ტყუილი მილიონ დოლარად *15*
ეკრანი ნელნელა ჩამოიშალა,კადრები ერთმანეთს შეენაცვლა,რომელსაც თან დაერთვოდა ჩუმი მოცარტის ჰანგები.. შენობიდან გამოსული ქვეყნის პირველი პირი,რომელიც სიგარეტს ნერვიულად უკიდებდა,უყურებდა ტომრებით გამოტენილ ნარკოტიკებს,ნახევრად ცოცხალი ახალგაზრდების სხეულებს,შენობიდან რომ გამოჰყავდათ სატვირთო მძღოლის ფორმებში გამოწყობილ მამაკაცებს. ასე უდარდელად იდგა და სიგარეტს ქაჩავდა მანამ,სანამ მის მოპირდაპირედ აციმციმებული კამერა არ შეამჩნია და სახე შიშისგან არ გადაეგლისა. * * * შემოდგომა ზამთრის გასაყართან იდგა,მარტოდ-მარტო,ნელნელა დგამდა ნაბიჯებს,თუმცა ამ ნელ სიარულშიც კი თან მოჰქონდა ისეთი სუსხი,ძვალსა და რბილში ატანდა სიცივე. უღიმღამო ამინდს შეებოჭა მთელი ქალაქი. სასახლის ბოლო სართულზე,მთავარ კაბინეტში მამაკაცი იდგა კვლავ ვისკის ჭიქით ხელში,რომელიც ისევ დაცლილი ეკავა.ისეთი შეფიქრიანებული გაჰყურებდა ჰორიზონტს,არც კი ინძრეოდა,თითქოს სისხლიც კი გაყინვოდა ვენებში და ვინმეს რომ შეეხედა,იფიქრებდა არც სუნთქავსო. - ბატონო პრეზიდენტო,თქვენთან სურთ საუბარი. ლერი თავისივე გატეხილი ხმით მიუახლოვდა ბენდელიანს,პლაზმური ეკრანი ღილაკზე ერთი თითის მიჭერით გამორთო და ფრთხილი ნაბიჯით,კიდევ უფრო მიუახლოვდა. - საყვედურის სათქმელად მოხვედი? ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა. - სიმართლე გითხრა ფულის გამო მოვედი...იმ ფულის,რომლის ინვესტიციაც შენში ჩავდეთ,მე ჩემი საქმე გავაკეთე,სახელმწიფო და ქვეყანა ხელში ჩაგიგდე,ვიცოდი,რომ 99 პროცენტი რისკი იყო,ხოლო ის ერთადერთი პროცენტი ვიცოდი,რომ შენ იქნებოდი..შევცდი..მოდი,სამართლიანად მოვილაპარაკოთ,გვინდა რომ მოვგვარდეთ,ჩვენ ვიბრუნებთ ფულს,შენ კი შენს ადგილს დაუბრუნდები,ან ჩაბარდები და დარჩენილ ცხოვრებას ისევე პრო**ვით გაატარებ,როგორც მანამდე,სანამ მე და სოკოლოვს შეგვხვდებოდი. - სამართლიანად მოვგვარდეთ?! ბენდელიანმა ჭიქა ხმაურიანად დადო გამჭვრივალე მინაზე,შეკრული მუშტებით დაეყრდნო მაგიდას და ქვემოდან ამოხედა მის წინ მდგომს; - თქვენ,ფული ჩადეთ..მე კი ყველაზე ძვირფასი,სიცოცხლე! საფეთქელზე თითი მიიდო და თვალები გააფართოვა; გინდა თქვა,რომ ჩემს ქვეყანაში ფეხი აღარ დამედგომება? ნაბი*ჭვარმა თაბაგირმა შეძლო და ქვეყნის პირველი პირი გადააგდო?მაფია ფულს მთხოვს?!ვის ფულს,იმ ფულს რომელსაც მე ვატრიალებ უკვე წლებია,არა?! აქამდე მოსასვლელად რა არ გამოვიარე.. ნეხვში ვცხოვრობდი და ნეხვს ვჭამდი..ჩემი ცხოვრება რა იყო?ნაგვიდან ამოვედი,ძაღლივით ვმუშაობდი,ჟანგიანი ჟეშტების მოგროვება,ტომრების თრევა იქამდე,სანამ მუხლები არ მომეკვეთებოდა..სანამ მიწაზე გვარიანად არ დავენარცხებოდი და ძირს დაყრილი ლურსმნები მწარედ არ შემერჭობოდა....ბავშვობიდან..ხო,ზუსტად ბავშობიდან,ყოველი ფუნიდან სუფთად ამოვიოდი,რაც კი გზაზე დამხვდებოდა..იცი ეს რამხელა ნიჭია,ვასილოვიჩ? ამით განვსხვავდებით ჩვენ მათგან,ვისაც არ უნახავს რა არის საკუთარ ნეხვში ქექვა..ვისაც დედა ან მამა ბავშობიდან ტრაკ*ზე არ ჰკოცნის ძილის წინ..ხალხს ჰგონია,ძალაუფლება გვაძლიერებს,ფული,სახელი,ოჯახი..არა,ზუსტად ის გვაძლიერებს,საიდანაც მოვდივართ..ფიქრობ,რომ ჩემი გადადგომით რამე შეიცვლება?ერთი რამ ცხადია და მინდა იცოდე..მე თუ ჩავიძირები,ყველას თან ჩავიტან,აბსოლიტურად ყველას..მთელ ქვეყანას ამოვბუგავ და მათ მიერ ამოთხრილ სამარეშივე ჩავითრევ.. გინდათ,ყველაფერი წამართვათ?! გინდათ,რომ პრეზიდენტი გისოსებში გამოამწყვდიოთ ვირთხასავით და მეტიც,სანამ იქ აღმოვჩნდები სამართლიან გარიგებებზე ვიზრუნო თქვენთან?! ფულს,რომელსაც ასე დაჟინებით ითხოვ,მაშინ მიიღებ,როდესაც თაბაგირის სიკვდილის ამბავს შევიტყობ! მხოლოდ მაშინ წავალ ქვეყნიდან,მხოლოდ მაშინ დავტოვებ აქაურობას,როცა იმას მივიღებ,რაც მე მეკუთვნის..ახლა კი აქედან გაა*ვი და მანამ არ მოხვიდე,სანამ მე თავად არ დაგიკავშირდები! ლერი,აქედან გაიყვანე! - დიახ,ბატონო პრეზიდენტო. - ლერი.. რამდენიმე წამს კვლავ ფიქრს მიეცა მამაკაცი,წვერზე ხელი ჩამოისვა და მზაკვრული გეგმის განდობას შეუდგა თავისი მონა-მორჩილისთვის. - იმ ნაბიჭ*ვრის დისშვილები მომაშორე,დედამისი წამებით მოკალი,ქეთო და თავისი პატარა ძუკ*ნა კი ბორდელში გაისტუმრე..დღეს დიდი სანახაობა ელოდება თაბაგირს..ხელის გულები ერთმანეთს გაუსვა, თვალებში კი ცეცხლი აუგიზგიზდა ბენდელიანს,ეიფორიისგან კბილები ისე ძლიერად დააჭირა ერთმანეთს რომ ერთიანად გააკრაჭუნა. - გასაგებია. ლერიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუხარა,შეტყობინება გაგზავნა ტელეფონზე და კარში გასვლისას უკან შეტრიალდა; - ბატონო გიორგი,თქვენი ვერტმფრენი ადგილზეა და გელოდებათ. - ნუ ჩქარობ ლერი,საქმეს აჩქარება არ უყვარს,მით უმეტეს ასეთ საქმეს..მე კი ნამდვილად ვერ გამოვაკლდები დღევანდელ საღამოს. - კარგით,მაგრამ სასახლე მაინც უნდა დატოვოთ,რათა არ შეგვიშალოს ხელი ზედმეტმა პრობლემებმა. - კარგი,ორ წუთში შენობის უკანა გასასვლელთან ვიქნები. ტყავის ძვირფასს სავარძელზე გადაკიდებულ ნაცრისფერ პიჯაკს ხელი წაავლო,კაბინეტს თვალი დანანებით შემოავლო და დინჯად გაუყვა გზას გასასვლელამდე. სასახლის უკან შავი მერსედესი იდგა,ღია კარიკენ მდგომი მამაკაცი კი დიდი პათოსით ანიშნებდა პრეზიდენტს მანქანაში მოთავსებულიყო,რომელმაც კარი ფრთხილად მოუხურა,საჭე დაიკავა და საბურავების ღმუილით მოშორდა ტერიტორიას. სიო ჰქროდა..ნელა,აუჩქარებლად ჰქროდა და ცეკვაში იყოლიებდა ახლად აყვავებულ ხეებს,ნამით დაცვარულ ბალახს და მასში მომცინარ გვირილებს,რომლებიც ღრუბლებიდან გამოპარულ მზის სხივებს უშვერდნენ თავს და კოცნით იგერიებდნენ..ბუნება თავის განცხრომას მისცემოდა,თითქოს მხოლოდ ის ყოფილიყო სამყაროში და ეგოისტურად ეგებებოდა ახლად გათენებულ დღეს,ისე,თითქოს ეს მიწა,ეს ყვავილები და ეს ბალახი მხოლოდ თავისთვის ეგულებაო. ნახევრად ღია ფანჯრიდან სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა ცხვირში,ეს ერთდროულად იმ ვაშლის ხის ყვავილობისა და მამაკაცის გრილი სურნელი იყო,რომელიც კანში უძვრებოდა,ნაზად ელამუნებოდა და გონების დაკარგვამდე სიამოვნებდა.თაბაგირის წელზე ხელი შემოეხვია,სახე კი მის ზღვასავით თმაში ჩაეფლო,თითქოს მთელ ბარბარასეულ სურნელს ისრუტავდა და მისით იკვებებოდა,დარჩენილი დღისთვის ინახავდა დასაზოგად. ყოველი განძრევისას კი,ჭიპს ქვემოთ შემოლაგებული მამაკაცის თლილი თითები ჯერ კიდევ ზემოქმედებნდნენ მასზე,ტანში უცნაურად სცრიდნენ და ჟრუანტელში ახვევდნენ. - გაიღვიძე მაშიკო? ახლად გაღვიძებული,ჩახლეჩილი ხმით ჩაეკითხა, ყბის ძვალზე აკოცა და ყელზე მიაწება ტუჩები. - დიდი ხანია მღვიძავს და გიყურებ.. თვალები მოჭუტა,მამაკაცის თითები თავის თითებში ახლართა და ლოყის ქვეშ ამოსდო. - რას მელაპარაკებიი.. სიტყვა გაწელა თაბაგირმა და თვალები სასაცილოდ მოჭუტა. - იცი,ვფიქრობ უნდა დაგხატო..მოუხდები ჩემს შემოქმედებას..აი,იასონის ეზოში რომ ვაშლის ხე ყვავილობს,ხომ იცი? ის უნდა დავხატო..იმ ხის ქვეშ კი შენ,ხის ძირში ხარ წამოწოლილი,ხელები კისერზე გაქვს შემოწყობილი და პირდაპირ იყურები..მე მიყურებ. სიყვარულით,ვნებით,მთელი არსებით..მხოლოდ მე მიყურებ და ამ კადრს საბოლოოდ გადმოვიტან ფუნჯით ტილოზე..განსაკუთრებით კი,შენს თვალებს..თითები წამწამებისკენ გადაატარა და ფრთხილად აკოცა. თვალები ძალიან ლამაზი გაქვს. - უბრალოდ რომ ფოტო გადამიღო არაა?! ღმერთო რა მეგონა მხატვარი ქალი რომ მიყვარდებოდა?თვალები ჭერს მიაპყრო,ტუჩები სასაცილოდ მობრიცა თაბაგირმა,რაზეც ორივეს გაეცინა და საყვარელი ქალის მკლავებში ნებივრობა განაგრძო. - ოხ ჩემო მაშკა,როგორ გაუსაძლისად მიყვარხარ..ჩემი სიგიჟე ხარ..სიგიჟე ხოო და ყველაფერი,რაც არანორმალურობასთან ასოცირდება.. იმიტომ,რომ არანორმალურია ის გრძნობა,რასაც შენდამი ვგრძნობ პატარავ..ეს მინდა დაიმახსოვრო! შენ საუკეთესო რამ ხარ,რაც 36 წლის განმავლობაში გადამხდენია..რამე რომ მოხდეს... - დიმიტრი..არ გინდა.. - რამე რომ მოხდეს პატარავ,იცოდე რომ მე ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი,რადგან უბრალო გოგო კი არა,თვით ბარბარა მაშარელი მიყვარდა..სიგიჟემდე მიყვარდა და ერთადერთი ვიყავი,ვისთან ყოფნაც შეძლო თავისი ცხოვრების ამოწურვისას..აი,ასეთი ეგოისტი ვარ..ამდენად არარაობა,რომელსაც არავისთვის არ ემეტები,ჩემო მაშიკო! სახე ხელებში მოუქცია და მადიანად დაეწაფა ქალის რბილ ბაგეებს. იმ წამს თაბაგირი ყველაზე ბედნიერი მამაკაცი უნდა ყოფილიყო,რომელსაც ის ქალი ჰყავდა გვერდით,რომელთან ყოფნასაც ასე ნატრობდა..ბედნიერების ბოლომდე შეგრძნებას კი ტვინის უჯრედები უბლოკავდა თავისი ოჯახის წევრების გახსენებისთანავე... თაბაგირი ფეხზე სწრაფად წამოდგა,თვალის კუთხეები თითებით მოიფშვნიტა და აწითლებულ გარსში ჩამუქებულმა სფეროებმა ნელნელა დაიწყეს რეალობის აღქმა. საძინებლის კარი ჭრიალით შეაღო,რომელსაც პირდაპირ ვერანდისკენ მიჰყავდა,ვერანდიდან კი თავლა მოჩანდა,სადაც სამხარაძე იდგა სიგარეტის ბიჩოკით ხელში,ერთ წერტილს მიჩერებოდა და ნერვიულად უკიდებდა ღერს-ღერზე. - რა ხდება?არ გძინებია? ხელი მხარზე მოხვია იასონს და კოლოფიდან ერთი ღერი თავისთვისაც ამოიღო. - ვერ დავიძინე..რომელი საათია?აქეთ მივალაგე რაღაცეები..თავით თავლისკენ ანიშნა და ძირს დაგდებულ ნახევრად ჩამწვარ ბიჩოკს ფეხი დააჭირა. აწკრიალებული ტელეფონის სენსორს თითი გადაუსვა და შეტყობინების ფანჯარა დიდი მონდომებით გახსნა. - ნატალია ადგილზეა. ჩაილაპარაკა სამხარაძემ და მოწყობილობა ჯიბეში ჩაისრიალა. - გასაგებია,წადი,მაშკა და მია ჩამოიყვანე,მე მანქანას გამოვიყვან ეზოში. - კარგი.. გამურული ხელები ონკანიდან მჩქეფარე წყალს მიუშვირა,სველი ხელები ჩარვალზე ჩამოისვა და დიდი ნაბიჯებით აირბინა კიბეები ოთახამდე - ბარბარა..შეიძლება? ორი თითით მიაკაკუნა კარზე და ცალი მხრით მიყრდნობილმა,ქურდივით გააცოცა თვალები ნახევრად შეღებულ კარში. ოთახი გაკვირვებულმა მოათვალიერა და აბაზანისკენ მიმართული ნერვიულად ჩაებღაუჭა გადარეზილ საკეტს. - ბარბარა.. აქ ხარ?!! ბარბარა!! ფუ,ამის დედაც..მიაა!! ამჯერად მიას საძინებლისკენ დაიძრა,რომლის კარიც ღია დახვედროდა,ოთახი კი მის გასაკვირად ზედმეტად დახუთული და მტვრიანი იყო,იმდენად რომ სუნთქვაც კი გაუჭირდა და თავისი ქურთუკი გაიძრო პირზე ასაფარებლად. - ეს რა დედის **ვნაა...სად ჯანდაბაში ხართ.. პორშეს გაუთავებელი სიგნალის გაგონებისას,ყურები დაეხშო,თვალები თითებით მოისრისა და კეფაზე ხელებშემოწყობილი გამოვიდა აივანზე. ღრმად სუნთქავდა,ჰაერს საშუალებას აძლევდა ფილტვებამდე ნორმალურად მიეღწია მანამ,სანამ დიმიტრის ხელები არ იგრძნო მკლავებზე და მისი სასოწარკვეთილი ხმა არ გაიგონა.. "სად არის მაშკა??" თავის ქალაში ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მძიმე იარაღი ჩაარტყესო,ყოველი თავის წამოწევის მცდელობისას კი ღებინების შეგრძნება უმწვავდებოდა და ისევ გახუნებულ მატრასზე ეყრდნობოდა კეფით. მძიმედ ახამხამებდა ხშირ წამწამების ჯარს,ნელნელა მოდიოდა გონს,სხეულზე მგრძნობელობა კი თანდათან ემატებოდა,როცა საკუთარ ხელებზე შეერთებული წვრილი მილები იგრძნო. ვენები ეყინებოდა,რადგან კათეტერს შხუილით გაჰყავდა მწველი სითხე ჩალურჯებულ ვენებში. - რა ჯანდაბაა..სად ვარ.. წვრილი მილები თითებით გამოიგლიჯა და ტკივილისგან სახე დამანჭა. კისერი ხელით დაიმასაჟა,საწოლიდან ნელნელა წამოდგა და დაბურულ ოთახს მოავლო მზერა. - სად ვარ.. - ამას შეხედეთ..ლაპარაკის უნარი ჯერ კიდევ აქვს,თქვენ რა,ნარკოტიკები შეგყავთ მის ვენებში თუ ფიზიოლოგიური ხსნარი?! წამალი ჩაამატეთ! დაიღრიალა მამაკაცმა და კარის საკეტს დაებღაუჭა,საწოლიდან წამომდგარ მაშარელს ყბაში ჩაავლო ხელი და საწოლზე მიახეთქა.. - ამას რატომ აკეთებ,ძალიან გთხოვ არ გინდა,გთხოვ.. ქალის აფართხალებული სხეული ძლივს დაიმორჩილა მამაკაცმა,ის იყო წამლით სავსე ნემსი წაიღო მაშარელის ვენებისკენ,როცა ბარბარამ მთელი ძალით მოიქნია იდაყვი და ნემსის ბასრი წვერით მამაკაცს სახე ჩამოუსერა. - ჯანდაბაა!!! დაიღრილა მამაკაცმა და გაშლილი ხელი მთელი ძალით შემოარტყა სახეში,ნემსი მხარში შეურჭო და ცარიელი ფლაკონი იქვე უმისამართოდ მოისროლა. - ისე გაგთიშავ,ენას ვეღარ მოატრიალებ..იმასაც კი ვერ იგრძნობ,რამდენ კაცთან მოგიწევს ღამის გატარება და გამოფხიზლებისას,მხოლოდ სხეულის საშინელ ტკივილს და საკუთარი თავის ზიზღს იგრძნობ,თავად მთხოვ რომ მოგკლა,თაბაგირის პატარა ძუკ*ნავ.. სანამ არ დარწმუნდა,რომ გონება გაეთიშა და დაკარგა სასიცოცხლო უნარი,მანამ არ მოშორდა მის საწოლს. მაჯაზე წავლებული ხელით ითვლიდა პულსის ზედმეტად სუს ნოტებს,თან საათს გაჰყურებდა და კბილებს ერთმანეთს აჭერდა. - ამის დედაც!! ოთახის კარი ხმაურიანად გაიხურა და გასაღები გადაატრიალა,ტელეფონის სენსორზე ნომერი აკრიფა სადაც ახალგაზრდა ქალის ხმამ გაიჟღერა. - მზად არის?! - საღამოს უკვე მზად იქნება!! - ახლავე გვჭირდება,უნდა გამოიყვანო! ქალს ხმა გაუმკაცრდა,მიუხედავად მამაკაცის უარისა,ის მაინც თავის პოზიციას მყარად იცავდა და მაშარელის გამოყვანას ითხოვდა. - გითხარი,არ არის მეთქი მზად!! იცოდე,პასუხს არ ვაგებ რაიმე რომ მოხდეს! - მომისმინე ნაბი*ვარო,ეგ ძუკნა ახლავე მჭირდება,საღამომდე კი ძალიან დიდი დროა..ასე რომ გააკეთე რაც გასაკეთებელია,ხუთ წუთში შენთან ვიქნები სატვირთოსთან ერთად! ტელეფონი გათიშა და პედალს ბოლომდე მიაჭირა ფეხი,ქალაქის შესასვლელთან სწრაფად დაამუხრუჭა,ტყავის ხელთათმანები აათამაშა ტორპედოზე და გოგონასთან ერთად გამოსული მამაკაცი დალანდა თუ არა,მაშინვე გადმოხტა ტოიტოდას მარკის ავტომობილიდან,საბარგულს თავი ახადა და კაცს ანიშნა,შიგნით ჩაეწვინა. - ეს,საღამოს დოზაა! ორ საათში,ისევ გაუკეთე! - შენ სად მიდიხარ?! ირონიით ჩაეკითხა მამაკაცს და ფულით გატენილი ზურგჩანთა შეუთვალიერა. - აქაურობას ვშორდები!! ამით საქმე დავასრულე,ხელს არ მოვკიდებ..სიცოცხლე არ მომბეზრებია,შენგან განსხვავებით.. - ფრთხილად,დოლარი არ გადმოგივარდეს ჯიბიდან. თვალი ჩაუკრა და საჭესთან დაიკავა ადგილი. თითქოს ვიღაცას შელოცვა დაედო ქალაქისთვის,ისე გვარიანად ქუხდა. წვიმას არ აპირებდა ჯერ,თუმცა მეხის დაცემა ყოველ ორ ნაბიჯში გამაყრუებლად ისმოდა. ქალაქის ცენტრში,ცათამბჯენის ბოლო სართული ჩამოწოლილი ღრუბლებისგან აღარც კი მოჩანდა. თითქოს ბუნებაც კი ცდილობდა,ბოროტებისთვის ხელი შეეწყო და კვალი დაეფარა. ყოველ არხზე პრეზიდენტის შემაძრწუნებელი ვიდეო ჩანაწერი გავრცელებულიყო,პირდაპირი ჩართვით ჟურნალისტებით ხალხით სასვე სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იუწყებოდნენ,რომ ისინი პრეზიდენტის სასტიკად დასჯას ითხოვდნენ,ზოგი მათგანი პასუხს ელოდა,ზოგიც მის სიკვდილს,ზოგი კი თვლიდა რომ ეს დადგმული იყო. ხშირ წვერში გულიანად გაიცინა,კართან მდგომს კი ანიშნა ხელით,ჭიქა სპირტიანი სითხით გაევსო.. პირი უშრებოდა,ტუჩებს ენით ილოკავდა და აკანკალებული ხელებით ეჭიდებოდა სასმისს. - მეტი აღარ დალიოთ,ბატონო პრეზიდენტო.. ვისკი მოაშორე აქედან!!! შეუღრინა დაცვას ჭიპაშვილმა და ქვეყნის პირველი პირის მოპირდაპირედ დადგა. - რატომ სვამ?! ამის დროა? - ჯანდაბა ლერი!! რა გინდა?! ხომ ხედავ,მთლიანად ნეხ*ში ვარ..ამ ყველაფერს ფხიზლად როგორ ვუყურო,როგორ?!! კარგი ჯანდაბას.. კვლავ ჩაეცინა ანერვიულებულს,პიჯაკის ჯიბიდან ორი პატარა თეთრი აბი ამოიღო,ენაზე დაიდო და ბოლო ყლუპი ვისკიც გადაჰკრა.ხელში სმარტფონის ეკრანს კანკალით გადაუსვა თითი და ნაცნობ ნომერზე გასული ზარის ხაზიდან მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა არ დააყოვნა. - შენი სამივე ქალი შემთანაა,აბა რას იტყვი თაბაგარო,გაები?! - რაო,ვირთხები დაგპირდნენ სოროში დაბრუნებას? გაიძურწე სასახლიდან შე სი/როო? გგონია,ჩემი სიცოცხლე რომ მიღირდეს,ამ საქმეს ხელს მოვკიდებდი? მართლა გგონია რომ უკან დამხევი ვარ? ეხლა კარგად მომისმინე! ჩემს გვერდით ნატალიაა! ქალები გაუშვი,ნატალიას დაგიბრუნებ შენ კი მე დაგრჩები...ჰაა,მოსულა?! - შენ ნუ მიყენებ პირობებს..აქ მე ვრეკავ პირობის წასაყენებლად ნაბი/ჭვარო.. ასე არ გამოვა..ერთი ქალი სამის ფასად? ნწ.. პირი გააწკლაპუნა ბენდელიანმა. - შენი სიცოცხლე არ გიღირს ხოო? შენი ოჯახის ხო გიღირს? გიღირდა ჩემი სკამიდან გადასაგდებად? ხოდა დატკბი.. აირჩიე,შენი ახლადგამოჩეკილი ძუკნა,დედა თუ და... - ვერ მოვილაპარაკებთ ასე,შევეშვათ ქალებს!! მითხარი და მოვალ სადაც გინდა!!! მერე კი რაც გინდა გააკეთე,გესმიიის?!! ბენდელიანმა ტელეფონი გათიშა,იქვე მაგიდაზე მიაგდო და სახე ხე;ლებში მოიქცია. - რა ვქნა,როგორ მოვიქცე?! ჩაეკითხა ლერი და მისკენ გადაიხარა. - მინდა იმ ნაბიჭვარს მაგრად ვატკინო,გესმის?!! მინდა,რომ სიკვდილს მეხვეწებოდეს.. ხოო..მინდა,საშინლად მინდა.. აი წკრიალაშვილი კი მისი პატარა ბიჭის თვალწინ უნდა ვაწამო,არასწორი ერთგულებისთვის..ჩემს გაცურებას ყველას სასტიკად ვაზღვევინებ...სისხლს ბილო წვეთამდე!!!! - მისმინე..სკამი პრეზიდენტის წინ მისწია ლერიმ და იქვე ჩამოჯდა. - აქაურობა უნდა დატოვო,სოკოლოვი მართალია,ცოტახნით დაბრუნდი მეზობელ ქვეყანაში,აქაურობას კი მე მივხედავ,თაბაგარის ოჯახზე მე ვიზრუნებ,რომ შენ ხელები არ შეგაწმინდონ. ხალხი მანამდე ჩაწყნარდება,დრო გავა და ისე ვიზამთ,შენს დაბრუნებას ყველას მოვანატრებთ,ჯანდაბა...გესმის?!! ახლა შენი ყველაზე დიდი მტერი იცი რა არის?! დრო,გიორგი!!! დროო! ეს დედამო/ყნული დრო,რომელიც ასე ცოტაა..თაბაგარს შევალიოთ ეს წუთები?! ფუ ამის..ეს გინდაა?? - სანამ მაგ ნაბიჭვის თვალებში არ დავინახავ იმას,რასაც ასე ძალიან ველოდები აქედან ფეხს არ გავადგამ.. საქმეს შეუდექი,მიდი!!! - და ნატალია?! - რა ნატალია,რა ნატალია?!მაგ კახპისნაირი შვილი ისედაც არ მჭირდება..ჩემს მტერს პირდაპირ საწოლში ჩაუგორდა ისე ვითომც არაფერი..ახლა თუ პრეზიდენტი აღარ ვარ..არც საკუთარი სისხლის დაცვა და მოფრთხილება აღარ მესაჭიროება,ასე არ არის?!! ლერიმ კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა,თავი დახარა და ემოციების დასამალად მზერა სხვაგან გადაიტანა. მოტიტვლებულ თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ისევ ბენდელიანს მიუბრუნდა. - კარგი,შენი ბრძანება მიღებულია. საქმეებს შევუდგები,ერთ საათში ბიჭები მოვლენ და ყველანი ერთმანეთს შევხვდებით კლუბში. ორმეტრიანი კაცი ფეხზე წამოდგა,ერთი იარაღი საქამრეში მოითავდა,მეორე კი პალტოს უკანა ჯიბეში.კიდევ ერთხელ გადახედა ბენდელიანს და კარების ჯახუნით გაეცალა ადგილს. ქუსლების კაკუნით ჰკვეთავდა მარმარილოს იატაკს და სწრაფად დადიოდა წინ და უკან,პატარა ჩემოდანში საჭირო ნივთებს ალაგებდა,ტელეფონზე შეტყობინებას ელოდა ტუჩების კვნეტით,თუმცა ამაოდ,მოლოდინის რეჟიმში ჩართული კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა,ქალმა კი წარბები შეკრა,ჯერ არ ელოდა სამხარაძეს. კაბის შიგნით,ფეხზე დამაგრებული დანა გაისწორა,ფრთხილად გაიხედა კარების სათვალთვალოდან და მის გასაკვირად,ლერის მოჰკრა თვალი. კარზე კაკუნი,უფრო მომთხოვნმა ბრახუნმა შეცვალა.. - ვიცი აქ ხარ..გააღე შენი..ჩაილაპარაკა ჭიპაშვილმა და ბასრი იარაღი ამოიღო,რომელიც პირდაპირ საკეტს დაუმიზნა,რამოდენიმეჯერ დაარტყა და ფეხის კვრით შევარდა კარში. - ელენაა... ხელის ზურგით ნამიანი შუბლი მოიწმინდა და ოთახებს მოავლო მზერა. რატო მემალები,შენ ხომ დასამალად არ გაქვს საქმე,არა?! - მართალია,არ მაქვს.. და თუ გაინძრევი,ყელს გამოგჭრი და შენს აყროლებულ უფროსს ტაკოს ვეღარ მოუწმინდავ. ყელზე მობჯენილი დანით უკნიდან მიკრობოდა ქალი და შეთქმულივით ეჩურჩულებოდა ყურთან,როცა მამაკაცი წამის მეასედში შემობრუნდა,ხელი დასაეტყმელად გაიქნია,თუმცა ესეც აიცილა წკრიალაშვილმა და დანის წვერი სახესთან აუფრიალა. - შენ გეგონა საწოლში ვოყავი მხოლოდ კარგი? ჩემი შესაძლებლობები არ იცით,ნაბი/ჭვრებო.. სასაცილოდ არ ეყო წელში მოხრილ ჭიპაშვილს ქალის სიტყვები,სიამოვნებით გულიანადაც კი გადაიხარხარებდა,როცა ცივი იარაღის ბასრმა წვერმა მის კანზე ჰორიზონტალურად გაიარა,ფეხებს შორის მოქნილმა მუხლმა კი ლამის გონება დააკარგვინა,რომელიც ხმაურიანად დაეცა და ტკივილისგან მოკუნტული ბოლო ხმაზე ღმუოდა. - მოგკლავ...ვერ გადამირჩები.. - ბოდიში,მაგრამ დაგასწარი..ზემოდან დახედა ქალმა და მომაჯდოვებლად გაიღიმა,რომლის ქათქათა კბილებმა წითლად შეღებილი ბაგეებიდან მოსჭრა თვალი და ბლაგვი საგნის დახმარებით საბოლოოდ გაუთიშა გონება. - ელენა?! მამაკაცის ხმის გაგონებისას მაშინვე ძირს დააგდო იარაღი და მისკენ შეტრიალდა. - დააგვიანე,ამიტომ ესეც შედეგი.. ტუჩები მობრიცა და სამხარაძეს გააყოლა თვალი. - ცოცხალია..კიდევ კარგი.. ფილტვებში დაგროვილი ჰაერი ამოისუნთქა მამაკაცმა და ელენას სახე მის ხელებში მოაქცია - მაპატიე პატარავ. შუბლით შუბლზე მიეყრდნო და თმაზე თითებით მიეფერა. ეს რეები გცოდნია..მაოცებ.. ზედ,მის ტუჩებზე ამოილაპარაკა მამაკაცმა და მომთხოვნად ჩახედა თვალებში.. - ასეთი ძლიერი ისეთი სექსუალური ხარ.. - იცი რა... ჯობია ახლა წავიდეთ სანამ ამ გორილამ გაიღვიძა,გოგონები ვიპოვოთ,მერე კი გაჩვენებ რა ვიცი და რაები შემიძლია..კარგი? - კარგი..გამომშრალი ტუჩები ენით გაისვლეა მამაკაცმა. მიყვარხარ.ამოიჩურჩულა და ისე მიიკრო ქალის სხეული საერთოდ აღარ ჩანდა წკრიალაშვილი. ხელი ფრთხილად გაუშვა,გონება დაკარგულ მამაკაცს ფეხი გადაადგა და ორივე ჩუმად მოშორდა ადგილს. - ფუ შენი.. მაგიდას ხელი ერთიანად გადაუსვა და ყველაფერი ძირს გადმოყარა,რაც კი ზედ ელაგა.. - დიმიტრი.. მასთან ახლოს მდგომი ქალი უკან ამოუდგა,წელზე ხელები ძლიერად მოხვია და მისი სურნელი შეისუნთქა. - გთხოვ..დამშვიდდი. ამოისლუკუნა ნატალიამ,რომელსაც მამაკაცის ყოველი მოქმედებისას ფეხები ებლანდებოდა,არ დაცემულიყო,ამიტომ ხელებს უფრო ძლიერად უჭერდა,მის გასაკავებლად. თაბაგარი ღრმად სუნთქავდა,ხმაურიანად..მისი ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მთელ ოთახში ექოსავით ვრცელდებოდა.. გონება..გონებაში კი ბარბარას სიტყვები გაფუჭებული ფირივით უტრიალებდა.."ყველას გადარჩენას ვერ შეძლებ"რაც გულს უსერავდა და სისხლს უდუღებდა. ხვდებოდა,რომ კონტროლი დაკარგა..პრეზიდენტის რისხვა იმდენად დიდი იყო,რომ თაბაგირის განადგურების სურვილი უფრო მძაფრი აღმოჩნდა,ვიდრე თვითგადარჩენის ინსტიქტი..არ გაითვალისწინა,ვერ გაიაზრა,რომ ბენდელიანი საკუთარ ქალიშვილზეც კი იტყოდა უარს..ხო,შეცდომა გაეპარა და ვერ მოასწრო ოჯახის დამალვა.. ვერც სიყვარულს შეეწინაღმდეგა და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გამოჩნდა ქალი,რომელთან ერთადაც აიხლართა..ქალს,რომელსაც იმ გრძნობითაც კი არ უპასუხია თაბაგარისთვის,როგორც მამაკაცს უყვარდა,უნდოდა და სიგიჟემდე კლავდა ეს გრძნობა. ორ მეტრამდე ახოვანი მამაკაცი ისეთი უსუსური გახდარიყო,პატარა ჭიანჭველას დამსგავსებოდა,რომელიც მიწაზეც კი არ ჩანდა. სიტყვა შეასრულა,ქვეყანას მოაშორა შავი ლაქა,პრეზიდენტის სახით,გადაარჩინა ათასობით ადამაინის სიცოცხლე,თუმცა,საკუთარი ვერ..ამაზე ფიქრს ჭკუიდან გადაჰყავდა..გეგმები თავში ისე ერეოდა ტვინს ატკიებდა,თვალებში აწვებოდა ტკივილი და გულის რევამდე მიჰყავდა..რა ნაბიჯი გადაედგა,როგორ მისულიყო იქამდე,ან როგორ დაემთავრებინა ეს ყველაფერი. - დიმიტრი.. სამხარაძემ იარაღების ასხმა მაგიდაზე დაალაგა და მეგობარს შეხედა ყინულივით ქცეულ თვალებში.- ჭიპაშვილის ტელეფონში ვიპოვეთ ბევრი საინტერესო შეტყობინებები,შეგვიძლია ამითაც ვისარგებლოთ,ქვემოთ ტატო და დანარჩენები გველოდებიან,საქმეს შევუდგეთ.. დროს ნუ დავკარგავთ. - მისმინე,იასონ..ელენა.. ჩვენ ყველანი პრეზინდეტის გასანადგურებლად ვიბრძოდით და შედეგსაც მივაღწიეთ..მისი სახე დავანახეთ ყველას..ახლა ყველაფერი უცებ ვერ,მაგრამ რამდენიმე დღეში დალაგდება. - და? - და ის,რომ პირადად პრეზიდენტთან მე უნდა მოვაგვარო პრობლემა. თქვენ უკვე დამეხარეთ იმაში,რაც უნდა გაგეკეთებინათ..საფრთხე თქვენც გემუქრებათ,განსაკუთრებით შენ,ელენა..ხოდა ამიტომ..მიუბრუნდა თაბაგარი სამხარაძეს და მხარზე ხელი შემოჰკრა. მოკიდე შენს გოგოს ხელი მეგობარო და აქედან დაითესე შორს,ცოტახნით მაინც. - მომისმინე,ამას არ ჰქვია საქმის დამთავრება.. იმ ნაბიჭ/ვრის ჩაძაღლება იქნება დამთავრება და შენი ოჯახის უვნებლად დაბრუნება,გასაგებია?! რას მთავაზობ,სირ/ივით მოვტყდე და დაგიკიდო??! გგონია მაგაზე წამსველი ვარ? - დიმიტრი,ამდენი წელი იმისთვის არ მომითმენია,რომ ესე უცებ და უტკივნეულოდ დავასრულო მასთან ეს საქმე.მან იმდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,მხოლოდ გადადგომა ამისთვის არ კმარა,არც შემთვის,არც იასონისთვის.. და თუ მკითხავ,არც ხალხისთვის.. იცი რა?! არ მაინტერესებს,მე ვმოქმედებ,ქვემოთ მანქანა გველოდება,მივდივარ და ყველას დედას ვუტი;რებ ვინც წინ გადამეღობება. - გაიგე თუ კიდევ გაგიმეოროთ? აჰყვა სამხარაძე და თვალები აატრიალა. - მორჩა,ჩავდივარ ტატოსთან,ორ წუთში ქვემოთ იყავით,ორივე. - წავედით..ყველაფერი კარგად იქნება.. გესმის?! ყველაფერი იქნება ძალიიან მაგრად! - თავს გაუფრთხილდი,მეგობარო! - შენც. იცოდე,მაგრად გაგინებ რამე რომ დაგემართოს. გულრწფელად გაეცინა თაბაგირს,მამაკაცს ხელი მოხვია და იარაღებს გადახედა. - იმედია გვეყოფა. - იმედია. - კარგი,ჩადი.. ჩამოვალ მალე. მეგობარს გახედა,კარი ოდნავ მოხურა და მზერა პატარა ბენდელიანისკენ გააპარა,რომელს ფერი დაკარგვოდა. ფიქრებში წასულს,მამაკაცის ხმამ ძლივს გამოაფხიზლა. - აქ დარჩი და ფეხი არსად არ გაადგა,კარგი? ნატალია..გთხოვ..არ იტირო.. - არ ვუყვარვარ..საკუთარ მამას არ ვუყვარვარ გესმის..მზად არის მოვკვდე,ოღონდ შური იძიოს და საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს... - მოდი როცა ყველაფერი დასრულდება,მერე დავილაპარაკოთ.. ახლა მეც მაგარი არეული ვარ და სხვისი დამშვიდება ნაკლებად შემიძლია..შევთანხმდით? - უნდა მოკლა? მამაკაცმა თვალები დახარა,ფეხზე წამოდგა და უკანმოუხედავად გაიხურა კარი. შავებში ჩაცმულმა მაღალმა სილუეტმა შავი ნიღაბი შეისწორა,გოგონებს ერთი მეორეს მიყოლებით გადახედა და ნაცნობ სახესთან ახლოს მიიწია..მაშარელმა თვალები გააფართოვა,უკან უკან დაიხია და ცივმა კედელმა ზურგი აუწვია. - არ მხედავ არა პირველად? გახსოვს ჩვენი პირველი თამაში?ახლა რაღაცეები შეიცვალა.. ჯერ,ცოცხალი გვჭირდები.. კისერში ხელი ჩაავლო და მისკენ მოათრია.ფეხზე დადექი,მალეე!! აკანკალებული სხეული ძლივს აათრია მაშარელმა და თვალები ერთმანეთს მძიმედ დააჭირა. - გაიხადე...ტანსაცმელი გაიხადე.. მალე თორემ ტვინს გაასხავ. კვლავ უბრძანა შავებით შემოსილმა. ფუ შენი.. მოთმინებამ უმტყუნა და მაისური ერთი ხელის მოსმით შემოახია.- ამას მალაავ?! დიდი ვერაფერი.. მიდი,შარვალი გაიხადე,აბა იქ ვნახოთ რა ხდება! მაშარელმა დანარჩენ გოგონებს გადახედა და ხელების კანკალით დაებღაუჭა ჯინსის შარვალს,რომელიც აქამდე ისეთი მოჩვარული ეცვა ახლა კი ტანზე თითქოს ისე ეკრობოდა და ეწებებოდა,რომ უჭირდა მისგან გათავისუფლება. - სავსე და მკვრივი თეძოები. ჰმ., კარგია,ამას არაუშავს.. ანუ ის გაქვს რაც კაცებს ყველაზე მაგრად უნდათ. მშვენიერი. იარაღი ლოყაზე მიადო და ახლა უკვე ხელით ანიშნა ძირს დაყრილი თხელი მატერიები აეღო. - ესენი ჩაიცვი.. მიდიიი!!! ჩაიცვი.. შენც,მალე! მეორე გოგონასაც გახედა,დანარჩენებს კი უკვე შეესრულებინათ ბრძანება და მოლოდინის რეჟიმი ჩართვოდათ. - ოჰო,რამდენი ყოჩაღი გვყოლია..არადა ძალიან კი მიძალიანდებოდით..ახლა შენით ჩაიცვი ტრუსები პატარა გარყვნილო?! ჩაეცინა მაღალ სილუეტს და მაშარელისკენ შემოტრიალდა.. - გიხდება წითელი.. ახლა კი ფეხი გადაადგი,მალე!!! მიდი,თმა მოუწესრიგე ამათ..ძვირადღირებულ კახპებს არაფერი მოაკლო..ბრძანება მისცა სტილისტებს,რომლებიც გოგონების უკან იდგნენ ხელში სავარცხლითა და სხვა მოწყობილობებითურთ. ოთახში შემოსულ მიმტანს,რომელსაც ლანგარზე ყვითელი შეფერილობის აბები ეყარა,ფრთხილად გადმოიყარა ხელის გულზე შავებში ჩაცმულმა.,ცხვირთან ახლოს მიიტანა და დაყნოსა.. - შესანიშნავია.. მაშარელისკენ მიტრიალდა და უბრძანა ფეხზე ამდგარიყო. წითელ საცვლებში გამოწყობილ ქალს კარგად დააკვირდა,თავი ოდნავ გადახარა და ქვემოდან ზემოთ ამოხედა.მკვრივ და გამოყვანილ სხეულზე ნამდვილად უხდებოდა წითელი ფერის სიფრიფანა მატერია,გრძელი,დახვეული წაბლისფერი თმა კი მხრებზე დაუდევრად ჰქონდა გადმოყრილი,სტილისტი ფეხზე წამოდგა,უემოციოდ მყოფ მაშარელს მსხვილ ბაგეებზე წითელი ფუნჯი გადაატარა და შავოსანს ჩასჩურჩულა,მზად არისო. - მომიახლოვდი! გესმის რას გეუბნები?! ახლოოს!!! ერთი ფეხი წინ გადადგა მაშარელმა და ოდნავ წაბორძიკდა,წვრილ,მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ძლივს იდგა,ისედაც გაბრუებული ამდენი წამლის გადასხმისგან,რომელიც აზრზე არ იყო რაშეჰყავდათ მის ვენებში. - პირი გააღე!! - ამას არ დავლევ.. სატირლად მობრიცა ტუჩები ქალმა. - დიმიტრი თაბაგირისთვის ხომ აღებდი?! პირი გააღე სანამ აქვე არ მოგკალი!! ბაგეები ერთმანეთს კანკალით დააშორა მაშკამ,ყვითელი აბი ენაზე დაიდო და წყალთან ერთად გადაყლაპა. - აი ასე,ყოჩაღ..დანარჩენები.. დროზე,ადექით,სცენაზე გასვლის დროა.. შენკი პირველი ხარ,ქალბატონო!!! ამრეზით დახედა მაშარელს და ფეხების ბორძიკით გაათრია ოთახიდან იქ,საიდანაც მუსიკის ხმამაღალი ჰანგები ნელნელა მთელ სმენის არეალს მოეცვა. ძვირფასებო,როგორ ხართ? :) იმედია გახსოვართ,მაგრამ არ მგონია ისტორია გახსოვდეთ:)) იმდენი ხანი დამაგვიანდა,საერთოდ არ გამიკვირდება. მომენატრეთ ძალიან.. მიუხედავად ყველაფრისა,ჩემი ისტორიის დასრულება ისედაც მქონდა გეგმაში,ზოგადად ისტორიებს შუა გზაზე არასდროს ვტოვებ.. არც ახლა მოვიქცევი ასე. მოკლედ დავბრუნდი:))<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.