შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მაპატიე,დედა!"(სრულად)


17-11-2021, 18:15
ნანახია 1 923

მაპატიე,დედა!

მე ნენე ვარ,ოცდაერთი წლის,ჩემ ამბავს მოგიყვებით.
. . . . . . .

_რა გახდაო,მაინც,ოცდაერთი წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი,სოფო,_ეკითხება დედაჩემს მეზობელი ანეტა და თანაგრძნობით უჭერს ხელზე ხელს.
_ჯერ არაფერია ცნობილი,ანეტა,_პასუხობს დედა გაქვავებული სახით,_რათქმაუნდა,იტყუება,არ უნდა,გაიგონ ჩემი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი.
დღეს ჩვენს სამზარეულოში ხალხმრავლობაა,მეზობლები,ნათესავები და დედას მეგობრები შეკრებილან მის სანუგეშებლად,გარეთ წვიმს,ცა ჩამოდის მიწაზე,სავარძელში ზის ჩემი უმცროსი და კატო და მწუხარე ფიქრებს წაუღია.კატოს გვერდით მოკალათებულ ჩვენს კატა ვალოდიას მოუსვენრობა ეტყობა და კრუტუნს უმატებს.ეს სახელი ვალოდია ერთი ამბის გამო დავარქვით,როცა ბებო ვალერიანის წვეთებს სვამდა,ფისო სულ ვალერიანის წამალთან იყო ჩახუტებული,ხან ყველგან დაათრევდა,ხან ზედ ეძინა.კატებს ხომ ძალუან უყვართ ვალერიანი,ანუ კატაბალახა,ჰოდა,ფისოს ვალერიანი დავარქვით.მერე გზადაგზა შევუმოკლეთ სახელი და გახდა ვალოდია,ხანდახან,როცა არ გვაბრაზებდა,მოფერებით ვალიკოსაც ვეძახდით.
_როგორ თუ არ იციან?,უვიცები,_გამწარებით წამოიძახა დედას მეგობარმა ინგამ,_აქამდე როგორ ვერ გაარკვიეს გოგოს სიკვდილის მიზეზი,_თქვა და დედაჩემს თანაგრძნობით მიაჩერდა.

მე უფრო ახლოს მივდივარ და სავარძელში ვჯდები,_უცებ,ვიგრძენი,როგორ შემეცოდა დედაჩემი,ამხელა ცოდვიანი საიდუმლოს ერთადერთი მფლობელი.კატომაც კი არ იცოდა ჩემი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი.
_არ არსებობს,რამე რომ არ იცოდნენ,_ეჭვით თქვა ბიძაჩემმა ლექსომ და დედაჩემს თვალებში ჩახედა,მეც ჩავხედე დედაჩემს თვალებში და უკიდეგანო შიში დავინახე,მკვდრის ფერი ედო,უხერხულად შეიშმუშნა და წყალი მოითხოვა.
_ლექსო მართალია,პირველადი ექსპერტიზა ჩატარდა და რამე ხელმოსაკიდი მაინც უნდა ეთქვათ,_თქვა დეიდაჩემმა ლილიმ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
_შეიძლება,ხელს არ აძლევთ სიმართლის თქმა,ან ვინმეს ხელს აფარებენ,_წამოეშველა იქიდან ბიძაჩემი ლექსო და მაგიდაზე დადგმული გრაფინიდან წყალი ჭიქაში ჩააპირქვავა.
ამ ამბების შემსწრე მძიმე ფიქრებს გავყევი,წავედი ისევ წარსულში სახეტიალოდ,...
ამ ფიქრებიდან უცებ ვალოდიას დაჟინებულმა მზერამ გამომაფხიზლა,შევხედე და კატა შიგ თვალებში მიყურებდა,შიშით გადავხედე დანარჩენებს,ნუთუ მხედავენ_მეთქი,ვერავინ მამჩნევდა ვალოდიას გარდა.

გამახსენდა კატაზე ათასი თქმულება და ლეგენდა,რომ კატები სულებს ხედავენ,რომ კატას ცხრა სული აქვს და ესენი გარდაცვლილი ადამიანები არიან...რა აღარ გამახსენდა.ვცდილობ,გადავამოწმო კატის მზერა,მოშორებით გავდივარ ოთახის კუთხისკენ,ცერად ვდგები ვალოდიასგან და თვალებში ვაკვირდები.კატამ სრული სიზუსტით გამომაყოლა მზერა და თვალი თვალში გამიყარა.შოკში ვარ..
უცებ ფიქრებიდან მამიდაჩემის ვალენტინას ხმა მაფხიზლებს,მამიდა უკვე შვიდი წელია გარდაცვლილია,მოდის, მესალმება და მეფერება,მონატრებით მიყურებს მისი თვალები.უცებ გამომცდელი მზერა ვალოდიაზე გადავიტანე,ის ახლა მამიდაჩემის სულს მისჩერებოდა.ვხვდები,მამიდა ვალენტინა დღეს აქ ჩემს სანუგეშოდ და სანახავად მოვიდა, მომიახლოვდა,სახეზე მომეფერა:
_ნუ გეშინია,ნენე ,ყველაფერი კარგად იქნება,_ეს სიტყვები კ ი მითხრა,მაგრამ ისეთივე უსიამივნო გამომეტყველება მიიღო,როგორც მაშინ,როცა თავისი სახელი არ მოსწონდა ხოლმე.მივხვდი,უბრალოდ მანუგეშებდა,თორემ არც მას მოსწონდა ჩემი ნაადრევი სიკვდილი.მისი სახელის ისტორია კი ასეთია:
პაპაჩემს ომის დროს რუსეთში უცხოვრია და მგზნებარე დღეები და ღამეები აკავშირებდა ვინმე ქმარშვილიან ვალენტინასთან,მუსი ქმარიც ომში იბრძოდა,ის ქვეით ჯარში ყოფილა,პაპა მფრინავი იყო.ზევიდან აჯობა მაინც ვალენტინას ქმარს.მართალია ბრძოლის დროს ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებოდნენ,მაგრამ,როცა სურპრიზად გაუფრთხილებლად დაბრუნებულა სახლში კოლია(ვალენტინას ქმარი) და ,,დაუსტუკებია" პაპაჩემი,ომსგადარჩენილი მფრინავი,რომელსაც მდინარე დნეპრი გადაცურული და ნეკნში ტყვიის ნამსხვრევი ჰქონდა,კოლიას ისე გაუძუყნია,ლამის მოუკლავს.პაპამ ერთი რაც მოახერხა ,ის იყო,რომ სამშობლოში დაბრუნდა,იქორწინა და პირველ შვილს ვალენტინა დაარქვა.

წარსულიდან ყავის სურნელმა გამომაფხიზლა,ჩემს დას კატოს გაზქურაზე ყავა შემოედგა სტუმრებისთვის.ისე მომინდა ყავა,ლამის ცოცხალი მეგონა ჩემი თავი,სურნელს ხარბად ვყლაპავდი.კატოს გადმოაქვს ყავა ქურიდან და ისაა,ჭიქებში უნდა ჩაასხას,რომ უცებ წაიბორძიკა და ყავა მაგიდაზე დაექცა.ცოტა ხანში ვალოდია ახტა სამზარეულოს მაგიდაზე,ალოკა ყავა და მზერა გამისწორა.საოცარი ნეტარება ვიგრძენი,ჩემში სითბო ჩაიღვარა,ყავის სურვილი დამიცხრა.
უცებ ჩემი მთავარი საზრუნავი გამახსენდა,ჩემი დღიური ,სადაც ჩემი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი იმალება,როგორმე უნდა გავაქრო სახლიდან.მახსოვს,ბოლოს სიფრთხილის გამო სამზარეულოს კარადის უკან შევჩურთე,კარადას სამზარეულოს მაგიდა ეფარება და თუ დღიურს გამოვაძვრენ,ვერავინ დაინახავს,_გამიელვა აზრმა თავში.მივდივარ, გაჭირვებით ვწვდები დღიურს ,მაგრამ ხელში არ მომყვება.არაერთხელ ვცადე,მაგრამ უშედეგოდ,ეს უნარი აღარ მქონდა.მთელი ამ დროის განმავლობაში ვალოდია თვალს არ მაშორებს .უცებ მოდის,ელვისებური სისწრაფით დასტაცებს დღიურს პირს და სამზარეულოს იატაკზე უვარდება,კატომ იცნო ჩემი დღიური.ვალოდიამ ისევ დაავლო დღიურს პირი,გავარდა გარეთ და მოკურცხლა.ბიძაჩემი ლექსო და კატო გაეკიდნენ ვალოდიას,მეც ამათთან ვარ,რა გამაჩერებდა სახლში.მირბის ვალოდია და მისდევენ ესენი.კატასცდღიური ისევ პირიდან გაუვარდა,სცადა ისევ აღება,მაგრამ ამ დროს ლექსომ შეუტია და კატა გაიქცა.დასტაცა კატომ დღიურს ხელი და ლექსოს მიაწოდა.ლექსომ გადაშალა დღიური და ინტერესით ჩააცქერდა.ამ დროს ზურგიდან წამოეპარა ვალოდია,მხარზე გადმოახტა ,ზედ დღიურზე მოადინა ტყაპანი და ისევ ძურს დააგდებინა.ის იყო კატას ისევ უნდა გაეტაცა დღიური,რომ კატო კუდში სწვდა და არ გაუშვა.ვუყურებ ყველაფერს და ვიწურები.რამდენიმე ხანს უკან ყურებყურებით იარეს,მერე ლექსო იქვე წამოქცეულ ხეზე ჩამოჯდა ,გადაშალა და კითხვა დაიწყო:
,,,,............ .......................

,,ფანჯარაში გავიხედე,პირველი თოვლი შევამჩნიე,აუ,როგორ მიყვარს თოვა."
,,......................
გუგა გამახსენდა,ისე გვინდოდა ერთად ყოფნა,ღობეყორეს ვედებოდით.გუგამ მითხრა,დილით,სანამ გათენდება გავიდეთ გალაკტიონის ხიდზე და იისფერ თოვლს გაჩვენებო.არ ვიცი,რატომ ჰგონიათ,რომ იისფერი თოვლი გალაკტიონმა მოიგონაო,ეგრე ხედავდაო.მეორე დღეს უთენია ფეხაკრეფით გავიპარე სახლიდან , მე და გუგამ ნახევრად სიბნელეში ლამის ხელისცეცებით მოვძებნეთ ერთმანეთი.ცოტა ხანში იისფერ ზღაპარში ვავლებდით პირველ ნაფეხურებს.მივდიოდით ჩუმად,უსიტყვოდ,როგორ მინდოდა,რომ ეს იისფერი თოვლის ზღაპარი არასოდეს დასრულებულიყო.
ისე შევიჭერით მე და გუგა ამ ,,იისფერ ზღაპარში",ლამის თავები დავკარგეთ.უცებ,მანქანის თავგანწირულმა სიგნალმა გამიგვაფხიზლა,გზის სავალ ნაწილზე გადავსულიყავით,ნანქანა თოვლმა მოაცურა და მძღოლის გინება და მანქანის წივილკივილი ერთმანეთში ირეოდა_გადადი გზიდან,შე ყ@@@ო,_დაუღრინა მძღოლმა გუგას და განწირული მოძრაობით შეეცადა საჭე დაემორჩილებინა.
_შენი კარგი მოვ@@@ან,_არ დარჩა ვალში გუგა და გამეტებით გაიწია მანქანისკენ.უკვე კაი ჩხუბის სუნი ტრიალებდა ამ იისფერ ზღაპარში,რომ ჩემდა გასახარად მძღოლმა გაიკვლია გზა და გაქუსლა.უჰ,როგორ გამიხარდა.კიდევ დიდხანს მერჭობოდა ყურებში მკვეთრი ბგერები: ტყ, ნბჭ, დშც, მტ და ასე შემდეგ.გუგა ვერ მშვიდდებოდა."
,,გუშინ პირველად გავსინჯე ნარკოტიკი,გუგამ ნახევარი დოზა გამიკეთა,ძალიან მეშინოდა,რატომღაც,მეგონა,რომ მოვკვდებოდი,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ წამძლია".

***
გაქვავებული სახეებით მოდიოდნენ ლექსო და კატო,ლექსოს ჩემი დღიური დაუდევრად ეჭირა ხელში და ფურცლებს ქარი აშრიალებდა,თითქოს ჩემი სევდიანი დღეები ერეოდნენ შემოდგომის ფოთლებს.

მე ვყვიროდი:
_მაპატიე,დედა!!!
მაგრამ აღარავის ესმოდა ჩემი ხმა.

დასასრული



№1  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ხათუნა,ძვირფასო ♡ მიხარია,რომ მოხვედი ჩვენთან. ნამდვილად უნდა გაეცნოს საზოგადოება შენს შემოქმედებას. პროზასთან ერთად,პოეზიითაც გაგვანებივრე.წარმატებებს გისურვებ ♡
ეს სევდით სავსე ამბავი,მეორედ წავიკითხე და ისევ ისე დამასევდიანა,როგორც პირველ ჯერზე.

 


გმადლობ,ნიბა ტერიკო,მე მიყვარს შენი ნაწერები,მადლობელი ვარ შეფასებისთვის❤

 


№3  offline წევრი Koala°

ძალიან ემოციური ისტორია იყო❤️

 


Koala°
ძალიან ემოციური ისტორია იყო❤️

გმადლობთ შეფასებისთვის,მიხარია.❤

 


№5 სტუმარი Елка

Ситхвеби ар мхофнис. Ра самцухаро реалобаа.

 


Елка
Ситхвеби ар мхофнис. Ра самцухаро реалобаа.

გმადლობთ,მეგობარო,ძალიან მაწუხებს ეს რეალობა.
Елка
Ситхвеби ар мхофнис. Ра самцухаро реалобаа.

Елка
Ситхвеби ар мхофнис. Ра самцухаро реалобаа.

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

მოგრსალმები,შინაარსოობრივად ძალიან მძიმეა,მაგრამ ძალიან კარგად წერ,საოცარი აღწერა გაქვს,პირველ პირში თხრობა მომეწონა.

 


Елка
Ситхвеби ар мхофнис. Ра самцухаро реалобаа.

გმადლობთ❤
სტუმარი nancho
მოგრსალმები,შინაარსოობრივად ძალიან მძიმეა,მაგრამ ძალიან კარგად წერ,საოცარი აღწერა გაქვს,პირველ პირში თხრობა მომეწონა.

სტუმარი nancho
მოგრსალმები,შინაარსოობრივად ძალიან მძიმეა,მაგრამ ძალიან კარგად წერ,საოცარი აღწერა გაქვს,პირველ პირში თხრობა მომეწონა.


ხათუნა მარტიაშვილი
Елка
Ситхвеби ар мхофнис. Ра самцухаро реалобаа.

გმადლობთ❤
სტუმარი nancho
მოგრსალმები,შინაარსოობრივად ძალიან მძიმეა,მაგრამ ძალიან კარგად წერ,საოცარი აღწერა გაქვს,პირველ პირში თხრობა მომეწონა.

სტუმარი nancho
მოგრსალმები,შინაარსოობრივად ძალიან მძიმეა,მაგრამ ძალიან კარგად წერ,საოცარი აღწერა გაქვს,პირველ პირში თხრობა მომეწონა.

გმადლობთ,მანჩო,ეს სიტყვები სტიმულს მაძლევს❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი კრავაი

აქტუალური პრობლემის საინტერესო და სენტიმენტალური გამოხმაურება იყო. მართალია ცოტა ინდივიდუალიზმი აკლდა, ნინა ტერიკოს ნაწერს მივამსგავსე, თუმცა დასაწყისისთვის კარგი მომეჩვენა. წარმატებას გისურვებთ.

 


გმადლობ,კრავაი,ემოცია შეიძლება ემოციას ჰგავდ3ს,თხრობა თხრობას,მაგრამ ეს შეიძლწბა გაუცნობიერებლადაც მოხდეს,გმადლობთ კომენტარისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent