შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთი სამოთხე და ორი ჯოჯოხეთი"


3-11-2021, 18:31
ავტორი ტერიკო74
ნანახია 2 644

-აუჰ,რამდენი ხალხია!-გვირაბიდან გავედი,თუ არა,სამი დიდი რკინის ჭიშკარი დავინახე.სამივე კართან ხალხის რიგი იდგა.ჩემმა გამცილებელმა შუა შესასვლელზე მანიშნა, იქ დაელოდეო.მეც მორჩილად წავედი მითითებულ კარისკენ და ხალხს უკმაყოფილოდ გავხედე. ყველას მომლოდინე,გადაღლილი სახე ჰქონდა.
-ბოლო თქვენ ხართ?-ვკითხე ახალგაზრდა ქალბატონს.
-დიახ,მე ვარ,-წამიერად შემათვალიერა.
-დიდი ხანია ელოდებით,ქალბატონო?
-ორი დღეა,დამაწყდა ფეხები და ნერვებიც!-ბრაზიანად მიპასუხა.
-ესენი?-ხალხზე ვანიშნე.
-ზოგი სადაცაა შევა,ზოგი უკვე ორი კვირაა და მეტიც.
-მეგონა დავისვენებდი,აქაც დაღლა?!-ჩავიბუტყუნე.
-ვინ დაგასვენებს,ძმაო,-ქალბატონის წინ მდგომმა მამაკაცმა შეწუხებული სახით გადმომხედა.
-სად მოვდიოდი,რა მეჩქარებოდა?-ხელი ჩავიქნიე.
-ყველა მაგას ჩივის,-გაეცინა მამაკაცს.
-ნებით მოხვედით?-გაკვირვებულმა მომხედა ქალბატონმა.
-მთლად ნებითაც არა,მაგრამ ისე ვიყავი გაწამებული,კი მინდოდა დამესვენა,-ვუპასუხე და ჩავფიქრდი.საწოლს მიჯაჭვულმა გავატარე მთელი წელიწადი.თავიც მომბეზრდა და ოჯახსაც მოვაბეზრე თავი ჩემი გაუთავებელი ტკივილიანი კვნესა-წუწუნით.
-მე,სულ არ მინდოდა,ძმაო,მაგრამ კი გამომიწერეს ბილეთი!-მამაკაცმა პერანგი მკერდთან გადაიღეღა.გულთან ნატყვიარი ემჩნეოდა.
-უჰ!-შევიცხადე.
-ჰო,ასეა,ასე,-თავის ქნევით დამიდასტურა.
-არც მე მინდოდა,რომ არა ჩემი ჯალათი!-ცრემლი მოადგა თვალზე ქალს.
-ვინ ჯალათი?-შეწუხებულმა შევხედე.
-აი!-ქალმა კაშნე მოიხსნა და ყელი გამოიჩინა. შავი გრძელი ლაქა გველივით ჰქონდა მოხვეული ყელზე.
-ეს რა არის?!-ისევ შევიცხადე.
-დამახრჩო,გამგუდა..ისე წამიჭირა ხელები,დაუნდობლად!
-ვინ იყო?-სიბრაზისგან კბილები გავაკრაჭუნე.
-ქმარი!-ნაწყენმა შემომხედა.
-მარტო იარაღი კი არა,ყველაზე მეტად სიტყვით სიკვდილი არის ძნელი, ბიძიკო,-მამაკაცის წინ მდგომმა მამაკაცმა გადმოინაცვლა ჩვენსკენ.
-ვერ გავიგე?-ახლა მას შევხედე და თან სხეული შევუთვალიერე.
-ეჰ,სიტყვა..სიტყვა,ტყვიაზე უარესი და მტკივნეულია. ტყვია მაშინვე გკლავს,აი,სიტყვა კი დღითიდღე გიღებს ბოლოს,შხამად გეღვრება და გწამლავს,აუტანელი ტკივილები იცის,სულში,-დანანებით ჩაილაპარაკა.
-სიტყვა?-ვთქვი და მივხვდი,მე ავადმყოფობა კი არა,სიტყვები მკლავდა და მიღებდა ბოლოს.ზუსტად საყვედურიანი სიტყვების გამო მომბეზრდა სიცოცხლე და ყოველ დღე ვევედრებოდი ღმერთს,თავისთან წავეყვანე.
-დიახ,ჩემო ბიძიკო,სიტყვა!-დამიდასტურა მამაკაცმა.- ყველაზე ბასრი იარაღი! სიტყვას შეუძლია გაგაბედნიეროს და გაგაუბედუროს,გააჩნია,რას გამოისვრიან შენსკენ!
-თქვენი სახელი,ბატონო?-მივმართე სიტყვით მკვდარს.
-თევდორე,-უმალ მიპასუხა.
-მე გრიგოლი,-ხელი გავუწოდე და შემდეგ, ქალბატონოს შევხედე.
-მე მართა მქვია,- მითხრა და კაშნეში ჩამალა ჩაშავებული ყელი.
-თქვენ?-გულზე ნატყვიარევს შევხედე.
-რამაზი,-მითხრა და ოდნავშესამჩნევად გამიღიმა.
-აი,ამ ხალხს,რომ უყურებ,ნახევარზე მეტი სიტყვით არის მკვდარი,-მითხრა თევდორემ.
-რა იცით?-ინტერესით ვკითხე.
-რაღა რა ვიცი,ორი დღეა ველოდები და ამასობაში კი გავიცანით ერთმანეთი,-გაეცინა.-აქ ,სადაც ვდგავართ,გადარჩევა ხდება,ვერ მოიტყუები,ისედაც იციან,ეცადე სიმართლე თქვა და არ შერცხვე,-დამმოძღვრა.
-ცოდვებზეც გვკითხავენ ხომ?-აწრიალდა რამაზი.
-რა თქმა უნდა,თუ მთლად წყალწაღებული არ ხარ,ჯოჯოხეთისთვის არ გაგიმეტებენ.
-ჯოჯოხეთის კარი რომელია?-შიშით მოვატარე ირგვლივ თვალი. ცოდვების მეტი რა მქონდა,თუმცა,რამდენად საპატიებელი იყო,არ ვიცოდი და შევშინდი.
-ეს შუა სამოთხეა,აქეთ-იქით,ორივე კარში ჯოჯოხეთია.
-ეუჰ! რა ამბავია,ორი ჯოჯოხეთი?!-გულზე შემომეყარა.
-შენ კაცო,დედამიწაზე არ ცხოვრობდი?-დამცინავად შემომხედა თევდორემ.
-ვცხოვრობდი!-თავი დავუქნიე.
-მერე?
-რა მერე?-ვერ მივხვდი,რის თქმა უნდოდა.
-მერე ის,რომ დედამიწაზე ცოდვის ტრიალია.ჩვენ,ადამიანების გამოისობით. ყოფა ვუტირეთ სამყაროს,ერთმანეთს..ხოდა,ჩემო ბატონო,იმდენი ვართ ეშმაკზე სულმიყიდულები,ერთ ჯოჯოხეთში ვერ დავეტიეთ და ააშენეს მეორეც..მესამეც,თუ არ მიამატეს,ის თქვი შენ!
-მაინც,რომელ ცოდვებს პატიობენ?- საუბარში ჩაგვეჭრა რამაზი.
-რა ვიცი,კაცო მე? მივალთ იქამდე და გავიგებთ,ხომ ნახე,დღეს სულ ორი ადამიანი შეუშვეს სამოთხეში,დანარჩენ თორმეტს ჯოჯოხეთში უკრეს თავი!
-მეც მაქვს ცოდვები,-ამოიკნავლა მართამ.
-უცოდველი ბიძიკო,მარტო ღმერთია,ნუ გეშინია,შენ მგონი სამოთხის "პუწიოვკა" აგიღო შენმა ჯალათმა!-დაამშვიდა თევდორემ და მართამაც ცოტა შვებით ამოისუნთქა.
-წასულია ჩემი საქმე,-ხელი ჩაიქნია რამაზმა.
-რატომ,ბატონო?-ჩაეკითხა თევდორე.
-ბევრი ცოდვები მაქვს,-დანანებით გვითხრა.
-ბევრი ჩვენც კი გვაქვს,ოღონდ,გააჩნია რა სიმძიმის არის?
-ქურდი ვარ,მე! -ცოტა რიხი გაურია ხმაში.
-ქურდი?-თევდორემ ცნობისმოყვარედ შეხედა.
-კანონიერი!-დაგვიკონკრეტა.
-აქ,ხომ იცი,ეგ არავის აინტერესებს,ბატონო ჩემო,-გაეღიმა თევდორეს. მე ცოტა რიდით შევხედე.
-ვითომ?-შეცბა.
-აქ შენი და არც არავის სტატუსი არ აინტერესებთ! მხოლოდ შენს მიერ ნაკეთებ საქმეებს დაგითვლიან,ცუდსაც და კარგსაც.მთელ ცხოვრებას გადაგიშლიან ხელის გულზე,პატარა დეტალსაც ვერ დამალავ,ასეა ეს!
-მე ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული,თუმცა..-ჩაფიქრდა რამაზი.
-ჩვენ ნუ მოგვიყვები,იმათ უთხარი,- კარისკენ გაიშვირა თევდორემ თითი.
-კაცი მყავს მოკლული..სამი,-დაზაფრული ხმით თქვა რამაზმა.
-ეუჰ!-მე,მართამ და თევდორემ ერთდროულად შევიცხადეთ.
-თუმცა,ეკლესია ავაშენე,მგონი გამოსყიდული მაქვს დანაშაული,-იმედიანად მოგვატარა თვალი.
-რა გაქვს გამოსყიდული,ბიძიკო? ღმერთს ევაჭრებოდი?-საცოდავად შეხედა თევდორემ.
-ღმერთს სახლი ავუშენე!-სიამაყე შეეპარა.
-რომელ ღმერთს? შვილები,რომ მოუკალი იმ ღმერთს?-ირონიულად შეხედა თევდორემ.
-იძულებული ვიყავი,საქმე ასე მოითხოვდა,ქურდულ სამყაროში ასე მარტივად არ ხდება,როგორც თქვენ ფიქრობთ,-გაბრაზდა რამაზი.
-მარტივი არაფერია,ბატონო ჩემო..საქმე იმაშია,რომ ჩვენ, დედამიწაზე ვიყავით აბიტურიენტები,რომლებიც უმაღლესში ჩასაბარებელ გამოცდას ველოდით და კი ვდგავართ ახლა უნივერისტეტის კართან,-ნიშნისმოგებით გაიცინა თევდორემ.
-მე პატარა კოლეჯიც მაკმაყოფილებს,-დაიღრინა რამაზმა.
-აქ პატარა არა და,ორი დიდი კოლეჯი კი არის,ე,ის ორი კარი,-ჯოჯოხეთებისკენ ანიშნა.
-რატომ მაინც და მაინც იქ? იქნებ,სამოთხეში მიშვებენ?!-კბილებში გამოსცრა რამაზმა.
-ჰო,სულ დამავიწყდა,მოთაფლული გყავს ღმერთი,-ხელი ჩაიქნია თევდორემ. ის იყო,რამაზმა შეტევა დააპირა,რომ ზურგსუკან ჩოჩქოლი მოგვესმა.
-მე ვარ პარლამენტარი,ვარლამ დიდი! თქვენ ვერ მიბრძანებთ ვერაფერს!- გაკვირვებულებმა შევხედეთ ვარლამ დიდად წოდებულს,რომელიც გამცილებელის წინ იდგა და მთელი ხმით უყვიროდა.
-იცანით?!-წამოვიძახე გაოგნებულმა.
-მაგას ვინ არ იცნობს,ცრუპენტელა!- ცხვირი აბზიკა მართამ.
-ამის დედა ....!-კბილები გააღრჭიალა კანონიერმა ქურდმა და თითები მომუშტა.
- ვატყობ,სეირი არ მოგვაკლდება,-ჩაეცინა თევდორეს.
ხმაურზე რიგში მდგომი ხალხიც გვირაბისკენ მოტრიალდა და მგონი ყველამ იცნო ვარლამ დიდი,ისეთი შეძახილებით შეამკეს,მე შემრცხვა.
-აფერისტო!
-ბიუჯეტის ვირთხავ!
-ქვეყნის ფურუნკულო!
-მკვლელო!
-უნამუსო!
-მიწამ გიყოს პირი!-ვიღაც დედაკაცმა ისე მიაძახა,ლამის გამეცინა.მეტი რაღა პირი უნდა ექნა მიწას,ისედაც იქ ვიყავით.
ვარლამ დიდმა შეშინებული თვალები მოგვატარა და თუ აქამდე გამცილებელს ეჭიმებოდა,ახლა მის უკან გადაინაცვლა და მის ზურგს ამოეფარა.
-ვერ გიშველის,ვერაფერი,შენი ადგილი ჯოჯოხეთშია!-ხალხი მისკენ დაიძრა,მათთან ერთად რამაზიც,ისე მიიწევდა წინ,ვიფიქრე,მეორედ მოკლავდა.რომ არა სხვა გამცილებლების ჩარევა,არ ვიცი,რას უზამდნენ კოსტიუმში გამოწკეპილ პარლამენტარს. დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ,როგორც იქნა ჩააშოშმინეს ხალხის მღელვარება,თუმცა, რამაზისგან კი მოხვდა ბლომად. ასე ნაცემ-ნაბეგვი ურიგოდ მიათრიეს კართან,საიდანაც ზუსტად ორ წუთში თავი უკრეს ჯოჯოხეთში.
-მანდაც მოგივლი,არც მანდ გაგახარებ!-დაიმუქრა რამაზიმ და თან მივხვდით,რომ დაუზუტებით იცოდა,რომ მასაც იქ უკრავდნენ თავს.
-პირადი წყენები გაქვს ალბათ?-ვკითხე მორიდებით.
-ამაზე ჩათლახ კაცს არასდროს შევხვედრილვარ და დარწმუნებული ვარ,ჩემი მკვლელობაც მაგან შეუკვეთა,კართან ყველაფერს გავიგებ და ამას მო...ნავ დედას!-სიმწრით გადააფურთხა რამაზმა.
-იქნებ,არ გიშვებენ იქ?-ვიკითხე მაინც.
-სულ,რომ ანგელოზის ფრთები გამომაბან,მაგ ახვარის გამო მაინც შევალ იქ!-წყალი რომ არ გაუვა ისე თქვა რამაზმა,ჩვენს აღარ შევწინააღმდეგებივართ.
-ღმერთო?!-გულმოსაკლავად წამოიძახა მართამ და ცრემლები მოაწვა.
გვირაბიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა,ორი ბავშვით.ერთი პატარა ხელში ჰყავდა ატატაებული,მეორე კი,ცოტა მოზრდილი,ხელჩაკიდებული მოჰყავდა. თან გამცილებელი მოსდევდა.
-ღმერთო,რატომ?!-მეც ცრემლები მომაწვა.
-ბიჭოო,ბავშვები!- რამაზისგან არ ველოდი ასეთ ქცევას,მუხლებზე დადგა და ხელები მაღლა აღაპყრო.
-ღმერთო!რატომ ბავშვები? რატომ ღმერთო?! გამეცი პასუხი! რატომ სდუმხარ?! უსამართლო ხარ შენ! - თავი მხრებში ჩარგო და ცახცახზე მივხვდი,ტიროდა. არ მეგონა ამ სამჯერად მკვლელს ასეთი ჩვილი გული თუ ექნებოდა.
ახალგაზრდა ქალი თვალცრემლიანი მოგვიახლოვდა,სევდიანად გაგვიღიმა და გამცილებელს გაჰყვა უკან.თვალი მივადევნეთ და დავინახეთ,რომ ულაპარაკოდ შეიყვანეს შუა კარში.
- ღმერთს ნუ ადანაშაულებ,-თევდორემ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა რამაზისკენ.
-გამეშვი,თუ ძმა ხარ?!-ხელი ბრაზით აუქნია.
-რა დააშავეს ბავშვებმა?-ახლა მე ვიკითხე წყენით.
-ღმერთის ქცევა დიდ მისტიკად რჩება მოკვდავთათვის,ჩემო ბიძიკო.იმედია, გავიგებთ,რა და რატომ?! მოვითმინოთ,აქ ხომ ყველაფერი უნდა გაცხადდეს?-მითხრა თევდორემ და დაფიქრებული მზერა მიაპყრო სამოთხის კარს.
-თქვენ როგორ ფიქრობთ,საით გაგიშვებენ?-ახლა მართა ჩაეკითხა.
-რა ვიცი,აბა? როგორ გადაწყვეტენ,რამდენად გადაწონის სიკეთე ცოტ-ცოტა ბოროტებას,-ღიმილით უპასუხა თევდორემ.
-ნეტავ,მე რა ბედი მელის?-ჩავფიქრდი.
-რას გაიგებ,გრიგოლ ბატონო? ისე,თქვენ იმ ხანს ავადმყოფობდით, კი ჩამოგეწერებოდათ ცოდვების რაღაც ნაწილი,- იმედიანად მითხრა თევდორემ.
-დავიჯერო, მაგისთვის ვიტანჯებოდი მთელი წელი?
-იმდენ კითხვებს მისვამთ,თითქოს მე ვიყო სააქაოს დირექტორი,მოითმინეთ რამოდენიმე დღე..ახლა კი ცოტა თუ არ მივდე თავი, ვეღარ ვიაზროვნებ,-გაგვიღიმა და ტავის ადგილზე გადაინაცვლა.ფეხმორთხმით დაჯდა და თვალები დახუჭა. ბევრმა მიბაძა მას,მეც ასევე.მოვეშვი და თვალები მივლულე.

***
-ბაბუ,გაიღვიძე ბაბუ, წამალი უნდა დალიო,-ჩემი შვილიშვილი გიორგი მანჯღევდა.
გაკვირვებულმა შევხედე.უძლურების მიუხედავად,წვალებით წამოვწიე თავი და მთელი ოთახი მოვათვალიერე.
-რა იყო კაცო,ეს?-ვთქვი გაოცებულმა.
-რა ბაბუ?
-სახლში ვარ,ბაბუ?-კიდევ ვერ ვიჯერებდი,რომ საწოლში ვიწექი.
-აბა,სად უნდა იყო?-გაეცინა.
-გიორგი,ვინმე იყო მოსული?-ისევ დაფეთებულმა გავაცეცე თვალები.
-ვინ უნდა მოსულიყო ბაბუ? ხომ იცი,ყველა გვერიდება,ეშინიათ,რომ არაფერი გადაედოთ.
-გადამდები არაფერი მჭირს!-მეწყინა.
-ვიცი,ბაბუ,მაგრამ იმათ გააგებინებ მაგას?-გულდაწყვეტით თქვა და საწოლზე ჩამომიჯდა.
ერთადერთი ვინც მთელი ავადმყოფობის მანძილზე გვერდიდან არ მომშორებია,გიორგი იყო. ის მაძლებინებდა,თორემ ბევრჯერ ვიფიქრე ,თან არ მინდოდა,ცუდი მაგალითი მიმეცა მისთვის.გიორგისთვის ყოველთვის მებრძოლი და ყოვლისშემძლე ბაბუა ვიყავი და არაფრით შეიძლებოდა ჩემგან ბრძოლის ველიდან გაქცევა დაენახა.ჩემს სენს მხოლოდ და მხოლოდ მის გამო ვუძლებდი.
-ეჰ,-ხელი ჩავიქნიე.-მთავარია,შენ მყავხარ ბაბუ!-ჩემსკენ მოვიზიდე და შუბლზე ვაკოცე.
-დალიე წამალი,-ისევ შემახსენა.
-დავლევ ბაბუ,შენ მანამდე ტელევიზორი ჩართე,ვნახოთ რა ხდება ქვეყანაზე,-გავუღიმე და წამლის აბი გამოვართვი.
"დღეს მოულოდნელად,გულის შეტევით გარდაიცვალა,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი თევდორე ღამბაშიძე.."
ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულ ფოტოს დავაკვირდი და გავოგნდი. გაშეშებული ვუყურებდი ნაცნობ სახეს. ნელ-ნელა ამომიტივტივდა ცოტა ხნის წინ,ძილში იყო,თუ ცხადში ნანახი.
აღარაფერი მესმოდა,რომ არა,ეკრანზე კადრის შეცვლა და მეორე ნაცნობი სახის დანახვამ,უარესად ამირია გონება.
ტელევიზორიდან კანონიერი ქურდის, რამაზის თვალები მიმზერდა.ბუნდოვნად მესმოდა ხმები,სადაც მხოლოდ გული და ტყვია გავიგონე.
-არა,ეს სიგიჟეა!-ვთქვი და წამოჯდომა დავაპირე. გიორგიმ ხელი შემაშველა,თან გაკვირვებული ხან მე მიყურებდა,ხან ტელევიზორს. მესამე ნაცნობი სახის დანახვამ მთლად მომიღო ბოლო. მართა იდგა ბედნიერებით სავსე ღიმილით.
-ეს წარმოუდგენელია!-წამოვიძახე სასწორაკვეთით და გულზე წაჭერილ მარწუხებზე ვიტაცე ხელი.
-ბაბუ,ბაბუ!-შეშინებული მომვარდა გიორგი.
-ნუ გეშინია,ბაბუ,ნუ გეშინია,-ძლივს ამოვთქვი.-ჩამეხუტე ბაბუ,მაგრად ჩამეხუტე ჩემო იმედო,-მოწოლილ ცრემლს ვერაფერი მოვუხერხე.
გიორგიმ ისე ძლიერად მომხვია მკლავები, თითქოს იგრძნო,რომ მალე შევუერთდებოდი ტელევიზორის ეკრანიდან მომზირლებს.
ის გრძნობდა,მე კი დარწმუნებული ვიყავი,რომ სადღაც ორ დღეში ვიდგებოდი სამი ჭიშკრის პირისპირ,სადაც ერთი სამოთხე და ორი ჯოჯოხეთი იყო.

დასასრული





№1 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო...აი მესმის ფანტაზია.სხვა არ ვიცი რა ვუწოდო თქვენი თვალით დანახული იმიერ სამყაროს.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

kati
ძალიან კარგი იყო...აი მესმის ფანტაზია.სხვა არ ვიცი რა ვუწოდო თქვენი თვალით დანახული იმიერ სამყაროს.


დიდი მადლობა,კატი ♡ გაიხარე,საყვარელო ♡

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

შეუდარებელი ხარ..,

 


№4 სტუმარი Ana-maria

თქვენ ხართ მწერალი,რომელიც ერთნარად კარგად წერთ ისტორიებს იუმორით და დრამით.თქვენ ისტორიებზე ძალიან ბევრი მიცინია და აგრეთვე ბევრიც მიტირია.ამ ისტორიაზე კი ჩემი თავიც წარმოვიდგინე იმ რიგში. ნეტა რომელია ჩემი კარი?

 


№5 სტუმარი სტუმარი კრავაი

ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ვერ ვპოულობ , თუმცა არც უკომენტაროდ მინდა ნაწერის დატოვება. ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ! p.s. წინა კომენტარის ავტორის სიტყვებს გავიმეორებ: “ნეტა რომელია ჩემი კარი?”

 


№6 სტუმარი one

arc ki vici ragitxra nina❤️
ise zustad agwer adamianebis cxovrebis yopas, emocias, ganwyobebs ,umagresi gogo khar❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი sofi

სასწაულ რაღაცეებს ქმნი და ეს არ არის შექება, შენი განწყობა საერთოდ არ მომწონს, სულიერი შფოთვა ჩანს ყველა შენს შემოქმედებაში, იმდენად მინდა რომ ვცდებოდე ვერ წარმოიდგენ, მაგრამ მე ასე გხედავ, უფალი შენსკენ, გამეხარდება თუ ცოტა პოზიტიურ სტილს შემოიტან, მეტისმეტად დამთრგუნველია ის რასაც წერ

 


№8  offline წევრი ირო

როგორც ყოველთვის საოცარი,შენეული დამაფიქრებელი და ბევრისმთქმელი.ძალიან სიღრმისეულია ყოველთვის რასაც წერ ხანდახან მგონია ვიღაცამ იქ იმოგზაურა და შენ ეს ეს ყველაფერი ჩუმად გაგანდო.

 


№9 სტუმარი Daldinidaldoni

ძალიან კარგია ,როგორცყოველთვის ქაოსური ემოცია გამოიწვიე .იმდენი რამ ჩადე ამ პატარა ისტორიაში . ადამიანის არსი .უუნარობა ჯოჯოხეთის და სამოთხის გადაყარზე ... და მთავარი არავინ იცის ვინ ?რა ?როდის ?როგორ და რატომ.....?

ძალიან კარგია ,როგორცყოველთვის ქაოსური ემოცია გამოიწვიე .იმდენი რამ ჩადე ამ პატარა ისტორიაში . ადამიანის არსი .უუნარობა და სისუსტე ჯოჯოხეთის და სამოთხის გასაყარზე ... და მთავარი არავინ იცის ვინ ?რა ?როდის ?როგორ და რატომ.....?

ძალიან კარგია ,როგორც ყოველთვის ქაოსური ემოცია გამოიწვიე .იმდენი რამ ჩადე ამ პატარა ისტორიაში . ადამიანის არსი .უუნარობა და სისუსტე ჯოჯოხეთის და სამოთხის გასაყარზე ... და მთავარი არავინ იცის ვინ ?რა ?როდის ?როგორ და რატომ......

 


№10 სტუმარი სტუმარი მარი მარი

ყოველი ისტორიის წაკითხვის შემდეგ საოცრად ნასიამოვნები ვრჩები????????მადლობა საყვარელო რომ რადაც ფიქრობ,გრძნობ და განიცდი ისე გადმოსცემ რომ მკითხველს თავიდან ბოლომდე ითრევ და საიცარ ემოვიას უღვიძებ…. მე გეტყოდი რომ დიდებული მწერალი ხართ და დიდი სიამოვნებით შევიძენდი თქვენს კრებულს❤️❤️❤️❤️წარმატებები❤️❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნანჩო,
ანა-მარია,
კრავაი,
ონე,
სოფი,
ირო,
დალდონი,
მარი მარი
უღრმესი მადლობა,ძვირფასებო ♡♡♡ ყოველთვის მახარებთ თქვენი თბილი გამოხმაურებით ♡♡♡ გაიხარეთ ♡

მარი მარი, ჩემი კრებული სახელწოდებით "მეორე დედამიწა" გაყიდვაშია წიგნის მაღაზიებში.
"პარნასი"
"შაქრო ბაბუა"

 


№12 სტუმარი ნანამია

მომეწონა შენეული ხედვა იმიერ სამყაროზე... ალბათ ვინც ამ ძენს ისტორიას წაიკითხავს კიდევ ბევრჯერ გაუჩნდება სიკეთის კეთების სურვილი... დამდეგს გილოცავ საუკეთესო სურვილებით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent