უნაპირო წყვდიადში..
უნაპირო წყვდიადში, დაიბადა სიცოცხლე, დაიბადა სიცოცხლე, უფლის ნაწყალობევი, დაიბადა წყვდიადში უცოდველი სიმართლე, ატმის ყვავილებივით ვარდისფერი ლოყებით.. იდგა სიბად საზღვარზე ულმობელი ქაოსი, და დარაბებს ფანჯრისას ცრემლი წვიმად აწვიმდა, იწვა ჩვილი იმედი ხალხთა სასაფლაოზე, იწვა გარდუვალობის უარმყოფელ აჩრდილად.. პაწაწინა ტუჩები სასუსნავებს ეძებდნენ, ღიმილიან ცხოვრების ათრთოლებულ მკლავებში, არსებობის სანაცვლოდ სასწაული ვიხილე, ჩავიძირე ცოვრების მარადმწვანე ტალღებში.. გეწვა რბილად მკლავებში სიყვარული პატარა, პაწაწინა ტუჩებით სასუსნავს რომ ეძებდა, უფრო დიდი სიბრძნის და უკვდავების მათარა, მაშინ მივხვდი პირველად.. აღარ უნდა მეძებნა.. შემომცინა იმედმა უცოდველი თვალებით, და ჩემს სულში პირველად შეაბიჯა სინათლემ, რამ აქამდე, ძვირფასო, თურმე გითვალთვალებდი, აი, ახლა მიყვარხარ - უნდა გითხრა სიმართლე.. ახლა როცა მკლავებში ერთად ყოფნის მიზეზი, პაწაწინა ტუჩებით მშვიდად ეძებს სასუსნავს, ახლა ვხვდები, აქამდე, მხოლოდ ჩემთან იწექი, და რომ ჩვენი სამყარო მხოლოდ ახლა დასრულდა.. გადაღლილი სიკვდილზე გამარჯვებით მიღიმი, გრძნობით გამთბარ მკლავებში უნანავებ პაწიას, რა დროსავით ხარბია სიცოხლე რომ გიცინის, მართლაც რა ლამაზი და საყვარელი ბავშვია.. მე ვიჯექი ფანჯრის წინ, ჩაკარგული სიზმარში, იქაც ვიგრძენ, ძვირფასო, დაბრუნება იმედის, ვეღარ შემეგებები, ვიცი, თუმცა, წინკარში, მგონი ჩვენი მარშრუტის მთავარ გზასთან მივედით.. იღიმოდა სიმართლე განთიადის მკლავებში, ღმერთო კვლავ იმ იმედის როგორ მსურდა დანახვა, ჩამქრალია სინათლე ზურმუხტისფერ თვალებში, ჩემო წუთისოფელო, ვაი, ჩემთან აღარ ხარ.. გამაღვიძა ამ დილით თითუნების შეხებამ, პაწაწინა ტუჩებით რომ ეძებდა სასუსნავს, ჯოჯოხეთურ წყვდიადის ცეცხლოვანმა შექებამ, მამცნო.. ერთი საღამოს ნაცვალგება დასრულდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.