შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

harry wolf /6/


29-09-2021, 15:43
ავტორი Harry wolf
ნანახია 821

საუცხოო იყო ირგვლივ ყველაფერი, ისეთი მშიდი, ისეთი სუფთა ისეთი არამიწიერი, ლამაზად მოვლილ მდელოზე ვიდექი, სიო სასიამოვნოდ არხევდა წამოზრდილი ბალახების სიყვითლე გადაკრულ ღეროებს, შორიახლოს მდინარის ჰანგები ისმოდა, თვალები დავხუჭე, ხელები განზე გავშალე და სიოს ნება მივეცი ჩემს სხეულზე ვნებიანი კვალი უნებართვოდ დაეტოვებინა.
- ჰარი. - სასიამოვნოდ გაარღვია ნაცნობმა ხმამ ქარის მელოდია.
- ელიკო. - გამეღიმა და ჩემს წინ მდგომ მოხუცს მკლავები მოვხვიე.
- აქ რა გინდა ჰარი? - სულაც არ ჩანდა ბებია ჩემი ნახვით კმაყოფილი.
- ააქ? და სად ბებია? - წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი.
- ეს ილუზიაა ჰარი, შენი ილუზია და მასში რეალური არაფერია.
- სიზმარია?
- არა, ეს სამყაროა, რომელიც საკუთარ თავს მოულოდენლად შეუქმენი, შენი უნარების დახმარებით შენივე თავი აქ გამოკეტე, რატომ ჰარი?
- არ ვიცი ელიკო. - წარმოდგენა არ მქონდა რაზე მესაუბრებოდა ბებია. - ისიც არ ვიცი ეს როგორ გავაკეთე.
- ბოლო დროს შენს უნარებზე კონტროლს კარგავ შვილო. - სინანული ჩანდა ელიკოს ხმაში. - სუსტდები. - დაამატა დანანებით.
- რატომ? - ამაზე პასუხი მართლა მაინტერესებდა თუმცა სიმართლის გაგების შემეშინდა.
- სამყაროში ბევრი ზებუნებრივი არსება ცხოვრობს ჰარი. იმაზე მეტი ვიდრე შენ წარმოგიდგენია, შენი ოთხსაუკუნოვანი ცხოვრებაც კი არ კმარა ყველა იმ ქმნილებათა გასაცნობად რომლებიც დედამიწაზე ნავარდობენ.
- გამოდის ჯერ კიდევ სიყმეში ვარ? - გამეცინა მოულოდენლად და ბებიას წყრომაც მაშინვე დავიმსახურე.
- სიკვდილს იმდენი წელია გამოცდას უწყობ, მგონი გაანაწყენე კიდეც! - აშკარად მტუქსავდა ელიკო.
- ვკვდები?
- მოკვდები თუ შენი სისუსტის მიზეზს არ იპოვი და თავიდან არ მოიშორებ.
- რომელიმე ხის ფესვებში უნდა ჩავძვრე?
- ჰარი. - ამ დრომდე მშვიდი გარემო ნაცრისფერ საბურველში რომ გაეხვა და ბებიას ხმაც იმაზე მკაცრი გახდა ვიდრე აქამდე ვინებე სერიოზული ვყოფილიყავი და ბოდიშიც მოვიხადე. - მისმინე შვილო. - ხმას ისე დაუწია ეჭვი შემეპარა მართლა ჩემსმიერ შექმნილ სამყაროში ვიყავი თუ ეს უბრალოდ მტრისგან დაგებული მორიგი მახე იყო. - შენს ირგვლივ შენი სიკვდილისთვის საჭირო იარაღია, მე სული ვარ ბებია, უფლება არ მაქვს ასე პირდაპირ გითხრა რა არის ეს იაღარი, ასე რომ მოვიქცე დავისჯები და ჩემი სული სამუდამოდ გაიჭედება ჯოჯოხეთის ფსკერზე, ჯოჯოხეთის არ მეშინია ბებია მაგრამ შენ რომ დაგჭირდეს ჩემი დახმარება იქედან ვერასდროს შევძლებ დაგეხმარო გესმის? ამიტომ კარგად მომისმინე ახლა რასაც გეტყვი. - კიდევ უფრო დაუწია ელიკომ ხმას. - შენს ირგვლივ მყოფთ უფრთხილდი, ეძებე მათში მტერი, ეძებე იარაღი რომელსაც შენს წინააღმდეგ გამოიყენებენ შენი მტრები, ეძებე ბებია, იპოვე და გაანადგურე, არაფერი არ გიხნის იცოდე თუ შენმა მტრებმა იარაღი აამუშავეს.
- რა იარაღი ელიკო ხვდები რომ სულ დამაბნიე?!
- მოკვდები ჰარი შვილო, მოკვდები და ამისთვის მზად არ არის მსოფლიო, შენ იმდენი კეთილი საქმე გააკეთე, იმდენჯერ იხსენი კაცობრიობა სრული განადგურებისგან, იმდენჯერ დაამარცხე ბოროტება რომ ახლა ყველაფერი ერთად გიბრუნდება ჩემო ბიჭო, სამყარო შენ არ დაგინდობს რადგან არავინ იცის რა იმალება ამ კეთილი თვალების უკან, შენ სიკეთე ხარ ჩემო ბიჭო მაგრამ შენს ირგვლივ სიბოროტეა, შენ სინათლე ხარ მაგრამ წყვდიადი გემუქრება განადგურებით, წყვდიადი კი ძალიან ძლიერია ბებია, იმდენად ძლიერი რომ დაგაჩოგებს, გაგანადგურებს, იპოვე ჰარი, შვილო იპოვე ეს იარაღი და გაანადგურე.
- ელიკო. - კიდევ უფრო რომ მოედო ნაცრისფერი საბურველი ამ ირეალურ სამყაროს ელიკოს სახეც გაქრა მოულოდნელად. - ბებია! - ამაოდ ვტრილებდი ყველა მიმართულებით, ქარმა მიწიდან აღებული მტვერივით გააქრო ბებიას აჩრდილი.
ოთახში ხუთნი ვიყავით, ჩემს საწოლთან თვალცრემლიანი იდგა ჩემი ერთგული სოფია, ჩემი ხელი საკუთარში მოექცია და მზერას წამით არ მაშორებდა. საწოლის ფეხებთან მერი იდგა, მკერდზე ხელები დაეკრიფა და ინტერესით მაკვირდებოდა გონს მოსულს. სავარძელში, ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მოტეხილი ედვარდ ლოურენსი იჯდა, ღია ფანჯრის რაფას კი ანა ეყრდნობოდა ორივე ხელით, ჩემსკენ ზურგით იდგა და სივრცეში მზერა გაყინულს სახეზე ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი როგორ უთრთოდა ტუჩები.
- ჰარიკუნა. - ცრემლებით დამისველა სოფიმ სახე.
- გეყოფა სოფი, კარგად ვარ.
- არა! - მტკიცე იყო მერის ხმა. - კარგად არ ხარ, მკვდრის ფერი გადევს, მკერდი გადაყვლეფილი გაქვს, სისხლი კი ცისფერი. რამე ხომ არ გაქვს ჩვენთვის სათქმელი?!
- ჩემი სისხლი ყოველთვის ცისფერი იყო მერი.
- არა ჰარი, შენ სისხლიც კი არ გქონდა. იქნებ დაგავიწყდა ეს?
- მერი შეგიძლია ხმას დაუწიო?
- ჰარი, რაღაც გჭირს, რაღაც გემართება, ვიღაც რაღაცას გმართებს, მითხარი რა გაგიკეთა სტეფანოსმა ისეთი რომ ასე დასუსტდი.
- აქ იმიტომ ხარ რომ ეს გაიგო. - საწოლზე წამოვჯექი და უკმაყოფილო მზერა გავუსწორე მერის. - შელოცვას დაგადებ, ვერ შეგეხება, უბრალოდ მის სახლში უნდა შეაღწიო და გაიგო იმ წყეულ სარდაფში რა რიტუალი ჩაატარა.
- აჰა. - ხელის გულები ხმაურით შემოკრა მერიმ და გამიღიმა. - მგლის ხროვაში მაგდებ? მას რატომ არ სთხოვ. - ხელი რომ ანასკენ გაიშვირა ლოურენსი მშვიდად შემობრუნდა, მზერა ამარიდა და დაბალი ხმით ამოიჩურჩულა.
- შემიძლია ამის გაკეთება.
- სტეფანოსმა იცის მის შესახებ ამიტომ ანა გამოირიცხა, ვერავის ვენდობი. თუ ჩემი დახმარება არ გინდა გავიგებ. - საწოლიდან წამოვდექი და გახსნილი პერანგი შევიკარი. - ანასთან დამტოვეთ.
- რა თქმა უნდა. - ცხვირი აიბზუა მერიმ და პირველი თავად გავიდა საძინებლიდან, ფეხდაფეხ გაყოლილმა სოფიამ ცრემლიანი მზერა დამიტოვა სახსოვრად, ედვარდ ლოურენსი კი ჩაფიქრებული სახით მიცქერდა და არ ჩქარობდა ოთახის დატოვებას. - ედვარდ.
- ჰარი რამე უნდა ვიცოდე? - წყენა და ინტერესი ჩანდა ედვარდის ხმაში.
- მოგვიანებით ედვარდ, ახლა კი გთხოვ შენს ქალიშვილთან მარტო დამტოვე. - დავინახე როგორი გაჭირვებით აათრია ედვარდმა დაღლილი სხეული სავარძლიდან, როგორ მოიტოვა გასასვლელამდე არსებული მანძილი და კარიც ფრთხილად გაიხურა. რამდენიმე წუთი უხმოდ ვუცქერდი ჩაფიქრებულ ანას, რომელიც საკუთარ თითებს ინტერესით უცქერდა, ბოლოს კი ნაბიჯი გადავდგი მისკენ, მის სახესთან დახრილმა ურჩი წითური თმა ყურს უკან გადავუწიე, ნიკაპზე ჩავლებული თითებით სახე მაღლა ავაწევინე და მზერა გავუსწორე. იყო მის თვალებში უხილავი ენერგია, რომელიც ორივეს გვანგრევდა, იყო შიშიც, ინტერესიც, სურვილიც და უფრო მეტის ფლობის დაუოკებელი ჟინიც. - მაჩვენე. - თითებზე რომ ვანიშნე არ შემწინააღმდეგებია, ჩემს ხელის გულზე მოათავსა გაყინული თითები და საკუთარ ტუჩს დაუწყო კბილებით წვალება. თითქოს არაფერი, თითქოს ჩვეულებრივი მტევანი იდო ჩემს ხელის გულზე მაგრამ ვგრძნობდი მასში არსებულ ძალას, ამოუხსნელს, ზღვა ემოციებს, უმართავს, უცნობს, საინტერესოს. - კიდევ ვცადოთ. - მისი ხელის გული მკერდზე რომ დავიდე გველნაკბენივით გახტა უკან, გაფიტრებული მზერა მომაპყრო და არეული ხმით ამოიჩურჩულა.
- არ მინდა გატკინოთ.
- ანა, ჩვენ უნდა გავიგოთ რა იყო ეს. - არ ვაპირებდი უკან დახევას.
- არა ჰარი. - არც ანა აპირებდა დანებებას. - არ მინდა გატკინოთ, აღარასდროს!
- ფიზიკური ტკივილი გაივლის, ნუ ღელვათ ანა, ახლა უკვე მზად ვარ თქვენი დავდასხმა მოვიგერიო, შელოცვა მადევს, ისე ძალიან ვეღარ მატკენთ, უბრალოდ ვნახოთ ეს რა იყო, რა იმალება თქვენში, რა უნარები გაქვთ, ან საერთოდ რა ხართ?!
- არ შემეხოთ! – უკან დაიხია ანამ.
- ნუ გეშინიათ.
- ეს თქვენ უნდა გეშინოდეთ, ცეცხლს რატომ ეთამაშებით? რა არ გასვენებთ ჰარი, საკუთარ თავზე რატომ ატარებთ ექპერიმენტებს, დავიჯერო სიკვდილი მართლა ასე ძალიან გინდათ?
- სიკვდილი არ მინდა. - გამეღიმა მოულოდენლად. - აღარ მინდა ანა სიკვდილი, პირიქით სიცოცხლე ასე ძალიან არასდროს არ მდომებია.
- ჰარი. - მასთან მისულს ზურგი რომ მაქცია, მხრებზე ფრთხილად შევახე ხელები, თრთოდა, თრთოდა ისე როგორც თოვლში უპატრონოდ დარჩენილი ახალშობილი. მასზე ზრუნვა ისე მინდოდა, ისე მსურდა გულში ჩაკრულისთვის მთელი სხეული დამეკოცნა საკუთარი სურვილების გამო ვიგრძენი როგორ გავწითლდი. - ჰარი თქვენ შინაგანად იწვით. - ისევ ზურგით იდგა ლოურენსი თუმცა ჩემი მღელვარება მისთვის ზედმეტად ხილული გამხდარიყო.
- მე თქვენ მიყვარხართ ანა.
- გაჩუმდით! - მყისიერად იფეთქა ანამ. - გაჩუმდით გესმის? - ჩემსკენ შემობრუნებულმა ცრემლიანი სფეროები შემომანათა, მის თვალებში იმხელა იმედგაცრუება და ტკივიილი ამოვიკითხე სუნთქვა შემეკრა.
- ანა.
- არ გინდათ ჰარი. - გაცლას ეცაცდა მაგრამ არ დავანებე.
- თქვენი შეყვარებული. - აღარ უცდია ცრემლების შეკავება, ჩემს მკლავებს დაყოლილი ძალა გამოცლილი ამეკრო მკერდზე და გადაყვლეფილ მკერდზე მომაკრო მხურვალე ტუჩები, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გავარვარებული შანთი მომაბჯინეს. - ის მოკვდა არა?! - შევეცადე თანაგრძნობით ყოფილიყო ჩემი სიტყვები სავსე.
- ის მე მოვკალი! - ქვემოდან ამომხედა. ცრემლიან თვალებში არსებული ტკივილი ზიზღმა ჩაანაცვლა. - მოვკალი გესმით? მამაჩემი თვლის რომ მაქცია ვარ, სინამდვილეში ჩვეულებრივი მონსტრი ვარ, უკონტროლო, მონსტრი რომელმაც თავისი შეყვარებული მოკლა.
- ანა.
- დავასრულებ ჰარი, გთხოვთ.
- მაპატიეთ. განაგრძეთ. - ფრთხილად ვაკოცე ცრემლიან თვალებზე და მკერდზე აკრულს მკლავები ძლიერად მოვხვიე.
- კლუბიდან მოვდიოდით, ძალიან ნასვამები, ვიტყოდი ზემდეტად ნასვამები ვიყავით, მეფერებოდა, უზომოდ ბევრს მეფერებოდა. არ მახსოვს როგორ ან როდის აღმოვჩნდით სასტუმროს ზღურბლს მიღმა. იმას არ ვამბობ რომ ეს აქამდე არ გამიკეთებია მაგრამ იმ ღამით არ მინდოდა მასთან ყოფნა, უბრალოდ არ მინდოდა. იცით რატომ?
- რატომ ანა?
- უცნაური ხმები მესმოდა.
- რა ხმები?
- თითქოს მხარზე ვიღაც მეჯდა და მკარნახობდა რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.
- განაგრძეთ ანა.
- ვთხოვე რომ უბრალოდ დაეძინა, ის კი არ მომეშვა, უბრალოდ თავის შეყვარებულთან სიყვარულიში გატარებული ღამე სურდა, ეს ხომ დასაძრახი არ არის? - ისეთი თვალებით ამომხედა თითქოს ჩემგან ელოდა პასუხს რომ გამემართლებინა. - ხელი ვკარი, ზუსტად ისე როგორც დღეს თქვენ ჰარი, ეს პირველად მაშინ მოხდა. - საკუთარ ხელებს შიშით დახედა და შემდეგ მუჭები შეკრა. - აივნის კარი ზურგით გაიტანა და მეცამეტე სართულიდან გადავარდა.
- ვწუხვარ ანა. - მისი შეხება რომ ვცადე უკან დაიხია.
- არა ჰარი, მე მონსტრი ვარ.
- თქვენ მონსტრი არ ხართ ანა, გავარკვევთ რა გემართებათ და შემდეგ ამ ყველაფრის კონტროლსაც შევძლებთ.
- თქვენ არ გესმის. - სიმწრით გაეღიმა და თვალები დახუჭა.
- შემომხედეთ. - სახეზე ჩავავლე ორივე ხელი და დამფრთხალს ცხვირის წვერზე ვაკოცე. - ჩემი გჯერათ?
- მე საკუთარი თავის არ მჯერა ჰარი.
- მენდობოთ? - წელზე რომ შევუცურე ხელიები და ახლოს მივიზე გააპროტესტა თუმცა დანებებულმა ხელები მკერდიდან იმის შიშით მომაშორა რომ ისევ არ მტკენოდა, გამეცინა წინ გადადგმული ნაბიჯიებით უკან დახევა ვაიძულე და კედლის ზედაპირს აკრულს გავუღიმე. - მოხარული ვარ რომ ჩემთვის ტკივილის მოყენება არ გსურთ, ეს იმის უფლებას მაძლევს კიდევ ერთხელ ვიგემო თქვენი ტუჩების გემო.
- ჰარი. - სულ ერთი წამით გავჩერდი მის ტუჩებთან დახრილი, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და ცხვირის წვერით შევეხე სავსე ბაგეებზე.
- ჩემი დაბმა მოგიწევთ ჰარი რადგან ძალას ვერ გავაკონტროლებ და გატკენთ.
- თუნდაც მატკინოთ, თქვენს დაბმას არ ვაპირებ ანა. - კიდევ რაღაცის თქმა სურდა მაგრამ აღარ ვადროვე, მის ბაგეებს ვნებით დავეკარი და იქამდე არ მოვშორებივარ სანამ მისგან წამოსულმა ამოუხსნელმა იმპულსებმა ჰაერში არ მომისროლა და კარადას არ მიმახეთქა მთელი სხეულით.
- ჯანდაბა ჰარი, მაპატიეთ, არ მინდოდა, ხელებიც არ მჭირდება თქვენთვის ტკივილის მოსაყენებლად ჰარი. ხომ ხედავთ რომ საშიში ვარ.
- და საინტერესო. - გამეღიმა და ფეხზე წამოვდექი. - ეს საუკეთესო კოცნა იყო ჩემი ოთხსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე. - ხმით გამეცინა მოულოდნელად. - ეს ის მომენტია როდესაც ქალმა ძვლებში დამამტრვია. - მასაც რომ გაეცინა შედარებით დამშიდებული სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და უზომოდ სასურველი სფეროები შემომანათა.
- მამას არ უთხრათ გთხოვთ.
- ერთი პირობით. - გამეღიმა და ხელი გავუწოდე.
- რა პირობით? - უკვე ჩემს წინ იდგა ლოურენსი.
- ნება მომეცით მიყვარდეთ.
- ჰარი.
- გთხოვთ ანა.
- რამე რომ დაგიშავოთ ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებ.
- მაშინ ვისწავლოთ მართვა თუ როგორ არ უნდა დამიშავოთ.
- და ეს როგორ?
- იქამდე გავიმეოროთ კოცნა სანამ ძალების კონტროლს არ ისწავლით. - მხარზე რომ მიჩქმიტა გამეღიმა და უკან დავიხიე. - საჭირო შელოცვას მოვძებნი რომ ჩემზე ძალადობა შეწყვიტოთ. - გამეღიმა და საძინებლიდან პირველი თავად გავედი.
სახლის საკმაოდ მდიდარ ბიბლიოთეკაში სამნი ვისხედით. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს ძველი წიგნების გადაფურცვლა თუ დაარღვევდა. მერი დიდი ინტერესით ეძებდა კონკრეტული მოვლენის ახსნის ჩანაწერს, ლოურენსი უფრო ინტერესის გამო ფურცლავდა მისთვის გაუგებარ ენაზე დაწერილ ფურცლებს, მე კი ვცდილობდი როგორმე იმ უცნობი სახეობის შესახებ მომეძიებია ინფორმაცია რასაც ანა წარმოადგენდა, ამოუხსნელი იყო ლოურენსის ფენომენი, რა ძალას ფლობდა, რა იყო ან რა შეეძლო.
- ჰარი ეს ნახე. - ხუთასგვერდიანი სქელყდიანი წიგნი წინ დამიხეთქა მერიმ და ერთ კონკრეტულ აბზაც გააყოლა თითი. – „ცხრასაუკუნოვი სისხლით სავსე ცხოვრების შემდეგ გრძნეული ჯადოქრისმიერ დატყვევებული სიცოცხლეს საკუთარი სხეულიდან ამოღებული ნეკნის ნახარშით გამოესალმა“.
- რა საზიზღრობაა. - ზიზღით დავბრიცე ტუჩები. - რას აკეთებ მერი? - ინტერესით გავხედე მერის, როდესაც ჩემი მაისური ზევით ასწი და ზურგის თვალიერება დამიწყო. - მერი. - ხმა გამიმკაცრდა ხერხემლის მალებს რომ გაუყვა თითებით.
- დამაცადე, ნეკნებს გითვლი.
- აფრენ ხო? ყველა ნეკნი ადგილზე მაქვს. - გამეცინა და მაისური გავისწორე. - უკეთესი ზღაპარი ვიპოვოთ მგონი აჯობებს. - მხრები ავიჩეჩე და ანას გავხედე, რომელიც ბუდას ფორმაში იჯდა, მარჯვენა ხელის გულს ინტერესით დაჰყურებდა და არც მეტი არც ნაკლები ხელის გულზე ბურთის ფორმა მიღებულ ალს თვალს ვერ აშორებდა.
- მეღადავები? - ხელით ვანიშნე მერის გაჩუმებულიყო, ფრთხილად წამოვდექი სავარძლიდან, ჩუმად მივუახლოვდი ანას და ის იყო მის გვერდით დაჯდომა გადავწყვიტე მყისიერად რომ დაფრთხა. ხელის გულზე მოელვავრე პატარა ცეცხლის ბურთულა წამიერად გაიაზარდა და მთელს ოთახში აჭრილს რომ არა ჩემი მაგია იქაურობა მიწასთან გასწორდებოდა. - მე შენ უბრალო ადამიანი მეგონე. - ამოიბლუყუნა მერიმ და მოცელილი ჩაეშვა სავარძელში.
- ეს პირველად მოხდა ჰარი. - შეშინებული ჩანდა ლოურენსი.
- მითხარით ანა, რას ფიქრობდით როცა ეს მოხდა?
- არ ვიცი. - სახეზე აიფარა ორივე ხელი. - აქ ჩამოსვლის წამიდან უფრო მეტი რამ ხდება ჩემს თავს, უფრო ცუდი შედეგი მაქვს, ვერც კი ვხდები ეს ყველაფერი რატომ ან საიდან.
- მშვიდად, მშვიდად. - მისი ხელი საკუთარში მოვიქციე და სახე მაღლა ავაწევინე. - უბრალოდ მითხარით რაზე ფიქრობდით.
- არ მახსოვს.
- ისე ნუ იქცევით თითქოს ოთახში თქვენ ორის გარდა არავინ იყოს. - წყენა ჩანდა მერის ხმაში, რომელიც საწერ მაგიდას სხეულით მიყრდნობოდა, მკერდზე ხელებდაკრეფილი კი მზერას არ გვაშორებდა. - მისმინე ჩემო კარგო ბავშვი არ ხარ, რას ნიშნავს არ იცი, არ გახსოვს და მსგავსი სისულეები, შეიძლება ოთხსაუკუნოვანი ცხოვრების მიუხედავად ჰარი გააცურო რადგან კაცია, მგრძნობიარე და როგორც ვხედავ ყურებამდე სრული იდიოტივით შეყვარებული მაგრამ მე ვერ გამაცურებ გესმის? ასე რომ მორჩი ნიანგის ცრემლების ფრქვეცას და კითხევბზე ადეკვატური პასუხები დააბრუნე.
- მერი გეყოფა. - მისი მოულოდენელი აგრესია არ მესიამოვნა.
- მეყოფა? მე მეყოფა? იქნებ შენ, იქნებ თქვენ ორს გეყოფათ, იქნებ სიმართლეს თვალი გაუსწორო ჰარი, ეს გოგო გატყუებს, ნუთუ ვერ ხვდები რომ გატყუებს!
- მერი!
- მითხარი ანა. - არ ცხრებოდა მერი. - რამდენს გპირდებიან ჰარის სიცოცხლის სანაცვლოდ? რას დაგპირდნენ? ან ვინ დაგპირდა? ფენიქს იცნობ არა? იქნებ რეიესია გარეული ამ საქმეში?!
- ჩემგან რა გინდა? - ფეხზე წამოდგა უეცრად ლოურენსი, წამოდგა და ისე გადასხვაფერდა, ისე შეიცვალა... უდაბნოში ამოვარდნილი ქარის შედეგად სივრცეში აჭრილი ქვიშასავით აფრილდა მთელს ოთახში წიგნები, ხმაურით ეხეთქებოდა კედლის ზედაპირებს სივრცეს მოწყვეტილი სქელყდიანი ტომეულუები, მაღალ ჭერში დაგიკედბული ჭაღი კი ავისმომასწავებელი წკრიალით ირყეოდა. ლოურენსის ჩაწითლებული თვალებიდან საშინელი მძვინვარება იფრქვეოდა, დამფრთხალი მერი ადგილს მიყინდვოდა, არც მე ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში, იმდენად დაბნეული ვიყავი არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა, უზარმაზარი მაგიდა რომ ჰაერში ასწია ანამ თითის მსუბუქი მოძრაობით მივხვდი რასაც აპირებდა და შევძელი კიდეც მისი შეჩერება, მერისკენ მოქნეული ხის მძიმე მაგიდას მიმართლება ვუცვალე და კედელს მიხეთქებული ნაწილებად დაიშალა, ამან კიდევ უფრო გააცოფა ლოურენსი, გადაგვარებული თვალებიდან მომავალი ზიზღი ახლა ჩემსკენ მომამათა, დუელში მიწვევდა, გააზრებულად თუ გაუზრებლად მიწვევდა და სხვა გზა არ მქონდა უნდა მიმეღო ეს გამოწვევა, უნდა დავუფლებოდი მის უეცარ ცვლილებას, თუ არ დავიმორჩილებდი თავად ანა ვერასდროს შეძლებდა მასში წარმოქმინილი აშკარა ბოროტების კონტროლს. მიწასთან გასწორებული ბიბლიოთეკის, ფერფლად ქცეული ტომეულების, განადგურებული ავეჯისა და სამი გატეხილი ნეკნის შემდეგ მაინც შევძელი მისი ძალის დამორჩილება. დროებით შემოჭვა, ჩაკეტვა და შელოცვის დახმარებით გამოკეტვა. - იატაკზე იჯდა, თავჩახრილი, დაღლილი სხეული მოჩვაროდა, თრთოდა, ვერ საუბრობდა, ვერც იძვროდა. არც მე ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში, გაეტეხილი ნეკნები მტკიოდა, სუნთქვა მიჭირდა, მტვრად ქცეული ოთახის ერთ კუთხეში მერი ოთხად მოხრილი იჯდა, საკუთარ მუხლის თავებს მკლავებით შემოხვეოდა და ნანახით ტრამვამიღებული შეშლილივით ირწეოდა. იქვე, იატაკზე დავჯექი, დაღლილი სხეულით კედელს ავეკარი და თვალები დავხუჭე.
- ჰარი. - ჩურჩულით წარმოთქვა მერიმ ჩემი სახელი.
- ჰო მერი.
- ის მონსტრია.
- ვიცი.
- საშიში.
- ვიცი მერი. - მზერა წამით არ მომიშორებია ლოურენსის უმეტყველებო თვალებისთვის.
- მოიშორე.
- არასოდეს. - გამეღიმა და ღრმად ამოვისუნთქე.
- სად მიდიხარ? - ფეხზე წამოვდექი თუ არა მერიც წამოიჭრა ადგილიდან.
- ფენიქსთან.
- რისთვის?
- მან იცის ანას შესახებ, მინდა გავიგო საიდან და რა.
- და ამას რა ვუყოთ? - ანასკენ გაიშვირა ხელი, პასუხი არ დავუბრუნე, ანას მივუახლოდი, მის წინ მუხლებზე დავდექი, სახე მაღლა ავაწევინე და დაღლილ სფერეობში მზერა გავუსწორე.
- მაპატიე ანა. - ვნებიანი კოცნა სახსოვრად დავიტოვე და თითების ერთი გატკაცუნებით მისთვის შემქნილ ირეალურ სამყაროში, ყველასთვის მიუწვდომელ ადგილზე გავამგზავრე,
- ჰარი. - მხარზე ვიგრძენი მერის თითების შეხება.
- სანამ მის კონტროლს არ ვისწავლი ასე უკეთესია. - ღრმად ჩავისუნთქე და ოთახი პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნე, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ახლა ოთახში ძველ ტომეულებთან ერთად მხოლოდ ორნი ვიყავით, მე და დამფრთხალი მერი. ანა? ანა ილუზიაში გამოვკეტე. რისთვის? იმისთვის რომ გადამერჩინა, ვიინ? თავად ანა, რისგან? მასში მცხოვრები მონსტრისგან, უმართავი, ჩემთვის უცნობი მონსტრისგან. - ფენიქსთან მივდივარ. წამოხვალ? - მერის რომ გავხედე დავინახე როგორ ეცვალა ფერი და დაეჭვებულმა მზერა გავუსწორე. თუმცა არაფერი მითქვამს, ღიმილით მოვხვიე ხელი და ტელეპორტირების დახმარებით ფენიქსის სახლის წინ გავახილე თვალი. - ფენიქს! - ვიგრძენი ამ ღამით არ ვიყავი ტრადიცულად მშვიდი. - ფენიქს! - კიდევ ერთხელ რომ დავიყვირე ინება სტეფანოსმა გარეთ გამოსვლა და მზერის გასწორება.
- გელოდებოდი ჰარი ვულ(f). - ღიმილით დამიკრა თავი და ჩემს გვერდით მდგომ მეგის გაუღიმა. - მის სვონ, კეთილი ოყოს თქვენი ფეხი ჩემს ტერიტორიაზე. - ხელზე ეამბორა და მზერა მე მომაპყრო. - რამ შეგაწუხა ვულ(f)?...


ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მკითხულობს და აზრის დაფიქსირებისგან თავს არ იკავებს, თქვენი შეფასება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია <3 გელით



№1 სტუმარი ანუ

ჰოოომ, მერი რაღაც საეჭვოდ არ მომწონს...

ძალიააან მაგარი თავი იყო...
ბრძოლის სცენები რო უფრო გაშალო უფრო მაგარი იქნება ^-^
დაძაბული, მოძრავი და უსაზღვროდ საინტერესო იყო ^-^-
მოუთმენლად ველი ახალ თავს ^-^

პ.ს ანას ძალეეები მე და ჰარიიის უსაზღვროოოდ მოგვწონს ^-^ :დ

 


№2  offline წევრი Harry wolf

ანუ
ჰოოომ, მერი რაღაც საეჭვოდ არ მომწონს...

ძალიააან მაგარი თავი იყო...
ბრძოლის სცენები რო უფრო გაშალო უფრო მაგარი იქნება ^-^
დაძაბული, მოძრავი და უსაზღვროდ საინტერესო იყო ^-^-
მოუთმენლად ველი ახალ თავს ^-^

პ.ს ანას ძალეეები მე და ჰარიიის უსაზღვროოოდ მოგვწონს ^-^ :დ

.
აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევას, ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

ვი5ომ მერია მოღალატე. არვიცი. არვიცი. საინტერესოა ძალიან. ვნახოთ როგორ გაგრძელდებააა

 


№4  offline წევრი Harry wolf

Qeti qimucadze
ვი5ომ მერია მოღალატე. არვიცი. არვიცი. საინტერესოა ძალიან. ვნახოთ როგორ გაგრძელდებააა


მადლობა

 


№5  offline წევრი Maia G.

თანდათან იძაბება სიტუაცია,მერი რაღაც არც მე მომწონს,ანუ მგონია ,რომ ჰარის წინააღმდეგ რაღაცას მალავს... ვითომ მერის საშუალებით უნდათ მისი დამარცხება?? არ ვიცი,არ ვიცი...ანას პერსონაჟი ძალიან მომწონს,საყვარელია.მოკლედ ხვალ გელი ახალი თავით ❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Harry wolf

Maia G.
თანდათან იძაბება სიტუაცია,მერი რაღაც არც მე მომწონს,ანუ მგონია ,რომ ჰარის წინააღმდეგ რაღაცას მალავს... ვითომ მერის საშუალებით უნდათ მისი დამარცხება?? არ ვიცი,არ ვიცი...ანას პერსონაჟი ძალიან მომწონს,საყვარელია.მოკლედ ხვალ გელი ახალი თავით ❤❤❤❤❤


კარგია რომ კითხვები გაჩნდა, იდეებიც და უფრო მეტი მოლოდინებიც, ძალიან ბედნიერი ვარ ???? მადლობა

 


№7 სტუმარი sibila

მდააა დამაინტერესასავით

 


№8  offline წევრი Harry wolf

sibila
მდააა დამაინტერესასავით


მიხარია :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent