ბზარი აბჯარში ( 6 )
ვეცადე ეს თავი შედარებით დიდი გამომსვლოდა, იმედია მოგეწონებათ ორი დღე ნახევრად წყვდიადში გავატარე, დროდადრო გონს მოვდიოდი, მაგრამ ყველაფერს მხოლოდ ლანდებად ვხედავდი, სახეებს ვერ ვარჩევდი და არ მესმოდა რას მეუბნებოდნენ, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მისი სიახლოვე იყო, მის ხელებს, მის სურნელს ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიგებდი რას მეუბნებოდა, მისი თბილი ხმა საოცრად მამშვიდებდა და მაიძულებდა უფრო და უფრო ხშირად გამეხილა თვალები, თუმცა გამოფხიზლება არ მინდოდა, არ მინდოდა იმ ყველაფრის გახსენება რაც მოხდა, ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა ახლა ერთადერთ გამოსავლად მეჩვენებოდა, ისევ და ისევ ვხუჭავდი თვალებს და უსიზმრო წყვდიადში ვიძირებოდი, როცა საბოლოოდ გამოვფხიზლი, მივხვდი რომ თავის მომძინარებას აზრი აღარ ჰქონდა და თვალები გავახილე, პირველი ვინც დავინახე ის იყო, ჩემს საწოლზე იყო ჩამომჯდარი, ხელში ჩემი ხელი ეჭირა და სიხარულით, იმედით, ტკივილით, მოლოდინით და შიშით სავსე შავი თვალებით შემომყურებდა, ნამდვილი იყო, რეალური, ჩემს გვერდით იჯდა, მეხებოდა... თმები ჩვეულებისამებრ გაჩეჩილი ჰქონდა, უბრალო, საყელო მოღეღილი შავი მაისური ეცვა, უპეები უძილობისგან ჰქონდა ჩაშავებული და უცნაურად იყო გაფითრებული, - როგორც იქნა გაიღვიძე, როგორ ხარ? -გაღიმება სცადა და ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა, ვხვდებოდი რომ ღელავდა თითქოს არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა ჩემგან, ვუყურებდი და ჩემს თავში არსებული ქაოსი ნელ-ნელა იწყებდა დალაგებას, ის იქ იყო იმ ღამით, არ მომჩვენებია, არც დამსიზმრებია, იქ იყო და იმ ტყეში მარტოდმარტო მიმატოვა, მითხრა რომ მისი ბრალია და იქ მის გამო მოვხვდი, ასე მითხრა, მერე კი დაიგვიანა, ცოტა ადრე რომ მოსულიყო, მაგრამ ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, ბეკის გახსენებისას ისევ გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, ხელი გამოვგლიჯე და საწოლის კუთხეში მივიყუჟე, თითქოს ისევ ვიგრძენი, შემწვარი ხორცის სუნი, მერე კი სისხლის გემო, თითები სახესთან ახლოს მივიტანე, სუფთა იყო, საოცრად სუფთა, არადა მშვენივრად, ნათლად მახსოვდა რომ ცოტა ხნის წინ ეს ხელები სისხლით მქონდა შეღებილი, ადამიანი მოვკალი, - ადამიანი? მხოლოდ ერთი? -უსიდისოდ ჩაიქირქილა ჩემმა ქვეცნობიერმა, მთელი სხეულით ავცახცახდი, ის რამდენიმე წამს უხმოდ შემომცქეროდა, ვიცოდი რომ ხვდებოდა რაზე ვფიქრობდი და რას ვგრძნობდი, მაგრამ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, - ცუდად ხარ? გინდა რომ ვინმეს დავუძახო, -წამოდგა და უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ, ახლა ისეთი უბრალო იყო, ისეთი ჩვეულებრივი და მაინც ისეთი უღმერთოდ მომხიბვლელი... - გადი აქედან, -ძლივს ამოვთქვი და თავი ვაიძულე რომ მისთვის თვალებში შემეხედა, დავინახე როგორ დაიკავა მის თვალებში შიშის ადგილი სასოწარკვეთილებამ, - მე... მე უბრალოდ მინდოდა რომ... -სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა, - ახლა არა, შენთან ლაპარაკი არ მინდა, -ვერც კი ვხვდებოდი რომ უკვე ხმამაღლა ვყვიროდი, -არ მინდა გხედავდე, არ მინდა მეხებოდე, არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს გასაგებია? - კარგი რაკი ასეა წავალ, -უცნაურად ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და თვალი ამარიდა, -უბრალოდ მინდა იცოდე რომ მე არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს რაც შენ არ გენდომება ან ზარალს მოგაყენებს, -შებრუნდა და მხრებჩამოყრილი გავიდა ოთახიდან, უცნაურად მეტკინა მისი ასეთი განადგურებულის დანახვა მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, უბრალოდ არ შემეძლო, ის იყო ყველაფერში დამნაშავე, მისი გამოჩენის შემდეგ აირია ჩემი ცხოვრება, მაინტერესებდა ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ სანამ ყველაფერს გავარკვევდი ჯერ მარტო ყოფნა და დასვენება მჭირდებოდა, ოთახი მოვათვალიერე, ხის კედლები, პატარა ფანჯარა და უხეშად ნაკეთები ავეჯი, ერთი სიტყვით ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ საზაფხულო კოტეჯში ვიყავი, ფეხზე წამოვდექი და ის იყო ფანჯარასთან უნდა მივსულიყავი რომ კარი გაიღო და ოთახში ლეა შემოიჭრა, ხელში სინი ეჭირა რომელზეც წყლის ჭიქა და ოხშივარადენილი წვნიანით სავსე თეფში იდო, სინი იქვე მაგიდაზე დადო, მომიახლოვდა, ერთხანს უხმოდ მიყურებდა თვალებში და მერე ჩამეხუტა, მეც ინსტიქტურად მოვხვიე ხელები, ვიცოდი რომ ახლა ყველაზე კარგად მას ესმოდა ჩემი, - როგორც კი გავიგე რომ გაიღვიძე მაშინვე შენთან გამოვვარდი და წვნიანიც მოგიტანე, -მომშორდა ძალით მიმიყვანა მაგიდასთან და დამსვა, -უნდა ჭამო, ახლა ძალების აღდგენა გჭირდება, -უგემურად შევხვრიპე რამდენიმე კოვზი და სახეგაბრწყინებულ ლეას მივაშტერდი, -აშკარად კარგად იყო, სახე უბრწყინავდა, ბზინვარე თმები ტალღებად ეყარა მხრებზე, უბრალო სადა შავი შარვალი და ამავე ფერის მაისური ეცვა, - როგორც ვხედავ კარგად ხარ ლეა, ლენი როგორ არის? -ლაპარაკი მიჭირდა მაგრამ თავს ძალას ვატანდი, - კარგად არის, მძიმედ იყო რადგან ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ახლა კარგად არის, ერთი სული აქვს ფეხზე დგომას როდის შეძლებს რომ მოგინახულოს, - სად ვართ? - სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი სად ვართ, ჯერ ყველაფერში კარგად ვერ გავერკვიე, ერთადერთი ის ვიცი რომ იმ გაუგებარ ადგილზე აღარ ვართ, ეს ადგილი რაღაც სამხედრო ბანაკის მაგვარი ადგილია, აქ ტყვეები არ ვართ, არავინ არაფერს გვაძალებს, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ, ძალიან კარგად გვექცევიან, როცა შენმა ბიჭმა იქიდან წამოგვიყვანა... - ჩემმა ბიჭმა? რას ამბობ ლეა, მისი სახელიც კი არ ვიცი, - სამაგიეროდ მან იცის შენი სახელი და თან ძალიან სიმპათიურია, -ჩემი მოღუშული სახის დანახვაზე ბავშვურად შემომცინა და განაგრძო, - ძალიან ცუდად იყავი, სიცხე გქონდა, ბოდავდი, კინაღამ გაგიჟდა, გვერდიდან არ მოგშორებია, არაფერი უჭამია და არ უძინია, არავინ მოგაკარა, თავისი ხელით გასმევდა წამლებს და შუბლზე საფენებს გიცვლიდა, - მართლა ასე იყო? - რათქმაუნდა ასე იყო, შენ რა გგონია მოგატყუებ? -იწყინა ლეამ, უნებურად ჩემი ცოტახნის წინანდელი საქციელისთვის და იმ სიტყვებისთვის რაც ვუთხარი თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ჯანდაბა, ეს ჩემი რბილი ხასიათი ერთხელაც იქნება ბოლოს მომიღებს, ყოველთვის ასეთი ვიყავი, ორიოდე თბილი სიტყვა და ყველაფერი მავიწყდებოდა, ახლაც თავს უცნაურად ვგრძნობდი, მაგრამ რათქმაუნდა მისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებდი, ის რომ კარგად მექცეოდა იმას არ ცვლიდა რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო, ფიქრებიდან ლეას ხმამ გამომარკვია - არ გინდა ბანაობაში დაგეხმარო? -ნამდვილად არ იყო ცუდი შემოთავაზება, უღონოდ დავუქნიე თავი და უხალისოდ ავდექი ფეხზე, ოთახს საკმაოდ კომფორტული სააბაზანო ჰქონდა, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ცხელი წყლით და უზარმაზარი აბაზანით, დიდხანს ვინებივრე ცხელ, სურნელოვან წყალში, ამოსვლის შემდეგ, ლეამ თმა გამიმშრალა და დამვარცხნა, მერე კი ტანსაცმელი მომიტანა, ზუსტად ისეთი შარვალი და მაისური თვითონ რომ ეცვა, ძალიან მსიამოვნებდა მისი გულწრფელი ზრუნვა, გამოვიცვალე და უღონოდ მივესვენე საწოლზე, - არ გინდა გარეთ გავიდეთ? აქაურობას დაათვალიერებდი და აქაურებს გაიცნობდი, -შევატყვე რომ არ უნდოდა ჩემი მარტო დატოვება, მე კი არანაირი სურვილი არ მქონდა მესეირნა და ვიღაცეები გამეცნო, ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ დამეძინა რაც შეიძლება ღრმა ძილით, მერე კი ჩემს ბინაში, ჩემს საწოლში გამეღვიძა და გაღვიძებისას აღმომეჩინა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო და სხვა არაფერი, ლეასთვის ყური აღარ მიგდია, თვალები მივლულე და ის გავაკეთე რისი გაკეთებაც ყველაზე ექსტრაორდინალურ სიტუაციაშიც კი არასდროს მიჭირდა, დავიძინე. * * * სახეზე რაღაც რბილის და ბეწვიანის შეხება ვიგრძენი, მერე კი თბილი, ხაოიანი ენა შემეხო ლოყაზე და თვალის გახელა მაიძულა, შეშინებული წამოვჯექი და მერე უნებურად გამეღიმა, გაოცებული ვუყურებდი ერთ ციდა, ნაცრისფერ ბეწვის გორგალს რომელიც პატარა ვარდისფერი ბრჭყალებით მეჭიდებოდა მაისურზე და ამოღოღებას ცდილობდა, ძალიან პატარა იყო, ალბათ ახალთვალახელილი, კნუტს გავდა მაგრამ ერთი შეხედვითვე მივხვდი რომ ჩვეულებრივი კატის ნაშიერი არ იყო, ხელში ავიყვანე და მრგვალ ქვიშისფერ თვალებში ჩავაცქერდი, - აქ საიდან გაჩნდი? ვინ მოგიყვანა? -ჩავჩურჩულე და ცხვირი პატარა ვარდისფერ ცხვირზე გავუხახუნე, თვალები მინაბა და ლოყაზე მომეკრო, პატარა, საყვარელი, მიმნდობი ბეკი გამახსენდა, ცივად გავუშვი ხელი, საწოლზე მივაგდე და მისი განწირული კნავილისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, აცახცახებული ხელები თავზე შემოვიჭდე და ვერც კი შევამჩნიე ისე დავიწყე ერთ ადგილზე ნერვიულად წინ და უკან მოძრაობა, - მგონი შია და მიტომ კნავის, -მომესმა ნაცნობი ხმა, არ გამკვირვებია, ოთახში მისი ყოფნა მანამდე ვიგრძენი სანამ ხმას ამოიღებდა და მერე ჩემს გვერდზე საწოლი ჩაიზნიქებოდა, სურნელმა გაყიდა, რომლითაც როგორც კი შემოვიდა მაშინვე მთელი ოთახი გაივსო, ხელები მუხლებზე დავიწყვე და მაგრად მოვუჭირე რომ ცახცახი შემეჩერებინა, ჩემს გვერდით იჯდა, სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, არ მეხებოდა, არ მიყურებდა, ჩემს მუხლებზე შემოღოღებულ ციცქნა არსებას თავზე ხელი გადაუსვა და ჩაეცინა, - როგორი პატარაა და რამხელა ხმა აქვს, მგონი უკვე შეუყვარდი, იცი რომ გარეული კატაა? ცოტა ხნის წინ ტყეში ვიპოვე, მონადირეებმა დედა მოუკლეს და სულ მარტო დარჩა, ვიცი რომ მოუვლი და არ მიატოვებ, ამიტომ მოგიყვანე, წამოდი სამზარეულოს გაჩვენებ და რძე გაუთბე, ახლა მას მხოლოდ სითბო და სიყვარული სჭირდება რომ გადარჩეს, - თბილად, რბილად, წყნარად საუბრობდა, ისე თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით და ჩვენს შორის არანაირი გაუგებრობა არ ყოფილიყოს, -ჰმ, მეგობრები? მე ხომ მისი სახელიც კი არ ვიცი, თუმცა ვერ უარვყოფ რომ მისი ასეთი საქციელი საოცრად მამშვიდებდა, იცოდა, ნამდვილად იცოდა როგორ ემოქმედა, იცოდა რომ ახლა ჩემთან ზედმეტად მოახლოება კარგს არაფერს მოუტანდა და თუ ძალას დამატანდა ჩვენი ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა ალბათ სამუდამოდ დამთავრდებოდა, თავი ავწიე და თვალი გავუსწორე, მშვიდად მიმზერდა და მიღიმოდა თუმცა თვალები გამოუთქმელი სევდით ჰქონდა სავსე, ვერც კი მივხვდი ისე ჩამომიგორდა ერთადერთი ცრემლი ლოყაზე, მზერა შეეცვალა, ფრთხილად ასწია ხელი და ნაზი შეხებით მომწმინდა ცრემლი, ახლა ისე მინდოდა მასთან ჩახუტება როგორც არასდროს არაფერი მდომებია, თავის შეკავება ვეღარ შევძელი, ხელები კისერზე მოვხვიე, მთელი სხეულით მივეკარი, სახე მის მხრებზე უწესრიგოდ ჩამოყრილ თმებში ჩავრგე და პატარა ბავშვივით ავღრიალდი, თითქოს ამას ელოდაო თვითონაც მაგრად მომხვია ხელები და გაყუჩდა, არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი, უბრალოდ ელოდა როდის დავწყნარდებოდი, კარგახნის მერე გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობა და ასლუკუნებული, აწითლებული ლოყებით მოვშორდი, სირცხვილისგან თვალს ვერ ვუსწორებდი, ორივე ხელით სახე დამიჭირა და მაიძულა მისთვის შემეხედა, - კარგად ხარ? გთხოვ მითხარი, უნდა ვიცოდე რომ კარგად ხარ, -ხმა მუდარით ჰქონდა სავსე, - კარგად ვარ, მე, მე უბრალოდ... თავი გვერდზე გადაწია და გამომცდელი მზერით შემათვალიერა, მერე უცბად თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუციმციმდა, პატარა ანცი ბიჭივით გამიღიმა და სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე, - მგონი მივხვდი რაც გვჭირდება, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, ზუსტად ისე როგორც უნდა ყოფილიყო, მე კრისტიანი მქვია, შეგიძლია კრისი დამიძახო, -ხელი გამომიწოდა და როცა ჩემი ხელი შევაგებე, მომქაჩა საწოლიდან წამომაყენა და ერთი მსუბუქი მოძრაობით მის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი, სუნთქვა შემეკრა და ვიგრძენი როგორ სწრაფად დაიწყო მოძრაობა სისხლმა ჩემს ძარღვებში, სახე ახლოს მომიტანა სახესთან, ერთ ხანს ასე გაუნძრევლად იდგა, თითქოს ჩემთან სიახლოვით ტკბებოდა, - თმაზე ჩემი შამპუნის სუნი გაქვს, -ჩამჩურჩულა, ხელი გამიშვა და რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა, - უბრალოდ აბაზანაში მხოლოდ ეს შამპუნი იყო და.... -ისევ დავიბენი, ჯანდაბა, როგორ ახერხებდა ჩემს ასე დაბნევას ეს ცვალებად ხასიათიანი, იდუმალი და უზომოდ სიმპათიური უცნობი, თუმცა უკვე უცნობი აღარ არის, სხვა თუ არაფერი სახელი მაინც ვიცი, კრისტიანი, ჰმ, ვერაფერს ვიტყვი ეს სახელი ძალიან უხდება, - გარეთ ძალიან კარგი ამინდია, -ისევ მისმა ხმამ გამომარკვია, -საცოდაობაა ეს დღე ამ ოთახში გამოკეტილმა გაატარო, წამოდი წავიდეთ, - იქნებ არ ღირს, -უნებურად უკან დავიხიე, - კარგი როგორც გინდა, -უცნაურად მალე დანებდა, ხელები მაღლა ასწია და კარისკენ შეტრიალდა წასასვლელად, -უბრალოდ იცოდე რომ ეს მჩხავანა დილიდან მშიერია და უკვე ნერვებს მიშლის, -ოჰ აღარც კი მახსოვდა, მივედი ავიყვანე და გულში ჩავიკარი, - იქნებ შენ წაიყვანო და აჭამო? - არავითარ შემთხვევაში, -თავი ისე გადააქნია უარის ნიშნად რომ ჩემსკენ არ შემობრუნებულა, -ის შენია, ხომ ხედავ უკვე როგორ შეუყვარდი, ჰოდა შენ უნდა მიხედო, -ვხვდებოდი რატომაც აკეთებდა ამას, ვიცოდი რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუკი მის ნებას დავყვებოდი და შიშს უფლებას არ მივცემდი მარწუხებში მოვიქციე, - კარგი მოვდივარ, -როგორც იქნა გადავწყვიტე, არ დამინახავს მაგრამ ვიგრძენი როგორ გაეღიმა, კარი გამოაღო, გვერდზე გადგა და ადგილი დამითმო, გულზე აკრულ მჩხავანა არსებასთან ერთად, გაუბედავად გავაბიჯე მზის სხივებით გაჩახჩახებულ სივრცეში, ლეა მართალი იყო, ეს ადგილი რაღაცით სამხედრო ბანაკს გავდა, რომელიც ულამაზესი მდინარის პირას იყო გაშლილი, ირგვლივ რამდენიმე ხის კოტეჯი და კარვები იდგა, აქაურობა ხალხით იყო სავსე, ყველა შავად შემოსილი, შეიარაღებული და კუშტად მომზირალი მიმოდიოდა აქეთ-იქით, უკან ნაბიჯის გადადგმა ვცადე მაგრამ კრისტიანმა ამის საშუალება არ მომცა, წელზე მაგრად მომხვია ხელი და ძალით ჩამიყვანა პატარა ვერანდიდან რომელიც სულ რაღაც სამი საფეხურით იყო დაშორებული მიწას, - სამზარეულო და სასადილო სივრცე იქ არის, -მდინარის ნაპირას მდგომი საკმაოდ მოზრდილი ხის შენობისკენ მიმითითა და ხელი ჩამკიდა, -წამოდი წავიდეთ. იქამდე მისასვლელად სულ რაღაც ორი ასეული მეტრი გავიარეთ, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი ჩემზე მოშტერებულ თვალებს, ვხედავდი როგორ ჩერდებოდნენ ჩემი დანახვისას, სახემოღუშული მებრძოლები, კრისტიანს უცნაური მოწიწებით უმზერდნენ, მე კი მიღიმოდნენ და თვალები უბრწყინდებოდათ, ვხედავდი როგორ ანიშნებდნენ ერთმანეთს რაღაცას, შორიდან მესალმებოდნენ და თავს მიკრავდნენ. - კრისტიან ყველა ასე უცნაურად რატომ მიყურებს? -ვეღარ მოვითმინე, - ასეც უნდა იყოს, შენ აქ მყოფი ყველასთვის და კიდევ სხვა უამრავი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. - ეს რას ნიშნავს? ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა, - ჯერ რამე ვჭამოთ და გპირდები რომ ყველაფერს აგიხსნი, თავიდან ბოლომდე მოგიყვები ყველაფერს, -აღარ გამიპროტესტებია, უბრალოდ თავი დავუქნიე, კამათი აღარ მინდოდა, თან მართლაც ძალიან მშიოდა. ცოტა ხანში უკვე სასადილო შენობის ღია ვერანდაზე ვისხედით რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა, ჩემს გვერდით სავარძელში დანაყრებულ ნაცრისფერ გორგალს ეძინა, მე კი შემწვარ კარტოფილს მივირთმევდი და მოლოდინით სავსე მზერით შევყურებდი კრისტიანს, რომელიც ღიმილის შესაკავებლად კბილებსშორის მოქცეულ ქვედა ტუჩს იწვალებდა, - რა გაცინებს? -ვეღარ მოვითმინე, თეფში გვერდზე გავწიე და ხელები გულზე დავიკრიფე, - უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ, -მითხრა სრულიად გულწრფელად და სერიოზულად, -ჯანდაბა მგონი ისევ გავწითლდი, თავი დავხარე რომ ვერაფერი შეემჩნია, - აწითლებული ლოყები ძალიან გიხდება, -მომესმა სიცილნარევი ხმა და მეც ღიმილი ვეღარ შევიკავე - შენ მითხარი რომ ყველაფერს მომიყვებოდი, -ვკითხე რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, - კარგი, რათქმაუნდა მოგიყვები, ოღონდ მანამდე ერთ რამეს შემპირდი, რაც არ უნდა გაიგო, კარგად დაფიქრდი სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებ, ცხელ გულზე არაფერი გადაწყვიტო კარგი? თვალი გავუსწორე, მისი სახე არაფერს მეუბნებოდა მაგრამ თვალები... აშკარად ეშინოდა რომ იმ ყველაფრის გაგებას ვერ შევძლებდი რის მოყოლასაც აპირებდა, უნებურად გამეღიმა, იმის შემდეგ რაც გადავიტანე, არამგონია ისეთი რამ მომიყვეს რაც გამაოცებს და რის გაგებასაც ვერ შევძლებ, - გპირდები რომ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებ დაუფიქრებლად, -ვუთხარი სრულიად დარწმუნებულმა და გამამხნევებლად გავუღიმე - პარალელურ განზომილებებზე გსმენია რამე? -ვერაფერს ვიტყვი უცნაურად დაიწყო - კი რათქმაუნდა მსმენია, - მართლა? -აშკარად გაუკვირდა, - მინიმუმ თხუთმეტი ფილმი მაინც მაქვს ნანახი ამ თემაზე, -ვუთხარი და როცა დავინახე როგორ შეჭმუხნა წარბები მივხვდი რომ ასე უბრალოდ სიტყვის მასალად ნამდვილად არ უკითხავს, - თუ გეტყვი რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში არა სინამდვილეშიც არსებობს და ახლა ერთ-ერთ ასეთ პარალელურ განზომილებაში იმყოფები რა რეაქცია გექნება? - მთავარია არ მითხრა რომ ისევ იმ საშინელ ადგილზე ვართ და პარალელურ სამყაროს როგორმე მოევლება, - ვუპასუხე მშვიდად და დავინახე როგორ ამოისუნთქა შვებით, - შემიძლია დაგამშვიდო და გითხრა რომ იქ აღარასოდეს მოხვდები, ახლა სრულიად ნეიტრალურ ადგილზე ხარ, საიდანაც უპრობლემოდ შეგიძლია შენს სამყაროში დაბრუნება, რათქმაუნდა თუკი ამის სურვილი გექნება, -დაამატა ბოლოს ჩუმი ძლივსგასაგონი ხმით, - ამაზე ვიფიქრებ, მაგრამ ჯერ ყველაფერი უნდა გავიგო, გააგრძელე, ერთხანს თვალმოუშორებლად შემომცქეროდა, თითქოს ცდილობდა გაეგო რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა ჩემგან, მერე გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა და განაგრძო, - ეს სამყარო რაღაცით ჰგავს შენს სამყაროს, თუმცა ტექნოლოგიურად ბევრად უფრო განვითარებულია, ყველაფერი არც თუ ისე ცუდად იყო მანამდე სანამ ორ ძმას შორის რომელიც ყველაფერს მართავდნენ განხეთქილება არ ჩამოვარდებოდა, ეს მოხდა ოცდაათი წლის წინ, ახალგაზრდები იყვნენ, ერთ-ერთმა ძმამ მოინდომა მთელი ძალაუფლება ხელში ჩაეგდო, ამისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი, უფროსი ძმა ყველაფერს აკეთებდა რათა ეს არ მომხდარიყო, მშვენივრად იცოდა საკუთარი ძმის გეგმების შესახებ, იცოდა რომ მას ერთპიროვნული მმართველობა, ტირანია, დიქტატურა, ყველაზე და ყველაფერზე ბატონობა უნდოდა, ძალით რომ ვერაფერი მოახერხა, უმცროსმა ძმამ ეშმაკური გეგმა შეიმუშავა, ერთ-ერთი თავყრილობის დროს რომელსაც ყველა მაღალი თანამდებობის პირიც ესწრებოდა, უფროს ძმასთან ყველას თანდასწრებით, გარიგება დადო, არ ვიცი ეს როგორ მოახერხა მაგრამ ფაქტია რომ დაითანხმა, ალბათ მის გრძნობებზე ითამაშა ან მისი სიფიცხე გამოიყენა... ის ადგილი სადაც რამდენიმე დღე გაატარე, ძველად მხოლოდ გასართობი არენის როლს ასრულებდა, სადაც ჩვეულებრივი სპორტული, უსისხლო თამაშები იმართებოდა, სადაც ხალხი საკუთარი ნებით იღებდა მონაწილეობას და პრიზებს და ჯილდოებსაც იღებდნენ, საყვარელი ჩემპიონიც კი მყავდა, -ერთი წამით ჩაფიქრდა და სახე გაუნათდა, გაეღიმა, თითქოს ძველ კეთილ დროს იხსენებსო, -გარიგებამდე დიდი ხნით ადრე მუშაობდა თურმე ბიძაჩემი ხელოვნურ ინტელექტზე... - ბიძაშენი? -ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე, -ესე იგი შენ? შენ... - ჰო ასეა, ამ სამყაროს მმართველი, მამაჩემი იყო, არა ერთი ქვეყნის და ქალაქის, არამედ მთელი სამყაროს მმართველი, ყველას უყვარდა და ეთაყვანებოდნენ, მასაც უყვარდა ხალხი და მათი სჯეროდა, ერთადერთი ნაკლი ჰქონდა ძალიან გულუბრყვილო იყო და ბიძაჩემმაც ამით ისარგებლა, გარიგების დადებამდე დიდი ხნით ადრე მოუმზადებია ყველაფერი, არენა თავიდან ბოლომდე გადააკეთა, საზღვრები დააწესა და მისი მართვა მთლიანად თავის შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს მიანდო, რომელიც უმცირეს დეტალებამდე გააანალიზებდა ადამიანთა ქცევას, ჰოდა მამაჩემს ერთ წლიანი გარიგება შესთავაზა, არენაზე ოცდაათ კაციანი, ქალებისგან და მამაკაცებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი უნდა შეეშვათ, მონაწილეებიდან ნახევარი ბიძაჩემს უნდა აერჩია ნახევარი კი მამაჩემს, ისინი ერთი წლის განმავლობაში იქ დარჩებოდნენ, ყველა ქალაქში დამონტაჟდებოდა ეკრანები სადაც უწყვეტ რეჟიმში პირდაპირ ეთერში ყველა შეძლებდა თვალყურის დევნებას თუ რა ხდებოდა არენაზე, ამასთან ერთად ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა ქცევის ყოვედღიურ ანალიზს წარუდგენდა ხალხს, არენა მაშინ ასეთი არ იყო როგორც ახლა, არსად იყო ქალაქები ან სავაჭრო ცენტრები, და მაღაზიები, იქაურობა მახეებით და წინაღობებით იყო სავსე, არ იყო ყველასთვის საკმარისი წყალი და საკვები, მიუხედავად ამისა ყველა მონაწილე თავისი ნებით ჩაება ამ თამაშში, თუმცა კიდეც რომ მოენდომებინათ შეწყვეტა, იცოდნენ რომ სანამ ერთი წელი არ გავიდოდა მანამდე თავს ვერ დააღწევდნენ იქაურობას... - მაპატიე რომ გაწყვეტინებ, -ისევ ვეღარ მოვითმინე, -გისმენ და ვერ ვხვდები რა იყო ბიძაშენის მიზანი, რის გაკეთებას ცდილობდა, - როგორც მამაჩემს უთხრა, ეს იყო ექსპერიმენტი იმის შესახებ თუ რაოდენ არაადამიანურები შეიძლება გახდნენ ადამიანები, მამაჩემს კი... ჯანდაბა მამაჩემი ყოველთვის ვარდისფერი სათვალით უყურებდა ყველაფერს და სჯეროდა რომ ადამიანებს ყველანაირ სიტუაციაში შეუძლიათ ადამიანობის შენარჩუნება, გარიგება დადეს, თუკი ერთი წლის გასვლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მიერ გაანალიზებული მონაწილეთა ქცევები დადებით შედეგს მისცემდათ მმართველობა მამაჩემს დარჩებოდა სამუდამოდ თუკი უარყოფით შედეგს მიიღებდნენ, მამაჩემი აღარასოდეს გამოაცხადებდა პტრეტენზიას მმართველობაზე, - მოიცადე რა გინდა მითხრა რომ, ასეთი უბრალო და სულელური გარიგებებით წყდება მმართველობა ვის დარჩება, არჩევნებზე ან რეფერენდუმზე არაფერი გსმენიათ? - ეს არ არის სისულელე მია, თქვენს სამყაროში როგორ ხდება არ ვიცი მაგრამ ამ სამყაროში მმართველთა შორის დადებული ნებისმიერი გარიგება კანონია რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს და მამაჩემმაც უკან ვეღარ დაიხია, თითქმის ერთი წლის განმავლობაში უყურებდა მთელი სამყარო როგორ კარგავდნენ ადამიანები ადამიანობას და როგორ ემსგავსებოდნენ ცხოველებს რომელთაც მხოლოდ პირველყოფილი ინსტიქტი ამოძრავებთ, უყურებდნენ როგორ ნელ-ნელა წითლდებოდა ტაბლო რომელზეც ანალიზის შედეგები იყო მოცემული და როცა წითელმა ნიშნულმა უმაღლეს ზღვარს მიაღწია ხალხს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, ეს ყველაზე სისხლიანი თამაში იყო თამაშების ისტორიაში, ბიძაჩემმა ყველაფერი ისე მოაწყო რომ ხალხს ეფიქრა თითქოს მამაჩემის სურვილით და მისგან ძალდატანებით, იძულებით უწევდათ მონაწილეებს ამ ყველაფრის კეთება, ხალხი აუჯანყა, ყველა ერთხმად მოითხოვდა მისი ხელისუფლების დასრულებას, მამაჩემი ფიქრობდა რომ ბიძაჩემი შედეგებს აყალბებდა, - შენც ასე ფიქრობ? - ასე არ ვფიქრობ, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახე მია, შენი აზრით იმ ყველაფერს რაც იქ არენაზე ხდება გაყალბება სჭირდება? მაშინაც ასე იყო, ხელოვნური ინტელექტი საოცარი სიზუსტით აანალიზებდა თითოეულ დეტალს და ჩემი აზრით ის შედეგები რასად დებდა სრულიად სწორი იყო, ამიტომაც ერთი წლის შესრულებამდე ზუსტად თერთემეტი თვის შემდეგ გამოცხადდა რომ თამაში დასრულდა, მამაჩემი გადადგა, ბიძაჩემი მმართველი გახდა და მიუხედავად ხალხის მოთხოვნისა, არენა არ დაუხურავს, არც მონაწილეები გაუნთავისუფლებია, პროტესტი სისხლში ჩაახშო და ნამდვილი დიქტატურა დაამყარა, ყველა მოწინააღმდეგეს არენაზე აგზავნიდა, ამით სჯიდა, ამ ყველაფერს კი ხალხი ქალაქის მთავარ მოედნებზე დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანებიდან უყურებდა, რამდენიმე წელიწადში ეს სამყარო მკაცრი სასჯელაღსრულების კოლონიას დაამსგავსა, ნაწილ-ნაწილ დაყო რომ უკეთესად შესძლებოდა ხალხის დამორჩილება და მართვა, თავისუფალი ხალხი მშიერ მონებად აქცია, არენა კი სისხლიანი თამაშების მოყვარულ თავისნაირი ავადმყოფების გასართობ ადგილად, უკვე აქაურებს აღარ კმარობდა, მრავალფეროვნებისთვის, სხვადასხვა სამყაროდან მოტაცებული ხალხით გაავსო არენის ტყეები, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, ქალაქები თქვენი სამყაროდან დაკოპირებული ბრენდული მაღაზიებით და ოქრო ვერცხლით გაავსო, ალბათ იმის ჩვენება უნდოდა რომ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, მამაჩემი გადადგომიდან ერთი წლის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, მე კი სულ მარტო დავრჩი, ბიძაჩემი საშინლად მექცეოდა, თითქოს მე მსჯიდა იმ ყველაფრისთვის რომ ხალხს არ უყვარდა და მუდმივად წინააღმდეგობას უწევდნენ, იყვნენ ისეთებიც ვინც მომავალ მმართველად მომიაზრებდა, იმედი ჰქონდათ რომ როდისმე მისი დიქტატურა დასრულდებოდა და მე გავხდებოდი მმართველი, ამიტომ შეშინდა, სახლში გამომკეტა და გამოაცხადა რომ მძიმე ავადმყოფობის გამო დავიღუპე, ოჰჰ, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი, თურმე ბევრი რამ გადაუტანია, არადა როგორი ძლიერიჩანს, ერთი შეხედვით თითქოს უდარდელი და მხიარული, -შეამჩნია როგორ შემეცვალა სახე და გამამხნევებლად გამიღიმა - ახლა ეს ყველაფერი ახლა წარსულია, გინდა გავაგრძელო? - კი რათქმაუნდა მინდა, გისმენ, -მიუხედავად ამ მძიმე ისტორიისა ერთი სული მქონდა როდის გააგრძელებდა ყველაფრის მოყოლას, - თხუთმეტი წლის ვიყავი როცა მამაჩემის მეგობარმა მოახერხა ჩემი ხსნა ბიძაჩემის ხელიდან და მაშინ მივხვდი რომ თურმე ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული და იმედი კიდევ არსებობდა, ის მის წინააღმდეგ პარტიზანულ მოძრაობას ედგა სათავეში, თავისუფლების მოყვარული პარტიზანები იბრძოდნენ, არ ნებდებოდნენ, ამ წლების განმავლობაში უამრავი მებრძოლი დავკარგეთ, უამრავი რესურსი დავხარჯეთ მაგრამ წინ ვერ წავიწიეთ სანამ შენ არ გამოჩნდი, -გაუბედავად გამიღიმა, თვალი ამარიდა და ხელი ნერვიულად გადაისვა აჩეჩილ თმაზე, - როგორც იქნა იქამდეც მივედით თუ როგორ მოვხვდი არენაზე, ასეა? - ასეა და იმედია როდისმე მაპატიებ ამ ყველაფერს, - ამას მაშინ გადავწყვეტ როცა ყველაფერს მოვისმენ, -თვითონაც მიკვირდა როგორ ვახერხებდი ასე მშვიდად საუბარს, მაგრამ ვგრძნობდი როგორ ღელავდა კრისტიანი და აღარ მინდოდა მეც დამემატებინა, - ერთხელ ჩვენს ბანაკს მოაგნეს, ყველა გავხიზნე და ბოლოს თავის გადასარჩენად იძულებული გავხდი დროსა და სივრცეში არსებული ნაპრალი გამომეყენებინა, ბედისწერის გჯერა? -შემეკითხა მოულოდნელად, არ ვიცოდი რა მეპასუხა უბრალოდ მხრები ავიჩეჩე, - აშკარად არ გჯერა, მე კი ვფიქრობ რომ არსებობს და შენ ჩემი ბედისწერა ხარ, პირველად რომ დაგინახე წვიმდა, თეთრი კაბა გეცვა და შუა ქუჩაში თმაგაშლილი, ფეხშიშველი ცეკვავდი, ასეთი საოცრება არასდროს არაფერი მენახა, იმ დროს ჩემთვის ყველაფერი გაჩერდა და ყველაფერმა რაც აქამდე ვიცოდი და რაც აქამდე მენახა აზრი დაკარგა, იმწუთას ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობდი, ძალიან ლამაზი იყავი მია... თვალები დავხუჭე და გამახსენდა ის დღე როცა თეკოსთან სანაძლეო წავაგე, გამეღიმა, -ესე იგი შენ იქ იყავი? - ჰო იქ ვიყავი შენს სიახლოვეს, ვიდექი წვიმაში და გიყურებდი, მას მერე მოვუხშირე თქვენს სამყაროში სტუმრობას, მაგრამ შენთან მოახლოებას ვერ ვბედავდი. - ჰოო? რაღაც გაუბედავს არ გავხარ, - არ ვიცი დაიჯერებ თუ არა მაგრამ ქალებთან ურთიერთობის არც თუ ისე მდიდარი გამოცდილება მაქვს, -გაოცებულმა შევხედე, მან კი მხიარულად გაიცინა და თვალები საყვარლად მოჭუტა, -მანამდე ვერ გავბედე შენთან მოახლოება სანამ სიგიჟემდე არ მომენატრე და რაღაც უბრალო საბაბით უზომოდ ბევრი არ დავლიე, - ვერ დავიჯერებ რომ ჩემთან მოსაახლოებლად დათრობა დაგჭირდა, - ნუ იცინი მართლა ასე იყო, პირველად ის შემთხვევა იყო ტაქსით კლუბამდე რომ მიგიყვანეთ, შემდეგ უბრალოდ ძალიან შევიჭერი როლში და თან ძალიან მსიამოვნებდა შენი წვალება და გაბრაზებული სახის დანახვა, ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად უჩვეულო იყო რომ აზარტული თამაშივით შევყევი და თავი ვეღარ დავანებე, იმ საღამოს როცა რესტორნიდან გამოსვლისას მოგიტაცეს, შენთან მოსვლას და შენთვის ყველაფრის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ დავიგვიანე, უგზოუკვალოდ გაქრი, მთელი დღე და ღამე არსად ჩანდი, ვერსად გიპოვე, არადა სასწრაფოდ მიწევდა უკან დაბრუნება, როცა დაბრუნების შემდეგ დილით არენაზე დაგინახე, მდინარის პირას, საღამურებით, ფეხშიშველი... - როგორ თუ დამინახე? რისი თქმა გინდა? - მგონი ჩემი მონაყოლიდან რაღაც გამოგრჩა მია, -კრისტიანმა ნაძალადევად გამიღიმა, -ჩვენ ყველაფერს ვხედავთ რაც არენაზე ხდება, ამას ყველა უყურებს, მთელი სამყარო, ყოველ დღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ლამის ჭკუიდან შევიშალე როცა იქ დაგინახე, საქმე ისაა რომ არენას ძალიან ძლიერი დაცვა აქვს, შიგნით შეღწევა არავის შეეძლო, მე უკვე ვეღარ ვაზროვნებდი და სადაც იყო რაღაც სისულელეს ჩავიდენდი, პაული მამაჩემის მეგობარი და ჩემი გადამრჩენელი მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, აშკარა იყო რომ შენს სამყაროში სტუმრობისას ვიღაც მითვალთვალებდა, მიხვდა რომ ბიძაჩემი შენ გიყენებდა ჩემს მისატყუებლად, ამიტომაც არენაზე შესაღწევად ოპერაცია დაგეგმა, მხოლოდ იმისთვის რომ რამდენიმე წამით მენახე და იქ ჩემი ბიჭების დატოვება მომეხერხებინა რომლებიც შეძლებისდაგვარად დაგიცავდნენ, დედაქალაქში შეიპარა და საკუთარი ხელით გათიშა სისტემა... - ახლა სად არის პაული? - შეიპყრეს და ახლა ბიძაჩემის ხელშია, ჯანდაბა, -კრისტიანმა ხელი ისე მოუჭირა მაკიდის კიდეს რომ ერთიანად გაუთეთრდა, - ჩემს გამო? -ჩაწყვეტილი ხმით ვკითხე, - ჩემს გამო მია, ჩემი ბრალია, ყველაფერი ვერ გავთვალე, მაგრამ მთავარი ისაა რომ ბიძაჩემმაც ვერ გათვალა რაღაც სწორად, თაგვმა თხარა, თხარაო ხომ გაგიგია, სწორად ასე დაემართა. - რას გულისხმობ? - ჯერ კიდევ ვარკვევთ როგორ მოხდა და რატომ, მაგრამ არენაზე შენი გამოჩენის შემდეგ ხელოვნურმა ინტელექტმა ბიძაჩემის ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადა და ტაბლოზე სადაც ყოველდღიურ ანალიზს ვხედავდით, წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა მწვანე ხაზი რომელიც ყოველ დღე საოცარი სისწრაფით იმატებდა, წითელმა კი მოკლება დაიწყო, ბიძაჩემს პანიკური შიში გაუჩნდა, რადგან ხალხში იმედი დაიბადა იმედი რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ამას ისიც დაემატა რომ არენას ვეღარ აკონტროლებდა, და ბოლოს როცა... როცა ბოლო ინციდენტი მოხდა, მწვანე ნიშნული უკიდურეს ზღვარს გაუსწორდა და საზღვრები საბოლოოდ ჩამოიშალა... - ფიქრობ რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა? ასე ფიქრობ? - ყველა დარწმუნებულები ვართ რომ ასეა, - ჰო, ეს ხსნის იმას თუ რატომ მიყურებდნენ ასე, -მაგიდაზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დავყურებდი და ვცდილობდი ჩემს შიგნით არსებულ ქაოსს მოვრეოდი, - ასეა, ყველა მხსნელად გთვლის, შენი გამოჩენის და არენის საზღვრების მოშლის შემდეგ, ბიძაჩემს უკვე საკუთარი დამქაშებიც აუჯანყდნენ, მათ შორის შიშმა დაისადგურა, ხალხში წინააღმდეგობამ იმატა, პარტიზანულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე მთავარი ქალაქი აიღეს, ახლა ერთადერთი რაც დაგვრჩა ბოლო და ყველაზე ეფექტური დარტყმაა, - რის გაკეთებას აპირებ? - დედაქალაქში ბიძაჩემი შეკრებას აწყობს, ეს იქნება ყველაზე ფართომასშტაბიანი წვეულება რაც კი ამ სამყაროს ახსოვს, უნდა თავის დამქაშებს და ხალხს აჩვენოს რომ არაფერი ადარდებს, არავისი ეშინია და ისევ ისეთი ძლიერია როგორც ადრე. - წვეულება? ვერაფერს მივხვდი, თქვენ რა ხელს გაძლევთ ეს? ჩემსკენ გადმოიხარა, ჩემი ხელი ხელში მოიქცია, თვალი თვალში გამიყარა და ნაცნობი დამათრობელი სურნელი შემომაფრქვია, - მე და შენ მია იმ წვეულებაზე მივდივართ ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.