შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპარში მინდა ვცხოვრობდე, სადაც ...


7-04-2016, 15:23
ავტორი Kristy
ნანახია 2 794

ზღაპარში მინდა ვცხოვრობდე, სადაც
წუთი უშენო სევდას გაფანტავს
და სანიმუშო სურვილი კვლავაც
დაუოკებელ ოცნებებს ფანტავს!

არ დაივიწყო დღემდე რაც გიყვარს,
რადგან გავიხდი უშენობის ჟამს
და დღეს შენ გამო, სამყარო მიყვარს,
ისევ შევხარი საოცნებო წამს!

და უმოწყალოდ სასტიკი ხვედრი
ისევ მიხუტებს, იცოდე, მძლავრად!
არ ვურიგდები და მაინც გელი,
დაგეძებ ურჩი წვიმების კვალად!

საოცარია, რომ ისევ მელი,
არ მინდა იყო შენი გრძნობის ტყვე!
მინდა, რომ ჩემი ყველა სათქმელი
ლექსად ვაქციო და შენ მოგიყვე:

გამაფერადე შენი ფერებით,
როგორც ნახატზე შექმნილი ქალი,
რომ სანიმუშო გრძნობის ფენებით
შემოგექარგოს მხურვალე ალი!

შემომეჩვიე, რომ შენს ბილიკებს
მუდამ ჩემს გზებზე ხვდებოდეს ნამი,
რადგან გაქცეულს ისევ მიგიღებს
ეს საძულველი, ეული წამი!

და რადგან უკან არ დაბრუნდება
განურჩეველი სიტყვების ჭავლი,
განსაკურნებლად დიდ დროს უნდება
მუდამ ერთგული, თავნება ჯავრი!

ამიტომ ისევ ჩვეული სევდით
გადის დღეები წრმენის ლოდინში
და ამ მომავლის ბოროტი ხედვით,
დავიფერფლები შენს მოლოდინში!



№1 სტუმარი Magda

რა კარგი რამეა. ძალიან მომწონს

 


№2 სტუმარი Nini

ვის არ უნდა ეს ზღაპარი, მაგრა გადმოსცემ სათქმელს, ყოჩაღ

 


№3 სტუმარი Firestorm

ოჰ ეს ზღაპრები. როგორ მიყვარს. საოცარი ლექსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent