შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 2 თავი (II ნაწილი)


28-10-2021, 12:32
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 386

-კარგი როგორც გინდა-უემოციო ტონით უთხრა რეზიმ და ფანჯარა ისე ასწია წამით თვალი არ მოუშორებია სახე ალეწილი ქალისთვის, გვანცამ ყურადღება აღარ მიაქცია მამაკაცს და ჯიბეებში მობილური ტელეფონის ძებნა დაიწყო. რეზიმ მანქანა ნელა დაძრა და წინ წავიდა, თან უკანა ხედვის სარკიდან ადევნებდა თვალს დაბნეულ ქალის რომელმაც იმ წამს გააცნობიერა რომ ჩანთაც და მობილურიც დათოს მანქანაში დარჩა, ამიტომ სიცივისგან, შიშისგან თუ ბრაზისგან უკვე მთელი სხეულით აკანკალებულმა რეზის მანქანას გახედა ამღვრეული თვალებით, მისი წამიერი მზერა რეზიმ მაშინვე დაიჭირა და მანქანა უმალ გააჩერა, ღრმად ჩაისუნთქა მანქანაში დატრიალებული უკვე გამთბარი სუსხიანი იანვრის მშრალი ჰაერი და კვლავ უკუსვლით მიუახლოვდა აღელვებულ ქალს, ფანჯარა ბოლომდე ჩასწია და გაბრაზებული სახით ახედა
-დაჯექი-რაღცნაირად მბრძანებლური ტონით უთხრა და გვანცას სახეზე აშკარა გაოცება რომ გამოისახა მშვიდად აუხსნა- ამ შუაღამისას ქუჩაში მარტოს ვერ დაგტოვებ-და გზას გახედა, გვანცა დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და გადაწყვეტილებას ვერ იღებდა,რადგან ამ ეტაპზე ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა უცნობ მამაკაცს
-ჩემი დახმარება თუ გინდა ტელეფონი მათხოვე- უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე და თვალი მის პროფილს მიაყინა, რეზიმ ჯიბიდან ამოიღო მობილური და გაუწოდა თან ისე რომ მისკენ არ გაუხედია
-დამჯდარია-მშვიდი ტონით უთხრა და ჩართვის ღილას მიაჭირა თითი, რომ უცნობი შეშინებული ქალის ნდობა მოეპოვებინა, გვანცამ არფერი უპასუხა და მოღუშული სახით გახედა ცარიელ ბნელ ქუჩას სადაც მხოლოდ ერთი ავტონაწილების მაღაზია იყო და ისიც იმ წამს დაიკეტა, ეზოს შუქიც ჩაქრეს მეპატრონეებმა და წამში აორთქლდნენ მანქანით, რეზიმ უცნაური მზერით ახედა დაძაბულ ქალს და მინა ასწია. გვანცა ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე და ნაბიჯს არ დგამდა მანქანისკენ, რეზი კი მოთმინებით უცდიდა და თან ბნელ სივრცეს არ აშორებდა ამღვრეულ თვალებს. ნელ-ნელა თოვლის თეთრი ფანტელები აფარფატდნენ ქუჩაში რომელბიც საოცრად ბრჭყვინავდნენ მანქანის ახლო განათების ფარების ოქროსფერ ნათებაზე, ამ სანახაობამ რეზი ძალიან მოხიბლა რადგან უკვე წლები იყო რაც გისოსებს მიღმა ადევნებდა თვალს ციდან მოფარფატე თოვლის ფანტელებს... უეცრად ფიქრმა წაიღო მისი გონება და გაირინდა... მანქანის კარის გაღების ხმამ გონს მოიყვანა და ამღრეული თვალებით გახედა გვანცას, რომელმაც სწრაფად დაიკავა ადგილი წინა სავარძელში და კარი გამეტებით მიიჯახუნა, რეზის გაეღიმა და მანქანა სწრაფად დაძარა ადგილიდან, კარგა ხანს იარეს უახმოთ, ბოლოს ვეღარ მოითმინა გვანცამ და გამაყრეიებელი სიჩუმე დაარღვია
-ახლა სად ვართ?-ინტერესით ჰკითხა მამაკაცს და მისკენ მიიხედა
-კოჯორში-ისე უპასუხა კაცმა რომ მისთვის არ შეუხედია
-ლამაზად თოვს-გატაცებით თქვა გვანცამ თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია უცნობის პროფილისთვის, რეზიმ იგრძნო ქალის დაჟინებული მზერა ამიტომ სულ ერთი წამით მიიხედა მისკენ, რის გამოც მათი ამღვრეული თვალები უკვე მეორედ შეხვდა ერთმანეთს
-ჰო, ლამაზად თოვს-უემოციო ტონით უპასუხა კაცმა და გზას გახედა, კვლავ მომაბეზრებელმა სიჩუმემ დაისადგურა, რომელიც საშინლად აღიზიანედა გვანცას, მაგრამ სალაპარაკო თემა ვერ გამონახა, ამიტომ შექმნილ ვითარებას დამორჩილდა დროებით თუმცა აზრადაც არ მოსვლია რეზის სახისთვის თვალი მოეშორებინა, თავისდაუნებირად, გაუაზრებლად სწავლობდა მისი მკაცრი სახის ყოველ ნაკვთს რომელიც კიდევ უფრო უხეში და მკაცრი ჩანდა გარე განათების სუსტ ფონზე. გაეღიმა როცა გაყინულ სხეულში შეღწეულმა სითბომ ააკანკალა და რეზიმ მომენტალურად აუწია გათბობას, მისი მზერუნველობა საშინლად ესიამოვნა და მომღიმარი სახით მიაჩერდა მისი მარჯვენა ხელის არა თითს, რომელზეც ოქროს რგოლის არ არსებობამ რაღაც უცნაური და საშინელი იმედი ჩაუსახა, რისი, ეს თავადაც ვერ გააცნობირე იმ წამს რადგან ერთდროულად უამრავ გრძნობას და ემოციას განიცდიდა მაგრამ მაინც გაუხარდა ბეჭდის არ არსებობა.
-სად ცხოვრობ?-რეზის გამყინავმა ხმამ სასიამოვნო ფიქრებიდან გამოაგდო გვანცა, რომელიც ოდნავ დაბნეული მიაჩერდა მისკენ, მკაცრი სახით მომზირალ მამაკაცს-სახლში მიგიყვან თუ წინააღმდეგი არ იქნები, არ მინდა ამ შუაღამისას ქუჩაში დაგტოვო და ტაქსის იმედად გაგიშვა-აუხსნა მამაკაცმა და ქალის არეული სახიდან მზერა საქარე მინაზე გადაიტანა, გვანცა საშინლად აღფრთოვანდა მისი მზერუნველობით და ძლივს შეიკავა თავი რომ არ გამოეხატა მოწოლილი გიჟური ემოციები, ბოლოს როცა მოთიკა თავი დამშვიდდა და აზრზე მოსვლა შეძლო ბევრი იფიქრა როგორ გამეოყენებინა მოცემული სიტუაცია რომ მასზე უფრო მეტი გაეგო ამიტომ კარგა ხნის სიჩუმის მერე უთხრა
-არ მინდა შეგაწუხო და გზა გაგიგრძელო...ტელეფონი დამჯდარი გაქვს...ალბათ შენები ღელავენ და მოუთმენლად გელოდებიან
-არავინ მელოდება-მკაცრი ტონით უთხრა რეზიმ და მისკენ მიიხედა, გვანცას რაღაცნაირად თან ეტკინა თან გაუხარდა მისი ეს მდგომარეობა როს გამოც წამიერად დაიკარგა არეულ გრძნობებში
-ბუცუბიძის მეოთხე მიკრო-დაიწყო კარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით და მისამართი უკარნახა. მომაბეზრებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ისევ გვანცას ხმამ დაარღვია-მე მხოლოდ ძმა მელოდება
-კარგია ვიღაც მაინც რომ გელოდება-მოღუშული სახით მიიხედა კაცმა მისკენ და სიჩქარეს მოუმატა
-რეზი ხომ?-ყოყმანით ჰკითხა გვანცამ და კაცის სახეზე აშკარა გაოცება რომ ამოიკითხა გაეღიმა- მანქანის ნომერზე ასე წერია და ვიფიქრე რომ
-კი რეზი, რეზი ბარათელი-გაეცინა კაცს
-გვანცა ავალიანი-გაუღიმა ქალმა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვლებში რომლის ფერს მოცემულ მომენტში ვერ არჩევდა და ეს პატარა და უმნიშვნელო ფაქტი ძალიან აღიზიანებდა
-იმედია სხვა დროს ყურადღებით შეარჩევ პარტნიორს -დამრიგებლური ტონით უთხრ რეზიმ რის გამოც გვანცამ თავი ძალიან პატარა, ქარაფშუტა და სულელ გოგონათ აღიქვა, შესაბამისად ძალიან გაბრაზდა რეზიზე
-18 წლის გოგონას ვგავარ?-ნაწყენი ტონით ჰკითხა
-არა მაგრამ იქცევი-უემოციო ტონით უთხრა კაცმა და მისკენ მიიხედა
-შენ მე სართოდ არ მიცნობ-გაებუტა გვანცა
-ჰო მაგრამ...-გაჩუმდა რეზის, მისთვის სწრად სათქმელ სიტყვებს ეძებდა რეზი- უკვე ხომ შემოგვეცნო ერთმნეთი... ჰოდა ეს საკმარისია ჩემთვის რომ მივხვდე როგორი ხარ
-და როგორ ვარ?-ბუზღუნით ჰკითხა გვანცამ
-ბავშვური-სიცილით უთხრა კაცმა, ფანჯარა ჩასწია და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან სანთებელასთან ერთად- ხომ არ შეგაწუხებს?-და ინტერესით ჰკითხა გვანცას
-არა-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქალმა და გზას გახედა...
კორპუსის წინ ნელა გააჩერა რეზიმ მანქანა და გვანცას გახედა
-მადლობა-ჯერ კიდევ ნაწყენი ტონით უთხრა ქალმა და კარი გააღო
-გამებუტე?-სიცილით ჰკითხა რეზიმ
-კი-დაუფიქრებლად უთხრა გვანცამ და თავადაც გაეცინა
-სწორედ ამიტომ გითხრი რომ ბავშვური ხარ-მეთქი
-თუ გინდა რომ შეგირიგდე მინიმუმ ყავაზე უნდა დამპატიჟო- გამომწვევი ტონით უთხრა გვანცამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-მიიღებ სრულიად უცნობი მამაკაცისგან ამ შეთავაზებას?-დაინტერესდა რეზი და კორპუს შეავლო თვალი
-გააჩნია როგორ მთხოვ-თვალები დააწვრილა გვანცამ და როცა რეზის ამღვრეული თვალებს შეეფეთა ოდნავ დაიძაბა
-კარგი მაშინ შენი ნომერი დამიტოვე-უემოციო ტონით უთხრა კაცმა და კალამი და ფურცელი გაუწოდა, გვანცამ საჭიდან ხელი ააღებინა, პერანგის ღილი გაუხსნა ზემოთ ააცურა თეთრი, ქათქათა მატერია და მაჯაზე დააწერა, შემდეგ კი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სიბნელეში გაუჩინარდა.
გეგა მოღუშული სახით მიაჩერდა გვანცას რომელიც მომღიმარი სახით შევიდა სახლში, გაბრაზებულმა კაცმა რკინის მძიმე კარი უხეშად დახურა და უკან მიჰყვა სამზარეულოში შესულ დას
-იცი რამდენჯერ დაგირეკე?-დაიწყო გეგამ ჯაჯღანი
-ვიცი-მომღიმარი სახით შეხედა გვანცამ ძმას და ყავის მომზადებას შეუდგა-დაახლოებით ათას შვიდჯერ
-გგონია ეს სასაცილოა?
-ყავა გინდა?
-ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს?
-მე და დათომ ვიჩხუბეთ და
-ხომ თქვი რომ იმ ს.რთან ურთიერთობა საბოლოოდ გავარკვიეო-წამოენთო გეგა
-ცოტა შეუგნებელია
-უნდა ჩავერიო-ავარდა გეგა
-საჭირო აღარაა, უკვე გავერკვიეთ
-ტელეფონი სად გაქვს
-იმ იდიოტის მანქანში დამრჩა
-ყველაფერთან ერთად მის მანქანში იჯექი?
-აუ ახლა შენებურები არ დაიწყო რა-თვალები აატრიალა გვანცამ
-ბოლოსდაბოლოს შეგიძლია ამიხსნა რა ურთიერთობაში იყავი მასთან-წყობრიდან გამოვიდა გეგა
-არანაირში-ავარდა გვანცა -უკვე ხომ აგიხსენი
-მაშინ დღდე რატომ არ განებებს თავს-მოიღუშა გაღიზიანებული კაცი
-ახლა უკვე დამანებებს-დარწმუნებით უთხრა გვანცამ და გაუღიმა, თან ყავის ჭიქა გაუწოდა- საერთოდ არ გიძინია ხო-მომღიმარი სახით ჰკითხა და სახეზე მოეფერა
-იცი როგორ ვინერვიულე?
-მაპატიე, უბრალოდ ისეთი სიტუაცია შეიქმან რომ ფერაფრით მოვახერხე შენთან დაკავშირება
-სახლში იმ ს.ირმა მოგაცილა?-დაინტერესდა გეგა და უშაქრო ყავა მოსვა -ეს რა არის? მიჩალიჩებ გოგო?-გაბრაზდა და ჭიქა მაშინვე გაუცვალა
-ამერია, დიდი ამბავი-აკისკისდა გვანცა გეგას უსიამოდ დაბრეცილ ტიჩებზე და უშაქრო ყავა სიამოვნებით მოსვა
-იმ ს.რმა მოგიყვანა-თქო?-არ მოეშვა გეგა დას
-არა-ყოყმანით უთხრა გვანცამ და მოკლთ და ლაითად მოუყვა მომხდარის შესახებ
-ვიღაც უცნობ კაცს, შუაღამისას მანქანაში ჩაუხტი გოგო?-ავარდა გეგა, მის გაბრაზებაზე კი გვანცას გიჟივით გაეცინა
-აბა რა მექნა ღამე, კოჯრის ტყის მისადგომებთან გამეთია ქუჩაში?-ინტერესით ჰკითხა და ყავა მოსვა
-არანორმალური ხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა- სერიოზულად- დარწმუნებით უთხრა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან ნერვიულქდ მოუკიდა და გააბოლა
-აუ გეგააა-დაიწყო გვანცამ
-არც იფიქრო-თვალები ბოროტულად დააწვრილა გეგამ
-ძაან მინდა, მომაწევინე რა
-არა-მეთქი
-აუ რა დამპალი ხარ-გაბრაზდა გვანცა
-მოწევაზე ფიქრს შენ ჯობია დათოზე და მასთან ურთიერთობის დასრულებაზე იფიქრო თორემ ჩავერევი! სერიოზულად გეუბნები
-ყველაფერი მორჩა-მეთქი
-ადრეც ეგრე მითხარი
-კატო ორსულადაა, როგორ ფიქრობ შეიძლება დავუშვა ის რომ მე დათოსთან ვიყო? რომ მცოდნოდა... გაცნობის დღიდანვე რომ ცოდნოდა რომ სინამდვილეში ჯერ კიდევ ცოლთან ერთად ცხოვრობდა ეგ არაკაცი და განქორწინებაზე საბუთები შეტანილი არც კი ჰქონდათ მას და კატოს, ჩემთან მოახლოების უფლებასაც კი არ მივცემდი
-ნაბ.ჭვარი როგორ გაგაცურა... უფლება უნდა მოგეცა და აქამდე ჩავრეულიყავი ამ ამბავში მისთვია სახე მომენგრია
-დაიკ.დე ეგ არაკაცი... უკვე სულ ერთი გახდა ჩემთვის-გაეღიმა გვანცას და სწრაფად ადგა დივნიდან, ნელა მიუახლოვდა ძმას და ჩაეხუტა.
ქეთი გვიან ღამემდე ელოდებოდა ირაკლის დაბრუნებას შინ, ბოლოს მოთმინების ძაფი გაუწყდა ამიტომ საძინებელში შევიდა, საწილზე ზემოდან წამოწვა და თვალები დახუჭა, მისი ფიქრი და გონება უმალ გეგასთან წავიდა, ვერც კი მიხვდა როდის შეეპარა მის გაწამებულ გონებას ძილი.
ნასვამი ირაკლი, გაღიზიანებული დაბრუნდა შინ, ცარიელ სახლს თვალი მოატარა და რაღაც მტკივნეულად ჩაწყდა გულში, ქეთის ოთახის კარს ზიზღით შეხედა და ნელა მიუახლოვდა, ორივე ხელი მიაბჯინა ზედ, თავი დახარა და ამღვრეული თვალებით იატაკს დააჩერდა, ბევრი ფიქრის მერე სახელურს წაავლო ორივე ხელი და სწრაფად დაქაჩა, სუნთქვა შეეკრა წამიერად და ძალიან დაიძაბა, რადგან იმის წარმოდგენა აშინებდა რომ შეიძლებოდა კარი არ გაღებულიყო და ქეთის ის შიგნიდან ჰქონოდა დაკეტილი, როცა შეაღო რაღაცნაირად შვებით ამოისუნთქა და ფრთხილად მიუახლოვდა მძინარე ცოლს და ზემოდან დააცქერდა ზიზღით სავსე მზერით, კარგა ხანს იდგა ასე გაყინული ცარიელი, უგრძნობი უემოციო, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და სახეზე შეახო ცივი თითები, ქეთი ოდნავ შეკრთა, ამიტომ ირაკლიმ თმენისკენ გააცურა უხეში ხელი



№1  offline მოდერი ნეაკო

ბოდიში ბავშვებო ვიცი გაწვალებთ მაგრამ მეტის წერას ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე, მადლობა ყველას ვინც მომყვებით მიყვარხართ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმეეე რომ დავინახე ახალი თავი, გულმა მხია ლამის. წინა თავის კომენატრები უნდა მენახა, ახალი ხომ არაფერია-თქო და რომ დავინახე ამ თავის სათაური არცერთი კომენტარით, გავოცდი. სათაური შეგეშალა როგორც ვატყობ, მაგრამ არაუშავს. ხო, ახლა ამ თავს რაც შეეხება. გულწრფელად გეტყვი, ოდნავ სხვანაირი წარმომედგინა რეზისა და გვანცას დიალოგი. აი ძაან ბევრი სიცილი იყო რეზის მხრიდან და მომკალი და ვერ შევეგუე, მეუცნაურა. მითუმეტეს აქამდე ,,არც ვიცნობდით". ნუ მაგის საუბარს თორემ. გვანცამ კიდევ მაინც გამოურია ეს გაბრაზებები. როგორ ვთქვა, თან მინდა რომ არ გეწყინოს, მაგრამ რაღაცნაირად სხვანაირად წარმომედგინა მაგათი დიალოგი. ხომ ვთქვი, რეზის მხრიდან ბევრი მზრუნველობა და სიცილი იყო, გვანცას მხრიდან კიდევ... ნუ მაინც კარგი იყო. დაველოდები იმ ორი გიჟის კომენტარს, მაინტერესებს რას იტყვიან❤

პ.ს. თან ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან დიდ ხანს დაელოდა რეზი, თან რამდენჯერმე, ამას + ამხელა მზრუნველობა. მთლად ისეც არ გაიგო რომ რეზიდან არა*აცის გამოყვანა გვინდა, ან უბრალოდ ამაყი, სიმპო კაცის, არა! უბრალოდ რეზი სხვანაირი უნდა იყოს. არც ცუდი და არც ,,კარგი". არც სადღაც შუალედში. თან არ მგონია ამდემს ითმენდეს, ან პირიქით - საშინელი მოთმინების უნარი გააჩნდეს. ამაზე კიდევ ვფიქრობ და ვერ გადავწყვიტე რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. წიწილავ, ძიძავ, თქვენ რას იტყვი?

 


№3 სტუმარი ელა1

კარგი იყო მომეწონა,თიკოს ვეთანხნები რეზის და გვანცას დიალოგი მეც სხვანაირად წარმოვიდგინე.ცუდი არ იყო მაგრამ მე უფრო მინდოდა რო თავისეფულიყოფილიყვნენ დიალოგში,მაგრამ ვითვალისწინებ იმასაც რო ეს პირველი შეხვედრა იყო მათი იმედია შემდეგ შეხვედრაზე უფრო გაიხსნებიან ორივე.ძალიან მომეწონა ის რო რეზის გვანცა მიეწონა და პირიკით გვანცასაც .მოკლედ მართლა პატარა ბავში არის გვანცა .პატარა ბავშვივით თან აინტერესებს რეზის ამბავი და თან არა: joy:უკვე წარმოვიდგინე რეზის და გვანცას ერთად ნაფეში ყავის ფინჯანით ხელში და როგორ საუბრობენ და უყცებიან თავიანთ ამბებს ერთმანეთს❤❤❤და მგონი ქეთი და გეგა ყველას დაევიწყება ამ პერიოდისთვის❤❤

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ელა1
კარგი იყო მომეწონა,თიკოს ვეთანხნები რეზის და გვანცას დიალოგი მეც სხვანაირად წარმოვიდგინე.ცუდი არ იყო მაგრამ მე უფრო მინდოდა რო თავისეფულიყოფილიყვნენ დიალოგში,მაგრამ ვითვალისწინებ იმასაც რო ეს პირველი შეხვედრა იყო მათი იმედია შემდეგ შეხვედრაზე უფრო გაიხსნებიან ორივე.ძალიან მომეწონა ის რო რეზის გვანცა მიეწონა და პირიკით გვანცასაც .მოკლედ მართლა პატარა ბავში არის გვანცა .პატარა ბავშვივით თან აინტერესებს რეზის ამბავი და თან არა: joy:უკვე წარმოვიდგინე რეზის და გვანცას ერთად ნაფეში ყავის ფინჯანით ხელში და როგორ საუბრობენ და უყცებიან თავიანთ ამბებს ერთმანეთს❤❤❤და მგონი ქეთი და გეგა ყველას დაევიწყება ამ პერიოდისთვის❤❤

კი მესმის ელა, მაგრამ რავი სხვანაირად ვერ ავაწყე ამ ორის დიალოგი, პირველ უცაბედ შეხვედრაზე რავი ხასიათების დაჭერა ვერ მომავხერხე ამათი ❤❤❤❤ გეგა ქეთის ურთიერთობა ძალიან მალე საბოლოოდ გაირკვევა დამალე დავასრულებ ამ ქაოსურ ისტორიასაც ❤❤❤❤❤❤ვნახოთ რა გამოვა საბოლოოდ გვანცა რეზისგან

 


№5 სტუმარი ელა1

ნეაკო საიდან დავიწყოთ კრიტიკა;joy;

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

სულ რამდენიმე წუთი მაცადეთ და მოგივლით სათითაოდ ორივეს!

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

არა რატომ, ახსენი. მეც მაინტერესებს.

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

ნენე, ზოგიერთს ასე გადაეცი, ცუდ აურას ნუ მიგზავნის.

და ნურც იკბინება...

 


№9 სტუმარი სტუმარი თიკო

ნამიოკი მიღებულია-თქო გადაეცი და ისიც მიაყოლე, თუ ოდნავ მაინც ფიქრობ შერიგებაზე, ის! ის უნიათო და იდიოტი, ჩლუნგი და ლონდრე, დოყლაპია და აზრობრივად ჩამორჩენილი ,,კაცი" ნაკლებად ახსენე ,,იმასთან" ერთად-თქო (მიხვდება ჩემზე რომ მიანიშნებ). ეცადოს ნაკლებად მოხვდეს ხოლმე ჩემი და იმ ,,კაცის" ხსენება ერთ წინადადებაში, ან კომენტარში.

 


№10 სტუმარი სტუმარი nazi

აუუუ რა კარგია განაგძე მიყვარს ეს ისტორია გელი❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

გეუბნები, გავუშვათ შვებულებაში და იქნებ ყველას გვეშველოს

 


№12 სტუმარი სტუმარი თიკო

აბაა, დიდმა სიყვარულმა იცის დიდი ჩხუბი. ფერებასა და ლოლიავში რომ ვეღარ ვატევთ ხოლმე ჩვენს გრძნობებს, მერე ხმას ვუწევთ და ქვეყნიერებასაც ვაგებიებთ...

 


№13 სტუმარი სტუმარი თიკო

რა შუა ღამისას აგიტყდება ხოლმე ასეთების გამოგზავნა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent