ანონიმი (III თავი)
შუაღამისას გამეღვიძა.ალექსი წასულა,მაგიდაზე დატოვებული წერილი ავიღე *გავედი და აღარ გაგაღვიძე,კარი გადავკეტე* ალექსი ერთადერთი ადამიანია,რომელსაც ჩემს ბინაზე აქვს წვდომა. წამოვდექი,მაცივარში შევიჭყიტე და ამოვიოხრე. -ისევ დამავიწყდა პროდუქტის ყიდვა,რამდენს ჭამ, გაგისკდება კუჭი. შემოვუძახე თავს.არადა ერთი შეხედვით ვერ იტყვი,რომ ღორივით ვჭამ. გასაღები ავიღე, ქურთუკი მოვიცვი და გავედი. სარას მივწერე. -სახლში ხარ? მალევე მპასუხობს. -კი, რა ხდება? -გამიღე კარი , ცოტახნით შემოვალ . - სად ცოტახნით შემოხვალ , ვერ გავიგე. -პროდუქტებზე ჩასვლას ვაპირებ და შენს კარს რომ ჩავუარე, ვიფიქრე შემოვიდოდი,გამიღე კარი, გავიყინე. -შენთვის არ მითქვამს რომ ბინა სხვამ იყიდა? რას ბოდავს. -სარა გამიღე კარი. კარებზე ვაბრახუნებ -ნუ სულელობ , გავიყინე . ის იყო კიდევ ერთხელ უნდა დამერტყა , რომ კარი გაიღო. მოულოდნელობისგან გავშეშდი. სულ რომ არ მცოდნოდა ვინ გადმოდიოდა, ყველაზე ნაკლებად ამ ადამიანის ჩასახლებას ვიფიქრებდი. -ოჰოო, რა ხდება აქ , ბოდიშის მოსახდელად მოხვედი? თუ გაიყინე შეგიძლია შემოხვიდე , გათბობა კარგად მეხერხება. ჩემს წინ ნიკი იდგა, რომელსაც სახეზე ფირმული, საზიზღარი ღიმილი აეკრო. მგონი ჯერ კიდევ მძინავს-გავიფიქრე. -აქ...-ენა დამება. -აქ რას ვაკეთებ? გადაიხარხარა. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. -რა იყო , ჩემი ხომ არ გეშინია? თუმცა რატომაც არა, შენი მაშველი ახლა აქ არ არის, შესაბამისად ვერც ვერაფერს მოიმოქმედებ. გვერდულად იღიმოდა და ყინულისფერ თვალებს ჩემს სხეულზე დაატარებდა , ეჭვიც არ მეპარება, რომ უკვე გვარიანად გამაშიშვლა. გულის რევის შეგრძნება მაქვს. ნაბიჯს ჩემკენ დგამს. -არ მომიახლოვდე. ხელი წინ გავიწვდინე. -თორემ რა? არვიცი რამდენად ეფექტური იქნება , ან რა მოხდება, ცდად ღირს. მუშტები შევკარი და მთელი ძალით ავიქნიე ფეხი, პირდაპირ ფეხებს შორის , ღნავილით ჩაიკეცა. -შე პატარა ძუ*ნავ. მხოლოდ გასაღების ერთი გადატრიალება მქონდა დარჩენილი, ფეხში მწვდა და თავისკენ მომქაჩა. იდაყვით დავეცი, მთელს ტანში ელექტროობამ დამიარა, საშინელი გრძნობაა. -გაა*ვი შენი დედაც. ინსტიქტურად ფეხი სახეში ჩავარტყი, ტკივილისგან დაიმანჭა, მოგებული დრო ვიხელთე , წამოვდექი და ბინაში შევვარდი, ნიკის ზმუილი და მუქარა შესვლის შემდეგაც მესმოდა. -ეს რა ჯანდაბა იყო . ადრენალინის მოზღვებას ვგრძნობ.გული ამოვარდნაზე მაქვს . ღრმად ვსუნთქავ და ხელით ვინიავებ , რომ მოვსულიერდე. აბაზანაში შევედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე. ახლა გავაანალიზე. -ეს თუ ჩემს გვერდით იცხოვრებს , მოსვენებას არ მომცემს.ღმერთო , რა შარში ვარ, კულტურულად რომ ვთქვა, დამერხა. წინასწარ წარმოვიდგინე ყოველი ახალი დღე , რომელიც ამ იდიოტის სახის დანახვით იწყება. ჭამის მადა საერთოდ გამიქრა , პიჟამა ჩავიცვი და საწოლში შევწექი, ლეპტოპი მოვიმარჯვე და სერიალი ჩავრთე . ალბათ გიკვირთ ასეთი ამბის მერე ასე მშვიდად როგორ ვარ , როგორ და ასე , ჩვეულებრივად.მიმაჩნია, რომ რაც მეტს ვიფიქრებ პრობლემებზე , მით მეტად გაიზრდება ისინი. ამით კი არც არაფერს ეშველება . გვიან ჩამეძინა. დილით კი კარებზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა ,დამწვარივით წამოვხტი. -გუთენ მორგენ , ანგელოზო. მომესმა ნიკის ხმა. -რა საზიზღრობაა. თვალები გადავატრიალე და ახლაღა ვიგრძენი საშინელი ტკივილი იდაყვის არეში. -ესღა მაკლდა საეკეში ჩავიხედე და სახსრის გარშემო წრიული გალურჯება დამხვდა , მგონი გასივდა კიდეც . -უნივერსიტეტამდე როგორმე მოიცადე. საკუთარ თავთან მონოლოგი წამოვიწყე -კარგია, რომ მედდა ჰყავთ . გაჭირვებით შევიმოსე და დამანჭული სახით გავედი გარეთ. გასვლამდე კარი ოდნავ შევაღე, მიმოვიხედე ,რომ დავრწმუნებულიყავი ახლა უკვე კარის მეზობელი არ მოინდომებდა ჩემზე ნადირობას. სუფთაა. გასაღები მაქსიმალურად ჩუმად გადავატრიალე და კიბეებისკენ გავიძურწე,მაგრამ რატომღაც ლიფტით ჩასვლა ვარჩიე. სენსორს ბარათი მივადე, კარი დაიხურა. წითლად მოციმციმე ციფრები ერთმანეთს ენაცვლება 4...3...2...1... გამოვედი თუ არა ლიფტიდან , სადარბაზოს კართან ავიტუზე, თავი ჯაშუში მგონია , თავს მაქსიმალურად ვიზღვევ და ისე ვმოძრაობ. არ ვიცი როგორ,მაგრამ გზად არსად შემხვედრია. არ გეგონოთ რომ მეშინია მისი, უბრალოდ არ ვარ კომფლიქტის მოყვარული ადამიანი , ყველანაირად ვცდილობ ავირიდო თავიდან, ისეთ ადამიანებს კი , როგორიც ნიკია , თავად უნდა მოერიდო, არამგონია ცივილურ საუბარს რაიმე შედეგის გამოღება შეეძლოს. უნივერსიტეტის შესასვლელთანაც არ დამხვდა , მგონი გადავრჩი. ნათქვამია , ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო , ხოდა შევედი თუ არა მარცხენა დერეფნიდან პირდაპირ ჩემი მიმართულებით მოდიოდა, რა თქმა უნდა , ღიმილით. ჩემდა საუბედუროდ ექთნის კაბინეტიც სწორედ იმ მხარეს იყო . -ჯანდაბას. გზა გავარგძელე. არც თუ ისე მოულოდნელი იყო , მის გვერდით აღმოვჩნდი თუ არა მხარი ისეთი ძალით გამკრა ისედაც დაშავებულ ხელზე, არ გამიკვირდება ახალი დალურჯება რომ აღმოვაჩინო. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არც მისი ცხვირია მაინცდამაინც კარგ დღეში , გასსივებია. ეს შევამჩნიე თუ არა , ჩემი ტკივილი სულ გადამავიწყდა , თავაწეულმა შევაღე ექთნის კარი. 5 წუთში იქედან დაფიქსირებული და კისერზე ჩამოკიდებული ხელით გამოვდივარ. -შენ რაარი ყოველდღე ახალ-ახალი ამბით უნდა დამხვდე? მომესმა ალექსის ხმა. გამეცინა. -ახალი ამბები ცოტა ხანში დაიწყება. ჯანმრთელი ხელი გამოვდე და თან წავიყოლე.მოპირდაპირე მხარეს სპორტის დარბაზიდან ხმაური გამოდიოდა, თვალი გავაპარე და... ნეტავ არ გამეპარებინა. კალათბურთის ბურთით ხელში, შვი ,,sweatpants'' და ,,Nike''-ს კედები ,შესაშური აღნაგობის ახალგაზრდა, მაისურის გარეშე... ის არის , არ ვიცი როგორ მოვიხსენიო, უცნობი? ანონიმი, ანონიმი უკეთესია.ეს რაღაც ახალია,ბიჭების ხამი არ ვარ, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის ბიჭის ხილვისას , სანახაობა შეიძლება მთელი დღეც კი გიტრიალებდეს თავში , ასე არ არის? ბოლოს რაც დავინახე იყო მისი თვალები , რომლებიც ჩეკენ იცქირებოდნენ, წამის შემდეგ კი ხელში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. დაპროგრამირებულივით დავდიოდი, ვერც შევამჩნიე ჩემს წინ მომავალი და მთელი ძალით შევასკდი. -ჯანდაბა! მოვიხარე. -რას გადამეკიდე!! ვუღრიალე ნიკს. ყველამ ჩვენი მიმართულევით გამოიხედა. -სულ გაგიჟდი?არც კი შეგხებივარ. უცკდველი კრავის კოსტიუმი მოისხა , ლამის მეც დავიჯერე. გვერდით ჩამიარა, თუმცა მაინც გავიგე მისი ხითხითი. -როგორ შეიძლება ადამიანმა 2 დღეზე ასე შეგაძულოს თავი , დასანახად ვეღარ ვიტან უკვე , არც ვიცი ჩემგან რა უნდა. უცებ ნიკის გამაყრუებელი ბღავილი ისმის მთელს შენობაში. ორივე ხელი თავზე უდევს და ბრაზისგან სახე მთლიანად აწითლებული აქვს. ფეხებთან ახლოს გაგორდა კალათბურთის ბურთი, დარბაზისკენ გავიხედე , საიდანაც გაიელვა თეთრი ,,Nike''-ს კედებმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.