harry wolf /7/
ადრე უკვე მოგახსენეთ სტეფანოს ფენიქსის ძელი დროის მიმართ სიყვარული თუმცა მაშინ იმის თქმა დამავიწყდა რომ სტეფანოსის ჩათვლით მისი ხროვის ამოცნობა ნებისმიერ დროს ძალიან მარტივი იყო ყველასთვის, გამორჩეულად მუქი კანის ფერი მონაცრისფროში გარდამავალი თმის ფერი იმდენად უკონტარსტო იყო ერთმანეთთან ძნელად თუ ამოარჩევდი მათ შორის სასურველი, საინტერესო და მიმზიდველი გარეგნობის მქონე სუბიექტებს. სტეფანოსი ლიდერი იყო, სხვებისგან გამორჩეული ნიშნით განსხვავდებოდა და ეს მის შუბლზე ამოტვიფრული სვირინგი გახლდათ, რომელსაც თავშეყრის ადგილებში სპეცაულური მაკიაჟით ფარავდა რომ თვალშისაცემი არ გამხდარიყო. ახლა სახლში იყო, მისი ტატუც თავმომწონედ წარმოჩენილიყო და ისედაც უსიამოვნო გარეგნობის მქონეს კიდევ უფრო არასასიამოვნო იერს სძენდა, მერი სვონი ჩემს გვერდით იჯდა, უხერხულად აწურული თვალებს გაფაციცებით დაატარებდა მაქციებს შორის და ყოველ მათ მოძრაობაზე უაზროდ დამფრთხალი მტევანზე მტკივნეულად მიჭერდა თითებს. - მის სვონ. - ჩვენს მოპირდაპირედ იჯდა სტეფანოს ფენიქსი. - ხომ არ ინებებთ სახლი დაათვალიეროთ, ვფიქრობ თქვენი საუკუნის ადამიანისთვის საინტერესო უნდა იყოს აქაურობა, ლადი ექსკურსიათმძღოლობას გაგიწევთ, ნუ ნერვიულობთ მის სვონ, ჩვენ, მაქციები ვამპირებისგან განსხვავებით ადამიანებს უსაფუძვლოდ არ ვესხმით თავს. - რა მარტივად საუბრობთ. - ცალ-ყბად გაიღიმა მერიმ. - მე და თქვენს მეგობარს ბევრი სასაუბრო გვაქვს, ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ ამ დიალოგს მოკვდავი ადამიანი არ დაესწრება, მესმის რომ მასზე ღელვათ თუმცა ორივემ მშვენივრად ვიცით ჰარი ვულ(f)ი უკვდავია. - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა ფენიქსმა და მზერა ჩემზე გადმოიტანა. - მიდი მერი. - ფაქტიურად სავარძლიდან ძალით წამოვაგდე და წინ წასულს ღიმილით გავაყოლე მზერა. - ჰარი. - როგორც ყოველთვის მშვიდი იყო სტეფანოს ფენიქსი თუმცა ამჯერად მე არ ვიყავი მშვიდად და მერის ოთახიდან გასვლის შემდეგ სავარძელს მოწყვეტილი ფენიქს რომ ყელში ვეცი მივხვდი ნახევრად გარდაქმნილს მგლის სახე რომ გამომესახა და ეშვების ჭრიალით სახე ახლოს მივუტანე სტეფანოს. საკუთარ სუნთქვას ვგრძნობდი, შავ ბეწვს სახეზე და სისხლის წყურვილს, მტრის სისხლის დაუოკებელ წყურვილს. - ვულ(f). - შეშინებული არ ჩანდა თუმცა მის მკერდზე ძლიერად დაწოლილი ჩემი თათების გამო ადგილიდან ვერ იძვროდა. ჩემს სველ ცხვირს გრძნობდა საკუთარზე და მის ირონიულ თვალებშიც უფრო მეტად დაიდო შიშმა ბინა. ზურგს უკან ფეხის ნაბიჯების ხმა რომ ვიგრძენი ამოვიყმუვლე და სტეფანოსის სხეული კედლისკენ მოვისროლე. ჩემს უკან ხუთი თუ ექსვი გარდაქმნილი მაქცია იდგა, ზუსტად ვერ დავითვალე მაგრამ მტკივნეული, ვიტყოდი მათთვის მტკივნეული ბრძოლის შემდეგ ოთახის სხვა და სხვა კუთხეში მიყრილ დაგლეჯილ ნაწილებს რომ შევავლე მზერა დავრწმუნდი რომ რვანი იყვნენ. კბილებიდან სისხლი მდიოდა მაგრამ ეს არ იყო ჩემი სისხლი, არც ის სისხლი იყო ჩემი ბეწვი რომ სრულიად დამისვარა, არც ის სისხლი იყო ჩემი ბრჭყალებში რომ შემრჩენოდა. ბოლოს როდის ვიბრძოლე მაქციებთან მაქციის სახით აღარც კი მახსოვდა. უკან გავიხედე. დამტვრეული მაქციების წკმუტუნი გულს მირევდა. სტეფანოსი დამფრთხალი იდგა, ისევ ადამიანის ფორმა ჰქონდა, ვერ ბედავდა გადაქცევას, იცოდა თუ არ გადაიქცეოდა თავს არ დავესხმებოდი, ეს იცოდა და ეს მეც ვიცოდი, არც მინდოდა გადაქცეულიყო, არ მინდოდა რადგან მაშინ ბრძოლაში აუცილებლად მოვკლავდი. მისი მოძმეებისგან გასნხვავებით მხოლოდ მისი ძვლების დამტვრევით არ შემოვიფარგლებოდი, ეს ორივემ ვიცოდით, ამიტომაც იდგა ოთახის ერთ კუთხეში, ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და დამფრთხალი თვალებით მიცქერდა. - ვულ(f) დაუბრუნდი ადამიანის სახეს. - საუბარი უჭირდა, სუნთქვა უძნელდებოდა, მე კი მისკენ მივიწევდი, არა იმიტომ რომ თავს დავსხმოდი, არა. უბრალოდ ძალიან მსურდა ეს შეშინებული თვალები უკეთ დამემახსოვრებინა. კისერში რომ ძლიერი კბილები ვიგრძენი ტკივილსგან ამოვიყმუვლე, ჩემს კისერს ჩაფრენილ მაქციას ბრჭყალები მოვდე ყბაში და წაბარბაცებულს თავად ვეძგერე ყელში. - ვულ(f) გაჩერდი, გაჩერდი. - სასოწარკვეთილმა რომ ამოიყვირა სტეფანოსმა მხოლოდ მაშინ ვიცანი ჩემს ქვემოთ მოქცეულ მაქციაში მისი უმცროსი ძმა. - ჰარი. - წელში რომ გავსწორდი შიშველი სხეული საკუთარი მაგიის დახმარებით შევიმოსე და ზიზღით გავხედე უკან მდგომ სტეფანოსს. - არ მაიძულო შენი მოდგმა გავანადგურო ფენიქს. მითხარი იმ ღამით რა გამიკეთე. - მე, მე. - თქვი! - ნეკნი ამოგაცალე. - ჩემი გათიშვა როგორ შეძელი? - შენმა ძმამ მითხრა რომ ყაყაჩოზე ალერგია გაქვს და გონებას კარგავ, ვისკში გავურიე და როდესაც მაქციად გადაიქეცი ჩემმა ცოლმა ნეკნი ამოგაცალა. - ესე იგი ჩემმა ძმამ. - გამეღიმა სიმწრისგან. - შენი ძმის გამოტეხვა მარტივი იყო ჰარი, ლაჩრები ყოველთვის ბევრს საუბრობენ. - ის რომ ჩემმა ძმამ თხასავით გამყიდა, არ ნიშნავს რომ მასზე ასე საუბრის უფლებას მოგცემ. - კეთილი სამარიტელილ ხარ ჰარი ვულ(f). - გაეღიმა სტეფანოს. - მეეჭვება სასაცილოდ იყოს შენი საქმე ფენიქს. ახლა კი დაწვრილებით მითხარი რაში გჭირდებოდა ჩემი ნეკნი. - ჰარი. - ხომ არ გინდა ხროვის გარეშე დარჩე? - ლოურენსი. - ლოურენს ამასთან რა კავშირიაქვს. - ანა ლოურენსი მონსტრია ჰარი, მონსტრი და მისი შეჩერება მხოლოდ ერთი საშუალებით შეიძლება. - თავიდან დაიწყე ფენიქს თხრობა, თავიდან გესმის? - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და ამ დრომდე ფეხზე მდგომი სავარძელში მოვთავსი. - რა იცი ანას შესახებ, საიდან იცი მის შესახებ, რას წარმოადგენს, რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს სამყაროს და როგორ შეიძლება მისი შეჩერება. - ლოურენსის შესახებ მაშინ გავიგე როდესაც თავისი შეყვარებული აივნიდან გადააგდო, იმ ღამით იმ სასტუმროში მეც ვიყავი, ბიჭი რომ აივნიდან გადავრადა თვითმხილველები არ ყოფილა თუმცა მე მაქცია ვარ, გადასარევი ყნოსვა მაქვს და არ გამჭირვებია ლოურენსის პოვნა, ვუთვალთვალებდი, მაინტერესებდა ამ პატარ გოგოს რა შეეძლო. ბევრი რამ შეუძლია ჰარი, დამიჯერე ძალიან ბევრი რამ, საკმარისია თითი ერთხელ გაატკაცუნოს და შენც კი გაგაქრობს. - ანას თავისი ძალების მართვა არ შეუძლია, ისიც კი არ იცის საერთოდ რა უნარები გააჩნია. - ჰარი ეს წყევლაა გესმის? ის არ არის ჩვენნაირი. მართალია საკუთარ თავში შენ მაქციაზე მეტად ჯადოქრობას ანიჭებ უპირატესობას მაგრამ მე მაქცია ვარ, სულით გულით მაქცია ვარ გესმის? ამიტომაც მაქციებსა და მათ რიტუალებზე შენზე მეტი ვიცი. - სტეფანოს პირდაპირ თქვი. - ყოველ ათას წელიწადში ერთხელ უკვე მკვდარი მაქციების, ვამპირების, ჯადოქრების და სხვა ყველა ზებუნებრივი სულების შეკრება ხდება, ისინი ირჩევენ მთელს სამყაროში ერთ ადამიანს, ძირიდათ ქალებს, რადგან ისინი ბევრად მაცდურები არიან ვიდრე ჩვენ, მის სხეულს იპატრონებენ, მასში სახლდებიან, მისით მანიპულირებენ, ნაღმად აქცევენ და სამყაროს ანადგურებენ. - შენ გინდა თქვა რომ ანა ლოურენსი ჩვენი მკვდარი სანათესაოს იარაღია კაცობრიობის წინააღმდეგ? - ღიმილი რომ მომერია სტეფანოსმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი ღრმად ამოისუნთქა. - ლოურენსი იარაღია ჰარი. შენს, ჩემს და ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. - კარგი დაუშვათ ასეა. - მხრები ავიჩეჩე და სიარეტს მოვუკიდე. - ის ადამიანია, შესაბამისად მოკვდავი ხომ ასეა? - იქამდე სანამ მასში ჯადოქრების, მაქციების და ყველა უბედური ქმნილების ნეშთიდან ამოსული სულები ცხოვრობს ანას ვერ შეაჩერებ ჰარი. - და ჩემი ნეკნი რა კავშირშია ამ ყველაფერთან? - პირდაპირ ვთქვათ. - აშკარად უჭირდა ფენიქს ამის აღიარება. - კაცობრიობის ისტორიაში ჯერ კიდევ ცოცხალ ზებუნებრივ ქმნილებებს შორის დაუმარცხებელი მხოლოდ შენ ხარ. - მერე? - შენი ნეკნისგან დამზადებული ნაყენი მას არ მოკლავს მაგრამ დაასუსტებს. - ფენიქს. - ხმით რომ გამეცინა სტეფანოსმა უჯრიდან ამოღებული ფოტო სურათი მაგიდის გლუვი ზედაპირის დახმარებით ჩემსკენ გამოასრილა. - ეს რა არის? - შეძრწუნებული ვიყავი ფოტოზე ასახული კადრით. - სწორი კითხვაა ვულ(f) “რა და არა ვინ“ ეს ლოურენსია, ის მე თვის ბოლო კვირა დღეს თვალთვალის შემდეგ აი ასეთი გამოვიჭირე. - ვიგრძენი სუნთქვა როგორ გამიძნელდა. არასდროს მენახა მსგავსი სიბოროტე. - ლოურენსი უნდა მოიყვანო ჰარი, უს უნდა შევაჩეროთ, თუნდაც ამისთვის მისი სიცოცხლე შევზღუდოთ, სჯობს ერთი გავწიროთ ვიდრე ყველანი მოვკვდეთ. - დაასრულე?! - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი რაც სტეფანოსის დაკვირვებულ მზერას შეუმჩენევლი არ დარჩენია. - მერის დაუძახონ, მივდივართ და კიდევ.. - ერთხელ კიდევ დავხედე ფოტოზე ასახულ კადრს და ნერწყვი ხმაურით გადავაგორე ყელში. - ანა ლოურენსისგან თავი შორს დაიჭირე ფენიქს. - ჰარი. - გითხარი ჩემომეცალე-მეთქი! - მისაღებში შემოსულ მერის ხელი მოვხვიე და იქაურობას გავეცალე. //// ფენიქსის მამულის საზღვრებს უხმოდ გავცდით, ჩაფიქრებული ვიყავი, გვერდით ფეხდაფეხ აყოლილი მერის მღელვარებას საკუთარივით ვგრძნობდი და ეს უსიამოვნო განცდა გულ-მუცელს მიდუღებდა, ბოლოს სიჩუმე სვონმა დაარღვია. - რამე გაარკვიე? - ჰო გავარკვიე. - მხრები ავიჩეჩე და გავჩერდი. - არ მეტყვი? - მზერა რომ ამარიდა საკუთარმა ეჭვებმა სისხლი ამიდუღა. - სვონ რა ჩაიდინე. - ბრაზის მიუხედავად შევეცაცდე სიმშვიდე შემენარჩუნებინა. - რას გულისხმობ ჰარი? - უტეხი მზერა რომ გამისწორა თავი ვეღარ გავაკონტროლე, ყელში წაჭერილი თითები მჭიდროდ მოვუჭირე, მუხლები მოვხარე და შურდულივით მაღლა ატყორცნილმა თან გავიყოლე სვონის აკივლებული სხეული. - ჰარი. - ამოიტირა როგორც კი ყველაზე მაღალი ხის წვერს ჩაფრენილმა ჰაერში გავწიე მისი სხეული და ჩაგდებით დავემუქრე. უმწეოდ ფართხალება, ყელზე მოჭერილი თითებისგან იგუდებოდა მე კი ვგრძნობდი მის მიამართ არანაირი თანაგრძნობა რომ არ გამაჩნდა. - ზღაპრები არასდროს მიყვარდა მერი. - ჩემი ხმა ზიზღით იყო გაჯერებული, მერი კი ჰაერში გამოკიდებული გააფთრებული ჩაფრენოდა ჩემს მკლავებს და სუნთქვაშეკრული ცდილობდა არ ჩავარდნილიყო. - საკუთარი სიკვდილის იმდენი დაგეგმარება გავაკეთე რომ სათვალავი ამერია, უამრავი შელოცვა და რიტუალი ვცადე მაგრამ არც ერთმა გაამართლა, შემდეგ დავიწყე უკვდავების ელექ შემექმნა, იმ ადამიანებისთვის ვინც სიკვდილისთვის არ მემეტება, არც ამან გაამართლა რადგან ნაპოვნი რამდენიმე ინგრედიენტის მიუხედავად ყოველთვის რაღაც მაკლდებოდა, ახლა კი ყველა საჭირო დეტალი მაქვს ნაპოვნი ერთის გარდა, იცი ერთ-ერთი ინგრედიენტი რა არის? ჩემი ნეკნი, თუმცა ეს შენ შესანიშნავად იცი ხომ ასე? - გამეღიმა და ახლოს მივიზიდე სვონის სხეული, ფეხებით ტოტზე დავსვი და თითები ოდნავ შევუშვი რომ სული მოეთქვა, ცრემლიან სფეროებში ვედრების ნოტები გასჩენოდა და ეს მაცოფებდა, არასდროს მიყვარდა ადამიანებში ვედრებით სავსე მზერა. - შენ ფენიქს შეეკარი ხომ ასეა მერი? - ჰარი გთხოვ. - რას მთხოვ! - ბოლო ხმით რომ ამოვიყვირე შიშისგან ინერციით გადაიხარა და რომ არა ჩემი სისხარტე ხის კენწეროდან თავით გადაეშვებოდა მაგრამ არ დავანებე, მისი სიკვდილი ჩემს გეგმებში არ შედიოდა, ყოველ შემთხვევაში ახლა არა. - ყაყაჩოს თესლი არა? - ხმით გამეცინა და მზერა გავუსწორე. - მარტივია ჩემს ძმას ხელი შეაწმინდო სინამდვილეში ეს შენ უთხარი ფენიქს, ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა გადაწყვიტეთ, მე ჩემს ძმას ჩამოვიშორებდი, ფენიქსი უკვდავების წამალს დაამზადებდა და ამით შენც მოგებული დარჩებოდი, შენ ხომ გინდა უკვდავი იყო, ხომ გინდა?! - კიდევ ერთხელ რომ ამოვიყვირე თვალები დახუჭა. - შენი ჩამოსვლის წამიდან ვგრძნობ რომ ჩემსმიერ დადებული მაგიის გარდა სხვა მაგიაც გადევს, მაგია რის გამოც შენს გონებაში შემოსვლა და იქ დალექილი ბილწი აზრების დანახვა აღარ შემიძლია, არ ჩაგეძიე გესმის? არა მერი რადგან ჩავთვალე რომ ეს გჭირდებოდა, ჩავთვალე რომ უბრალოდ აღარ გინდოდა შენი აზრების გაშიფვრა შემძლებოდა, ჩავთვალე რომ ჩემზე გაბრაზებულმა შენი სიყვარული რომ უპასუხოდ დავტოვე სამაგიერო ასე გადამიხადე მაგრამ ასე არ არის. ხომ მართალი ვარ?! ეს იმიტომ გააკეთე რომ შენი გეგმა არ დამენახა მაგრამ ერთი რამ დაგავიწყდა საყვარელო. მე ჰარი ვულ(F)ი ვარ, უძლეველი მაგი, დაუმარცხებელი მაქცია და თუ საჭირო გახდება სისხლისმხემლი ტირანი. ახლა კი ხელს გაგიშვებ და შენს დამპალ გეგმას შენივე სისხლით ჩამოვბან ჩემი სხეულიდან. - ჰარი, ჰარი გთხოვ. - ჰაერში რომ ავწიე საცოდავად აფართხალდა და ცხარე ცრემლით ატირდა. - როგორ იკადრე?! - ზიზღით იყო ჩემი სიტყვები სავსე. - პირდაპირ მე რატომ არ მითხარი რომ ეს გჭირდებოდა? - ჰარი მისმინე. - პასუხი შენს გარეშეც ვიცი სვონ. - გამეღიმა და თითები ოდნავ მოვადუნე. დაფრთხა და ძირს ჩაიხედა სასოწარკვეთილმა, ხელი რომ გამეშვა იქამდე მოკვდებოდა სანამ ძირს დაეცემოდა. - ორი არა, სამი კურდღლის ერთად დაჭერა გადაწყვიტე. - მე ჩემს ძმას გავუსწორდებოდი, ფენიქსი ლოურენს ჩაიგდებდი ხელში და ამით მეტოქეს მოიშორებდი, უკვდავების წამალს მიიღებდი. მაგრამ აერთი რამ არ მესმის. ფენიქს ლოურენსი რაში სჭირდება? - გეტყვი, ყველაფერს გეტყვი ოღონდ ძირს დამსვი. - კარგი. - ხელი რომ გავუშვი და ძირს ჩავაგდე, ვერც ამოიყვირა, უხმო ვარდნა იწყო მიწისკენ და სიკვდილს მიახლებულმა თვალები დახუჭა სწორედ ამ დროს იგრძნო ჩემი ხელები საკუთარ სხეულზე. უმწეოდ ამეკრამკერდზე, შეშინებული ბავშვი მეჭირა ხელში, საშიში ბავში. მიწაზე რომ დავსვი მუხლებში ძალა სრულებით გამოსცლოდა და ჩემს ხელს დაყრდნობილი მზერას ვერ მისწორებდა. - სადმე მშიდ ადგილზე წავიდეთ და მოგიყვები, მაგრამ შენს სახლში არა, ბარში წავიდეთ, ძლიერი დასალევი მჭირდება. - უჩვეულოდ გატეხილი იყო მერი სვონი, რამდენიმე წუთი მშიდად ვუყურე მის მომლოდინე სფერებს შემდეგ კი თანხმობის ნიშნად ხელი გავუწოდე და გზას მასთან ერთად გავუყევი. //// ცუდათ განათებული ბარის ყველაზე მყუდრო მაგიდასთან ორნი ვისხედით, მოთმინებით ველოდი როდის მოეგებოდა მერი სვონი გონს, როდის გაითბობდა ვისკის დახმარებით გაყინულ გონებას და როდის დაიწყებდა თხრობას. დიდ ხანს ლოდინი არ დამჭირვებია, სამი გამოცლილი ჭიქისა და ორი მოწეული სიგარეტის ღერის შემდეგ შედარებით გამღვალმა ტყავის ქურთუკი რომ მოიშორა და არეული მზერა გამისწორა მივხვდი მზად იყო ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მოეწოდებინა. - ლეგენდის თანახმად ათას წელიწადში ერთხელ. - ეს ზღაპარი უკვე მოვისმინე ფენიქსისგან, მთავარზე გადადი მერი, რაში ჭირდება სტეფანოს ანა? - სტეფანოსი გეტყოდა რომ გარდაცვლილი სულების ინიციატივით ხდება ეს ყველაფერი სინამდვილეში ასე არ არის, სინამდვილეში რომელიმე მოქმედი მაგი იძახებს მათ სულებს. - ანუ? - სტეფანოსის ცოლი. - მხრები აიჩეჩა და გაიღიმა. - ლუსი მინელი საკმაოდ ჭკვიანი ჯადოქარია ჰარი, შესაძლოა იმდენ ძალას ვერ ფლობს როგორც შენ მაგრამ შენზე მოხერხებული აღმოჩნდა, მან იპოვა ის რასაც შენ ამდენი საუკუნის მანძილზე ეძებ. - მერი. - მივხვდი რომ მოთმინებას ვკარგავდი. - ინგრედიენტი რომელიც გაკლია უკვდავების წამალი დაამზადო. - და რა არის ეს ინგრედიენტი. - რა არა, ვინ. - ვისკი მოსვა და სიგარეტს მოუკიდა. - ანა ლოურენსი ჩვეულებრივი მოკვდავია იმ განსხვავებით რომ მსოფლიოს უპირველესი ჯადოქრის შთამომავალია. - მერი ათასწელეულები გავიდა რაც კაცობრიობამ ევა მენდესი კოცონზე დაწვა და მისი ფერფლი ოკეანის თავზე მოაბნია. - ასეა მაგრამ შთამომავლობა მაინც დარჩა მენდეს, სუსტი მაგრამ დარჩა. - ლოურენსი მენდესისი შთამომავალი რომც იყოს ის ასწლეულების მერე მოევლინე ქვეყანას და მასში იმ წყეული ჯადოქრის არავითარი კვალი არ იქნება. - ასეც არის, მაგრამ არის ერთი რამ, ფენიქსმა დაადგინა რომ ინგრედიენტების ბოლო ნაწილი სწორედ მენდესის შთამომავლის სისხლია. - დამცინი ხო? - არა. - მხრები აიჩეჩა და გაიღიმა. - სისხლი უკანასკნელ წვეთამდე. - იმის წარმოდგენამ თუ როგორც ცლის ფენიქსი ანას სხეულის სისხლისგან ამოუხსნელი ტკივილით შემიპყრო. - წარმოიდგინე რამდენი მოკვდავი ადამიანის უკვდავყოფას შეძლებს სტეფანოსი ანას სისხლისგან თუ დაცლის. შენი ნეკნი მას უკვე აქვს, ასევე აქვს ფენიქსის ქვა, აქვს პირველყოფილი დრაკონის კბილი, ყველაფერი აქვს იმ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის გარდა. შენც ხომ გინდა რომ ეს ელექ შეიქმნას ჰარი, წარმოიდგინე რამხელა გავლენას მოიპოვებ, მე შემიძლია დაგეხმარო ყველა დანარჩენი ინგრედიენტი შენს ხელში მოხვდეს, ანა უკვე შენ გყავს, მთავარი იარაღი გაქვს, სოფიაზე იფიქრე, ხომ გინდა რომ ის არ მოკვდეს. - ზუსტად ვიცოდი ახლა რასაც აკეთებდა მერი და გამეღიმა. - ბარგი ჩაალაგე სვონ. სახლში ბრუნდები. - კი მაგრამ ჰარი. - ანა ლოურენს სისხლის ერთი წვეთიც არ ჩამოუვარდება, გასაგებია? - მისი ერთი წვეთი საკმარისი მაინც არ იქნება, საჭიროა სრულად დაიცალოს, საჭიროა გამოიტუმბოს, ნუ იქნები ჰარი ეგოისტი, ნუ შესწირავ შენს გრძნობას ამ საოცარ მოვლენას, უკვდავება ჰარი, უკვდავება დგას ახლა აქ მთავარ საკითხად. საუბრის გაგრძელება რომ ვერ შესძლო ჩაწითლებული თვალებით მიაშტერდა ჩემს თითებს, ფრთხილი წრიული მოძრაობით რომ ვატრიალებდი ჰაერში. - გტკივა არა? იგუდები ხომ ასეა? დაახლოებით იგივე განცდა ეუფლება იმ ადამიანს ვისაც სისხლისგან ცლიან, ერთი რამის თქმა დაგავიწყდა ჩემთვის, მაგრამ მე გეტყვი, ადამიანი სისხლისგან რომ დაცალო და მისი სისხლი ვარგისი იყოს ის არ უნდა მოკვდეს, ის ცოცხლად, საღ აზრზე დარჩენილი უნდა დაკიდო ფეხებით. როგორ ფიქრობ, ვინმეს უფლებას მივცემ ქალი, რომელიც მიყვარს მსგავსი წამებისთვის გაიმეტოს? - თითები რომ მოვადუნე სვონმაც ამოისუნთქა და აცრემლებული სფეროები ამარიდა. - არაფერი ისე არ მინდა როგორც უკვდავების წამლის ხელში ჩაგდება მაგრამ თუ შენი ნაამბობი სიამრთლეა და ამისვის ლოურენსის სისხლია საჭირო ჩათვალე ეს ელექ არასდროს დამზადდება რადგან არავის მივცემ უფლებას ანას რამე დაუშავოს. - მაგრამ მისი უნარები ჰარი, შენ ბოლომდე არ იცი ისტორია. - ახლა უკვე ვხვდები რომ ამაშიც ფენიქსია გარეული, არ ვიცი რა დამართა, არ ვიცი რატომ მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ. - მართალი ხარ, ანას ეს ყველაფერი სტეფანოსმა დამართა, უფრო სწორად ლუსი მინელის წყალობით მოხდა მასში გარდაცვლილი ზებუნებრივი ქმნილებების სულების ჩასახლება, მიზეზს ხვდები? - ვხვდები მერი. სტეფანოს შეეძლო ლოურენსის სისხლი გამოყენებინა და ადამიანებს უკვდავებას მიანიჭებდა მაგრამ მას მხოლოდ უკვდავება არ სურს, მას სურს არმია შექმნას, მაქციების, ჯადოქრების, ვამპირების არმია, ამისთვის კი ლოურენსის სხეულში მათი სულების ჩასახლება სჭირდებოდა. - სიმწისგან გამეღიმა და სიგარეტს მოვუკიდე. - შენ რა აირჩიე მერი? უკვდავებასთან ერთად რა ზებუნებრივი ძალა გსურდა? - პასუხი არ დამიბრუნა, არც მსურდა მოსმენა. ანგარიში გავასწორე და ფეხზე წამოვდექი. - ვწუხვარ რომ ასე დაეცი მერი. - თავი დავუქნიე და იქამდე სანამ გავიდოდი მშვიდად ამოვიჩურჩულე. - სასტუმროში დარჩი, ან ფენიქსთან, სადაც გინდა მაგრამ ჩემს სახლში არა. შენს ბარგს ხვალ აეროპორტში გავგზავნი. იმედი მაქვს აღარასდროს შევხვებით. - ჰარი, გთხოვ. - ნახვამდის მერი. - არაფერი მიგრძვნია როდესაც ზურგი ვაქციე და საკუთარ დანაშაულთან ერთად მარტო დავტოვე, არც მაშინ მიგრძვნია რამე ჩემი წამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა ტიპი რომ მოუჯდა გვერდით, არც მაშინ პირდაპირ რომ უთხრა ჩემთან წავიდეთო და არც მაშინ მერი სვონი მყისიერად რომ დათანხმდა უცნობის შემოთავაზებას. გამეცინა, გამეცინა რადგან ეს მერი იყო, მერი სვონი, თავზეხელარებული, უცნობ მამაკაცებთან სექსის მოყვარული სვონი, ქალი, რომელიც იყო საუცხოო, ამავდროულად საშიში, სასურველი და ზოგჯერ ბოროტი. ასეთი იყო მერი სვონი, შეეძლო ყოფილიყო ერთგულიც თუმცა არსებულზე უფრო მეტის მიღების სურვილი მუდამ აბრმავებდა. //// - ჰარიკუნა. - უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა ჩემი სოფია. - მოხვედი? - მოვედი სიფია, მოვედი მაგრამ ახლა არა, მოგვიანებით ვისაუბროთ. - მაგრამ ჰარი. - მოგვიანებით სოფ. - მისაღები სწრაფად გადავჭერი და ჩემს ოთახში ასულმა სწრაფად გამოვიცვალე, საკუთარ თავს მზერა შევავლე სარკეში და თვალები დავხუჭე. - როგორ შეგეძლო? - გააფთრებული ჩანდა ლოურენსი ჩემი დანახვის გამო. - არადა მშვენიერი ადგილია. - ღიმილით მოვავლე მზერა მოლივლივე ტალღებს. - მზე, ოკენე, სითბო, არაჩვეულებრივი სახლია. - ჰარი! - ბოლო ხმით რომ ამოიყვირა ხელები მუშტებად შეკრა. - არაფერია, ნუ ღელავ იქ სადაც ახლა ხარ შენი ძალები კონტროლირებადია, ძალიანაც რომ მოინდომო ვერაფერს დამიშავებ, ასე რომ მოდი ჩემთან. - ახლოს მივიზიდე და გაავებულს ვნებით დავეკარი სავსე ბაგეებზე. ისეთი განცდა მქონდა თითქოს ამ ერთი კოცნით ვცდილობდი მასში შეღწევას და მის დაუფლებას, მომწონდა მისი წინააღმდეგობა, მომწონდა თავის დახსნას ამაოდ რომ ცდილობდა, მომწონდა ის ფაქტი რომ არ აღიარებდა მაგრამ მასაც საშინლად უნდოდა ჩემთან ყოფნა, მასაც საოცრად მოსწონდა ჩემი სიახლოვე და მასაც იმაზე მეტის მიღება სურდა ვიდრე ვთავაზობდი. - დამშვიდდი. - ღიმილით ამოვიჩურჩულე და შედარებით მოდუნებულს ისევ წავეტანე ბაგეებზე, ამჯერად ამყვა, უფრო მეტი ვნებით შეხვდა ჩემს კოცნას და სუნთქვა არეული მაშინაც არ შემწინააღმდეგებია მაისური რომ მოვაშორე სხეულიდან, არც მაშინ შემწინააღმდეგებია, სავსე მკერდზე რომ შევეხე ათრთოლებული თითებით და არც მაშინ უკუ სვლით წასული ხელის მსუბუქი კვრით რომ ავაკარი საწოლის ზედაპირს. - ის ფაქტი რომ აქ ვერაფერს დაგიშავებ ზედმეტად გათამამებს ჰარი. - გამიღიმა როგორც კი მის კანს შევეხე ამობრუნებული თითებით. - თუ საჭირო გახდება თანახმა ვარ ირეალურ სამყაროში ვიცხოვრო შენთან ერთად. - მე დავბერდები შენ კი მალე მოგბეზრდები ჰარი. - პასუხი არ მქონდა, განა მისი დაბერება მაფრთხობდა არა, სრულებით არა, უბრალოდ სიბერის გარდაუვალი დასასრულის წარმოდგენამ ხასიათი გამიფუჭა. საწოლზე მის გვერდით გადავწექი და თეთრ ჭერს მივაპყარი მზერა, სუნთქვა მიჭირდა და ამას სხვა და სხვა მიზეზი ჰქონდა. ის ჩემს გვერდით იყო, წელსემოთ შიშველი, სავსე მკერდით გრილ სხეულზე მეხებოდა და საუცხოო სახე ჩემს მხარზე მიესვენა. - ჰარი. - ფრთხილად შემახო თითები სახეზე და მაიძულა მზერა გამესწორებინა, არ აღმოვჩნდი მზად იმ ყველაფრისთვის რაც იქ დამხვდებოდა. გული მომეწურა, სუნთქვა გამიჩერდა, მის სფეროებში იმედს ვხედავდი, ისე მკაფიოდ, ისე ნათლად რომ სისხლი ამიდუღდა. - მე ვიპოვი ყველაფერს რაც შენი უკვდავებისთვის იქნება საჭირო ანა. - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. - მაგრამ მე ეს არ მინდა. - არ გიყვარვარ? - მიყვარხარ. - სახე შეეფაკლა და მზერა ამარიდა. - მაგრამ უკვდავება არ მინდა ჰარი. - მაშინ რა გინდა? - მინდა რომ ყველაფერი მომაშორო რაც სხეულს მიფარავს. - თვალები მორცხვად დახარა და გაინაბა. ირეულურ სამყაროში ყველაფერს ისეთი ფერიაქვს როგორიც თავად გსურს, დროც იმ სისწრაფით გადის როგორც გინდა, შეგიძლია წამი შეაჩერო, გვერდიდან დააკვირდე მოვლენას, შეგიძლია გადაახვიო, გაიმერო, კიდევ და კიდევ. დატკბე არარეალურ სამყაროში არსებული რეალური განცდებით. ჩემს მკლავებში მომწყდეული ანა ლოურენსის ბედნიერებით გაბრწყინებული სახის ცქერაზე უკეთესი არაფერი ჩამიდენია ოთხსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე, მასთან იქამდე დავრჩი სანამ არ ჩაეძინა, მძინარეს დიდხანს ვუყურე, მისი შიშველი სხეულის თითოეული ნაკვთი კარგად შევისწავლე, მისი სურნელი მძველად წამოვიყვანე და რეალობაში ვტელეპორტირდი. რეალობაში სადაც სრულიად სხვა, ცოტა მოულოდნელი და ამავდროულად დამანგრეველი რეალურობა მთელი თავისი ტკივილით ყოველგვარი ნუგეშისცემის გარეშე შემეფეთა. ძალიან მიხარია რომ უფრო მეტი ადამიანი აფიქსირებს აზრს ისტორიასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მოტივირებულს მხდის. რაცც შეეხება შემდეგ თავებს ვეცდები არ დავაგვიანო, უბრალოდ ორშაბათს და ოთხაშაბათს ცოტა რთული გამოცდა მაქვს და არ ვიცი რამდენად შევძლებ დროულად დავწერო. მადლობა და გელოდებით შეფასებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.