შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ფერი


17-09-2017, 16:44
ავტორი ანაკო
ნანახია 4 026

მე, მეგობარი მომიკვდა!
მე მეგობარი მომიკვდა. ყველაფერს აქვს ვადა, თურმე ადამიანებსაც. მე მეგობარი მომიკვდა რადგან მის სულში არსებული მეგობრობის ვადა ამოიწურა.
სიკვდილიდან პირველი დღე: ეს იყო უბრალოდ სიკვდილის ტოლფასი ჩემთვის. ვგრძნობდი რომ ჩემს სხეულში არსებული ცისარტყელა რომელიც ფერთა გამას ქმნიდა და პოზიტივის მზე იყო დასუსტდა.
სიკვდილიდან მეორე დღე: დღის განმავლიბაში ჩემი გულიანი კისკისი აღარ ესმოდა მზეს. თუმცა ღამის შავ ღრუბლებში მოტივტივე მთვარე ხედავდა ჩემ გულწრფელ ცრემლებს.
სიკვდილიდან მესამე დღე: ჩემში არსებული ცისარტყელა სრულმა ბნელეთმა მოიცვა. დღეები ჩვეულ რუტინულ რიტმს დაუბრუნდა, აღარ იყო ჩემს ირგვლივ ის ღიმილი რომელიც მთელი დღე მასხივოსნებდა.
სიკვდილიდან რამოდენიმე თვის შემდეგ: ჩემმა გულმა მუშაობა განაგრძო, გაზაფხულივით აყვავდა ჩემი სული, თუმცა მარტივით ცვალებადი გავხდი. ჩემს გულში არსებული ცეცხლი რომელიც სწრაფად, მეტასტაზებივით ვრცელდებოდა ჩემს ორგანიზმში და მწვავდა, ნელ-ნელა ჩაქვრა.იქ სადღაც ჩემს გულში მივიწყებულთა სახელებში დაიდო ბინა თუმცა გულიდან არ წასულა.
მე არ დავიწყებ ჩვენს მეგობრიბაზე ღაღადებას რადგან ეს ყველასთვის ნათელი და თვალშისაცემი იყო. ყველამ იცოდა: ვინ? რა? როგორ? რანაირად? და რატომ?... ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა... სად გაქრა სიყვარული? აკი სიყვარული თავად ღმერთიაო? ღმერთი ხომ არსად წასულ? ანუ კვლავ იმედგაცრუება... კვლავ ცრემლი ყველაფრის მთქმელი...
მე მეგობარი მომიკვდა... მე მეგობარი გარდამეცვალა...ჩემმა მეგობარმა ფერი იცვალა... ჩემმა მეგიბარმა ჩემი გზიდან გადაუხვია... მე სულის ნაწილი დავკარგე, ისეთივე მნიშვნელოვანო როგორიც დედამიწისთვისაა ღერძი.
მე სიყვარული მიმიკვდა.მე, მეგობარი მომიკვდა!



№1 სტუმარი kibo

49mision complete

 


№2 სტუმარი Guest ანა

ადამიანები ხშირად შორდებიან ერთმანეთს, სანწუხაროდ ეს დღეს ჩვეულევრივი მოვლენაა. მუდმივად ვკარგავთ და ვიძენთ მეგობრებს. რთულია მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ესე. მაგრამ მთავარია შენი (ეხლა ალბათ ყოფილი) მეგობარი ცოცხალია, სადღაც აქვე არის, ბედნიერია. შენ მეგობარი არ მოგიკვდა . ის კარგად არის და ნებისმიერ დროს როცა მოგესურვება შეგიძლია დაინახო მისი ღიმილი. რატომ, რატომ ვერ აფასებთ ამას ?

 


№3  offline წევრი Sopo-sopo

და თუ ის მართლა შენი მეგობარია,არასოდეს მოკვდება

 


№4 სტუმარი Guest დეა

იგივე ყველას განგვიცდია.
მომეწონა შენი ჩანახატი

 


№5 სტუმარი თიკო თიკო

Sopo-sopo
და თუ ის მართლა შენი მეგობარია,არასოდეს მოკვდება

დიახ! სწორედაც რომ "თუ" :(

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოველთვის იმას ვკარგავთ ვინც ყველაზე ძვირფასია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent