ცხოვრების შანსი (თავი პირველი.)
ხომ არიან პრინცესები რომლებსაც პრობლემებთან გამკლავების ძალა აღარ შესწევთ და მხსნელი ჭირდებათ.მერე ჩნდება პრინცი პრინცესას იხსნის პრობლემებისგან და ასე გრძელდება.შესაძლოა ბედნიერება სწორედ ამაში იმალება.ფასეულია ის რომ შეგიძლია შენი პრობლემები ვინმეს გაანდო და მან მოგვარების გზა განახოს. მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვანაირადაა ,არც პრინცესა ვარ და აღარც პრინცსს ვეძებ. თავად ვიბრძვი პრობლემებთან და მგონი ვახერხებ კიდეც გამოსავლის პოვნას.არავისზე არ ვარ დამოკიდებული და ეს საკმაოდ ძლიერი გოგოს იმიჯს მიქმნის ან მიქმნიდა ვინ იცის . ყოველთვის მჯეროდა იმის რომ საკუთარ თავში ძალას მუდამ ვიპოვიდი,არაფერი შემაშინებს და არაფერი ამატირებს,ფეხზე მყარად დგომას შევძლებ და ასე მივაღწევ წარმატებას.თუმცა ვინ იცის რა მოხდება ხვალ.შეიძლება ძლიერი სუსტად იქცეს სუსტი კი ძლიერად. ცხოვრება დაუნდობელია.არ ვიცით ვის მისცემს შანსს ბედნიერი იყოს. -გამოსავალი ცალსახაა არჩილ,და ამას შენც კარგად ხვდები.დრო მოვიდა გადაწყვეტილება მიიღო .-მკაცრი და დამაჯერებელი ხმა არღვევს ოთახის სიჩუმეს . -გგონია დაგთანხმდები ზაზა.? -არ მგონია დარწმუნებული ვარ.ჩვენს ამდენ წლიან წარმატებას ჰაერში ვერ დავკარგავთ. -არა!შენს წინადადებას არ მივიღებ ეს შეუძლებელია-ფეხზე წამოდგა და ნერვიულად მოჰყვა ოთახში სიარულს -ამით მას ცხოვრებას დავუნგრევ. -მხოლოდ დროებით იქნება ხომ აგიხსენი.კომპანიას ვერ გაწირავ ამის უფლება არ გაქვს. -მაგრამ ვერც არჩევანს გავაკეთებ. -უნდა შეძლო არჩილ,ორი ოჯახი შენზეა დამოკიდებული მეგობარო,სისულელეს ნუ ჩაიდენ.-ფეხზე წამოდგა და მეგობარს ხელი მხარზე ოდნავ დაარტყა-დამიჯერე ესე აჯობებს.საღამოს დაგირეკავ პასუხს დავაზუსტებ-მკრთალად გაუღიმა მეგობარს და კაბინეტი დატოვა. -ის ხომ დანიშნულია!-ჩუმად ჩაიბუტბუტა და სახეზე ჩამოისვა თლილი თითები. -დეეედაააა ,როგორც იქნა-მთელი აღტაცებით შევვარდი სახლში და ბოლო ხმაზე ვყვიროდი. -რა მოხდა თაია რა გაყვირებს გამისკდა გული-სამზარეულოდან გამოვარდა დედაჩემი. -ქორწილის თარიღის პასუხი მოგვივიდა იუსტიციიდან.გადატვირთული იყო სერვერი ეს დღეები . ვერაფრით ვრეგისტრილდებოდით.-ერთიანად მივაყარე სათქმელი და ამოვისუნთქე. -კარგია .მაშინ მზადებასაც დავიწყებთ.-ღიმილით შემოკრა ტაში დედაჩემმა.-წამოდი შეჭამე ორი ლუკმა.-სამზარულოსნკენ მანიშნა. -ხო, ცოტახანში ლილე მოვა...,ლაშასაც ვუთხარი მაგრამ არ მცალიაო მე და ის თხა შევარჩევთ მოსაწვევებს.-აღტაცებული მივუჯექი მაგიდას -არ გეწყინოს ჩემო გოგო,ჩემი მომავალი სიძეა ლაშა ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ ნიშნობის მერე ცოტა ცივად იქცევა თითქოს სხვანაირი გახდა.-თეფში წინ დამიდო და მორიდებით დაიწყო საუბარი -ხო მაგას მეც ვამჩნევ,მაგრამ არ მინდა დავძაბო ზედმეტი კითხვებით,ალბათ სტრესის ბრალია რთულია არჩილ დორეულის გული მოიგო-ძალდატანებით გავუღიმე დედას.ეს ამბავი მეც ძალიან მაფიქრებდა.შეიცვალა იმ დღის მერე რაც ხელი მთხოვა მაგრამ საქორწილო სტრესს მივაწერ ჯერჯერობით ამ ყველაფერს. -აბა რაო მაინც მიყვები იმ მუდოს-სამზარულოში უკმაყოფილო სახით შემოვიდა ლილე -როგორ არსაიდან გაჩნდები ხოლმე.მოჩვენებასავით- გულიანად გავიცინე. -კარი ღია იყო ,არ შემოვპარულვარ.-გამეკრიჭა და გვერდით მომიჯდა -მარინა დეიდა ვერ გადააფიქრებინეთ ხომ გათხოვება.-ახლა დედაჩემს მისდგა. -ოღონდ ეგ იყოს ბედნიერი და რას ვჩივი-ღიმილით დაუდო ყავის ჭიქა წინ . -გაიხარე,ეს მჭირდებოდა ზუსტად-მანაც ხმაურიანად მოსვა. -ლილე ხომ იცი ვერ ვიტან ეგრე რომ სვავ.წესივრად თორემ დარჩები გაუთხოვარი უზრდელი გოგოები არავის უყვარს .-გევეკრიჭე მე. -შენ თუ თხოვდები რა ხეირი?!იმნაირ მუდოს მარტო ყოფნა მირჩევნია-მაინც არ აპირებდა დათმობას -სხვათაშორის ეგ მუდო ჩემი საქმროა და ცოტა კორექტულად ისაუბრე. - ადვოკატი ვარ და გული მიგრძნობს ეგ მამიკოს ბიჭი რაღაცას ხლართავს.გაცნობის დღიდან არ მომწონს -გამჭოლი მზერით გახედა დედაჩემს .მანაც მხრები აიჩეჩა და სიცილით გავიდა სამზარეულოდან.-აი ხო ხედავ დედაშენიც მეთანხმება. -ქალს სიტყვა არ უთქვამს და რა იცი-ავუყვირდი მე-ადექი წამოდი მოსაწვევი ბარათი შემარჩევინე ნუ მიშლი აქ ნერვებს.-ფეხზე ავდექი და ისიც ავაგდე. -ძალადობის ფაქტზე გიჩივლებ იცოდე-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია. -შენ სასამართლოს და ჩივილის გარდა არაფერი გესმის და გაინტერესებს.-სიცილით ავუყევი კიბეებს -არ მინდა ამ ქორწილის სამზადისში მონაწილეობის მიღება და მითუმეტეს მოწმედ ყოფნა.ნუ მაიძულებ.-ბუზღუნით ამომყვა უკან. -სამაგიეროდ პატარძალი ვარ და მე მინდა ჩემი სურვილი შეასრულო-სიცილით შევაღე ოთახის კარი და საწოლზე გულაღმა გავიშხლართე. -ეჰ,სხვა რა გზა მაქ.-მობეზრებულმა იგივე გააკეთა რაც მე ცოტახნის წინ და გვერდით მომიწვა.ტელეფონი ამოვიღე და ნიმუშებს გადავავლეთ თვალი. -არ გეუცნაურენა ამ ყველაფერს ჩემთან ერთად რომ აკეთებ და არა ლაშასთან?-შემომჩივლა დაღლილი სახით. -რა ვქნა არ ცალია, ქორწილის კიდევ აჩქარებული ტემპით მაგეგმინებს თვის ბოლოს რაღაც კონფერენცია მაქვსო. -რატომ ვერ ხვდები რომ შენი გამოყენება უნდა მაგ ბიჭს . -რა სისულელეა ლილე?-გაბრაზებულმა წამოვდექი. -დაუფიქრდი საკუთარი ბიზნესი გაქ,ამხელა რესტორანს ფლობ,მამაშენს მთელი ქვეყნის მაშტაბით ყველა იცნობს და საკმაოდ მაყუთიანია.მგონი საკმარისი ფული დაუჯდება ანგარიშზე და... -კარგი რა ლილე ნუ ფანტაზიორობ ,თავადაც აქ ბიზნესი,ჩემი ფული რაში უნდა.?-სიტყვა გავაწყვეტინე. -კარგი ,მე ჩემი სათქმელი გითხარი, განქორწინებაზე ადვოკატი თუ დაგჭირდა გვერდით მიგულე.-გამოსცრა კბილებში და აკისკისდა. -როგორი საზიზღარი ენა გაქ.-დავეჭყანე და კარადა გამოვაღე .-რესტორანში უნდა გავიდე,დღეს არ მივსულვარ დავხედავ ხალხს .წამოხვალ.? -თუ გემრიელად მაჭმევს შენი შეფმზარეული ბატონი ბექა რამეს კი.-სწრაფად წამოხტა ფეხზე . -დამიანე ყავს დღეს დამხმარედ ,ძალებს ბოლომდე გამოაცლიდა,წამოდი შენი ნერვი აღარ ექნება მშვიდად მიირთვი რაც გინდა-სიცილით დავწვდი მანქანის გასაღებს და ოთახი დავტოვეთ. -აუტანელია გესმის შენი ძმა სამზარეულოში მომაშორეთ აქიდან-ბექას ჩივილი იყო პირველი რაც რესტორანში მისვლისას გავიგე -კაი რა ბექუშ,მე ახალ იდეებს გაწვდი ცოტა განვითარდი.-უკმაყოფილოდ გამოელაპარაკა დამიანე. -გამასწარი ბიჭო აქიდან.-გაცოფდა ბექა.-გამიკვირდა დღეს რომ არ მოხვედი დილას .მშვიდობა გაქვთ? -მალე ალბათ კვირაში ერთხელ მოვა იმ მუდოს მიჰყვება.-გამოესარჩლა ლილე. -ანუ მაინც მომიწევს საქორწილო მენიუ შევადგინოთ არა..-სიცილით დაუჭირა მხარი ლილეს . -ოხ რა შხამიანი ენა გაქვთ ორივეს.-დავეჭყანე და იქვე მყოფ დამიანეს გავხედე. -ბიძაშვილები არიან რა გიკვირს დაო-მანაც ღიმილით მიპასუხა და წინსაფარი შეიხსნა.-წავედი მე ბიჭები უნდა ვნახო საღამოს სახლში შევხვდებით-ხმაურიანად მაკოცა და სამზარეულო დატოვა. ცოტახანს რესტორანში ვიყავით მერე ლილე დავტოვე სახლში ბევრი ბუზღუნის შემდეგ ძლივს დავითანხმე რომ დილას კაბაზე გამყვებოდა მერე კი მეც დავადექი სახლის გზას. -დედუცი მამა არ მოსულა? -არა ჯერ,დამიანე სად არის?ინტერესით სავსე თვალებით შემომანათა დედამ -აქ ვარ მოვედი.-გაიკრჭა სახლში შემოსული ჩემი ძმა. -კარგია,შეჭამთ რამეს? -მე არა დე,ოთახში ავალ გამოვიცვლი დავიღალე დღეს .-ქუსლების კაკუნით ავიარე კიბეები.არაა ეს ქუსლები ჩემი საქმე,რომ არა რესტორანი არც ჩავიცმევდი.იქურ საზოგადოებას უკვირს ბიზნეს მენი არჩილ დორეულის შვილი სპორტულებში გამოწყობილი რატომ დადის.ამიტომ ნაკლებად ვცდილობ ყურადღების ცენტრში ვიყო.მოკლედ მოვწესრიგდი საწოლზე წამოვგორდი და ლაშას დავურეკე. -გისმენ თაია-გაისმა მისი ცივი ხმა. -რა გჭირს? მთელი დღეა არ დაგირეკავს?-ვკითხე ნაწყენმა. -საქმეები მქონდა.გინდოდა რამე? -მინდოდა რამე?შეგახსენებ ჩვენი ქორწილი ახლოვდება და შენი დახმარება არ მაწყენდა-თითქოს გული მატკინა მისმა სიტყვებმა. -კარგი რა თაია,მიხედავ შენ და ის შენი დაქალი მაგ საქმეს.ნუ შემაწუხებთ მე.წავედი ახლა საჭესთან ვარ დაგირეკავ რომ მივალ სახლში.-ისე გამითიშა ხმა ვერ ამოვიღე,ზოგჯერ მართლა დამაფიქრებს ხოლმე ლილეს ნათქვამი .თითქოს არის რაღაც სიმართლის მარცვალი მასში . ერთი წლის წინ გამოჩნდა ლაშა ჩემს ცხოვრებაში,წამში ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩემს ირგვლივ,არასდროს უთქვამს სიტყვა მიყვარხარ მაგრამ უჩვეულოდ არ მიმიჩნევია, არაა ასეთი ხასიათების რომ გოგოს სიყვარული აუხსნას .არც ორიგინალურად უთხოვია ხელი მაგრამ მაინც მოახერხა ჩემი გულის მისაკუთრება.ლილე მეუბნება ეგ არაა სიყვარულიო ,გრძნობებს აყოლილი ხარო მაგრამ ცდება ,შეიძლება მიყვარხართქო არ ვუთხრა მაგრამ ვიცი ეს უთქმელად ესმის.ლეპტოპი მოვიმარჯვე და კაბებს გადავხედე.რამოდენიმე შევარჩიე კიდეც. -თაია,მამაშენი დაბლა გელოდება ჩამოდი-დედა შემოვიდა უემოციო სახით.სწრაფად წამოვდექი, ლეპტოპი ავიღე მათი აზრიც მაინტერესებს რა უფრო მომიხდება.გულმა უცნაურად დამიწყო ძგერა . ღრმად ჩავისუნთქე და კიბეებს დავუყევი.დივანზე თავჩაქინდრულ მამას გვერდით მივუჯექი . -თარიღი დღეს გავიგეთ,მოსაწვევები ავარჩიეთ მე და ლილემ,ახლა კაბის ჯერია,დე მოდი შენც განახებ-გავხედე დედაჩემს რომელსაც სახეზე ფერი დაკარგვოდა. -ძალიან კარგი საქმე უკვე დაგიწყია-გაისმა მამას გატეხილი მაგრამ ამავდროულად მკაცრი ხმა. -ხო ვთხოვდები და ვემზადები -ვეცადე არხეინად მეპასუხა . -კი თხოვდები ,ოღონდ არა ლაშა ხაჩიძეზე-ფეხზე წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით დაიწყო აქეთ-იქით სიარული. -რა .... რას გულისხმობ-დაბნეული თვალები შევანათე. -შენ ალექსანდრე გულედანის ცოლი გახდები!-საოცრად ცივი ხმა ქონდა ისეთი მომთხოვნი რომ თითქოს გადაწყვეტილი საქმე იყო უკვე. -ეს რას ნიშნავს?მეხუმრებით ხომ?-გიჟივით წამოვარდი ფეხზე და გაფითრებული სახით ვუყურებდი ორივეს. -რაც გაიგე იმას.არ მაინტერესებს არაფერი,ისე იქნება როგორც სიტუაცია მოითხოვს.-ღრმად ამოისუნთქა არჩილმა და ისევ დივანზე ჩამოჯდა.-დაჯექი აგიხსნით ყველაფერს.-თითქოს წეღანდელი სიბრაზე სრულიად გაქრა.ახლა ბევრად მშვიდი ჩანდა.უემოციოდ დავიკავე ადგილი და ველოდი როდის იტყოდა რამეს.- მომისმინე, კომპანია კრიზისშია, თუ მე უარს ვიტყვი ჩემს წილზე და გავყიდი ამით ჩემი პარტნიორის ოჯახსაც დავაზარალებ 51%მე ვფლობ და ასე მიწასთან გავასწორებ ყველას.სრულიად უცხო არ ვიცით რა შედეგებს მოგვიტანს.ვერ ვენდობით და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება თან.... -და მე გამწირე მამა? საკუთარ შვილს იმეტებ ამ ყველაფრისთვის?გოგოს რომელიც დანიშნულია?-მთელი ძალით ვცდილობდი არ მეტირა -მომისმინე არავინ არავის წირავს.ეს მხოლოდ ფორმალური იქნება,ერთ წელიწადში განშორდებით.სიტყვას გაძლევ როგორც კი დამიანე სრულწლოვანი გახდება ალექსანდრე წილს გადაუფორმებს და შენც თავისუფალი იქნები. -მე თქვენი სათამაშო არა ვარ გესმის,მე ქორწილი მაქ მამა ვთხოვდები უკვე სხვა გამოსავალი მოძებნეთ.-გაბრაზებული წამოვდექი და ოთახისკენ გავტრიალდი. -თაია არავითარი ქორწილი არ იქნება ამას არ დავუშვებ იცოდე!-ადგილზე გამაშეშა მისმა სიტყვებმა ამის გამკეთებელი ნამდვილად იყო.თან ამას ისიც ემატება რომ ლაშა საშინლად აღიზიანებს.-ის ვაჟბატონი შენი ხელის სათხოვნელად ჩემთან მოვიდა?მე მკითხეთ ასე უნდა მოვიქცეთ და შენც იცოდეო?რომელიმემ საქმის ყურში ჩამაყენეთ?-აწყლიანებული თვალებით ვუყურებდი რადგან მის კითხვებზე პასუხი მხოლოდ ერთი იყო "არა".-რატომ გაჩუმდი სიმართლეს ვამმბობ ხომ ასეა?ასე რომ თქვენს ნიშნობას ჩემში არანაირი ფასი არ აქვს.ხვალ დილასვე დაელაპარაკე მაგ ლაშას და თუ მართლა უნდა შენთან ყოფნა ერთი წლის მერეც მოგიყვანს ცოლად.-გაბრაზებულმა გაიხურა კარები.ყველაზე მეტად უმძიმდა შვილისთვის ამ სიტყვების თქმა თან ამ ტონით მაგრამ ყველაფერს ვერ დაანგრევდა. -ზაზა,დილას შევხვდეთ, ქორწილისთვის მოვემზადოთ-გამტყდარი ხმით უპასუხა მეგობრის ზარს. -კარგი არჩილ ალექსანდრესაც ვეტყვი მაშინ.-ტელეფონი გაუთიშა და ბაღში ნერვულ სიარულს მოჰყვა. -დედა შენ მაინც თქვი რამე?ამ სისულელეში მე სათამაშო ვარ?-ცრემლები მორეული ვცდილიბ მისგან მასუხი მივიღო. -დამშვიდდი თაია,მამაშენი ნაწილიბრივ მართალია და ნუ შეეწინააღმდეგები ხომ იცი მაინც ისე გააკეთებს როგორც ამბობს. -არაფერიც არ იქნება ისე როგორც ამბობს აი ნახავთ.-ხმის კანკალით ვუთხარი ბოლო სიტყვები და ოთახში სწრაფად ავედი.ცრემლები ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.ნუთუ ასე სასტიკად მეთამაშება ცხოვრება . ------------- ესეც ჩემი მორიგი ისტორია და ახალი თავგადასავალი ჩემთვის.ვიცი ბევრად უკეთესები წაგიკითხავთ მაგრამ მაინც სულმოუთქმელად ველი თქვენს ყველანაირ შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.