შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების შანსი (მეორე თავი)


2-11-2021, 11:21
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 1 904

დიდი ხმაური იყო გულედანების ოჯახშიც.
-რა სისულელეა ზაზა ეს ყველაფერი?არჩილმა შარში გაყო თავი ჩვენ რა შუაში ვართ.ჯერ ახლა ჩამოვედი ამერიკიდან მაცადე გონს მოვიდე და მერე მოვიფიქროთ რამე სხვა.-გაბრაზებულ და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ბიჭი აზრზე მოსვლას ცდილობდა.
-არაა სხვა გამოსავალი შვილო,არჩილმა არ იცის მისი ვალის შესახებ რომ ვიცი,შენც არაფერი უთხრა მერე არ დამეთანხმება ამაზე ყველანაირ დახმარებაზე უარს იტყვის.ოჯახს გარეთ ვერ დავუტოვებ.ისე დავანახე სიტუაცია რომ თითქოს ჩვენც ვზარალდებით ამით .
-რომელ კომპანიას ენდო ასე ბრმად?-მშვიდად განაგრძო საუბარი.
-ლაშა ხაჩიძის!
-მაგ უტვინოს საიდან ეყო ამდენი გამბედაობა მასთან შეძვრომოდა შენ ხომ იცნობდი.
-საქმეც ეგაა რომ ლაშა არ მოქმედებს ვიღაც სხვა ყავს აყვანილი.
-თაია როგორი გოგოა?-კითხა ის კითხვა რომელიც აქამდე ასე აინტერესებდა.
-კარგად არ ვიცნობ ,სულ სწავლობდა მერე მუშაობდა , რესტორანი აქვს.ახლახანს გახსნა.სურათი მაქვს აი-მობილური გაუწოდა შვილს. ალექსანდრემ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.მის სისათუთეს სურათშიც იგრძნობდით.
-დედა აბა ნახე მოგწონს სარძლო.?-ღრმად ამოისუნთქა და იმ წამს შემოსულ მანანას გადასცა ტელეფონი.
-ვიცნობ მე მაგ გოგოს,ზუსტად რომ საჩვენო რძალია-კისკისით მიაწოდა ყავა შვილს-არ ინანაებ შვილო .თან ერთი წელი არაფერია.მაგრამ რა ვიცით მერე რა მოხდება-ეშმაკურად აათამაშა თვალები ქალბატონმა მანანამ.
-არაფერიც არ მოხდება-სივრცეს გაუსწორა თვალი ალექსანდრემ და ყავა მოსვა.უნებურად თუ გააზრებულად არ იცის მაგრამ ფიქრებმა ისევ თაიასკენ წაიყვანეს.

ორი საათი დამჭირდა იმისთვის რომ აზრზე მოვსულიყავი.სწრაფად შევიწმინდე ცრემლები და თავი მოვიწესრიგე.პატარა ჩანთა გადმოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე.
ლაშას მივწერე ხომ სახლში ხარ თქო და როგორც კი სასურველი თანხმობა მივიღე ძალიან ფრთხილად გავაღე კარი.უკვე თორმეტი საათი დაიწყო ყველას უნდა ეძინოს წესით.ფრთხილად ჩავუყევი კიბეებს.მისაღებში სინათლემ შემაშინა და უკან ასვლა გადავწყვიტე მაგრამ საუბარმა გამაჩერა.
-არჩილ იქნებ აუხსნა თაიასაც.?
-რა ,რა ვუთხრა მარინა, უზარმაზარი ვალი შემომტენესთქო და წილის გაყიდვა ვარჩიე და ქუჩაში დავრჩებოდითთქო?ბავშვებთან სირცხვილით თავი როგორ გამოვყო ასეთი იდიოტი მამა რომ ყავთ.
-კარგი რა არჩილ.ზაზამ რატომ შემოგვთავაზა ეს გზა?
-ზაზამ ამ ვალზე არაფერი იცის,წილს ითხოვს თქო და არ მაქვს ამდენი თქო,გაერთიანება და ერთიანად გადახდა მოაგვარებსო მარტო .დღეს კი ამ იდეით დამადგა თავზე.
-კარგი არაუშავს,ისევ წამოვდგებით ფეხზე.ეკონომიურ ცხოვრებას ვისწავლით-გაუღიმა მარინამ.
-თაიას არაფერი უთხრა ხომ იცი მერე რობოტივით გახდება , რესტორანი ჯერ ახალი გახსნილი აქ,ხარჯები მასაც ბევრი აქ სულ მუშაობაზე გადავა მერე .
-არა არაფერს ვეტყვი.იმედი მაქვს ამ ქორწილს დათანხმდება.
-იმედია.-მძიმედ ამოისუნთქა არჩილმა.
გაქვავებული ვუსმენდი მათ საუბარს.მერე ჩანთას დავხედე.ცრემლი მოვიწმინდე და ისევ ოთახში შევბრუნდი.ამ მდგომარეობაში მართლა ვერ დავტოვებდი.ჩემს ბედნიერებაზე უარის თქმა კი გულს საშინლად მტკენდა .მთელი ღამე თეთრად გავათენე.
დილას მოვწესრიგდი ლაშას მივწერე სალაპარაკო მაქ თქო და უჩუმრად გავედი სახლიდან. კაფეში ველოდებოდი.მაშინებდა იმაზე ფიქრი რომ ვერ გამიგებდა მაგრამ უნდა მეცადა.ცოტახანში სასურველმა სხეულმა შემოაბიჯა და გაბრაზებული სახით დამიჯდა წინ.
-რა გინდა ამ დილა ადრიან?იმედია რამე სერიოზული საქმეა.-ცივი და უხასიათო ხმით დაიწყო საუბარი ..
-სერიოზულია და ჩვენს ურთიერთობას ეხება.-დამნაშავე თვალებით შევხედე .
-თქვი სწრაფად.
-ლაშ ვიცი გაგიკვირდება მაგრამ მინდა ქორწილი ერთი წლით გადავდოთ.
-შენ გოგო გაგიჟდი ? ერთი წელი რაში გჭირდება?-საშინლად გააბრაზა ჩემმა სიტყვებმა.
-ჩემებს პრობლემები აქვთ და ახლა ვერაფერს აგიხსნი,თუ ნამდვილად გიყვარვარ ერთი წლის მერეც შევძლებთ დაქორწინებას.
-რა ზღაპრებს მიყვები ხვდები?არ არსებობს ასეთი რამ .თვის ბოლომდე ვერ ვიცდი და შენი აზრით ერთ წელიწადს დაგელოდები გააფრინე?
-ლაშა სიტყვები შეარჩიე და მშვიდად ვისაუბროთ.მე გიხსნი რომ სხვა გამოსავალი არ მაქ.ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ გამიგებ....
-გაგიგო?-ირონიული სახით გადმომხედა.-მე მხოლოდ მაშინ გაგიგებ მამაშენის კომპანიას რომ გადმოიფორმებ.-გამოსცრა კბილებში.
-რა სისულელეს ამბობ ?
-სისულელე კი არა ეს უზრუნველი ცხოვრების წინა პირობაა გესმის?-კმაყოფილი სახით მიეყუდა სკამს.-თუ ამ დროის განმავლობაში ბატონი არჩილის კომპანია შენი იქნება მე დაგელოდები.
-ავადმყოფი ხარ?ამ ბოლო დროს სულ გააფრინე ხო?-ვერ ვიჯერებდი იმას რასაც ამბობდა ან არ მინდოდა დამეჯერებინა.-სიყვარული ფულზე გადის?
-დიახ თაია ფულზე გადის და ნერვებს ნუ მიშლი ისე გააკეთებ როგორც გეტყვი .
-არაფერსაც არ გავაკეთებ ,შენ შეიგნებ იმას რომ ჩემებს დახმარება სჭირდება .
-ვერ დამაჯერებ რომ მამაშენს გაუჭირდა.მგონია რომ ძალიან კარგად აგვარებს საქმეებს.-ღიმილით ჩაილაპარაკა.
-შენ საიდან იცი რამდენად კარგად აგვარებს?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-ვიცი ,მოკლედ თანხმდები ჩემს წინადადებას ხო?.-გადმომხედა გახარებული სახით.
-არაფერსაც არ ვთანხმდებით ლაშა.-არანაკლებ გაბრაზებულმა ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი.-თუ მართლა გიყვარვარ დამელოდები.-ჩანთას დავწვდი და კაფე დავტოვე.

-განანებ თაია დორეულო ყველა სიტყვას და საქციელს.ჯერ სად ხარ -ზიზღით ჩაილაპარაკა ხაჩიძემ და მანაც დატოვა კაფე

ქუჩას ფეხით გავუყევი,ვერ ვიჯერებდი რომ ლაშა ასე შეიცვალა,ბიჭი რომელსაც ბოლომდე ვენდობოდი ასე გაცივდა ჩემთან.ამ საუბარმა თითქოს სიძულვილის გრძნობა გააჩინა ჩემში.ახსნაც არ მაცადა რაც ხდებოდა ალბათ ქორწილი რომ მეხსენებინა იქვე დავშორდებოდით. გზააბნეული მივყვებოდი ქუჩებს .მანქანა მოშორებით მყავდა გაჩერებული . აუჩქარებლად მივდიოდი და ჩემს ცხოვრებაში შეცდომებს ვეძებდი რისთვისაც ასე ვისჯები .ასე უნდა მტკენოდა?ამისთვის ვიზრდებოდი ძლიერ გოგოდ .?იმდენი კითხვა მიტრიალებს თავში და პასუხს ვერცერთს ვცემ.
მანქანაში ჩაჯდომის თანავე მძლია ცრემლებმა.არასდროს სხვის დასანახად არ მიყვარდა ტირილი თავი იმდენად ძლიერი მგონია არ მინდა ეს ყველაფერი წამში თავზე ჩამომეშალოს.ბოლოს არსაიდან ძალა კვლავ ვიპოვე რომ ტირილი შემეწყვიტა.მანქანა დავძარი და რესტორანში წავედი.
-ბექა,დღეს შეგიძლია დაისვენო,სამზარეულო მე მჭირდება-თვალებში არც კი შემიხედავს ისე მივახალე სათქმელი.
-რა მოხდა?-მკითხა და წინსაფარი მოიხსნა.
-ჯერ არ ვიცი დავლაგდები და მერე ვისაუბროთ-მკრთალად გავუღიმე და წინსაფარი მოვირგე.
-კარგი შეფ,აქვე ვიქნები დამიძახე თუ რამეა-იცოდა რომ როცა გაურკვევლობაში , საშინელ ხასიათზე და გაბრაზებული ვიყავი საყვარელი საქმე უნდა მეკეთებინა.კულინარია მიტაცებს მაგრამ შეფი არ ვარ, საოცრად ვმშვიდდები ამ დროს.არაერთხელ გამიკეთებია ეს სტრესისას და უკვე კითხვების გაარეაშე იხსნის ბექა მხოლოდ ამ დროს შეფის წინსაფარს და სამზარეულოს მანდობს.თუმცა ხანდახან შემომხედავს ხოლმე.იმაში დასარწმუნებლად რომ კარგად ვარ.მოკლედ დღევანდელ მენიუს გადავხედე და გადავწყვიტე რომელიმე კერძი მომემზადებინა სანამ რესტორანი ხალხით გაივსებოდა.არ მინდოდა ლაშაზე მეფიქრა,უნდა დავმშვიდებულიყავი და კიდევ ერთხელ მეცადა მასთან საუბარი.დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც გავიგე.ბექამ ხმაურით შემოაღო კარი.
-უფროსო ,პიკის პერიოდში ვართ და თუ ნებას მიბოძებ ჩემს საქმეს მივხედავ-ღიმილით მოირგო წინსაფარი.
-ამხელა დრო გავიდა?უკვე საღამოა?
-კი...აბა რა ქენი დალაგდი.?
-ისევ ქაოსია ჩემს თავში .მაგრამ მშვიდად ვარ უკვე მადლობა.
-არ გინდა ვისაუბროთ?
-ახლა არა ბექუშ, დაკეტვამდე შემოგირბენთ მე და ლილე და ყველაფერს მოგიყვებით.-ჩემს ნივთებს დავავლე ხელი და რესტორანი დავტოვე.მანქანაში ჩავჯექი და მთელი დღის გამორთული ტელეფონი ჩავრთე.უამრავი ზარი და შეტყობინება იყო.მხოლოდ სასურველი ავარჩიე და დავურეკე.
-ადვოკატო როგორ ხარ?
-კარგად პატარძალო ,სად დაიკარგე მთელი დღე?-მკითხა ინტერესით.
-ლილუ ,სახლში ხარ?-დავაიგნორე მისი კითხვა.
-კი რახდება?
-გამოგივლი სალაპარაკო მაქვს რესტორანში გამოვიდეთ კარგი?
-კაი გელოდები.
მობილური გავთიშე და მანქანა დავძარი.ვიცოდი მასთან საუბარი ცოტა გონს მომიყვანდა.ცხრა ხდებოდა რესტორანში რომ დავბრუნდი.ხალხი ბევრი არ ჩანდა.ამიტომ ლილესთან და ბექასთან ერთად ტერესაზე გავედი.აგვისტოს მორიგი ცხელი დღის მერე ოდნავ გრილი სიო საოცრად სასიამოვნო იყო.
-აბა მოყვები რა გჭირდა დღეს ასეთი რომ სამზარეულოში ნამდვილი ომი გააჩაღე-გამიღიმა ბექამ .ის არის ადამიანი რომელსაც უფროს ძმად მივიჩნევ ყოველთვის საჭირო რჩევებს მაძლევს და სულ გვერდით მიდგას.
-კომპანიაში კრიზისი აქვთ,გარკვეულწილად მამაჩემის ბრალია ყველაფერი.ამიტომ ამდენ წლიანი შრომა წყალში რომ არ ჩაეყაროთ მას და ბატონ ზაზას გადაწყვიტეს საერთო წილი შეექმნათ და ოჯახები თავშესაფრის გარეშე არ დაეტოვებინათ.
-მერე ეგ შენ რანაირად გეხება?-გაოცებული მიყურებდა ლილე.
-ვთხოვდები-ღრმად ამოვისუნთქე როცა ეს სიტყვა ვთქვი.
-ეგ ისედაც ვიცოდით.-გაკვირვებული მიყურებდა ბექაც.
-ხო მაგრამ არა ლაშაზე,ალექსანდრე გულედანზე მათხოვებს მამაჩემი სანამ დამიანე სრულწლოვანი გახდება და შეეძლება ჩემგან გადაუფორმოს აქციები.
-გოგო რა სისულელეებს ლაპარაკობ ხვდები?რომელი კანონით შეიძლება ეგ?
-მამაჩემის კანონით ლილე.ყველაფერს ვერ ავხსნი მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე რომ დავთანხმდე.
-მერე ის ლაშაა თუ ვიღაც თანახმაა?-გაფართოებული თვალებით მიყურებდა ბექა.
-დილას ვესაუბრე და საშინლად გაბრაზდა.კიდევ ვცდი,თუ მართლა ვუყვარვარ ერთი წელი არაფერს უნდა წყვეტდეს.
-არ ვიცი თაია,როგორც ადვოკატი ეს ყოვლად მიუღებელ ფაქტად მიმაჩნია მაგრამ როგორც მეგობარი გეტყვი რომ თუ მზად ხარ ასეთი თამაშისთვის შენს გვერდით მიგულე.
-უნდა ვითამაშო ლილე ,ბევრს ვკარგავ მაგრამ ცხოვრებას დავუმტკიცებ რომ ძლიერი ვარ.-ძლივს გავიღიმე რომ ტირილი არ დამეწყო .ცოტახანში დავიშალეთ და სახლში წავედით.
-თაია სად ხარ აქამდე ?-შეშინებული დედაჩემი შემხვდა კარებში.
-მოხდა რამე?-ურეაქციოდ ვკითხე და სახლში შევედი.
-მთელი დღე სადღაც გაქრი და არაფერი ვიცოდით ვნერვიულობდი.
-კარგად ვარ ზემოთ ავალ ლაშას უნდა ველაპარაკო .მამას უთხარი რომ დილას უჩემოდ არ გავიდეს ახლა არ მაქ საუბრის თავი.-კიბეებს ავუყევი და ოთახში ჩავიკეტე.ვიბანავე ,გრილმა შხაპმა გონს მომიყვანა და ლაშას დავურეკე.
-აბა რაო თანხმდები ჩემს წინადადებას?-გაისმა ისევ მისი ირონიული ხმა.
-ლაშა მომისმინე მსგავსი არაფერი მოხდება,მე კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს გაიგე.?
-არ გაქვს მაგრამ ხომ აპირებ რომ გქონდეს.აქციებს მიიღებ და ერთი წლის მერე მე გადმომიფორმებ ამაზე მარტივი არაფერია.
-უკვე მაღიზიანებდა ლაშა და ვერ ვხვდები ეს საიდან დაიწყო.
-მამაიკოს გოგო ყოფილხარ.
-მე არავის გოგო არ ვარ გასაგებია-უკვე ნერვები მეშლებოდა მის
საუბარზე .როდის მერე გახდა ასეთი .-ქორწილის გაუქმებული გასაგებია .მე ვერაფერს შევცვლი.
-ამის დედაც თაია დორეულო ,მაშინ ჩვენი ურთიერთობაც გაუქმებულია -თითქოს ვიგრძენი როგორი საზიზღარი სახით წარმოთქვა ეს სიტყვები.
-რა სისულელეა ლაშა რას ამბობ ხვდები?
-შენ ქონება სულ არ გადარდებს და მე ჰაერზე ვერ ვიარსებებ ასე რომ ყველაფერი დამთავრდა .
-ლაშა ასე რატომ იქცევი ,იქნებ მეც გამიგო ხომ შეიძლება არა?.-ყველანაირად ვცდილობდი არ მეტირა.
-არ მესმის და არც აქამდე მესმოდა,ყველა ფეხებზე გასაგებია?შენ განსაკუთრებით აღარ დამირეკო თაია დორეულო-ბოლო ხმაზე იღრიალა და გათიშა.ყველაფრის მიუხედავად გული მეტკინა მწარედ მეტკინა,ცრემლებმაც იწყეს ჩემს სახეზე დენა.უსუსრ არსებას დავემსგავსე საყვარელმა ადამიანმა ვერ გამიგო და უფრო მეტიც მარტო დამტოვა ნუთუ ესაა სიყვარული ნუთუ ამ გრძნობისთვის იბრძვიან ამდენს რომ მერე ასე მწარედ ეტკინოთ .არ მესმის ან უკვე აღარ მინდა გავიგო.

დილას საშინელი თავისტკივილით გავიღვიძე.სააბაზანოში შევედი და როცა ჩემი თავი დავინახე ისევ ტირილი დავიწყე.-როდის გახდი თაია ასეთი საცოდავი-ვსლუკუნებდი და ჩემი თავი მეზიზღებოდა.რამდენხანს ვიდექი წყლის ქვეშ არ ვიცი.ბოლოს ნება ვიბოძე წყალი გადავკეტე და მოვწესრიგდი.სანამ ოთახს დავტოვებდი ლაშასთან დარეკვა ვცადე ჯერ გამითიშა მერე კი ტელეფონი გამორთო.ძალები მოვიკრიბე ღრმად ჩავისუნთქე და დაბლა ჩავედი.სავარძელში მჯდომ მამას მოპირდაპირედ დავუჯექი.
-მე მზად ვარ ის გავაკეთო რაც ამ სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ,ოღონდ მხოლოდ ერთი წლით.არ ვაპირებ ეს თამაში უფრო მეტხანს გავაგრძელო.-ხელით მუშტებს ვუკრავდი და მაგრად ვუჭერდი რომ თავი როგორმე მეკონტროლებინა და აქაურობა არ დამელეწა-არანაირ სამზადისში არ მივიღებ მონაწილეობას ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც თავად იტყვით..
-თაია შვილო გთხოვ..
-ნუ მთხოვ,ძველ თაიას ვეღარ დაიბრუნებთ .-სწრაფად წამოვდექი და სახლი დავტოვე.მანქანაში ჩავჯექი და ცრემლები ვეღარ შევიკავე.ვუყურებდი ჩემს ხელებს რომელსაც წუთის წინ ისე ვაჭერდი ფრჩხილებს რომ სულ სისხლი მდიოდა.უჯრიდან სპირტი და სახვევი ამოვიღე , ფრთხილად ვიწმენდდი მაგრამ მაინც მტკიოდა თუმცა ვუძლებდი ,ეს ტკივილი არაფერი იყო იმ ტკივილთან შედარებით რაც ჩემს გულში იყო.სწრაფად გადავიხვიე და გაზს ბოლომდე მივაწექი.ერთადერთი ადგილი სადაც მინდოდა ყოფნა ეს ჩემი ეგრეთწოდებული სამალავი იყო,სამზარეულოს მერე მეორე ადგილი სადაც აზრებს თავს ვუყრიდი,მანქანა ტყესთან გავაჩერე , ფეხსაცმელი გავიხადე და შიშველი ფეხით გავუყევი ბალახიან მინდორს ოდნავ ნამიანს რაც საოცრად მსიამოვნებდა.ვსეირნობდი და ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე, მარტო ვიყავი და სიმშვიდეს ვგრძნობდი.რეალობაში დედაჩემის ზარმა დამაბრუნა.
-თაია სად წახვედი შვილო?ნუთუ ასე შეიძლება.
-ყველაფერი შეიძლება .-მონოტორული ხმით ვუპასუხე.
-დაბრუნდი სახლში,გულედანებთან მივდივართ საღამოს ცოტა მოწესრიგდი დედი.
-როგორიც ვარ ისეთი მიმიღონ.-სწრაფად გავუთიშე ტელეფონი -ახლა თავხედი შვილიც გახდი თაია-სიმწრით გამეცინა ჩემს თავზე .მანქანაში დავბრუნდი და სახლისკენ წავედი.

-დღეს მოვლენ მანანა,გთხოვთ არაფერი შეიმჩნიოთ,ვიცი საუკეთესო მეგობრები არ ვართ მაგრამ გასაჭირში ვერ დავტოვებ -დილის ლექციასავით ჩაესმოდა უფროსი გულედანის საუბარი ალექსანდრეს.
-ზაზა სუფრას ბაღში გაავაწყობ ,სხვა გინდა რამე?-მშვიდად საუბრობდა ქალბატონი მანანა.
-არაფერი,მხოლოდ ეს ვაჟბატონი არსად გაქრეს მთავარია-სიცილით გახედა შვილს.
-ეს რა სტრესში ვარ.იცით მგონია ის გოგო სულაც არაა დალაგებული თქვენ რომ დაგთანხმდათ .ან კიდევ ზედმეტად თავ განწირულია.-გაურკვეველი წამოდგა ფეხზე.-საღამომდე დავბრუნდები არ იდარდოთ მომავალ საცოლეს გავიცნობ ქორწილამდე აუცილებლად.-სიცილით დატოვა ოთახი.
არასდროს არ იყო თავხედი ბიჭი.პირიქით საკმაოდ სერიოზული და მიზანდასახულია.ეს სიტუაცია თრგუნავდა უბრალოდ.ვერ გაეგო რას აკეთებდა მისთვის სრულიად უცხო ოჯახისთვის.ათი წლის წინ შექმნა ბატონმა ზაზამ არჩილთან ერთად კომპანია და ზუსტად მაშინ წავიდა ისიც ამერიკაში სასწავლებლად.ასე რომ სულაც არ იცის ვინაა თაია ამ როგორი ხასიათისაა.ამას მხოლოდ საღამოს გაიგებს.

მონოტორულად ვუქნევდი აღტაცებულ დედაჩემს თავს ,რომლის ნათქვამის გააზრების სურვილი არც კი მქონდა.მთელი გულით ჩაყურებდა ლეპტოპში სურათებს და იღიმოდა . მომაბეზრებელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი არადა რამდენიმე დღის წინ ზუსტად ასეთი ენთუზიაზმით ვაწყობდი მეც გეგმებს .ნერვებ მოშლილი წამოვდექი ფეხზე.
-წავალ საქმროს გასაცნობად მოვემზადები -იძულებით გავუღიმე მარინას.
-ლამაზად გამოეწყვე დედიკო-თვალები აუციმციმდა.
-მორალურად და ემოციურად მომზადება ვიგულისხმე დედა
-კარგი რა თაია გაიღიმე -ნაწყენმა ამომხედა.
-მორჩა დედა თაიას ღიმილი .-ცივად ვუპასუხე და ოთახში ავედი.კადრები ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა ჩემს გონებაში მაგრამ მაინც ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი.
-თაია შეიძლება შემოვიდე?-კარებში მომღიმარი ჩემი ძმა იდგა.
-მოდი შემოდი-საწოლზე წამოვჯექი და გავუღიმე.ისიც გვერდით მომიჯდა
-ვიცი ძლიერი გოგო ხარ მაგრამ არ ხარ ვალდებული ეს ნაბიჯი გადადგა,სხვა გამოსავალი როგორ არ იარსებებს ბოლო ბოლო ეს ერთი წელი კრედიტი ავიღოთ და მერე მე მივხედავ საქმეს.
-როდის გაიზარდე ამხელა ამდენს რომ ფიქრობ-ღიმილით წამოვარტყი თავზე ხელი.
-შენთვის სულ პატარა ვიქნები არა?!-დანანებით გააქნია თავი.
-დამიანე კარგია რომ არსებობ-მთელი ძალით მოვეხვიე საყვარელ სხეულს.
-თაია გთხოვ რა უარი თქვი.
-არა ძამიკო,დრო მალე გავა რესტორანში ბევრი საქმეა,გულს გადავაყოლებ , ერთადერთი რაც მტკივა ისაა რომ ლაშამ ვერ გამიგო
-ეგ როგორ?-მკითხა გაკვირვებულმა.
-აი ასე,ბოლომდე წესივრად ახსნა ვერ შევძელი ისე მომახალა დავშორდითო.-ძალდატანებით გავუღიმე.
-არ გეწყინოს ვიცი ამის დრო არაა მაგრამ მგონი ლილე და ბექა მართლები იყვნენ მართლა არ იცის მაგ ბიჭმა შენი ფასი.
-მაგრამ მე მაინც ძალიან მტკივა, სიყვარული ტანჯვა გახდა ჩემთვის.ყინულია გულში.
-კაი არ მიყვარს ასეთი სენტიმენტები ,მოვა დრო ვიღაც გაალღობს მაგ ყინულს.-ისე საყვარლად გამიღიმა სული გამითბა.-წავედი ახლა მოვემზადო სიძე გველის სიძე-სიცილით დატოვა ოთახი,მეც გამეღიმა მის საქციელზე .ჩემი გული და სულია დამიანე პატარა მაგრამ მაინც დიდი ძმაა ჩემთვის,ზოგჯერ ჩემზე ბევრად ძლიერია და ის მაძლევს ხოლმე ძალებს.ბევრი ფიქრის მერე ძალდატანებით ავწიე თავი და კარადას მივადექი .შავი კაბა გადმოვიღე საწოლზე დავდე და სააბაზანოში შევედი.იქიდან გამოსულს ლილე დამხვდა ოთახში პირდაღებული.
-ამის ჩაცმას აპირებ?
-ხო რა არ მოგწონს?-ვკითხე სრულიად უინტერესოდ.
-დაკრძალვაა თუ ქორწილი ვერ გავიგე?
-კაი რა ლილე არ მაქ არაფრის თავი,რაც არის არის.
-არა! დამაცადე-კაბა ხელიდან გამოგლიჯა და კარადა გამოაღო.-აი ისიც-წამოიძხა გახარებულმა და კარადიდან ღია ატმისფერი საოცრად თხელი მატერიის კაბა გამოიღო რომელიც მხოლოდ ერთხელ მეცვა რესტორანის გახსნაზე.-თმას გაიშლი შენს დალალებს არა დამალავ.მაკიჟი მსუბუქი მოგიხდება .აი ეს მაღლები და პრინცესა იქნები-გამეკრიჭა ბედნიერი
.-ნეტავ მეც ისე მიხაროდეს როგორც შენ.-გავუღიმე სევდიანად.
-კაი რა იკაიფე,მოდი დაჯექი მოემზადე ცოტა დრო გვაქ.
-შენც მოდიხარ?
-აბა მარტოს გაგიშვებ?
-ძალიან გამახარე მართლა-სიხარულით მოვეხვიე.
-მიდი მიდი მოემზადე.,მეც ჩასაცმელი ვარ კაბა წამოვიღე.-იქვე დადებულ საკიდს წვდა და ულამაზესი ღია ცისფერი კაბა ამოიღო.
-ასეთ კაბებს როდის მერე იცმევ?
-ადრე დედაჩემმა მიყიდა ,სულ შარვლებს ყიდულობ და ასე მგონია ბიჭი ხარო ,ერთხელ მაინც ჩაიცვი სადმეო,ხოდა გამომადგა.-გამეკრიჭა და მომზადებას შევუდექით.
უკვე მორთულ მოკაზმულები ვიდექით სარკის წინ .
-აი ახლა ის ბედოვლათი რომ გხედავდეს გაგიჟდებოდა.
-ვეღარ დამინახავს გუშინ დამშორდა ,ვერ გამიგო რას ვაკეთებდი.
-რა?იდიოტია ხომ გეუბნებოდი.
-არ მინდა მასზე საუბარი,ცოტა ხასიათზე მოვედი რომ დაგინახე.წამოდი ჩავიდეთ.-გავუღიმე და ჩანთა ავიღე,კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში და ოთახი დავტოვე.
-ეეე ლამაზებო საით?-კიბესთან დაგვხვდა დამიანე.
-ნუ ხარ ბიჭო შენ მასხარა დაჭკვიანდი ცოტა-დაეჭყანა ლილე და თავზე წამოარტყა ხელი.
-ეეე გოგო ძლივს დავიყენე თმა-საწყლად ამიფრუტუნა დამიანემ და გასასვლელისკენ წავიდა.ჩვენც გავყევით.
-მე ჩემი მანქანით წამოვალ.-გავძახე მშობლებს.
-ჩავეტევით დედა აქაც.
-არ მინდა იქიდან რესტორანში ვაპირებ გავლას.-მივაძახე და მანქანაში ჩავჯექი.
-უჩვეული პატარძალი ხარ-სიცილით მომიჯდა ლილე გვერდით.
-ნეტავ რა დარჩა ჩემს ცხოვრებაში ჩვეულებრივი-გავუღიმე და მანქანა დავძარი.
-მაგარია რესტორანთან ახლოს ცხოვრობენ თურმე-მანქანიდან გადავედით და მშობლებს ვუცდიდით.
-ხოოო ერთადერთი დადებითი -გავეკრიჭე მე.
მალე ჩვენს წინ საოცარი სისწრაფით მომავალი მანქანა გაჩერდა და მთელი მტვერი ჩვენ მოგვაყარა.
-იდიოტო ფრთხილად-ძლივს ამოვისუნთქე რომ საკადრისი პასუხი გამეცა მანქანიდან გადმოსულისთვის.
-სხვისი სახლის წინ არ უნდა იდგეთ ასე გამოპრანჭულები და თან...-წამით გაჩერდა,მტვერისგან ძლივს გაიწმინდა გზა და გამოჩნდა ვაჟბატონიც.-ოჰოო თვით თაია დორეული ყოფილა.-ღიმილით გამომიწოდა ხელი.
-ვინ ხარ?--ამრეზით ავათვალიერე სიმპათიური სხეული.
-მე ალექსანდრე გულედანი ვარ.-ღიმილით გადმომხედა როგორც კი მიხვდა რომ მის გამოწვდილ ხელს ჩემსას არ შევაგეგებდი გაიწია და მანქანას მიეყრდნო.-რაო მუნჯი ხარ?--სიცილს უმატა .გონს ლილემ მომიყვანა
-ამოიღე ხმა-კბილებში გამოსცრა და მწარედ მიჩქმიტა
-მე.... სასიამოვნოა შენი გაცნობა.-ირონიულად გავუღიმე და თვალი გზას გავაყოლე .
-არ შემოხვალთ-კარისკენ გაიწია.
-არა იყოს მშობლებს დაველოდები.-მტკიცე უარი განვუცხადე რაზეც ლილემ მობეზრებით ააატრიალა თვალები.
-კარგი -მშვიდად გააღო კარი და შევიდა.
-უტაქო-მივაძახე კარში შესულს.
-მეტი რაღა გაეკეთებინა გკითხა და უარი უთხარი-მხრები აიჩეჩა ლილემ.-ისე ცოტა უხეში მაგრამ სიმპათიური სიძე მეყოლება-აღრფრთოვანებულამ შემოკრა ტაში.მალე ჩემები მოვიდნენ და სახლში შევედით.საოცრად მოსაბეზრებელი სიტუაცია იყო.ყველაფერზე უღიმღამოდ ვუღიმოდი .მაგრამ მინდა გითხრათ რომ საოცრად თბილი მშობლები ყოლია რასაც მასზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი.

ალექსანდრე:
საშინლად ვაგვიანებდი და მანანა გიჟივით მირეკავდა.გაზს მივადგი და საოცარი სიჩქარით გავფრინდი.სახლთან ვიღაც იყო მაგრამ სიჩქარეს სწრაფად ვერ დავუკელი,გავაჩერე და მტვრით ავავსე იქაურობა.საოცრად ნაზმა ხმამ იდიოტი მიწოდა რაზეც გავბრაზდი მაგრამ ვეღარაფერი ვუთხარი როცა თაია დავინახე.ზუსტად ისეთი ნაზი იყო როგორც სურათში.დიდად მოსაუბრე არაა მაგრამ მისი ხმა საოცრად მაბნევდა.ამიტომ გაცლა გადავწყვიტე, სახლში შევედი არ შემომყვა და ცოტა ამოვისუნთქე გონს მოვიდოდი.გოგოს ასე არასდროს უმოქმედია პირველივე დანახვისას .მთელი საღამო ეტყობოდა რომ არაკომფორტულად გრძნობდა თავს მაგრამ არ იმჩნევდა ,საკმაოდ ძლიერი ჩანდა.ვერ ვიჯერებდი რომ ეს სინაზე ამ თამაშს დასთანხმდა.

თაია:
როგორც იქნა დასრულდა ის წყეული საღამო,კვირის ბოლოს ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოვაწერეთ ხელს მე და ალექსანდრე . ღმერთო რატო დავეცი აქამდე რომ სრულიად უცხო ბიჭთან ცხოვრებას დავთანხმდი.?
არაფრის თავი არ მქონდა სახლში წავედი და დავიძინე.დილა ახალი ძალებით და ლაშასთან ზარით დავიწყე თუმცა ამაოდ.ვერსად ვნახულობდი.მაგრამ იმედს არ ვკარგავდი.
რესტორანში წავედი სადაც საოცრად გაკვირვებული დავრჩი.
-სანდრო... უკაცრავად ალექსანდრე აქ რას აკეთებ?-ვკითხე და გვერდით მივუჯექი.
-საცოლეს მოვაკითხე მომენატრა-გამიღიმა და თვალებში მომაშტერდა.
-რა..მე...-ენა დამება
-კაი ხო რაიყო ვხუმრობ,ეს მოგიტანე-ისევ გამიღიმა და წითელი პატარა ყუთი მომაწოდა.-გახსენი შენია.
-კარგი.-ფრთხილად გავხსენი და შიგნით საოცრად ლამაზი ბეჭედი იყო.
-პირადად ავარჩიე,მანანა ისეთს გყიდულობდა აშკარად არ იყო შენი სტილი.
-მე..არ იყო საჭირო..მართლა.-ვუთხარი დაბნეულმა.
-საჭიროა.თაი,მომისმინე არ მინდა ზედმეტად შეგაწუხო მაგრამ ერთი წელი ერთად მოგვიწევს ვიყოთ.მოდი სადმე გავისეირნოთ ცოტა გავიცნოთ ერთმანეთი.-მისმა წარმოთქმულმა "თაი"რაღაცნაირად გული ამიჩქარა.-თუ არ გინდა...
-არა,წავიდეთ.-ბეჭედი თითზე მოვირგე და ფეხზე წამოვდექი.-სამზარეულოს გადავხედავ და წავიდეთ-საერთოდ არ მიპყრობდა უარყოფითი ემოცია მისდამი. ბექას ვკითხე ხომ არ ვჭირდებოდი რამეში და უარის მოსმენისას ალექსანდრესთან დავბრუნდი.რომელიც მანქანასთან მელოდებოდა.
-სად წავიდეთ?-საჭეზე აათამაშა ხელები და მომლოდინე სახით გადმომხედა.
-არ ვიცი,სადმე სადაც ეს თამაში არ იარსებებს-დანანებით ავღმოვთქვი ეს სიტყვები.წამით მას გავხედე ,სახე დაუსეროზულდა და დაიძაბა.
-ასე ძალიან არ მოგწონვარ?
-შენ არაფერ შუაში ხარ-ვეცადე გულწრფელად გამეღიმა.
-მომისმინე არ მინდა დაძაბულობა,მე ჩემი გზით ვივლი შენ შენით არაფერი პრობლემა არ იქნება ძლიერი ჩანხარ ქალბატონო ,არა მგონია რამე გაგიჭირდეს.-გამიღიმა , ვერაფერი ვუპასუხე.მანქანა დაძრა და მალევე ერთ კაფესთან გაჩერდა.ტელეფონზე ვიღაცას დაურეკა მისამართი უკარნახაა და გელოდებიო უთხრა.ჩვენ კი შიგნით შევედით.
-ყავს დალევ?-მენიუდან ამოყო თავი.
-ყავას არ ვსვავ,წვენს დავლევ.-გავუღიმე მორიდებით.
-ღმერთო როდის გავიცნობ ნეტავ -ამოიფრუტუნა და მიმტანს შეკვეთა მისცა.ცოტახანს ზოგად თემებზე ვისაუბრეთ არცერთი არ ვავლენდით განსაკუთრებულ ინტერესს ან რა უნდა მეკითხა არც ვიცოდი.ერთხანს ჩემს თითზე მბრწყინავ ბეჭედს ვაკვირდებოდი.ერთი კვირის წინ სულ სხვა მეკეთა ხელზე.ახლა რას ვაკეთებ ვერ ვხვდები.
-შეიძლება წავიდეთ?
-მოიწყინე?
-ცოტა, ძალიან მღლის ეს ყველაფერი და ალბათ ამიტომ.
-ჩემი მეგობარი მოვა და გავიდეთ....,აი ისიც-კარებში შემოსულ ძმაკაცს მიესალმა და გვერდით მიუჯდა.
-ცოტნე ,ეს თაია ჩემი საცოლე-ღიმილით გადმომხედა.
-არ მეღადავებოდი ბიჭო?ანუ თქვენ მართლა...ვახ ჩემი ვერ ვიჯერებ-მისი რეაქციებიდან ვხვდებოდი რომ არც კი იცოდე ეს ქორწინება რომ ფიქტიური იყო.-რძალო გილოცავთ,იმედია ჭკუაზე მოიყვან ამ უჟმურს
-ნუ აშინებ ბიჭო გოგოს-თავზე წამოარტყა ალექსანდრემ.
-სულაც არაა უჟმური ძალიან საყვარელია-როცა ალექსანდრეს გაბრწყინებულ თვალებს წავაწყდი მერეღა გავიაზრე რაც ვთქვი.მკრთალად გავუღიმე მანაც იგივეთი მიპასუხა.ცოტახანს კიდევ ვისხედით მერე დავიშალეთ.
-რესტორანში დაგტოვო ისევ?
-კი, სახლში ყოფნას მირჩევნია.
-ძალიან ნუ ნერვიულობ ამ სიტუაციაზე პრობლემები არ გვექნება.-გამიღიმა და სიჩქარეს მოუმატა.
როგორ მინდოდა მისი სიტყვები დამეჯერებინა მაგრამ არ გამომდიოდა,უფროდაუფრო ღრმად შევდიოდი ამ ჭაობში და სადაცაა დავიხრჩობოდი.ერთი კვირა უცებ გავიდა ალექსანდრე მის მერე აღარ მინახავს.თეთრი საპატარძლო კაბით და თაიგულით ხელში ვიდექი სარკის წინ .ტირილი მინდოდა იმ საცოდავი გოგოს დანახვისას რომელსაც სარკეში ვუყურებდი.არა ეს არ იყო თაია ,ის ძლიერი და მიზანდასახული გოგო საოცრად შეცვლილიყო,სუსტ საცოდავ და ხელებზე ბორკილდადრლებული გამხდარიყო.ხელის კანკალით მოვაწერე საბუთებს ხელი.ახლა უკვე გათხოვილი ქალი მქვია.დიდი ქორწილი არ გადავიხადეთ .ჩემს რესტორანში შეიკრიბნენ ახლობლები.მაგრამ საღამო სწრაფადვე დავასრულეთ.სახლში მივედით და როგორც იქნა მოვიშორე ეს საშინელი კაბა, კაბა რომელშიც თავი ბედნიერად უნდა მეგრძნო უბედურს მხდიდა.შხაპი მივიღე და საწოლზე გულაღმა გავიშხლართე.ფიქრების სამყაროდან კარზე კაკუნმა გამომიყვანა.
-თაია შვილო შეიძლება?-მორიდებით შემოაღო კარი მანანამ.
-კი მობრძანდით.-ფეხზე წამოვდექი.
-ჩემო გოგო,ვიცი რთული პერიოდი გიდგას,არასდროს არ მოგერდოს ჩემთან მოსვლა და შენი ტკივილის გამხელა,ვიცი არაა ადვილი ასეთ სიტუაციას გაუმკლავდე.ჩემი ბიჭი ცოტა უხეშია მაგრამ გული კარგი აქვს.არ გეწყინოს თუ რამეს არასწორად გეტყვის კარგი?
-არც მისთვისაა ადვილი ამიტომ გავუგებ-ვეცადე გამეღიმა.
-მიხარია რომ ასეთი კარგი რძალი მყავს თუნდაც ერთი წლით-ეცადა სასაცილოდ გამოსვლოდა რაზეც ორივეს გაგვეღიმა.კარის ხმამ მიიქცია ჩვენი ყურადღება.ალექსანდრეს დანახვისას მისკენ წავიდა.
-არ გაბედო და არ აწყნინო გესმის?ნუ იქნები ხის თავიანი სვანი-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ღიმილით გადმომხედა და ოთახი დატოვა.
-რა უნდა ნეტავ-ვერ გავიგე სახით შემომხედა ალექსანდრემ.სააბაზანოში შეიკეტა და ცოტახანში სპორტულ ფორმაში გამოწყობილი გვერდით მომიჯდა.
-იმ დივანზე დავიძინებ, ოთახებში რემონტი მოინდომა მანანამ .
-არაა პრობლემა შენი სახლია,თუ გინდა მე დავიძინებ დივანზე.
-არა რას ამბობ ვერ ხედავ მანანამ როგორ გამაფრთხილა.ამ ცხელ აგვისტოში ცივი ნიავიც კი არ უნდა მოგეკაროს-სიცილით წამოდგა ფეხზე პლედი აიღო და დივანზე მოთავსდა.
-ღამემშვილობის თაია-გადმომძახა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.მე კი ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოში ძილი.მთელი ღამე თეთრად გავათენე.

--------------
იმედი მაქვს მოგეწონებათ ველი თქვენს კომენტარებს და შეფასებებს.



№1 სტუმარი სტუმარი masho

ძალიან მომწონს!!????

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი masho
ძალიან მომწონს!!????

მიხარია რომ მოგწონს♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი დარინა

ტიპს ეუბნებაა ქონება მინდა შენგანოო, პირველივე სიტყვაზე დაშორდააა საერთოდ მიაგდოო და კიდევ იმას მისტირის და აქეთ ეხვეწებაა, ვააა გავგიჟდიი იმედიააა ბოლომდე ასეთი შტერი არ იქნება ეს გოგო ძალით იქმნის პრობლემებს, როგორ ვერ უნდა მიხვდეე რომ არ უყვარხარ თან ისე გექცევაა ვითომც არ არსებობდე, ჯერჯერობით ლილე და ალექსანდრე მომწონს ყველაზე მეტად რაღაცნაირიი დადებითი აურაა შემოიტანეს

 


№4  offline წევრი lamazi tvalebi

დარინა
ტიპს ეუბნებაა ქონება მინდა შენგანოო, პირველივე სიტყვაზე დაშორდააა საერთოდ მიაგდოო და კიდევ იმას მისტირის და აქეთ ეხვეწებაა, ვააა გავგიჟდიი იმედიააა ბოლომდე ასეთი შტერი არ იქნება ეს გოგო ძალით იქმნის პრობლემებს, როგორ ვერ უნდა მიხვდეე რომ არ უყვარხარ თან ისე გექცევაა ვითომც არ არსებობდე, ჯერჯერობით ლილე და ალექსანდრე მომწონს ყველაზე მეტად რაღაცნაირიი დადებითი აურაა შემოიტანეს

ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე იმედი მაქვს შემდეგი თავები მოლოდინს გაგიმართლებს.♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი თათუ

როდის დადებ შემდეგს?

 


№6  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი თათუ
როდის დადებ შემდეგს?

დაიდება მალე აუცილებლად

 


№7 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა,მაგრამ გრამატიკასაც მიაქციე ყურადღება ,,წესივრად,, დაწესიერად სიტყვაში დიდი განსხვავებაა.ნუ წერ კუთხური სიტყვებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent