შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენებური სიყვარული- სალომე ფროდიაშვილი


27-03-2019, 19:14
ნანახია 1 071

ზოგჯერ, უყურებ, ხოლმე შენს საყვარელ ადამიანს, როგორაა გართული საქმეში და არის ხოლმე, რომ ვერ გვამჩნევენ მომენტებში; ჩვენ კი, პირიქით, სულის სიღრმიდანვე ვამჩნევთ. ამ როს ვუცქერთ, ხოლმე, ზუსტად ისე, როგორც არასდროს, და ამ დროს გვეჩვენება ხოლმე ისე მშვენიერად, როგორც არასდროს.
ამჩნევ, როგორ აცეცებს თვალებს, როგორ უთამაშებს, ხოლმე, წარბი დროის პატარ-პატარა ინტერვალებით და ტუჩის კუთხეშიც როგორ გაუკრთება, ხოლმე, ღიმილი, შეუმჩნევლა. შესაძლოა ცოტა კოპებიც შეკრას, მაგრამ შენთვის კოპებშეკრულიც კი საოცრა მშვენიერია. ყველაფერს გირჩევნია მასთან ერთად გაღვიძება და დაძინებაც კი. მისი ყოველი ღიმილიც კი სიცოცხლეს გიხანგრძლივებს თითქოს საუკუნეებით. მისი სევდა, მისი ყოველი ცრემლი გკლავს, სუნთქვას გირთულებს, ტვინში გირტყავს, ყელში გაწვება და ცხვირიდან ჩანჩქერივით ჩქეფს; ჩქეფს წითლად; ჩქეფს ძლიერად, შეუჩერებლად, უსაზღვროდ... დაუძლეველ ბრაზს ჰგავს, საყვარელი ადამიანების დაცვის სურვილი და ახალგაზრდული სენტიმენტები, რომ დავუმატოთ.
გიყვარს. გიყვარს ახალგაზრდულად, მგზნებარედ, ვნებიანად. შესაძლოა მასაც უყვარდე, ეს დაზუსტებით არ იცი, მაგრამ არცაა საჭირო იცოდე. უბრალოდ, ისეთი მეოცნებე ხარ, რომ შენთვის მთავარი ისაა, შენ რომ გიყვარს და სხვა არცაა შენთვის მნიშვნელოვანი. არც ის, ისიც იმავეს გრძნობს შენს მიმართ, თუ არა, არც ის, გაგივლის და ქარიშხალივით დატყდომიდან მალევე გაქრება, თუ არა უკვალოდ, უნაფეხუროდ, არც ის, როგორი დილა გათენდება ხვალ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent