შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი დაწყებაა (სრულად)


23-10-2021, 01:00
ავტორი ლილილი
ნანახია 9 393

ბევრი "ცუდი" თვისება მაქვს,ათიდან ოთხს ალბათ ცუდი შეადგენს და არა კარგს. ბოთე ვარ,ცოტა უპასუხისმგებლოც,ზარმაციც და არასტაბილურიც,მაგრამ ერთგული ვარ,ძაღლები მიყვარს და ბავშვებსაც ვუგებ. ზრდასრულები დიდად არ მწყალობენ და თუ მწყალობენ ეგეც აღნაგობის გამო.
ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის რაღა თქმა უნდა,ჩემმა მშობლებმა დამანათლეს,
დამათოვეს და გადმომცეს,თუ რავიცი ქრისტიანები რასაც ეძახით ამას.
რაც მთავარია ბოროტი,შურიანი და ბოღმა არ ვარ,უბრალოდ ვაღიარებ ძალიან დაბნეული და სულელი ვარ,საკუთარ თავს არ ვაყენებ შეურაცხყოფას მართლა ასეა. ჭკვიანი ვარ,მაგრამ იმდენად დაბდურა რომ ხანდახან ეს ჩემი ნათელი გონება სულ არ ჩანს.
ეს თვისებები კი იმ საოცნებო და სანატრელ მომავალს მიხერგავენ რისკენაც ძალიან მივილტვი.
კიდევ კარგი პირში ოქროს კოვზით დავიბადე და ღარიბი არ ვარ თორემ ეს სამყარო ჩამყლაპავდა.
ჩემი მშობლების და სანახევროდ ჩემი მონდომების საშუალებით სასურველ სამსახურში ვმუშაობ და კარგი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ის ერთადერთი რომელსაც ვერც ფულით ვყიდულობ და არც ჩემი აღნაგობა შველის...იმას რა ვუქნა?
იმ გრძნობას რა ვუქნა რომ მტანჯავს? კარგით,ცოტა დრამატირება ჩავრთე,ეგრე ცუდადაც არაა საქმე.
ჯერ პირველი ნაბიჯიც არ გადამიდგავს და საიდან უნდა ვიცოდე,ჩემი ამბავი რომ ვიცი რაღაცას ავურევ და დავიღუპავ თავს.
მოკლედ ის ბიჭი,რომელიც უკვე ნახევარი წელია თითქმის რაც მტანჯავს...ღმერთო გახსენებაც არ მინდა როგორ გავიცანი.

ასე დაიწყო,ჩემი მეგობრის დაბადების დღიდან ფეხით მოვდიოდი,მთვრალი,
ძალიან მთვრალი არა მაგრამ საკმაოდ ნასვამი,გზაზე ვიღაც ორ ვა"შ"კაცს გადავეყარე,მაქამდე ტაქსის მანქანიდან ჩამოვხტი რადგან მძღოლმა საეჭვოდ თვალიერება დამიწყო და ამ ყველაფრით გაბრაზებული ჩემი მაღალქუსლიანებით ისე მივაბიჯებდი მიწა ფეხებ ქვეშ მიზანზარებდა.
ჩემდა ბედად მეორე ტაქსიც არ ჩანს,უკვე ისე ვარ სიარული აღარ შემიძლია და მზად ვარ მეორედ გავრისკო.
უკვე ნახევარი გზა გავლილი მაქვს,გონებაში იმდენი სალანძღავი სიტყვა მიტრიალებს, იმდენს ვიწყევლები ალბათ ღმერთი და ალაჰი თუ არსებობს ამის გამო მსჯის და მასწავლის ჭკუას.
ამ ფიქრებში გართულს თვალში ის მანქანა მხვდება ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩემს უბანში ხშირად რომ მეფეთება და ვაღიარებ თეთრი შურით მშურს. და მაშინ როდესაც,გვერდით უნდა ჩამიაროს გაზის პედალს მთელი ძალით აჭერს და "ბღუილით" მშორდება. მაგრამ სანამ გამასწრებს ჩემი ლანძღვა-წყევლა დიდი ალბათობით აღწევს მისი დაბლა ჩამოწეული ფანჯრიდან.
მომინდოდა ბიჭმა გამარიაჟება. ყველა კაცი ერთნაირია! იდიოტები!"

წარმოგიდგენიათ ესე სულელურად დაწყებული "ურთიერთობა" როგორ გაგრძელდებოდა?
მეორე დღეს რომ გავიღვიძე და მოგვიანებით ყველაფერი გამახსენდა,მერე ისე მოხდა რომ იმ ბიჭს უნივერსიტეტში შევხვდი და ისეთი ტიპი აღმოჩნდა რომ თვითონაც მივხვდებოდი რომ ესეთ ბანძ რაღაცას არ გააკეთებდა თავის მოსაწონებლად და მოგვიანებით იმ დღეს მისმა მეგობარმა(მხოლოდ მეგობრმა) გოგომ,ეკამ მიზეზიც წარმოთქვა,ნუ ეს მან უბრალოდ თქვა წინა დღის ამბავის მოყოლის დროს,ეს ყველაფერი შემდეგში მე დავაკავშირე.
და მე შტერს იმ დღიდან მოყოლებული ჯერ მისმა მიმზიდველმა და სიმპატიურმა სიფათმა მიმიზიდა და მერე აურამ.
ხო ისე აქედანვე იცოდეთ,რომ მე ცუდ და კარგ აურას 20 მეტრის რადიუსში ვგრძნობ.

***

ამ ყველაფრის შემდეგ გავიგე რომ უკვე სადღაც ერთ კვირაზე მეტი იქნებოდა რაც ჩემს კორპუსში, ჩემსავე სადარბაზოში,ორი სართულით ქვემოთ დასახლებულა.
წარმოგიდგენიათ? მხოლოდ ერთი ბინა გვყოფდა ვერტიკალური მიმართულებით.
მე გონებაში ამბები დავატრიალე?
სიხარულისგან წნევა დამივარდა.
თუმცა ეს სიხარულიც მალე ჩამშხამდა,ჩვენი მეორე შეხვედრა იმაზე საშინელი და ბატური აღმოჩნდა,ვიდრე თავად მე ვიყავი.

ჩემს სამსახურთან ახლოს ჩემი კარგი კარის მეზობელი, უკვე ნახევარ საუკუნე გავლილი რეზო მუშაობდა,ხოდა ხანდახან როდესაც ჩვენი დროები ემთხვეოდა სამსახურში ერთად მივდიოდით.
ერთი მომდევნო მშვენიერი დილაც გათენდა,წვიმს, ქარია,თქეში ჩამოაქვს ერთი ამბავია და მეც ფეხით მივრბივარ სამსახურისკენ, რაზგონი მაქვს აღებული რასაც ქვია,ის ისაა გზატკეცილი უნდა გადავჭრა უკვე,ჩემი კარგი მეზობლის მანქანა(მე ასე მეგონა) "მიტორმუზებს" ფეხებთან.გამიხარდა,მეთქი მეშველა აღარ გავიყინებითქო,არც ვფიქრდები ისე ვუხტები ნახევრად დაძრულ მანქანაში,თან თავს არ ვწევ არ ვუყურებ ისე ვუხდი მადლობას,გაქანებული ჩანთაში სათვალის გამწმენდს ვეძებ.
მეტიჩრობას რომ მოინდომებ ადამიანი და უაზროდ აცანცარდები,აბა ვის მოუნდებოდა ასეთ ამინდში სათვალის გაკეთება მხოლოდ იმიტომ რომ დღევანდელ ლუქს უხდება?
მოკლედ,ამოვიღე ეს თხელი ნაჭერი,გავსწორდი,მოვიხსენი სათვალე,გავიხედე წინ და რას ვხედავ.ის ლამაზი შავი თვალები ოდნავ მოუჭიტავს,წარბები აწეული აქვს. აი მე იქ გული გადამიტრიალდა? რასაც ქვია ფეხსაცმელში ჩამივარდა.
არც ვაციე, არც ვაცხელე მივაძახე უკაცრავად მეთქი და სავარძლიდან ისე გადმოვბობღდი საკუთარი თავის შემრცხვა.
ესეც მეორე შეხვედრა.

ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს უნივერსიტეტი და სამსახური შეადგენს. ოცდაორი წლის გოგოსთვის სწავლა და დასაქმება ერთად დიდ პრივილეგიად და მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია.
კბილის ექიმის თანაშემწე ვარ და თან პრაქტიკასაც გავდივარ მომავალი დანტისტი. ვერ ვიტყვი რომ აქედან ბევრი შემოსავალი მაქვს,მაგრამ იმისთვის რომ სივში მითითებულ კითხვას,რომელიც აუცილებლად გადამიწყვიტავს მომავალს,მაქვს თუ არა მუშაობის გამოცდილება,დიდი ასოებით მივუწერო რომ დიახაც! პრაქტიკა მაქვს და დააყენეთ ტრ*კები თქვე უსამართლო ბუზებო,მომინდომეს 40 წლიანი გამოცდილება,ხო ამისთვის მზად ვარ უფულოდაც ვიმუშავო,თუმცა საბედნიეროდ ჩემი უფროსი კარგი ქალია,მეც რაც შემიძლია ცოტას ვხარჯავ და მშობლებიც მეხმარებიან. უნივერსიტეტში წარჩინებული სტუდენტი ვარ, სამსახურშიც ხშირად ვავლენ ნიჭს,სწორედ ამიტომ ზეგ,ზუსტად ორი დღის შემდეგ ჩემს პირველ "ოპერაციას" ჩავატარებ,პაციენტი კი ვინმე "თოკა" იქნება,იმდენად ვარ აჟიტირებული სიზმრებშიც კი ამ პროცესს ვხედავ. ქალბატონი ნანა ერთ კვირიან შვებულებაში მიდის მეუღლესთან ერთად და ამჟამად ჩვენს ბოლო კლიენტს,რომელიც მის ნათესავებში ეწერება,მე მიტოვებს.
ნანა ძალიან მხიარული და მოდი ასე ვიტყვი ჭკუასუსტი ქალია,სულ პირი აქვს მოღებული და იცინის,წინა დღესაც სწორედ ასე გამამხნევა: "თუ რამე და შემთხვევით სხვა კბილი გაუბურღე,არ ინერვიულო ჩემი ნათესავია და არ გიჩივლებს,შევეხვეწებიო".

ორი დღე მალე გავიდა,დილის რვა საათზე უკვე სრულიად გამოფხიზლებული ვიყავი,სიხარულისგან მაჟრიალებდა ჩემს საოცნებო მომენტამდე მხოლოდ ოთხი საათიღა მაშორებდა. ორი საათი კითხვაში და ინსტაგრამის სქროლვაში გავლიე,ათ საათზე უკვე ნერვებმა მიმტყუნა და ფეხზე ენერგია მოვარდნილი წამოვვარდი,გარდერობს ვეცი და სულ ახალი სამოსი,აქამდე რომ არ მცმია ისეთი,გადმოვალაგე.ჩემს პირველ პაციენტს რაც შემეძლო ლამაზად და მოწესრიგებულად უნდა დავხვედროდი.
მაღალწელიანი თეთრი ფერის შლაქსის სტილის ჯინსი და ჩვეულებრივი მაგრამ ლამაზი ნაჭრის პერანგი გადმოვიღე. იქვე მივაფინე,ამ პერანგს მერე შარვალში ჩავჩურთავ და ვსიო,ეგეც შენი მინიმალისტური მაგრამ ლამაზი ლუქი.თითქმის ერთი საათი საჭმლის მომზადებას და ჭამას დავუთმე,მალევე ჩავიცვი,თმა უბრალოდ მაღლა ავიწიე, სუნამო მივიპკურე და სახლიდან გავვარდი.
ცოტა ადრე მომიწია მისვლა,
ჯერ კიდევ ოცი წუთი იყო დრო. ფეხსაცმელი გამოვიცვალე,ხალათი მოვიცვი,ხელები დავიბანე და იქაურობას ხელი შევავლე,დალაგებული იყო მაგრამ მაინც.
ცოტაც,სულ ცოტაც,საათს მიშტერებული ლამისაა ფრჩხილები დავიკვნიტო,ცოტა ადრე რომ მოვიდეს არ უნდა? რომ დააგვიანოს ალბათ გავაფრენ.
ტელეფონზე შეტყობინებაც დროულად მოვიდა რა,დედაჩემი მწერს,წარმატებულ დღეს მისურვებს ჩემს პირველ პაციენტთან,ის ისაა შეტყობინების წერა უნდა დავასრულო,მიმღებისა და უშუალოდ სამუშაო ოთახის კარებში გაჩხერილმა,რომ კარებზე აკაკუნებენ და შემოდიან.
მისკენ გაღიმებული ვბურნდები,თან საკუთარ თავს შევძახე არ შეიმჩნიო რომ პირველიათქო და ის ისაა უნდა მივესალმო,კარებთან მდგარ სხეულს რომ ვუყურებ მომენტალურად მცდება საყლაპავ მილში ნერწყვი და ხველა მიტყდება ამხელა სერიოზულ ქალს,ვინ არის ეს? მეჩვენება? ის ხუთი დღე და 16 საათი რაც მისი ნახვის გარეშე გავატარე საკმარისი იყო ჰალუცინაციები დამწყებოდა?
ვაიმე წამიყვანეთ საგიჟეთში,იქაა ჩემი ადგილი აბა ესე გამოულაპარაკებლად ბიჭის ესე მოწონება გაგიგიათ? რა მინდა მე აქ,ესე თავისუფლად რას მაწოწიალებენ,სადაა სამართალი?
-გამარჯობა-თითქოს გაკვირვებული მზერა აქვს,შეწუხებულიც,ან კბილი ტკივა ან ჩემმა დანახვამ შეუღონა გული.
-გა..გამარჯობა?...თქვენ ხართ ნანას თოკა?- ლამის შუბლზე შემოვირტყი ხელი,რა ნანას თოკა? თან ისე რომ ვიქცევი თითქოს არ ვიცნობ,ან ეს ხმის განაზება რა იყო. ვაიმე, ღმერთო გთხოვ ოღონდ ახლა არ გადამიბრუნდეს ფეხი ამის თვალწინ და რამე საოცრება არ გამაკეთებინო და გეფიცები აღარასოდეს,აღარასოდეს აღარ ვიტყვი შენზე ისეთს არაფერს.
-დიახ მე ვარ-თავი დამიკრა და შემოვიდა.
-კარგით მობრძანდით-ხელებ აკანკალებულმა ამოვთქვი და ამოვიგლიჯე პირიდან სიტყვები ისე რომ ასო არ დამკლებოდა.
გვერდით ჩამიარა და მეორე ოთახში შესულს ლამის მიბნედილი თვალებით გავყევი,რა კარგი სუნი აქვს.
-მანდ დაჯექით,მეც მალე მოვალ და დავიწყებთ-რაც შემეძლო სერიოზული ხმით და სიფათით ჩავილაპარაკე.
ხელების დასაბანად ნიჟარასთან მივედი,საპონის ასაღებად გადაწეულმა კი ხელი იქვე მდგარ რკინის ჭიქას მივარტყი და ისიც ისეთი რახუნით დაენარცხა მიწაზე სირცხვილისგან ავიწურე.ვიგრძენი როგორ შეირხა იქვე მჯდარი ჩემი სასურველი და მიუწვდომელი ადამიანი, ღმერთო რა საშინელი გრძნობაა როცა ესე ზურგით უდგახარ და ვერ უყურებ.პროცესში თან იმაზე ვფიქრობ იმედია უკანა ხედი ლამაზი მაქვს და უკანალი კარგად მიჩანს მეთქი, რა საშინელი ექიმი ვარ მაგრამ რა ვქნა? მეფიქრება.
ხელთათმანების და პირბადის გაკეთების შემდეგ დანადგარზე მჯდარს მივუახლოვდი და პოზა შევაცვლევინე.ეს ბოლო სიტყვები რა კარგად ჟღერს.
პირი გავაღებინე და პირისღრუ დავუთვალიერე,ასე გარეგანი შეხედვით არაფერი სჭირდა მის უნაკლოდ ჩამწკრივებულ და თეთრ კბილებს, წარმომიდგენია ღიმილის დროს რა ლამაზად ჩანს,მაგრამ ეს ბიჭი არასოდეს იღიმის.
ნანას უკვე ნათქვამი ჰქონდა რა უნდა გამეკეთებინა, ამიტომ ასე თუ ისე დამშვიდებულმა პროცედურა დავიწყე.ნერვის მოკვლის დროს ისე ამოიგმინა გული მეტკინა,არადა ყველანაირად ვცდილობ ზემდეტად არ ვატკინო.
ჩემდა გასაკვირად და გასაოცრად ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ყველანაირი ზედმეტობების გარეშე. ისიც ამ თავისი შავი თვალებით ხან მე მიყურებდა,ხან დახუჭული ჰქონდა.
ასე ახლოდან მისი სახე არასოდეს მენახა და გული ისე მქონდა აჩქარებული ყურებში მიწუოდა ფეთქვის ხმა,მაგრამ როგორც არასტაჟიანი პროფესიონალი არ ვიმჩნევდი და პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.
ყველაფერი რომ დავამთავრეთ
და კბილი ისევ უწინდელ იდეალურ ფორმას დავუბრუნე,ფეხზე უჩუმრად წამოდგა და ჯიბიდან საფულე ამოიღო.
-კარგი იქნება თუ ორი საათი არაფერს შეჭამთ,ნურც ზედმეტად ცხელს დალევთ და ნურც ზედმეტად ცივს.გამაყუჩებელის მოქმედება მალე გაივლის,უბრალოდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ-ენას ვეღარ ვაჩერებდი,ნეტა უფრო დიდი დრო დამჭირვებოდა.
მარა არა,მე ხო ყველაფერში სწრაფი უნდა ვიყო ჩემი "ქრაშის" გულის მონადირების გარდა.
ფული დამიტოვა და ისე წავიდა ვითომც არაფერი. ნუთუ ის ერთად გატარებული 47 წუთი მისთვის არაფერი იყო? ჩვენ ხომ ერთ ოთახში ერთ ჟანგბადს ამდენი ხანი ვსუნთქავდით,კაცები რა დაუნახავები ხართ,ასე რომ არ იყოს ამდენი ხანი როგორ ვერ შემამჩნევდა?!

ფული იქვე დავტოვე,კარგად ჩავკეტე იქაურობა და სახლში მაინც ბედნიერი დავბრუნდი.
ისე ნეტა არ ვახსოვარ? არადა მე არასოდეს დამავიწყდებოდა ადამიანი ვინც ჯერ გემრიელად გამომლანძღა,მერე მანქანაში უკითხავად ჩამიხტა და ისევე უეცრად გაქრა როგორც გამოჩნდა.
არადა ლამაზიც ვარ,მაღალიც და დიდი უკანალიც მაქვს,მაგრამ მას ალბათ დიდი მკერდი მოსწონს,რითიც მე ვერ დავიტრაბახებ.
არაუშავს ვიზავ რამეს,კიდევ იმდენი დრო მაქვს,იმდენი...ბევრი.

***

ამას მართლა გავაკეთებ? არაა..რა სიტუტუცეა,მაგრამ ვინ რას გაიგებს არავის ვეტყვი.ახლა მთავარია ყველაზე ლამაზი და სექსუალური ავარჩიო,ოღონდ საცვალი ჩავაგდო თუ ბიუსჰალტერი? საცვალი ჯობია,
თან ახლახანს ისეთი სილამაზე ვიყიდე,აი ისეთია რომ ჩაიცმევ თავდაჯერებულობა ერთი ორად მოგემატება. ჯერ არ მცმია მაგრამ იმ სიტუაციას შეეფერება, შენი შეყვარებულისთვის ველური ღამის მოწყობა რომ გინდა და ამით უფრო გინდა ყველაფერი "გააცხელო".
მე ძალიან ცოდო ვარ,მხოლოდ ჩემი თავისთვის ვყიდულობ,აბა ვის ვაჩვენო? ვინც მინდა ის ზედაც არ მიყურებს და მაგის მეტზე ჯერ ვერავიზე გავივლებ გონებაში ეგეთ რამეს,დამაჩლუნგა.
კანისფერი, მაქმანებიანი,ნახევრად ტანგა საოცრად ესთეტიკური თხელი ნაჭერი მიჭირავს ხელში აივანზე მდგომს,სანამ გამოვიდოდი ოდნავ დავასველე,მაინც მეტი ეფექტისთვის,თან ვერ გამომიჭერს და უფრო დამძიმდება კიდეც.
დილის თორმეტი საათია და მე აივანზე მდგარი ჯაშუშივით არემარეს ვაკვირდები ხომ არავინ იყურება ჩემკენ.
ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე მუჭში მოვიქცევთქო მაგრამ დაიკუჭება და ეგეთი რათ მინდა.
ბოლოს გავბედე და რაც შემეძლო სწრაფად დავუმიზნე,ხელი გავუშვი და თვალები დავხუჭე.რაღა მაინცდამაინც ერთი სართულით დაბლა დაბინავდა რა არის.
მისი აივნის ლამაზ,შავ მოაჯირს "ლამაზად" გადაეკიდა ჩემი ლამაზი გოგო.ძალიან მრცხვენია ახლა რასაც ვაკეთებ,მაგრამ თავში არაფერი მომდის ამის გარდა და რა გავაკეთო? არაუშავს,ამ ერთხელ მეც გავაკეთებ რამე ისეთს ჩემს "არისტოკრატ" ოჯახს რომ არ შეეფერება.

***

უკვე ორი საათი გავიდა,ესეიგი უკვე შემიძლია ჩავიდე და ძალიან დიდი მორიდებით,რომელიც საერთოდ არ იქნება გათამაშებული,ჩემი კუთვნილი ნივთი გამოვართვა?
ლამაზად ჩავიცვი,ოღონდ ისე რომ არ შეტყობოდა როგორ ძალიან ვეცადე.
მეექვსე სართულზე სულ გულის ფანცქალით ჩავედი და სანამ დავაკაკუნებდი,ერთი ორმოცჯერ მაინც გავწი გამოვწიე ხელი გონებასთან ჭიდილში.
საბოლოოდ რომ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ჩავახველე და თამამად მივაკაკუნე,აი იმ მიკაკუნების შემდეგ კიდევ ორჯერ რომ მომიწია იგივეს გამეორება,მაშინ ვიგრძენი რომ ძალიან ბოთე და უიღბლო ადამიანი ვარ.
არ არის სახლში.

***
უკვე შუა დღის ორი საათია,ჩემი ლამაზი შრეკი არ ჩანს.მისი ასევე ლამაზი შავი ვირიც არ არის უბანში.
დრო წიგნის კითხვით გამყავს,გამყავს რა,მინდა რომ გავიყვანო,მაგრამ ვინ გაცდის?
დედაჩემი ისეთი გამწარებული მირეკავს, იძულებული ვარ ავიღო.
-ხო დე- დათაფლული ხმით მივმართე საყვარელ დედიკოს.
-კაწია,ან ახლავე მოხვალ სახლში და ერთი კვირის წინ დადებულ პირობას შეასრულებ,ან მაგ სახლს დაემშვიდობე- დედაჩემი და მისი მუქარები. ოხხ.
-რა საყვარელი ხარ დედა,მოვალ ხო მოვალ,საქმე მაინც არაფერი მაქვს-ჩავიჩურჩულე ჩემთვის ჩუმად,ქალბატონ დედას რომ არ გაეგო,თორემ მტრისას მერე ატყდებოდა ერთი ამბავი.
არა,ნუ გგონიათ რომ ყვირილს ატეხავს ან რამე ეგეთი.დედაჩემი ისეთი დასტოინი ქალია, რომ იტყვის და აკეთებეს აი ზუსტად ესეთი, ზედმეტი კივილ წივილის გარეშე. ხოდა ჯობია მალევე მივიდე და უსახლკარობა თავიდან ავიცილო.

***

-როგორ ხარ დეე-ჩემკენ წამოსულ წარბშეკრულ და სერიოზულად მომზირალ დედას,პირის გახევამდე ღიმილით მისულმა მოვხვიე წვრილ სხეულზე ხელები.
-კარგად,ძალიან კარგად. იმდენად კარგად რომ ჩემი შვილი საჭიროდაც კი არ თვლის რომ მშობლები კვირაში ერთხელ მაინც მოინახულოს
-დე,ხომ იცი რომ არ მცალია? თან ისედაც სულ გირეკავთ ხოლმე- ცოტა ცუდი შვილი ვარ,მაგრამ რა ვქნა? მარტო ცხოვრება და დამოუკიდებლობა იმდენად მომწონს აქეთ გამოხედვაც აღარ მინდა. ის ოცდაორი წელი რაც ზედმეტად მიჯაჭვულმა და სულ მათ გარემოცვაში მყოფმა,სრული კონტროლის ქვეშ გავლიე სრულიად მეყო.
-გაჩუმდი და შეწყვიტე თავის მართლება,შენც კარგად იცი რომ არასწორი საქციელია!-თვალები ოხვრით ავატრიალე და სიტყვა ბანზე ავუგდე. არ მინდა მასთან კამათი,ვიცი ვინც იქნება ბოლოს გამარჯვებული.
-კარგი,აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.აბა? რას შვებით,რა არის თქვენკენ ახალი?-სავარძელზე დავჯექი და ფეხი ფეხზე კაი ღიპიანი კაცივით გადავიდე.
დედაჩემს თვალები რომ გაუშტერდა ჩემ საქციელზე მაშინვე გავსწორდი და გავუღიმე.
-არაფერი,ახალ რესტორანს ხსნის მამაშენი და ისეთი დაკავებულია ოცდაოთხ საათს სამსახურში ატარებს.-თავადაც დაღლილი ხმა აქვს. დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან დაკავებულია და საკმაოდ დაღლილიც არის მაგრამ ამას არაფრით აღიარებს. ზედმეტად ამაყი ქალია და მისთვის სისუსტის ოდნავ გამოჩენაც კი დამარცხებას და გატყდომას ნიშნავს.- შენ რას შვები? უნივერსიტეტის ამბები ხომ კარგად მიდის,არ შემარცხვინო კაწია- ძალიან მინდა ყელი მოვუღერო და ვუთხრა "კაწია არა დედა! კატო!" მაგრამ... მერიდება.
-მალე დავამთავრებ და ნანას პარტნიორთან დავიწყებ მუშაობას,როგორც ექიმი.- ბედნიერება და სიხარული კივის თითქოს ჩემს ხმაში,მაგრამ არ ვიცი ამჩნევს თუ არა დედაჩემი ამას. იგნორის დედოფალია.
-შენი საკუთარი კაბინეტის მშენებლობასაც მალე დაიწყებს მამაშენი..და არანაირი შეწინააღმდეგება არ გავიგო,კაწია!-ხელი ამიწია- არ დავუშვებ ჩემმა შვილმა კაპიკებზე ვიღაცასთან იმუშავოს.ჩვენ მხოლოდ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ როგორც მშობლები,ჩვენს შვილს ყველაფერი კარგი უნდა ჰქონდეს.
მხოლოდ შენობას მოგცემთ, მუშაობით კი შენ მოგიწევს შრომა.დანარჩენი შენი საქმეა,თუ გააფუჭებ გამოსწორებაც შენ მოგიწევს.
-ფულს დაგიბრუნებთ-საბოლოოდ დანებებულმა ჩავილაპარაკე.
-არც განიხილება.-ეს თქვა და უზარმაზარ მისაღებში მამაჩემმაც შემოაბიჯა.
-საყვარელო? ასე მალე არ გელოდი,რატომ არ დამირეკე?-ფეხზე წამოდგა და საყვარელ მეუღლეს ლოყაზე აკოცა.
ვერაფერს ვიტყვი,დედაჩემს მართლა ძალიან ვუყვარვართ მე და მამა. მე ზედმეტადაც კი.
-ჩვენი გადაკარგული ქალიშვილი მოვიდა ჩვენს მოსანახულებლად, პატივი დაგვდო და ხომ არ დავიგვიანებდი?-თითქოს ირონიულად და ცივად ჩაილაპარაკაო,მაგრამ მე ხომ ვიცი რასაც ფიქრობს სინამდვილეში.
სანამ მე არ მივალ და ჩავეხუტები იქამდე ფეხს არ გადმოდგავს. ძალიან მიკვირს ამ ორმა ზედმეტად ამაყმა და პრინციპულმა ადამიანმა,ერთმანეთი როგორ იპოვეს და სიყვარულში რანაირად გამოუტყდნენ.
-მეც მომენატრე მამა

***

საღამოს რვა საათზე დავბრუნდი სახლში. ჩვენმა მძღოლმა მანქანა გააჩერა თუ არა მაშინვე გადმოვხტი,თან მადლობა და ნახვამდის ერთად მივაძახე.
სადარბაზოში სწრაფად შევედი და სახლში ავედი. გამოვიცვალე,
ცოტახანი მოვიცადე,აივანზე გავედი,ჩემი საცვალი "რომ არ დამხვდა" უკან გამოვბრუნდი და დაბლა ჩასასვლელად თავი შევამზადე. ეს ყველაფერი მეტი დამაჯერებლობისთვის,საკუთარი ტყუილი უფრო კარგად რომ დავიჯერო,თორემ უმეტეს შემთხვევაში ვფლავდები.

ლამაზ,შავ პრიალა კართან მისულმა აღარ დავაყოვნე და სწრაფად დავაკაკუნე.
ახლაც რომ არ იყოს სახლში გავაფრენ და გავგიჟდები.
ლოყებ დაბერილი ვფიქრობ,მალე ყურებიდან ბოლსაც გამოვუშვებ.
საბედნიეროდ გამიმართლა და კარებისკენ წამოსული ნაბიჯების ხმაც მომესმა. მალევე გამოაღო კარი და გამოჩნდა ჩემი პრინ...ცი..?
ყბა დამივარდა დაბლა პირდაპირი მნიშვნელობით,ვინმე მჭირდება რომ დამახურინოს.
დორბლიც გადმომივა მალე.

ნახევრად შიშველი დგას კარებთან,თხელი პიჟამო შარვალი აცვია,თმები აჩეჩილი აქვს,თვალებზე ეტყობა რომ ეძინა და გავაღვიძე.თან ცალ თვალს ძლიერი,დაძარღვული ხელით ისე საყვარლად ისრეს.
ვაიმე გულო...ოღონდ ახლა გაუძელი და რომ ავალთ სახლში მერე თუ გინდა შუაზე გასკდი.
-გისმენთ,რა მოხდა?-რა ლამაზი ხმა აქვს,ტირილი მინდა.ეს რომ ჩემი არ გახდეს მართლა დიდი საცოდაობა იქნება.რა ლამაზი ბავშვები გვეყოლება წარმოდგენაც არ მინდა,თორემ ავაყუდებ კედელზე და...
-მე..მე..ისაა..-რა საზიზღრად ვბლუყუნებ. ვინმემ გამაჩუმეთ.
-რა?-ისეთი სახე აქვს,აი თითქოს სადაცაა ჩამოეძინებაო.
-თქვენს აივანზე ჩემი საცვალი ჩამომივარდა,იქნებ გამომაწოდოთ?-საცოდოვად,ძალიან ნაზი გოგოსავით ჩავილაპარაკე.
-საცვალი? იმ საცვალზე ამბობ ჩემს მოაჯირზე რომ ეკიდა?-რატომ შეეცვალა ასე ხმა? იმ ონავარ ბავშვს გავს ხასიათზე რო მოვა და რამის გაფუჭება უნდა. ესეთი უეცარი ხასიათის ცვლილება პირველად ვნახე. ეს საერთოდ არ გავს მას. მაგრამ უხდება.ძალიან უხდება. პირველად ვხედავ მის ამ მხარეს.
-დიახ-როგორ მრცხვენიაა.
-აა ეგ..გადავაგდე-ვითომც არაფერიო,კარებზე მხრით მიყრდნობილმა ისე ჩაილაპარაკა.
რამოდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოწვა ჩვენ შორის,ყურებს ვერ ვუჯერებ.რა ქნა? მგონი ჩემი წინა სიტყვები უკან მიმაქვს.
-რა..რა ქენი?- თქვენობითი ფორმა სულ დამავიწყდა
-გადავაგდე.დიდი ხანია რაც სახლში ვარ,აქამდე რომ ჩამოსულიყავი მოასწრებდი-ეს სიტყვები სულ არ გამიგია,ისე ვარ გამწარებული.
-შენ ჩემი 26$-იანი,სულ ახალთახალი,ვიქტორია სექრეტის ბოლო მოდელის საცვალი ნაგავში გადააგდე და კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზია?-ნერვები წკიპზე მაქვს.
-საცვალში 26$ რამ გადაგაყრევინა?-ცალი წარბი ისე ამიწია,ისე მიყურებს როგორც გიჟს.
-მართლა გადააგდე? თუ მეღადავები?-ბოლო იმედს ვეპოტინები. ამ სილამაზისთვის იმდენი ხანი ვაგროვებდი ფულს,იმდენი ვიშრომე და ბოლოს რისთვის გავწირე? სულ ორი დღის წინ ნაყიდი,ჯერ საკმარისად ვერ შეგრძნობილი 26$ უკვე აღარ არის. მგონი ჩემ ტონსაც ეტყობა ეს რამოდენიმე წინადადება.
-თუ გინდა ჩადი და ამოიღე სანაგვე ყუთიდან,ჯერ არ წაუღიათ.
ვაიმე მართლა გადააგდო. რა დებილი ვარ ღმერთო, ან რატო უნდა შეენახა სხვისი საცვალი ამაზე რატომ არ დავფიქრდი? არა,იქნებ ჩამოვდიოდი რატომ გადააგდო? კარგი,ახლა შევიკავებ თავს,მერე როცა ავალ სახლში იქ მოვაღებ პირს, რამოდენიმე წუთიც მოიცადეთ ცრემლებო. გმირულად დადექით თვალის ჯებირებო,არ გადმოუშვათ.
-არა იყოს- ძლივს გავაკონტროლე ხმა რომ არ ამკანკალებოდა,მაგრამ მაინც შემეპარა ხრიწი.
არაუშავს,სახის მიმიკაც კი არ შეცვლია.ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე იქნებ გული გავულღვო თქო მაგრამ ჩემი ფეხები. არ იმოქმედა.
დედა მინდა,გამლახოს იქნებ ამან მაინც მიშველოს რამით.

***

თუ გგონიათ რომ დავნებდი ძალიან ცდებით. იმ სიმპათიურს ოდესმე გადავუხდი სამაგიეროს,მაგრამ ჯერ პირვანდელ გეგმას უნდა დავუბრუნდე.
იმ დღეს ისეთი გამწარებული ვიყავი,ისეთი,რომ ამოვედი ბოლო ხმაზე დავიწყე ლანძღვა. მაინც რა მწარეა შენი შრომით მოპოვებული წამებში რომ იკარგება.

დღეს კი გამინელდა და ხვალ დარწმუნებული ვარ სულ გადამივლის,მაგრამ მაინც ცუდია. თვალები ისე მქონდა აცრემლებული ვერაფერს ვხედავდი,არც კი ინანა დავიჯერო?
არაუშავს,არაუშავს..
დასვენების დღე ძალიან სახარბიელოდ გავლიე,ჯერ წავედი და ჩემს ერთადერთ ახლო მეგობართან ერთად სახლისთვის ახალი ნივთები შევიძინე,შემდეგ კაფეში დავსხედით და ნამცხვართან ერთად ყავა მივირთვით,ამის შემდეგ კი ჩვენი ბოლო საერთო გაჩერება მისი სახლი იყო სადაც ფინალური გამოცდებისთვის წიგნებს რასაც ქვია თავი ვახალეთ,თვალები და პირი გამომშრალი მქონდა ამდენი კითხვისგან,შემდეგ კი როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე მეგობრებში, ვიღაც ვიღაცებზე "რამოდენიმე სიტყვა" გადავკარით არაყთან ერთად.
კი,დღე საკმაოდ კარგად სრულდებოდა...მაგრამ ვინ გაცდის.
ძლივს სახლში და შემდგომ ჩემ საწოლთან მიღწეულს,რომ მეგონა ძილი მეღირსებოდა და საათობრივ სიამოვნებას მივეცემოდი,სწორედ მაშინ როდესაც უკვე მზად იყო ჩემი მთვლემარე გონება სრულიად გათიშულიყო,იმხელა ხმაზე აარიხინეს დინამიკებში სიმღერა ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მათგან ერთი სადარბაზოსგან და რამოდენიმე სართულისგან შორს კი არა, პირდაპირ დინამიკის გვერდით მქონდა საწოლი მიდგმული.
რა არ ვცადე,რა არ დავიფარე თავზე,მაინც ვერაფერმა ჩაახშო ხმა.არადა ისე მეძინება თვალები ლამისაა ხელით დავიჭირო.
-ახლა გავაფრენ-თავზე ხელები წავიჭირე გამწარებულმა.სასმელი ისე მოქმედებს როგორც არასდროს,მზად ვარ ის სახლი თავზე დავამხო,მაგრამ სინდის ნამუსი არ მიშვებს...არა გატყუებთ,მრცხვენია როგორ ავუვარდე, დარწმუნებული ვარ ძალიან "საოცარი" ხალხი იქნება შეკრებილი.
ხან ერთ მხარეს რომ გადავტრიალდი და ხან მეორე მხარეს რომ გავიჩინე ერთ ადგილზე დაძაბულად მყოფმა მაზოლები,აი მანდ უკვე ვიკადრე ადგომა. მაცივართან უძილობისგან გამწარებული მივედი,არაყი და ჭიქა გადმოვიღე და მოვიყუდე.
-ვსიო,ამათ ვაჩვენებ როგორია როდესაც გამოუძინებელ კაწია ჭანტურიას ძილის საშუალებას არ აძლევენ-აი ხედავთ? უკვე მთვრალი ვარ,კაწიათქო ჩემი პირით ვამბობ.

არაყმა სითამამე უფრო შემმატა,არც კი მომრიდებია ისე "ნაზად" დავაკაკუნე,დინამიკებმა ნუ გვჩაგრავ ცოტა ნელაო შიგნიდან გამომძახეს.
არ გამიღეს,ხოდა მეც ისე შევედი შიგნით როგორც ოჯახის წევრი.
მე სრულიად თავისუფალი ადამიანი ვარ, დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი მოქალაქე.გულში ამას ვიმეორებ.ჩემი საღი გონება გაკივის რამე ჩაარტყით თავში რომ გაითიშოსო.
გალეშილი და დაბოლილი სამეგობრო ისე მომშტერებია როგორც პიჟამოებში ჩაცმულ გიჟს.
პიჟამა მაცვია,მაგრამ გიჟი რომ არ ვარ? რა უნდათ?
არც ახლა მომრიდებია,ისე ნელა და მშვიდად მივედი და ის დიდი დინამიკები სადენებიდან გამოვაძრე,მერე "სულ თქვენი ჭირიმე თქვენ გენაცვალეთ მეგობრებოთქო" მაგიდის გადასაფერებელს მოვკიდე ხელი.
თქვენი ღრიალის გარეშე ვეღარ ვიძინებ,ხოდა იარეთ აქ ყოველდღე, ნუ მოიტანთ ნურაფერს მე დაგხვდებით აქ მეთქი.
რომ მოვრჩი ყველაფერს და ერთ ადგილზე გაშეშებულ ნაღებ საზოგადოებას თვალი მოვავლე,უკან გამოვბრუნდი,გავიფიქრე ესენი გამგრძელებლები აღარ არიან მეღირსა დაძინება და ხვალ მშვიდად წასვლა უნივერსიტეტშითქო,მაგრამ ვაი რომ არა.
გასული არ ვიყავი სახლიდან,სიმღერების ბაგაბუგი ისევ რომ გაისმა.
-ვისი ხარ ბიჭიკო შენ?-მივუტრიალდი გართობის მოყვარულს და ჩემთვის ძალიან დიდ ხელის შემშლელ არსებას.ადამიანს რა. თვალები არ დაგეხუჭოს კატო.
-უკაცრავად?-წარბი ისე ლამაზად ამიწია მომინდა კეფაში გემრიელად შემომერტყა.
-იცი რა ვქნათ?-მხარზე ხელი კაი მეგობარივით დავცხე.მიყვარს არაყი,აბა ისე ან ენა დამებნეოდა ან გავწვებოდი სადმე-ამის შემდეგ აქ რომ მოხვალთ მეც სულ შემოგიერთდებით ხოლმე,ამოვალ წყნარად, მშვიდად, ხოდა რო გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს დავბრუნდები სახლში და გავაგრძელებ ძილს,მოსულა?-თან თვალები მებნიდება,თან ვცდილობ რომ ადგილზე არ "ვიქანავო".
ვინმემ აქედან გამიყვანოს,თუ გამიტანოს.
-მე არ ვიყო კაწია ჭანტურია თუ ეს გართობის დღეები სამუდამოდ არ დარჩეს თქვენს მეხსიერებაში,პოლიციასთან ერთად-გამოვბრუნდი უკან.ოღონდ იქამდე დინამიკებთან მივირბინე,გამოვაძრე,ძალიან ლამაზ და დიდ მაგიდას კიდევ შევავლე ხელი და დავბრუნდი სახლში. არ ვიცი გართობა გააგრძელეს თუ არა,თავი რომ დავდე ეგრევე ჩამეძინა.

***

ჩემი მეორე დღე და ფინალურები.მოყოლადაც არ ღირს.რა დავწერე,რა ეწერა,საერთოდ რა მოხდა არ მახსოვს, ერთადერთი ტვინში რაც მიტრიალებდა იყო "ძილი".
ახლა ვზივარ კაფეში და ვფიქრობ...არაფერზე. თორნიკეზე ფიქრის თავიც კი არ მაქვს. არც კი მინდა ვიცოდე როგორ გამოვიყურები,იმედია სადმე არ გადამეყრება არ მინდა შევაშინო.
გუშინდელ საღამოზე არც კი დავიღლი გონებას ფიქრით,უსაქმური ვირები,როგორ ვერ ვიტან!!! ესეთი ადამიანები იმდენად მაღიზიანებენ,დროის და ადგილის შერჩევა არ იციან იდიოტები!

სახლში მისულმა ყველაფერი შემოსასვლელში მივყარე და დივანზე ნახევრად მძინარე გავწექი.მალევე ჩამთვლიმა,სიზმარში ისეთ სიტკბოებას ვნახულობ გამოფხიზლება აღარ მინდა. შიშველი თორნიკე,ჩემ საწოლში დაბმული.მაგრამ რატომ არაფერს ვაკეთებ? უბრალოდ ვდგავარ და ვუყურებ ჩემ საოცნებო მამაკაცს ჩემსავე საწოლში.მადლობა სამყაროვ,სიზმრებში მაინც მეღირსოს მისი იდეალური სხეული.
კარებზე ბრახუნმა მომიყვანა გონს,რამოდენიმე წამი იმას ვფიქრობ არ ავდგები და იქნებ წავიდეს თქო,მაგრამ იქნებ რა ხდება? ბურდღუნით წამოვდექი და კარებში მდგარ კურიერს კარგი გამოცდილი ალკოჰოლიკის ჩაწითლებული თვალებით შევხედე.
-კაწია ჭანტურია ბრძანდებით?- სახელს და გვარს რაღაც უცნაური აპარატიდან კითხულობს.
-დიახ? რა გნებავთ?
-ამანათია თქვენს სახელზე-შეფუთულ ყუთს მაწვდის
-კი მაგრამ მე არაფერი შემიკვეთავს- გაკვირვებული ვეუბნები- ალბათ რაღაც გეშლებათ
-კაწია ჭანტურია,XI კვარტლის X კორპუსი,ბინა 74,სწორია?- თავაუწევლად ამბობს.
-დიახ
-მაშინ ხელი მომიწერეთ და ნახვამდის-რა საყვარელია.
რაღა უნდა მექნა? მოვუწერე და დავემშვიდობე. ძილი სულ გადამავიწყდა,ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე ჩამომჯარმა შეფუთვის გახსნა დავიწყე.ის მუქი ქაღალდი რომ შემოვაცალე და ვარდისფერ ყუთზე წარწერა "Victoria's Secret" დავინახე წამიერად გულმა ფეთქვა შეწყვიტა, სერიოზულად, მეორე გულის გაჩერება მაშინ იყო შიგნით ჩემი ახალთახალი საცვალი მის მსგავს ბიუსტჰალტერთან ერთად რომ დავინახე. ახლა რა ვქნა? შემრცხვეს? გამიხარდეს? გავვოგნდე? რას ვკითხულობ ეგ ყველაფერი უკვე მჭირს. ჯანდაბა თორნიკე კიდევ ეს მინდოდა? ძალიან უცნაური სიტუაციაა,უცხო ბიჭი,თან ჩემი ყურადღების ქვეშ მყოფი,ყველანაირი სტატუსის გარეშე ამ რაოდენობის თანხას რომ მახარჯავს,თან რაზე? უნდა შევულოცო,ეს დედაჩემმა არ უნდა ნახოს.
დღესაც ღამის გათენება მაქვს გეგმაში ჩემდა უნებურად,ამის მერე რა დამაძინებს,მთელი საღამო ათასი არარეალური ისტორია უნდა შევქმნა ჩემზე და თორნიკეზე,მაგალითად მე და თორნიკე ტიტანიკში,არა რას ვამბობ რა ტიტანიკი,მაშორე ღმერთო ეს უბედურება,რამე სხვას მოვიფიქრებ.
ახლა რა უნდა გავაკეთო, ჩავიდე და მადლობა გადავუხადო? არა რეებს ვბოდავ მადლობა რატომ უნდა გადავუხადო,ჩემი საცვალი გადააგდო და "დანაშაულის გამოსასწორებლად" ახალი მიყიდა,მაგრამ ბიუსჰალტერი? რომელიც ამ საცვალს არ მოყვება და სრულიად უმიზეზოდ გამომიგზავნა? რას უნდა ნიშნავდეს?
მოვწონვარ? მისი ყურადღება მივიქციე? უნდა დავიკიდო და როგორც ჩვეულებრივი მოვლენა ისე მივიღო? გადაწყვეტილია. ამანათს თავისი ადგილი მივუჩინე და საღამურებში გამოწყობილი ჩემს ოთახში,დივანზე დავწექი.
მისმა ამ საქციელმა კიდევ უფრო მიმიზიდა და მასთან სიახლოვის სურვილი გამიძლიერა.
ჩემი გონება ათას საშუალებას ერთად ეძებს მასთან ახლოს მისასვლელად,საერთო სანაცნობო? მის აივანზე აღარაფერს ჩავაგდებ.
ჯანდაბა ეკა... ეკას უნდა დავუკავშირდე. ეს ის გოგოა, რომლის საშუალებითაც თორნიკეს პირველად შევხვდი,როგორც ვიცი კარგი მეგობრები არიან.მეც კარგი ურთიერთობა მქონდა აქამდე მასთან ასე რომ ესე უეცარი უფრო დაახლოება უცნაური არ გამოჩნდება.

დღეს ლექცია 12 საათზე მეწყება, იმედი მაქვს ღმერთს ჩემთვის რამის გაჩალიჩება არ მოუნდება და ყველანაირი სისულელის გარეშე ჩაივლის ჩემი და ეკას დაახლოების გეგმა.არანაირი ცუდი ზრახვები არ მაქვს, მივხვდი რომ თორნიკე მხოლოდ მისი გარეგნობის გამო არ მომწონს და მინდა მის მეგობრებს გავეცნო, მაინტერესებს რა გარემოში ტრიალებს. წინა საღამოს ეკას დავუკავშირდი და ისე აღმოჩნდა რომ ჩვენი შესვენების დრო ემთხვევა ასე რომ საუზმის მირთმევა ერთად გადავწყვიტეთ. წინა დღეებთან შედარებით უფრო მოვინდომე და ელეგანტურად ჩავიცვი. თორნიკეს ნაჩუქარ თეთრეულს ხელს არ ვკიდებ, მაგას ჩვენ პირველ ღამეს ჩავიცმევ, ქორწინების პირველ ღამეს კი არა, ისე პირველ ღამეს ჩავიცმევ, ქორწილამდე რა მოითმენს. იასამნისფერი ნაჭრის ფართო, ზემოთ ოდნავ მოტკეცილი შარვალი და ასევე იასამნისფერი ტოპი ძალიან მიხდება, ხომ მიხდება? სარკეში საკუთარ თავს ვეკითხები. საერთოდ ვფიქრობ, რომ მეგობრების აზრს ამ საკითხში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველასთვის განსაზღვრული დოზით მაგრამ მაინც. გარემო და შენ გარშემო დატრიალებული მოვლენები დიდ გავლენას ახდენს წყვილზე.

ჩემი და ეკას შეხვედრა კარგად იწყება.თბილი ადამიანია,ლამაზი და დახვეწილი, რაღაცით თითქოს თორნიკეს ვამსგავსებ.
-შემდეგი ლექცია რომელზე გეწყება-ცივ ყავას თავს არ ანებებს ისე მეკითხება.საყვარელია.
-პირველზე და ისე მეზარება ერთი საათი მაგ ქალთან ჯდომა,რომ რავიცი-თვალები ავატრიალე და ცივი ყავა მოვსვი.
- ორზე ვამთავრებ მეც,ერთად წავიდეთ მე გაგიყვან-შემომთავაზა.
-მე და შენ რომ სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ?- მინდა დავთანხმდე და მეტი დრო გავატარო მასთან მაგრამ მართლა შორს ვცხოვრობთ ერთმანეთისგან.
-დღეს სახლში არ მივდივარ თორნიკესთან ვრჩები,შენს უბანში ცხოვრობს და ბარემ...-სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ხველა რომ ამიტყდა. გვიან გავიაზრე მისი ნათქვამი.რა უნდა თორნიკესთან?!
-თო.თორნიკესთან?-ცივმა ყავამ კინაღამ დამახრჩო. ოღონდ ეს ის არ იყოს რაც მე მგონია,გთხოვთ ზეციურო ძალებო,მომწონს ეს გოგო.
-ხო ჩემი მამიდაშვილი-ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა. მამიდაშვილი?! ვკივი გონებაში.ეკა ჩემი ანგელოზი ხარ!
-კარგი მაშინ თუ ერთი გზა გვაქვს..-გავუღიმე-თან ჩემთანაც გადმოდი ყავა დავლიოთ და რამეს ვუყუროთ-შევთავაზე.
-კარგი- რა საყვარლად იღიმის.

არ მკითხოთ როგორ ჩავჯექი მანქანაში სადაც თორნიკე არ იჯდა.რატომ მეგონა რომ ერთად ვიმგზავრებდით? ვიტირებ.
-შენ მარტო ცხოვრობ არა?-გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მკითხა.
-ხო როგორც კი 19 წლის გავხდი მაშინვე მარტო გადავედი- რა კარგად ატარებს. ჩემნაირი ბოთე არ არის,მე მართვის მოწმობის გამოცდაზე ორჯერ ჩავიჭერი.
-მეც მინდა გადასვლა მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ ესე დამოუკიდებლად ცხოვრებას,ვიფიქრე ჯერ თორნიკესთან ერთად ვიცხოვრებთქო გადასახადებს გავიყოფდით და ესეთები,მაგრამ ხომ ხვდები? ორივე ზრდასრულები ვართ,თან სტუდენდები და საკუთარი სივრცე გვჭირდება. იმას თავისი გოგოები,მე ჩემი შეყვარებული.
-შეყვარებული გყავს? არ ვიცოდი,რამდენი ხანია?- ეკა ისეთი ლამაზია მასზე ნაკლები დარწმუნებული ვარ არ ეყოლება.
-უკვე სამი წელია.ვიფიქრეთ ერთად გადასვლაზე,გვინდა მაგრამ მშობლების ამბავი ხო იცი? ძველი მენტალიტეტი და ამბები-ასეთი არ მეგონა. კარგია,ეს უკვე მომწონს.
-საქართველოში ბევრი არამკითხე ჭორიკანა გვყავს,სულ რომ ოჯახი თანახმა იყოს- საუბარი ისე გასერიოზულდა ვერც კი მივხვდი.
-კი,მაგრამ სხვისი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს,ოჯახი კიდე ოჯახია,ვერ დაიკიდებ და ამის გამო ძალიან ვიზღუდავ თავს ბევრ რამეში,ხომ ხვდები?
-კი სამწუხაროდ,ჩემ მშობლებს სანამ არ ავუჯანყდი იქამდე ვერ მიხვდნენ რომ ათი წლის "კაწია" აღარ ვარ და თავიანთ ნებაზე ვეღარ მატარებდნენ,ზოგჯერ ვერ ხვდებიან მზრუნველობასა და კონტროლს შორის ზღვარი სად გადის- რატომ მგონია რომ რასაც ვამბობ გამიგებს? თითქოს ძალიან მგავს. გაეცინა და თავი გააქნია.
-ყველაზე სასაცილო ისაა დამალვა რომ გიწევს რაღაცების,არადა ხანდახან ისე მინდა დედაჩემს მოვუყვე და არა ჩემ მეგობრებს. თავიდან ურთიერთობა ახალი დაწყებული რომ მქონდა მაგასაც ვერ ვეუბნებოდი,მაგრამ მომიწია.
ჩემი ოჯახითვის სახელი ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გამო თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თითოეული ნაბიჯის გადადგიმას-ღმერთო ეკა,შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მესმის.
-მესმის შენი,ხალხს დამატებული მკაცრი და ზედმეტად მზრუნველი ოჯახი,რთულია. ჩემი მშობლებისთვის რომ გეკითხა სამსახური სულ არ მჭირდება,ცალკე გადასვლაზე როგორ დავითანხმე გახსენებაც არ მინდა.ომი გვქონდა მე
და დედაჩემს გაჩაღებული-ამოვიოხრე.
-იცი რა? აქვე გამიჩერე მაღაზიასთან არაყს ვიყიდი,ხომ გიყვარს?-მივხვდი რომ ყავაზე მეტად ეს დაგვჭირდება,ორმა გაჭირვებულმა ერთმანეთი ვიპოვეთ. გაეცინა და თავი დამიქნია-მალე მოვალ, სასუსნავებსაც წამოვიღებ.

***

-შენ ადი და მეც შემოგიერთდები ცოტახანში,ესენი თორნიკესთან უნდა ავიტანო-ჩანთებს დახედა.
-მომეცი აგატანინებ-რომ დავიხარე და ავწიე წელი გამიტკაცუნდა-კი მაგრამ რამდენი ხნით რჩები ამდენი ჩანთა რომ მოგაქვს- გამეცინა. ორივე ჩანთა გატენილი აქვს.
-ერთი კვირით.ჩემები საზღვარგარეთ მიდიან,საბაც არ არის ქალაქში,ამიტომ ეს ერთი კვირა აქ ვიქნები.-ერთ ჩანთას თვითონ მოხვია ხელი და კიბეებთან ხმაურით მიახრიგინა.
-კიდევ კარგი ლიფტი მუშაობს თორემ აქამდე რა ამოგვატანინებდა ამას-სახლში შესულმა იქვე მიყარა ჩანთები და ფეხსაცმლის გახდას შეუდგა-ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ?
-არა მადლობა,მე სახლში ავალ და როცა მოწესრიგდები ამოდი
-კარგი მიდი,მაქსიმუმ ერთ საათში შენთან ვარ-თვალი ჩამიკრა და კარები ღიმილით მიხურა.

გული მიგრძნობს რომ რაღაც შარში უნდა გავეხვიო,მაგრამ არამგონია ეს შარი ცუდი რამე იყოს.
წყლის გადავლებას და გამოცვლას მალევე მოვასწრებ,სახლი ოდნავ მისალაგებელია,მაგრამ არაუშავს ამასაც მივხედავ.
ერთ საათში უკვე ორივე სამზარეულოს მაგიდასთან პიცით და ცივი კოკა-კოლით ვინაყრებთ მუცელს.
-ისე შენ შეყვარებული რატომ არ გყავს?-პირგამოტენილი საუბრობს და რატომღაც საერთოდ არ მაღიზიანებს. ნეტა რატო.
-ამმ..-გამეცინა,ვუთხრა თუ მოვკეტო? საიდუმლოს შენახვა კარგად არ შემიძლია,საშინელი მესაიდუმლე ვარ,ჭორიკანა არ ვარ საუბარში წამომცდება ხოლმე.
ვეტყვი ჩემი რა მიდის?
-სიმართლე რომ გითხრა ერთი ბიჭი მომწონს,თან ძალიან მომწონს
-მერე?-წარბებს ათამაშებს.
-მერე არაფერი-ამოვიოხრე
-ჯერჯერობით არაფერი ხდება,პირველი შეხვედრა საშინელება იყო, მეორე უფრო შემარცხვენელი,მესამე მოყოლადაც არ ღირს და მაგის მერე ისეთი სისულელე გავაკეთე მოყოლა მრცხვენია,თითქოს ხომ ადვილია არა? მიხვიდე და უბრალოდ უთხრა რომ იცი რა? მომწონხარ და მოდი ვცადოთ,მაგრამ ვერა..არადა ორი ნაბიჯის გაწვდენაზე მყავს-აი კიდევ,წამომცდა.
-ჰმმმ?-წარბი აწია-ვინ არის?
-შენ იცნობ,თან კარგად იცნობ- ვყოყმანობ,ეს რომ ვუთხრა მერე ყველაფერს დავფქვავ.
-კარგად ვიცნობ,შენთან ახლოს ცხოვრობს,ვინ უნდა იყოს ისეთი მე რომ კარგად ვიცნობდე და შენთან ძალიან ახლოს ცხოვრობდეს-წამიერად გაჩუმდა და ჩაფიქრდა-მოიცა...-თვალები გაუდიდდა და ჩემი გაკრეჭილი სახის დანახვისას,არ ვიცი რანაირად მაგრამ კიდევ უფრო გაუდიდა-თორნიკე?!-წამოიყვირა
-ხოო-უხერხული სიცილი.ისევ წამიერი სიჩუმე.
-არ ვიციი, თორნიკე რატომ მოგეწონა,ან რანაირად?-ამას მართლა მეკითხება? თავისი მამიდაშვილისთვის სახეში შეუხედავს ოდესმე?
-შეიძლება არ იცოდე,მაგრამ შენი მამიდაშვილი ძალიან სიმპათიური ადამიანია
-ეგ მეც ვიცი,მაგრამ მოსიარულე მძაფრსიუჟეტიანი ფილმია,ისე ლამაზი ღიმილი აქვს,კარგი გემოვნება გქონია მეგობარო ვერაფერს იტყვი, შეიძლება ურთიერთობაში საერთოდ სხვანაირი იყოს ვინ იცის-დამამშვიდა.-ახლა ის ამბები მომიყევი ესე რომ გრცხვენია,რა მიქარე?

რამოდენიმე საათი საუბარში ისე გავიყვანეთ ვერც კი გავიგე.
5 ივლისის ამბებზეც ვილაპარაკეთ და თავის ისტორიაზე იმდენად ისტერიულად მაცინა კინაღამ დამახრჩო. იმ დღეს დედამის დაურეკავს უნივერსიტეტში მისულისთვის და "ჩხუბი" დაუწყია ანერვიულებულს მის წარბის პირსინგზე და ყურთან პატარა ტატუზე, ეუბნებოდა უნივერსიტეტიდან ფეხი არ გამოადგა ვიღაცები უცემიათ და მამაშენი მოგაკითხავს ფრთხილად იყავიო. სასაცილო ხომ არ არის? მაგრამ მაინც სასაცილო სიტუაციაა ეს რომ გაშინებს ადამიანს.
ღამის ათი საათი იყო უკვე,ტელევიზორის წინ გაშლილ პლედებზე ვიწექით და რაღაც უაზრო მაგრამ საშინლად საშიშ ფილს ვუყურებდით დაძაბულები, უეცრად კარზე ზარი რომ დარეკეს.ჩვენი წივილი და ზარზე თითის მიჭერა ზუსტად ერთი იყო.ვერცერთი ვბედავდით კართან ახლოს მისვლას და გაღებას მითუმეტეს.დერეფანი,ოთახები,შემოსასვლელიც კი ჩაბნელებული გვქონდა,მხოლოდ ტელევიზორის შუქი ანათებდა მისაღებ ოთახს.
ზარს მალევე კაკუნი მოჰყვა,შემდეგ ბრახუნი.
-ვ.ვინ არის?-აზრზე მოსულს ძლივს მომაფიქრდა რამე მეკითხა.
-თორნიკე ვარ გამიღე- შორი მანძილის გამო მისი ხმა მოგუდულად გაისმა მაგრამ ჩემ სხეულში ჟრუანტელი მაინც გამოიწვია.გავიგონე როგორ ამოისუნთქა ჩემზე მჭიდროდ მოკრულმა ეკამ და გამეცინა ჩვენს სიშტერეზე.
-ამდენი ხანი რას აკეთებდით?- ლოდინით მობეზრებულმა ჩაილაპარაკა.
-ფილმს ვუყურებდით და ჩაგვეძინა,რამე მოხდა?- როგორც ჩანს ტყუილები არც მას გამოსდის.
-ჩაგეძინათ? აბა ცოტახნის წინ მე  ვკიოდი?-წარბები ასწია და ხელები გადააჯვარედინა. სიტყვებზე გამოკიდება ასე ძალიან რატომ უყვარს?!
-საბა გირეკავდა,რაღაც საქმე აქვს-ტელეფონი გაუწოდა თუ არა ეგრევე კიბეებისკენ მიტრიალდა-ფურცლებზე წერას რომ გადაეჩვიო კარგი იქნებოდა,შეგიძლია ტელეფონზე დამიტოვო შეტყობინება და სადაც წახვალ თან წაიღო შტერო- არც მოტრიალებულა ისე მოაძახა და ასვლა განაგრძო.
-შტერი შენ თვითონ ხარ-ტუჩაბზუებულმა უთხრა და ჩუმად მოცინარ მეს გადმოხედა- შენ რა გაცინებს?-წარბები სასაცილოდ შეკრა
-ბოდიში მაგრამ ძალიან სასაცილო ურთიერთობა გაქვთ-ესეც თორნიკეს კიდევ ერთი მხარე რომელიც არ ვიცოდი, ნერვების მომშლელი მაგრამ საყვარელი.
-შენ არ იცი როგორი ნერვების ჭიაა თორე არ გაგეცინებოდა,ჩემს ადგილზე რომ იყო ხომ მითუმეტეს-სიცილით ამოიოხრა.
ლამის ვუთხარი შენს ადგილზე რომ ვიყო რაღა გამიჭირდებოდათქი მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, თორნიკეს ბიძაშვილობა ნამდვილად არ მაწყობს.
-მაპატიე მაგრამ შენს ბიძაშვილს ნერვებსაც დიდი სიამოვნებით მოვაშლებინებდი.

**

მეორე დღეს დილის საათები სრულიად თავისუფალი მქონდა ეკასგან განსხვავებით. ლექტორმა ლექციები საღამოს გადაიტანა,ამიტომ დღეს შემეძლო კარგად დამესვენა და ჩემს უკომფორტულეს საწოლში დიდხანს მენებივრა.
პირველ საათზე ვიკადრე ადგომა და შხაპის მიღების შემდეგ სახლის ლაგება დავიწყე უსაქმურობისგან,არადა ვერ ვიტან ლაგებას,მაგრამ რაც მარტო ცხოვრების სირთულეებს შევეჭიდე ბევრი ჩემთვის უსიამოვნო საქმის კეთება მიწევს.
ნახევარ საათში მოვრჩი "ყველაფერს" და დივანზე დაღლილი მივესვენე, ტელევიზორი ჩავრთე და ჩემი საყვარელი გადაცემის ყურება კოკა-კოლის თანხლებით დიდი სიამოვნებით დავიწყე, თუმცა როგორც ყოველთვის მაინც და მაინც ახლა გამოჩნდა ვიღაც ჩემს კარებთან.
ზარის ხმაა. რაღაც ამ ბოლო დროს ამ ღილაკს ძალიან ხშირად იყენებენ,არადა რამოდენიმე კვირის წინ სრულიად უაზროდ ეკიდა თავის ადგილზე.
კარების ზღურბლზე ვიღაც აწოწილი ქერა ბიჭი რომ დავინახე გაკვირვებისგან სახე მომენტალურად შემეცვალა. აზრზე არ ვარ რას წარმოადგენს.
-გამარჯობა,ეკა აქ არის?-ჰა? ეს ვინღაა.
-ჯერ თქვენ ვინ ბრძანდებით?-იქნევ ვინმე გიჟია ვინც ეკას გადაეკიდა და ახლა უთვალთვალებს,შარში ხომ არ გავხვევ ადამიანს.
-საბა მქვია,მისი შეყვარებული ვარ-ხოო,გიჟობისთვის ზედმეტად სიპმათიურია, დასანანი იქნებოდა.
-აჰ, უკაცრავად. არა ეკა აქ არ არის, ლექცია აქვს-სიტუაცუა ავუხსენი.
-ვიცი მაგრამ უკვე უნდა დასრულებულიყო,ტელეფონსაც არ იღებს რომ ვურეკავ,სახლშიც არავინ არის არადა უკვე აქ უნდა იყოს,ცოტა ვნერვიულობ-რა საყვარელია,როგორი "ნაზი" ბიჭი ჩანს,ყოღაც ეკა. გონებაში ცერა თითი გაკრეჭილმა თვალის ჩაკვრით ავუწიე წარმოსახვით წინ მდგომს
-თუ დარეკავს აუცილებლად შეგა..-სახე წამიერად გამიშეშდა.ტელეფონის ნომერი არ მაქვს და რანაირად უნდა შევატყობინო. იღიმის? რატომ? მე დამცინის? ახლა თუ ისე გამომივიდა ვითომ მისი დაკერვა მინდა და ტელეფონის ნომერს ჩუმად ვძალავ მერე? არა მეგობარო,ამას არასოდეს გავაკეთებ.
-მოდი ჩემი ნომერი ჩაიწერე და თუ რამეს გაიგებ შემატყობინე კარგი?- ნომერი ჩავიწერე და დავემშვიდობე.
კარები მივხურე თუ არა,ზედაპირს ავეკარი და სიწმრის ღიმილით ჩავილაპარაკე-დეტექტივების ყურებას და დაუფიქრებლად საუბარს უნდა შევეშვა!

***

ეკას რამოდენიმეჯერ მეც გადავურეკე თუმცა უშედეგოდ,უკვე საღამო დგებოდა და ლექციებზე ვიყავი წასასვლელი,ვიფიქრე რამოდენიმე წუთით ადრე მივალ რომ იქაურობა შემოვიარო,იქნებ სადმე იყოს. როგორც ვიცი უნივერსიტეტიდან არც თუ ისე შორს ერთ ბიბლიოთეკაში დიდ დროს ატარებს,ამიტომ პირველ რიგში იქ მივალ.
10 წუთის სავალი გზა 5 წუთში დავფარე,თუმცა დაკეტილი დამხვდა.
გზაში რამოდენიმე შეტყობინება დავუტოვე სადაც ვთხოვდი რომ როგორც კი მესიჯებს ნახავდა მაშინვე დამკავშირებოდა.
ამ ბოლო დროს დატრიალებული მოვლენების გამო დიდ სტრესში ვარ,ქვეყანაში მოძალადეებმა ძალიან გაიდგეს ფესვები და აღარც მოქმედების აღარ ეშინიათ. იმ ავსტრალიელი გოგონას ამბის შემდეგ კი საერთოდ აღარ მაქვს დაცულობის შეგრძნება,ჩანთით წიწაკის სპრეის დავატარებ რომ ყოველი შემთხვევისთვის რაიმე თავდაცვის საშუალება მქონდეს.
ბიბლიოთეკიდან ისევ უნივერსიტეტში დავბრუნდი და ლექციაზე შევედი.საათ ნახევარი ძალიან გაიწელა,უზომოდ მომაბეზრებელად.მომდევნო ლექციას ჩემი საყვარელი ლექტორი კითხულობდა,თუმცა ამის მიუხედავად ყურადღების მოკრება მაინც გამიჭირდა. რვა საათზე დავტოვე უნივერსიტეტი და გაჩერებასთან დავდექი.
წინწკლავს და ხანდახან გაიელვებს ხოლმე,ისეთი ამინდია მე რომ მიყვარს მაგრამ ახლა ისე მცივა მზის გამოსვლას ვნატრობ.
ავტობუსში ჯაყჯაყი ძალიან მეზარება ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თავი გავანებივრო და ტაქსი გამოვიძახო,მაგრამ აქამდე შემომავალ უცხო ნომერს ვუპასუხებ.
-დიახ, გისმენთ?-ყბა მიკაწკაწებს. რამ წამოუარა ამ ამინდს.
-თორნიკე ვარ,სად ხარ?-ეს ხმა. ვაიმე გული.რანაირად?! ლექციაზე ჩამეძინა და ჯერ კიდევ მძინავს?
-რა?-
-სად ხარ,მოვალ და წამოგიყვან-შანსი არაა.ფეხები მიკანკალებს.ალბათ წვიმის ბრალია.
-უნივერსიტეტის წინ გაჩერებასთან-არ მინდა ჩემი შეცვლილი ტონი გაიგოს,ამიტომ ისე ხმადაბლა ვუთხარი მგონი ვერ გაიგო.მაგრამ საიდან უნდა შეამჩნიოს? ერთმანეთს ისე იშვიათად ვესაუბრებით.მაგასაც თუ საუბარი ქვია.
-კარგი ხუთ წუთში მანდ ვიქნები-არ ვიცი რატომ მაგრამ ვიღაც ბებიამ თავისი შვილიშვილი გაჩერების სკამიდან წამოაგდო და მე დამითმო ადგილი.დავიჯერო ასეთი წაშლილი სახე მაქვს? მიმიკები დაალაგე კატო,არ გაბედო და რამე სისულელე არ თქვა თორემ არ ვიცი რას გიზავ.
ეს მართლა ხდება?

მანქანა წინ გამიჩერა თუ არა აღელვებულმა მაშინვე გამოვაღე კარი და სწრაფად ჩავჯექი.
რა სასიამოვნო სუნი დგას და როგორი მოწესრიგებულია.
-გამარჯობა-გავუღიმე,რაც შემეძლო ლამაზად- მადლობა რომ მომაკითხე- რა ნაზი ხმა მაქვს.ვაუ
-არაფერს-მხოლოდ ეს.
კარგი,ახლა რა ვქნა? რაზე ვესაუბრო?
-ამმ,ეკაზე რამე ხომ არ გაიგე?
-საბასთან ერთადაა,შენი მესიჯები ნახა და გირეკავდა მაგრამ არ იღებდი.
-ჯანდაბა ხმა ჩაწეული დამრჩა,კიდე კაი ტელეფონი ჩართული მქონდა და შენი შემოსული ზარი დავინახე თორე ამასაც ვერ გავიგებდი-ჩანთიდან ამოვიღე და ხმას ავუწიე.
ეკას შემოსული ზარები და მესიჯები დამხვდა,რა სულელი ვარ. ადამიანს პასუხის დაბრუნებას ვთხოვ და ამ დროს მე ჩაწეული მაქ.
ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე და პირიქით ნახევარი საათის სავალია,ამიტომ საკმაო დროის გატარება მოგვიწევს ერთად,რამეზე ხომ უნდა ვისაუბროთ?
-შენმა დღემ როგორ ჩაიარა?-ყურის ბიბილო მალე მომძვრება, ინსტიქტურად ვეთამაშები.
-მშვენივრად, შენი?-გზისთვის თვალის მოშორებაზე რა აზრის ხარ თორნიკე? წამით მაინც.არა შენი პროფილიც მომწონს,მაგრამ ცოტა ხანი შენც რომ შემომხედო კარგი იქნებოდა.
ჯანდაბა,ეს ჩამოყალიბებული და ჭკვიანი ადამიანი ასეთ რაღაცებს რომ ვაკეთებ და ვფიქრობ ბიჭის გამო,თავი სულელი მგონია მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
-ჩვეულებრივი დღე იყო,არც კარგი და არც ცუდი-მხრები ავიჩეჩე.
ნეტა შემეძლოს რამდენი ხანიც მინდა იმდენი მივაშტერდე.

მანძილი უნივერსიტეტიდან სახლამდე ასე მალე არასოდეს დამიფარავს.
გულში გულიანად ამოვიოხრე როდესაც კორპუსის წინ გააჩერა და ამ სილამაზიდან გადმოსვლა მომიწია.
სადარბაზოში ერთად შევედით,სანამ ლიფტი პირველ სართულზე ჩამოვიდა გემრიელად დამიარა ტანში ჟრუანტელმა,შემდეგ ლიფტში პირველად შესვლის პრივილეგია ჯელტმენურად დამითმო და რაც აქ გადმოვედით პირველად, მადლიერი ვიყავი რომ ასეთი პატარა მოცულობის იყო.
ლამის ისიც ვინატრე რომ შუქები ჩაქვრეს ან დენი წავიდეს.მაინც და მაინც ახლა არ თიშავენ არაფერს.
-კარგი,კარგად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა-პირველს გასვლა მე მომიწია. გვერდით რომ ჩავუარე ისე დამცხა და გამაკანკალა, მაგრამ შეძლებისდაგვარად არ შევიმჩნიე ისევ.
-კარგად-გამიღიმა. გამიღიმა?!
იმედია ჩემი ჩუმი კივილი არ ესმის.

***

-შენ ხომ არ იცი როგორ გაფასებ-კარები გავაღე თუ არა ძლიერად მოვეხვიე ჩემ ჭკვიან მეგობარს.
-ჰა? რატო?-დაბნეულმა გამიღიმა
-რა რატო? ისეთი რაღაც გამიკეთე-ფეხზე ჩემი საყვარელი კნუტიანი ჩუსტები რომ ამოიცვა მაშინვე მისაღებში შევიყვანე და ხელები ფართოდ გავშალე- დარააამ...ეს შენ- პიცის სამი ყუთი და ლუდის ბაკლები ისე ლამაზად გამოიყურება..
-კარგიი...აბა ახლა ამიხსენი რა ხდება-დიდი ყლუპი მოსვა თუ არა მკითხა
-როგორ თუ რა ხდება? შენი დახმარებით მე და თორნიკემ ერთ სივრცეში იმდენი დრო გავატარეთ,ეს რეკორდია-ბედნიერმა გავიცინე.ასეთი დაბნეული სახე რატომ აქვს?-რომ დამირეკა კინაღამ გონება დავკარგე,მერე მანქანით რომ მომაკითხა..,არ ვიცი ასეთი რა გააკეთე მაგრამ გმადლობ...თავი როგორ შევიკავე და არ ვაკოცე არ ვიცი-სიცილს ვერ ვწყვეტ.
-რაა?- მასაც გაეცინა- მაგ დამპალმა მოგაკითხა? ღმერთო ჩემო,მეც არ გამიკვირდა შენი ნომერი რომ მთხოვა? ვკითხე რათ გინდა მეთქი მაგრამ შენი საქმე არააო,მაგას პირიდან სიტყვას როგორ ამოგლეჯ თუ თქმა არ უნდა. ეგ ნახე რაა- თავი სიცილით გააქნია- ხო ხო ნუ მიყურებ ასე,მე არაფერი გამიკეთებია მისი ინიციატივა იყო-
მუცელში ერთი დიდი ამბავი მაქვს,
ახლა ეს მომესმა თუ მართალს მეუბნება?
-ეკა სერიოზულად?
-კი კი-სიცილს არ წყვეტს.

ღამის 12 საათია,საწოლში ვწევარ და ტელეფონში მის ნომერს ვკითხულობ. "თორნიკე" რა ლამაზად აწერია,რა ლამაზი სახელი აქვს.
ახლა ავდგები და მივწერ,ნასვამი ვარ და მეპატიება.
"ძალიან ლამაზი ხარ"
მეცინება. იმ სტერეოტიპს ვარღვევ სადაც გოგოს პირველი ნაბიჯის გადადგმა და ბიჭის "დაკერვა" არ შეუძლია. მაგარია.

"დაიძინე"
ორ წუთში მომდის მესიჯი. იცის რომ დავლიეთ,ეკა ძლივს ავიდა სახლში.

"ტკბილ ძილს არ მისურვებ?"
მაშინვე მპასუხობს.

"ტკბილი ძილი"

საწოლში ჩადნობამდე ცოტა მაკლია. გული ისე მიცემს სადაცაა ამოვარდება,ბედნიერი ვარ.

დღეს ლექციაზე წასვლას არ ვაპირებ,ცუდად ვარ.
დიდი ალბათობით წვიმის გამო გავცივდი. თავის დასაზღვევად მაინც წავედი და კოვიდზე ტესტი გავიკეთე, მაგრამ უარყოფითი აღმოჩნდა, საბედნიეროდ უბრალო გაციებაა.
სიცხეც მაქვს 37 თუმცა სუნი და გემო არ დამიკარგავს.
მშობლებსაც შევატყობინე რომცარ ენერვიულათ,ეკას მივწერე რომ დღეს ვერ ვნახავდი და სახლში გამოვიკეტე,ცხელ ჩაისთან და ყიყლიყოებთან ერთად ამ სიცხეში.
კონდიციონერს ვერ ვრთავ,მეშინია უფრო არ გამირთულოს.
გუშინდელი სულ თავში მიტრიალებს,მისი ღიმილი გონებიდან არ მშორდება.
მართლა ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, იმდენად ლამაზი რომ ჯობია სხვებს არ გაუღიმოს.
მისი ნომერი მაქვს და ვფიქრობ მასთან დასაკონტაქტებლად გამოვიყენო თუ არა.ასე რომ მოვიქცე სტალკერი და გიჟი გამოვჩნდები, არც ის მინდა თავი მოვაბეზრო.ბიჭს რომ ჩემთვის ეს გაეკეთებინა,მითუმეტეს იმ ადამიანს რომელიც არ მომწონს,ალბათ დავბლოკავდი. რა რთული ყოფილა ამის დედაც.

საღამომდე გრეის ანატომიამ გამაქაჩინა,პირველი სეზონიდან დავიწყე და მერამდენეზე ვარ აღარც მახსოვს. კალიმ და ჯორჯმა უკვე იქორწინეს,ბედნიერები არიან,მაგრამ მალე დაშორდებიან.
ყოველ ერთ საათში დედაჩემი მამომწმებს ხომ არ მოვკვდი,მოსვლა ავუკრძალე არ გადაგედოს მეთქი.
6 საათმა ძალიან მალე მოაკაკუნა,დრო ისე გაფრინდა ვერც გავიგე.
თავი გაბრუებული მაქვს და ყელიც ოდნავ მტკივა.
საერთოდ სუსტი იმუნიტეტი მაქვს,მალე ვცივდები მაგრამ მალევე ვხდები კარგად,არ ვიცი რანაირად,ალბათ დედაჩემის და მისი ექიმების დამსახურებით.
მიკვირს კოვიდს როგორ გადავურჩი და აქამდე როგორ არ ამეკიდა,ალბათ თავს ძალიან ვუვლიდი. სულ პირბადე, დეზინფექცია,ხსნარები,ხელების დაბანა, ტანსაცმლის რეცხვა წარამარა.ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

დედაჩემთან საუბარი დაახლოებით თხუთმეტი წუთის დამთავრებული მქონდა ტელეფონზე ზარის ხმა ისევ რომ გაისმა. ამოვიოხრე და მობულურს დავხედე...მგონი ჰალუცინაციები დამეწყო. უკვე ტესტის რეალურობაში ეჭვი შემაქვს.
თორნიკეა,ჩემი გული ერთ ადგილზე ვერ ისვენებს,ხან სად ფეთქავს ხან სად. ახლა მგონი კუჭთან ახლოსაა.
-გისმენთ?-ახლა ხმის განაზება არ გამომივა რომც ვცადო,ისეთი ჩახლეჩილი ხმა მაქვს.
-კარგად ხარ?-ცოტაც და მე და მას ერთნაირი ტონალობის ხმები გვექნება.
-კი ცუდად რატომ უნდა ვიყო?-გამიკვირდასავით.
-ეკამ მითხრა რომ ცუდად ხარ,რამე ხომ არ გჭირდება?- ანუ.. ეს რანაირად. ცოტახნის წინ სულ არ მაქცევდა ყურადღებას და ახლა.. ეტაპებს გადავახტით და პირდაპირ ასე ვიწყებთ? კარგი,ჩემთვის უკეთესი.
-ხო გავცივდი და ამიტო,ტესტი გავიკეთე კოვიდზე უარყოფითი აჩვენა, ასე რომ უბრალო გაციებაა-
გულზე ხელი მივიდე,ძალიან სწრაფად მიცემს,დავიჯერო ეს მის გამოა? უკვე ასეა?
-კარგი,ეკა დღეს სახლში არ იქნება და თუ რამე დაგჭირდება დამირეკე-
აი იცით ეს რა გრძნობაა? რაღაც არაამქვეყნიური,ჯერ რომ არ გამომიცდია.
-კარგი,მადლობა ყურადღებისთვის- მე გათიშვას არ ვაპირებ. ერთმანეთის სუნთქვა გვესმის,ჩემი აჩქარებულია,მისი არ ვიცი. ვერ ვხვდები. ტვინი ვერ მუშაობს წესიერად.
-კარგი თავს მიხედე-გათიშა.

***

ჯანდაბა მთელი სხეული მტკივა,მგონი სიცხემაც ამიწია.
ღამის ათი საათია,უკვე საწოლში ვარ შეფუთნული,ამ გაგანია ზაფხულში სიცივეს თუ ვიგრძნობდი ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ეკასთან საუბარი ცოტახნის დასრულებული მაქვს და უკვე თვალები მებნიდება,მაგრამ დაძინების მეშინია მგონია რომ მოვკვდები. ორი ტესტი გავიკეთე ერთი სწრაფი და პისიარის,პირველმა უარი აჩვენა მაგრამ მაგას არ ვენდობი,პისიარის პასუხი ექვს საათში მოვა.
საშინელებაა,მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სადაცაა უნდა მოვკვდე,თითქოს დამჭრეს და სისხლის დაკარგვის გამო ნელნელა ენერგიასაც ვკარგავ.
მგონი ფეხზე რომ ავდგე დიდხანს ვერ გავჩერდები და დავეცემი ძვლები ისე მტკივა.კარებზე ზარია.
ჯანდაბა ახლა ამის დროა? ღმერთი მაგრად მიჩალიჩებს.
გადასაფარებელი კარგად მოვიხვიე და პირბადე გავიკეთე, ნამდვილად არ მინდა ვინმეს რამე გადავდო.
კარებთან ძლივს მივაღწიე და ოდნავ გამოვაღე.
-აქამდე რას აკეთებ...დი-ალბათ  ჩემი ჩაწითლებული თვალები ახლა შეამჩნია.
-გისმენ-კარებს დავეყრდენი და უკან გამოვიწიე.ფეხზე დგომა მიჭირს.
-რა დაგემართა? სიცხე გაქვს?- ჩემკენ გამოწია და კარები შემოაღო,უკან გავიწიე და თავი გავაქნიე მაგრამ ყურადღება მაინც არ მომაქცია.
-ახლოს არ მოხვიდე მგონი კოვიდი მაქვს..-პირბადის მოსატანად მივტრიალდი,მკლავში რომ ჩამავლო და მისკენ მიმწია.ხელი შუბლზე დამადო და წარბები შეჭმუხნა.
-იწვი- თავისთვის თქვა და ამოიოხრა.შეამჩნია რომ უკვე სანახევროდ მასზე ვიყავი ჩამოკიდებული.
წამის მერე ჰაერში ვიყავი გამოკიდებული,უფრო სწორად მის მკლავებში. ვა-ი-მე. ეს რა ხდება.
თვალები იმხელაზე გამიდიდდა იმედია კაკალი არ გადმოვარდება.
რა კოვიდი,რის კოვიდი,წამიერად სულ დამავიწყდა ცუდად რომ ვარ,მაგრამ ამანაც მალე შემახსენა თავი ისე ძლიერად ამტკივდა სახსრები. კოვიდი მაქვს,ტესტის პასუხი რაღად მინდა.
-შენც აქ მოგიწევს ყოფნა, კოვიდი მაქვს-თავი მის მხარზე მედო და ძლივძლივობით ვაბამდი სიტყვებს.
ჯანდაბა რა რთულია.
-არაუშავს, კარანტინში ვიქნები და თუ შემხვდა გადავიტან,ძლიერი იმუნიტეტი მაქვს-თავის ჭკუაში დამაწყნარა,არადა არ მინდოდა ვინმესთვის, მითუმეტეს მისთვის გადამედო.
ჩემს ოთახში,საწოლზე დამსვა,თავად კი წინ დამიდგა.
-წამლები დალიე?-თავი დავუქნიე. არ ვიცი მეჩვენება თუ არა,მაგრამ ახლა ბევრად სიმპათიურია.
-კარგი,წავალ ჩაის მოგიმზადებ,დედაჩემს გადატანილი აქვს და რაღაც გამეგება-გამიღიმა.მგონი მამშვიდებს.
-შენ გადარჩი?
-ხო,მაგრამ ამჯერად არამგონია გამოძვრე-წარბები აწია.
არ ეშინია მაინც? რანაირი ადამიანია.
-არ გეშინია მაინც? რანაირი ვინმე ხარ-ეს ბოლო წინადადება წამომცდა.
-ვაქცინის ორივე დოზა მიღებული მაქვს და ვნახოთ აბა,დავტესტოთ რა იქნება.
-მეც გაკეთებული მაქვს ორივე მაგრამ მაინც მძიმედ ვარ-ამოვიოხრე. მაინც მაქვს იმედი რომ ეს ორი ნაჩხვლეტი გადამარჩენს.
ოთახიდან რომ გადიოდა პირბადეები დავაბარე,მაინც რა იცი რა ხდება,იქნებ არ გადაედო? იმედს ვიტოვებ.

ოთახიდან გავიდა,უკან კი ჩაით და პირბადეებით დაბრუნდა.
-ხვალ მეც გავიკეთებ პისიარს,შენი რამდენ ხანში მოვა?- ჩემგან მოშორებით,სავარძელში ჩაჯდა.
- უკვე ხუთ საათში,მაგრამ მაგის გარეშეც ვიცი რომ კოვიდი მაქვს.-მიკვირს ასე როგორ მიჭირავს თავი,საიდან მაქვს მაგის ძალა? რანაირად?
-თუ გინდა დაიძინე,მგონი თვალები გეხუჭება- რა თბილი ღიმილი აქვს,ესე მასულელებს.დამანებოს თავი,მაგის გარეშეც ვდნები.
-ცოტახანს წავუძინებ შენისნებართვით-მეც გავუღიმე და ისე მალე ჩამეძინა ვერც გავიაზრე.

გაღვიძებულს თორნიკე ჩაძინებული დამხვდა. ისე საყვარლად და თან სექსუალურად იყო მიწოლილი დივანზე ფოტო რომ არ გადამეღო არ შემეძლო,
ძილმა თითქოს ძალა შემმატა და თორნიკეს გვერდში დგომამ ფსიქოლოგიურადაც უფრო გამაძლიერა სიმართლე რომ გითხრათ.
მეილი გავხსენი,ვიცოდი უკვე რა პასუხიც დამხვდებოდა მაგრამ არ ვიცი რატომ,თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა. თითქოს ახლა გავიაზრე და ცოტა არ იყოს შემეშინდა. ვაი და მეც დანარჩენებივით დავამთავრო? რომ მოვკვდე?
არ ვიცი ჩემმა სლუკუნმა გამოაღვიძა თუ ისე გაიღვიძა,მაგრამ ცოტახანს მიყურა და ისე მოულოდნელად ჩამეხუტა ვერც გავიაზრე. უკვე პასუხიც ვიცოდი და ხელით მთელი ძალით ვაწვებოდი რომ გამეწია მაგრამ მაინც არ მეშვებოდა. არადა ერთი დიდი სიამოვნება იყო მისი ჩახუტება.
-თორნიკე დამიდასტურდა და ხვდები მაინც რას აკეთებ? სახლში წადი-ხმა ოდნავ მიკანკალებს
-სიმართლე რომ გითხრა ჩემი ბრალი არ არის,სხეული თვითონ მოქმედებს- ჩუმად ჩაილაპარაკა- ნუ ტირიხარ,საერთოდ არ გიხდება-
რა სათქმელი ან გასაცინებელი ეს იყო,მაგრამ გამეცინა.
-კარგი,თუ არ მიხდება...-ტირილი და სიცინი ხომ იცით ერთად როგორი საოცარი საყურებელია?

***

-ყავას დალევ?- წიგნის კითხვაში გართულს მეკითხება,თავი დავუქნიე და მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ სხეულს თვალი გავაყოლე. ვინ? ხოო... თორნიკე.
მასაც დაუდასტურდა და იმ დღესვე ჩანთით და საჭირო ნივთებით ჩამომაკითხა,ჩამისახლდა. მომთაფლა,ასე უფრო გაგვიმარტივდებაო. მართალი აღმოჩნდა პრინციპში,ორივეს მსუბუქ ფორმებში გვაქ. მართალია მე პირველი დღე გამიჭირდა მაგრამ ეს რამოდენიმე დღეა ძალიან შემიმსუბუქდა.
სამი დღეა ერთად "ვცხოვრობთ" და მაწამებს.

ჩემი მოუხერხებლობის ამბავი ხომ არ დაგავიწყდათ? დღეს დილით სრულიად შემთხვევით სააბაზანოში შევუვარდი, სამწუხაროდ საცვლები ეცვა.
მაგის მერე მთელი დღეა ახურებული დავდივარ. ოხ ეს ჰორმონები.
ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს დავინფიცირდი პანიკა ატყდა.
მათგან ასეთ რეაქციას მოველოდი,ამიტომ არ დავაყოვნე და სიმართლე ვუთხარი,ოღონდ თორნიკეს სქესი შევცვალე და თამო დავარქვი. ამან ცოტა დაამშვიდა,იფიქრეს მომაკვდავს წყლის მომწოდებელი მაინც მეყოლებოდა ალბათ.
დღეს მესამე დღე იწყება დროებითი თანაცხოვრების და ეს ორი ღამე ისე ტკბილად მძინავს აქამდე რომ არ მძინებია.
ჩემ გვერდით ოთახში დავაბინავე და ლამისაა კედლებს დავუწყო კოცნა მასზე ფიქრში.
თან საშინელი და თან სასიამოვნო გრძნობაა,ერთი კედელი რომ გვყოფს. რამოდენიმე ნაბიჯი გვაშორებს ერთმანეთისგან. ბედის ირონია.

-ცხელია,ჯერ არ დალიო- მის თვალწინ ენა რომ დავითუთქე მას შემდეგ მაფრთხილებს. გავთბი,მაგრამ თან შემრცხვა.
-მადლობა-გავუღიმე.
სახლის ფორმაში ისეთი საყვარელია.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს ასეთ სიტუაციაში.
ქორწინებამდე ბიჭთან ერთად ცხოვრება? ნამდვილად ბომბის ჩაგდების ტოლფასი იქნებოდა ჩემი მშობლებისთვის.
-როგორ ხარ? თავი კიდევ გტკივა?
-არა,მაგრამ ახლა კუნთების ტკივილი დამეწყო. ეს კორონა ერთ ადგილზე ვერ ჩერდება,დახტის აქეთ-იქით- ჩემი შეწუხებული,სასოწარკვეთილი ხმა ალბათ კარგი მოსასმენია.
-თერთმეტი დღეც მოვიცადოთ,მალე გავა-თავი უკან აქვს დივანზე გადაწეული,ხელები კი ჭიქაზე აქვს მოხვეული.
- რაღაც მინდა გკითხო-ჩუმად დავიწყე.
-გისმენ- თვალს არ მაშორებს.
-რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?- იმდენი ხანია მაინტერესებს. ეკასთვის არ მიკითხავს,მისგან მინდა ყველაფრის გაგება.
- კომპიუტერულ მეცნიერებაზე,
რაში გაინტერესებს.
-არა ისე.. უბრალოდ, ეს დღეები ერთად მოგვიწევს ყოფნა და ერთმანეთი უკეთ ხომ უნდა გავიცნოთ-მხრები ავიჩეჩე.
-ჰმმ- ისევ მიეყრდნო საზურგეს. რამოდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა.
იმდენ რამეზე მინდა ვესაუბრო და ვერაფერს ვეუბნები. არადა რა საინტერესო მოსაუბრე ჩანს.
გაეცინა.
რა აცინებს?
რა არის სასაცილო?
თავი გადმოწია და ჭიქიდან მოსვა.
თან მე მიყურებს. თვალები რაღაც ცუდად უციმციმებს. გული ზედმეტად სწრაფად მიძგერს.
დამაჟრიალა.

***

იცით ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი რა არის ამ წუთისოფელში? არ იცი საიდან რა დაგატყდება თავს. სრულიად მოულოდნელად შეიძლება მოკვდე,ფეხი გადაგიბრუნდეს,კორპუსის სახურავიდან გადმოვარდე და ინვალიდი დარჩე,ან ვიღაცის დაკარგული საფულე იპოვნო და კაი მსუყე კუპიურები ჩაიტენო ჯიბეებში. მე მომსვლია ასეთი რამ, სამწუხაროდ დებილი ბავშვი ვიყავი და ღამის ათ საათზე სახლში მიმავალმა აპარატთან საფულე რომ დავინახე ჯერ გავშეშდი ხელში რომ ავიღე,ვიფიქრე გავხსნითქო,თავიდან კი მომერიდა მაგრამ მერე სხვა გზა აღარ მქონდა,იქნებ პასპორტი არის შიგნით და ამის დახმარებით ვიპოვნოთქო,გავხსენი მაგრამ ოც ლარიანების და ას ლარიანების გარდა არაფერი იყო,ამიტომ სადღაც ოცი წუთი იქ ვიდექი და ველოდი ვიღავ უცნობს,რომელიც სირბილით და ნერვიულობისგან დაქანცული დიდ მადლობას გადამიხდიდა გახარებული დახმარებისთვის,მაგრამ ვინ მაცადა? ვიღაც ეშმაკი ქალი მოვიდა,მე რომ ანგელოზი მეგონა და საფულე ისე ოსტატურად, სიტყვიერად ამართვა ხელიდან ვერც მივხვდი, დახმარება შემომთავაზა,მე დაველოდებიო და მეც დავუჯერე,არც მიფიქრია მატყუებს მეთქი ისე მიღიმოდა და ბედნიერი, დამშვიდებული წამოვედი იმაზე ფიქრში რომ პატრონს დაუბრუნდებოდა დაკარგული ნივთი,მაგრამ სახლში მისულს მამაჩემმა ჩამიმწარა ბავშვური მოლოდინები, მითხრა იმ ქალისთვის მიცემას,ჯობდა შენ წამოგეღოო.აი მანდ შეირყა ჩემი ხალხის მიმართ ნდობა და მივხვდი რომ ასეთი სისულელით დიდხანს მე ვერ გავქაჩავდი,ზედმეტად მეამიტი ვიყავი,ტუზი დამეცა და ის ტუზი ისე მოვისროლე არც დავფიქრდი,მაგრამ არ ვნანობ,წამითაც კი,რადგან მე ის ფული არავისთვის მომიპარავს,აი იმ ქალმა კი ინაღვლოს,რადგან ადრე თუ გვიან მასაც იგივეს გაუკეთებენ და იმედია ჩემი მოხარხარე სახე დაუდგება თვალწინ.
ეს ამ ყველაფერთან რა შუაშია.
ახლაც ზუსტად ასეთი ტუზი დამეცა და აღარ ვაპირებ თავი მიწაში ჩავრგო. დროა სამყარომ იხილოს ჩემი ძალა!
მე მეხერხება სწორ გზაზე ფეხის გადაბრუნება,საცვლების მიზანში გარტყმა და ასევე, მთვრალ გონებაზე სისულელეების კეთება.
უბრალოდ მიყურეთ.

***

დილის რვა საათია.
არაფერი დამიგეგმავს,მთელი დღე  თავისუფალი მაქვს.
ჩემ გვერდით ოთახში წევს ადამიანი,რომელიც მინდა.
ღმერთო რა ბედის ირონიაა,სულ რატომ მეღადავები? აბა ჩემი შვილები ხართ და მიყვარხართო?
რაღაც ეს უკანასკნელი არ ჩანს.
კარგი.. ცოტა უმადური ვარ. ვიცი. გავჩუმდები.
საწოლში ვერ ვისვენებ. ხან ერთ მხარეს ვწევარ,ხან მეორეს.
ვვოხრავ ისე თითქოს ვახტანგ გორგასლის საქმეების წონა ტვირთის ზიდვა მე მიწევდეს.
ისე მე რომ ვყოფილიყავი ვახტანგ გორგასალი ქართლი დაიღუპებოდა. მაგაში გაგვიმართლა,21-ე საუკუნეში დავიბადე და მონარქიაც აღარ არის,მე დედოფალი არ ვარ,ესეიგი საქართველო რამენაირად გადარჩება.
რა შუაშია?
ბალიშში თავჩარგული რაც შემიძლია ჩუმად ვკივი.
უნდა გამოვუტყდე.
გადაწყვეტილია!
წამოვდექი.

ერთი.ორი.სამი.
მისი ოთახის კარზე ვაკაკუნებ.
ნაბიჯების ხმა მესმის,კარებს მალევე მიღებს და მეც ყელში გაჩხერილი სიტყვები საყლაპავ მილში მეკეტება.
რაღა ახლა მოუნდა წამებში კარის გაღება?
-გისმენ- მიღიმის.
-ისა...-ნაცრისფერი სპორტულები აცვია. ჯანდაბა. ზედმეტად უხდება.
-კატო-ხელს თვალების წინ მიქნევს-კარგად ხარ? რამე ხომ არ გჭირდება?- ყველაფერთან ერთად ძალიან მზრუნველი ხომ აღმოჩნდა,მაგრამ იცით როგორ გემრიელად ამზადებს? არა მოიცა,ახლა ამის დრო არ არის.
-ჩახველება-ჯანდაბა არა,კი არ უნდა თქვა უნდა ჩაახველო კატო,ხმამაღლა წამომცდა.
-რა?- გაოცებული მიყურებს. ვერ ხვდება რა ხდება.
არაუშავს,კარგია. ასე ჯობია.
-კარგად-თავი დავუკარი და გამოვბრუნდი.

ვიცი...
არაა თქმა საჭირო.

***

მეორე მცდელობა.
ჩემ წინ ზის და შემწვარ კარტოფილს მიირთმევს.
ის გემრიელად ჭამს,მე მას ვუყურებ და ამით ვკმაყოფილდები.
არ ვიცი რანაირი მზერა მაქვს ასე აწურული რომ ზის,მაგრამ თვალს რომ არ ვაშორებ და თან ჩანგალს გამაღიზიანებლად ვამოძრავებ თეგშზე ამას ვხვდები.
-კატო-გისმენ-ზედმერად სწრაფად ვუპასუხე.
გაეღიმა,ცდილობს შეიკავოს მაგრამ არ გამოსდის.
ჩემი მზერა უფრო მტკიცე ხდება.
-პირდაპირ მითხარი- აი ისიც. კარგი მომენტია. მიდი კატო. მიდი.
საკუთარ თავს ვაგულიანებ.
რატომღაც უშიშრად ყოყმანის გარეშე ვაღებ პირს. ნუთუ... ნუთუ დადგა ის მომენტი... მე მას ყველაფერს ვეტყვი...
-ოდესმე იმაზე დაფიქრებულხარ რომ თითოეული ისტორიული ადამიანი იმ მზეს უყურებდა რომელსაც ყოველდღე ჩვენ ვუყურებთ?-თვალებში მიყურებს. მეც თვალებში ვუყურებ მთელი სერიოზულობით.
წამიერი სიჩუმე. ალბათ არ იცის რა თქვას.ნეტა არაფერი თქვას.
-არა...არასოდეს- ეღიმება.შემდეგ ეცინება.-ჯანდაბა,რა სასაცილო ადამიანი ხარ, კატო-თავს აქნევს და ჭამას აგრძელებს.
უცნაურია.
რა არის უცნაური?

***

მესამე. და ბოლო...
სააბაზანოშია.
დედაჩემთან,მამაჩემთან,ბიცოლაჩემთან და ეკასთან საუბარმა ნახევარი დღე წამართვა. მაინც და მაინც ახლა მოუნდა ყველას დარეკვა.
იცოდით რომ მისი სამოსის უმრავლესობა ყავისფერ ფერს შეადგენს? და რაღავ ჩინური ჩაი უყვარს,რომელსაც ყოველ დილით მეც მიკეთებს. როგორც ვთქვი ძალიან მზრუნველია,თან მოხერხებულია. კარგად ალაგებს,საჭმელს აკეთებს,რეცხავს კიდეც. მოკლედ ერთმანეთს შევეფერებით. მე სისუფთავე მიყვარს,მასაც. მე დალაგება არ მიყვარს,მას უყვარს. მე საჭმელებს ვერ ვაკეთებ,ის აკეთებს. მე თუ ვინდოუსმა გამიჭედა ის გააკეთებს,მას თუ კბილი ასტკივდა მე გავუკეთებ. ერთმანეთს ვავსებთ.
რა სირცხვილია.
კიდევ კაი ჩემი არავის ესმის თორემ საქვეყნოდ შევრცხვებოდი.

ნახევარ საათში გამოვიდა.
ტელევიზორის წინ ვზივართ და რაღაც გადაცემას ვუყურებთ.
თვალებსაც კი არ ვახამხამებ, ტელევიზორს ისე ვაშტერდები, მოულოდნელად სიცილის ხმა რომ მესმის გვერდიდან.
-რა? რა ხდება?- რა თქმა უნდა მე დებილივით მეღიმება მის შემხედვარეს.
-არაფერი-თავს აქნევს და ტელევიზორის ყურებას განაგრძობს.
-კარგი რა, მითხრა-არ ვიცი ავღნიშნე თუ არა, თუმცა ადვილად გავშინაურდით.
-ახლა გამახსენდა დილით რაც მითხარი და გამეცინა-კიდევ ეცინება.მეც ვერ ვიკავებ.
ძალიან საყვარელი სიცილი აქვს-
ძალიან სასაცილო ადამიანი ხარ,ასეთებზე ხშირად ფიქრობ ხოლმე?-ინტერესით მეკითხება.
თავს ვუქნევ.
-კი,შენ ვერ წარმოიდგენ კიდევ რამდენი ეგეთი ვიცი-ჩავუსტვინე.
ეჰ,ეგეთებზე საფიქრალად იმდენი დრო მქონდა შენამდე. მერე შენ დაგინახე და...
-აბა, მიდი მაინტერესებს.-გულზე ხელები დაიკრიფა და კომფორტულად მოკალათდა.
უფფ,აბა კი. ჩემს ბნელ ტვინში შევახედებ ვინმეს, მითუმეტეს შენ.არაა.
-შანსი არაა-თავი სიცილით გავაქნიე.
-მიდი რა და ერთი ნებისმიერი სურვილი ჩემზე იყოს თუ გამეცინება-
გამიღიმა.რა ბავშვური წინადადებაა არა? მაგრამ მს გული ამიჩქარდა.
რამდენს მიღიმი ადამიანო,ჩემი სიკვდილი გინდა?
წამიერად დავფიქრდი წინადადებაზე.
გამომადგება.
-კარგი,მაგრამ ნებისმიერი სურვილი წუწუნის გარეშე,მოსულა?- მისკენ ხელი გავიშვირე ჩამოსართმევად.
-შევთანხმდით- ჩამომართვა.
რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ
-ადამი პირველი იღბლიანი კაცი იყო რადგან სიდედრი არ ყავდა-
ცოტახანი იჯდა. მიყურა. მიყურა. მაგრამ წამების მერე იმდენად ხმამაღლა აუტყდა სიცილი მეც გამეცინა. ისევ.
ეჰჰ.. სიყვარულო ძალსა შენსა.


იმ დღის შემდეგ ორი დღე გავიდა.
ერთი სურვილი ჩემია,მაგრამ როგორ ან რაში გამოვიყენო ტვინი ვერ ფიქრობს.
თვალები ამომიღამდა ამაზე ფიქრში,ამას პლიუს ათასი სასწავლი,ეს კორონა,ძალიან მსუბუქ ფორმებში მაგრამ მაინც და მოკლედ,მაგარ დღეში ვარ.
-რა გჭირს? რა დასტრესილი სახე გაქვს-ჭიქა გამომიწოდა დივანზე ფეხებაკეცილს და ჩემ წინ დაჯდა.
-არაფერი-თავი გავაქნიე.
-სერიოზულად, გუშინ საერთოდ არ გეძინა,რამე მოხდა?- ნეტა ყველაზე ასე ზრუნავს და ყველა ესე აინტერესებს? არა,არ არის ასეთი პიროვნება. აბა "ჩემი მამიდაშვილის მეგობარი ჩემი მამიდაშვილია?" ლამის თვალები გადმომივარდა,ესღა აკლია ჩემ გონებას.
-კატო,ასეთზე რაზე ფიქრობ-წამიერად დასერიოზულდა.
-არაფერი უბრალოდ გამახსენდა რომ ჩემი მომავალი მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული-საცოდავად გავუღიმე.
წარბები ამიწია.
-არაა საჭირო შენი თვალწარბის დემონსტრირება,ვიცით რომ ყველაფერი ულამაზესი გაქვს- კატო,ენა რომ არ გქონდეს რა გეშველებოდა ნეტა?
-გიჟი ხარ-თავი ღიმილით გააქნია.
შენ თუ ასე გამიღიმე ყოველდღე მართლა გავხდები საგიჟეთში წასაყვანი,კი.
-ხვალ ჩემი დაბადების დღეა-აი ესე უეცრად,ყველანაირი შემზადების გარეშე მომახსენა.
მადლობა თქვას რომ იმ ცხელმა ჩაიმ არ დამახრჩო თორემ დედაჩემს როგორ გადაურჩებოდა ან მე,ან ის წარმოდგენაც არ მინდა.

***

მისი დაბადების დღე.
22 წლის ხდება.
სამწუხაროდ ტორტი და ასეთი ტკბილ-ტკბილი გემრიელობები არა,მაგრამ გემრიელი პიცა,ლუდი და შამპანურით დავიწყეთ მისი დაბადების დღის აღნიშვნა.
პატარა, მოკრძალებული ფართი.
მხოლოდ მე და თორნიკე.
ღამის 12 საათი.
რა რომანტიკულია.
ცოტა ვაზვიადებ მაგრამ არაუშავს,
გულს უხარია.
ისიც მხიარულადაა ვხედავ.
-აი ამ ჭიქით...-გამეცინა კარგი ღიპიანი თამადასავით რომ დავიწყე. მანაც არ დააკლო გადაკისკისება. მე ვხარხარებ,ის კისკისებს,მე ურჩხული,ის მძინარე მზეთუნახავი,თქვენ ასე წარმოიდგინეთ.
-შენთან დროის გატარება სასიამოვნოა კატო-არადა თავიდან როგორი ცივი პიროვნება ჩანდა.
არა რაა,მართალია როცა ამბობენ ადამიანზე იქამდე არ უნდა თქვა არაფერი სანამ კარგად არ გაიცნობო. აჰა, ცოცხალი მაგალითი.
დრო სიცილში გადის,კომედიური ფილმის ყურებაში.
ჩემი ერთი სურვილი.ახლა გამახსენდა.
-თორნიკე-მისკენ დიდი სისწრაფით მივტრიალდი.
-ჰმ-გამიღიმა.მიხვდა რაღაც საოცრება რომ მომაფიქრდა.
-ჩემი ერთი სურვილი. ვიცი რაც მინდა- გაეცინა.
-ჩემ დაბადების დღეზე მე აგისრულო შენი სურვილი?- ოხხ ეს ამისი ცინიკოსობა. მაგრამ რა ცინიკოსობა,მართალია ადამიანი.-კარგი მიდი,მითხარი.
-არა ესე არა,მოიცადე-ოთახში გავვარდი. ოხ ეს სასმლის ძალა.
გახსოვთ მაღლა რომ ვახსენე ჩემს სუპერძალებში სიმთვრალის დროს სისულელეების კეთება შედის მეთქი. ხო,ეგ არ დაივიწყოთ.
ჩემი ოთახიდან პატარა ნაჭერი ავიღე მის სიმპათიურ სახეს რომ მორგებოდა,შემდეგ სამზარეულოში გავვარდი და ჩემი უსაყვარლესი კანფეტის, უსაყვარლესი გემოს მქონე ტკბილეული ავიღე და ისევ უკან დავბრუნდი.
-მე რა უნდა გავაკეთო?- გაურკვევლობაში მყოფმა მკითხა.
-უბრალოდ თვალები დახუჭე და არ შემეწინააღმდეგო-თავი დამიქნია დივნის წინ,ხალიჩაზე მჯდარმა.
თვალები კარგად ავუხვიე,ჩემი საყვარელი კანფეტი გავხსენი და ტუჩებზე წავუსვი.
-რას აკეთებ-ტუჩები გაილოკა.
-ნუუ,ნუ შვები-სახე დავუჭირე და სველ ტუჩებზე მარწყვის გემო გადავიტანე.
მე და ჩემი სიზმრები.
ახდენის დროა.
-კატო ნ..-არა. ახლა ჩემი დროა. ის დროა როცა ამდენხნიან ტანჯვას ბოლო უნდა მოეღოს. და აი ისიც. მისი რბილი, ფაფუკი ტუჩები. მარწყვის გემოთი. მის ყბებზე მოხვეუილი ხელებით, მუხლებზე მდგარი დიდხნიან სურვილს ვისრულებ. ოხხ,ფანტაზიავ.
მადლობა ღმერთო. მადლობა ჩემო თაო რომ სიმთვრალეში ასეთი გამბედავი ხარ.
მგონი საკმარისია.არა,ვიცი რომ ჩემთვის არ არის საკმარისი მაგრამ აშკარა ძალადობაზე ხომ არ გადავალ? ის ისაა მისგან მოშორება დავიწყე, მოულოდნელად, ვერასდროს რომ ვიფიქრებდი ისეთი რამ მოხდა.
მისი ტუჩები მისივე ინიციატივით აჰყვა ჩემსას.
აი თურმე რა ყოფილა ბამბის ქულაზე წოლა.
თვალებიდან ნაჭერი ისე მოიხსნა ვერც მივხვდი.
უკან გამოწეულს, უკვე რომ მივხვდი დასვენება მჭირდებოდა,თვალებში რომ ჩავხედე მივხვდი ჩემი ტვინი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
მრცხვენია... და თან გული ზედმეტად სწრაფად მიცემს.
-თორნიკე-ჩუმად ვთქვი.
-გისმენ-გამიღიმა.
-იცოდი? ლოლიპოპის წუწნისას ჩვენსავე ნერწყვს რომ ვყლაპავთ?-
ამის თქმა არ მინდოდა.
გაეცინა.ძაან გაეცინა.
მეც გამეცინა.
ჩემკენ გადმოწეული ტუჩებზე მომეკრო და თქვა-კიდევ ბევრი მსგავსი ფატქის მოსმენა მინდა შენგან კატო..



________

წერისას ძალიან გავერთე და იმედია თქვენთანაც მოვა დადებითი ემოციები



№1 სტუმარი სტუმარი თეა

არაჩვეულებრივია.ვიხალისე ძალიან.❤❤❤

 


№2  offline წევრი ლილილი

სტუმარი თეა
არაჩვეულებრივია.ვიხალისე ძალიან.❤❤❤

მადლობა,მიხარია????????

 


№3  offline წევრი OKI ME

აბა ვნახოთ :P წავედი წავიკითხო ერთი ❤️❤️

 


№4  offline წევრი ლილილი

Megioki
აბა ვნახოთ :P წავედი წავიკითხო ერთი ❤️❤️

იმედი მაქვს მოგეწონებათ,რაც შეიძლებოდა კარგი ვაიბები ჩავაქსოვე

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

რა კარგი იყოო, როგორი დადებითი ემოციებით გავერთე. კატოზე ვიხალისე სასწაულად, მის ქცევებზე, ძალიან საყვარლობა იყო. იუმორი გაქვს არაჩვეულებრივი.

დამენანა მალე რომ დამთავრდა. მართლად ძალიან კარგი იყო

 


№6  offline წევრი ლილილი

სტუმარი ქეთა
რა კარგი იყოო, როგორი დადებითი ემოციებით გავერთე. კატოზე ვიხალისე სასწაულად, მის ქცევებზე, ძალიან საყვარლობა იყო. იუმორი გაქვს არაჩვეულებრივი.

დამენანა მალე რომ დამთავრდა. მართლად ძალიან კარგი იყო

დიდი მადლობა❤️❤️ ძალიან მიხარია ასეთი ემოციები თუ გამოიწვია

 


№7 სტუმარი სტუმარი ლალი

ძალიან ვიხალისე, განსაკუთრებით ბოლოს

 


№8  offline წევრი ლილილი

სტუმარი ლალი
ძალიან ვიხალისე, განსაკუთრებით ბოლოს

მიხარია ????❤️

 


№9  offline წევრი გ უ გ უ

ძალიან ძალიან მომეწონა, ბევრი ვიხალისე ????❤️❤️❤️❤️❤️ კიდევ წავიკითხავ აუცილებლად ❤️????❤️❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი ლილილი

გ უ გ უ
ძალიან ძალიან მომეწონა, ბევრი ვიხალისე ????❤️❤️❤️❤️❤️ კიდევ წავიკითხავ აუცილებლად ❤️????❤️❤️❤️❤️

მადლობა❤️❤️

 


№11  offline წევრი sofi_sofiaa13

ძალია მომწონსს იმედია მეორე ნაწილიიიიც იქნებაა
--------------------
ფეფო

 


№12  offline წევრი ლილილი

sofi_sofiaa13
ძალია მომწონსს იმედია მეორე ნაწილიიიიც იქნებაა

დიდი მადლობა❤️ მეორე ნაწილზე რა გითხრათ აბა,გეგმაში ნამდვილად არ მაქვს.

 


№13  offline წევრი ენნე

აი ამას ჰქვია “ძალიან საყვარლობა”❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი ლილილი

ენნე
აი ამას ჰქვია “ძალიან საყვარლობა”❤️❤️❤️


მადლობა❤️

 


№15 სტუმარი მარტა

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. ყოჩაღ, ძალიან ნიჭიერი ბრძანდებით.
პ.ს. 5 ივლისის ამბები, ავსტრიელი გოგონას მკვლელობა და ტატუს გამო ადამოანის ცემაზე ყურადღების გამახვილება ცოტა მეზედმეტას.

 


№16  offline წევრი ლილილი

მარტა
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია. ყოჩაღ, ძალიან ნიჭიერი ბრძანდებით.
პ.ს. 5 ივლისის ამბები, ავსტრიელი გოგონას მკვლელობა და ტატუს გამო ადამოანის ცემაზე ყურადღების გამახვილება ცოტა მეზედმეტას.

მადლობა ♥️ ეს ისტორია მაშინ დაიწერა როდესაც ეს ყველაფერი მოხდა,ასე რომ ჩემი გრძნობები, შეხედულებები და ემოციები აისახა ამ ისტორიაზე,ოღონდ მსუბუქად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent