harry wolf /8/
ეს სახლი რომ შევიძინე, კარგად მახსოვს სოფი რა მონდომებით, რა დაკვირვებით აწყობდა თითოეულ ოთახს, ქალების ამბავი ხომ მოგეხსენებათ, ყველა საჭირო თუ არასაჭირო ნივთი შეიძინა, ჩემს გემოვნებას პატივს სცემდა მაგრამ მაინც საკუთარი შტრიხები შეიტანა ყველაფერში და ბოლოს საერთოდ თავი ვანებე მასთან ამ ფაქტის გამო კამათს, საბოლოოდ სახლი ისე მოაწყო როგორც თავად სურდა, სოფი ყველაფერი იყო ჩემთვის გარდა იმისა რასაც მის ჩემს ცხოვრებაში არსებობას აწერდნენ გარშემომყოფები, არასდროს ყოფილა ჩემი საყვვარელი, არასდროს გვქონია ფლირტი, არასდროს გადავსულვართ ზღვარს, ის მეგობარი იყო, ჩემი ერთადერთი გულწრფელი მეგობარი და ახლა ჩემი მეგობარი სიკვდილის პირას მყოფი მეგობარი ჩემსავე საძინებელში ღონემიხდილი იწვა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ღიმილით ებრძოდა. - ჰარიკუნა. - თითქმის გამქრალი ხმით დამიძახა. თითებით შევიმშრალე გულწრფელი ცრემლები და საწოლს მივაუხლოვდი, ისეთი სუსტი იყო, ისეთი დაბერებული, ისეთი გატეხილი გული მომიკვდა. - ჩემო ბიჭო, ჩემო საყვარელო ბიჭო. - ტიროდა თუმცა ეს არ იყო სევდიანი ცრემლები, ეს გულწრფელი სიხარულის ცრემლები იყო, იმ სიხარულისა რასაც ჩემს გვერდით გატარებული წლები ანიჭებდა ჩემს ერთგულ სოფიას. - შენ არ იტირო ხო? - ჩემი ხელი საკუთარში მოიქცია და შეძლებისდაგვარად მომიჭირა. - წავალ მე ჩემო ბიჭო შენ კი არ იტირო, პატივი მომაგე სათანადოდ მაგრამ არ იტირო, ვიცი გინდოდა უკვდავი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს სამყარო ასეა მოწყობილი, ყველა სურვილი ვერ აგიხდება ჩემო საყვარელო ბიჭო, მე ბედნიერი ვარ, ბედნიერი იმ ცხოვრებით რაც შენს გვერდით გავატარე, ახლა კი დროა წავიდე, დავისვენო. დავიღალე ჩემო ბიჭო, არ ვწუწუნებ მაგრამ დავიღალე. მარტო ერთ რამეს დამპირდი ჰარიკუნა. - რასაც გინდა. - პატარა ბავშივით ვტიროდი მაგრამ არ მცხვენოდა ჩემი ცრემლების. დედას ვკარგავდი, დას და მეგობარს ვკარგავდი, ადამიანს, რომელიც ჩემთვის მთელი სამყარო იყო, მისი გაცნობის დღიდან მხოლოდ მის გამო ვეძებდი უკვდავების ელექსთვის საჭირო ყველა დეტალს. მხოლოდ მის გამო მსურდა მისი შექმნა ახლა კი ხელთ მქონდა, ხელთ თუ არა ის მაინც ვიცოდი საჭირო რა იყო ჩემი სოფიას გადასარჩენად მაგრამ როგორ, როგორ გამეწირა ლოურენსის სიცოცხლე, რა უსამართლოდ არის ყველაფერი მოწყობილი, რატომ ანა, რატომ ქალი რომელიც შემიყვარდა. რატომ ქალი რომლის გამოც მსოფლიოს მიწასთან გასწორება შემეძლო, თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდა კიდეც სოფია, გამიღიმა და ცრემლიანი სფეროები შემომანათა. - გაუფრთხილდი მას, თუ მართლა გიყვარს გაუფრთხილდი ჰარი. - თავს ვეღარ მოვერიე, ბოლო ხმით ამოვიყვირე და მუხლებზე დავეშვი. წვიმდა, თავსხმა წვიმა აპობდა პირქუშ სამყაროს, ქარიც საოცარი სიმძლავრით ასკდებოდა სახლის კედლებს, სხეულში ვერ ვეტეოდი, ვდუღდი, ისე ძალიან ვდუღდი რომ თუ ჩემში არსებულ მხეცს გარეთ არ გამოვუშვებდი გული გამიჩერდებოდა. ფეხზე წამოვდექი, ერთხელ კიდევ შევავლე ჩემი ერგული მოხუცის უსიცოცხლო სხეულს მზერა, რამდენიმე ნაბიჯი გაუბედავად გადავდგი უკან, მერე შევბრუნდი, ადგილს მოვწყდი, ფანჯრის მინა თავით გავიტანე და უკვე გარდაქმნილი მოვლილ მდელოზე საშინელი ყმუილით გავიჭერი. სამყარო მიხვდა რა დავკარგე, მიხვდა და თანაგრძნობის ნიშნად სეტყვას ძლიერი ჭექა-ქუხილი დაურთო ფონად. მტკიოდა. სული ისე ძალიან მტკიოდა ვეღარც ვყმუოდი, მხოლოდ გავრბოდი, ტყის სიღმისკენ, რაც შეიძლება შორს ჩემი სიცოცხლეამოგლეჯილი სოფიას სხეულისგან. სოფის დაკრძალვა არ იყო პომპეზური. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, ჩემი მაგიის დახმარებით ის დღე სრულად გავყინე სივრცეში, ადამიანებს მთელი დღე წავართვი და მხოლოდ ზებუნებრივ ქმნილებებს მივეცი უფლება დროს და სივრცეს შერწყმოდნენ, მოვიდა ყველა ვისაც კი ვიცნობდი, მოვიდნენ ისინი ვისაც ნამდვილად უყვარდა სოფია, მოვიდნენ ისინიც ვინც არ აფასებდა მის ერთგულებას, მოვიდენენ მტრებიც, მეგობრების ნიღაბს ამოფარებული მლიქვნელებიც, ჩემი ძმებიც მოვიდნენ, მოვიდა ფენიქსი თავისი ხროვოთ, მოვიდა რეიესი თავის ვამპირთა საძმოსთან ერთად, მოვიდა ლუსი მინელიც (ფენიქსის მეუღლე) თუმცა ის თავის თანამოძმეებთან (ჯადოქრებთან) ერთად იყო და არა ქმართან ერთად. მოვიდა კეჯიც, ჩემი ძველი მეგობარი ჯეკი, კარგი ტიპი იყო ჯეკი, უბრალოდ მუდამ არაფხიზლემდგომარეობაში იმყოფებოდა და სკანდალებითა და შექმნილი პრობლემებით იყო ცნობილი, მოვიდა კოკო ლიონიც თავიც ბიჭებთან ერთად, მოვიდა მერი სვონიც, მარტო ყველასგან ცალკე იდგა და არ ტიროდა მაგრამ კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ყველანი მოვიდნენ, დააფასეს ჩემი სოფია, მართლა გულწრფელად დააფასეს. დაკრძალვის ცერემონიამ დიდხანს არ გასტანა, რამდენიმე მათგანმა გამოსასმშვიდობებლი სიტყვა თქვა, რამდენიმემ სხვა და სხვა ფაქტი გაიხსენა სოფისთან დაკავშირებით, რამდენიმე იმაშიც გამოტყდა როგორ შურდათ ჩემი ასეთი ერგული ადამიანი რომ მყავდა გვერდით, ადამიანი მისი ყველა პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველგვარი მაგიისა და ძალდატანების გარეშე მიერთგულა, ის ნამდვილი საოცრება იყო, საოცრება რომელიც დასრულდა. მისი სხეული ჩემი სახლის უკან სპეციალურად მისთვის აღმართულ აკლდამაში მოვათავსეთ, ადამიანებისთვის საჭირო ყველა რიტუალი ჩავატარეთ, მამაოც კი მოვიყვანე, წესი აუგო, ლოცვები წაუკითხა, სასუფევლისკენ მიმავალი გზა უჩვენა და პირჯვარი გადასახა. ვტიროდი. ცრემლებით ვტიროდი და არ მრცხვენოდა. ჩვენთან, ზებუნებრივ არსებებში როდესაც ვინმე კვდება მის სხეულს ვწვათ, ქარს ვატანთ, შემდეგ კი მისი უკანასკნელი დღის საპატივცემულოდ წვეულებას ვმართავთ, ჩვენთან ასეთი წესია, თუმცა ადამიანები ცოტა განსხვავებულად იქცევიან მე კი ადამიანი დავმარხე, ჩემი ადამიანი და ამიტომაც მინდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც მას შეეფერებოდა, დაკრძალვის შემდეგ სტუმრების მცირე ნაწილი, ვინც დარჩა და სოფისთვის ბოლომდე პატივისმიგება გადაწყვიტეს მისაღებში ლამაზად გაშლილი სუფრის გარშემო მოვათავსე და მეც მათ გვერდით დავიკავე ადგილი. საღამომ დიდხანს არ გასტანა და სტუმრების უმეტესობამაც მალე დაგვტოვა, საბოლოოდ მისაღებში რამდენიმე ადამიანი დავრჩით, მე, მერი სვონი, სტეფანოს ფენიქსი, ლუსი მილერი, კოკო ლიონი, სანტოს რეისი, ჯეკ ვოლი და ჩემი ორივე ძმა. - თუ რამე გჭირდება. - საუბრის წამოწყებას ეცადა ჩემს გვერდით მჯდომი სვონი მაგრამ ღიმილი რომელიც სახეზე შემყინვოდა ნათლად გამოხატავდა რომ მისგან არაფერი მჭირდებოდა და სახეარეულმა მზერა ამარიდა. - როდის დაბრუნდი ჯეკ? - მთელი დღის მანძილზე ვერ მოვახერხე ჯეკთან საუბარი და ახლა გადავწყვიტე ამის გამოსწორება. - როგორც კი სოფის სიკვდილი გავიგე. - სინანულით გამოსცალა ვოლმა ვისკის ჭიქა. - შენთან დავრჩები ცოტა ხანს. - ძიძა არ მჭირდება. - სიმწრით გამეღიმა. - საწყენად არ მითქვამს. - დარჩი თუ გინდა. - მხრები ავიჩეჩე და ფენიქს გავხედე, რომელიც დაძაბული ყნოსთვით ცდილობდა მისთვის საჭირო სულიერის პოვნას. - ის აქ არ არის ფენიქს, ცხვირს ნუ ძაბავ. - სად გყავს? - შენ რომ ვერასდროს იპოვი იქ. - გამეღიმა და ჯეკს გავხედე, რომელიც ინტერესით ისმენდა მისთვის გაუგებარ დიალოგს. - ჩემს მეგობარს ეძებს, ადამიანს. - ხაზგასმით წარმოვთქვი ბოლო სიტყვა და ფენიქს გავუსწორე მზერა. - მაგრამ ბოდიში სტეფანოს, მას ვერ მიიღებ. - როგორც ჩანს რაღაცეები გამომიტოვებია. - მხრები აიჩეჩა ჯეკმა. - იქამდე სანამ შენ წასული იყავი. - წყეული გულისამრევი ხმით წამოიწყო სანტოს რეისემა საუბარი და ტრადიციისამებრ ტუჩებს შორის მოქცეული ასანთის ღერი ტუჩის ერთი კუთხიდან მეორეში გადაიტანა. - აქ ომია მეგობარო. - ხრიალით ამოიჩურჩულა და მზერა მოავლო ოთახში მყოფთ. - რა ომი? - მერე მოგიყვები ჯეკ, შენ ხომ მაინც რჩები. - ის მაინც მითხარი რომლის მხარეს დარჩენა სჯობს ჩემი გაბანჯგლული უკანალისთვის?! - გადაიხარხარა ვოლმა თუმცა მის ხუმრობას არავის ღიმილი რომ არ გამოუწვევია დასერიოზულებულმა ხმას დაუწია და მშვიდად იკითხა. - ვალდებული ვარ რომელიმეს მხარეს ვიბრძოლო? - ჯეკ, საქმე უკვდავების ელექსირს ეხება. - პირდაპირ ახალა ლუსი ლორენმა ჩემს გვერდით მჯომ ჯეკს, რომელსაც სასმელი გადასცდა. - რა ჩემ ყ/ედ მინდა უკვდავების ელექ, ისედაც უკვდავი ვარ. - გაეცინა ვოლს. - მართლა? უკვდავი ხარ? რას იტყვი ასწლოვანი ჭადრის ნაფოტს თუ გაგიყრი სხეულში? ისევ უკვდავი იქნები? - გაეცინა ლუსის და კიდევ უფრო მშვიდად დაამატა. - ყველანი ვინც აქ ვართ, უძლეველნი ვართ, ნუ ამ ადამიანს არ ვგულისხმობ. - ზიზღით გაიშვირა ლუსიმ მერისკენ ხელი. - საერთოდ რას აკეთებს ის აქ? - ლუსი გეყოფა. - რატომღაც მერის დაცვა გადწყვიტა ფენიქსმა რის გამოც ძალიან გამეღიმა და სასმელი მოვსვი. - ჩემს ცოლს იმის თქმა სურს რომ ყველა ჩვენგანის სიკვდილისთვის საჭირო რიტუალი არსებობს. მის გარდა. - ზიზღით გამოიშვირა ხელი ჩემსკენ და გაეღიმა. - ჯერჯერობით ვულ(f)ი ერთადერთია ვისი სიკვდილიც არ გამოდის, მას კი უკვდავების წამლის ბოლო ინგრედიენტი აქვს და მის მოცემას არ აპირებს. - მიეცი რა. არ გკიდია? - მხარი მკრა ჯეკმა. - ის ადამიანია ჯეკ, ქალი, რომლის სისხლისგან დაცლას აპირებენ, ქალის, რომელიც მიყვარს, კიდევ მეტყვი რომ მათ ის მივცე?! - დაახვიეთ! - მოულოდენლად ისე გარდაიქმნა ჯეკ ვოლი მეც კი გამაოცა მისმა ქმედებამ, ფეხზე იდგა, დაძაბულს ვენები დაბერვოდა და საბრძოლველად მყოფი ეშვებიც წამოზრდოდა. - დაახვიეთ მისი სახლიდან ახვრებო! - ჯეკ დამშვდდდი. - მის შეჩერებას რომ ვეცაცდე გამიკვირდა მაგრამ ჩემს უკან ჩვენს დასაცავად ზურგი ჩემმა ორივემ ძმამ გამიმაგრა. - გამყიდველო ნაბი/ვარო. - ზიზღით გაიწია კოკო ლიონისკენ რომელიც ფენიქს ამოუდგა გვერდით მაგრამ შევაჩერე. - მიყვარსო, კაცმა თქვა მიყვარსო! - ჯეკ გეყოფა. - დემე გაიყვანე. - ჩემს ძმას მივუბრუნდი და თავად მე ბრძოლისთვის მზად მყოფ ფენიქს წინ ავესვეტე. - ახლა არა, დღეს არა სტეფანოს! დღეს სოფის დღეა! - სისხლი მიდუღდა, სისხლი, რომელიც არც კი გამაჩნდა. - მე ლოურენსი მჭირდება ჰარი. - მაშინ ჯერ ჩემი მოკვლის რიტუალი იპოვე! - ხელი ვკარი და უკან დახეულს მოქნეული მუჭი ვუთავზე სახეში, წაბარბაცდა თუმცა არ წაქცეულა. რეისმა დაიჭირა. - წავედით ფენიქს. - დავბრუნდები ვულ(f), დავბრუნდები მისთვის! - ამოიყვირა ფენიქსმა, ცოლს ხელი დაავლო და სახლიდან პირველი გავიდა, მას უკან მიჰყვა რეისიც. - კოკო შენ რაღა მოგივიდა? - მაპატიე ჰარი, ამას იმდენი ხანი ველოდი. თავი მოხდენილად დამიკრა და ისიც დანარჩენებს მიჰყვა უკან. მერიც რომ წამოდგა და გასვლა დააპირა შევაჩერე, უხმოდ მივიკარი მკერდზე და შუბლზე ხმაურით ვაკოცე. - ვერ გაგწირავ, დარჩი მერი. - ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მისი ათრთოლებული მტევნები ვიგრძენი წელზე და ცრემლები რომელიც პერანგს მისველებდა. - შენს ოთახში ადი, მოგვიანებით ვისაუბროთ. - მან შენს ზურგს უკან ბინძური სვლები გააკეთა ჰარი. - არ ჩანდა ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი დემე. - ფენიქსი როგორც კი მიხვდება რომ მერი არაფერში ჭირდება თავიდან მოიშორებს, დააშავა, შენზე უკეთ ვიცი რომ დააშავა მაგრამ ჩემთვის სულერთი არ არის მისი სიცოცხლე, ყველა ვუშვებთ შეცდომებს, ხომ ასეა? - შენს ადგილზე. - ჩემს ადგილზე არ ხარ! - ბრაზით გავუსწორე ძმას მზერა და ხელები შევკარი. - გეყოფათ. ჩვენს მტრებსაც სწორედ ეს უნდათ. - ჩვენს შორის იდგა უკვე გენო. - საერთოდ თქვენ ორნი აქ რას აკეთებთ, როდის მერე გახდა ჩემი პრობლემა თქვენი პრობლემა? - ელიკო. - სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა გენო. - რა ელიკო. - ორივემ ვნახეთ. - მხრები აიჩეჩა გენომ და დემეტრეს გახედა. - დაგჭირდებით ჰარი, აუცილებლად დაგჭირდება ერთგული ადამიანები და მგონი დროა ძველი ცოდვები დავივიწყოთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ერთ გუნდად შევიკრათ. - რატომ მაქვს ისეთი განცდა რომ დადგმულ სპექტაკლში თქვენთვის დაკისრებულ როლს უნიჭოდ თამაშობთ? - გამეღიმა მოულოდენლად. - ჯეკ. - ვოლს მივუბრუნდი და მხარზე ხელი დავადე. - შენ არ გეხება! - პასუხი არ დამიბრუნა მხოლოდ ვისკი მოსვა და მანაც ეჭვის თვალით გადახედა ჩემს ძმებს. //// - გამარჯობა. - ჩამავალი მზის ცქერით გართული აივანზე იდგა წელზე ხელები რომ შევუცურე და ნიკაპი მის მხარზე მოვათავსე. - მომენატრე. - ღმად შევისუნთქე მისი სურნელი და ფრთხილად ვაკოცე ყელზე. არ განძრეულა, მზერა გიყუნი კონკრეტულ წერტილს მიშტერებოდა. - ანა კარგად ხარ? - ჩემსკენ შემოვაბრუნე და სავსე ბაგეებზე მივეფერე. - აქ ყოფნა მიჭირს. - ამოიწუწუნა გულწრფელად. - ვიცი საყვარელო, მაგრამ ცოტა ხანს უნდა გაუძლო. - რამდენ ხანს? - იქამდე სანამ შელოცვას არ მივაგნებ. - რა შელოცვას ჰარი? - იმას თუ როგორ გამოვათრიო შენში ჩასახლებული სულები გარეთ. - მისი შეშინება არ მსურდა თუმცა ვერც ტყუილს ვეტყოდი. - ბევრნი არიან? - თვალები აემღვრა. - იმდენად ბევრნი რომ შენზე ნადირობა ყველაზე აქტუალური გახდა ახლა ზებუნებრივი არსებებისთვის. - რა? - წამოიკივლა დამფრთხალმა. - ვერავინ გავნებს გესმის? იქამდე სანამ ცოცხალი ვარ ვერაბინ გავნებს. - ვნებით დავუკოცნე სავსე ბაგეები და კოცნაში აყოლილი ჰაერში ავიტაცე. - მინდიხარ ანა ლოურენს. - სახე აუწითლდა ანას და თვალებზე აიაფარა ორივე ხელი. გამეცინა. საწოლზე დავსვი და მის მუხლებთან დახრილი იატაზე მუხლებზე დავეშვი. - მიყვარხარ. - სახე მაღლა ავაწევინა და ქვედა ტუჩს კბილებით მივწვდი. არ ვიცი რას მმართებდა ლოურენსის სიახლოვე მაგრამ რაღაც ამოუხსნელი განცდებით რომ მავსებდა ეს ფაქტი იყო, მის გვერდით სხვაგავარად ვსუნთქავდი, მიუხედავად იმისა რომ ირეალურ სამყაროში ვიყავით ეს ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო რაც კი მენახა. ანას ბედნიერი სახის ცქერა კი ზღვა ემოცეიბით მავსებდა და სიცოცხლის სურვილს მიასმაგებდა. - არასრდროს მეგონა რომ ასე სივრცეში გამოკეტილს საყვარელი მამაკაცის მოსვლამდე წუთების დათვლა მომიწევდა. - მშვიდად ამოიჩურჩულა ანამ და ჩემს მკერდზე სახემისვენებულმა თვალები დახუჭა. - ეს მალე დასრულდება. - შიშველ ზურგზე თითები შევახე და ალერსით შესიებული ბაგეები დავუკოცნე. - მპირდები? - გპირდები. - გავუღიმე და მკლავები მოვხვიე. - რეალობაში რა ხდება? მამა როგორაა? - მამაშენი ლონდონში დაბრუნდა. - როგორ? მარტო? - ნუ ღელავ, ჩემი ერთი ადამიანი გავაყოლე, მასზე იზრუნებს. - ჩემს შესახებ რა უთხარი? - ვუთხარი რომ ცოტა ხანს შენი სხვაგან წაყვანა და დაკვირვება მომიწია. - კარგად მაკვირდები. - მკერდზე გაშლილი ხელის გული სიცილით დამარტყა და სახე ჩემს ყელში ჩარგო. - რომ იცოდეს რასაც მმართებ შეგიძულებდა. - და რას გმარეთებ? - გამეღიმა რატომღაც. - ჰარი. - არა მართლა მაინტერესებს, რას გმართებ? - მეუფლები! - თვალები მორცხვად დახუჭა და დაიმალა. - ძალიან საყვარელი ხარ, განსაკუთრებით მაშინ როცა თავს არ მესხმი. - ღიმილით მოვექეცი მის სხეულს ზემოდან. - კიდევ რა ხდება? - კიდევ არაფერი. - სულ არაფერი? - არაფერი. - გავუღიმე და ვაკოცე. - სოფი როგორ არის? - ვიგრძენი როგორ ჩამწყდა იქ შიგნით ყველაფერი. - სოფი კარგად არის. ბუზღუნებს. - ცრემლებს რომ არ გავეყიდე სახე მის ყელში ჩავრგე. - მომენატრა, მომწონს სოფი. - მასაც მოსწონხარ. - სიმწრით შევკარი ხელები და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. - როდის გამიშვებ? - არასდროს. - გამეღიმა მოულოდნელად. - ჰარი. - თვალები დაქაჩა ანამ. - აქედან მალე მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან არასდროს. - მე აქედან გაშვება ვიგულისხმე. - უცნაურად გათამამებულმა პოზიცია დამაკარგვინა და ამჯერად მე აღმოვჩნი მის სხეულს ქვემოდან მოქცეული, არ შევწინააღმდეგებივარ, ნება მივეცი ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც თავად სურდა. ის არაჩვეულებრივი ქალი იყო, ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი რეალობა ილუზიურ სამყაროში. ჰარი ვულ(f)ის ბედნიერება, დამსახურებული თუ დაუმსახურებელი არ ვიცი მაგრამ ის ჩემი წილი ბედნიერება იყო და მის დათმობას არ ვაპირებდი... //// - დალევ? - ჩაბნელებულ მისაღებში შესულმა ღიმილით დავხედე სავარძელში ჩაფლულ ჯეკს და გამოწვდილი ვისკის ბოთლი გამოვართვი. - რამდენი ბოთლი დალიე? - რა იყო მითვლი? - ტუჩები პერანგის სახელოთი შეიმშრალა და ცალ-ყბად გამიღიმა. - დღევანდელისთვის მადლობა. - დაიკიდე. - ხელი აიქნია და თვალით მანიშნა ბოთლი დამიბრუნეო, დავუბრუნე და თავად სიგარეტს მოვუკიდე. - შენს გოგოსთან იყავი? არა არ მითხრა. - ხელი ასწია უცებ. - არ მაქვს იმის ნერვი რომ შეყვარებული მაქციის გრძნობები ვისმინო. - გამეცინა, ძალიან მიყვარდა ჯეკ ვოლი. საუკუნის წინ სრულიად შემთხვევით გავიცანი, მშვენიერი დრო ვატარეთ იმ ღამით პარიზის ქუჩებში, ბუნებით კეთილი ვოლი არასდროს ესხმოდა ადამიმანებს თავს, სისხლის ბანკიდან იპარავდა საჭირო ოდენობის სისხლს. არც ეს იყო კარგი საქციელი მაგრამ ადამიანების ხოცვა-ჟლეტას ხომ ნამდვილად სჯობდა?! - როგორია? - ბოლოს მაინც დაარღვია სიჩუმე. - შესანიშნავი. - ეგოისტო ნაბი/ვარო, რა დონის ახვარი უნდა იყო რომ შესანიშნავი ქალი ილუზიაში გამოკეტო?! - სხვა გზა არ მაქვს ჯეკ თორემ ახლა ყველაზე მეტად მინდა აქ იყოს და ჩვენს ამბებს ისმენდეს. - მომიყევი რა ხდება. - მოკლედ... - საუბრისთვის მოვემზადე და საკუთარ მუხლის თავებს დაყრდნობილმა ხმას ისე დავუწიე თითქოს ჩვენ ორის გარდა ოთახში კიდევ ვინმე იმყოფებოდა. //// - ღადაობ ხო? - თვალები აატრიალა ვოლმა და ვისკის მოზრდილი ყლუპი გონს მოსავსლელად სულმოუთქმელად გადაყლაპა. - არა ვოლ, სიმართლეს გეუბნები. - არა ყოველთვის ვიცოდი რომ ფენიქსი ახვარი იყო მაგრამ ასეთი ახვარიც თუ იქნებოდა რას წარმოვიდგენდი. ნაბი/ვარი ნახე რა. - ამიტომაც მომიწია ანას გადამალვა თუმცა ასე დიდხანს ვერ გავაგრძელებ. ანამ თუ იგრძნო რომ ილუზიური ბარიერის გარღვევა შეუძლია გაარღვევს კიდეც და შემდეგ რა მოხდება ეგ ნამდვილად არ ვიცი, ვერც ერთხელ გავაკონტროლე ხვდები? - რატო არ ვნახე ძვლებში როგორ გამტვრევდა. - ხმით გაეცინა ვოლს. - თუ მის მართვას არ ვისწავლი მოგიწევს ნახო. - მეც გამეცინა რატომღაც. - ის შენი პატარა ვამპირუკა როგორ არი? ისევ გალიაში გყავს? - არ ვიცი კოლინს რა ვუშველო? - გაუშვი რა, გაუშვი შენ კიდე, რა აზრიაქვს ასე ჩაკეტილი რომ გყავს. - დედამის დავპირდი რომ მასზე ვიზრუნებდი ჯეკ. - პატიმრობაში გყავს. - მხრები აიჩეჩა ვოლმა. - მეც ვფიქრობ რომ გავუშვა. - ხოდა გაუშვი. - ვისკი მოსვა ჯეკმა და სავარძელში კომფორტულად ჩაეფლო. - სადაა ახლა სოფია თორე ხო მოამზადებდა რამე გემრიელს. - პასუხი არ დამიბრუნებია, მხოლოდ გამეღიმა, ცრემლი რომელიც მომერია უკუვაგდე და თვალები დავხუჭე. მენატრებოდა ჩემი სოფია, საშინლად მენატრებოდა. - შენს ძმებს ენდობი ჰარი? - არა რა თქმა უნდა. - და რას აპირებ? - არმია გვჭირდება. - სიმწრით გამეღიმა. - გეყოლება არმია. - გაეღიმა ჯეკს და სასმელი გამოცალა. - ვოლი იზრუნებს ამაზე. - მიხარია რომ აქ ხარ. - ძველი მეგობრისთვის რას არ იზამს ადამიანი. - ჰარი. - ჩაბნელებული მისაღები მეორე სართულიდან სვონის ხმამ რომ გაარღვია მხოლოდ მაშინ გამახსენდა სახლში რომ დავტოვე, ჯეკს მხარზე ხელი შევახე და კიბის დახმარებით ზედა სართულზე ავედი. - ვისაუბროთ? - იქნებ დავივიწყოთ მერი. - ხელი გავუწოდე და გავუღიმე. - როგორ შეგიძლია ჩემი პატიება? - არ მითქვამს რომ გაპატიე მაგრამ შანს მოგცემ რომ გაპატიო. - არ ინანებ ჰარი. - იმედი მაქვს. - გავუღიმე და მკლავები გავშალე. ბევრი არ უფიქრია ათრთოლებული სხეულით ამეკრო მკერდზე და ატირდა. //// სხვაგვარად ცარიელი იყო ჩემი სახლის კედლები, ცარიელი, უსულო და უიმედო. მაგიდასთან ვიჯექი და წინ გაშლილ ფურცლებს ინტერესით ვუყურებდი, უნდა ყოფილიყო გამოსავალი, ისეთი გამოსავალი საიდანაც ყოველგვარი მსხვერპლშეწირვის გარეშე უმდა გამოვსულიყავი. ბებიაჩემი ლამარა საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო, მის ჩანაწერებში მუდამ ვპოულობდი ამა თუ იმ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს, თუმცა ამჯერად არაფერს ჰქონდა მარტივი ლოგიკური ახსნა. დავიღალე, ფურცლებს ხელი ვკარი და სავარძელს ზურგით ავეკარი. თვალები მეწვოდა, ოთახში არსებული მძიმე აუარა კი სულს მიხუთავდა, გამეღიმა, სიმწრით გამეღიმა და თვალები დავხუჭე. - ვიცი რომ აქ ხარ. - ხმა მითრთოდა, შიშით არა, ემოციებით მითრთოდა, იმის აღქმით რომ მისი მზრუნველი სფეროებისთვის თვალის გასწორება არ შემეძლო. - მაპატიე კარგი? მაპატიე რომ ახლა შენი სხეული ცივ აკლდამაში უსულოდ წევს, შენი სული კი სიმშვიდეს ვერ პოულობს და ისევ სახლის კედლებში დაეხეტები, მეც მინდა აქ იყო სოფ მაგრამ არ გამოდის, საამაყოდ არ გაქვს საქმე ხომ ხედავ? ჩემი ყოველთვის გჯეროდა მე კი იმედები ვერ გაგიმართლე. - თვალები გავახილე და მშვიდად მოვავლე მზერა უსახო ბიბლიოთეკას, იქ არაფერი იყო, არაფერი გარდა ძველი წიგნებისა. - ნეტავ შემეძლოს შენი უკან დაბრუნება სოფ. - მძიმედ რომ ამოვიოხრე მოულოდნელად ხმაურით გაიღო ფანჯარა, გამიკვირდა, ისეთი მშვიდი ღამე იყო, სიოს ნასახიც კი არ ჰქროდა. სულებს შეუძლიათ შენს გვერდით იყვნენ მაგრამ მათ არ შეუძლიათ შეეხონ ნივთებს, გადაადგილონ ისინი ან რაიმეთი მიგანიშნონ რომ იქ არიან, განსაკუთრებით მაშინ თუ სული უბრალო ადამიანს ეკუთვნის. - რა ხდება? - საკუთარ თავს კითხვა დავუსვი და ღია ფანჯრიდან მზერა მოვავლე ჰორიზონტს, იქ არავინ იყო, საერთოდ არავინ... უცნაურია. - ჰარი. - ბიბლიოთეკის კარი სვონმა გააღო და ინტერესით შემომხედა დაბნეულს. - რა მოხდა? - მთელს სახლში ფანჯრები თავისით იღება და იხურება, მეშინია. - სწრაფად დაიძრა ჩემსკენ და ზედმეტად შეშინებული მკერდზე ისე ამეკრო თითქოს ჩემში შემოსვლას აპირებდა. - მშვიდად, მისი მოშორება ვცადე თუმცა ამაოდ, ზედმეტად დამფრთხალი ჩანდა იმისთვის რომ მარტო დამეტოვებინა. - კარგი. - ხელი ჩავკიდე და წინ წასულმა უკან გავიყოლე სვონის სხეული, მთელს სახლში აუტანელი ხმაური სუფევდა, ყველა ფანჯარა და კარი ხმაურობდა, ნივთები ადგილს იცვლიდნენ, შუქები ინთებოდა და ქრებოდა, ფაქტი იყო რაღაც ხდებოდა, რაღაც რას სვონს ისტერიკაში აგდებდა, მე კი ამოუხსნელი ფაქტის წინაშე მაყენებდა. - ჰარი. - ამჯერად ვოლი დაეშვა სწრაფი ნაბიჯებით პირველი სართულისკენ. - რა ჯანდაბაა? - სვონს მიხედე. - მერი ხელის კვრით ჩავუგდე მკლავებში და შემოსასვლელი კარისკენ ფაქტიურად სირბილით გავიჭერი. - გამოდი! - იდიოტს ვგავდი არარსებულ ადამიანს თუ მოჩვენებას რომ ვუხმობდი. - გამოდი! - სახლში კიდევ უფრო ხმაურობდა ყველაფერი. - დამენახე! - კიდევ ერთხელ რომ დავიყვირე მთელი ძალით შევკარი ხელები და ბოლო ხმით ამოვიყვირე პატარა შელოცვა. ხმაური შეწყდა, ყველაფერს პირვანდელი სახე დაუბრუნდა, მისაღებში მდგომ ჯეკ ვოლს ისევ მჭიდროდ ჰყავდა სვონის სხეული მკლავებში მომწყვდეული, გამიკვირდა ამას რომ არ აპროტესტებდა მერი თუმცა ეს მეორეხარისხოვანი იყო ახლა. - ჰარი რა ხდება? - ვიღაც ცდილობს ჩემს სახლში ქაოსი გამოიწვიოს, მერის ხელი მოკიდე და გარეთ გადით, აქაურობას შელოცვა უნდა დავადო, ვერავინ ვერ უნდა შეძლოს ჩემს სახლში და ქვეცნობიერში შეღწევა. - საკუთარ ხმას ვერ ვცნობდი ისე ვიყავი ადრენალინით გაჟღენთილი. - დახმარება არ გჭირდება? - მჭირდება! - მზერა გავუსწორე ჯეკს. - ზურგი გამიმაგრე. - მე რა გავაკეთო? - ცრემლებს ვეღარ იკავებდა სვონი. - შენ ცოტა ხნით უნდა გაგაქრო. - არა, არა, ჰარი არა. - ხელი წრიულად რომ მოვხაზე ჰაერში მერი დაფრთხა და უკუ სვლა იწყო თუმცა გვიანი იყო, მის უკან არსებულმა ირეალურმა ხვრელმა კივილით ჩაითრია მისი გააფთრებული სხეული. - სად ჯანდაბაში გაუშვი? - უსაფრთხო ადგილას. - სად? - ამის დედაც. - თავი ისე ძალიან ამტკივდა ორივე ხელი მჭიდროდ მოვიჭირე საფეთქლებზე. - რა მოხდა ჰარი? - გამაცურა, სვონმა გამაცურა. - თვალები დავხუჭე და შევეცადე ლოურენსის ირეალურ სამყაროში ვტელეპორტირებულიყავი მაგრამ არაფერი გამომივიდა. ისევ მისაღებში ვიდექი, დამფრთხალი, გაფითრებული და მოტყუებული. - ვულ(f). - წლების წინ როცა მე და სვონი ერთად ვიყავი რამდენიმე ხრიკი ვასწავლე. - რა ხრიკი ჰარი? - მაგალითად ის თუ როგორ უნდა გადავიდეს ერთი ილუზიური ოთახიდან მეორეში და რაც მთავარია როგორ უნდა მოახერხოს ის რომ მასში ვერც ერთმა მაგმა ვერ შეაღწიოს, ამას გარდა ისიც ვასწავლე როგორ უნდა დააღწიოს თავი ირეალურ სამყაროს. - მაგრამ ის ხომ უბრალო ადამიანია ჰარი, ამას როგორ შეძლებს? - შეძლებს. - რა ჩაიდინე? - მას ჩემი ყელსაბამი აქვს. - რა ყელსაბამი? - ჯანდაბა... ყელსაბამი, ყველაფრის გასაღები გესმის? - ახლა ანასთან მისვლას ვერ ახერხებ არა? - ვერა. - ორივე ხელი თავზე მოვიჭირე და სიმწით ამოვიყვირე. - ანუ რა გამოდის? - ის რომ თავად ჩავუგდე ანა მტრებს ხელში! - საშინელი მძვინვარება აღმოხდა ჩემს ხორხს. - მაშინ აქ რატომ ვართ? - მოვკლავ! მოვკლავ! - გონება რომ სრულად ამერია, მივხვდი რა მონდომებით ცდილობდა ვოლი ჩემი სხეულის დაჭერას. თუმცა როგორ შეძლებდა გამძვინვარებული მხეცის დაჭერას. - ჰარი... - უკვე ბუნდივნად მესმოდა მისი ხმა რადგან ლამაზად მოვლილ მდელოზე ძლიერი თათების დახმარებით ქარივით მივქროდი, მივქროდი და თან მიმქონდა გამძვინვარებული ყმუილი, რომელიც სამყაროს სრული ჯოჯოხეთით ემუქრებოდა... მგონი იმაზე მეტი დავაგვიანე ვიდრე ვიფიქრებდი, მძიმე კვირა მქონდა მაგრამ ახლა აქ ვარ და ველოდები თქვენს შეფასებას ახალი თავის შესახებ. მადლობა ყველას ვინც მკითხულობს არ იზარებს აზრის დაფიქსირებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.