სიყვარული გრაძნობების გარეშე (IIნაწილი) 6 თავი
გვანცა უხალისოდ წავიდა თანამშრომლებთან ერთდ რესტორანში, უფროსის დაბადების დღის აღსანიშნავად. თითქმის მთელი საღამო მოღუშული სახით იჯდა მაგიდასთან, ვერაფრით ვერ გამოიკეთა ხასიათი, რადგან მისი ფიქრი და გონება ჯერ კიდევ რეზისკენ და მდუმარე მობილური ტელეფონისკენ იყო მომართული. რამდენიმე ჭიქა შავი ღვინო ზედიზედ დალია, მაგრამ ამანაც რომ ვერ უშველა და რეზიზე ფიქრი თავედან ვერაფრით მოიშორა უარესად გაღიზინდა საკუთარ თავზე, რადგან ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში იყო მისი უკვე მოდუნებული სხეული. უეცრად ადგილზე გაიყინა, როცა მოულოდნელად რესტორანში შემოსულ ხმაურიან უცნობებს შორის თვალი ჰკიდა ნაცნობ სილუეტს, ჯერ იფიქრა მეჩვენებაო, ასეთი დამთხვევების და შემთხვევითობების, მითუმეტეს ბედნიეწერის არასდროს სჯეროდა, ამიტომ მზერა აარიდა ხმაურიან მამაკაცებს, მაგრამ გულმა არ მოუთმინდა და ისევ იქით გაიხედა, როცა დარწმუნდა რომ ერთერთი რეზი იყო, სწორედ ის რეზი რომლის ზარსაც ამ წამამდე ელოდებოდა, საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე რომ გაუაზრებლად რაღაც იმედი ჩაისახა გატეხილ გულში სრულიად უცნობ, უჟმურ, უყურადღებო მამაკაცზე. მაგიდასთან მჯოდმმა რეზიმ ზურგს უკნიდან იგრძნო ვიღაცის დაჟინებული მზერა, უინტერესოდ მიტრიალდა და თვალი მოავლო რესტორნის გადაჭედილ დარბაზს, ერთი თვალის შევლებით ნაცნობი ვერავინ შენიშნა, ამიტომ მშვიდად გააგრძელა ძმაკაცებთან ერთად სმა და დროის გატარება, თუმცა მზერა, ვიღაცის მწველი მზერა მოსვენებას უკარგავდა, ამიტომ როცა, რომელიღაც სადღეგრძელოზე ის და მისი უკვე მთვრალი მეგობრები ფეხზე წამოდგნენ ჭიქებით ხელში, რეზი შეტრიალდა და თვალებით ძებნა დაიწყო იმ ადამიანის ვინც მოსვენება დაუკარგა მთელი საღამო თავისი შემაწუხებელი, უცნაური მზერით, მალევე გადააწყდა გაბრაზებული და მოღუშული გვანცას ამღვრეულ თვალებს მაგრამ, არავითარი რეაქცია არ ჰქონია, მშვიდად შეტრიაალდა მეგობერებისკენ და სმა განაგრძო. მისმა იგნორმა გვანცა საშინლად გააღიზიანა, თუმცა ის უფრო აღიზიანებდა, რომ ამ თითქმის უცნობი, უყურადღებო და უჟმური მამაკაცის ყველა ქმედებაზე თავისდაუნებურად ზედმეტად ემოციურობდა. საშინლად დაიძაბა გვანცა როცა რეზიმ დარბაზი დატოვა და წავიდა, იმდენად გაბრაზდა რომ თანამშრომლებთან ყოფნა ვეღარ შეძლო, სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა, ჩანთას ხელი წამოავლო და ფეხზე წამოვარდა -მე წავალ-მაქსიმალურად მშვიდი ტონით თქვა და სწრაფად დატოვა რესტორანი. ეზოში გასულს თებერვლის გამყინავი ჰაერის მძიმე ტალღა მთელი ძალით შეასკდა, უსიამოდ გააჟრჟოლა და იმდენად აიტანა ნერვებმა თუ სიცივემ რომ მთელი სხეულით ერთინად აკანკალდა. გაცეცხლებულმა სიგარეტის გაუხსნელი კოლოფი და სანთებელა ამოიღო ჯიბიდან, სწრაფად გახსნა კოლოფი და იქიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, რომელიც მაშინვე ტუჩებშოროს მოიქცია და სცადა სანთებელათი მოეკიდებინა, მაგრამ იმდენად აეტანა სიცივეს მისი გაყინული სხეული, რომ ვერაფრით შეძლო თითების დამორჩილება და სიგარეტზე მოკიდება, ამიტომ გაბრაზებულმა უმისამართოდ მოისროლა უსარგებლო სანთებელა. ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული იყო ახლა, ამინდზე, რეზიზე, თებერვალზე, თანამშრომლებზე, იმდენად აიყოლიეს ნერვებმა რომ ერთ ადგილს მიეყინა და ვერაფრით შეძლო ადგილიდან დაძვრა, რაღაცაირად გაუაზრებლად ნელ-ნელა ნებდებოდა დაუნდობელი თებერვლის სუსხს და ყინვას, რომელიც მის გათოშილ სხეულს ბოლო ძალებს ართმევდა და შესაბამისად მორჩილებას აიძულებდა. სწორედ ამ დროს ზურგს უკნიდან, ძალიან ახლოს სანეთებელას ანთების ხმა მისწვდა მის დაძაბულ სმენას, ამიტომ ცოტა დაიბნა ამ მოულოდნელობის გამო, მაგრამ არაფერი გააკეთა, ინტერესით დაელოდა უკან მდგომის მომდევნო ქმედებას, რომელმაც მის სახესთან ახლოს მიიტანა ნათებული სანთებელა, გვანცამ მოუკიდა და მშვიდად გააბოლა. -ჩვენ მგონი ერთმანეთს შევხვედრილვართ?- ინტერესით ჰკითხა რეზიმ გვერდით მდგომ ქალს, რომლის პროფილს განზრახ ჯიუტად მიაყინა სასმლისგან ჩაწითლებული, ამღვრეული ცივი თვალები -მგონი არა- მკაცრი ტონით უთხრა გვანცამ და მისკენ მიიხედა, რეზიმ თვალები დააწვრილა და უფრო დაკვირვებით შეათვალიერა ქალის სიცივისგან გადაფითრებული სახე -რა მალე დაგავიწყდი-ნაწყენი ტონით უთხრა გვანცამ და მზერა აარიდა მამაკაცის მომხიბლავ სახეს რომელის მაღალ შუბლსაც ნატანჯი ცხოვრების რამოდენიმე ხაზი გასდევდა -ზოგადად უმნიშვნელო ადამიანების სახეებს და სახელებს მალე ვივიწყებ ხოლმე-უემოციო ტონით უთხრა კაცმა და თავადაც მოუკიდა სიგარეტს, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორები ქალის ალეწილი სახისთვის. გვანცა საშინლად გაბრაზდა მის სიტყვებზე რადგან თავად მისი სურნელი, მზერა, გამოხედვა და სახის ყოველი ნაკვთი ტვინში ზედმეტად ღრმად ჩაიბეჭდა, რის გამოც მასზე ფიქრი თავიდან ვერაფრით ვეღარ მოიშორა დღემდე -დასანანია-დაუფარავი ბრაზით უთხრა გვანცამ და მიტრიალება გადაწყვიტა -ჰო, მაგრამ მე შენ მახსოვხარ- უცნაური ტონით უთხრა კაცმა და ბნელ უკიდეგანო სივრცეს გახედა, შემდეგ კი სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი მოისროლა -ნუ თუ-ამან მაინც ვერ დააშოშმინა გაცეცხლებული ქალი და განზრახ ჯოუტად მიაჩერდა მამაკაცის უემოციო და ნატანჯ სახეს -გვანცა ავალიანი-უმისამართოდ თქვა კაცმა მისი სახელი და გვარი, შემდეგ კი მისკენ მიტრიალად და თვალებში ჩააცქერდა -სხვათაშორის ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია-უღიმღამოდ უთხრა და თავი დახარა -ჩემი ნომერი-შეახსენა გვანცამ -წამეშალა-მკაცრი ტონით უთხრა კაცმა -ვფიქრობ არ ღირს-წამოენთო გვანცა რადგან რეზიმ ბოლო სიტყვები ძალიან უღიმღამოდ უთხრა ისიც მხოლოდ ზრიდილობის გამო თან კარგა ხნის ფიქრის მერე -როგორც გინდა-მხერები აიჩეჩა კაცმა და მიტრიალდა, გვანცა კი მარტო, გაოგნებული, გაოცებული და დაბნეული დატოვა ერთ ადგილას მიყინული. გაცეცხლებული თორნიკე, რომ დარწმუნდა სოფი უნივერსიტეტში აღარ დადიოდა, მიხვდა რომ ის მარიანასთან წავიდა, ამიტომ უფრო გაგიჟდა და გადაირია... ბრაზი, მონატრება, მრისხანება, სინანული, ყველა ეს საშინელი გრძნობა და ემოცია ერთად ირეოდა მის დახშულ გონებაში, რის გამოც კიდევ უფრო მეტად ერეოდა თავგზა და ათას სისულელეს აკეთებდა. ახლოს ყოფნის და დახმარების უფლებას არავის არ აძლევდა შესაბამისად კიდევ უფრო მეტად იტანჯებოდა მარტოობით და სასმელში იხრჩობდა თავს. მარიანა ძალიან რთულ და ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თავს საშინლად გრძნობდა მთელი დღე ტიროდა და ვერაფრით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას, შესაბამისად სოფი წამით არ შორდებოდა გვერდიდან -არ ვიცი როგორ მოვიქცე რა გავაკეთო-სლუკუნებდა ტირილისგან და უძილობისგან თვალებამოღამებული მარიანა-ის ხომ ჩემი შვილია ჩემი პატარა, ჩემი სხეულის ნაწილი-მუცელზე ხელი მიიდო-როგორ უნდა გავიმეტო?-ახედა თავზე წამომდგარ სოფის რომელიც გვერდით მიუჯდა დას და გულში ძლიერად ჩაიკრა -არ ვიცი რა გიპასუხო... ამ შემთხვევაში მართლა არ ვიცი რა გირჩიო... -თავს საშინლად ვგრძნობ-ატირდა მარიანა -ვიცი ვიცი ჩემო პატარა რომ ცუდად ხარ-თავზე აკოცა სოფიმ და უფრო მეტად მიიკრო გულზე მთელი სხეულით კანაკალებული გოგონა- მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღო, დრო ძალიან ცოტა გაქვს ხომ იცი -ძალიან მეშინია-ჩურჩულით უთხრა მარიანამ და სახეზე ხელები აიფარა. ორივე შეკრთა როცა მოულოდნელად სოფის ტელეფონი აწკრიალდა, შეშინებული გოგონები ეკრანზე გამოსახულ, მათთვის უცხო ნომერს დააკვირდნენ -რა ვქნა ვუპასუხო?-დაბნეული სოფი დას მიაჩერდა -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა მარიანამ-შენი აზრით თორნიკე რეკავს? -წარმოდგენა არ მაქვს, აქამდე სულ თავის ნომრით მირეკავდა ხოლმე -უპასუხე-ყოყმანით უთხრა მარიანამ და ხმა მაღალზე ჩაართვევინა -სოფი-ყურმილს მიღმა თორნიკეს ჩავარდნილი ხმა გაისმა -თორნიკე-შეშინებული სოფი ფეხზე წამოვარდა და ყურზე მიიდო ტოლეფონი -ვიცი რომ მარიანასთან ერთად ხარ!-მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა-დამალაპარაკე-ფაქტიურად უბრძანა -შენთან ლაპარაკი არ უნდა-დაიძაბა სოფი -ვიცი -მაშინ რატომ რეკავ? -უბრალოდ მისი ხმის გაგონება მინდა-წამიერად დაშოშმინდა თორნიკე -ძალიან გთხოვ-გაბრაზდა სოფი - შეწყვიტე საკუთარი თავის და ჩემი დის წამება -ახლა ჩემი ესმის?-ზედმეტად მშვიდი ტონით ჰკითხა თორნიკემ, დაბნეული სოფი გვერდით მდგომ დას მიაჩერდა, მარიანამ უარის ნიშნად თავი გააქნია -შენი არ ესმის -მაშინ შენ უთხრი რომ მიყვარს-ჩამწყდარი ხმით უთხრა ბიჭმა -ისევ მთვრალი ხარ-ნაწყენი ტონით უთხრა სოფიმ- ეს ყველაფერ არასდროს დასრულდება ხომ ასეა? -მაშინ დასრულდება როცა გიპოვით-მუქარით უთხრა თორნიკემ -არ იცვლები-ალუკუნით უთხრა მარიანამ ქმარს და დას ტელეფონი გამოართვა -ვიცოდი რომ გვისმენდი, გგრძნობდი-კმაყოფილი ტონით უთხრა თორნიკემ და ღვინის თითქმის დაცლილი ბოთლი მოიყუდა -ასე რატომ იქცევი-ატირდა მარიანა -რატომ? -შენს გამო! -მე შენ მიყვარხარ... ჯერ კიდევ მიყვარხარ რატომ არ გესმის -მაშინ რატომ წახვედი?... რატომ მიმატოვე? რატომ გამექეცი?-აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი, შეშინებული მარიანა მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა -შენ მაიძულე რომ ასე მოვქცეულიყავი! -გიპოვი! მაინც გიპოვი!-დაემუქრა თორნიკე -მეზიზღები, მეზიზღები გესმის? ნეტავ არასდროს გამეცანი-უყვირა მთელი სხეულით აკანკალებულმა გოგონამ, რომელმაც უმისამართოდ მოისროლა ტელეფონი და იატაკზე მუხლებით დაეცა -მარიანა -როგორ მოვიქცე რა გავაკეთო?-ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა დას -ის გააკეთე რასაც გული გიკარნახებს-ჩურჩულით უთხრა სოფიმ და მისი არეული სახე ხელებშორის მოიქცია. გეგა მომღიმარი სახით მიაჩერდა გვანცას -რა გჭირს? -ინტერესით ჰკითხა რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან დაბნეული იყო გვანცა და მისთვის უცნაურად იქცეოდა -გეგა ახლა შენი თავი არ მაქვს -არ მითხრა რომ ის ტიპი ისევ გაიგნორებს- ცინიკური ტონით უთხრა კაცმა დას და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა -მომაწევინე-ხელი გაუწოდა გვამცამ, მისდა გასაკვირად გეგამ სიგარეტის მთლიანი კოლოფი გაუწოდა -არ მომიყვები შენს ახალ ურთიერთობაზე? -არანაირ ურთიერთობაში არ ვარ იმ უჟმურთან ასე რომ...-გაბრაზდა გვანცა -მგონი საქმე სერუოზულადაა-თვალები დააწვრილა გეგამ- უკვე მოწევაც ვეღარ გამშვიდებს -შენი აზრით ეს სასაცილოა?-წამოენთო ქალი -არც ისე -რატომ ხარ ასეთი აუტანელი? -ამ ბოლო დროს ძალიან გაგიფუჭდა ხასიათი- ცინიკური ტონით უთხრა კაცმა და მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო -მიდიხარ? -ჰო -ეს?-ინტერესით ჰკითხა გვანცამ და მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფზე მიუთითა -გიტოვებ-თვალი ჩაუკრა გეგამ და სწრაფად დატოვა სახლი. რეზი მოღუშული სახით მიაჩერდა თვალცრემლიან ქეთის, რომლიც დის საფლავის ქვას ეხებოდა აკანკალებული თითებით და სლუკუნით ჩურჩულებდა -ვერ შევძელი... ვერ შევძელი გესმის? შენს შვილს სათანადო დედობა ვერ გავუწიე, კარგ პიროვნებად ვერ ავღზარდე, ვერაფერი გავაკეთე მისთვის სასიკეთო და ყველა უბედირებასთან ერთად საშინელი ტკივილის გადატანა ვაიძულე ყალბ გრძნობებზე ნაშენებ ოჯახში. -ქეთი შენ ცუდი დედა არ ხარ-ჩამწყდარი ხმით უთხრა რეზიმ და წამიერად სუნთქვა შეეკრა, რადგან მისკენ მომზირალი ქეთის და ქრისტინეს თვალებს ერთრდროულად გადააწყდა, საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა, წარსული და აწმყო ერთმანეთში აიხლართა მის ბნელ გონებაში და იმდენად მიუშხამა სხეული რომ თავი საშინლად იგრძნო, იქვე სკამზე ჩამოჯდა სახე მონგრეული და ცივ გაყინულ მიწას დააცქერდა ამღვრეული თვალებით -კარგად ხარ?-დაიძაბა ქეთი -რომ გითხრა კარგად ვარ მეთქი დამიჯერებ?- ცივი ორინიით უთხრა კაცმა და როცა ძალა მოიკრიბა ისევ გახედა საყვარელი გოგონას საფლავის ცივ ქვაზე აღბეჭდილ მომღიმარ სახეს, შემდეგ კი ცივი მზერა ქეთიზე გადაიტანა, ისევ აერია ერთმანეთში აწმყო და წარსული რის გამოც გული ისევ მტკივნეულად შეეკუმშა -მგონი ჯობია წავიდეთ-ნელა მიუახლოვა ქეთი სახე გაფითრებულ კაცს და თავზე წამოადგა -არა, მირჩევნია რომ აქ ვილაპარაკოთ -ცუდად გამოიყურები -თორნიკეს ელაპარაკე? -არა, ვერ შევძელი აზრი არ აქვს ყოველდღე სასმელში იხრჩობს თავს, ფხიზელი ფაქტიურად არასდროს არააა, თან მასთან ახლოს ყოფნის უფლებასაც არავის გვაძლევს -უნდა დაველააპრაკო -არ მოგისმენს... მარიანამ რაც მიატოვა იმის მერე არანორმალურივით იქცევა -ვაიძულებ რომ მომისმინოს -ჯერ კიდევ შენ გადანაშაულებს ქრისტინეს ცხოვრების დანგრევაში ხომ იცი -ვიცი -ვცდილობ ავუხსნა მაგრამ... -მესმის -ნეტავ შემეძლოს, ნეტავ შემეძლოს მისთვის რაღაცის გაკეთება, არ ვიცი რა ეშველება ამ ბიჭს -ისევ წამლებზეა შემჯდარი ხო?-ჩეწითლებული თვალებით ახედა რეზიმ ტირილიგან თვალებდასიებულ ქალს -ჰო არ ეშვება ამ საზიზღრობებს -შეგიძლია რომ როდისმე აქ მოიყვანო? -არაერთხელ ვცადე ეს, მაგრამ ვერ დავიყოლიე, არ ვიცი შენთან შეხვედრას გაურბის, ქრისტინეს, საკუთარ თავს თუ ზოგადად ჩვენს მახინჯ წარსულს -ქეთი გთხოვ-ფეხზე წამოდგა კაცი-ძალინ გთხოვ როგორმე დაიყოლიე, აუცილებლად უნდა დაველაპარაკო და მხოლოდ აქ დედამისი საფლავზე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვიცი არ მომისმენს. -კიდევ ვცდი იქნებ რამე შევასმინო, მაგრამ ვერაფერს დაგპირდები, ხომ იცი რანაირია. -ვიცი-მოღუშული სახით უთხრა რეზიმ და ზურგი აქცია ქალს რადგან უკვე ძალიან უჭირდა მის მზერასთან გამკლავება რომელიც გამუდმებით წარულში დაბრუნებას და ქრისტინეს გახსენებას აიძულებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.