შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების შანსი (მერვე თავი)


18-11-2021, 11:22
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 9 616

ცხოვრება რას გვიმზადებს ვერ გავიგებთ, მაგრამ ყოველთვის არის კარგი რაღაც ცუდის უკან,დადებითი უარყოფითის მიღმა და სიყვარული სიძულვილის მიღმ.კატა თაგვივით სულ ვკინკლაობთ მაგრამ მისი დანახვა ყოველთვის მახარებს . ყოველთვის მიხარია სახლში მისვლა რადგან ვიცი მას ვნახავ,ეს სრულიად არარეალური რამაა, სრულიად სხვა სამყაროში ვგრძნობ თავს როცა მის გვერდით ვარ.ეს გრძნობა სიყვარულს გავს,მაგრამ ბოლომდე ვერ ვიაზრებ რომ ეს ისაა რასაც მთელი ცხოვრება ექნება ძალა და არ გაქრება .გაზაფხულის დღეები ცხელმა ზაფხულმა ჩაანაცვლა და ყველაზე კრიტიკული დროც დადგა.მაგრამ როცა გგონია. რომ შენი ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდა სინამდვილეში ყველაზე მთავარი მაშინ იწყება.
-ამას მართლა გააკეთებ თაია?გინდა რომ განქორწინდეთ?
-სხვა რა გავაკეთო ლილე?თავს მარიდებს,აშკარაა რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება.
-იქნებ ჯერ დალაპარაკებოდი,იქნებ ისიც გრძნობს შენს მიმართ რამეს?
-კარგი რა ლილე, ყოველთვის მე ვზარალდები,გული რომ მატკინოს ?ამას ჯობია მშვიდად გავშორდე მერე ყველაფერი ძველ ადგილს დაუბრუნდა და მის დავიწყებასაც შევძლებ.
-კარგი შენი გადასაწყვეტია.
-მომეცი საბუთები.
-აი გამომართვი ყველა გვერდზე მოაწერეთ ხელი და სასამართლოში შევიტან.
-კარგი მადლობა.-მკრთალად გავუღიმე და მისი ოფისი დავტოვე.ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი ასე მატკენდა გულს.მიუღებელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი მინდოდა მეყვირა, მეტირა ,ყველას გაეგო რა ცეცხლი.ლ ტრიალებდა ჩემში მაგრამ არაფერი გამომდიოდა.საბუთები სახლში მივიტანე და განადგურებული მივესვენე საწოლზე.ერთი წელი ასე სწრაფად როგორ გავიდა?მეგონა დრო გაიწელებოდა,მას ვერ მივეჩვევოდი და დავიტანჯებოდი,თუმცა აქიდან მხოლოდ ტანჯვა შემრჩა,ოღონდ არა უსიყვარულო არამედ სიყვარულით,მისი ყოველი შეხება და სიახლოვე თავს მაკარგვინებს.გული კი გამალებით ძგერს როცა ახლოსაა ,რაც უფრო შორს ვცდილობ ვიყო მით უფრო მტკივნეული ხდება ეს ყველაფერი.ალბათ ახლა იკითხავთ მაშინ რატომ შორდებიო?პასუხი მარტივია ეს ყველაფერი ფიქტიურია ,არანაირი ქიმია არ ყოფილა ჩვენში,არ ყოფილა ვნება რომელიც დაქორწინებისკენ გვიბიძგებდა და ახლა ძალიან მეშინია გრძნობებში გამოტყდომის .რამდენჯერაც მისგან თავი შორს დავიჭირე იმდენჯერ უფრო ახლოს ავღმოჩნდი.
ცხოვრებამ ერთმანეთს შეგვახვედრა, სრულიად მოულოდნელად , ასე მოულოდნელად თამაშს რა დასასრული ექნება არ ვიცი.
ცოტახანში საბოლოო ძალები მოვიკრიბე თავი მოვიწესრიგე და დაბლა ჩავედი.მანანა სამზარეულოში იყო და მასთან მივედი.
-მოდი დაჯექი,ვიცი ასე რატომაც მიყურებ და იმასაც ვხვდები რაც უნდა მითხრა.-გამიღიმა ნაწყენმა.
-არ მინდა გული გატკინოთ მაგრამ უკვე დრო მოვიდა, არ ვართ ვალდებულნი ერთმანეთი მეტად დავტანჯოთ.ხომ ხედავთ ამ ბოლოს საკმაოდ ცდილობს ჩემგან გაქცევას და შორს ყოფნას ,არ მინდა შეცდომა დავუშვათ და ერთმანეთს ზიანი მივაყენოთ.
-იქნებ იმიტომ გაგირბის რომ უყვარხარ?
-მაშინ რატომ არაფერს ამბობს?-მისმა ნათქვამმა ამაფორიაქა.ნუთუ მართლა ასე შეიძლება ყოფილიყო.
-მისთვის ადვილი არაა შვილო დამიჯერე,იქნებ შენ გადაიფიქრო ეს განქორწინება?
-არ შემიძლია,პირობა პირობაა,ის ყოველთვის უნდა შეასრულო.პრინციპული ადამიანი ვარ.
-გული ?მას რა სურს.?
-არ ვიცი,მას არ ვუსმენ.
-როგორი ჯიუტები ხართ ორივენი.-დანანებით ამოილაპარაკა .
-კიდევ ცოტახანს მომიწევს თქვენთან ყოფნა და არ მინდა ერთმანეთზე ნაწყენი ვიყოთ გთხოვთ .გამიგეთ მე ისე ვმოქმედებ როგორც სწორად მიმაჩნია.
-მესმის და საწყენი არაფერია ,ეს ისედაც ასე იყო დაგეგმილი.კარგი მე გასასვლელი ვარ სახლში არავინაა შენ დაისვენე - გამიღიმა და მარტო დამტოვა. გულმა ვერ გაუძლო სახლში,ნერვები დაწყვეტაზე მქონდა გასაღები ავიღე და მანქანას მივუჯექი.მივდიოდი მაგრამ არ ვიცოდი სად და რას გავურბოდი.თვალებზე ცრემლები მდიოდა .თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ მეყვირა.მუხრუჭს მთელი ძალით დავწექი და საშინელმა ხმამ მოიცვა იქაურობა.გაღიზიანებული საჭეს გამწარებული ვურტყამდი ხელებს და ცხოვრებაზე გულმოსული არ ვჩერდებოდი.მძულდა ის რადგან ასე მტკენდა ყოველთვის.ტელეფონის ხმამ გონს მომიყვანა , ალექსანდრე რეკავდა ცრემლები შევიწმინდე, ვეცადე თავი ხელში ამეყვანა და ისე მეპასუხა.
-გისმენ!-მაინც ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე.
-სად ხარ?
-არ ვიცი... ქალაქში ვარ !-დაბნეულმა და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს.
-სახლში მოდი უნდა ვილაპარაკოთ!-მკაცრმა ბარიტონმა გაარღვია სიჩუმე , გულში თითქოს დანა გამიყარესო ისე ჟღერდა მისი სიტყვები.
არაფერი მიპასუხია , ტელეფონი გავთიშე და სახლისკენ წავედი.როგორც კი სახლის კარი შევაღე ჩემთვის საძულველი არომატი ვიგრძენი სასმლის სუნმა მაშინვე ჩამიწვა ყელი.მისაღებში იჯდა ვისკის ჭიქით ხელში.ერთი ბოთლი უკვე გამოეცალა და მეორეს მისდგომოდა .შემამჩნია და მზერას არ მაშორებდა.
-თაია!-თითქოს ყველაფერი ამოაყოლაო ამ სახელს .ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.-ამას ვიმსახურებდი შენგან?
-რას გულისხმობ ალექსანდრე?-ცრემლ მორეული ვუყურებდი.
-იმას რაც ზემოთ ვნახე.-იღრიალა და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა.
-დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ,ასე არ გამოვა , ერთმანეთს უფრო მეტად ვატკენთ.
-მეტი რაღა უნდა მატკინო გამაგებინე?
-ალექსანდრე დაწყნარდი ,წამოდი ზემოთ ავიდეთ.-ოდნავ შევეხე რომ მიმართულება მიმეცა.ნელა აუყვა კიბეებს და ოთახში შევიდა.
-სახეზე წყალი შეისხი და წამოწექი დაისვენე.-სააბაზანოს კარი გავაღე და ვანიშნე შესულიყო .მეც შევყევი შემეშინდა რომ არ დაცემულიყო.
-ასე რატომ დალიე?-ნაწყენმა შევხედე ამღვრეული თვალებით.
-შენ ასე რატომ იქცევი ?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა.
-ალექსანდრე რაც საჭიროა იმას ვაკეთებ გამიგე.
-არ მჯერა რომ ეს გულით გინდა.
-მნიშვნელობა არ აქვს მე რა მინდა-ნაწყენმა დავტოვე სააბაზანო და ოთახში გამოვედი.
-ზუსტად ოცდათერთმეტი აგვისტოა ზუსტად ერთი წელი და შენ ეს საბუთები უკვე მზად გაქ ასე გძულვარ ასე ვერ მიტან?
-არავინ არ მძულს გასაგებია? უბრალოდ იმას ვაკეთებ რაც გასაკეთებელია.-ოთახიდან გასვლას ვაპირებდი სახელური ჩამოვწიე მაგრამ ნება არ დამრთო ,კარი მიხურა და ზედ ამაკრო.იმდრნად ახლოს იყო რომ მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა.ოდნავ სველი თმიდან წყლის წვეთები პირდაპირ ჩემს სახეზე წვეთავდა.სუნთქვა აჩქარებული გაუნძრევლად ვიდექი.ოდნავ გაიღიმა ,ხელებს ჩემს სახეზე ნაზად დაატარებდა.
-არ მეთმობი გასაგებია?არ მინდა რომ დამტოვო ,უშენოდ მოვკვდები,ვერ ვიცოცხლებ მე..
-არ გინდა სანდრო, უფრო მეტად მტკენ გულს ხვალ ეს ყველაფერი არ გემახსოვრება.დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის.
-ნუ გეშინია,მენდე გპირდები არ გატკენ გულს.
-არ გთხოვ..
-ნუ მთხოვ თაია,არ შემიძლია გესმის?
-სანდრო არ გააკეთო გთხოვ-ცრემლებმა ჯებირები გადალახა და სახეზე მიიკვლევდნენ გზას.
-არ იტირო ,ვერ ავიტან შენს სახეზე ცრემლს თაია-ცერა თითით მიმშრალებდა ცრემლებს.ჩემს ტუჩებზეც გადაატარა ცხელი თითები რაზეც ერთიანმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.-უნდა გავაკეთო თაია არ შემიძლია თავს ვერ შევიკავებ მაპატიე-ტუჩებთან ძალიან ახლოს დაიჩურჩულა ვნებიანი ხმით მერე კი ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს.თვალებზე ცხელმა ცრემლებმა იწყეს დენა.ერთი მხრივ ძალიან სასიამოვნო იყო მისი შეხება მაგრამ მეორე მხრივ შიში მიპყრობდა ამ მომენტით.-მაპატიე ძალიან გთხოვ-ისევ ამოთქვა როცა სუნთქვა არეული მოსწყდა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს.ხმას ვერ ვიღებდი თვალები მებინდებოდა .არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
-გამიშვი ძალიან გთხოვ.-ნამტირალევი ხმით ამოვთქვი.ხელი ვკარი და სააბაზანოში შევიკეტე.კართან ჩავიკეცე და ტირილს ვუმატე.
-ღმერთო ასე რატომ მტანჯავ ,რა დავაშავე .-არ
მახსოვს ამრამდენხანს ვესაუბრებოდი საკუთარ თავს და რამდენხანს ვიყავი აბაზანაში ჩაკეტილი.ბოლოს თვალებ ჩაწითლებული და დასიებული თვალებით გამოვედი ოთახში.უარესად მეტკინა აქ რომ არ იყო.დამტოვა და წავიდა.განადგურებული ვუცდიდი როდის მოვიდოდა რომ ამ ყველაფრისთვის ახსნა მომეძებნა.აივანზე სავარძელში მოკუნტული გავყურებდი მოწმენდილ ცას.ნეტავ ნუთუ არსებობს იქ ზემოთ რამე რაც ჩვენს ცხოვრებას განაგებს.ალბათ ახლა ვიღაც ძალიან დამცინის და ხარობს რადგან თავისას მიაღწია და ცხოვრება დამინგრია.ან იქნებ ვინ იცის უკეთესისითვის უარესი უნდა მოხდეს.კარის ხმაზე ერთიანად შევხტი.ფიქრებიდან თავის დავაღწიე და ოთახში გავედი.
-არ გძინავს?-უარესად ნასვამი მოვიდა.
-კიდევ დალიე?
-სხვა გზა არ მქონდა.-ფეხარეული მიუახლოვდა საწოლს და მოწყვეტით გადაწვა.-თაია შეგიძლია მოხვიდე?-ჩემთვის არც შემოუხედავს ისე მომიხმო.შიშშეპყრობილი ფრთხილად მივუჯექი გვერდით.გაეღიმა წამოჯდა და თვალებში ჩამაცქერდა.
-მითხარი რომ გძულვარ იმ ყველაფრის გამო რაც გადაგატანინე.მითხარი რომ არაკაცი ვარ და ზღვარს გადავედი მეჩხუბე ოღონდ ნუ გაჩუმდები .ტირილით გულს ნუ მატკენ და თუ გინდა დამარტყი კიდეც.
-სანდრო ნუ სულელობ მთვრალი ხარ დარწმუნებული ვარ ხვალ არაფერი გემახსოვრება ,აჯობებს ეს მარტომ გადავიტანო.დაიძინე გთხოვ.-გულის მიკლავდა ყოველი სიტყვა მაგრამ თავს მაინც ძლიერად ვიჭერდი.
-არ გიმსახურებ თაია დორეულო.ჯობს წახვიდე მაგრამ ამ ღამეს ბოლო სურვილი შემისრულე.
-სანდრო რა საუბარია ეს...
-გთხოვ ხელს ნუ მკრავ-ოდნავ გამიღიმა მერე კი ჩემს მუხლებზე დადო თავი.ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.ვიცოდი ეს ღამე გაუყუჩებელ ტკივილს დამიტოვებდა.თითქოს ბოლომდე დავნებდი ცხოვრებას მეტი ტკივილის აღარ მეშინოდა ამიტომ თამამად შევაცურე მის რბილ თმაში ხელები და ნაზად ვეფერებოდი.
- გეფიცები საოცრება ხარ.-სევდიანი თვალებით ამომხედა.
-დაიძინე სან, ყველაფერი გაივლის.-თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და საყვარელი მამაკაცის სახეს ფრთხილად ვეფერებოდი ვსწავლობდი მის თითოეულ ნაკვთს.თითქოს სამუდამოდ ვცდილობდი მის დამახსოვრებას.მისი სურნელით გაბრუებულს მეც მის გვერდით ჩამეძინა.
დილას მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა.წამით მესიამოვნა კიდეც.ახდენილ ოცნებას გავდა.მის ლამაზ სახეზე ნაზად თამაშობდნენ მზის სხივები.რომ დავრჩენილიყავი იქნებ ყოველდღე ასე გაგვეღვიძა .ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა.სწრაფად და თან ფრთხილად წამოვდექი მოზუზუნე ტელეფონი ავიღე და აივანზე გავედი.რესტორნიდან მირეკავდნენ.საუბრის განმავლობაში თვალს მძინარე სანდროსკენ ვაპარბდი გულში იმედი მიჩნდებოდა რომ გუშინდელს არ დაივიწყებდა და ყველაფერი დალაგდებოდა.საუბარმა დიდხანს გასტანა.ბოლოს მობილური გავთიშე და ოთახში შევედი.თმა აბურძგნული სანდრო საწოლზე წამომჯდარიყო და თვალებს ისრესდა .
-დილამშვიდობისა-დაბნეულმა მკრთალად გავუღიმე.
-დილამშვიდობისა თაია.-გაკვირვებულმა ამომხედა.-ღამე აქ მეძინა?-მკითხა და ყველაფერი,ის პატარა იმედიც კი წამართვა რაც წუთის წინ გაჩნდა.
-კი მანდ ჩაგეძინა.
-რამდენი დამილევია ან რატომ?ბოდიში რა შენ რომ დივანზე მოგიწია დაწოლა.
-არ იდარდო-გულნატკენმა ვუპასუხე.თუმცა სხვას რას მოველოდი ვიცოდი რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა .
-მე მოვწესრიგდები და კომპანიაში წავალ -ბარბაცით წამოდგა ფეხზე.თაროსთან გაჩერდა ფურცლები აიღო და მე შემომხედა.-ეს რა არის?
-განქორწიმების საბუთები.-ვეცადე მტკიცედ დავმდგარიყავი.
-ანუ უკვე დრო მოვიდა?
-ასეა.
-და გინდა ეს?
-რას გულისხმობ?
-არაფერს დაივიწყე.ხელს მოვაწერ და წაიღე -იმ წამს სამყარო გაჩერდა,ხელი არ აუკანკალდა ისე მოაწერა და ფურცლები უკან დამიბრუნა.ხელისკანკალით გამოვართვი .ვერ ვიჯერებდი რომ ეს გააკეთა.

ალექსანდრე:
დილას საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა.პირველ რიგში მას დავუწყე საწოლში ძებნა თუმცა ამაოდ მარტომ გავიღვიძე.ოდნავ წამოვჯექი და დავინახე როგორ გამეტებით ეჩხუბებოდა ტელეფონზე ვიღაცას.არ ავმდგარვარ მას ვუყურებდი და ვტკბებოდი.მერე მისი ნათქვამი გამახსენდა არაფერი გემახსოვრებაო და მისი შემოწმება მომინდა მეგონა ვიხალისებდით თუმცა ამაოდ როცა ვკითხე ღამე აქ მეძინა და შენ დივანზე თქო არ უარყო,გულის სიღრმეში მჯეროდა რომ სიმართლეს მეტყოდა მაგრამ ეს არც კი შეიმჩნია.საკმაოდ შევაზიზღე ალბათ თავი . საკუთარ ვთავზე გაბრაზებულმა იქვე საბუთები ავიღე და ხელი მოვაწერე.ადგილზე გაშრა ,ხელაკანკალებულმა გამომართვა ფურცლები.თუ ჩემი გული არ ცდება ეს გოგო ჩემი გახდება.მინდოდა გამეღიმა მაგრამ ასე ვერ გავიგებდი რას გრძნობს ჩემს მიმართ.ამიტომ ჩემს გეგმას მივყევი.საუზმის შემდეგ უსიტყვოდ გავიდა სახლიდან.მეწყინა მაგრამ თავს ვიმხნევებდი რომ ეს დროებითია.კომპანიაში მივედი და ცოტნე ვნახე.ყველაფერი მოვუყევი და მის სახეზე კი აშკარად მივხვდი რომ დიდი შეცდომა დავუშვი მაგრამ არ შევიმჩნიე და გულს არ ვიტეხდი.
-დებილიხარ ბიჭო?ეგ რამ გააკეთებინა თან ხელიც რომ მოუწერე გააფრინე ძალით კარგავ გოგოს ხვდები?
-უნდა დავრწმუნდე რომ მასაც ვუყვარვარ.-ვიმართლე თავი.
-ეხლა მართლა ღირსი ხარ რომ მიგატოვოს.
-კაი რა ნუ აჯაზებ ეგრე დამაცადე და ბოლოს ნახავ რაც მოხდება.
-ერთ კვირაში განქორწინების დოკუმენტით იდგები სასამართლოს წინ აი რა მოხდება თან ლილეა თათიას ადვოკატი ჩემს შეყვარებულში ეჭვი არ მეპარება რომ ძლიერია.წამში დაგაშორებთ .
-ვერავინ გაბედავს მაგას თუ თათიას არ უნდა ეგ გაიგე.-კმაყოფილმა გავხედე თუმცა შინაგანად შიში მაინც მიპყრობდა.

თაია:
-რა ქენი მოაწერე ხელი? ვკვდები ინტერესით გოგო.-გამჭოლი მზერით მიყურებდა ლილე.
-მან კი მე ვერა.-ვუპასუხე უემოციოდ.
-რა ქნა?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-აი ასე აიღო კალამი და ხელი მოაწერა.მარტივად და სწრაფად.
-იცი რატომ გააკეთა ეგ?-ღიმილით გადმომხედა.
-განქორწიმების უნდა და მაგიტომ.
-არა ცდები ძვირფასო.
-აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო ლილე ?
-თუ ჩემის პროფესიულ გამოცდილებას დავუჯერებთ და საკმაოდ ბევრი ფაქტი მქონია ამის .თქვენს მსგავს წყვილებში კაცი იმპულსულად მაშინ იღებს გადაწყვეტილებებს როცა ცდილობს დარწმუნდეს რას გრძნობს ქალი მის მიმართ.
-ეგ რას ნიშნავს?
-აგიხსნი.მან შენ მოგანდო გადაწყვეტილების მიღება.გულის სიღრმეში სჯერა რომ გიყვარს მაგრამ ამის აშკარა მტკიცებულების დანახვა უნდა რომ არ გატკინოს.მიხვდი?
-რა სისულელეა-ამოვიფრუტუნე და მზერა ავარიდე.
-დაგაფიქრე ხომ?-გამარჯვებული სახით გადმომხედა.-დამიჯერე ეგრეა ახლა რამდენიმე დღე შენს ნაბიჯს დაელოდება.
-და რა გინდა მითხარი რომ თუ მე ხელს მოვაწერ ამით ვაჩვენებ რომ სულ ერთია ჩემთვის და თუ ხელს არ მოვაწერ მიხვდება რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ?
-ჭკვიანი ყოფილხარ ჩემო კარგო.
-არალოგიკურია.
-საკმაოდ ლოგიკურია დაფიქრდი არავინ გაჩქარებს წავედი მე გავიქეცი ცოტნეს უნდა შევხვდე სიურპრიზი მაქვსო არ ვალოდინებ.
-კაი მიდი წადი და სიტყვა არ დაგცდეს იცოდე -მკვლელი მზერით ავხედე ფეხზე მდგომს.
-სამარე ვარ დაო-ღიმილით მიპასუხა და რესტორანი დატოვა.
საკმაოდ შორს წამიყვანა ლილეს საუბარმა ნუთუ მართალი არის და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს რომ ვუყვარვარ? -საინტერესოა ახლა რა თამაშს თამაშობთ ბატონო ალექსანდრე.გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი წამოვდექი .ჯერ სამზარეულოში შევიხედე როცა მივხვდი რომ საქმე არ იყო სახლში წასვლა გადავწყვიტე.სახლში მარტო ვიყავი.მანანა და ზაზა მეგობართან იყვნენ ალექსანდრე კი ჯერ არ დაბრუნებულა.შხაპი მივიღე და სამზარეულოს მივაშურე მინდოდა რამე გემრიელი მომემზადებინა რომ ყურადღება ცოტახნით გადამეტანა .ასეც მოხდა მთლიანად მზადებაზე ვიყავი კონცენტრირებული .წყნარი მუსიკა კი ყველანაირ სტრესს მიხსნიდა.ეს სიმშვიდე და განწყობა ალექსანდრეს ხმამ დაარღვია.
-სად ხარ ბიჭო?....სულ გააფრინე?....ვახ ვახ რა ამბები გქონია ... ჭკვიანად იცოდე... არაფერი მიქარო შენებურად გაიგე?!...-ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას.გულმა ისევ გამალებით დაიწყო ფეთქვა.სამზარეულოს შემოსასვლელში კედელს მიყრდნობილი საუბრობდა უკან არ ვიხედებოდი მაგრამ მის მწველ მზერას მაინც ვგრძნობდი.
-თაია რას შვები?-ძალიან ზერელე ტონმა გამომაფხიზლა.
-არაფერს ვახშამი მოვამზადე.-იქვე დადებულ ტელეფონზე მუსიკას დავუწიე და მისკენ შევტრიალდი.კმაყოფილი მზერით მიყურებდა და იღიმოდა
-რას იცინი?-ნერვებ მოშლილმა ვკითხე.
-შენზე მეცინება.-ისევ ღიმილით მოიწევდა ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი და სამზარეულოს კარადას მივემარცხე.-ეს თმა ,ეს წინსაფარი,ეს მუსიკა,ეს სურნელი..-ღრმად შეისუნთქა ჰაერი.მე კი სადაცაა მისი სიახლოვისგან გული წამივიდოდა.-ბედნიერია ის ვის ოჯახშიც შენ შეხვალ .. განქორწინების შემდეგ რათქმაუნდა.-მითხრა და ისევ იმ იდიოტური ღიმილით გამშორდა.
-არანორმალური ხარ ვერ გიტან-წინსაფარი მოვიხსენი და გამწარებული გამოვვარდი სამზარეულოდან.სწრაფად ავირბინე კიბეები და ოთახში შევიკეტე.როგორ შეიძლება მას ვუყვარდე როცა ასე მტკენს გულს ყოველთვის.ცრემლიანი თვალებით საწოლზე ოთხად მოვიკეცე და საკუთარ თავზე ვბრაზობდი.თუმცა რა აზრი აქვს .ის ხის თავიანი სვანი მაინც არასდროს მოლბება . ყველანაირი ის ემოცია რაც აქამდე იყო გამოდის რომ ამ იდიოტური თამაშის ნაწილი იყო . ტელეფონს დავწვდი და ლილესთან დარეკვა ვცადე თუმცა ამაოდ არ მიპასუხა.ნერვებ მოშლილი წამოვდექი.მანქანის გასაღებს ხელი ვსტაცე და კარი მთელი ძალით გავიხურე.სწრაფად ჩავირბინე კიბეები და გასასვლელისკენ წავედი.
-თაია რა ხდება მშვიდობაა-სამზარეულოდან გამოყო თავი ვაჟბატონმა.ხმა არ გამიცია . ფეხსაცმელი ჩავიცვი და ეზოში გავედი.უამრავი ემოციებით სავსე მივდიოდი მანქანისკენ.აქიდან გაქცევა მინდოდა .ბუნდოვნად ჩამესმოდა სანდროს ხმა რომელიც გამწარებული გაჰყვიროდა ჩემს სახელს.მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი მანქანა დავქოქე და მთელი სიჩქარით მოვწყდი იქაურობას.მეტის გაძლებს ძალა აღარ მქონდა.წამიერად გავიხედე სარკეში და ალექსანდრე გიჟივით მომყვებოდა უკან .მანიშნებდა მანქანა გამეჩერებინა მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად არ მქონდა.შუქნიშანზე არ მოვერიდე და წითელზე გავიარე მინდოდა ალექსანდრე ჩამომეშორებინა და მარტო ვყოფილიყავი.ცოტახანს კიდევ გავაგრძელე გზა მერე ძალა გამოცლილმა მანქანა გზიდან გადავაყენე და მეც გადავედი.ახლა კი ცრემლებს ვერ ვიკავებდი საბურავთან ჩავიკეცე და ავტირდი.ამდენი სისუსტე უკვე ზედმეტად მაცლიდა ძალებს.ეს გრძნობები ეს ემოციები ჩემთვის უკვე მიუღებელი ხდებოდა.უჰაერობას და თავბრუს ახვევს ვგრძნობდი .თვალებიდან წესივრად ვერც ვიხედებოდი.ძალა მოვიკრიბე და ფეხზე წამოვდექი.მანქანაში ჩავჯექი თუმცა მივხვდი რომ მართვას ვერ შევძლებდი.გაუმძრევლად ვიჯექი.უეცრად თვალები მკვეთრმა სინათლემ მომჭრა .მანქანა ჩემს პირდაპირ გაჩერდა.მერე ისევ სიბნელე იყო და ალექსანდრეს ჩაწითლებული თვალები რომლებიც ამ სიბნელეშიც ანათებდნენ.
-თაია რა მოგივიდა კარგად ხარ?-შეშინებული ცდილობდა გონს მოვეყვანე.-გადმოდი ცოტა ჰაერი გჭირდება.-მანქანიდან გადმოვედი.ძალაგამოცლილი მის მკლავებში მთლიანად მოვწყდი.გულზე მიმიხუტა და ხელს მაგრად მიჭერდა.
-რატომ მტკენ ასე გულს ?ასე რატომ მექცევი?-ცრემლებ მორეული ვსლუკუნებდი .
-არ გატკენ თაია,აღარასოდეს .
-ხო რათქმაუნდა რომ გამშორდები აღარ მატკენ ...მაგრამ არც კი იცი რომ ასე უფრო მეტად მასუსტებ.
-თაია დამშვიდდი გთხოვ და მერე ვილაპარაკოთ არ მინდა ცუდად გახდე.
-არ მჭირდება გესმის შენგან არაფერი არ მჭირდება.არც ეს მზრუნველობა .-მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი და გვერდით გავიწიე.-იმ ღამეს როცა გთხოვდი არ გეკოცნა არაფერი გაგეკეთებინა სრულიად გამანადგურე დილას კი საბოლოოდ მომკალი გესმის.ამის ღირსი ვიყავი ?გამაგებინე?
-თაია დამშვიდდი.
-არ დავმშვიდდები ,არ მინდა,ამდენ ტკივილს ვერ ვუძლებ .ძალა აღარ მაქვს გესმის.
-არ გინდა ყველაფერს აგიხსნი
-რას ამიხსნი გამაგებინე ერთ წამს მეუბნები უშენოდ ვერ ვიცოცხლებ დილას კი განქორწინების საბუთებზე აწერ ხელს რატომ გამაგებინე?
-არაა ისე როგორც ფიქრობ-იღრიალა ბოლო ხმაზე და მხრებში გიჟივით ჩამაფრინდა.-მახსოვს იმ ღამეს რაც გავაკეთე, უბრალოდ დილას მინდოდა შეემოწმებინა შენ რას გააკეთებდი.
-რა?-გაოცებისგან ათასგვარი ემოცია იყრიდა ჩემში თავს .ვერ გამეგო გამეღიმა თუ გავბრაზებულიყავი.
-ვიცი არასწორად მოვიქეცი,ვიცი გაწყენინე მაგრამ მეც გამიგე შენი ცვალებადობა მეც მანადგურდებს.
-შენ მე გამომიყენე ,როგორც სათამაშო ,რომელსაც როგორც გინდა ისე მოეპყრობი.
-ასე არ მოვქცეულვარ უბრალოდ მეც მჭირდებოდ დრო რომ დავრწმუნებულიყავი და გავრკვეულიყავი ყველაფერში.
-და რას მიაღწევდი ამით?რა გაიგე?-თვალებში დაჟინებით ვუმზერდი.-არ მეთმობოდი ალექსანდრე გესმის.
-ვიცი თაია ახლა უკვე ვიცი-რამდენიმე ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა მე კი უკან დავიხიე.
-ცოდნა გვიანია.ახლა სრულიად მზად ვარ დაგთმო და გაგიშვა .
-ასე არ მოიქცევი ხომ?
-გავაკეთებ!-ცრემლები მოვიწმინდე და ამაყად თავ აწეული დავდექი მის წინ.-ხელს მოვაწერ და გაგშორდები .
-თაია ..
-არ მინდა,არაფერი თქვა.ვცდებოდი შენში ალექსანდრე . ძალიან ახლოს მოგიშვი და შედეგიც სახეზეა.ის დღეები რაც ერთად ვიყავით საავადმყოფოში ,სახლში ,რესტორანში საუკეთესოა ჩემთვის მაგრამ აღარ მინდა ასე მტკიოდეს.
-საბოლოო გადაწყვეტილებაა?
-დიახ საბოლოოა.მე დავასრულე ყველაფერი-შინაგანად გამოფიტული ვიყავი მაგრამ მაინც მკაცრ მზერას არ ვარიდებდი.-შემცივდა სახლში წავალ.
-საჭესთან არ დაჯდები!
-არაა მზრუნველობა საჭირო ჩემისით შევძლებ სახლამდე მისვლას.-მანქანის კარის გამოღება ვცადე თუმცა ამაოდ გასაღები ხელიდან გამოსტაცა და თავისი მანქანისკენ წავიდა.
-არ ჩავჯდები შენს მანქანაში.
-ძალით ჩაგსვამ.გელოდები აირჩიე რომელი გინდა .-მანქანას მიეყრდნო და მზერას არ მაშორებდა
-მანქანას აქ ვერ დავტოვებ .
-არ იდარდო მოაკითხავენ დილას სახლში იქნება.ახლა კი დაჯექი.-გამიღიმა და მშვიდად წავიდა საჭის მხარეს.
-იდიოტი მაინც თავისი გაიტანა.-გაბრაზებული უკანა კარს ვწვდი თუმცა არ გამიღო.-გააღე საზიზღარო-მინაზე ვურტყამდი ხელებს.
-შენი ადგილი მანდ არაა.-თვალებით წინა სავარძელზე მანიშნა.ღმერთო როგორ მიშლის ნერვებს .თითქოს წუთის წინ დაშორებაზე არ ვსაუბრობდით ახლა ასე არხეინად როგორაა.გიჟივით გამოვგლიჯე კარი და მანქანაში ჩავჯექი.
-ღვედი შეიკარი.-ჩემსკენ არც შემოუხედავს ისე გადმომძახა თავით ტელეფონში ჩარგულმა.
-არ შევიკრათ დაე მოვკვდე-მივაძახე უკმაყოფილომ.სწრაფად გადმოიწია ჩემსკენ ღვედს დასწვდა და მისკენ დაქაჩა.
-აი ასე.და მსგავსი რამ აღარასდროს გაიმეორო გესმის.-სახე ძალიან ახლოს ქონდა.თითოეული სიტყვის წარმოთქმის დროს მეგონა მის ტუჩებს შევიგრძნობდი .მაგრამ არც კი შემხებია.მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი.რაზეც მას ჩაეღიმა.-და გგონია ყველაფერი დასრულდა?!ცდები თაია.-მისი მზერისგან დაბნეული ვერაფერს ვამბობდი.ტელეფონის ზარმა გადამარჩინა თორემ იქვე დავდნებოდი შაქარივით.სწრაფად გაიწია და ზარს უპასუხა.
-რა ხდება აბა..ვაა მაგარია ძაან...მე და თაია ვართ...არაა ცუდი იდეა..კაი....ჩამიგდე მაშინ...-ღიმილიანი სახით გათიშა ტელეფონი და კმაყოფილმა გადმომხედა.მალევე ესემესის ხმაც გაისმა სწრაფად გახსნა რაღაც შეამოწმა ღვედი შეიკრა და მანქანა დაძრა.
-სად მივდივართ?-წამოვიყვირე მაშინვე. როცა მივხვდი რომ ქალაქის სხვა მხარეს მივდიოდით..
-გიტაცებ ქალბატონო.თავად მოინდომე ეს.-ბედნიერი სახით აათამაშა ხელები საჭეზე.
-ნუ სულელობ გააჩერე მანქანა ახლავე .
-არაფერსაც არ გავაჩერებ.
-არ გაქ უფლება.
-ჩემი ცოლი ხარ .ვერავინ დამიშლის.
-გაგშორდები.
-ვნახოთ ...მანამდე კი მოგიტაცებ.-სიჩქარეს უმატა კმაყოფილმა.
-იდიოტი ხარ ვერ გიტან.
-ვიცი რომ ეგრე არ ფიქრობ ამიტომ დამშვიდდი.ენერგიებს გაუფრთხილდი ამაღამ დაგჭირდება.-თვალი ჩამიკრა და ღიმილით გადმომხედა.
-ვერ გიტან.
-ვიცი ძვირფასო.
-მაღიზიანებ.
-დამშვიდდი .გითხარი ამაღამ ძალები და ენერგია დაგჭირდებათქო რაც წინ გველის იმისთვის.-ისევ არ წყვეტდა თავისას.
-უზრდელო.-ზიზიღით გადავხედე და მერე გზას გავუშტერე თვალი.-სად მივდივართ ის მაინც მითხარი.?
-შენს ფესვებს უბრუნდები.
-თბილი ტანსაცმელიც კი არაფერი გვაქვს რას აკეთებ საერთოდ.
-მე გაგათბობ არ იდარდო.
-ნუთუ?-შევხედე ვითომ გაოცებულმა.
-გგონია ვერ შევძლებ?-აჟიტირებულმა გადმომხედა მე კი მზერა ავარიდე და მინას მივადე თავი.
-დარწმუნებული ვარ -ჩავილაპარაკე ცოტა ხმამაღლა. არადა მეგონა გულში გავიფიქრთო.
-გავიგონე პრინცესა.
-შენთვის არ მითქვამს.
-მე მაინც გავიგონე.
-გაჩუმდი და ფრთხილად ატარე.
-არის უფროსო.-ამაღლებულ განწყობაზე იყო როგორც ჩანს.-ტელეფონი გამომართვი და დაცვის უფროსს მიწერე მანქანა წაიყვანონ .მერე მშვიდად იქნები.
-ისედაც მშვიდად ვარ.-შევუღრინე და ტელეფონი გამოვართვი.მის მზერას ყოველ წუთს ვგრძნობდი.-ყურადღებით ატარე .
-ნუ გეშინია.როცა შენ ჩემთან ხარ არაფერი მომივა.
-შეინი ნებართვით მუსიკას ჩავრთავ.-ვეცადე სიტუაცია შემეცვალა .მუსიკა ჩავრთე და გზას მივაშტერდი.მისი სურნელით გაბრუებულს ძილი მომერია და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.



_________
ძალიან დიდი ბოდიში რომ დაგიგვიანეთ ახალი თავი.იმედია მოგეწონებათ .ველი შეფასებებს.



№1 სტუმარი ნი-კე

ერთ ადგილს არ ტკეპნი და სწრაფად ვითარდება მოვლენები.ეს ძალიან კარგია და თავიც საინტერესო გამოვიდა..ოღონდ ასე ძალიან ნუ აგვიანებ რა მალმალე დადე თორე ეს ლოდინის პროცესი მოსაბეზრებელია...ისე კარგად წერთ და ველი შემდეგს რაც წეიძლება მალე...წარმატებები

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

მადლობა ასეთი კომენტარისთვის .და მადლობა რომ მოთმინებით ელი ახალ თავს ყოველთვის.აღარ დავიკარგები და შემდეგ თავსაც დროულად მოგაწვდით ♥️♥️♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი ნი-კე

lamazi tvalebi
მადლობა ასეთი კომენტარისთვის .და მადლობა რომ მოთმინებით ელი ახალ თავს ყოველთვის.აღარ დავიკარგები და შემდეგ თავსაც დროულად მოგაწვდით ♥️♥️♥️♥️♥️

კი უკეთესი იქნება თუ მალე დადებ ხოლმე..სიახლე და მრავალფეროვნება მოსწონს მკითხველს..თუ ჩემს რჩევას მიიღებ ეცადე ძალიან არ გაწელო და უინტერესო არ გახადო უაზრო დიალოგებით ან რამე მსგავსით..მე მომწონს თქვენი ისტორია..წარმატებები კიდევ ერთხელ

 


№4 სტუმარი ეკა

როგორი პატარა იყო,ველოდები ახალს❤

 


№5  offline წევრი lamazi tvalebi

ნი-კე
lamazi tvalebi
მადლობა ასეთი კომენტარისთვის .და მადლობა რომ მოთმინებით ელი ახალ თავს ყოველთვის.აღარ დავიკარგები და შემდეგ თავსაც დროულად მოგაწვდით ♥️♥️♥️♥️♥️

კი უკეთესი იქნება თუ მალე დადებ ხოლმე..სიახლე და მრავალფეროვნება მოსწონს მკითხველს..თუ ჩემს რჩევას მიიღებ ეცადე ძალიან არ გაწელო და უინტერესო არ გახადო უაზრო დიალოგებით ან რამე მსგავსით..მე მომწონს თქვენი ისტორია..წარმატებები კიდევ ერთხელ

მადლობა რჩევისთვის გავითვალისწინებ აუცილებლად .♥️♥️♥️

ეკა
როგორი პატარა იყო,ველოდები ახალს❤

შემდეგი ბევრად დიდი იქნება გპირდები ♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი საინტერესო საოცარი თავი იყო არ მინდა ეს ორი უაზროდ დაშორდნენ და მინდა ყველაფერი კარგად იყოს მინდა ლაშაც დაისაჯოს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????,????????????

 


№7  offline წევრი lamazi tvalebi

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი საინტერესო საოცარი თავი იყო არ მინდა ეს ორი უაზროდ დაშორდნენ და მინდა ყველაფერი კარგად იყოს მინდა ლაშაც დაისაჯოს ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????,????????????

ყველა თავისას მიიღებს აუცილებლად...
მადლობა რომ წაიკითხე .ახალსაც მალე დავდებ♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent