შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესორო გაიღვიძე !!!


20-11-2021, 01:54
ავტორი აიესმე
ნანახია 9 572

თავი მტკივა.ძალიან მძაფრად შევიგრძნობ ჩემი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ფეთქვას.იქ რაღაც ხდება... რაღაც იცვლება,რაღაც იშლება.იქნებ მოხდეს ისე,რომ როდესაც კვლავ გავალ აივანზე თამბაქოს ბოლით ტკბობისათვის,უცბად.წამიერად,ან პროცესის დასაწყისში ანდაც მის დასასრულში მოხდეს ისე,რომ "მე" მოვკვდე.მხოლოდ არა იმ სიკვდილით ბრმანი,რომ ნატრობენ.

განაგრძოს ჩემმა პიროვნებამ,სხეულმა,სახელმა და გვარმა და ყველა იმ იარლიყმა რაც ჩემს არსებობას ადამიანთან არსებობასთან ერთად აძლევს არსებობისმაგვარ ელფერს.მხოლოდ მე გავეცალო აქაურობას.სადღაც...შენი დედაც სამყაროვ.რამდენი პლანეტა არსებობს ამ ყოფიერებაში.მომისროლე რომელიმეზე ! სადაც ვიტყვი რომ აი ცოცხალი ვარ - მეთქი ! ერთი კარგი გენის მქონე არსებაც გამაყოლე,არა ძალით-ნებით მისით. რა კარგი იქნებოდა... განა შეუძლებელს ვითხოვ ? აჰ ჰჰ ა ჰჰა. შეუძლებელი ! შეუძლებელი ჩემი არსებობა უნდა ყოფილიყო.ისევე როგორც ნებისმიერი ცოცხალი,გონიერი ინდივიდის არსებობა დღეს.მაგრამ საოცრება,ჰოი საოცრება.ჩვენ ვარსებობთ ! და მთელ ამ უსასრულოდ გადაჭიმულ სივრცესა და ენერგიებში ერთი პაწაწკინტელა მზის სისტემა როგორ ვერ მოინახება ჩემთვის ?! არ მსურს ყოფიერების სხვა სფეროებში ყოფნა ! სინამდვილეში ყველაზე უმაღლესი გრძნობების სამყარო რაც ჩემი კვლევებით დავადგინე და რაშიც ეჭვი არ მეპარება,ეს სწორედ ეს მდგომარეობაა.რომელსაც დაცემულ ყოფიერებას ვუწოდებთ.ჩვენი გულები,სურვილებია დაცემული.თორემ სხეული და ენერგიის შეგრძნება ამ სხეულით,ყველა იმ ადამიანის ფსიქიკისთვის გამოუცდელ მაგრამ გადმოცემით ნაცნობ მდგომარეობაზე უკეთესია,რაც კი კაცობრიობას ისტორიაში ვინმეს საიდანმე მოუტანია,და რასაც საბოოლო ჯამში სხვა ყოფიერების "ნეტარება"-ს ჰქვია. ჭეშმარიტად შემიძლია "დავიტრაბახო" ეგრეთწოდებული ტრანსცენდეტული გამოცდილებით.რადგან რასაც სიფხიზლის მდგომარეობაში ყოფნა ჰქვია,ასეთი ფხიზელი მდგომარეობით მომინახულებია უამრავი სივრცე.თავისი არსებებით.რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის წარმოუდგენელია,ხოლო პროფესორისთვის შიზოფრენია !.მათ არც კი იციან რას იკლებენ,როდესაც შეუძლებელს ახსენებენ.როდესაც ვინმე წარსულის გიჟმაჟუნების ნაამბობებს ან გამოცდილებებს უარყოფენ და ფანტაზიად მიიჩნევენ.ისინი საკუთარ თავს ძარცვავენ,და როგორც საკუთარ თავს ასევე ირგვლივ მყოფებს აღარიბებენ.შემდეგ კი პროფესორსაც და მისით აღფრთოვანებულ არსებებსაც სხვა გზა არ რჩებათ,რომ მათ წინაში არსებულ კედელს შეეჯახონ და ცხვირი გაიტეხონ,შემდეგ სისხლი წასკდეთ და საოცრება ! სისხლი წითელია.მისი კვლევა დაიწყონ.და ბოლოს თქვან.
არარის გზა და არ არსებობს ამის გარდა არაფერი.
თუმცა არამარტო ასეთი ტიპის ადამიანები იწვევენ ჩემში იმ საზიზღარ იმპულსს რომელსაც სიბრალული და შეცოდება ქვია,არამედ ისინი ვისაც სწამთ !]
სწამთ მაგრამ ისე ასრულებენ სიცოცხლეს,ან ისე ცხოვრობენ რომ რა არის მიღმიერი საერთოდ რომ არ შეუძლიათ იცოდნენ,არასწორი რწმენის გამო.
ასევე ასმაგად მებრალება ის ხალხი ვინც თავიანთ ჩვეულებრივ ბრიყვულ სიზმრებს ვერ არჩევენ მართლაც,რომ ნამდვილი ეგრეთწოდებული სულიერი მოგზაურობისაგან და ნებისმიერ თავთავიანთ ბრიყვულ სიზმრებში ერთ წამში განცდილ კარგ ან ცუდ გრძნობაზე მაშინვე თვითრწმენას,რომ რთავენ."ჭეშმარიტად-სხვა სამყაროში ვიყავ"-ო და სხვებს უყვებიან თუ რა ხდებოდა იქ.და რა თქმა უნდა ეს საბრალო ხალხი ამბის მოყოლას ასე იწყებს "თითქოს... ასე და ასე ხდებოდა"
მე კი ეჭვები მღრღნის,რომ თითქოს... ჩემს ირგვლივ სამყარო ამდენი გამოთაყვანებული ადამიანით,არარეალურები არიან ! რომ ამ სამყაროში ადამიანის დაბადება,რომელსაც ყველას ,სურვილის მიხედვით შეუძლია,რომ დაესწროს,მხოლოდ და მხოლოდ იდეაა,რომ ადამიანი აქ იბადება.და რომ შემდეგ აქვე იზრდება,ყალიბდება და ბოლოს ვიღაც პიროვნებად იქცევა.
მე ვფიქრობ...ანდაც რა მნიშვნელობა აქვს ფიქრს ?
ეს საწყალი პროფესორი დღედაღამ გამუდმებით რაღაცას ფიქრობს.სულ რაღაცას ფიქრობს წარმოგიდგენია ? სულ ფიქრებშია და ისე კვდება,რომ არა სრული,არამედ სრული გავყოთ 2 ზე,მიღებული პასუხის ოდენა წარმოდგენაც კი არ აქვს თავის სულზე ‘ანუ იმაზე რასაც სული დაერქვა,ვითომ რომ გაგვეგო რაზე იქნებოდა საუბარი მომავალში როცა ამაზე საუბარს დაიწყებდა ვინმე ‘ და საერთოდ საკუთარ არსზე.
მე ყოველთვის მაკვირვებს,რატომ არ შეუძლიათ იყვნენ ადამიანებს მორწმუნენი.
ღმერთი... რომელიც რაღაც განსაზღვრული რაოდენობის მცნების დაცვას მთხოვს,რათა ცათასასუფეველში შევიდე და მიყენებს ათასგვარ წინაპირობას.ეს ღმერთი არ არის ! ეს არის ის უგენიალურესი ადამიანი რომელმაც ადამიანთან გულქვაობა დაინახა.რომელმაც ადამიანების გაჩერება მოახერხა.არსების გამოგონებით,რომელიც არის საერთოდ ღმერთი ! და ისარგებლა რა ღმერთით,როგორც კარგი გზისკენ მიმთითებელი გონიერი არსებით.ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თან დაურთო შიში მისი მითითებების დარღვევისთვის.
აბა მოსე გასულიყო და ეთქვა თქვე პროჭებო დაიცავით ყველაფერი რასაც გეუბნებით თორე...
ჩაქოლავდნენ. დამიჯერეთ,ან უარესი.აბა ქრისტე რატომ გააკრეს ჯვარს.სწორედ ამის გამო.მისი ადამიანური ფორმის გამო.მოსეს რაც შეეხება,ძნელი მისახვედრი არ არის,რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა.მიუხედავად მისი დიდებული შესაძლებლობისა.სხვაგვარად არ დაუჯერებდნენ.პირიქით.მოსეს ღმერთი,რომ არ მოეყვანა.დღეს რა მდგომარეობა იქნებოდა ამის წარმოდგენას უბრალოდ არ გისურვებთ.რადგან საკმარისია მოსეს ღმერთის მიერ თქმული ბრძანებები და წესები გაიგოთ.მაშინვე მიხვდებით რა სჭირდა ხალს მაშინ ! და არც ახლაა მათლად საამყაო და განსაცვიფრებელი მდგომარეობა. მაშ რა არის ის ღმერთი რომელზეც საერთოდ მოსემ დაიწყო საუბარი ?! ვის ესაუბრებოდა ? ვისგან იღებდა მითითებებს და ანდაც საერთოდ თუ ჩემს მოსაზრებაში სიმართ₾ის ნაპერწკალი არის,მაშ რატომ არ გამოაცხადა თავი თავად ღმერთად და რატომ არ მოინდომა „მე ვარ თქვენი ღმერთი-მე მისმინეთო“ ? ძალიან მარტივი საკითხის გამო...ეს იმდენად მარტივია... რომ აი ახლა მჭირდები „ო ღმერთო ჩემო,ყველაფერი იმენად მარტივადაა,რომ ამის ახსნა ურთულესია,მით უმეტეს მათთვის ვინც ჭაობშია“
ღმერთს ვუარყოფ.რადგან თავის თავში ღმერთი სრულიად არ შეესატყვისება იმას რასაც ჰქვია ის ვინც სამყარო შექმნა.მას არ ვუარყოფ.არ ვუარყოფ ძალას,რომელმაც ცნობიერება მაჩუქა.არა და არა ! ამის უარყოფა დებილიზმია.მაგრამ ღმერთს ვუარყოფ.რადგან ღმერთი ეს,როგორც ჩემს ერთ ერთ ხილვაში ვიხილე სხვა არაფერია თუ არა "განზრახვა" ანუ როგორც მაშინ გავიგე და ახლაც რა თქმა უნდა ასე მესმის.ადამიანის საბოოლო მიზანი ! საბოოლო დანიშნულება.ადამიანის განვითარების საბოოლო საფეხური.ასევე არასწორად მიმაჩნია ღმერთის შიში და როგორც ღმერთად ანუ რაღაც ობიექტად ყოფნის იდეა,როგორც ეს სჯეროდათ თითქმის ყველა დროში.გარდა ამ დროშივე გამონაკლისის სახით. რასაც ქრისტიანობა ერქვა.
წარმოგიდგენიათ ? სახარების პერსონაჟების,რწმენის მოქმედების ისეთი უძლურება როგორიც დღეს მილიონი ეკლესიის მსახურთ გააჩნიათ ? თითოეული „ინდივიდი“ ათწლეულების,ოცწლეულების მანძილზე დარბოდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,რომ ჭეშმარიტი ცოდნა მიეტანა ადამიანებთან,რომ დაკარგულიყო ღვთის,როგორც რაღაც თითქმის უკუნტროლო ნერვოზული ტიპის ხატების გაგება,მოესპოთ შიში.რომელიც ერთ წამს თავის განრისხებით ტკბება ადამიანებზე და შემდეგ ფიცს დებს,რომ მსგავს აღარ გაიმეორებს აღარასდროს.ერთი სიტყვით,ვიცი მკითხველო რომ ზემოთთქმულ იმპულს ახლა შენი არსება ჩემს მიმართ განიცდის.ანუ გებრალები.და როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოს,მე ასმაგად მებრალები.იმისთვის რისთვისაც გაგწირეს.თუმცა არსებობს გამოსავალი.არის გზა და ამ გზას მალე ყველა იხილავს.იმასთან დაკავშირებით კი თუ რა არის შემოქმედი,როგორია იგი და ვინ არის ის და მთელი ეს დამყუპველი კითხვების „ამაოებას“ დასაბამიდან ვერ ვხვდებოდნენ.და რა თქმა უნდა პროფესორი დანებდა ამ ყველაფერს,რადგან იმას კი არ მიხვდა,რომ კითხვები თავისთავში არასწორად არის დასმული და შესაბამისად პასუხიც არასწორი რომ მიიღება,არამედ მან უბრალოდ,რადგან პასუხი ვერ მიიღო ჭეშმარიტი ჰო ან არა,შეწყვიტა ეს და იმის სანაცვლოდ,რომ თავისი ძალა საკუთარი არსის შეცნობაზე დაეხარჯა,მან რატომღაც ისურვა გაეგო ის,არსებობს თუ არა გონიერი სიცოცხლე მთელ ამ უნივერსუმში ! და შეხედეთ რა მოხდა... კიდევ მე გებრალები > ? ზუსტად ახლა ჩემს წყეული ტვინში,მარცხენა მხარემ დაიწყო "აფეთქება" ეს უკვე მომაბეზრებელია.მაგრამ შეხედე...როგორ დღეში,თუმცა ვისურვებ რომ შენ არ იყო ვინც გინდა იყო ასეთ დღეში,როგორ დღეში არიან დღეს ჩვენს ირგვლივ მყოფი არა პროფესორები,არამედ ჩვეულებრივი ადამიანები.როგორი ღარიბები.როგორი გასაწ....ბულნი.საწყალი მიზნებითა და სურვილებით.ასეთ არსებას რომელსაც ადამიანი ჰქვია მართლაც რომ უდიდებულესი არსებები ვართ,როგორ შეუძლია მას,ვინც არის სურდეს ძვირფასი ნივთი.ან თავისი პიროვნების ძლიერი მხარეების წარმოჩინება სხვა,მისსავე მსგავსი არსებებისთვის.ეს საშინელებაა ხვდები ხო ? მაშინ როცა შეგვიძლია შევქმნათ,სივრცე,შევქმნათ ენერგია,ფორმა მნიშვნელობა,გრძნობა ანუ "სამყარო" სამყარო ყველაზე კარგად რომ გავიგოთ "ჩვენს შიგნით" რადგან პროფესორი პრიველი ამის გაგონებაზე რასაც იკითხავს რა თქმა უნდა ჯერ თუ ჭეშმარიტ გიჟად არ მომნათლავს და ფსიქიატრის ნომრის დაწერას არ დაიწყებს ფურცელზე,რომლის გულით გადმოცემასაც შეეცდება,რადგან ფიქრობს რომ ეს ერთადერთი გზაა ჩემს დასახმარებლად... რა თქმა უნდა თუ ის ამას არ იზავს იკითხავს,სად... სად შექმნი სამყაროს. შენს შიგნით !~
იქ სადაც შენი სული დაეხეტება ხოლმე.თუმცა სრულიად ძალა გამოცლილი.მას საკუთარი თავის აღქმაც აღარ შეუძლია.რადგან ეგრეთწოდებული ძალა,ხომ იმ სურვილებსა და იდეებზე დაიხარჯა რომ არსებობს თუ არა წყეული უცხო ცივილაზია ? ანდაც იქნებ უბრალოდ ყველაზე წარმატებული ადამიანის სტატუსი სურს ვინმეს... მთელს მსოფლიოში. ვინ იცის ?... მე რა თქმა უნდა ვიცი რომ სრული უაზრობაა ვიკითხოთ ვინ ვართ ჩვენ.რადგან ჩვენ როგორც "ვინ" არ ვარსებობთ ვარსებობთ არამედ "რა" და თუ მაინც ვიკითხავთ ვინ ვართ ჩვენ,ჩვენ ვართ ის არსებები,რომელთა არსებობის,ხოლო ეს უკვე აშკარაა და ფაქტია,სხვა,ყველა ნებისმიერ გონიერ არსებას შურს.მხოლოდ ამით იხსნება მთელი ეს ადამიანური ძილი და ადამიანების ყოფის უაზრობა,თავის სასტიკ-მტანჯველ გამოვლინებებთან ერთად..

- კარგი...დავუშვად დაგიჯერე,რას მთავაზობ ? რა გავაკეთო იმისთვის,რომ როგორც შენ ამბობ ,იმ მდგომარეობამდე მივიდე,რომ ჭეშმარიტად ვიცოდე ჩემი სულის არსებობის უტყუარი მტკიცებულების შესახებ,მსგავსად ფიზიკური სხეულის ?

იმას რაც მე მითხრეს.

- რა გითხრეს ასეთი,ან ვინ გითხრა.

ამას არ აქვს მნიშვნელობა.უბრალოდ მე მითხრეს რომ და მინდა გითხრა,რომ ჩემი მდგომარეობის შესაბამისად მითხრეს ეს... რომ ორი ან უკეთეს შემთხვევაში სამი დღის განმავლობაში სრულიად არაფერი გამეკეთებინა.

- არაფერში რას გულისხმობ.

არაფერში ვგულისხმობ არაფერს.მხოლოდ ყოფნას,წინასწარ ამორჩეულ ერთ ნებისმიერ სხეულის მდგომარეობას და სუნთქვას.

- როგორც ჩანს შენ ეგ შეძელი,მაგრამ მე არ წარმომიდგენია. პირველი:რისთვის უნდა გავაკეთო,მეორე : თუ მომცემ წარმოდგენას რისთვის უნდა გავაკეთო, როგორ გავაკეთო,ის რომ არაფერი გავაკეთო.

ხომ გეუბნები საქმე იმდენად მარტივად არის,რომ ამის ახსნა ძალიან გამიჭირდება,მაგრამ ძალას არ დავიშურებ იმისთვის,რომ ეს აგიხსნა. თუმცა სანამ რაიმეს ახსნას დავიწყებდე შენთვის,მინდა გგკითხო პირდაპირ და ყოვლგვარი მცდარი გრძნობის გარეშე.მზად ხარ რომ ყველაფერი, რაც კი გსმენია,ყველაფერი რისიც გჯერა და ამავდროულად ყველა შენი უწინდელი სურვილი,ამ მომაკვდავ სამყაროსთან ერთად დაკარგო ? უფრო მეტიც,მზად ხარ სიცოცხლეშივე რომ მოკვდე ?

- მე ვერ ვგრძნობ შიშს...
რადგან არ გაქვს ძალა,გაიგო პირდაპირ ყოველგვარი პროფესორობის გარეშე რას ნიშნავს სიცოცხლეშივე სიკვდილი.რას ნიშნავს ყველაფერი აქამდე ნაცნობი იდეეის გადაგდება და სურვილების,როგორც სარეველა ბალახებისაგან განწმენდა შენი არსისგან.

- თუ ძალა არ მაქვს რა აზრი აქვს ჩემთან საუბარს ? ყველაფერი რასაც მეტყვი ხომ ფუჭი ნათქვამი იქნება. ის უნდა გეთქვა თუ რისთვის უნდა გამეკეთებინა არაფერი რაღაც განსაზღვრული დროის განმავლობაში და შემდეგ ის თუ როგორ.

ნუ ღელავ,მე ზუსტად ვიცი რაც გჭირდება.რადგან სრულიად მარტომ გამოვცადე ყველაფერი ჩემს თავზე.და მეც შენს მსგავსად ვიყავი.რასაც მე მოგიყვები,და რაზეც მე მიგითითებ,ეს ის ჩემი სურვილი იქნება.ბრმასადა ყრუს რომ მტანჯვადა და ვერცერთმა ხორციელმა არსებამ,რომ ვერ მითხრა.

- ჩემთვის გაუგებარია,რომელ არსებებზე საუბრობ.მაგრამ კარგად ვხვდები,რომ მართლაც გსურს დამეხმარო.თან ორჭოფობასაც ვხედავ.გინდა გააკეთო ეს და არ იცი ღირს თუ არა.

რა თქმა უნდა.სწორი ხარ.რადგან ვაი თუ შენ როგორც მოისურვებ ისე წახვიდე მას შემდეგ რაც მე გზაზე დაგაყენებ ? მერე რა მოგივა ? სადღაც გადაიჩეხები.რადგან ამ გზის გარდა სხვაგან არ არის გზა.ამასთან ერთად მინდა გითხრა,რომ შენ უკვე ორმოში ხარ. და მანამ სანამ გეტყვი თუ როგორ გააკეთო არაფერი.აქამდე,ორმოდან უნდა ამოგათრიო.~

- კარგი,ორმოს იდეა მომწონს.განაგრძე.

შენ ორმოში ხარ.ჩვენ არც თოკი გვაქვს და არც კიბე.არაფერი რისი დახმარებითაც ამოგწევდი.

- რა საშინელებაა... აბა რა უნდა ვქნათ ?

მე მაქვს სიტყვა...რომელსაც თუ შეისმენ.შეძლებ ორმოდან ამოსვლას.მაგრამ არ უნდა გახდე ამ სიტყვების ტყვე. თავად სიტყები მიუთითებენ სიტყვების ტყვეობაზე.

- გასაოცარია,ეს აქამდე არ შემიმჩნევია.მიდი,მიდი მითხარი ვეღარ ვითმენ.

ამდენი ხანია ორმოში ხარ და ახლა გამოგელია მოთმინება ?

- დამცინი ხო ?

სულაც არა... უბრალოდ დრო ბევრი გვაქვს.

- მამასხარავებ არაა ? მითხარი რა ვქნა რომ ამოვიდე ამ წყეული ორმოდან.

პირველ რიგში არაფრის კეთებას რაც შეეხება.მინდა იცოდე,რომ ეს გზაზე დაყენებაა.რომ როდესაც ორმოდან ამოხვალ შენი ძალისხმევებით და გზაზე დადგები.ანუ შენი გზაზე დადგომა იქნება არაფრის კეთების კეთება.

- მგონი მამასხარავებ და საერთოდაც არ ცდილობ ჩემს დახმარებას.პირდაპირ მითხარი როგორ ამოვიდე ამ ორმოდან.

იტანჯე,იტანჯე მთელი შენი სხეულით,გონებით და სურვილით რომ ამოხვიდე მაგ ორმოდან.იტანჯე მანამ სანამ გზაზე არ ამოყოფ თავს.-აბა მოგწონს ასეთი პირდაპირი ნათქვამი ?

- შეუძლებელია.მე არ შემიძლია შეგნებული ტანჯვა.ეს უაზრობაა.

უაზრობა ის არის,რომ გაჩერება არ გძალუძს მაშინ როცა ეს გსურს.საკუთარ თავს არ ეკუთვნი.შენ თითქმის არ არსებობ.უაზრობა ის არის,რომ არაფრის მომცემ სურვილებს მიყვები ბრმად.უაზრობაა ის რომ შენი თავის,ანუ იმის რადაც წარმოგიდგენია თავი,ამის დაკარგვის რომ გეშინია.უაზრობაა ის რომ არასდროს ფიქრობ იმას,რომ ერთ მშვენიერ დღეს... მხოლოდ უკვე არა შენთვის,არამედ ვინმე სხვა არსებისთვის,კიდევ ინათებს და შენ ამ განათებულ სამყაროში აღარ იარსებებ ! აი ეს არის უაზრობა.

- მგონი მშველის.მაგრამ რატომ მოვკვდე იმ სიკვდილით,რომელსაც შენ გულისხმობ და ჯერ კიდევ ვერ გამიგია ?
იმიტომ,რომ თუ გსურს მთელ ამ ამაოებას თავი დააღწიო,ასე უნდა მოიქცე.და ვერ მოკვდები თუ არ გაიღვიძებ,ხოლო ვერ გაიღვიძებ

თუ არ გაიგებ,რომ გძინავს !.

- მძინავს ?

ხო შე,აი ახლაც კი გძინავს.პირდაპირი მნიშვნელობით ბრიყვულ მეცნიერულ გამოვკლევებს თუ ჩავატარებთ,შენ 24 საათის განმავლობაში,მხოლოდ რამოდენიმე წუთით იღვიძებ.შესაძლოა მაქსიმუმი რაც ადამიანის ცხოვრებაში თავისთავად მოხდეს ეს 1 საათი იყოს.1 წყეული საათი მთელი დღე-ღამის განმავლობაში. და უნდა მოკვდე იმიტომ, დაიბადო.

- და რად დავიბადები ? ვინ ვიქნები... მემახსოვრება ყველაფერი ? ჩემი ეს თავიც ? ახლა ასე ძალიან რომ არ მინდა სიკვდილი ?

რა თქმა უნდა,და შენ ყველაზე მეტად ამ სამყაროში ‘პიროვნებას“ რომელსაც დასცინებ.შენი აწ უკვე მკვდარი თავი იქნება.

- მაგრამ როგორ მოვკვდე ?

იმასთვის,რომ მოკვდე და თავიდან დაიბადო.საჭიროა გაიღვიძო.

- გაღვიძება ორმოს გაცნობიერების ტოლფასია ?

თითქმის,მაგრამ ორმოზე უარესის.ეს ნამდვილი სიზმრისეული ძილის მდგომარეობაა.

- შენ არ იშლი შენსას და მეუბნები,რომ სიცოცხლეშივე უნდა მოვკვდე. და რომ ვერ მოვკვდები თუ არ გავიღვიბ. და რომ თუ არ მოვკვდები ვერ დავიბადები. ასეა ?

უფრო მეტიც.მანამ არ მოხდება შენი ამ სიცოცხლეში კვდომა-დაბადება.სანამ არა თუ არ გაიღვიძებ,არამედ არ გაიგებ და შეიგნებ იმას,რომ შენ გძინავს ! რადგან თუ ამაში არ დარწმუნდები,რომ შენ გძინავს,ვერ გაიღვიძებ.თუ ვერ გაიღვიძებ.ვერ მოკვდები.რა თქმა უნდა თუ ვერ მოვკვდები ვერც დაიბადები და შენი სულის უეჭველი არსებობის მტკიცებულების საშუალება არც არასდროს მოგეცემა.რომ იცოდე ახლიდან დაბადების შემდგომ რამდენი რამ გელის წინ...~

- აჰა,მოიცა მოვიფიქრო. მგონი გავიგე.მაგრამ არა სრულად. როგორ დავრწმუნდე შენს ნათქვამში ? გაღვიძების,სიკვდილისა და დაბადების შესახებ ? თუ მე დარწმუნებული ვარ,რომ არ მძინავს.

იმისთვის,რომ გაიგო რა არის ძილი.ძალიან კარგი შედარებისთვის აიღე შენი ყოველღამიური სიზმარი.რომელშიც მოვლენები თავისთავად ხდება.და რომ ყველაფერი რაც ხდება შემთვხევითია თუ არა იგი,რომ შენ არაფრის შეცვლა არ გძალუძს.არა თუ ქმედება არ გძალუძს უფრო მეტიც... დაკვირვებაც კი არ შეგიძლია.გეუბნები იმას,რომ შენ არ შეგიძლია იცოდე სიზმარში ის,რომ სიზმარში ხარ.~

- ანუ ახლა მე სიზმარში ვარ და არ ვიცი,რომ სიზმარში ვარ ? ფანჯრიდან ხომ არ გადავხტე შენი იდეის უკეთ გასაგებად.

ერიდე მსგავს აზრებს და არც სიზმარში და არც ამ სამყაროში არ გამოსცადო თავი შენი.გადახტები ფანჯრიდან და შენ მოკვდები ! თანაც სამუდამოდ.და რომ გეუბნები,რომ შენ გძინავს.შენ ნამდვილად გძინავს. ჰიპნოზზე თუ გსმენია რამე ?

- კი,მსმენია რომ შესაძლებელია ადამიანის გონება და ნება დათრგუნო.

მასობრივი ჰიპნოზი თუ გაგიგია ?

- რაღაც მსგავსი კი...

იმაზე თუ გიფიქრია.გვერდით ხილი,რომ გიდევს რატომ აქვს ის ფორმა,ფერი,გემო.სუნი,რაც აქვს ?~

- არა,ყოველთვის მჯეროდა რომ ღმერთმა შექმნა ყველა ეს ორგანული პროდუქტი,რომ ადამიანები ამ საკვებით დანაყრებულიყვნენ.

არ იყო გულუბრყვილო.და არ იფიქრო იმაზე,რომ ხე რომელიც სადღაც არსებობს იმისთვის არსებობს,რომ შენ მიხვიდე და მოიხმარო მისი ნაყოფი.განა შენი ღმერთი არ გეუბნება,რომ მსგავსი და ხატი ხარ მისი ?

- ზუსტად.მაგრამ მე ვერაფერს ვამჩნევ რაიმე ასეთს.პირიქით. მე სრულიად საპირისპირო რამ ვარ მისი.

ამის შეგნება კარგია.მაგრამ მოდი ძილის მდგომარეობას დავუბრუნდეთ.აი მაგალითად ყოველგვარი გასამრჯელოს მიღების მოლოდინის გარეშე,ადექი და ახლავე ან თუნდაც ხომ გითხარი,რომ ბევრი დრო გვაქვს... როცა მოისურვებ მოთავსდი კომფურტულად და ღამე გაათენე.ისე რომ არაფერი გააკეთო.არა მთლად ისე,როგორც თავად არაფერი-გულისხმობს.არამედ მხოლოდ იყავი ოთახში და მაქსიმუმი ფანჯრიდან იყურე.ან ღამეც არ გაათენო.4 5 საათი საკმარისი იქნება.მაგრამ არ დაუშვა არავითარი საქმიანობა,არც წერა.სმა,ჭამა.კითხვა ფილმის ყურება თუ მუსიკის მოსმენა.და საერთოდაც იყავი შენთავთან გულახდილი და არ მოატყუო შენი თავი.გააკეთე ეს კეთილსინდისიერად.

- რას მომცემს ამის გაკეთება მე ?

შენ დაინახავ,რომ გძინავს.

- შენ მართალი იყავი... მე პირველი ცდა ძლივს დავიწყე და რა თქმა უნდა ვერ გავძელი.შემდეგ სხვა და სხვა ცდების ჩატარებამ დროში,უფრო და უფრო დიდი დაშორება განიცადა.და საბოოლო ჯამში მე საერთოდ შევწყვიტე ეს.რადგან დიდი უიმედობა და სევდა მომაწვა,იმასთან დაკავშირებით რომ არ შემიძლია თუნდაც ერთი ღამით.ისეთ მდგომარეობაში გავატარო როგორსაც შენ მიმითითებ. გთხოვ მითხარი რამე. მე ისევ ვგრძნობ,რომ ორმოში ვარ.აქ კი უკვე მომბეზრდა და ცივა...

პირველი რაც უნდა იცოდე,არის საქმის გაკეთებასთან დაკავშირებით ის,რომ „ხვალ“ არ არსებობს.უნდა შეიგნო,რომ ხვალ ეს დიდი ტყუილია.რომ ეს საკუთარ თავთან შეთანხმებაა.ტყუილი დაპირებაა.შენ არ შეგიძლია შენ თავს შეპირდე ხვალ რაიმეს გაკეთებას.რადგან ახლა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.თუ ახლა არ შეგიძლია რაიმეს გაკეთება.ამას ხვალ როგორ იზავ ? ხვალ ეს გამოსავალია,რომ საკუთარ სისუსტეს არ გაუსწორო თვალი.რადგან ძალიან ბევრი ხვალ-ე იარსებებს. აღმოსავლეთში ხვალ-ე ისე უყვარდათ რომ შემდგომი ცხოვრება მოიფიქრეს.ხვალ-ეს ძახილის გასაგრძელებლად.

- რატომ არ მითხარი ამასთან დაკავშირებით აქამდე არაფერი ?

უაზრობა იქნებოდა ამის ახსნა მანამ სანამ თავად არ შეეჯახებოდი ამას. ახლა იცი რაც უნდა გააკეთო.ახლა იცი რომ გძინავს,და რომ ხვალ-ეს და მომავლის იმედით შენს ძილს კიდევ უფრო ღრმას ხდი.~

- მაგრამ მე მართლა არ შემიძლია გავაკეთო მსგავსი რამ.ნებისყოფა არ მყოფნის.უბრალოდ არ შემიძლია. რა ვქნა ?

იმიტომ არ შეგიძლია,რომ შენ არ ხარ ! შენ რომ იყო,შეძლებდი.

- მე არ ვარ ? ეს როგორ გავიგო.

როცა შენ გაიგებ ყოფნის გემოს.ძალას იმის რომ გაქვს ნება. ამას მაშინ გაიგებ. ახლა კი იმის გაგება შეგიძლია მხოლოდ,რომ შენ არ ხარ ! და რომ არ შეგიძლია.რომ არ გაქვს ნებისყოფა.~

- მითხარი რა არის გამოსავალი.

ეს ასე რომ ვთქვათ,გამოღვიძების-კვდომისა და დაბადების ერთდროულად განხორციელებაა... მხოლოდ პაწაწინა ნაბიჯებით. გამოსავალი ერთია ! საჭიროა უარყო შენი თავი. შენ კი წარმოადგენ რას ? სხვა არაფერს თუ არა სურვილებს,ქმედებებს და ჰო კიდევ... სიტყვებს.~

- ანუ რა ვქნა ?

მიიღე გამოწვევად შენი ნების დამკვიდრება შენს არსებაში.როცა მოგშივდება თავი გააქნიე და თქვი ‘არა’- მე ვარ ! მე შემიძლია არ შევჭამო. როცა აგრესიას სხვა გზა არ დარჩება და იძულებული იქნება,რომ შენგან გამოვიდეს უთხარი შენს აგრესიას ‘არა’ მე ვარ ! არ მოგცემ უფლებას რომ დამიპყრო.პატარ პატარა ნაბიჯებითა და ძალისხმევით დაიმკვიდრე შენი თავი შენს თავში. ნებისყოფა იმიტომ არ გყოფნის რომ შენ შენს ეგრეთწოდებულ ნებას ფლანგავ... ფლანგავ მაშინ როცა თუნდაც პაწაწინა თითზე დადებულ კრემს მიირთმევ,რომ აღარაფერი ვთქა სხვა ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე,რომელსაც წამითაც არ აყოვნებ.

- ანუ გინდა მითხრა,რომ ვიშიმშილო,არ დავიძინო.და როცა აუცილებლობა მოითხოვს არ გავბრაზდე და არ ვიკამათო ?

დასაწყისში არა.მაგრამ მინდა გითხრა,რომ იმდენი უნდა ჭამო,რომ შიმშილის გრძნობა შენი უახლოესი მეგობარი გახდეს.იმდენი ჭამე სულ,რომ გშიოდეს. ძილს რაც შეეხება კი გიჯობს მკაცრად განსაზღვრო დაძინებისა და გაღვიძების დრო.ხოლო აუცილებლობას რაც შეეხება...ეს შენი ყოფნაა ! ისინი გაიძულებენ ყოველმხრივ,რომ თავი დაკარგო.სიამოვნებაში ან უსიამოვნებაში.თუ თავს დაკარგავ.შენ კვლავ ძილის მდგომარეობაში აღმოჩნდები. ძილში იბადება ხალხი,ძილში ცხოვრობს,და ძილში კვდება.ერთადერთი გამოსავალი ბრძოლაა სიფხიზლისთვის.და მაშინ როცა თავს გამოფხიზლებულად იგრძნობ.მაშინ გაიგებ თუ რაოდენ ცუდ დღეში არიან შენი მსგავსი არსებები.გაიგებ რომ გამოღვიძებაც არ არის ის ბედნიერებათა ბედნიერება.მაგრამ დაინახავ,რომ ძილს,ციფრებით რომ გითხრა.... მილიონჯერ არა ტრილიონჯერ არა და ციფრი „1’ კოსმოსი რომ გაავსო 0 ებით-აი ამდენჯერ სჯობს.თუმცა მთლად არც სიფხიზლე იქნება კარგი...რადგან შენ წინ საკუთარი თავის მოშორება მოგელის.მოგიწევს მოვკდე როგორც გითხარი.მას შემდეგ რაც შენ თავში შენ თავს დაიმკვიდრებ.მას შემდეგ რაც ძალას დააგროვებ და ნებისყოფაზე აღარ გექნება პრობლემა.და მას შემდეგ ჭეშმარიტად,პირადი ცოდნა გექნება იმის შესახებ,რომ ყველას სძინავს შენს ირგვლივ და რომ შენც გეძინა.და ახლა უკვე გაიღვიძე.ამის შემდეგ დავიწყებთ საუბარს იმაზე თუ რა არის გასაკეთებელი.მას შემდეგ რაც უკვე გაიღვიძე.~~

- მოიცა,რა,მიდიხარ ახლა ?

კი და მაშინ დავბრუნდები,როცა გაიღვიძებ.ახლა კი ტკბილი ძილი.

- მე არ მინდა ძილი... მინდა გავიღვიძო !~

ასეც მოხდება.მაგრამ არა ხვალ.ზეგ ან ერთი თვის შემდეგ.როცა გაიღვიძებ მაშინ მოვალ !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent