შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემში დატრიალებული ქარიშხალი(1)


7-11-2021, 12:10
ავტორი candygirl
ნანახია 10 493

-მე უბრალოდ მიყვარდა,მისგან სიყვარულს მოვითხოვდი სხვას არაფერს.განა სიყვარული დანასაულია?დანაშაულია,როდესაც გინდა მასზე იზრუნო.მაგრამ მე ეს ზრუნვა ასე,მარტივად მანადგურებდა.
-შეგიძლია უფრო კონკრეტულად ამიხსნათ რას გულისხმობ განადგურებში-სიმწრისგან გამეცინა,გამახსენდა ის პერიოდი,როდესაც მის გამო ადამიანს აღარ ვგავდი.
-შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ?
-რა თქმა უნდა.
-გქონიათ მომენტი,როდესაც თავს უსარგებლოდ გრძნობთ?ან გამოყენებულად?მე პირადად მის გვერდით მხოლოდ ამას ვგრძნობდი.ახლა ვიაზრებ,რომ ამ სიყვარულს მხოლოდ ტკივილი მოჰქონდა.
-სამწუხაროდ ჩვენი დრო დასრულდა,შენდეგ შეხვედრამდე ლინდა.
-დროებით.
.........
-ლინდა,რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ არ ღირს იმათზე ნერვიულობა ვინც არ გაფასებს
-ვიცი სალო,ვიცი და ხო ვცდილობ არა,რომ დავუბრუნდე ჩემს თავს.
-ვიცი,რომ ცდილობ მაგრამ საკმარისი არ არის.დღეს ნიკას დაბადების დღეა და იმედია არ დაგავიწყდა,ხუთისთვის უნდა გავიდეთ რესტორანში.
-კაი გავალ სახლში და მოვემზადები.
შუა ოქტომბერი იყო,მაგრამ სიცივისგან მაკანკალებდა,ჩემს ისედაც აწეწილ თმას ქარი უარესად მიწეწდა და ავტობუსიც ჩემს გასამწარებლად იგვიანებდა.ყველაფერი თან და თან თავს იყრიდა და უკვე მზად ვიყავი ასაფეთქებლად,როდესაც ჩემს წინ შავი BMWგაჩერდა,იქედან კი მომღიმარი საბა იყურებოდა,რომელიც დღეს ჩვენი იუბილარია.
-ციცქნა!(ხო ეს ჩემი მეტსახელია)ნახე სულ გაყინულხარ,ვერ დამირეკე მოგაკითხავდი.
-ვიცი,რომ მანქანა გაფუჭებული გყავს და მერე ვინმე უნდა შეგეწუხებინა ჩემს გამო.
რაღცას გეტყვით დარწმუნებული ვარ,რომ ყველა გოგო გრძნობს,როდესაც ბიჭი დაჟინებით უყურებს.ზუსტად ახლა იგივეს განვიცდი,ცხოვრებაშ პირველად ავფორიაქდი რაღაც არარეალურს ვგრძნობდი და განვიცდიდი.ასე მაშინაც არ ვყოფილვარ,როდესაც ჩემი აზრით სიგიჟემდე მიყვარდა,მაშინ ალბათ ეს უბრალო დამოკიდებულება იყო.ამის თან და თან გააზრებით ვხვდები რომ ჩემი თვი ტყუილად დავტანჯე.
-ლინდააა დაგვიბრუნდი,ერთი საათია ჩემს ძმაკაცს გაცნობ.
-ააა უი ბოდიში,უეცრად ჩავფიქრდი.
-მერე ვილაპარაკებთ მაგ უეცარ ჩაფიქრებაზე,მოკლედ ეს სანდრო დადიანია ვერა და ვერ მოვახერხე თქვენი გაცნობა.
-სასიამუვნოა ლინდა-მისი ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე საერთოდ დავიბენი,ძლივს მოვახერხე გამოფხიზლება და ჩამწყდარი ხმით ამოვიჩურჩულე.
-ჩემთვისაც-ძალიან შემრცხვა,არ ვიცი რა დამემართა.ზოგადად არცერთი ბიჭი არ იწვევს ჩემში ასეთ გრძნობებს,მაგრამ მან რაღაც ქარიშხალი დაატრიალა,რომელსაც ვერ ვეწინააღმდეგები.
-ციცქნა,ციცქნა,ჩემო ციცქნა წამოდი გაგიყვან-არა რა ეს ბიჭი როდის უნდა დასერიოზულდეს.
გაბრუებული ჩავჯექი მანქანაში და რაც შეიძლება კუთხეში მოვიკუნტე,რომ მისი მზერისგან როგორმე თავი ამერიდებინა,მაგრამ გზა და გზა მაინც ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას სარკიდან.სერიოზული მეჩვენა,ზედმეტადაც კი.საბას კითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა და იმის საშუალებასაც არ მაძლევდა,რომ მისი ხმის მოსმენით დავმტკბარიყავი.
-ციცქნა მიდი აბა მოემზადე და გამოგივლით ხუთზე.
-კაი,გკოცნი.
მანქანიდან მთვრალი კაცივით გადმოვედი,როდესაც დავინახე როგორ მიყურებდა შავი,უძირო თვალებით გავაანალიზე,რომ მის გამო ქვესკნელშიც წავიდოდი.მაგრამ არაა ასეთი სიყვარული მარტო ზღაპრებში ხდება,ხოლო ჩემი ცხოვრება არასდროს დაწყებულა ფრაზით’’იყო და არა იყო რა’’და არც არასდროს დამთავრდება,როგორც წესია ისე’’ჭირი იქა,ლხინი აქა’’,ამიტომ არ გინდა ლინდა უაზრო გეგმების შედგენა ,რომელიც საბოლოოდ მწარედ დაგიჯდება,დამერწმუნები რომ ეს უკვე გამოცადე და გიწევდა ვიღაც მსიქოლოგთან სიარული,ისიც შენი მეგობრების თხოვნით,ამიტომ უნდა შვთანხმდეთ,რომ ზედმეტი თავის ტკივილი არგვინდა ხო. საერთოდ ვინარი,ერთი ჩვეულებრივი ბიჭია ლამაზი თვალებით,სწორ ცხვირითა და გამოყვანილი ყბებით და რაც მთვარია საოცარი ხმით.ლინდა ხო ხვდები,რომ საკუთარ თავს უარეს უკეთებ შენ უნდა იფიქრო,რომ ცუდია,სერიოზული, უგრძნობი და ასე ყველაფერი მოგვარდება ვფიქრობ მგონი მანიაკი ვარ,ისე ვერთობი საკუთარ თვთნ დიალოგით ყველაფერი მავიწყდება,მოდით თვს არ მოგაბეზრებთ საკუთრ თვზე მონოლოგით,ამისთვის კიდე დიდი დრო მექნება დამერწმუნეთ ახლა დროა მოვემზადო.
ჩემი გარდერობი საკმაოდ ღარიბულად გამიუყურება,შავი ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი ზურგი ამოღებული ჰქონდა და საკმაოდ მიმზიდველადაც გამოიყურებოდა,სადა მაკიაჟთ შემოვიფარგლე და უკვე კმაოფილი ვათვალიერებდი ჩემ თავს სარკეში,როდესაც ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ საბუ
-აუ ციცქნა,ბოდიში რა შენთნ გამოსვლას ვერ ვასწრებ სალოს მე წავიყვან და შენ სანდრო მოგაკითხავს კაი?ცოტახანში დაგირეკავს და ჩადი.
-კაი ხო.
არა ნუ ფიქრობ,ჩვენ ხო შევთანხმდით,რომ სიყვარული ზღაპარს არ გავს,ისიც გულს მატკენს და მერე უნდა ვირბინო კიდე მსიქოლოგებთან.კვლავ ტელეფონი აწკრიალდა
-გისმენთ.
-ჩამოდი
-უკაცრავად რომელი ხართ?-რა თქმა უნდა,მივხვდი სანდრო,რომ არის დებილი კი არ ვარ,მაგრამ პირდაპირ ხო არ ვეტყოდი “უი ლამაზთალება სანდრო შენ ხარ“კაი ვღადაობ რა იყოთ.
-ლინდა!სანდრო ვარ და თვის მოკატუნება არ გვინდა კაი.
-ვერ გიცანი თორე თავის მოკატუნება რაში მჭირდება-იიი ლინდა დაგიჯერეთ,ყოჩაღ.
-გელოდები!
-კაი ხო მოვდივარ რაიყო.როგროც ხედავთ ტელეფონს უკან დიდი გული მაქვს და მერე ქერის მარცვალივით ვიბნევი და ვინმემ შემაგროვეთ რა.კარგი ვამთავრებ მონოლოგს და მივუყვები ჩაბნელებულ კიბეებს,გული მიფრიალებს იმის გააზრებაზეც,რომ ცოტახანში უნდა ვნახო და აი ისიც გამოჩნდა შავ BMW მიყუდებულიი სიგარეტს ეწეოდა,ლამპიონის შუქი ისე ეცემოდა მის სახეს,რომ უფრო მიმზიდველს ხდიდა.თვითონაც დამინახა და ქვემოდან ამომხედა,სიგარეტის სუნი საერთოდ არ მესამუვნა და ეს სანდრომაც შეამჩნია.
-ჩაჯექი და მოვალ ორ წუთში.
-კაი.
ორი წუთიც არ იყო გასული გვერდით მომიჯდა,რაღაც განსაკუთრებული არომატი ჰქონდა,რომელიც საერთოდ მაბრუებდა.
-საბას საიდან იცნობ?-შეშინებულმა მისკენ გავიხედე და ნეტავ არ გამეხედა,მის თავლებს გადავეყარე არ ვიცი რატომ მოქმედებს ასე,მაგრამ საშინლად მსიამუვნებს.
-ამმ,უნივერსიტეტში გავიცანი.
-როგორც ჩანს,განსაკუთრებული ადამიანია შენთვის.
-დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში ყოველთის ჩემს გვერდითაა,როცა მჭირდება და მხარს მიმაგრებს,მის გამო სიცოცხლესაც კი დავთმობ-იმის გააზრებაზე,რომ საოცარი მეგობარი მყავს სულელივით გამეცინა.
-ზოგადად საბა ასეთა ყველაზე ზრუნავს და ამ ზრუნვაში საკუთარი თავიც ავიწყდება.
-გეთანხმედი.
კვლავ ფიქრებში ჩავიძირე,უკვე სიგიჟმდე მომწონდა და თვს ვერაფერს ვშველიდი,მომწონდა მისი სიმკაცრეც,რომელიც ცოტა მაშინებდა კიდეც.
-მოვედით ლინდა,შედი დ შემოვალ მეც.
-კარგი-მორცხვად გავუღიმე და რესტორნის კარი შევაღე,რომელიც გავსებული იყო ნაცნობებით,სალოსაც მოვკარი თვალი საბას დას ეჭორავებოდა და მისკენ წავედი.
-სად ხართ გოგო ამდენხანს ყველა თქვენ გელოდებით.
-რავი გზაში,სალო სანდროს იცნობ?
-როგორ არა,რამოხდა.
-თუ იცნობ ჩემთან რატო არც ერთხელ გიხსენებია?
-რავი ლინ,არ მომხდარა ისეთი რამე რო მეხსენებინა,რა იყო ხოარ მოგეწონა?
-აჰჰჰ,რას არ იტყვი ხოლმე,მე და სიყვარული სხვადასხვა პლანეტაზე ვართ,რა კარგად გამაცინე.
-კი კი გეტყობა,ფრთხილად იყავი არ შეგიყვარდეს -თვალი ჩამიკრა და დამნაშავესავით გაიქცა.მართლა რომ შემიყვარდეს?მერე რა იქნება.მოდით ნაადრევი დასკვნებისგან თავს შევიკავებ.
ყველანი სუფრასთან შევიკრიბეთ,სალო იმდენად გველია ჩევს გვერდით დააჯინა.მამისმკვლელი თვალებით გავხედე და ვანიშნე,რომ მკვდარია,მაგრამ ვიცი ვერაფერს გავაკეთებ, თავს ისე შემაცოდებს.ერთი მხრივ,მსიამუვნებს კიდეც სანდროს გვერდით ყოფნა,მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ,მგონი ზედმეტი მომდის და არ მომწონს ჩემი ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ ვიცი კარგს არაფერს მომიტანს.
-ლინდა-უეცრათ სალოს ჩურჩული მესმის ყურთან და შეშინებული ადგილზე ვხტები,რა თქმა უნდა,ეს სანდროს არ გამოპარვია.
-რა ხდება სალო შემაშინე.
-მისმინე ახლა გიგა მოვიდა თავის ძმაკაცებთნ ერთდ და ძაან გთხოვ არ შეიმჩნიო რა თორე საბა გაგიჟდება-ამის გაგონებზე საბასკენ გავიხედე საშინლად დაძაბული იჯდა და ამან უფრო ამაფორიაქა,მაშინვე ჩემსკენ სიარული დაიწყო და ჩემსა და სანდროს შორის ჩადგა.
-შემომხედე ციცქნა,იცოდე ცრემლიანი თვალები არ დამანახო,თორე გავგიჟდები.
-საბა,გთხოვ რამე სისულელე არ გააკეთო რა,მე საერთოდ წავალ და არაფერი მოხდება.
-მეორედ არ გაიმეორო შენ ჩემს გვერდით უნდა იყო დღეს-შემდე სანდროს მიუბრუნდა,საშინლად დავიძაბე,როდესაც სანდროს გაგიჟებულ თვალებს გადავაწყდი-გარეთ გამოდი საქმე მას.
-საბაა-მავედრებელი თვალებით გავხედე,არაფერი უთქვამს თავზე მაკოცა და უკან მოუხედავად გარეთ გავიდა.საბადან ყურადღება სანდროზე გადავიტანე,მთელი ამ დროის განმავლომაში თვალმოუშორებლად მიყურებდა,თითქოს რაღაცას ეძებდა ჩემს თვალებში,შემდეგ ჩემსკენ გადმოიწია და მოშიშვლებულ მხარზე ისე შეუმჩნევლად მაკოცა,რომ არ მეგრძნო მეც ვერ შევაჩნევდი.
-არაფერი მოხდება, ნუ გეშინია.
- მპირდები?-ცოტაც და ტირილს დავიწყებდი,არ მინდოდა ჩემს გამო ვინმე დაშავებულიყო.
-მისმინე პატარა-ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა და ხელები მუხლებზე დამაწყო-არ მინდა დაგპირდე ის რის შესრულებასაც ვერ განვსაზღვრავ კარგი,სალოს დავუძახებ ახლა და შენთან მოვა.
...
-აქ რას აკეთებს?
-მე რა ვიცი.
-ზედმეტადაც,რომ მიუახლოვდეს ლინდას გავგიჟდები.
-ეგ იმდენად მშიშარაა ჩვენთან ვერ გაბედავს.
-ყველაფერი ჩემი ბრალია-დამნაშავესავით ამოიხვნეშა სანდრომ და ანერვიულებულმა სიგარეტს გაუკიდა-თავის დროზე,რომ მემოქმედა და ლინდამდე მივსულიყავი ამ ა/ვარს აღარ შეხვდებოდა.
-ხვდები,რომ უაზროდ იდანაშაულებ თავს.
-არ უნდა დამეშვა ეს შეცდოა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა,შეიძლება შვილებიც კი გვყოლოდა-ამის გაფიქრებაზე უაზროდ ჩაიცინა და სიგარეტი აივნიდან მოისროლა-შევიდეთ რამე სისულელე არ გააკეთოს.
რესტორანში შესვლისას შენიშნა,რომ ლინდა გოგოებთან გადამჯდარიყო და ლაღად იცინოდა.სანდრომ თავის ადგილი დაიკავა,მაგრამ სიმშვიდეს ვერ გრძნობდა,როდესაც მისი საყვარელი ქალი მისგან შორს იყო.გულს უღრღნიდა ის ფიქრი,რომ მისი ადგილი თავიდან გაგამ დაიკავა,მაგრამ ახლა შანსი ჰქონდა ყველაფერი მის სასიკეთოდ შმოეტრიალებინა.
....
-ლინდა,რაღაცას გკითავ რა.
-გისმენ ქეთუ.
-შენსა და სანდროს შორის რამე ხდება?
-არა რა უნდა ხდებოდეს,რატო მეკითხები?
-რაც რესტორანში შემოვიდა თვალმოუშორებლად გიყურებს.
-რა სისულელეა მე არ მიყურებს- დაეჭვებულმა ჩუმად გავაპარე თვალი სანდროსკენ,ბიჭებთნ საუბრობდა.მეწყინა,რომ ვერ გამოვიჭირე და გაბრაზებუილი სახით დავიწყე მისი თვალიერება.იმდენად საყვარელი იყო მინდოდა მისი სახის ყველა კუნჭული კოცნით მომევლო,როცა იცინოდა ლოყებზე ფისოები უჩნდებოდა,იმდენად ღრმად მასში ბუნაგს დავიდებდი და მთელ ცხოვრებას გავატარებდი,მინდოდა მის სისხლისფერ ტუჩებს შვხებოდი და ბოლო ამოსუნთქვამდე მეკოცნა.
-ლინდა გამოფხიზლდი,ვიღაცამ მოგწერა.
-აჰჰ,ვერ გავიგე-აღლვებუმა ტელეფონს დავხედე,სანდროს ნომერი იყო ხელის კანკალით გავხსენი და ვეცადე აღელვება არ შემჩნეოდა.
^მომწონს,რომ მაკვირდები.
მაკვირდებიო ახლა გავგიჟდები ამდენად როგორ დავიწვი,რომ შემამჩნია როგორ ვიკვლევდი მის ყველა დეტალს.
^არა უბრალოდ ჩავფიქრდი და ალბათ თვალი გამიშეშდა.
პირდაპირ მაოცებ ლინდა,რა თვალი გაგიშეშდა ამას ორიწლის ბავშვიც არ დაიჯერებს ღმერთი ტვინს,რომ არიგებდა ნეტავ მე რომელ კლდეზე ვხტებოდი,მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი მიყვარს ჩემი უტვინო თავი.
^აი ისევ.
^რაა
^მიყურებ ლინდა.
^თვალი მიშეშებათქო,ალბათ არ იცი თვალის სინდრომია და არ ინკურნება სამწუხაროდ ყურადღება არ მომაქციო.
^ვინმეს უთქვამს,რომ საშინელი მატყუარახარ?
^ვინმეს უთქვამს,რომ საშინლად უჟმური ხარ?
^ოჰჰ გავთამამდით და რამე.
გავბრაზდი,აღარ მიმიწერია ვიცოდი რაღაც სისულელეს ვიტყოდი და თავის დაძვრენა მარტივი არ იქნებოდა,იმდენად ვიყავი მესიჯობით გართული ვერც შევამჩნიე გიგა როგორ მომიჯდა გვერდით.
-გამარჯობა ლინდა-ღმერთო ახლა გადამარჩინე და სხვას არაფერს ვითხოვ.
-გამარჯობა.
-როგორ ხარ?
-ახლა უფრო ვრწმუნდები,რომ გულქვა ადამიანი ხარ-სიტუაციის დასაზვერად ზემოთ ავიხედე და პირდაპირ საბას თვალებს გადავაწყდი მავედრებელი სახით ვანიშნე რომ მე მიხედავდი და ჩარევა საჭირო არ იყო,ცხოვრებაში პირველად დამიჯერა და თავის ადგილს დაუბრუნდა.სანდრო არსად ჩანდა და ეს ფაქტი შდარებით მამშვიდებდა,მაგრამ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა დავინახე როგორ შემოვიდა სანდრო აივნიდან,კვლავ სიგარეტს ეწეოდა და სერიოზული სახით იყურებოდა.ცოტახანში მის გვერდით საბა გაჩნდა და რაღაცას სერიოზული სახით უხსნიდა სანდრო კი ნერვიულად თავზე ხელს ისვავდა,ერთხელ შემომხედა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ მომხვდარიყავი ცოტახანშ აფეთქდებოდა,ისევ სიგარეტი ამოიღო და აივანზე გავიდა.
-ლინდა მისმენ?
-რა გინდა გიგა?
-შენ მინდიხარ.
-ხვდები,რომ ძალიან დააგვიანე და ახლა აზრი არ აქვს თვის შეცოდებას.
-რა მოგეწონა სანდრო დადიანში პროსტა ვერ ვხვდები.
-ვერც ვერასდროს მიხვდება შენი დაქვეითებული ტვინი-ადგომას ვაპირებდი,როცა გიგას ხელმა გამაჩრა და ამ დროს ტელეფონიც აწკრიალდა.
-ჩემთან მოდი!-ჟრუანტელმა დამიარა ისედაც ბოხი ხმა იმდენად დაბოხებოდა.
-ორ წუთში მოვალ.
-იცოდე ჭკუიდან არ გადამიყვანო.
გაფითრებული კვლავ გიგას მივუბრუნდი და ფეხზე წაოვდექი იმდენად შეშინებული ვიყავი ამ ადგილიდან გაქცევის გარდა არაფერი მინდოდა.
-გიგა გთხოვ ხელი გამიშვი.
-შეხვედრაზე თუ დამთანხმდები გაგიშვებ.
-ჯანდაბას შენი თავი შეგხვდები.
-ხვალ ჩვენს კაფეში-იმის გააზრებაზე,რომ ხელი გამიშვა სწრაფად შემოვბრუნდი და მკვრივ სხეულს დავეჯახე.
-სანდრო?-ზემოდან ჩამომხედა გაავებული თვალებით -გთხოვ წავიდეთ რა.
-მეორედ!-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და დაძარღული ხელი წელზე შემომხვია-მეორედ შეეხები და დედის სულს ვფიცავარ ხელებს დაგამტვრევ!
მერე მე შემომხედა მისი ძლიერი ხელი ჩამკიდა და აივანზე გამიყვანა,ცივი ნიავი კანზე სასიამუვნოდ მელამუნებოდა,მაგრამ ამ ყველაფერს მომაკვდინებელი სიწყნარე აფუჭებდა.
-ხო გითხარი ჩემთნ მოდი მეთქი!-იმდენად ხმამაღლა მითხრა შიშისგან შევხტი.
-ნუ მიყვირიხარ!-მეც არ დავუთმე და ცრემლიანი თვალებით,რაც შემეძლო დავუყვირე.
-ლინდა-ყბები დაეჭიმა და მივხვდი როგორც ცდილობდა თვის შეკავებას-ტონი აკონტროლე!
-ვინ ხარ საერთოდ,რომ ტონი ვაკონტროლო?ასე უეცრად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალივით და მთლიანად ამაფორიაქე,არ ვიცი რას ვაკეთებ ვერ ვაზროვნებ მთელი დღეა გამოთიშული დავდივარ,ვერაფერზე ვახდენ კონცენტრაციას ჩემს თავზე ვბრაზდები იმის გამო,რომ ვნებებს ავყევი და ჩემს ქვეცნობიერს ვერ ვაკონტროლებ არადა ვინ ხარ სულ რაღაც ერთი დღეა გიცნობ.
-ლინდა
-რა სანდრო რა
-საკმარისია!
-შენს ჭკუაზე არ დავდივარ,რატო უნდა დავუჯერო ვიღც სანდრო დადიანს,რომელმაც სერიოზულობის მეტი არაფერი იცის და ცოფიანი ძაღლივით იღრინება ყოველ ჯერზე.
-ზედმეტი მოგდის!გაჩუმდი თორე მე გაგაჩუმებ.
-მიდი გამაჩუმე,რას იზავ სკამზე მიმაბავ,როგორც ტყვეს და პირს ამიკრავ.
-უკეთსი ხერხი მაქვს-ვნებიანი თვალებით შემომხედა და ტუჩებზე დამეძგერა,იმდენად მოულოდნელი იყო ადგილზე გავიყინე,ერთი ხანი ვტკბებოდი მისი ტუჩების შეხებით,რომელმაც მთელი სახე მოიარა,მაგრამ ეს არასწორია გახსოვს ლინდა მე სიყვარული მანადგურებს.მოდუნებულ სანდროს ხელი ისე ძლიერად ვკარი კედელს დაეტაკა.
-შენ..შენ..
-რა?არადა უკმაყოფილო არ ჩანდი.
-ნამდვილი იდიოტი ხარ სანდრო დადიანო.
ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები,როგორ გავხდი მასზე ერთ დღში დამოკიდებული,რომ თავსაც ვერ ვაკონტროლებ,განერვიულებულმა არავინ გავაფრთხილე ისე წავედი სახლში,იმდენად მინდოდა ჩემს თბილ ლოგინში გავხვეულიავი,რომ ყველაფერს დავთმობდი.ტაქსი გავაჩრე,გზიდან სალოს მივწერე,რომ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და სახლში წავედი,ჩემს მაგივრად კი საბასთვის ბოდიში მოეხადა.პირველი საათი იყო სახლში,რომ მივედი ფეხსაცელი მისაღებში მივყარე და საწოლზე ემბრიონის ფორმაში გავწექი.არ მასვენებდა მთელი გზა სანდროზე ფიქრი,მართალი ყოფილა შეყვარებული ადამიანის მუცელში პეპლები დაფრინავსო,პეპლები კი არა ადგილს ვეღრ ვპოულობ იმდენამ მინდა კიდევ შვეხო მის ტუჩემს და მთელი ცხოვრება დავტკბე,რაღა დაგიმალოთ და საოცარი იყო ახლა,რა თქმა უნდა,სანდროსთნ თავი შვიკავე,ჩვენში რა დასამალია და ყველა გოგო ჩემს ადგილას ასე მოიქცეოდა.ხო გქონიათ ისეთ მომენტი,რომ ძილის წინ სიზმარი დაგიგმავთ,თუ როგორ შეხვდები შენს პირველ სიყვარულს და ბლა,ბლა,ბლა,მერე რამე ისე ვერ წასულა და უკან დაბრუნებულხართ და თვიდან დაგიწყიათ,ანდაც სარკის წინ დამდგარხართ და წარმოსახვით შეყვარებულთან გიჩხუბიათ,არ მითხრათ რომ მართალი არ ვარ ,მე პირადად ბევრჯერ მიფიქრია,რომ მოვკვდე ვინ როგორ მოიქცევა და მერე სულელივით ვტირი,ძაან მეცინება ჩემს უაზრო თვზე,მაგრამ ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები აქ ერთ მაგრამაა არც მინდა რომ შვიცვალო მითუმეტეს ვინმეს გამო.ფიქრებში ისე გავერთე ვერც მივხვდი როგორ ჩამეძინა.
დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიზა ახლა უბრალოდ მინდოდა ყველა გადშენებულიყო,როგორც დინოზავრები და ტკბილად ძილი გამეგრძელებინა,მაგრამ დაწყევლილი ტელეფონი არა და არ ჩერდებოდა.
-გისმენთ.
-რა იყო კაცს ხო არ კლავდი
-არ მაქვს გიგა შენი ხუმრობების თვი-ერთ შენთვოს კისერი მომაწყვეტინა ჯერ-ჯერობით სხვა ნატვრა არ მაქვს რამე თუ შეიცვალა აუცილებლად გაგაგებინებთ.
-დღეს უნდა შევხვდეთ,ხომ არ დაგავიწყდა?
-რა დამავიწყებს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა
-ჩემთვისაც ჩემო ცხოვრება
-კისერს მოგაწყვეტ ამაზონის ხვლიკო-უიი ლინდა ხმამაღლა მოგვივიდა,კაი არაუშავს ეს ღირსია,შემდეგში ნატვრა ნატვრად დავტოვოთ.
-როგორ ზრუნავ ჩემზე.
-თავიდან მომწყდი პირველზე შეგხვდები,იცოდე ზედმმეტი სიუპრიზების გარეშე-მართლა,რომ ამაზონის ხვლიკია ხედავთ როგორ იცვლის სეზონებად კანს ჯერ გამამწრა,ახლა მეაფირისტება...აჰჰ გიგა აბაშიძე გილოცავ შენთის ჯოჯოხეთს კარი ღიაა.
მოდით შავ ტანსაცმელს ჩავიცვამ,ვითომ რამეს ვგლოვობ,ისედაც სამგლოვიაროდ მაქ საქმე გიგას ვხვდები რა მემხიარულება: შავი კედები,შავი შრვალი და იმავე ფერის მაისური ჩვიცვი,კეპი დავიფარე და კაფესკენ დავიძარი.ვაი ლინდა მეტრეველო იმაზე იფიქრე საბამ არ გაიგოს,თორემ ჩვენი თავი გაგვიხდება სამგლოვიარო.სახლიდან ცოტა არ იყოს დიდ გულზე წამოვედი,მაგრამ ჩემმა მშიშარა თავმა არ მიმატოვა. დამფრთხალმა კაფეს კარი შევაღე და ფანჯარასთან დავიკავე ადგილი.
-რას ინებებთ.
-ერთი ცივი ყავა თუ შეიძლება-კიდევ კარგი კეპი დავიფარე და ვერავინ მიცნობს ამ ქვეყანაზე უეცრად,რაღაც უცნაური აურა დადგა კაფეში და თურმე გიგა მოსულა ჩემსკენ წამოვიდა და გადასაკოცნად გამოიწია,მაგრამ თავი უკაან გავწიე.
-ბევრი დრო არ მაქვს გისმენ რა გინდა.
-უკვე გითხარი შენ მინდიხარ.
-საღადაოდ არ მცალია გიგა-ფეხზე წამოვდექი წასასვლელად,მაგრამ მისი უხეში ტორი მტევანზე ჩამეჭიდა.
-აქ გასფრთხილებლად მოვედი ჩემო ლინდა
-მტკივა იდიოტო ხელი გამიშვი-იმდენად მიჭერდა ხელს,რომ სიმწრისგან თვალებიდან მლაშე სითხე გადმომივიდა.
-კარგად მისმინე-ჩემთნ ახლოს მოიწია და ამაზრზენი ხმით ჩამჩურჩლა-სანდრო დადიანი შენს გვერდით არ დავინახო,თორე მის ლეშს ფეხებთნ დაგიგდებ,ხომ იცი ამის გამკეთბელი ვარ!-ისე გამოცრა კბილებში სერიოზულად შემეშინდა,ჩემი თავდაჯერებული“მე“სადღაც გაქრა და მის ადგილას დამფრთხალმა ლინდამ დაიკავა ადგილი.
-გთხოვ ხელი გამიშვი,მტკივა-აკანკალებულმა ხმა ძლივს ამოვიღე.
-მე გამიფრთხილებიხარ მეტრეველის ქალიშვილო.
უკანმოუხედავად გამოვიქეცი,არ მეგონა ასეთ მანიაკად თუ გადაიქცა.თვალებიდან ცრებლები უკთხავად ჩამომდიოდა ჩემს ხელს დავხედე ფითქინა კანზე სიწითლე ადვილად დამტყობოდა და ვიცოდი ეს აუცილებლად ჩამიურჯდებოდა და ასეც მოხდა სანამ სალოს ბინამდე მივედი საკმაოდ მეტყობოდა სილურჯე და ხელი მიკანკალებდა,სალოს კარზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გააღებდა კარებს.
-მოდი გოგო ახლა გირეკავდი ზუსტად.
-მარტო ხარ?
-რა გჭირს?
-მარტო ხარ მეთქი?
-ლინდა მაშინებ,კი მარტო ვარ,რა ხდება?შენ სულ ხო არ გაგიჟდი ჰა?ხელზე რა გჭირს მაჩვენე.
-ამოისუნთქე და ყველაფერს მოგიყვები,მოკლედ გუშინ იმის გამო,რომ გიგას თავი დაენებებინა შეხვედრაზე დავთანხმდი.
-ნამდვილი დებილი ხარ.
-დამაცადე დღეს დიდ გულზე წავედი,მაგრამ გამბედაობა გზაში დავკარგე.კაფეში შევხვდით, მალევე თავი მომაბეზრა და წამოსვლა დავაპირე,როცა ხელი დამიჭირა და შედეგს შენ თვითნაც ხედავ.
-ველური.
-მერე იცი რა მითხრა,იცოდე სანდროს გვერდით არ დაგინახო თორე მის ლეშს ფეხებთნ დაგიგდებო.
-რა სულმდაბალი ადამიანია,ნუ გეშინია ჩემო საყვარელო ვერაფერსაც ვერ გააკეთებს.
-არა სალ,ხო იცი ამის გამკეთებელი როა თან ისეთი ხმით მითხრა-ამის გახსენებაზე ნერვიულად ამოვიოხრე და კვლავ გავაგრძელე-სანდროს,რომ რამე დაემართოს ჩემ თავს არ ვაპატიებ.
-რეებს ბოდავ გოგო ხვდები მაინც,წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთბ არაფერი არ მოხდება.
-მეშინია-მთელი დღის ნაგროვები ემოციები ერთიანად მომაწვა და ავქვითინდი.
-მოდი ჩემთან-სალოსთან მივედი და მის მკლავებში გავეხვიე-აი ნახავ არაფერი მოხდება,ვერც ბიჭები გაიგებენ და გიგაც ვერაფერს გახდება დამიჯერე.
-მაგრამ-ჩაწითლებული თვალებით ავხედე სალოს.
-არავითარი მაგრამ,მიდი დაწექი და დაისვენე,ხვალ პირველიდღ გაქვს სამსახურში.
-კაი
......
-ლინდა გაიღვიძე უკვე ცხრა საათია
-აუ არაფერის თავი არ მაქვს .
-მიდი ადექი პირველივე დღეს ხო არ დააგვიანებ.
-კარგი ვდგები-ძლივს წამოვდექი საწოლიდან,ასე მეგონა წინა ღამით ვიღაცამ საშინად მცემა.მისაღში გავზოზინდი და სკამზე ჩამოვჯექი.
-იცი როგორ მიყვარხარ.
-მზადაა უკვე მოგკლავს ამდენი ყავა-ყავის დანახვაზე თვალები გამიპრწყინდა-რას აპირებ სანდროსთან?
-დავასრულებ,იქნებ ასეც ჯობდეს ყველაფერი ისე მალე განვითარდა გაგრძელებას დიდად არც ველოდები,ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო,წავალ ახლა,თორე დამაგვიანდება.
ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვიწყებ მუშაობას პიარ მენეჯერად.ოფისი მეცხრე სართულზეა,მიუხედავად იმისა,რომ კაუსტროფობია მაქვს ცხრა სართულის ავლას ფეხით მაინც არ ვაპირებდი.
-გამარჯობა,ნინუცა ხო-პირველივე დანახვაზე კარგი შეხედულება დამიტოვა,რაღაცნაირად პოზიტიური გოგოა.
-კი,შენ ალბათ ახალი პიარ მენეჯერი ხარ?
-დიახ,ლინდა მეტრეველი.
-სასიამუვნოა-საყვარლად გამიღიმა და კვლავ საუბარი გააგრძელა-შენს კაბინეტს გაჩვენებ,იმედია მოგეწონება ცოტახანში კომპანიის ჭორებსაც გაგიმხელ-თვალი ჩამიკრა და წინ გამიძღვა-აი შენი ოფისიც,სასიამუვნო დღეს გისურვებ.
-შენც ნინუცა-ვერ ვიტყვი,რომ ცუდი ადგილია სასიამუვნო გარემოც კია.
მთელი ერთი კვირა სრულიად უინტერესოდ გავიდა,ყველზე მეტად სანდროს არყოფნა მაწუხებდა,თითქოს აჩრდილივით გაქრა,რომელსაც არც არასდროს უარსებია,ვიფიქრე,გადამივლიდა მისდამი ლტოლვა,მაგრამ პირიქით მონატრების მორევში ვიძირებოდი,იმდენად მენატრება მისი შეხება,კოცნა,შემოხედვაც კი თავს ვერაფერს ვუხერხებ,რამდენჯერმე ვცადე დამერეკა და გამეგო სად გადაიკარგა,მაგრამ სიამაყემ მძლია,ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.
ორშაბათი დღე იყო მუშაობა გვიან დავამთავრე და გადაღლილი სახლამდე ძლივს მივედი,ამ მომენტში ძილზე მეტად არაფერი მინდოდა,მაგრამ საუბედუროდ კვლავ ტელეფონი აწკრიალდა.გულმა სწრაფად ძგერა დაიწყო იმდენად ავფორიაქდი სუნთქვაც კი გამიჭირდა,თქვენც მიხვდებით ვინი ქნებოდა თუ არა სანდრო,მიუხედავად იმისა,რომ საშინლად ნაწყენი ვიყავი მაინც ვუპასუხე ზარს.
-გისმენთ
-მომენატრე-მისი ხმის გაგონებისას მეგონა მოვკვდებოდი,აი თურმე რა მჭირდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში.
-........-დუმილი და დუმილი,ერთი მხრივ მინდოდა,მთელს ჩემს არსებას ჭირდებოდა სანდრო დადიანი,მაგრამ ჯერ კვლავ გონებაში მიტრიალებს გიგას ამაზრზენი სიტყვები.
-ყავას გამიკეთბ ,ლინდა?-გაგიკეთებ ყველაფერს გავაკეთებ,რომ არა შიში,მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო,თუ როგორ მენატრება,უკონტროლო გავხდიი არ ვიცი რა მჭირს ახლაც თვალებიდან უწყვეტად მოედინება ცრემლები და უაზროდ ვქვითინებ.
-ლინდა აქ ხარ?
-კი-თავი ვეღრ შევიკავე და ჩამწყდარი ხმით ამოვიხრიალე.
-რა გჭირს?-შევამჩნიე როგორ დაეძაბა ხმა-შენ რა ტირი?
-......-კვლავ დუმილი.
-კარი გამიღე!-გაისმა სანდროს ბრაზნარევი ხმა,ამის გაგონებაზე ფანჯარას მივვარდი და თურმე ამ დროის განმავლობაში ქვემოთ ყოფილა.ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და თან ნერვიულობისგან ბოლთას ვცემდი ოთახში.არ ვიცი როგორ შეძლო ექვსი სართულის ასე მალე ფეხით ამოვლა,მაგრამ ფაქტია უკვე კარებზე აბრახუნებს.
-ლინდა ნუ მაგიჟებ კაი,კარები გააღე!
-მოვდივარ-სარკეშ ჩავიხედე და თმები გავისწორე ჩემს ისედაც დასიებულ თვალებს მაინც არაფერი ეშველებოდა.დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც გავაღე კარები და პირდაპირ მის თვალებს შევეჩეხე,ღმერთო როგორ მომნატრებია მისი უკიდეგანო თვალები,სადაც ყოველთვის ქარიშხალი ტრიალებს.
-იცი როგორ მაგიჟებ პატარა ქალბატონო?!-ისეთი სიყვარულით წარმოთქვა ეს სიტყვები ადგილზე ჩამოვდნი,ჩემსკენ გადმოიწია და მისი ძლიერი მკვლავები შემომხვია.ჩემს უმოქმედობაზე უკმაყოფილო სახით შემომხედა და კვლავ გააგრძელა ჩემი ყელით ტკბობა,სადაც მის სისხლისფერ ტუჩებს დაატარებდა.დავნებდი,არ მაქვს იმდენი ნებისყოფა,რომ მასთან ახლოს ვიყო,თან თავი შორს დავიჭირო,ხელები კისერზე შემოვხვიე ,მთელი არსებით ჩავეხუტე და კისერში სველი კოცნა დავუტოვე.ვიგრძენი როგორ გააჟრიალა და ეგოისტორად მესიამუვნა.
-ყავა გაგიკეთო?-ვეცადე როგორმე თავი დამეძვრინა მისგან მაგრამ ამაოდ.
-არ მცალია შენით ვტკბები-ამოიჩურჩულა და ამჯერად თვალების დაკოცნას შეუდგა-იცოდე შენს ცრემლებს საკუთარ თავსაც არ ვაპატიებ!-შემომხედა ბრაზნარევი თვალებით,ვიცოდი ეს საღამო კარგად არ დამთავრდებოდა-მაგრამ აქ სხვა რამე ხდება!-მიხვდება ყველაფერს,მე თუ არ ვეტყვი იმდენს გააკეთებს თავად გაიგებს ყველაფერს.
-და იქნებ შენ ხარ დამნაშავე?-ვიგრძენი როგორ დაეძაბა წელზე შემოხვეული ხელები გამომცდელი თვალებით შემომხედა და მაკვირდებოდა,ვეღარ გავუძელი მის მტანჯველ მზერას და თავი დაბლა დავხარე.
-შემომხედე!-თავი ამაწევინა და თან ლოყაზე ნაზად მეფერებოდა-ერთადერთი რამ,რასაც ვერ ვიტან ტყუილია-მძიმედ ამოიოხრა და კვლავ გააგრძელა-არ მითხრა რომ ხელზე სილურჯეც ჩემი ბრალია!-კბილებში ავად გამოცრა.გავშეშდი სხეული ამიკანკალდა ცუდის მოლოდინში,ომდენად ვიყავი მის ალერსში გართული,რომ ხელის არსებობა საერთოდ გადამავიწყდა.
-მე უბრალოდ...
-არ გინდა,ყველაზე ცუდი მატყუარა ხარ ვისაც კი ვიცნობ-შემომხედა და საფეთქელზე მაკოცა-ახლა კი გისმენ!
-არაფერი მაქვს სათქმელი,მითუმეტეს შენთვის-ხომ იცით თავდასხმა ყველაზე კარგი თავდაცვააო ხოდა მეც ძალა მოვიკრიბე და ვცადე მაინც-არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა მაშინ,როცა ერთი კვირით სადღაც დაიკარგე,ახლა კი მოდიხარ და მეუბნები,რომ ყველაფერი გითხრა.
-დაამთავრე?-ხელი მომკიდა და მუხლებზე დამიჯინა-ახლა მე მომისმენ!არავის არ შევარჩენ ოდნავ თმის ღერიც რომ ჩამოგივარდეს და ახლა შენ მეუბნები,რომ ეს ჩემი საქმე არ არის?რო გელაპარაკები გოგო შემომხედე!
-ყოველთვის ნუ მიყვირი.
-შემომხედე ლინდა!-თავისი მკაცრი მზერა ჩემს ცრემლიან თვალებს გაუსწორა-ტირილი,რომ გამოსავალი არ არის ხომ ხვდები,უბრალოდ მინდა გავარკვიო ეს დედა.........ნული რა ხდება,ხო უნდა ვიცოდე არა ჩემს გოგოს ხელი ასე რატომ აქვს-რა ირონიულია არა სანდრო გამწარებული ჩხუბობს და მე მის წარმოთქმულ „ჩემს გოგოზე“ვფიქრობ-გისმენ ლინდა!
-ყველაფერს მოგიყვები,უბრალოდ ცოტახანს ჩაგეხუტები კაი-ჩექმებიანი კატა,რომ თვალებით იყურება აი ზუსტად ეგეთი თვალები მქონდა,სანდრომაც ვერ გაუძლო ჩემს მზერას და მთელი ძალით შემომხვია ხელები,თავი მის კისერში ჩავრგე და უარესად ავტირდი.
-ჩჩჩჩჩ.... შენთნ ვარ-დემონსტრაციულად მისვავდა თავზე ხელს და შიგადაშიგ თვზე მკოცნიდა-დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება.
-სანდრო ....დამპირდი,რომ არ გაგიჟდები და რამე სისულელეს არ გააკეთებ.
-ვერ დაგპირდები ჩემო პატარა.
-მაშინ არ მოგიყვები-გაბუტული,პატარა ბავშვივით დავიკრიფე გულზე ხელები და მის კალთაში მოვკალათდი.
-გისმენ ლინდაა აზრი არ აქვს!
მობეზრებულმა ამოვიოხრე და შეშინებულმა კიდევ ერთხელ შევხედე თვალებში,მაისური ავიწიე და ვირძენი სანდროს ხელები როგორ დასრიალებდა ჩალურჯებულ ადგილას, სულ დამავიწყა გიგას უხეში შეხებაც კი.
-საბას დაბადებისდღეზე,მაშინ სანამ შენ მოხვიდოდი-ვსაუბრობდი და თან მის რეაქციას ვაკვირდებოდი ,თან და თან დაეძაბა ჩემს ზურგზე მოალერსე ხელი-გიგას შეხვედრაზე დავთანხმდი-გამომცდელად შევხედე თვალებში ეს აღრ იყო უბრალოდ ქარიშხალი,მისი თვალები სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრიდა-გთხოვ დაწყნარდი რა,თორე მაშინებ.
-ჩემი არასდროს არ უნდა შეგეშინდეს-სახე დამიჭირა და კოცნით ყველა დეტალი შემოიარა,რაც საკმარისი იყო ჩემი ენერგიის შესავსებად-ახლა კი გააგრძელე!-კვლავ გაიმკაცრა სახე,მაგრამ მაისურის ქვეშ ხელს მაინც დაასრიალებდა,რაც საშინლად მადუნებდა.
-მერე კაფეში შევხვდით, აი შედეგიც სახეზეა-ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა,ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს გაუკიდა.
-ნახავს როგორ უნდა ხელების დალურჯება!-ხმა ჩამწყდარმა ამოიხრიალა და კარებისკენ დაიძრა-არ გეგონოს შენთნ დავასრულე!
……….
-ლინდა რაღაცას გეტყვი და არ ინერვიულო რა
-სალოო რახდება?
-სანდროო...
მისი სახელისგაგონებაზე ტანშიუსიამუვნოდ გამცრა,სრულიადმოვწყდი სამყაროს,თითქოს გული ჰაერში დაფარფატებდა.
-მითხარი რომ კარგად არის....გთხოვ....
-ავარიაში მოყვაახლა საოპერაციოში შეიყვანეს ყველაფერი კარგად იქნება.

გამარჯიბა მეობრებოო.
პირველად დავწერე და იმედია მოგეწონბათ,შეცდომებისთის მომიტევეთ.



№1  offline წევრი ნაამა

რა? რა ნამუსია ამ მომენტზე გაწყვტა? ვაიმე ის გიგა მიმალეწიან და მეტი თუ რამემინდოდეს. როგორ ვერ ვიტან მოძალადე ხეორეებს ფუი.ისა და ასე ერთ დღეში როგორ აღიარა რო უყავრდა? მასწავლოს რა.საყავრლობააა მომწონს მოკლედ❤️

 


№2 სტუმარი Daldinidaldoni

ოჰოო როგორი ემოციური ისტორია გველის წინ ,ქარიშხალივით მოვარდი და აგვაფორიაქე .. ძალიან შთამბეჭდავი დასაწყისია და ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები

 


№3  offline წევრი look like

მეგობრებო ამ ექაუნთის პაროლი ვერ აღვადგინე,ამიტომ შემდეგი თავები look like-ზე დაიდება
ნაამა
რა? რა ნამუსია ამ მომენტზე გაწყვტა? ვაიმე ის გიგა მიმალეწიან და მეტი თუ რამემინდოდეს. როგორ ვერ ვიტან მოძალადე ხეორეებს ფუი.ისა და ასე ერთ დღეში როგორ აღიარა რო უყავრდა? მასწავლოს რა.საყავრლობააა მომწონს მოკლედ❤️

მოკლედ ამ ექაუნთეს პაროლი ვერ აღვადგინე,ამიტომ შემდეგი თავები look like-ზე დაიდება და კიდევ ცოტა ინტრიგა ხომ უნდა ყოფილიყო☺❤

Daldinidaldoni
ოჰოო როგორი ემოციური ისტორია გველის წინ ,ქარიშხალივით მოვარდი და აგვაფორიაქე .. ძალიან შთამბეჭდავი დასაწყისია და ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები

ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№4  offline წევრი lamazi tvalebi

ძალიან მომწონს ისტორია,კარგად წერ...ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს იცოდე ამიტომ ველი ახალ თავს ....მაგარია ძააააან ♥️

 


№5  offline წევრი look like

lamazi tvalebi
ძალიან მომწონს ისტორია,კარგად წერ...ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს იცოდე ამიტომ ველი ახალ თავს ....მაგარია ძააააან ♥️

ძალიან დიდი მადლობა ❤მხოლოდ ერთი განსხვავება იქნება ის,რომ ისტორია სხვა აქაუნთზე დაიდება

 


№6 სტუმარი სტუმარი Daria

Rodiis dadeb shemdeg tavs

 


№7  offline წევრი look like

სტუმარი Daria
Rodiis dadeb shemdeg tavs

წერის პროცესში ვარ უკვე და ვეცდები მალე ავტვირთო ❤

 


№8  offline მოდერი guroo

ეტყობოდა, რომ პირველად დაწერეთ.
სხვას არაფერს ვიტყვი. მეშიანია, გული არ დაგწყდეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent