შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ აგირჩიე შენ?(თავი8)


2-10-2021, 20:53
ავტორი Niako261995
ნანახია 2 367

(ნიაკო)
ახალი ამბის თქმას გაგასთვის რა თქმა უნდა ახლო მომავალში ვაპირებდი,არ მინდოდა ჯერ მუცელი დამტყობოდა და მერე გაეგო..არ ვფიქრობდი სხვა ვარიანტებზე,რომ ან არ გაუხარდებოდა ან მარტო მომიწევდა ბავშვის გაზრდა ან თუნდაც მომთხოვდა მუცელი მომეშალა.ასე,რომ მომხდარიყო ერთ წუთს არ გავჩერდებოდი მასთან.შვილზე ძვირფასი,მითუმეტეს საყვარელი ადამიანისგან,ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარია,მასზე უარის თქმა როგორ უნდა გაბედო. იმ დღეს,როცა ეს უნდა მეთქვა სამსახურში ვიყავი,ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი,ბევრს ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს.საბოლოოდ ორ კაციანი ადგილი დავჯავშნე ბახმაროს ერთ-ერთ სასტუმროში.უქმეებს იქ გავატარებდით და ახალ ამბავსაც შევატყობინებდი..სამსახურიდან ადრე გამოვედი და გაგას დავურეკე,არ მითქვამს რა ხდებოდა მინდოდა პირდაპირ წამეყვანა ასე ექსპრომტად.
-რას შვრები გაგა?
-რა ვიცი ნიაკო არაფერს,სამსახურში ვარ.. არ მომეწონა მისი აღელვებული ხმის ტემბრი
-მშვიდობა გაქვს?
-კი,კი..რამე ხომ არ გინდოდა? -არა,არაფერი.. ტელეფონი ცივად გავთიშე და მასთან გავეშურე,მივხვდი რაღაც რიგზე ვერიყო და მიმალავდა..მივედი თუ არა მისი ყვირილის ხმა გავიგონე კაბინეტიდან,გამეცინა ასეთი სერიოზული როდიდან გახდა თანამშრომლების მიმართ?..ის, ის იყო მივუახლოვდი კარს და უნდა შემეღო,კიდევ ერთხელ,რომ დაიღრიალა
-მარიამ…!
-,,მარიამ”?! რა შუაში იყო მარიამი?იქნებ ახალი თანამშრომელი ჰყავს ან ძველი,უბრალოდ მარიამის ხსენებაზე გამაჟრიალა,ისევ ის ხომ არ იქნება არა?მითუმეტეს,რომ მისი ხსენება არასდროს არ მოსწონს გაგას,ყოველთვის არიდებდა თავს და ამბობდა,რომ მასთან კარგი მოგონებები არ ახსოვდა.კარი შევაღე თამამად,მოღიმარი სახით..მინდოდა მეთქვა,როგორ უყვირი თანამშრომლებსთქო,როდესაც ნაცნობი გოგოს სილუეტი აღმოჩნდა ჩემს წინ..ერთიანად გავქვავდი,ეს მარიამი იყო.ათასმა კითხვამ გამიელვა იმწამს თავში,რატომ არის აქ?ან აქამდე სად იყო?ყველაზე მეტად გაგას სახე არ მომეწონა.ხელებით მაგიდაზე დაყრდნობილი ღრენით უცქერდა,როდესაც მე დამინახა სავარძელში ჩაესვენა და სახეზე ნერვიულად აიფარა ხელები.ეს ყველაფერი იმდენად წამიერად მოხდა ვერ მივხვდი,ამდენი დეტალი ასე სწრაფად ,როგორ დავიმახსოვრე.
-გამარჯობა ნიაკო.. ისევ ის ირონიული და დამცინავი მზერა
-მარიამ..(თავაზიანად დავუხარე თავი) -ნიაკო,აქ რას აკეთებ? გაგას ამ შეკითხვაზე შევცბი?
-ბატონო?აქამდე არასდროს მეკითხებოდი?
–ამ,(მარიამმა თითი აწია და გაგასკენ გაიშვირა)
-ანაბელს,როგორ გავაცნოთ ნიაკო?
-მარიამ,გთხოვ წადი(ტონს აუწია გაგამ) -ანაბელს? ვცდილობდი თავი შემემაგრებინა მოსალოდნელი სიმართლისგან,წარმოვიდგინე,როგორ ამბობდა მარიამი ვინ იყო ანაბელი და ზოგჯერ მიფიქრია კიდეც,რომ ეს სიზმარი დასრულდებოდა, გაგა ჩემი ვერასოდეს იქნებოდა და აი,ახლა იყო ამ სიზმრის დასასრული,ამის გაფიქრებაც ვერ მოვასწარი,რომ
-,,შვილი“,ანაბელი ჩემი და გაგას შვილია. მყარად მდგარს ფეხებში ძალა გამომეცალა და ვგრძნობდი უნდა დავცემულიყავი.ელექტრო შოკივით მოხვდა ჩემს გულს მარიამის სიტყვები,მერე არ მახსოვს რა მოხდა.ოთახიდან გამოვვარდი და ერთადერთი გაგას ღრიალი ჩამესმოდა ბუნდოვნად ყურში,რომელიც უკან მომდევდა.ფერ დაკარგულს და აკანკალებულს დამეწია და მისკენ მიმატრიალა
-გთხოვ,გთხოვ,გთხოვ მომისმინე -ისე,არ არის ყველაფერი,როგორც გგონია -გემუდარები,ნიაკო,ჩემო პატარა. ისტერიკაში ჩავარდა რას აკეთებდა ვერ ხვდებოდა ,თვალზე ცრემლებიც კი შევნიშნე.
-ჩემი ცხოვრება სერიალი არ არის!..იმაზე მეტი რა უნდა ამიხსნა რაც იქ მოვისმინე?!შენ,შენ შვილი გყავს.გესმის მაინც ეს რას ნიშნავს?ვაიმე,ღმერთო..ხელები სახეზე ავიფარე და უაზროდ დავიწყე სიცილი. -,,შვილი”,გაგას შვილი..ღმერთო რამდენად სასტიკი ხარ.
-აგიხსნი,გთხოვ აქედან წავიდეთ სადმე მშვიდად და ყველაფერს...
-კი,მივდიოდით..იცი, აქედან მინდოდა სადღაც წამეყვანე უქმეებზე.რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის თქმას ვაპირებდი,მაგრამ როგორც ჩანს ჩემზე მეტად მნიშვნელოვანი საქმეები გქონია -არა,ნიკო,მომისმინე შენზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინაა ეს ხომ კარგად იცი არა?ახსნის საშუალება უნდა მომცე,უნდა მოგიყვე
-აქამდე ბავშვი მარტო იყო?შენ რა მამა ხარ?მე სიყვარულს მეფიცებოდი მაშინ,როცა ბავშვს მამა სჭირდებოდა?
-ის..
-ძალიან გთხოვ,არაფრის მოსმენა არ მინდა.მითუმეტეს შენგან.,,ჩვენ”,აღარ იარსებებს და ეს ხომ კარგად იცი?
-გემუდარები პატარა
-არ გაბედო!რამხელა შეურაცხყოფას მაყენებდი აქამდე ხვდები?(უკვე გაუაზრებლად დავუწყე ყვირილი).ოჯახი გყავს,შვილი გყავს,შვილი და მე რა როლს ვასრულებდი?საყვარლის?გილოცავ ნიაკო,შენ წარმატებით გაიარე რეგისტრაცია საყვარლის როლის ვაკანსიაზე.რა იდიოტი ვიყავი,როგორ გიჯერებდი.ამაზრზენი ხარ ამწამს,რომ გიყურებ...(თავს ვერ ვაკონტროლებდი იმდენად ვიყავი ემოციაში შესული)
-მეტსაც ვიმსახურებ,მაგრამ მხოლოდ მოსმენა მინდა. დანებდა და თითქოს ძალა გამოეცალა,მაგრამ რა უნდა მომესმინა?მწარე სიმართლე?თუ როგორ გაიმართლებდა თავს ჩემ წინაშე.რაც არ უნდა ყოფილიყო მასთან ვერ ვიქნებოდი,მას შვილი ჰყავს და უმამოდ იზრდება,როგორი მამა უნდა იყოს ჩემი შვილისთვის,როცა უკვე ჰყავს და ერთხელაც კი არ უხსენებია.არცერთი წამით მიფიქრია,რომ სიმართლე მეთქვა,კარგად გავაანალიზე,რომ ის და მარიამი ყოველთვის იარსებებდნენ.არ მინდა ჩემ ბავშვს,რამე დაუშავდეს.გადავწყვიტე ყველაფერი ჩემთვის დამეტოვებინა და ჩამოვცლოდი გაგას.მისგან გაქცევა მინდოდა,ვერ ჩავდგებოდი ოჯახის შუაში,სადაც არსებობდა უკვე ერთი ბავშვი.მინდოდა თუ არა ,ეს უნდა გამეკეთებინა.რაც არ უნდა ყოფილიყო,როგორც არ უნდა მყვარებოდა ჩემ სიყვარულზე უარს ვამბობდი.მის გამო არა, ჩემ გამო.ჩემი და ჩემი შვილის გამო,რომელსაც მამა არ ეყოლებოდა,არც მე მახსოვს მამა,მაგრამ დედამ ისე გაგვზარდა უმამობა არ გვიგრძნია.. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.ასე,რომ მარტოც შევძლებდი თავის რჩენას.მარტივი,რომ არ იქნებოდა ისიც კარგად მქონდა გააზრებული,რამდენ უძილო ღამეს გავივლიდი კიდევ,რამდენს ვიფიქრებდი გაშტერებული სადღაც სივრცეში,რამდენჯერ ვიყვირებდი ჩემ გონებაში,მაგრამ არა.ჩემ ბავშვს ,,ჩვენ”ბავშვს,ზიანს ვერ მივაყენებდი.ბახმაროში მარტო წავედი,ვიცოდი გაგა ყველგან მომძებნიდა და არ მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა და ყველა კარგი მოგონება ზიზღს შეეცვალა, რაც მასთან მაკავშირებდა.სახლში აღარ დავბრუნებულვარ.ბილეთები ვიყიდე და ნანისთან წავედი საბერძნეთში.ყველაფერი მივატოვე,სამსახური,სახლი და რაც მთავარი იყო სიყვარული.რა თქმა უნდა იქაც მომძებნიდა გაგა,ამიტომ ყველანაირი კონტაქტი შევცვალეთ მე და ნანიმ.ის მიმტკიცებდა,რომ არ ვიქცეოდი სწორად და უნდა მომესმინა,შეიძლება მართალიც იყო და ასეთი სიმართლე არ უნდა დამემალა,უფლება ჰქონდა სცოდნოდა,მაგრამ ჩემს ბედნიერებაზე სხვის უბედურებას ვერ გავუძლებდი.მითუმეტეს,რომ მარიამი არ გაგვახარებდა.ბევრჯერ ვცადე მარიამის მოძებნა მანამდე,მაგრამ ვერასდროს ვიპოვე,ალბათ ამიტომ.იქნებ ესეც გაგამ გააკეთა და მან გამიქრო ჩემ გარშემო ყველაფერი მასზე,რომ რამე არ მეეჭვა.რამდენჯერაც მას ახსენებდა ხოლმე ჩაიბურტყუნებდა ,,ფსიქოპატიაო”.ამაზე მუდამ მეცინებოდა და რა თქმა უნდა სერიოზულად არ აღვიქვამდი,იქნებ მართლა იყო,ვერ დავაშვებინებდი ჩვენთვის რამე დაეშავებინა.ყველაფერი დროს მივანდვე,თითქოს მივეჩვიე,რომ უნდა მტკიოდეს მუდამ.ჩემი განუყრელი ნაწილი გახდა ტკივილი და ერთად ვარსებობდით.ჩემში კი იზრდებოდა და უფრო მეტად მაყვარებდა თავს არსება,რომელიც თავის პაწაწინა ფეხის მორტყმაზეც კი ჭკუიდან მშლიდა.მე და ნანი ვისხედით და ერთად ველოდებოდით,როდის მომცხებდა თავის პატარა ფეხუცას.სქესი არ გავიგე,მინდა,რომ დაიბადება სიურპრიზი იყოს და კიდევ ერთი დიდი ემოცია ამით მივიღო.სხვა რაღა მახარებს.წუთი არ გადის გაგაზე არ ვიფიქრო,იმასაც ვგრძნობ,რომ შეიძლება უჭირს,მაგრამ მასზე საუბრის უფლებას არც ნანის ვაძლევ და არც ჩემ თავს.6თვე გავიდა და მუცელი უკვე საკმაოდ მეტყობა.7თვის მერე არ მომცემენ ფრენის უფლებას სავარაუდოდ, ამიტომ მიწევს დავბრუნდე საქართველოში.საბუთებზე და წვრილმან რაღაცებზე.აქამდე არ ჩამოვედი ,რადგან ვფიქრობდი, დრო რაც მეტი იქნებოდა გასული,მეტად გამიადვილდებოდა,მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა.სახლს,რომ მივუახლოვდი,ხელახლა განვიცადე ყველა გრძნობა,კარგი,ცუდი,სასიამოვნო თუ უსიამოვნო.კანკალით ავედი სახლამდე და არ ვიცოდი რა მელოდა კარს,რომ შევაღებდი.გასაღები გაგასაც ჰქონდა და შეიძლება იქაც დამხვედროდა ან საერთოდ ვერ შევსულიყავი და ჩემი საბუთები სად იქნებოდა ამის გარკვევა მომიწევდა.საბედნიეროდ კარი გავაღე და შევედი.ყველაფერი ისე იყო,როგორც დავტოვე.ერთადერთი,საძინებელში ჩემი და გაგას ფოტო იყო დამსხვრეული.მეტკინა ამის დანახვა.დავემხე და ტირილი დავიწყე გვერდზე ბარათი შევნიშნე წარწერით:,,შენ,მე მიმატოვე,წახვედი,ისე,რომ არც კი მომისმინე.მიყვარდი,მართლა მიყვარდი,მაგრამ ვერ გამიგე.”ვღრიალებდი,ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია,ჩემი გაგა,ჩემი სიყვარული,ჩემი ცხოვრების აზრიც და არსიც.ყველაფერი,რომ იყო ჩემთვის და ახლა მის ბავშვს,რომ ვატარებდი მუცლით,ის ჩემზე ნაწყენი და გულნატკენი ალბათ მიუბრუნდა თავის ცხოვრებას.ეს არ გინდოდა ნიაკო?ეგ არ გინდოდა?იქნებ ახლა მართლა ბედნიერია..არ ვიცი.მინდა ის მაინც იყოს ბედნიერი,უჩემოდ.ჩვენს გარეშე.
(გაგა)
ნიაკოსთან ისეთი ბედნიერი და უდარდელი ვიყავი ყოველთვის,მაგიჟებდა მისი ქცევები,მისი გადარეული ხასიათი.სიურპრიზებით იყო სავსე,უცბად ისე გაგაბედნიერებდა დაგეგმილიც,რომ არ ჰქონდა,ასე წამოხტებოდა და რაღაცას გააკეთებდა,ჭკუას მაკარგვინებდა,როგორ გამოსდიოდა ასე კარგად ჩემი გადარევა.მე კი დღითი დღე მიყვარდებოდა იმაზე ძლიერად ვიდრე ის ფიქრობდა.მისი პირველი კოცნა,პირველი სექსი,რომ მახსენდება, როგორ იკლაკნებოდა და თრთოდა ჩემს მკლავებში,როგორი სუფთა და ამაღელვებელი გრძნობა მეუფლება ახლაც.მასთან ყოფნაში ისე გადიოდა დრო, რამდენჯერაც გადავწყვიტე სიმართლის თქმა ვერც ერთხელ გავბედე.ან, როგორ გამებედა,მის მოღიმარ სახეს და შემონათებულ ლამაზ თვალებს,რომ დავინახავდი ამ ქვეყნად ვერაფერზე ვფიქრობდი,ვერ დავუშვებდი გული სტკენოდა,ვიცოდი მისი ხასიათი,ვიცი,რომ მიმატოვებდა და ვერ გავრისკავდი.გგონიათ მე გავუძლებდი მის გარეშე ყოფნას?აღარ ვიარსებებდი,მაგრამ ოდესმე ეს მოხდებოდა და რაც მეტი დრო გადიოდა მეტად მიძნელდებოდა და მეტად რთული გადასატანიც გახდებოდა ორივესთვის,ამასაც ვხვდებოდი.დიახ შვილი მყავს,მაგრამ თქვენ მაინც მომისმინეთ,ნიაკომ იმის ღირსიც კი არ გამხადა სილა გაეწნა სახეში,იმდენად არარაობად დამინახა.მისი ზიზღის მომგვრელი სახე,რომ მახსენდება, როცა მიყურებდა ჩემ თავზე გული მერევა რა ამაზრზენი ვარ.ასეთი რამე როგორ გავუბედე,როგორ ვატკინე ასე მწარედ გული.რა უნდა გავაკეთო არ ვიცი მის გარეშე,ვერ ვაზროვნებ იმ დღის შემდეგ რაც მიმატოვა,სახლში ,,ვდევარ ლეშივით” და საუბრის თავიც კი არ მაქვს. მარიამი,ის არის ყველაფერში დამნაშავე,ცხოვრება დამინგრია ყველანაირად.არასდროს მყვარებია,თუმცა ვცადეთ ურთიერთობა,მაგრამ ვერ გაიაზრა,რომ არ მიყვარდა და არც შემიყვარდებოდა,მას კი ბავშვობიდან ვუყვარვარ,იგივე უნივერსიტეტშიც ჩემ გამო ჩაირიცხა.ჩვენი მშობლები დიდი ხანია მეგობრობენ და აქედან დაიწყო ყველაფერი.დავამთავრე თუ არა სწავლა გერმანიაში წავედი მარიამის გამო უფრო.ვფიქრობდი ასე მაინც მომეშვებოდა,მაგრამ არა.ერთი პერიოდი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და რომ მეგონა დასრულდა ყველაფერი,ისევ გამოჩნდა ახალი ამბით,მთელი ოჯახის წინაშე გამომიცხადა რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო.დავიფიცები არაფერი გვქონია,ჩემი შვილი ვერ იქნებოდა,მაგრამ დნმ-მა 99%-იანი დამთხვევა აჩვენა.მეგონა მოისყიდა კიდეც ექიმები და 3 სხვადასხვა კლინიკაში გადავამოწმე ჩუმად,მაგრამ ჩემი შვილი იყო ნამდვილად.ვერ ვხდებოდი რა მოიმოქმედა,რომ გადავთვალე იმ პერიოდში,როცა დარჩა ფეხმძიმედ საერთოდ არ მყავდა ნანახი.ის კი ისევ ბედნიერი და ირონიული სახით მიყურებდა,რომ ახლა მაინც გავხდი მისი.ერთადერთი რაც ცუდად დამამახსოვრდა,ერთხელ გერმანიაში კლუბიდან სახლში ვბრუნდებოდი,გოგონა რომ დამემგზავრა,ნასვამი ვიყავი თან მოწეულიც,გაბრუებული,წესიერად არ მახსოვს იმ გოგოს სახე,მაგრამ დავიფიცები მარიამი მაინც არიყო.თუმცა ფაქტია მისი მოგზავნილი იყო.ოჯახს ვერ ვუხსნიდი რა მოხდა,არავინ მიჯერებდა,როცა ბავშვი ნამდვილად მე მეკუთვნოდა.მარიამი გერმანიაში წავიყვანე,იცოდა ერთად ვერ ვიქნებოდით ამიტომ ალიმენტს საკმაოდ კარგად ვუხდიდი და ეს აკმაყოფილებდა თუმცა მაინც ათას რამეს იმიზეზებდა რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო,ალბათ ფიქრობდა ასე მაინც შემაყვარებდა თავს.9თვეში დაიბადა გოგონა ანაბელი დაარქვა.მე ვერ აღვიქვამდი,რომ ჩემი შვილი იყო.,მაგრამ საოცარი იყო მისი პატარა ხელები,პირის მოძრაობა,ვბედნიერდებოდი,როცა მას ვხედავდი,მერე მარიამი მახსენდებოდა და ყველაფრის სურვილი მიქრებოდა.მამობა არ გამიწევია ბავშვისთვის.რამდენჯერმე ვნახე რაც წამოიზარდა.უკვე 3წლის ხდება.საქართველოში,რომ დავბრუნდი და ნიაკო ხელახლა გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში ანაბელი უკვე 1წლის იყო.ვიცოდი მარიამი არ გამახარებდა არც მე და არც ნიაკოს,თუმცა გულს ვერ ვუბრძანებდი არ შემყვარებოდა ეს საოცარი გოგო.ვმალავდი მაქსიმალურად ყველაფერს, რომ არ გაეგო,მაგრამ როდემდე დავმალავდი?ყველაზე მეტად კი ის მაშინებდა,რას გააკეთებდა .ფსიქოპათია,ან თავს დაუშავებს რამეს ან მას.ადრე ფსიქოტროპულ წამლებსაც კი იღებდა,ექიმის დანიშნულებით,აშლილობა ჰქონდა ფსიქიკური.მერე თითქოს დალაგდა.თუმცა რა მელოდა არ ვიცოდი,ვერც მივატოვე და ვერც მასთან ვიყავი.ბავშვი კი იზრდებოდა და ყოველ ჯერზე,რომ ვნახულობდი უკვე მამათი მომმართავდა.იმ დღეს ნიაკო,რომ სამსახურში მოვიდა მარიამი ახალი მოსული იყო,როგორც ჩანს გაიგო ჩვენი ამბავი და მაშინვე აქ გაჩნდა.მემუქრებოდა და მეუბნებოდა,რომ თავს მოიკლავდა თუ მას არ მოვეშვებოდი.დამიჯერეთ გამკეთებელი იყო.მერე ნიაკოს წაშლილი სახე,რომ დავინახე კაბინეტში შემოსვლისას,ჯობდა მე მოვმკვდარიყავი და ასე უფრო მარტივი აღმოჩნდებოდა.სიმართლე ,რომ გაიგო არც შემოუხედავს ისე გაიქცა,კარგად არ მახსოვს რა მითხრა გაბრაზებულმა,ჯერ აზრზე არ ვიყავი მოსული,რომ ეს ჩემ თავს ხდებოდა,მაგრამ ის კარგად მახსოვს,როგორ დამტოვა და წავიდა.არაფერი ამახსნევინა.ასე ადგა და წავიდა.გაქრა.თითქოს ცამ ჩაყლაპა.ვიცოდი,რომ ნანისთან წავიდოდი,საზღვრებს გარეთ ვერაფერი გავაკეთე,ვერ მოვძებნე დიდი მცდელობის მიუხედავად.ან რა უნდა მეთქვა,როგორ დავალაგებდი ურთიერთობას.მარიამი ისევ ვერ მოვიშორე.ფსიქიკა შემერყა და ახლა მე ვიყავი სამკურნალო.ერთხელ როცა მარიამს კიდევ ავუხსენი მასთან,ყოფნის შეუძლებლობაზე ცადა ბავშვისთვის ევნო.ალბათ ასე უნდოდა ზიანის მოყენება ჩემთვის.იმ დღის მერე სახლში წამოვიყვანე ანაბელი.ჭკუიდან იშლებოდა და სამკურნალო ხდებოდა ფსიქიატრიულში დავაწვინეთ,როგორ მეცხოვრა ადამიანთან იმის შიშით,რომ ერთ დღეს მომკლავდა ან მე, ან თავის შვილს,იმის გამო,რომ მასთან ვერ დავწვებოდი ან ვერ ვაკოცებდი.კლინიკაში ყოველდღე ვაკითხავდი,მაგრამ ჩემი ნახვა არ უნდოდა.არ ვიცი რატომ.აქამდე პირიქით იყო.6თვე გავიდა რაც ეს ამბები მოხდა და ნიაკო კიდევ არ გამოჩენილა.მენატრება,სიგიჟემდე მენატრება.ანაბელს როცა ვუყურებ მისი სიტყვები მახსენდება,,შენ რა მამა ხარ”.ამიტომ სულ ვცდილობ მამობა გავუწიო ,მაგრამ ნეტა იცოდეს ნიაკომ, როგორ მინდა მისი დედა ის იყოს.ყოველ ჯერზე როცა ბავშვს ვუყურებ როგორ დარბის,წარმოვიდგენ ჩემ ლამაზ ოჯახს ნიაკოსთან ერთად,მერე ერთს ღრმად ამოვისუნთქავ და გულში დარჩენილი ძაფის ერთი ღერი კიდევ ჩაწყდება ხოლმე.ამ ფიქრებში გართულს დამირეკა გიომ(ძმაკაცმა)
-სად ხარ?
-სახლში,რა იყო?რახმა გაქვს?
-უნდა გნახო არსად გახვიდე. ტელეფონი გამითიშა,ძალიან უცნაური იყო მისი საქციელი.აქამდე ასე არასდროს დაურეკავს,15წუთში ჩემთან გაჩნდა
-ხომ მშვიდობა გაქვს ბიჭო?
-მე კი.. ანერვიულებული მიდი მოდიოდა.
-რა გჭირს ეე..
-დღეს ნიაკო დავინახე
-რა?რა ქენი? ფეხზე წამოვხტი,ხელი ვტაცე და შევარყიე.
-ხომ,თათას ველოდებოდი გზის მეორე მხარეს იყო
-იქნებ მოგეჩვენა და ის არიყო. ავღელდი არ მინდოდა,პატარა ბავშვივით გამხარებოდა და მერე ის არ აღმოჩენილიყო,ხელახლა მოვკვდებოდი.
-არა,ის იყო,მაგრამ მას..
-რა?რა მას.ამოღერღე ნერვებს ნუ მიშლი,ვუნემსთან ერთად იყო?
-არაა..მას მუცელი ჰქონდა
-ალბათ ჩემზე ბევრი ინერვიულა და წონაში მოიმატა.ირონიულად და აგდებულად ვთქვი,არ ვიცი რატომ
-არა,ბიჭო,ორსულადაა
-ორსულად?
-გეუბნები დავიბენი,მაგიტომ შენთან წამოვედი პირდაპირ.დარწმუნებული ვარ შენი შვილია.ისე გიყვარდათ ერთმანეთი სხვისი ვერ იქნება
-ორსულადაა? გავშრი,ამიტომ მითხრა მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი რამის თქმას ვაპირებდიო.ეს უნდა ეთქვა?ის ჩვენს შვილს ატარებს მუცლით?ჭკუიდან შევიშლებოდი მალე.ნუთუ სიმართლეა,ნუთუ ჩემი ნია,ჩემი ანგელოზი ნიაკო ჩვენი შვილის მოლოდინშია?.ის,ის იყო სახლიდან გასვლას ვაპირებდი მაკუნა რომ დაბრუნდა სახლში
-მარიამი გამოწერეს
-რა?
-ხომ,მე და დედა წავალთ ანაბელს წავიყვანთ ვანახებთ,არ წამოხვალ?
-არა.რატომ გამოწერეს?
-კარგად არისო.არ ვიცი,მე არ მჯერა,ასე მალე,ვერ გახდებოდა კარგად,რაც გააკეთა
-ღმერთო,როდემდე უნდა მიწამლოს ცხოვრება.
-ძალიან მეცოდები გააგ.(მაკუნამ ტირილი დაიწყო)
-ეს გოგო არ გაგახარებს,როდემდე უნდა იყო ასე.საყვარელ ადამიანთანაც კი არხარ.რატომ ვერ ხვდება რომ თუ შენი ბედნიერება უნდა, უნდა გაგიშვას. -ჩემო პატარა,მოგვარდება ყველაფერი..იქნებ მართლა გამოკეთდა და გაიაზროს,რომ ასე ჯობია,მარტო იყოს.
-არ ვიცი ძამიკო.მინდა ბედნიერი იყო,ნიაკოსთან ისეთი ბედნიერი იყავი,ანაბელიც ცოდოა ასეთი დედის ხელში.
-და შენ ვინ გითხრა,რომ გამოწერეს? -დღეს დედამისს ვესაუბრე,ცოტა გაკვირვებული და უცნაური ხმა ჰქონდა,როგორც ჩანს ისიც არ ელოდა ასე მალე თუ გამოწერდნენ.
-რა გააკეთა?რას აპირებს,რომ გააკეთოს?ნიაკო წამში გავიფიქრე,რომ მას დაუშავებდა რამეს.იცოდა,რომ ჩამოვიდა ამიტომ გამოვიდა კლინიკიდან რაღაც აქვს ჩაფიქრებული,მთელი სისწრაფით მივარბენინებდი მანქანას და მივუახლოვდი თუ არა ნიაკოს სახლს პოლიცია,სასწრაფო,ხალხი,ავარია,ყველაფერი ერთად იყო თითქოს ,,აზელილი”.გადმოვხტი მანქანიდან გონებას ვკარგავდი და მაინც გავრბოდი ფეხები არ მემორჩილებოდა ,ოღონდ იმ საკაცეზე ნიაკო არ დამენახა ამწამს ყველაფერს დავთმობდი,მაგრამ არა,ის ნიაკო იყო.სისხლში ამოსვრილი.მუხლებზე დავეცი და გავბრუვდი.გარშემო ხალხის ხმა ჩამესმოდა,როგორ იძახდნენ:,,დედა,საწყალი,ნეტა თვითონ თუ გადარჩება,ბავშვს ვინ დაეძებს”.რა?რა თქვეს?ჩემი ნიაკო შეიძლება აღარ იყოს?ჩემი შვილი?ყველას სათითაოდ დავუღრიალე
-ის,კარგად იქნება,ჩემი შვილიც კარგად იქნება. შეშინებული ხალხის მზერა მე უფრო მეტად მაშინებდა და ბოლო ხმაზე მოვთქვამდი.სასწრაფომ დამამშვიდებელი გამიკეთა და აზრზე რომ მოვედი პირველი რაც ვიკითხე
- ეს ვინ გააკეთა?
-საჭესთან ქალი იჯდა,როგორც პირველადი დასკვნით ვიცით ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო.
-მარიამ,რა ჩაიდინე?როგორ არის ახლა თვითონ?ყველაფრის მიუხედავად მეცოდებოდა ასეთად რომ იქცა
-სამწუხაროდ გარდაიცვალა
-რა?
-ადგილზე გარდაიცვალა.გოგონას,რომ დაარტყა ადგილიდან გაიქცა და მანქნაას დაეჯახა. ეს ჩემი ცხოვრება ვერ იქნებოდა.რანაირად შეიძლებოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო?ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის,რომ ბედნიერი ვყოფილიყავი და ასეთი ცხოვრება ვერ მექნებოდა.რით დავიმსახურე ამდენი უბედურება.მარიამი აღარ იყო.ნიაკოს ოპერაცია უტარდებოდა ან გადარჩებოდა ან ვერა ბავშვი დაიღუპა.ვერ გავუძლებდი ამ ყველაფერს.ჩემი სხეულის არცერთი ნაწილი არ მეკუთვნოდა მე.ნიაკოც რომ გარდაცვლილიყო იქ დამთავრდებოდა ჩემი სიცოცხლეც,მასთან ერთად .წარმოდგენა არ მინდოდა რა ხდებოდა იმ წამს მარიამის ოჯახში,თავს ვიდანაშაულებდი და რა უნდა გამეკეთებინა ვერ ვხვდებოდი.ნიაკოს ვერ ვშორდებოდი გვერდიდან.საბედნიეროდ გადარჩა,ჩემი სიცოცხლისთვის და იმისთვის კიდევ ერთი ადამიანი, რომ არ დაღუპულიყო, ის გადარჩა.მარიამის ოჯახში სამძიმარზე, რომ მივედი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან მექნა.ყველა მე მიყურებდა და მე მდებდა ბრალს.ბოლოს მარიამის დედა მოვიდა ჩემთან
-ცხოვრება გაგიმწარა,შენც და ჩვენც.არაფერში არ გდებ ბრალს შვილო.ვიცი,ანაბელი ყველაფრის მიუხედავად მაინც მიიღე,ესეც მისი მოწყობილი იყო.ბავშვობიდან ჰქონდა პრობლემა,სანამ გვიჯერებდა ვუმკურნალეთ,მერე დაიჩემა კარგად ვარო,მაგრამ არიყო.ის ექიმიც დააკავეს,რომელმაც ჯანმრთელად ცნო და ქრთამის სანაცვლოდ გამოუშვა.მიხედე შენს ცხოვრებას,ჩვენ მისგან ანაბელი მაინც დაგვრჩა და ამით გავიმაგრებთ გულს. რა უნდა მეთქვა?მწარე იყო ის რაც ამ ოჯახმა გადაიტანა,მან თავის და უნებურად ყველას ისე ატკინა გული ვერ გაიაზრა რას აკეთებდა და რა შედეგი მოჰყვებოდა.
დრო ყველაფერს კურნავს,მაგრამ რამდენ ხანს ვერ ვიქნები ბედნიერი არ ვიცი.ერთადერთი ბედნიერებაღა დამრჩა და ეს ნიაკოა.პალატაში მისი ხელი მიჭირავს და ველოდები,როდის გაახელს თვალს,კარგი არაფერი დახვდება,მაგრამ უნდა გაიღვიძოს და ერთად გადავლახოთ ეს ტკივილი.



№1 სტუმარი ნი-კე

რა მძიმე იყო წასაკითხად,თუმცა გაირკვა ბევრი რამ..თან სწრაფად ვითარდება მოვლენები და უაზრო დიალოგით არაა გაწელილი..ველოდები შემდეგ თავს...

 


№2 სტუმარი ნი-კე

ცოტა მალე დადეთ ახალი თავი რა

 


№3 სტუმარი ნი- კე

გაგრძელეთ რა..რატომ ტოვებთ ხოლმე ასე შუა გზაზე?!უპატივცემულობაა თუნდაც მარტო ერთი ადამიანი იყოს მკითხველი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent