ავტოგრაფსაც მოსთხოვს ვაკოს. - მისმინე. - როგორც კი ვეწევი, მაშინვე მკლავში ვავლებ ხელს. - ძალიან კი გადაიპრანჭე, მგონი ბოლოს ბანკეტზე იყავი ასეთი მაკიაჟით, იცოდე გულის შეტევა არ დამართო, კაპიტანი გვჭირდება. - არა, ძვირფასო. - ამაყად იყრის მხრებს უკან თმას. ჰო, თმა. ისევ ქერად რომ შეიღება ამაზე აღარაფერს ვამბობ, ისედაც ცხადია ვისთვის. - გამარჯობაა. - ღიმილით ესალმება კართან დაცვას. ო, არა. ვერ გავიგე, ამ დამჟავებული კაცის მეტი, აქ სხვა არავინ მუშაობს? - გამარჯობა. - არანაირი ემოცია არ აქვს სახეზე. - მე ალექსანდრა რაფავა ვარ, შალვა რაფავას ძმიშვილი, აუცილებლად უნდა შევიდეთ. - ამჯერად მე ვაგრძელებ. ოდნავ ფიქრდება და ინტერესით გვაკვირდება ორივეს, თუმცა უფრო ანუკის, რაც მისი ჩაცმულობიდან და მაკიაჟიდან გამომდინარე არცაა გასაკვირი. - გთხოვთ, რა. ძალიან გვეჩქარებაა. - ვეღარ ითმენს. - მალე თამაში იწყება, ვერ შეგიშვებთ. - ზაზა, რა ხდება? ბიძია. ღმერთო, სასწაულად მოგვევლინა. თორემ ამ კაცის დარწმუნებას რომ 1 წუთი არ ეყოფოდა, ფაქტია. - არაფერი, ბატონო შალვა. - შემოუშვი, ჩემი გოგოები არიან. ოდნავ უქნევს თავს. იძულებით ბრუნდება ჩვენსკენ და კარს გვიღებს. - მადლობა, შალვა ბიძია, უნდა გავიქცე. - ისე მირბის, გეგონება ზუსტად იცოდეს სადაა გასახდელი. ღმერთო, ყველა რომ შიგნით იყოს და ეს შიშვლებს შეუვარდეს? ან მსაჯებს? დავიღუპე. - ა, სად წავიდა? - თვალს აყოლებს. - ბიძია, ანუკის გავყვები და მალე მოვალ. - დაიცა, შვილო, გასახდელში არ შეხვიდეთ. გამოვა ერეკლე და ვაკოც. - ვიცი, ბიძია, არ შევალთ. რაც შემიძლია სწრაფად შევდივარ შენობაში. ასე კი ვუთხარი, მაგრამ ვინ იცის, ანუკი უკვე იქაა. უკვე ლოცვის დაწყებას ვაპირებ, მაგრამ მადლობა ღმერთს, წინ მხვდება. - სად არიან, ვერ ვიპოვე. - შეწუხებული სახით მახლის. - ყველა ოთახი ცარიელია. - ალეე? - მოულოდნელად გვადგება თავზე გუგა. - ვა, ანუკი, შენც აქ ხარ? - გამოიცვალეთ უკვე? - ფორმაზე ანიშნებს. - კი კაცო, რა ხანია. ვაკო დარჩა მარტო. რომ კითხო, ყველაზე მეტს თორდია ემზადება და კი არის 1 საათი შიგნით. - სად, რომელი ოთახია? - ბოლო, მარჯვნივ. - დაბნეული სახით ანიშნებს. - დარწმუნებული ვარ, აზრზე არაა რატომ ეკითხება. - მადლობა. - სწრაფად უვლის გვერდს და პირდაპირ იქით მირბის. - რა ხდება? - არაფერი გუგა, დროებით, წარმატებები. - ოდნავ ვუღიმი და მეც იქით მივდივარ. სულ ცარიელია დერეფანი, აშკარად ნელ-ნელა ყველა გადის უკვე. რა თქმა უნდა, მათ შერიგებას ველოდი, თუმცა აქ და ასეთ მომენტში ნამდვილად არა. კარს ვუახლოვდები, რომელიც ისედაც ნახევრად ღია იყო და რა თქმა უნდა, არც ანუკი ფიქრობს ბოლომდე დახურვას. ზღურბლთან ვჩერდები. ღია კარადასთან, ზურგით დგას კვაშილავა და სამკლავურს ისწორებს. ხოლო კარის ჭრიალზე, არანაირი რეაქცია არ აქვს. - მოვდივარ, 2 წუთი. - და... ეგ 2 წუთი რომ მოგპარო? ანუკის ხმის გაგონებისთანავე, მყისვე ტრიალდება კვაშილავა. ოდნავ ვიწევი უკან. მაინც შეუძლებელია დამინახონ, მაგრამ მაინც. ისეთი გაოცებული სახით უყურებს, აშკარად ვერაფრით იჯერებს, რომ ეს მართლა ანუკია მის წინ. - ან... აღარაფერს ეუბნება ანუკი, წამსვე გარბის მისკენ და ისე, რომ გააზრებას არც კი აცდის, ტუჩებზე აცხრება. - სხვის ინტიმურის ყურება რამე ახლია? - ისე მოულოდნელად მეპარება უკნიდან ერეკლე, შიშისგან ვკრთები. წამსვე გულზე ვიდებ ხელს და მისკენ ვბრუნდები. - გული გამისკდა. - მართლა მინდა კიდევ რამე ვუთხრა, ვაპირებ კიდეც, თუმცა სრულიად ინსტიქტურად, მისი მაისურისკენ გამირბის თვალი და ვშეშდები. რა თქმა უნდა ამჩნევს და ეღიმება კიდეც. ხომ ადრეც მყავს ნანახი ნაკრების ფორმით, მაგრამ ყოველ ჯერზე, მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად ვხედავ. გული მიჩქარდება და თითქოს, ყველაფერ სასიამოვნოს ერთად ვგრძნობ. - მაპატიე... -ფრთხილად მკიდებს ხელს და მაჯაზე მკოცნის. - არ მინდა ჩვენს გვრიტებს რომანტიკა გავუფუჭო, მაგრამ კაპიტანი გვჭირდება. - 1 წუთი. - თხოვნასავით გამომდის. იმედი მაქვს დაილაპარაკებენ, მაგრამ მგონი გაჩერებას არც ერთი არ აპირებს. - აღარ დამტოვო... -იმდენად ჩუმად ეუბნება ანუკი, ძლივს მესმის, თუმცა პასუხი გაცემას ნამდვილად არ აცდის კვაშილავას. - შალვა დამმარხავს. - უკვე წუწუნზე გადადის ერეკლე. - არა, არა, აქ მოვა და მერე უარესი იქნება. რა ვქნა, უნდა შევიდე, კოცნისთვის კიდევ ბევრი დრო ექნებათ. ჩემს პასუხს აღარც ელოდება, წამსვე მთლიანად აღებს კარს და განგენ, ოდნავ ახველებს კიდეც. მაშინვე შორდება ვაკო ანუკის. - კაპიტან, დიდი ბოდიში, მაგრამ შალვა ჭედავს, თუ სიკვდილი არ გვინდა, ახლავე უნდა წავიდეთ. - ხო... ხო- ვაკო ისეთი დაბნეულია, სიტყვებსაც ვეღარ უყრის თავს. - წავედით მერე. - მოვდივარ - ანუკის ვერც კი უყურებს, პირდაპირ კარისკენ იღებს გეზს და ერეკლეზე პირველი გადის. - რა უქენი გოგო, პირველი კოცნა იყო თუ რა იყო? - სიცილით ეკითხება ერეკლე ანუკის. - წადი ახლა, დაგაგვიანდა. - მკლავში ვკიდებ ხელს. - მივდივარ - ერთი ნაბიჯით იხევს უკან- ისე, ანუშკი... - ისევ ბრუნდება უკან- იცოდე მის თამაშზე თუ აისახა პასუხს მოგთხოვ. - კვლავ სიცილით ემუქრება. - შენ მაგაზე ნუ ნერვიულობ, მხოლოდ კარგის მხრივ - ნაძალადევად უღიმის ანუკი - წადი, არ გავიდნონ და ესპანეთის გუნდს არ შერჩე. - ტაბაა! - თორდიას ხმას ვცნობ. - ხო, მოვდივაარ! - წამსვე უბრუნებს პასუხს. მერე ჩემსკენ ბრუნდება და სწრაფად მკოცნის ლოყაზე - პირველი გოლი შენია, შენი 21 ნომრისგან. - თვალსაც მიკრავს და უკვე, მართლა მიჰქრის ბიჭებთან. მეღიმება. ჩემი 21 ნომრისგან. *** - აუ რა ხმაურია რა, თავი გამისკდა გოგო, აქ 2 საათი როგორ ძლებ ხოლმე. - ტრიბუნებზე ასვლიდან დაახლოებით 10 წუთში, ანუკი წუწუნს იწყებს, რაც რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო და არც მიკვირს. - წასვლა გინდა? - მაინც მეღიმება. - შენ რა, დამცინი? არცერთი წუთი არ მინდა ვაკოს გარეშე. ჩემი... - სიტყვას ვერ არჩევს - ყველაფერია. რომ ვაკოცე როგორი საყვარელი იყო ვერ წარმოიდგენ... - თვალები ისე უციმციმებს როგორც არასდროს. - კოცნით დაიწყო და კოცნითვე უპასუხე, რა რომანტიკულად გამოვიდა. - ისევ მეღიმება. - აუ, ჰოო. ვგიჟდები, მის დაბნეულობაზე, ვერც ხელი მკრა, ვერც მაკოცა... - კარგი ახლა, მაყურებინე. - წარმომადგენინა ყველაფერი. თვითონაც მთელი ყურადღება მატჩზე გადააქვს, თუმცა არა იმიტომ, რომ მე ვუთხარი, საქმე კვაშილავას ყვითელ ბარათს ეხება, რომელიც როგორც კომენტატორები იტყოდნენ, თავისი ხისტი თამაშით 'აიკიდა' - რა მოხდა, ეს რა ყვითელი ფურცელია? - ანუკის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი ფეხბურთზე, აშკარად, მხოლოდ ეროვნული ნაკრების კაპიტნის სიყვარული არ კმარა. - წესები დაარღვია. - რატომ? ღრმად ვსუნთქავ. ვერ ვხვდები საიდან უჩნდება ასეთი კითხვები. - სპეციალურად არ გაუკეთებია, თამაშის დროს ასეთი რაღაცეები ხდება. უბრალოდ ოხრავს. ბურთი ესპანელებს რჩებათ. რა თქმა უნდა, აქ საქმე ბევრად უფრო რთულად გვაქვს, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო და არავის უკვირს. ჯერ-ჯერობით, შეტევას ვერ ვახერხებთ და მთლიანად დაცვაზე ორიენტირებული თამაშია. კუთხური, აუტი, ისევ კუთხური. ეს ყველაფერი ჩვენს კართან ხდება და ძალიან რთულია, ამას დიდხანს მყარად გაუძლო და არ მოეშვა. სამწუხაროდ, ზვიადაძის ტრამვა სერიოზული აღმოჩნდა და მეკარე, დღეს ისევ მჭედლიძეა, თუმცა მადლობა ღმერთს, ჯერ კარში დარტყმის მცდელობები მრავლად არ აქვთ და როგორღაც უმკლავდება. ხოლო როცა თორდია უგორებს ბურთს, ისეთი ძალით ურტყამს, ჩვენი ნახევრიდან მთლიანად გადადის ბურთი. წამსვე იქით ეშვება ყველა. საკმაოდ კარგად იღებს ბურთს ჭანტურია და კონტრშეტევის წამოწყების მცდელობაც, ამდენი მოწინააღმდეგის მიუხედავად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წარმატებულად გამოსდის. თორდიას უგორებს მარჯვენა ფლანგზე, ის კი პირდაპირ გვაზავას აძლევს. თამამად მივიწევთ მათი საჯარიმოსკენ და წარმომიდგენია რა დღეში არიან ახლა კომენტატორები. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გვაზავა კვაშილავას უგორებს, ის კი წამში, ერეკლეს აძლევს საგოლე პასს. ირგვლივ, ყველა მხოლოდ 'დაარტყის' და 'მიდის' ყვირის და რაღა თქმა უნდა, ერეკლეც ზუსტად ასე იქცევა. ესპანელთა ნახევარმცველის ხელის შეშლის მცდელობისა და კარს გადაფარებული მეკარის მიუხედავად, ბურთი მაინც გადის კარში და ანგარიში იხსნება. - 'ტაბაააა!' - 'ტაბაა, ტაბა, ტაბა,!' ახლა მართლა დაგვაყრუებენ. მაშინვე ყურებზე იფარებს ხელს ანუკი. ერეკლე კი რა თქმა უნდა, წამში აკეთებს ტრადიციულ შემორბენას ხელგაშლილი. ყველა ზედ ახტება, ბიძიაც წინ გამოდის და თითქოს, მისი 'ბრავო' მეც კი მესმის. - ეს გოლი შენი იყო გოგონი. - მკლავზე მკრავს ხელს ანუკი. - უყურე, დარწმუნებული ვარ, თვალებით გეძებს. მეღიმება. ღმერთო, როგორ არანარმალურად, საშინლად მიყვარს... თამაში ახლდება. სიხარული კარგია, მაგრამ როგორც ბიძია არიგებს ხოლმე ბიჭებს 'გავიხარეთ, გვეყო. ამან არ უნდა გაგათამამოთ' - ისე ეხლა ესპანელები გამწარდებიან, ხო? - სრული სერიოზულობით მეკითხება ანუკი. - ეგენი ისედაც სულ გამწარებულები თამაშობენ. - შეიძლება, მაგრამ გოლის შემდეგ კვადრატში რომ ავიდნონ? - კარგი ანუკი, უყურე. ვერ ვხვდები, რატომ უნდა რომ კომენტატორის ფუნქცია შევასრულო მისთვის. კვლავ ჩვენს ნახევარზე გადმოდიან ესპანელები და ამავდროულად, მწვრთნელი სამ ცვლილებას ახორციელებს მათ ნაკრებში. შემტევები. ხო, ნამდვილად დასვენებული შემტევები გვჭირდებოდა ახლა სრული ბედნიერებისთვის. გველესიანია ბურთთან, თუმცა იმდენად ავიწროვებენ, იძულებული ხდება კვლავ მეკარეს დაუგოროს. მჭედლიძე კვლავ გრძელ პასს აკეთებს, თუმცა იმდენად გრძელი ნამდვილად აღარ გამოუდის, სწრაფად უხვდებიან ესპანელები და ბურთზე კონტროლსაც იბრუნებენ. მორიგი კონტრშეტევა მათი მხრიდან. ამჯერად ერეკლე ცდილობს ხელის შეშლას, თუმცა ორივე ერთმანეთს ემხობა და წამსვე ჩნდება მსაჯი მათთან. ადგებიან. ერთხელ დაცემულა? მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს ყოველთვის საშინლად მეშინია, ყველანაირად ვცდილობ თავი დავიმშვიდო. 1 წუთი გადის, თუმცა მხოლოდ ესპანელთა ნახევარმცველი დგება ფეხზე. - აუ, ბიჭო, ეხლა არ თქვათ ტრამვააო! - აქეთ-იქიდან, უკვე მესმის გულშემატკივართა ჩუმი ოხვრა. - ტრამვაა მარა არის აბა, ვერ დგება. ფუ, აი სად დაგვერხა! - ალე, დამშვიდდი... - მკლავზე მადებს ხელს ანუკი, თუმცა იმდენად მეყინება მთელი სხეული, ძლივს ვგრძნობ. საშინლად მიჩქარდება გულისცემა, თითქოს, ჰაერი აღარაა. ყველა მის გარშემო გროვდება. კვაშილავა იხრება კიდეც. საშინლად იწელება დრო. არ მინდა, იმედი დავკარგო. განუწყვეტლივ ვიმეორებ, რომ ადგება, თუმცა გონებას, საერთოდ აღარ სჯერა ამის. მოედანზე, სამედიცინო შტაბის წევრები შემოდიან. და... აქ ბნელდება ჩემთვის ყველაფერი... _______________________________________________________ სიყვარულებოო, შემდეგი თავი უკვე დასასრული იქნება. როგორც ყოველთვის, ძალიან ძალიან მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები. როგორც ამ თავზე, ისე დასასრულზე. თქვენი აზრით, როგორი იქნება? გამიზიარეთ ყველაფერი. სიყვარულით თქვენი ელა'ტრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.