შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..✿


7-10-2021, 23:16
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 960

ლამაზი სიზმარივით იყო ჟორას და ნინიას ცხოვრება. იმერეთის ერთ-ერთ პატარა და კოპწია სოფელში, მათი მეგობრობის ისტორია, გაჭრილი იყო ველადა, რომელიც იმდენად ლაღი, სუფთა და წმინდა იყო, რომ წამით ვერ შეიტანდი ეჭვს, თუ ოდესმე რამე დაანგრევდა ამ იდილიას.
ჟორას, რეალურად გიორგი ერქვა, თუმცა ნინია აბრაზებდა ამ სახელით. ბოლოს გიორიც მიეჩვია და ღიმილი ეპარებოდა ხოლმე.

-ჟორა..
-რაია, ნინია?
-რა სუპერული ძალა გინდა რომ გქონდეს?-ხელში ბაბუაწვერა ააფრიალა.
-მინდა, რომ ვიფრინო და ცხრა მთა გადავიფრინო.
-ეუჰ, რავარი ოცნებები გაქვს.-გადაიკისკისა გოგონამ.
-მაშ. ვისწავლი ფრენას და ვიფრენ მერე ექსტრემალნი სიტვეიშენებში.
-ჰო, მა რას იზამ?! ფრთები არ დაგავიწყდეს ამასობაში.
-მამენტ, პარაშუტიც წავა.
-ე, ჟორა, სად ფრთები და სად პარაშუტი?!
-ფრთები სა გამევიბა, კი მარა?
-ფრენა ქე უნდა და ფრთებს ბრაკავს. ო, ბოჟე!-ზეცად აღაპრო ხელები ნინიამ.
-კაი, მეიცა ერთი. ფრენა არა იგი კიდო.
-რაი?
-იგი, ვა...მიწაზეც მყარადა ვარ. აღარ მინდა ფრენაი. გავძლებ ისედაც.
-აუ, აუ...მე მინდა. მინდა ტუტორიალი.
-მეიცა. ანუ, დაჟე ვიფრინო და გედევიღო?
-ე, მინდა და...
-ჩემი სიკვტილი თუ გინდა, მითხარი პირდაპირ. რაღას მაწვალებ, შე ქალო?!-სასაცილოდ გაბუშტა ტუჩები.
-ანუ არა?
-ვერა, ნინია, ვერა...
-არ იზამ, ხო?-სატირლად მოამზადა ტუჩები.
-ჯერ ეგ ერთი, ფრთები სად არი? არ არი. მერე მევორე, რო ვერ გადავრჩე, სა მიხვალ მერე?
-მაგრამ მე მინდა..-უკვე ცრემლები მოსდიოდა ნინიას.
-ტუტორიალისთვის მწირავს. წამებში გამასაღა. მომიღო ბოლოი...
-...-გაბმული სლუკუნი ისმოდა ნინიასგან. ნიანგის ცრემლებს, ჩანჩქერივით აფრქვევდა.
-მოვკვტები, გოგო...
-მაგრამ...მაგრამ...მე ხომ ძალიან მინდა..აუ, მინდა ფრენა და...-ტიროდა ნინია.
-მოი, აქანე,-გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა-ერთად გავფრინდეთ. სულ მაღლა და მაღლა. ოღონდ დაბლა არა.
-მთვარესთან ახლოს?-კნუტის მზერა შეანათა ჟორიკოს.
-ხომ..ხელს შევახებთ მას და შევიგრძნობთ.
-კარგი..-სლუკუნებდა ნინია.
-ოღონდაც შენი სლუკუნის ხმაი არ მესმას და დანარჩენი, თუნდა გულმა მძუძგოსა.
-ანუ გავფრინდებით, ხომ?!
-კი. ერთად შემოვიფრენთ ცას და მიწას.
-ეგ კარგი, მაგრამ რითი?
-რითი და ხელები ჩავკიდოთ ერთურთს და გავფრინდეთ საბნებისგან გაკეთებული პარაშუტით.
-აუ, ფრთები მინდა, ვა.-დაიწყო უკვე ტირილ შერეული ბუზღუნი.
-გინდა, ბუმბულები შევაგროვოთ და ფრთები შევაპეწოთ?!
-ბუმბულებით არა.
-მა ისე როგორა?
-რაღაც ღამურის მსგავსი, ოღონდ უფრო ლამაზი.
-მაშინ რა ვიცი..პტეროდაქტილს დავაჭრათ ფრთები და მერე გავალამაზოთ ყვავილებით.
-შენ პტეროდაქტილი ნახე ჯერ, მერე ფრთები დააჭერი და არ მინდა გალამაზება, როგორიც არის, ისეთი იყვეს.-აკისკისდა ნინია.
-გადაიდო ფრენა განუსაზღვრელი ვადით. ადე, ასწი უკანალი. წევეით სახლში.
-შენ ხომ ვერაფერში გამოგიყენებს ადამიანი, რა. სუფთა ლოქო.
-ე ლოქო იქნება, თუ გამეგეკიდა და გათრია ბებიას დასაკლავი ვარინკასავითა...
-რავა იბრიქება. გამოადგი ერთი ფეხი, წამოდი.

გზაში ათასი სისულელე ილაპარაკეს. ბევრი რამეც გაიხსენეს და როგორც იქნა, ანა ბებიასთან მივიდნენ.
-სა ხართ ბოვშებო ამდენ ხან?-აქოთქოთდა ქალი.
-გევისეირნეთ, ბებია.-უთხრა გიორგიმ.
-ანა ბებია, ჟორიკიემ რა მითხრა, გიხრათ?
-აპა რა უნდა ქნა, ბღარო?! რაიო, რა თქვა?
-რაიო და ფრენა მინდაო, მარა ფრთები არავო.
-ტიტუ,-შეიცხადა ანა ბებიამ-მაი რაფერ შეილება? აპა ისე რავა იფრენ, ბებია?
-მე ქე ვუთხარი პარაშუტითქვა, მარა დეიგლიჯა დალალები. გააჩიკინა ფეხები და დეიწყო წიკვინი, არ მინდა, არ მინდაო. სა შემეძლო ამისი ატანა? დამაგლიჯა სული და გული.
-აპ, აქანე გაჩერდი, ბაღანეო. ამას თუ არ გოუძელი, უკეთესს ვის გინდა რო გოუძლო?-დაქაჩა წარბები ანა ბებიამ და დოინჯი შემოიწნა თეძოებზე.
-ა, ხო ხედავთ?! ასთე მიშობა სულ. მეჩხუბება, მატირებს და მერე ქე მაწყნარებს, ვითომ უდანაშაულო კრავი იყვეს.
-რაივო? გოგო, შენ რო ხარ მგლის ყანყრატოში ჩასაგდები და პრიუტში გასაგდები, იმფერი ვინაა?
-ჰე, მეიცათ ახა. კაკალი მაქ ჩამოსაბერტყი და დაგასაქმებთ ხელათ. ბებია, გიორგუნა, წაი, აცოცდი ხეზე და დაბერტყე. ქერო იცი შენ, ე მასთე. ნინიე, ბებია, შენ კიდო წეიღე მაგერ რო კალათაა და მოაგროვე შით ყოლფერი.
-რათ მინდა ბებია ამ ქაჯის დახმარება. მარტოკა ვიზამ.
-ე, ყანა, მარტო ეზოს ბოლოშიც ვერ მიხვალ ქერო ძან გიჭირს და გინდა საჭიროებები და მაქანე რას იზამ ერთი? წამოი, წევეით.-დაავლო ხელი კალათს და წინ გაიჭრა.
-გული გლახას მიგრძნობს, ბებია.
-რას ბჟოტიალობ, ბაღანეო?!-წამოარტყა ხელი-გლახაზე მერე იფიქრე, თუ ვერ მეიტან კარქათ იმ კაკალსა. წაი ახა.
-ჰო, ჰო, წევეი.

***
-აუ, ჟორა, რამხელაა ე კაკალი...
-დიდია, დიდი. მიდი, დემეხმარე რო ავძრე.
-ოჰ, ბარემ მე ხო არ დაგიკრიფო?-გაკაპასდა ნინია.
-არ ჩაგცხო ახა წიხლი.
-ვირის წიხლი, არ არიო მწარევო, გამიგია.
-მეიცა და განახებ რაია მწარე და რა არა.
-ბევრს ნუ ტლიკინებ, ნელა ქენი.
-ე, ვსო, ევედი. დადექი ახა პატარა მოშორებით რო თავში არ დეგეცეს და რო დავამთავრებ, მობოჭე მერე.
ლამის ერთი საათი მოანდომა გიორგიმ კაკლის ბერტყვას. ბოლოს დაიღალა და ნინიას უთხრა:
-აღარ შემიძლია. რაც არი, იგი ავკრიფოთ და წევიდეთ.
-აუ, დაგვკლავს ანა ბებია. ხო თქვა როთლა უნდა დეგვებერტყა?
-დღეს გვეყოს და ხვალ კიდო მევიდეთ, უფ.
-კაი, ხო. ნელა ჩამოდი.
-ჰო, გევიგე.

შემოტრიალდა გიორგი და დაიწყო ხიდან ნელ-ნელა ჩამოსვლა. ნინია ქვემოდან ამხნევებდა და ჰკარნახობდა სად უნდა დაედგა ფეხი. წამიერად, სხვა რამეზე გადაიტანა ნინიამ მხედველობა და უეცრად, ტოტის ჩამოტეხვის ხმა გაიგო...
-ვაი მე...
-გიორგიე,-მივარდა მიწაზე გოჭივით დაგდებულ გიორგის ნინია-რა ქენი ბიჭო ეგი?-აუვარდა ტირილი და სასოწარკვეთილი სიცილი.
-ვაი, ვაი. მტკივა.-მოსთქვამდა გიორგი.
-მეიცა, მევიყვან ვინცხას და დეგვეხმარებიან.
-ვსო, ვკვტები და მაგია. მიშველეთ!-იღრიალა გიორგიმ.
-დაგვეხმარეთ!-ცალკე ნინია ყვიროდა.-დაიცა, არ იფართხალო, თვარა ვარესად გეტკინება.
-რავა ფიქრობ. გევინძრევი? დავრჩი გონია თლა აქანე. არიქა, ქენი რაცხა.
-წყალი გინდა?
-წყალი რათ მინდა, გოგო? ვაი მე, აქანე ამომძვრება სული.
-დედა, დევიღუპეთ გონია. გვიშველეთ!-აგრძელებდა ყვირილს.

მინდვრებიდან, გლეხები ბრუნდებოდნენ. ნინიას თვალები გაუბრწყინდა.

-ნიკო პაპა, დემეხმარეთ, გიორგი ხიდან ჩამოვარდა.
-რაიო?-გაიქცა ნიკო პაპა და კიდევ რამდენიმე გლეხი გიორგის დასახმარებლად.
-ნიკო პაპა, მიშველე.-ცრემლებს აფრქვევდა გიორგი.
-მეიცა პაპი, ახლავე. ჰე, ჩქარა, წევიყვანოთ ბოვში.

ხელში აყვანილი წაიყვანეს გიორგი. გზაში, მისი გაბმული და ყრუ ყვირილი იკლებდა ყურთა სმენას. როგორც კი ეზოში შევიდნენ, ანა ბებია გამოვიდა და იწყო მოთქმა:
-მამიკვდეს თავი. რატო ენა არ გამიხმა და წემეჭრა ძირში, თქვენ რო იქინე გაგიშვით. მოუკვტა პატრონი იმ კაკალს. რა დავმართე ჩემ ბოვშს.
-კაი, დედაკაცო. რა გაკივლებს...მოვა მალე ფერზე.
-ვაი, რა მაკივლებს და ჭირი და სიკვტილი ჩემ თავს, აჰა. ნინია, შენ რაფერ ხარ ბებია?!-ხელების ფათური დაუწყო და ამოწმებდა, ხომ არ სჭირდა რამე.
-მე კარგად ვარ, ანა ბებია, კარგად.
-ბებია...-ამოიხავლა გიორგიმ.
-მოგიკვტეს ბებია შენ. რაია ბებია?
-კაკალი აღარ მიხსენო, თვარა ჩემი ხელით მოვჭრი იმას, დიდი რო გევიზდები.
-რავა გიხსენებ ბებია...

მოსაღამოვდა. გიორგი ოთახში იყო და იწვა.
-შეიძლება?-ზღურბლიდან შესჭვრიტა ნინიამ.
-შემოი.
-რაშობი, რაფერ ხარ?-მოკალათდა საწოლზე.
-რავარც მხედავ, ისთე ვარ.
-ქე ხარ ისე გაჩიკინებული.-სიცილი წასკდა.
-რა გაცინებს, გოგო?
-რავა რა მაცინებს? რო იყავი ატყლარწული, მახსენდება მაგი. მაშინ ქე შემეშინდა, მარა ახა მეცინება.
-ავდგები როცხა იქნება და გაცინებ კარგად მე შენ.
-რა ვერ გედეეჩვიე ამ შტერ მუქარებს, შენ კიდო,უფ!
-შენ კიდო რას მკბენ, ვერ გევიგე.
-გითხრა რაის ბრალი იყო ასთე რო დეგემართა?
-რაის, აბა..
-რა და რო არ გინდოდა ფრთები, ე მაგის. რო გქონდა, ჰო იფრენდი ფრთაშესხმული ყორანივითა?
-ახა გამასწარი აქიდან, თუ არა, თუ ავდექი, მოგიწევს გამასწრო.
-ვაი მე,-სიცილი აუვარდა-რავა გამაცინე-ხელი დაარტყა ნატკენ ფეხზე. ვერ მოზომა და ისე ჩასცხო, გიორგიმ ღრიალი მორთო.
-მოგკლავ!-ყვიროდა.
-ვაი მე, ღმერთო! ახა მიშველე და არ მინდა არაფერი.-სანამ ოთახიდან გავარდებოდა ნინია, ბალიში გზაში დააწია გიორგიმ და თავში გაარტყა.
-ვარესი გელის, რო ავდგები...



..........................
ჰეეიიოოთ:დდდდ ისევ მოვეძიიი:დდდდ
აბა, ხომ ხართ კარგადაა???!!!:დდდდდ
ნუ, უნდა იყოთ.
როგორც ხედავთ, ან კიდევ არ ხედავთ, მოვედი ჩემეული სიყვარულობებით:დდდდ
იმედი მაქვს, ჩემი ჟორიკო და ნინია მოგეწონებათ.
ბევრი პოზიტივი თქვენ და მეც, ბარემ:დდდდ

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1  offline წევრი Life is beautiful

ვაიმე,ქ ცუდად ვარ...
ასეთი რა გაჩნდი ქვეყანაზე ქალავ.
ბოლოს როდის ვიცინე იცი? შენს წინა ჩანახატზე. მე თუ ნეგატივს ვასხივებ ,შენ პოზიტივით ასაცილებლად ყველაფერს.
ისე ვიცინე , მეტირებოდა.
)))
არ მოგვკლებოდეს შენი , კომედიური ისტორიები. და სულ , იმერული ესკიზები მახსენდება.. :დ
ვაიმე არ ვარ კარგად.. )) ♡♡♡

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

Life is beautiful
ვაიმე,ქ ცუდად ვარ...
ასეთი რა გაჩნდი ქვეყანაზე ქალავ.
ბოლოს როდის ვიცინე იცი? შენს წინა ჩანახატზე. მე თუ ნეგატივს ვასხივებ ,შენ პოზიტივით ასაცილებლად ყველაფერს.
ისე ვიცინე , მეტირებოდა.
)))
არ მოგვკლებოდეს შენი , კომედიური ისტორიები. და სულ , იმერული ესკიზები მახსენდება.. :დ
ვაიმე არ ვარ კარგად.. )) ♡♡♡

:დდდდ კოტიკოზე და თემურიეზე ამბობ?
მიყვარან ეგ პერსონაჟები და ეგ ისტორიაც მიღვარს რაღაცნაირად.

აუ, მთლად იმერული არა, მაგრამ შოკოსეული ქეა:დდდდ თან იმერული კილოთი თი წაიკითხავ და აწიკვინდები გონებაში, ვაფშე ბევრს იჭიხვინებ:დდდდდ

დაჟე მეც კი წავიკითხე(ანუ, ჩემს ისტორიებს რომ დავდებ, მერე აღარ ვკითხულობ და ეს იმდენჯერ წავიკითხე რო რავი:დდდდდ), ჰო და ცრემლებამდე ვიცინე:დდდ
გავაფრინე, მგონი:დდდ
მუაჰ, ქალიო❤️

 


№3 სტუმარი ფიონა

დედაააა საი ვარ აქამდე ქალო.
ჩემი დამაწყევარი დეაიწვა მორგანიეს ცეცხლში და დეიდაგა რო ვერ დავადგი , ამ საიტზე ფეხი აქამდე.....
ეხლა დევიწყებ...
იქენე ი ბაღანე რო ოუშვა ხეზე არ იცოდა რო გეიშნაკვებოდა ძირს მაგდანას ლურჯასავით.
ვაჯიკიე კაი ბიჭი იყო კი, მომეწონა.
ჯერ მარტო ვაჯიკო როერქვა მანდ შემიქანდა გული...რა რაცხას დე დევიტოვებ ახლა პირადულს.
აუ რა საყვარელი ვარ ხანდახან მე თვითონ მიკვის.
ძალიან ვიხალისე ძვირფასო..
მოიტანა ნოსტალგია..
მართალია კაკალი ალერგია მაძლევს და არასოდეს ავბობღებულვარ ხეზე სიმაღლის გამო მაგრამ..
მაინც..
წინებიც ქე წავიკითხე მარა ..
სადაა დრო არ არის
ამიტომ პირდაპირ აქიდან გეტყვი...
იცი საცხა საცხა რო არ იყო ქერო უნდოდა ისეთი მარა.. ეს რო წევიკითხე კი გამწვავდა ქალო.
ჰე ეხლა რას მალაქლაქებ წევედი.
ბავშვებს მეორედ ნუ ოუშობ ხეზე.

 


№4  offline წევრი Chocolate from White Hell

ფიონა
დედაააა საი ვარ აქამდე ქალო.
ჩემი დამაწყევარი დეაიწვა მორგანიეს ცეცხლში და დეიდაგა რო ვერ დავადგი , ამ საიტზე ფეხი აქამდე.....
ეხლა დევიწყებ...
იქენე ი ბაღანე რო ოუშვა ხეზე არ იცოდა რო გეიშნაკვებოდა ძირს მაგდანას ლურჯასავით.
ვაჯიკიე კაი ბიჭი იყო კი, მომეწონა.
ჯერ მარტო ვაჯიკო როერქვა მანდ შემიქანდა გული...რა რაცხას დე დევიტოვებ ახლა პირადულს.
აუ რა საყვარელი ვარ ხანდახან მე თვითონ მიკვის.
ძალიან ვიხალისე ძვირფასო..
მოიტანა ნოსტალგია..
მართალია კაკალი ალერგია მაძლევს და არასოდეს ავბობღებულვარ ხეზე სიმაღლის გამო მაგრამ..
მაინც..
წინებიც ქე წავიკითხე მარა ..
სადაა დრო არ არის
ამიტომ პირდაპირ აქიდან გეტყვი...
იცი საცხა საცხა რო არ იყო ქერო უნდოდა ისეთი მარა.. ეს რო წევიკითხე კი გამწვავდა ქალო.
ჰე ეხლა რას მალაქლაქებ წევედი.
ბავშვებს მეორედ ნუ ოუშობ ხეზე.

ესს ვიინ მოსულააოო:დდდდ
მეგონა, გააჩიკინე საცხა ფეხები და დამტიე ისე:დდდ
უნდა მეკითხა, ხო ხარ კაქათ-თქო, მარააააა...რავარც ვხედავ, არ კარგად ჩვეულ სისხარტეს:დდდდ
ვაჟიკო კი არა ქალიო, ჟორააა...ჟორიკო:დდდდ
გამოგაპრუტუნა ეტყობა საქმეებმა:დდდდ
წინა ჩანახატებს რაც შეეხება, ყველა ხომ არ მქონდა "ქერო არ უნდა იყოს, მარა რო არის"-ისეთი:დდდ

გამიხარდა შენი დანახავ, მართლა❤️
ნუ დაიკარგები, შე სასიკვტილე დედაკაცო:დდდ
ნუ, მეც ვიკარგები ხოლმე, მარაააა....მარა არ ვიმჩნევ:დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent